ჯვაროსნული ეპოქა - მოვლენები,თარიღები
ევროპელი „მოხალისეები“ და მათი ინტერესები ·
ჯვაროსნული ლაშქრობები ჰქვია პაპების
მოწოდებით წარმართულ რელიგიურ ომებს;(!) ხ ·
საქვეყნოდ დეკლარირებულ მიზანს შეადგენდა პალესტინის
„წმინდა „ მიწის და იერუსალიმის მუსლიმთა ბატონობისგან გამოხსნა; ·
სამი
საუკუნის მანძილზე ამ ომებში ევროპის
ყველა ხალხი იყო ჩართული; ·
რიგითი ადამიანები მასობრივად ტოვებდნენ ევროპას და
მიემართებოდნენ აღმოსავლეთისკენ;განუწყვეტლივ ისმოდა შეძახილი: „ასე სურს ღმერთს“. (!) ·
უბრალო მოლაშქრეებს გულუბრყვილო რწმენა წარმართავდა; ·
რაინდებს
შორის კი,რომლებიც მათ სათავეში ედგნენ,ავანტიურისტებიც იყვნენ,რომლებიც გამდიდრებაზე
და სამფლობელოების ხელში ჩაგდებაზე ოცნებობდნენ; ხ ·
თავდაპირველად ჯვაროსნების სამიზნე მუსლიმები არ გამხდარან,“ქრისტეს მტრების“
წინააღმდეგ ბრძოლა ევროპაშივე დაიწყო და მიმართული იყო ებრაელების წინააღმდეგ, ·
ამის შემდეგ მზერა აღმოსავლეთს მიაპყრეს; ხ ·
პირველად ისტორიაში ევროპის ხალხები გაერთიანდნენ “წმინდა ომის“ დასაწყებად; ხ ·
ლაშქრობებში სხვადასხვა მიზნით მონაწილეობდნენ მოხალისენი. ·
ზოგი რელიგიური მოტივების გამო და სულის სახსნელად მიდიოდა;სხვები სახელზე,გამდიდრებაზე ძალაუფლებსა და თავგადასავლებზე ოცნებობდნენ; ხ ·
მე-11 საუკუნეში დასავლეთ ევროპაში შინაომებმა,მოუსავლიანობამ, მოსახლეობის ზრდამ ბევრი პრობლემა შექმნა; ხ ·
ევროპაში მემკვიდრეობა უფროს ვაჟზე გადადიოდა,რის
გამოც უმცროსი ვაჟები უმიწოდ რჩებოდნენ და უმრავლესობას მხოლოდ ცხენი და აბჯარი გააჩნდა; ·
ასეთი რაინდებისათვის ძარცვით გამდიდრება ერთადერთი გამოსავალი იყო მძიმე ეკონომიკური მდგომარეობიდან
და სწორედ „უმცროსი ვაჟები“ წარმოადგენდნენ ლაშქრობაში მთავარ ძალას; ხ ·
დიდებულები,მეფეები
და იმპერატორები ომში ახალი მიწების მიღების შესაძლებლობას ხედავდნენ;ამასთანავე,
მნიშვნელოვნად მაღლდებოდა მათი ავტორიტეტი(იმიჯი)
საღვთო ომში მონაწილეობის გამო(ქრისტიანული „ჯიჰადი“); ხ ·
ვაჭრებს
ახალი ბაზრები,აღმოსავლური საქონელი და სწრაფი გამდიდრების იმედი იზიდავდა; ხ ·
ვალებისგან განთავისუფლების,მიწის ან სხვა ნადავლის
მიღების სურვილი ათიათასობით გლეხს ერეკებოდა ლაშქრობაში; ·
თუმცა პირველი ორი ჯვაროსნული ლაშქრობის შემდეგ გლეხთა
რიცხვი მკვეთრად შემცირდა; ხ კათოლიკური ეკლესია,რომელიც
ჯვაროსნულ ლაშქრობებს აღმოსავლეთში „წმინდა ომების’’ მნიშვნელობას ანიჭებდა,მართლმადიდებლური
და კათოლიკური საქრისტიანოს გაერთიანებას და პაპის პრესტიჟისა და გავლენის გაზრდას
იმედოვნებდა. |
პაპი ურბან მე-2- მაშინდელი
ბაიდენი ·
ლაშქრობის დაწყებამდე ევროპაში უკვე დიდი ხანია არსებობდა
წმინდა ადგილების მოხილვის ტრადიცია;აღმოსავლეთიდან დაბრუნებული პილიგრიმები(მომლოცველები)
ჰყვებოდნენ იმ მძიმე მდგომარეობის შესახებ,როგორშიც ქრისტიანული
