პირველი მსოფლიო ომი - მოვლენები,თარიღები

            



                                        იმპერიალისტური ეპოქა

 

·  იმპერიალიზმის ეპოქა ქრონოლოგიურად მოიცავს პერიოდს მე-19 საუკუნის 70-იანი წლებიდან 1 მსოფლიო ომამდე

·  არსებითად კი იმპერიალიზმის ეპოქა,გულისხმობს ხანას მსოფლიო ისტორიაში,როდესაც ევროპის სახელმწიფოები სახელმწიფოები ეუფლებიან აფრიკის კონტინენტს და ვრცელ ტერიტორიებს აზიაში;

·  მათი ნედლეულის წყაროდ,გასაღების ბაზრად,სამხედრო-საზღვაო თუ სავაჭრო საყრდენ პუნქტად  ქცევის მიზნით.

·  „იმპერიალიზმის“  ცნება შემოიფარგლება ევროპის ძლიერი სახელმწიფოების კოლონიურ იმპერიებად ქცევით.

·  ყურადღება:

 

„იმპერიალიზმის“ ცნება  მკაფიოდ უნდა გავმიჯნოთ  და არ უნდა ავურიოთ ე.წ. ტრადიციული იმპერიებისგან(მაგ.ალექსანდრე მაკედონელია,ან ჩინგიზ ყაენის იმპერიებისგან)

 

 

·  იმპერიალიზმის ეპოქისთვის განსაზღვრელია შემდეგი ფაქტორები:

ა.ევროპის სახელმწიფოთა სწრაფვა მსოფლიო-პოლიტიკური ძალაუფლებისა და ეკონომიკური უპირატესობისაკენ (ანუ სწრაფვა მსოფლიო ჰეგემონობისკენ)

ბ.კოლონიების ფლობა

 

 

·  ევროპის სახელმწიფოების იმპერიალისტურ  მისწრაფებებს  ზურგს უმაგრებდა და უმაგრებს სხვადასხვა საფუძველი;

 

                     იმპერიალიზმის ეკონომიკური მოტივაცია

 

·  კოლონიალიზმის მოტივებად ჯერ კიდევ „მერკანტილიზმის ხანაში’’

იაფი ნედლეულის და კეთილშობილი ლითონების მოპოვება სახელდებოდა;

·  „ინდუსტრიალიზაციის ეპოქაში’’  ამას კაპიტალის მომგებიანად დაბანდების სურვილი დაემატა

 

( მაგ.კოლონიებში რკინიგზის მშენებლობაში,სამთამადნო ინდუსტრიაში,პლანტაციებში).

 

 

·  იმპერიალისტებს იმპერიალიზმის ეპოქაში კოლონიური პოლიტიკის გასამართლებლად ორი არგუმენტი ჰქონდათ და ქვთ :

 

1.               კოლონიები აუცილებელია,როგორც განსახლების დამატებითი სივრცე (მეტროპოლიის მოსახლეობის ზრდის პირობებში) და

2.               . როგორც ნედლეულის წყარო და გასაღების  ბაზარი.

 

        იმპერიალიზმის იდეოლოგიური მოტივაცია

                           (ახასიათებთ ე.წ. „დიდ“  ერებს)

 

1.               საკუთარი ერის რჩეულობის განცდა და მასზე დაკისრებული განსაკუთებული ისტორიული მისია.

 

2.               კოლონიების ფერადკანიან მოსახლეობაზე“თეთრების“ ბატონობა რასობრივი უპირატესობით(ე.წ. „სოციალური დარვინიზმი“) იყო დასაბუთებული.

3.               ევროპელ იმპერიალისტებს ნაკლებად განვითარებულ ხალხებში ქრისტიანობის გავრცელება და მათ ყოფაში ცივილიზაციის შეტანა თავიანთ კეთილშობილურ მისიად და შესაბამისად,საკუთარი კოლონიური ბატონობის გამართლებად ესახებოდათ. ამგვარი ცივილიზატორული მისია ახასიათებდა,მაგალითად,ფრანგულ იმპერიალიზმს.

 

 

·  რუსული  იმპერიალიზმი „გამართლებული“ იყო და არის რუსი ერის უპირველესი მოწოდებით -იხსნას „სრულიად სლავები’’ და დაიცვას მართლმადიდებლობა. ეს იდეოლოგია,რომელსაც „პანსლავიზმი’’ ეწოდება,გამიზნული იყო და არის ყველა სლავის რუსეთის ეგიდის ქვეშ გასაერთიანებლად.

·  მაგ. პანსლავიზმით იყო ნაკარნახევი ბალკანეთის სლავი ხალხების(სერბები,ბულგარელები და სხვ) გასათავისუფლებლად თურქეთის წინააღმდეგ ომის დაწყება(რუსეთ თურქეთის ომი 1877-78)

 

·  შენიშვნა: რუსეთს შეჭრა უკრაინაში დონეცკის და ლუგანსკის ოლქების ამჟამადაც რუსი მოსახლების დაცვით  აქვს გამართლებული იდეოლოგიურად;

 

 

·  განსხვავებული იყო ინგლისის იმპერიალიზმის მოტივაცია.ინგლისს,უპირველეს ყოვლისა, კოლონიებიდან მაქსიმალური მოგების სურვილი ამოძრავებდა და ნაკლებად იყო დაინტერესებული მათი კულტურული ასიმილაციით.

 

ინგლისში რადიკალური იმპერიალიზმი ,ე.წ. „ჯინგოიზმის“ სახით,მოსახლეობის ქვედა ფენებშიც გამოვლინდა.

 

(„ჯინგო“ რადიკალური ინგლისელი იმპერიალისტების ირონიული სახელია . „ჟინგოიზმის“  სინონიმებია ქსენოფობია და შოვინიზმი)

 

                იმპერიალიზმის  პოლიტიკური მოტივები

 

·  ევროპის ქვეყნებს შორის კონკურენცია კოლონიების მოსაპოვებლად, ევროპის კონტინენტურ პოლიტიკაში ძალთა დაპირისპირების გაგრძელება იყო;

·  პოლიტიკურად ძლიერ და გავლენიან სახელმწიფოებად ჩამოყალიბებულ ქვეყნებს(უპირველეს ყოვლისა,ინგლისს)ძალაუფლების და გავლენის დაკარგვის ეშინოდათ(ამჟამად ამის ეშინა აშშ-ს), ხოლო ე.წ. „ნაგვიანები სახელმწიფოები“(გერმანია,იტალია) კი ძალაუფლების და გავლენის მოპოვებას ცდილობდნენ.(ამჟამად ამას ცდილობს რუსეთი და ჩინეთი და როგორც ჩანს ბრიტანეთი და საფრანგეთი)

 

·  ევროპის სახელმწიფოების იმპერიალისტური შეჯიბრება შინაპოლიტიკური ფაქტორებითაც იყო განპირობებული;

·  მთელი რიგი ევროპული სახელმწიფოების მთავრობები სოციალური დაძაბულობის(მუშათა საპროტესტო მოძრაობების გააქტიურება) განმუხტვას კოლონიური პოლიტიკის წარმატებებზე ყურადღების გადატანით ცდილობდნენ(ამას ეწოდება „სოციალური იმპერიალიზმი’’)

 

                    ევროპელთა კოლონიური მმართველობა:

 

·  კოლონიური მმართველობის ფორმები სხვადასხვანაირი იყო;

 

·  მაგ ტუნისში ფრანგების მიერ მისი კოლონიზაციის (1881 წ) შემდეგ „თეთრი’’ კოლონიზატორების პირდაპირი მმართველობა დამკვიდრდა;

 

·  ბევრი კოლონიური სამფლობელო(უპირველეს ყოვლისა, ინგლისის) არაპირდაპირი წესით იმართებოდა: შენარჩუნებული იყო ადგილობრივი სახელისუფლებო სტრუქტურები ან იქმნებოდა ახალი ბიუროკრატიული ადგილობრივი ელიტა,რომელთაც შეზღუდული ავტონომია ენიჭებოდათ.

