საქართველო ბიზანტიის ურთიერთობები - მოვლენები,თარიღები
რომის უკანასკნელი
იმპერატორი
·
ერთიანი რომის უკანასკნელი იმპერატოტრი იყო თეოდოსიუს 1 (379 -395);(რომის გორბაჩოვი) მისი სიკვდილის შემდეგ
იმპერია საბოლოოდ გაიყო აღმოსავლეთ რომის(ბიზანტია) და დასავლეთ
რომის იმპერეიებად; ·
თეოდოსიუს 1-მა იმპერია თავის ორ ვაჟს გაუყო. ·
არკადიუსს აღმოსავლეთ
რომის იმპერია ;ჰონორიუსს -დასავლეთ რომის იმპერია
|
კონსტანტინეპოლი ანუ
ბიზანტიონი
·
მანამდე კონსტანტინე დიდმა(306-337)
რომის იმპერიის ახალი დედაქალაქი კონსტანტინეპოლი ბოსფორის სრუტის სანაპიროზე ძველი ბერძნული პოლისის ბიზანტიონის ადგილზე დაარსა(აქედან მოდის შემდეგში ბიზანტიის იმპერიის სახელწოდება რომელიც რომის იმპერიის მემკვიდრე იყო; ე.წ. მე-2 რომი) ·
ბიზანტიელები საკუთარ თავს რომეების იმპერიას უწოდებდნენ(ღვთის რჩეულები ანუ რომეები) იმპერატორი კი მთელი საქრისტიანოს მეთაურად მიაჩნდათ ·
კონსტანტინეპოლი
ანუ „ახალი რომი“ დასავლეთის და აღმოსავლეთის კულტურების დამაკავშირებელი
იყო
|
ბიზანტია ·
აღმოსავლეთ რომის იმპერიამ
ანუ ბიზანტიამ შეინარჩუნა არმია,გაუძლო ბარბაროსთა შემოტევებს ხალხთა დიდი გადასახლების ეპოქაში(!) ხ ·
ბიზანტიაში მოხდა ქრისტიანული
რელიგიის,ელინური კულტურის და რომაული სახელმწიფოებრიობის განსაკუთრებული შეხამება; ·
ამ სინთეზმა აქცია ბიზანტია სრულიად განსხვავებულად
როგრც ევროპული გერმანული სამეფოებისგან ისე აზიური სახელმწიფოებისაგან; ხ ·
ბიზანტიაში ჩამოყალიბდა იმპერატორის ხელისუფლების და ქრისტიანული ეკლესიის ერთიანი სახელმწიფო ქრისტიანული კონცეფცია; ·
ბიზანტიური კონცეფციის
თანახმად,იმპერატორის ხელისუფლებას საფუძვლად
ედო ღვთის რჩეულობა და ელინისტური თეორია საერო ხელისუფლება როგორც
ღვთი ნება; ·
ღმერთი ყოვლისმპყრობელი(პანტოკრატორი)
იყო ყველგვარი როგორც ზეციური ისე მიწიერი წესრიგის თავი; ·
იმპერატორი კი ზეციერის
მსგავსი მიწიერი წესრიგიდამყარებელი;(კოსმოკატორი); ·
ბიზანტიურ კონცეფციაში განმტკიცებული იყო არა ცეზაროპაპიზმის ანუ თეოკრატიული
მონარქიის იდეა არამედ დიარხიის ანუ საერო და სასულიერო ხელისუფლების ერთიანობის
იდეა;
·
საერო და სასულიერო ხელისუფლებები ერთიანი არიან მაგრამ იყოფენ კომპეტენციის სფეროებს: საერო ხელისუფალნი -ხელმძღვანელობენ დაქვემდებარებულთა მიწიერ
ცხოვრებას,სასულიერო ხელისუფალნი კი ხელმძღვანელობენ
მორწმუნეთა სულიერ ცხოვრებას;
·
მოკლედ ბიზანტიაში მოხდა ფუნქხიების გადანაწილება ისე რომ მიზანი
ორივე ხელისუფლებას ჰქონდა საერთო;
ხ
·
როცა
დასავლეთ რომის იმპერია ბარბაროსებისგან ნადგურდებოდა
აღმოსავლეთ რომის იმპერიას ოქროს ხანა ჰქონდა; ხ ·
მე-4-მე-6 საუკუნეებში ბიზანტია ცენტრალიზებული სამხედრო
ბიუროკრატიული მონარქია იყო; ·
ბიზანტიაში
რომაული სახელმწიფო წყობის ელემენტები აღმოსავლური დესპოტიის ელემენტებს ერწყმოდა; ·
ბიზანტიის იმპერიის სათავეში იდგა ბასილევსი(მეფე) ·
ბასილევსი ღვთის რჩეულად ითვლებოდა ღვთის წყალობით
მისი ძალაუფლება მთელ ქრისტიანულ სამყაროზე ვრცელდებოდა; ·
სამეფო ხელისუფლება არსად ისეთი მტკიცე და გავლენიანი არ იყო, როგორც ბიზანტიაში;(!) ·
ბიზანტიის ბასილევსები თვლიდნენ რომ მხოლოდ მათ ერგოთ რომის იმპერიიდან მემკვიდრეობით ევროპის ,წინა აზის და ჩრდილოეთ
აფრიკის ქვეყნებზე ბატონობის უფლება; ხ ·
სხვა ქრისტიანული ქვეყნების ხელმწიფეები თავს ბიზანტიის
იმპერატორის ქვეშევრდომებად სცნობდნენ; ხ ·
ბასილევს უზარმაზარი სახელმწიფო აპარატი ემორჩილებოდა; ·
იმპერატორს/ბასილევს ჰტყავდა სათათბირო ორგანიო- სინკლიტი/სენატის ანალოგი ·
მოხელეები და სინკლიკები ბიზანტიაში ხშირად მდაბიოებიც ხდებოდნენ; ·
მდაბიო
წარმოშობის ადამიანები ზოგჯერ იმპერატორის ტახტზეც კი აღმოჩნდებოდნენ(!) ·
რომეები ანუ ბიზანტიელები თვლიდნენ რომ ყველა მოქალაქე დაბადებიდან თანასწორი იყო
,ხოლო დიდგვაროვნება-თითოეულის პირადი საქმეაო ხ ·
დაწყებითი და საშუალო სკოლები ბიზანტიაში კერძო და სახელმწიფო საკუთრებას წარმოადგენდა და
არა საეკლესიო სამონასტროს,როგორც დასავლეთ ევროპაში იყო მიღებული; ხ ·
მთავარი რაც ბიზანტიამ შეინარჩუნა იყო ანტიკური ბერძნული სწავლებები
|
ქრისტიანობა მსოფლიო
რელიგია
·
ქრისტიანობა ერთ-ერთი მსოფლიო რელიგიაა; ·
დაფუძნებულია იესო ქრისტეს ცხოვრებასა და სწავლებაზე; ·
ქრისტეს ცხოვრება და სწავლებები აღწერილია „ახალ აღთქმაში’’ ·
ქრისტიანობა უდიდესი მსოფლიო რელიგიაა;ჰყავს ორ მილიარდზე
მეტი მიმდევარი;მსოფლიოს ყველა ქვეყანაში ჰყავს ერთი მიმდევარი თემი მაინც; ·
ქრისტიანობა 1 საუკუნეში წარმოიშვა რომის იმპერიის აღმოსავლეთ ნაწილში-პალესტინაში(„წმინდა
მიწაზე’’) ·
ქრისტიანული რელიგიის ფესვები-იუდაიზმშია; ·
ქრისტიანობა ადამიანებს შორის
ურთიერთსიყვარულს და შენდობას ამკვიდრებდა,ჩაგრულებს
ამქვეყნიური ტანჯვის სანაცვლოდ სიკვდილის შემდეგ სასუფეველს და სამოთხეს
ჰპირდება; ·
ქრისტეს მოძღვრებას მრავალი მიმდევარი განსაკუთრებით მისი ჯვარცმის შემდეგ გამოუჩნდა;როდესაც
ხმა გავრცელდა იესოს მკვდრეთით აღდგომის და ზეცად ამაღლების შესახებ; ·
ქრისტიანობა ადამიანთა სულიერი
სიმტკიცის წყარო გახდა; ·
ქრისტიანობამ ადამიანებს თანასწორობის იდეა შთაუნერგა და მოვალე მხოლოდ ღვთის წინაშე გახადა; ·
ქრისტიანული რელიგიისთვის მიუღებელია შურისძიება,იგი მიუტევებს ყველაშეცდომილს
და ასწავლის,რომ მონანიებას ახლად მონათვლის ძალა აქვს მინიჭებული; ·
მოგვიანებით მათემ.მარკოზმა,ლუკამ
და იოანემ ქრისტეს
ცხოვრება და მოღვაწეობა ცალ-ცალკე წიგნებად აღწერეს; ·
ამ წიგნების კრებულმა ოთხთავი
შეადგინა; ·
ქრისტეს მოწაფეები
ხალხს ამ წიგნების მეშვეობით „ახარებდნენ“/აცნობდნენ ქრისტეს ცხოვრებას და მოღვაწეობას; ·
ამიტომ ოთხთავს სახარება
ეწოდება,ხოლო მის ავტორებს-მახარებლები; ·
ქრისტიანული რელიგიის საღვთო წიგნების კრებული ესაა
- ბიბლია;ის ძველი და ახალი აღთქმისაგან შედგება; ·
ძველი აღთქმა
იუდაიზმის და ქრისტიანობის საერთო წმინდა ტექსტია;ის უფრო ძველია ვიდრე ახალი აღთქმა;
·
ახალი აღთქმა მათეს.მარკოზის,ლუკას და იოანეს სახარებებია მათში
აღწერილია ქრისტეს ცხოვრება და მოღვაწეობა;
·
თავდაპირველად ქრისტიანობა იუდეველთა(ებრაელთა) მცირე ჯგუფმა აღიარა;
·
არსებობის პირველივე ათწლეულებში სხვა პროვინციებსა და სხვა ეთნიკურ
ჯგუფებში გავრცელდა;
·
მე-5
საუკუნემდე ქრისტიანობა რომის იმპერიის ფარგლებში და რომის კულტურული გავლენის მქონე ქვეყბებში ვრცელდებოდა(საქართველოა მათ შორის)
·
ქრისტიანობის გავრცელებას დიდი სირთულეები შეხვდა;
·
პირველ რიგში ქრისტიანობას წარმართი ქურუმები და იმპერიული ხელისუფლება დაუპირისპირდა(მაგ. პილატე პონტოელი რომის პროკურატორი
იყო იუდეაში)
·
ახალი რელიგიის დამკვიდრებით ძველი ქურუმები გავლენას და კეთილდღეობას კარგავდნენ .
