ძველი საბერძნეთი - მოვლენები,თარიღები

 



                                  რას წარმოადგენდა  ბერძნული პოლისი?

 

·        ბერძნული პოლისი  იყო თავისუფალ ადამიანთა გაერთიანება;

·        პოლისი- დღეს ქალაქ-სახელმწიფოდ არის გაგებული;

·        პოლისს- ჰქონდა აკროპოლისი ანუ გამაგრებული ბორცვი , ზედ თემის მფარველი ღვთაების ტაძრით;

·        აკროპოლისში  იყო აგრეთვე თემის წევრთა თავშეყრის ადგილი(საქ-ში აკროპოლისის  მაგალითია უფლისციხე);

·        პოლისის აკროპოლისშივე  ცვლიდნენ საქონელს და წყვეტდნენ საჭირბოროტო საკითხებს;

·        ბორცვის(აკროპოლისის) გარშემო ხალხი სახლდებოდა;

·        ბერძნულ პოლისთა უმრავლესობას სოფლის ტიპის დასახლება იყო;

·        ზოგიერთ ბერძნული პოლისი კი რამდენიმე ქალაქს მოიცავდა;

·        პოლისს-სახელმწიფო მხოლოდ პირობით შეიძლება ვუწოდოთ;

·        პოლისის მიწა იყო არა სახელმწიფოს ტერიტორია არამედ მის წევრთა „ მოქალაქეთა „ ინდივიდუალურ ან კოლექტიურ სარგებლობაში მყოფ ნაკვეთთა კრებული;

·        ‘’პოლისი’’- ბერძენთა მიერ  უფრო „მოქალაქეთა’’ ერთობლიობად აღიქმებოდა;

·        დიდი სახელმწიფოებისგან განსხვავებით პოლისის ინტერესები „მოქალაქეთა“ ინტერესების ჯამს წარმოადგენდა,ამიტომ პოლისებში ცალკეულ ადამიანებს  საზოგადოებრივი საქმე პირადზე ნაკლებად არ აინტერესებდათ;

·        ბერძნების ‘’ კოლექტივიზმი’’ პოლისის გარეგნულ სახეშიც გამოვლინდა-ხალხი სადა და პრიმიტიულ სახლებში ცხოვრობდა,მაგრამ საზოგადოებრივი დანიშნულების ბრწყინვალე ნაგებობებს აშენებდა;(ამათგან პირველ რიგში ტაძრებს)

 

 

 

                              როგორ იმართებოდა ბერძნული პოლისები ?

 

·         პოლისი თავისი არსით დემოკრატიულია,მაგრამ მმართველობის ფორმის მიხედვით ბერძნები განასხვავებდნენ რამდენიმე პოლიტიკურ სისტემას;

 

·        მონარქია- მეფის ან ერთი პიროვნების მმართველობა,რომელიც არ ეფუძნება არჩევის პრინციპს და მემკვიდრეობით გადაეცემა; დინასტიური მონარქია ძვ.წ. 1 ათასწლეულის საბერძნეთში საკმაოდ იშვიათი მოვლენაა,თუმცა ბერძნულ მითებში ხშირად გვხვდება;

 

 

·        ოლიგარქია-„მცირეთა მმართველობა“ ეს ფორმა საბერძნეთში საკმაოდ გავრცელებული იყო და გულისხმობდა ,რომ რეალურ მმართველობას განახორციელებდა საზოგადოების ელიტარული ანუ მცირე ნაწილი;ამ ნაწილის გამოყოფა ხდებოდა არისტოკრატიული პრინციპით( ანუ მმართველობას ასრულებდნენ დიდგვაროვანნი) ან ტიმოკრატიული პრინციპით(როდესაც მმართველობას ახორციელებდნენ ის პირები,რომლებიც თავიანთი რეალური მდგომარეობით(ქონებით) იყვნენ გამორჩეული საზოგადოებაში;ოლიგარქია  საბერძნეთის არაერთ პოლისში მოქმედებდა;

 

·        ტირანია- აგრეთვე ერთმმართველობას აღნიშნავს,მაგრამ არა ღვთის წყალობით,არამედ ხალხის რისხვით გაჩენილს.პოლისში სახალხო მღელვარების შედეგად ერთპიროვნული ხელისუფლება ხშირად ამ გამოსვლების ერთ-ერთ თავკაცს გადაეცემოდა;არაორდინარული სიტუაცია და სახალხო მხარდაჭერა მას ხშირად შეუზღუდავ უფლებებს აძლევდა,ბევრად მეტს ვიდრე დინასტიურ მონარქს და ოლიგარქთა/წარჩინებულთა ჯგუფს გააჩნდა;მმართველობის ეს ფორმა მრავალმაპოლისმა გამოსცადა;

 

 

ხშირ შემთხვევაში ტირანიამ ბევრი სიკეთე მოუტანა ხალხს:პოლისის განაშენიანების,სახელმწიფო სტრუქტურების;საგარეო კონტაქტების გაძლიერების თვალსაზრისით; ბევრ ტირანს ხალხი პატივს მიაგებდა,როგორც ბრძენ და ღირსეულ მმართველს;

 

მაგრამ მმართველობის ფორმის- ტირანიის მიმართ ბერძნებს ერთსულოვანი უარყოფითი აზრი ჰქონდათ რადგან ხალხის და ქვეყნის ბედის დამოკიდებულება ერთი კაცის პიროვნულ თვისებებზე დიდი ხიფათის შემცველია;(!)

 

·        დემოკრატია-‘’ხალხის მმართველობა’’;ხალხი  ანუ ‘’ დემოსი’’ პირდაპირ მმართველობას ახორციელებდა: ყოველდღიურად იკრიბებოდა მნიშვნელოვანი საკითხების გადასაწყვეტად,პირდაპირ ირჩევდა პასუხისმგებელ ყველარანგის მოხელეს;პოლისის ზომა და მოსახლეობის რაოდენობა იძლეოდა ამის საშუალებას;დემოკრატიის საუკეთესო ნიმუშს ათენი წარმოადგენს;ათენის მოდელმა წარმატებით იარსება საუკუნის მანძილზე და ხარვეზი მხოლოდ პელოპონესის ომში უაღრესად კრიტიკულ ვითარებაში გამოავლინა;

·        ბერძენ ფილოსოფოსთა უმეტესობა ამ სისტემათაგან მმართველობის არც ერთს  არ მიიჩნევდა ოპტიმალურად;

·        პლატონი გვთავაზობდა მოდელს სადაც სპეციალურად შერჩეული და აღზრდილი ფილოსოფოსები განაგებენ ქვეყანას;(მოდელი გამოსცადეს სიცილიაზე არ იმუშავა)

·        თუკიდიდე შერეული მოდელისკენ იხრებოდა რაც სახეცვლილებებით განხორციელდა რომში და დღევანდელ ე.წ. „დემოკრატიულ’’ ქვეყნებში.

·        ძვ.წ. 1ათასწლეულში საბერძნეთში  მრავალი  პოლისი იყო.

·        მათ შორის განსაკუთრებული ადგილი სპარტას და ათენს ეკავათ.

 

 

 

                                             სპარტ

 

·        სპარტა შეიქმნა დორიელების(!) მიერ პელოპონესის(სამხრეთ საბერძნეთის)(!) დიდი ნაწილის დაპყრობის(!) შემდეგ.