 

შენიშვნა: საქართველო  ამჟამად არაპირდაპირი წესით მართული კოლონიაა.

·  კოლონიების ადგილობრივი მოსახლეობა ფართოდ იყო ჩაბმული,ზოგან იძულებითაც,სამეურნეო პროცესში,რომლის პროდუქტიც კოლონიზატორების გამდიდრებას ხმარდებოდა.

·  კოლონიების მკვიდრნი ახლადგახსნილ სკოლებში იზრდებოდნენ,სადაც მათ ევროპელ ხელისუფალთა მიმართ მოკრძალებასა და მორჩილებას აჩვევდნენ.

·  ევროპელების კოლონიური პოლიტიკა,როგორც წესი,უგულებელყოფდა ადგილობრივ ტრადიციებსა და ადათ-წესებს

                    ევროპის კოლონიური ექსპანსია აფრიკაში

 

·  ევროპის სახელმწიფოების იმპერიალისტური კონკურენცია განსაკუთრებით მკაფიოდ გამოვლინდა აფრიკის კონტინენტის კოლონიზაციის პროცესში,რომელსაც „აფრიკისათვის რბოლას’’  უწოდებენ.

·  აფრიკაში ტერიტორიების დაკავებაში ერთმანეთს ძირითადად ინგლისი,საფრანგეთი და გერმანია ეჯიბრებოდნენ;

·  საფრანგეთმა მოიპოვა ჩრდილო-დასავლეთი აფრიკის უდიდესი ნაწილი.

·  ინგლისი შეეცადა შეექმნა ერთი დიდი კოლონია აფრიკის უკიდურესი სამხრეთიდან(კაპის პროვინცია) უკიდურეს ჩრდილოეთამდე(ეგვიპტე)

·  გერმანიამ დაიკავა აღმოსავლეთი აფრიკა,სამხრეთ დასავლეთი აფრიკა,კამერუნი და ტოგო;

·  ნედლეულით მდიდარი კონგოს აუზი ბელგიიმეფის მფლობელობაში გადავიდა;

             იხ. სურათი წიგნში მე-12 კლ. გვ.95

                    ევროპის კოლონიური ექსპანსია აზიაში

 

·  აზიაში ინგლისმა და საფრანგეთმა ინდოჩინეთი დაინაწილეს;

·  ჩინეთი სათანადოდ ვერ ეწინააღმდეგებოდა ქვეყნის ევროპული ვაჭრობისა და ქრისტიანული მისიებისთვის „გახსნის“ პოლოტიკას.

·  აზიის ეს გიგანტური სახელმწიფო მხოლოდ ევროპის სახელმწიფოებს შორის არსებულ უთანხმოებათა წყალობით გადაურჩა დანაწილებას.

·  ევროპელები ჩინეთთან მიმართებით მხოლოდ მათთვის ხელსაყრელი სავაჭრო ხელშეკრულებების დადებით და ჩინეთის სანაპიროზე საყრდენი პუნქტების მოპოვებით შემოიფარგლნენ(გაიხსენე ბერძნული კოლონიზაცია)

 

 

 

              რუსეთის იმპერიალისტური ექსპანსია

 

·  რუსეთის იმპერიალისტური ექსპანსია,ევროპულისგან განსხვავებით,კონტინენტური ხასიათისა იყო და რამდენიმე მიმართულებით წარიმართა;

·  ერთ-ერთი მათგანის-რუსეთის სამხრეთით გაფართოების მსხვერპლი აღმოჩნდა საქართველო;

·  პანსლავიზმით ნაკარნახევ დასავლეთით ექსპანსიაზე რუსეთს უარი ათქმევინა(დროებით) რუსეთ-თურქეთის დაპირისპირებაში ევროპის სახელმწიფოების ჩარევამ.კერძოდ, რუსეთ-თურქეთის ომის შემდეგ გამართულ ბერლინის კონფერენციაზე (1878 წ.) ევროპის დიდი სახელმწიფოების ზეწოლით,რუსეთს ბალკანეთის ნახევარკუნძულზე მისი გავლენის ქვეშ მყოფი სახელმწიფოს-„დიდი ბულგარეთის“ შექმნის პროექტზე უარის თქმა მოუხდა;

·  რუსეთის ინტერესი მიმართული იყო აგრეთვე აზიისკენ;1868-1881 წ-ში მან დაიკავა კასპიის ზღვის აღმოსავლეთით მდებარე ტერიტორიები ცენტრალურ აზიაში.

·  1858 წელს აიძულა ჩინეთი დაეთმო მისთვის მდინარე ამურის ჩრდილოეთით მდებარე ტერიტორიები და იაპონიის ზღვის სანაპირო ზოლი;

 

·  მოგვიანებით,1894-1895 წ ჩინეთ-იაპონიის ომის შემდეგ,რუსეთმა მოიპოვა გავლენა ჩრდილოეთ ტერიტორიებსა და მანჯურიაზე.

 

 

·  შორეულ აღმოსავლეთში გაფართოებით რუსეთი აზიაში ახლად აღმოცენებული იმპერიული ძალის-იაპონიის ინტერესებს შეეჯახა,რაც მოგვიანებით მე-20 საუკუნის დასაწყისში 1904-1905 წ რუსეთ-იაპონიის ომის მიზეზი გახდა.

 

                  პირველი მსოფლიო ომის წანამძღვრები

 

·  1 მსოფლიო ომის რეალური მიზეზები კოლონიების ფლობისთვის ძლიერი სახელმწიფოების მეტოქეობა და მსოფლიო ჰეგემონობისთვის ბრძოლაში სხვისი „წინგაშვების“ შიში იყო.

·  მე-20  საუკუნის დასწაყისისათვის ევროპის ეკონომიკურად მძლავრმა სახელმწიფოებმა,იგლისმა და საფრანგეთმა საკუთარი გავლენა აფრიკასა და აზიაზე გაავრცელეს და დიდ კოლონიურ იმპერიებად ჩამოყალიბდნენ;

·  კოლონიები მათი სიმდიდრის დაკეთილდღეობის მთავარი წყარო იყო.

·  მაგრამ მე-19 საუკუნის ბოლო 25 წელიწადში  სწრაფად განვითარდა 1871 წელს პრუსიის ეგიდით შექმნილი გერმანიის იმპერია;

·  გერმანიის მრეწველობამ სწრაფად აითვისა დიდ ბრიტანეთში მიმდინარე ინდუსტრიული რევოლუციის მიღწევები,რასაც დაემატა გერმანელ მეცნიერთა და ინჟინერთა მიერ შექმნილი ტექნოლოგიური სიახლეები.

·  გერმანული დისციპლინა კი  ქვეყნის ეკონომიკურ პოტენციალს ლამის აორმაგებდა

·  მე-19 საუკუნის ბოლოს გერმანიას გაუჩნდა ინტერესი ზღვისგადაღმა კოლონიების მიმართ და შექმნა კიდეც მცირე კოლონიური იმპერია.

·  ამავე დროს,გერმანული პროდუქცია კონკურენციას უწევდა „ძველ იმპერიალისტებს’’ მათსავე კოლონიებში.

·  გერმანია ცდილობდა საკუთარი ძალისა და მსოფლიოში გავლენის გაზრდას.

·  გერმანია სწრაფად აძლიერებდა გავლენას ახლო აღმოსავლეთში,ძირითადად ოსმალეთის იმპერიაში.

·  ოსმალეთი გერმანიას მიიჩნევდა საპირწონედ თავისი გამოკვეთილი მტრის-რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ.

      ოსმალეთი არასანდო მოკავშირედ თვლიდა -დიდ ბრიტანეთს.

 

                   „ხმლების გალესვის „ პოლიტიკა

 

დიდი ბრიტანეთში ნათლად დაინახეს მსოფლიო ბაზარზე გერმანიის მზარდი ეკონომიკური ძალის მეტოქეობის საფრთხე.

