რუსთაველი -აფორიზმები (კომენტარებით)

 

                                       



გასტეხს ქვასაცა მაგარსა გრდემლი ტყვიისა ლბილისა.

(რბილი  დიპლომატიური ზეწოლა“ უკეთეს შედეგს გამოიღებს ვიდრე მკვეთრი ,უხეში ,ხისტი ძალა ,ოღონდ მეტი დრო  და მოთმინება  სჭირდება )

რასაცა გასცემ შენია რაც არა დაკარგულია

(  ერთგულების და ლოიალობის მოსაპოვებლად საჭიროა  სიუხვე და არა სიძუნწე)

კაცმან საქმე მოაგვაროს,ვეჭვ ჭმუნვასა ესე სჯობდეს

(პრობლემას მოგვარება  სჭირდება   და არა ფუჭი განცდები )

მარგალიტი არვის მიხვდეს უსასყიდლოდ უვაჭრელად

(პრობლემის მოგვარება,მიზნის მიღწევა  გარკვეულ ძალისხმევას მოითხოვს )

ავსა კარგად ვერვინ შეცვლის,თავსა ახლად ვერვინ იშობს

(საჭიროა სწრაფად შეეგუება  არსებულ პრობლემურ  სიტუაციასთან ,რეალობის „მიღება“ , არ ღირს წარსულზე,დაშვებულ შეცდომაზე დარდი. საჭიროა დაშვებული  შეცდომის გამოსწორება და არა ფუჭი განცდები)

განგებასა ვერვინ შეცვლის,არ-საქმნელი არ იქნების

(გადაულახავ წინააღმდეგობაზე დროის და ენერგიის დაკარგვა არ ღირს,რადგან დარჩები „ცუდ-მაშვრალი“,  ამის მაგალითია სიზიფე რომელსაც ლოდი ყოველთვის უგორდება და მიზანს ვერ აღწევს.მთავარია დროზე გაარკვიო  და მიხვდე წინააღმდეგობა,დაბრკოლება რომ გადაულახავია)

საუბარმა უმეცრულმა შმაგი უფრო გააშმაგოს

(კონფლიქტის გამომწვევ  და გამამწვავებელ კონფლიქტოგენებს მოერიდე.გამომწვევმა   სიტყვამ ან ქცევამ შეიძლება კონფლიქტი გამოიწვიოს ან კიდევ უფრო გაამწვავოს მით უფრო თუ კონფლიქტურ ადამიანთან გაქვს საქმე)

ღმერთმა ერთი ვით აცხოვნოს,თუ მეორე არ წაწყმიდოს

(კონკურენტულ ბრძოლაზეა; გამარჯვებული ნიშნავს რომ არსებობენ დამარცხებულებიც. ეცადე  ეს დამარცხებული შენ არ აღმოჩნდე)

ცრუ და მუხთალი სოფელი მიწყივ ავისა მქმნელია

 (ადამიანისთვის ხელისშემშლელი  გარემოებები,დაბრკოლებები გარემოში „უფრო მეტია“   ვიდრე ხელისშემწყობი გარემოებები )

არ შეუდრკების ჭაბუკი კარგი მახვილთა კვეთასა

 (ყველაზე დიდი შიშის ,სიკვდილის შიშის  დაძლევაზე ,გადალახვაზეა- ვაჟკაცების  თვისებაა.მამამაცებს  შიშის გადალახვა შეუძლიათ.იმათგან განსხვავებით,რომლებსაც ლაჩრები ჰქვიათ.)

ყოლა ჭირი არ ეგების,თუმცა ლხინმან არ დასძლია

(მოწოდება  პოზიტიური ცხოვრებისეული პოზიცისკენ.ცხოვრებაში საჭიროა მეტი  ოპტიმიზმი და პოზიტიური განწყობა, არ არსებობს ჭირი რომელსაც ლხინი არ შეცვლის)

თურე ბედი მოაღალფებს კაცსა ეგზომ არ-ღაფალსა

(დაუძლეველ გარემოებების ცუდი გავლენის უარყოფით შედეგებზეა; დაუძლეველი დაბრკოლება იწვევს ადამიანის დაბეჩავებას,გაწბილებას,დაჩაგვრას,სასოწარკვეთას მაგ.უმუშევრობა მოაღალფებს ანუ  დაჩაგრავს,დააბეჩავებს კაცს.ან რამე ცხოვრებისეული ტრაგედია(ბედი) მაგ.  მშობლის ან შვილის ან მეუღლის სიკვდილი, დაკარგვა,გაყრა,ოჯახის დანგრევა)

სხვისი სხვამან უკეთ იცის სასარგებლო საუბარი

(გარეშე ოღონდ გონივრული, რჩევის სარგებლიანობაზეა.ადამიანისთვის სიტუაციის გარე ობიექტური  შეფასებაც  უაღრესად  მნიშვნელოვანია, არ არის საკმარისი  მხოლოდ სუბიექტური თვითშეფასება და შეფასება )

რა კაცსა სოფელმან მისცეს წადილი გულისა, ხსოვნა არა ხამს ჭირისა,ვით დღისა გარდასულისა.

(როცა მიზანი მიღწეულია დავიწყებას ეძლევა გადატანილი სიძნელეები.)

ვის აქვს მინდობა კაცისა მომცქაფავისა ?

(მიცემული სიტყვის პირობის გამტეხავზე,გადამგდებზეა,ასეთი ვინმეს მეორედ ნდობა აღარ შეიძლება)

 

ხამს მოყვარე მოყვრისათვის თავი ჭირსა არ დამრიდად,

გული მისცეს გულისათვის სიყვარული გზად და ხიდად

(ნამდვილ  მოყვასზეა. ნამდვილი მეგობარი მეგობრისთვის მტკიცე ხიდია ცხოვრებისეულ გზაზე)

გული კრულია კაცისა,ხარბი და გაუძღომელი,

გული-ჟამ-ჟამად ყოვლთა ჭირთა მთმო,ლხინთა მდომელი,

გული-ბრმა,ურჩი ხედვისა,თვით ვერას ვერ გამზომელი

ვერცა ჰპატრონობს სიკვდილი,ვერცა პატრონი რომელი.

