დავითიანი - ქართლის ჭირი(სამახსოვრო ადგილები)
ქართველთა კახთაგან
თავიანთ უფალთან შეორგულება
·
მას მორჩილებდნენ
ქართველნი,ვით წესი იყო მონისა
უმისოდ ჭირად
მიაჩნდათ ცხოვრება სიამოვნისა(იესოს)
·
გულმანკიერად შეიქმნენ,ქმნეს სამსახურზედ კლებანი
დაცაივიწყეს მათ
მისი ურიცხვი მოწყალებანი
·
გაუორგულდა სპა-ჯარი,ერი მიმცემი ხარკისა,
ბაგით პატივ-სცეს,აჩვენეს
გული მტყუვარი ზაკვისა;
·
უარყვეს მცნება უფლისა,ისმინეს თქმა ეშმაკისა,
რაც თესეს ბოლოს
მოიმკეს თავიანთ ნამუშაკისა
·
იქმენით ხარკის მიმცემნი,აღმსრულებელნი სეფისა
მოვიდა
დიდი ძვირობა,დრო წახდა სიიეფისა
·
არ დაიჯერეს,არა ქნეს სარწმუნო დასაჯერები;
დაყრუვდნენ,ბრმანი
შეიქმნენ,საქმე ქნეს გასასტერები
თუმც იყვნენ ხუცეს-ბერები,მათაც
კარგი ქნეს ვერები
·
დაჯაბნდნენ გულად მამაცნი მძლეთა მებრძოლთა მძლეველნი
ციხე განუღეს,შეუშვეს
დამქცევი დამამძლეველნი,
მტერი სამკვიდროთ
მომშლელნი,ტრფიალთა წამართმეველნი
·
წუთს მოყვარესა დამოყვრდნენ,მკვიდრსა დაუწყეს მტრობაო
·
გვირგვინის ცოლი გაუშვეს,ხარჭასთან შექნეს რბოლანი
ყმად წაუვიდნენ
ისასა,იქმნენ მამადის ქოლანი
·
შეიქმნა დიდი მტერობა,თქმა ერთმანეთის ძვირისა,
ამპარტავნება
და შური,ურცხვად გატეხა პირისა
ავაზაკობა,ქურდობა,გზებზე
დასხდომა მზირისა,
ტყვეობა,მოკვლა,ტაცება-ქვრივთა,ობოლთა,მწირისა
·
მან ბრძენთა ბრძენმა რა ეს სცნა,ბრძანა აღება ხელისა
რისხვათ გაშვება
მის თემთა,გარდახდა საფარველისა.
·
მიუგო : რჯულთა გამრყვნელნო ახალისა და ძველისა
თქვენცა იხილეთ
ამიერ მოსპოლვა საფუძველისა.
ხ
საწყაულის
მოწყვა ღვთისაგან
·
ცა რისხვით შუვა განიპის,ქვეყანა შეიძროდისა
ვენახთ უწვიმის
სეტყვანი,მზგავსი ნახეთქი ლოდისა
მკალია დასცის
ყანებსა,ქარი უქროლის ოდისა!
·
მიუგის დიდი სიყმილი,შემუსრის ძალი პურისა
აღარვინ იყვის
ღვინითა აღმავსებელი ჭურისა.
შემცირდის ხართა
ნახნავი,მოსწყდის ნაწველი ფურისა,
ყვნის სასწაული,არ
იყვის კაცი მიმგდები ყურისა.!
·
უეცრად მეხთა დაცემა,იყვის ელვა და ქუხილი;
ნამი არ გასტყვრის,გოლვამან
მოწვის ბალახი თუ ხილი
·
გამოუვლინა ნადირნი,მჭამელნი კაცთა ხორცისა
მოთხარის მკვდარნი
საფლავით,ცოცხალიც ბევრი ხოცისა;
ხმალ -კაპარჭთ
რიდი არ აქვნდის,არცა ხელმეხას ტყორცისა
·
არც მით მოიქცნენ !შეჰყარა უცხო,უწყალო სენები;
ხოცა კაცნი და
პირუტყვნი,ცხვარნი,ძროხა და ცხენები
·
ქორონიკონს ქრისტეს აქეთ ათას-შვიდას-ოც-და ერთსა
ცოდვა მათი უმეტესად ესმა, მოეხსენა ღმერთსა;
აღმოსავლით მტერი აღძრა, მოუწოდა კვლავ სამხრეთსა,
ღმერთმან მტერსა მოუვლინოს, რაც ქართლს უყვეს, ან კახეთსა!ერთმან
მტერმან ათს მათსა სცის,ორმან წარიქცივის ბევრი
ქართლის ჭირსა ვერვინ მოსთვლის, თუ არ ბრძენი, ენა-მჭევრი!