·
იმპერიული ხელისუფლება კი ახალი რელიგიის მიმდევრებში
სახელმწიფოში სიმშვიდის დამრღვევებს(დესტაბილიზაციის
გამომწვევებს) და დაუმორჩილებლობის წამქეზებლებს
ხედავდა;
·
ამიტომ მე-4 საუკუნემდე ვიდრე ქრისტიანობა სახელმწიფო
რელიგიად გამოცხადდებოდა რომის კეისრები პერიოდულად ქრისტიანთა რბევას აწყობდნენ;
·
რომაელთა მსხვერპლი ათასობით ქრისტიანი გახდა; ბრბოს
გასართობად ცირკში ქრისტიანებს მხეცებს აგლეჯინებდნენ,ცოცხლად წვავდნენ,ჯვარზე აცვამდნენ;
·
ქრისტიანები ღვთსმსახურებისთვის კატაკომბებში(კლდეში
გამოჭრილ მაღაროებში) საიდუმლოდ იკრიბებოდნენ;ამიტომ ეკლესიის ამ პერიოდს კატაკომბური ეწოდა;
·
სავარაუდოდ მაშინ გაჩნდა პირველი ქრისტიანული ხატები(ეიკონ
ბერძ.-გამოსახულება,სახე) ქრისტეს,ღვთისმშობლის და წმინდა
მოწამეთა გამოსახულებით;
·
ასეთი დევნის გამო მრავალმა ქრისტიანმა მათ შორის
მოციქულებმაც(ქრისტეს მოწაფეები) მოწამეობრივად დაასრულეს
სიცოცხლე;
·
1 საუკუნეს მოციქულების ეპოქას უწოდებენ;
·
მოციქულები მთელ მსოფლიოში ქადაგებისთვის გაეშურნენ;
·
სახარების მიხედვით ქრისტეს 70 მოწაფე ჰყავდა;აქედან
12 რჩეული მისი მუდმივი თანამგზავრი იყო;
·
იესო ქრისტემ ზეცად ამაღლების შემდეგ საეკლესიო გადმოცემით
თავისი მოციქულები სულიწმინდით აღავსო სიბრძნით და ძალით;სამისიონერო მოღვაწეობისკენ
მოუწოდა“სამკალი ბევრია,მუშაკი კი ცოტა „ დააწყვილა ერთმანეთთან დაახლოებული ორ-ორი
მოწაფე და წინასწარვე მიავლინა იმ ადგილებში სადაც თვითონ აპირებდა მისვლას;
·
მოციქულებს უნდა ექადაგათ ცათა სასუფეველის შესახებ;მოემზადებინათ
ხალხი მესიანისტური(მაცხოვრის მეორედ მოსვლის მოლოდინი) იდეისათვის;მოეწოდებინათ
წესრიგისაკენ და ყველაფერეი ეს უნდა გაეკეთებინათ უდიდესი უბრალოებით;
·
უბრალოებას და სიკეთის ქადაგებას უნდა გამოერჩია ისინი
სხვა ცრუ მქადაგებლებისაგან;
·
ეს იყო ურთულესი პროცესი,ამ პროცესს უამრავი დამაბრკოლებელი
გარემოება ახლდა თან ებრაელებისგან ცალკე
და წარმართებისგან ცალკე; ამ პროცესს შეეწირა ყველა მოციქული,გარდა იოანესი;
·
მიუხედავად დიდი მსხვერპლის და დანაკარგებისა ქრისტიანობის
შეჩერება უკვე აღარავის შეეძლო;
·
მოციქულთა დროის შემდეგ პირველი ადგილი რომის ეკლესიამ
დაიკავა;
·
რომი იმპერიის დედაქალაქი იყო; ქალაქი რომი გახდა
მოციქულთა პეტრეს და პავლეს მოწამეობრივი აღსასრულის ადგილი; რომი ქრისტიანთა შორის
განსაკუთრებული პატივით სარგებლობდა;
·
სწორედ ამ მოციქულთა მოღვაწეობა გახდა რომის პაპებისთვის
არგუმენტი მე-4-მე-5 საუკუნეებში, რათა რომის ეკლესიისთვის გაეზარდათ უფლებების იურიდიული
საფუძველი;
·
ქრისტიანთა დევნამ რომის იმპერიაში ყველაზე მწვავე
ხასიათი დიოკლეტიანეს იმპერატორობისას 284-305 წ. მიიღო;მე-3- მე-4 საუკუნეების მიჯნაზე;
·
შედეგი საპირისპირო აღმოჩნდა; უამრავი ქრისტიანის
მოწამებრივმა სიკვდილმა ხელი შეუწყო ქრისტიანობის პოპულარიზაციას და გავრცელებას;
·
ქრისტიანობას რომში გავლენიანი დამცველები გაუჩნდნენ;
·
იმპერატორი
კონსტანტინე 1 დიდი(307-337“) მიხვდა რომ ახალ სარწმუნოებასთან
ბრძოლას მისი სახელმწიფო ინტერესებისთვის გამოყენება სჯობდა;
·
კონსტანტინე ნგრევის პირასმისული იმპერიის შენარჩუნებას
და განახლებას ქრისტიანობით ცდილობდა;
·
მე-4 საუკუნის დამდეგს მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონებში
ქრისტიანებს უკვე ჰყავდათ ქრისტიანული თემების ზედამხედველები- ეპისკოპოსები;
·
კონსტანტინე 1-მა
313 წელს გამოსცა რჯულშემწნარებლობის აქტი -მილანის ედიქტი;
·
ამ ედიქტით ქრისტიანობა რომის იმპერიასი ნებადართულ
რელიგიად იქცა;შეწყდა ქრისტიანთა
დევნა და იგი წარმართულ რელიგიებს გაუთანაბრდა;
·
324
წელს კი კონსტანტინე 1 -მა ქრისტიანობას რომის იმპერიაში
გამოჩენილი ადგილი მიანიჭა;
· გამოჩენილი
ღვთისმეტყველები რომლებიც იცავდნენ ქრისტიანული რწმენას ებრაელი დაწარმართი ღვთისმეტყველებისგან
ყოველნაირად ეწეოდნენ ქრისტიანობის აპოლოგიას(გაპრავებას)
.ამ აპოლოგეტებმა დიდი როლი
შეასრულეს ქრისტიანობის ჩამოყალიბების საქმეში;
·
აპოლოგეტიკა განსაკუთრებით გაიფურჩქნა ე.წ. კაპადოკიელი მამების:
ბასილ დიდის,გრიგოლ ნაზიანზელის,გრიგოლ ნოსელის საღვთისმეტყველო შრომებში;
·
კაპადოკიელი მამების ქრისტიანულ-ფილოსოფიური მოძღვრება
გახდა შემდეგში ის საფუძველი რაზეც დაეყრდნო და განვითარდა
შემდეგში ქართული კუტურა;
„სასწაული’’
·
ახალ რელიგიას ხალხი ეჭვით უყურებდა,სანამ რაიმე სასწაულის მოწმე არ გახდებოდა; ·
მათთვის წარმართული ღვთაებების და კერპების დათმობა-ჩანაცვლება
უფრო ძლიერი ღვთაებით
უნდა მომხდარიყო; ·
სასწაულიც არ აყოვნებდა ·
ყველა გაქრისტიანებულ ხალხს აქვს თავისი „სასწაული“
გაქრისტიანებისას; ხ
·
კონტანტინე 1-ის
თანამედროვე ეკლესიის მამად წოდებული
ევსები კესარიელი(260-339) თავის ნაშრომში „კონტანტინეს ცხოვრების აღწერა
„იძლევა ფიცით დამოწმებულ ცნობას რომ კონსტანტინემ თავის 40000 -იან ლასქართან ერთად
ცაზე უზარმაზარი ჯვრის ნიშანი დაინახა ,რომელმაც მზე დაჩრდილა წარწერით: „ამით სძლიე“ ·
იმავე ღამეს კონსტანტინეს ძილში ქრისტე გამოეცხადა
ჯვრით ხელში და უბრძანა ჯვრის დამზადება და ამ ნიშნით მტრის წინააღმდეგ გამოსვლა; ·
დილით კონსტანტინე მოჰყვა სასწაულებრივი გამოცხადების
შესახებ და უბრძანა ხელოსნებს ჯვრის ნიშნის -ე.წ. ლაბარუმის
დამზადება; ·
კონსტანტინეს დაჟინებული მოთხოვნით მეომრებმა ლაბარუმი
გამოსახეს თავის ფარებზე და მეორე დღეს მოწინააღმდეგეზე(მაქსტენციუსზე) ბრწყინვალე
გამარჯვება იზეიმეს; ·
ამ გამარჯვებამ კონსტანტინეს რომის საიმპერატორო
ტახტი არგუნა;(!) ხ ·
მე-4 საუკუნის ბოლოსთვის ქრისტიანობა რომის ყველა
პროვინციაში დამკვიდრდა ·
მე-4 -ში გაქრისტიანებას იწყებენ გერმანული ტომები; ·
ქრისტიანობა ადრე გავრცელდა გალიაში; ·
მე-5 -ში
გალებს შეუერთდნენ ბურგუნდები და
ფრანკები
რომლებიც გალიაში ჩრდილოეთიდან გადმოსახლდნენ(ისე
გერმანული ტომებია ორივე) ხ ·
ლეგენდის თანახმად ფრანკების გაქრისტიანება ასე მოხდა:ბურგუნდთა მეფის
ქრისტიანი ასული კლოტილდა გახდა მეფე ხლოდვიგის(466-511) ცოლი; კლოტილდას მოუნათლავს თავისი
შვილები და ძალ-ღონეს არ იშურებდა თავისი მეუღლეც ქრისტიანობაზე მოექცია;კლოტილდას
მცდელობამ შედეგი გამოიღო ამას თან დაერთო სასწაული
ხლოდვიგის გაქრისტიანების დროს ფრანკთა მოციქულ რემოგუსს
მტრედის სახით ანგელოზი გამოეცხადა და „წმინდა ჭურჭლით „ ხლოდვიგის ნათლობისთვის მირონი მოუტანა; ·
შემდეგში საფრანგეთის ყველა მეფე ამ ჭურჭლიდან იყო
მირონცხებული; ·
„წმინდა ჭურჭლი „ საფრანგეთის რებოლუცის
დროს გატყდაო(!) ხ ·
ასევე არსებობს ლეგენდა როგორ გაჩნდა საფრანგეთის
მეფეთა ჰერალდიკური ნისანი-შროშანი; ·
ხლოდვიგს გაქრისტიანების შემდეგ ანგელოზმა ოქროს შროშანი მისცაო როგორც განწმენდის სიმბოლო; ·
სხვა ვერსიით ალემანებთან ბრძოლის დროს ხლოდვიგმა
დახმარება ქრისტეს სთხოვა მას ანგელოზი გამოეცხადა შროშანით ხელში და უთხრა ამიერიდან
ეს ყვავილი თავის სიმბოლოდ აეღო და შთამომავლობისთვის ეანდერძა როგორც ვთიური მფარველობის
სიმბოლო;ის ბრძიოლა ხლოდვიგის გამარჯვებით დასრულდა; ·
სხვა ვერსიით შროშანი მაშინ აირჩია ხლოდვიგმა როცა ამ ყვავილმა მდინარე რეინზე ფონი უჩვენა;
მან გადალახა მდინარე და გაიმარჯვა; ·
შროშანი განიხილებოდა როგორც ღვთისმშობელი
მარიამის სიმბოლო ·
შროშანი
საფრანგეთის სამეფო ხელისუფლების სიმბოლო იყო შუასაუკუნეებში ·
ითვლება რომ ფრანკთა მეფის ხლოდვიგის ნათლობა 496 წელს შედგა 25 დეკემბერს
ფრანკთა მოციქულის რემიგიუსის მიერ ·
რეიმსის ტაძარი
მას შემდეგ იქცა საფრანგეთის მეფეების კორონაციის ადგილად; ·
ხლოდვიგის მაგალითს მისმა 3000-მა ფრანკმა მოლაშქრემ
მიბაძა;
|
ქრისტიანობის გავრცელება სომხეთში
·
ქრისტიანობის გამოცხადების თარიღად სომხეთში 301 წელი ითვლება ·
ამაში დიდი წვლილი აქვს შეტანილი წმინდა გრიგოლ განმანათლებელს(302-326)
(ეს იყო სომეხთა პირველი კათალიკოსი) და მეფე თრდატ მე-3 დიდს(287-330) ·
სომხური
ტრადიციით თრდატ მე-3 გაქრისტიანებამდე სასტიკად
დევნიდა ქრისტიანებს ·
ქრისტიანობის მიღება სომხეში დაკავშირებულია რიფსიმიანელ ქალწულთა მოწამებრივ სიკვდილთან ·
რომაული წარმოშობის ქრისტიან ქალწულთა ჯგუფი იმპერატორ დიოკლეტიანეს დევნას აღმოსავლეთში
გაექცა თავშესაფარი სომხეთის დედაქალაქ ვაგარშაპატის
მახლობლად უპოვიათ; ·
თრდატ
მე-3 მოხიბლულა ერთ-ერთი ქალწულის რიფსიმეს
სილამაზით ;მეფე თავგანწირულ წინააღმდეგობას წააწყდა ქრისტიანი რიფსიმესაგან; განრისხებულმა
მეფემ რიფსიმეს ენა ,მოაჭრა და ბრძანა ჩაექოლათ;რიფსიმეს
მეგობარი გაიანე დაანაწევრეს და ვეფხვებს შეაჭამეს;რიფსიმე და გაიანე სომხეთის ისტორიაში პირველ
ქრისტიან მოწამეებად ითვლებიან; მეფის ბრძანებით ყველა გოგონა წამებით დახოცეს;
მხოლოდ ერთმა მათგანმა ნუნემ (წმ. ნინომ)
შეძლო საქართველოში გაქცევა; სადაც მან ქრისტიანობა იქადაგადა მოციქულთასწორად
იქნა აღიარებული; ·
რიფსიმიან ქალწულთა
წამებას თრდატ მე-3 ის სულიერი აშლილობა და მძიმე ნერვული დაავადება მოჰყვა;
შემდეგ მე-5 საუკუნეში თრდატს ღორის თავით გამოსახავდნენ
მის დაავადებას კი ღორის დაავადებას
ეძახდნენ. ·
ხოსროვადუხტმა (მეფის დამ
)არაერთხელ ნახა სიზმრად რომ თრდატის განკურნება
გრიგოლს შეეძლო რომელიც 13 წელი ქრისტიანობის მიღებისთვის ქვის ორმოში ჰყავდათ
დამწყვდეული ·
ხოსრვადუხტის დაჟინებული მოთხოვნით გრიგოლი
გაანთავისუფლეს;გრიგოლმა ლოცვით განკურნა მეფე;რომელმაც
იწამა ღმერთი და ქრისტიანობა სახელმწიფო
რელიგიად გამოაცხდა
|
ქრისტიანობის გავრცელება საქართველოში
·
323-ში ქრისტიანობა სახ.რელიგიად გამოცხადდა საქართველოში ·
ქართლის „სასწაული „ ასეთია მირიანს მზე დაუბნელდა
ნადირობისას და მხოლოდ მაშინ ინათა როცა ნინოს ღმერთს სთხოვა მირიანმა დახმარება;
|
რატომ არჩიეს საქართველოში ქრისტიანული რელიგია ? ·
მას
შემდეგ რაც რომის იმპერიაში ქრისტიანობა 324 წელს ოფიციალურ რელიგიად გამოცხადდა
ირანმა მკვეთრადშეცვალა
დამოკიდებულება ქრისტიანების მიმართ რომლებიც ირანის
ტერიტორიაზე და მისი გავლენის სფეროებში მოქცეულ ქვეყნებში ცხოვრობდნენ;(!) ·
ირანმა დაიწყო ქრისტიანების დევნა და მაზდეანობის ძალით დანერგვა;(!) ·
საქართველოში
არჩიეს შეენარჩუნებინათ დამოკიდებულება შორეულ რომზე(რომი
დაინტერესებული იყო მოკავშირე ჰყოლოდა კავკასიაში) ვიდრე ის რომ მეზობელი ირანის ბატონობის ქვეშ ყოფილიყვნენ;(!) ·
ქრისტიანობასა და მაზდეანობას შორის არჩევანი
საქართველოსთვის საერთაშორისო პოლიტიკური ორიენტაციის შინაარსიის
იყო;
|
ქრისტიანობის გავრცელება საქ-ში.
·
ქრისტიანობის გავრცელება საქ-ში 1 საუკუნეში დაიწყო
; ·
პირველ მოციქულებად ქრისტეს მოწაფეები ანდრია (პირველწოდებული) და სვიმონი (კანანელი)
გვევლინებიან; ·
სვიმონი აფხაზეთში (ანაკოფიაში დღეს ახალი ათონი)
გარდაცვლილა და იქვეა დაკრძალული; ·
ამ დროიდან საქართველოში ჩნდება წვრი-წვრილი ქრისტიანული
თემები; ·
მდ. მტკვრის და ქსნის შესართავთან(გორთან ?) არსებობდა
ქალაქი ნასტაგისი ; ·
ნასტაგისის საცხოვრებელ კომპლექსში ჩართული აღმოჩნდა
მცირე ზომის ეკლესიები,რომლებიც მე-3 საუკუნით თარიღდება; ·
ასეთი არაერთი ეკლესია აღმოაჩინეს მე-3 საუკუნის ქართლში; ·
ქართლში მცხოვრებ ებრაელებს(!)
