ელინისტური ეპოქა - მოვლენები,თარიღები

 



ვინ მოუმზადა საფუძველი ალექსანდრე მაკედონელის იმპერიას? 

 

·        ალექანდრე მე-3 მაკედონელი(იგივე ალექსანდრე დიდი) მაკედონიის მეფის ფილიპე მე-2-ის და ოლიმპიადას ვაჟი იყო

·        ძალაუფლება 20 წლის ასაკში(!) აიღო მაკედონიის სამეფოში;

·        მაკედონიის სამეფო(!) ბალკანეთის ნახევარკუნძულზე(!) ჩრდილოეთ ნაწილში(!) მდებარეობდა;

·        მაკედონიის სამეფოს ემორჩილებოდა ზოგიერთი ბერძნული პოლისი;

·        ფილიპე მე-2  ალექსანდრე აღსაზრდელად არისტოტელეს(!) მიაბარა;

·        14- წლიდან კი თავის ლაშქრობების მონაწილე(!) გახადა;

·        ფილიპე(!) ნიჭიერი სარდალი,კარგი ორგანიზატორი და მოქნილი დიპლომატი იყო ;

·        მან მოახერხა ქალაქ-სახელმწიფოებად დაქუცმაცებული საბერძნეთის  საკუთარი ძალაუფლების ქვეშ გაერთიანება(!);

·        ფილიპე ოსტატურად სარგებლობდა წინააღმდეგობებით(!) ცალკეულ პოლისებს შორის ან დაპირისპირებებით პარტიებს შორის  თავად პოლისებში; არც ძალის გამოყენებას ერიდებოდა(!);

 

·        სამხედრო საქმეში ახალი სიტყვა იყო(!) მის მიერ შემოღებული „მაკედონური ფალანგა“(!)

·        ფილიპემ  ჯარისკაცთა ურთიერთქმედება ხარისხობრივად ახალ დონეზე აიყვანა;

 

·        მაკედონური ფალანგა: რამდენიმე რიგად მდგომი ქვეითები შეიარაღებულები იყვნენ სხვადასხვა სიგრძის შუბებით(!) და შეტევაზე გადასვლისას თუ თავდაცვაში,მათი ერთდროულად წინ გამოწევით შუბისპირებით მტრისთვის გადაულახავ მესერს ქმნიდნენ(!);

 

·        როცა საბერძნეთს იმორჩილებდა(!) ფილიპემ ბერძნებს დაუსახა დიდი მიზანი სპარსელებზე შურისძიება(!);

 

·         ბერძნების გამაერთიანებელი ეს  იდეა(!) მოგვიანებით  აიტაცა და გარკვეული მოდიფიკაციით გამოიყენა ალექსანდრემ;

 

 

                    რა მიზანი ჰქონდა ალექსანდრე მაკედონელს ?

 

·        ალექსანდრე მაკედონელმა მიზნად დაისახა მსოფლიო სახელმწიფოს შექმნა;

მასში უნდა გაერთიანებულიყო მთელი მაშინდელი ცივილიზებული სამყარო;

ამ ერთიანობას საფუძვლად უნდა დასდებოდა 3 პრინციპი:

1.      ენობრივი ერთიანობა,რაც ბერძნული ენის(!) ოფიციალურ ენად აღიარებას ნიშნავდა

2.      კულტურული ერთიანობა,რაც ბერძნული კულტურული მემკვიდრეობის გავრცელებას(!) და მასთან სხვადასხვა რეგიონების კულტურული ტრადიციების შეზავებას(!) გულისხმობდა;

3.      პოლიტიკურ-ეკონომიკური ერთიანობა რაც ერთიანი სახელმწიფოსათვის ერთიანი მმართველობის ჩამოყალიბებული სისტემის შექმნას(!) ითვალისწინებდა;

 

მსოფლიო სახელმწიფოს შექმნის იდეა ალექსანდრეს განასხვავებს ყველა სხვა დიდი დამპყრობლისაგან და მას  გარკვეულწილად დღევანდელი გლობალიზაციის(!) წინამორბედად აქცევს;

 

 

                   მაკედონელი და სპარსეთის იმპერია

 

·        ამ მიზნის შესასრულებლად ალექსანდრეს უპირველესი ამოცანა სპარსეთის იმპერიის დაპყრობა იყო;

