მონღოლები და თემურ ლენგი - მოვლენები ,თარიღები
მონღოლთა
იმპერიის შექმნა ·
მე-13 საუკუნის დასაწყისში აზიის აღმოსავლეთ
ნაწილიდან ახალი დამპყრობლები -მონღოლები დაიძრნენ(!) დასავლეთის მიმართულებით; ·
მათ უმოკლეს დროში მოახერხეს
ისლამური სამყაროს დიდი ნაწილის,კავკასიის
,რუსეთის და აღმოსავლეთ ევროპის მნიშვნელოვანი ტერიტორიების დაპყრობა; ·
მონღოლები ისტორიაში ცნობილნი არიან
თათრების სახელით;(!) ·
„თათრები“ შენარჩუნდა მონღოლთა იმპერიის დასავლეთ
ნაწილებში(მაგ რუსეთის ტერიტორიაზე მე-13
-მე-15 საუკუნეებში არსებულ მონღოლურ სახელმწიფო „ოქროს
ურდოში’’) ხ ·
შენიშვნა: ევროპელები თათრებს უწოდებდნენ ყველა თურქული
წარმომავლობის ხალხს,ოსმალების გამოკლებით; ·
ყურადღება: მონღოლები და თურქები მონათესავე ხალხები
არიან(!) ·
ყურადღება: ამჟამად თათრებად მოიხსენიებიან ვოლგისპირეთის თურქები (დედაქლაქი ყაზანი -რუსეთშია) ხ ·
მონღოლმა ბელადმა თემუჩინმა ხანგრძლივი
ბრძოლების შემდეგ მოახერხა ერთმანეთთან მოქიშპე მომთაბარე მონღოლური ტომების გაერთიანება და სათავეში ჩაუდგა მათ ჩინგიზ ყაენის სახელით;(!) ·
1206 წელს,მდინარე
ონანის სათავესთან გამართულ თავყრილობაზე(!) მონღოლურმა ტომებმა
მას ერთგულების ფიცი დაუდეს; დაიწყო მონღოლების დაპყრობების ეპოქა; ·
შემდგომ წლებში ჩინგიზ ყაენმა დაიმორჩილა დარჩენილი მონღოლური ტომები,წარმართი თურქების ტომები და სამხრეთ ციმბირის ტყეებში მცხოვრები ხალხებიც; ·
1218 წლისთვის
ჩრდილო-აღმოსავლეთი აზიის უმეტესი ნაწილი
მის გამგებლობაში იყო და ის დასავლეთისკენ გამოემართა;(!) ·
ჩინგიზ ყაენის მხედარმთავრის ჯებე ნოინის
მეთაურობით მონღოლებმა დაიმორჩილეს ყარა-კიტაის
სამეფო და მალე მათ გამგებლობაში აღმოჩნდა მდ. სირდარიის აღმოსავლეთით მდებარე მიწები;ისინი უშუალოდ გაუმეზობლდნენ ხორეზმის
თურქული წარმომავლობის მუსლიმ შაჰს;(!) ხ ·
1219 წელს
სირდარიის
ნაპირზე მდებარე ქალაქ ოტრარის ხორეზმელი გამგებლის ბრძანებით
გაძარცვეს მონღოლეთიდან მომავალი ქარავანი
და 450 ვაჭარი მოკლეს;(!) ·
მონღოლთა
შურისძიებამ არ დააყოვნა. ·
იმავე წელს ჩინგიზ ყაენმა თავის არმიით გადალახა მდინარე სირდარია
და შეიჭრა ისლამური სამყაროს ტერიტორიაზე;(!)(ცენტრალურ აზიაში) ·
1220 წელს
მთელი ცენტრალური აზია უმნიშვნელოვანესი ქალაქების ,ბუხარას და სამარყანდის
ჩათვლით,მის ხელთ იყო. ·
მალე მონღოლებმა
მდინარე ამუდარიაც გადალახეს და შეიჭრნენ აღმოსავლეთ ირანში;(!) ·
1227 წელს ჩინგიზ ყაენი გარდაიცვალა და მონღოლტა
წინსვლა დროებით შეჩერდა; |
|
ჯალალედინი ·
ამ ხანებში
მონღოლებთან დამარცხებულ ხორეზმშაჰ
ჯალალ ად-დინ მანგუბერტის(ქართული წყაროები მას ჯალალედინს უწოდებენ) თავი
ინდოეთისთვის ჰქონდა შეფარებული; ·
მაგრამ მას შემდეგ,რაც
მონღოლებმა ძირითადი სამხედრო ძალები ისევ აღმოსავლეთისკენ,ჩინეთის წინააღმდეგ შეატრიალეს,მან
განაახლა ბრძოლა; ·
თუმცა,იმის ნაცვლად,რომ კოალიცია შეექმნა მონღოლების
წინააღმდეგ,ჯალალ ად დინმა წამოიწყო ბრძოლა აბასიანი ხალიფას,ანატოლიის
თურქების,ეგვიპტელების და ქართველების წინააღმდეგ;(!)(შენიშვნა: ჯარი ჰყავდა და ქვეყანა
აღარ და ეძებდა სად მოეკიდა ფეხი,რა დაეპყრო,რათა იქ დამკვიდრებულიყო) ·
1230 წელს მონღოლებმა ისევ გაილაშქრეს ჯალალ ად დინის
წინააღმდეგ და დაამარცხეს ყველა შესაძლო მოკავშირესთან გადამტერებული ხორეზმშაჰი; ·
1231 წ-ს ჯალალ ად დინი დაიღუპა და მის მიერ მახვილით
შეკოწიწებული სახელმწიფოც დაიშალა; |
|
მონღოლები აღმოსავლეთ და ცენტრალურ
ევროპაში,ირანში და მცირე აზიაში ·
მონღოლებს გზა გაეხსნათ ევროპისაკენაც; ·
ისინი შეესივნენ რუსეთს,პოლონეთს,უნგრეთს,გამოჩნდნენ
ვენის მიდამოებშიც; ·
დასავლეთი იძულებული იყო ანგარიში გაეწია მონღოლთა
ძალისთვის; ·
პაპმა ინოკენტი მე-4-მ პარიზის უნივერსიტეტს არაბული
და „თათრული“ ენის სწავლების ორგანიზების უფლება მისცა; ·
გარდა ამისა,მან გააგზავნა ელჩები მონღოლ ყაენთან
ყარაყორუმში სადაც ფრანცისკანელი ბერი პლანო კარპინი დაესწრო დიდ ყაენად გუიუკის(1246-1248)
არჩევას; ხ · 1240
წ. მონღოლთა ხელში უკვე დასავლეთი ირანიც მოექცა; · 1243
წელს მათ დაამარცხეს ანატოლიის სელჩუკი სულთნის ჯარი; |
|
ჰულაგუ ·
მე-13 საუკუნის შუა ხანებში დაიგეგმა ახალი შეტევა დასავლეთისკენ; ·
დიდი ყაენის ბრძანებით,რომლის რეზიდენცია უკვე დაპყრობილ
პეკინში იყო,მონღოლთა არმიამ ჰულაგუს მეთაურობით(!) გადალახა
ამუდარია და დაიპყრო ისლამური ქვეყნები ეგვიპტემდე; ხ ·
მონღოლებმა გაანადგურეს ასასინთა მიუდგომლად მიჩნეული ციხე-სიმაგრეები; ხ ·
1258
წელს მონღოლთა ჯარები ბაღდადში შეიჭრნენ;
(!) ·
მათ უკანასკნელი აბასიანი
ხალიფა ალ-მუსთასიმი,საგვარეულოს ყველა წარმომადგენელთან
ერთად,სიცოცხლეს გამოასალმეს;(!) ·
აბასიანთა
დინასტია,რომელიც 5
საუკუნის მანძილზე სუნიტური ისლამის საყრდენად ითვლებოდა ისტორიას ჩაბარდა; ხ ·
მონღოლთა
ძლევამოსილი წინსვლა ეგვიპტის მამლუქთა არმიამ შეაჩერა,რომელმაც
1260 წელს აიუნ ჯალუთის ბრძოლაში
გაანადგურა მონღოლთა ლაშქრი;(შენიშვნა: ჰულაგუს ერთ -ერთი მხედართმტავარი და არა ჰულაგუს ძირითადი ჯარი,გაიგე
მეტი ამ ბრძოლაზე ,ეს იყო მონღოლთა პირველი მარცხი) ხ ·
1277 წელს ეგვიპტისათვის კიდევ ერთხელ დაუპირისპირდენ ერთმანეთს მონღოლები
და ეგვიპტელები.მონღოლები ამჯერადაც დამარცხდნენ; მონღოლთა არმიაში იბრძოდა 3000
ქართველი,რმლებმაც მარცხის მიუხედავად,სიმამაცით გამოჩინეს თავი; |
|
მონღოლთა იმპერია ჩინგიზ ყაენის
შემდეგ: ჩინგიზ ყაენის შთამომავლებს შორის მონღოლთა იმპერია
შემდეგ ნაწილებად დაიყო: 1.