იფქლი ღვარძლად გარდაიქცა, ზედ მობრუნდა ცეცხლის კევრი.
ერთმან მტერმან ათს მათსა სცის, ორმან წარიქცივის ბევრი,
მცირედ დარჩა ცოდვისაგან კაცი ღვთისგან შენაწევრი.
ხ
გარეშე და შიდა
მტრებზე
·
თურქი,სპარსი,ლეკი,ოსი,ჩერქეზ,ღლიღვი,დიდო,ქისტი
სრულად ქართლის მტერნი იყვნენ,ყველამ წაკრა თვითო ქიშტი
·
მერმე შინათ აიშალნენ,ძმამ მოუდო ძმასა ყისტი
თავის თავსა ხმალი
იცეს,გულთა მოიხვედრეს ხიშტი
ვით მამალი სხვის მამალსა დაჰმტერდეს და წაეკიდოს,
მას ცემოს და თვით იცემოს, დაქოჩროს და დაეკიდოს,
რა ორნივე დაღალულნი ძაღლმან ნახოს, პირი ჰკიდოს,_
ეგრეთ ქართლი და კახეთი დარჩა თურქთა, ლეკთა, დიდოს!
ხ
სიმართლის თქმაზე
·
ბევრი ავი გამოჩნდების ჩვენი,მასზე მერცხვინება
მტერს შაესმის,იამების,მოყვარეს კი ეწყინება
რასაც ახლა ვამბობ,ვგონებ,ამაზედაც
მხვდეს გინება
·
ტყუილი ვთქვა,ჩემი თქმული შეიქნების რა სავარგი ?
მართალი
ვთქვა,მეშინიან,ვა თუ გავხდე დასაკარგი!
·
აწ რომ ავი არ ვაძაგო,კარგი როგორ უნდა ვაქო
ავს თუ ავი არ
უწოდო,კარგს სახელად რა დავარქო ?
კარგ კაცს ვითარ
დაუკარგო,რაც რამ სიკარკაცე აქო ?
ავს კაცს კარგი
ვით უძებნო ,ორმოს ჩამსვა,თავს დამარქო ?
·
პირს-ფერობა,უკან ძრახვა
არა თქმულა საფარსაგო.
ვაზის მრგველთან
ის არ ვაქო,ვინც მის ნაცვლად ძეძვი დარგო
· მე
თუ გინდა,თავიც მომჭრან,ტანი გახდეს გასაბერად
ვინც არა ჰგავს კახაბერსა,მე
ვერ ვიტყვი კახაბერად
·
ამისთანა მკურნალს ვაქებ,მილესევდეს ფაზარ-ხუთოს
არ თუ მასა,უწამლობით პირში სული ამამხუთოს
·
ამისთანა ბატონს ვაქებ,მან ერთი ყმა განახუთოს,
არ თუ ხუთი აღარც
ერთ-ქმნას,ასე საქმე თავს მოურთოს
·
მართალია,მძრახველს ძრახვა თვით კი ავად მოუხდების,
მაგრამ ფარვა სიავისა ქვეყანას არ მოუხდების!
წამხდენელთა და
მბაძველთა კიდევ სხვაც რამ წაუხდების;
ძრახვავე
სჯობს საძრახავთა,ძრახვას კაცი მოუფრთხების.
·
ამად სძრახვენ ვინც ავს ჩადის,კულავ აღარ
ჩაიდინოს
სხვა
გაფრთხილდეს.მისებრ ცრემლი თვალთა არვინ ჩაიდინოს
·
ვინც რომ ძრახვას თაკილობდეს,ნურასა იქს საძრახავსა
თავისიცა
განიმაგროს,ნუ აფოფნებს სხვის ნიფხავსა
ჭეშმარიტად
ცოდვა უძღვის კაცსა კაცის განმკითხავსა
მაგრამ ავზედ ავი ითქმის,კარგს არავინ გაჰკიცხავსა.
