არაბები , პატრონყმობა საქართველოში,საქართველოს გაერთიანება-მოვლენები,თარიღები
ისლამი ·
სამ მსოფლიო რელიგიას შორის (ბუდიზმი,ქრისტიანობა,ისლამი)
ისლამი ყველაზე ახალგაზრდაა; ·
ისლამი წარმოიქმნა
არაბეთის ნახევარკუნძულზე
მე-7 საუკუნის პირველ ნახევარში; ·
არაბეთის ნახევარკუნძული ძირითადი ნაწილი,ზღვისპირა
რაიონების გარდა,უდაბნოს უკავია; ·
უდაბნოში ცხოვრობდნენ ბედუინთა(არაბ. უდაბნოს ხალხები) მომთაბარე
ტომემები; ·
დასავლეთ არაბეთის ზღვისპირა რეგიონებში არსებობდა
ქალაქებიც;მათ შორის უმნიშვნელოვანესი იყო საერთო-არაბული სავაჭრო და საკულტო ცენტრი
მექა და უფრო ჩრდილოეთით-იასრიბი(შემდგომ
მედინა) ·
მომთაბარე ბედუინები წარმართები იყვნენ; ·
შენიშვნა: ისლამის პერიოდში ისლამამდელი არაბების
რელიგიურ წარმოდგენებს ეწოდა „ჯაჰილია’’;ამ ტერმინს ფანატიკოსი
მუსლიმები დღესაც იყენებენ რჯულგანდგომილად მიჩნეული მუსლიმების,ასევე ათეისტური და რწმენის უარმყოფელი დასავლური სამყაროს
აღსანიშნავად. ·
წარმართი ბედუინები თაყვანს სცემდნენ მთვარესა და
მზეს; მათი ღმერთების პანთეონში ერთ-ერთი
უმაღლესი ღვთაება იყო ალაჰი,რომელიც შემდეგომ ისლამში ღმერთის სახელწოდებად იქცა; ხ ·
ქალაქი მექა
წინამუსლიმურ ხანაშიც უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებდა; ·
ქალაი ითვლებოდა წმინდა ტერიტორიად და ხელშეუხებლად; ·
იქ არსებული ქააბას ტაძარი კი-საერთო არაბულ სამლოცველოდ. ·
მექა საქარავნო-სავაჭრო
გზების გზაჯვარედინი იყო .აქ იმართებოდა ყოველწლიური ბაზრობა; ·
მის მახლობლად ჩამოედინებოდა წმინდა წყარო (ზემზემის
ჭა). ·
მექის მოლოცვა(„ჰაჯი“)
ისლამამდელ არაბეთშიც განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელი იყო,რამაც ისლამში სავალდებულო ხასიათი შეიძინა. ·
ისლამამდელ ხანაში არაბეთის ნახევარკუნძულზე ცხოვრობდნენ ქრისტიანებიც
და იუდეველებიც; ·
ჩრდილოეთით სირიის საზღვრებთან ფართოდ იყო გავრცელებული
ქრისტიანობა; ·
არაბეთის ნახევარკუნძულზე ქრისტიანები,განსხვავებით
ებრაელებისაგან, ერთიან თემებად ცხოვრობდნენ( მაგ. ქალაქ იასრიბში) ·
ხოლო ქრისტიანები,რომელთა ძირითადი ნაწილი ბიზანტიიდან გამოდევნილი სექტანტები იყვნენ,ცალ-ცალკე ცხოვრობდნენ
და არ ქმნიდნენ ერთიან თემს; |
მუჰამედი ·
ისლამის შემქმნელი მუჰამადი დაიბადა დაახლოებით
570 წელს მექაში,იქ გაბატონებული კურაიშის ტომის,ჰაშიმის გვარის ხელმოკლე ვაჭრის
ოჯახში; ·
ის ადრე დაობლდა; ბავშვობაში მუჰამადი სავაჭრო ქარავნებს
დაჰყვებოდა სირიაში. ·
მუსლიმური გადმოცემით აქ ქრისტიანმა ბერმა,ბაჰირამ მასში ამოიცნო მომავალი წინასწარმეტყველი. ·
მუჰამედი ხშირად საუბრობდა რელიგიაზე ქრისტიანებთან
და იუდეველებთან; ·
თავდაპირველად მას არ ჰქონდა ნათლად წარმოდგენილი
განსხვავება იუდაიზმსა და ქრისტიანობას შორის; ·
მუჰამედისთვის მთავარი ჩანდა ამ რელიგიების მონოთეისტური იდეა და წარმოდგენა იმის თაობაზე,რომ მათი
მიმდევრები ღმერთის „სიტყვას’’
მოციქულთა მეშვეობით იღებდნენ;(!) ·
მუჰამედი ხშირად განმარტოვდებოდა ხოლმე მექის მახლობლად
მთებში,მათ შორის ჰირას მთის გამოქვაბულში,სადაც
ჰქონდა ხილვები და ესმოდა ზებუნებრივი ხმები. ·
ისლამური რწმენით მას ესაუბრებოდა მთავარანგელოზი
ჯაბრაილი(ბიბლიური გაბრიელი),რომელიც
ალაჰის სიტყვას გადასცემდა მას; ·
მუჰამედს ევალებოდა ამ სიტყვების დამახსოვრება და
შემდეგ ადამიანებისთვის იმის ქადაგება,რასაც ღმერთი ასწავლიდა. ·
მუჰამედმა დაიწყო თავისი სარწმუნოების მექაელთა შორის
ქადაგება.ის მოუწოდებდა მექაელებს,უარი ეთქვათ
მრავალღმერთიანობაზე და ეწამათ ერთადერთი ღმერთი-ალაჰი,რომელიც ყოველივეს შემოქმედი
იყო. ·
წარმართ მექელებს ის განკითხვის დღის შემზარავ სურათებს
უხატავდა,როდესაც ალაჰი თითოეულს მოჰკითხავს,თუ რა ჩაიდინა და ამის მიხედვით მიუზღავს. ·
ღვთისმოსავებს სამოთხე ელით,წარმართებს და ურწმუნოებს-ჯოჯოხეთის
ცეცხლი და საშინელი ტანჯვა-წვალება. ·
მუჰამადის იდეებიი ახალი არ იყო.ამასვე ქადაგებდნენ
იუდეველები და ქრისტიანები; ·
მუჰამადი ამბობდა,რომ ალაჰი იუდეველებისა და ქრისტიანების
ღმერთიცაა,მაგრამ მათ დაივიწყეს თავიანთი
მოციქულებისგან,მუსასაგან(მოსე) და ისასაგან(იესო ქრისტე) მიღებული ჭეშმარიტი რწმენა და დაამახინჯეს ის; ·
მუჰამადი
იმედოვნებდა,რომ იუდეველები და ქრისტიანები მას ახალ მესიად აღიარებდნენ,მაგრამ ეს
ასე არ მოხდა; ·
ამიტომაც,მიუხედავად პატივისცემის გამოვლენისა „საღვთო
წერილის ხალხების“(ანუ იუდეველების და ქრისტიანების) მიმართ,მუჰამადი მაინც მოითხოვდა მათ დამორჩილებას; ·
მექაში მუჰამადს ძლიერი მოწინაღმდეგეები გამოუჩნდნენ
და ის იძულებული გახდა თავშესაფარი ქალაქის ფარგლებს გარეთ ეძია; ·
ისრიბელებთან მოლაპარაკების შედეგად,622 წელს ის თავის თანამოაზრეებთან ერთად გადასახლდა
ამ ქალაქში,რომელსაც შემდგომ მედინა- ანუ მოციქულის
ქალაქი ეწოდა; ·
დაიმახსოვრე : 622 წელი „ჰიჯრის“- ანუ გადასახლების წელია და მუსულმანური კალენდრის
ათვლის წლად ითვლება;(!) ·
მედინაში ამ დროს 2 ებრაული
და სამი არაბული ტომი სახლობდა;იყვნენ ქრისტიანებიც; ·
აქ მუჰამედი უბრალო მქადაგებლიდან თემის ლიდერად გადაიქცა,რომელიც
თავიდან მუსლიმების გარდა მოიცავდა მთელ მოსახლეობას: წარმართებს,იუდეველებს,ქრისტიანებს; ·
მუჰამედმა გამოაცხადა პრინციპი: „არ არის ძალდატანება რელიგიაში’’(ყურანი,სურა 2),რომლის
თანახმადაც მედინაში იქნებოდა სრული რელიგიური
შემწყნარებლობა და ყველას ექნებოდა უფლება,თავისუფლად ეღიარებინა თავისი რწმენა. ·
თუმცა,თანდათან ვითარება შეიცვალა.წარმართმა არაბებმა,რომელთათვისაც მეზობლად მოსახლე ებრაელებისა
და ქრისტიანების გავლენით უცხო არ იყო მონოთეიზმის იდეა,ადვილად მიიღეს ისლამი. ·
მაგრამ მედინას თემის ერთიანობისთვის მუჰამედს ასევე ესაჭიროებოდა ქრისტიანებისა
და,უპირველესად,ძლიერი ებრაული თემისაგან აღიარება,რასაც
მან ვერ მიაღწია; ·
ებრაელებისადმი მუჰამადის დამოკიდებულება მალე მკვეთრად
შეიცვალა,რაც განპირობებული იყო როგორც რელიგიური,ისე პოლიტიკური ფაქტორებით: ებრაელებმა მუჰამადი არ აღიარეს ახალ მციქულად და მალე კავშირიც
დაამყარეს მუჰამადის მტრებთან-მექელებთან; ·
ამის შემდეგ მუჰამადმა აიძულა
ებრაული ტომები,დაეტოვებინათ მედინა; ·
მედინაში მუჰამადი ერთდროულად აყალიბებს ახალი რელიგიის ძირითად დოგმებსა
და პრინციპებს და ქმნის სახელმწიფოს პოლიტიკური მოწყობის საფუძვლებს; ·
მედინაში აშენდა პირველი მეჩეთი,შეიქმნა
მუსლიმური რიტუალის-ლოცვის,განბანვის,მარხვის,სალოცავად მოწოდების,სავალდებულო
მოწყალების და სხვა საფუძვლები; ·
მუჰამადის ქადაგებებში ყალიბდებოდა მუსლიმური თემის ცხოვრების პრინციპები,მემკვიდრეობის გადაცემის,ქონების
გაყოფის,ქორწინების წესები. ·
ამდენად,მუჰამადმა საფუძველი ჩაუყარა ისლამური სახელმწიფოს როგორც
რელიგიური,ისე პოლიტიკური მოწყობის პინციპებს;(!) ·
სახელმწიფოებრივი მოწყობის მუჰამადისდროინდელი
თეოკრატიული იდეალი-სასულიერო და საერო სფეროების
სრული განუყოფლობა-დღესაც წარმოადგენს სხვადასხვა ისლამური მოძრაობების
იდეოლოგიურ საფუძველს; ·
მუჰამადს მალე მოუხდა მექელებთან შეიარაღებული დაპირისპირება. ·
აქ მან გამოავლინა როგორც
სამხედრო,ისე დიპლომატიური ნიჭი და 630 წელს დაიკავა მექა; ·
მცხოვრებთა უმეტესობა(მათ შორის ყოფილი მოწინააღმდეგეები)
მის მხარეს გადავიდა; ·
მუჰამადმა მექა
აქცია რელიგიურ ცენტრად,ხოლო ქააბას ტაძარი-ისლამის
მთავარ სალოცავად; ·
მექაში პილიგრიმობა-ჰაჯი,მუსლიმთა ერთ-ერთი მოვალეობა
გახდა. ·
მუჰამადის პოლიტიკური
გამჭრიახობა გამოვლინდა ლოცვის მიმართულების შეცვლაშიც. ·
ამიერიდან
მლოცველი პირით იერუსალიმის ნაცვლად მექისაკენ უნდა მდგარიყო; ·
ამ აქტით,ასევე მექის წმინდა ქალაქად და ქააბის ტაძრის
მუსლიმთა მთავარ სიწმინდედ გამოცხადებით,მან
ხაზი გაუსვა ახალი რწმენის საერთო არაბულ ხასიათს; ·
ახალმა
რელიგიამ დაქსაქსული არაბული ტომების გაერთიანების შესაძლებლობა შექმნა;(!) ·
მუჰამადი გარდაიცვალა მედინაში 632 წელს;(!) ·
მუჰამადმა
შექმნა არა მხოლოდ რელიგია,არამედ ახალი სახელმწიფოს საფუძვლები და მოამზადა პირობები არაბთა მომავალი ექსპანსიისათვის; |
ყურანი: ·
ყურანი მუსლიმთათვის მოციქულ მუჰამადის მიერ ნაქადაგები და წერილობით დაფიქსირებული
„ზეგარდმოვლენილი’’ საღმრთო წიგნია; ·
შედგება
114 თავისაგან-სურისაგან,რომლებიც თავის მხრივ,იყოფა აიებად-ლექსებად; ·
ყურანის კანონიკური ტექსტი დადგინდა მუჰამადის გარდაცვალების
შემდეგ; ·
ყურანში უხვად
არის ელემენტები ბიბლიიდან და არაკანონიკური
სახარებებიდან; ·
ყურანი მოციქულებად აღიარებს
ბიბლიურ წინასწარმეტყველებს და იესო ქრისტეს,ხოლო მუჰამადი იწოდება უკანასკნელ მოციქულად,“მოციქულთა ბეჭდად“ ·
ყურანის ტექსტის
დიდი ნაწილი პოლემიკაა,დიალოგის ფორმით ალაჰსა და მოციქულის(მუჰამადის) მოწინააღმდეგეთა შორის,ან ალაჰის მოწოდება-დარიგებები
და მითითებები მუჰამადის მიმდევრებისადმი. ·
თუ მუჰამადის მოღვაწეობის მექის პერიოდის სურებში ძირითადი თემებია განკითხვის
დღე,კერპთაყვანისმცემელთა ძაგება,ერთღმერთიანობის ქადაგება და მუჰამადამდე მოღვაწე
წინასწარმეტყველთა ამბები,მედინის პერიოდის სურებში ძირითად ადგილს იკავებს
რელიგიურ-სამართლებრივი მითითებები,რომლებიც განსაზღვრავენ
მუსლიმთა ცხოვრების წესს და ქცევას,კულტის შესრულების წესებს; ·
ყურანში აისახა
მუჰამადის ბრძოლა წარმართობასთან,პოლემიკა
იუდაიზმსა და ქრისტიანობასთან; ·
ამ რელიგიებს ყურანი განიხილავს ისლამის წინამორბედ
და მასთან გენეტიკურ კავშირში მყოფ რელიგიებად; ·
ყურანის
მთავარი ბრალდება ქრისტიანობის მიმართ სამების დოგმატის
სახით ერთღმერთიანობის პრინციპიდან გადახვევაა; ·
მუსლიმური თვალსაზრისით, ყურანი მარადიული და შეუქმნელია.