(მოუთმენლობაზე,სულწასულობაზეა ; მოუთმენლობა,ემოციებს აყოლა  დამღუპველია)

 

კვლა გულსა ეტყვის“დათმობა ჰგვანდეს სიბრძნისა წყაროთა,

არ დავთმოთ,რა ვქნათ,სევდასა,მითხარ რა მოვუგვაროთა?

თუ ლხინი გვინდა ღმრთისაგან,ჭირნიცა შევიწყნაროთა“

(მოთმინებაზეა.არსებული ვითარების ატანაზეა ,ზოგჯერ მოთმინება ერთადერთი სწორი  გამოსავალია სიტუაციიდან; ფაქტიურად ტოლერანტობაზეა)

ხამს სტუმარი სასურველი,მასპინძელი მხიარული

(სტუმარ-მასპინძლობაზეა. სტუმარი უნდა იყოს მასპინძლისთვის სასურველი,მასპინძელი კი მხიარული და ყურადღებიანი.სადაც სასურველი სტუმარი იქნები მხოლოდ იქ უნდა წახვიდე.სადაც მხიარული მასპინძელი არ დაგხვდება იქ არ უნდა გაჩერდე.)

 

ხამს სიყვარული მოყვრისა უხვისა,უშურველისა

(მადლიერებაზეა.ადამიანი უნდა იყოს მადლიერი.ადამიანი არ უნდა იყოს უმადური,სიკეთეს სიკეთით უნდა პასუხობდეს.სხვის სიკეთეს არ უნდა იფერებდეს  .სიკეთეს არ უნდა პასუხობდეს ან იგნორირებით ან ბოროტებით).

რამცა სადა გაუმარჯვდა კაცსა,ფიცთა გამტეხელსა !

( პირობის გატეხვაზეა.პირობის გამტეხავი(„მომცქაფავი’’ კაცი) გრძელვადიან პერსპექტივაში გამარჯვებული ვერ დარჩება.ის აუცილებლად სასტიკად დაისჯება.)

ზოგჯერ თქმა სჯობს არა თქმასა,ზოგჯერ თქმითაც დაშავდების

(გააზრებულ სიმამაცესა და გონივრულ  თავშეკავებაზე. დიპლომატიურობაზეა;ადამიანმა უნდა იცოდეს რა,სად , როდის  და როგორ უნდა თქვას . გონიერმა ადამიანმა ასევე უნდა იცოდეს  რა არ უნდა თქვას.  )

ავსა კაცსა ურჩევნია,ავსამცა რას ადრე სცნობდა

(ბოროტზეა.ბოროტ  ადამიანს უხარია როცა სხვის შესახებ რაიმე ცუდს გაიგებს.დღეს „ავი ახალი ამბები“ მასობრივ ინფორმაციის საშუალებებში წახალისებულია,რაც ადამიანებში ქვენა გრძნობებს აღვივებს.ამას გარკვეული ძალები პოლიტიკური მიზნებით აკეთებენ.)

მტერი მტერსა ვერას ავნებს,რომელ კაცი თავსა ივნებს

(შეცდომაზე, წინდაუხედაობაზე,  შედეგების გაუთვლელობაზეა,ანუ საკუთარი თავის მტრობა უფრო დიდი უბედურების მომტანია,ვიდრე გარეშე მტრის მტრობა)

ვინ არ მისცემს ქადებულსა მოურავსა მოიმდურვებს,

თქმულა“ქრთამი საურავსა ჯოჯოხეთსცა დაიურვებს

(ვინმესთვის შეპირებული  ანაზღაურების სავალდებულო გადახდაზეა, დაპირებულის(ვალის)  არ მიცემა ან  სრულად არ მიცემა იმედგაცრუებული ადამიანის მომდურებას და გაორგულებას , მტრად მოკიდებას იწვევს )

სჯობს უყოლობა კაცისა მომდურავისა ყოლასა

(შენით უკმაყოფილო ადამიანის ყოლას ჯობია საერთოდ არ გყავდეს ასეთი შენს გვერდზე.მაგ.ბიზნესით დაკავებული ცდილობს არ ყავდეს არცერთი უკმაყოფილო კლიენტი.უარყოფითი „ოტზივების“ და „ფიდბეკების“ შიშით.)

ოდეს კაცსა დაეჭიროს მაშინ უნდა ძმა და თვისი

(ემპათიაზე ანუ  თანაგრძნობაზეა.ადამიანს როცა უჭირს მაშინ სჭირდება დახმარება,თორემ  სხვა დროს ეს მას  არ სჭირდება ).

რაცა საქმე უსამართლო ღმერთმან ვისმცა შეარჩინა !

(უსამართლობის გამო სამაგიეროს გადახდაზე.თუ დამნაშავეს სახელმწიფო სამართალი არ სჯის, ხოლო დაზარალებული ვერ სჯის ,მაშინ ცხოვრებისეული გარემოებები („ღმერთი“) დასჯის.დანაშაული მაინც  არავის შერჩება.)

