საბჭოთა სოციალისტური საქართველო

 




       თბილისი მე-20 საუკუნის დასაწყისში-აღმოსავლეთისა და დასავლეთის გზაჯვარედინი.

 

·         მე-20 საუკუნის დასაწყისისთვის თბილისი სამხრეთ კავკასიის,როგორც პოლიტიკურ ,ისე კულტურულ ცენტრს წარმოადგენდა

·         თბილისის ,როგორც დასავლეთისა და აღმოსავლეთის დამაკავშირებელი ხიდის ფუნქცია განსაკუთრებით გამოიკვეთა მე-19 საუკუნეში.

·         აღმოსავლეთთან კავშირების შენარჩუნების მიუხედავად,თბილისში სწრაფად იკიდებდა ფეხს ევროპული ცხოვრების წესი;

·         თბილისში ცხოვრობდნენ და მოღვაწეობდნენ არა მარტო ქართველი,არამედ სომეხი,აზერბაიჯანელი,სპარსელი,ჩრდილოკავკასიელი,რუსი თუ ევროპელი მწერლები,მხატვრები,კულტურის სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები.

·         თბილისში მე-19 საუკუნესა და მე-20 საუკუნის დასაწყისში არაერთმა ევროპელმა იმოგზაურა და აღწერა ქალაქის განუმეორებელი ხიბლი-აღმოსავლური და დასავლური კულტურების შერწყმა.

·         თბილისი მე-20 საუკუნის დასაწყისისთვის საკმაოდ დიდი ქალაქი იყო;

·         ქალაქში ვითარდებოდა მრეწველობა.

·         თბილისში დიდი იყო მცირე,ოჯახური საწარმოების და ხელოსნობის წილი;

·         მათ საფრთხეს უქმნიდა მათთან შედარებით მსხვილი მრეწველობის თანდათაან განვითარება(ეს აკოტრებდა იმათ)

·         მე-20 საუკუნის დასაწყისიდან მკვეთრად გაიზარდა წვრილი კაპიტალისტური საქარმოების წილი(მომრავლდა სამშენებლო მასალების(აგურის) ,სპირტის,საპნის -მცირე ქარხნები ,საკონდიტროები,პოლიგრაფია,ნავთობის საექპორტო კასრები და ა.შ.)

·         განსაკუთტრბულად აღსანიშნავია სპირტიანი და უალკოჰოლო სასმელების აგრეთვე მინერალური წყლების წარმოების განვითარება(ისე,დღესაც ეს სფეროებია განვითარებული საქართველოში)

·         მაგ. ცნობილი მეწარმის და ქველმოქმედის,დავით სარაჯიშვილის კომპანია 60-მდე დასახელების ალკოჰოლურ სასმელს ამზადებდა.

·         მან რუსეთის იმპერიაში საფუძველი ჩაუყარა კონიაკის(ალკოჰოლური სასმელია) წარმოებას

·         სარაჯიშვილის ნაწარმს არაეთი ჯილდო ჰქონდა მოპოვებული უცხოეთის გამოფენებზე;

·         ბორჯომის მინერალური წყალი დიდი რაოდენობით გადიოდა რუსეთში.

·         დიდი პოპულარობით სარგებლობდა მიტროფანე ლაღიძის რეცეპტებით დამზადებული ლიმონათები და სხვა უალკოჰოლო სასმელები.

 

                                            განათლება  20-იან წლებში

 

·        მე-20 საუკუნის დასაწყისიდან კიდევ უფრო გამძაფრდა ბრძოლა საგანმანათლებლო დაწესებულებებში რუსიფიკაციის(გარუსების) წინააღმდეგ.

·        ქართველი მოღვაწეები ახრხებდნენ სახელმძღვანელოების შექმნას ქართულ ენაზე

·        მაგ.დავით კარიჭაშვილმა,რომელიც თბილისის სათავადაზნაურო სკოლასა და გიმნაზიაში მოღვაწეობდა შეადგინა „წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების’’ წიგნთსაცავის სრული აღწერილობა,დაარსა ბიბლიოთეკა და მუზეუმი.

·        პირველი მსოფლიო ომის წინ უკვე აშკარად გამოიკვეთა,რომ ცარიზმის რუსიფიკატორულმა პოლიტიკამ საქართველოს განათლების სისტემაში ვერ მიაღწია მიზანს.

·        1913-14 წლების მიჯნაზე გაიმართა რუსეთის სახალხო მასწავლებელთა პირველი ყრილობა,რომელზეც ქართველი პედაგოგები ხელისუფლების საგანმანათლებლო პოლიტიკის მძაფრი კრიტიკით გამოვიდნენ;განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ყრილობის გადაწყვეტილება დაწყებით და საშუალო სკოლებში ეროვნულ ენაზე სწავლების დაკანონების შესახებ;

 

·        1918 წლის 26 იანვარს საქართველოს ისტორიაში უმნიშვნელოვანესი მოვლენა მოხდა-გაიხსნა თბილისის უნივერსიტეტი(!)

·        ამ საქმის მთავარი სულისჩამდგმელი ივანე ჯავახიშვილი იყო.

·        უნივერსიტეტის პირველი რექტორი გახდა პეტრე მელიქიშვილი

·        შემდეგ კი მას ივანე ჯავახიშვილი ჩაენაცვლა.