·        ადგილობრივ მოსახლეობაზე რიცხობრივად 10-ჯერ ნაკლები დორიელები სამხედრო ელიტად იქცნენ და დაპყრობილ-დაყმევებული ხალხის,ჰელოტების(!) შრომის ხარჯზე ცხოვრობდნენ;

·        ძვ. წ. მე-9-დან შეიძლება სპარტის სახელმწიფოზე საუბარი

·        ძვ.წ. მე-8 დამე-7- სს-ში  სპარტამ დაიმორჩილა მესენია(!) და საბერძნეთის ყველაზე დიდი პოლისი(!) გახდა;

·        სპარტაში ჩამოყალიბდა მმართველობის სისტემა რომელიც ლეგენდარულ კანონმდებელ  ლიკურგოსს(!) მიეწერება;ლიკურგოსის  სისტემამ ძვ.წ მე-7-დან რამდენიმე საუკუნე იარსება;(!)

·        ლიკურგოსის კანონმდებლობით ყოველ სპარტელს მესენიისა და ლაკონიის მიწა გლეხებითურთ თანაბრად დაუნაწილდა დროებით მფლობელობაში;(სიკვდილამდე)

·        სპარტელები ერთმანეთის მიმართ თანასწორები იყვნენ;(!)

·        სპარტელთა ცხოვრების წესი ასეთი იყო: იდეალური მებრძოლის აღსაზრდელად სპეციალური წვრთნა ბავშვობიდან;ცხოვრების ყველა სფეროს უმკაცრესი რეგლამენტაცია(წესების დაწესება)ფულის,სამეურნეო საქმიანობის(არასამხედრო საქმიანობის),საგარეო კონტაქტების სპარტელებისთვის შეზღუდვა;

·        სპარტელთა ცხოვრების წესი აისახა მათ არქიტექტურაში(პირქუში არქიტექტურა ჰქონდათ განსხვავებით იონიურისაგან)

·        სპარტელები საუბრობდნენ მოკლე საქმიანი ფრაზებით-აზრის გამოთქმის ასეთ სტილს ლაკონიურს(!) უწოდებენ დღესაც .(ლაკონია სპარტელთა მშობლიური მხარე იყო)

·        სპარტას მართავდა  ერთდროულად  ორი მეფე;

·        მეფეები  სარდლის,მოსამართლის და ქურუმის ფუნქციებს ასრულებდნენ;

·        სპარტაში უმნიშვნელოვანესი საკითხების გადაჭრაში მონაწილეობდა- უხუცესთა საბჭო- გერუსია; და საერთო სახალხო კრება;

·        მაგრამ რეალურად ხელისუფლება სპარტაში  ხუთი  არჩევითი ეფორისგან შემდგარ კოლეგიას ჰქონდა;ეს კოლეგია აკონტროლებდა  ლიკურგოსის კანონების განუხრელ შესრულებას ნებისმიერი სპარტელის მიერ ;

·        სპარტის მეურნეობა ემყარებოდა სრულიად უუფლებო ჰელოტებს და პიროვნულად თავისუფალ,მაგრამ პოლიტიკურ უფლებებს მოკლებულ პერიეკებს.

·        ჰელოტები მოსავლის 1/6 აძლევდნენ სახელმწიფოს;

·        პერიეკები მიწათმოქმედების გარდა,ვაჭრობით და ხელოსნობით იყვნენ დაკავებულნი,რიგ შემთხვევებში სამხედრო სამსახურიც ეკისრებოდათ;

·        ყურადღება:სპარტასთან მიახლოებული საზოგადოებრივი წყობა დამყარდა დორიელების მიერ დაპყრობილ ოლქებში: კრეტა,არგოსი,თესალია;

 

                                                               ათენი

 

·        საბერძნეთის ოლქის-ატიკის დედაქალაქი-ათენი მიკენურ ხანაში დაარსდა;

·        ათენი გადაურჩა დორიელთა (სპარტელთა) შემოსევას და საბერძნეთის ძველი მოსახლეობისთვის ცენტრად და თავშესაფრად იქცა;

·        ათენი ძალზე დინამიურად ვითარდებოდა.მისი მოქალაქეები მუდმივად ახლის,სრულყოფის ძიებაში იყვნენ;

·        ათენს უკავშირდება კლასიკური ბერძნული კულტურის უმთავრსი წარმატებები: სხვადასხვა ჟანრის ლიტერატურის,თეატრის,არქიტექტურის,ქანდაკების და სხვა სფეროებში;

·        ათენში გაჩნდა  და დაიხვეწა სახელმწიფოს მართვის ის ფორმა,რომელშიც ხალხი მაქსიმალურადაა ჩართული-დემოკრატია.(!)

·        ათენური დემოკრატიის ხარისხი მიუღწეველ სტანდარტად რჩება დღევანდელი დემოკრატიული სახელმწიფოებისთვის.(!)

·        ათენელი დემოსის ანუ ხალხის ერთ-ერთი პირველი გამარჯვება კანონების ჩაწერა იყო(!);

·        ათენში ამბოხებას და ტირანიის დამყარების პირველ უშედეგო მცდელობას მოჰყვა  ტირან დრაკონის კანონები(ძვ.წ. 624 წ.)

ამ კანონების ჩაწერით  შეიზღუდა მოსამართლეთა თვითნებობა;

კანონების ჩაწერისას და მათი შექმნისას ბერძნებმა აღმოაჩინეს რომ კანონი ერთხელ და სამუდამოდ დადგენილი კი არ არის ღმერთების მიერ,არამედ ისევე როგორც ნებისმიერი პრაქტიკული გადაწყვეტილება,მოქალაქეთა შეთანხმების შედეგია;

·        ამ აღმოჩენას მოჰყვა დაფიქრება სამართლის პრინციპებზე,საზოგადოების და სამყაროს კანონზომერებებზე;

·         

შემთხვევითი არ არის რომ ძველ საბერძნეთში ამ დროს ჩააბარეს წინამძღოლობა  7 ბრძენს ,ესენია: კორინთოს ტირანი პერიანდროსი,ათენელი სოლონი,ქილონ სპარტელი,მილეტელი თალესი,ბრიას პრიენელი,პიტაკოს მიტილენელი,კლეობულოს ლინდოსელი;

          ათენელი ბრძენის -სოლონის რეფორმები ძვ.წ.ა. 594

 

·        ბრძენი მმართველის მოღვაწეობის საუკეთესო მაგალითია სოლონის რეფორმები

·        ძვ. წ.594 წ სოციალური აფეთქების ზღვარზე მყოფ ათენში გამოსავლის მოძებნა სოლონს მიანდეს;

·        ხალხის ძირითადი სატკივარი სავალო კაბალა იყო;

·        ათენელთა დიდი ნაწილის მიწები ვალების გადაუხდელობის გამო წარჩინებულების,ანუ ევპატრიდების ხელში აღმოჩნდა;

·        ყოფილი მესაკუთრეები საკუთარ მიწაზე მოიჯარადეებად მუშაობდნენ,ზოგი მონადაც გაიყიდა;

·        სოლონმა გააუქმა ვალები(სეისახთეია) და ათენელთა შელახული უფლებები აღადგინა;

·        აიკრძალა ვალების გამო თავისუფალი ადამიანის მონად გაყიდვა;(!)

·        შეიცვალა მეურნეობის ორიენტაცია სასაქონლო წარმოების სასარგებლოდ .ამას საერთაშორისო ვაჭრობაში ათენელთა ჩართვა მოჰყვა;(!)(დაიწყეს წარმოება გასაყიდად და არა მხოლოდ მოხმარებისთვის)

·        ევპატრიდების პოლიტიკური პრივილეგიები შეიზღუდა;(!)

·        გაიზარდა სახალხო კრების(ეკლესიის)  მნიშვნელობა;

·        შეიქმნა არჩევითი ორგანო-ოთხასის საბჭო(ბულე),რომელიც სახალხო კრებებს შორის პერიოდში მიმდინარე საკითხებს წყვეტდა;(!)