ყოვლი ცრუ და მოღალატე ღმერთსა ჰგმობს და აგრე ცრუობს ;

(სიცრუე და ღალატიღმერთის გმობის ტოლფასია.თითოეულ სიცრუეს და ღალატს წინ უძღვის ღმერთის ცნებების დავიწყება და ღმერთის გმობა. „არა იცრუო ‘’)

 

სამი არის მოყვრისაგან მოყვრობისა გამოჩენა :

პირველ ნდომა სიახლისა ,სიშორისა ვერ მოთმენა,

მიცემა და არას შური,ჩუქებისა არ მოწყენა,

გავლენა და მოხმარება, მისად რგებად ველთა რბენა

(როგორ გამოვიცნოთ ნამდვილი  მეგობარი ? მეგობარს ყოველთვის მეგობართან ახლოს ყოფნა სურს,მეგობარს მეგობრისთვის არაფერი არ ენანება,მეგობარი მეგობარს ყველაფერში ეხმარება,მეგობარი მეგობრისთვის დიდ სირთულეებს გადალახავს და გამოვა საკუთარი კომფორტის ზონიდან)

 

პატრონისა სამსახური არაოდეს არ წახდების

(პატრონის ერთგულებაზეა- თუ პატრონი გყავს მისი ერთგული უნდა იყო)

 

ხამს მამაცი გაგულოვნდეს,ჭირსა შიგან არ დაღონდეს

(პრობლემის მოგვარებაზეა.როცა პრობლემა ჩნდება ადამიანმა უნდა მოახდინოს ძალების მობილიზება და არ მოდუნდეს და ხელები არ  ჩამოუშვას)

თავსა ნუ მოიკლავ,სატანისგან ნუ იქმ ქმნილსა

(სუიციდზეა.ადამიანს საკუთარი თავი უნდა უყვარდეს.ადამიანი პასუხისმგებელია საკუთარი თავის წინაშე)

 

სიცრუე და ორპირობა ავნებს ხორცსა მერმე სულსა

(სიცრუეს და ღალატს დამანგრეველი შედეგები მოჰყვება.ცრუ და მოღალატე ფიზიკურად და  მორალურად ნადგურდება(ან მათ სხვები ანადგურებენ )

ვინ არს ძალი უხილავი შემწედ ყოვლთა მიწიერთად

ვინ საზღვრებსა დაუსაზღვრებს,ზის უკვდავი ღმერთი ღმერთად

იგიგი გახდის წამის ყოფით ერთსა ასად,ასსა ერთად

(უხილავ ღვთიურ არამიწიურ ,ზებუნებრივ  ძალაზე-ღმერთზეა)

 

რაცა ღმერთსა არა სწადდეს,არა საქმე არ იქმნების

(ღვთიური ძალა,განგება,დადგენილი კანონი ადამიანისთვის  დაუძლეველი ძალაა)

 

არას გარგებს სიმძიმილი,უსარგებლო ცრემლთა დენა;

არ  გარდავა გარდუვალად მომავალი საქმე ზენა;

წესი არის მამაცისა მოჭირვება,ჭირთა თმენა.

არვის ძალ-უც ხორციელსა განგებისა გარდავლენა

(ღვთიური ძალა(„ობიექტური რეალობა“’) დაუძლეველი ძალაა გამოსავალია მხოლოდ მოთმინება და  მისი მიღება )

 

 

არ დავიწყება მოყვრისა აროდეს გვიზამს ზიანსა;

ვჰგმობ კაცსა აუგიანსა,ცრუსა და ღალატიანსა !

(ზიანი ჩვენთვის ერთგულებას არ მოაქვს, ადამიანისთვის ზიანი მოაქვს მხოლოდ  ადამინთა   სიცრუეს და ღალატს)

კაცი ჯაბანი რითა სჯობს დიაცსა,ქსლისა მბეჭველსა ?

სჯობს სახელისა მოხვეჭა ყოველსა მოსახვეჭელსა !

(სახელის ანუ საყოველთაო პატივისცემის/ავტორიტეტის  მოპოვება და შენარჩუნება  უფრო დიდი ფასეულობაა უფრო დიდი მიზანია  ვიდრე ნებისმიერი სხვა მიზანი. ეს მიზანი მიზნების იერარქიაში ყველაზე მაღლა დგას.ჯაბანი ,“ჩმორი“ მამაკაცი ვინც სახელის მოხვეჭას არ ისახავს მიზნად არაფრით განსხვავდება დიაცისგან.)

 

ვერ დაიჭირავს სიკვდილსა გზა ვიწრო,ვერცა კლდოვანი

მისგან ყოველი გასწორდეს,სუსტი და ძალ-გულოვანი

ბოლოდ შეყარნეს მიწამან ერთგან მოყმე და მხცოვანი

სჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა სიკვდილი სახელოვანი!

(სიკვდილი ყველას და ყველაფერს ერევა და ათანასწორებს მაგრამ ადამიანისთვის უკეთესი არჩევანია სახელოვანი სიკვდილი, ვიდრე ნაძრახი სიცოცხლე. არ ღირს სიცოცხლე ყველაფრის ფასად)

 

 

სცთების და სცთების,სიკვდილსა ვინ არ მოელის წამისად!

(დიდი სიბრიყვეა სიკვდილის დავიწყება როცა რისკავ)

 

·        მართლად უთქვამს მეცნიერთა: „წყენააო ჭირთა ბადე“

(ნებისმიერ კონფლიქტს ადამიანებს შორის საფუძვლად უდევს წყენა,მოერიდე ადამიანების წყენინებას თუ მტრებს არ ეძებ)

·        თუ თავი შენი შენ გახლავს,ღარიბად არ იხსენები

(მარტო არ ხარ თუ თავის მოვლა შეგიძლია თუ გაქვს მარტო ყოფნის შნო და უნარი,თუ თვითკმარი ადამიანი ხარ,თუ გონიერი ხარ  მარტო არა ხარ)

 

·        Cven ver-Wvreta sayvarlisa Wirsa Zvelsa gagviaxlebs.

ძვირფასი ადამიანის მონატრება სევდას იწვევს- ეს ნორმალურია;

 

·        ugulo kaci ver kacobs, kacTagan ganakidian.