სიწმინდები იყო ჩავარდნილი და აღმოსავლელ
ქრისტიანთა გაუსაძლის პირობების თაობაზე მუსლიმთა დომინირების პირობებში; ·
სელჩუკების მოძალების წინაშრ აღმოჩენილი ბიზანტია კი სულს ღაფავდა; ·
1054 წელს
ქრისტიანულ სამყაროში დიდი განხეთქილება მოხდა-ეკლესია გაიყო
კათოლიკურ და მართმადიდებლურ ეკლესიებად; ·
ამ განხეთქილების პირობებშიც კი,გამოუვალ მდგომარეობაში
აღმჩენილმა ბიზანტიის იმპერატორმა დახმარებისათვის
კათოლიკე პაპს მიმართა;(!) ხ ·
პაპ
ურბან მე-2-სათვის საერთო ქრისტიანული მოძრაობის სათავეში ჩადგომა შესანიშნავი შანსი იყო ავტორიტეტის გასამყარებლად
და მომავალში,შესაძლოა,ქრისტიანულ აღმოსავლეთში
თავისი ხელისუფლების გასავრცელებლად; ·
1095 წელს კლერმონის საეკლესიო კრებაზე(საფრანგეთი)
ურბან მე-2 მგზნებარე სიტყვით გამოვიდა და მოუწოდა
მორწმუნეებს აღმოსავლეთში გალაშქრების,ურწმუნოთაგან წმინდა მიწის და მაცხოვრის საფლავის
განთავისსუფლებისკენ;(!) ხ ·
თავდაპირველად აღმოსავლეთისკენ ღარიბთა ბრბოები გაემართნენ,თუმცა
მათი ნაწილი გზაში დაიღუპა,ხოლო მცირე აზიაში გადასულები სელჩუკებმა ან დახოცეს ან მონებად გაიხადეს; |
„ პირველი ჯვაროსნული ლაშქრობა“ ·
1096
წელს კი დაიწყო პირველი ჯვაროსნული ლაშქრობა;(დავით
აღმაშენებლის დროა) ·
ჯვაროსნებმა კარგად შეიარაღებული ჯარი შეკრიბეს.ისინი
სხვადასხვა გზებით კონსტანტინეპოლში შეიკრიბნენ; მათმა რიცხვმა
300 000 -ს მიაღწია ·
1097 წლის აპრილში გადალახეს ბოსფორის სრუტე ხ ·
1098 წელს,ხანგრძლივი
ალყის შემდეგ აიღეს ქალაქი ანტიოქია და მალე
იერუსალიმი კედლებს
მიადგნენ. ·
1099 წლის 15 ივლისს,ერთ
თვეზე მეტხანს გაგრძელებული ალყის შემდეგ,იერუსალიმი ჯვაროსანთა
ხელში გადავიდა; მათ ქალაქში საშინელი ხოცვა-ჟლეტა მოაწყვეს;
(!) ·
იერუსალიმის მბრძანებელი გახდა გრაფი ჟოფრუა ბულონელი,რომელმაც მიიღო „მაცხოვრის საფლავის მცველის ‘’ ტიტული;(!) ხ ·
ჯვაროსანთა არმიის გამარჯვებამ ევროპაში დიდი ენთუზიაზმი
გამოიწვია;პაპმა ეს გამარჯვება“ღვთის მიერ მოვლენილ სასწაულად’’ გამოაცხადა; ხ ·
პირველი ჯვაროსნული ლაშქრობის შედეგად ახლო აღმოსავლეთში
4 ქრისტიანული პოლიტიკური ერთეული შეიქმნა: 1.
ედესის
საგრაფო-ქრისტიანების მიერ დაარსებული პირველი სამთავრო იყო.მისი დამფუძნებელი 1098 წელს გახდა
ბალდუინ 1 ბულონელი;ედესის სამთავრომ იარსება 1146 წლამდე;(48
წელი) 2.
ანტიოქიის
სამთავრო ასევე 1098 წელს დაარსა ბოემუნდ 1 ტარენტელმა.სამთავრომ 1268 წლამდე იარსება;(170
წელი) 3. იერუსალიმის სამეფო,რომლის
არსებობამაც 1291 წლამდე(თითქმის 200 წელი) გასტანა;ძლიერების
ხანაში იერუსალიმის სამეფოში რამდენიმე ვასალური სენიორია შედიოდა.მათ შორის იყო
გალილეის სამთავრო,იაფასა და ასკალონის საგრაფო,ტრანსიორდანია-კრაკის,მონრეალის
და სენტ-აბრაამის სენიორია,სიდონის სენიორია 4.
