კოლონიზაცია - თარიღები,მოვლენები
რენესანსი და ჰუმანიზმი.
·
რენესანსმა და ჰუმანიზმმა(მიმდინარეობები
ევროპულ კულტურაში) დასაბამი მისცა ახალ ეპოქას ევროპის
ისტორიაში; ·
რენესანსი(აღორძინება),სხვა მნიშვნელოვან პროცესებთან
ერთად,როგებიცაა ფულად-საკრედიტო სისტემის(ბანკების) ჩამოყალიბება,დიდი გეოგრაფიული აღმოჩენები,განხეთქილება
დასავლურ ქრისტიანობაში(ე.წ. რეფორმაცია), ის მიჯნაა,საიდანაც იწყება შუა საუკუუნეების
ეპოქიდან ადრეულ ახალ დროში გადასვლა;(!) ხ ·
რენესანსი-იტალიაში ჩაისახა
და შემდეგ მთელ ევროპაში გავრცელდა; ·
რენესანსის ეპოქა მოიცავს პერიოდს მე-14 საუკუნის შუახანებიდან
მე-16 საუკუნის ბოლომდე;(!) ხ ·
ფრანგული სიტყვა რენესანსი(ტერმინი დაამკვიდრა მე-19
საუკუნის ფრანგმა ისტორიკოსმა ჟიულ მიშლემ) აღორძინებას ნიშნავს და შინაარსობრივად
სახვით ხელოვნებაში,ლიტერატურასა და მეცნიერებაში ანტიკური კულტურული მემკვიდრეობით დიდ დაინტერესებას
და მისი აღგენისკენ სწრაფვას გამოხატავს(!) ხ · ჰუმანიზმი(humanitas-ადამიანურობა)
აღორძინების კულტურის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი იყო და კლასიკური განათლების(ანტიკურ
ტრადიციებზე დაფუძნებული განათლება) გზით ადამიანის თავისუფალ განვითარებას ქადაგებდა(!) |
აღორძინების ევროპული ცენტრები. ·
ის რომ აღორძინების ხანა იტალიაში დაიწყო არ იყო შემთხვევითი; ·
მე-14 საუკუნის
ჩრდილოეთ იტალიის ქალაქ-სახელმწიფოები(!) შუა საუკუნეების ევროპის ეკონომიკურად და კულტურულად
დაწინაურებულ ცენტრებად ჩამოყალიბდნენ; ·
ამას ხელს უწყობდა აღმოსავლეთის ქვეყნებთან ვაჭრობა და
ჯვაროსნული ლაშქრობების შემდეგ ბიზანტიური
კულტურის შეღწევა და გავლენა; ·
ჩრდილოიტალიური ქალაქ-სახელმწიფოებისთვის დამახასიათებელი
იყო წარჩინებული საგვარეულოების(კლანების)
ხშირი ქიშპობა,რაც ერთ-ერთი ასეთი კლანის გაბატონებით სრულდებოდა; ·
მაგ. მე-15 საუკუნეში ქალაქ-სახელმწიფო ფლორენციას ვაჭრობით და საბანკო საქმიანობით გამდიდრებული მედიჩები მართავდნენ(ნახე
სერიალი მედიჩებზე) ·
მე-16 საუკუნის დასაწყისისთვის მედიჩების გვარიდან
ორი პიროვნება ზედიზედ აირჩიეს რომის პაპად; |
აღორძინების ხანის(მე-14-მე-16 საუკუნეების)
პაპები ·
პაპები იმხანად არა მხოლოდ კათოლიკური ეკლესიის მეთაურები
არამედ საეკლესიო სახელმწიფოს(ე.წ. პაპის ოლქი) ხელისუფალნიც იყვნენ ·
სიმდიდრით და ფუფუნებისკენ სწრაფვით ისინი არ ჩამოუვარდებოდნენ
ჩრდილოეთ იტალიის საერო ხელისუფალთ ·
იტალიური ქალაქ-სახელმწიფოების საერო და საეკლესიო
მმართველნი იყვნენ ხელოვნების,მწერლობისა და მენიერებების მეცენატები(მფარველები
და დამფინანსებლები) ·
სწორედ მათი დაკვეთით შეიქმნა აღორძინების ხანის არაერთი
არქიტექტურული თუ ფერწერული შედევრი; ·
მათივე ხელშეწყობით დაიწყეს ძველი ბერძნული და რომაული
ლიტერატურისა და ფილოსოფიის კვლევა აღორძინების
ხანის მეცნიერება და ხელოვნება (სამახსოვრო სახელები) ·
აღორძინების ხანის მეცნიერება და ხელოვნება გამოდის შუა საუკუნეების თეოლოგიური მსოფლხედველობის ჩარჩოებიდან
და მთელ თავის ყურადღებას ადამიანს,მის ცხოვრებასა და გარემომცველ
სამყაროს აპყრობს; ხ ·
რენესანსის ეპოქაში ადამიანი,მისი საქმიანობის ყველა
სფეროში ცდილობს საკუთარი ძალებით,საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით(ანუ ემპირიულად)
საკუთარი გონებით შეიმეცნოს სამყარო; ხ ·
ბევრი ხელოვანისა და მეცნიერისთვის შემოქმედების იმპულსი-ახალი
ოპტიმისტური განწყობა იყო; ·
სიცოცხლით
ტკბობამ გააქარწყლა წარსულის პირქუში გამოცდილება; ·
აღორძინების ხანაში მცხოვრები ადამიანები“ბნელ შუა
საუკუნებზე „ გამარჯვებას ზეიმობდნენ ხ ·
ბუნებაზე
დაკვირვებამ,პროპორციების და ანატომიის შესწავლამ შესაძლებელი გახადა
სინამდვილის ზედმიწევნით ზუსტი გამოსახვა ფერწერასა და ქნდაკებაში ·
ბუნებრივობა მთავარ მოთხოვნად იქცა
ხელოვნებაში; ·
ოპტიკისა
და გეომეტრიის კანონების შესწავლის შედეგად პერსპექტივის
აღმოჩენის წყალობით მხატვრებმა სივრცის გამოსახვა
შეძლეს ·
ახალი მეთოდების გამოყენების გამო იტალიელების,მიქელანჯელოს
(1475-1564) და ლეონარდო და ვინჩის(1452-1519) გერმანელი ალბრეხტ დიურერის
1471-1528) ნაწარმოებები სამეცნიერო მიღწევების რანგს უთაბრდებოდა; ხ ·
სისტემატიური დაკვირვებებისა და ექსპერიმენტების წყალობით
გარდატეხა მოხდა აგრეთვე მეცნიერებისა და ტექნიკის განვითარებაში; ·
პოლონელმა
ასტრონომმა,ნიკოლაი კოპერნიკმა (1473-1543)
სპეციალურ გამოთვლებზე დაყრდნობით შეიმუშავა ჰელიოცენტრული
სამყაროს თეორია(სამყაროს
ცენტრში მზეა მოთავსებული და ყველა პლანეტა მის გარშემო ბრუნავს) ·
