საბჭოთა იმპერიის დაშლა- მოვლენები,თარიღები

 



                       სოციალისტური ბანაკის და „ვარშავის პაქტის’’  შექმნა

 

·        მე-2 მსოფლიო ომის შემდეგ იმ ევროპულ ქვეყნებში,რომლებიც ნაცისტურ გემანიასთან ბრძოლისას საბჭოთა კავშირმა დაიკავა,დასავლელი მოკავშირეების თანხმობით,დროებით საბჭოთა ოკუპაცია უნდა განხორციელებულიყო.

·        მაგრამ  მალე  დაიწყო „ცივი ომი’’ და საბჭოთა კავშირმა გაზარდა საოუკუპაციო ძალები აღმოსავლეთ გერმანიაში,პოლონეთში,უნგრეთში,ჩეხოსლოვაკიაში,რუმინეთსა და ბულგარეთში;

·        გერმანიის საოკუპაციო ზონაში შეიქმნა გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა  -გდრ-ი

·        გაყოფილ გერმანიაში გაიყო მისი დედაქალაქიც კი;

·        აღმოსავლეთ ბერლინს(გდრ-ის დედაქალაქს)  და დასავლეთ ბერლინს (დასავლელ მოკავშირეთა საოკუპაციო ზონა) 1961 წლიდან ბეტონის მაღალი კედელი აშორებდა,რომლის გადალახვის მცდელობას გდრ-ისმესაზღვრეები სროლით პასუხობდნენ;

 

·        საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელობით შეიქმნა „სოციალისტური ბანაკი’’,რომელიც რუსეთი“გარე იმპერიად’’ იქცა  („შიდა იმპერია’’ მოკავშირე საბჭოთა რესპუბლიკები იყვნენ)

·        საბჭოთა ოკუპაციის პირობებში ყველა ამ ქვეყანაში კრემლმა ხელისუფლებაში მოიყვანა თავისი ერთგული ძალები კომუნისტური პარტიების სახით;

 

·        ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ამ სახელმწიფოებში,რომლებიც ნომინალურად სუვერენულნი იყვნენ და გაეროს წევრებიც გახდნენ(ყველაზე გვიან-გდრ-ი) ,დამკვიდრდა ერთპარტიული,პროსაბჭოთა ხელისუფლება,ჩატარდა საბჭოთა ტიპის „სოციალისტური გარდაქმნები’’(მიწისა და მრეწველობის ნაციონალიზაცია,ეროვნული ინტელიგენციის,ბურჟუაზიისა და სამღვდელოების განდევნა ან დათრგუნვა და ა.შ.)

 

 

·        1949 წელს დასავლეთის ქვეყნების მიერ შექმნილი“ ნატოს“ გასაწონასწორებლად კრემლმა ჩამოაყალიბა სამხედრო ბლოკი,ცნობილი არაოფიციალური სახელით-„ვარშავის პაქტი’’.(იმ ქალაქის მიხედვით,სადაც ხელმოწერა შედგა)

 

 

·        1955 წლის 1 მაისს საბჭოთა კავშირმა,პოლონეთთან,ჩეხოსლოვაკიასთან,უნგრეთთან,რუმინეთთან,ბულგარეთთან,გდრ-თან და ალბანეთთან ერთად  ვარშავაში ხელი მოაწრა „ხელშეკრულებას მეგობრობის,თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების შესახებ’’.

 

·        „ვარშავის პაქტი’’ ამ ქვეყნებზე საბჭოთა ბატონობის იარაღი გახდა.

·        შეიქმნა ერთიანი სამხედრო ხელმძღვანელობა,შტაბ-ბინით მოსკოვში;

·        ხელშეკრულებაში მონაწილე ზოგიერთი ქვეყნის ტერიტორიაზე განლაგებულ საბჭოთა ჯარებს ამოცანად დაესახათ არა მხოლოდ გარეშე ძალისაგან მთელი ბლოკის დაცვა,არამედ ადგილობრივი ხალხების თავისუფლებისკენ სწრაფვის ჩხშობაც;

 

                         ამბოხებები საბჭოთა კავშირის ბატონობის წინააღმდეგ

                               (ქვეყნების მიხედვით)

 

·        1956 წელს უნგრეთმა სცადა ვარშავის პაქტიდან გასვლა,რაც მისი სუვერენული უფლება იყო,ბუდაპეშტში საბჭოთა ტანკები შევიდნენ და დიდი სისხლისღვრის ფასად უნგრეთში „კომუნისტური წესრიგი’’ აღადგინეს;(ხრუშჩოვის დროა)

 

·        1968 წელს ჩეხოსლოვაკიამ სცადა დამოუკიდებელი საშინაო და საგარეო პოლიტიკის გატარება,იმავე წლის 21 აგვისტოს იქ ვარშავის პაქტის სამხედრო ნაწილები შევიდნენ და პრაღაში ისევ პროსაბჭოთა მთავრობა დასვეს.თუმცა ამჯერად საბრძოლო მოქმედება არ ყოფილა,მაგრამ ჩეხოსლოვაკიაში საბჭოთა ტანკების გამოჩენა მთელ მსოფლიოში დაგმეს.დასავლეთ ევროპის ბევრი კომპარტია კი გაემიჯნა საბჭოთა კავშირის კომპარტიას.(ბრეჟნევის დროა)

 

შენიშვნა: იგივეს აკეთებს  ამჟამად ოდკბ

 

·        რუმინეთის სოციალისტურ რესპუბლიკაში საბჭოთა ჯარი არ იდგა.კომუნისტი დიქტატორი ნიკოლაე  ჩაუშესკუ  სანახევროდ დამოუკიდებელ საგარეო პოლიტიკას ატარებდა  ისე,რომ „ვარშავის პაქტიდან“ არ გადიოდა და არც სოციალიზმზე ამბობდა უარს.

 

 

·        1968 წელს „ვარშავის პაქტიდან’’ გავიდა ალბანეთი,სადაც საბჭოთა არმია არც კი შესულა

·        ამ პატარა ქვეყანამ გადაწყვიტა ესარგებლა კომუნისტურ ჩინეთსა და საბჭოთა კავშირს შორის წარმოქმნილი უთანხმოებით და ჩინეთის მხარე დაიჭირა.ჩინეთი ალბანეთს დიდად ეხმარებოდა.სოციალიზმზე უარს არც ალბანეთი ამბობდა

·        დამოუკიდებლობას ესწრაფოდა პოლონეთი.

·        1979 წელს იქ ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა რომის პაპი-რვა თვით ადრე არჩეული პაპი იოანე პავლე მე-2  წარმოშობით პოლონელი.კათოლიკური პოლონეთისათვის მათი თანამემამულის არჩევა რომის პაპად ეროვნული აღმავლობის უდიდეს სტიმულად იქცა.

·        მომდევნო 1980 წელს პოლონეთში შეიქმნა მასობრივი არალეგალური მოძრაობა“სოლიდარნოსტი’,რომელიც ჯერ ადამიანის უფლებების დასაცავად აღდგა,საბოლოოდ კი კომუნისტური რუსეთის უღლისგან პოლონეთის განთავისუფლებას შეუწყო ხელი.(!)

 

·        სსრკ-ში დაწყებულმა გორბაჩოვის „პერესტროიკამ“და განსაკუტრებით „საჯაროობა-სიტყვის თავისუფლებამ’ საბჭოთა კავშირის „გარე იმპერიაზე’’ რადიკალურად იმოქმედა;

·        „მოძმე სოციალისტურ ქვეყნებში’’ ძალიან სწრაფად აღორძინდა ნაციონალური იდეა.