ტრიპოლის
საგრაფო რომელიც დაარსდა 1105 წელს ტულუზის გრაფის რაიმონდ მე-4 -ის
მიერ.საგრაფომ 1289 წლამდე იარსება;(184 წელი) ხ ·
ყურაადღება: ჯვაროსნების
სამფლობელოები მთლიანად მოიცავდა იმ ტერიტორიებს,რომელთა
გავლითაც წარმოებდა ევროპის ვაჭრობა
ინდოეთთან და ჩინეთთან;(!) ·
ეგვიპტე
ამ სავაჭრო გზას მოწყვეტილი აღმოჩნდა; ·
ევროპაში საქონლის შეტანა ბაღდადიდან ჯვაროსანთა
ტერიტორიების გვერდის ავლით შეუძლებელი გახდა; ამგვარად,
ჯვაროსნებმა მონოპოლია
მოიპოვეს სავაჭრო გზებზე და გამდიდრების საშუალებაც მიეცათ;(!!) ·
ჯვაროსნებმა წმინდა მიწაზე ციხესიმაგრეების
აგება დაიწყეს; ხ ·
ევროპელები ამ დროს ყველაზე ძლიერ სამხედრო ძალას
წარმოადგენდნენ რეგიონში,მაგრამ ისინი რიცხობრივად ბევრად ჩამოუვარდებოდნენ მუსლიმებს,ასევე
ქრისტიანებს-მართმადიდებლებს და მონოფიზიტებს,რომლებიც დიდ ენთუზიაზმს არ ავლენდნენ
ევროპელთა გაბატონების შემდეგ პირველი ჯვაროსნული ლაშქრობისას განცდილი მარცხის შემდეგ მუსლიმებმა
თანდათან მოიკრიბეს ძალები და შეუტიეს ჯვაროსნებს; დაიწყო
გაუთავებელი ომები; ტერიტორიები
ხელიდან ხელში გადადიოდა.(!) პირველი ლაშქრობის შემდეგ კიდევ 7 ჯვაროსნული ლაშქრობა განხორციელდა; |
მე-2 ჯვაროსნული ლაშქრობა ·
მე-2 ჯვაროსნულ ლაშქრობას (1147-1149) (შენიშვნა:
საქართველოში დემეტრე 1-ს ხანაა) საფრანგეთის მეფე ლუი მე-7 გერმანიის იმპერატორი კონრად მე-3 მეთაურობდნენ; ·
ჰვაროსანთა მიზანი იყო
1146 წელს მუსლიმთა ხელში გადასული ედესის დაბრუნება; ლაშქრობა
წარუმატებლად დასრულდა და ჯვაროსნები ევოპაში დაბრუნდნენ; |
„სალადინი“ ·
1174 წელს
(საქართველოში გიორგი მე-3-ის(თამარის მამის) დროა)ნიჭიერმა მუსლიმმა მხედართმთავარმა სალაჰ ად-დინმა(ევროპული წაყაროების მიხედვით „სალადინმა“)
დაიმორჩილა სირია და სულთანის ტიტული მიიღო; ·
მალე მის სახელმწიფოს ეგვიპტეც შეუერთდა; ·
ჯვაროსნული
სამთავროები მუსლიმთა რკალში
აღმოჩნდენ(როგორც,მოგვიანებით ,მე-15
საუკუნის ბოლოს საქართველო) ·
1187
წელ სალადინმა ჰატინის ბრძოლაში(!)