მისი შეცვლა არავის შეუძლია და მუსლიმურმა თემმა მისი მითითებებით უნდა იხელმძღვანელოს; |
მუჰამადის მემკვიდრეები ·
მუჰამადის გარდაცვალების
შემდგომი 30 წელიწადი უდიდესი ძვრების ხანა
იყო ახლადშექმნილ არაბულ სახელმწიფოში; ·
ერთი მხრივ, მუსლიმებმა სწორედ ამ პერიოდში განახორციელეს დიდი დაპყრობები,ხოლო
მეორე მხრივ,სახელმწიფოში მუდმივი შინადაძაბულობა
იყო,რასაც შეეწირა მისი პრველი ოთხი
გამგებლიდან (ხალიფადან) სამი . ·
ისლამური სახელმწიფოს(სახალიფოს) სპეციფიკურობა მომდინარეობდა
მისი შექმნის პირობებიდან; რელიგია და სახელმწიფო
ერთობლივად,ერთმანეთისგან მოუწყვეტლივ ყალიბდებოდა. ·
მუჰამადი ერთდროულად
იყო უზენაესი რელიგიური და პოლიტიკური ხელისუფალი;როგორც ღმერთის მოციქული,ის
მიმდევრებს უქადაგებდა მასზე ზეგადმოვლენილ
რელიგიურ გამოცხადებას; ·
ამასთან ერთად,როგორც მუსლიმური თემის მეთაური ,ის
გამოსცემდა კანონებს,მიჰყავდა სასამართლო
პროცესები,კრეფდა გადასახადებს,აწარმოებდა ომებს და დიპლომატიურ მოლაპარაკებებს. ·
ადრინდელი ისლამისთვის დამახასიათებელი,რელიგიისა და სახელმწიფოს განუყოფლობის იდეა
დღესაც მნიშვნელოვან როლს ასრულებს სხვადასხვა ტიპის მუსლიმურ მოძრაობებში; ·
მუჰამადის მიერ სახელმწიფოს ჩამოყალიბებისას მიღებული გადაწყვეტილებები ყოველდღიურ პრობლემებს
უკავშირდებოდა და არ იყო ხანგრძლივ ვადაზე გათვლილი; ·
მაგ. ერთხელ მუჰამადმა ავადმყოფობის გამო ლოცვის წარმმართველის ადგილი დროებით დაუთმო თავის
ერთგულ მიმდევარს,აბუ ბაქრს,რომელიც
დიდწილად სწორედ ამ მიზეზით,მუჰამადის გარდაცვალების
შემდეგ,ხალიფად აირჩიეს(ჩვენი შიო). ·
მუჰამადის
შემდეგ,რომელსაც არ დარჩა ვაჟი მემკვიდრე,მუსლიმურ
სახელმწიფოს სათავეში ჩაუდგნენ ხალიფები(ხალიფა არაბულად ნიშნავს როგორც მოადგილეს,ისე
მემკვიდრეს); ·
პირველი
ოთხი ხალიფა არჩეული იყო,ხოლო შემდეგ დინასტიურმა პრიციპმა გაიმარჯვა; ·
პირველი ოთხი
ხალიფას დროს(აბუ ბაქრი(632-634),ომარი(634-644),
ოსმანი(644-656) და ალი (656-661)
დაიწყო არაბთა დაპყრობები; ·
ამ მხრივ განსაკუთრებით აღსანიშნავია
ენერგიული ომარის მმართველობის ხანა; ·
ამავე პერიოდში,შინადაპირისპირების შედეგად,ისლამი გაიყო ორ ძირითად მიმართულებად: სუნიზმად და შიიზმად; |
სუნიტები ·
სუნიტებად ითვლებოდნენ ისინი,ვინც აღიარებს პირველი ოთხი „მართლმორწმუნე“ ხალიფას კანონიერებას,მუჰამადის
გამონათქვამებისა და მასთან დაკავშირებული გადმოცემების(სუნა) უტყუარობას; ·
სუნიტური თვალსაზრისით,მოციქულ მუჰამადის სიკვდილის შემდეგ მუსლიმური თემის
პირდაპირი „კონტაქტი’’ ალაჰთან შეწყდა და მუსლიმთა ცხოვრება უნდა წარიმართოს ყურანისა და სუნის მითითებების საფუძველზე; ·
ყურანისა და სუნის სწორი განმარტება უზრუნველყოფილია
თემის ერთობლივი აზრით;ამ აზრს წარმოადგენენ
ყველაზე ავტორიტეტული სამართლისმცოდნე-ღვთისმეტყველები; ·
სუნიტების თანახმად,თეორიულად პოლიტიკური და სასულიერო ხელისუფლება ეკუთვნის
მულიმური თემის მიერ არჩეულ ადამიანს,რომელიც თავისი პირადი თვისებებით და ცოდნით
შესაფერისია იმისთვის,რომ განახორციელოს ცხოვრებაში ყურანის მიწერილობები; ხ ·
ამჟამად
სუნიტები შეადგენენ მსოფლიოს მუსლიმური მოსახლეობის დაახ. 80 %-ს |
შიიტები ·
სუნიზმისაგან განსხვავებით,შიიტები პირველი ოთხ ხალიფადან
აღიარებენ მხოლოდ ალის,ხოლო დანარჩენ
სამს უზურპატორებად თვლიან; ·
შიიტური თვალსაზრისით,მულიმური თემის უზენაესი ხელისუფალი უნდა იყოს მოციქულის შთამომავალი. ·
შიიტების შეხედულებით,პირაპირი
კონტაქტი ღმერთთან მუჰამადის შემდეგ არ შეწყვეტილა და ეს მისია დაეკისრათ
მოციქულის შთამომავლებს-იმამებს ; ·
შიიტები თავდაპირველად წარმოადგენდნენ პოლიტიკურ ჯგუფს,რომელიც თავიდანვე
მხარს უჭერდა ხალიფას ტახტზე მუჰამადის ბიძაშვილისა და სიძის,ალის კანდიდატურას; ·
სამხედრო პოლიტიკურმა წარუმატებლობებმა,ალის მკვლელობამ,მისი
ვაჟის ,ალ-ჰუსაინის ტრაგიკულმა დაღუპვამ(რაც შიიზმში მოწამეობრიობის კულტის საფუძველი
გახდა),სხვადასხვა აჯანყების მარცხმა და სხვა,ხელი შეუწყო შიიტთა წრეში რელიგიური
ძიებების განვითარებას,პოლიტიკური დაჯგუფებიდან
შიზმის რელიგიურ-პოლიტიკურ მიმდინარეობად ჩამოყალიბებას; ·
არსებობდა მრავალი შიიტური მიმდინარეობა.მათგან დღეს
ყველაზე მრავალრიცხოვანია იმამატების შტო,რომლებიც
ჩვეულებრივ შიიტებად მოიხსენიებიან; ·
იმამატები
აღიარებენ 12 იმამს ალის საგვარეულოდან. ·
მათგან უკანასკნელი,მათი
მრწამსით,მე-10 საუკუნეში გაუჩინარდა და ამჟამად „ფარულ“ მდგომარეობაშია; ·
ის მესიის მსგავსად,უნდა
დაბრუნდეს განკითხვის დღეს და სამართლიანობა დაამყაროს ამქვეყნად; ხ ·
შიიტები აბსოლუტურ უმრავლესობას შეადგენენ ირანის ისლამურ რესპუბლიკაში; ·
შიიტები მოსახლეობის
მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენენ ერაყში,ქუვეითში,ლიბანში; არაბთა
დაპყრობები ·
ისტორიის ასპარეზზე არაბთა გამოსვლის დროისათვის იმჟამინდელი
მსოფლიოს ორი უდიდესი იმპერია -ბიზანტია
და სასანიანთა ირანი ურთიერთბრძოლების შედეგად ძლიერ იყვნენ დასუსტებულნი. ·
გარდა ამისა,ამ იმპერიებში ცენტრალური ხელისუფლება ვერ აკონტროლებდა პროვინციებს; ხ ·
არაბებმა მოახერხეს
ირანის მთლიანად დაპყრობა და მისი ისლამიზაცია; ·
ბიზანტიას
კი სამფლობელოების დიდი ნაწილი წაართვეს; ხ ·
მე-8 საუკუნის დასაწყისისათვის არაბთა მუსლიმური იმპერია
გადაჭიმული იყო აღმოსავლეთით ინდოეთსა და ჩინეთამდე; ·
დასავლეთით ატალანტის ოკეანემდე; ·
სამხრეთიშ აფრიკის შავკანიანი მოსახლეობის ბინადრობის
ადგილებამდე; ·
ჩრდილოეთით ევროპაში პირენეს ქედამდე; ·
მუჰამადის სიკვდილიდან 100 წელიწადში არაბებმა საფრანგეთამდე
(ფრანკთა სამეფომდე) მიაღწიეს ,სადაც პუატიესთან 732 წელს მათი წინსვლა კარლოს მარტელმა
შეაჩერა. ·
არაბთა უზარმაზარი იმპერია გახდა ალექსანდრე მაკედონელისა
და რომის იმპერიების მემკვიდრე. ·
ამ იმპერიაში ისლამი იყო სახელმწიფო რელიგია ; ·
არაბულმა ენამ სწრაფად შეცვალა სხვა ენები; ·
ისლამის გავრცელება და არაბული იმპერიის ზრდა გაადვილა
დაპყრობილი ხალხების განწყობამ. ხ ·
ჩრდილო
-დასავლეთ აფრიკაში,ბერბერები,რომლებმაც
თავდაპირველად ძლიერი წინააღმდეგობა გაუწიეს არაბ დამპყრობლებს,შემდეგ შეუერთდნენ
მათ. ·
მათ
მიიღეს ისლამი და დიდად შეუწყვეს ხელი ეპანეთის დაპყრობას და მის კოლონიზაციას,ასევე
აფრიკის შავკანიანი ხალხების კოლონიზაციას და მოქცევას ისლამზე; ხ ·
სპარსელებმა
მათი იმპერიის განადგურების შემდეგ,სწრაფად დაივიწყეს დრომოჭმული ზოროასტრული რელიგია,გაითავისეს ისლამი და მისი
სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა და აქტიურად
ჩაერთნენ ისლამის გავრცელების პროცესში ცენტრალური აზიის შერეულ სპარსულ-თურქულ მოსახლეობაში; ხ ·
არაბული იმპერიის ცენტრში „ნაყოფიერი ნახევარმთვარის“ არამეულ ენაზე მოლაპარაკე ქრისტიანი ხალხებისა
და კოპტურ ენაზე მეტყველი ქრისტიანი ეგვიპტელებისთვის,რომლებიც დიდი ხნის მანძილზე
ექვემდებარებოდნენ სპარსულ და ბიზანტიურ იმპერიებს,ახალი დამპყრობელი(არაბები) ნაკლებად მომთხოვნი,უფრო მეტად ტოლერანტი და,შესაბამისად
უფრო მისაღები აღმოჩნდა; ·
შენიშვნა: "ნაყოფიერი ნახევარმთვარე", რომელსაც ხშირად "ცივილიზაციის აკვანს" უწოდებენ, აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვის რეგიონის ნახევრად წრიულ არეალს გულისხმობს. რეგიონში შედის ისრაელის, ლიბანის, იორდანიის, სირიის, ჩრდილოეთ ეგვიპტისა და ერაყის თანამედროვე ქვეყნების ნაწილები, ხოლო მის დასავლეთით მდებარეობს ხმელთაშუა ზღვის სანაპირო. რკალის სამხრეთით მდებარეობს არაბეთის უდაბნო, ხოლო მის სამხრეთ-აღმოსავლეთით სპარსეთის ყურეა. ·
ამ ქვეყნებში მოსახლეობის ისლამზე მოქცევა და არაბულ
იმპერიაში ჩართვა შედარებით იოლად განხორციელდა. ·
არაბული გადასახადები ბიზანტიურზე და სპარსულზე უფრო
დაბალი იყო,განსაკუთრებით-ისლამზე მოქცეული მოსახლეობისთვის;(სტიმული
ჰქონდატ ისლამზე გადასვლის) ·
არაბული იმპერია ერთნაირ ტოლერანტობას იჩენდა ნებისმიერი ქრისტიანული მიმდინარეობის მიმართრომლებიც
ბიზანტიის იმპერიაში მწვალებლურად იყო მიჩნეული და მათი მიმდევრები(სექტანტები) მკაცრად
იდევნებოდნენ(ანუ არაბი დამპყრობლები მოსახლეობას,სპეციალური
გადასახადების გადახდის პირობით,უფლებას უტოვებდნენ,შეენარჩუნებინათ
თავიანთი რწმენა). ·
შედარებით გაუმჯობესდა
ებრაელთა მდგომარეობაც,რომლებიც საკმაოდ შევიწროებული იყვნენ ბიზანტიისა და სასანიანთა
იმპერიებში; ·
დაპყრობილ ქვეყნებში ისინი ,ვინც არ მიიღებდნენ ისლამს(ქრისტიანები და იუდეველები) ვალდებულნი იყვნენ
გადაეხადათ სპეციალური გადასახადი-ჯიზია;(!)(ასე იყო საქართველოშიც) ·
მათთვის ასევე
დაწესებული იყო გარკვეული შეზღუდვები ტანსაცმელზე განმასხვაებელი
ნიშნების ტარება(გაიხსენე გერმანელი ფაშისტების მოთხოვნა და „დავითს ვარსკვლავი“),რელიგიური დღესასწაულების საჯაროდ აღნიშვნის აკრძალვა და
ა.შ) ·
მუსლიმური
ხელისუფლება კი მათ სიცოცხლის
და ქონების ხელშეუხებლობის გარანტიას აძლევდა;(!) ხ ·
არაბი მუსლიმი დამპყრობლებისთვის მსოფლიო სამ ნაწილად იყოფოდა: 1.