კონტაქტები ჰქონდათ იერუსალიმთან; ·
მცხეთელმა ებრაელებმა რომლებიც ესწრებოდნენ ქრისტეს
ჯვარცმას ჩამოიტანეს საქართველოში ქრისტეს კვართი; ·
გადმოცემის თანახმად კვართი მცხეთელ ებრაელ ქალს სიდონიას
ხელიდან ვერ გააშვებინეს და მასთან ერთად დაკრძალულია იმ ადგილას სადაც ახლა სვეტიცხოვლის ტაძარი დგას; |
წმ. ნინო
·
ნინოზე ცნობების
იძლევა ქართული,სომხური და ბერძნული წყაროები ·
ნინო კაპადოკიიდან იყო(რომის
აღ. პრვინცია მცირე აზიაშია დღევანდელი თურქეთი) ·
მამა ზაბულონი
რომაელთა ერთ-ერთი სარდალი იყო,ხოლო დედა სუსანა იერუსალიმის პატრიარქის(არ აღიარებული ეკლესიის) და ყოფილა. ·
ნინო 12 წლის იყო როცა ზაბულონმა ქონება ღატაკებს დაურიგა და უდაბნოს მიაშურა ·
ნინო და დედამისი იერუსალიმში
ჩავიდნენ ;დედის ძმასთან ·
ნინო აღსაზრდელად სარა ნიაფორს (ტაძრის მეთვალყურეს) მიაბარეს ის ასწავლიდა ქრისტეს სჯულს(მოძღვრებას) ·
სარასგან გაუგია კვართის საქართველოში წაღების
ამბავი; ·
დიდი და ტრაგიკული თავგადასავლების შემდეგ ნინო სომხეთიდან საქართველოში შემოვიდა; ·
მცხეთაში დასწრებია ქართველების წარმართული კერპების
არმაზის და გაცი-გაიმის დღესასწაულს; ·
ამ მკერპებს მეხი და სეტყვა დაატეხა ლოცვით
და დაამსხვრია; ·
მცხეთაში ნინო იწყებს ქადაგებას და სნეულთა კურნებას; ·
ნინომ
განკურნა დედოფალი ნანა; ·
ქართლის მეფე მირიანი თავიდან ეჭვით უყურებდა ახალ
რელიგიას ·
შემდეგ მირიანი „სასწაულის’’ მოწმე გახდა და იწამა
ნინოს სარწმუნოება ·
მირიანი
შეუდგა ამ რელიგიის გავრცელებას თავის სამეფოში ·
ქართლის
გაქრიტიანების სავარაუდო თარიღია 326 წელი ·
ნინომ და მირიანმა სთხოვეს რომის იმპერატორს ქართლში
მღვდლების გამოგზავნა ·
იმპერატორმა
კონსტანტინემ იოანე მღვდელი და მასთან ერტთად
კიდევ ორი მღვდელი და 3 დიაკვანი გამოგზავნა; ·
მეფე მირიანი თავის ოჯახთან ერთად მოინათლა;
შემდეგ კი ქვეშევრდომებს უბრძანა მონათლულიყვნენ; ·
მღვდლებმა
აკურთხეს მტკვარი და იქ მცხეთის და ქართლის მოსახლეობა მონათლეს; ხ ·
მოგვიანებით,მე-5
საუკუნეში, ვახტანგ გორგასალმა გაატარა საეკლესი რეფორმა
რის შემდეგაც ქართულმა ეკლესიამ ბიზანტიური ეკლესიისგან
დამოუკიდებლობა ანუ ავტოკეფალია მოიპოვა;
|
მსოფლიო საეკლესიო კრებები
·
ქრისტიანული ეკლესიის შიგნით სხვადასხვა დროს თავს
იჩენდა წინააღმდეგობები; ·
325 წელს კონსტანტინე რომის იმპერიის ერთპიროვნული
მმართველი გახდა ·
მან მოისურვა მასოფლიოში არსებული ყველა ქრისტიანული თემის გაეთიანება და მათი ერთიანი
დოქტრინის ქვეშ მოქცევა;ამისათვის გადაწყვიტა მსოფლიო საეკლესიო კრების მოწვევა ; ·
პირველი მსოფლიო საეკლესიო კრება
325 წელს კონსტანტინემ
ნიკეაში მოიწვია; ·
ამ კრებას საქართველოდან ესწრებოდა ბიჭვინთის ეპისკოპოსი
სტრატოფილე; ·
ნიკეის კრებამ ე.წ. ქრისტიანული
რწმენის სიმბოლო განსაზღვრა;ის დღემდე
უცვლელია მართმადიდებლურ ეკლესიაში;(!) ·
381
წელს კონსტანტინეპოლში მოიწვიეს მე-2 მსოფლიო საეკლესიო
კრება;ქრისტიანული რწმენის სიმბოლო განსაზღვრება რიგი დამატებებით
შეივსო; ნიკეის
და კონსტანტინეპოლის კრებების დადგენილია რომ : მამა ღმერთი,ძე ღმერთი და სულიწმინდა დამოუკიდებელი და თანაბარი საწყისებია
და არსებობენ ერთობაში ;(!) ·
მას
შემდეგ ეწოდება ღმერთს სამება-ერთარსება; ·
მამა ღმერთი არის საწყისი მისგან იშვა ძე და სულიწმინდა; ·
სამება-ერთარსებას ნიკეა-კონსტანტინეპოლის კრებების რწმენის სიმბოლო
ეწოდება; ·
კონსტანტინეპოლის მე-2 მსოფლიო კრებას ესწრებოდა ქართლის
ეპისკოპოსი პანტოფილე; ხ ·
მე-3 მსოფლიო საეკლესიო კრება გაიმართა ეფესოში(მცირე აზია) 431 წელს; ·
ის მოიწვია კონსტანტინეპოლის პატრიარქმა ნესტორმა(428-431); საკუთარი ცრუსწავლების განსახილველად;
·
კრებაზე ნესტორიანელობა დაგმეს,ხოლო მისი მოძღვარი ნესტორი განკვეთილ იქნა ეკლესიიდან; ხ ·
451 წელს
კონსტანტინეპოლის მახლობლად ქალაქ ქალკედონში
მოწვეულ მეოთხე საეკლესიო კრებას უნდა განეხილა დიოფიზიტობის
და მონოფიზიტობის საკითხი;(!)
·
მონოფიზიტები-
ქრისტეს ადამიანურ საწყის უარყოფდნენ და
მასში მხოლოდ ღვთაებრივ ბუნებას აღიარებდნენ; ·
ქალკედონის კრებამ დაგმო მონოფიზიტობა და იგი მწვალებლობად გამოაცხადა; ·
მაგრამ ამით მონოფიზიტობას არსებობაარშეუწყვეტია;
ამ მიმდინარეობამ ბიზანტიის იმპერიის განაპირა ოლქებში გადაინაცვლა. ის სომხური,კოპტური და სირიული
ეკლესიების იდეოლოგიად იქცა ;
·
ქალკედონის კრებამ ქრისტეში ღვთაებრივის და ადამიანურის განუყოფლობა -დიოფიზიტობა აღიარა;(!) ·
ამ კრების მერე დიოფიზიტებს ქალკედონიტებიც ეწოდათ; ხ ·
533 წელს კონსტანტინეპოლში,იმპერატორ
იუსტინიანე 1-ის
ინიციატივით ჩატარდა მეხუთე მსოფლიო საეკლესიო კრება რომელზეც დაიგმო ცალკეული მწვალებლობა; ხ ·
მე-6 მსოფლიო საეკლესიო კრება 680-681 წ. კონსტანტინეპოლში
მან აღადგინა ნიკეა-კონსტანტინეპოლის მსოფლო კრებათა მიერ დადგენილი მრწამსი ქრისტეში
განუყოფლად ორი ბუნების და ორი ნების არსებობა; ხ ·
მე-7 და უკანასკნელი
787 წ ნიკეაში; ამ კრებაზე დაიგმო ხატთმებრძოლეობა;
კრების მთავარი გადაწყვეტილებით დადგინდა ხატთთაყვანისცემის დოგმა ხ ·
მსოფლიო საეკლესიო კრებათა დადგენილებები არის ის
საფუძველი რაზეც დამყარებულია მართლმადიდებლური
ქრისტიანობის კანონიკური სამართალი და სალიტურგიო წესთმსახურება;
|
|
რომის ეკლესია
·
დასავლეთ
რომის იმპერიის დაცემის შემდეგ პოლიტიკურმა ვითარებამ საშუალება მისცა რომის
ეკლესიას გათავისუფლებულიყო საიმპერატორო ხელისუფლების მეურვეობისგან
და განსაკუთრებული სიმდიდრე და ავტორიტერი
მოეხვეჭა ·
რომის
ეკლესია პირველ ხანებში ანგარიშს უწევდა კონსტანტინეპოლის
ეკლესიას,მაგრამ თავისი დამოუკუდებლობის შენარჩუნებას ამჯობინებდა; ·
რომის ეკლესია ხშირად მედიატორის
როლს ასრულებდა აღმოსავლურ ეკლესიებს შორის ატეხილი დავის მოწესრიგებაში; ·
აღმოსავლურ
და დასავლურ ეკლესიებს შორის უთანხმოებები მე-5 საუკუნეში დაიწყო; მაგრამ მე-9 საუკუნემდე ითვლებოდა რომ მსოფლიოსი არსებობდა ერთი ქრისტიანული ეკლესია;(!) ·
მე-9-
ში დაიწყო და მე-11-ში დასრულდა ამ ორ ეკლესიას შორის გაყოფის პროცესი ·
1054 წელს დასავლეთის
და აღმოსავლეთის ეკლესიები ოფიციალურად გაეთიშნენ ერთმანეთს;(!)(ეს თარიღი დასამახსოვრებელია) ·
წარმოიშვა აღმოსავლურ-კათოლიკური
ანუ მართლმადიდებლური ეკლესია ·
დასავლური რომაული კათოლიკური
ეკლესია; ·
ყურადღება : ქრისტიანულ ეკლესიას „კათოლიკური „ ეწოდა
მე-2 საუკუნეში; ესაა ბერძნული სიტყვა და ნიშნავს „საყოველთაოს’’ ·
1054
წლის განხეთქილების შემდე სახელწოდება „კათოლიკური
„ მიითვისა რომის ეკლესიამ,და ამით
შეიქმნა საფუძველი თითქოს იგი ჭეშმარიტი ქრისტიანობის საყოველთაო ცენტრად დარჩა;(!) ·
ბერძნულმა ეკლესიამაც შეინარჩუნა ეს სახელწოდება და
ამავე დროს,აღმოსავლური ეკლესიის უპირატესობის აღსანიშნავად,თავის
თავს მართლმადიდებლური
უწოდა;(!) ხ ·
რაცშეეხება ქართულ ეკლესიას ის დიოფიზიტური მრწამსის ერთგული გახდა; ·
მე-6 საუკუნიდან სარწმუნოებრივი საკითხის გამო დაიწყო განხეთქილება ქართულ და სომხურ ეკლესიებს
შორის; ·
რელიგიურის გარდა ამ უთანხმოებას
პოლიტიკური საფუძველიც ჰქონდა; ხ ·
სომხურმა
ეკლესიამ მონოფიზიტობა აირჩია და პროირანული ორიენტაცია; ·
ირანი ყოველმხრივ ავიწროებდა დიოფიზიტებს-როგორც
მისი მთავარი მეტოქის ბიზანტიის მომხრებს; და მფარველობდა
ბიზანტიაში დევნილ მონოფიზიტებს; ·
საქართველოს დიოფიზიტობისადმი ერთგულება სწორედ ბიზანტიური
პოლიტიკის გამოხატულება იყო; განსაკუთრებით აქტიურობდა ამ მხრივ ქართლის კათალიკოსი კირიონი;
|
მეფობის გაუქმება ქართლში
·
ვახტანგ გორგასლის დაღუპვის შემდეგ,მისი
უშუალო მემკვიდრეების დროს სპარსელები აძლიერებენ
ზეწოლას ქართლზე,ბოლოს აღწევენ მიზანს და აქ მეფობას
აუქმებენ; ·
ამ
საქმეში სპარსელებს ქართლის დიდაზნაურებმაც შეუწყვეს ხელი; ·
კერძოდ,მათ მხარი არ დაუჭირეს
ირანის წინააღმდეგ აჯანყებას,რადგან მათ შაჰის კარი ჰპირდებოდა მაღალი თანამდებობების
და სამფლობელო ტერიტორიების მემკვიდრეობით დამტკიცებას; ·
ეს მართლაც ასე მოხდა; ·
ქართლში სპარსელებმა თავიანთი მმართველი ¾ მ ა რ ზ ა პ ა ნ ი დასვეს, რომლის რეზიდენციაც თბილისში იყო ,ხოლო
მთავარ ციხეებსა და ქალაქებში მეციხოვნე ჯარები ჩააყენეს.(იხ. „ევსტათი მცხეთელის მარტვილობა“ ) ·
ირანელები ეკლესიასაც აღარ ზღუდავდნენ ,მხოლოდ მოითხოვდნენ,რომ მონოფიზიტურ მრწამსზე მდგარიყო. ·
ირანის შაჰის კარი კმაყოფილი იყო ქართველ დიდაზნაურთა
ანუ მთავართა ასეთი კოლაბორაციონისტული პოზიციით ამიტომ საქვეყნო საქმეების გადაწყვეტისას მათ აზრს ანგარიშს
უწევდა. ·
ამიტომ წერდა მემატიანე,რომ მას შემდეგ,რაც „მოაკლდა
მეფობა შვილთა გორგასალისათა,მით ჟამითგან ეპყრა უფლება
ქართლისა აზნაურთაო ‘’(სუმბატ დავითისძე) ·
დიდაზნაურებმა
ეს მდგომარეობა სათავისოდ კარგად გამოიყენეს; ·
ისინია არამხოლოდ მემკვიდრეობით დაეუფლნენ განსაგებელ
ტერიტორიებს,არამედ განკერძოების გზასაც დაადგნენ; ·
სპარსელთათვის
ეს სასურველი იყო,რადგან ცენტალიზებული მმართველობის მოშლით მათ გაუადვილდებოდათ
ქვეყნის სრული დაპყრობა და ირანის უბრალო პროვინციად გადაქცევა; ·
მოსახლეობის ნაწილი,მათ შორის, აზნართა
ფენა,არ თანხმდებოდა დამოუკიდებლობის დაკარგვას,მით უმეტეს,რომ
მწარმოებელი მოსახლეობა სპარსელთა მხრივ ექსპლუატაციას განიცდიდა. ·
ქართლი
არ შეწყვეტილა ანტისპარსული მოძრაობა,განსაკუთრებით კი იგი გაძლიერდა მას შემდეგ,რაც
ირანელებმა მარცხი განიცადეს დასავლეთ საქართველოში და
იძულებულნი გახდნენ,იქიდან თავიანთი ჯარები გაეყვანათ.