 

·        მოგვიანებით,საბჭოთა ხელისუფლებამ მთლიანად შეცვალა საქართველოს დამოუკიდებლობის ხანაში არსებული განათლების სისტემა;

·        საბჭოთა ხელისუფლებას ჰქონდა დიდი მცდელობა უნივერსტეტიდან გაეძევებინა ძველი პროფესურა,მაგრამ მისი მომხრე და მომზადებული ახალი  კადრები არ იყვნენ საკმარისად კომპეტენტური უმაღლესი განათლების წაძღოლისათვის,ამიტომაც საბჭოთა ხელისუფლება იძულებული გახდა ნაწილობრივ მაინც დაეტოვები ძველი პროფესურა უნივერსიტეტში.

·        1922 წელს თბილისში გაიხსნა სამხატვრო აკადემია.

·        1924 წელს კონსერვატორიას მიენიჭა  სახელმწიფო სტატუსი(კონსერვატორია შეიქმნა 1917 წელს)

·        საბჭოთა პერიოდში უნივერსიტეტს  გამოეყო და ცალკე ჩამოყალიბდა:

1.      პოლიტექნიკური ინსტიტუტი

2.      სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი

3.      თბილისის სამედიცინო ინსტიტუტი

·        გაიხსნა უმაღლესი პედაგოგიური სასწავლებლები თბილისსა და სხვა ქალაქებში.

 

                                ქართული კულტურა სტალინიზმის ხანაში

 

·        მწერლობისა და პრესის განვითარებისთვის განსაკუთრებით  მნიშვნელოვანი იყო დემოკრატიული რესპუბლიკის არსებობის პერიოდში ცენზურის გაუქმება და სიტყვის თავისუფლების დაკანონება.

·        ამ პერიოდში შეიქმნა მწერალთა და ხელოვანთა არაერთი შემოქმედებითი კავშირი

·        მაგრამ ის თავისუფალი შემოქმედებითი გარემო,რაც შეიქმნა აღნიშნულ პერიოდში,საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ მოისპო.

·        სტალინიზმის ეპოქა ,1923-1953 წ,უმძიმესი ხანაა ქართული კულტურის ისტორიაში;

·        მასობრივ რეპრესიებთან ერთად,რის შესახებაც წინა პარაგრაფიდან შეიტყვეთ,კულტურისა და მეცნიერების ზოგიერთი ცნობილი მოღვაწე სტალინური რეპრესიების მსხვერპლი გახდა.

·        საბჭოთა სისტემის მიზანი იყო ხელოვნებისა თუ მეცნიერების ნებისმიერი დარგი ექცია საკუთარ იდეოლოგიურ  იარაღად.

·        მხატვრებს,მწერლებს და კომპოზიტორებს საკუთარ შემოქმედება უნდა წარემართათ პარტიისგან მიღებული დირექტივების საფუძველზე,“სოციალისტური რეალიზმის“ პრინციპების მიხედვით.(მაგ.  წაიკითხე კონსტანტინე ლორთქიფანიძის მოთხრობები  ,რომ გაიგო რა არის სოციალისტური რეალიზმი)

·        მეცნიერებს კი ბუნება  უნდა ეკვლიათ  მარქსიზმის ლენინურ-სტალინური ვერსიის დირექტივების მიხედვით.

·        თავისუფალი აზრი იდევნებოდა.

·        მაგრამ ამ პირობებშიც ქართველი მოღვაწეები და მეცნიერები ახერხებდნენ ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობის ნაწარმოებების შექმნას

 

·        ქართველ მწერალთა გაერთიანებები,რომლებიც არ იდგნენ „სოციალისტური რეალიზმის“ სამსახურში იდევნებოდნენ.

·        ასეთი გაერთიანებები იყო: „აკადემიური ჯგუფი“  , „ცისფერყანწელები’’, „ფუტურისტები’’ ,“არიფიონელები’’- გაიგე მათზე მეტი,ნახე რომელი მწერლები შედიოდნენ ამ ჯგუფებში)

·        მათ ალტერნატივად და საჭინააღმდეგოდ საბჭოთა ხელისუფლებამ შექმნა“საქართველოს პროლეტარულ მწერალთა ასოციაცია ‘’,რომლის დანიშნულება იყო „კლასობრივი’’ იდეოლოგიის კუთხით ემხილებინა პატრიოტი ქართველი მწერლები

·        შენიშვნა: დღესაც ხდება მსგავსი  დაპირისპირებები  პარტიულ ტელეარხებზე და სოციალურ ქსელებში ; დაპირისპირებული მხარეები ერთმანეთს მუდმივად „ამხელენ’’ იდეოლოგიური კუთხით.

·        1928 წელს საქართველოს მწერალთა კავშირის დადგენილებით,საერთოდ აიკრძალა ცალეული ლიტერატურული ჯგუფებისა  თუ ასოციაციების შექმნა

 

·     მე-2 მსოფლიო ომის შემდეგ დაიწყო რეპრესიების მეორე ეტაპი;

·     მწერლებს,ხელოვნების სხვადასხვა დარგის წარმომადგენლებს კომუნისტმა იდეოლოგებმა ბრალად დასდეს „ქედის მოხრაში დასავლეთის წინაშე’’ , „წვრილბურჟუაზიულ ინდივიდუალიზმში’’ ,“ფორმალიზმში’’ და ა.შ.