·        მთავრობებისადმი ოპოზიციურად განწყობილმა წრეებმა მოითხოვეს თავიანთ ქვეყნები ლიბერალური რეფორმების გატარება,რასაცადგილობრივი კომუნისტური პარტიები დიდად ეწინააღმდეგებოდნენ.

·        მთავრობის წინააღმდეგობა განსაკუთრებით ძლიერი იყო  გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში,რომლის კომუნისტურ ლიდერებს თავის პრივილეგიების დაკარგვის ეშინოდათ;

·        გდრ-ის ხალხს კი გფრ-შ- მცხოვრებ თანამემამულეებთან უნდოდა გაერთიანება;

·        ქვეყნის შიგნით დაწყებული კრიზისის გამო სსრკ ვეღარ ახერხებდა ძველებურად დაეთრგუნა ცენტრალური ევროპის ხალხების სწრაფვა დამოუკიდებლობისაკენ;

 

·        1989 წლის 27  ივნისს დაიწყო „სოციალისტური ბანაკის’’ საზღვრების მოშლა

·        იმ დღეს კომუნისტურ უნგრეთსა და კაპიტალისტურ ავსტრიას შორის უნგრეთის მოსახლეობამ მოშალა საზღვარი.უნგრეთის სასაზღვრო დაცვას წინააღმდეგობა არ გაუწევია.

·        ეს იყო პირველი შემთხვევა,რომ იქ იქამდე ურყევი და საზღვარშეუვალი „ვარშავის პაქტის’’ ქვეყანა თავის მოსახლეობას აღარ უშლიდა „რკინის ფარდის’’ გაღმა გასვლას.

 

·        ამას იმავე 1989 წელს მოჰყვა

ა.გდრ-ის მოსახლეობის მიერ „ბერლინის კედლის’’ დანგრევა

ბ. 1990 წელს გერმანიის გაერთიანება;

გ.უსისხლო რევოლუციები:ჩეხოსლოვაკიაში,პოლონეთში,ბულგარეთში,უნგრეთში,

ალბანეთში

დ.სისხლიანი რევოლუცია რუმინეთში;

ე.’’ვარშავის პაქტის’’ დაშლა.

ვ. მრავალპარტიული არჩევნები ყველა ამ ქვეყანაში და არაკომუნისტური პარტიების(ან ეროვნულ ძალად სასწრაფოდ გარდაქმნილი კომუნისტების) ხელისუფლებაში მოსვლა;

 

                                                       გერმანიის  გაერთიანება

·        მე-2 მსოფლიო ომში გამარჯვებულმა სახელმწიფოებმა-საბჭოთა კავშირმა,აშშ-მ,დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა გერმანიას გაერთიანების ოფიციალური უფლება მისცეს.

·        ხელშეკრულებას ხელი მოეწერა მოსკოვში,1990 წლის12 სექტემბერს.

·        3 ოქტომბერს გერმანიის ერთიანობა და სრული სუვერენიტეტი აღდგა.

·        გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში შევიდა აღმოსავლეთ გერმანია(გდრ-ი)

·        გაერთიანებას დიდხანს გაჰყვა სოციალურ-ფსიქოლოგიური და ეკონომიკური გართულებები.

                 

                ყურადღება:

·        გერმანიის გაერთიანებაზე გორბაჩოვის თანხმობამ მსოფლიოს ააცილა მძიმე და,შესაძლოა,სისხლისმღვრელი კონფრონტაცია;

·        გაერთიანებული გერმანია შემდეგში რუსეთის ფედერაციისთვის ყველაზე საიმედო ეკონომიკური და პოლიტიკური პარტნიორი გახდა.

 

შენიშვნა: ამჟამად  გერმანი წყვეტს ეკონომიკურ და პოლიტიკურ კავშირებს რუსეთთან უკრაინის ომის საბაბით და აშშ-ს  და ბრიტანეთ-საფრანგეთის ზეწოლით

 

·        1990 წ-ს გორბაჩოვს ნობელის მშვიდობის პრემია მიენიჭა იმისათვის,რომ მან აღმოსავლეთ ევროპის ხალხებს თავისუფალი არჩევანის გაკეთების საშუალება მისცა;

 

·        ევროპაში კომუნისტური რეჟიმები ძირითადად მშვიდობიანად დაემხო

·        აჯანყებული ხალხისათვის წინააღმდეგობის გაწევა სცადა მხოლოდ რუმინეთის დიქტატორმა ნიკოლაე ჩაუშესკუმ

·        საბოლოოდ,მას მისივე გარემოცვა განუდგა და ის ერთადერთი კომუნისტი ლიდერი აღმოჩნდა,რომელიც სასწრაფოდ გაასამართლეს და დახვრიტეს

·        ყოფილი ვარშავის ყველა სხვა ლიდერი გამარჯვებულებმა დაინდეს: ისინი ან პენსიაზე გაუშვეს ან ემიგრაციაში წასვლის საშუალება მისცეს.

·        1990 წელს „ვარშავის პაქტიდან’’ გამოვიდა ყველა ქვეყანა

·        ვარშავის ორგანიზაციის საბოლოოდ დაშლა 1991 წელს გამოცხადდა

 

·        ეს ყველაფერი საბჭოთა კავშირის „გარე იმპერიის ‘’ ნგრევა იყო.!!!

 

                      „პერესტროიკა ‘’   საბჭოთა  კავშირის   დანგრევა

·        1982-1985  წლებში შეიცვალა სსრკ-ს 4 უზენაესი ხელმძღვანელი -კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის 4 გენერალური მდივანი;

·        ამ პოსტზე მყოფი მხცოვანი ლეონიდ ბრეჟნევი,იური ანდროპოვი ,კონსტანტინე ჩერნენკო ეთმანეთის მიყოლებით ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალნენ;

·        1985 წელს პოლიტბიურომ გენერალურ მდივნად აირჩია თავისი ყველაზე ახალგაზრდა წევრი 54 წლის მიხეილ გორბაჩოვი;

·        გორბაჩოვმა ჩაიბარა ქვეყანა რომლის ეკონომიკა სავალალო მდგომარეობაში იყო;

·        გორბაჩოვმა წამოიწყო „პერესტროიკა’’ ანუ რეფორმების სერია საბჭოთა  კავშირის  ეკონომიკური მდგომარეობის გარდაქმნის მიზნით

 

 

                                  რატომ დაიშალა   საბჭოთა კავშირი ?

  1  მიზეზი :   ნავთობი

·        საბჭოთა კავშირს ძირითადი შემოსავალი ნავთობის,ხე-ტყის და სხვა ნედლეული ექსპორტიდან შემოსდიოდა.

·        1973-წლიდან ნავთობზე  ფასების მკვეთრმა მატებამ სსრკ-ს დიდი მოგება მოუტანა,მაგრამ,იმავდროულად,მზარდმა საექპორტო შემოსავალმა შეასუსტა ეკონომიკის სხვა დარგების რეფორმირების მოტივაცია;

·        ქვეყნის ასაკოვან ხელმძღვანელებს რაიმე ცვლილების განხორციელების სურვილიც არ ჰქონდათ;

·        80-იანი წლების შუაში ნავთობის ფასებმა დაცემა დაიწყო

·        დასავლეთმა კი იმ დროს  ენერგოდამზოგავი ტექნოლოგიები დანერგა,ფართოდ გავრცელდა მცირე და მიკროლიტრაჟიანი ავტომობილები.(ანუ ცოტა ნავთობს ყიდულობდნენ სსრკ-სგან)

შენიშვნა: დღეს დასავლეთი უარს ამბობს რუსულ გაზზე და ნავთობზე და ამით უნდა ზიანი მიაყენოს რუსეთ,რომელიც ამ ნავთობს და გაზს აზიაში უპირებს გაყიდვას(ჩინეთი,ინდოეთი)

·        პარალელურად გაიზარდა ნავთობის მოპოვება ახლო აღმოსავლეთში და მსოფლიოში ამ ნედლეულის სიჭარბე გაჩნდა(დასავლეთი ამათგან ყიდულობდა,როგორც დღეს აკეთებს)

·        შედეგად,საბჭოთა კავშირის ნავთობის საექპორტო შემოსავალმა იკლო(!!!)