·
ამას ვსწყინობ: ავნი ავსა თვით იქმენ და სხვას კი სძრახვენ
ბაძით
მორხცვიც გაურცხვდების,უსირცხვილოს თუ არ არცხვენ
·
რა გინდ რომე კაცმან მალოს,ჭირი თავსა არ
დამალავს
·
მე კი ვჰფარავ,მაგრამ ჩემი სატკივარი არა
ჰფარავს
მეტად
მწარედ გული მტკივა,მაჟრჟოლებს და ტანში მზარავს
ვერ
მოვითმენ რომ არ დავგმო,აღმა მხვნელსა,დაღმა მბარავს
ჩემი
ცოდვამც მისცემია ჩემს ამომთხრელს,ამამბზარავს
ხ
შიდა
დაპირისპირებაზე
·
მხვნელსა ვკითხე: რად ეგრეთ იქ ? თქვა: ძალა ხნავს აღმართებსა;
მფარცხველმა
თქვა: დაღმა ვფარცხავ,აღმა ხნულსა ეს მართებსა
·
ვინც რომ ისრე უკუღმართად,მრუდათ ხნას თესოს,ფარცხოს
ის
მე პურსა ნუღარ მაჭმევს,რაც იმ ფქვილით გამოაცხოს
·
კახელების აღმა ხნულნი ქართველებმა დაღმა
ფარცხეს
·
ძმამ ძმას სახრე გადუჭირა,მტერთ კობალი თავში
დასცხეს,
ორნივ
ერთად შეხრიკნულნი დასცეს ქვეყნად,დაანარცხეს !
·
უკუღმართად ხვნა და ფარცხვამ ეს ნაყოფი გამოიღო
მოგვითხარა
ქართლ-კახეთი,ძირ ფესვიან ამოიღო !
ხ
რუსთ
ხელმწიფისაგან ქართველთ მეფის ვახტანგის თავისთან მიპატიჟება
ანუ
ქართლი
ირანსა და რუსეთს შორის
·
მეფის ვახტანგის ამბავი,მოწყალის,სიბრძნით სრულისა
მაზედან ქართლის
არაკი,მტერთაგან გაბასრულისა
·
იჯდა ყაენად შაჰ-თამაზ,ძე ძისა შააბაზისა
მან შექმნა ბილწად
დრანჯობა,ბევრი ღვინო სვა ვაზისა
აღარ ახსოვდის
სიმთვრალით ხელში მირთმევა არზისა,
მით
სამართალი დაფასდის ცხრა ქანქრად ცხრა აბაზისა
·
შეყვარებოდა ორთავ მას-ლოთობა,მეძაობანი;
მით დაჰბნედოდა,წართმოდა
ჭკვა და ცნობანი
მუდამ შინ იჯდის
განცხრომით,ვერ გასძლის გარეობანი
მის
გამო ვეღარ შეიძლო მან ქვეყნის პატრონობანი
·
მისგან წამხდარი საქმენი სხვა მოგახსენო რაღანი
სამხრეთით აღძრა
ოსმალო,აღმოსავლეთით ავღანი
ჩრდილოეთს მხარეს
რუსეთსა გილანით მისცა დავღანი
დაღისტნით ქართლსა,კახეთსა
წაართო ყუმაშ-ყავღანი
·
მისგან შეირყა მეტეხი,მიგან დაიქცა სიონი
მან ვახტანგ ძე ლევანისა,შეიპყრა ბაგრატიონი
უპატიოდ ყვნა შვიდ წლამდის იგ დიდათ საპატიონი
ხ
იყო ჩრდილოეთს
ხელმწიფე,თეთრის რუსეთის მჭირველი,
თვითმპყრობელობის
მიმღები,პეტრე ცხებული პირველი
·
ხელმწიფემ ვახტანგს მოსწერა: მოდი მიგიჩნევ მამადო
იესო ქრისტეს
მიენდევ,ნუ მოგატყუებს მამადო;
გიჯობს, მე ზურგი
მომყუდო,გულზედა გული მამადო
მერმე შენს მტერზე
მიმიძღვე,ვით თივას ცეცხლებრ მამადო
·
მესამეს მწუხრზედ,ნობათთა რა ცემა იწყეს დაფისა,
შევლეს ციხე და
ქალაქი,კარები სეიდაბისა.
·
ეგონათ სწორედ ტრიალი მრუდის საწუთროს ჩალხისა.