 

ლონდონისთვის გამაფრთხილებელი “უკანასკნელი ზარი“ აღმოჩნდა გერმანიის მიერ სამხედრო-საზღვაო ფლოტის მშენებლობის დაწყება 1898 წ.

 

ამიტომ დიდი ბრიტანეთი წავიდა კავშირზე იქამდე თავის მუდმივ მეტოქე საფრანგეთთან,რომელსაც თავის მხრივ სურდა შური ეძია 1870-71 წლებში პრუსიასთან წაგებული ომის გამო.იმ ომის შედეგად საფრანგეთმა დაკარგა ალზასი და ლორენი(გერმანულად ელზასი და ლოტარინგია),რომელთაც დიდი მნიშვნელობა ჰქონდათ საფრანგეთის ეკონომიკისთვის,ძირითადად სამთამადნო მეტალურგიულ მრეწველობაში.

ევროპის სამივე დიდი სახელმწიფო მზად იყო,იარაღის ძალით მოეშორებინა თავიდან კონკურენტები.

 

 

·  გერმანიის მიერ „ხმლების გალესვის’’ პოლიტიკამ დიდი ბრიტანეთის,

       საფრანგეთსა და რუსეთის იმპერიებს ურთიერთდაახლოებისკენ უბიძგა.

 

        შენიშვნა: ამჟამად ხმლებს ლესავს რუსეთი ,დანარჩენები კი ერთ ბანაკში    არიან

 

 

 

     სახელმწიფოთა დაპირისპირებული გაერთიანებები 1 მსოფლიო ომის დროს:

 

     „ცენტრალურ სახელმწიფოები“: გერმანია და ავსტრია-უნგრეთი ; მათი მოკავშირეები:

       თურქეთი 1914 წ.-დან და ბულგარეთი 1915 წ-დან

      

       „ანტანტა“:  საფრანგეთი,დიდი ბრიტანეთი და რუსეთი; მათი მოკავშირეები:

        იაპონია (1914-დან),იტალია(1915 წლიდან),აშშ (1917 წ-დან),ბრიტანული            დომინიონები და ა.შ.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

                                      „ანტანტა“

·  1904 წ დდიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა გააფორმეს სამხედრო ხელშეკრულება,რომელსაც „ანტანტა’’ ეწოდა(ფრ.Entente cordial-გულითადი შეთანხმება)

·  საფრანგეთი უკვე 1893 წლიდან იყო ანტიგერმანულ სამხედრო კავშირში რუსეთთან

·  რუსეთის  ინტერესი იყო „თბილ ზღვაზე“(ხმელთაშუა ზღვაზე) გასავლელის მოპოვება,რაც ბოსფორისა და დარდანელის სრუტეების ხელში ჩაგდებას გულისხმობდა;

·  რუსეთი ბოსფორიდან ოსმალეთის განდევნას ბალკანეთის სახელმწიფოების,“მოძმე სლავი ხალხების“ დახმარებით ცდილობდა

·  ამით რუსეთმა ორი მტერი-ოსმალეთი და ავსტრია-უნგრეთი-შეიძინა.

·  1904 წ-1905 წ იაპონიასთან ომში დამარცხებამ აიძლა რუსეთი,მოკავშირეები ეძებნა.ამიტომაც ის დათანხმდა ბოლო მოეღო დიდ ბრიტანეთთან თავისი მეტოქეობისთვის ცენტრალურ აზიაში,სპარსეთსა და ტიბეტში.

·  1907 წ-ს რუსეთმა და ინგლისმა ხელშეკრულებით,რომელსაც ანგლო-რუსულ ანტანტას“ უწოდებენ,გავლენის ზონებად გაიყვეს სპარსეთი და შუაში“ნეიტრალური ზონა’’ დატოვეს.იმავე ხელშეკრულებით გამოაცხადეს ავღანეთი ბუფერულ ქვეყნად,ტიბეტზე უფლება კი ჩინეთს გადასცეს.

·  სამი ქვენის-საფრანგეთის,ინგლისის და რუსეთის-ალიანსს

„სამი ქვეყნის ანტანტა ‘’დაერქვა.

 

                                         „ცენტრალური სახელმწიფოები“

 

·  ავსტრია-უნგრეთიც მიიჩნევდა ბალკანეთს თავისი გავლენის სფეროდ,რუსეთის მხრიდან მომდინარე საფრთხის თავიდან ასაცილებლად ადრე მკვეთრად დაპირისპირებულ იმპერიებს- ავსტრია-უნგრეთს და ოსმალეთს-ძლიერი მოკავშირე სჭირდებოდათ.ასე აღმოჩნდა ორივე მათგანი ალიანსში გერმანიასთან,რომლებიც თვითონაც ეძებდა მოკავშირეებს მომრავლებული მტრების წინააღმდეგ.

·  ამ ქვეყნების ალიანსს „ცენტრალური სახელმწიფოები’’ ეწოდა;

·  მოგვიანებით მათ შეუერთდა ბულგარეთის სამეფო,რომელიც ოსმალეთის ბალკანური მემკვიდრეობის გაყოფისას სერბეთისა და საბერძნეთისგან დაჩაგრულად მიიჩნევდა თავს.

·  იტალია,რომელიც გერმანიისა და ავსტრია-უნგრეთტან სამხედრო კავშირში იყო 1882 წლიდან ,ჩამოშორდა მათ და საბოლოოდ მათ წინააღმდეგ იომა

·  ბალკანეთის ნახევარკუნძული თანდათან ემსგავსებოდა დენთის კასრს,ევროპაში ომის დასაწყებად ნაპერწკალიიღა იყო საჭირო.

 

                                   „გასროლა სარაევოში’’

 

·  ასეთ ნაპერწკლად იქცა სარაევოში 1914 წლის 28 ივნისს ტერორისტის საბედისწერო გასროლა.

·  იმ დღეს საიდუმლო ორგანიზაცია“შავი ხელის’’ წევრმა,ბოსნიელმა სერბმა სტუდენტმა,გავრილო პრინციპმა სარაევოში ვიზიტად მყოფი ავსტრია-უნგრეთის ტახტის მემკვიდრე ფრანც ფერდინანდი და მისი მეუღლე დახოცა.

·  პრინცის მკვლელობა პირველი მსოფლიო ომის დაწყების საბაბი გახდა.

·  Casus belli (ლათ. casus belli - მიზეზი ომისთვის; სამხედრო ინციდენტი) - რომის სამართლის იურიდიული ტერმინი, რომელიც აღნიშნავს ომის დაწყების ფორმალურ მიზეზს. Casus belli- ერთ-ერთი საუკეთესი მაგალითი არის ერც ჰერცოგ ფრანც ფერდინანდის მკვლელობა სარაევოშიავსტრო-უნგრეთის იმპერიამ გამოიყენა ეს მკვლელობა როგორც სერბეთისადმი ულტიმატუმის, ხოლო შემდგომ ომის გამოცხადების მიზეზი.

·  საზარელი მკვლელობიდან თითქმის ოთხკვირიანი დუმილის შემდეგ ავსტრია უნგრეთმა სერბეთის მთავრობას მკაცრი ულტიმატუმი წარუდგინა,რომლის ზოგიერთი პუნქტის შესრულებაზე სერბეთმა უარი განაცხადა.

·  ამის შემდეგ დაპირისპირებულმა სახელმწიფოებმა ერთმანეთის მიყოლებით დაიწყეს მოწინააღმდეგეებისთვის ომის გამოცხადება.

·  ამოქმედდა უზარმაზარი ადამიანური და სამხედრო რესურსები;

·  მთელ მსოფლიოში დაახლოებით 70 მლნ-მა კაცმა აისხა იარაღი.