„დიდი
ყაენის იმპერია“-აღმოსავლეთ აზია- მონღოლეთისა და ჩინეთის ჩათვლით 2.
ჩაღატაის
სახანო- ცენტრალური აზია და ჩრდილოეტ ირანი 3.
ოქროს
ურდო -რუსეთი 4.
ილხანთა სახელმწიფო- ირანი,თანამედროვე თურქმენეთი,ავღანეთის ნაწილი,მცირე
აზიის ნაწილი,სამხრეთ კავკასია; ამ უზარმაზრი იმპერიის ერთიანობის შენარჩუნება
შეუძლებელი იყო; მონღოლური სახელმწიფოების ყაენებს
ხშირად ჰქონდათ ერთმანეთთან ომები მოსაზღვრე ტერიტორიებისთვის;(!) ხ ·
ჩინგიზ ყაენის მიერ შემოღებული რკინის დისციპლინა-იასაკი,მონღოლური
არმიების წარმატების მიზეზი გახდა; ·
იასაკმა
ერთ ხალხად შეკრა მანამდე დაფანტული და ურთიერთმოქიშპე ტომები; ·
ჩინგიზ ყაენის მტკიცე,დისციპლინირებული ლაშქარი ასეულებად,ათასეულებად
და დუმანებად(ათიათასეულებად) იყოფოდა; ·
დუმანების
მეთაურებად უფლისწულები და მმართველი დინასტიის სხვა წარმომადგენლები
ინიშნებოდნენ; ·
ყოველ მეომარს თვითონ უნდა ეზრუნა ლაშქრობისათვის
საჭირო საჭურველსა და სურსათ-სანოვაგეზე;ეს კი ხელს უწყობდა ლაშქრის სწრაფ გადაადგილებას; ·
მონღოლტა ლაშქარი აღჭურვილი იყო იმ დროისათვის საუკეთესო ჩინური სამხედრო ტექნიკით,იყენებდა
მოწინავე სამხედრო ტაქტიკას;განსაკუთრებით დახვეწილი იყო ტაქტიკა ქალაქების ალყების დროს; ·
გამოიყენებოდა ე.წ. „ჰაშარის“ სისტემა,რომლის თანახმადაც
მონღოლები დაპყრობილ მოსახლეობას „ცოცხალ ფარად“ იყენებდნენ ქალაქების ალყების დროს; ხ ·
მონღოლთა დაპყრობებმა და გაუგონარმა სისასტიკემ შემზარავი შთაბეჭდილება მოახდინა თანამედროვეებზე.მანამდე
არც ერთ შემოსევას არ მოჰყოლია ესოდენ დიდი რაოდენობის მსხვერპლი. ხ ·
მონღოლურმა დინასტიებმა
ცენტრალურ აზიასა და ახლო აღმოსავლეთში დიდი ხნით ვერ შეძლეს ერთიანი სახელმწიფოების შენარჩუნება და
მე-14 საუკუნის შუა ხანებიდან დაიწყო მათი დაშლა მცირე პოლიტიკურ ერთეულებად,სანამ თემურ
ლენგმა ისევ არ გააერთიანა ცენტრალური აზიისა და ახლო აღმოსავლეთის მნიშვნელოვანი
ნაწილი. ·
მე-14
საუკუნის მიწურულიდან ოქროს ურდოც თანდათანობით
თმობდა პოზიციებს. მონღოლურმა
დინასტიამ უფრო ხანგრძლივი დროის მანძილზე
შეინარჩუნა ძალაუფლება ჩინეთში. |
|
მონღოლთა დაპყრობების შედეგები მუსლიმური სამყაროსათვის ·
აბასიანთა
სახალიფოს განადგურება,რომელიც დაკნუნების ხანაშიც რჩებოდა ისლამის ცენტრად
და მისი ერთიანობის სიმბოლოდ,წარმოადგენდა
დიდი ეპოქის დასასრულს ისლამის ისტორიაში; ·
ეს იყო არა მხოლოდ მმართველობის ფორმისა და ხელისუფლების
შეცვლა,არამედ საკუთრივ ისლამურ ცივილიზაციაში გარდატეხის მომენტი,რომლის განვითარებაც
გასული საუკუნეებიდან განსხვავებული გზებით წავიდა; ·
მონღოლთა
შემოსევებმა უმძიმესი შედეგები მოუტანა ისლამურ ცივილიზაციას
განურჩევლად ყველ სფეროში-ეკონომიკურში,სოციალურში,კულტურულსა თუ პოლიტიკურში;(!) ·
თუმცა,თანამედროვე ისტორიკოსთა დიდი ნაწილი აღარ იზიარებს
მოსაზრებას,რომ მონღოლთა დაპყრობების შედეგები გამოუსწორებელი იყო ისლამური სამყაროსათვის; ·
მათ მაგალიტად მოჰყავთ ეგვიპტე,რომელიც მონღოლებმა ვერ დაიპყრეს;ეგვიპტე მაშინ იქცა არაბული კულტურის ცენტრად
და დღმდე ამგვარად რჩება;(!) ხ ·
სირიაში
მონღოლებმა მხოლოდ რეიდები განახორციელეს
და 1260 წელს ეგვიპტის მამლუქთა არმიის მიერ აინ ჯალუთთან მონღოლების დამარცხების
შემდეგ მოხდა სირიის ჩართვა ეგვიპტის საულთნოში.ამრიგად,სირია
დაცული გახდა მონღოლთა თავდასხმისგან;(!) ხ ·
ანატოლიაზე დიდი
გავლენა მოახდინა მონღოლთა დამკვიდრებამ ირანში,მაგრამ ანატოლიაში დამკვიდრებულმა თურქულმა ელემენტმა მაინც შეინარჩუნა