რჩევა ქართველის ბატონისა
·
შეკრბენ ქართველთ ბატონ-ყმანი,ერთად თავი მოიყარეს,
დასხდნენ რიგით.ივეზირეს
,წინ წიგნები დაიყარეს
ვინც ხედავდა
ბოლო საქმეს,იმათ არად განიხარეს
თქვეს თუ: უფრო
წავხდებითო;მაგრამ ზოგთ კი განიკმარეს
ხ
ქრისტიანის ხელმწიფისა ხელ-დებულნი შევიქნებით,
ჩვენ მაგაზე რად წავხდებით, თუ არ უფრო გავკეთდებით!
ხ
არც ჩვენ ვსწუნობთ, კარგი არის, თუ ეგ საქმე მალ მოხდების,
მაგრამ მტერნი შეგვიტყობენ, ყველა ჩვენზე წამოდგების.
ვირემ რუსნი გვიშველიან, მანამ ჩვენი გარდაგვხდების.
ხ
ვითარ ირემსა მაშვრალსა წყაროსა წყალი სწყუროდა,
ეგრეთ მეფესა რუსეთის ხელმწიფის ნახვა სუროდა;
ამჯობინებდა წასვლასა, თუმცა არ მიეშუროდა.
ვინც არ ემოწმის, მაზედა ერთგულად არ უყუროდა.
ხ
მან ბრძანა: ვითარ ვიკადრო მეფემან საქმე ქურდული,
დავფარო ქრისტეს კვართი და ქნარი დავითის, შურდული;
თან არ ვიახლო სპა-ჯარი, ჩაფრულებრ შევქნა ძუნძული,
ვითარ-ღა ვნახო ხელმწიფე, ან უცხო თემთა კუნძული!
ხ
მეფემ აღარა ბრძანა რა, ინება თვისი წადილი;
გულში დაესკვნა საქნელად იგი პირველი ქადილი.
გათავდა რჩევა, გარდასწყდა! მან მაითხოვა სადილი.
ბოლოს მხედველთა საცრემლედ გაშალეს ხელის მანდილი.
213
ტიროდენ, ამას იტყოდენ: ახლა არს ჩვენი დავსება!
ვერ მოგვიხდების კარგათა ამდენი წყვეტა, ტმასება.
მესამე კიდევ მოიბა, ორი საბელი თავს ება.
სამი ვეშაპი ერთს ლომსა აწ ვითარ მოეთავსება?!
214
მეფეს სძრახევდენ, იტყოდენ ეგევითარსა გმობასა:
სამს დიდს ხელმწიფეს პირს აძლევს, სამგან იკეთებს ყმობასა!
ყეენის სპასალარია, თავს ირჭვამს მის რაყმობასა!
რუსთ ხელმწიფესთან მამაობს, ხვანთქართან ჩემობს ძმობასა!
215
ჩვენს ჭკვაში ესე საქმენი არ არის მოსაწონარი:
რა სამთავ ცემა შაექნასთ, ჩვენზე მათ შექნან ონარი,
გარს მოგვეჭიროს მუხრუჭი, არსით ჩნდეს მოსაფონარი,
ვიქნებით შვილთა ჩვენთაგან გინებით მოსაგონარი!
216
ბევრნი ბევრს რასმე იტყოდენ, მაგრამ ვინ მოუსმინებდა?
მეფე იყო და ბრძანებდა, იქმოდა, რასაც ინებდა!
შემოიყარა ლაშქარი, თვალს ვერვინ გარდაწვდინებდა,
წავიდა, განჯის მიდამო[ს] სისხლის ღვართ მოადინებდა.
მტერთაგან მეფის ვახტანგის ყეენთან შესმენა და ყეენისგან ქართლის წართმევა და კახის ბატონის მიცემა
ყეენის კარს მეფე ვახტანგს ბევრნი მტერნი უდგნენ მზირსა:
რასაც ავსა უნახევდენ, აძახებდენ მისთვის გზირსა;
ყეენს ჰკადრეს: გაგიარმებს ვახტანგ ახშამს და აზირსა,
პირი მისცა საღალატოდ ეთმანდოლეს_თქვენს ვაზირსა.
221
ესმა ყეენს რა ღალატი, იქმნა გულში შენამკრთალი,
გამოძებნა და შეიტყო, ყოველივე სცნა მართალი;
დაიჭირა ერთმანდოლე, განუწესა სამართალი,
უსიკვდილოდ დანასაღა, აღმოსთხარა ორივ თვალი.