ისლამის ტერიტორია 2. ომის ტერიტორია,რომლის დამორჩილებაც
აუცილებელი იყო ომით 3.
ზავის ტერიტორია ·
ზავის ტერიტორიას
წარმოადგენდა ის ქვეყანა თუ ქალაქი,რომელიც უომრად დანებდებოდა არაბებს და ზავის
სანაცვლოდ კისრულობდა გარკვეული სახის ხარკის გადახდას. ·
არაბები ამ შემთხვევაში დამორჩილებულ ხალხებთან აფორმებდნენ
ხელშეკრულებას ე.წ. „დაცვის სიგელის “ სახით; ·
ასეთ „დაცვის სიგელი’’ გაფორმდა მე-7 საუკუნის შუა
ხანებში ქართლის საერისმთავროსთან; |
ომაიანთა და აბასიანთა სახალიფოები ·
ხალიფა ალის სიკვდილის
შემდეგ ხალიფატში ომაიანთა დინასტიის(661-750)
მმართელობა დამყარდა; ·
ხალიფა
მუავიამ სათავე დაუდო ომაიანთა სახალიფოს(ხალიფატს); ·
სატახტო
ქალაქი გახდა დამასკო; ·
ომაიანები წარმატებით ებრძოდნენ
ბიზანტიას და არაერთხელ შემოარტყეს ალყა კონსტანტინეპოლს; ·
დაიპყრეს ჩრდილოეთ აფრიკა; ·
711
წელს გადალახეს გიბრალტარის სრუტე და შეუდგნენ
ესპანეთის დაპყრობას; ·
ომაიანთა სახალიფო არაბული სახალიფო იყო;ომაიანთა მთავარ დასაყრდენს არაბული ტომები
წარმოადგენდნენ; ·
არაბები საკუთარი სამხედრო გარნიზონებისთვის,რომლებსაც
ევალებოდათ პროვინციების კონტროლი,აარსებდენ
ახალ ქალაქებს ან იყენებდნენ დაპყრობილებს; ·
ომიანთა
ხალიფატის დროს არაბები ყოველნაირად
ცდილობდნენ შეებნარჩუნებინათ სოციალური დისტანცია არაბებსა და არაარაბებს შორის,მაშინაც
კი როცა ისინი ისლამს იღებდნენ და არაბულ ენას სწავლობდნენ; ·
ისინი დაუშვებლად
მიიჩნევდნენ არაბი ქალის ქორწინებას არაარაბ მამაკაცთან,მაგრამ არა პირიქით; ·
არ ანიჭებდნენ
ახლადმოქცეულ მუსლიმებს თანასწორ სოციალურ,ეკონომიკურ და პოლიტიკურ უფლებებს; ხ ·
მდგომარეობა
შეიცვალა ხელისუფლების სათავეში აბასიანთა დინასტიის(750-1258)
მოსვლით,რაშიც განსაკუთებული წვლილი შეიტანეს
სპარსელებმა; ·
თანდათანობით განხორციელდა არაბული სახალიფოს ისლამურ სახალიფოდ
ტრანსფორმაციის პროცესი ; ·
არაბთა
პრივილეგიები დავიწყებას მიეცა;(ასე იყო სსრკ-ში; რუსები არ იყვნენ პრივილიგირებულები) ·
პირველ
რიგში საქმე ეხება სპარსელთა აღზევებას,რომლებმაც
უმნიშვნელოვანესი
როლი შეასრულეს არაბული სახალიფოს ისლამურად გარდაქმნაში,სახელმწიფო მმართველობის
სისტემის სრულყოფასა და კულტურულ განვითარებაში;(!) ·
აბასიანებმა სატახტო ქალაქი სირიიდან,დამასკოდან,გადაიტანეს ერაყში,რომელიც დიდი კოსმოპოლიტური იმპერიების ცენტრი იყო
ძველ ახლო აღმოსავლეთში; ·
ახალი
დედაქალაქი,ბაღდადი,ევფრატის დასავლეთ
ნაპირზე გაშენდა. ·
ბაღდადი სავაჭრო მაგისტრალების გზაგასაყარზე მდებარეობდა
; ·
სიმბოლური იყო ,რომ მის მახლობლად მდებარეობდა სასანიანთა ძველი სატახტო ქალაქის ,ქტესიფონის,ნანგრევები. ·
სწორედ ბაღდადში მეფობდნენ
5 საუკუნის განმავლობაში აბასიანები,თავიდან ,როგორც იმპერიის ეფექტიანი მმართველები,ხოლო
პოლიტიკური დაკნინების შემდეგ ,როგორც ნომინალური მმართველები,როდესაც რეალური ძალაუფლება
სამხედრო მეთაურების ხელში იყო; ·
ამდენად,მოხდა იმპერიის ცენტრის უფრო აღმოსავლეთით,ძველი
ირანული ცივილიზაციის სიახლოვეს გადანაცვლება; ·
დასრულდა
არაბთა მონოპოლია სახელისუფლებო თანამდებობებზე. ·
მაგ. ბარმეკიანთა
ირანული საგვარეულოს წარმომადგენლებს ეკავათ ვაზირის თანამდებობა და ხანგრძლივი დროის
მანძილზე მართავდნენ იმპერიას; ·
ითარგმნა სასანური თხზულებები; ·
აღორძინდა სასანური ტრადიციები და ძველი
სპარსული მოდელები გამოიყენებოდა როგორც სამეფო კარის ცერემონიებში,ისე იმპერიის
ადმინისტრირებაში; ·
ეს
ნიშნავდა არაბული ტომობრივი ტრადიციებიდან დაშორებას,რომლებსაც,ამ თვალსაზრისით,პრაქტიკულად
არაფრის მოცემა შეეძლოთ; ·
პირველად ისლამური სახელმწიფოს ისტორიაში ჩამოყალიბდა რეგულარული ჯარი სპარსული მოდელის
მიხედვით,რამაც შეამცირა აბასიანთა დინასტიის დამოკიდებულება არაბულ ტომობრივ საჯარისო
გაერთიანებებზე და შემდეგ დააკნინა არაბთა გავლენაც
სატახტო ქალაქში; ·
აბასიანი ხალიფა უკვე არაფრით ჰგავდა თავის წინამორბედ
ომიანთა ხალიფებს,რომლებიც ფაქტიურად
არაბული ტომების ბელადების მეთაური იყო;(!) ·
აბასიანი ხალიფა წარმოადგენდა ძველაღმოსავლური
სტილის ავტოკრატ მმართველს,რომელსაც პრეტენზია ჰქონდ საკუთარი ძალაუფლების ღვთიურ
წარმომავლობაზე,ეყრდნობოდა შეიარაღებულ ძალებს და მართავდა იმპერიას ორგანიზებული
ბიუროკრატიული აპარტით;(!) ·
აბასიანები შეეცადნენ ისლამური ერთიანობის ხაზგასმას,როგორც
უზარმაზარი იმპერიის გამაერთიანებელი ფაქტორისას; ·
აბასიანები
ხელს უწყობდნენ რელიგიისა და რელიგიური სამართლის მცოდნე ადამიანების წინწამოწევას
და მათი სახით საკუთარი ძალაუფლებისთვის რელიგიური საყრდენის შექმნას ·
ხალიფა ჰარუნ
არ -რაშიდის მმართველობის ხანა (786-809) მიჩნეულია აბასიანთა ხალიფატის ძლიერების მწვერვალად; ·
მას შემდეგ აბასიანთა ხალიფას ძალაუფლება თანდათან
კნინდება და სახალიფო იშლება; ·
ცენტრალიზებული
სახელმწიფოს ხანგრძლივი დროით შენარჩუნება შეუძლებელი აღმოჩნდა; ·
ჯერ კიდევ ჰარუნ არ რაშიდის დროს ესპანეთი და ჩრდილოეთ აფრიკა ფაქტობრივად დამოუკიდებელი
გახდა და მხოლოდ ნომინალურად აღიარებდა აბასიანთა ხალიფას
უზენაესობას. ·
მალე
ხალიფატს ჩამოშორდა ეგვიპტე
და სირია; ·
ირანისა
და ცენტრალური აზიის ტერიტორიებზე სხვადასხვა სახელმწიფოები შეიქმნა ადგილობრივი დინასტიებით სათავეში; ·
946
წელს სპარსული წარმოშობის შიიტმა ბუვეიანებმა აიღეს ბაღდადი; ·
მათ ხელი არ უხლიათ ხალიფასათვის,ის
მხოლოდ დანაწევრებული იმპერიის ნომინალურ მეთაურად დარჩა,როგორც ისლამის რელიგიური
ერთიანობის სიმბოლო;(!) ·
ამ დროიდან მოყოლებული,მონღოლთა მიერ ბაღდადის
აღებამდე(1258) ხალიფები,მცირე გამონაკლისის
გარდა ,მარიონეტებს წარმოადგენდნენ (ძირითადად თურქული წარმომავლობის ) სამხედრო
მეთაურების ხელში |
კულტურული ცხოვრება ბაღდადში აბასიდების
დროს ·
მე-10
საუკუნის ბაღდადი შეიძლება
ჩაითვალოს მსოფლიოს ინტელექტუალურ ცენტრად; ·
სწორედ ბაღდადში
სწავლობდნენ და იკვლევდნენ ანტიკურ (ბერძნულ) მემკვიდრეობას,მიმდინარეობდა მუსლიმური
რელიგიური ცოდნის ევოლუცია,ვითარდებოდა ლიტერატურა
და მეცნიერება; ·
პროცესში
ჩართულები იყვნენ მუსლიმები,ქრისტიანები და ებრაელები;არაბები და სპარსელები; ·
იწერებოდა
ყურანის განმარტებები; ·
შეიქმნა არაბული
ენის გრამატიკის პირველი სახელმძღვანელოები;ჩამოყალიბდა და დაიხვეწა მუსლიმური
საღვთისმეტყველო-სამართლებრივი სკოლები; ·
მიმდინარეობდა მთარგმნელობითი სამუშაოები.ითარგმნა არისტოტელეს,ჰიპოკრატეს,ევკლიდეს,პტოლემაიოსის
და სხვათა შრომები; ·
ბაღდადის მახლობლად აშენდა ობსერვატორია;აქ მოღვაწე გამოჩენილი მათემატიკოსის და ასტრონომის ,ალ-ხორეზმის
სახელიდან მოდის სიტყვა „ალგორითმი’’. ·
ხალიფა
ალ-მამუნმა ბაღდადში
„სიბრძნის სახლი’’ დაარსა,რომელიც უმნიშვნელოვანეს სამეცნიერო ცენტრად იქცა; ·