·        ათენის მოქალაქეები  ქონებრივი ცენზის(და არა წარმოშობის) მიხედვით გაიყვნენ  4 ჯგუფად;ქონებრივი ცენზი  განსაზღვრავდა მათ ადგილს ჯარში და მათ უფლებას დაეკავებინათ ესა თუ ის თანამდებობა;

·        სოლონის რეფორმებმა ათენი სახელმწიფოდ აქცია;(!)

·        ამ რეფორმებმა ერთის მხრივ  უზრუნველყო  მოქალაქეთა პირადი თავისუფლებების ხელშეუხებლობა  და მეორეს მხრივ .გზა გაუხსნა  ნაყიდი უცხოელი მონის შრომის გამოყენებას

·        სოლონმა ეს  ყოველივე მისი არქონტად ყოფნის ერთ წელიწადში განახორციელა და აქტიურ პოლიტიკას ჩამოშორდა;

·        ძვ.წ.509 წელს კლისთენეს(!) მიერ გატარებულმა რეფორმამ საბოლოოდ დაამკვიდრა დემოკრატია ათენში.(!)

·        გათანაბრდა მოქალაქეთა პოლიტიკური უფლებები,მოიხსნა ქონებრივი ცენზი(ისონომია);

·        შემოღებულ იქნა ათენის პოლისის ახალი ტერიტორიულ-ადმინისტრაციული დაყოფა;ამის გამო შეიცვალა  ოთხასის საბჭოს(ბულეს )შემადგენლობა და ფორმირების პრინციპი;

 

                                   ბერძნული კოლონიზაცია

 

·      ბერძნულ კოლონიზაციას არაერთი ფაქტორი განაპირობებდა;

 

დემოგრაფიული ფაქტორი- ეს უმთავრესი მიზეზი იყო;რომელიმე ბერძნული პოლისი ვეღარ იტევდა და ვეღარ აკმაყოფილებდა ჭარბ მოსახლეობას საკვებით,ნედლეულით;ვეღარ ასაქმებდა ჭარბ მოსახლეობას; იწყებოდა „სტენოხორია“ანუ  შევიწროვება,შევიწროვებულ პირობებში არსებობა;

 

საშინაო კონფლიქტები- მე-2 მიზეზი კოლონიზაციის იყო საშინაო კონფლიქტები და სამოქალაქო ომები;უმცირესობაში აღმოჩენილი ან დამარცხებული ჯგუფი ტოვებდა პოლისს ახალი კოლონიის დასაარსებლად;

 

ზღვაოსნობის განვითარება-გემებით მგზავრობა უსაფრთხო და ხანმოკლე ხდებოდა; ზღვაოსნობის განვითარება ხელს უწყობდა კოლონიზაციას;

 

·      რაიმე  კოლონიის დაარსებამდე რომელიმე დამაარსებელი პოლისის სახალხო კრებას წარედგინებოდა პროექტი;კრება ან ამტკიცებდა ან უარყოფდა;

·      თუ პროექტი დამტკიცდებოდა,  არისტოკრატა საბჭო წყვეტდა ვინ უნდა გადასახლებულიყო და რა პირობებით; ირჩევდა  ექსპედიცის ხელმძღვანელს ოიკისტს,ის არისტოკრატიის წარმომადგენელი უნდა ყოფილიყო; მას უნდა ემართა დაარსებული კოლონია და ეხელმძღვანელა მისი თავდაცვის სისტემისთვის;

·      კოლონიაში გადასახლებულები სამუდამოდ წყვეტდნენ კავშირს პოლისში დარჩენილებთან;

·      კოლონიის დაარსებამდე პოლისს რჩევა უნდა ეკითხა ქალაქ დელფოსში ღვთაება აპოლონის ორაკულისათვის(!)(ანუ მისნისთვის);

ორაკული საორიენტაციოდ სთავაზობდა მათ გეოგრაფიულ არეალს;

 

·      არჩევანის კრიტერიუმებს ორაკული იძლეოდა : სასურველი იყო კოლონიების დაარსების მსურველებს თავი შორს დაეჭირათ ჩამოყალიბებული სახელმწიფოებისგან(ეგვიპტე და სირია-პალესტინის სანაპირო ზოლი);

უფრო მიზანშეწონილად ითვლებოდა დასავლეთის ან აღმოსავლეთის არჩევა;

·      დასავლეთით ბერძნული კოლონიები დაარსდა : ქვემო იტალიასა და სიცილიაზე,ჩრდილოეთ ესპანეთში,სამხრეთ საფრანგეთში

·      აღმოსავლეთით კოლონიები დაარსდა: შავი ზღვის სანაპიროებზე

·      ორაკულის მიერ გაცემულ რეკომენდაციებში ფიგურირებდა შემდეგი პუნქტები :

1.    ქალაქი ადვილი მისადგომი უნდა ყოფილიყო ზღვიდან;

2.    ქალაქის დაცვა ადვილი უნდა ყოფილიყო(სანაპიროს ახლოს უნდა ყოფილიყო ან კუნძული ან ამაღლებული კონცხი ან ბორცვი)

3.    ქალაქის გარშემო ნაყოფიერი მიწები უნდა ყოფილიყო ;

4.    ქალაქი უზრუნველყოფილი უნდა ყოფილიყო წყლის მუდმივი მომარაგებით;

·      ყველა ამ მოთხოვნის დაკმაყოფილება ერთ კონკრეტულ ადგილზე იშვიათი იყო ამიტომ კოლონისტები ხშირად უპირისპირდებოდნენ ადგილობრივ ტომებს და განდევნიდნენ ხოლმე;(!)

·      კოლონიებს საბერძნეთიდან მოჰქონდათ რელიგია(ბერძნულ ღმერთთა პანთეონი) მმართველობის ინსტიტუტები;ტრადიციები

·      კოლონიების ნაწილი ვაჭრობისშედეგად გამდიდრდა;მაგ, ლეგენდები დადიოდა კოლონია სიბარისზე;

·      კოლონიები პოლიტიკურად დამოუკიდებლები იყვნენ თავიანთი მეტროპოლიებისაგან;ზოგჯერ კოლონია ომიტ უპირისპირდებოდა თავის მეტროპოლიას ( მაგ.კოლონია კორკირსა და მეტროპოლია კორინთოს დაპირისპირება რაც პელოპონესის ომის საბაბად იქცა)

·      დღემდე შემორჩა ბერძნული კოლონიების სახელები : მასილია(მარსელი); ნეაპოლი; სირაკუზი; ბიზანტია(ქალაქი იყო ჯერ) და ა.შ.

 

·        კოლონიზაციას ხმელთასუა ზღვის ელინიზაცია მოჰყვა;

 

·        ბერძნული კოლონიების რელიგიური,პოლიტიკური,სოციალური,

ეკონომიკური გავლენა ადგილობრივ მოსახლეობაზე დიდი იყო;

 

·       

      ძვ.წ. მე-6 საუკუნეში ბერძნულ კოლონიურ ექსპანსიას დასავლეთით  წერტილი დაუსვეს ეტრუსკრებმა;კართაგენმა; ხოლო აღმოსავლეთით სპარსეთის იმპერიამ(!)

                             ბერძნული ახალშენები შავი ზღვის სანაპიროზე

 

·        ძვ.წ. მე-6 სს-დან ბერძნებმა შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროს კოლონიზაცია მოახდინეს; 

·        მაგ დაარსეეს ფაზისი( დღევანდელი ფოთი);გიენოსი(ოჩამჩირე) დიოსკურია(სოხუმი);დიდი პიტიუნტი ( ბიჭვინთა)  ბერძნული კოლონია უნდა ყოფილიყო ქობულეთის ტერიტორიაზეც

 

·        ბერძნებმა ჩრდილოეთ შავიზღვისპირეთში დაარსეს:პანტიკაპეიონი(დღევანდელი ქერჩი -ყირიმი); ოლბია(ნიკოლაევი უკრაინა); ხერსონესი(ყირიმში) და სხვა.