·     მეცნიერებს კი მოსთხოვეს მხოლოდ სტალინის ნაშრომების და პარტიის დირექტივებით ეწარმოებინათ კვლევები;

 

სოციალისტური რეალიზმი (შემოკლებით აგრეთვე სოცრეალიზმირუს. Социалистический реализм) — ლიტერატურასა და სახვით ხელოვნებაში აღწერის მეთოდი, რომელიც სამყაროსა და ადამიანის სოციალისტურ კონცეფციებს ემყარება.საბჭოთა კავშირში ხელოვანის  მოვალეობა საკუთარი ნაწარმოებებით სოციალისტური საზოგადოების მშენებლობისთვის მსახური იყო. შესაბამისად, მას ცხოვრება სოციალიზმის იდეალების ფონზე უნდა გამოესახა. ტერმინში სიტყვარეალიზმილიტერატურას უკავშირდება, ხოლოსოციალისტური“ — იდეოლოგიას. ეს ორი ცნება თავისთავად ურთიერთგამომრიცხავია, თუმცა ხელოვნების ამ თეორიაში ისინი ერთმანეთს ერწყმის. შედეგად კომუნისტური პარტიის კარნახით იქმნებოდა ნორმები და კრიტერიუმები, ხოლო ხელოვანი, იყო ეს მწერალი, მოქანდაკე თუ მხატვარი, ვალდებული იყო ამ ნორმების მიხედვით შეექმნა.

სოცრეალიზმის ლიტერატურა პარტიული იდეოლოგიის ინსტრუმენტი ხდებოდა. საბჭოთა კავშირში  მწერალი ადამიანის სულისინჟინერიიყო. საკუთარი ტალანტით ის მკითხველზე ზემოქმედებას ახდენდა, როგორც პროპაგანდისტი. მისი მოვალეობა მკითხველის აღზრდა იყო პარტიის სულისკვეთებით და ამასთან მხარს უჭერდა მასში კომუნიზმის გამარჯვებისკენ ბრძოლისთვის შემართებას. საბჭოთა მოქალაქის  სუბიექტური ქმედებები და მისწრაფებები აუცილებლად თავსებადი უნდა ყოფილიყო სოციალისტური საზოგადობის მშენებლობასთან.

 

 

                                მე-20 საუკუნის  30-იანი წლების  საქართველო

 

·        20-იანი წლების ბოლომდე მთელ საბჭოთა კავშირში,მათ შორის საქართველოშიც მოქმედებდა ე.წ. „ნეპი’’  (ანუ „ახალი ეკონომიკური პოლიტიკა’’)

·        ეკონომიკურ ლიბერალიზმთან ერთად  იმ დროს არსებობდა ერთგვარი ლიბერალიზმი  ინტელექტუალური მოღვაწეობის მიმართაც.(ლიტერატურა,ხელოვნება)

·        „უპარტიო ინტელიგენციის’’ წარმომადგენლებს,რომლებსაც განათლება რევოლუციამდე ჰქონდათ მიღებული,შეეძლოთ ეწერათ სხვადასხვა თემაზე,დაედგათ სპექტაკლები-ყველაფერი ეს იმ პირობით,რომ მათი ნაწარმოებები ან სპექტაკლები“ანტი-საბჭოთა’’ არ იქნებოდა;(გაიხსენე მიხ. ჯავახიშვილის „თეთრი საყელო“)

·        20-იანი წლების ბოლოდან ,განსაკუთრებით 30-იან წლებიდან ვითარება ქვეყანაში შეიცვალა;

·        განმტკიცდა კომპარტიის და მისი ლიდერის,სტალინის,დიქტატურა.

·        კომპარტიამ ეროვნულ კულტურაზე მიიტანა იერიში საქართველოშიც;

 

·        სტალინიზმის სოციალურ-პოლიტიკური სისტემა სრული სახით 1930-იან წლებში ჩამოყალიბდა.

·        ეს იყო დაჩქარებული ინდუსტრიალიზაციის,კოლექტივიზაციისადმი გლეხობის წინააღმდეგგობის გატეხის,მკაცრად რეგლამენტირებული,ტოტალიტარული,საზოგადოების ჩამოყალიბების ეპოქა,როდესაც მკაცრად ისჯებოდა ნებისმიერი გადახრა კომუნისტური დოგმებიდან;

·        ლიტერატურაში და ხელოვნებაში დამკვიდრდა „სოციალისტური რეალიზმი’’,რაც გულისხმობდა კომუნისტური პოზიციიდან რეალობის შელამაზებას.

·        ყოველგვარი სხვაგვარი აზროვნების აღმოსაფვრელად და ქვეყანაში მკაცრი დისციპლინის დასამყარებლად სტალინმა საჭიროდ მიიჩნია მოსახლეობის დაშინება;

·        მასობრივმა რეპრესიებმა .რომლებიც მძვინვარებდა 1937-38 წლებში მრავალი ათასი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

·        მოისპო ის მცირედი თავისუფლებაც კი,რომელიც მოსახლეობა სარგებლობდა „ნეპის’’ პერიოდში.

·        რეპრესიები,ერთი მხრივ, მიმართული იყო ბოლშევიკთა ძველი თაობის გასანადგურებლად მათი ახალი,სტალინის ერთგული კადრებით ჩასანაცვლებლად;

·        მეორე მხრი, რეპრესიები წარიმართა ინტელიგენციის წინააღმდეგ,თავისუფალი აზრის ნებისმიერი გამოვლინების ჩასახშობად;

·        რეპრესიები მძიმედ იწვნია საქართველომაც;

·        1936 წლისთვის საბჭოთა ხელისუფლება იმდენად განმტკიცდა,რომ სტალინმა გადაწყვიტა ერთგვარი პოლიტიკური დეცენტრალიზაცია მოეხდინა.შეექმნა მოკავშირე რესპუბლიკები ცენტრალურ აზიაში(იქმდე მათ უფრო დაბალი, ავტონომიის, სტატუსი ჰქონდათ რუსეთის ფედერაციაში)

·        1936 წლის ახალი კონსტიტუციით გაუქმდა ამიერკავკასიის საბჭოთა ფედერაციული სოციალისტური რესპუბლიკა და საქართველოს,სომხეთს და აზერბაიჯანს მოკავშირე რესპუბლიკების სტატუსი მიენიჭათ საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში;

·        საბჭოთა ხელისუფლების დამყარება საქართველოში იყო არა მხოლოდ „რევოლუცია ზემოდან“ არამედ „რევოლუცია გარედან’’,ამ პროცესის ნებისმიერი ასპექტი ხორციელდებოდა მოსკოვიდან დიქტატით(კარნახით)

·        1930-იანი წლების საქართველოს უკვე აღარაფერი ჰქონდ საერთო თხუთმეტი წლის წინ არსებულ დამოუკიდებელ ქვეყანასთან.