კოპენიკის თეორიას იზიარებდა იტალიელი მათემატიკოსი,ფიზიკოსი
და ასტრონომი გალილეო
გალილეი(1564-1642) ის უაყოფდა სამყაროს გეოცენტრულ(სამყაროს
ცენტრში დედამიწაა) ხედვას და ამტკიცებდა,რომ დედამიწაც მზის გარშემო ბრუნავს;ამ
წარმოდგენის გამო გალილეის ერეტიკოსობაში დასდეს ბრალი,გაასამართლეს
და აიძულეს,უარი ეთქვა თავის მოსაზრებაზე; ხ ·
ქრისტეფორე
კოლუმბმა(1451-1506) და ფერნანდო მაგელანმა(1480-1521) გეოგრაფიული აღმოჩენებით
დაადასტურეს რომ დედამიწა მრგვალია; ·
მათემატიკის მიღწევების გამოყენებით გეოგრაფებმა შეძლეს დედამიწის სფერული ზედაპირის
რუკების ორგანზომილებიან სიბრტყეზე გადატანა; ხ ·
უნივერსიტეტებში
„ჰუმანისტი პროფესორები“ ძველი
ბერძენი და რომაელი მწერლების,ფილოსოფოსების და ისტორიკოსების ნაწარმოებების შესწავლით
იყვნენ გატაცებულნი;ინტენსიურად იკვლევდნენ ძველ ორიგინალურ ტექსტებს,პირველწყაროებს; ·
ჰუმანისტი მეცნიერების მფარველმა და თავად ჰუმანისტმა პაპმა ნიკოლოზ
მე-5-მ(1447-1455) ანტიკური ხელოვნების დასაცავად
ვატიკანის ბიბლიოთეკა დაარსა;(!) ხ ·
თურქების მიერ კონსტანტინეპოლის აღების შემდეგ,ბევრი
ბერძენი მეცნიერი იტალიაში გაიქცა და თან ანტიკურ
ავტორთა წიგნები ჩაიტანა; ·
ჰუმანისტმა მეცნიერმა ლორენცო ვალამ(1407-1457) ცნობილი დოკუმენტის,“კონსტანტინეს ნაბოძების
„ კრიტიკული შესწავლის გზით დაადგინა მისი
სიყალბე; ხ ·
ძველი ტექსტების შესწავლის პროცესში საფუძველი ჩაეყარა მეცნიერების ახალ დარგს-ენათმეცნიერებას; ·
„ჰუმანიტარული კვლევებით „ სახელი გაითქვეს ნიდერლანდელმა
ერაზმუს როტერდამელმა(1469-1536)
და გერმანელმა იოჰანეს
როიხლინმა(1455-1522) ·
ერაზმუს როტერდამელმა
შეისწავლა და გამოსცა სახარების ძველი ბერძნული
ტექსტი,რომელსაც ახალი აღთქმის ნაკლებად სარწმუნო ლათინური თარგმანი უნდა ჩაენაცვლებინა,ასევე
ადრექრისტიანული ხანის ლათინური ეკლესიის მამების,მათ შორის,ნეტარი ავგუსტინეს(354-430)
ნაშრომები ხ ·
იოჰანეს როიხლინმა
ძველი ბერძნულის გარდა ძველი ებრაულიც შეისწავლა,შეადგინა ებრაული ენის გრამატიკა,რომლის დახმარებითაც თეოლოგიის სტუდენტებს ძველი აღთქმის ებრაული ტექსტის წაკითხვაც შეეძლოთ ხ ·
დევიზი“ ad fontes“- „მიმართეთ წყაროებს“
გამოხატავდა ევროპელ ჰუმანისტ
მეცნიერთა საერთო მისსწრაფებას,მოეპოვებინათ ჭეშმარიტი მეცნიერული ცოდნა მხოლოდ
და მხოლოდ გაუყალბებელი
პირველწყაროდან;(!) ხ ·
გერმანელი იოჰანეს გუტენბერგის(1398-1468) მიერ წიგნის
ბეჭდვის ტექნოლოგიის გამოგონებამ(მე-15 საუკუნის
შუახანებში) ხელი შეუწყო აღორძინების ხანის ახალი მსოფლმხედველობისა თუ სამეცნიერო მიღწევები გავრცელებას ევროპაში(!) |
აღორძინების ხანის (მე-14 მე-16
საუკუნეების) ევროპის ქალაქები.ეკონომიკა და ვაჭრობა ·
აღორძინების ხანის ევროპაში,უპირველეს ყოვლისა,იტალიის
ქალაქებში,მსხვილი საბანკო და სავაჭრო
საგვარეულო სახლების(მაგ. მედიჩები იტალიაში,ფუგერები გერმანიაში)
ჩამოყალიბებით და მათი განვითარებით ძირეულად
შეიცვალა ეკონომიკური სისტემა. ·
საგვარეულო
ბიზნესები მოიცავდა როგორც ფინანსურ და კომერციულ ისე სამრეწველო სფეროს ·
ეს პირველი
მეწარმეები ძირითადად საფეიქრო და სამთამადნო მრეწველობაში საქმიანობდნენ ·
მათ შექმნეს
პირველი მსხვილი მანუფაქტურული
საწარმოები ·
ისინი ამარაგებდნენ
ხელოსნებს ნედლეულით და თავადვე უზრუნველყოფდნენ
პროდუქციის გასაღებას; ·
მათ საწრმოებში გამოიყენებოდა თავისუფალი დაქირავებული შრომა(!) ხ ·
მე-14 საუკუნიდან მოყოლებული,საწარმოო
პროცესის ორგანიზების ეს ფორმა(მანუფაქტურა) კონკურენციას უწევს შუა საუკუნეების
ამქარს;(!) ხ ·
მედიჩებმა
და ფუგერებმა შექმნეს აგრეთვე საერთაშორისო სავაჭრო
სისტემა,(!)რომელსაც წარმატებით მართავსნენ
საკუთარი ფილიალების ქსელის მეშვეობით(იტალიური
კონტორები,გერმანული ფაქტორიები) ხ ·
დაბოლოს,მათ
შექმნეს საერთო ევროპული
საბანკო სისტემა(!),რომლის ფარგლებშიც
უმნიშვნელოვანეს გამოგონებათა რიცხვს განეკუთვნება თანამედროვე საბუღალტრო აღრიცხვა და უნაღდო ანგარიშსწორება (ჩეკებისა
თუ თანხის გადარიცხვის საშუალებით); ·
კრედიტის გაცემა ბანკების მთავარ საქმედ,მათი მფლობელებისთვის
კი მოგების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს
წყაროდ იქცა(!) ხ ·
ვაჭრობის და საბანკო საქმეში მომხდარ გარდატეხათა
ერთობლიობას „კომერციულ რევოლუციას“
(!) უწოდებენ ხ ·
მსხვილი მანუფაქტურული წარმოების,მრეწველობის ამ წინარეკაპიტალისტური
ფორმის გაჩენასთან ერთად,კომერციულმა რევოლუციამ დასაბამი მისცა მეურნეობის
ახალ მოდელს,რომელიც ადრეული კაპიტალიზმის სახელწოდებითაა(!!)