222
ხანი გამოჰხდა მცირედი, დღე წავიდა არ მრავალი;
კიდევ ჰკადრეს: მუხანათობს ვახტანგ გურჯისტანის ვალი,
თქვენ გიჭირს და არას გშველის, არის რუსეთს წამავალი.
თქვენცა გმართებს აწ გარდახდა, თქვენზედ დადგა რაც მან ვალი.
ხ
ვახტანგ ქართლში ბრძანდებოდა, სხვაფრივ ხელი ვერ აწვდინეს,
ჩამოართვეს ქართლი, მისცეს ერეკლეს ძეს კონსტანტინეს.
ხ
კონსტანტინეს თათრის ენით ერქო მამად-ყული-ხანი,
იყო სანახავად ვარგი, მკვეთელობით უჩნდა ფხანი,
ისპაანის ტარუღადა მორჭმით იჯდა კარგა ხანი,
ხ
ჯერ კახეთი, მერმე ქართლი, ორივ ერთად მას უბოძა;
ყაენს სახლი ექცეოდა, სვეტად, ბურჯად მას უბოძა:
მოსწერა, თუ: ვახტანგ ჩემთვის რკინის ხრმალი დანაძონძა,
შენ გამოხსენ, განარჩიე, რაც რამ მათგან გამოკონძა
ხ
რჩევა კახის ბატონისა
226
გაბრძანდა კახი-ბატონი, განიდგა კარავ-სევანი;
მიიხმო მდივან-ვეზირნი, ბრძანა დიდებულთ წვევანი.
ხ
მე ერთი ხმელი კაცი ვარ, ძე არ მყავს, ვარ ბერწოვნათა,
რაც თქვენ გიჯობდესთ, არჩიეთ შვილთათვის მოსაწონათა”.
ხ
მეფე ვახტანგ ამ რაყამსა არც ისმენს და არც იწიგნებს.
თუ ქართლსა ვსთხოვ, ამეშლების, ფიცხლავ იდებს ხრმალზედ იგ ნებს,
უნდა რომე ამ საქმითა ძაღლს აჭმევდეს ძმა ძმის შიგნებს!”
ხ
კახთ მიუგეს: “ვინც დაიკრას თვისის ხელით თავში ცული,
თავის ნებით წასაწყმენდლად ამოიძროს პირში სული;
რად გინდა რომ გაიბრუნო ღვთის წყალობა კარს მოსული;
შენ რომ შვილი არა გყვანდეს, ჰა ძმა შენი და ძმისწული!”
ხ
“სჯობია, რომ აღასრულო ეგ ბრძანება, რაც წინ გიძე.
თეიმურაზ მიუგზავნო, თქვენი ძმაა, მისი სიძე,
მამი-შენის ერეკლესი მაზე დიდი ამაგი ძე,_
თუ გისმინოს, შეიძინე, თუ არა და, განიღვიძე”.
ხ
მან უბრძანა: “კახელებო! გამიგონეთ, ვიტყვი სწორად:
ყეენს შიშით თავითგანვე გაუხდივართ ერთი-ორად;
ახლა როდის შეგვაერთებს, საქმე გვიგდო მოსაღორად,
ხ
აქ ნახეთ, საქმე კეთილი ვით გაბოროტდეს ენებით!
ხ
“აქ მობრძანდეს, ჩვენ გავშინჯოთ, ის მოიქცეს რასაც სახით;
თუმცა გვმოყვროს, მდაბლად ბრძანებს;თუმცა გვმტერობს_ ყადავახით;
ხილთა ტკბილთა და მწარეთა შაეტყობის გემოს ნახვით,
თუ ვერა ვსჭამ ხილს სიმკვახით, დავარბილებ, დავბეჟ ქვა-ხით”.
ხ
მაგრამ მაზედ წინაღმდგომნი, ვით ერქვანთა ხისა ძირნი,
მათ კეთილთა მოგზაურთა გამოუჩნდათ გზაზედ მზირნი.
ხ
იესემ თქვა გულსა შინა: “ჩემი ძმა არს ჩემი მტერი!
პატიმრობით დამაბერა, დამითეთრა თმა და წვერი;
აგრე როგორ დავბრმავდები, შევიქმნები გიჟი-სტერი,
მე იგ ორნი შევათვისო, მე კი დავრჩე ვით ოხერი”.