·        ალექსანდრემ ჯერ სპარსელების ბატონობისგან გაანთავისუფალა მცირე აზიის ბერძნული ნაწილი,დაიპყრო კაპადოკია;კილიკია;

·        ძვ.წ 333 წელს(!) პირველი დიდიდი გამარჯვება მოიპოვა დარიოს მე-2 -ის  არმიაზე ისოსთან(!); დარიოსი გაიქცა და ზავი შესთავაზა დიდძალ ფულს და უკვე დაპყრობილი მიწების დაკანონებას ჰპირდებოდა;ალექსანდრემ უარყო ეს წინადადება;ისოსთან გამარჯვებამ მას გზა გაუხსნა სირიის(!) და

ფინიკიის (!)დასაკავებლად

·        შემდეგ მან ილაშქრა ეგვიპტეში(!).აქ მან დაარსა ახალი ქალაქი ალექსანდრია(!);ეგვიპტელმა ქურუმებმა ის ღვთაებად გამოაცხადეს;

·        ძვ.წ. 331 წლის ოქტომბერში(!) გავგამელასთან(!) სასწაულებრივი გამარჯვება მოიპოვა დარიოს მე-2-ის  გრანდიოზულ არმიაზე თავისი მცირერიცხოვანი ჯარით;ამ ბრძოლის ბედი თავად ალექსანდრეს ვაჟკაცობამ გადაწყვიტა- მან მცირე რაზმთან ერთად თავად შეუტია დარიოსის ადგილსამყოფელს,რითაც მტერი დააბნია და პანიკაში ჩააგდო(!); დარიოსი გაიქცა(!),იგი შემდეგ მისმა ქვეშევრდომებმა შეიპყრეს და მოკლეს,რითაც ალექსანდრეს რისხვა გამოიწვიეს;

·        გავგამელასთან გამარჯვების შემდეგ მაკედონელმა ადვილად დაიმორჩილა: მესოპოტამია(!),სპარსეთი(!),მიდია(!) და დედაქალაქად იმდროინდელი სამყაროს ცენტრად აღიარებული ქალაქი ბაბილონი(!) აქცია;

 

 

მაკედონელი  ავღანეთში და შუა აზიაში

 

·        შემდეგ მას დიდი ბრძოლები გადახდა ბაქტრიასა(!) და სოგდიანაში(!)( ანუ ავღანეთსა(!) და შუა აზიაში(!));

·        რამდენიმე წლის მძიმე ბრძოლების შემდეგ მან გატეხა ადგილობრივი ტომების წინააღმდეგობა;

·        ალექსანდრე იმ იშვიათ დამპყრობელთა რიცხვს განეკუთვნება,ვინც ავღანეთის(ბაქტრიის)  დამორჩილება მოახერხა;

 

მაკედონელი ინდოეთში

 

·        შემდეგ ალექსანდრემ ილაშქრა ინდოეთში;ცალკეული წარმატებების მიუხედავად ალექსანდრე იძულებული გახდა მდინარე ინდიდან უკან სპარსეთის დედაქალაქ სუსაში (!)დაბრუნებულიყო;(მისი ჯარი ხანგრძლივი ომებით გამოიფიტა(!))

·        ძვ წ, 324-წელს სუსაში 10 000 ჯარისკაცი დააქორწინა სპარსელ ქალებზე(!); ამ ქორწინევბას სიმბოლური ხასიათი ჰქონდა;მისი ჩანაფიქრით ამას უნდა დაესრულებინა დაპირისპირება ევროპასა და აზიას შორის(!);

·        ძვ. წ 323 წელს ალექსანდრე დაბრუნდა ბაბილონში(!) და ახალი ექსპედიციისთვის მზადებას შეუდგა,მაგრამ მოულოდნელად გარდაიცვალა(!)-ოფიციალური ვერსიით მალარიისგან; (მალარია ) მაგრამ დღემდე არ გაქარწყლებულა ეჭვი მისი მკვლელობის შესახებ(!);

შენიშვნა: შეადარე იულიუს კეისრის მკვლელობა ;  ბერიას   წინაღმდეგ შეთქმულება და ა.შ.