·  ცენტრალურ სახელმწიფოებისა და მათი მოკავშირეების არმიებში გაწვეული 25 მილიონი ადამიანი დაუპირისპირდა „ანტანტისა“ და მისი მოკავშირეების 45 მილიონ ჯარისკაცს

 

      პიველი მსოფლიო   ომის გამოცხადებია ქრონიკა 1914 წლის ივლისი -აგვისტო

 

1.               6 ივლისი:    გერმანია სრულ მხარდაჭერას უცხადებს ავსტრია-უნგრეთს სერბეთთან ომის დაწყების შემთხვევაში;

   

2.                23 ივლისი:  ავსტრია -უნგრეთის ულტიმატუმი სერბეთს.მოითხოვენ გამოძიებაში  მონაწილეობას

 

3.               28 ივლისი:  ავსტრია-უნგრეთი ომს უცხადებს სერბეთს.

   ეს თარიღი მსოფლიო ომის დაწყების თარიღადაა მიჩნეული.

  მომდევნო დღეს ბომბავს ბელგრადს.

 რუსეთი აცხადებს სრულ მობილიზაციას სერბეთის მხარდაჭერის საბაბით.

 

4.               1 აგვისტო     15 სთ.55 წთ:საფრანგეთი იწყებს სრულ მობილიზაციას.

 

5.               1 აგვისტო  19 სთ : გერმანია ომს უცხადებს რუსეთს მისი ულტიმატუმის იგნორირების საბაბით.(მოითხოვდა მობილიზაციის შეწყვეტას.)

 

6.               3 აგვისტო : გერმანია ომს უცხადებს საფრანგეთს მის მიერ მობილიზაციის შეუწყვეტლობის საბაბით.

   მომდევნო დილით არღვევს ბელგიის ნეიტრალიტეტს და იწყება

   გერმანული   არმიის გადაადგილება საფრანგეთისკენ.

    ბელგია სერიოზულ წინააღმდეგობას უწევს გერმანიას.

 

7.               4 აგვისტოს: დიდი ბრიტანეთი,როგორც ბელგიის ნეიტრალიტეტი

გარანტი ომს უცხადებს გერმანიას. 

   მოხალისეები ეწრებიან საფრანგეთში წასასვლელად გერმანელებთან საომრად.

8.               6 აგვისტო : ავსტრია-უნგრეთი ომს უცხადებს რუსეთს.

 

        

      პირველი მსოფლიო   ომის მსვლელობის ძირითადი ეტაპები

 

·  1 მსოფლიო ომის მსვლელობაში გამოყოფენ ორ ძირითად ეტაპს.

·  პირველ ხანმოკლე ეტაპზე გერმანიის ძალებმა შეძლეს ბელგიის გავლით,რაც ამ ქვეყნის ნეიტრალიტეტის უხეში დარღვევა იყო საფრანგეთის ტერიტორიაზე შეჭრა.

 

·  გერმანიის არმიის წინსვლა ფრანგულ-ბრიტანულმა ძალებმა მდინარე მარნასთან,პარიზის მახლობლად,1914 წლის შემოდგომაზე შეაჩერეს;

·  იმავე წლის აგვისტოში რუსეთის ორი არმია შეიჭრა გერმანიაში,აღმოსავლეთ პრუსიაში,მაგრამ უკვე აგვისტოს ბოლოს მისი ერთი არმია გემანელებმა მთლიანად გაანადგურეს,მეორე კი განდევნეს.

 

 

·  ამის შემდეგ ომის „მობილური’’ სტადია შეიცვალა ხანგრძლივი,გაჭიანურებული „პოზიციური ‘’ ომით,განსაკუთრებით დასავლეთის ფრონტზე.

·  მოწინააღმდეგეები მაგრდებოდნენ ფრონტის ხაზზე,თხრიდნენ სანგრებს და არტილერიის მეშვეობით ცდილობდნენ ერთმანეთის განდევნას დაკავებული პოზიციებიდან

პერიოდულად ჯარისკაცების დიდ მასას აგზავნიდნენ შეტევაზე,რომელსაც მოწინააღმდეგე ტყვიამფრქვევების ცეცხლით აჩერებდა  და ორივე მხარის გადარჩენილი ჯარისკაცები ძველ სანგრებს უბრუნდებოდნენ.

   პირველი მსოფლიო   ომის მსვლელობის ძირითადი ფრონტები

 

ევროპის ფრონტი:

 

·  გერმანიას ევროპაში ერთდროულად ორი ფრონტი ჰქონდა-დასავლეთით საფრანგეთის ტერიტორიაზე და აღმოსავლეთით,რუსეთთან,ძირითადად პოლონეთის ტერიტორიაზე.

·  აღმოსავლეთით გერმანია წარმატებით იბრძოდა,მაგრამ მისი მოკავშირე ავსტრია-უნგრეთი რუსეთთან ბრძოლებში უფრო ხშირად მარცხდებოდა.

·  გერმანია დაინტერსებული იყო,რომ რუსეთსაც ჰქონოდა დამატებითი ფრონტი და ძალიან მოინდომა,მისთვის დაეპირისპირებინა ომის დასაწყისში ნეიტრალური ,თუმცა პროგერმანულად განწყობილოსმალეთი.

 

·  გერმანიის გენერალური შტაბის გათვლით,რუსეთ-ოსმალეთის(კავკასიის) ფრონტი დააბანდებდა იმ რუსეთის იმ ძალებს,რომლებიც მას ევროპის ფრონტზე შეეძლო გამოეყენებინა;

 

 

               რუსეთ-ოსმალეთის ფრონტი:

 

·  ოსმალეთის ხელში მყოფი შავი ზღვის სრუტეების - ბოსფორის და დარდანელის ჩაკეტვა რუსეთისთვის ბლოკადის ტოლფასი იქნებოდა.

·  საკმარისია ითქვას,რომ საზღვაო გზით წარმოებული რუსეთის საგარეო ვაჭრობის 60% და ხორბლის მთელი ექსპორტი 1914 წლამდე შავი ზღვის სრუტეების გავლით ხორციელდებოდა.

·  გარდა ამისა,ოსმალეთის ომში ჩართვა ახლო აღმოსავლეთში ბრიტანეთის დამატებითი ძალების გადასროლას მოითხოვდა,რაც შეასუსტებდა ბრიტანულ დაწოლას დასავლეთის ფრონტზე.

·  მართლაც,შავ ზღვაში ოსმალეთის ფლოტის(სინამდვილეში ეს იყო გერმანული ჯავშნოსნები გერმანელი ადმირალის მეთაურობით) სამხედრო პროვოკაციას- ოდესისა და სხვა რუსული ნავსადგურების მოულოდნელ დაბომბვას- მოჰყვა რუსეთის მიერ 1914 წლის 2 ნოემბერს ოსმალეთისთვის ომის გამოცხადება.

·  საპასუხოდ ოსმალეთმა ჩაუკეტა ბოსფორის და დარდანელის სრუტეები რუსეთს და ის სამხრეთიდან ბლოკირებული აღმოჩნდა.

·  მაგრამ ოსმალეთის წინააღმდეგ სახმელეთო ოპერაციებში რუსებმა წარმატებას მიაღწიეს.

·  1914 წლის დეკემბერში სარაყამიშთან დაამარცხეს სამხრეთ კავკასიისკენ შეტევაზე გადმოსული ოსმალები(რაც ოსმალეთში უდიდეს ტრაგედიად აღიქვეს)

·  1915-1916 წლებში კი დაიკავეს აღმოსავლეთ ანატოლიის დიდი ნაწილი,ქალაქები ერზრუმი,ვანი და ტრაპიზონი.

·  1917 წელს რუსეთის გენშტაბი ამზადებდა შეტევას სტამბოლზე: ეს შეტევა ჩაშალა პეტროგრადში  ამ დროს მომხდარმა რევოლუციებმა.

·  1917 წელს რუსეთის არმიამ გასვლა დაიწყო ოსმალეთის ოკუპირებული ტერიტორიებიდან.

·  1918 წლის განმავლობაში კი  რუსულმა ჯარმა კავკასიაც დატოვა.

 

 

                             „გალიპოლის ხორც-საკეპი“

 

·  1915 წლის თებერვალში ინგლისურმა საზღვაო  ესკადრამ  წარუმატებლად  სცადა დარდანელის სრუტეში სამხრეთიდან შეჭრა.