ცნობილი; ხ ·
ადრეული
კაპიტალისტური ეკონომიკის ცენტრებად ევროპის,უპირველეს ყოვლისა იტალიისა და ფლანდრიის ქალაქები იქცა;(!) ხ ·
ეკონომიკური საქმიანობისა და ცხოვრების ახალ წესზე
გადასვლის სიმბოლოდ ბევრი მიიჩნევს მე-14 საუკუნის დასაწყისში ტექნიკის
სასწაულის,გირებიანი
საათის შემოჭრას ევროპის ქალაქების ყოფაში; ·
საათმა ძირეულად შეცვალა
როგორც ადამიანის ფსიქიკა და აზროვნების წესი,ისე დროის
აღქმა; ხ ·
სამუშაო დროის უხეშად,მზის ამოსვლიდან მზის ჩასვლამდე
განსაზღვრას,რაც დამახასიათებელი იყო შუა საუკუნეების მეურნეობისათვის,ცვლის ახალი ეკონომიკური საქმიანობისათვის შესაფერისი
დროის ზუსტი რაციონალური განაწილება(!) ხ ·
ეს ახალი დამოკიდებულება,მოგვიანებით,ინდუსტრიული რევოლუციის
დასაწისისათვის (მე-18
საუკუნის 60-იანი წლები) ნათლად აისახა ამერიკელი პოლიტიკოსისა და გამომგონებლის
ბენჯამინ ფრანკლინის
1706-1790 ცნობილ გამონათქვამში- „დრო ფულია“(!) იხ. ფაილი „იდუსტრიული რევოლუცია’’ |
დიდი გეოგრაფიული
აღმოჩენების ეპოქა(მე-15-მე-17 საუკუნეები) ·
„დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების“ ეპოქა დაიწო
მე-15 საუკუნის დასაწყისში და გაგრელდა მე-17
საუკუნის ბოლომდე. ·
ევროპელებმა აღმოაჩინეს მსოფლიოს მრავალი მხარე ;დაამყარეს პირდაპირი კონტაქტები აფრიკასთან,ამერიკის
ორივე კონტინენტთან,აზიის დიდ ნაწილთან,ოკეანიასთან და რუკებზე გადაიტანეს მთელი დედამიწა. ·
სტიმული
ეკონომიკური იყო-მოგების
მიღება სავაჭრო გზების
გახსნით იმ დროს მსოფლიოში უმდიდრესი ინდოსტანის ნახევარკუნძულისკენ,საიდანაც
ოქრო-ვერცხლი,თვალ-მარგალიტი,
და ევროპაში ძალიან ძვირადღირებული სანელებლები
უნდა შემოეტანათ; ხ ·
ინდოეთს მაშინ მთელ სამხრეთ აზიას უწოდებდნენ,ინდონეზიაც კი „კუნძულოვან ინდოეთს „ ნიშნავს ხ ·
კოლუმბის შეცდომა,როდესაც მან დასავლეთ ნახევარსფეროში
აღმოჩენილი მიწები „ინდოეთად „ მიიჩნია,დღემდე არ გასწორებულა იქაურ მოსახლეობას
ისევ „ინდიელებად“ ვიცნობთ,ხოლო იქიდან შემოყვანილი
ჩვენთვის ცნობილი შინაური ფრინველი -„ინდაურია’’ ხ ·
მიიჩნევა,რომ ატლანტის ოკეანის გავლით ახალი სავაჭრო
გზების ძიებას ასევე ბიძგი მისცა ოსმალების მიერ კონსტანტინეპოლის აღებამ 1453 წელს,რამაც შეზღუდა და გააძვირა
სახმელეთო ვაჭრობა დასავლეთ ევროპასა და აზიას შორის,თუმცა ეს გეოგრაფიული
აღმოჩენების დაჩქარების მხოლოდ ნაწილობრივი მიზეზია; ხ ·
კონსტანტინეპოლის აღების მომენტისთვის პორტუგალიის
მეფეები უკვე ატარებდნენ პოლიტიკას ახალი გზების აღმოსაჩენად,ხოლო ოსმალებს მე-16 საუკუნემდე დაპყრობილი არ ჰქონდათ
ლევანტი(დღევანდელი სირიისა და ლიბანის სანაპირო მხარე) რომელიც აზიიდან მომავალი
„აბრეშუმის გზის“ და „სანელებლების გზის „ ბოლო სახმელეთო პუნქტი იყო; იქიდან ვენეციელ და გენუელ ვაჭრებს ზღვით მიჰქონდათ საქონელი ევროპაში; ·
უბრალოდ ვენეციელ და
გენუელ ვაჭრებს კონკურენტები გაუჩნდათ
ევროპის სამხრეთ დასავლეთში მდებარე პორტუგალიის
და მოგვიანებით ესპანეთის სამეფოებში,სადაც საკუთარი
ინტერესებისთვის ხშირად სწორედ გამოცდილ გენუელ და ვენეციელ ზღვაოსნებს ქირაობდნენ; |
პორტუგალიური ექსპედიციები ·
პორტუგალია,როგორც აფრიკასთან
ყველაზე ახლოს მდებარე საზღვაო სახელმწიფო,გეოგრაფიული აღმოჩენების პიონერი
გახდა; · 1418 წელს პრინც ენრიკე
ნავიგატორის(ზღვაოსნის) ინიციატივითა
და მხარდაჭერით პორტუგალიელმა მეზღვაურებმა დაიწყეს აფრიკის დასავლეთ ნაპირის
გამოკვლევა და თანდათანობით ათვისება.მათ
ნახეს ოქროთი მდიდარი მხარე.მათ აღმოაჩინეს კუნძული მადეირა 1419 და აზორის კუნძულები
1427 წ ,რომლებიც დღემდე
პორტუგალიის ნაწილებია; ·
პორტუგალიელი მეზღვაურები(შემდეგ სხვებიც) იყენებდნენ
ჩინელების მიერ აღმოჩენილ
მაგნიტის ისრის თვისებას (ანუ კომპასს),არაბების მიერ გამოგონილ
ასტროლაბს და კვადრანტს
ზღვაში კოორდინატების დასადგენად და გზის გასაკვლევად;ისინი აუმჯობესებდნენ
საზღვაო რუკებს. ·
მე-15
საუკუნის შუა ხანებში პორტუგალიაში ააგეს კარაველა-ორანძიანი
გემი ,რომელიც კარგად იყენებდა ზურგისა და გვერდის ქარს ოკეანეში მოგზაურობისას ·
პორტუგალიელებს,ისევე როგორც სხვა ევროპელ ზღვაოსნებს,გემებზე
ჰქონდათ ცეცხლსასროლი იარაღი-ქვემეხები და არკებუზები,მაშინ
როცა არც ერთ ქვეყანაში აფრიკაში,აზიასა და ამერიკაში,სადაც ისინი მივიდნენ ასეთი
იარაღი არ აღმოაჩნდათ.ეს ევროპელებს გადამწყვეტ უპირატესობას
აძლევდა; ·
1488 წ. ბარტოლემეუ დიაშმა მიაღწია
აფრიკის უკიდურეს სამხრეთს,რომელსაც“ქარიშხლების კონცხი
„ უწოდა სულ მალე პორტუგალიის მეფემ დომ ჟოაო მე-2-მ
მას სახელი გამოუცვალა და „კეთილი იმედის კონცხი
„ დაარქვა (იქ ახლა ქალაქი
კეიპტაუნი მდებარეობს) ·
ამ კონცხის გარშემოვლით ინდოეთის ოკეანეში შეიძლებოდა შესვლა და ეს დიდ იმედს აჩენდა,მაგრამ