სასტიკად დაამარცხა ჯვაროსნები; არაერთი ჯვაროსანი რაინდი,მათ შორის იერუსალიმის
მეფეც,ტყვედ ჩავარდა; სალადინისთვის იერუსალიმისკენ გზა გაიხსნა და 1887
წლის 2 ოქტომბერს მუსლიმებმა იერუსალიმი
აიღეს;(!) ·
თუმცა,ქრისტიანებისგან განსხვავებით,მატ არ მოწყვიათ ხოცვა ჟლეტა;(!) ·
აღმოსავლეთში ქრისტიანთა მფლობელობაში მხოლოდ ტვიროსი,ტრიპოლი და
ანტიოქია დარჩა; |
ევროპელთა მე-3 ჯვაროსნული ლაშქრობა
·
ამ ვითარებაში ევროპელებმა მე-3 ჯვაროსნული ლაშქრობა
წამოიწყეს,რომელსაც სათავეში გერმანიის იმპერატორი ფრიდრიხ 1 ბარბაროსა(ბარბაროსა ამ შემთხვევაში ნიშნავს ჟღალწვერას) (შენიშვნა : ჰიტლერის სსრკ-ზე თავდასხმის გეგმას ერქვა
„ბარბაროსა“) ;საფრანგეთის
მეფე ფილიპ მე-2 ავგუსტი და ინგლისის მეფე რიჩარდ 1 ლომგული ედგნენ; ხ ·
ფრიდრიხ
ბარბაროსა მცირე აზიაში მდინარეში დაიხრჩო,მეთაურის გარეშე
დარჩენილი ჯარი უკან გაბრუნდა;(!) ·
ფილიპ
ავგუსტმაც სწრაფად დატოვა აღმოსავლეთი; ·
ევროპელ მონარქთაგან მხოლოდ რიჩარდ ლომგულმა გააგრძელა ბრძოლა;(!) ·
გარკვეული
წარმატებების მიუხედავად,რიჩარდს არ ეყო ძალა
გამარჯვებისათვის(!) ·
1192
წელს ზავი დადო სალადინთან და ევროპაში გაბრუნდა; (ამ წელს თამარი იგებს
შამქორის ომს თურქ-სელჩუკებთან)(!) ·
იერუსალიმი მუსლიმთა ხელში დარჩა,ქრისტიანებს მხოლოდ
წმინდა ქალაქის მოხილვის უფლება დარჩათ; |
მე-4 ჯვაროსნული ლაშქრობა
·
1202-1204
წლებში მიმდინარეობდა მე-4 ჯვაროსნული ლაშქრობა,რომელიც წმინდა მიწის
ნაცვლად კონსტანტინეპოლში
დასრულდა; (შენიშვნა: 1204 წელს თამარი იგებს ბასიანის ომს თურქ-სელჩუკებთან) ·
ბიზანტიის იმპერიაში
იმ ხანებში შინააშლილობა სუფევდა; ·
იმპერატორის ტახტის ერთ-ერთმა პრეტენდენტმა დახმარებისათვის პაპს და
ჯვაროსნებს მიმართა; (შენიშვნა: როგორც ახლა მიმართავს მე-5 კოლონა ) ·
ჯვაროსნებიც აქტიურად ჩაერიენ ბიზანტიის საშინაო
საქმეებში. ·
საბოლოო ჯამში,1204 წლის 12 აპრილს
მათ აიღეს კონსტანტინეპოლი და გაძარცვეს ქალაქი;(!) ·
ჯვაროსნებმა ბიზანტიის ტერიტორიაზე „ლათინთა იმპერია“
შექმნეს,რომელმაც 1261 წლამდე იარსება.(!) ·
ამგვარად,ამ ლაშქრობის დროს ჯვაროსნები წმინდა მიწაზე
საერთოდ არ გამოჩენილან. |
მე-5 ჯვაროსნული ლაშქობა ·
უშედეგოდ დასრულდა
წარმატებით დაყებული მე-5 ჯვაროსნული ლაშქრობაც(1217-1221),რომლის მთავარი სამიზნე ეგვიპტე იყო (შენიშვნა: ამ ლაშქრობაში აპირებდა მონაწილების მიღებას
თამარის ვაჟი ლაშა-გიორგი) |
მე-6 ჯვაროსნული ლაშქრობა ·
მე-6 ჯვაროსნულ ლაშქრობას (1228-1229( სათავეში ჩაუდგა რომის საღვთო იმპერიის იმპერატორი ფრიდრიხ მე-2 ჰოჰენშტაუფენი.(!) ·
მან მოხერხებულად გამოიყენა მუსლიმ მმართველთა შორის
არსებული წინააღმდრგობები და მიზანს მიაღწია
არა ომით,არამედ დიპლომატიით; ·
ფრიდრიხმა ხელშეკრულება დადო ეგვიპტის გამგებელ ალ-ქამილთან