იმის ძალა,რომ მომავალში იმპულსი მიეცა ოსმალეთის
იმპერიის შექმნისათვის(!) ხ ·
ყველაზე
მძიმე შედეგები მონღოლთა დაპყრობებს ირანში ჰქონდა,მაგრამ აქაც ეს მთელ ქვეყანას
არ შეხებია; ·
სამხრეთ
ირანში ადგილობრივმა დინასტიებმა ნებაყოფლობით გამოუცხადეს მორჩილება და გადაურჩნენ განადგურებას; ·
ფარსის პროვინცია,სპარსული
სახელმწიფოებრიობის და ცივილიზაციის აკვანი,კიდევ ერთხელ იქცა სპარსულ ეროვნულ ცენტრად
და აქემენიანთა სატახტო ქალაქ პერსეპოლისთან ახლო მდებარე ქალაქი შირაზი-სპარსული კულტურის კერად პოსტ-მონღოლურ პერიოდში;
ამ ხანის გამორჩეულ მოღვაწეთა შორის უნდა დასახელდნენ პეტები: საადი(1184-1291) და ჰაფეზი(1320-1389)
ასტრონომი კუტბ ალ-დინი
(?-1310) არქიტექტორი კავამ ალ-დინი (?-1439) ·
ირანის ის მხარეები,რომლებსაც მონღოლტა შემოსევებმა
დიდი ზარალი მიაყენა,შედარებით სწრაფად აღდგა; ·
დაპყრობის
თავდაპირველი შოკის შემდეგ,მონღოლმა(ილხანებმა) ყაენებმა(!) ირანს შედარებითი პოლიტიკური სტაბილურობა მოუტანეს; ·
ისინი ხელს უწყობდნეს საქალაქო ცხოვრების აღდგენას,მრეწველობასა
და ვაჭრობას,საუკეთესო პირობებს უქმნიდნენ მეცნიერებს; ·
1295 წელს ისლამზე მოქცევის
შემდეგ,კი დიდ ყურადღებას აქცევდნენ
ისლამურ განათლებას(!) ·
მე-14
საუკუნეში გამუსლიმებული ყაენები აგებდნენ შესანიშნავ მეჩეთებს; ·
ისე ,როგორც პირველმა არაბმა დამყრობლებმა გააერთიანეს
ხმელთაშუა ზღვისპირეთის ცივილიზაციები და ირანი და ამით დასაბამი დაუდეს ახალ ნაყოფიერ
სოციალურ-ეკონომიკურ და კულტურულ კონტაქტებს,ახლა უკვე მონღოლებმა გააერთიანეს ერთი დინასტიის მმართველობის ქვეშ შორეული აღმოსავლეთის
და ახლო აღმოსავლეთის ცივილიზაციები სწრაფი და მომგებიანი შედეგებით როგორც ვაჭრობისათვის
ისე კულტურისათვის; ·
იმავრულად მონღოლებმა კარი გახსნეს ახალი და ორივე მხარისათვის მომგებიანი
კონტაქტებისათვის ევროპასთან და მრავალმა ევროპელმა გამოიყენა შესაძლებლობა,რათა გაეკვალა
გზები ჩინეთისაკენ; ·
ამ ნაყოფიერი კონტაქტების შესანიშნავი მაგალითია სპარსელი
ისტორიკოსის რაშიდ ად-დინის(1247-1318)
„ჯამი ათ-თავარიხი“- ანუ „ისტორიათა
კრებული“; ·
ებრაული წარმოშობის გამუსლიმებული რაშიდ ად-დინ იყო ექიმი,სწავლული,მონღოლთა ვაზირი,რომელმაც
ირანის მონღოლი
ყაენების,ყაზანის და ოლჯეითუსაგან მიიღო დავალება,შეედსგინა მსოფლიო ისტორია; ·
მან შეკრიბა
თანამშრომელთა ჯგუფი,რომელშიც შედიოდნენ ორი ჩინელი სწავლული,ბუდისტი ბერი ქაშმირიდან,ტომპბრივი
ტრადიციების მცოდნე მონღოლი და სავარაუდოდ ფრანგი ბერი,ასევე რამდენიმე სპარსელი
სწავლული; ·
მათი დაცმარებით რაშიდ ად დინმა შეადგინა ვრცელი მსოფლიო ისტორია ინგლისიდან
დაწყებული ჩინეთამდე; ·
მსოფლიო ისტორრის შექმნის მცდელობით,რომელიც სცილდებოდა
მის საკუთარ ცივილიზაციას“ რაშიდ ად-დინმა
და მისმა დამკვეთებმა ნახევარი ათასწლეულით დაასწრეს ევროპას; ხ ·
ამასთან ერთად,არსებობდა ერთი რეგიონი ,რომელსაც გამოუსწორებელი ზარალი
მიაყენა მონღოლთა შემოსევამ: ეს იყო ერაყი და მისი დედაქალაქი ბაღდადი,რომელმაც ვეღარასოდეს შეძლო ისლამურ სამყაროში ადრინდელი ცენტრალური
პოზიციის დაბრუნება;(!) ·
შემოსევის პირდაპირი შედეგი იყო სამოქალაქო ადმინისტრაციული
სისტემის მოშლა და განვითარებული საირიგაციო
სისტემის მოშლა,რომელზეც დამყარებული იყო ქვეყნის კეთილდღეობა და არსებობაც კი; ·
მაშინ როცა ირანში წესრიგი აღდგა,ერაყის დაკნინება შეუქცევადი პროცესი აღმოჩნდა; ·
ირანის მონღოლმა ყაენებმა საკუთარ სატახტო ქალაქდ გაიხადეს თავრიზი(!)