პორტუგალიელებს კიდევ 10 წელი დასჭირდათ რომ ინდოეთამდე
მიეღწიათ; ·
ვასკუ
და გამამ ეს შეძლო 1498 წელს; ·
ის სამშობლოში ეროვნულ გმირადაა აღირებულ,თუმცა
ინდოეთში სასტიკი დამპყრობლის სახელი დატოვა; |
ამერიკის
აღმოჩენა 1492 წელი ·
ესპანეთის მონარქებმა,რომლებიც ყველაფეში მეტოქეობდნენ
პორტუგალიელ მეფეებთან,აღჭურვეს პატარა ფლოტილია რომელმაც 1492 წელს აღმოაჩინა „ახალი სამყარო“(შემდეგში
ამერიკა); ამ ექსპედიციის
მეთაური კოლუმბი
ამტკიცებდა,რომ ეს „ინდოეთია“ |
სხვა სამახსოვრო თარიღები პორტუგალიელებმა ესპანელებზე უკეთ იცოდნენ ნამდვილი
ინდოეთისკენ გზა ·
1507 წელს ისინი იპყრობენ
კუნძულ ჰორმუზს სპარსეთის ყურის შესასვლელთან ·
1512 წელს იწყებენ
სნელენლებით მდიდარი მოლუკის კუძულების ექსპლუატაციას ·
1513 წელს პორტუგალელები
ჩინეთს მიადგნენ ·
1543 წელს კი ფეხი დადგეს
იაპონიაში და იქ კათოლიციზმის გავრცელებას შეეცადნენ; ·
მანამდე 1522 წელს ესპანურმა ესკადრამ პორტუგალიელი
მაგელანის მეთაურობით მსოფლიოს გარს შემოუარა |
„ტორდესილიასის
ხელშეკრულება“ : ·
ჯერ კიდევ 1494 წელს „ტორდესილიასის ხელშეკრულებით“ ესპანეთმა და პორტუგალიამ
გაიყვეს მსოფლიო,რაც რომის პაპმა დაამტკიცა ·
ბუნდოვნად მითითებული ერთ-ერთი მერიდიანის დასავლეთით ყველა „არაქრისტიანული მიწები „ ესპანეთს ეკუთვნოდა,აღმოსავლეთით კი პორტუგალიას ; ხ ·
ევროპის სხვა ქვეყნები ტორდესილიასის ხელშეკრულებას,რასაკვირველია,უგულებელყოფდნენ.(!) ხ ·
მალე ზღვისგადაღმა ნაოსნობაში ჩაერთვნენ ინგლისელები და
ფრანგები,მოგვიანებით ჰოლანდიელები
(!) ხ ·
ისინი იწყებენ მეტოქეობას ადრე დაწინაურებულ ქვეყნებთან. ·
ინგლისის ქალაქ ბრისტოლის
ვაჭრების მიერ დაფინანსებულმა ექსპედიციამ გენუელი სებასტიან კებოტის(გაბოტას)
მეტაურობით 1497 წეელს ხელახლა აღმოაჩინა ეპანელების აღმოჩენილი ჩრდილოეთ ამერიკა. ·
შენიშვნა : ვიკინგების იქ მისვლა იმ დროისათვის
მივიწყებული იყო; ხ ·
ჰოლანდიელები კი „პორტუგალიელების კუთვნილ „ ინდოეთის ოკეანეში
შევიდნენ და განდევნეს ისინი მოლუკის კუნძულებიდან(დღევანდელი ინნდონეზია) ·
1606 წელს
ჰოლანდიელმა
მეზღვაურებმა აღმოაჩინეს ავსტრალია, 1642 წელს
ახალი ზელანდია ,1778 წელს ჰავაის კუნძულები; |
დაიმახსოვრე: ·
დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების ეპოქა,რომელიც ემთხვევა რენესანსის ეპოქას;ევროპაში ეროვნული სახელმწიფოების ჩამოყალიბების დაწყებას,განათლების
დონის მატებას,რაც დაკავშირებულია იმავე მე-15 საუკუნეში ბეჭდვის გამოგონებასთან
და ჰუმანიზმის იდეების გავრცელებასთან და
არის ერთგვარი წყალგამყოფი შუა საუკუნეებსა და ახალ დროს შორის |
დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების შედეგები ·
დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების შედეგად „ძველ“ და
„ახალ“ სამყაროს შორის (ანუ ევროპასა და ამერიკა,აფრიკა,აზიას შორის) მოხდა არაერთი
სასოფლო-სამეურნეო კულტურის(მცენარისი),
ცხოველების და ავადმყოფობების ‘’გაცვლა’’ ხ ·
მე-15
საუკუნის ბოლომდე ევროპაში არ იცოდნენ თუ რა იყო სიმინდი,კარტოფილი,პომიდორი,მზესუმზირა,გოგრა,კაკაო,თამბაქო,ფეიხოა,არც
ინდაური ენახათ-ეს ყველაფერი მე-16 საუკუნეში ჩრდილოეთ ამერიკიდან
შემოვიდა ხ ·
სამხრეთ ამერიკიდან შემოტანილი მანიოკი და
არაქისი(მიწის თხილი) ძირითადად დასავლეთ
აფრიკის ჰავას მოერგო,ხოლო მექსიკიდან წამოღებული ვანილი-ინდოეთის ოკეანის კუნძულებს; ხ ·
აქვე უნდა აღინიშნოს,რომ ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში არ იცოდნენ თუ რა
იყო თავთავიანი კულტურები : ხორბალი,ქერი,შვრია,ჭვავი,ბრინჯი ·
არ იცნობდნენ ბამბას და შაქრის ლერწამს; ·
არც ძროხა,ხარი,თხა,ცხენი,ვირი,აქლემი ენახათ ·
ევროპელების მოსვლამდე ამერიკაში არსად გამოუყენებიათ
ბორბალი,ვინაიდან ურემსა და ეტლში შესაბმელად ვარგისი მოსაშინაურებელი ცხოველი „ახალ
სამყაროში „ არ იყო. ეს ცხოველები და კულტურები
იქ ევროპელებმა შეიყვანეს და შიტანეს მე-16 და მომდევნო საუკუნეებში; ზ ·
აფრიკული მცენარე-ყავის ხე,ყველაზე ფართოდ გავრცელდა
სამხრეთ და ცენტრალურ ამერიკაში ხ ·
ამერიკული მცენარე კაკაო ახლა ძირითადად
დასავლეთ აფრიკაში მოჰყავთ ხ ·
ამერიკული კაუჩუკის ხე-სამხრეთ-აღმოსავლეთ
აზიაში გავრცელდა; ხ ·
შუა საუკუნეების ევროპაში უცნობი იყო ჩაი,რომლის
შემოტანა ჩინეთიდან მე-17 საუკუნეში დაიწყო ხ ·
მე-16 -მე-17 საუკუნეებში ამერიკა ვერცხლისა და ოქროს მთავარ მომწოდებლად
იქცა ესპანეთისათვის ·
რეალურდ ეს სიმდიდრე ესპანეთში არ რჩებოდა; ·
ესპანეთის სამეფო ეწეოდა განუწყვეტელ ომებს ევროპაში;ეს
ომები სამეფო ხაზინას აცარიელებდა ·
გარდა ამისა, ინგლისელი,ჰოლანდიელი და ფრანგი ზღვის მეკობრეები ღია ოკეანეში თავს ესხმოდნენ
და ძარცვავდნენ ოქრო-ვერცხლით დატვირთულ ეასპანურ კარაკებსა