|
დიდიდი ომიანობა ეგრისში
·
ახ. წ. პირველ საუკუნეებში რომის და შემდეგ ბიზანტიის
გავლენა დასავლეთ საქართველოზე თანდათან სუსტდებოდა. ·
თავდაპირველად რომის იმპერია იძულებული იყო ,აქ აღედგინა ადგილობრივი სამთავროები,შემდეგ
ერთიანი ლაზიკის (ეგრისის) სამეფოს შექმნაც
ცნო;(!) ხ ·
მე-6 საუკუნეში ბიზანტია შეეცადა გაეძლიერებინა
თავისი გავლენა დასავლეთ საქართველოზე,რაც ადგილობრივი
მოსახლეობის დიდ უკმაყოფილებას იწვევდა; ·
ეგრისის მეფე გუბაზმა
გადაწყვიტა ბიზანტიელების წინააღმდეგ გამოეყენებინა ირანი და ირანის შაჰს ,ხოსრო ანუშირვანს
მიმართა წინადადებით,ერთობლივად ებრძოლათ ბიზანტიის წინააღმდეგ.სამაგიეროდ იგი ირანს შავ ზღვაზე გასასვლელს აღუთქვამდა(!). ·
შაჰმა სიამოვნებით მიიღო ეგრისელთა წინადადება და 542 წელს დიდი ჯარით გადავიდა დასავლეთსაქართველოში. ხ ·
დაიწყო ე.წ. „დიდიდი ომიანობა’’ ეგრისში,რომელიც 20 წელიწადს გაგრძელდა. ( გუბაზი ყოფილა ზელენსკი) ·
ადგილობრივი მოსახლეობის დახმარებით ირანმა თავდაპირველად
დიდ დახმარებას მიაღწია,მაგრამ როდესაც გამომჟღავნდა
ირანის ნამდვილი ზრახვები,კერძოდ,მოეკლათ მეფე გუბაზი და ეგრისის მოსახლეობა აეყარათ. ·
ეგრისელები განუდგნენ ამჯერად
ირანელებს და ბიზანტიელებთან ერთად დიდი ზარალი მიაყენეს მათ.(!) ხ ·
ომი გაჭიანურდა,მით უმეტეს,რომ ბიზანტიელი სარდლები
უნიათოდ მოქმედებდნენ,მექრთამეობდნენ და მხოლოდ საკუთარ გამდიდრებაზე ფიქრობდნენ. ·
გუბაზ მეფე მათ ამას საყვედურობდა და იმპერატორთან
ჩივილით ემუქრებოდა; ·
ბიზანტიელმა სარდლებმა გუბაზ მეფე თათბირზე
მიიწვიეს და ღალატით მოკლეს. ·
ამ
ამბავმა დიდად აღაშფოთა ეგრისელები; ·
მათ მოიწვიეს სახალხო კრება,რომელზეც ორი ორატორი-აიეტი
და ფარტაძი დაუპირისპირდა ერთმანეთს. ხ ·
აიეტი მოუწოდებდა,რომ
კვლავ ირანელთა მხარე დაეჭირათ და ბიზანტიელთათვის სამაგიერო გადაეხადათ, ·
ფარტაძი კი
მოითხოვდა,რომ წინდახედულად ემოქმედათ და იმპერატორისთვის დამნაშავეების სათანადოდ დასჯა მოეთხოვათ. ·
გაიმარჯვა
ფარტაძის აზრმა(!) და ,მართლაც,იმპერატორმა
იუსტინიანემ საგანგებოდ გამოგზავნა თავისი სენატორი,რომელმაც გამოიძია ბოროტმოქმედება და დამნაშავენი
სიკვდილით დასაჯა(!). ·
ამის შემდეგ ბიზანტიელებმა ლაზებთან ერთად არაერთხელ
დაამარცხეს სპარსელები და აიძულეს ხოსრო ანუშირვანი საბოლოოდ დაეთმო ეგრისი ხ. ·
562 წელს
ქ. დარაში ბიზანტიელებთან 50 წლით დადებული ზავით,ირანი ეგრისს
ბიზანტიის კეისარს უთმობდა.
|
აიეტის
სიტყვა: „გაქრა კოლხების ძველი ღირსება – დღეიდან ჩვენ სხვებზე ვეღარ ვიბატონებთ… ჩვენ რომ ეს ბოროტმოქმედება უყურადღებოდ დავტოვოთ, რომაელები უკვე აღარ დაგვეხსნებიან… რა თქმა უნდა, რომაელები იმ ხალხს უფრო თავხედურად ექცევიან, ვინც მათ ემორჩილება, ზემოდან უყურებენ ყველას, ვინც მათ ემსახურება… მე მინდა, კოლხეთის სამეფომ დაიბრუნოს ძველი დიდება, არ სჭირდებოდეს უცხოელების დახმარება, მინდა, როგორც ომის, ასევე მშვიდობის დროს ის თავის ძალებს ეყრდნობოდეს. მაგრამ რაკი ჩვენ ჟამთა ვითარებისა და ბედის უკუღმართობის გამო ისე დავუძლურდით, რომ სხვისი ხელქვეითები გავხდით, ისევ სჯობია, იმის ხელქვეითი ვიყოთ, უფრო კეთილგანწყობილია, ვინც ინარჩუნებს კარგ ურთიერთობას თავისიანებსა და მოკავშირეებთან“.
ფარტაძის სიტყვა: „გუბაზ მეფის მკვლელობა სტრატეგოსების ჩადენილია და კეისარი აქ არაფერ შუაშია. რომაელები მაინც უფრო მისაღებნი არიან, რადგან სპარსელები ვერასოდეს შეეგუებიან, რომ ჩვენ სხვადასხვა სარწმუნოება გვაქვს. სასოწარკვეთილებას კი არ უნდა ავყვეთ და მონებივით კი არ უნდა გავიქცეთ, არამედ უნდა გავიმსჭვალოთ თავისუფლების სურვილით, ვაჟკაცურად გადავიტანოთ უბედურება და არ ჩავიდინოთ უღირსი და მამაპაპური წესების შემბღალავი საქციელი. შევატყობინოთ კეისარს, რაც მოხდა და ვნახოთ, რა პასუხს მოგვცემს, თუ ჩვენი სამართლიანი მოთხოვნა უარყოფილ იქნა, მაშინ ვიფიქროთ სპარსელებთან კავშირზე“.
|
იუსტინიანე 1
·
ბიზანტიის იმპერია განსაკუთრებით გაძლიერდა იმპერატორ იუსტინიანე 1-ის მმართველიბის დროს
(527-565 წ) ·
იგი პატივმოყვარე,ჭკვიანი,შრომისმოყვარე პიროვნება
იყო,გამოირჩეოდა პოლიტიკური სიბრძნით და სიმამაცით; ·
მისი საყვარელი გამოთქმა ყოფილა „იმპერატორს არასოდეს
სძინავს ‘’. ·
დაბადებულა ღარიბი გლეხის ოჯახში; ·
თავისი ბიძის (იმპერატორ იუსტინეს) წყალობით კარგი
განათლება მიუღია; ·
მან შემოიკრიბა
სხვადასხვა დარგის ნიჭიერი სპეციალისტები და მათთან ერთად უძღვებოდა საეკლესიო,სასამართლო
და სამხედრო საქმეებს; ·
გამოაცოცხლა საერთაშორისო ვაჭრობა; ხ ·
იუსტინიანეს ჰქონდა 3 მთავარი მიზანი: სახელმწიფოს ერთიანობის და ხელისუფლების გამყარება; რომის დაშლილი იმპერიის დასავლეთი ნაწილების კვლავ
შემოერთება; ხ ·
იუსტინიანეს დროს აშენდა მრავალი ეკლესია,საავადმყოფო
და დავრდომილთა თავშესაფარი; ·
მისი დროინდელია წმინდა სოფიას დიდებული ტაძარი(!) და ბრწყინვალე სასახლე კონსტანტინეპოლში; ეკლესიები რავენაში(იტალია) ·
იმპერატორი დიდ ყურადღებას აქცევდა გზების მშენებლობას; ხ ·
იუსტინიანეს ხელისუფლების საყრდენს წარმოადგენდა მინისტრები; ·
მინისტრებს შორის ყველაზე ძლევამოსილი იყო იმპერიის
უდიდესი პროვინციის-აღმოსავლეთის პრეტორიის პრეფექტი,რომელსაც
ასევე ეხებოდა იმპერიის ფინანსების საკითხები; შენიშვნა: გამსახურდიას დროს საბჭოთა „ რაიკომის მდივნობა“
გააუქმეს და „პრეფექტები“ დანიშნეს პროვინციებში;(ბიზანტიიდან გადმოუღია- „პრეფექტი“)
·
მნიშვნელობით მეორე იყო კონტანტინეპოლის
პრეფექტი; ·
შემდეგი იყო სასახლის და იმპერიის კანცელარიის მმართველი ·
წმინდა
პალატების-იუსტიციის მინისტრი და ა.შ. ·
სენატორთა გავლენები
იუსტინიანეს დროს თანდათან მცირდებოდა;(ავტოკრატი ყოფილა) ხ ·
იუსტინიანე თავს
რომის კეისართა მემკვიდრედ მიიჩნევდა და საკუთარ მოვალებად მიაჩნდა რომის იმპერიის აღდგენა;(!)(პუტინივით ყოფილა ,რომელსაც სსრკ-ს აღდგენა სურს სხვა ფორმით)
·
ახალ რომის იმპერიაში გაბატონებული უნდა ყოფილიყო
ერთიანი კანონმდებლობა და ერთიანი რელიგია; ·
მონარქის აბსოლუტური ხელისუფლების პრინციპებიდან გამომდინარე,ის
თვლიდა,რომ იმპერატორის ყურადღების მიღმა
არც ერთი საკითხი არ უნდა დარჩენილიყო(ასეთი მმართველი იყო სტალინი) ·
იუსტინიანეს კარგად ჰქონდა გაცნობიერებული სახელმწიფოს
მმართველობისათვის ეკლესიის მნიშვნელობა; ის ყოველ ღონეს ხმარობდა ეკლესია სრულ მორჩილებაში
ჰყოლოდა; ·
რელიგიურ თემებზე არაერთი წერილი გაუგზავნა იუსტინიანემ
პაპებს და პატრიარქებს; ·
წერდა საეკლესიო ტრაქტატებს გალობებს(გაიხსენე დავით
აღმაშენებელი) ·
იუსტინიანე თვითონ ნისნავდა უმაღლეს საეკლესიო პირებს; ·
გამოდიოდა მსაჯულად საეკლესიო პირებს შორის დავის
დროს; ხ ·
იუსტინიანე თავად დიოფიზიტობის ერთგული იყო;მაგრამ ტოლერანტობას
იჩენდა მონოფიზიტების მიმართ; მისი შემწყნარებლობა არ ვრცელდებოდა წარმართებზე; ·
529 წელს იუსტინიანემ დახურა ათენის ფილოსოფიური სკოლა ,რომელიც ისედაც დაკნინებული იყო; ·
განაწყენებულ ათენელ ფილოსოფოსთა დიდი ნაწილი გადასახლდა
სპარსეთში,სადაც მათ მფარველობას უწევდათ ხოსრო
1 ანუშირვანი,პლატონის თაყვანისმცემელი; ·
იუსტინიანეს მრავალმხრივმა მოღვაწეობამ განამტკიცა დაშლის პირას მყოფი ბიზანტია;ამის გამო მან
„დიდის „ სახელი დაიმკვიდრა ისტორიაში; ხ ·
იუსტინიანე აქტიურ საგარეო პოლიტიკას ატარებდა; ·
თავდაპირველად მისი არმია ველისარიუსის(!) ხელმძღვანელობით ჩრდილოეთ აფრიკაში შეიჭრა,სადაც ვანდალების სამეფო გაანადგურა და ბიზანტიის
იმპერიას შემოუერთა; ·
შემდეგ მან ოსტგოთები დაამარცხა და ძველი რომის იმპერის დიდი ნაწილი ბიზანტიას დაუქვემდებარა; ·
იტალიის დაპყრობის შემდეგ ველისარიუსი
წარმატებით იბრძოდა სპარსეთის წინააღმდეგ ·
გარდა ამისა ველისარიუსმა
ბულგარელები დუნაის გაღმა განდევნა;
ხ ·
განსაკუთრებით
მნიშვნელოვანია იუსტინიანეს საკანონმდებლო რეფორმები; ·
ამ
რეფორმებით მან იმპერია გამოაცოცხლა ·
იმპერატორის ხასიათში უშრეტ ენერგიასა და შორსმჭვრეტელობასთან ერთად შერწყმული იყო უარყოფითი თვისებები :თვალთმაქცობა,ვერაგობა,დაუნდობლობა,ამპარტავნება,ეჭვიანი ხასიათი,ფუფუნების
და მფლანგველობისკენ მიდრეკილება
მძიმე მდგომარეობაში აყენებდა ბიზანტიას;(!) ·
იუსტინიანე
1-ზე დიდ გავლენას ახდენდა მისი
ცოლი თეოდორა-არაჩვეულებრივი სილამაზის დედოფალი, ცნობილი მახვილი გონებით,ძალაუფლების
სიყვარულით და ვერაგობით;ის აქტიურად ერეოდა სახელმწიფო საქმეებში;(!) ხ ·
532 წელს კონსტანტინეპოლში იფეთქა აჯანყებამ,რომელიც
იუსტინიანემ სასტიკად ჩაახშო; ხშირი იყო მღელვარებები იმპერიის
პროვინციებში; ·
იუსტინიანეს
მეფობის მიწურულს ბიზანტია მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა; ·
დასავლეთიდან თავს ესხმოდნენ ოსტგოთები,ხოლო
აღმოსავლეთიდან- სპარსელები; ·
იმპერიას არ ჰქონდა საკმარისი ძალები ორ ფრონტზე წამოეწყო შეტევა(!) ·
ბიზანტიის
ჯარები მხოლოდ საზღვრების დაცვაზე და შეტევის მოგერიებაზე ზრუნავდნენ;
|
იუსტინიანე 1-ის საკანონდებლო
საქმიანობა
·
იუსტინიანე 1-ის დამსახურებას წარმოადგენს რომაული
სამოქალაქო სამართლის
(!)დახვეწა და ახალი სახით სრულად ჩამოყალიბება; კანონთა ეს კრებული ცნობილია „იუსტინიანეს კრებულის „ ან „იუსტინიანეს კოდიფიკაციის „ სახელით; ( მე-12 საუკუნეში
მას ლათინურად ეწოდა „Corpus juris civilis” ხ ·
„იუსტინიანეს კრებული „ შემდეგი ნაწილებისგან შედგება:
1)ინსტიტუციები-სახელმძღვანელო დამწყები იურისტებისთვის.მათ კანონის ძალა
ჰქონდათ 2)დიგესტები
,ანუ პანდექტები- ფრაგმენტები კლასიკური ხანის რომაელი
იურისტების თხზულებებიდან; 3)იუსტინიანეს
კოდექსი- იმპერატორის მიერ გამოცემული განკარგულებები
,რომლებმაც საბოლოო სახე 543 წელს მიიღო 4)ნოველები
-535-542 წლებსი დამუშავებული ახალი მასალა,რომლითაც იმ
დროს არსებულ ვითარებას მოერგო საჯარო,საოჯახო
და სამეკვიდრეო სამართალი;
„იუსტინიანეს კრებული“
შემდგომ საუკუნეებში არაერთხელ გადამუშავდა და შეივსო,მაგრამ დარჩა სამართლის უმნიშვნელოვანეს წყაროდ შუა საუკუნეების ევროპისათვის;(!)