 

 მიზეზი 2:  ტექნოლოგიური ჩამორჩენა

 

·        სსრკ-ს სამრეწველო საწარმოები(გარდა სამხედრო წარმოებისა) მოძველებული ტექნოლოგიით მუშაობდა და მათი პროდუქცია საეთაშორისო ბაზარზე არაკონკურენტუნარიანი იყო.

·        კაპიტალისტური ქვეყნები სულ უფრო უსწრებდნენ სსრკ-ს ტექნოლოგიების თვალსაზრისით;

 

 

მიზეზი მე-3 :       სასურსათო დეფიციტი

 

·        ქვეყნის უზარმაზარ ტერიტორიაზე  წარმოდგენილი იყო ჯერ კიდევ 30-იან წლებში დანერგილი სოფლის მეურნეობა-კოლმეუნეობები და სახელმწიფო მეურნეობები,რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა წამგებიანი იყო,რადგან ამ მეურნეობებს არავითარი მატერიალური სტიმული არ ჰქონდათ;

·        სსრკ-ში ბოლო წლებში გაჩნდა  სასურსათო დეფიციტი.(პროდუქტები ტალონებით (ნორმირებულად ) გაიცემოდა.

 

             მიზეზი მე-4 :   მოსახლეობის სოციალური  მდგომარეობა

 

·        მოსახლეობაში გავრცელდა ლოთობა  და ნარკომანია;

·        არ იშოვებოდა ხარისხიანი ტანსაცმელი და ფეხსაცმელი

·        ავეჯი

·        ავტომობილი

·        საყოფაცხოვრებო ტექნიკა და  ა.შ.

 

                       მიზეზი მე-5:   გამალებული შეიარაღება

(ასე ერქვა შეიარაღებაში შეჯიბრს დასავლეთსა და საბჭოთა კავშირს შორის)

 

·        ამავე დროს სსრკ ჩართული იყო გამალებულ შეიარაღების შეჟიბრში აშშ-სთან,რაც ძალიან დიდ სახსრებს მოითხოვდა.

·        ასევე დიდი მატერიალური და მორალური ზიანის მომტანი აღმოჩნდა ომი ავღანეთში,რომელშიც სსრკ 1979 წ-იდან ჩაება(გორბაჩოვმა მხოლოდ 1989 წ-ს მოახერხა მისი შეწყვეტა).

 

         შენიშვნა: ამჟამად დასავლეთს იმედი აქვს ,რომ იგივე მოხდება უკრაინაში და რუსეთი ეკონომიკურად გამიფიტება

 

                           მიზეზი  მე-6 :  ნაციონალიზმის გაღვივება

 

·        კომუნისტური იდეოლოგია  სულ უფრო მეტად კარგავდა გავლენას საბჭოთა ხალხებში;

·        თითქმის მთელ სსრკ-ში,განსაკუთრებით კი სამხრეთის რესპუბლიკებში ფართოდ გავრცელდა კორუფცია,ნეპოტიზმი,თვალისახვევა“გეგმის შესრულებისას’’.

·        არარუსულ რესპუბლიკებში,უპირატესად ბალტიისპირეთში,სამხრეთ კავკასიაში,დასავლეთ უკრაინაში ძალას იკრეფდა ე.წ. „ ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა“,თავიდან წარმოდგენილი მხოლოდ დისიდენტების(მაშინდელი სოროსელები) სახით,რომელიც საკმაოდ მალე მასობრივი გახდა;

 

 

 

 

 

                                                 გორბაჩოვის „პერესტროიკა’’ (1985-1991)

·        გორბაჩოვი ერთდროულად ყველა სფეროს რეფორმირებას  შეუდგა,რასაც მან „პერესტროიკა’’( რუს. გარდაქმნა) უწოდა;

 

·        რეფორმების მკაფიო გეგმა მას არ ჰქონდა და ამ რეფორმების შესაძლო შედეგები კომპეტენტურად გათვლილი არ ყოფილა;

 

 

·        გორბაჩოვის ლოზუნგების ტრიადა ასეთი იყო: „გარდაქმნა,დაჩქარება,საჯაროობა’’

 

·        თავის თანამოაზრეებთან ერთად ის მიიჩნევდა,რომ პოლიტიკური სისტემის გარდაქმნა(რომლის ნათელი გეგმა მას არ ჰქონდა),თან უნდა დართვოდა ეკონომიკური განვითარების დაჩქარება(ამის გეგმაც არ არსებობდა) და „გლასნოსტი’’( რუს. საჯაროობა,გახსნილობა- ანუ სიტყვის თავისუფლება ),ანუ ადრე ტაბუ-დადებულ საკითხებზე მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში ღიად ლაპარაკის უფლება.

 

·        ლოთობაში ჩაძირული ძირითადად სლავური წარმოშობის მუშახელის გამოსაფხიზლებლად გორბაჩოვმა ქვეყანაში ანტიალკოჰოლური კამპანია წამოიწყო;

·        ფესვგადგმული კორუფციის აღმოსაფხვრელად თითთქმის ყველა რესპუბლიკაში შეცვალა ხელმძღვანელები-კომპარტიის პირველი მდივნები;

·        დასავლეთთან საგარეო ურთიერთობების გამოსასწორებლად საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშნა ედუარდ შევარდნაძე;

 

·        1987 წ-ს ქვეყანაში „გლასტნოსტ“-ის(სიტყვის თავისუფლების)  დამკვიდრება დაიწყო !!!

 

·        1988-წ-ს გაახმოვანა იდეა არჩევნების დროს რამდენიმე კანდიდატის წამოყენების შესახებ;

·        დაიწყო სახელმწიფო აპარატის და კომუნისტური პარტიის დაშორიშორება;

 

1990 წლის თებერვალში გორბაჩოვის ზეწოლით პარტიის ცეკას პლენუმმა განაცხადა თანხმობა გაუქმებულიყო საბჭოთა კონსტიტუციის მე-6 მუხლი

ეს მუხლი ასე ჟღერდა“საბჭოთა საზოგადოების ხელმძღვანელი და წარმმართველი ძალა,მისი პოლიტიკური სისტემის,სახელმწიფო და საზოგადოებრივი ორგანიზაცოების ბირთვია საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტია’’

 

ამ მუხლის გაუქმება სსრკ-ში მრავალპარტიულობის დაშვებას ნიშნავდა.

 

 

·        ყველა ეს რეფორმა საბჭოთა კავშირისათვის უკუშედეგის მომტანი აღმოჩნდა.

 

შენიშვნა:

დღეს რუსეთში გორნბაჩოვს   მიწაში დებენ ამ „პერესტროიკის“  წამოწყებისათვის , საბჭოთა კავშირის დაშლა მას დამის თანამოაზრეებს ბრალდებათ.

„უსკარენიეს“ ანუ „დაჩქარების“- ეკონომიკური პოლიტიკის კრახი

 

·        ეკონომიკური განვითარების დაჩქარება არ მომხდარა.

·        საბჭოთა ეკონომიკის რეფორმირება მხოლოდ საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლით შეიძლებოდა,რაც სოციალისტური სახელმწიფოსათვის იდეოლოგიურად მიუღებელი იყო.

·        მართალია 1988 წელს ნებადართული კოოპერატივების შექმნამ ხელი შეუწყო მცირე მასშტაბის კერძო წარმოების დაწყებას.