·  ამის შემდეგ დარდანელის სრუტის დასავლეთით მდებარე გალიპოლის ნახევარკუნძულზე ანტანტის ჯარების

(ბრიტანელები,ფრანგები,ავსტრალიელები,ახალზელანდიელები) დიდი დესანტი გადასხეს იმის იმედით,რომ წარმატებული სახმელეთო ოპერაცია გახსნიდა დარდანელის სრუტეს.

·  მაგრამ ოსმალებმა,რომლებსაც გერმანელი გენერალი ლიმან ფონ სანდერსი სარდლობდა,თავგანწირული წინააღმდეგობა გასწიეს.

·  ორივე მხარეს 130 000 ადამიანი დაიღუპა (მათ შორის 80 000 ოსმალო)

·  დაიჭრა 260 000 -ზე მეტი

·  თითქმის ერთ წელს გაჭიანრებული „გალიპოლის ოპერაცია’’ ანტანტისათვის უასახელოდ დასრულდა.მან ბრძოლის ველიდან გაიყვანა თავისი ძალები.ამდენად,ეს ოსმალეთის გამრჯვებად ჩაითვალა.

·  ამ ბრძოლების დროს გმირული მეთაურობით გამოიჩინა თავი ახალგაზრდა თურქმა ოფიცერმა მუსტაფა ქემალმა,რომელიც მოგვიანებით,1923 წელს თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი გახდა და „ათათურქი’’(თურქთა მამა) ეწოდა.

 

 

 

                           ახლო-აღმოსავლეთის ფრონტი:

 

·  ახლო აღმოსავლეთის ფრონტებზე დიდი ბრიტანეთი ისევ გააქტიურდა.

·  1916  წელს მან აუჯანყა არაბები ოსმალეთს.(ნახე ფილმი „ ლოურენს არაბი’’)

·  1917 წელს ბრიტანელებმა და არაბებმა აიღეს ბაღდადი და იერუსალიმი

                          1918 წელს კი ბეირუთი

                       პირველი მსოფლიო ომი „მანქანების  ომი’’  გახდა

 

·  1 მსოფლიო ომის დროს გამოყენებულ იქნა იქამდე არნახული საბრძოლო საშუალებები და სამხედრო ტექნიკა,ასევე ქიმიური იარაღი.

·  მომწამვლელი გაზის ერთ-ერთ სახეობას იპრიტი იმიტომ ეწოდა,რომ მასობრივი განადგურების ეს საშუალება პირველად ბელგიის ქალაქ იპრთან ბრძოლის დროს გამოიყენეს.

·  ტანკი (ეს სიტყვა „ავზს’’  ნიშნავს:ასეთი წარწერით ნიღბავდნენ ბრიტანელები მუხლუხებიან მძიმე ჯავშანტექნიკას,რომელსაც ეს სახელი დაუმკვიდრდა).

·  პირველად გამოიყენეს ავიაცია,წყალქვეშა ნავები.

·  ტანკებმა მხოლოდ 1 მსოფლიო ომის ბოლო პერიოდში მოახერხეს გავლენის მოხდენა საბრძოლო ტაქტიკაზე

·  1 მსოფლიო ომში ტანკებმა და ავიაციამ  გადამწყვეტი როლი ითამაშეს  სხვადასხვა ბრძოლებში.

·  ეს იყო მანქანების ომი.

 

 

                          პირველი მსოფლიო ომის ხარჯები:          

 

·  1 -მა მსოფლიო ომმა მოითხოვა უზარმაზარი მატერიალური სახსრები,დიდძალი ბუნებრივი რესურსები,განსაკუთრებით ნავთობპროდუქტები,რადგან მექანიზებული სამხედრო ტექნიკა  ბენზინზე მუშაობდა(ცენტრალურ სახელმწიფოებს ეს რესურსი არ ყოფნიდათ ამიტომ გერმანელებმა 1917 წლის ბოლოს ხელში ჩაიგდეს რუმინეთის პლოეშტის ნავთობსარეწები.

·  1 მსოფლიო ომმა ცხადყო,რომ თანამედროვე ომის მოგება შეუძლებელია „მატერიალურ  ბრძოლაში’’ გამარჯვების გარეშე.

·  დიდი ადამიანური რესურსები გადამწყვეტი აღარ იყო: დიდი არმიის მქონე რუსეთის მარცხს გერმანიასთან ბრძოლაში ტექნიკური ჩამორჩენილობა და ცუდი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა განაპირობებდა.

·  თავის მხრივ,ომში გერმანიისა და მისი მოკავშირეების მარცხი განაპირობა არა იმდენად ორ ფრონტზე ბრძოლის სიმძიმემ,რამდენადაც დიდი ბრიტანეთის მხრიდან ორგანიზებულმა ეკონომიკურმა ბლოკადამ(სანქციებს მაშინ ასე ერქვა)

·  .აუცილებელ რესურსებს მოკლებული გერმანიის სამხედრო ინდუსტრია თანდათან ჩერდებოდა.

·  ანტანტის ქვეყნები კი დიდ მატერიალურ დახმარებას (დაფინანსებას,შიარაღებას,სურსათს,ტანსაცმელს ) იღებდნენ ამერიკიდან და ბრიტანული დომინიონებიდან,უპირველესად კანადიდან.

 

 

                   გერმანიის ეკონომიკური ბლოკადა და საზღვაო ბრძოლები:

 

·  1 მსოფლიო ომის დროს ბრიტანეთი და გერმანია ერთმანეთს ზღვაზეც დაუპირისპირდნენ

·  ბრიტანეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტმა გადაჭრა გერმანიის ნავსადგურებისკენ მიმავალი ყველა სავაჭრო გზა.

·  საპასუხოდ,გერმანია შეეცადა ბრიტანული ბლოკადის გარღვევას საკუთარი წყალქვეშა ნავების მეშვეობით,რომლებიც,სამხედრო გემების გარდა,სვაჭრო და სამგზავრო გემებსაც ძირავდნენ.

·  1915 წლის  7 მაისს მათ ჩაძირეს ამერიკიდან ინგლისში მიმავალი ბრიტანული სამგზავრო გემი „ლუზიტანია“,რის შედეგადაც დაიღუპა 1200-მდე სამოქალაქო პირი,მათ შორის იმდროს ნეიტრალური აშშ-ის 128 მოქალაქე.

·  გერმანიის საელჩო  ვაშინგტონში წინასწარ აფრთხილებდა საზღვაო მოგზაურობის საშიშროების შესახებ იქ ,სადაც წყალქვეშა ომი მიმდინარეობდა.

·  აშშ-მ მკაცრი პროტესტი გამოთქვა გერმანიის მისამართით.

·  საპასუხოდ გერმანიის მთავრობამ დროებით შეზღუდა წყალქვეშა ომი,მაგრამ არანაკლებ გაამძაფრა ამერიკელების ანტი-გერმანული განწყობა „ციმერმანის დეპეშამ“.პრესაში გამოქვეყნებულმა ცნობამ,რომ გერმანიის მთავრობა ცდილობდა მექსიკის ჩართვას აშშ-ს წინააღმდეგ ომში.აშშ-ს დაზვერვამ გაშიფრა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის მეხიკოში,თავის საელჩოში, გაგზავნილი დეპეშა.

·  1917 წლის თებერვლიდან,მას შემდეგ,რაც დიდმა ბრიტანეთმა საკუთარ ი სავაჭრო ხომალდები ქვემეხებითა და წყალქვეშა ჭურვებით აღჭურვა,გერმანიამ შეუზღუდავი საზღვაო ომი გამოაცხადა

·  გერმანული წყალქვეშა ნავები უკვე მოწინააღმდეგის ნებისმიერი ტიპის ხომალდის ტორპედირებას ახდენდნენ.

·  ეს ამერიკისთვის  1 მსოფლიო ომში ანტანტის მხარეს ჩაბმის საბაბი გახდა.