და 1229 წელს იერუსალიმი უომრად კვლავ ქრისტიანების
ხელში გადავიდა;(!) ·
თუმცა დროებით,რადგან 1244
წელს მუსლიმებმა ისევ დაიბრუნეს იერუსალიმი;(!) |
მე-7 და მე-8 ჯვაროსნული ლაშქრობები
·
ორი უკანასკნელი(მე-7 და მე-8) ჯვაროსნული ლაშქრობა (1248-1254 და 1270 ) დაკავშირებულია საფრანგეთის მეფე ლუი მე-9 (წმინდა ლუი) სახელთან;(!) ·
მე-7 ლაშქრობისას ლუი მე-9 ტყვედ ჩავარდა
და ის გამოსასყიდის გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს; ·
მე-8
ლაშქრობის დროსკი,ჩრდილოეთ აფრიკაში ქალაქ ტუნისის აღების მცდელობისას,საფრანგეთის მეფე შავი ჭირის ეპიდემიის მსხვერპლი გახდა;(!) |
ჯვაროსნული ლაშქრობების დასასრული ·
1291 წელს მუსლიმებმა
აიღეს ჯვაროსანთა მიუვალი ციხესიმაგრე აკრი ·
.მალე მუსლიმთა ხელში გადავიდა ჯვაროსანთა ქალაქებიც-ტვიროსი,სიდონი,ბეირუთი,ტორტოზა; ·
ჯვაროსნებს აღარ დაედგომებოდათ წმინდა მიწაზე(პალესტინაში)
და მათ თავი კუნძულ
კვიპროსს შეაფარეს (მე-3 ჯვაროსნული ლაშქრობიდან
აკონტროლებდნენ ამ კუნძულს ,იქვეა პალესტინის პირდაპირ) ·
პაპები შემდგომშიც არაერთხელ ცდილან ჯვაროსნული ლაშქრობის
ორგანიზებას,თუმცა ევროპელ მონარქებს,წინაპართა მწარე გამოცდილების საფუძველზე,აღარ
იზიდავდა აღმოსავლეთი. ·
ასე
დასრულდა ჯვაროსნული ომების ეპოქა. |
შეფასება: ·
ჯვაროსნების მიერ მიღწეული წარმატებები დროებითი გამოდგა; ·
ისინი ერთი
საუკუნის განმავლობაში ფლობდნენ იერუსალიმს და
დაახლოებით ორი საუკუნე-პალესტინის(ძვ. „ფინიკიის“) სანაპირო ზოლს ;ამან ქრისტიან
პილიგრიმებს საშუალება მისცა შედარებით უსაფრთხოდ ემოგზაურათ პალესტინაში. ·
ჯვაროსნულმა
ომებმა დიდი გავლენა მოახდინა სამხედრო
ხელოვნების განვითარებაზე დაიხვეწა შეტევითი და თავდაცვითი ბრძოლები, ციხესიმაგრეთა
მშენებლობის ტექნიკა;შემდეგ ეს ტექნიკა გადაიღო ისლამურმა სამყარომაც; ·
განვითარდა
საზღვაო საქმე; ·
ჯვაროსნული ლაშქრობები დიდ ფინანსებს მოითხოვდა.ამან
გამოიწვია ევროპაში საგადასახადო სისტემის
შეცვლა. ·
1188 წელს პაპის ხელდასხმით შემოიღეს
10%-იანი გადასახადი შემოსავლებზე,რომელიც უნდა მოხმარებოდა მე-3 ჯვაროსნული ლაშქრობის
წარმართვას; შენიშვნა: მოგვიანებით რეფორმაციის პერიოდში
ამ გადასახადის გაუქმებას ითხოვდნენ პროტესტანტები და კალვინისტები ·
შემოსავლების კიდევ ერთი წყარო გახდა „ნებაყოფლობითი შემოწირულობა“ მათთვის,ვინც
რაიმე მიზეზის გამო ვერ ახერხებდა ლაშქრობაში მონაწილეობის მიღებას; ·
ყურადღება: შემდეგში ეკლესიისთვის ამ სახის შემოსავლებმა
„ინდულიგენციების’’ სახე მიიღო.გარკვეული
საფასურის გადახდის სანაცვლოდ,პაპი ნებისმიერს შეუნდობდა ცოდვებს; ინდულიგენციები
გახდა მე-15 საუკუნის პირველ მეოთხედში მარტინ ლუთერის რომის ეკლესიასთან დაპირისპირების
უშუალო საბაბი.(იხ. შესაბამისი პარაგრაფი) ·