·        მაგრამ უამრავი ბიუროკრატიული წინაღობა(უამრავი ნებართვები იყო საჭირო) ხელს უშლიდა კოოპერატივების გამსხვილებას და საგარეო-ეკონომიკურ კავშირებში კერძო ფირმების მონაწილეობას;

·        გამსხვილება და საგარეო კერძო ვაჭრობა კაპიტალიზმში დაბრუნებას ნიშნავდა. კომპარტია კი ამაზე არ მიდიოდა;

·        ეკონომიკური მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა 1986 წელს.მოხდა  ცნობილი ჩერნობილის ტრაგედია.(ნახე ამერიკული ფილმი „ჩერნობილი“ 3-4 სერიაა)

·        აფეთქდა უკრაინაში მდებარე ატომური ელექტროსადგურის ერთი ბლოკი.რადიაციულად დაბინძურდა და გამოუსადეგარი გახდა დიდი ფართობი ევროპულ საბჭოთა კავშირში;რადიაქტიული ამოფრქვევის გასაჩერებლად ძვირადღირებული სარკოფაგის აშენება გახდა საჭირო,რასაც მშენებელთა შორის დიდი მსხვერპლი მოჰყვა;

·        გორბაჩოვის ანტიალკოჰოლურმა კამპანიამ კი ,ფაქტობრივად „მშრალი კანონის’’ შემოღებამ,დიდად დააზარალა სახელმწიფო  ხაზინა:სახელმწიფოს მიერ მონოპოლლიურად წარმოებული ალკოჰოლის გაყიდვა მკვეთრად შეიზღუდა;სანაცვლოდ ,არყის მომხმარებელმა მოსახლეობამ მასობრივად დაიწყო „სამაგონის’’- ანუ ფალსიფიცირებული არყის-შინ წარმოება.ამის გამო ქვეყანაში დეფიცტად იქცა შაქარი.

 

                      „გლასტნოსტი“-  ანუ გორბაჩოვის საჯაროობა(სიტყვის თავისუფლება)

 

·        გლასტნოსტმა შესაძლებელი გახადა დახურული არქივების ერთი ნაწილის გახსნა და გამოჩნდა ადრე იდეალურად გამოცხადებული ბოლშევიკი ლიდერების,მათ შორის ლენინის ნამდვილი,უარყოფითი სახე.

·        ლენინიზმში ეჭვის შეტანა კი საბჭოთა იდეოლოგიის და მასზე დამყარებული კომპარტიის პოზიციის შერყევას ნიშნავდა.

·        პოლიტიკური ცხოვრების ლიბერალიზაციის მცდელობას იდეოლოგიური დოგმების მოშლა მოჰყვა,რაც კომუნისტური პარტიის დასუსტებაში გადაიზარდა;

 

                                პერესტროიკის დროს შექმნილი ვითარება რუსეთში

 

·        პერესტროიკა რუსეთში  ყველას არ მოსწონდა.

·        ასეთი ბევრი იყო პარტიულ ნომენკლატურაში(პარტიულ ბოსებში),უშიშროების ორგანოებში,არმიაში.მათ მიაჩნდათ რომ „პერესტროიკა’’ მოარყევდა საბჭოთა კავშირის საფუძვლებს;

·        ამ ადამიანებს საკუთარი პრივილეგების დაკარგვის ეშინოდათ.

·        სსრკ-ს დაშლის სერიოზული სუბიექტური ფაქტორი იყო  მიხეილ გორბაჩოვსა და ბორის ელცინის(პოლიტბიუროს წევრისა და მოსკოვის საქალაქო კომიტეტის პირველი მდივნის )დაპირისპირება.

·        გორბაჩოვმა ელცინი კომუნისტური პარტიის ელიტას ჩამოაშორა;

·        მაგრამ სწორედ ამიტომ რუსეთის ლიბერალურად განწყობილმა ნაწილმა (ფაქტიურად დასავლეთის აგენტურამ) ელცინი თავის ლიდერად აქცია.

·        1990 წელს ის რუსეთის ფედერაცის უმაღლესი საბჭოს თამჯდომარედ აირჩიეს;

·        1991 წლის 12 ივნისს კი საყოველთაო არჩევნების შედეგად-რუსეთის ფედერაციის პირველ პრეზიდენტად;

·        ყურადღება:1990 წლის 12 ივნისს რუსეთის სახალხო დეპუტატების ყრილობამ მიიღო დეკლარაცია“რსფსრ-ის სახელმწიფო სუვერენიტეტის შესახებ’.

·        დაიმახსოვრე: საბჭოთა კავშირის დაშლას საფუძველი დაუდო სწორედ რუსეთის მიერ სუვერენიტეტის გამოცხადებამ და რუსეთის რესპუბლიკური კანონების საკავშირო კანონებზე მაღლა დაყენებამ.(ეს გააკეთა სწორედ ელცინმა)

 

                       

               პერესტროიკის დროს შექმნილი   ვითარება  მოკავშირე რესპუბლიკებში

 

·        რადიკალურ ცვლილებებს მოითხოვდნენ არარუსული ნაციონალური რესპუბლიკები,უპირველესად ბალტიის ქვეყნები,საქართველო,უკრაინა,

მოლდავეთი.

·        ამ რესპუბლიკებისათვის ძირითადი მიზანი პოლიტიკური დამოუკიდებლობის მოპოვება იყო.

·        რესპუბლიკებში ლიბერალური ფასეულობების,დემოკრატიის,პიროვნების თავისუფლების მოთხოვნამ შორეულ უკანა პლანზე გადაიწია.

·        რესპუბლიკებში გაძლიერდა ნაციონალური შუღლი ,რომლის პირველი მაცნე იყო 1988 წელს დაწყებული სერიოზული კონფლიქტი სომხებსა და აზერბაიჯანელებს შორის მთიანი ყარაბაღის ფლობასთან დაკავშირებით.

·        „ნაცინალისტების გამოხდომებს’’ პერიფერიულ რესპუბლიკებში კრემლი ჯერ უხეში ძალით პასუხობდა(ამის მაგალითები იყო არმიის გამოყენება თბილისში 1989 წლის 9 აპრილს,ბაქოსა და ვილნიუსში 1990 წელს),მერე კი ამ პრობლემის იგნორირება სცადა.

 

                „პუტჩის“  -სამხედრო გადატრიალების მცდელობა რუსეთში (1991 წლის აგვისტო)

 

·        ყველა ამ პრობლემამ,რასაც დაერთო სუბიექტური ფაქტორები ქვეყნის მართვაში,მძიმე სისტემური კრიზისი გამოიწვია საბჭოთა კავშირში.

·        კომუნისტური პარტიის ხელმძღვანელობისა და და საბჭოთა არმიის კონსერვატორულმა ნაწილმა მოსკოვში გორბაჩოვის არყოფნის დროს(ის შვებულებაში იყო 1991 წლის აგვისტო),სცადა სახელმწიფო გადატრიალების მოწყობა და ავტორიტარული ცენტრალიზებული რეჟიმის აღგენა;

·        ამ მცდელობას მძლავრი და მასობრივი საპროტესტო აქციები მოჰყვა,რომელთაც რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ბორის ელცინი ჩაუდგა  სათავეში;

·        სამხედრო გადატრიალების მცდელობა წარუმატებლად დასრულდა;

·        ნათელი გახდა,რომ საბჭოთა კავშირის არსებობის დღეები დათვლილი იყო;

·        1991 წლის სექტემბერში ლიტვას,ლატვიასა და ესტონეთს საბჭოთა კავშირიდან გასვლის უფლება მიეცათ.