აქ მოღვაწე მეცნიერთა
დანიშნულება იყო,შეენარჩუნებინათ და ეთარგმნათ არაბულად მსოფლიო ინტელექტუალური მემკვიდრეობა; ხ ·
ნესტორიანული
მიმდინარეობის ქრისტიანმა ექიმმა ,იაჰია იბნ მასავაიჰმა(ევროპაში ცნობილი
იყო როგრც მესუა) მრავალი შრომა მიუძღვნა სხეულის ტემპერატურის
ცვალებადობას,ჰიგიენას,დიეტას. ·
მისი
ტრაქტატი ოფთალმოლოგიაში(თვალის მედიცინა) ისტორიაში პირველია. ·
მის მოწაფეს,ასევე ქრისტიან ჰუნაინ იბნ ისჰაკს,რომელიც შუა საუკუნების ლათინური თარგმანებით
იყო ევროპაში ცნობილი,არაბული მედიცინის
მამას უწოდებენ; ·
ჩამოყალიბდა სამედიცინო სამეცნიერო ენა. ითრგმნა ჰიპოკრატეს
ფიციც; ხ ·
განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ალ-კინდისა და ალ -ფარაბის მოღვაწეობა,რომლებმაც
განავითარეს არისტოტელესა და პლატონის იდეები; ხ ·
საზოგადოებრივი ბიბლიოთეკები ყველასთვის ღია იყო,ერთი
არაბული წყაროს მიხედვით „სამკითხველო ოთახები ყველგან იყო,შესვლისათვის გარკვეული
საფასურის გადახდის შემდეგ, მსურველს შეეძლო
აერჩია ნებისმიერი წიგნი წასაკითხად“. ·
წიგნების გადამწერები და კალიგრაფები
საყოველთაო პატივისცემით სარგებლობდნენ; ·
ბაღდადში იქმნებოდა
პოეზიისა და პროზის ბრწყინვალე ნიმუშები; |
არაბები ესპანეთში ·
არაბები მე-8 საუკუნის დასაწყისში შეიჭრნენ ესპანეთში და მალე თითქმის მთელი პირენეს ნახევარკუნძული დაიპყრეს; ·
მე-10 საუკუნეში
აქ შეიქმნა კორდობას სამირო,რომელსაც
სათავეში ომაიანთა დინასტიის წარმომადგენლები
ედგნენ; ·
შემდეგ აქ გაბატონდნენ ალმორავიდებისა და ალმოჰადების
დინასტიები(!) ხ ·
ქრისტიანებმა
1212 წელს მოახერხეს მუსლიმთა დამარცხება,რომლებმაც
მხოლოდ ქალაქი გრანადა(!) შეინარჩუნეს; ·
1492
წელს ეს ქალაქიც ესპანელთა ხელში გადავიდა; ხ ·
ესპანეთი
წარმოადგენდა ისლამური,ქრისტიანული
და ებრაული კულტურების შეხვედრის ადგილს;(!) ·
ურთიერთგავლენის
შედეგად იქმნებოდა
ხელოვნების უაღრესად საინტერესო ნიმუშები. ·
არაბული
გავლენით ქრისტიანული ესპანეთის არქიტექტურაში ხანგრძლივი დროის მანძილზე პოპულარული იყო ე.წ.
„მუდეჯარის’’ სტილი; ·
ინტენსიური იყო კულტურული ცხოვრება არაბულ ესპანეთში.აქ
ვითარდებოდა ცოდნის სხვადასხვა დარგი. ·
ითარგმნებოდა
ანტიკური(ბერძნული) მემკვიდრეობის საუკეთესო ნიმუშები.
მიმდინარეობდა მათი საფუძვლიანი შესწავლა და კვლევა; ·
არისტოტელეს,პლატონის და სხვათა შემოქმედებას შუა საუკუნეების ევროპა სწორედ
არაბული თარგმანების საშუალებით გაეცნო,რომლებიც შემდეგ ლათინურად ითარგმნა;(!) ხ ·
განვითარებული იყო საქალაქო ცხოვრება; ·
უმნიშვნელოვანეს
ქალაქს წარმოადგენდა კორდობა,რომელიც იმ დროის ევროპაში ერთ-ერთი უდიდესი და ყველაზე კოსმოპოლიტური(ეთნიკურად
და რელიგიურად მრავალფეროვანი) ქალაქი იყო;(!) |
ქალაქები და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები · არაბული იმპერიის შექმნამ წერტილი
დაუსვა ხანგრძლივ კონფლიქტს რომსა(შემდგომ ბიზანტიასა) და სპარსეთს შორის
ახლო აღმოსავლეთის
სავაჭრო გზების თაობაზე(აბრეშუმის გზა)(!) · პირველად ალექსანდრე მაკედონელის შემდეგ,ახლო აღმოსავლეთი,ცენტრალური აზია და აფრიკის ჩრდილოეთი სანაპირო გაერთიანდა ერთიან იმპერიულ და კომერციულ
სისტემაში;(!) ხ · ისლამური ცივილიზაცია ადრეული პერიოდიდანვე
საქალაქო ცხოვრებასა და ვაჭრობაზე ორიენტირებული იყო;(!) შენიშვნა:
მუსლიმები ვაჭრობას მისდევდნენ გაიხსენე
„ვეფხისტყაოსანი“-გულანშარო: „gardaxda. hkadres: `Cven varTo mobaRdadeni vaWarni, mahmadis sjulis mWiravni, arodes gvisvman maWarni, zRvaTa mefisa
qalaqsa savaWrod gardmonaWarni“ · მუსლიმური ქალაქები
იქმნებოდა და ვითარდებოდა არაგეგმიურად;მათში ვიწო ქუჩებით და უბნებით ერთმანეთს
ემიჯნებონენ სხვადასხვა ეთნიკური და რელიგიური ჯგუფები; · ისლამურ ქალაქში
ყოველთვის დომინირებდა საშუალო ვაჭართა კლასი; · ქალაქის
ხელისუფლება ჩვეულებრივ კონცენტრირებული
იყო მმართველის რეზიდენციაში,ქალაქიც ციტადელში,რომელიც აშენებული იყო ქალაქის ყველაზე
ამაღლებულ ადგილზე; · ქალაქის
თავის მთავარი მოვალეობა თავდაცვისუნარიანობის და კანონიერების დაცვის უზრუნველყოფა
იყო; · გარეუბნების
მოსახლეობა ირჩევდა თავის წარმომადგენლებს მათი ინტერესების დასაცავად ქალაქის ხელმძღვანელობის
წინაშე;გარეუბნებში შეეძლოთ შეიარაღებული რაზმების შექმნა,რომელთაც ევალებოდათ ქალაქის
დაცვის დროს პროფესიული არმიის დახმარება; · მუნიციპალური
ხელისუფლების ორი მთავარი წარმომადგენელი
იყო ყადი და მუჰთასიბი; · ყადის
ევალებოდა სასამართლო ფუნქციების შესრულება; · მუჰთასიბის
ფუნქციები კი საკმაოდ მრავალმხრივი იყო,მაგ. თვალყურის დევნა სასმელი წყლის ხარისხზე,ქალაქის
ქუჩებში სისუფთავის დაცვაზე,ეპიდემიების გავრცელების თავიდან აცილებაზე,ბაზრების
ზედამხედველობაზე და ა.შ.(მერი-კალაძე) · ისლამური
საქალაქო ცხოვრების კიდევ ერთი ასპექტი იყო ვაკფი,რელიგიური
შესაწირავი ,რომლის აკრეფა ევალებოდათ
ყადისა და რელიგიურ პირებს; · ამ
შემოწერილობათა გზით,ვაკფის ტიპის საკუთრებას
წარმოადგენდა მრავალი საზოგადოებრივი აბანო და ფაბრიკა,ვაკფის
შემოსავალი გამოიყენებოდა განათლების სფეროშიც,სარწყავი არხების გასაყვანად(სოლოლაკი
თბილისში) ქალაქის ფარგლებს გარეთ;(ქალაქის ბიუჯეტი ყოფილა ვაკფი) · დაპყრობების
შემდეგ არაბებმა ეს სისტემა დაამკვიდრეს
მათი იმპერიის ევროპულ ნაწილშიც; · რელიგიური
დაწესებულებები მუსლიმურ სამყაროში თავისუფლები იყვნენ ყოველგვარი გადასახადებისგან;(
გაიხსენე : „მას დღესა ნავროზობასა..) · რიგითი მოქალაქეები გადასახადებს
უხდიდნენ ქალაქის ხელისუფლებას;მეომრები-მათ ზემდგომ სამხედრო პირს;მიწისმფლობელები-სახელმწიფო
ხაზინას; · რაც უფრო ღირებული იყო საქონელი,მით უფრო კარგი ადგილი იყო გამოყოფილი
მის გასაყიდად,ამიტომაც წიგნების გამყიდველები
და ოქრომჭედლები ყოველთვის მთავარი მეჩეთის სიახლოვეს,ქალაქის შუაგულში ვაჭრობდნენ; · ვაჭართა
და ხელოსანთა გილდიები ოფიციალურად არ არსებობდა,მაგრამ ვაჭრობას ზედამხედველობას
უწევდა ქალაქის მიერ აღიარებული ოფიციალური
პირი.(უსენი-„ვეფხისტყაოსნიდან’’ გაიხსენე); · ხელოსნობის და ვაჭრობის ნებისმიერ
სახეობას ჩამოყალიბებული ჰქონდა საკუთარი ნიშან-თვისებები;
მათი წევრები დადიოდნენ ერთი და იგივე მეჩეთში და იცავდნენ,იარაღითაც
კი,ერთმანეთის ინტერესებს;(შეადარე: ამქარი) · მონები
გამოიყენებოდნენ შინამოსამსახურეებად; ხ · ისლამურმა
ცივილიზაციამ,ტექნოლოგიებისა და მრეწველობის თვალსაზრისით,იმ დროისათვის მაღალ დონეს
მიაღწია · დისტილაციის ტექნიკის განვითარებამ ხელი შეუწყო
პარფიუმერული ინდუსტრიის წინსვლას.(გაიხსენე
არაბი აბო მენელსაცხებლე იყო) · ქიმიური
კერამიკული მინანქარი მეტოქეობას უწევდა ჩინეთიდან იმპორტირებულ ანალოგიურ ნივთებს. · მეტალურგიისადმი სამეცნიერო მიდგომამ(!)