(თანაგრძნობის უუნარობაზე,გულგრილ ადამიანს ადამიანები გარიყავენ

 

·        სხვა სხვის ომში ბრძენიაო“

( ადვილია სხვისი განსჯა,განკითხვა-არაობიქტურ მსჯელობაზე ,შეფასებაზე,

    კომენტარზე  იტყვიან)

 

 

·        „თუ ყვავი ვარდსა იშოვნის,თავი ბულბული ჰგონია“

( მეზალიანსზეა.შეუფერებელ წყვილზე.ავთანდილი და ფატმანი.ვარდი ავთანდილია   ყვავი ფატმანი.  )

·        „მსგავსი ყველაი მსგავსა შობს,ესე ბრძენთაგან თქმულია“

( ნიშან-თვისებების მემ კვიდრეობით გადაცემაზეა.აქკი იგულისხმება რომ რადგან ფრიდონი კარგია,ამიტომ მისი მონებიც კარგები არიან.)

 

·        „ცრუ კაცი კარგად ვერა იქმს საქმესა გაძნელებულსა“

რთულ საქმეს ვერ მოაგვარებს „ცრუ კაცი“ ;

„ცრუ კაცი“-ერთს ამბობს და მეორეს აკეთებს ;

  ძნელი საქმის მოგვარება ცრუ კაცს არ უნდა მიანდო;

 

·  „მზე მოგვეახლა უკუნი ჩვენთვის აღარა ბნელია

ბოროტსა სძლია კეთილმან არსება მისი გრძელია“

 (სიკეთე ყოველთვის საბოლოო ჯამში იმარჯვებს ბოროტებაზე

        -ესაა „ვეფხისტყაოსნის’’  მთავარი სათქმელი ანუ იდეა)

 

·                    „სდევს მიჯნურსა ფათერაკი,საწუთროსა დაანაღვლებს,

მაგრა ბოლოდ ლხინსა მისცემს,ვინცა პირველ ჭირსა გასძლებს:

მიჯნურობა საჭიროა,მით სიკვდილსა მიგვაახლებს,

გასწავლულსა გააშმაგებს,უსწავლელსა გაასწავლებს

(სიყვარული სახადივითაა,შეყვარებული(განსაკუთრებით ცალმხრივად შეყვარებული) თითქმის სიკვდილს უახლოვდება.გამოცდილ და ჭკვიანს სიყვარული ასულელებს,ხოლო გამოუცდელს და უვიცს ჭკუას ასწავლის საჭიროა მხოლოდ ერთადერთი რამ- გაძლება და დასკვნების გამოტანა)

 

 

·        “ჭირსა შიგან გამაგრება,ასრე უნდა ვით ქვიტკირსა“

(ქვითკირი-დუღაბი რომლითაც შენდებოდა  ძველად ციხე-სიმაგრეები.როცა ადამიანი გასაჭირში ვარდება,უნდა მოახდინოს მთელი თავისი რესურსის მობილიზება და თავი დააღწიოს გასაჭირს,აუღებელ ციხედ უნდა იქცეს , არ უნდა დანებდეს და არ უნდა შეეგუოს არსებულ ვითარებას,უნდა იბრძოლოს.)

 

·        „არ იცი  ვარდნი უეკლოდ არავის მოუკრებიან !“

(რაიმე პრობლემის მოგვარებას თან ახლავს სირთულეები და დაბრკოლებები რომლებიც უნდა ადამიანმა გადალახოს .იგივეა რაც“მარგალიტი არვის მიხვდეს...)

 

·        „ოდეს ტურფა გაიეფდეს,აღარა ღირს არცა ჩირად“

(რაც ყველასთვის ხელმისაწვდომი ხდება - ფასი უვარდება,ეკარგება.რაც ძნელად მოსაპოვებელია -ძვირად ფასობს.ჩირი ძალიან იაფი ღირდა.)

 

·        „ლხინსა ვინ მოიმკის პირველ ჭირთა უმუშაკო ?“

 (ვერავინ მიაღწევს წარმატებას ანუ დასახულ მიზანს  თუ ჯერ  გაჭირვება არ გამოიარა, თუ ჯერ სირთულეები არ გადალახა და დიდი ენერგია და რესურსები არ დახარჯა,თუ არ იშრომა.)

 

·        „რაც არა გწადდეს იგი ქმენ,ნუ სდევ წადილთა(სურვილთა) ნებასა“

 

(ესაა ავთანდილის კრედო ადამიანი ცხოვრებაში მარტო სიამოვნებას არ უნდა ეძებდეს,ადამიანი უნდა იყოს პასუხისმგებლიანი)

 

·        „ჰკითხე ასთა,ქმენ გულისა,რა გინდა ვინ გივაზიროს“

(ესაა ტარიელის კრედო.სხვათა გამოცდილებას გაეცანი,მაგრამ ისე მოიქეცი როგორც გული გირჩევს.შენიშვნა :საჭიროა გულის გარდა  საკუთარ სინდისსაც დავეკითხოთ )

 

·        „არ სასმენლისა მოსმენა არს უმჟავესი წმახისა

(სმენას ნუ წაიბილწავ, უმსგავსო ხალხის უმსგავსო საუბრის მოსმენით.

მოერიდე ასეთი საუბრების მოსმენას.არფერს კარგს არ მოგიტანს)

 

·        aras gargebs swavluleba, Tu ara iqm brZenTa Tqmulsa:

(ნასწავლს ფასი მაშინ აქვს როცა იყენებ)

 

·        bedi, cdaa... gamarjveba, RmerTsa undes, mo-ca-gxvdebis(!)

 

(ბედი შენთვითონ უნდა შექმნა უნდა სცადო თუ ღმერთიც მხარს დაგიჭერს გაიმარჯვებ,თუ არ ცდი  გამარჯვება არ მოვა)

 

·        „გველსა ხვრელით ამოიყვანს ენა ტკბილად მოუბარი“

 (ადამიანებთან საუბრისას ნუ იქნები: უხეში,მკვეთრი,კატეგორიული,ირონიული,ცინიკური,დამცინავი. იყავი თავაზიანი და დაინტერესებული მოსაუბრით.)