·        ამავე 1991 წლის 25-26 დეკემბერს საბჭოთა კავშირი საბოლოოდ დაიშალა 15 დამოუკიდებელ სახელმწიფოდ;!!!!(ეს თარიღი დასამახსოვრებელია)

 

 

                                 საქართველოს    „ეროვნულ-განმანთავისუფლებელი“  მოძრაობა

                                      სტალინის შემდგომ

 

·        1953 წ-ს სტალინის სიკვდილის შემდეგ,საბჭოთა მმართველობის წნეხი ოდნავ შემსუბუქდა ;

·        ხრუშჩოვის მიერ წამოწყებულ სტალინის კრიტიკას თან ახლდა ქართველი ერის შეურაცხყოფა;

·        სტალინის ქართველობაზე ხაზგასმას არ შეეძლო არ გამოეწვია უსამართლობის გრძნობის გაჩენა.

·        1956 წ-ს მოსკოვში კომუნისტური პარტიის მე-20 ყრილობაზე სტალინის  კულტის დაგმობას მოჰყვა საპროტესტო აქციები თბილისში.

·        მომიტინგების წინააღმდეგ ხელისუფლებამ სამხედრო ძალა გამოიყენა,რამაც ბევრი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა;

·        მიუხედავად იმიას,რომ დემონსტრანტები სტალინის რეაბილიტაციას მოითხოვდნენ,საპროტესტო გამოსვლა ეროვნული გრძნობების შეურაცხყოფაზე რეაქციას წარმოადგენდა;

·        ეს იყო ქართული ნაციონალიზმის პირველი გამოვლინება სსრკ-ს შექმნიდან განვლილი 30 წლის მანძილზე;

·        სწორედ 1956 წლის 9 მარტის მოვლენების შემდეგ იქმნება პირველი არალეგალური ეროვნული ორგანიზაციები:

ა.“გორგასლიანი’’(შექმნეს ზვიად გამსახურდიამ და მერაბ კოსტავამ)

ბ.“სიღნაღის ახალგაზრდა გვარდია’’

გ.“სამშობლოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის მებრძოლთა კავშირი’’

დ. გამოცოცხლდნენ ემიგრანტებიც

 

·        1961 წლის პარტიის 22-ე ყრილობაზე ნიკიტა ხრუშჩოვმა ეროვნულ საკითხთან დაკავშირებით პარტიის ახალი ხედვა წარადგინა

·        სბჭოთა ერების განვითარება კვლავაც უნდა წარმართულიყო ეთნიკური კულტურების“აყვავების’’ გზით;ეპროცესი უნდა უნდა განხორციელებულიყო „ერების დაახლოებით’’,რაც დასრულდებოდა ერების შერწყმით და „ახალი სბჭოთა ერის ‘’ შექმნით.

·        1964 წლის ოქტომბერში ხრუშჩოვის გადაყენების შემდეგ „ერების შერწყმა’’-ზე აღარ საუბრობდნენ,საუბარი იყო მხოლოდ „ერების დაახლოებაზე’’.

 

                           ეროვნული მოძრაობის აღორძინება საქართველოში

 

·        საბჭოთა საქართველოში,განსხვავებით რუსეთის იმპერიისგან,პრაქტიკულად არ ხდებოდა ქართველების კულტურული ასიმილაცია მმართველ ერთან-რუსებთან.

·        ქართული კულტურა საბჭოთა პერიოდში ინტენსიურად ვითარდებოდა;

·        მართალია,გამოიყენებოდა სტალინის მიერ დამკვიდრებული ტერმინი სოციალისტური რეალიზმი,რომელიც არსებული რეალობის შელამაზებას გულისხმობდა,მაგრამ შესაძლებელი იყო სინამდვილის კრიტიკული ასახვა;

·        1960-80 წლებში დაიწერა და გამოქვეყნდა საუკეთესო ლექსები და პროზაული ნაწარმოებები ქართულ ენაზე(მაგ. ჭაბუა ამირეჯიბის,ოთარ ჭილაძის ,გურამ დოჩანაშვილის,ნოდარ დუმბაძის ,მუხრან მაჭავარიანის და სხვათა რომანები და მოტხრობები და ლექსები)

·        თბილისის თეტრებში იდგმებოდა საბჭოთა კავშირში საუკეთესო სპექტაკლები;(რეჟისორები მიხეილ თუმანიშვილი;რობერტ სტურუა,თემურ ჩხეიძე)

·        კინოსტუდია ქართული ფილმი იღებდა მსოფლიო დონის კინოფილმებს(რეჟისორები: ოთარ იოსელიანი,თენგიზ აბულაძე,ელდარ შენგელაია)

·        საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სისტემაში მიმდინარეობდა მაღალი დონის სამეცნიერო კვლევები;

 

 

„დისიდენტები“  საქართველოში

 

·        1976 წელს ზვიად გამსახრდიასა და მერაბ კოსტავას თაოსნობით შეიქმნა „ადამიანის უფლებათა დაცვის საინიციატივო ჯგუფი’’

·        სწორედ ამ ჯგუფის თაოსნობით დაარსდა იმავე წელს“ჰელსინკის ჯგუფი’’(მსგავსი სახელწოდების ჯგუფები არსებობდა საბჭოთა კავშირის სხვა რესპუბლიკებშიც.)

·        საქართველოს“ჰელსინკის ჯგუფის’’ მიერ მიღებულ პირველსავე დოკუმენტში ხაზგასმული იყო საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აუცილებლობა.

·        ქართულ ენაზე გამოდიოდა იატაკქვეშა დისიდენტური ჟურნალები;

·        ქართველი დისიდენტები აქტიურად თანამშრომლობდნენ რუსეთის და უცხოეთის ანტისაბჭოთა ჟურნალებთან(სპეცსამსახრებთანაც ჩემი შენიშვნაა)

·        დისიდენტი- სხვაგვარად მოაზროვნე პირი,რომელიც ქვეყანაში გაბატონებულ იდეოლოგიას არ ეთანხმება;

·        1970-იანი წლების რეპრესიების ტალღა შეეხო ქართველ დისიდენტებსაც და ბევრი მათგანი ციხესა და გადასახლებაში აღმოჩნდა;(იხ. ჯაბა იოსელიანის მოგონება ზვიად გამსახურდიაზე)

 

ქართული ეკლესია

 

 

1970-იანი წლების ბოლოდან თანდათან გაიზარდა მართლმადიდებელი ეკლესიის როლი ქართულ საზოგადოებაში.ამ მხრივ განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა

 

1977 წელს სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქდ ილია მე-2-ის(შიოლაშვილის) არჩევას.

 

               ქართული ენასთან დაკავშირებული ვითარება

 

·        საქართველოს საბჭოთა რესპუბლიკაში ქართველი მოსწავლეების 96% ქართულ სკოლებში სწავლობდა.ეს ეროვნულ იდენტობას განუმტკიცებდა მათ.

·        უმაღლესი განათლებაც ქართულ ენაზე ხორციელდებოდა.

·        ქართველი ხალხი უფრთხილდებოდა საკუთარ ენასა და კულტურას.

·        ამავე დროს, ქართული ენისათვის არსებობდა  საფრთხე;

·        ეს გამოჩნდა 1978 წელს,როდესაც საქართველოს სსრ ახალი კონსტიტუციის პროექტის განხილვისას აღმოჩნდა,რომ ამოღებული იყო ძველი კონსტიტუციის მუხლი,რომელიც ქართულ ენას სახელმწიფო ენად აცხადებდა

·        წინა წელს (1977)იყო მცდელობა საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში რუსულენოვანი(ნაწილობრივ) სწავლება შემოეღოთ.