 

·        ძვ.წ. 335-323 წლებში მაკედონელები დაეუფლნენ მთელ სპარსეთის იმპერიას და ინდოეთამდე მიაღწიეს;

·        დაპყრობები ალექსანდრეს სიკვდილმა შეაჩერა;

·        ახალი მსოფლიო იმპერია(!) ალექსანდრეს სიკვდილისთანავე დაირღვა(!);

·        მისი სარდლები  დიდხან ეცილებოდნენ ერთმანეთს პირველობას და საბოლოოდ სამფლობელოების დანაწილებას დასჯერდნენ(!);

·        დანარჩენი ორი ერთიანობა : ბერძნული და აღმოსავლური კულტურების სინთეზი(!) და ბერძნული ენის ხელოვნური დიალექტი -კოინე(!) უფრო დღეგრძელი და პროდუქტულები აღმოჩნდნენ;

·        მათ ემყარებოდა ახალი ე.წ. ელინისტური ცივილიზაცია(!),რომელმაც   მაკედონელის შემდეგ რამდენიმე საუკუნე იარსება(!);

 

                                   დიადოქოსები

·        ალექსანდრეს მემკვიდრეებს დიადოქოსებს (!)უწოდებენ

·        ხანგრძლივი ომების შემდეგ ალექსანდრეს სარდლებმა ასე გადაინაწილეს მისი იმპერია:

1.      ანტიპატროსმა-დაიმკვიდრა ძალაუფლება მაკედონიასა და საბერძნეთში

2.      ლისიმაქოსმა -თრაკიასა და პონტოში

3.      ანტიგონოსმა- ფრიგიაში,ლიკიასა და პამფილიაში

4.      პტოლემაიოსმა-ეგვიპტეში

5.      სელევკოსმა-ბაბილონსა და სირიაში

 

ამათგან უმთავრესი იყო:

·        სელევკიდების სახელმწიფო  წინა აზიაში

·        პტოლემაიოსების სახელმწიფო- ეგვიპტეში;

·        ატალიდების-პერგამონში

·        ანტიგონიდების -მაკედონისა და საბერძნეთში

 

 

                                                      ელინიზმი

 

·        ტერმინი ელინიზმი მომდინარეობს ბერძნების საკუთარი სახელიდან(ელინ)(!);

·        ეს ტერმინი მე-19 საუკუნეში(!) დაამკვიდრა გერმანელმა ისტორიკოსმა დროიზენმა;

·        ტერმინი აღნიშნავდა მაკედონელის დაპყრობების შემდეგ ბერძნული კულტურის გავრცელებას არაბერძენ ხალხებში(ანუ ელინიზმი არის მაშინდელი გლობალიზაცია(!)

·        ეკონომიკურმა კავშირებმა,კულტურულმა ზეგავლენებმა,ბერძნული ენის გავრცელებამ ძირეულად შეცვალა ძველი ახლო აღმოსავლეთი(!);

·        ელინისტური ეპოქის ქრონოლოგიური ჩარჩოები(!) პირობითი და პოლიტიკურია;

·        ელინისტური ეპოქა  იწყება ალექსანდრე მაკედონელის სიკვდილით ძვ.წ. 323 და სრულდება ელინისტური ეპოქის უკანასკნელი დიდი სუვერენის ,ეგვიპტის დედოფალ კლეოპატრა მე-7-ის აღსასრულით(ძვ.წ.31)(!)

(რის შემდეგადაც ხმელთაშუა ზღვის აუზსა და ახლო აღმოსავლეთში რომის ჰეგემონია დამყარდა);

·        ელინისტური ეპოქის ორი ძირითადი მახასიათებელია :

1.      დიდი სამეფოების არსებობა(!) ,რომლებსაც მართავენ მაკედონური ან ბერძნული წარმომავლობის დინასტიები(მაგ.ლაგიდები(იგივე პტოლემაიოსები),სელევკიდები,ანტიგონიდები,ატალიდები;

2.      საქალაქო ცხოვრების განვითარება ახლო აღმოსავლეთში(!) (ალექსანდრია,ანტიოქია და სხვა მაგ. საქ-ში მცხეთა)

 

 

 

                                        პოლიტიკური მმართველობა ელინისტურ ხანაში

 

·        მმართველობა-ეგვიპტისა და სელევკიანთა სამეფოს მმართველები აბსოლუტურ მონარქებად იქცნენ(!)