აზერბაიჯანში,რომელიც
დიდ და აყვავებულ ქალაქად იქცა; ·
ერაყი
კი დარჩა მიტოვებულ სასაზღვრო პროვინციად; ·
ბაღდადი
ხალიფათა ერთ დროს ბრწყინვალე სატახტო ქალაქი განწირული აღმოჩნდა საუკუნოვანი სტაგნაციისა და დავიწყებისათვის;(!) შენიშვნა:
გაიხსენე ბაღდადის ბედი ესეს წერისას; |
|
|
|
|
|
|
|
ჩინგიზ ყაენის ზეობა |
1206-1227 |
პეკინის აღება |
1215 |
ალამუთის აღება და ასასიანთა სახელმწიფოს
განადგურება |
1256 |
ბაღდადის აღება და აბასიანთა სახალიფოს
აღსასრული |
1258 |
აინ ჯალუთის ბრძოლა ეგვიპტისათვის(მუსულმანთა
გამარჯვება) |
1260 |
|
|
|
|
მონღოლთა გამოჩენა საქართველოში ·
თამარის მეფობის ხანაში მიღწეული სახელმწიფოებრივი ძლიერებისა
და სტაბილურობის შენარჩუნება მისი მემკვიდრეების დროს ვერ მოხერხდა; ·
ეს განპირობებული იყო როგორც საგარეო-პოლიტიკური ფაქტორებით,ასევე სახელმწიფოსა და სამეფო კარზე
არსებული პრობლემებით; ხ ·
თამარის დანატოვარი სახელმწიფო თითოსდა უძლეველი ჩანდა; ·
მისი მემკვიდრე ლაშა -გიორგი(გიორგი მე-4)
(?-1223) უკვე გეგმავდა შორეულ პალესტინაში
ლაშქრობას და მუსლიმთაგან იერუსალიმის გამოხსნას;(ჯვაროსნების დახმარებას მე-5 ლაშქრობაში) ·
სწორედ ამ ხანებში მიიღო მან წერილი რომის პაპ ჰონორიუსისაგან,რომელშიც
ის სთხოვდა შეერთებოდა დასავლეთ ევროპის სუზერენთა მომზადებულ,მომავალ ჯვაროსნულ
ლაშქრობას; ·
გიორგიმაც მზადება დაიწყო,მაგრამ მოვლენები
სულ სხვაგვარად წარიმართა. ·
მონღოლებს უკვე დაეწყოთ ძლევამოსილი სვლა დასავლეთისკენ; ·
1220
წელს მონღოლები საქართველოს საზღვრებთანაც
გამოჩნდნენ და შეტაკება მოუხდათ ქართულ ლაშქართან.(ჯებე და სუბუდაი მონღოლი მხედართმთავრები
ჩინგიზ ხანის ლაშქრის) ·
თუმცა,მონღოლების
ამ ლაშქრობას უფრო სადაზვერვო ხასიათი ჰქონდა,ვიდრე დაპყრობითი და ისინი მალე გაეცალნენ კავკასიას;(რუსეთში გადავიდნენ) ხ ·
ლაშას გარდაცვალების შემდეგ(მძიმედ დაიჭრა მონღოლებთან იმ
პირველ შეტაკებაში) ისევ დადგა ტახტის
მემკვიდრის საკითხი. ·
ლაშას ვაჟი,ჯერ
კიდევ მცირეწლოვანი დავითი,უკანონო ქორწინებიდან
იყო ნაშობი;(!) ·
ამიტომ დიდებულებმა
ტახტზე თამარის ასული რუსუდანი(1223-1245) აიყვანეს.(!) ·
დიდებულებისავე
გადაწყვეტილებით,ის დააქორწინეს ერზურუმის
გამგებლის ვაჟზე,მუღის ედ -დინზე.(თურქზე) ·
ამ ქორწინებიდან რუსუდანს
ქალ-ვაჟი-თამარი და დავითი შეეძინა; |
|
ჯალალედინი ·
1225 წელს ქართველებს ახალ მტერთან,ხორეზმშაჰ ჯალალ ად-დინთან მოუწიათ დაპირისპირება. ·
ცენტრალური აზიიდან მონღოლების მიერ გამოდევნილმა
ხორეზმშაჰმა დროებით შეძლო ირანის დიდი ნაწილის
დამორჩილება; ·
მან დამამცირებელი წერილი
გაუგზავნა რუსუდანს დამოჩილების მოთხოვნით.(გაიხენე რუქნ ად -დინის წერილი თამარს) ·
იმავდროულად სხვა მუსლიმ გამგებლებსაც მიმართა მოწოდებით,ერთად მოეღოთ ბოლო რეგიონში
ქრისტიანული საქართველოს დომინირებისათვის; ·
ქართული სამეფოს მესვეურნი სერიოზულად არ მოეკიდნენ
ხორეზმშაჰის მუქარას და საპასუხო წერილში შეახსენეს,თუ როგორი მარცხი აწვნიეს მონღოლებმა
მამამისსა და მას საკუთარ სამეფოში; ·
ყოველივე ეს ადასტურებდა,რომ საქართველოში არ ჰქონდათ მკაფიო წარმოდგენა
იმის შესახებ,თუ რა ძალას წარმოადგენდა ჯალალ;
ად -დინი; ·
1225
წლის შემოდგომაზე ჯალალ ად-დინი შემოიჭრა ქართული სამეფოს
საზღვრებში; ·
გადამწყვეტი ბრძოლა სომხეთში,გარნისთან (!) შედგა; ·
ქართველთა ლაშქრის მეთაურობის უნიათობის გამო,ქართველები დამარცხდნენ; ·
მალე ჯალალ ად -დინმა აიღო
თბილისიც და სასტიკად გაუსწორდა ადგილობრივ მოსახლეობას;(!) ·
თბილისელი მუსლიმებიც კი,რომლებმაც უღალატეს ქართველებს და გვერდში
დაუდგნენ ჯალალ ად-დინს,შემდეგ ნანობდნენ საკუთარ საქციელს,ვინაიდან ისინიც არ დაინდეს; ·
სამეფო
კარი დასავლეთ საქართველოში,ქუთაისში გაიხიზნა; ·
ჯალალ
ად-დინმა დალაშქრა ქართული სამეფოს სხვა პროვინციებიც; ·
შემდგომ
ხორეზმშაჰმა კიდევ ერთხელ მე-2-დ ილაშქრა
საქართველოში და სასტიკად დაარბია ქვეყანა; ·
ჯალალ ად-დინმა,გაუაზრებელი პოლიტიკის გამო,როდესაც
ის ერთნაირად უსწორდებოდა ქრისტიანებსაც და მუსლიმებსაც,მალე დაკარგა მოკავშირეები
და პრაქტიკულად მარტო აღმოჩნდა რეგიონში
ისევ გამოჩენილი მონღოლების წინაშე საბოლოოდ,ის იძულებული გახდა გაქცევით ეშველა
თავისთვის და 1231 წელს ყველასგან მიტოვებული ხორეზმშაჰი გაძარცვის მიზნით მოკლეს; |
|
მონღოლთა მიერ აღმოსავლეთ საქართველოს
დაპყრობა ·
ჯალალ ად-დინის დაღუუპვამ ქართულ სამეფო კარს საშუალება
მისცა ეზრუნა ქვეყნის აღდგენაზე; ·
მაგრამ მალე,1235 წელს კავკასიაში გაცილებით უფრო ძლიერი ძალა, მონღოლები
გამოჩნდნენ; ·
ქართველების წინააღმდეგობა ამაო გამოდგა და აქაც კიდევ ერთხელ გამოიკვეთა ქართველი მხედართმთავრების
არგამჭრიახობა,ფეოდალთა ცენტრიდანული მისწრაფებები; ·
მონღოლებმა