და გალეონებს; ·
ამის ეკონომიკური შედეგიის იყო,რომ ამერიკიდან ოქროსა
და ვერცხლის დიდი რაოდენობით შემოდინებამ დასავლეთ ევროპაში გააუფასურა ეს ძვირფასი
ლითონები და გამოიწვია ‘’ფასების რევოლუცია“(!) ხ ·
მე-16
საუკუნეში ევროპაში მკვეთრად გაძვირდა
სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია და ნედლეული; ·
ეს
ხელსაყრელი აღმოჩნდა მსხვილი მიწათმფლობელებისთვის,რომლებიც
გადავიდნენ პროდუქციის წარმოებაზე ბაზრისთვის,ანუ გასაყიდად; ·
მოიგეს
ვაჭრებმა და მრეწველებმა,სამაგიეროდ
გაკოტრდნენ გლეხები და წვრილი მიწათმფლობელები(აზნაურები),ვინ ვერ მოახერხა
საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლა; ·
მოსახლეობის
სოციალურმა სტრუქტურამ დასავლეთ ევროპაში,განსაკუთრებით
ინგლისსა და ჰოლანდიაში დიდი ცვლილებები განიცადა; ·
გაჩნდნენ მსხვილი ვაჭრები,რომელთა ხელშიც კაპიტალის დაგროვება დაიწყო; ·
გაღატაკებული გლეხობის საკმაო ნაწილმა კი
ქალაქებში გადაინაცვლა და მომავალი მუშების
რიგები შეავსო; ხ ·
საბოლოო ჯამში,დიდ გეოგრაფიულ აღმოჩენებს მოჰყვა ევროპული კოლონიური იმპერიების შექმნა(!) ·
,სიმდიდრის აკუმულაცია (დაგროვება) ევროპაში(!) და
მისი სწრაფი განვითარება მომდევნო ოთხი-ხუთი
საუკუნის განმავლობაში,ხშირ შემთხვევაში დანარჩენი მსოფლიოს ხარჯზე; |
კოლუმბამდელი
ამერიკა ·
როდესაც ქრისტეფორე კოლუმბმა პირვრლად დადგა ფეხი
დასვლეთ ნახევარსფეროში 1492 წ-ს,ის დარწმუნებული იყო,რომ ინდოეთს მიაღწია; ·
სინამდვილეში ეს ევროპელებისთვის და აზიელებისთვის
მანამდე უცნობი სამყარო იყო,რომელიც ათასწლეულების მანძილზე დამოუკიდებლად
ვითარდებოდა; ხ ·
თანამედროვე
მეცნიერები ვარაუდობენ,რომ
პირველი ადამიანები
ამერიკაში აზიიდან გადმოვიდნენ (სხვადასხვა ვარაუდით 14-40 ათასი წლის წინ);ბერინგის სრუტის
ადგილზე მდებარე იმ დროს აზიის და ამერიკის შემაერთებელი ერთადერთი სახმელეთო გზის
გავლით;იმ ეპოქაში,გამყინვარების გამო,მსოფლიო ოკეანის დონე მკვეთრად იყო დაწეული ხ ·
კოლუმბს და მის შენდეგ მოსულ კონკისტადორებს (ესპ. „დამპყრობელლები“)დახვდათ განვითარების დონის
მიხედვით სხვადასახვა საფეხურზე მყოფი მოსახლეობა ·
კარიბის
ზღვის კუნძულებზე,ჩრდილოეთ ამერიკაში,სამხრეთ ამერიკის უდიდეს ნაწილში
გავრცელებული იყო მონადირე-შემკრებლების მეზოლითური ხანის
კულტურა;(!) ·
ცენტალური
ამერიკისა და და სამხრეთ ამერიკის ჩრდილო და ჩრდილო-დასავლეთ რაიონებში
არსებობდა ნეოლითური ხანის პრიმიტიული სამიწათმოქმედო კულტურა(მოჰყავდათ
სიმინდი) ·
წერტილოვანი
სახით იქვე იყო წარმოდგენილი უფრო განვითარებული სამიწათმოქმედო საზოგადოებები,რომელთაც ცივილიზაციის საკმაოდ მაღალ დონეს მიაღწიეს; ხ ·
„კოლუმბამდელი
ამერიკა ‘’ დასავლეთ ნახევარსფეროს ხანგრძლივი ისტორიის პირობითი
ტერმინია: ეს არის გრძელი ხანა იქამდე სანამ
ამერიკის მკვიდრი მოსახლეობა ევროპულ კულტურას უშუალოდ შეხვდებოდა; ·
„კოლუმბამდელი ამერიკის’’ შესახებ შეგვიძლია ვისაუბროთ
იქ ჩასული ევროპელების ჩანაწერებით და არქეოლოგიური გათხრების მეშვეობით; რადგან
დამწერლობა მხოლოდ მაიას ხალხმა(ტომმა) განავითარა; მათი
ტექსტების უმეტესი ნაწილი დაწვეს ან სხვა სახით გაანადგურეს ქრისტიანმა ევროპელმა
დამპყრობლებმა,რადგან ამ ტექტებს“ერეტიკულად „ მიიჩნევდნენ; ხ ·
მესოამერიკაში(ესაა „შუა ამერიკა“ ცენტრალური მექსიკიდან დღევანდელ კოსტა-რიკამდე)
და სამხრეთ ამერიკის დასავლეთ ნაწილში მოსახლეობამ განავითარა სოფლის მეურნეობა:
მიწას თოხით ამუშავებდნენ,გუთნით ან თუნდაც კავით ხვნა იქ არ იცოდნენ,რადგან მოსაშინაურებლად ვარგისი
გამწევი პირუტყვი ამერიკაში არ იყო; ·
ჩრდილოეთ ამერიკაში გავრცელებული იყო ბიზონი-მსხვილფეხა რქიანი პირუტყვი,მაგრამ მისი მოშინაურება შეუძლებელია; ხ ·
მეცხოველეობა
კოლუმბამდელ ამერიკაში თითქმის არ არსებობდა; ხ ·
სამხრეთ ამერიკაშსი მოაშინაურეს მხოლოდ ლამა და ალპაკა.მათ იყენებდნენ სახორცედ და მცირე ტვირთების გადასაზიდად;(მოზრდილი
ადამიანის წონას ისინი ვერ უძლებენ) ·
ჩრდილოეთ ამერიკაში
ზოგან მოაშინაურეს ინდაური; ·
არისცნობები რომ მესოამერიკაში სახორცედ მოაშინაურეს ირემი; შესაძლოა რძის გამოც ·
თუმცა, იქამდე,სანამ
ევროპელები შეიყვანდნენ ძროხას,კამეჩს,ცხვარს, და თხას ადგილობრივი მოსახლეობის
აბსოლუტურ უმრავლესობას ცხოველური წარმოშობის რძე არასოდეს
გაესინჯა და არც ქათმის კვერცხი ეჭამა; ·
ისინი არც შაქარს იცნობდნენ; ხ ·
იმის გამო რომ არ იყო პირუტყვი,ბორბლის შექმნის საჭიროებაც არ დამდგარა ·
არქოლოგების მიერ აღმოჩენილი ბორბლები,როგრც ჩანს
სათამაშოებისთვის იყო განკუთვნილი; ხ ·
სამაგიეროდ ამერიკაში
მოხდა მრავალი მცენარის გაკულტურება(ველური მცენარის კულტურულად გადაქცევა)(!) ·
იქაური მოსახლეობისთვის უმნიშვნელოვანესი იყო სიმინდი,რადგან ამერიკაში