·        ;ამ მხარეებში მმართველებს ტრადიციულად ღვთიურ ან ნახევრად ღვთიურ წარმომავლობას მიაწერდნენ(!);ელინისტური ხანის მმართველებმა კარგად გამოიყენეს ეს ტრადიცია;ამან მათ მმართველობა სტაბილურობა და ძალა შესძინა;ისინი ქვეშევრდომთათვის ღვთაებებს წარმოადგენდნენ(!);

·         

ელინიზმის ხანის მონარქები თავიანთ სამეფოებს ძლიერი არმიების(!) და დახვეწილი ბიუროკრატიული აპარატის(!) საშუალებით მართავდნენ;

 

·        შექმნილი იყო ეფექტიანი საგადასახადო სისტემა(!);

·        გარკვეულ პროდუქტებზე არსებობდა სახელმწიფო მონოპოლია და ფიქსირებული ფასები(!);

·        ელინისტური სამეფოების მონარქები ახლო აღმოსავლეთის ქალაქებში ზოგიერთი დემოკრატიული ინსტიტუტის ფუნქციონირებას უშვებდნენ ,მაგრამ ქალაქების ავტონომიურობა(!) საშინაო საქმეებით შემოიფარგლებოდა(!).ქალაქებს  არ ჰქონდათ დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკის წარმართვის უფლება(!);

 

 

                               ეკონომიკა ელინისტურ  ეპოქაში

 

·        ეკონომიკა -ელინისტური ხანის ეკონომიკა(!) ძირეულად განსხვავდებოდა კლასიკური ხანის ბერძნული ეკონომიკისაგან(!)

·        ახალი ელინისტური სამეფოების ტერიტორიები ბევრად აღემატებოდა ბერძნული პოლისების ტერიტორიებს(!); ამიტომ  გაზრდილი იყო კულტივირებული(!) მიწების ფართობები(!);

·        ემიგრირებულმა ბერძნებმა ახლო აღმოსავლეთში სოფლის მეურნეობის  ახალი ტექნიკა(!) და მეთოდები(!) დაამკვიდრეს; მაგ. ეგვიპტეში(!) გააშენეს ვენახები(!);გააფართოეს და დახვეწეს საირიგაციო(სარწყავი) სისტემა(!);

 

·        მრეწველობამ და ვაჭრობამ მანამდე არ ნახული მასშტაბები მიიღო; ამან მოითხოა ბანკების და სხვა ფინანსური შუამავლების მომსახურების გაჩენა(!);

 

·        ელინიზმის ხანის მმართველები ხელს უწყობდნენ ერთიანი ფულად-საფინანსო სისტემის ჩამოყალიბებას(!);

 

·        გაჰყავდათ გზები;გაჰყავდათ არხები;

 

·        ებრძოდნენ მეკობრეობას ზღვაში და ხმელეთზე;

 

შენიშვნა : შეადარე დღევანდელ  ეკონომიკის  გლობალიზაციას

 

                            აღმოსავლური    ქალაქები  ელინისტურ ხანაში

 

·        ელინისტური ცივილიზაცია,კლასიკურის მსგავსად ურბანული(საქალაქო) იყო;მიუხედავად იმისა რომ ახალი სამეფოების ტერიტორიების უდიდესი ნაწილი მიწათმოქმედებისთვის გამოიყენებოდა;

·         ალექსანდრე მაკედონელის და მისი მემკვიდრეების დაარსებული ქალაქებით გადაიქცა ახლო აღმოსავლეთის ძველი კულტურა(!) იმ ცივილიზაციად(!) რომელსაც ელინისტურ ცივილიზაციას !!!! უწოდებდა დროიზენი;

·        ეს ქალაქები პოლიტიკური(მმართველობის) ,ვაჭრობის და კულტურის ცენტრები იყო.(!)