უზრუნველყო ჩინური და ინდური ფოლადის დამუშავების ტექნოლოგიების
სრულყოფა; · არაბეთიდან საექსპორტო პროდუქციას
წარმოადგენდა ხელნაკეტი ფუფუნების საგნები,როგორებიცაა დამუშავებული ხე ლითონი და მინა,ქსოვილები და
კერამიკული ნაწარმი; · ისლამურ სამყაროში(სახალიფოში) ხელოსნობისა და სოფლის
მეურნეობის ძველმა ცენტრებმა შეინარჩუნეს თავიანთი მნიშვნელობა:ქსოვილები,პაპირუსი და ხორბალი ეგვიპტიდან გადიოდა;იარაღი,მარცვლეული და ზეთი-სირიიდან(ასევე ცნობილი იყო
დამასკური (სირიაშია)
ფოლადის იარაღი);მაღალი ხარისხის ქსოვილები(აბრეშუმი) და მარგალიტები-ირანის ფარსის პროვინციიდან; ხ · ვაჭრების
მიერ შემუშავებული საკონტრაქტო სისტემები დიდი ეფექტიანობით გამოირჩეოდა; · ვაჭრებს
უნდა ეყიდათ და გაეყიდათ საქონელი საკომისიოს
გაცემის ხარჯზე,მდიდარი პირების მიერ მათთვის ნასესხები ფულით; · ან მრავალი ვაჭარი ერთად დებდა
დიდ თანხას ერთი კონკრეტული სავაჭრო ოპერაციის ჩატარების მიზნით; · ეს
ვაჭრები შეიძლება ყოფილიყვნენ მუსლიმები,ქრისტიანები
,ებრაელები; · საქმიანი
ურთიერთობები მყარდებოდა მრავალი კომერციული
წამოწყებისათვის და ფინანსურ ინტერესთა თანხვედრა ხელს უწყობდა სავაჭრო ქსელების ფორმირებას
უშორეს მანძილებზეც კი; · ამ
დროსშექმნილმა სავაჭრო ქსელებმა ისეთი სავაჭრო ურთიერთობების საფუძველი შექმნა,რომ
ბაღდადში დაპირებული ფული შეიძლებოდა გაცემულიყო
ესპანეთში,ეს კი გარკვეულ მსგავსებას ამჟღავნებს თანამედროვე საბანკო ჩეკების სისტემასთან;(გაიგე მეტი
საბანკო ჩეკებზე) · სხვადასხვა
ქალაქებში გავლისას,ვაჭრებს ნებისმიერ საქონელზე ბაჟი უნდა გადაეხადათ და ეს
საბოლოო პუნქტში ფასის საკმაოდ აწევას იწვევდა; ხ · ისლამურ
ყაიდაზე მოჭრილი ბიზანტიური ოქროს ფული და
სასანური ვერცხლის ფული სახალიფოს მიმოქცევაში დარჩა და შესაბამისად,დინარისა და დირჰემის
სახელწოდება მიიღო; ხ · სატრანსპორტო
სისტემა ასევე იყო განვითარებული. ნებისმიერ ქალაქს კარიბჭის გარეთ ჰქონდა ტვირთის
გადამზიდავი პირუტყვის სადგომი; · ქალაქების
ბაზრებში არსებობდა საქონლის შესანახი კარგად
დაცული საწყობები; ·
ვაჭრებისათვის ქალაქებში და სავაჭრო გზების გაყოლებაზე არსებობდა სასტუმროები(ქარვასლები); ·
ტიგროსის,ევფრატის და ნილოსის გარდა
მუსლიმურ სამყაროში არ არსებობდა სანაოსნოდ
გამოსადეგი მდინარეები; ·
განსაკუთრებული
ყურადღება ამიტომ ექცეოდა სზღვაო ნავიგაციას; ·
მუსლიმი ზღვაოსნები
ნავიგაციის დროს იყენებდნენ სხვადასხვა ხელსაწყოებს(სექტანტი,მაგნიტური კომოპასი); ·
ამერიკის აღმომჩენის,ქრისტეფორე კოლუმბის კარაველები ადრეული ანდალუსიური
მუსლიმური ხომალდების ნახაზების მიხედვით იყო აგებული; ·
ცნობილია,რომ ისლამურ სამყაროში ქაღალდის წარმოების ტექნოლოგია ჩინეთიდან შემოვიდა; ·
მაგრამ აქ მიიღეს
უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება სელის გამოყენების
შესახებ ქაღალდის წარმოებაში; ·
ამან
საწერი მასალა უფრო ეკონომიური გახადა,ვიდრე
პერგამენტია და გაცილებით გამძლე,ვიდრე პაპირუსი; ·
სწორედ ისლამური
სამყაროსგან ისწავლა დანარჩენმა მსოფლიომ ქაღალდის კეთება
სელისგან;(!) |
თბილისის საამირო ·
არაბებმა
მე-8 საუკუნის შუა ხანებში
დაარსეს თბილისის საამირო;(!) ·
არაბთა გამგებლობის ხანაში,მე-9- მე-10 საუკუნეებში თბილისი კავკასიის
უდიდეს ქალაქად იქცა;(!) ·
ის კეთილმოწყობილი
გზებით უკავშირდებოდა ამიერკავკასიისა და ახლო აღმოსავლეთის ქალაქებს; ·
ახლო აღმოსავლეთში მოღვაწეობდა თბილისიდან გამოსული
არაერთი მუსლიმი ათ-თიფლისის,ანუ
თბილისელის სახელით. შენიშვნა:
„თბილისელები“ !!!! ხ ·
თბილისის
გამგებლების ,ანუ ამირების,
უფლება-მოვალეობები სახალიფოს პროვინციების
ამირების ფუნქციების ანალოგიური იყო. ·
თბილისის საამიროს პოლიტიკური ორგანიზაცია და საქალაქო
ადმინისტრაცია აღმოსავლურ ყაიდაზე იყო მოწყობილი; ·
თბილისი არაბების ხანაში კოსმოპოლიტური
ქალაქი იყო,სადაც მუსლიმებთან
და ქრისტიან ქართველებთან ერთად ცხოვრობდნენ სომხები,ებრაელები და სხვ. შენიშვნა: „ტოლერანტობა“ აქედან იწყება
თბილისში ·
ამგვარი ინტერნაციონალური ხასიათი,ეთნიკური და რელიგიური
ტოლერანტობა ქალაქმა შეინარჩუნა დავით აღმაშენებლის მიერ თბილისის განთავისუფლების
შემდეგაც;(!)(შეინარჩუნა და არა შექმნა) ·
სახალიფოში ცენტრალური ხელისუფლების დასუსტების შემდეგ
თბილისის ამირები იწყებენ ბრძოლას დამოუკიდებლობისთვის
და წარმატებებსაც აღწევენ; ·
სახალიფოს ცენტრიდან(ბაღდადიდან) თბილისის საამიროში იგზავნებოდა
სადამსჯელო ექსპედიციები,მაგრამ ცენტრალური ხელისუფლების დასუსტების პირობებში,ამგვარ
ექპედიციებს გრძელვადიანი სასურველი შედეგები
ცენტრისთვის არ მოჰქონდა;(!) ხ ·
1122
წელს(900 წლის წინ) დავით მე-4-მ აიღო თბილისი,რითაც
წერტილი დაუსვა თბილისის საამიროს არსებობას და
ქალაქი ხელახლა აქცია გაერთიანებული საქართველოს დედაქალაქად;(!) ხ ·
საამიროს გაუქმების შემდეგაც მუსლიმები განაგრძობდნენ
თბილისში ცხოვრებას და სარგებლობდნენ შეღავათებით და გარკვეული პრივილეგიებით,რომლებიც
მათ დავით მე-4-სგან და მისი მემკვიდრეებისგან მიიღეს; ·
არაბი ისტორიკოსის ცნობით,დავითმა ქალაქის მოსახლეობაზე
დააწესა გადასახადები ასეთი ოდენობით: ქართველებს უნდა გადაეხადათ წელიწადში 5 დინარი,ებრაელებ-4
დინარი,მუსლიმებს კი-სამი. ·
მეორე არაბი ისტორიკოსი კი გვატყობინებს,რომ დავით
მეფე პარასკეობით ხშირად დადიოდა მეჩეთში,ყურანის კითხვასა და ქადაგებას ისმენდა
და მუსლიმ რელიგიურ პირებს მრავალ ოქროს უწყალობებდა. ·
დავითს მოხეტიალე დერვიშებისა დაპოეტებისათვის თავშესაფარი
აუგია,ხშირად ქონებრივი დახმარება გაუწევია და სადღესასწაულო მეჯლისებიც გაუმართავს,
„იგი(დავითი) მეტ პატივს სცემდა მუსლიმებს,ვიდრე მათ პატივს მუსლიმი მბრძანებლები
სცემდნენ’’. ·
ამგვარი ტოლერანტული რელიგიური პოლიტიკა
დიდწილად აიხსნება დავით მე-4 -ის პოლიტიკური პრაგმატიზმითაც.(!) ·
მუსლიმური მოსახლეობისგან ქალაქის დაცლის შემთხვევაში,თბილისი
დაკარგავდა იმ უმნიშვნელოვანეს როლს,რომელიც მას ჰქონდა აღმოსავლეთ-დასავლეთის სავაჭრო-სატრანზიტო დამაკავშირებელი ცენტრალური რგოლის სახით; |
არაბთა ბატონობა საქართველოში ·
არაბები
საქართველოს სამხრეთ საზღვრებთან მე-7 საუკუნის 40-იან
წლებში გამოჩნდნენ; ·
თავდაპირველად ეს იყო მარბიელი(დაზვერვითი) ლაშქრობა,დასაპყრობად კი ქვეყანას ისინი 50-იან წლებში მოადგნენ; ·
ამ დროს მათ უკვე დეპყროთ
ირანი,ბიზანტიელები განედევნათ სირია-პალესტინიდან და შუამდინარეთიდან; ·
სომხეთის
დაპყრობის შემდეგ კი მათი სარდალი ჰაბიბ იბნ მასლამა საქართველოსკენ
გამოემართა; ·
საზღვართან პირველი შეტაკების შემდეგ არაბთა სარდალთან
მივიდა ქართლის ერისმთავრის მოციქული
ძღვენით და დაზავება შესთავაზა. ·
არაბთა სარდალმა კმაყოფილებით
მიიღო ქართლის ერისმთავრის წინადადება,საჩუქრები მომავალი ხარკის ანგარიშში
ჩაუთვალა და სათანადო ხელშეკრულება,ანუ „დაცვის
სიგელი’’ გაუფორმა;(იხ.ზემოთ) ·
აღსანიშნავია,რომ ჰაბიბ იბნ მასლამამ ქართლში შემოსვლის შემდეგ „დაცვის სიგელებიი“ გააფორმა
ქართლის ცალკეული ნაწილების მფლობელ მთავრებთან,რაც იმას მოწმობს,რომ ეს მთავრები
ერისმთავრის მიმართ თავს საკმაოდ დამოუკიდებლად გრძნობდნენ; ·
რაც შეეხება ხელეკრულების პირობებს,ისინი მაინცამაინც
მძიმე არ უნდა ყოფილიყო,მით უმეტეს, რომ მალე სახალიფოში შინაომი ატყდა და,ამდენად,არაბებს
შორეული კავკასიისთვის აღარ ეცალათ. ·
შინაარეულობა არაბთა ხალიფატში ომაიანთა დინასტიის ბატონობის პირობებშიც
გაგრძელდა; ·
ამ მდგომარეობით ისარგებლეს
ქართველებმა,სომხებმა და ალბანელებმა და არაბთა ბატონობისგან თავი გაითავისუფლეს; ·
მაგრამ საქართველოზე თავდასხმები განაახლეს ბიზანტიელებმა და ხაზარებმა,ისე,რომ
ქართველებს „სამი მხრით უხდებოდათ ხმლის ქნევა’’. ხ ·
მე-7
საუკუნის ბოლოსათვის არაბებმა შედარებით მყარად
მოიკიდეს ფეხი ქართლში და დასავლეთ საქართველოშიც შეძლეს გადასვლა;(!) ·
ამ
დროს დასავლეთ საქართველო დიდად იყო შევიწროებული ბიზანტიელებისგან; ·
ეგრისის მმართველმა(პატრიკოსმა), სერგი ბარნუკის ძემ 697 წ-ს
ბიზანტიელების საპირისპიროდ არაბები მოიწვია(შეადარე გუბაზის მიერ
ირანელების მოწვევას); ·
მე-8 საუკუნის
დასაწყისისათვის ეგრისის
დედაქალაქში-ციხეგოჯში
და კოდორის ციხეებში არაბთა სამხედრო