აქ ბერძნული ახალშენები ადგილობრივებზე გაბატონდნენ და დამოუკიდებელი პოლისები შექმნეს;

·      დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე დასახლებულ ბერძნებს კი საკმაოდ დაწინაურებულ ქვეყანასთან კოლხეთთან მოუწიათ ურთიერთობა;

·      კოლხეთში ბერძნული ახალშენების გარდა არაერთი  ქალაქია დადასტურებული: ვანი ;დაბალგომი ( სამტრედიის რაიონი) საირხე(ყვირილის ხეობა,საჩხერესთან) ;კუტაია (დღევანდელი ქუთაისი)

 

 

                                                                  კოლხეთი

 

·      ძვ,წ. მე-6- მე-2 საუკუნეებში  კოლხეთში მიმოქცევაში იყო ადგილობრივი ვერცხლის ფული  ე.წ. „კოლხური თეთრი’’. ფულის არსებობა აქ სახელმწიფოს არსებობის ნიშანია;

·      სტრაბონი( ძვ.წ.58/64-ახ.წ. 21/25) წერს რომ კოლხეთი დაყოფილია სკეპტუხიებად

·      აღმოჩენილია კოლხეთის დროინდელი სამარხები( კოლხი მეომრის სამარხი ვანში; ვანს ბერძნულად ერქვა სურიონ ან სურიუმი;წარჩინებული ქალის სამარხი 3 ათასზე მეტი ოქროს და ვერცხლის ნივთით და 3 მოსამსახურის ჩონჩხით და სხვა,)

·      ვანში აღმოჩენილია რამდენიმე ტაძარი,აკროპოლისი და სხვა ნაგებობები ქალაქს რქმევია სურიონ/სურიუმ

·      კოლხეთის სამეფოსა სამხრეთით იყვნენ სასპერები  და ჯერ  მიდია და შემდეგ სპარსეთი;

 

·      აქემენიდთა სპარსეთის იმპერიას კოლხეთი არ დაუპყრია; კოლხეთი ხარკს უხდიდა სპარსეთს;

 

                                                            სასპერები

·        კოლხეთზე კიდევ უფრო ცოტა ცნობებია სასპერებზე;

·        ითვლება(!) რომ სასპერები აღმოსავლეთ ქართველთა წინაპარი ტომების გაერთიანება იყო;

·        სასპერების ტერიტორია სამხრეთ დასავლეთით ჭოროხამდე აღწევდა და მოიცავდა იმ ოლქს რომელსაც დღეს ისპირი ( ქართულ წყაროებში სპერი)  ჰქვია და დღეს თურქეთისტერიტორიაზეა;

·        სასპერებიდან უნდა მოდიოდეს ბერძნულ-რომაულ წყაროებში ქართველების დასახელება- იბერი;(სპერი// ჰბერი//იბერი)

·        ძვ.წ. მე-7 სს-ში სასპერის ტერიტორიაზე უნდა ჩასახლებულიყვნენ და შემდეგ მტკვრის ხეობას გამოყოლოდნენ შუაგულ ქართლისკენ ხეთურ კულტურას ზიარებული მუშქური (მესხური) ტომები;

·        მესხებმა მისცეს სახელწოდებები საქართველოში ადგილებს -მესხეთი,სამცხე(ანუ სამესხე);ვარაუდობენ რომ „მცხეთა“(მესხთა ქალაქს უნდა ნიშნავდეს);

·        სასპერები- ჯერ კიდევ არ იყო სახელმწიფო;ეს იყო სხვადასხვა ტომთა გაერთიანება და ამ ტომებს ჰქონდათ გვაროვნული წყობილება; თითოეული ასეთი ტომის სათავეში იდგა მამასახლისი ( „სახლი“-გვარს ნიშნავდა);  სასპერის მამასახლისებს შორის გამორჩეული ყოფილა მცხეთის მამასახლისი;

·        სასპერი ძვ.წ. მე-6 საუკუნეში ,მდებარეობდა კოლხებს და მიდიას შორის.

მოიცავდა სამხრეთ-დასავლეთს,აღმოსავლეთ საქართველოს და მდინარე არაქსის ზედა და შუა დინებას.(სოხეთშია)

ჩრდილო დასავლეთით შავ ზღვას აღწევდა რომელსაც სპერის ზღვა ჰქვია ქართულ  ისტორიულ წყაროებში.(!)

 

 

                                ბერძენ-სპარსელთა ომები 

 

·        რამდენიმე საუკუნე (ძვ.წ. მე-6 -მდე ) ბერძნები საკუთარ ნებაზე აწყობდნენ საკუთარ პოლისებს;

·        მაგრამ ძვ.წ. მე-6- ში ბერძნებს  ძლიერი და საშიში მეზობელი გამოუჩნდათ სპარსეთის იმპერიის სახით.

 

·        კიროს დიდმა  ლიდიის სამეფოს დაპყრობის შემდეგ( ძვ.წ. მე-6 საუკუნის შუა ხანები) საკუთარი ხელისუფლება იონიურ პოლისებზეც(დღევანდელი თურქეთის დასავლეთი ნაწილი) გაავრცელა; კერძოდ ეგეოსის ზღვის სანაპიროზე მდებარე ბერძნულ კოლონიებზე ეფესოზე,მილეთზე და სხვა.

 

 

·        იონიელები სპარსელებს მტრულად დაუხვდნენ ,მაგრამ გაერთიანება ვერ მოახერხეს; ხოლო პოლისების ტენოსის და ფოკეას მოსახლეობამ სპარსელების მონობას  აყრა სამშობლოს მიტოვება არჩია;

·        ძვ.წ. მე-6 სს მიწურულს დარიოს 1-მა ბოსფორის სრუტეზე ხიდი ააგო და ევროპაში გადავიდა სკვითების დასალაშქრად;

·        სკვითები გენერალურ ბრძოლას თავს არიდებდნენ და დარიოსის ლაშქარს მცირე თავდასხმებითა და მომარაგების ხელშეშლით აწუხებდნენ;

·        სკვითების ტაქტიკა ეფექტიანი იყო;სკვითებს ქალაქები არ ჰქონდათ და თავისუფლად გადაადგილდებოდნენ;

·        სკვითების უაზრო დევნას შიმშილს და ჩასაფრებებს ინფექციების გავრცელებაც დაემატა და დარიოსს სერიოზული დანაკარგებით უკან დაბრუნება მოუწია;

·        სკვითებთან წარუმატებელმა ლაშქრობამ იონიელებს იმედი გაუჩინა;

ძვ.წ 500 წელს იონიაში აჯანყება დაიწყო;(!)