·        “ გონიერთა მწვრთელი უყვარს,უგუნურთა გულთა ჰგმირდეს“

„რაცა ვისცა საქმე თვით ჭირს,სხვათათვისცა ევარგების“

(ადამიანს ჰგონია რაც მისთვოს კარგია სხვისთვისაც კარგია.ადამიანმა ბოლომდე მაინც არ იცის სხვის გულს რანაირი  ცეცხლი ადნობს“,მოერიდე რჩევების მიცემას სხვათათვის თუ არ გთხოვენ)

 

·        sawuTro nacvlad gvatirebs, rac oden gagvicinia.

Zveli wesia soflisa, ar axlad mosasminia

(ცხოვრება კიბეა ან აღმართებს დაღმართები მოსდევს ეს წინასწარ თუ იცი  მომზადებული დახვდები  სირთულეებს)

              

      didi lxinia WirTa Tqma, Tu kacsa mouxdebodes

(გულისტკივილის გამოხატვა ,გამოთქმა შვების მომტანია,ოღონდ ამ დროს ადამიანს კარგი მსმენელი უნდა ჰყავდეს (თანამგრძნობი) )

 

Sen veras irgeb, me gargeb, Zma Zmisa unda Zmobili!

(როცა ადამიანი საკუთარ თავს ღუპავს,მაშინ ჭირდება სწორედ დახმარება ახლობლების)

 

·     „მით დიაცსა სამალავი არასთანა არ ეთხრობის „

ასეთი შეგონებით იწყება ფატმანის გამიჯნურების ამბავი.

(სჯობს „დიაცს“  ძალიან არ დაუახლოვდე. „დიაცი“ ცბიერებით მოგეალერსება, დაგიახლოვდება, ნდობას გამოგტყუებს,თვითონაც მოგენდობა,მერე უცებ,ანაზდად  გიღალატებს .

დიაცი  მკვეთრია გადაწყვეტილებების მიღებისას  ,იმპულსურია,თავშეუკავებლია.

ამიტომ „დიაცს“ საიდუმლო არ უნდა ანდო).

 

·        „მას მკურნალმა რაგვარ ჰკურნოს,თუ არ უთხრას,რაცა სჭირდეს“

(ადამიანმა არ უნდა დაუმალოს თავისი პრობლემა,იმას ვისაც მისი დახმარება შეუძლია.მთავარია ასეთი ადამიანი არსებობდეს მის გვერდით.)

 

·        „უმსგავსო საქმე ყოველი მოკლეა,მით ოხერია

(გრძელვადიან პერსპექტივაში უმსგავსი,უსამართლო  საქმე დამარცხებისთვისაა განწირული)

·        „ვერვინ ვერას იქმს ,თუ ეტლი არ მოსთმინდების“

(ვერავინ ვერაფერსვერ გააკეთებს თუ ბედი,ვითარება,გარემოებები ხელს არ შეუწყობს-საჭიროა გარემოს სწორი ანალიზი და შანსების რაციონალური შეფასება)

·        „მით რაცა მინდა,არა მაქვს,რაცა  მაქვს,არ მომინდების“

(ასეთია სამწუხაროდ ადამიანი „საწყაული აღუვსებელი“.რაც აქვს იმას არ სჯერდება და არ აფასებს,რაც არ აქვს მუდამ იმას ესწრაფვის და გონია რომ ამით ბედნიერებას მოიპოვებს.)

 

 

·        „ბინდის გვარია სოფელი,ესე თურ ამად ბინდდების,

 კოკასა შიგან რაცა დგას,იგივე წარმოდინდების“

(არ უნდა გქონდეს ხოლმე  რამის ან ვინმეს გადამეტებული მოლოდინი   ,რათა მერე  გაკვირვებული და იმედგაცრუებული არ დარჩე.საბოლოოდ კოკადან მაინც ის გადმოვა რაც იქ რეალურად ასხია და არაფერი სხვა.)

 

·        „სიკვდილამდის ვის მოუკლავს თავი კაცსა მეცნიერსა ?

რა მისჭირდეს, მაშინ უნდან გონებანი გონიერსა

(სუიციდის უაზრობაზე და მიუღებლობაზე.ადამიანი როცა პრობლემების წინაშე დგება უნდა ჩართოს გონება და არა ემოციებს აჰყვეს,საკუთარი თავი არ უნდა გაინადგუროს)

 

·        „ნახეთ თუ ოქრო რასა იქმს,კვერთხი ეშმაკთა ძირისა“

(ოქრო(სიხარბე) ეშმაკის კვერთხია ის ადამიანს სიკვდილის შიშსაც კი ავიწყებს)

 

·        „ვა ოქრო მისთა მოყვასთა აროდეს მისცემს ლხენასა

დღედ სიკვდილამდის სიხარბე შეაქნევს კბილთა ღრჭენასა

შესდის და გასდის,აკლია ემდურვის ეტლთა რბენასა

კვლა აქა სულსა დაუბამს,დაუშლის აღმაფრენასა“

 

(ოქრო(ფული) არასოდეს მოასვენებს მის მოყვარულს,სიკვდილამდე  კბილთა ღრჭენით იცხოვრებს ხარბი ადამიანი,ხარბმა რაც არ უნდა შემოსავალი მიიღოს მანც აკლია და ბედს უჩივის.ხარბი კაცის სული სული დაბმულია მას აღმაფრენის უნარი დაკარგული აქვს.სიხარბე ადამიანის ერთ ერთი დიდი ნაკლია.)