ჯვაროსნულმა
ომებმა დიდად შეუწყო ხელი ვაჭრობის
განვითარებას აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის. ·
განსაკუთრებით
მნიშვნელოვანი კი იყო ორ სამყაროს -ისლამურა და
ქრისტიანულს შორის სამეცნიერო და კულტურული კონტაქტების გაღრმავება და ურთიერთზეგავლენა(!) |
ჯვაროსნები და საქართველო ·
საქართველოს ევროპელ ჯვაროსნებთან კონტაქტები ჩანს ჯერ კიდევ
დავით აღმაშენებლის მეფობის ხანაში; ·
მე-19 საუკუნის დასაწყისის ქართული ენციკლოპედიურ
თხზულების, „კალმასობის“ ავტორი იოანე ბატონიშვილი წერს:“იყო ბალდვოინ იერუსალიმის მეფედ(ბალდუინ მე-2 1118-1131),რომელნაცა მრავალი ძლევაი მიიღო სარაცინელთა
ანუ არაბთა ზედა.და ეს ბალდოვინ მოვიდა იდუმალ ქართლსა შინა
მოთხრობისამებრ სხვათა ისტორიებთა“; ·
ქართველ ავტორს ეს ცნობა შუა საუკუნეების რომელიმე
ევროპული წყაროდან აქვს აღებული,ბალდუინის საქართველოში ჩამოსვლლა კი მუსლიმებთან
ბრძოლაში ქრისტიანი მოკავშირის ძიებასთანაა
დაკავშირებული; ·
მე-12 საუკუნის ჯვაროსნული ომების მემატიანე გოტიე,თავის
მხრივ,წერს,რომ დიდგორის ბრძოლაში (1121
წლის 12 აგვისტო) ქართველების მხარდამხარ ორასი ფრანგი რაინდი იბრძოდა მუსლიმთა წინააღმდეგ; ·
მე-13 საუკუნის დასაწყისისათვის ახლო აღმოსავლეთში რთული ვითარება იყო შექმნილი; ·
1204 წელს ჯვაროსანთა ლაშქრობის(მე-4 ჯვაროსნული ლაშქრობა) გეზის ცვლილებამ
და კონსტანტინეპოლის
აღებამ კიდევ უფრო გაზარდა უფსკრული დასავლურ და აღმოსავლურ ქრისტიანობას შორის;(შენიშვნა:
როცა კათოლოკიე ჯვაროსნები კონსტანტინეპოს ანადგურებდნენ ,ზუსტად იმ წელს მოიგო მათი დახმარების გარეშე მართლმადიდებელმა
თამარმა ბასიანის ომი თურქ-სელჩუკებთან) ·
მოგვიანებით , „წმინდა მიწაზე’’(პალესტინა) შევიწროვებულმა
ჯვაროსნებმა თანდათან გააცნობიერეს,რომ მუსლიმთა
მოძალების პირობებში ისინი ვეღარ შეძლებდნენ ისედაც შემცირებული სამფლობელოების შენარჩუნებას,მით
უმეტეს იერუსალიმის დაბრუნებას. ·
ამიტომ
,რომის პაპმა ,ინოკენტი-3 -მ 1221 წლის 7 ივნისს ლაშა-გიორგის გაუგზავნა წერილი
:“საქართველოს ბრწყინვალე მეფეს-მოწოდება წმინდა მიწის დასაცავად“ ·
საქართველოც თითქოს მზად იყო „წმინდა ომში“ ჩასაბმელად;(ანუ
მე-5 ჯვაროსნულ ლაშქრობაში),მაგრამ მონღოლთა შემოსევებმა შეცვალა ვითარება
და დასავლეთ ევროპელებთან ერთად ჯვაროსნულ ომებში საქართველოს
ჩართვის შესაძლებლობა მოსპო;(!) შენიშვნა:
საქართველო ახლაც „დაპატიჟებულია’’ ევროპელ და ამერიკელ ლიბერალთა „ჯვაროსნულ ლაშქრობაში“ რუსეთის წინააღმდეგ თავისი
დარჩენილი ტერიტორიით და გაუბედურებული მოსახლეობით ,“მეორე ფრონტის“ გახსნას ავალებენ ,ააწრიალეს
თავიანთი მე-5 კოლონა საქართველოში ,ჰპირდებიან
ოკუპირებული ტერიტორიების „დაბრუნებას“: მოყვარე
მტრის ხრიკები საქართველოს მიმართ არ იცვლება,როგორც დავით გურამიშვილმა თქვა