 

 

·  დიდი ბრიტანეთისა და გერმანიის ფლოტების უდიდესი საზღვაო ბრძოლა გაიმართა სკაგერაკის სრუტეში იუტლანდის ნახევარკუნძულთან

·  ბრძოლა იუტლანდის ან სკაგერაკის სახელითაა ცნობილი.

·  1916 წლის  31 მაისს-1 ივნისს ერთმანეთს დაუპირისპირდა 150-ზე მეტი ბრიტანული(მათგან 28 დრედნოუტი ანუ მძიმე ჯავშნოსანი გემი) და 100 მდე(16 დრედნოუტის კლასის) გერმანული სამხედრო ხომალდი.

·  მართალია,ამ ბრძოლაში ბრიტანეთს გაცილებით მწტი დანაკარგი ჰქონდა გერმანელებთან შედარებით(ჩაიძირა სულ 117 ათასი ტონა წყალწყვის ბრიტანული ხომალდი,გერმანულ 63 ათას ტონასთან შედარებით; დაიღუპა 6 ათასი ბრიტანელი და 2,5 ათასი გერმანელი მეზღვაური),მაგრამ ბრძოლის შემდეგ ბრიტანელები ჩრდილოეთის ზღვის ბატონ-პატრონებად დარჩნენ,მაშინ როცა გერმანული წყალზედა ფლოტი ჩაიკეტა თავის ნავსადგურებში და ღია ზღვაში ვეღარ უწევდა მეტოქეობას ბრიტანულ ფლოტს.

 

 

 

                                        ვერდენის ბრძოლა:

 

·  განსაკუთრებით სისხლისმღვრელი იყო ბრძოლები დასავლეთის ფრონტზე

·  1916 წელს ვერდენის(საფრანგეთშია) ბრძოლაში ორივე მხრიდან დაიღუპა 1 მილიონამდე ადამიანი.

·  ამ ბრძოლას „ვერდენის ხორცსაკეპი ‘’ ეწოდა.

·  გამტანგველმა პოზიციურმა ბრძოლებმა,ომის სისასტიკემ მეომარ სახელმწიფოებში „ომით დაღლილობა ‘’ გამოიწვია.

·  ფრონტზე სანგრებში მყოფი მილიონობით ადამიანი ვეღარ ხედავდა კაცთა კვლის გაგრძელების აზრს.

·  გაჭიანურებული ომი იწვევდა არმიების დემორალიზაციას.

·  გახშირდა მოწინააღმდეგე არმიების ჯარისკაცების „დაძმობილების’’ შემთხვევები.

 

რუსეთი პირველ მსოფლიო ომს გამოეთიშა:

 

·  1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ უკიდურესად დაქვეითდა რუსეთის არმიის  ბრძოლისუნარიანობა.

·  1917 წლის  ოქტომბერში მომხდარი რევოლუციის შემდეგ კი,1917 წლის 15 დეკემბრის დაზავებით,რუსეთი მსოფლიო ომს საბოლოოდ გამოეთიშა.

·  1918 წლის 23 მარტს ბრესტ-ლიტოვსკში დაიდო სეპარატული საზავო ხელშეკრულება გერმანიასა და საბჭოთა რუსეთს შორის.

·  აღმოსავლეთის ფრონტზე მოწინააღმდეგის დასუსტება ხელს აძლევდა გერმანიას და მის მოკავშირეებს ;

·  მაგრამ მალე მათი მდგომარეობა სულ მალე ისევ დამძიმდა

 

აშშ-ს ჩაბმა ომში:

·  1917 წლის 6 აპრილიდანცენტალური სახელმწიფოების წინააღმდეგ ომში აშშ ჩაება

·  1918 ოქტომბრისთვის,აშშ-მ ევროპის კონტინენტზე გადმოიყვანა 1,5 მლნ ჯარისკაცი.

·  ანტანტის მხარეზე ახალი ძალის გამოჩენამ გაზარდა მისი გამარჯვების შანსი

 

                  გერმანიას საშინაო პრობლემები შეექმნა:

 

·  ანტანტის გამარჯვებისათვის  კიდევ უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ის,რომ ეკონომიკური ბლოკადით დასუსტებულ გერმანიას საშინაო პრობლემები შეექმნა.!!!

·  1918 წლის დასაწყისიდან გაძლიერდა გერმანული საზოგადოების დიდი ჯგუფების უკმაყოფილება ქვეყანაში შექმნილი მძიმე სოციალურ-ეკონომიკური პირობების,მათ შორის სურსათის ნაკლებობის გამო,

·  ზოგადი პროტესტი მალე მიიმართა არსებული ხელისუფლების წინააღმდეგ.

·  გაღვივდა ომის საწინააღმდეგო განწყობილება.

·  მიუხედავად ასეთი სირთულეებისა გერმანიამ ,მოკავშირეებთან ერთად,კიდევ ერთი  გადამწყვეტი იერიშის მიტანა სცადა დასავლეთის ფრონტზე.

·  მას აღმოსავლეთის ფრონტზე გამოთავისუფლებული ძალების იმედიც ჰქონდა

·  მაგრამ უკანასკნელი „საგაზაფხულო იერიში’’ 1918 წლის მარტი-ივლისი ,ცენტრალური სახელმწიფოების სრული მარცხით დასრულდა.

·  1918 წლის ოქტომბერში გერმანიის მოკავშირეები: ბულგარეთი,ოსმალეთი და ავსტრია-უნგრეთი ზედიზედ დანებდნენ ანტანტას.

·  მოლაპარაკების შემდეგ გერმანიამაც მოაწერა ხელი დაზავებას ანტანტის სახელმწიფოებთან:სინამდვილეში ეს მისი კაპიტულაცია იყო.

·  ზავი დაიდო პარიზის ახლოს,კომპიენის ტყეში საფრანგეთის მარშალ ფოშის საშტაბო მატარებლის ვაგონში.

·  1918 წლი 11 ნოემბერს 11 საათზე ცეცხლი შეწყდა.!!!!

·  1 მსოფლიო ომი დამთავრდა.

 

                          პარიზის კონფერენცია:

 

·  პირველ მსოფლიო ომში გამარჯვებული სახელმწიფოები 1919 წლის 18 იანვარს შეიკრიბნენ პარიზში საზავო კონფერენციაზე და დაიწყეს მოლაპარაკებები მსოფლიოს სამომავლო მოწყობის თაობაზე.

·  კონფერენციას ესწრებოდა ანტანტის მოკავშირე 27 ქვეყნის წარმომადგენელი,ვინც ომი გამოუცხადა გერმანიას;

·  სინამდვილეში ,გადაწყვეტილებას იღებდა სამი სახელმწიფო-ბრიტანეთი,საფრანგეთი და აშშ.

·  სამივეს საკუთარი „სამშვიდობო გეგმა’’ ჰქონდა.

·  საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის,ჟორჟ კლემანსოს მთავარი დევიზი იყო-„გადმოვუბრუნოთ ჯიბეები ბოშებს’’(ამ სალანძღავი სიტყვით-„ბოშ’’ -ფრანგები გერმანელებს იხსენიებდნენ.) საფრანგეთს  თავისი მთავარი მეტოქის,გერმანიის მაქსიმალური დასუსტება სურდა და ომით მიყენებული ზარალის ანაზღაურების მთელ სიმძიმეს სწორედ გერმანიას აკისრებდა.

·  ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი,დევიდ ლოიდ ჯორჯი ევროპის კონტინენტზე „ძალთა წონასწორობის’’ შენარჩუნების ტრადიციული ბრიტანული პოლიტიკით ხელმძღვანელობდა.მას ესმოდა,რომ გერმანიის მეტისმეტად დასუსტება და დამცირება ევრიოას,მშვიდობის ნაცვლად,ახალ ომამდე მიიყვანდა.გერმანია, ადრე თუ გვიან, აუცილებლად მოძებნიდა საკუთარ თავში ძალას შურისძიებისთვის.მაგრამ საფრანგეთის მოთხოვნებს ის დიდად არ ეწინააღმდეგებოდა.