·        მათგან უდიდესი იყო ეგვიპტის ალექსანდრია(!) სადაც 500000 კაცი ცხოვრობდა;

·        პოლიტიკური(მმართველობის) ინსტიტუტების გარდა ბერძნებმა ამ ქალაქებში შეიტანეს საქალაქო ცხოვრების მრავალი ელემენტი: ტაძრები,თეატრები,გიმნასიუმები(სავარჯიშო მოედნები) დასხვა საზოგადოებრივი დანიშნულების ნაგებობები(აბანოები/თერმები მაგ)

·        პირველად მოხდა რომ ბერძნულად მოლაპარაკე ინდივიდს არც ერთ ქალაქში არ სჭირდებოდა თარჯიმანი;(როგორც დღეს ინგლისურად მოლაპარაკეს)

·        ელინიზმის ეპოქაში  ათენში ფილოსოფიური სკოლა(!) კვლავ აგრძელებდა არსებობას;

·        ალექსანდრია კი ძველი მსოფლიოს  კულტურის,ისტორიის,ლიტერატურის და ზუსტი მეცნიერებების(გეომეტრია,ფიზიკა,ასტრონომია) ცენტრად(!) იქცა;

 

                                ელინისტური ხანის დასასრული

 

·      ელინისტური ხანის მიწურულს დაიწყო დაკნინებული ელინისტური სამეფოების ინტეგრირება რომის მსოფლიო იმპერიაში(!);

·      მაგრამ ელინისტური „ მსოფლიო კულტურა“(!) კიდევ დიდხანს აგრძელებდა არსებობას რომის იმპერიის ფარგლებშიც;

 

დაიმახსოვრე : რამ შეუწყო ხელი რომის გაძლიერებას

 

·      დიადოქოსებს შორის გაუთავებელმა დაპირისპირებებმა (!)რაც დაიწო ჯერ კიდევ ძვ.წ. მე-3 საუკუნეში ხელი შეუწყო  რომის გაძლიერებას(!);

·      რომმა ძვ.წ. 146 წელს დაიპყრო საბერძნეთი და შემდეგ თანდათან მთელი ელინისტური სამყარო დაუქვემდებარა საკუთარ ძალაუფლებას(ანუ მთელი ელინისტური სამყარო ისევ  გაერთიანდა რომის ძალაუფლების ქვეშ (!))

·      ელინისტური სამყაროს რომთან დაპირისპირების ბოლო ფაზა იყო ე.წ. პტოლემეურ-რომაულ  ბრძოლა;ეს ეპოქა ცნობილია ანტონიუსის და ელინისტური ეგვიპტის უკანასკნელი მმართველის კლეოპატრა მე-7-ის დრამატული სიყვარულის ისტორიით;

·      ძვ. წ. 30 წლის 12 აგვისტოს კლეოპატრამ თავი მოიკლა;ეგვიპტე უკანასკნელი ელინისტური სამეფო  რომის პროვინცია გახდა; (!)

 

შენიშვნა : ნახე ფილმი „კლეოპატრა“ ელიზაბეთ ტეილორის მონაწილეობით;

 

                               ქართული სახელმწიფოები ელინისტურ ხანაში

 

·        ქართული ისტორიული ტრადიცია ელინისტურ ხანას უკავშირებს  ქართული სახელმწიფოს  წარმოქმნას;

·        ალექსანდრე მაკედონელის ლაშქრობამდე სპარსეთის იმპერიის წინააღმდეგ ,ქართლში მამასახლისების მმართველობა(!) იყო;

·        მამასახლისი გვარში უფროსს ნიშნავდა  მემატიანის ეს ცნობა ქართლში გვაროვნულ წყობაზე  მიუთითებს(!);

·        შენიშვნა : ალექსანდრე მაკედონელს პირადად არ ულაშქრია,მაგრამ გამორიცხული არ არის მისი სარდლებიდან  ვინმეს შავიზღვისპირეთსა და ქართლში ელაშქროს და ეს დამყრობელი გვიანდელმა მემატიანემ ალექსანდრე დიდად წარმოიდგინა;

·        „ქართლის ცხოვრების“ მიხედვით ქართლის მმართველად მაკედონელ-ბერძენმა დამპყრობლებმა -აზონი(!) დანიშნეს;

·        აზონი მკაცრი მმართველი გამოდგა;ის ავიწროებდა ადგილობრივებს; მისი ბრძანებით მოთხარეს და დაანგრიეს აქაური ციხეები(!);

·        აზონს დაუპირისპირდა ფარნავაზი(!),მცხეთის ბოლო  მამასახლისის ძმისშვილი;რომელმაც მიიმხრო დასავლეთ საქართველოს მმართველი -ქუჯი(!) და ჩრდილო კავკასიელი მთიელები(!);მათ მხარეს დადგა აზონის 1000 მხედარიც(!);