იუსტინიანეს
კოდექსმა გავლენა მოახდინა საქართველოზეც,რაც თვალსაჩინოდ ვლინდება ვახტანგ
მე-6-ის „სამართლის
წიგნში“ |
ხოსრო 1 ანუშირვანის
რეფორმები ირანში
·
მე-5-მე-6 საუკუნეების მიჯნაზე ირანის იმპერია შეძრა
რელიგიურ-სოციალურმა მოძრაობამ ·
მაზდაკელები მოითხოვდნენ ქვეყანაში კერძო საკუთრების
მოსპობასა და საერთო საკუთრების დამყარებას; ·
არეულობები ირანში რამდენიმე ათწლეული გაგრძელდა და
მხოლოდ მე-6 საუკუნის 20-იანი წლების მიწურულს მოხერხდა
სტაბილურობის აღდგენა; ·
ამ ვითარებაში ირანის ტახტზე ადის
ხოსრო 1 ანუშირვანი(ანუშირვანი ნიშნავს „უკვდავ სულს“) (531-579)წ. ის ითვლება სასანიანთა
დინასტიის ყველაზე გამოჩენილ წარმომადგენლად; მის დროს განმტკიცდა შაჰის ცენტრალური
ხელისუფლება; ·
ხოსრომ შემოიერთა იემენი (არაბეთის ნახევარკუნძულის
სამხრეთ დასავლეთში) ·
იემენი იმ დროს
უმდიდრესი რეგიონი და უმნიშვნელოვანესი სავაჭრო გზების გასაყარი იყო; ·
აღმოსავლეთში კი 554 წელს საბოლოოდ დაამარცხა ეფთალიტები(ჰუნები
?) ·
შეზრუდა პროვინციათა მმართველების და მოხელეთა უფლებები ·
შექმნა პირადად მისი ერთგული მმართველი ელიტა; ·
შექმნა კარგად ორგანიზებული მიწისა და სულადობრივი
გადასახადების სისტემა; ·
გლეხები ნატურალური გადასახადისნაცვლად უკვე ფულს
იხდიდნენ; ·
შექმნა რეგულარული არმია; ამან შეამცირა ნაკლებადსანდო
დიდგვაროვანთა ცხენოსან ჯარებისმნიშვნელობა; ·
მეომართანაწილი სახელმწიფო ჯამამაგირსაც იღებდა; ·
ხოსრო 1 დიდ ყურადღებას აქცევდა დეჰყანებისგან (გლეხებისგან)
მეომართა რაზმების შექმნას სოფლებში;ისინი არმიის დამხმარე ძალებს წარმოადგენდნენ
·
ხოსრო 1-ის დროს აშენდა ახალი ქალაქები,ხიდები,გაიყვანეს
ახალი გზები და სარწყავი არხები; ·
ხოსრო 1 ბრძანებით გუნდეშაპურში
დაარსდა მედიცინის და ფილოსოფიის სკოლა ·
მის დროს ირანში ინდოეთიდან
გავრცელდა ჭადრაკი ·
მის დროს ირანში გამოიგონეს
ნარდის თამაში ·
ირანის იმპერია გაიყო ოთხ დიდ პროვინციად,კუსტებად.მათ
სათავეში მარზპანები იდგნენ; ·
შაჰი პირადად ნიშნავდა მოსამართლეებსაც
|
ბიზანტია- სასანიანთა ირანის
ომები მე-6 საუკუნეში
·
მე-6 საუკუნის დასაწყისიდან ორ იმპერიას შორის ურთიერთობები
კიდევ უფრო დაიძაბა ·
502-506 წლების ომში ირანმა მნისვნელოვან წარმატებას
მიაღწია; ·
ბიზანტია იძულებული იყო წამგებიან ზავი დაედო; ·
527 წელს ომი იმპერიებს შორის კვლავ განახლდა; ირანში
ამ დროს არასტაბილური სიტუაცია იყო; ·
ახალმა შაჰმა ხოსრო 1 ანუშირვანი იძულებული გახდა
ირანისთვის არახელსაყრელი ზავი ე.წ. „საუკუნო ზავი“ დაედო; ·
ეს ზავიც მალე დაირღვა ხოსრო 1 რომლის მიზანი იყო
გამყარებინა კონტროლი საქარავნო გზებზე და მოეპოვებინა გასასვლელი ხმელთაშუა და შავზღვებზე
540 წ. სირიაში შეიჭრა და აიღო ანტიოქია; ·
ბიზანტია-ირანის ომი ეგრისისათვის
542-562 წლები იხ. ზემოთ ·
ირანმა მოპოვებული პოზიციები ვერ სეინარჩუნა 562 წელს დაიდო ახალი „საუკუნო ზავი
‘’ და აღდგა ორი იმპერიის მანამდე არსებული საზღვრები ხ ·
კიდევერთი საუკუნო ზავი დაიდო ბიზანტია-ირანს შორის
591 წელს როცა განდევნილმა
შაჰმა ხოსრო მე-2 ბიზანტიელთა ჯარის დახმარებით ტახტი დაიბრუნა; ამ ზავის
პირობებს ბიზანტიელები კარნახობდნენ; |
ერისმთავრობის დაწესება
ქართლში
·
მას შემდეგ,რაც ირანელები ეგრისში დამარცხდნენ,მათ
წინააღმდეგ ბრძოლა ქართლშიც გააქტიურდა; ·
571 წელს ირანის წინააღმდეგ აჯანყება დაიწყო
სომხეთში; ·
მომდევნო წელს ქართველები ერისთავ გურგენის(გუარამის)
მეთაურობით მიეშველნენ სომხებს; ·
აჯანყებულებმა დახმარებისთვის მიმართეს ბიზანტიის იმპერატორს; ·
კეისარი აჯანყებულთა თხოვნას კმაყოფილებით შეხვდა
და ბიზანტიელთა თანადგომით ქართლი თანდათან
გათავისუფლდა სპარსელთა ბატონობისგან; ·
ადგილობრივი
ერისთავები ,თავიანთი შეხედულებითა და წესით
ქვეყნის მართვა-გამგეობის მოწყობას შეუდგნენ; ·
მეფობის აღდგენა მათ აღარ სურდათ;ამიტომ
ერისთავებმა და დიდაზნაურებმა ქართლის უმაღლეს
ხელისუფლად ¾ ერისმთავრად (ერითავთ მთავრად) აირჩიეს ამ აჯანყებაში მათი მეთაური
,ქართლის ძველი სამეფო გვარის შთამომავალი, გურგენი (გუარამი). ·
ეს აქტი ბიზანტიის იმპერატორმაც ცნო და გურგენ ერისმთავარს თავისი საკარისკაცო ტიტული ,კურაპალატობა მიანიჭა. ·
თავის მხრივ,ქართლის
ერისთავებმა მტკიცე დაპირება მიიღეს,რომ ეს ახალი მმართველი არ წაართმევდა მათ საერისთავოების
მემკვიდრეობით მართვის უფლებას. ·
ეს პირობა იმპერატორმაც დაამტკიცა. ·
მემატიანის შენიშვნით,ერისმთავრებმა მეფის ტიტულის
მიღება ვერ იკადრეს(ანუ ვერ შეძლეს),რადგან ამის უფლებას არ აძლევდნენ არც ბიზანტიელები,არც
ირანელები და არც საკუთარი ერისთავები. ·
ქართლის დიდ აზნაურებს ისეთი ხელისუფალი აწყობდათ,რომელიც
მათ შორის მხოლოდ პირველი იქნებოდა და არა შეუზღუდავი მონარქი ·
ქართლის ერისმთავრის
ხელისუფლება კიდევ უფრო ჩამოყალიბებულ სახეს იღებს გურგენის მემკვიდრის,სტეფანოზ I-ის დროს(591-604/5) . იგი ბიზანტიის
მოკავშირედ ითვლებოდა და სარწმუნოებრივადაც ბიზანტიურ დიოფიზიტობას აღიარებდა. ·
მართალია,604
წელს ბიზანტია კვლავ დამარცხდა ირანთან ომში და ირანელებმა ქართლზე კვლავ თავისი
გავლენა გაავრცელეს,მაგრამ
ქართლმა მაინც შეინარჩუნა თვითმმართველობა და სარწმუნოებრივი თავისუფლება; ·
სომხეთისგან განსხვავებით,სადაც მონოფიზიტური მრწამსი
იყო გავრცელებული,ქართლი მტკიცედ დადგა დიოფიზიტურ ქრისტიანობაზე,რაც
ქართველებსა და სომხებს შორის სარწმუნოებრივი განხეთქილების მიზეზად იქცა.
|
ბიზანტიის კეისარი ჰერაკლე
·
მე-7 საუკუნის დასაწყისისთვის ბიზანტია საკმაოდ დასუსტებული
იყო ·
604 წელს ბიზანტიასა და ირანს შორის
კიდევ ერთი ხანგრძლივი და ყველაზე სისხლისმღვრელი ომი დაიწყო; ·
ეს ომი თავიდან სპარსელთა უპირატესობით დაიწყო ·
607 წლისთვის სპარსელებს მთელი მესოპოტამია დაპყრობილი ჰქონდათ ·
ამგვარ ვითარებაში ბიზანტიის ტახტზე ავიდა კეისარი ჰერაკლე
(610-641) ·
ჰერაკლეს მმართველობის პირველ პერიოდშიც სპარსელთა
უპირატესობა ომში აშკარა იყო. ·
სპარსელებმა 612 წელს აიღეს ანტიოქია; ·
615 წელს დამასკო ·
615 იერუსალიმში შეიჭრნენ
და საკუთარი დედაქალაქში,ქტესიფონში
გადაიტანეს წმინდა ჯვარი და სხვა ქრისტიანული რელიკვიები ·
617 სპარსელების ხელში გადავიდა ეგვიპტეც ·
გამოუვალ მდგომარეობაში ჩავარდნილმა ჰერაკლემ არმიის
გაძლიერებისთვის ზრუნვა დაიწყო ·
მას მხარი დაუჭირა კონსტანტინეპოლის პატრიარქმაც და
საეკლესიო საგანძური გადასცა ·
ნინევიასთან (627) და ქტესიფონთან(628)
გამარჯვების შემდეგ ჰერაკლემ აიძულა სპარსელები,მმათთვის
დამამცირებელ ზავზე დათანხმებულიყვნენ ·
ჰერაკლემ წმინდა ჯვარი იერუსალიმს დაუბრუნა ·
გამარჯვების შემდეგ ჰერაკლემ სცადა მონოფიზიტებთან
შერიგება და ამ გზით იმპერიის ერთიანობის აღდგენა ·
მის დროს
ქრისტიანობაზე მოიქცნენ სლავი ხალხები-სერბები და ხორვატები; ·
წარმატების მიუხედავად ბიზანტიის ერთიანობა არ იყო მყარი; ·
ჰერაკლეს მმართველობის მიწურულს სამეფო ხაზინა დაცარიელდა. ·
გაუთავებელმა ომებმა დაასუსტა ძველი მეტოქეები ბიზანტი და სპარსეთი ·
მათ ჯეროვანი წინააღმდეგობა ვერ გაუწიეს მსოფლიო ასპარეზზე
ახლად გამოჩენილ არაბებს;
|
ჰერაკლე კეისარი და საქართველო
·
მე-7 საუკუნის დასაწყისში,როდესაც
ბიზანტია ირანის ომში გამარჯვების სასწორი სპარსელების მხარეს იყო გადახრილი,ქართლი სპარსელთა ბატონობის ქვეშ მოექცა; ·
მაგრამ მალე ჰერაკლე კეისარმა ბიზანტიის მდგომარეობის
გამოსწორება შეძლო; ·
მან სპარსელებთან ბრძოლის ასპარეზად სამხრეთ კავკასია
აირჩია და 622 წელს ლაზიკის გზით შიჭრა სპარსეთის სომხეთში და ადარბადაგანში,მოკავშირედ კი მოიწვია ხაზართა ხაკანი; ·
ხაზარები
თურქული მოდგმის მომთაბარე ტომები იყვნენ,რომლებმაც ჩრდილოეთ კავკასიასა და ვოლგისპირეთში
ძლიერი სახელმწიფო შექმნეს ·
მათი ხაკანი კმაყოფილებით შეხვდა ჰერაკლე კეისრის
მიწვევას და უზარმაზარი ჯარით,დარუბანდის გზით შემოიჭრა სამხრეთ კავკასიაში; ·
თბილისთან მოკავშირე ხაზარებს შეეგება ჰერაკლე კეისარი და დაიწო ბრძოლა თბილისის ასაღებად,რომელშიც სპარსული ჯარი იდგა; ·
პირველი ალყა უშედეგოდ დამთავრდა; ·
ჰერაკლემ
მოხსნა ალყა და ირანისკენ გაილაშქრა. ·
627
წელს ნინევიის ნანგრევებთან დაამარცხა სპარსელები და შემდეგ ისევ თბილისისკენ გამოემართა. ·
ამასობაში ხაზარებს ორი თვის ალყის შემდეგ
თბილისი აეღოთ. ·
ხაზარებმა
ქალაქი დაარბიეს და გაძარცვეს.627 წელს(!)(პირველად დაარსებიდან) ·
(მცხეთის ჯვრის ამშენებელი ერისმთავარი სტეფანოზი, სპარსეთის ვასალი, ამ დროს დაიღუპა,თბილისის
ციხის სპარს ციხისთავს კი ხაზარებმა ტყავი გააძრეს და თივით გატენესო ) ·
სამხრეთ კავკასიაში ბიზანტიამ გაიმარჯვა(!). ·
სპარსეთმა ჰერაკლეს დაუბრუნა დაკავებული ტერიტორიები; ·
შექმილმა ვითარებამ საქართველოში განამტკიცა
დიოფიზიტური (კონსტანტინეპოლში ოფიციალურად აღიარებული) ქრისტიანობა; ·
ასეთ ვითარებაში შეხვდა საქართველო სამხრეთ კავკასიაში არაბების გამოჩენას.