 

·        „კაცსა დასვრის უგულობა და დიაცსა ბოზი ნაცი ‘’

  (ცხოვრებაში კაცს სახელს გაუტეხს უპასუხისმგებლობა  

  და ქალს  კი სახელს უტეხს ავხორცობა,უპატიოსნო ცხოვრება(ბოზობა)

   ნაცი- ტრაკია   ძველ ქართულად)

 

·        „მოყვარე მტერი ყოვლისა მტრისაგან უფრო მტერია;

    არ მიენდობის გულითა,თუ კაცი მეცნიერია“

(„მოყვარე“ „მეგობარი“ მტერი აშკარა მტერზე უარესია,

  მცოდნე და გამოცდილი კაცი  ასეთ „მოყვარეს“ არ უნდა ენდოს;

  იგივეა რაც ცხვრის ტყავში გახვეილი მგელი)

 

·        „დგომა მგზავრისა ცთომაა,კარგსა იქმს თავსა სწვრთიდესა“ 

(დასახული მიზნისკენ მიმავალმა დრო არ უნდა დაკარგოს უმნიშვნელო საქმეებზე;

ყველა ძაღლს ,რომელიც გიყეფს პასუხი არ უნდა გასცე ,თორემ მიზანს ვერ მიაღწევ)

 

·        „კაცო ,ძალსა ნუ იქადი,ნუცა მოჰკვეხ ვითა მთვრალი

არას გარგებს ძლიერება,თუ არ შეგწევს ღმრთისა ძალი!

დიდთა ხეთა მოერევის,მცირე დასწვავს ნაბერწკალი.

ღმერთი გფარავს,სწორად გაჰკვეთს,შეშა ვის კრა ,თუნდა ხმალი“

(ამპარტავნობაზეა;ძალით ნუ გაყოყოჩდები,ძალა არ მოგიტანს სარგებელს თუ ღმერთი(სიმართლე) არ გეხმარება.დიდრონ ,ძლიერ ხეებსაც კი მცირე ნაპერწკალი ერევა რადგან ნაპერწკლიდან ცეცხლი ინთება.თუ ღმერთი გმფარველობს ხის(შეშა) ხმალიც ისე გაგიჭრის როგორც ფოლადის ხმალი. რეალური ძალა იმასთანაა ვისთანაც არის ღმერთი  და არა იარაღში)

·        „ასი ათასსა აჯობებს თუ გამორჩევით მქმნელია ‘’

(მცირერიცხოვანი ჯარი მრავალრიცხოვანს აჯობებს თუ კარგი მეთაური სწორად აირჩევს მოქმედების ტაქტიკას)

 

·        „გული ცნობა და გონება ერთმანეთზედა ჰკიდიან:

 რა გული წავა,იგიცა წავლენ და მისკენ მიდიან

          (ადამიანს უჭირს ემოციების გაკონტროლება,მაგრამ სხვა გზა არ არსებობს,უნდა აკონტროლო ემოციები;ეს უნდა ისწავლო პირველ რიგში)

                           

·             „ვინ მოყვარესა არ ეძებს იგი თავისა მტერია“

(ამას დღეს სოციალური კაპიტალი ჰქვია.ზოგი აგროვებს და ზოგი ანიავებს.)

 

 

1.      igi wava da sxva mova turfasa sabaRnarosa;

(Seucvleli adamiani ar arsebobs)

 

2.      raRaa igi sinaTle, rasaca axlavs bnelia?! 

 

(adaminis mier bunebis an viTarebis subieqturi aRqma da skepsisi)

 

3.      lekvi lomisa sworia, Zu iyos, Tunda xvadia

 (qalis da kacis uflebriv Tanasworobaze)

 

4.      modiT da naxeT yovelman Semsxmelman, Semamkobelman!

(mowodeba დამორჩილებისკენ)

5.      vardTa da nexvTa mze sworad moefinebis

(ყურადღებას ყველა ითხოვს „ცუდიც“ და „კარგიც“)

 

6.      rasaca gascem, Senia; ras ara, dakargulia!

(სიძუნწე არაგონინივრულია. სიძუნწით  უფრო მეტს დაკარგავ ვიდრე გაცემით)

7.      aha mSvildi da isari da mklavi dauSromeli!

(შეძახილი,რაიმე გახურებული ,ენერგიული პროცესის დროს)

8.      sxvagan qris misi goneba

 (ირონიულად,უყურადღებო,  ძალიან ჩაფიქრებულ ადამიანზე)

9.      margaliti arvis mihxvdes usasyidlod, uvaWrelad.

(რაიმე მიზნი ძალისხმევის გარეშე ვერ მიიღწევა)

10.   kaci cru da moRalate xams laxvriTa dasaWrelad

(მოღალატის გმობა)

11.   avsa kargad vervin Sescvlis, Tavsa axlad vervin iSobs.

(ზოგჯერ გაფუჭებულ საქმეს აღარაფერი ეშველება ამიტომ წუხილს აზრი არ აქვს)

12.   gangebasa vervin Sescvlis, ar-saqmneli ar iqmnebis

(იტყვიან,როცა დაბრკოლება გადაულახავია და ყველაფერი ნაცადია )

13.    saubarman umecarman Smagi ufro gaaSmagos!  

     (წინდაუხედავმა,გაყაზრებელმა,არა დიპლომატიურმა  საუბარმა შეიძლება საქმე უფრო გააფუჭოს)(შმაგს წყნარად უნდა ესაუბრო)

 

14.   RmerTman erTi viT acxovnos, Tu meore ar wawymidos! 

        (ცხოვრება ასეა ვიღაც იგებს,ვიღაც აგებს)

15.   bediTi bneda, sikvdili ra mijnuroba ggonia?

sjobs, sayvarelsa uCvenne saqmeni sagmironia!