ხ
რაღას ვაგრძელებ: გაგზავნა მან ეპიფანე ბერია,
მისწერა კახსა ბატონსა: ,,ჭკვა თუ არ გარდაგერია,
რომ მოხვალ, როდის დაგინდობს, მოგკლავს, ეს შენი მტერია
შენს სისხლსა ვინ-ღა მოჰკითხავს, კაცი ხარ ერთი ღერია.
258
თუ მაგას იტყვი, შენ რომ გყავს ძმა, შენი ნახევარია,
ეგ სიძე არის ამისი, ქალი ყავს, მით მოყვარია.
ხ
დაუცარცვეს კახ-ბატონსა ჯორ-აქლემნი კიდებულნი,
დასჭრეს ზანდუკ-მაფრაშები, ამოიღეს შიგ დებულნი;
მიეშველნენ, ვეღარ მისწვდნენ უკან გამოკიდებულნი,
ჟამი შეხვდათ უჟამური, საღამო და ბინდებულნი.
ხ
ვინავარდე, საქმე ვსჩხრიკე, ვსცან და მოველ სახადელსა,
ახლა ყველას აღვასრულებ, მაგა თქვენსა საწადელსა!
ხ
მათ მოეწერა პასუხი ადვილად მოსაშორები:
ვინ დაგიცარცვათ, არ ვიცით, ლარ-კიდებულნი ჯორები;
ეგ ჩვენს კაცს არვის უქნია, გსმენიათ მრუდი ჭორები.
რაც თქვენში მგლებმან დაჭამოს, ჩვენ ვითარ გიზღოთ ღორები?
ხ
“ყეენს უმტყუვნე, გაგიწყრა,_აქ ზიხარ შემამწყრალია;
ქართლი წაგართვა, მე მომცა, ჩემი ხომ არა ბრალია.
ხ
“იტყვიან ერთსა ანდაზას: ნემს-მახათს ნუ სცემ მღიჯებსა,
შეგერჭმის, ხელთა დანახევ, წაგიხდენ მკლავთა ჭიღვებსა!
ნუ ეშუღლები ყეენსა, თორემ მოგიშლის ჯიღებსა;
რუსეთისაკე გაგზავნის, იმოკლებ გრძელთა ბიღებსა!”
ხ
მიუხაროდათ დიაკვნებს საქართლოდ გაჩაფრულებსა:
`გვაწირვინებენ ქართველნი, ვიშოვნით მრავალს ფრულებსა;
ხ
ერთმან იხუმრა: ვიბანებ თიფლის აბანოს ნურითა,
მეორემ _ თევზით გავძღები ზურგიელ-გელაქნურითა,
მესამემ _ მივიბრუჟები ღვინითა ატენურითა,
მეოთ[ხ]ემ _ კიდეც დაგვთოკენ საბლითა მაზმანურითა!
ხ
მეფე წიგნის კითხვას მოყვა, ბერებს აღარ უგდო ყური,
წაიკითხა, რაღაც ნახა სიტყვა ყიფურ-ამაყური;
პირსა ოფლი მოედინა, თავს დაადგა სიცხის ბური.
ხ
`რად არა ხართ მონასტერში, არ ილოცავთ, ღმერთს არ ესავთ?
გამოსულხართ და დასდიხართ, ენაობთ და ჩხუბსა სთესავთ;
ხ
გაწყრა, ბრძანა: `ჰხედავთ ბუში სიტყვებს მკადრებს როგორ მქისებს!
არ ვიცი, თუ რით მაშინებს, რა ხაზინა უძეს ქისებს!
ხ
თვით გიჟი ჭკუვას მასწავლის, უსჯულო მე სჯულს მიდებსა;
უყურეთ ცალ-გვერდ ჭიანსა, რა სიტყვებს ისვრის დიდებსა!
ხ
კახ-ბატონსა წინა დღითვე მზასა ყვანდა თვისი ჯარი;
იგ რა ესმა, წამოვიდა, დაიჭირა ავლაბარი;
ნარიყალა მიმბაშს ეპყრა, შაის-ტახტი, ციხის კარი,
რა მივიდა, ფიცხლავ მოსცა, გაიკეთა მუნ-საფარი.
303
შემოებნენ, დაამარცხეს, მან მიმართა მუხრან-ჭარსა;
უთხრა: ქართველთ გამაწბილეს, არც მე შავჭამ იმათ ჯავრსა:
შეიპირა ჭარელები, სასყიდელი მისცა ჯარსა,
წაუძღვა და ხელმეორედ მიაყენა ჯარი კარსა.