ნაწილები იყო განლაგებული; ხ ·
ამ
დროიდან არაბებმა კიდევ უფრო მკვიდრად
მოიკიდეს ფეხი ქართლშიც; ·
724 წ. არაბთა
სარდალმა,ჯარაჰმა განაახლა
„დაცვის სიგელი’’ და სულადობრივ გადასახადთან(ჯიზიასთან) ერთად ქართლის მოსახლეობას
ახალი საადგილმამულო გგადასახადი- ხარაჯაც დააკისრა;(აქედანა
სიყტვა-ხარჯი); ·
მოსახლეობა პირობების გაუარესებით უაღრესად უკმაყოფილო
იყო და აჯანყებას აჯანყება მოსდევდა; ამიტომ სახალიფო
ახალ-ახალ დამსჯელ ექსპედიციებს აგზავნიდა
საქართველოში; ხ ·
არაბებს მუდმივ საფრთხეს უქმნიდნენ ხაზარები,რომლებიც
ხშირად იჭრებოდნენ ამიერკავკასიაში(სამხრეთ
კავკასიაში) და დიდ ზიანს აყენებდნენ არა მხოლოდ მოსახლეობას,არამედ
არაბთა გარნიზონებსაც; ·
არაბი ისტორიკოსი ტაბარი მოგვითხრობს,რომ არაბთა წინააღმდეგ
საბრძოლველად ხაზარებს
უხმობდა ქართლის ერისმთავარი; ·
730
წელს ხაზართა დიდი ჯარი დარიალის გზით შემოიჭრა ქართლში; ·
ქართლის ერისმთავარი ხაზართა სარდალს აძლევდა
სასარგებლო რჩევა-დარიგებას,უჩვენებდა არაბთა რაზმების განლაგების ადგილებს,რის შედეგადაც
ხაზარებმა შეძლეს არაბების დამარცხება; ხ ·
ბაღდადის ხალიფა ჰიშამმა(724-743 წწ) ამიერკავკასიის საბოლოოდ
დასამორჩილებლად და ხაზართა გასანადგურებლად 735 წელს 120 000 -იანი ლაშქრით გამოგზავნა თავისი ბიძაშვილი,ცნობილი
სარდალი მერვან იბნ მუჰამადი,რომელსაც სისასტიკის გამო ქართველებმა „ყრუ“ (მურვან ყრუ) შეარქვეს;(!) ·
„შემუსრნა ყოველნი ქალაქნი და უმრავლესნი ციხენი ყოველთა
საზღვართა ქართლისათა“-წერს ქართველი მემატიანე |
·
ქართლის ერისმთავარი სტეფანოზ მე-3 იძულებული გახდა,თავისი ოჯახით დასავლეთ საქართველოში გადასულიყო; ·
მას კვალდაკვალ
გადაჰყვა მურვან-ყრუ,რომელმაც აიღო და
დაანგრია ეგრისის დედაქალაქი,სამგალავნიანი ციხეგოჯი;(!) ·
აიღო
ცხუმი(სოხუმი) და მიადგა
ანაკოფიის (ახალი ათონის) ციხეს,სადაც
გამაგრებულები იყვნენ სტეფანოზ მე-3 -ის
შვილები მირი და არჩილი; ·
აფხაზეთის
ერისთავი ლეონი სობლისის ციხეში იდგა,აქედან გზა გადადიოდა ალან-ოსეთში; ·
მურვან ყრუმ ანაკოფიის ციხის აღება ვერ შეძლო და იძულებული
გახდა უკან დაეხია; ·
ამ ბრძოლებში
სასიკვდილოდ დაიჭრა მირი; ·
მურვან ყრუმ დიდი ზარალი ნახა დასავლეთ საქართველოში; ხ ·
მურვან ყრუს მთავარი მიზანი ხაზარების საბოლოო დამარცხება იყო,ამიტომ
ეგრისის და ქართლის დარბევის შემდეგ
იგი გადავიდა ჩრდილო კავკასიაში,დაიმორჩილა ზოგიერთი იქაური ტომი,მაგრამ
მოუვიდა ცნობა სახალიფო ტახტისთვის ატეხილი ბრძოლის შესახებ
და სასწრაფოდ გაემართა სირიისკენ,სადაც
რამდენიმე ხნის შემდეგ ხალიფა გახდა მურვან
მე-2 ის სახელით(მურვან ყრუ იყო უკანაკნელი ხალიფა
ომაიანთა დინასტიიდან);(!) ხ ·
მურვან
-ყრუს ლაშქრობის შემდეგ არაბებმა ხელში აიღეს დასუსტებული
ქვეყნის მმართველობის სადავეები; ·
მართალია,მათ ერისმთავრობა არ მოუსპიათ,მაგრამ იგი დაუქვემდებარეს მათ მიერ დანიშნულ არაბ მოხელეს-ამირას,რომლის
რეზიდენცია თბილისში იყო; ·
ქართლის მთავარ ციხეებში-თბილისში,რუსთავში,დმანისში და სხვ,არაბთა ჯარები იდგა; ·
ამ ჯარის და მოხელეთა შენახვა ქართლის მოსახლეობას
მძიმე ტვირთად დააწვა; ·
არაბებმა მთელი საქართველოს დაპყრობა ვერ მოახერხეს. ·
მათი
ბატონობა მხოლოდ ქართლის შიდა ტერიტორიაზე ვრცელდებოდა,ხოლო
განაპირა ოლქებში ისინი მხოლოდ დროდადრო აწყობდნენ მარბიელ ლაშქრობებს; ხ ·
არაბების წინააღმდეგ მოძრაობას
ქართლში თავისი მქადაგებლები და იდეოლოგები
ჰყავდა; მათ შორი იყო მე-8 საუკუნის მწერალი იონე საბანისძე; ·
იოანე საბანისძემ აღწერა არაბი აბოს წამების ამბავი ქართველებში ქრისტიანული რწმენის გასამტკიცებლად
და პატრიოტიზმის გასაღვიძებლად;(!) ·
ეს საჭირო იყო იმდენად,რამდენადაც ქართველების
ნაწილი მუსლიმურ რწმენაზე გადადიოდა; ხ ·
ქართულმა ეკლესიამ წმინდანებად შერაცხა არაბების წინააღმდეგ
ბრძოლაში დაღუპული არგვეთელი მთავრები
დავითი და კონსტანტინე;(!) ·
ქრისტიანობისთვის თავდადებული ერისმთავარი არჩილი(!) ·
არაბების წინააღმდეგ მებრძოლი და ქრისტიანობისთვის
თავდადებული მიქელ-გობრონი (!)და სხვ. |
ფეოდალიზმი საქართველოში
არაბთა ბატონობის პერიოდში ·
არაბთა ბატონობამ საქართველოში,მართალია,შეაფერხა ფეოდალური ურთიერთობების ნორმალური განვითარება,მაგრამ
მისი შეჩერება ვერ შეძლო; ·
ქვეყანა ეკონომიკური
და სოციალური განვითარების გზაზე მაინც წინ მიდიოდა; ·
არაბთა
ბატონობა მთელი სიმძიმით აწვებოდა ქვეყნის ცენტრალურ
რაიონებს(ქართლს),რის
გამოც ამ რაინებიდან მოსახლეობა მასობრივად
იყრებოდა და გადადიოდა პერიფერიებში,სადაც შეჰქონდა
ფეოდალურ ურთიერთობათა უფრო
განვითარებული წესები,ერთიანი ქართული ქრისტიანული იდეოლოგია,ქართველთა ერთიანობის თვითშეგნება,ქართული ენა ; ხ ·
მე-8
-მე-9 საუკუნეებში აბასიანთა სახალიფოში შეინიშნებოდა სოფლის მეურნეობის
და ქალაქური ცხოვრების გამოცოცხლება; ·
საქართველოც
ამ დროს პროგრესს განიცდის; ხ ·
იწყება გავერანებული და დაუსახლებელი ადგილების ხელახალი
დასახლება-მოშენება,ახალი საცხოვრებელი ადგილების ათვისება,სამიწათმოქმედო ფართობების
გაზრდა; ·
ფართოდ ინერგება ახალი, გაუმჯობესებული სასოფლო-სამეურნეო
იარაღები; ·
მაგ.,სხვადასხვა სახის სახვნელები(გუთანი,ერქვანი,აჩაჩა
და სხვ.),რომლებიც გამოიყენებოდა განსხვავებულ ნიადაგებში; ·
კიდევ უფრო ვითარდება ვენახის
კულტურა;ამ დროიდან ხშირდება ვაზის
ფოთლისა და ყურძნის მტევნების გამოსახულებიანი ქართული მხატვრობასა და კედლის რელიეფურ
ქანდაკებაში;(მაგ მარტვილის ეკლესიის ბარელიეფი მე-7 საუკუნე) ·
საქართველოს ეკონომიკა ემყარებოდა განვითარებულ სოფლის
მეურნეობას,რისი საფუძველიც მიწა იყო; ·
ამდენად მიწის
საკუთრების ფორმებს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ; ·
მიწისმუშა-მეურნეთა უდიდეს ნაწილს გლეხები შეადგენდნენ,რომლებიც
ბატონის მიწაზე იყვნენ მიმაგრებულნი და თავისუფლად წასვლის უფლება აღარ ჰქონდათ.(დღეს
სოფელში აღარავინ ჩერდება); ·
სამაგიეროდ,მცირე მიწის ნაკვეთი,რომელსაც საკომლო ანუ საგლეხო ფუძე ეწოდებოდა,მას მიცემული ჰქონდა
მემკვიდრეობით მფლობელობაში. ·
გლეხის საკომლო
შედგებოდა საყანე მიწის,ვენახისა და ბაღ-ბოსტნისაგან,აგრეთვე
საცხოვრებელი და სამეურნეო-სათავსო(სახლ-კარი,საბძელი,კალო და ა.შ) ადგილებისგან; ·
საგლეხო ფუძე დაბეგრილი იყო საბატონო ვალდებულება-გადასახადებით; ·
გლეხების
გარდა,მიწათმოქმედთა ნაწილს მე-8-მე-9 საუკუნეებში
ჯერ კიდევ შეადგენდნენ მდაბიოები,ყოფილი ერისგანნი,რომლებსაც შენარჩუნებული ჰქონდათ
პირადი თავისუფლება და მიწის ნაკვეთი;ესენი სახელმწიფოს მიმართ გადასახადებსა და სამხედრო ვალდებულებას იხდიდნენ; ·
მიწის
მესაკუთეები იყვნენ: მეფე ან დიდი მთავარი(ერისმთავარი) ,დიდი და მცირე
აზნაურები ,ეკლესია; ·
მეფის(ერისმთავრის)
მიწების დიდი ნაწილი „წყალობის’’
სახით გადაცემული ჰქონდათ აზნაურებს; ·
აზნაური ვალდებული იყო გარკვეული ვალდებულებები შეესრულებინა
მიწის „მწყალობელის“ მიმართ; ·
წყალობით მიღებული სამფლობელო უკვე მემკვიდრეობითი იყო;გადაეცემოდა
მამიდან შვილს,ამიტომ მას
„მამული’’ ეწოდებოდა; (!) ·
ქართული „მამული“ იგივეა რაც ევროპული ფეოდი ;(!) ·
მიწების
მნიშვნელოვანი ნაწილი გადაცემული იყო ეკლესია მონასტრებზე
„შეწირული’’ მიწების სახით; ·
დანარჩენი მიწები უშუალო
მფლობელობაში ჰქონდათ დატოვებული მეფეს და ერისთავებს; ხ ·
აზნაურთა უმაღლეს ფენას ქმნიდნენ დიდი ანუ
„დიდებული აზნაურები’’. ·
მათი სამფლობელო შედგებოდა „ნაწყალობევი მამულისაგან’’,ასევე საგანმგებლო(მაგ. საერისთავო,საპიტიახშო,საციხისთავო და
სხვ.) ტერიტორიისგან იქ მცხოვრები მდაბიოებით
და გლეხებით; ·
დიდმა აზნაურებმა ამ სამართავად გადაცემულ ტერიტორიებზე თანდათან მოიპოვეს მემკვიდრეობითი მფლობელობის
უფლება;(!) ·
დიდ აზნაურთა ასეთ მომხვეჭელობას „კარგად“ ითვალისწინებდნენ
საქართველოში გაბატონების მოსურნე
ირანელები და ბიზანტიელები და დიდ აზნაურებს მათი სურვილების
დაკმაყოფილებას ჰპირდებოდნენ;(!)(შიდა მტრის და გარე მტრის ალიანსი ასე დგება ყოველთვის) ·
ასეთი გზით ქართლის ერისთავები თანდათან მეფის მოხელე-ერისთავებიდან მთავარ-ერისთავებად
გადაიქცნენ,(ასე გადაიქცა ასლან აბაშიძე მე-20 საუკუნის მთავარ -ერისთავად აჭარაში-ფაშასაც
ეძახდნენ)) რაც ევროპულ „სენორიებს’’ გვაგონებს; ·