 

(სიყვარული კაცს არ უნდა აგლახავებდეს,პირიქით ენთუზიამს და ძალას ,ანუ მოტივაციას უნდა მატებდეს)

 

16.    kargi saqme kacsa zeda azom Ture ar waxdebis

(სიკეთე თურმე არ იკარგება)

17.   «gonieri xams arodes ar aCqardes,

 raca sjobdes, moagvaros, sawuTrosa dauwynardes;

 

(ადამიანი აგადაწყვეტილების მიღებისას არ უნდა აჩქარდეს მშვიდ,ცივ  გონებაზე უნდა მიიღოს იგი,განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები,ამისათვის შეიძლება რაღაც დრო დაგჭირდეს)

 

18.   ese ambad ar egebis, rome sparsni gagvixasden!

(დაუშვებელია სუვერენიტეტის შეზღუდვა და უცხოელთა გაბატონება ჩვენს ქვეყანაში)

19.   qmna marTlisa samarTlisa xesa Seiqms xmelsa nedlad.

 

(სამართლიანობის აღდგენა „ მკვდარსაც  გააცოცხლებს“  და სამართლიანობა სტაბილურობის გარანტია).

 

20.   ar Seudrkebis Wabuki kargi maxvilTa kveTasa

კაი ყმა ხმალს(სიკვდილს,დაჭრას,ბრძოლას) არ შეუშინდება

 

21.   cotaa, magra yovelgniT sikeTe-miuwdomeli

(ცოტა და კარგის აღნიშვნა როცა გინდა)

 

22.   sxvisa sxvaman ukeT icis sasargeblo saubari

გარეშე ობიექტური შეფასება ძალზე მნიშვნელოვანია ,არ კმარა მხოლოდ თვითშეფასება,რადგან ხშირად ის სუბიექტურია;

 

23.   kargad veras ver moivlens kaci agre gul-ficxeli

         ემოციის აყოლა კარგ შედეგს არ გამოიღებს

24.  

`ra kacsa sofelman misces wadili gulisa,

  xsovna ara xams Wirisa, viT dRisa gardasrulisa.

გადატანილი გაჭირვება ადამიანმა გუშინდელი დღესავით უნდა დაივიწყოს და აღარ იწუწუნოს

25.   vis aqvs mindoba kacisa momcqafavisa?

 

ვინ ენდობა ხელმეორედ  „გადამგდებ“(რომ დაგპირდება და არ შეასრულებს) კაცს  ?

მხოლოდ სულელი.

 

მომცქაფავი-თაღლითი

 

26. xams moyvare moyvrisaTvis Tavi Wirsa ar damridad,

guli misces gulisaTvis, siyvaruli gzad xidad;

 

ნამდვილი მეგობარი  მეგობრისთვის  გასაჭირს არ მოერიდება და გვერდში დაუდგება;

მე-2 ნიშანი მეგობრობის არის ის რო მეგობარმა მეგობარი დარტყმის ქვეშ არ უნდა დააყენოს „ვირი და აქლემი“-საბა

 

 

27.   

guli krulia kacisa, xarbi da gauZRomeli,

guli - Jam-Jamad yovelTa WirTa mTmo, lxinTa mndomeli,

 guli - brma, urCi xedvisa, TviT veras ver    gamzomeli,

verca hpatronobs sikvdili, verc patronia romeli!

 

ალუზიები „ფიქრნი მტკვრის პირას“  ვაჟა „ჩემი ვედრება“

 

აზრი: ადამიანს სულ რაღაც უნდა,სულ რაღაცას ელტვის.ადამიანი სულ უკმაყოფილოა;მიზანს თუ მიაღწევს ახალი მიზნისკენ იწყებს სვლას; ეს არის „ხარბი და გაუძღომელი“ გულის განმარტება.

ანუ ადამიანის თვისებაა ბედნიერებისკენ მუდმივი სწრაფვა; ამასთან გულისთქმა ხშირად გონებას არ ემორჩილება;

28.  xams stumari sasurveli, maspinZeli mxiaruli  სტუმარ- მასპინძლობის წესი ( გაიხსენე:ზვიადაური-ჯოყოლა)

 

29.  xams siyvaruli moyvrisa uxvisa, uSurvelisa.

 

აფორიზმი მადლიერებაზე : სიკეთის სიკეთით გადახდაა საჭირი

 

 

30.  sjobs wavide, ar gavtexne, kacsa ficni gamoscdian;

სიტყვის გატეხვას თავის გატეხვა ჯობია

 

31.   zogjer Tqma sjobs ara-Tqmasa, zogjer TqmiTac daSavdebis.

 

სიტყვა  ორლსული მახვილია,შიძლება გაგამარჯვებინოს და შეიძლება თავი წაგაგებინოს;

სიტყვის თმისას დიდი პასუხისმგებლობა გმართებს;

 

32.   mteri mtersa veras avnebs, romel kaci Tavsa ivnebs

პირველი მტერი ადამიანისა ხშირად საკუთარი დაუდევრობაა    ,წინდაუხედავობაა ანუ საკუთარი თავი

 

33.    

vin ar miscems qadebulsa, mouravsa moimdurvebs,

                      Tqmula: «qrTami sauravsa jojoxeTsca daiurvebs»

 

ქრთამი ჯოჯოხეთსაც ანათებს(კორუფცია)

 

 

 

34.   sjobs uyoloba kacisa momduravisa yolasa.

 

მომდურავის ყოლა საშიშია არ იცი როდის გიღალატებს;

მეგობარი არ უნდა მოიმდურო,მტრად არ უნდა აქციო;

 

            

35.  odes kacsa daeWiros, maSin unda Zma da Tvisi. 

კაცს თავის მეგობარი ან ძმა მაშინ ახსენდება,როცა    უჭირს,მაგრამ გონიერს მაშინაც ახსოვს როცა ულხინს;

 

36.   raca saqme usamarTlo RmerTman vismca SearCina

 

უსამართლობა,ღვთაებრივი წეს-რიგის დარღვევა არავის შერჩება;

 

 სამართალი ურმით დადის...