|
ხატმებრძოლეობა ბიზანტიაში და მისი პოლიტიკურ-რელიგიური შედეგები
·
ხატმებრძოლეობის იდეები ქრისტიანობაში უძველესი დროიდან
არსებობდა. ·
ხატმებრძოლები ამტკიცებდნენ,რომ ხატების თაყვანისცემა კერპთა თაყვანისცემის ტოლფასი იყო. ·
მათი შეხედულებით ღმერთი
სულს და არა სხეულს წარმოადგენდა და სულის
გამოსახვა შეუძლებელი იყო.(ისლამმა ეს გადაიღო) ·
ხატმებრძოლები ხატებს კერპთაყვანისმცემლობად მიიჩნევდნენ
და საკუთარი მოსაზრების არგუმენტად იშველიებდნენ ძველი აღთქმის ცნებას: ·
„არ გაიკეთო კერპი,არც რაიმე ხატი იმისა,რაც არის მაღლა ცაში,არ სცე
თაყვანი მათ, არც ემსახურო მათ“ (!) ·
ხატების თაყვანისმცემლები კი იცავდნენ თვალსაზრისს,რომელიც
მკაფიოდ გამოხატა ღვთისმეტყველმა იოანე დამასკელმა(მე-7 საუკუნის მე-2 ნახევარი) ·
„ღმერთსა და მის ხატს შორის არსებობს საიდუმლო მოქმედი კავშირი და ხატის მზერისას ადამიანი ამ კავშირს
ეზიარება“. (!) ხ ·
730
წელს ბიზანტიის იმპერატორმა ლეონ მე-3 ისარიელმა(717-741) აკრძალა ხატების თაყვანისცემა. ·
ამ აკრძალვის შედეგი გახდა ათასობიტ ხატი,მოზაიკის,ფრესკისა თუ ქანდაკების განადგურება.(!) ·
ხატმებრძოლეობა შეეხო ბიზანტიის
სამფლობელოს იტალიაში რავენის საეგზარქოსოსაც. ·
რომის
პაპებმა შეაჩვენეს ბიზანტიელები და ლეონ მე-3.(!) ·
პაპების ბრძანებით,იტალიაში ბიზანტიელი მოხელეების დევნა და შევიწროება დაიწყეს. ·
ლეონ მე-3 კი მონასტრების და ეკლესიების ქონებას იგდებდა ხელში(!) ·
ხატმებრძოლეობა
ოფიციალურად იქნა აღიარებული 754 წელს საეკლესიო კრებაზე
იმპერატორ კონსტანტინე
მე-5-ის(742-775) მხარდაჭერით. ·
დაიწყო ხატების თაყვანისმცემლების,განსაკუთრებით კი სასულიერო პირების
დევნა.(!) (მე-8 საუკუნეა) ·
მოგვიანებით 787 წელს დედოფალ ირინეს მხარდაჭერით გაუქმდა 754 წლის საეკლესიო კრების გადაწყვეტილება. ·
მე-9 საუკუნის დასაწყისში
იმპერატორმა ლეონ მე-5 კვლავ გააგრძელა ხატების თაყვანისმცემელთა
დევნა. ·
843
წელს კონსტანტინეპოლის პატრიარქ მეთოდეს მეცადინეობით მოწვეულ კრებაზე საბოლოოდ დაიგმო
ხატმებრძოლეობა. ·
843 წლის 11 მარტი გამოცხადდა ხატმებრძოლეობის
მსხვერპლთა მოხსენიების დღედ. (დევნის ძირითადი მსხვერპლნი ბერები იყვნენ ისინი
ხატების კულტის ერთგულნი დარჩნენ) ხ ·
რელიგიურის გარდა ხატმებრძოლეობას განსაკუთრებული
პოლიტიკური დატვირთვა გააჩნდა. ·
ბიზანტიელ ხატებთან
მებრძოლ იმპერატორებს ერთის მხრივ სურდათ
მოესპოთ განსხვავება ქრისტიანებისა იუდეველებთან და მუსლიმებთან და ამ გზით იმპერიაში მცხოვრებ ხალხთა შორის
ერთიანობის და ტოლერანტობის შექმნა(გლობალიზაციის ბიზანტიური ვარიანტი)(!)
·
მეორე მხრივ,იმპერატორები ცდილობდნენ ამ გზით დაემორჩილებინათ
უზომოდ გამდიდრებული და გაძლიერებული ეკლესია. ცდილობდნენ ეკლესიის ფინანსების ხელში ჩაგდებას.(ანუ ჰქონდათ მერკანტელური
ინტერესი)
·
ხატმებრძოლეობა აასევე უკავშირდება ქიშპს ქრისტიანულ
სამყაროში პირველობისათვის რომსა და კონსტანტინეპოლს შორის.
·
დასავლეთსა
და აღმოსავლეთს შორის დაპირისპირება მეე-11 საუკუნეში განსაკუთრებით მძაფრი იყო. ·
პაპმა ნიკოლოზ 1-მა ეკლესიისგან განკვეთა კონსტანტინეპოლის პატრიარქი-ფოტიოსი ·
კონსტანტინეპოლის საეკლესიო კრებამ კი რომის პაპი შეაჩვენა ·
დასავლეთის და აღმოსავლეთის ქრისტიანული ეკლესიები
და სამყაროები სულ უფრო შორდებოდნენ ერთმანეთს
|
განხეთქილება
მსოფლიო ეკლესიაში
·
ბარბაროსული
ევროპის პირველი იმპერატორის კარლოს დიდის(742-814) რომში კურთხევა,რასაც მოჰყვა სხვა იმპერატორების კურთხევაც; ·
ბიზანტიაში დიდ უკმაყოფილებას იწვევდა,რადგან
ბიზანტიის იმპერიაში მიაჩნდათ,რომ მხოლოდ
ისინი იყვნენ რომის იმპერიის ერთადერთი მემკვიდრეები.(მე-2 რომი) ·
ამ უკმაყოფილებასთან ერთად რომის პაპებსა და კონსტანტინეპოლის პატრიარქებს შორის ურთიერთობები
კიდევ უფრო იძაბებოდა. ·
პაპები კონსტანტინეპოლის პატრიარქის ტიტულში მსოფლიო პატრიარქის ტიტულის დამატებას აპროტესტებდნენ ·
რომის პაპის და კონსტანტინეპოლის პატრიარქის ინტერესები
ბულგარეთის გაქრისტიანების გამოც შეეჯახა. ·
რომისა და კონსტანტინეპოლის ეკლესიების რიტუალებიც დაშორდა ერთმანეთს ·
ამ დაპირისპირებაში დიდი ადგილი პოლიტიკური გავლენისათვის
ბრძოლას ეკავა ·
უმთავრესი მიზეზი დაპირისპირების პაპიზმისა და სულიწმინდის მოფენის თაობაზე შეხედულებათა განსხვავება
იყო ·
პაპის ლეგატები(წარმომადგენლები),რომელთაც ამ ორ ეკლესიას
შორის სადავო საკითხები უნდა გაერკვიათ კონსტანტინეპოლში ჩავიდნენ ·
მხარეებს შორის შეთანხმება ვერ მოხერხდა ·
ლეგატებმა ვერ შეძლეს პაპის მორჩილების შესახებ პატრიარქისგან
თანხმობის მიღება ·
1054 წლის
16 ივლისს წმინდა სოფიის ტაძარში(ახლა მეჩეთად არის გადაქცეული) პაპის ლეგატებმა
მიიტანეს სიგელი,რომლითაც კონსტანტინეპოლის
პატრიარქი და ყველა მისი თანამოაზრე ეკლესიისგან განკვეთილად გამოაცხადეს ·
პაპის ლეგატთა ანათემის საპასუხოდ
20 ივლისს კონსტანტინეპოლში შემდგარმა კრებამ საქვეყნოდ განკვეთა რომის პაპი. ·
კრების გადაწყვეტილება აღმოსავლეთის ყველა იერარქს
პატრიარქის ეპისტოლეს მეშვეობით შეატყობინეს ·
ამით დასრულდა
ეკლესიის გაყოფის აქტი.(!) ·
ეს
განხეთქილება საბედისწერო აღმოჩნდა ქრისტიანული სამყაროსათვის;(!) ·
აღმოცენდა ორი ეკლესია -მართმადიდებლური(აღმოსავლეთში)
და რომაულ-კათოლიკური(დასავლეთში) |
ფეოდალიზმი ბიზანტიაში. „ლათინთა იმპერია“
·
ბიზანტიის უზარმაზარი ტერიტორიის დასაცავად მრავალრიცხოვანი
და კარგად შეიარაღებული ჯარი იყო საჭირო ·
დიდი დაქირავებული ჯარის შენახვა კი ბიზანტიის გამოცარიელებულ
ხაზინას აღარ შეელო ·
ლაშქარს გლეხებით(ისინი
იარაღსაც და ცხენსაც საკუთარი სახსრებით იძენდნენ) ავსებდნენ. ·
ამიტომ ბასილევსები ცდილობდნენ,განსაკუთრებული კანონებით დაეცვათ თავისუფალ
გლეხთა უფლებები და საკუთრება,შესაბამისად წინ აღდგომოდნენ
ფეოდალთა გაძლიერების პროცესს; ხ ·
მე-11 საუკუნისთვის ბიზანტიაში ფართოდ დამკვიდრდა
ფეოდალური ურთიერთობები; ·
თავისუფალი
საგლეხო თემები აქა-იქ,მთიან და მიყრუებულ ოლქებშიღა შემორჩა(ამათი ხევსურეთი და
თუშეთი) ·
სახელმწიფოს მთელი მიწა მსხვილი მემამულე ფეოდალების
ხელში მოექცა. ·
მე-11-მე-12 საუკუნეში დამთავრდა ფეოდალიზმის ძირითადი
ინსტიტუტების ჩამოყალიბება ბიზანტიაში ·
გლეხები იქცნენ ფეოდალებზე დამოკიდებულ პირებად-პარიკებად. ·
ბიზანტია
დაუსრულებლად ომობდა არაბებთან და სლავებთან,მოგვიანებით ნორმანებთანაც(მე-9 საიკუნის მე-2 ნახევრიდან
მე-11 საუკუნემდე). ხ ·
მე-11 საუკუნის
მე-2 ნახევარში ბიზანტიაში გამწვავდა ბრძოლა პროვინციელ დიდებულებსა და
კონსტანტინეპოლის წარჩინებულებს შორის. ·
ამ პერიოდში გაუარესდა საგარეო ვითარებაც,ბიზანტიას ერთდროულად უხდებოდა პაჭანიკებისა და თურქ-სელჯუკების მოგერიება. ხ ·
მე-12 საუკუნის მიწურულს ბიზანტიის იმპერია ღრმა ეკონომიკურ კრიზისს განიცდიდა. ·
ამ დროს გაძლიერდა ფეოდალური
დაქუცმაცებულობა,ქალაქები დაკნინდა,დასუსტდა ჯარი და ფლოტი. ·
დაიწყო ბიზანტიის
იმპერიის რღვევის პროცესი; ·
ამ ხანებში კიდევ
უფრო გამწვავდა უთნხმოება ბიზანტიასა და დასავლეთს შორის; ·
პაპები ცდილობდნენ ბიზანტიის ეკლესია რომის ეკლესიითვის
დაემორჩილებინათ; ·
ევროპის იმპერატორები ბიზანტიის დამორჩილების
გეგმებს სახავდნენ; ·
ვენეცია ცდილობდა
განედევნა ბიზანტიიდან თავისი სავაჭრო კონკურენტები გენუა და პიზა. ·
ბიზანტიის იმპერიის დაუძლურებამ,პოლიტიკური ინტერესების
რთულმა ხლართებმა გეზი შეუცვალა მე-4 ჯვაროსნულ ლაშქრობას(1202-04)-ჯვაროსნებმა იერუსალიმზე გალაშქრების
ნაცვლად,კონსტანტინეპოლი
აიღეს(1204) და დაპყრობილ ტერიტორიაზე
ლათინთა იმპერია დაარსეს.
|
საქართველო ბიზანტიის ურთიერთობები მე--11 საუკუნე
ბაგრატ მე-3 და ბასილი მე-2
·
1001 წელს გარადაიცვალა დავით მე-3 კურაპალატი; (გაიხსენე:ა.წერეთლის
„თორნიკე ერისთავი) ·
დავითის
მემკვიდრეობის გამო დაიძაბა ურთიერთობა ბაგრატ მე-3-ს და იმპერატორ
ბასილი მე-2-ს შორის,მაგრამ საქმე კონფლიქტამდე არ მისულა; ·
ბაგრატ
მე-3-მ დათმობა არჩია და საქმე
დიპლომატიური მოლაპარაკებებით დასრულდა; ·
ბასილმა
ბაგრატს კურაპალატის წოდება მიანიჭა,ხოლო მის მამას
გურგენს-მაგისტროსობა; ·
1008 წელს გურგენ ბაგრატიონი გარსაიცვალა და ბაგრატ მე-3-მ მისი სამფლობელო (შავშეთ-კლარჯეთი,სამცხე,ჯავახეთი)
დაიკავა და „ქართველთა მეფის“ ტიტულიც მიიღო; · ბაგრატ მე-3 ოფიციალურად იწოდებოდა „მეფე აფხაზთა და ქართველთა,კურაპალატი“ ·
საქართველოს მიწებიდან მისი მფლობელობის გარეთ რჩებოდა
თბილისის საამირო და კახეთ ჰერეთი ·
1010 წელს ბაგრატი კახეთში ჯარით შევიდა,კახეთის
მეფე კვირიკე მე-3 დაატყვევა და ქვეყანაც დაიკავა; ·
კახეთში ლაშქრობის წინ ბაგრატ მე3-მ რადიკალური ღონისძიებები განახორციელა თავის
სამეფოში მეფის ხელისუფლების განმტკიცების
მიზნით. ·
ერისთავობა უბრუნდებოდა თავის ძველ შინაარსს,ე.ი.