 

·        აჯანყებას ათენი და სხვა ბერძნული პოლისები ეხმარებოდნენ გარედან ;

·        დარიოს 1-მა  აჯანყება სასტიკად ჩაახშო და იონიელთა მოკავშირეების.პირველ რიგში კი ათენის დასჯა გადაწყვიტა;

·        ათენი ჯერ ქარიშხალმა იხსნა,როდესაც სპარსელთა ფლოტი დალეწა შემდგ კი ძვ.წ. 490 წ საკუთარ მოქალაქეთა გმირობამ

·        მილტიადესის სარდლობით მარათონის ველზე(!) ძვ,წ.490 წ სძლიეს მტრის მრავალრიცხოვან ლაშქარს.(„მარათონის ბრძოლა“ (!);

·        ბერძენთა მძიმედ შეჭურვილი ქვეითების- ჰოპლიტების(!) შეთანხმებულმა მოქმედებამ დიდი როლი ითამაშა ამ გამარჯვებაში;

·        ბერძნული არმია იყო ერთ-ერთი პირველი რომელშიც ქვედანაყოფების ურთიერთქმედებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცეოდა;ეს ემყარებოდა გარკვეულ პრინციპებს და წვრთნას;

·        გამარჯვება ათენს ფიდიპიდესმა(!) ახარა ამ ახალგაზრდა მეომარმა სრული აღჭურვილობით(„იარაღის დაყრა უდიდეს სირცხვილად ითვლებოდა თანაც ომიდა უიაღოდ მორბენალი კაცი რომ დაენახათ ცუდს იფიქრებდნენ) გაირბინა 42 კმ მარათონის ველიდან ათენამდე „გავიმარჯვეთო’’ დაიძახა და უსულოდ დაეცა;

დაიმახსოვრე :მის პატივსაცემად იმართება სპორტული შეჯიბრება-მარათონულ სირბილში (დისტანცია 42 კმ.ოლიმპიური სახეობაა)

·        დარიოს 1 -ის  სიკვდილმა ბერძნებს ამოსუნთქვის საშუალება მისცა;

·        დარიოსის ვაჟმა ქსერქსემ ტახტზე ასვილადან რამენიმე წლის შემდეგ საბერძნეთში სალაშქროდ ჯარების შეკრება დაიწყო;

·        სპარტა მშვიდად ელოდა ,ათენი კი სამზადისს შეუდგა;

·        ათენმა ერთერთი არისტოკრატის თემისტოკლეს წინადადებით დაიწყო სამხედრო ფლოტის მშენებლობა,რამაც შემდეგ გადაწყვიტა ომის ბედი და ათენის ომის შემდგომი აყვავება განაპირობა;

·        ძვ.წ 480 წელს საბერძნეთში შეიჭრა სპარსეთის ძირითადი ძალები ქსერქსეს სარდლობით;ჰეროდოტე(„ისტორიის მამა“) გვამცნობს ქსერქსეს არმიაში მილიონობით მებრძოლი იყო მთელი იმ დროისათვის ცნობილი მსოფლიოდან;ეს გადაჭარბებული ცნობა უნდა იყოს მაგრამ ცხადია რომ ქსერქსემ  არნახულად დიდი ლაშქარი შეკრიბა;

·        ბერძენთა შორის არ იყო თანხმობა;

·        სპარტას არ უნდოდა ლაშქრის შორს გაგზავნა და სამხრეთ პელოპონესის დაცვას აპირებდა;

·        ათენს კი ერჩია მტერი საკუთარი ტერიტორიიდან რაც შეიძლება შორს შეეჩერებინა;ამისათვის ხელსაყრელ  ადგილად ჩრდილოეთიდან შუა საბერძნეთში გასასვლელი-თერმოპილეს კარი(!) შეარჩიეს;

·        სპარტამ ჯერ თანხმობა განაცხადა,ბერძენთა გაერთიანებულ ლაშქარს სათავეში ჩასდგომოდა,შენდეგ კი ეფორებმა რელიგიური დღესასწაული მოიმიზეზეს და ჯარი მაინც შინ დატოვეს;

·        მიცემული სიტყვა მხოლოდ მეფე ლეონიდასმა და მისმა 300 კაციანმა რაზმმა შეასრულა;

·        პირველი მნიშვნელოვანი ბრძოლა თერმოპილეს კართან მოხდა;

·        სამასმა სპარტელმა მეფე ლეონიდასის ,ეთაურობით საკუთარი სიცოცხლის ფასად რამდენიმე დღით შეაყოვნა ქსერქსე;(!)

·        სამასი რჩეული სპარტელისა და მათი დამხმარე რაზმების(თავიდან რამდენიმე ათასი კაცი იცავდა ,ბოლოს მხოლოდ სპარტელები და მათი მცირერიცხოვანი მოკავშირეები) დამარცხება სპარსელებმა მხოლოდ ღალატით მოახერხეს-მოღალატემ უჩვენა მათ შემოვლითი გზა მთებში;სპარსელებმა ალყაში მოაქციეს და ამოხოცეს ლეონიდასის რაზმი;

 

შენიშვნა : დაიმახსოვრე გამოგადგება „ღალატზე“  ესეს წრისას

 

·        სპარტელთა გმირობას უკვალოდ არ ჩაუვლია,ბერძნებმა ირწმუნეს საკუთარი ძალა,მტერი კი დააეჭვეს;

·        სპარსელებმა შუა საბერძნეთში შეაღწიეს და ათენიც აიღეს;

·        თემისტოკლემ მოსახლეობის და ფლოტის გადარჩენა მოახერხა;(!)

·        ბერძენთა გაერთიანებულ ძალებს სპარტა ჩაუდგა სათავეში;ზღვაზე

სარდლობაც  სპარტელ  ევრიბიადესს მიანდეს ის თემისტოკლეს ნაკლებად უგდებდა ყურს;

·        მაშინ თემისტოკლემ ხრიკს მიმართა და კუნძულ სალამინთან(!)ბრძოლაში ჩაითრია სპარსეთის ფლოტი (ფინიკიური და იონიური ხომალდებისგან შედგებოდა) და ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა;

·        ფლოტის და მომარაგების გარეშე დარჩენილი ქსერქსე თავად შინ დაბრუნდა საბერძნეთში კი სარდალი მარდონიოსი დატოვა დიდი არმიით;ამ არმიას გამოკვება ჭირდებოდა მარდონიოსმა ჩრდილოეთ საბერძნეთსი გადაინაცვლა;სპარსელები ამავე დროს დიპლომატიით ცდილობდნენ ბერძენთა პოლისების გათიშვას;სცადეს ათენელების გადაბირება ქალაქის დაბრუნების დაზარალისანაზღაურების სანაცვლოდ მაგრამ უშედეგოდ;(!)

·        მომდევნო წელს მარდონიოსი კვლავ შეიჭრა ცენტრალურ საბერძნეთში ;აიღო ათენი და პლატეასთან(!) ბერძენთა გაერთიანებულ ლაშქრს შეებრძოლა; ბერძნებმა სპარტელი პავსანიასის სარდლობით კვლავ გაიმარჯვეს(!);სპარტელებს ტოლს არ უდებდნენ ათენელებიც; სპარსელები მარდონიოსის სარდლობით პლატეასთან დამარცხდნენ და უკუიქცნენ;

·        ბერძენთა სპარელებთან შეტაკებები ამის მერე 30 წელი გაგრძელდა;(!)

 

ბერძნულ-სპარსულმა ომებმა დაადასტურა თავისუფალი საზოგადოების უპირატესობა;

 

ამ ისტორიული გამარჯვებით საბერძნეთმა ანუ დასავლურმა ცივილიზაციამ პირველობა ჩამოართვა აღმოსავლეთს(!)

 

ბერძენთა  გამარჯვება შემდეგ ალექსანდრე მაკედონელის დაპყრობებმა დააგვირგვინა(!)

 

               

          ათენის კავშირი- ანუ სზღვაო იმპერიის შექმნის მცდელობა(!)

 

·  სპარსელებთან ომის დროს ათენის ინიციატივით შეიქმნა „საზღვაო კავშირი ‘’(!)

·  თავიდან საზღვაო კავშირის ცენტრი კუნძულ დელოსზე იყო

·  საზღვაო კავშირში  მრავალი ზღვისპირა პოლისი გაერთიანდა(!)