 

37.   yovli cru da moRalate RmerTsa hgmobs da agre cruobs;

 

ცრუ და მოღალატე იმავდროულად ღმერთის მგმობელია და ის საჯელს იმსახურებს;

 

38.    `sami aris moyvrisagan moyvrobisa gamoCena:

pirvel- ndoma siaxlisa, siSorisa ver-moTmena,

 micema da aras Suri, Cuqebisa ar-mowyena,

da gavlena da moxmareba, misad rgebad velTa

rbena

   

ნამდვილ მეგობრებს: ერთად ყოფნა სურთ,არ შურთ ერთმანეთის,არ ენანებათ ერთმანეთისთვის თუ რამე აქვთ,მზად არიან მეფობრისთვის თავის შესაწუხებლად და  საბრძოლველად

 

39.    

patronisa samsaxuri araodes ar waxdebis

  ამის ანუ ერთგულების მაგალითია ირაკლი ღარიბაშვილი .

 

40.    

xams, mamaci gagulovndes, Wirsa Sigan ar daRondes.

 ჭირში უფრო უნდა გაამძაფრო ბრძოლის უნარი ,ფარ-ხმალი არ უნდა დაყარო   სულმოკლეობის გამო;

 

41.   Tavsa nu moiklav, satanisgan nu iqm qmnilsa

სუიციდის დაგმობა ვეფხისტყაოსანში- დავარმა თავი მოიკლა.

 

42.   kaci brZeni ver gaswiravs moyvaresa moyvarulsa

sicrue da orpiroba avnebs xorcsa, merme sulsa

 

mcodne da siyvarulis unaris mqone kaci  moyvass ver uRalatebs,radgan es Tavad mas sulierad da fizikurad daazaralebs;

 

 

43.     raca RmerTsa ara swaddes, ara saqme ar iqmnebis.

 

  ღვთიური ძალა,განგება,ადამიანისთვის  დაუძლეველი ძალაა

 

 

44.       wesi aris mamacisa moWirveba, WirTa Tmena;

 

vaJkacis wesia ubedurebis stoikurad atana,gaZleba,daTmena;

 

 

45.   ar-daviwyeba moyvrisa arodes gvizams ziansa;

vhgmob kacsa augiansa, crusa da Ralatiansa!

ზიანი ჩვენთვის ერთგულებას არ მოაქვს, ადამიანისთვის ზიანი მოაქვს მხოლოდ ადამიანის სიცრუეს და ღალატს)

 

 

46.   კაცი ჯაბანი რითა სჯობს დიაცსა,ქსლისა მბეჭველსა ?

სჯობს სახელისა მოხვეჭა ყოველსა მოსახვეჭელსა

სახელის ანუ საყოველთაო პატივისცემის/ავტორიტეტის  მოპოვება და შენარჩუნება  უფრო დიდი ფასეულობაა უფრო დიდი მიზანია  ვიდრე ნებისმიერი სხვა მიზანი. ეს მიზანი მიზნების იერარქიაში ყველაზე მაღლა დგას.ჯაბანი ,ჩმორი მამაკაცი ვინც ასეთ მიზანს არ ისახავს არაფრით განსხვავდება დიაცისგან.

 

ვერ დაიჭირავს სიკვდილსა გზა ვიწრო,ვერცა კლდოვანი

მისგან ყოველი გასწორდეს,სუსტი და ძალ-გულოვანი

ბოლოდ შეყარნეს მიწამან ერთგან მოყმე და მხცოვანი

სჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა სიკვდილი სახელოვანი!

(სიკვდილი ყველას და ყველაფერს ერევა და ათანასწორებს მაგრამ ადამიანისთვის უკეთესი არჩევანია სახელოვანი სიკვდილი, ვიდრე ნაძრახი სიცოცხლე. არ ღირს სიცოცხლე ყველაფრის ფასად)

 

სცთების და სცთების,სიკვდილსა ვინ არ მოელის წამისად!


დიდი სიბრიყვეა სიკვდილის დავიწყება როცა რისკავ)

ეს ნათქვამია  ბრიყვულ თვითდაიმედებაზე

უაზრო რისკი,გაუთვლელი რისკი-რისკები უნდა გათვალო,სანამ მოქმედებას დაიწყებ:



`შიში შეიქმს სიყვარულსა ''

სტოკლჰოლმის სინდრომზეა. მსხვერპლის და მოძალადის „უცნაურ ‘’ სიმპატიებზე ერთმანეთის მიმართ.

 

ra ginda momceT, ras vaqmnev? me var da Cemi cxenia!

ძლიერის თავმდაბლობა. ავთანდილს თავი თავმდაბლურად უჭირავს მეკობრეებზე გამარჯვების შემდეგ,რითაც ვაჭართა სიმპატიებს იმსახურებს.

 

Tqven SeminaxeT namusi, Tqvensa da Cemsa Zmobasa!

არ გამამჟღავნოთ ძმობას გაფიცებთო. ავთანდილი ვაჭრებს გაწეული დიდი სამსახურის საფასურად მცირეს სთხოვს(!) სწორი ტაქტიკაა საქმიანი ურთიერთობებისას.

 

 

  aw naxeT mTrvali vaWari, cqafi, uwrfeli, mswromeli.

                                  ცქაფი     -   ცრუ, არაგულწრფელი

                  უწრფელი     -   არაწრფელი, მატყუარა

                                 ფრაზას იტყვიან,როცა ადამიანს არაგულწრფელობა და ანგარება  დაეტყობა;

 

                               waxda Cemi Wirnaxuli, ver movimki, raca vsTesi.

            sikeTes xSirad   sikeTiT ar ან ვერ pasuxoben 

 

 


Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პოეტის და პოეზიის დანიშნულება ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის შემოქმედებაში

"კაცია ადამიანი ?!"-ილიას რეალისტური ნაწარმოები