·        სტალინისტური სოციალურ-პოლიტიკური სისტემა უცვლელი დარჩა მე-2 მსოფლიო ომის პერიოდში,ომის შემდგომი აღდგენის მძიმე ხანაში და სტალინის მმართველობის უკანასკნელი წლების პოლიტიკური და კულტურული რეპრესიების დროსაც.

 

პოლიტიკური ვითარება საქართველოში  საბჭოთა პერიოში

                                 (1921-1991)

 

·        თავიდან საბჭოთა კავშირში 11 მოკავშირე რესპუბლიკა შედიოდა

·        1940 წელს მათ კიდევ ოთხი-ლიტვა,ლატვია ,ესტონეთი და მოლდოვა დაემატათ

·        1936 წლის საბჭოთა კავშირის კონსტიტუციის ბაზაზე 1937 წელს შეიქმნა საქართველოს სსრ კონსტიტუცია.

·        ეს კონსტიტუცია ფორმალურად ადამიანის ძირეულ უფლებებს აღიარებდა და დემოკრატიულ პრინციპებს ეყრდნობოდა.

·        მთავარ საკანონმდებლო ორგანოს(პარლამენტს) რესპუბლიკაში წარმოადგენდა „უმაღლესი საბჭო“,ხოლო აღმასრულებელ ხელისუფლებას(მთავრობას)-„სახალხო კომისართა(მინისტრთა) საბჭო“.

·        მაგრამ სინამდვილეში ორივეს აკონტროლებდა საქართველოს კომუნისტური პარტია,რომელიც თავის მხრივ სრულად ემორჩილებოდა საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცენტრალურ კომიტეტს.

·        არჩევნები ყველა დონის საბჭოში ფიქცია იყო,რადგან საარჩევნო ბიულეტენში მხოლოდ ერთი გვარი ეწერა - და ის იყო ქვეყანაში ერთადერთი პარტიის მიერ წამოყენებული კანდიდატის გვარი,სხვა არჩევანი არ არსებობდა.

                 

·        რეალურ ხელისუფალს ყველა მოკავშირე რესპუბლიკაში და ავტონომიურ რესპუბლიკებსა და ოლქებში,წარმოადგენდა კომუნისტური პარტიის ცენტრალური (რესპუბლიკის,ავტონომიის,ოლქის,რაიონის,ქალაქის) კომიტეტის პირველი მდივანი;

·        რესპუბლიკების და ავტონომიების  პირველ მდივნებს არჩევდა და ნიშნავდა საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პოლიტბიურო;

·        ისინი თავის მხრივ არჩევდნენ და ნიშნავდნენ რაიონების და  ქალაქების კომიტეტების პირველ მდივნებს(ამათ ერქვათ ქალაქკომის და რაიკომის მდივნები. ნახე ქართული ფილმი „რაიკომის მდივანი“)

·        საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პოლიტბიუროს 1923 წლიდან 1953 წლამდე ხელმძღვანელობდა  იოსებ სტალინი.

·        პოლიტბიურო იყო უმაღლესი ხელისუფლება საბჭოთა კავშირში.სტალინური პოლიტბიუროს წევრი იყო  ლავრენტი ბერიაც.

·             1931 წელს საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი გახდა ლავრენტი ბერია.

·             მის სახელთანაა დაკავშირებული 1937-1938 წლების მასობრივი რეპრესიების ჩატარება საქართველოში,რაც მოსკოვის დავალებით განხორციელადა.(ამ წლებში სტალინი ანადგურებდა „ხალხის მტრებს ‘’-ახლა მათ  „უდანაშაულოდ რეპრესირებულებს  უწოდებენ“-სტალინისთვის კი იყვნენ მე-5 კოლონა)

·             ამ ბოროტმა საქმემ,რომლის დროსაც დახვრიტეს უამრავი ადამიანი შიშის სინდრომი ჩანერგა ხალხში,გადაფარა ბერიას რეალური წვლილი საქართველოს ინდუსტრიალიზაციაში და თბილისის რეკონსტრუქციაში.(წიგნში არ წერია: ბერიამ ამოაშრო კოლხეთის ჭაობები და გააშენა ჩაის და ციტრუსის პლანტაციები,ააშენა კურორტები საქართველოში ზღვასა და მთაში,დაიცვა კავკასია და  მე-2 მსოფლიო ომი ააცილა საქართველოს ტერიტორიას,საბჭოთა კავშირის ატომური ბომბის შექმნას ბერია ხელმძღვანელობდა და სხვა - გაიგე მეტი ლავრენტი ბერიაზე არის  ბევრი ფილმები იუთუბზე)

·             1938 წელს სტალინმა ბერია მოსკოვში წაიყვანა და ის საკავშირო შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატს ჩაუყენა სათავეში,მის ნაცვლად კი საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის  პირველ მდივნად კანდიდ ჩარკვიანი დანიშნა.ჩარკვიანი მართავდა საქართველოს 1938-1952 წლებში.