·        1978  წლის 14 აპრილს ,რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ კონსტიტუციის საბოლოოდ დამტკიცების დროს რუსთაველის გამზირზე ზღვა ხალხი შეიკრიბა;

·        ეს იყო მშვიდობიანი მანიფესტაცია,რაც სსრკშ- მანამდე წარმოუდგენელი რამ იყო.

·        პროექტის განხილვის ბოლო მომენტში ედუარდ შევარდნაძემ კრემლისაგან მიიღო თანხმობა სახელმწიფო ენის შესახებ მუხლის აღდგენაზე.

·        ორი წლის შემდეგ 14 აპრილი დედა-ენის დღედ გამოცხადდა და გოგებაშვილის „დედა-ენას’’ თბილისში ძეგლიც დაუდგეს.

·        შენიშვნა : ქართული პრეცენდენტით მაშინ ისარგებლეს ბაქოსა და ერვანშიც.

 

                            ვითარება საქართველოში გორბაჩოვის „პერესტროიკის“ დროს:

·        „პერესტროიკის’’ პერიოდში ეროვნულმა მოძრაობამ ახალი ძალა შიძინა.

·        შეიქმნა არაერთი ახალი პარტია თუ მოძრაობა,ახალგაზრდული კავშირი,რომლებსაც შესაძლებლობა ჰქონდათ ლეგალურად ემოქმედათ.(მათ შორის ბევრი იყო კგბ-ს შექმნილი პარტიები ,ან კგბ ნერგავდა აგენტებს ამ ორგანიზაციებში )

·        1988 წლის ნოემბერში ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა რუსთაველის გამზირზე.(ეროვნულ-დემოკრატების(გია ჭანტურია)  ორგანიზებული)

·        მოთხოვნებს შორის იყო საბჭოთა კავშირიდან გასვლის შემზღუდავი კანონის გაუქმება.

·        1989 წლის 4 აპრილს რუსთაველის პროსპექტზე დაიწყო ფართომასშტაბიანი პერმანენტული(უწყვეტი) მიტინგი,რომლის უშუალო მიზეზი იყო აფხაზეთში დაწყებული სეპარატისტული გამოსვლები (ორგანიზებული იყო ეროვნულ-დამოუკიდებლობის პარტიის(ირაკლი წერეთელი) მიერ)

·        თანდათან თბილისში  მომიტინგეთა მოთხოვნად იქცა(?) საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა.(მოხდა რადიკალიზაცია)

·        რამდენიმე ათეულმა ადამიანმა შიმშილობა გამოაცხადა.

·        9 აპრილს საბჭოთა შინაგანი ჯარების სპეცდანიშნულების რაზმებმა სისხლში ჩაახშვეს მიტინგი.

·        თბილისში კომენდანტის საათი გამოცხადდა.საბჭოთა ხელისუფლების დაუნდობელმა მოქმედებამ უიარაღო მომიტინგეთა და მოშიმშილეთა მიმართ საქართველოს მოსახლეობას გაუქრო ის მცირე ნდობაც,რომელიც მას შერჩენოდა საბჭოთტა ხელისუფლების მიმართთ.

·        საბჭოთა ჯარის გაუმართლებელმა სისასტიკემ კიდევ უფრო გაამძაფრა ეროვნული დამოუკიდებლობის მოტხოვნა და კიდევ უფრო მოახდინა ეროვნული მოძრაობის რადიკალიზაცია;(!!!!)

 

 ვითარება საქართველოში     1989 წლის 9 აპრილის თბილისის ტრაგიკულ მოვლენების შემდეგ

 

·   საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა უკვე აღარ ფარავდა თავის უარყოფით დამოკიდებულებას კომუნისტური პარტიისა და საბჭოთა ხელისუფლების მიმართ.

·  დღის წესრიგში დადგა ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენისთვის ბრძოლა,რომლის წარმატებასაც ხელი შეუწყო საბჭოთა კავშირში  და აღმოსავლეთ ევროპაში მიმდინარე პროცესებმა.

·  1990 წლის 12 ივნისს რუსეთის ფედერაციის სახალხო დეპუტატების ყრილობის მიერ “რუსეთის  სახელმწიფო სუვერენიტეტის შესახებ’’ დეკლარაციის მიღებამ და რუსეთის კანონების სსრკ-ს კანონებზე მაღლა დაყენებამ მკვეთრად დაასუსტა სსრკ-ს ცენტრალური ხელისუფლება.(გორბაჩოვი)

·  ბალტიის ქვეყნებში გაძლიერდა სწრაფვა დამოუკიდებლობისაკენ;

·  1990 წლის 11 მარტს ლიტვის უმაღლესმა საბჭომ გამოაცხადა დამოუკიდებლობის აღდგენა;

·  იმავე წლის 4 მაისს იგივე გააკეთა ლატვიამ;

·  ხოლო 8 მაისს ესთონეთმა;

·  ასეთ ფონზე საქართველს „ეროვნულმა ძალებმა’’ მიაღწიეს უფლებას,რომ სსრკ-ში პირველად ჩაეტარებინათ მრავალპარტიული არჩევნები;

 

·  1990 წლის 28 ოქტომბერს ჩატარებულმა საქართველოს ახალი უმაღლესი საბჭოს (მალე მას „უზენაესი საბჭო’’ ეწოდა) არჩევნებმა გამარჯვება მოუტანა ბლოკს „მრგვალი მაგიდა-თავისუფალი საქართველო’’  ზვიად გამსახურდიას მეთაურობით.

·  ამ ბლოკმა ხმების 54 %  მიიღო.

·  250 დეპუტატიან საკანონმდებლო ორგანოში მას 155  მანდატი ერგო,მათ შორის 81- პროპორციული და 74-მაჟორიტარული სისტემით.

·  მე-2 ადგილზე გასულმა კომუნისტურმა პარტიამ პროპორციული სიით ამომრჩეველთა ხმების 29,6%  მიიღო,რამაც მას 44 დეპუტატის მანდატი მისცა(კიდევ 20 მაჟორიტარული სისტემით მოიპოვა.

·        არჩევნები დარღვევების გარეშე ჩატარდა.

·  1991 წლის 31 მარტს საქართველოში ჩატარდა რეფერენდუმი,რომელშიც მონაწილეთა 97 %-მა მხარი დაუჭირა საბჭოთა კავშირიდან საქართველოს გასვლას და დამოუკიდებლობის აღდგენას.

 

·  რეფერენდუმის შედეგების შესაბამისად,იმავე 1991 წლის 9 აპრილს  უზენაესმა საბჭომ გამოაცხადა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა,თუმცა სსრკ-დან საქრთველო იმავე წლის დეკემბრამდე არ გასულა.(!!!)

 

·  1991 წლის 26 მაისს ჩატარებული არჩევნების შედეგად ქვეყნის პირველ პრეზიდენტად აირჩიეს ზვიად გამსახურდია.

 

                                           გამსახურდიას დამხობა

                                    1991 წლის 22 დეკემბერი -6 იანვარი (ელცინის დროს)

 

·        1991 წლის 18-20 აგვისტოს მოსკოვში იყო მცდელობა სრულად აღედგინათ საბჭოთა ხელისუფლება(„აგვისტოს პუტჩი“),რაც მარცხით დამთავრდა.

·        პუტჩის პირველ საათებში გამსახურდია დაემორჩილა მოსკოვის მოთხოვნას დაეშალა ეროვნული გვარდია.

·        რეალურად ეს არ მომხდარა,რადგან პუტჩი ძალიან მალე ჩაიფუშა,მაგრამ ზემოხსენებულმა ნაბიჯმა მკვეთრად დაძაბა ურთიერთობა პრეზიდენტსა და ეროვნული გვარდიის მეთაურ თენგიზ კიტოვანს შორის.