დაარბიეს აღმოსავლეთ საქართველო,მაგრამ არ გადასულან დასავლეთ
საქართველოში ·
დასავლეთ საქართველოში გახიზვნით სამეფო კარმა პრაქტიკულად უარი თქვა მონღოლთა
წინააღმდეგ ბრძოლის ორგანიზებაზე; ·
დიდებულების
უმეტესობა საკუთარ ციხეებში ჩაიკეტა და იქიდან
ადევნებდა თვალს სიტუაცის განვითარებას; ·
ამგვარ ვითარებაში მონღოლებმაც
შესაფერისი ტაქტიკა აირჩიეს,ჯარი ცალკეულ რაზმებად დაყვეს და სხვადასხვა მხარეს შეუსიეს
.ფეოდალების უმრავლესობამ
დანებება გადაწყვიტა;(!) ·
მხოლოდ ივანე-ყვარყვარე ჯაყელ-ციხისჯვარელმა
გააგრძელა ბრძოლა,მაგრამ მალე ისიც დამორჩილდა დამპყრობლებს; ·
რუსუდანი
იძულებული გახდა ხელშეკრულება დაედო მონღოლებთან მათი მოთხოვნის საფუძველზე; ·
ამ ხელშეკრულების მიხედვით,საქართველო აღიარებდა მონღოლი ყაენის უზენაეს ხელისუფლებას; ·
ქართული ხელისუფლება იარსებებდა აღმოსავლეთ
საქართველოში,ანუ მონღოლების დაპყრობილ ტერიტორიაზე,მაგრამ აქვე დაბანაკდებოდნენ
მონღოლი მოლაშქრეები; ·
დარბევას გადარჩენილი დასავლეთ საქართველო ინარჩუნებდა დამოუკიდებლობას; ·
საქართველოს ყაენისთვის უნდა გადაეხად ყოველწლიური ხარკი
50 000 პერპერა(ოქროს ფული) ·
მონღოლები აღიარებდნენ დავით მე-6-ს ,რუსუდანის ვაჟს,მთელი საქრთველოს მეფედ. ·
მაგრამ სამეფო კარის აღმოსავლეთ საქართველოში დაბრუნების
შემდეგ,აქ დაბანაკებულმა მონღოლთა მეთაურებმა
არ მოინდომეს ხელშეკრულების ამ ბოლო პუნქტის შესრულება; ·
დავით მე-6 იძულებული გახდა ოქროს ურდოს მბრძანებელს ბათუ ყაენს
ხლებოდა,ამან კი ის დიდი ყაენის კარზე გააგზავნა,სადაც საქართველოს ტახტის მაძიებელს 2 წელი
მოუწია ყოფნა(!) ·
სწორედ ამ ხანებში,1245 წ მძიმედ დაავადებული რუსუდანი
გარაიცვალა ·
სამეფო
ტახტი ისევ ცარიელი აღმჩნდა; ·
დამპყრობლების მიერ დამყარებული რეჟიმი მეტად მძიმე
იყო და დამანგრეველი შედეგები მოჰქონდა ქვეყნისთვის;ამას
თან ერთვოდა უმეფობა ·
ქართველმა დიდებულებმა
მდგომარეობის გამოსწორება სცადეს და მოაწყვეს ე.წ. „კოხტას თავის“ შეთქმულება
(ნახე: ცოტნე დადიანი) ;შეთქმულება წარუმატებლად დასრულდა; |
|
საქრთველო მონღოლთა გამგებლობის
ხანაში ·
მონღოლური
სახელმწიფო სამხედრო ორგანიზაციას
ემყარებოდა; ·
სახელმწიფოს სტრუქტურა და წესწყობილება მთლიანად სამხედრო
ხელისუფალთა მიერ კონტროლდებოდა; ·
საქართველოშო ,საპრისპიროდ, სამხედრო ხელისუფლება
ემორჩილებოდა სამოქალაქო მმართველობას,რომლის სათავეშიც მწიგნობართუხუცესი იდგა; ·
მოღოლთა სამხედრო მმართველობის პირობებში მწიგნობართუხუცესის
პოსტის მნიშვნელობა თანდათანობით დაკნინდა; ·
მალე ეგარსლან ბაკურციხელმა,მონღოლთა სამსახურში ჩამდგარმა შედარებით დაბალი წარმომავლობის სამხედრო პირმა,პრეტენზია განაცხადა
ქვეყნის ერთპიროვნულ მმართველობაზე; ხ ·
მონღოლებმა დაიწყეს
აღმოსავლეთ საქართველოს ადმინისტრაციული რეორგანიზაცია; ·
ქვეყანა დაიყო 8 სამხედრო რეგიონად,ანუ დუმნად,რომელთა
სათავეშიც ქართველი კოლაბორაციონისტი ფეოდალები დააყენეს; ·
დუმნებად ქვეყნის დაყოფა დიდხანს არ შენარჩუნებულა; ·
ეს ახლად შემოღებული მმართველობის სისტემა ადგილობრივ სამხედრო ხელისუფალთა (ერისმთავართა) ბატონობას ამყარება,რაც
მკვეთრად ეწინააღმდეგებოდა ქართულ სახელმწიფოებრივ ტრადიციებს; ·
მეფის
არყოფნა ქვეყანაში და დუმნებად დაყოფა მიუღებელი იყო ქართველებისათვის; ·
მონღოლებმა თითოელ მთავართან ცალკე ურთიერთობა დაამყარეს;ამ ვითარებაში
საერთო საქვეყნო ინტერესს აღარავინ გამოხატავდა;(!) ·
სწორედ ამიტომ,პირველ რიგში, საჭირო იყო საქრთველოს ტახტის ლეგიტიმური მემკვიდრის
მოძებნა; ·
რადგანაც არაფერი არ ისმოდა დიდი ყაენის კარზე წასულ
რუსუდანის ვაჟ დავით მე-6 -ისგან,დიდებულთა
არჩევანი ლაშა-გიორგის უკანონო ვაჟზე,დავითზე შეჩერდა,რომელიც უკვე კარგა ხანია,რუსუდანის ბრძანებით,იკონიაში,რუმის საულთნოში იყო გასახლებული; ·
დავით
ლაშას ძეს ამალით ასევე მოუწია დიდი ყაენის კარზე წასვლა; ·
ადგილზე ჩასულს რუსუდანის
ვაჟი დავით მე-4 დახვდა; ·
ამდენად,საქართველოს ტახტზე ორი მემკვიდრე აცხადებდა
პრეტენზიას; ·
ლაშა
გიორგის ვაჟის მომხრეებმა დიდ ყაენს სთხოვეს საკითხი გადაეწყვიტა მონღოლური სამართლის მიხედვით; ·
ყაენმაც უპირატესობა უფროსს ,ლაშა გიორგის ვაჟს მიანიჭა,რომელიც
აღიარეს საქართველოს მეფედ,მაგრამ ამასთანავე მეფის ტიტული უბოძეს რუსუდანის ვაჟსაც;(!) ·
ლაშა - გიორგის
ვაჟი,დავით მე 7-ის სახელით,ცნეს მთავარ მეფედ,ხოლო რუსუდანის ვაჟი დავით მე-6,უმცროს
მეფედ; ·
ეს წააგავდა მონღოლეთის იმპერიაში არსებულ
სიტუაციას,სადაც ძმებს,ოთხ ყაენს შორის ერთი იყო დიდი ყაენი; ·
შემდეგში დავით მე--ს დავით ულუ(უფროსი) უწოდეს ,ხოლო დავით მე-6-ს
დავით ნარინი(უმცროსი) ხ ·
აღწერით
განისაზღვრა,რომ თუ ცხრა საგლეხო კერიდან საქართველო გამოიყვანდა
ერთ მეომარს(ჩათვლილი იყო არაქართველი მოსახლეობაც),მაშინ მათი რიცხვი