სამეფოს მოხელეობას; ·
ბაგრატის მიერ დანიშნული ერისთავები იყვნენ საერისთავოთა დროებითი განმგებელი მოხელენი(მოსაკარგავენი -ძველ
ქართულად) და არა სენიორ-მფლობელები (ანუ მთავრები); ·
ასე დაიწყო ერთიანი საქართველოს ჩამოყალიბება; ·
საქართველოს გაერთიანება-გაძლიერება არ შედიოდა ამიერკავკასიაში დარჩენილ არაბ ამირათა ინტერესებში; ·
მაგ. განძის
ამირა ფადლონი განუწყვეტლივ თავს ესხმოდა კახეთ-ჰერეთის
ტერიტორიას და აქედან ბაგრატის განდევნას
ცდილობდა; ·
ბაგრატმა თავის მოკავშირე სომხეთის მეფე გაგიკთან ერთად სასტიკად
დაამარცხა განძის ამირა და აიძულა,მოხარკეობა ეკისრა; ·
ბაგრატ მე-3
1014 წელს გარდაიცვალა,მისი ნეშტი მის მიერვე აგებულ ბედიის ტაძარში დაკრძალეს; ·
ბაგრატ მე-3 -ის მიერაა აგებული საკათედრო ტაძარი ქუთაისში; ხ ·
|
გიორგი 1 და ბასილი მე-2
·
ბაგრატ მე-3 ის მემკვიდრეებს გიორგი 1-ს(1014-1027) და
ბაგრატ მე-4-ს
(1027-1072) მეტ-ნაკლები წარმატებით უხდებოდათ ბიზანტიის შემოტევის მოგერიება; ხ ·
გიორგი 1-ის სიყმაწვილით ისარგებლეს კახეთ-ჰერეთის
დიდაზნაურებმა,შეიპყრეს ბაგრატის მიერ დანიშნული ერისთავები და აიძულეს ჭაბუკი მეფე გაეთავისუფლებინა კვირიკე მე-3; ·
კახეთ ჰერეთი ისევ ჩამოშორდა ერთიან საქართველოს; ·
გიორგი 1 -მა წინდაუხედავად იმოქმედა ბიზანტიის მიმართაც
და მძიმე მარცხი განიცადა სოფელ შირიმნთან ბრძოლაში ·
1023 წელს
გიორგი 1-სა და ბასილი მე-2 შორის დაიდო ზავი,რომლის ძალითაც
საქართველოს მეფე იძულებული გახდა,დიდ დათმობებზე წასულიყო ბიზანტიის მიმართ; შენიშვნა: გიორგი
1 არის კ.გამსახურდიას რომანის“დიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენა „ პერსონაჟი ,რომელსაც
სძულს ბიზანტიის სამეფო კარი;
|
ბაგრატ მე-4(1027-1072)
და ლიპარიტ ბაღვაში
·
ბაგრატ მე-4 ის მეფობის პერიოდში ,მიუხედავად იმისა,რომ
თვითონ საიმპერატორო კარზე ანარქია და კრიზისი სუფევდა,ერთმანეთის
მონაცვლე იმპერატორები მაინც ცდილობდნენ საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარეულიყვნენ
და არ დაეშვათ ქვეყნის გაერთიანება
და განმტკიცება;(!)
·
ბასილი მე-2 ბულგართმმუსვრელის გარდაცვალების შემდეგ
სამიოდე წელს მისი ძმა კონსტანტინე
მე-8(1025-1028) მეფობდა,რომელსაც სამი ქალიშვილი დარჩა მემკვიდრედ.
·
იმპერატორის ტახტზე ზედიზედ ცვლიან ერთმანეთს ამ ქალიშვილების
ქმრები,რომელთაგან ერთი აბანოში დაახრჩვეს,მეორე დააბრმავეს,მესამე იძულებით აღკვეცეს
ბერად; ხ ·
განსაკუთრებით აღსანიშნავია კონსტანტინე მე-9-ის მონომახის(1042-1055
) მეფობა,რომლის დროსაც მოხდა სქიზმა,ე.ი. დასავლეთ და აღმოსავლეთ ეკლესიების,კათოლიკობის
და მართლმადიდებლობის გათიშვა(1054 წელს) ·
კონსტანტინე მე-9 ენერგიულად ცდილობდა გამოესწორებინა
იმპერიის საგარეო-პოლიტიკური მდგომარეობა,მაგრამ წარუმატებლად; ·
ბიზანტიელთა წარმატება ის იყო,რომ სომხეთში
მეფობა გააუქმეს და სომხეთი უშუალოდ შეიერთეს (!) ·
ბიზანტიელები საქართველოს საქმეებშიც აპირებდნენ ჩარევას; ·
ამ მხრივ მათთვის
ხელსაყრელ ვითარებას ქმნიდა ის შეურიგებელი ბრძოლა,რაც წარმოებდა მეფე ბაგრატ მე-4-სა და მის უძლიერეს
ყმა-ფეოდალს ლიპარიტ ბაღვაშს შორის; ხ ·
უთანხმოება მეფესა და მის ვასალს შორის იმით დაიწყო,რომ ლიპარიტი თბილისის საამიროს გაუქმების შემდეგ საამიროს ტერიტორიის დიდი ნაწილის
ხელში ჩაგდებას თვითონ ვარაუდობდა,მეფე და სხვა დიდებულები ამაზე არ თანხმდებოდნენ; ·
ამგვარ დაპირისპირებაში თბილისის
დაუფლების საქმე რამდენჯერმე ჩაიშალა;(!) ·
საბოლოოდ კი,როდესაც თბილისის მოქალაქეთა თავკაცებმა
ქალაქი ბაგრატს გადასცეს,ლიპარიტის მოღალატური საქმიანობით თბილისიც დაიკარგა და ანისიც;(!) ·
ლიპარიტმა ღალატით შეიპყრო ანისის მმართველად დატოვებული
ქართველი ერისთავები,რის შემდეგაც სომეხთა
კათალიკოსმა ანისი ანგარებით გადასცა ბერძნებს(ბიზანტიელებს); ·
ბაგრატმა თბილისიც დატოვა (!) ხ ·
ამის შემდეგ დაიწყო ბრძოლა მეფესა და გამდგარ კლდეკარის
ერისთავს შორის. ·
ეს
ბრძოლა 10 წელზე მეტხანს გაგრძელდა; ·
ლიპარიტი თავადაც ძლიერი ფეოდალი იყო და მას ბიზანტიის კეისარი
უჭერდა მხარს;
·
ბიზანტია
გაძლიერებულ საქართველოში თავის მეტოქეს ხედავდა,რომელიც აღმოსავლეთის ქრისტიანულ
სამყაროში პირველობას და ჰეგემონობას ეცილებოდა,ამიტომ ყველა საშუალებით ცდილობდა
ჩაეშალა საქართველოს გაერთიანება;
·
აჯანყებული კლდეკარის ერისთავი ბიზანტიელი პოლიტიკოსებისათვის შესანიშნავ
იარაღად იქცა;(შიდა მტერი;მე-5 კოლონა)
·
მათი დახმარების შედეგი იყო ,რომ ბაგრატ მეფესთან
ბრძოლაში მეტწილად ლიპარიტი იმარჯვებდა;
·
ლიპარიტმა ბაგრატს ბევრი ვნება მიაყენა,იმდენად,რომ
მეფე 1054 წელს იძულებული გახდა ლიპარიტთან შესარიგებლად
ბიზანტიაში გამგზავრებულიყო და კეისრისთვის შუამავლობა ეთხოვა;
·
კეისარმა
ბაგრატ მე-4 და მისი ურჩი ყმა „დააზავა“; ·
ბაგრატს მხოლოდ სახელადღა შერჩა მეფობა,ლიპარიტი კი მთელი სამხრეთ საქართველოს მთავრად აღიარეს;(!) ·
მან ისარგებლა ბაგრატის საქართველოში არ ყოფნით და
მეფედ აკურთხა ბაგრატის მცირეწლოვანი შვილი გიორგი,თავისი თავი კი მეურვედ დაინიშნა;(!) ·
ამრიგად,საქართველოს მართვა-გამგეობა მთლიანად ლიპარიტის ხელში გადავიდა,მაგრამ მისი ასეთი განდიდება სხვა ფეოდალებმა ვერ აიტანეს;(!)
·
მესხმა
აზნაურებმა სულა
კალმახელის მეთაურობით ლიპარიტი და მისი ძე ივანე შეიპყრეს და მეფეს მიჰგვარეს;
·
მეფემ
ლიპარიტი იძულებით ბერად აღკვეცა და საქართველოდან გააძევა,მაგრამ
მისი ძე ივანე დაინდო,ჩამოართვა კლდეკარის ერისთავობა,საგვარეულო მამულები კი შეუნარჩუნა და სპასალარადაც
დანიშნა; ·
ბაგრატისა და ივანეს შერიგების შემდეგ მეფე ბაგრატ
მე-4 კვლავ გაძლიერდა და წარმატებით ილაშქრა
ჰერეთ-კახეთში,რომლის საბოლოო შემოერთება ჰქონდა განზრახული,მაგრამ ეს განზრავა თურქ
-სელჩუკების შემოსევებმა ჩაშალა;(!)