·  საზღვაო კავშირს სხვანაირად დელოსის კავშირიც ჰქვია

·  როდესაც სპარსეთის ლაშქარმა საბერძნეთი დატოვა ბრძოლა წარიმართა ზღვაზე გაბატონებისთვის;

·  ბერძნული პოლისები რომლებსაც ჰქონდათ სავაჭრო ან სამხედრო ფლოტი დაინტერესებული იყვნენ ზღვა სპარსელების პოლიტიკური გავლენისგან და მათი კონკურენტი ფინიკიელებისგან(!) გაეწმინდათ;

 

·  ათენს კი თავისი გეგმები ჰქონდა(!) და მხოლოდ სპარსელებთან ბრძოლას არ სჯერდებოდა;

·  პანელინური(ერთიანი ბერძნული) ფლოტის სარდლობა(!) ათენს პირველობის (ჰეგემონობის) მოპოვების პერსპექტივას უსახავდა;

·  მცირე ზომის ბერძნულ პოლისებს უჭირდათ სამხედრო ფლოტის აღჭურვა და მუდმივ მზადყოფნაში ყოლა;ამიტომ ათენი ასეთ პოლისებს გემების მშენებლობას და დაკომპლექტებას სთავაზობდა გარკვეულ საფასურად;(!)

·  თავიდან ასეთი გარიგება ყველასათვის მომგებიანი ჩანდა,მაგრამ შემდეგ მძიმე ტვირთად  და თავის ტკივილად ექცათ ათენის მოკავშირეებს;

·  თავად ათენისთვის კი გემების მშენებლობა დაღჭურვა მრავალმხრივ მომგებიანი იყო;

·  ეს სტაბილური დასაქმების და ანაზღაურების წყარო იყო ათენელებისთვის;რაც მთავარია საზღვაო ფლოტი ათენს ემორჩილებოდა;

 

შენიშვნა: შეადარე  ათენს -აშშ და „საზღვაო კავშირს’’ -ნატო;

 

 

·  ათენში გემების მშენებლობით შემოსული თახები იმაზე ბევრად მეტი იყო რაც ათენის  ფლოტის შენახვას სჭირდებოდა;

·  ათენი ამ თანხებს მოიხმარდა თავისი შეხედულებების მიხედვით ;

·  ათენის აკროპოლისი ათენის და მისი პორტის გრანდიოზული გალავანი ამ თნხებით აშენდა;

·  თანდათან ათენმა ყოფილი მოკავშირეები დაიმორჩილა და საერთო საზღვაო ხაზინის ერთპიროვნული განმკარგველი გახდა;

 

·  საზღვაო კავშირის ხაზინამ დელოსიდან ათენში გადაინაცვლა და მისი მოკავშირეებისათვის შესატანი ფაქტობრივად ხარკად იქცა;

·  გადასახადის ოდენობას თითოეული პოლისისთვის ათენი ადგენდა და ურჩობის შემთხვევაში სჯიდა კიდეც ;

·  ათენი იმპერიულ ცენტრად იქცა;

·   სპარსეთთან ომამდე ათენის სამხედრო ძლიერება მხედრებსა და ჰოპლიტების ფალანგებს ეფუძნებოდა;

 

·  თემისტოკლეს სამხედრო რეფორმის შემდეგ ფლოტის(!) მნიშვნელობა ძალიან გაიზარდა;

·  ათენში ღირებული გახდა ღარიბი მოქალაქეც რომელიც ადრე ვერ ახერხებდა ჰოპლიტის საჭურვლის შეძენას და რომელმაც ფლოტში მენიჩბედ დაიწყო სამსახური;

·  ღარიბი მოქალაქეების დაფასებამ(!)  განამტკიცა ათენის დემოკრატია და კლისთენეს(!) მიერ შემოღებული ისონომიის  ანუ კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპის(!) ცხოვრებაში შეუქცევადი გატარება დაიწყო;

 

·  ათენის შემოსავლების ზრდამ(!) ათენელებს შესაძლებლობა მისცა გაეტარებინათ ისეთი რეფორმები რაც უზრუნველყოფდა ყოველი მოქალაქის  მეტ-ნაკლებ თანასწორობას;(!)

 

·  ათენელები განთავისუფლდნენ ყოველგვარი გადასახადებისგან;(!)

 

·  ისინი ანაზღაურებას ღებულობდნენ ,როცა მონაწილეობას იღებდნენ პოლისის პოლიტიკურ და კულტურულ ღონისძიებებში;(!)

 

 

·  ათენის მოქალაქეობა საპატიო სტატუსს და პოლიტიკურ უფლებებს ნიშნავდა ამიტომ შეიზღუდა ათენის მოქალაქეობის მიღება;(!)

 

·  ათენელის სტატუსს იღებდა ის ვისაც ორივე მშობელი ათენელი ჰყავდა;

 

 

·  უცხოელებისთვის შეუძლებელი იყო ათენის მოქალაქეობის მოპოვება;

 

·  მაგ.არქონტ-სტრატეგოსის(მთავარსარდლის) პერიკლეს( ზვ.წ. 443-429წწ) ცოლ-შვილმაც კი ვერ მიიღო ათენელის სტატუსი;(ცოლი არი ყო ათენელი და იმიტომ)

 

 

·  ათენში ყველა თანასწორი იყო კანონის წინაშე(!),გამონაკლისს არც საზოგადოება ცნობდა და არც მმართველი ესწრაფოდა;

·  ათენური დემოკრატიის აღმოჩენა იყო ოსტრაკიზმი(!) და თანამდებობათა განაწილება წილისყრით(!);

·  ოსტრაკიზმი-სახალხო კრებაზე მოქალაქეებს თიხის ფირფიტაზე ოსტრაკონზე შეეძლოთ დაეწერათ იმ პირის სახელი ვინც მათი აზრით ყველაზე სახიფათო იყო დემოკრატიისთვის,ანუ  ვისაცჰქონდა შანსი პირადი მისწრაფებების თუ ხალხის კეთილგანწყობის გამო ,ტირანი გამხდარიყო; ასეთ პირიქითა არჩევნებში „გამარჯვება“ ათენიდან დროებით გაძევებას ნიშნავდა;ოსტრაკიზმით არაერთი ათენელი გმირი დაისაჯა მათ შორის „ფლოტის მამა“ თემისტოკლეც;

·  ათენელთა მმართველობის კოლექტიურ ორგანოებში-საბჭოებში,სასამართლოებში უამრავი ხალხი მონაწილეობდა;

·  მათი არჩევა არჩევნების გზით(წინასარჩევნო დებატები,კენჭისყრის პროცედურა დასხვა) ბევრ დროს ითხოვდა ამიტომ მათი შერჩევა წილისყრით ხდებოდა(!)(ათენში ყველა მოქალაქე მეტ-ნაკლებად ერკვეოდა საჯარო საქმესა და პოლიტიკაში,კანონით ევალებოდათ);

·  წილისყრით არჩევა შემდეგში მაღალი რანგის მოხელეებზეც გავრცელდა ,გარდა სარდლისა;

·  სარდალზე არც თანამდებობის ერთი წლით დაკავების კანონი ვრცელდებოდა,ამან საშუალება მისცა პერიკლეს(!) მრავალი წელი კანონიერად ყოფილიყო ათენელთა თავკაცი;

 

 „ყოველთვის,როდესაც სტრატეგოსად ირჩევდნენ და სამხედრო მანტიით მოსავდნენ,პერიკლე თავის თავს ეუბნებოდა-სიფრთხილე გმართებს,პერიკლე,რადგან განაგებ თავისუფალ ხალხს,თანაც

  ელინებს და თანაც ათენელებსო“.