(ირანის შჰზე): „ახლა როდის შეგვაერთებს, საქმე გვიგდო მოსაღორად“ |
„ქრისტეს მხედრობა’’ ·
პირველი ჯვაროსნული ლაშქრობის შემდეგ რაინდთა ნაწილი
ევროპაში დაბრუნდა,ნაწილი კი აღმოსავლეთში დარჩ და იქ ევროპულის მსგავსი ფეოდალური
სასახელმწიფოები დაარსა; ·
ჯვაროსნული სახელმწიფოების დაცვა,რომლებიც მტრულ გარემოცვაში
იმყოფებოდნენ,ახლად დაარსებულმა სასულიერო
-სარაინდო გაერთიანებებმა- ორდენებმა იკისრეს; ·
ორდენთა წევრები საკუთარ თავს „ქრისტეს მხედრობას’’ უწოდებდნენ; ·
თავიდან ისინი,როგორც სასულიერო პირები(ბერები) ,აღთქმას
დებდნენ,რომ არ დაქორწინდებოდნენ,იცხოვრებდნენ მორჩილად
და ღარიბულად; ·
ამასთანავე ისინი ვალდებულებას
იღებდნენ,რომ იარაღით ხელში დაიცავდნენ ქრისტიანებსა და ქრისტიანულ რწმენას; ·
მათ ეკრძალებოდათ ნებისმიერი
საერო გართობა,მაგრამ მოკლე დროში
ისინი უზომოდ გამდიდრდნენ,აღთქმაც დაივიწყეს და მორჩილებაც. ·
ორდენების
წევრები ჯვაროსანთა მთავარ სამხედრო ძალად იქცნენ,რასაც მათი მიუდგომელი ციხე-კოშკებიც
მოწმობდა; |
„ჰოსპიტალიერების“ ორდენი ·
უძველესი სარაინდო ორდენი დაარსდა მე-12 საუკუნის
დასაწყისში იერუსალიმში,ჰოსპიტალიერების ანუ იოანიტების სახელწოდებით; ·
ეს სახელი ეწოდათ წმინდა იოანე იერუსალიმელისგან,რომლის
სახელობაზეც ჰოსპიტალი(დავრდომილთა თავშესაფარი) ჰქონდათ მოწყობილი,სადაც ორდენის
დამაარსებელი რაინდები პილიგრიმებს( ევროპიდან ჩამოსულ მომლოცველებს) პატრონობდნენ; ·
იოანიტების ორდენის წევრები ატარებდნენ შავ მოსასხამს ანუ მანტიას თეთრი ჯვრით; ·
როცა ჯვაროსნებმა „წმინდა მიწა“(პალესტინა) დაკარგეს
,იოანიტები დასახლდნენ კუნძულ კვიპროსზე(1291 წ),სადაც საკუთარი ფლოტიც გაიჩინეს; ·
შემდეგ კუნძულ როდოსზე(1309 წ) მე-16 საუკუნეში(1530 წ.) კი მათ კუნძულ მალტაზე მოუხდათ გადასახლება,რის
გამოც ამ საძმოს მალტის ორდენი ეწოდა; (იხ.
ფაილი „ცივი ომი“ რეიგანის და გორბაჩოვის შეხვედრა მალტაზე) |
„ტრამპლიერთა“ ორდენი ·
მეორე იყო ტრამპლიერთა ორდენი,რომელიც ფრანგმა რაინდებმა
დაარსეს იერუსალიმში (1118-19?? წლები) ·
ტრამპლიერების ანუ მეტაძრეების ორდენის ადგილსამყოფელი
თავდაპირველად იყო იუდეველთა მეფის სოლომონ
ბრძენის ტაძრის სავარაუდო ადგილას,აქედან წარმოიშვა სახელწოდება „ტაძრის მხედრები’’; ·
ტრამპლიერები ატარებდნენ თეთრ მოსასხამს წითელი ჯვრით; ·
დროთა განმავლობაში ტრამპლიერთა ორდენი ისე გაძლიერდა,რომ მის სიმდიდრეზე ლეგენდები დადიოდა; ·
ტრამპლიერთა ორდენის რაინდები მამულებსა და ფულს სწირავდნენ
ქართველთა ჯვრის
მონასტერს იერუსალიმში და სანაცვლოდ თავიანთ
სახელებს აწერინებდნენ ლოცვისას მოსახსენიებლად; ხ ·
პალესტინაში სამფლობელოების დაკარგვის შემდეგ,
ორდენი პარიზში გადავიდა; ·
ორდენი ფინანსურად ისე გაძლიერდა,რომ მის მევალეებს შორის მონარქებიც იყვნენ; ·