თავთავიანი მარცვლეული არ არსებობდა;სიმინდის მარცვალი თამაშობდა ძირითად როლს კვების
რაციონში ·
ამერიკაში
გააკულტურეს ტომატი(პომიდორი),კარტოფილი,ლობიო,მზესუმზირა,გოგრა,ჩილი(წიწაკა),ყაბაყი,თამბაქო,ანანასი,კაკაო,კინუა(მარცვლეულია);
ბატატი(ტკბილი კარტოფილია),ვანილი,არაქისი,ტოპინამბური(მიწის ვაშლი),აგავა,პაპაია,ავოკადო,ფეიხოა,ჰევეა(კაუჩუკის
ხე) და სხვა ხ ·
ეს ყველაფერი ევროპელებმა წამოიღეს და აფრიკასა და
აზიაშიც შეიტანეს ·
დაიმახსოვრე: თანამედროვე მსოფლიოში გავრცელებული
კულტურული მცენარეების დიდი ნაწილი ამერიკული წარმოშობისაა; |
მესოამერიკის ცივილიზაციები ·
მესოამერიკაში ძვ.წ. მე-2 ათასწლეულიდან ძვ.წ 300 წლამდე ჩამოყალიბდა კომპლექსური კულტურები,რომლებიც
გადაიზარდა კოლუმბამდელ ცივილიზაციებში :ოლმეკთა,ტეოტჰუაკანის,ტოლტეკთა, მექსიკის და სხვა. ხ ·
მექსიკის
ცივილიზაციას ხშირად აცტეკურს
უწოდებენ; ·
ამ ცივილიზაციებმა საკმაო წარმატებას მიაღწიეს მათემატიკაში
;რიცხვითი სისტემა ოცობითი იყო და ნულსაც შეიცავდა; ·
საკმაო წარმატებას მიაღწიეს ასტრონომიის,მედიცინის მშებლობის(აშენებდნენ
პირამიდებს და ტაძრებს),თავისებური თეოლოგიის დარგებში ·
შეიმუშავეს ძალიან ზუსტი კალენდარი; ·
მაიას
ტომმა შექმნა დამწერლობა; ·
ამერიკის მკვიდრებმა იცოდნენ თვითნაბადი სპილენძის და ოქროს დამუშავება;თუმცა მეტალურგია
გვიან წარმოიშვა ის ძირითადად სამკაულების
და სარიტუალო ნივთების დამზადებას ემსახურებოდა; ·
ქვის
იარაღით ისინი ახერხებდნენ
სამშენებლო მასალის(ქვის) გათლას;სარიტუალო
ცენტრების და დიდი ქალაქების აშენებას ·
კოლუმამდელი ამერიკის ქალაქები: ტეოტიჰუაკანი,ტენოჩტიტლანი,ჩოლულა-იმდროინდელ
მსოფლიოში ხალხმრავლობით უდიდესნი იყვნენ; ·
ისინი სავაჭრო,რელიგიური და პოლიტიკური ცენტრები იყვნენ; ხ ·
მესოამერიკაში ჩასახულ ცივილიზაციებს შორის
უდიდესია ოლმეკური; ·
ის
ძვ. წ. მე-18-მე-15 საუკუნეებში წარმოიშვა; ·
მისი ცენტრი მე-13-მე-10 საუკუნეებში იყო თანამედროვე
სან-ლორენცო,ვერაკრუსის პროვიციაში ,მექსიკის ყურის ახლოს; ·
როგოც ჩანს იქ ჩაისახა იმდროინდელი ხელისუფლების,პირამიდული
ტაძრების,დამწერლობის,ასტრონომიი,ხელოვნების,რელიგიის საფუძვლები,რომლებიც გადაეცა
მომდევნო ცივილიზაციებს მაიას ცივილიზაციას
და ცენტრალურ მექსიკას(აცტეკებს); |
მაიას კულტურა ·
მაიას ხალხებმა(ტომებმა),რომლებიც ძირითადად იუკატანის ნახევარკუნძულზე
და მიმდებარე რაიონებში ცხოვრობდნენ ახ. წ. მე-3
-მე-10 საუკუნეებში მიაღწიეს დიდ წარმატებას მათემატიკაში,ასტრონომიაში,კალენდრის შემუშავებაში ·
მაიას
ერთიანი სახელმწიფო არ შეუქმნია; ·
ისინი ცალკე ქალაქებში და მათ ირგვლივ ცხოვრობდნენ
და მრავალ დიალექტზე ლაპარაკობდნენ; ·
მაიას ხალხმა ერთადერთმა კოლუმბამდელ ამერიკაში შექმნა
დამწერლობა,რომელიც იყნებდა პიქტოგრაფებს(ნახატებს)
და ასახავდა სიტყვების მარცვლებს; დამწერლობა წაწერების სახით შემორჩენილია ქვაზე,კერამიკულ
ნაწარმზე,ხეზე და თავისებურ ქაღალდზე; ·
მაიას ყველაზე დიდი ქალაქი იყო ტიკალი(დღევანდელი გვატემალის ტერიტორიაზე) ·
ფართო მოედნებზე რომლებიც გარს ერტყა პირამიდის ფორმის ტაძრებს იკრიბებოდა მოსახლეობა,რათა
ქურუმთა რიტუალებისათვის თვალყური ედევნებინა; ღმერთების გულის მოსაგებად,ქურუმები
მსხვერპლშეწირვის რიტუალს ატარებდნენ;ძირითად
სწირავდნენ ცხოველებს,მაგრამ ზოგჯერ ადამიანებსაც; შენიშვნა: |
აცტეკები (1519-1521) ·
მექსიკა(აცტეკები)
მართავდნენ ცენტრალურ მექსიკას; ახალი წელთ აღრიცხვის მე-14-მე-16 საუკუნეში,ვიდრე ესპანელებმა
არ ჩაანაცვლეს ხ ·
1470 წელს
მექსიკის ტომმა დაიმორჩილა მთელი ცენტრალური მექსიკა და ამ ტომის
300 000-მდე ადამიანი მართავდა ქვეყანას სადაც 10 მლნ სული
ცხოვრობდა ·
მექსიკა (ტომი) ძალიან ფართოდ მიმართავდა ადამიანთა მსხვეპლშეწირვას; (მათ სწამდათ რომ მსხვერპლშეწირვა აუცილებელი იყო
კარგი მოსავლისათვის; იხ. ფილმი „აპოკალიფსი’’) ხ ·
ესპანელი კონკისტადორებმა მათ ეს დიდ დანაშაულად
ჩაუთვალეს და მათი განადგურების საბაბად გამოიყენეს; ·
მექსიკის დედაქალაქი იყო ტენოჩტიტლანი ის მდებარებდა დღევანდელი მეხიკოს ტერიტორიაზე; ·
ქალაქი გაშენებული იყო კუნძულზე ტბა ტესკოკუს შუაგულში; ·
ქალქს კედელი ერთტყა გარშემო და მოსახლეობა 100
000 აჭრბებდა ·
ქალაქში ქვის
სახლები და არხების სისტემა იყო; ·
ტბაში შექმნილი
იყო ხელოვნური კუნძულები,მათზე ბოსტნეული მოჰყავდათ ·
ამ ქალაქის ბაზრის სიდიდემ გააოგნა იქ პირველად მისული
ევროპელები; ·
აცტეკთა სახელმწიფომ ძლიერების მწვერვალს 1500 წლისთვის
მიაღწია ხ ·
1519 წელს
აცტეკებს ესპანელები
დაესხნენ კორტესის მეთაურობით;(!) ·
თავდაპირველად აცტეკებმა კორტესი ღმერთად მიიჩნიეს,თუმცა
მალე მიხვდნენ შეცდომას და 1520-ში აჯანყდნენ ·