·             ჩარკვიანს მოუხდა რესპუბლიკის მართვა მსოფლიო ომის მძიმე წლებში და ომის შემდგომ აღდგენის დროს.მის დროს აშენდა ახალი ქალაქი რუსთავი  და რუსთავის მეტალურგიული კომბინატი.

·             1953-1972 წლებში პირველი მდივანი იყო ვასილ მჟავანაძე ( გურამ დოჩანაშვილის მარშალ ბეტანკურის პროტოტიპი)

·             მჟავანაძის  დროს ,საბჭოთა კავშირში  მიმდინარე ერთგვარი ლიბერალიზაციის ფონზე(ე.წ. ხრუშჩოვის „ოტტეპელი“ ანუ „დათბობა’’),საქართველოში გაჩნდა ე.წ. „ჩრდილოვანი ეკონომიკა ‘’,ანუ ფართოდ გაიფურჩქნა კორუფცია.(გაიგე რა არის კორუფცია ნახე ჩემი ბლოგ პოსტი კორუფციაზე)

·             იმავდროულად ეს იყო ქართული ლიტერატურის და ხელოვნების აყვავების ხანა.

·        საქართველოს რესპუბლიკის ხელმძღვანელი მჟავანაძე  მოსკოვმა ,სადაც საკუთარი კორუფცია ჰყვაოდა,შეცვალა 1972 წელს.

·        მჟავანაძე პენსიაზე გაუშვეს და კორუფციასთან ბრძოლის მიზნით საქართველოში კომპარტიის პირველ მდივნად დაინიშნა რესპუბლიკის ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი ედუარდ შევარდნაძე.

·        კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით შევარდნაძის მიღწეული შედეგები მოჩვენებითი  იყო,რადგან საბჭოთა კავშირის შემადგენელ ერთ რომელიმე რესპუბლიკაში შეუძლებელი იყო რამის შეცვლა.

·        შევარდნაძის პერიოდში  საბჭოთა კავშირში დაიწყო პოლიტიკური და ეკონომიკური სტაგნაცია და კომუნისტური იდეოლოგიის ეროზია.

·        ედუარდ შევარდნაძე ხელს უწყობდა ქართული კულტურის და მეცნიერების განვითარებას.(!)

·        1985 წელს ედუარდ შევარდნაძე მოსკოვში გადაიყვანეს საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრად  და შეიყვანეს საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის პოლიტბიუროში .პოლიტბიუროში მას მხარი უნდა დეჭირა მიხეილ გორბაჩოვისათვის ,რომელიც  მაშინ „პერესტროიკას „ იწყებდა.

 

·        სტაგნაცია- უძრაობა ეკონომიკასა და საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში.

·        ეროზია -  გამოფიტვა ,გამოჭმა მაგ ლითონის ეროზია ,მიწის ეროზია და ა.შ.

·   1985-1989 წლებში საქართველოს კომპარტიის პირველი მდივანი იყო  ჯუმბერ პატიაშვილი(9 აპრილი ამის დროს მოხდა და გორბაჩოვმა და შევარდნაძემ ამას დააბრალეს და მოხსნეს- ანუ ეს იყო ამათი „განტევების ვაცი’’ )

·  პატიაშვილის მმართველობის პერიოდს დაემთხვა ე.წ. „ეროვნული მოძრაობის“ აღმავლობა და კომუნისტური პარტიის დასუსტების დასაწყისი

               

·        1990 წლის 28 ოქტომბრის მრავალპარტიულ არჩევნებში საქართველოს კომუნისტური პარტია, რომელსაც გივი გუმბარიძე (კაგბ-ს გენერალი)ხელმძღვანელობდა,“დამარცხდა“ და საბჭოთა ხელისუფლება საქართველოში დამთავრდა,თუმცა რესპუბლიკა რჩებოდა საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში.

·        თითქმის ყველა პარტია ან კგბ-ს შექმნილი იყო ,ან სავსე იყო კგბ-ს აგენტებით.

·        საქართველო საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში დარჩა მის საბოლოო დაშლამდე 1991 წლის 21 დეკემბრამდე.(!)

                  

                  საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარება  საბჭოთა პერიოდში.

 

·        რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში(მე-19 საუკუნე  და პირველი მსოფლი ომის პერიოდი) საქართველო იყო წმინდა სასოფლო-სამეურნეო ქვეყანა

·        საქართველოში არსებობდა სულ რამდენიმე საშუალო ზომის სამრეწველო საწარმო.

·        მოსახლეობის 80 %-ზე მეტი სოფლად ცხოვრობდა

·        1918-1921 წლების მენშევიკურ  საქართველოში ეკონომიკური სტრუქტურა არ შეცვლილა,ხოლო ხალხის მატერიალური მდგომარეობა გაუარესდა კიდეც,რადგან იმპერიაში ადრე არსებული ეკონომიკური კავშირები მოიშალა.

( შენიშვნა : ხალხის მატერიალური მდგომარეობა საბჭოთა პერიოდთან შედარებით მკვეთრად გაუარესდა  პოსტსაბჭოთა  საქართველოშიც)

·        მართალია,მენშევიკურმა მთავრობამ ჩაატარა აგრარული რეფორმა,გლეხებს დაურიგა მიწა(გაიხსენე ჯაყო),მაგრამ ამის ეკონომიკური ეფექტი მხოლოდ რამდენიმე წელიწადში იქნებოდა შესამჩნევი.

·        ეს დრო კი მენშევიკურ მთავრობას არ მიეცა.