ფინანსური ძალა ორდენს პოლიტიკური პროცესების წარმართვის
საშუალებას აძლევდა; ·
საფრანგეთის მეფე ფილიპე მე-4 ლამაზმა გადაწყვიტა ერთი დარტყმით მოესპო
ორდენი და დაესაკუთრებინა მისი ქონება,რაც სამეფოს დაცარიელებულ ხაზინას შეუვსებდა; ·
მისი
ბრძანებით 1307 წლის 13 ოქტომბერს,პარასკევ
დღეს ფრანგი ტრამპლიერების ყველა წინამძღოლი დააპატიმრეს; ·
ხანგრძლივი პროცესის შემდეგ,ჯადოქრობაში და მწვალებლობაში ბრალდებული ტრამპლიერთა დიდი მაგისტრი
და ორდენის სხვა მეთაურები 1313 წელს კოცონზე დაწვეს.(!) ·
ერთი წლით ადრე კი მეფემ რომის პაპი აიძულა,ორდენი დაშლილად გამოეცხადებინა; |
ტევტონთა ორდენი ·
მესამე დიდიდი სასულიერო-სარაინდო ორდენის წევრთა
უმრავლესობა გერმანელები იყვნენ,ამიტომ
საძმოს ხშირად გერმანულ,ანუ(მისი ლათინური ფორმით) ტევტონთა ორდენს უწოდებდნენ; ·
ტევტონთა ორდენი მე-13 საუკუნეში შეიქმნა პალესტინაში,მაგრამ წმინდა მიწაზე დიდხანს არ დარჩენილა; ·
ორდენის
წევრები პოლონელმა მთავარმა კონრად
მაზოვეცკიმ(!) აღმოსავლეთ ბალტიისპირეთში მიიწვია
წარმართი ლიტველი ტომის-პრუსების(!) დასამორჩილებლად; ·
ორდენმა მიიღო მოწვევა,დაიპყრო პრუსები,დამკვიდრდა მის ტერიტორიაზე და სამხედრო- თეოკრატიული სახელმწიფო ჩამოაყალიბა; ·
ორდენმა
ვაჭრობსა და მევახშეობას მიჰყო ხელი ; ·
ტევტონთა ორდენის წევრები
თეთრ მოსასხამს ატარებდნენ შავი ჯვრით;(!) |
ესპანური და პორტუგალიური ე.წ. „ნაციონალური“ ორდენები ·
გერმანული ორდენის მსგავსი ნაციონალური
ორდენები მე-12 საუკუნეში,რეკონკისტას დროს,ესპანეთსა (ალკანტარის,კალატრავის,სანტიაგოს) და პორტუგალიაში(ავისის) ჩამოყალიბდა; |
·
სასულიერო-სარაინდო ორდენები რომის პაპის ერთგულების აღთქმას დებდნენ და პაპის
ხელისუფლების გაძლიერებას ემსახურებოდნენ; ხ ·
ნაციონალური
ორდენები კი ძირითადად ადგილობრივ მონარქებს ემსახურებოდნენ; ·
თითოეულ ორდენს სათავეში დიდი მაგისტრი იდგა; ·
ორდენის საერთო საქმეებს „ძმათა საბჭო“ წყვეტდა; ·
დაიმახსოვრე:
რაინდთა ორდენების თავდაპირველი მიზანი-აღმოსავლეთში
ავადმყოფ ჯვაროსანთა მოვლა და პილიგრიმების დაცვა მუსლიმებისგან,ფრიად საჭირო იყო და ამიტომ ევროპელები ორდენებს აუარებელ ფულსა და მიწებს
სწირავდნენ როგორც პალესტინაში,ისე ევროპაში; ·
მათი
მამულები თავისუფალი იყო გადასახადებისგან,მაგრამ ორდენებმს თავიანთი
მოღვაწეობა მალე სავაჭრო ინტერესებს
დაუკავშირეს.ეწეოდნენ მევახშეობას,სპეკულაციას და სიმდიდრის მოსახვეჭად არავითარ
სათაკილო საქმეს არ ერიდებოდნენ;
„ვა ოქრო მისთა მოყვასთა
აროდეს მისცემს ლხენასა დღედ სიკვდილამდის სიხარბე შეაქნევს კბილთა
ღრჭენასა შესდის და გასდის,აკლია ემდურვის ეტლთა
რბენასა კვლა აქა სულსა დაუბამს,დაუშლის აღმაფრენასა“ რუსთაველი |
Комментарии
Отправить комментарий