                                                                         პლუტარქე

 

·  როდესაც ათენელ მოხელეებს საერთო-სახალხო არჩევნებით(!) განსაზღვრავდნენ , უმაღლეს თანამდებობებზე მაინც წარჩინებული გვარების(არისტოკრატიის) წარმომადგენლები ხვდებოდნენ; რატომ ? ასეთ ოჯახებს შვილების მომავალი მმართველების კარგი აღზრდა ხელეწიფებოდათ და ხალხის კეთილგანწყობის მოპოვებაც შეეძლოთ ქველმოქმედებით და საერთო საქმის კეთებით;

·  ხოლო როცა წილისყრა(!) შემოიღეს მაღალ თანამდებობებს რიგითი მოქალაქეებიც იკავებდნენ;(!)(შანსი მიეცათ..)

 

                               პელეპონესის კავშირი

 

·     ათენის გაძლერებით შეშფოთებული სპარტა სათავეში ჩაუდგა ოლიგარქიული წყობის პოლისების გაერთიანებას(!) „პელოპონესის კავშირს ‘’(!)

·     ამ კავშირს საზღვაო ვაჭრობაში ათენის კონკურენტი კორინთოც შეუერთდა;

პელოპონესის  ომს(!) წინ უძღოდა მცირე შეტაკებები ძვ.წ. მე-5-ს შუახანებში(!):

·        ათენსა და სპარტას შორის დაპირისპირების პირველი ნიშნები მაშინ გაჩნდა როდესაც სპარტა ცდილობდა ხელი შეეშალა ათენის გალავნის(!) მშენებლობისთვის;

·        ათენმა თავისი გაიტანა და ქალაქი და ნავსადგური ხმელეთიდან თავდასხმისგან საიმედოდ დაიცვა;(!)

·        ამას მოყვა ჰელოტების სპარტელთა ყმების აჯანყება(!) ძვ.წ. 465- წ-ს; (ათენის ხელი ერია ამ საქმეში)

ათენმა ჯარი გაგზავნა სპარტელთა „დასახმარებლად“, მაგრამ უარი მიიღო;

პასუხად ათენმა დამარცხებული ჰელოტები სტრატეგიულად მნიშვნელოვან ნავპაქტოსში ჩაასახლა;

·        შემდეგ ათენი ჩაერია კონფლიქტში სპარტელთა ორ მოკავშირეს შორის ესენი იყვნენ მეგარა და კორინთო; შედეგად ათენმა მეგარაზე კონტროლი მოიპოვა;

·        კონფლიქტი გამწვავდა ძვ.წ. 446 წ-ს 30 წლიანი ზავით დასრულდა

·        ეს ზავი ძვ.წ. 440-ში დაირღვა ათენის მოკავშირე სამოსის აჯანყებით;

·        სამოსს სპარტელები და კორინთო ეხმარებოდნენ;

·        ათენმა აჯანყება ჩაახშო;

·        პელოპონესის კავშირმა თავი შეიკავა ზავის დარღვევისგან

 

 

                                  პელოპონესის ომი

 

·        ძვ.წ. 431-404 წლებში ბერძნული პოლისები ჩათრეული აღმოჩნდნენ ათენსა და სპარტას შორის დაპირისპირებაში;

·        ეს ომი ძველი მსოფლიოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი და სისხლისმღვრელი ომი იყო.

ეს ომი პელოპონესის ომის(!) სახელით შევიდა ისტორიაში

·        ამ ომს წინ უძღოდა ათენის ჩარევა კორკირასა და კორინთოს(!) კონფლიქტში;

·        ასევე ათენის სანქციები  პოტიდეასა და მეგარას(!) მიმართ რითაც კვლავ კორინთელთა ინტერესები ილახებოდა(!);

·        ძვ.წ. 432 წ-ს კორინთელთა მიმართვის საფუძველზე პელოპონესის კავშირმა(!) ათენს(!) ომი გამოუცხადა;(ამ წელს დაიწყო)

·        ისტორიკოსები პელოპონესის  ომს 3 ნაწილად ყოფენ;

·        პირველ ეტაპს არქიდამოსის(!) ომი ჰქვია(სპარტის მეფე იყო); ეს ეტაპი 10 წელი გაგრძელდა;ორივე მხარე საკუთარი უპირატესობის გამოყენენბას ცდილობდა; სპარტა სახმელეთო ბრძოლებს ესწრაფოდა და ათენის შემოგარენს და მის მოკავშირე პოლისებს აწიოკებდა;

·        პერიკლეს მიერ აგებულ მტკიცე გალავანს შეფარებული ათენელები კი ზღვიდან ესხმოდნენ თავს სპარტის მოკავშირეებს და მათ დასუსტებას ეკონომიკური ბლოკადით ცდილობდნენ;

·        ძვ.წ 430- წ-ს ათენს შავი ჭირის ეპიდემია(!) დაატყდა თავს .მან 30 000 კაცი შეიწირა მათ შორის პერიკლე(!) და მისი ვაჟები,მაგრამ სპარტელებიც გააქცია(!);

·        ათენში დიდი გავლენა კლეონმა(!),“ომის მომხრე პარტიის’’ ლიდერმა მოიპოვა.

·         მან და სტრატეგოსმა დემოსთენემ(!) გააქტიურეს სამხედრო მოქმედებები და დაიკავეს სტრატეგიული პუნქტები სპარტელთა ბლოკადისთვის; ყველაზე მნიშვნელოვანი და სპარტელთათვის სახიფათო იყო საყრდენი პუნქტი პილოსთან(!); ძვ,წ, 425- წელს ათენელებმა აქ გაიმარჯვეს და დაატყვევეს რამდენიმე ასეული სპარტელი ჰოპლიტი;

·        ამის პასუხად სპარტელმა სარდალმა ბრასიდასმა(!) გაილაშქრა ამფიპოლისზე (!) -ათენის თრაკიულ კოლონიაზე.მის დასაცავად გაგზავნეს ათენიდან თუკიდიდე,ამ ომის ისტორიის ავტორი.მან ვერ მოახერხა ბრასიდასისთვის ხელის შეშლა;

ამფიპოლისი დაეცა;ბრძოლაში დაიღუპნენ ბრასიდასი და კლეონი,ორივე მხარის ომის პარტიის ლიდერები,ამან შესაძლებელი გახადა მოლაპარაკების დაწყება.(!)

 

·        ომის პირველი ეტაპი უშედეგოდ დამთავრდა.მხარეებმა ტყვეები გაცვალეს და დაზავდნენ( ძვ.წ. 421) ეს ზავი ნიკიასის ზავის სახელითაა ცნობილი.

·        ხანმოკლე მშვიდობის შემდეგ ომი განახლდა.სპარტის მეზობელი და მეტოქე არგოსი(!) შეეცადა პელოპონესში დემოკრატიულ პოლისთა კოალიცია (!)ჩამოეყალიბებინა.არგოსს და მის მოკავშირეებს ათენელთა რაზმიც დაეხმარა ალკიბიადეს(!) სარდლობით

·        გადამწყვეტი ბრძოლა გაიმართა მანტინეასთან(!) ( ძვ.წ. 418 წ.)