 

 

·  მსოფლიო წესრიგის დამყარების სრულიად ახლებური გეგმა ჰქონდა აშშ-ის პრეზიდენტ ვუდრო უილსონს.ეს გეგმა ისტორიაში შევიდა უილსინის“14 პუნქტის ‘’ სახელწოდებით;

·  უილსონის პროგრამის თანახმად,მსოფლიო ერებს შორის ურთიერთობა საერთაშორისო ნორმების დაცვასა და თანამშრომლობაზე უნდა აგებულიყო.

·  აქედან გამომდინარე, უილსონის გეგმის უმთავრესი პუნქტი საერთაშორისო ორგანიზაციისერთა ლიგის’’ შექმნას მოითხოვდა.ამ ორგანიზაციას უნდა გაეკონტოლებინა სახელმწიფოთა მიერ შეთანხმებული წესების დაცვა და უზრუნველეყო მშვიდობა და საერთაშორისო უსაფრთხოება მთელ მსოფლიოში.

·  ულსონის დაჟინებულმა მოთხოვნამ შედეგი გამოიღო.

·  1919 წლის 24 აპრილს პარიზის საზავო კონფერენციის მონაწილეებმა მიიღეს ერთა ლიგის წესდება.

·  ერთა ლიგის წესდების პირობები შევიდა ვერსალის საზავო ხელშეკრულებაში(შემოკლებით-„ვერსალის ზავი’’)

 

·  ერთა ლიგაში წამყვან როლს დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი თამაშობდნენ.

·  აშშ ერთა ლიგაში არ შევიდა და საერთოდ განერიდა ევროპულ საქმეებს.

·  მან არავითარი ტერიტორიული შენაძენი არ ისურვა.

 

·  „ერების სასახლე“-ასე ერქვა ერთა ლიგის შენობას ჟენევაში(შვეიცარია).დღეს ამ შენობაში განთავსებულია გაეროს ევროპული განყოფილება და გაეროს ქვეორგანიზაციები(იხ. გაერო გეოგრაფიის წიგნიდან)

 

 

                                                 ვერსალის ზავი:

 

·  გერმანიასთან ზავს ხელი მოაწერეს 1919 წლის 28 ივნისს,“სარაევოს გასროლის’’(როდესაც სერბმა ტერორისტმა მოკლა ავსტრია-უნგრეთის ტახტის მემკვიდრე) ხუთი წლის თავზე,ვერსალის სარკეებიან დარბაზში.

·  ეს სიმბოლური იყო:ზავის დადების ადგილი განზრახ შეირჩა,რადგან სწორედ იქ,1871 წლის 18 იანვარს,საფრანგეთზე მოპოვებული გამარჯვების შემდეგ,საზეიმოდ გამოცხადდა ერთიანი გერმანული სახელმწიფოს(რაიხის,ანუ იმპერიის ) შექმნა.

(ასევე შემთხვევითი არ ყოფილა პარიზის კონფერენციის გახსნის თარიღად 18 იანვრის არჩევა)

·  მოგვიანებით გაფორმდა საზავო ხელშეკრულებები ცენტრალური სახელმწიფოების კავშირში შემავალ სხვა სახელმწიფოებთანაც.

 

                                               ვერსალის ზავის პირობები

            

       ვერსალის ზავის პირობები გერმანიისთვის უკიდურესად მძიმე იყო:

ა. გერმანიას ჩამოერთვა ყველა კოლონია

ბ.ტერიტორიის ნაწილები ევროპაში

გ.თითქმის სრულიად ჩამოართვეს სამხედრო აღჭურვილობა

დ.ჩამოართვეს მძიმე საბრძოლო ტექნიკა

ე.ჩამოართვეს ფლოტი

ვ.აუკრძალეს საომარი ტექნიკის წარმოება.

ზ.დაუტოვეს მხოლოდ 100 ათასიანი არმიის ყოლის უფლება.

თ.დააკისრეს ზარალის ანაზღაურება(რეპარაცია) პროდუქციით და დარჩენილი მატერიალური რესურსებით

ი. სარეპარაციო გადასახადის ზუსტი ფულადი ოდენობა ვერ განსაზღვრეს,მაგრამ ის დაახლოებით 130 მილიარდ რაიხსმარკას უდრიდა.

 

·  გემანიისთვის,მორალური თვალსაზრისით,განსაკუთრებით მძიმე იყო ვერსალის ხელშეკრულების 231-ე პარაგრაფი,რომელიც ომის გაჩაღებაში დამნაშავედ მხოლოდ გერმანიას და მის მოკავშირე სახელმწიფოებს ცნობდა

·  ვერსალის ზავის ზედმეტად მძიმე და უსამართლო პირობები შემდგომში მე-2 მსოფლიო ომის დაწყების მიზეზი გახდა.

·  გემანიაში ვერსალის საზავო ხელშეკრულების მიმართ საზოგადოებრივი აზრი ორად გაიყო;

·  გერმანიი პოლიტიკური ძალების და საზოგადოების ერთი ნაწილი ზავის პირობების შესრულების მომხრე იყო.მათი აზრით,სწორედ „შესრულება’’ გახდებოდა ზავის პირობების შერბილების ან გაუქმების წინაპირობა.

·  მეორე ნაწილი კი ვერსალის ზავის პირობებს ეროვნული ღირსების შეურაცხყოფად მიიჩნევდა.მათთვის სრულიად მიუღებელი იყო ზავის პირობების შესრულება.მათ შორის იყო ჰიტლერის პარტიაც.

·  საზოგადოების ამგვარმა განწყობილებამ მნიშვნელოვნად განაპირობა ნაცისტების მოსვლა ხელისუფლების სათავეში 1933 წელს.

 

 

                          

 

                                        ლოკარნოს ხელშეკრულება:

 

·  მანამდე კი,20-იან წლებში, გერმანიას მართავდნენ ვერსალში დაწესებული საერთაშორისო ქცევის წესების დაცვის მომხრე პოლიტიკური ძალები

·  ამდენად,გერმანიის  საგარეო პოლიტიკა ყოფილ მტრებთან თანამშრომლობისკენ იყო მიმართული(ანალოგიაა ცივი ომის შემდგომ ელცინის რუსეთთან)

 

·  ამ პოლიტიკის ფარგლებში მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდაგა 1924 წლის ლოკარნოს ხელშეკრულებით(იტალია)

 

·  ხელშეკრულება დაიდო გერმანიას,ბელგიას,დიდ ბრიტანეთს,საფრანგეთს,იტალიას,პოლონეთს და ჩეხოსლოვაკიას შორის.

·  ამ ხელშეკრულებით(„რაინის საგარანტიო პაქტით’’) გერმანია ცნობდა თავის ახალ დასავლეთის საზღვრებს და მათ ურღვევობას აღიარებდა;

·  ამავე დროს ხელშეკრულებაში არაფერი იყო ნათქვამი გერმანიის მხრიდან აღმოსავლეთის საზღვრების(პოლონეთთან,ჩეხოსლოვაკიასთან,ლიტვასთან)ხელშეუხებლობის გარანტიებზე;

·  მიუხედავად ლოკარნოში დაშვებული ამ ორმაგი სტანდარტისა,იქ დადებული ხელშეკრულება თანამედროვეთა მიერ შეფასდა,როგორც დიდი გარდატეხა ევროპულ პოლიტიკაში.

·  ლოკარნოს ხელშეკრულების გაფორმებამ ხელი შეუწყო გერმანიის მიღებას „ერთა ლიგაში’’(1926).ამიერიდან გერმანია ევროპის“ცოფიანი ძაღლი“ აღარ იყო.

 

 

·  20-იან წლებს ევროპაში“პაციფისტურს“ უწოდებენ(pacis-მშვიდობა(ლათ))

·  ამ წლებში სახელმწიფოები თანამშრომლობის გზით მშვიდობის შენარჩუნებას ცდილობდნენ.

·  1928 წელს გაფორმდა ბრიან-კელოგის პაქტი(კელოგი -აშშ-ს სახელმწიფო მდივანი.ბეიანი-საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი).პაქტს 15 სახელმწიფო შეუერთდა.