აცტეკებს შუბებიტ არ შეეძლოთ წინააღმდეგობა გაეწიათ
ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული ესპანელებისთვის ·
აცტეკთა იმპერატორი მონტესუმა მე-2 დაიღუპა(!) ·
1521-
წ აცტეკთა სახელმწიფომ არსებობა შეწყვიტა;(!) |
ინკები ·
სამხრეთ ამერიკაში ყველაზე ცნობილია ინკების იმპერია,რომელიც დახვდათ მე-16 საუკუნის დამდეგს იქ მისულ ესპანელ კონკისტადორებს; ხ ·
ინკებს ჰქონდათ კარგი საგზაო სისტემა 25 000 კმ მოვლილი გზები; ·
შესანიშნავად
იცოდნენ მშენებლობა და ნაგებობების ლანდშაფტზე მორგება;(მაჩუ პიკჩუს ინკების ერთ-ერთი ქალაქის ნანგრევების ნახვა
დღეს შესაძლებელია); ·
ტერასული მიწათმოქმედება
ანდების მთიან მხარეში
იძლეოდა სიმინდის და სხვა კულტურების კარგ მოსავალს ·
დედაქალაქი იყო კუსკო(პერუში),ხოლო იმპერიის ტერიტორია მოიცავდა დღევანდელ პერუს,ჩილეს,ბოლივიას,კოლუმბიას,აგენტინას . ინკების იმპერია უდიდესი სახელმწიფო იყო კოლუმბამდელ ამერიკაში; ·
ინკები ბატონობდნენ ასამდე ენაზე მოლაპარაკე ტომზე;
რაც 9-14 მლნ სულს შეადგენდა; ·
ყურადღება: სწორედ ამ დამონებულ ხალხებზე დაყრდნობით შეძლეს ესპანელებმა ინკების დამხობა 1530 წელს და იქ საკუთარი ბატონობის დაფუძნება;
(!) ხხხ დემოგრაფიული ცვლილებები ·
ევროპული კოლონიზაციის შემდეგ როგორც სამხრეთ,ისე
ჩრდილოეთ ამერიკაში(სადაც განვითარებას არ მიუღწევია სახელმწიფოების დონემდე) მოხდა მკვეთრი დემოგრაფიული ცვლილებები ·
მკვიდრი მოსახლეობის დიდი ნაწილი,ხოლო კარიბის ზღვის კუნძულებზე კი ყველა,იმსხვერპლა
ევროპიდან შემოტანილმა დაავადებებმა; ·
ამერიკაში დასახლდნენ ევროპელები,რომლებმაც მონებად შემოიყვანეს აფრიკელი ზანგები; |
კოლონიური ეპოქის დასაწყისი ·
დიდმა გროგრაფიულმა აღმოჩენებმა დედამიწის სხვადასხვა
მხარეები დააკავშირა ·
მაგრამ ამ აღმოჩენების ორგანიზატორების და მონაწილეების
მიზანი ეს კი არა არამედ რაც შეიძლება დიდი
მოგების მიღება იყო. ხ ·
ახალი ქვეყნების და მათკენ მიმავალი გზების აღმომჩენი
მონარქები,კომპანიები,ადმირალები თავიანთ ნამდვილ მიზანს ფარავდნენ რელიგიური საბურველით-„ველურ ხალხებთან“ ჭეშმარიტი(ანუ მათი) სარწმუნოების მიტანის აუცილებლობით,რასაც
ვითომც ახალაღმოჩენილი ქვეყნების“წარმართი მოსახლეობის
სულები უნდა გადაერჩინა“; ·
რეალურად კი ახალი მიწების აღმოჩენას თან სდევდა სასტიკი ძალადობა და ძარცვა-გლეჯა; |
ინგლისური
‘’ისტ -ინდია კომპანი’’ და ჰოლანდიური „აღმოსავლეთ ინდოეთის კომპანია ‘’ ·
ინდოსტანის ნახევარკუნძულზე მდებარე სამეფო-სამთავროები (მათ ფლობდა 500-ზე მეტი მაჰარაჯა,რაჯა,ნავაბი,სულთანი) მე-18-მე-19
საუკუნეებში იმართებოდა ლონდონში 1600 წელს დაფუძნებული“ისტ ინდია კომპანის’’ მიერ ·
„ისტ ინდია კომპანი’’
დამოუკიდებლად ეწეოდა
დაპყრობით ომებს და ებრძოდა ევროპელ
კონკურენტებსაც 7 წლიანი ომის
დროს(1756-1763) ·
“ისტ
ინდია კომპანიმ’’ დაამარცხა საფრანგეთის
მოკავირე რამდენიმე მაჰარაჯა და ფრანგების სამფლობელობი 5 სანაპირო ქალაქამდე შეამცირა; ხ ·
ანალოგიურად
მოქმედებდა 1602 წელს დაარსებული “ჰოლანდიური აღმოსავლეთ ინდოეთის კომპანია ‘’ ინდონეზიაში; |
ესპანეთის კოლონიები ·
მე-16 საუკუნიდან სამხრეთ და ცენტრალურ ამერიკაში და ჩრდილოეთ ამერიკის საგრძნობ ნაწილზე
(მექსიკიდან(დღევანდელ კალიფორნიის,არიზონი,ტეხასის შტატებსაც მოიცავდა) სამხრეთით პატაგონიამდე,შეიქმნა ესპანეთის კოლონიები ·
ესპანეთის მონარქს ემორჩილებოდა ფილიპინების კუნძულები (ამ კუნძულებს სახელი ფილიპე-მე-2-ს პატივსაცემად დაერქვა) |
პორტუგალიის კოლონიები ·
პორტუგალია დაეპატრონა ბრაზილიას ·
პორტუგალია ფლობდა დიდ ტერიტორიებს აფრიკაშიც (მოზამბიკი,ანგოლა დასხვა) |
საფრანგეთის კოლონიები ·
მე-17 საუკუნიდან
ჩცრდილოეთ ამერიკაში
ფლობდა კვებეკსა(დღევანდელი კანადის აღრმოსავლეთ ნაწილი) და მდ. მისისიპის აუზს
,რომელსაც ლუიზიანა დაერქვა ·
მოგვიანებით
საფრანგეთი დაეუფლა დიდ ტერიტორიას აფრიკაში,კუნძულ
მადაგასკარს და ინდოჩინეთს |
ინგლისის კოლონიები ·
ინგლისელებმა ჩრდილოეთ ამერიკის აღმოსავლეთ ნაპირზე
და მიმდებარე ტერიტორიაზე მე-16-მე-18
საუკუნეებში 13 კოლონია დაარსეს (რომლებმაც
1776 წელს თავი გამოაცხადეს ამერიკის შეერთებულ შტატებად) ·
ინგლისელებმა დაიკავეს ავტრალიის
მთელი კონტინენტი ·
მრავალი კუნძული და საყრდენი პუნქტი ოკეანეების სანაპროებზე ·
1857 წელს ბრიტანეთის
მთავრობამ ჩამოართვა მართვის უფლება“ისტ ინდია კომპნის’’ და პირდაპირ დაეუფლა სამხრეთ აზიის დიდ ნაწილს,რომელსაც’’ინდოეთის იმპერია’’ ეწოდა ·
ინდოეთის
იმპერია -ეს იყო დღევანდელი ინდოეთი,პაკისტანი,ბანგლადეში,მიანმა(ანუ
ბირმა),ხოლო მის იმპერატორად გამოცხადდა ლონდონში მყოფი დიდი ბრიტანეთის მონარქი. |
რუსეთის კოლონიები ·
მე-16-მე-19
საუკუნეებში რუსეთის რეგულარულმა არმიამ და კაზაკებმა(თავისუფალი