90 000 იქნებოდა; ·
ეს რიცხვი აჩვენებს,რომ ქვეყნის მოსახლეობა მრავალრიცხოვანი
იყო ხ ·
მონღოლთა გადასახადები მძიმე ტვირთად დააწვა მოსახლეობას; ·
გასახადის აკრეფის პროცესი დარბევას წააგავდა; ·
მონღოლი მოხელეები, ბასკაკები,ერთი და იგივე გადასახადს
რამდენჯერმე კრეფდნენ(არ იყო გადასახადის
აკრეფის ვადები დადგენილი) ·
ნაწილობრივ ამით აიხსნება გაუთავებელი აჯანყებები მონღოლთა წინააღმდეგ ხ ·
მონღოლები ირანში ატარებდნენ გლეხის მიწაზე მიმაგრების
პოლიტიკას; ·
გაქცეულებს ძალით აბრუნებდნენ; ·
ამ წესების
დანერგვას არაერთი აჯანყება მოჰყვა საქართველოს
მთიან ნაწილში; ხ ·
ფეოდალები მიწას ყიდდენ,რათა ნაკლები გადასახადი ეხადათ
მონღოლებისათვის; ·
მიწის ფასი მკვეთრად დაეცა; ·
ქვეყანაში შემცირდა ფულის მასა;
ხარკის სახით ქვეყნიდან დიდძალი რაოდენობის
ფული გადიოდა ·
სამეფო ხაზინაც ცარიელდებოდა; ·
მონღოლებმა არ
დაბეგრეს საეკლესიო მიწები ·
ამის გამო,ქართული სამეფო კარი ამ მიწების უკან დაბრუნებას
და ერთგული ფეოდალებისთვის გადაცემას ცდილობდა;ეს იწვევდა
სამეფო კარის და ეკლესიის დაპირისპირებას; ·
მონღოლთა ბატონობის პერიოდში განსაკუთრებით მძიმე დარტყმა მიიღეს ქალაქებმა; ხ ·
ომი
მონღოლთა იმპერიისთვის ყველაზე შემოსავლიან საქმედ ითვლებოდა; ·
მონღოლები საკუთარ ლაშქარში
ძალით რთავდნენ დაპყრობილი ქვეყნების შრომისუნარიან მოსახლეობას ,ისინი უკან
აღარ ბრუნდებოდნენ; ·
ქვეყნები შრომისუნარიანი მოსახლეობისგან იცლებოდა; ·
ეკონომიკა კნინდებოდა;კულტურა ქვეითდებოდა ·
საქართველო მონღოლებმა აიძულეს ცოცხალი ძალით დახმარებოდა მათ მრავალრიცხოვან
ომებში; ·
ასე იყო 1249 წელს ირანში
დაწყებულ შვიდწლიან ომში(ეს ომი ჰულაგუიანთა(ილხანთა) მონღოლური სახელმწიფოს
შექმნით დასრულდა და საქართველო მას დაექვემდებარა; ·
ასე იყო ბაღდადის წინააღმდეგ
ომში; ·
ასე იყო ეგვიპტის წინააღმდეგ
ომებში; ·
ასე იყო ოქროს ურდოს წინააღმდეგ
ომებში; ·
ამ ომებში
ბევრი ქართველი დაიღუპა;(სხვის ომებში იღუპებოდნენ) ხ ·
გაუსაძლის პირობებს მოჰყვა ჯერ დავით ნარინის აჯანყება
1259 წელს(!) ·
ხოლო შემდეგ დავით ულუს აჯანყებაც 1260 წელს(დავით ულუმ
უარი განცხადა ხლებოდა ჰულაგუ ყაენს ქართული ლაშქრით ეგვიპტის წინააღმდეგ
საბრძოლველად) ·
მონღოლებმა
საპასუხოდ კიდევ ერთხელ დაარბიეს ქვეყანა; ·
ამ ხანებში ორივე
დავითი დასავლეთ საქართველოს აფარებდა თავს; ·
აღმოსავლეთ საქართველოში მონღოლებმა დასვეს მათთვის
სანდო პირი ,წარმოშობით სომეხი შადინი;მისთვის ქვეყნის
გამგებლის წოდების მინიჭებასაც აპირებდნე,რაც აღმოსავლეთ საქართველოს დამოუკიდებლობის
უკანასკნელი ნარჩენების მოსპობის ტოლფასი იყო; ·
დავით
ულუმ ამ პირობებში ამჯობინა მოლაპარაკებებზე წასულიყო ჰულაგუ ყაენთან და ეახლა მას ირანში; ·
აჯანყების პატიების სანაცვლოდ ჰულაგუ ყაენმა დავით
ულუს მოსთხოვა ოქროს
ურდოს წინააღმდეგ მონღოლთა ჯარში ქართველებთან ერთად გასვლა; ·
შენიშვნა: მონღოლთა ლაშქრობებში მონაწილეობის ვალდებულების
გამო ქართველი მეფეები ხანგრძლივი დროის მანძილზე არ იმყოფებოდნენ ქვეყანაში,რაც
ასევე ხელს უწობდა სამეფო ხელისუფლების დასუსტებას; |
|
ოსები ·
ბრძოლა ოქროს ურდოსა და ილხანთა შორის, ფაქტობრივად, აზერბაიჯანის დაპატრონებისთვის დაიწყო,მაგრამ მალე მის
ორბიტაში საქართველოც მოექცა; ·
ოქროს ურდოს თავდასხმების თავიდან ასაცილებლად ჰულაგუ
ყაენმა გადაწყვიტა საფორტიფიკაციო ნაგებობებით
გაემაგრებინა მდინარე ჩაღან-უსუნის სანაპირო
ზოლი შირვანში,სადაც მუდმივად იდგებოდა
ჯარი; ·
ამ
გამაგრებულ ხაზს მონღოლურად სიბა
ეწოდებოდა ·
ქართველები ვალდებულები იყვნენ შემოდგომიდან ზაფხულის დასაწყისამდე აქ
ემსახურათ;(!) ხ · აღმოსავლეთ
საქართველო გახდა ოქროს ურდოსა და ილხანთა სახელმწიფოს დაპირისპირების ასპარეზი;(ბრძოლის ველი) · ოქროს ურდოს მთავარსარდლის,ბერქე ყაენის
შემოსევამ,მიუხედავად იმისა,რომ თბილისი არ აუღია,გამოუსწორებელი ზარალი მოუტანა ქვეყანას; · გაპარტახდა
მტკვის ხეობა,ივრისა და ალაზნის ველები; ·
ყურადღება: ოქროს ურდოსგან დევნილი
ოსები,ილხანთა ხელშეწყობით იწყებენ საქართველოს ტერიტორიაზე დამკვიდრებას;(!) |
|
სამცხის ჩამოშორება სეპარატიზმის გაღვივება ·
სამცხის მმართველს სარგის
ჯაყელს ურთიერთობა გაუფუჭდა დავით ულუსთან; ·
სარგის
ჯაყელი უშუალოდ დამორჩილდა ყაენს და სრული დამოუკიდებლობა მოიპოვა მეფისგან;სამცხე ჩამოშორდა საქართველოს; ·
ამ პერიოდში
საქართველო უკვე ისედაც გაყოფილი
იყო აღმოსავლეთ და დასავლეთ ნაწილებად; ·
მე-13 საუკუნისათვის კი აღმოსავლეთ საქართველოში ერთბაშად
3 მეფე იყო; ·
მთავრები
მონღოლთა პოლიტიკის სედეგად,საკუთარი პროვინციების პრაქტიკულად დამოუკიდებელ გამგებლებად
იქცნენ; ·
სამეფო დინასტიის
მონათესავე მთავრები მეფეებასაც კი უწოდებდნენ საკუთარ თავს; |
|
დავით ნარინის პოლიტიკა ·