·  დოკუმენტი გმობდა და უარყოფდა ომს,როგორც პოლიტიკის წარმართვის ინსტრუმენტს.ცხოვრებაში ამ პაქტის რეალური გატარება არ მოხერხდა.

 

 

პარიზის კონფერენცია და საქართველოს დამოუკიდებლობის ცნობის საკითხი:

·  პარიზის კონფერენციაზე პირველ მსოფლიო ომში დამარცხებული იმპერიების ტერიტიებზე აღმოცენებული სახელმწიფოების წარმომადგენლებიც გამოცხადდნენ.

·  მათ შორის იყო საქართველოს დელეგაცია,რომელიც პარიზში მუშაობდა 1919 წლის მარტიდან 1920 წლის დამლევამდე(!)

·  მიუხედავად დიდი მცდელობისა,საქართველოს დელეგაციას წარმატება არ ჰქონია.

·  დასავლეთის ქვეყნებს,განსაკუთრებით საფრანგეთს,იმედი ჰქონდა,რომ აღორძინდებოდა რუსეთი,რომლის ნაწილადაც ისინი მიიჩნევდნენ კავკასიას.

·  არ გამართლდა იმედი რომ სომხეთის მართვაზე მანდატს აიღებდა აშშ.(ასეთ შემთხვევაში ყურადღება საქართველოსაც მიექცეოდა ანალოგია უკრაინასთან)

·  ამერიკელმა სენატორებმა არ დაუჭირეს მხარი პრეზიდენტ უილსონის ამ ინიციატივას;

·  დიდი ბრიტანეთის მთავრობაში არ იყო აზრთა ერთიანობა.საბოლოოდ, ბრიტანეთმა კავკასიის რეგიონიდან გასვლა გადაწყვიტა.

 

·  1920 წლის 12 იანვარს ანტანტის ქვეყნებმა დე ფაქტო ცნეს კავკასიის სამივე რესპუბლიკა,მაგრამ მათ მთავრობებს რეალური დახმარება არ აღმოუჩინეს.

·  აშშ-მ სამხრეთ კავკასიის ქვეყნების დე -ფაქტო აღიარებაზეც უარი განაცხადა(!).

·  ამრიგად,საქართველო რეგიონში გაძლიერებული ბოლშევიკური რუსეთისა და ქემალისტური თურქეთის წინაშე მარტო დატოვეს.!!!!

 

 

პირველი მსოფლიო ომის შედეგები. მსოფლიოს ახალი

პოლიტიკური რუკა:

 

·  მსოფლიო ომში დამარცხების შედეგად დაიშალა ოთხი იმპერია-ავსტრია-უნგრეთი,გერმანია,რუსეთი,ოსმალეთი.

 

·  მონარქიების ადგილზე რესპუბლიკები გაჩნდნენ

 

 

·  1918 წელსვე დაიწყო მსოფლიოს თანამედროვე პოლიტიკური რუკის შექმნა;

 

·  ცვლილებები ძირითადად ევროპასა და ახლო აღმოსავლეთს შეეხო;

 

 

·  ცენტრალურ ევროპაში ეროვნული სახელმწიფოები წარმოიქმნა

 

·  ცენტრალურ ევროპაში აღორძინდა მე-18 საუკუნის ბოლოს დანაწილებული პოლონეთი.

 

·  პოლონეთი შეიქმნა გერმანიის,რუსეთის და ავსტრია-უნგრეთის იმპერიების მიერ მე-18 საუკუნის ბოლოს დანაწილებული პოლონეთის ისტორიული ტერიტორიების ხარჯზე

 

 

·  პოლიტიკურ რუკაზე დაბრუნდნენ ადრე ცალ-ცალკე არსებული ავსტრია და უნგრეთი

 

·  ევროპის შუაგულში აღმოცენდა ჩეხოსლოვაკია

 

 

·  სერბების ჰეგემონიით ერთ სახელმწიფოში -სერბების,ხორვატების და სლოვენების სამეფოში(1919 წლიდან მას იუგოსლავია ეწოდა) გაერთიანდა ბალკანეთის ნახევარკუნძულის ყველა სლავი ხალხი ,გარდა ბულგარელებისა.

 

·  რუსეთის იმპერიის ნანგრევებზე სამხრეთ კავკასიაში შეიქმნა სამი რესპუბლიკა-საქართველო,აზერბაიჯანი,სომხეთი.

 

 

·  აღმოსავლეთ ევროპაში რუსთის იმპერიას ჩამოშორდა ფინეთი,ლიტვა,ლატვია,ესტონეთი,უკრაინა და ბელარუსი

 

·  მოგვიანებით საბჭოთა რუსეთმა ყველა მათგანი ხელახლა დაიპყრო(ფინეთის გარდა)

·  1918-19 წ-ში უკრაინა და ბელარუსი;

·  1920-21 წ-ში კავკასიის რესპუბლიკები

·  1940 წ-ს - ლიტვა,ლატვია და ესტონეთი

·  ყვლა მათგანმა სოციალისტური რესპუბლიკის სტატუსი მიიღო.

·  ოსმალეთის იმპერიის ნანგრევებზე შეიქმნა  თურქეთის რესუბლიკა

           

·  არაბებით დასახლებული ოსმალეთის იმპერიის ტერიტორიები დაინაწილეს დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა,როგორც ერთა ლიგის მიერ მათთვის სამართავად გადაცემული „სამანდატო ტერიტორიები’’(აი, ამიტომაც არ აინტერესებდათ კავკასია)

 

·  სირია და ლიბანი-საფრანგეთს ხვდა წილად

 

 

·  ერაყი,ტრანსიორდანია(შემდეგში იორდანია),პალესტინა- დიდ ბრიტანეთს

 

·  ომის დაწყებისთანავე 1914 წ-ს ოსმალეთის იმპერიას გამოეყო ეგვიპტე,რომელიც ბრიტანეთის მიერ ოკუპირებული დარჩა;

 

 

·  ომის დროს დამოუკიდებელი გახდა იემენი,როცა იქიდან ოსმალური ჯარები გავიდნენ

 

·  1916 წელს არაბეთის ნახევარკუნძულის დასვლეთში დამოუკიდებლობა გამოაცხადა ჰიჯაზმა,სდაც მდებარეობს მულიმთა წმინდა ქალაქები,მექა და მედინა.

 

 

·  1924 წელს ჰიჯაზი დაიპყრო არაბეთის ნახევარკუნძულის ცენტრში მდებარე ნეჯდის მმართველმა,საუდიანთა დინასტიის დამაარსებელმა აბდილაზიზ ას-საუდმა,რომელმაც 1932 წელს გამოაცხადა საუდის არაბეთის შექმნა;

 

·  მსოფლიო ომის შედეგი იყო სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესის დაჩქარება;

 

 

·  ომის დროინდელი სამხედრო მრეწველობის მიღწევები ომის შემდეგ სამოქალაქო სფეროსაც გადაედო.

 

·  სწრაფად გავრცელდა,რადიო(გაიხსენე.შელოცვა რადიოთი),საყოფაცხოვრებო ელექტროტექნიკა,საყოფაცხოვრებო

 

·  ქიმია,ავტომობილები,ტრაქტორები,სამოქალაქო თვითმფრინავები. და ა.შ.

 

 

·  შეიცვალა ფასეულობათა სისტემა.დაიკარგა მოწიწება ძველი ელიტის მიმართ,რომლის უპასუხისმგებლობამ მსოფლიო ხოცვა-ჟლეტის მორევში ჩააგდო;

 

·  ომის შემდეგ ზედაპირზე ამოტივტივდა ახალი  უხეში და ბოროტი იდეოლოგიები-კომუნიზმი(რუსეთში),ფაშიზმი(იტალიაში და ესპანეთში),ნაციზმი(გერმანიაში).

 


Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პოეტის და პოეზიის დანიშნულება ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის შემოქმედებაში

"კაცია ადამიანი ?!"-ილიას რეალისტური ნაწარმოები