·        გამარჯვებულმა ფარნავაზმა(!) თავი ქართლის მეფედ(!) გამოაცხადა;

·        მას სამეფო ნიშნები :სკიპტრა და გვირგვინი სელევკიდური სახელმწიფოს მმართველმა  ანტიოქოს -1-მა გამოუგზავნა(!);

·         

ფარნავაზის უზენაესობა ცნო დასავლეთ საქართველოს ხელისუფალმა ქუჯიმ(!);

 

                       ქართლის სამეფოს სახელმწიფოებრივი მოწყობა

 

·        სამეფო დაიყო 8 საერისთავოდ  და 1 სასპასპეტოდ;

·        სასპასპეტო-ყველაზე დიდი ტერიტორიული ერთეული იყო; ის შიდა ქართლს მოიცავდა;მისი გამგებელი -სპასპეტი  ყველა ერისთავზე მაღლა იდგა;

·        ერისთავებს ექვემდებარებოდნენ სპასალარნი და ათასისთავნი;მათი საშუალებით იკრიფებოდა ხარკი სამეფო და საერისთავო

·        ფარნავაზმა გააშენა და გაამაგრა ბერძენ-მაკედონელთა შემოსევის მერე დანგრეული ციხე-ქალაქები  და მცხეთა;

·        ფარნავაზმა შექმნა მთავარი ღვთაების  -არმაზის(!) კულტი(მასში თავი მოუყარა ძველი ღვთაებების ნიშან-თვისებებს)

·        ძველი ქართველები  განსაკუთრებულ თაყვანს სცემდნენ მთვარის ღვთაებას(!) ;ახლა მას ახალი ნიშან თვისებებიც დაემატა(!);

·        არმაზის კერპის პროტოტიპი ხეთური მთვარის ღვთაება(!) უნდა ყოფილიყო;

·        ხეთურად „არმას ‘’ მთვარის ღვთაებას ნიშნავდა;

·        არმას სახელი მცხეთაში ხეთურ კულტურას ზიარებულ მესხურ ტომებს უნდა შემოეტანათ ქართლში;

·        ზოგი არმაზის კულტში ზოროასტრიზმის მთავარი ღვთაების აჰურა მაზდას ნიშნებსაც ხედავს (?);

·        არმაზის კერპი მცხეთის მოპირდაპირე მხარეს-ე.წ. ქართლის მთაზე(!) აღმართეს,სადაც ციხეც გაშენდა და მას არმაზციხე(!) ეწოდა;

·        არმაზის კულტის შემოღებას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ქართლის სამეფოში მეფის ძალაუფლების(!) და ავტორიტეტის განმტკიცებისათვის

·        ფარნავაზს მიაწერენ ქართლში სახელმწიფო ენად ქართულის(!) შემოღებას  და ქართული დამწერლობის შექმნას(არ დასტურდება)

·        ქართლის სამეფო ფარნავაზის  მემკვიდრეების საურმაგის და მირიან 1-ის დროს მნიშვნელოვნად გაძლიერდა;

·         ფარნავაზის მემკვიდრეთა სამეფო ქართლის გარდა მოიცავდა კახეთის დიდ ნაწილს,სამცხეს,ჯავახეთს,კოლა-არტაანს,კლარჯეთს,აგრეთვე დასავლეთ საქართველოს ტერიტოორიის დიდ ნაწილს(აჭარას,არგვეთს,ეგრისს,სვანეთს)

·        ფარნავაზმა დასავლეთ საქართველოში საკუთარი პოზიციების გასამყარებლად შორაპნისა(!) და დიმნას(!) ციხეები ააგო;

·        ქართლი გავლენას აღმოსავლეთითაც ავრცელებდა;

·        ქართლის მეფეები აკონტროლებდნენ სტრატეგიულ გადასასვლელებს კავკასიონის ქედზე;(!)

·        ამ გადასასვლელების ჩაკეტვით დაინტერესებულები იყვნენ საქართველოს მეზობელი სამეფოები,რადგან აქედან მუდმივად იყო მომთაბარე-მეომარი ტომების შემოსევის საფრთხე;(!)