·        1921 წლის  6 აპრილს ახალგასაბჭოებული საქართველოს რევკომმა კომუნისტური იდეოლოგიის შესაბამისად მოახდინა მიწის სრული ნაციონალიზაცია(სახელმწიფო საკუთრებად გამოცხადება) და აკრძალა მისი ყიდვა-გაყიდვა ან იჯარით გაცემა.

·        მოხდა ყოფილი სახაზინო,თავადაზნაურების და საეკლესიო მიწის კონფისკაცია(ჩამორთმევა),რომელიც მიწის სახელმწიფო ფონდმა სამართავად გადასცა ადგილობრივ საბჭოებს.

·        ამავე დროს,საბჭოთა მმართველობის დამყარების შემდეგ,რუსული სოფლისაგან განსხვავებით,ქართულ სოფელს არ განუცდია სამოქალაქო ომი,რომელიც რუსეთში 1918-1920 წლებში ბობოქრობდა.(!)

·        მას არ განუცდია არც „სამხედრო კომუნიზმის ‘’ სიმძიმე,როდესაც ხდებოდა არა მარტო შეძლებული გლეხებისთვის ნამატი მოსავლის კონფისკაცია,არამედ მთელი მოსავლის,მათ შორის სათესლე მასალის ჩამორთმევა,რამაც უმძიმესი დარტყმა მიაყენა რუსეთის გლეხობას.(!)

·        ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება ბოლშევიკებმა მოახერხეს 20-იანი წლების შუა ხანებში

·        მათ 1921 წლიდან  გატარეს - ე.წ. „ახალი ეკონომიკური პოლიტიკა „ ანუ „ნეპ“-ი  (ოვაია კონომიჩესკაია ოლიტიკა)

·        ეკონომიკური აღმავლობის გარდა,20-იანი წლების საქართველოში გაუმჯობესდა განათლების საქმე,ხელი შეეწყო მეცნიერების,კულტურისა და ხელოვნების განვითარებას.

·        20-იან წლებში საქართველოში ბოლშევიკები რბილ პოლიტიკას ატარებდნენ ძველი რეჟიმების თანამგრძნობი ინტელექტუალური მოღვაწეების მიმართ.

·        პრაქტიკულად იგივე ხდებოდა სხვა მოკავშირე რესპუბლიკებშიც;

·        ამას ახალი საბჭოთა ხელისუფლება,არარუსული ეთნოსების გულის მოსაგებად აკეთებდა და ერთგვარად ხელს უწყობდა ეროვნული კულტურების განვითარებას.

·        ამიტომ საქართველოშიც მოხდა ადმინისტრაციული და კულტურული ინსტიტუტების ნაწილობრივი „გაქართულება „

 

·        1928 წელს საბჭოთა კავშირმა(სტალინმა) დაიწყო დაჩქარებული ინდუსტრიალიზაცია;

·        ამ დროს მთელ საბჭოთა კავშირში,განსაკუთრებით მის განაპირა მხარეებში(პერიფერიაზე) შენდებოდა ახალი საწარმოები,განსაკუთრებით ისეთი,რომლებსაც ქვეყნის სამხედრო ძლიერება უნდა უზრუნველეყო;

·        საქართველოში აშენდა ზესტაფონის ფროშენადნობთა ქარხანა,რომელიც სატანკო ჯავშნისათვის ამხადებდა პროდუქციას.

·        აშენდა რამდენიმე ჩარხმშენებელი ქარხანა;

·        გორის ბამბეულის კომბინატს უნდა უზრუნველეყო არმიისათვის საჭირო ქსოვილის წარმოება და ა.შ.

·        ყველა,თუნდაც მცირე წარმატებასაც კი,საბჭოთა პროპაგანდა სახელმწიფოს ფაქტობრივი ხელმძღვანელის სტალინის სახელთან აკავშირებდა;(შენიშვნა :აბა ვისთან უნდა დაეკავშირებინა ?)

·        ნებისმიერი სამშენებლო პროექტის დასრულება,მაგ. ზემოავჭალის ჰიდროელექტროსადგურის (ზაჰესის)  გაიხსნა 1927 წელს,საირიგაციო სისტემის გაყვანა,კოლხეთის დაბლობზე ჭაობების ამოშრობა საზეიმოდ აღინიშნებოდა არა როგორც საინჟინრო მიღწევა,არამედ როგორც მორიგი გამარჯვება საბჭოთა წყობილებისა,რომლის სიმბოლოდ იქცა სტალინი.მკვიდრდებოდა მისი პიროვნების კულტი;

 

·        მე-2 მსოფლიო ომის დროს საქართველო გადაურჩა(შენიშვნა: სტალინმა და ბერიამ გადაარჩინა კიარ „გადაურჩა“) ნაცისტების მიერ ოკუპაციას.

·        საქართველოს ტერიტორია გამოიყენებოდა,როგორც ევაკუაციის ადგილი ადამინებისათვის და საწარმოებისათვის.მაგ. ომის დროს გადმოიტანეს თბილისში საავიაციო ქარხანა (ქ. ტაგანროგიდან.)

·        1944 წელს დაიწყო რუსთავის მეტალურგიული კომბინატის მშენებლობა;

·        ომის შემდეგ ქუთაისში ააწყვეს დამარცხებული გერმანიიდან ჩამოტანილი საავტომობილო ქარხანა;

·        თბილისში გაიხსნა ელმავალმშენებელი ქარხანა და სხვ.

 

·        მაგრამ,ისე,როგორც მთელ საბჭოთა კავშირში,ამ ქარხნების პროდუქცია მორალურად სწრაფად ძველდებოდა,ნაკლებად ხდებოდა მათი განახლება;

·        მათი პროდუქცია არაკონკურენტუნარიანი იყო მსოფლიო ბაზარზე და მხოლოდ საბჭოთა კავშირსა და მისი სატელიტების-ე.წ. „სოციალისტური ქვეყნების „  ჩაკეტილ ეკონომიკურ სივრცეში გამოიყენებოდა.