მათ არა მარტო მემკვიდრეობითი უფლებები მოიპოვეს მათთვის
სამართავად გადაცემულ მიწებზე,არამედ თანდათან ფაქტობრივი
„შეუვალობაც“ (იმუნიტეტი ) დაიმკვიდრეს;(გაიხსენე ამას ჰპირდება თალაკვა კოლონკელიძეს
გიორგი 1 „დიდოსტატის მარჯვენა“ და მერე ატყუებს ) ·
თუ გავითვალისწინებთ იმასაც,რომ ისინი თვითონვე ხელმძღვანელობდნენ
ლაშქრობისთვის სამზადისს და ჯარის გამოყვანას,გასაგები გახდება,რომ დიდი აზნაურები,ფაქტობრივად,დამოუკიდებელი მთავრები გახდნენ; |
·
თავდაპირველად არაბებ ქვეყნის საშინაო საქმეებსა და
ერისთავთა ურთიერთობებში არ ერეოდნენ,ოღონდ
ერისმთავრის გაძლიერებას ყოველმხრივ
ეწინააღმდეგებოდნენ; ·
ქართლის მთავრები თავის ძალას ეყრდნობოდნენ და ერისმთავარს ნაკლებად ემორჩილებოდნენ;ჩვეულებრივი ამბავი
უყო მთავრებს შორის ბრძოლები ტერიტორიების და გლეხების დაუფლებისათვის; ·
სწორედ მე-8 -მე-9 საუკუნეებში საქართველოში ინტენსიურად მიმდინარეობდა ფეოდალთა ციხესიმაგრეების
მშენებლობა;(მაგ. ზანავის ციხე ფეოდალ ჩორჩანელთა რეზიდენცია მე-9 ს. სლესის
ციხე აზნაურ სლესართა რეზიდენცია მე-9 საუკუნე) ·
ციხესიმაგრეთა მომრავლება ნიშნავს ,ერთი მხრივ,მათი მფლობელების გაბატონებას ადგილობრივ მოსახლეობაზე
და ,მეორე მხრივ ურთიერთშორის ბრძოლას მამულისა და ყმა გლეხობის დაუფლებისათვის ;(!) ·
ამ ურთიერთმტრობისა და ბრძოლის ვითარებაში მცირე შეძლების ან უფრო სუსტი მთავარი იძულებული
იყო უფრო ძლიერი მთავრის მფარველობაში(ყმობაში) შესულიყო;(!) ·
ძლიერი
მთავარი უფრო სუსტს პატრონობდა,ანუ იქვემდებარებდა,მათ შორის პატრონყმური (არ აურიო
ბატონყმურში) ურთიერთობები მყარდებოდა;(!)(გაიხსენე პატრონყმური ურთიერთობები „ვეფხისტყაოსნიდან’’) ·
ხშირად პატრონყმური ურთიერთობა ფორმდებოდა ნებაყოფლობითაც;უფრო სუსტი და დაუცველი ფეოდალი იძენდა
ძლიერ მფარველს და მის ყმობაში ნებაყოფლობით შედიოდა,მცირე სამთავრო უფრო დიდი სამთავროს
ნაწილი ხდებოდა;(პროტექტორატი;რუსეთი და ბელორუსი დღეს) ·
ასე თანდათან ყალიბდებოდა საქართველოში არაბობის ხანაში
პატრონყნური სისტემა,რომელიც დასავლეთ ევროპული სიუზერენ-ვასალის
ურთიერთობის ანუ ვასალიტეტის ანალოგიური იყო; |
·
ასეთი ნებაყოფლობითი პატრონყმური ურთიერთობის დამყარების
ტიპირ სურათს გვაძლევს ქართველი მემატიანე,როდესაც ქართლის
ერისმთავრისა და აფხაზთა ერისთავის ურთიერთობას
გადმოგვცემს; ·
ქართლიდან ლტოლვილი ერისმთავარი არჩილი თავის ტაძრეულებთან(ნათესავები
და კარისკაცები) აფხაზეთის ერისთავთან აფარებს თავს; ·
კეთილი მასპინძლობის სამაგიეროდ არჩილმა შესთავაზა
ლეონ ერისთავს მოეტხოვა სათანადო საზღაური; ·
ლეონი არჩილს მხოლოდ ყმობაში მიღებას სთხოვს:“შემრთე
მეცა მონათა შენთა თანა,რომელნი დღეს ღირს ჰყვენ შვილად და ძმად შენდა.არა მინდა
ნაწილი შენგან,არამედ ჩემიცა ესე შენადვე იყოს’’.(!) ·
ე.ი. აფხაზთა ერისთავი ყრმობაში მიღების სამაგიეროდ
თავის საერისთაოს საკუთრებაში უთმობს ქართლის
ერისმთავარს,ხოლო თავის თავს მის „მონად“(ყმად ) აღიარებს; ·
მათ შორის მყარდება პატრონყმური ურთიერთობა,რომელიც
გარეგნულად მამისა და შვილის ან უფროს-უმცროსი „ძმების“ ურთიერთობის სახეს ატარებს; შენიშვნა: გაიხსენე ტარიელის მამის სარიდანის და ნესტანის
მამის ფარსადანის ურთიერთობა „ვეფხისტყაოსნიდან’’ ·
ასეთი „მამაშვილური“ ანუ პატრონყმური ურთიერთობა კარგად
შეესაბამებოდა ქრისტიანობის პრინციპებსაც შვილი უნდა ემორჩილებოდეს მამას,მამა უნდა
მფარველობდეს შვილს. ·
ქართული დიდი და მცირე სამთავროების ასეთი ურთიერთდაკავშირების
ტენდენციას განაპირობებდა ის გარემოებაც,რომ არაბების წინააღმდეგ
ბრძოლისათვის აუცილებელი იყო ძალების გაერთიანება;(!) ·
ყოველივე ამის შედეგად მე-
8 საუკუნის ბოლოს და მე-9 საუკუნის დასაწყისში (ქართლში არაბების ბატონობის პერიოდში)საქართველოში
ერთმანეთის მიყოლებით წარმოიქმნა შედარებით
მსხვილი პოლიტიკური ერთეულები: a.
კახეთის საქორეპისკოპოსო, b.
ჰერეთის სამეფო, c.
აფხაზთა სამეფო, d.
ტაო-კლარჯეთის სამთავრო; ·
თბილისის საამიროც
გამოეყო ბაღდადის სახალიფოს და დამოუკიდებელი
სამთავრო გახდა; |
მე-8 მე-9 საუკუნის საქართველოს
კულტურა ·
მე-8 -მე-9
საუკუნეებში ქართული კულტურა
ინარჩუნებს ეროვნულ თვითმყოფადობას და ითვისებს ქრისტიანული მსოფლიოს,განსაკუთრებით ბიზანტიური კულტურის მიღწევებს; ·
ამ პერიოდში იქმნება ქართული ლიტერატურის შესანიშნავი ძეგლები: იანე
საბანისძის „აბო
თბილელის წამება’’ ,უცნობი ავტორების
„ილარიონ
ქართველის ცხოვრება’’ და „კონსტატი კახას მარტვილობა’’,სტეფანე მტბევარის „გობრონის მარტვილობა’’,აგრეთვე
საისტორიო თხზულებანი „მოქცევაი ქართლისაი’’ და „წმ. ნინოს ცხოვრება ‘’ და სხვა. ხ ·
მე-9
საუკუნეში ქართული ენა უკვე იყო მწერლობის,სახელმწიფო მართვა-გამგეობის,სამოქალაქო
ურთიერთობისა და ეკლესიის ერთადერთი
ენა როგორც ქართლში,ისე ტაო-კლარჯეთში,კახეთში,ჰერეთში
და ეგრის-აფხაზეთში;(!) ·
ქრისტიანობის
საშუალებით ქართული ენა და დამწერლობა
ვრცელდებოდა ჩრდილოეთ კავკასიაშიც;(!) ხ ·
საქართველოში განათლების ცენტრები იყო მონასტრები,რომლებიც
მრავლად დაარსდა ჯერ კიდევ მე-6 საუკუნიდან; ·
განსაკუთრებით მძლავრად გაიშალა სამონასტრო
მოძრაობა ტაო-კლარჯეთში(გაიხსენე:
გრიგოლ ხანძთელი და მისი მოწაფეები) ხ ·
მე-8 საუკუნიდან დიდად დაწინაურდა ქართული ხელოვნება,იქმნება
ხუროთმოძღვრების ბრწყინვალე ძეგლები:სამშვილდის სიონი,გურჯაანის
ყველაწმინდა(ორ გუმბათანი),ოპიზის ტაძარი და სხვა.(ატენის სიონი მე-7 საუკუნეა
სომხები ჩემულობენ) ხ ·
ყურადღება: საქართველოში არ განვითარებულა მრ ე.წ.
„მრგვალი მონუმენტური სკულპტურა’’ ·
მის მაგივრად დიდი მნიშვნელობა შეიძინა რელიეფურმა ქანდაკებამ,რომლებიც ხუროთმოძღვრული ძეგლების შესამკობად
იქმნებოდა; ხ ·
ასევე განვითარდა ოქროსმქანაკებლობა-ვერცხლისა
და ოქროს რელიეფები ხატების,ჯვრების და სხვა საეკლესიო ნივთების შესამკობად. ·
განვითარდა მინანქრის ხელოვნება,ამზადებდნენ
უმთავრესად ტიხრულ მინანქარს,რომელიც ფერების ულამაზესი
შეხამებით გამოირჩეოდა; ხ ·
მე-9
საუკუნიდან იწყება ხელნაწერი წიგნების მინიატურებით(ნახატებით)
შემკობა;ქართული მინიატურა მაღალი ოსტატობითაა შესრულებული; |
აღმოსავლეთ საქართველო არაბების
ხანაში ·
მე-8 საუკუნის ბოლოს აღმოსავლეთ საქართველოს მთიან
ნაწილში(ხევი)
ჩამოყალიბდა ქართული ფეოდალური სამთავრო -„კახეთის საქორეპისკოპოსო“ ·
მდინარეების თერგის,არაგვის და ივრის ზემო წელზე და
სათავეებთან მცხოვრებ მთიელებს წანარები ეწოდებოდათ; ·
მათ წინააღმდეგ ბრძოლა განსაკუთრებით უჭირდათ არაბებს;(!) ·
ადგილობრივ მთის
პირობებს შეჩვეული მთიელები წარმატებით უპირისპირდებოდნენ დამპყრობლებს; ·
აქვე
თავს აფარებდნენ არაბთა მიერ შევიწროებული ბარელები; ·
წანარებს მმართველობის თავისებური ფორმა
ჰქონდათ; ·
მათში შემორჩენილი იყო პატრიარქალურ-თემური მმართველობა,ცალკეული ხევის თუ ხეობის სათავეში
იდგა არჩეული ხელისუფალი-ხევისბერი,რომელიც აერთიანებდა სასულიერო და საერო ხელისუფლებას;(გაიხსენე
:„დიდოსტატის მარჯვენა“,“ხევისბერი გოჩა’’“ალუდა ქეთელაური“) ·
იგი ხელმძღვანელობდა რელიგიურ
რიტუალებს(ხატობებს,სხვადასხვა შერეულ ქრისტიანულ-წარმართულ დღესასწაულებს,საჯარო
სამართლის წარმოებას და სხვა),ხოლო ომიანობის დროს სარდლობდა
ლაშქარს; ·
ასეთ
არჩეულ ხელისუფალს ამ დროს ქრისტიანული სახელი-ქორეპისკოპოსი ეწოდებოდა; ·
არაბთა წინააღმდეგ ბრძოლაში წანარებთან ერთიანდებოდნენ მეზობელი კახეთ-კუხეთის და გარდაბნის
მთავრები; ·
არაბების წინააღმდეგ ბრძოლაში ძირითად ძალას წანარები წარმოადგენდნენ,ამიტომ
სამთავროთა ამ გაერთიანბას სათავეში წანართა ქორეპისკოპოსი
მოექცა; ·
თუმცა გარდაბნისა
და კახეთ-კუხეთის მთავრები ,რომლებიც
პატრონყმური ურთიერთობებით ცხოვრობდნენ,ცდილობდნენ ამ გაერთიანებული სამთავროს სათავეში
თვითონ ყოფილიყვნენ,რასაც მიაღწიეს კიდეც და შემდგომში კახეთის სამთავროს ქორეპისკოპოსად ჯერ გარადანელებს,შემდეგ კახელ მთავრებს ვხედავთ; ·
საბოლოო ჯამში, კახეთის სამთავრო(საქორეპისკოპოსო) აქტიურად
ჩაერთო საქართველოში პირველობისთვის ბრძოლაში; ხ ·
კახეთის საქორეპისკოპოსოს აღმოსავლეთით წამოიქმნა ჰერეთის სამეფო;(!) ·
დამოუკიდებელი სამეფოები ჩამოყალიბდა დასავლეთ და სამხრეთ საქართველოშიც |