304
ქართლს, კახეთსა გარდეხადა მაშინ ღვთისა საფარველნი,
ოდეს გარსა შემოადგნენ თიფლის კახნი და ჭარელნი!
გაუთენდათ სომეხებსა დღე შაბათი საზარელნი,
ზოგი მოკლეს, ზოგი დასჭრეს, ზოგს წაგვარეს საყვარელნი!
305
სალხინოს დღეს მოქალაქე დიაღ ავად შეაქცივეს,
წამოუხვნეს საქონელნი, სახლ-დუქნები დააქცივეს,
დანამარცხეს ქართველთ ჯარი, ვახტანგ მეფე გააქცივეს.
თეთრსა მტკვარსა წითლად ღებდა, რაც მათ სისხლი დააქცივეს!
ხ
ვახტანგს ძიმწარის უმწარე ეტკბილა ვითა შაქარი.
ძილ-გაკრთობილმან საზღაპროდ მძინარე შეძრა ხვანთქარი,
აღასაშენებლად სრა-ვანთა გაგზავნა ორი სარქარი,
წინ მოუმძღვარა ხუროთა იესე-ძმა, ძე-ბაქარი.
309
მოტყუვდენ ხუროთმოძღვარნი, იხმარეს ავნი ხურონი:
ძველთაგან მკვიდრად ნაშენნი, საქართლო-საკახურონი
მოშალეს, ვეღარ იშენეს სრა-ვანი საკვეხურონი.
ყმა და მამული მტრებს მისცეს, თვით დარჩნენ უმსახურონი.
310
… მეტად უზომოდ გაჯავრდენ, ვერ გასძლეს გულის ჯავრნია;
აჩქარდნენ, ვეღარ გასინჯეს მათ საქმე საშინჯარნია,
მტერთ ნებით კარნი განუღეს მაგროვნად დანაჯარნია,
კახთ იხმეს ლეკნი საშველად, ქართველთ _ ოსმალოს ჯარნია!
ხ
ოდეს სცნა კახმა ბატონმა, ლაშქარი სარასკარისა
საქართველოსა მოადგა, ვით გოლსა ბრბო ფუტკარისა;
წინაღმდეგობა არ ეძლო, ქმნა მათის სანუკვარისა,
წინ მიეგება, მიართვა კლიტენი ციხის კარისა.
312
ოსმალო თიფლის შევიდა, კარები დახვდათ ღია რა,
იესე მეფე მათ შერჩა, მათს მოძღვარს მან აღიარა;
ვახტანგ რუსეთსა წაბძანდა, რაჭაზედ გარდაიარა.
ხ
კახმა ბატონმა მიმართა ფშავ-ხევსურეთის კიდესა,
კახთა ცოლ-შვილით თვალივსა მძლივ ფეხი მოიკიდესა:
რაც ხანი იყვნენ, სარჩოსა ვერც სთესდეს, ვერცა მკიდესა;
რაც აქვნდათ თვისი საუნჯე, სულ პურ-ღვინოზე ყიდესა.
ხ
შეწუხდენ კახნი-ქართველნი, მიადგათ რა ეს ჭირები.
შეინთქვნენ, შექნეს ფიცებით, ერთმანერთს მისცეს პირები,
არჩივეს: `გორის ციხესა გამოუთხაროთ ძირები~.
კახმა ბატონმა მომართა დაბდაბნი და საყვირები.
315
იესეს მეფეს მოხსენდა, გორს ადგას ქართველთ ჯარები.
მან შეიყარა ოსმალო, იქმნა თიფლისით მარები.
მოხვდენ ერთმანერთს, დაიქცა რაც მაშინ სისხლის ღვარები,
აღაბრუნებდა ბევრს წისქვილს, თუმცა სდებოდა ღარები!
ხ
მათ ჩვენმან ჯარმან აჯობა პირველ მისვლაზე შატევით,
მაგრამ ბოლოს კი დამარცხდა შინათვე ნაღალატევი.
ხ
ვაი იმ დღეს! ოსმალონი ბევრს უბრალოს სისხლსა ღვრიდენ.
საცა შეხვდისთ მუშა-კაცი, გლახა მწირსა თავსა სჭრიდენ;
გოდორს თავი აკლიაო, ცხრის ურმისა ზარში ჰყრიდენ,
ტანთ მარხველი არა ყვანდა, მელა-ტურა გამოხვრიდენ!
Комментарии
Отправить комментарий