·        საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ამ „სამრეწველო გიგანტების „ უმეტესობა სრულებით გამოუსადეგარი აღმოჩნდა;(ეს არის ჩათლახური კომენტარის ნიმუში  ისტორიის წიგნში  ,გამოუსადეგარი კი არ აღმოჩნდა  ვერ გამოიყენეს და გაანადგურეს მიზანმიმართულად)

             

·        მეურნეობის „ადმინისტრაციულ-მბრძანებლური’’  მართვის  სისტემა ეკონომიკურად არაეფექტიანი იყო;(შენიშვნა:არა ეფექტური გახდა სტალინის მერე, რადგან ვეღარ მართეს და კორუფცია ააყვავეს ხრუშჩოვის და განსაკუთრებით ბრეჟნევის დროს)

·        საბჭოთა კავშირში არ არსებობდა კერძო საკუთრება და შესაბამისად პირადი დაინტერესება ეკონომიკის განვითარებაში.

·        ბრეჟნევის პერიოდიდან „სახელმწიფო ეკონომიკური გეგმების“ შესრულება ძალიან ხშირად თვალის ახვევას და მიწრებს (მაჩვენებლების გაყალბებას)  წარმოადგენდა.

·        სამხრეთ კავკასიაში(საქართველოში)   ცენტრალური აზიის საბჭოთა რესპუბლიკებში,სადაც ტრადიციულად არსებობდა ნეპოტიზმი. 50-იანი წლების მე-2 ნახევრიდან ფართოდ გავრცელდა „ჩრდილოვანი ეკონომიკა“,ანუ კორუფცია;

 

      ნეპოტიზმი არის -ნათესავებისთვის, მეგობრებისთვის  ან ახლობლებისთვის  უპირატესობა მინიჭება  საჯარო სამსახურში მიღებისას ან  თანამდებობებზე დანიშვნისას , მათ მიერ ამ თანამდებობის  შესაფერისი მოთხოვნების დაკმაყოფილების გარეშე

 

შენიშვნა:  ეს ძალიან დიდი პრობლემაა დღესაც საქართველოში ;სამუშაო ადგილებს ავსებენ  ნეპოტიზმის პრინციპით.  – ანუ „ჩემიანების“ პრინციპით და არა ცოდნით და კვალიფიკაციით;

 

რა იყო  საბჭოთა „ჩრდილოვანი ეკონომიკა’’  ?

 

·       სახელმწიფოს საკუთრებაში მყოფ საწარმოებთან  საწარმოების დირექტორების მიერ იქმნებოდა სხვადასხვა არაოფიციალური „ცეხები“(სამქროები) ,სადაც  სახელმწიფოსგან მოპარული ნედლეულით  ამზადებდნენ ფართო მოხმარების (საყოფაცხოვრებო დანიშნულების) აღურიცხავ პრდუქციას,რომელიც  საქონლის ქრონიკული დეფიციტის მქონე საბჭოთა ბაზარზე კარგად და ასევე აღურიცხავად საღდებოდა უზარმაზარი საბჭოთა კავშირის სავაჭრო ქსელებში .

·       აღურიცხავი საქონლის გაყიდვებს უზარმზარი მოგება მოჰქონდა „ცეხავიკებისთვის ‘’( მათ სხვანაირად „კომბინატორებსაც“ ეძახდნენ - ფაქტიურად ესენი იყვნენ არალეგალი ბიზნესმენები)

·       „ცეხავიკებს“ მოქრთამული ჰყავდათ პარტიული და სამართალდამცავი მუშაკები(მილიცია, პროკურატურა). ამას ერქვა „კრიშა“  და ეს იყო  კორუფცია.

·       “ცეხავიკებთან“ დაკავშირებული იყვნენ კრიმინალური სამყაროს ავტორიტეტები. თითოეულ „ცეხავიკს“ თავისი ქურდული „კრიშა ‘’ ჰყავდა.“ცეხავიკები“ ქურდებს და მათ შეიარაღებულ რაზმებს აფინანსებდნენ.

·       საბჭოთა საქართველო 50-იანი წლების შემდეგ ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული რესპუბლიკა იყო საბჭოთა კავშირში.ამავე პერიოდში საქართველო გახდა ე.წ. „კანონიერი ქურდების“  სამშობლო.ისინი მთელ საბჭოთა კავშირში იყვნენ მოდებული და  აკონტროლებდნენ ანუ „კრიშავდნენ’’ ადგილობრივ ცეხავიკებს.

·       ინდუსტრიული განვითარების დონით საქართველო მოკავშირე რესპუბლიკებს შორის ერთ-ერთი ყველაზე ჩამორჩენილი იყო (საერთო საკავშირო მაჩვენებლის 65%)

·       მაგრამ უკანონო კორუფციული „ჩრდილოვანი ეკონომიკა“ საქართველოში ბევრ კანონდამრღვევ ადამიანს ამდიდრებდა;

·       „ჩრდილოვანი ეკონომიკა“ საქართველოშიც და სხვა რესპუბლიკებშიც ქონებრივ უთანასწორობას იწვევდა;

·       ამ უკანონოდ გამდიდრებულებმა შემდეგ დიდი როლი ითამაშეს ე.წ. „ეროვნულ მოძრაობებში“ და საბჭოთა კავშირის შიგნიდან დაშლაში,რადგან სახელმწიფო საკუთრების ხელში ჩაგდების შანსი გაუჩნდათ.