დასავლეთი საქართველო არაბების
ხანაში · დასავლეთ
საქართველომ არაბთა ბატონობის სიმძიმე ნაკლებად განიცადა; · აქ
მოსახლეობამ სწრაფად იწყო მომრავლება; · აქეთ მასობრივად მოემართებოდა აღმოსავლეთ
საქართველოდან დაძრული მიგრანტთა ტალღა,რაც
ბუნებრივად იწვევდა დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს მოსახლეობის კულტურულ და
ეთნიკურ დაახლოებას და შერწყმას; · დასავლეთ საქართველოში ფართოდ ვრცელდებოდა
ქართული ენა. · ბიზანტიელთა ბატონობა სულ უფრო სუსტდებოდა და ფორმალირი ხდებოდა; · დასავლეთ
საქართველოს სამთავროების ერთიან სახელმწიფოდ შეკავშირება აუცილებელი იყო ,როგორც
არაბთა ახალი შემოსევების აღსაკვეთად,ისე ბიზანტიის ნბატონობის თავიდან მოსაცილებლად; · ეგრისში
მეფობის გაუქმების შემდეგ(?) დასავლეთ საქართველოს სამთავროებს შორის ყველაზე მეტად დაწინაურდა აბაზგიის საერისთავო,რომელსაც
ქართულ წყაროებში აფხაზეთი ეწოდება; · აფხაზეთის
სამთავროს გაძლიერება გაფართოებისთვის განსაკუთებით აქტიურად იღვაწა ლეონ 1 ერისთავის ძმისწულმა ლეონ მე-2-მ;(!) · მან
ყმადნაფიცობის პირობით დაიქვემდებარა(„იპყრა’’)
დასავლეთ საქართველოს მთავრები და თავისი სამფლობელო
ტერიტორია განავრცო ჩრდილოეთით ნიკოფსიიდან სამხრეთით მდ. ჭოროხამდე და აღმოსავლეთით
ლიხის მთამდე;(!) · ისარგებლა
რა მე-8 ს-ის მიწურულში ბიზანტიის დასუსტებით,რაც რელიგიური ბრძოლებითა და საშინაო
არეულობით(ხატმებროლეობა) იყო გამოწვეული,მან დაიხმარა თავისი სიმამრი -ხაზართა ხაკანი
და თავისი სამთავრო გაათავისუფლა ბიზანტიელთა ბატონობისაგან;(!) · მას
შემდეგ,რაც არჩილი და მისი შვილები ,რომლებსაც
ბიზანტიის იმპერატორისგან მიღებული ჰქონდათ მეფის წოდება და ნიშნები,უმემკვიდრეოდ
გადაშენდნენ,ლეონ მე-2-მ თავი მეფედ გამოაცხადა და
„აფხაზთა მეფედ’’ იწოდა;(!) სამეფო
ტახტი ლეონ მე-2-მ ქუთაისში
დაიდგა;(!) |
სამხრეთ საქართველო არაბების ბატონობის ხანაში ·
საქართველოს სამხრეთ და სამხრეთ -დასავლეთ ნაწილში,სადაც ძირითადი პროვინციები ტაო და კლარჯეთი იყო,დამკვიდრდა
ქართლიდან არაბთა მიერ გამოძევებული ერისმთავრის აშოტ ბაგრატიონის საგვარეულო; ხ ·
ბაგრატიონები წარმოშობით ძველი ქართული თემიდან-სპერიდან
იყვნენ; ·
ბაგრატიონების ერთი შტო
სომხეთში დაწინაურდა მეორე ქართლში;(!) ·
ორივეგან მათ მთავრობას და მეფობას მიაღწიეს;(!) შენიშვნა:
მიდის დავა ბაგრატიონები სომხები არიან თუ ქართველები ხ ·
მე-8 ს-ის
ბოლოს და მე-9 ს-ის დასაწყისში აშოტ ბაგრატიონმა სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში
საკმაოდ დიდი ტერიტორია გააკონტროლა,განაახლა გორგასლია აშენებული არტანუჯის ციხე
და იქვე ქალაქის შენება წამოიწყო; ·
აშოტმა
ბიზანტიასთან დაამყარა კავშირი(ვასალი გახდა) და კეისრისგან მიიღო კურაპალატის ტიტული;(!) შენიშვნა:
გაიხსენე აშოტ კურაპალატი არის „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების“ ერთ-ერთი პერსონაჟი; ხ ·
888
წ. აშოტის შვილიშვილმა ადარნასე ბაგრატიონმა(!) „ქართველთა
მეფის’’ წოდება მიიღო; ·
ამ აქტით ბაგრატიონები ბიზანტიას დაუპირისპირდნენ. (!) ხ ·
დაიმახსოვრე
: ტაო-კლარჯეთის ბაგრატიონები თავიანთ პრეტენზიას აცხადებდნენ ქართლზე
და ხაზს უსვამდნენ თავიანთ უპირატესობას
საქართველოს სამეფო-სამთავროებს შორის;(!) |
თბლისის საამიროს და ხალიფატის დაპირისპირება ·
საქართველოში არაბთა ბატონობის უკანასკნელ ნაშთად
თბილისის საამირო რჩებოდა; ·
საამიროს სათავეში მდგომი ამირები ბაღდადელ ხალიფას აღარ ემორჩილებოდნენ და თბილისს და ქვემო-ქართლს ისე განაგებდნენ,როგორც
საქართველოს სხვა მთავრები თავიანთ სამთავროებს; ·
853 წელს
თბილისის ამირას დასამორჩილებლად
არაბთა ხალიფამ დიდი ჯარი გამოგზავნა; ·
სადამსჯელო ჯარს
ბუღა თურქი
(ხაზარი) სარდლობდა; ·
ქალაქის დამცველთა დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად
ბუღა-თურქმა თბილისი აიღო; ·
თბილისის მოსახლეობის
დიდი ნაწილი განადგურდა; ·
ურჩი
ამირა შეიპყრეს და სიკვდილით დასაჯეს;(!) ·
სახალიფოს
ჯარის წინააღმდეგ ბრძოლაში თბილისის
ამირას ეხმარებოდა კახეთის დიდაზნაური კონსტანტინე-კახაი; ·
ატენის
სიონის კედელზე წარწერაა: „თუესა აგისტოსა ე-სა(5-სა) დღესა შაბათსა ქორონიკონნსა
ოგ-სა(73-სა)... ქალაქი ტფილისი დაწუა ბუღა და შეიპყრა ამირაი
საჰაკ და მოკლა და მასვე თუესა აგუისტოსსა კვ-სა(26-სა) დღესა შაბათსავე ზირაქ შეიპყრა კახაი და ძეი მისი თარხუჯი’’.. შენიშვნა: ზირაქი ბუღა თურქის ჯარის ერთ-ერთი მეთაური
იყო; ·
ზეწოლის მიუხედავად მე-9 საუკუნის დამლევიდან თბილისის ამირები ფაქტობრივად აღარ ემორჩილებიან
ხალიფებს; ·
გარეგნული მორჩილების გამოხატულება მხოლოდ ის იყო,რომ
თბილისის ამირები ერთხანს ფულს ისევ ხალიფას სახელით ჭრიდნენ; |
საქართველოს გაერთიანების წანამძღვრები(ხელშემყობი
მიზეზები) ·
დაიმახსოვრე : საქართველოში ფეოდალური სამეფო-სამთავროების წარმოქმნის პროცესი დაემთხვა
არაბთა ბატონობისგან განთავისუფლების ხანას; ·
უცხო ძალისაგან გათავისუფლებამ ქვეყანაში
ნორმალური სამეურნეო ცხოვრების პირობები შექმნა;(!) ·
მე-9
-მე-10 საუკუნეები საქართველოში ახალი ქალაქების დაარსები
ხანაა; ·
ასეთი ახალი ქალაქები იყო: დამანისი,არტანუჟი,ახალქალაქი(რამდენიმეა),თმოგვი,ახალციხე,თელავი
და სხვ. ·
გამოცოცხლდადა გაძლიერდა ქუთაისი,რუსთავი,თბილისი, სამშვილდე,ხუნანი; ხ ·
ამ ქალაქების
მოსახლეობა გაიზარდა და დამოუკიდებელ ძალად იქცა,რომელიც უპირისპირდებოდა დიდ აზნაურებს; ·
ქალაქების მოსახლეობა ქვეყნის გაერთიანებით და მეფის
ხელისუფლების გამტკიცებით იყვნენ დაინტერესებულნი;(!) ·
ერთიანი საქართველოს ძლიერი მეფის ხელისუფლების შექმნის მომხრე იყო წვრილი
და საშუალო აზნაურების მრავალრიცხოვანი
ფენა(!) ·
მეფის ხელისუფლების სატიკი წინააღმდეგი იყო-დიდგაროვანი აზნაურობა; ·
ქვეყნის გაერთიანებას აუცილებელს ხდიდა საგარეო საფრთხეც;(!) ·
დამპყრობლები არა მარტო აშკარა შემოტევებით იბრძოდნენ
საქართველოს წინააღმდეგ,არამედ დიდ აზნაურთა წაქეზებით და მათი ყოველმხრივი ხელშეწყობით ცდილობდნენ ჩაეშალათ საქართველოს გაერთიანების პროცესი; შენიშვნა: დაომახსოვრე დღევანდელი შიდა პოლიტიკური
დაპირისპრებებიც ხდება გარეშე ძალების წაქეზებით (!),მიზანი იგივეა საქართველო იყოს
სუსტი და მათზე დამოკიდებული; |
ერთიანი ქართული სამეფოს შექმნა ·
მე-9-მე-10
საუკუნეებში ქართულ სამეფო-სამთავროებს
შორის პირველობისათვის და ჰეგემონობისათვის გააფთრებულ
ბრძოლებში გაილია; ·
საბოლოოდ
ქვეყნის გაერთიანების მეთაურობა აფხაზთა მეფის ერისთავმა იოანე მარუშის ძემ და
ტაოს მეფემ დავით
მე-3 კურაპალატმა იკისრეს;(!) ·
დავითი
ერთ-ერთი ძლიერი ხელისუფალი იყო წინა
აზიაში; ·
მან განსაკუთრებით ბიზანტიის იმპერატორის წინააღმდეგ
აჯანყებული ბარდა სკლიაროსის დამარცხებაში მონაწილეობის მიღებით გაითქვა სახელი; ·
ამის სანაცვლოდ ბიზანტიის საიმპერატორო კარმა მას
გადასცა ტაოს საზღვრისპირა ბიზანტიური ოლქები- „ზემონი ქვეყანანი’’; ·
ეს სამფლობელოები შემდეგ სადავოდ შეიქმნა საქართველოსა
და ბიზანტიას შორის; ·
ამჯერად კი მთავარი იყო საქართველოს გაერთიანების
საქმე განეხორციელებინათ; ·
იოანე
მარუშისძის შეთავაზებით დავითი დათანხმდა,ხელი შეეწყო თავისი შვილობილის,ბაგრატ გურგენის ძე ბაგრატიონის გამეფებისათვის;(!) ·
მართალია ბაგრატი ჯერ კიდევ არ იყო სრულწლოვანი,მაგრამ
ის სამი ტახტის მემკვიდრე იყო: მამის
ხაზით იგი იყო მემკვიდრე „ქართველთა მეფის“
ტიტულის მქონე გურგენისა,დედის ხაზით იგი იყო დისშვილი და მემკვიდრე უსინათლო
და უშვილო „აფხაზთა მეფე’’ თეოდოსისა
და მემკვიდრე-შვილობილი უშვილო ტაოს მეფე დავით მე-3 -ისა; ·
975 წელს დავით მე-3-მ უფლისციხეში(!)
ქართლის განმგებლობა ბაგრატს გადასცა,ხოლო ქართლის
დიდაზნაურებს მიმართა ისტორიული სიტყვით: „ესე
არს მკვიდრი ტაოსი,ქართლისა და აფხაზეთისა,შვილი და გაზრდილი ჩემი ,და მე ვარ მოურავი(ე.ი.
მეურვე) ამისი და თანაშემწე;ამას დაემორჩილენით ყოველნი’’(!) ·
დავითმა
978 წელს მეფობიდან გადააყენა უსინათლო თეოდოსი და ქუთაისში „აფხაზთა მეფედ’’ საზეიმოდ აკურთხა ბაგრატ მე-3(!) ·
980- წლიდან
უკვე სრულწლოვანი და საკმაოდ გამოწრთობილი ბაგრატი დამოუკიდებელ
მეფობას შეუდგა; |
Комментарии
Отправить комментарий