·        ამ უკანასკნელმა დაუმორჩილებლობა გამოუცხადა პრეზიდენტს და მოსახლეობის,განსაკუთრებით „თბილისელების“(?),მთავრობისადმი ოპოზიციურად განწყობილ ნაწილს დაუჭირა მხარი.

·        21 დეკემბერს,როდესაც ალმა-ათაში შეიკრიბნენ მოკავშირე რესპუბლიკების ხელმძღვანელები,რათა   კანონის ძალით დაშლილად გამოეცხადებინათ საბჭოთა კავშირი და „დამოუკიდებელ  სახელმწიფოთა თანამეგობრობის“ შექმნა(„დსთ“ ),თბილისში,რუსთაველის პროსპექტზე დაიწყო შეიარაღებული შეტაკება ხელისუფლებისა და ოპოზიციის მომხრეებს შორის,რაც მალე სამოქალაქო ომში გადაიზარდა.

·        1992 წლის 6 იანვარს ზვიად გამსახურდია იძილებული გახდა დაეტოვებინა თბილისი და ჯერ სომხეთში გადასულიყო,ხოლო იქიდან ჩეჩნეთისთვის შეეფარებინა თავი.

·        1992 წლის იანვარში ძალაუფლებას დაეუფლა „სამხედრო საბჭო’’ თენგიზ კიტოვანისა და ჯაბა იოსელიანის შემადგენლობით;

·        პრემიერ- მინისტრად მათ დააბრუნეს ზვიად გამსახურდიას მიერ დანიშნული და მის დროსვე გადამდგარი თენგიზ სიგუა.

·        იმავე წლის მარტში სამხედრო საბჭომ,რომელიც „მიხვდა“,რომ არ არის მზად სახელმწიფოს სამართავად,მოიწვია საბჭოთა კავშირის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი და საქართველოს კომპარტიის ყოფილი პირველი მდივანი ედუარდ შევარდნაძე,რათა მას გამოეყენებინა თავისი გამოცდილება და საერთაშორისო ავტორიტეტი საქართველოს გამოსაყვანად სამოქალაქო ომიდან და ეკონომიკური კოლაფსიდან.

·        1992 წლის ოქტომბერში 3 წლის ვადით აირჩიეს საქართველოს ახალი პარლამენტი,რომელშიც 26 პარტიის წარმომადგენელი შევიდა(!)(დამხობის მომხრეები)

·        ამ პარლამენტის ძირითადი დანიშნულება იყო ახალი კონსტიტუციის შემუშავება.(ვახტანგ ხმალაძე)

·        შევარდნაძე აირჩიეს პარლამენტის თავმჯდომარედ და სახელმწიფოს მეთაურად.

 

 

 

                            სეპარატისტული ამბოხებები საქართველოში

 

·        უკვე საბჭოთა პერიოდის მიწურულს,დიდწილად რუსეთის წაქეზებით,თუმცა საქართველოს მიერ დაშვებული შეცდომების გამოც,იმძლავრეს სეპარატისტულმა ძალებმა სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში.

ე.წ.  „სამხრეთ ოსეთი“

 

·        უკვე 1990 წლის შემოდგომაზე „სამხრეთ ოსეთის  ავტონომიურმა ოლქმა“ საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში ცალკე მოკავშირე რესპუბლიკად გამოაცხადა თავი,რისი კონსტიტუციური უფლებაც მას არ ჰქონდა.

·        საქართველოს უზენაესი საბჭოს(ზ.გამსახურდიას)  საპასუხო ნაბიჯი იყო სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის გაუქმება,თუმცა ამას არარადიკალური,დიპლომატიური მოქმედება აჯობებდა.

·        სამხრეთ ოსეთში დაიწყო სერიოზული კონფლიქტი,რომელიც  მხოლოდ 1992 წლის ზაფხულში რუსეთსა და საქართველოს შორის მიღწეული შეთანხმებით[„დაგომისის შეთანხმება’’(ელცინი-შევარდნაძე)  ]დაკონსერვდა,რადგან კონფლიქტის საბოლოო გადაწყვეტის გზა მხარეებმა „ვერ მონახეს“.

 

        აფხაზეთი

 

·  აფხაზეთის უმაღლესმა საბჭომ ისარგებლა საქართველოში სამოქალაქო ომით(გამსახურდიას და შევარდნაძის მომხრეებს შორის)  და საბჭოს ქართველი წევრების დროებითი ბოიკოტის პირობებში 1992 წლის ივლისში მიიღო „დეკლარაცია აფხაზეთის ასსრ სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტის შესახებ’’(კვორუმის უქონლობის გამო მას უფლებამოსილება არ ჰქონდა)

·  იმავე წლის აგვისტოს დასაწყისში თავდაცვის მინისტრმა თენგიზ კიტოვანმა რუსეთის არმიის ამიერკავკასიის სამხედრო ხელმძღვანელობისგან მიიღო შეიარაღების ნაწილი,მათ შორის ტანკები;

·  მან 14 აგვისტოს შეიყვანა გვარდია აფხაზეთში,სადაც გაღვივდა შეიარაღებული კონფლიქტი,რომელიც მალე   სამოქალაქო ომში   გადაიზარდა.

·  ცუდად ორგანიზებულ ქართულ ჯარს,აფხაზი მებრძოლების გარდა,დაუპირისპირდნენ კაზაკები,მოხალისეები ჩრდილოეთ კავკასიიდან(ჩეჩნები და სხვები)  და რუსეთის რეგულარული არმიის ნაწილები(უპირველესად ავიაცია).

·  მათ ხელში აღმოჩნდა რუსეთიდან შემოსული დიდძალი შეიარაღებაც.

·  ომის დროს იყო შეთანხმების მიღწევის მცდელობები.

·  ორჯერ,1992 წლის სექტემბერში-მოსკოვში და 1993 წლის ივლისში-სოჭში რუსეთის ფედერაციის შუამავლობით და გარანტიებით დაიდო ხელშეკრულებები ცეცხლის შეწყვეტის შესახებ.

·  ორივე მათგანი დაირღვა აფხაზური მხარის მიერ,რის შედეგადაც ქართულმა ჯარმა მარცხი განიცადა.

·  ქართული მოსახლეობა იძულებული გახდა დაეტოვებინა აფხაზეთი და ისინი იქცნენ(„იძულებით გადაადგილებულ პირებად“) იქცნენ საკუთარ ქვეყანაში.

 

 

 

                                    არასტაბილური ვითარება საქართველოში

·        1990-იანი წლების პირველი ნახევარი საქ-ში უმძიმესი ეკონომიკური კრიზისით აღინიშნა.

·        ეკონომიკურ კრიზისს თან ახლდა გაუთავებელი შინააშლილობა,შეიარაღებული დაპირისპრებები პრეზიდენტ გამსახურდიას მომხრეებსა და  სახელმწიფოს „ძალოვან სტრუქტურებს“ შორის.

·        საუკუნის მიწურულს მდგომარეობა ოდნავ გამოსწორდა,თუმცა მოსახლეობის ცხოვრების დონე კვლავაც უკიდურესად დაბალი იყო.

·        1990-იანი წლების მე-2 ნახევრიდან საქ-ში შედარებითი პოლიტიკური სტაბილურობა დამყარდა.

·        ედუარდ შევარდნაძე ორჯერ ,1995 და 2000 წლებში აირჩიეს პრეზიდენტად.

·        მისი ხელმძღვანელობით „მოქალაქეთა კავშირი’’ წამყვან პოლიტიკურ პარტიად და ქვეყნის მმართველ ძალად იქცა.