      

·       საქართველოში,ისე,როგორც მთელ საბჭოთა კავშირში უმუშევრობა აღმოფხვრილი იყო,მაგრამ ხელფასი რასაც სახელმწიფო უხდიდა სახელმწიფო საწარმოებსა და დაწესებულებებში მომუშავეებს ძალიან დაბალი იყო;

·       შენიშვნა: ხელფასის სიმცირეს საბჭოთა სახელმწიფო აკომპენსირებდა:იაფი ტრანსპორტით -თბილისი მოსკოვის საავიაციო ბილეთი 37 მანეთი ღირდა მხოლოდ,უფასო საშუალო და უმაღლესი განათლებით,უფასო ჯანდაცვით,დაბალი კომუნალური ტარიფებით,პროდუქტებზე და წამლებზე დაბალი ფასებით.სხვადასხვა სოციალური შეღავათებით ,მათ შორის კურორტების უფასო ან იაფი საგზურებით)

·       „ჩრდილოვან ცეხებში „ დასაქმებულ „თავისიანებს“  კი „ცეხავიკები“ მაღალ ხელფასებს უხდიდნენ და ამიტომ მათი ერთგულებით და ლოიალობით სარგებლობდნენ

·       „ცეხავიკობა“ და  „ცეხში“ მუშაობა პრესტიჟულ საქმედ ითვლებოდა სტალინის შემდგომ საქართველოში ,ხოლო „კანონიერი ქურდობა“ ახალგაზრდების იდეალი იყო.

·       წაიკითხე  „სამოსელი პირველი’’   - „კამორა“ სწორედ ასეთ საზოგადოებას აღწერს.

 

                 „უმაღლესი განათლება“ საბჭოთა საქართველოში

 

·       საბჭოთა საქართველოში იყო 20-მდე სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებელი.

·       80-იანი წლებიდან გაჩნდა უმუშევრობა უმაღლეს განათლება მიღებულებს შორის.(იმდენს ჰქონდა „უმაღლესი განათლება“ მიღებული,რომ შესაფერისი სამუშაო ადგილები აღარ იყო მათთვის საქართველოში ,ასეა დღესაც,რაც საქართველოს ერთერთი დიდი პრობლემაა

                                 შევარდნაძის  ეკონომიკა 1972-1985

 

·       საქართველო აქციეს  სუბტროპიკული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციით საბჭოთა კავშირის მთავარ მომარაგებლად

·       საქართველოში იწარმოებოდა საბჭოთა ჩაის 97 %

·       ციტრუსების უდიდესი ნაწილი

·       აქ წარმოებული ღვინო და კონიაკი,მინერალური წყლები,უპირველესად „ბორჯომი’’ მთელ საბჭოთა კავშირში გადიოდა;

·       ბრეჟნევ-შევარდნაძის  დროიდან დაიწყო  ყველა ამ პროდუქტის ფალსიფიკაცია და ისე გასაღება.

·       1950-იანი წლებიდან გლეხებს საშუალება მისცეს თავიანთ საკარმიდამო ნაკვეთზე მოყვანილი ხილი და ბოსტნეული გაეტანათ რესპუბლიკის ფარგლებს გარეთ,რაც მათ დიდ შემოსავალს აძლევდათ;(განსაკუთრებით გამდიდრდნენ  სამეგრელოს,აფხაზეთის ,აჭარის,გურიის მოსახლეობა სადაც სუბტროპიკული ხილი მოჰყავდათ)

                  

 

         დემოგრაფიული ვითარება საბჭოთა საქართველოში

  (საბჭოთა პერიოდში საქართველოს მოსახლეობა გაიზარდა)

 

·       1989 წელს საბჭოთა კავშირში 4 მლნ ქართველი აღირიცხა,მათგან 3,8 მილიონი საქართველოში ცხოვრობდა;

·       იმ დროს რესპუბლიკიდან ემიგრაციას მცირე მსშტაბი ჰქონდა;

·       საბჭოთა პერიოდში მოიმატა მოსახლეობის განათლების და კულტურის დონემ

·       საბჭოთა პერიოდში ამაღლდა ურბანიზაციის დონეც

·       ქალაქის მოსახლეობა საბჭოთა ხელისუფლების დაწყისში საერთო მოსახლეობის მეოთხედზე ნაკლებს შეადგენდა;

·       1989 წლის აღწერით კი ქალაქებში მოსახლეობის ნახევარზე მეტი ცხოვრობდა;

·       1950-იანი წლების მეორე ნახევრიდან ექსტენსიურად(ზომებში) იზრდებოდა თბილისი(არა ისე როგორც ახლა როცა კორუმპირებულმა ჩინოვნიკებმა  და მშენებლებმა უამრავი კორპუსები ჩააკვეხეს და საცხოვრებლად უვარგისი გახადეს ცენტრალური უბნები)

·       თბილისის გარეუბნების განაშენიანება ხდებოდა სტანდარტული,უსახური ჯერ 5 -სართულიანი შემდრგ 8-9 სართულიანი სახლებით(ე.წ. „მასივები’’ მათ შორის დიღმის მასივი)

·       მშენებლობის ხარისხი დაბალი იყო.(პრინციპში,საკამათო განცხაებაა,უფრო  პირიქით იყო,მაშინდელი აშენებული კონსტრუქციები გაცილებით ხარისხიანია  ვიდრე დღევანდელი  შენობა-ნაგებობები და ხიდები)

 

 


Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პოეტის და პოეზიის დანიშნულება ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის შემოქმედებაში

"კაცია ადამიანი ?!"-ილიას რეალისტური ნაწარმოები