დასავლეთ საქართველოში,ლიხთიმერეთში,გადასული დავით ნარინი გაცილებით უფრო წიმდახედულ პოლიტიკას ატარებდა
ვიდრე მისი ბიძაშვილი დავით ულუ; ·
დავით ნარინი ილხანთა მოწინააღმდეგე სახელმწიფოებთან ქმნიდა ალიანსებს; ·
ამის დასტურია ორჯერ 1264/65 და 1268 წლებში ელჩობის
გაგზავნა ილხანთა მოწინააღმდეგე ეგვიპტის გამგებელთან ·
დავით მე-6(ნარინი) იყენებდა შინა წინააღმდეგობებს
მონღოლთა სახელმწიფოში; ილხანებთან
დაპირისპირებული სამეფო საგვარეულოს წარმომადგენლები,დიდებულები და მხედართმთავრები ხშირად პოულობდნენ თავშესაფარს იმერეთში; ·
დავით ნარინი ასევე აქტირად მონაწილებდა ტრაპიზონის
იმპერიაში მიმდინარე მოვლენებში; |
|
დემეტრე მე-2 თავდადებული ,1270-1289 , მე-13 საუკუნე ·
დავით ულუ
1270 წელს გარდაიცვალა და ტახტხტზე მისი მცირეწლოვანი ვაჟი დემეტრე მე-2 (1270-1289)
აიყვანეს; ·
მეფის მცირეწლოვანების გამო რეგენტი გახდა სადუნ მანკაბერტელი;(!) ·
ამ პერიოდისთვის ქართული სამეფოს ტერიტორია მნიშვნელოვნად იყო შემცირებული; ·
აღმოსავლეთი საზღვარი გადიოდა ჩაღან-უსუნის მდინარეზე
შემახის რეგიონში(თანამედროვე აზერბაიჯანი) ·
ანისი და ყარსი ისევ საქართველოს ეკუთვბოდა,მაგრამ
ხლათი და მანასკერტი აღარ ითვლებოდნენ საქართველოს
ვასალებად ·
იმერეთი
კარგა ხანი იყო აღარ ემორჩილებოდა აღმოსავლეთ
საქართველოს მეფეს; ·
სამცხეც
არ ემორჩილებოდა მეფის კონტროლს; ხ ·
დემეტრე მე-2-ის
დროს ილხანთა(მონღოლთა) ირანი გააფთრებულ ბრძოლას აწარმოებდა მამლუქთა
ეგვიპტის წინააღმდეგ; ·
ეს ბრძოლა მონღოლთათვის წარუმატებელი აღმოჩნდა; ·
ეგვიპტელებმა
აინიჯალუთის ბრძოლის
შემდეგ (1260) კიდევ ორჯერ 1277, და 1281 წელს სასტიკი
მარცხი აწვნიეს ილხანთა ლაშქარს,რომლის
შემადგენლობაში ქართველებიც იბრძოდნენ; ·
მე-13 საუკუნის 80-იანი წლების
ბოლოს მონღოლებმა კიდევ ერთხელ ჩაატარეს მოსახლეობის აღწერა; ·
შედეგმა ცხადყო,რომ ილხანთა სამფლობელოების დიდი ნაწილი,საქართველოს
ჩათვლით,გაპარტახებული იყო; ·
განსაკუთრებით მძიმე ვითარება იყო კახეთსა
და ჰერეთში,რომელიც ოქროს ურდოსა და ილხანთა სახელმწიფოებს
შორის ბრძოლის ველად იყო ქცეული; ·
დემეტრე
მე-2 შეეცადა დანგრეული ქვეყნის აღდგენას,დაცლილი სოფლების ხელახლა დასახლებას.ის
ეწეოდა აღმშენებლობით საქმიანობასაც; ·
თბილისში ,სამეფო სასახლის გვერდით მან ააგებინა მეტეხის ტაძარი,რომელიც არ
ჩამოუვარდებოდა საქართველოს ოქროს ხანის ხუროთმოძღვრების ბრწყინვალე ნიმუშებს
და დღემდე ამშვენებს
თბილისს; ხ ·
ამ პერიოდში ილხანთა სამეფო კარზე გაუთავებელი ქიშპი იყო ყაენის ტახტის დაკავებისთვის; ·
არღუნ
ყაენმა მოახერხა შეთქმულთა განადგურება,რმელთაც სათავეში
მონღოლი ბუღა ედგა; ·
ბუღასთან ახლო ურთიერთობა ჰქონდა დემეტრეს; ·
ყაენმა
დემეტრეს მოსთხოვა,ხლებოდა მას; ·
ნათელი იყო,რომ დემეტრეს,როგორც ამბოხებულთა მოკავშირეს სიკვდილით დასჯიდნენ; ·
სამეფო დარბაზმა
მეფეს ურჩია მთიანეთში გახიზვნა,მაგრამ დემეტრემ გადაწყვიტა წასულიყო ყაენთან; ·
ის
1289 წელს სიკვდილით დასაჯეს;(!) |
|
გიორგი მე-5 ბრწყინვალეს
მეფობა 1318- · 1318 წლიდან ერთპიროვნულად მეფობს
დემეტრე მე-2-ის
ვაჟი გიორგი მე-5 ·
ქვეყნის აღორძინებისა და ერთიანობის აღდგენის საქმეში
გაწეული ღვაწლისთვის,მას ბრწყინვალე უწოდეს(!); ·
ამ ხანებში ილხანთა
სახელმწიფოს რეალური გამგებელი პირველი ვაზირი ჩობანი
იყო ·
ჩობანს
ახლო ურთიერთობა აკავშირებდა გიორგისთან;ხშირად მიმართავდა
მას რჩევისათვის; ·
გარდა ამისა,ილხანთა სახელმწიფოს ძლიერება უკვე შერყეული იყო და მათი არმია აღარ წარმოადგენდა
იმ ძალას,რომელიც შიშის ზარს სცემდა ყველას; ·
ქართული არმია ილხანთა მნიშვნელოვან საყრდენად იცა ამ პერიოდში; ·
ჩობანთან
ახლო ურთიერთობა გიორგი მე-5-მ საქარტველოს ინტერესებისთვის გამოიყებნა; ·
გიორგი პრაქტიკულად
სრული დამოუკიდებლობით სარგებლობდა; ·
ქვეყანაში შემცირდა
მონღოლთა ჯარის რიცხვი 10 000-მდე (ესენიც საზღვრებთან იდგნენ) ხ ·
გიორგიმ ,პირველ რიგში,
გორიდან განდევნა იქ დამკვიდრებული ოსები; ·
მტკიცედ მოჰკიდა
ხელია) ქვეყნის
ერთიანობის აღდგენას,ბ)მეფის ხელისუფლების გაძლიერებას,გ)ადგილობრივი ფეოდალების
დამორჩილებას; ·
გიიორგიმ დიპლომატიური გზით შეძლო დასავლეთ საქართველოს შემოერთება; ·
1334 წელს გიორგიმ თვითონ დაადგინა გარდაცვლილი მთავრის
სარგისის შვილი ყვარყვარე სამცხის მთავრად.ეს სამცხეზე სამეფო ხელისუფლების აღდგენას
ნიშნავდა;(!) ·
შენიშვნა: მანდატურთუხუცესი ბექა ჯაყელი (სარგისის
მამა)გიორგის ბაბუა იყო (დედის მამა),თავად
ბექასთან იზრდებოდა; ·
ამ
ღონისძიებების შემდეგ ქართული სახელმწიფოს ერთიანობა ისევ აღდგა(!) ხ ·
გიორგი მე-5 -ს მეფობის ხანა
განსაკუთრებით საყურადღებოა საკანონმდებლო თვალსაზრისით;(!) ·
მეფემ განსაკუთრებული ყურადღება მიაქცია მთიელთა თემებს.