 

      შევარდნაძე საქართველოს საეთაშორისო ორგანიზაციებში აწევრიანებდა

 

·        1992 წლის დასაწყისიდან საქართველოს დამოუკიდებლობა უცხოეთის ქვეყნებმა სცნეს

·        1992 წლის 31 ივლისს საქართველო გაწევრიანდა გაეროში,რაც საერთაშორისო ასპარეზზე ქვეყნის უდიდეს წარმატებას ნიშნავდა.

·        იმავე წელს საქართველო შევიდა ევრო-ატლანტიკური თანამშრომლობის საბჭოში

·        1994 წლიდან საქართველო გახდა ნატო-ს პროგრამის „პარტნიორობა მშვიდობისათვის’’ მონაწილე.

·        1999 წელს საქართველო მიიღეს ევროპის საბჭოში,რაც ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით მნიშვნელოვანი პროგრესის მაჩვენებელი იყო.

·        დსთ-ს მნიშვნელობა კვლავაც კნინდებოდა.

·        საქართველომ,უზბეკეთთან და აზერბაიჯანთან ერთად,უარი თქვა ხელი მოეწერა „კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის“(კუხო) შექმნაზე.(შენიშვნა: აქ მთავარი სამხედრო ძალაა რუსეთი)

·        ერთდროულად შეიქმნა გაერთიანება სუუამი(საქართველო,უკრაინა,უზბეკეთი,აზერბაიჯანი,მოლდოვა),რომლის შიგნით ენერგომატარებლების,უსაფრთხოებისა და სხვა სფეროებში დადებულმა ხელშეკრულებებმა მნიშვნელოვნად გაზარდა ამ კავშირის როლი.

·        მალე უზბეკეთმა დატოვა ეს გაერთიანება და მისი სახელი გახდა სუამ-ი.

·        მე-20 საუკუნის ბოლოსათვის საქართველო 100-მდე საერთაშორისო ორგანიზაციის წევრი იყო.

·        საქართველო  გახდა ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის(ეუთოს) წევრი

·        მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრი.

·        შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრი SEC

·        და ა.შ.

·        ეკონომიკური სიძნელეების გადალახვაში საქართველოს დახმარებას უწევდნენ საერთაშორისო სავალუტო ფონდი,მსოფლიო ბანკი და სხვ.

 

                                             „ვარდების რევოლუცია ‘’

·        21-ე საუკუნის დასაწყისში შიდაპოლიტიკური ვითარება დაიძაბა.

·        აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში 1991 წელს,ჯერ კიდევ გამსახურდიას დროს არჩეული,ავტონოომიის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ასლან აბაშიძე არ ემორჩილებოდა ცენტრალურ ხელისუფლებას და ავტოკრატიული მეთოდით მართავდა აჭარას.

·        ქვეყანაში მაღალი იყო კორუფციის დონე

·        შევარდნაძე არ უწყობდა ხელს აუცილებელი რეფორმების ჩატარებას და ვეღარც აკონტროლებდა ვითარებას.

·        ასეთ ვითარებაში 2003 წლის ნოემბერში ჩატარდა საპარლამენტო არჩევნები,რომლის დროსაც მრავალი დარღვევა და გაყალბება დაფიქსირდა.

·        ამის გამო უკმაყოფილებამ ქუჩაში გადაინაცვლა.

·        ოპოზიცია საკმაოდ შეკავშირებული აღმოჩნდა და 23 ნოემბერს აიძულა პრეზიდენტი ედუარ შევარდნაძე გადამდგარიყო.

·        ამას „ვარდების რევოლუცია’’ ეწოდა და ის აღმოჩნდა ე.წ. „ფერადი რევოლუციების’’ წინამორბედი აღმოსავლეთ ევროპასა და პოსტ-საბჭოთა სივრცეში,სადაც ხალხმა ასევე მოითხოვა გაყალბებული არჩევნების შედეგების შეცვლა.ასე მოხდა უკრაინაში,ყირგიზეთში და სერბეთში.

·        2004 წლის იანვარში საქართველოს ახალ პრეზიდენტად არჩეულ იქნა მიხეილ სააკაშვილი.(ამჟამად ციხეშია კორუფციის ბრალდებით)

·        პრემიერ -მინისტრი გახდა ზურაბ ჟვანია(ის 2005 წლის მარტში მკვდარი იპოვეს ,საეჭვო ვითარებაში)

·        2008 წლის იანვარში სააკაშვილი მე-2 ვადით აირჩიეს პრეზიდენტად

·        იმავე წლის 26 მაისს საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა მისმა პარტიამ-„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ’’ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებით.

 

 

 

                                       სააკაშვილის რეფორმები და რუსეთის აგრესია

 

·        „ვარდების რევოლუციის’’ შემდეგ ქვეყანაში სერიოზული ძვრები მოხდა.

·        განმტკიცდა ცენტალური ხელისუფლება.

·        2004 წლის მაისში ასლან აბაშიძის გადადგომა მოითხოვა ადგილობრივმა მოსახლეობამ და ის იძულებული გახდა პოლიტიკური თავშესაფარი მიეღო რუსეთში.

·        აჭარა და,განსაკუთრებით,ბათუმი ცენტრალური ხელისუფლების განსაკუთრებული ზრუნვის საგნად იქცა.

·        გატარდა სერიოზული რეფორმა პოლიციაში,სადაც გაუქმდა კორუფციის ბუდე-ავტოინსპექცია და შეიქმნა არაკორუმპირებული საპატრულო პოლიცია.

·        შეიქმნა ეფექტიანი საჯარო რეესტრი

·        დაიწყო ინტენსიური საგზაო მშენებლობა

·        ქალაქების რეკონსტრუქცია

·        საქართველოს ტურისთული პოტენციალის ატვისება

·        საგადასახადო სისტემა გამარტივდა და ქვეყნის ბიუჯეტმა შევსება დაიწყო.

·        მასობრივმა პრივატიზაციამ თითქმის ყველა ნაციონალიზებული დარგი და ობიექტი მოიცვა.

·        გაიზარდა უცხოური ინვესტიციები

·        ამავე დროს ეკონომიკის პროდუქტიული დარგების-მრეწველობისა და სოფლის მეურნეობის-ჩქარი ტემპით განვიტარება ვერ მოხერხდა.(!)

·        უმუშევრობა ქვეყნის ყველაზე სერიოზულ პრობლემად რჩებოდა.(!)

·        საგარეო პოლიტიკაში მკვეთრად გაძლიერდა პროდასავლური ვექტორი.

·        მოსახლეობის 77-მა პროცენტმა 2008 წლის 5 იანვრის რეფერენდუმის დროს მხარი დაუჭირა საქარტველოს სწრაფვას ნატოში შესასვლელად.

·        მაგრამ სწორედ ეს მისწრაფება გახდა რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელობის შეშფოთებისა და ანტი-ქართული პროვოკაციების მიზეზი სეპარატისტულ რეგიონებში.

·        2008 წლის აგვისტოში  სააკაშვილის დაპირისპირება  ოს სეპარატისტებთან,გადაიზარდა რუსულ-ქართულ ომში,რომლის შედეგად საქართველოს შემადგენელი ნაწილები-აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი(„სამხრეთ ოსეთი’’) რუსეთის მიერ იქნა ოკუპრებული,ქართული მოსახლეობა ამ ტერიტორიებიდან განიდევნა.

·        2008 წლის 26 აგვისტოს საქართველოს ეს პროვინციები რუსეთმა „დამოუკიდებელ სახელმწიფოებად „ აღიარა,რასაც არ ცნობს არა მარტო საქართველო,არამედ მთელი საერთაშორისო საზოგადოება.

 

 

 

 

 


Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პოეტის და პოეზიის დანიშნულება ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის შემოქმედებაში

"კაცია ადამიანი ?!"-ილიას რეალისტური ნაწარმოები