·        ამ პოლიტიკურ ფაქტორს ქართლის მეფეები კარგად იყენებდნენ სხვა სამეფოებთან ურთიერთობებში;

 

გიორგი ლეონიძე  ფრაგმენტი

 

აქ დაბინავდა ახალ კერაზე,
ხეთის ქვეყნიდან მოსული ხალხი(!);
გამოქროლილი ფრთიან მერანზე,
გამოტყორცნილი მრისხანე ტალღით.

ხშირად მისი გზა სისხლნადინარი
ძლიერ ქარიშხალს დაუბორკია.
ბრძოლით დასტოვა შუამდინარე,
ღალისის პირი, კაპადოკია.

ბევრჯერ ყოფილა მწარე ყოფაში,
ხმალი სჭერია ცეცხლნაკვესები;
აქ შემოვიდა, ამ ხეობაში
ჩადგა, ვით ძელქვა რკინის ფესვებით.

მოსჩანს ნაბრძოლი მისი ალაგი,
ქვახვრეტილები და ქვისკარები;
გმირთა ნაკვეთი კლდეში ქალაქი,(იგულისხმება უფლისციხე)
სადაც ღმუიან ზამთრის ქარები

 

აქ მტაცებელთა იყო სადოღე
და სარბიელი მათი ხმალისა,
შუბის წვერებით მიწა გათოხნეს,
ამტვრიეს სალტა დარიალისა!

სისხლის ღვარსეტყვით რეგვეს ქვეყანა,
კლდეებს ატყვია მათი ნატორი.
აქ რა უნდოდა, რამ მოიყვანა
შაჰი,
სულთანი,
იმპერატორი?

დაგვწვეს, დაგვდაგეს და ვერ წაიღეს
თავისუფლების ამაყი სული.
იგი გადურჩა ბორკილს და ციხეს,
ის მთებში იყო გადახიზნული!

მთებო, ვერ ჰკლავენ ამ სულს ომები,
და თუ მოსთხრიან, ამოჰბზარავენ, –
თქვენ დაიბღავლებთ, როგორც ლომები,
როდესაც ძუ ლომს ლეკვს მოჰპარავენ!

 

·       ქართლის(იბერიის) ელინისტური ხანის  სამეფოს შესახებ ცნობებს გვაწვდიან სტრაბონი;“ქართლის ცხოვრება ‘’, „ქართლის მოქცევის ქრონიკა „ ;აგრეთვე მცხეთასთან აღმოჩენილი წარწერიანი(ეპიგრაფიკული) არტე-ფაქტები;

 

·       სტრაბონის მოხედვით ქართლის სამეფო დიდ როლს ასრულებდა ძველი საბერძნეთის აღმოსავლეთის ქვეყნებთან ვაჭრობაში;

 

·       ქართლის სამეფოზე  გადიოდა დიდი სავაჭრო გზის მონაკვეთი(მდ.რიონი,მდ.მტკვარი,კასპიის ზღვა) რომლითაც ბერძნები შორეულ ინდოეთს უკავშირდებოდნენ

 

ელინისტური ხანის ქართლის სამეფოს აღწერა

 

· ბერძენ-რომაელი ავტორების მოწმობით ელინისტური ხანის ქართლი მონარქია იყო;

· ქვეყნის სათავეში მეფე იდგა;ის ქვეყანას სამეფო საგვარეულოს მეშვეობით განაგებდა(ეს იყო ფარნავაზიანების დინასტია(!))

· მეფის საგვარეულოს სამეფოს სეფე(მთავარი) გვარი(!) ეწოდებოდა;

· ქართლის მეფე ატარებდა“დიდი მეფის“ ტიტულს(!)

· მეფის რეზიდენცია მცხეთაში(!) იყო

· ქართლის მეფის ხელისუფლება მემკვიდრეობით გვარში უფროსზე,ხოლო უფრო გვიან მამიდან შვილზე(!) გადადიოდა;

· მეფის ხელთ იყო ძალაუფლება თითქმის ყველა სფეროში(აბსოლუტიზმი)

· მას ემორჩილებოდნენ სამხედრო და სამოქალაქო დიდმოხელენი,ცალკეული რეგიონების განმგებელი ერისთავები;

· ერისთავებად ადგილობრივი დაწინაურებული საგვარეულოს წარმომადგენლები(!) იყვნენ; მაგრამ მათი დამტკიცება ან შეცვლა მხოლოდ მეფეს შეეძლო(!);