გლეხებისგან შედგენილი გასამხედროებული შენაერთები) დაიპყრეს ციმბირი,შორეული აღმოსავლეთი,ცენტრალური
აზია და კავკასია; შენიშვნა: აღმოსავლეთ უკრაინა,პოლონეთის
ნაწილი,ფინეთი |
ტერმინ კოლონიალიზმის
განმარტება: ·
კოლონიალიზმს
უწოდებენ მე-16- მე-20 საუკუნეებში ევროპული სახელმწიფოების
ბატონობას სხვა ქვეყნებზე- უპირატესად ევროპის გარეთ ·
სოციალურ-ეკონომიკურად განვითარებული და სამხედრო
თვალსაზრისით გაძლიერებული ევროპული სახელმწიფოები
იმორჩილებდნენ ნაკლებ განვითარებულ ან სუსტ ქვეყნებს მათი დასახლების ან ექსპლუატაციის
მიზნით; |
კოლონიალიზმის სახეები |
საახალშენო კოლონიალიზმი ·
საახალშენო კოლონიალიზმი გულისხმობდა ფართომასშტაბიან
ემიგრაციას დამპყრობი ქვეყნიდან დაპყრობილ ტერიტორიაზე და
იქ დასახლებას; ·
ამის მაგალითებია სამხრეთ და ჩრდილოეთ ამერიკის,ავსტრალიის,სამხრეთ
და ჩრდილოეთ აფრიკის ნაწილების,ციმბირის,ჩრდილოეთ კავკასიის კოლონიზაცია,რაც ხორციელდებოდა
ბრიტანეთის ,საფრანგეთის,ჰოლანდიის,რუსეთის მოსახლეობის-კოლონისტების-მიერ; |
ექსპლუატაციური კოლონიალიზმი ·
ამ სახის კოლონიალიზმი ნაკლებ
კოლონისტს მოითხოვდა ·
ძირითადი ყურადღება ეთმობოდა რესურსების გამოზიდვას მეტროპოლიაში;(!) ·
მაგალითებია ინდოსტანის ნახევარკუნძულის,ინდონეზიის,ინდოჩინეთის,აფრიკის
დიდი ნაწილის კოლონიზაცია |
პლანტაციური
კოლონიალიზმი ·
ამ ტიპის კოლონიალიზმი ექსპლუატაციური
კოლონიალიზმის ნაირსახეობაა ·
კოლონიზატორები დაპყრობილ ტერიტორიებზე ქმნიდნენ პლანტაციებს,სადაც მოჰყავდათ მეტროპოლიის
ან სხვა ევროპული სახელმწიფოების ბაზრისთვის გამიზნული ეგზოტიკური სასოფლო-სამეურნეო კულტურები(ბამბა,თამბაქო,ჩაი,ყავა,კაკაო,შაქრის
ლერწამი,სანელებლების მომცემი მცენარეები და სხვა) ·
პლანტაცია წმინდა კაპიტალისტური წამოწყება
იყო; ·
ასეთ კოლონიებში ხშირად იქმნებოდა მონოკულტურული ეკონომიკა,ანუ სასოფლო-სამეურნეო ფართობის
დიდი ნაწილი მხოლოდ ერთ კულტურას ეთმობოდა; ·
პლანტაციებში სამუშაო ძალად იყენებდნენ ,ან ადგილობრივ დაქვემდებარებულ მოსახლეობას
ან, შემოყვანილ მონებს; ·
ამის მაგალითები მრავლად მოიპოვება ცეილონის,დასავლეთ აფრიკის ზოგიერთი ქვეყნის,ბრაზილიის,კარიბის
ზღვის კუნძულების ისტორიაში ·
ბევრ ასეთ ყოფილ კოლონიაში,განსაკუთრებით კარიბის ზღვის აუზში
და ბრაზილიაში იქ ადრე შეყვანილი აფრიკელი
მონების შთამომავლები ამჟამად წარმოადგენენ მოსახლეობის უმრავლესობას ან საგრძნობ
ნაწილს. ·
ზოგიერთ პლანტაციურ კოლონიაში ,ძირითადად მე-19 საუკუნეში,შეიყვანეს
ჩინეთში ან ინდოეთსა და ფილიპინებზე დაქირავებული
მუშები(მათ უწოდებდნენ -კულის),რომლებიც-ფორმალურად
მონები არ იყვნენ,მაგრამ უმძიმეს ექსპლუატაციას განიცდიდნენ;(!) |
·
კოლონიალიზმი იყო ურთიერთობა ადგილობრივ(ან იძულებით
შემოყვანილ) უმრავლესობასა და ევროპელი დამპყრობლების
უმცირესობას შორის; ·
კოლონზებული ხალხები,მითტ უმეტეს,მონები
და კული,ჩვეულებრივ უუფლებონი იყვნენ,კოლონიების უცხოელი მმართველები მათ ნაცვლად
ღებულობდნენ ყველანაირ,მათ შორის პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს. ·
კოლონიების ათვისება და ექსპლუატაცია ხდებოდა შორეული
მეტროპოლიის ეკონომიკური და/ან პოლიტიკური ინტერესებისთვის
(!) |
კოლონიალიზმის შედეგები ·
კოლონიალიზმის შედეგია ევროპული ენებისა და რელიგიების გავრცელება ·
კოლონიზატორები ხშირად თავს ახვევდნენ თავიანთ კულტურას (ზოგჯერ რელიგიასაც) და ენას კოლონიების მოსახლეობას,რამდენადაც
დარწმუნებლები იყვნენ თავიანთ კულტურულ უპირატესობაში;(იხ.ჯინგოიზმი) ·
ამიტომაა რომ მრავალ ყოფილ კოლონიაში დღემდე გამოიყენება
ევროპული ენები; ·
ლათინურ ამერიკაში-მექსიკიდან
არგენტინამდე და ჩილემდე სახელმწიფო ენა ქვეყნების უმრავლესობაში არის ესპანური და ყველაზე გავრცელებული რელიგია კათოლიზმი; ·
მხოლოდ ბრაზილიაშია
სახელმწიფო ენა პორტუგალიური ·
ხოლო რამდენიმე მომცრო ქვეყანაში კი ინგლისური,ფრანგული
და ჰოლანდიური ·
ჩრდილოეთ
ამერიკაში უპირატესად გავრცელებულია ინგლისური ენა,კვებეკში(კანადის აღმოსავლეთტი)
ფრანგული; ·
აფრიკის ყოფილ
ბრიტანულ კოლონიებში ინგლისურია სახელმწიფო და იქაურ,მრავალ განსხვავებულ
ენაზე მოლაპარაკე ტომს შორი საურთიერთო ენა;ხოლო რელიგია-ძირითადად ანგლიკანიზმი
ან სხვა პროტესტანტული მიმართულებები ·
საფრანგეთისა
და ბელგიის ყოფილ კოლონიებში იმავე ფუნქციას ასრულებს ფრანგული ენა; ·
აფრიკის ყოფილ
პორტუგალიურ კოლონიებში პორტუგალიურ ენას
იყენებენ(გაიხსენე პორტუგალიის აფრიკული კოლონიები) და იქ ძირითადად კათოლიციზმი ბატონობს ·
მრავალეროვან
ინდოეთის რესპუბლიკაში დღემდე იყენებენ ინგლისურს
და მასვე იყენებს სახელმწიფო აპარატი,ბევრ შემთხვევაში
ოფიციალური ჰინდის პარალელურად |
Комментарии
Отправить комментарий