მთიანი რაიონებისთვის
შეიმუშავეს კანონთა კრებული „ძეგლისდების“(!) სახელწოდებით; ·
უმნიშვნელოვანესი დოკუმენტია „ხელმწიფის კარის გარიგება“;(!) ·
გიორგის დროს იჭრებოდა ქართული ფული „გიორგაულის“ სახელით; ·
გიორგის თანამედროვე ევროპელები თბილისზე წერდნენ“თვალსაჩინო,მჭიდროდ
დასახლებული,ყოველნაირი დოვლათით სავსე ქალაქი’’. ·
გიორგიმ
აღადგინა საქართველოს პოზიციები ტრაპიზონის იმპერიაში; ·
გაზარდა
საქართველოს პრესტიჟი მუსლიმურ ქვეყნებში; ·
გიორგის
თხოვნით,ეგვიპტის სულთანმა დაუბრუნა ქართველებს იერუსალიმის ჯვრის მონასტერი;ქართველებს მიეცათ სხვადასხვა
სახის პრივილეგიები იერუსალიმის წმინდა მიწაზე; ·
ილხანთა
სახელმწიფო,რომელიც მე-14 საუკუნის დასაწყისისათვის დაკნინების გზას
ადგა და 1335 წელს
საბოლოოდ დაიშალა;(!) ·
ცოტა
ხნით ადრე,30-იან წლებში საქართველომ ეუწყვიტა ხარკის გადახდა მონღოლებს
და ამით დასრულდა მონღოლთა საუკუნოვანი ბატონობა(!) ხ ·
რომის წმინდა საყდრის გადაწყვეტილებით,თბილისში სმირნიდან გადმოიტანეს კათოლიკური
ეკლესიის აღმოსავლეთის სამისიონერო ცენტრი,რაც მიუთითებს როგორც ქართული სამეფოს
სიძლიერეზე,ასევე მშვიდობაზე,ქვეყანაში ვაჭრობის განვითარების სარგებელსა და კათოლიციზმის
გავრცელების ხელსაყრელ პირობებზე; |
|
თემურ ლენგის შემოსევები ·
ქვეყნის სრულად აღდგენა ვერ მოხერხდადა მე-14 საუკუნის 80-იან წლებში ქვეყანა ვერ შეხვდა
სათანადოდ მომზადებული ახალ განსაცდელს; ·
ამ პერიოდიდან იწყება
თემურ ლენგის ლაშქრობები საქართველოში;(!) ხ ·
თემურ ლენგი გათურქებული მონღოლური ტომიდან
იყო; ·
ცენტრალურ აზიაში თემურმა შეძლო ძლიერი სახელმწიფოს შექმნა და ასევე დაეუფლა ილხანთა სამფლობელოების უმეტეს ნაწილს;(!) ·
თავდაპირველად თემურ ლენგი ოქროს ურდოს ყაენ თოხთამიშთან დაპირისპირების გამო შემოიჭრა კავკასიაში;(!) ·
1386 წელს ქალაქის დამცველთა წინააღმდეგობის მიუხედავად,თემურ
ლენგმა თბილისი აიღო; ·
თემურმა კიდევ
7-ჯერ ილაშქრა საქართველოში(სულ 8-ჯერ) ·
თემურ
ლენგის ლაშქრობები მანამდე განხორციელებულთა შორის ყველაზე დამანგრეველი იყო ქვეყნისათვის;(!) ·
ერთ-ერთი მისი
მიზანი იყო საქართველოს მოსახლეობის გამუსლიმება; ·
წინააღმდეგობის გამო,ის უმოწყალოდ ხოცავდა
ქრისტიანებს,ანგრევდა ეკლესია მონასტრებს და ,ამასთან ერთად ჩეხდა ბაღ -ვენახებს
გადარჩენილი მოსახლეობისთვის არსებობის წყაროს მოსასპობად; ·
სწორედ ამ პერიოდიდან ჩნდება ქართულ ენაში ტერმინები: ნაქალაქარი,ნასოფლარი,ნასახლარი,ნაფუძარი,ნავენახარი; ·
უკანასკნელი,მე-8 ლაშქრობისას,დასავლეთ საქართველოშიც გადავიდა და,სპარსი ისტორიკოსის
ცნობით“დაახლოებით 700 დაბა,ყანა და მონასტერი დაანგრია და გაძარცვა“. ·
1386-1403
წლამდე საქართველოს მხოლოდ რამოდენიმე წელი ჰქონდა მშვიდად ამოსუნთქვის საშუალება; ·
თემურის დატრიალებული უბედურება მხოლოდ საქართველოს
არ შეხებია;კავკასიის და ახლო აღმოსავლეთის დიდი ნაწილი
მისი შემოსევების შედეგად გავერანდა და გაუკაცრიელდა; ხ ·
1403
წელს გიორგი მე-7 თემურ ლენგთან ზავი დადო; ქართველთა მეფე კისრულობდა ხარკის გადახდას
და დამხმარე ჯარის გაყვანის ვალდებულებას იღებდა;თემური კი ცნობდა საქართველოს,როგორც
ქრისტიანული სახელმწიფოს არსებობას; ხ ·
თემურ ლენგი ნიჭიერი და გაბედული
მხედარტმთავარი იყო;ბრძოლისას იყენებდა გონებამახვილურ ხერხებს,ნერგავდა ახალ სამხედრო
ტაქტიკას; ·
ამასტან,მისი სისასტიკე ყოველგვარ ზღვარს
აჭარბებდა;ის ტყვეების მოჭრილი თავებისგან კოშკებს აგებდა და მათ ცოცხლად მარხავდა; ·
თემურ ლენგის შემოსევები მძარცველური ხასიათის იყო; ოსტატები,ხელოსსნები,მხატვრები
მწიგნობრები დაა.შ მას ტყვედ მიჰყავდა ცენტრალურ აზიაში და თავისი სამეფოს ინტერესებისთვის
იყენებდა; ·
ასევე თავისი
სახელმწიფოს ცენტრში ეზიდებოდა ნაძარცვ ქონებას; ·
დაპყრობილი
ქვეყნების მიწებს ის თავის საგვარეულოს წარმომადგენლებს და ერთგულ ქვეშევრდომებს
ურიგებდა; ·
მიწების მფლობელები სარგებლობდნენ ადმინისტრაციული,სასამართლო
და საგადასახაგო შეუვალობით სამაგიეროდ,საკუთარი ჯარით უნდა ხლებოდნენ თემურს ლაშქრობაში; თემურის მიერ ნაწილ-ნაწილ
დარიგებული ტერიტორიები არ წარმოადგენდა ერთიან სახელმწიფო ორგანიზმს; ამიტომაც ეს უზარმაზრი ,შეკოწიწებული სახელმწიფო მისი
შემქმნელის სიკვდილისთანავე(1405 წ) დაიშალა |
Комментарии
Отправить комментарий