|
ოსმან 1 ·
სელჩუკთა იმპერიის დაშლის შემდეგ,განსაკუთრებით გაძლიერდა
რუმის სასულთნო.(შენიშვნა: ამათთან ჰქონდა თამარს ბასიანის ომი 1204 წელს); ·
რუმის სასულთნო 1300 წელს დაიშალა; ·
ამის შემდეგ ამ რეგიონში ათამდე დამოუკიდეელი ,მცირე
თურქული სახელმწიფო(ე.წ. „ბეილიქი“) შეიქმნა; ·
ამ ბეილიქებს შორის დაწინაურდა ოსმან 1 -ის (1258-1326) მიერ შექმნილი სამთავრო,რომელმაც
მალე დაიმორჩილა სხვა თურქული ბეილიქები; ·
ეს ახალი(ოსმანის) სახელმწიფო უშუალოდ გაუმეზობლდა
ერთ დროს ძლევამოსილ ქრისტიანულ იმპერიას-ბიზანტიას; ·
ოსმანი 1 გახდა დინასტიის დამფუძნებელი;ამ
დინასტიამ შემდგომ უზარმაზარი იმპერია შექმნა; ·
ამ იმპერიას ქართულად ოსმალეთს ვუწოდებთ; ·
ევროპაში მას ოტომანების იმპერიად მის მთავრობას კი
ბრწინვალე პორტად,ან უბრალოდ პორტად მოიხსენიებდნენ; ·
ოსმალეთის
სახელმწიფოს დაარსების თარიღად ითვლება 1299 წელი;(!) ·
ოსმალეთის იმპერიის არსებობამ დიდხანს,1923 წლამდე გასტანა (624 წელი იარსება); ხ ·
უკვე ოსმან 1-ს ზეობის ხანაში თურქებმა კიდევ უფრო
შეავიწროეს ისედაც დასუსტებული ბიზანტიის იმპერია; ·
1301 წელს ოსმალებმა პირველი გამარჯვება
მოიპოვეს ბიზანტიის არმიაზე;(!) ·
მუსლიმი ოსმალები საკუთარ თავს „ღაზიებს-„წმინდა ომის“
მებრძოლებს უწოდებდნენ;(შეადარე : ჯვაროსნები-„ქრისტეს მხედობა“). ·
ოსმალი „ღაზიების“ მიზანი „ურწმუნოთა მიწების“ ისლამური
ტერიტორიებისთვის შემოერთება გახდა; ·
მოგვიანებით, ოსმალო სულთნები თავს „რომელთა იმპერატორბადაც“(
ქაიზერ-ე რუმი) მოიხსენიებდნენ და ამით ხაზს უსვამდნენ,რომ მათი სახელმწიფო არა მარტო ისლამური სახალი ფოს,არამედ რომის იმპერიის მემკვიდრეც იყო;(მე-3 რომი იგივე პრეტენზია
ჰქონდა რუსეთს) ხ ·
ომანის მემკვიდრეებმა ფართომასშტაბიანი დაპყრობითი
ომები წამოიწყეს; ·
ჯერ კიდევ ოსმანის დროს მისი სახელმწიფოს სატახტო ქალაქი გახდა ბურსა-ანატოლიის
ჩრდილო-აღმოსავლეთში მარმარილოს ზღვასთან ახლოს,რომელიც ოსმანებმა 1326 წელს დაიპყრეს; ·
ბურსა საკმაოდ ახლოს იყო კონსტანტინეპოლთან,რომელიც
მალე ოსმალების ძირითად სამიზნედ იქცა; ·
1338 წელს ოსმალებმა მიაღწიეს ბოსფორის
სრუტეს და მალე გადალახეს კიდეც(თავად ბიზანტიელტა თხოვნით რომლებიც
ცდილობდნენ მოკავშირეტა მოძიებას სამოქალაქო ომში) ·
1352—54 წ-ში ოსმალებმა დაიკავეს გალიპოლის
ნახევარკუნძული ამგვარად დაიწყო ოსმალების ევროპული დაპყრობების
პერიოდი; ·
თავდაპირველად მზერა სამხრეთ ევროპას-ბალკანეთის ნახევარკუნძულს
მიაპყრეს; ·
1387 წელს ოსმალები დაეუფლნენ ბერძნულ ქალაქ
თესალონიკს,რომელიც მანამდე ვენეციელების ხელში იყო; ·
1389 წელს ოსმალებმა დაამარცხეს სერბები
კოსოვოს ბრძოლაში; ·
ამის შემდეგ ოსმალებს გზა გაეხსნათ ევროპაში შემდგომი
ექსპანსიისათვის; ·
შეშფოთებულმა ევროპულმა სახელმწიფოებმა ჯარების კოალიცია
შექმნეს; ·
გადამწყვეტი ბრძოლა 1396
წელს (შენიშვნა: ამ წლებში საქართველოს თემურ ლენგი არბევდა) ნიკოპოლისის ციხესიმაგრესთან (თანამედროვე ბულგარეთი) გაიმართა
და ოსმალეთის გამარჯვებით დასრულდა; · ყურადღება: ამ ბრძოლას ზოგჯერ
უკანასკნელ ჯვაროსნულ ლაშქრობადაც მოიხსენიებენ; ·
ბალკანეთის დაპყრობასთან ერთად,ოსმალების მიზანი იყო ანატოლიის სრული დამორჩილებაც; ·
1397 წ-ს ოსმალებმა საბოლოოდ დაამარცხეს მათი მეტოქე
ყარახანიდები და გაბატონდნენ ანატოლიაში; ·
ნიკოპოლისთან
გამარჯვების შემდეგ ოსმალებმა ფაქტობრივად ალყაში მოაქციეს კონსტანტინეპოლი და ჩანდა,რომ
ქალაქის დღეები დათვლილი იყო,მაგრამ ამ დროს ოსმალებს აღმოსავლეთში
ახალი მტერი გამოუჩნდათ; ·
თემურ ლენგმა ცენტრალურ აზიაში ძლიერი სახელმწიფო
შექმნა და წამოიწყო ლაშქრობები დასავლეთში; ·
1402
წელს ანკარასთან შედგა ბრძოლა ოსმალებსა და თემურის ჯარებს შორის; ბრძოლა თემურის
გამარჯვებით დასრულდა,ოსმალო სულთანი ბაიაზიდ მე-2 კი ტყვედ ჩავარდა; ·
მიუხედავად იმისა,რომ თემურ ლენგს არ უსაგებლია გამარჯვებით
და არ შემოუერტებია ოსმალების ტერიტორიები,ოსმალებმა მაინც უმძიმესი დარტყმა მიიღეს; ·
მათი დროებითი დასუსტებით ისარგებლეს ბალკანეთის ხალხებმა
და აღიდგინეს დამოუკიდებლობა; ·
10 წელზე მეტხანს გაგრძელდა ტახტისთვის ბრძოლა ბაიაზიდის
ვაჟებს შორის; ·
მე-15 საუკუნის 20-იანი წლებიდან ოსმალებმა დაიწყეს
დაკარგული პოზიციების აღდგენა; ·
სულთანმა მურად მე-2 მ(ზეობდა 1421-1451 წ.) დაიბრუნა დაკარგული ტერიტორიები; ·
ამგვარ ვითარებაში ყველასათვის ნათელი გახდა,რომ ბიზანტიის
იმპერიის და კონსტანტინეპოლის დღეები დათვლილი იყო;
|
კათოლიკური ევროპა და ბიზანტია
·
კათოლიკურ სამყაროსთან ბიზანტიის
რთულ ურთიერთობებს ხანგრძლივი ისტორია ჰქონდა; ·
ქრისტიანულ ეკლესიაში დიდი განხეთქილების შემდეგ მხარეები
სულ უფრო მეტად უპირისპირდებოდნენ ერთმანეთს; ·
თუმცა,სავაჭრო კავშირები კვლავაც ინტენსიურ ხასიათს
ატარებდა და ამ მხრივ განსაკუთრებით აქტიურობდნენ ვენეციელები; ხ ·
1204 წელს,მეოთხე ჯვაროსნული ლაშქრობის დროს ევროპელმა
ჯვაროსნებმა შეიცვალეს გეზი და ირუსალიმის გათავისუფლების ნაცვლად ,ჯარი კონსტანტინეპოლისაკენ
მიმართეს; ·
1204 წელს ჯვაროსნებმა აიღეს კონსტანტინეპოლი
და შექმნეს ე.წ. „ლათინთა იმპერია“ ·
ბიზანტიის იმპერიის „ჯვაროსნებს „გადარჩენილი“ ნაწილის
ცენტრი კი ქალაქი ნიკეა გახდა მცირე აზიაში; ·
1261 წელს ნიკეას იმპერატორმა,მიხაი მე-3
პალეოლოგოსმა მოახერხა კონსტანტინეპოლის დაბრუნება და ბიზანტიის აღდგენა(57
წლის შემდეგ);თუმცა,ადრინდელი სიძლიერის დაბრუნება ბიზანტიისათვის შეუძლებელი იყო; ·
თურქთა მოძალების პირობებში ბიზანტიელი იმპერატორები
იძულებულნი გახდნენ საშველად მაინც დასავლური ქრისტიანული სამყაროსთვის მიემართათ; ·
იმპერატორებმა ,იოანე მე-4-მ (1369 წ-ს) და მანუილ მე-2-მ(1417 წელს),პოლიტიკური
მოსაზრებებიდან გამომდინარე აწარმოეს მოლაპარაკებები რომთან; ·
გამოუვალ მდგომარეობაში ჩავარდნილი იმპერატორი იოანე მე-8 კი თავად ეწვია რომს და ფლორენციის საეკლესიო კრებაზე
პაპ ევგენიუს მე-6 სთან ერთად ხელი მოაწერა უნიას(გაერთიანებას),რომლის მიზანი
იყო აღმოსავლური და დასავლური ეკლესიების ერთიანობის აღდგენა; ·
ამ შეთანხმებას რეალური შედეგი არ გამოუღია,ვინაიდან
ბიზანტიელები უარყოფითად აფასებდნენ რომთან დაახლოების პერსპექტივას; · კონსტანტინეპოლში დიდი იყო ანტიპათია კათოლიკეების
მიმართ; ·
იმ ხანებში ბიზანტიის ფლოტის მთავარსარდლისა და იმპერატორის
კარზე ყველაზე გავლენიან პირს,ლუკას ნოტარას მიაწერენ სიტყვებს: “ მირჩევნია,ქალაქში ვიხილო სულთანის ჩალმა,ვიდრე პაპის ტიარა“ (!) (შენიშვნა:
ტიარა-პაპის თავსაბურავი)
შენიშვნა: ფრაზა გამოდგება იმის საჩვენებლად თუ როგორ
აბრმავებს ადამიანს სიძულვილი;
|
ბიზანტიის დაცემა და მისი მნიშვნელობა
ევროპსა და საქართველოსთვის
·
კონსტანტინეპოლის აღებისა და ბიზანტიის იმპერიის საბოლოო
განადგურების მისია იკისრა ახალმა სულთანმა მეჰმედ მე-2-მ(ზეობდა 1451-1481),რომელსაც
დამპყრობელიც უწოდეს; ·
თავდაპირველად სულთანმა ბოსფორის სრუტეზე ააგო რუმელიის
ციხესიმაგრე და მოუჭრა კონსტანტინეპოლს შავ ზღვასთან კომუნიკაციის საშუალება; ·
სულთნის ლაშქარში დაახლ. 160 000 მეომარი იყო ·
ბიზანტიის იმპერატორ კონსტანტინე მე-11 პალეოლოგოსს(ზეობდა
1449-1453) მხოლოდ 7500 ჯარისკაცის გამოყვანა შეეძლო,მათ შორისაც ბევრი დაქირავებული
იყო; ·
ხანგრძლივი ალყის შემდეგ,1453 წლის 29 მაისს ოსმალებმა
გატეხეს ქალაქის დამცველთა წინააღმდეგობა და მეჰმედ მე-2 კონსტანტინეპოლში შევიდა(!);იმპერატორი
კონსტანტინე მე-11 ბრძოლაში დაიღუპა; ·
ოსმალებმა
ქალაქში სასტიკი ხოცვა-ჟლეტა მოაწყვეს; ·
ქრისტიანული იმპერიის სიმბოლო-აია სოფიას ტაძარი მუსლიმურ
მეჩეთად გადაკეთდა ·
ამგვარად
დასრულდა აღმოსავლეთ რომის-ბიზანტიის იმპერიის ათასწლოვანი ისტორია;
|
კონსტანტინეპოლის დაცემის მნიშვნელობა
·
კონსტანტინეპოლის დაცემას უდიდესი მსოფლიო-ისტორიული
მნიშვნელობა ჰქონდა; ·
მე-15 საუკუნისთვის კონსტანტინეპოლს ძველი დიდებიდან თითქმის აღარაფერი შემოჩენოდა; ·
ნახევრად დანგრეულ ქალაქში 50 000-ზე ნაკლები
მცხოვრები იყო; ·
თუმცა ის კვლავ რეჩებოდა ძველი იმპერიული დიდების სიმბოლოდ,ბიზანტისს სახელმწიფოს ცენტრად; ·
ოსმალური დაპყრობების შედეგად დაემხო აღმოსავლური ქრისტიანული იმპერია და მისი ადგილი ისლამურმა იმპერიამ დაიკავა;(!!!!) ·
ეს
იყო უმძიმესი ფსიქოლოგიური დარტყმა ქრისტიანული სამყაროსათვის; ·
რომის პაპმა
პიუს მე-2-მ(1405-1465) საეკლესიო კრებაც კი მოიწვია იტალიის ქალაქ მანტუაში,ოსმალთა
წინააღმდეგ კონსტანტინეპოლის გასათავისუფლებლად ჯვაროსნული ლაშქრობის ორგანიზების
მიზნით;თუმცა ,პაპის ამ მოწოდებას გამოხმაურება არ მოჰყოლია ევროპელი მონარქების
მხრიდან; ·
კონსტანტინეპოლის დაცემა დასავლეთისათვის
იმ მხარის მოწყვეტას ნიშნავდა,რომელიც მისისი ცივილიზაციის და კულტურის კერა იყო; ·
კონსტანტინეპოლის დაცემის შემდეგ მრავალმა ბერძენმა სწავლულმა თავი დასავლეთ
ევროპას შეაფარა.ამან ხელი შეუწყო დსავლური ქრისტიანული
სამყაროს მეცნიერების და კულტურის წისვლას; ხ ·
ყურადღება: ისტორიკოსების ნაწილი კონსტანტინეპოლის
დაცემას შუა საუკუნეების
და ახალი დროის
წყალგამყოფადაც მიიჩნევს; ხ ·
კონსტნტინეპოლის თურქთა მიერ დაპყრობამ მოსპო ბიზანტიის,როგორც აღმოსავლეთისა და დასავლეთის დამაკავშირებელი
საერთაშორისო სავაჭრო გზის მნიშვნელობა; ·
ევროპელებმა
დაიწყეს ახალი საზღვა-სავაჭრო გზების ძიება,რამაც დიდიგეოგრაფიულ აღმოჩენებს მისცა ბიძგი. ხ ·
მეტად მძიმე იყო ბიზანტიის იმპერიის განადგურების
შედეგები საქართველოსათვის; ·
1461 წელს,ოსმალებმა მცირე აზიაში ქრისტიანთა უკანასკნელი
სახელმწიფო -ტრაპიზონის იმპერიაც დაიპყრეს(თამარის დროს შექმნილი); ·
საქართველო
ისლამურ რკალში აღმოჩნდა;(!) ·
უკიდურესად შემცირდა ქრისტიანულ ევროპასთან კონტაქტის
საშუალება;ეს შეეხებოდა როგორც სახმელეთო გზას,ისე შავ ზღვას. ·
მალე ოსმალებმა პრაქტიკულად მთლიანად დაიპყრეს შავი
ზღვის მიმდებარე ქვეყნები და ის „ოსმალეთის ტბად“ აქციეს; ·
საქართველოშიც და ევროპაშიც კარგად ესმოდათ,თუ რა
საფრთხეს წარმოადგენდნენ ოსმალები; ·
პაპ პიუს მე-2-ს ოსმალების წინააღმდეგ ჯვაროსნული
ლაშქრობის ორგანიზების მცდელობისას საქართველოს იმედი ჰქონდა. ·
ამ მიზნით მან თავისი ლეგატი ლუდოვიკო ბოლონიელი მოავლინა საქართველოში
(1456-1457) ·
მეფე გიორგი
მე-8-მ საპასუხო ეჩობა გაგზავნა ევროპაში პაპთან და
ბურგუნდიის ჰერცოგთან,რათა დაედასტურებინა საქართველოს მზადყოფნა,ჩართულიყო ოსმალეთის
წინააღმდეგ ომში; ·
საქართველოს ელჩებს,ნიკოლოზ თბილელს და ხარდან ხაჩიკიანს
ახლდნენ ასევე სომხების,სპარსელების ტრაპიზონის იმპერიის წარმომადგენლები; ევროპაში
მათ მეგზურობას ლუდოვიკო ბოლონელი უწევდა; ·
ელჩები ესტუმრნენ გერმანიის იმპერატორს, ფრიდრიხ მე-3-ს(1440-1493),შემდეგ
ისინი პატივით მიიღეს ვენეციის სენატში; ·
1460
წელს გაიმართა საქართველოს ელჩობის შეხვედრა რომის პაპთან; ·
პიუს მე-2 მოიხიბლა ქართველი მეფის წინადადებით,რომელიც
მზად იყო ევროპელთა მიერ ოსმალეთის წინააღმდეგ ომის წამოწყების შემთხვევაში,აღმოსავლეთიდან
შეეტია თურქებისათვის,თუმცა პაპის გეგმა განუხორციელებელი დარჩა და შესაბამისად,ქართულ-ევროპული
ალიანსი,საბოლოო ჯამში,ვერ შედგა
„ესეც კიდევ ერთი მე-2 ფრონტი“ - ევროპას საქართველო ყოველთვის
მე-2 ფრონტად უნდა ხან ოსმალეთის,ხან რუსეთის წინააღმდეგ,მაგრამ ისე რომ თვითონ არ
იომოს (!)
|
|
Комментарии
Отправить комментарий