 

· ქვეყანაში მეორე პირი სამეფო საგვარეულოს წევრი სპასპეტი(!) იყო;

· ის მთავარსარდლის და უმაღლესი მსაჯულის მოვალეობას ასრულებდა;

· ის განაგებდა სამეფოს ცენტრალურ ოლქს- შიდა ქართლს;

· სეფეწულები(!) - ესენი იყვნენ სამეფო  საგვარეულოს წარმომადგენლები;

· მათ მაღალი თანამდებობები ეკავათ;(მაგ. სპასპეტის)

· ისინი იყვნენ მეფისნაცვლები ცალკეულ ოლქებში;ზოგჯერ- ერისთავებიც;

· მეფის პირად გვარდიას(საყრდენს) ძირითადად სეფეწულები შეადგენდნენ;

· სეფეწულების გამრავლება მარტო ბუნებრივი მატების გზით არ ხდებოდა,შემოღებული იყო და მტკიცედ იყო დაცული ხელოვნური დანათესავების ტრადიცია(მამამძუძეობა,ძმადშეფიცულობა)

· სამეფო საგვარეულო დიდ ტერიტორიებს ფლობდნენ მასზე მცხოვრები მოსახლებითურთ;

· სამეფო საგვარეულოს ტერიტორიები დაპყრობილი და თანდათანობით დაქვემდებარებული(დაყმევებული) ყოფილი თავისუფალი მეთემეებისგან შედგებოდა; მათ სტრაბონი ლაოებს-ანუ სამეფო მონებს უწოდებს;(მონები გადატანითი მნიშვნელობითაა ნახმარი)

 

ხხხ

· ქართლის მოსახლეობის უმრავლესობას თავისუფალი (ნახევრად თავისუფალი) მეთემეები შეადგენდნენ; მათი ქართული სახელი იყო-„ერი’’

· ჯერ კიდევ შემორჩენილი ჰქონდათ გვაროვნული დემოკრატიის ნიშნები

· „ერის’’ წევრები გარკვეული ეკონომიკური და პოლიტიკური თავისუფლებებით სარგებლობდნენ(კანუდოსელები სამოსელი პირველი)

· მშვიდობიანობის დროს ეწეოდნენ მიწათმოქმედებას,ომიანობის დროს საკუთარი შეიარაღებით და საგზლით სახალხო ლაშქარში მონაწილეობდნენ;

· მათ ეკისრებოდათ გარკვეული გადასდახადები მეფის და ერისთავების სასარგებლოდ

· შესაწირავებს და გადასახადებს უხდიდნენ წარმართულ სამლოცველოებს და რელიგიური კულტის ქურუმებს

· ქართლში საკმაოდ ჰყავდათ მონებიც

· მათ მძიმე სამუშაოებზე ასაქმებდნენ,როგორიც იყო ციხეებისა და სასახლეების მშენებლობა,გზებისა და არხების გაყვანა,მაღაროებსა  და სამთამადნო წარმოებაში მუშაობა,გემებზე მენიჩბეობა,ისინი გამოიყენებოდნენ სხვადასხვადარგის სახელოსნოებსა და პირად მომსახურებაში;

· გაბატონებული მდგომარეობა ეკავათ ქურუმებსაც;

· მათ განკარგულებაში იყო დიდი სატაძრო მამულები და საგანძური,რომლებიც წლობით გროვდებოდა შესაწირავების სახით

· ქურუმები ასევე ხელმძღვანელობდნენ დიპლომატიური აქტების გაფორმების ცერემონიალებს

 

· მეფის კარზე მაღალი თანამდებობა იყო ეზოსმოძღვრისა; ეზოსმოძღვარი სათავეში ედგა სამეფო ადმინისტრაციას(„ეზო „ აქ მეფის კარს ,კანცელარიას,ადმინისტრაციას გულისხმობს) ის განაგებდა  მეფის  ხაზინას,ხელმძღვანელობდა გადასახადების აკრეფას,სათავეში ედგა სამეფო მეურნეობას,ჩართული იყო სამხედრო საქმიანობაშიც;

 


Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პოეტის და პოეზიის დანიშნულება ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის შემოქმედებაში

"კაცია ადამიანი ?!"-ილიას რეალისტური ნაწარმოები