·        ეს იყო ყველაზე მსხვილი სახმელეთო ბრძოლა(!) პელოპონესის ომში;

·        თავდაპირველად არგოსელები და მისი მოკავშირეები იმარჯვებდნენ,მაგრამ საბოოლოოდ სპარტელებმა იმარჯვეს(!);

მათ მოსპეს დემოკრატიული კოალიცია და მისი ყოფილი  წევრები პელოპნესის კავშირში შეიყვანეს(!);

·       

·        ომის მე-3  ეტაპზე ცენტრალურ ფიგურად(!) პერიკლეს ნათესავი და სოკრატეს მოწაფე ალკებიადე(!) გვევლინება;მასთან ურთიერთობაში აშკარად გამოჩნდა ათენის დემოკრატიის სისუსტე(!);

·        ათენის სახალხო კრება ვერ გაერკვა ათენის დემოკრატიისთვის სპარტა უფრო სახიფათო იყო თუ ალკებიადე(!)(ათენში ეშინოდათ ალკებიადეს გაძლიერების)

·        ალკებიადე  არაერთხელ დაინიშნა სარდლად,წარმატებებსაც აღწევდა ,მაგრამ ათენელები ისევ უკან იწვევდნენ(!);

·        ალკებიადე იყო სიცილიაზე ექსპედიციის( ძვ.წ. 415-413) სულისჩამდგმელი.

·        ომის მე-17 წელს ათენელებმა გადაწყვიტეს დახმარებოდნენ იონიურ კოლონიას სიცილიაზე,რომელსაც სირაკუზელები ავიწროვებდნენ;სირაკუზს თუ დაამარცხებდა ათენი მთელ სიცილიაზე მოიპოვებდა გავლენას;ეს კი ძალიან გაზრდიდა ათენის რესურსებს(!) სპარტასთან დაპირისპირებაში;

·        ექსპედიციის მზადების ბოლო ეტაპზე პროვოკატორებმა(!) ათენში ჰერმები,ღვთაებების ქანდაკებები შებღალეს.

·        დანაშაული ალკიბიადეს დაბრალდა(!);

·        მან ისურვა სიცილიაზე გამგზავრებამდე ემართლებინა თავი,მაგრამ სასამართლო გადაიდო და ალკებიადე მხოლოდ მას მერე გამოიწვიეს რაც მან ჯარი სიცილიაზე გადასხა(!).მის ნაცვლად კი ნიკიასი გაგზავნეს(!);

·        ალკებიადემ ვეღარ გაბედა ათენში დაბრუნება და თავი სპარტას შეაფარა(!);

 

შენიშვნა: გაიხსენე,როგორ შეაფარა შაჰ-აბასს თავი გიორგი სააკაძემ;

 

·        ალკებიადემ  სპარტელებს  სიცილიური ექსპედიციის ამბავიც გაუმხილა;

·        სიცილიაზე ჩასულ ათენელებს ბევრი ქალაქი მიემხრო;მაგრამ ნიკიასი ყოყმანობდა სირაკუზზე შეტევას ვერ ბედავდა;

·        ამასობაში სირაკუზელებმა სპარტელების დახმარება მიიღეს;

·        ნიკიასმაც ითხოვა დამატებითი ძალები ათენიდან;

·        ათენმა ახალი ფლოტი აღჭურვა და დემოსთენეს სარდლობით სიცილიაზე გაგზავნა;

·        სირაკუზელებმა და სპარტელებმა რამდენიმე ბრძოლაში სასტიკად დაამარცხეს ათენელები;დემოსთენე უკან დაბრუნების მომხრე იყო,ნიკიასი ყოყმანობდა;ბოლოს როდესაც დაბრუნება გადაწყვიტეს უკვე გვიანი იყო;ათენელებს მოუწიათ საზღვაო ბრძოლა სირაკუზის ყურეში,სადაც კვლავ დამარცხდნენ;მათ თავი კუნძულის სიღრმეს შეაფარეს თავი დემოსთენეს ფლოტი კი დაიღუპა;(!)

·        სპარტა არ დასჯერდა სიცილიაზე ჯარის გაგზავნას და ახალი ფრონტი გახსნა.

ალკიბიადეს რჩევით,სპარტელებმა გაამაგრეს დეკელეა ათენის მახლობლად,რითაც ათენს ხმელეთიდან დახმარების და სურსათის მიღება შეუზღუდეს;მათ ხელთ იგდეს ლავრიონის საბადოები და გაათავისუფლეს იქ მომუშავე მონები;

 

·        ათენელებმა სიცილიიდან არმიის ნარჩენების გამოყვანის ნაცვლად იქ ახალი ექსპედიცია გაგზავნეს;ამ ექსპედიციამ წინამორბედის ბედი გაიზიარა;ათენი სრული კატასტროფის წინაშე დადგა: ცარიელი ხაზინა,დაღუპული ჯარი და ფლოტი განმდგარი მოკავშირეები;

·        მაგრამ სპარტამ და მისმა მოკავშირეებმა დააყოვნეს;(!)

·        ათენმა მოახერხა ასი სათადარიგო ხომალდის აღჭურვა და კუნძულ სამოსზე გამაგრდა;(!)

·        თავად ათენში კი ოლიგარქიული გადატრიალება (!) მოხდა,ხელისუფლება“ოთხასმა აიღო ისინი მზად იყვნე სპარტასთან მოლაპარაკება დაეწყოთ,მაგრამ სამოსზე განლაგებული ფლოტი წინააღმდეგი იყო;(!)

·        ამ ფლოტმა ძ.წ. 411 წ-ს სიმესთან დაამარცხა სპარტელების ფლოტი;

სარდლად ისევ ათენის მხარეს გადასული  ალკებიადე აირჩიეს (!)და ათენის სახელით ბრძოლა გააგრძელეს;ალკებიადეს ამ ქმედებებს ათენში დემოკრატიული მმართველობის აღდგენა მოჰყვა;

·        მომდევნო წელს ათენელებმა კიზიკოსთან კვლავ დაამარცხეს სპარტელები და საკუთარი იმპერიის ფინანსური ბაზა აღადგინეს;

·        ალკიბიადეს სარდლობით მათ კიდევ რამდენჯერმე გაიმარჯვეს,მაგრამ ძვ. 406 წ-ს ლისანდროსის სარდლობით(!) სპარტელთა წარმატებამ(!)

·         ათენელთა შორის უთანხმოება გამოიწვია.მათ ისევ გადაირჩიეს სარდლობიდან ალკიბიადე,რომელმაც ათენი კვლავ დატოვა(!);

·        შემდგომი წარმატება ზღვაზე ათენს კვლავ მარცხად შემოუბრუნდა.ცუდი ამინდის გამო მათ ვეღარ მოახერხეს საკუთარ დაჭრილთა შველა და დამარცხებული მეტოქის განადგურება,რის გამოც სარდლები გასამართლდნენ და ფლოტი გამოცდილი მეთაურების გარეშე დარჩა;

·        სპარტელმა სარდალმა ლისანდროსმა(!) ათენელებს ჯერ  ჰელესპონტიდან პურის მიწოდება მოუჭრა შემდეგ კი ძვ.წ. 405 წელს აეგოსპოტამოსთან სასტიკად დაამარცხა ათენის ფლოტი; ამის შემდეგ ათენი განწირული იყო;

·        საბრძოლო ოპერაციების ერთიანი გეგმის უქონლობამ; სარდლების ხშირმა ცვლამ,მოკავშირეთა უკმაყოფილებამ საბოლოოდ ათენის დამარცხება განაპირობა;

·        ომმა სპარტაც ისე გამოფიტა რომ ვეღარ ისარგებლა გამარჯვებით და საბერძნეთი საკუთარი ხელისუფლების ქვეშ ვერ გააერთიანა(!);

·        ათენმა სწრაფად მოიშორა სპარტელთა  მიერ თავსმოხვეული 30-ის ტირანია;დემოკრატია აღადგინა თასიბულოსის მეთაურობით და თანდათან ძალები მოიკრიბა;

·          დასუსტებული  საბერძნეთის პოლისები თავის სამეფოში მაკედონიის მეფე- ფილიპემ გააერთიანა;


Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პოეტის და პოეზიის დანიშნულება ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის შემოქმედებაში

"კაცია ადამიანი ?!"-ილიას რეალისტური ნაწარმოები