დავითიანი- სწავლა მოსწავლეთა (კომენტარებით)
ათთა სახმართა საქმეთა ჩაგონება ყრმათათვის
· ჯერ მწარე ჭამე კვლავ ტკბილი,თუ ეძებ გემოვნებასა
თავს
სინანული სჯობია ბოლოჟამ დანანებასა
ჭირს მყოფი ლხინში
შესული,შვებად მიითვლი ვნებასა
შენიშვნა:დავით
გურამიშვილი მოსწავლეს ურჩევს გაუძლოს სწავლის
სიმწარეს,სირთულეს და„ჭირს“,რადგან ბოლოს ამას სიტკბო და ლხინი შეცვლის.
ის ტანჯვა ანუ
„ვნება“ რაც ახლავს სწავლის პროცესს შვებით დასრულდება.
ჯობია ადამიანმა ჯერ თავიდან გაიჭირვოს ,ვიდრე ბოლოს
ჩავარდეს დიდ გაჭირვებაში.
· სწავლა სიკვდიმდე შენია,მუდამ შენთანა მყოფელი,
მას გეცილების
ვერავინ,არ არის გასაყოფელი
სხვას ყველას
მახე უგია,თავისა გასაყოფელი
თუ
კაცსა ცოდნა არა აქვს,გასტანჯავს წუთისოფელი
შენიშვნა: ადამიანი მთელი სიცოცხლე სიკვდილამდე სულ რაღაცას
უნდა სწავლობდეს,
სწავლის უნარი
თუ გაქვს(ეს უნარი თანდათან უნდა გამიმუშავო) ვერავინ ხელს ვერ შეგიშლის.
ვერავინ შეგეცილება,ვერავინ
მოგთხოვს ამ უნარის გაყოფას.(არ იყოფა).
მას ვისაც სწავლის
უნარი არ აქვს უამრავი მახე ელის ცხოვრებაში.
სწავლა ცოდნის
მისაღებადაა საჭირო .
თუ ცოდნას არ
შეიძენ შენი ცხოვრება ტანჯვით სავსე იქნება.
· ცოდნა თან დასდევს მცოდნელსა,რაზომცა დაეტარების
აქვს უხილავი
საუნჯე,ხელი არ შაეკარების
არც ცხადით ძალით
წაერთმის,არც მალვით მოიპარების,
ჭკვა
უხმარ არს ბრიყვთათვის,ჭკვა ცოდნით მოიხმარების
შენიშვნა: „ჭკვა“-ში ნიჭი ან თავის ტვინი იგულისხმება
.
შენს ნიჭს და
ტვინს ცოდნის გარეშე ვერ გამოიყენებ,სამწუხაროდ
შენი ნიჭი უხმარი დარჩება ცოდნის გარეშე.ცოდნის შესაძენად კი სწავლაა საჭირო.
ცოდნა უხილავი
სიმდიდრეა.ვერც ძალით წაგართმევს ვინმე და ვერც მოგპარავს.
სადაც წახვალ
ცოდნა თან მიგაქვს
(სხვა სიტყყვებით
ცოდნა ინტელექტუალური საკუთრებაა ადამიანის)
· ავი და კარგი,გარჩევით ვხედავ რომ ახლოს მიწყვია.
მინდა და სწავლის სიმოკლით ცალკ-ცალკე ვერ გამიყვია.
შენიშვნა :
„სწავლის სიმოკლით“-
მცირე ცოდნას ნიშნავს.
მცირე ცოდნა საკმარისი არ არის „ავის“ და „კარგის“
გასარჩევად.
ცხოვრება რთულია.სწორი
გადაწყვეტილებების მიღებას მცირე ცოდნა არ ყოფნის.
საჭიროა საფუძვლიანი ცოდნა ამა თუ იმ საკითხის.
ცოდნა კი სწავლით
შეიძინება.
· ვით უსაჭურვლოდ მამაცი ომშიგან გულად ლომობდეს
გაცოფებული გულ-ბრაზად
ვეფხვი უკლანჭოდ ომობდეს
ვერ
აღასრულოს საწადი,რაც ნებავს,მისთვის ღონობდეს
ეგრეთ ჭკვიანი უწვრთელი ვერ მიხვდეს,რასაც
ნდომობდეს
შენიშვნა:
უსწავლელი თუნდაც ნიჭიერი კაცი ვერასოდეს თავის მიზანს ვერ მიაღწევს
ანუ „ვერ მიხვდება“.უწვრთნელი,უსწავლელი
და უცოდინარი ჰგავს უიარაღოდ დარჩენილ მეომარს ომში და უკლანჭოდ დარჩენილ ვეფხვს რომელიც
ვეღარ ნადირობს.
უცოდინარი კაცის
შანსები მინიმალურია ან საერთოდ არ არსებობს ამ ცხოვრებაში.
·
ბრძენი სადაც არს,დარჩების,საუნჯე თან ექნებისა
ბრძენი პურთათვის
ჩემსავით მუხლთ არვის მოექნებისა
შენიშვნა:“ბრძენში“-
დღეს "მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტი"
შეგვიძლია
ვიგულისხმოთ.თავის პროფესიაში “ბრძენს“ დიდი ცოდნა აქვს სწავლით შეძენილი .მასზე ყველგან დიდი მოთხოვნილებაა.მას
ყველგან დიდ ანაზღაურებას სთავაზობენ.ის არავისზე არაა დამოკიდებული.
ის
არასოდეს არავის დაუწყენს ხვეწნას სამუშაო ადგილის ან შემოსავლის(„პურთათვის“)
.ის
არავის მოეხვევა მუხლებზე რაც საკუთარი ღირსების დამცირებით რაიმეს თხოვნას ნიშნავს, თანც ხშირად უღირსისადმი.
· ბრძენი სიტყვითა დარჩების,ოსტატი-თავის ხელითა,
ხუცესი წირვით,ვაჭარი-შორს
წასვლა-მოსვლით ძნელითა
მოლაშქრე -სისხლის
ქცევითა,მხვნელი-ოფლითა ცხელითა,
გლახა-კარის-კარ
თხოვნითა,- შენა გწადს აწ რომელითა ?
შენიშვნა: ჩამოთვლილია
მე-18 საუკუნის სხვადასხვა პროფესიების შესაბამისი
უნარები მაგრამ ეს კითხვა დღესაც აქტუალურია
პროფესიის და სპეციალობის არჩევისას „შენა გწადს აწ რომელითა ?“-ამ კითხვაზე უნდა გასცეს
პასუხი მოსწავლემ .უნდა გათვალისწინოს სხვადასხვა სუბიექტური და ობიექტური ფაქტორი
და ისე აირჩიოს თავისი მომავალი პროფესია.ეს
ძალიან რთული არჩევანია და აქ შეცდომის დაშვება არ შეიძლება.
· ზოგი ხომ ძოღან გიჩვენე შვიდიოდ სარჩოს ძირობა
მერვე:
ხელმწიფე დარჩების,ვისაც აქვს ქვეყნის მჭირობა
მეცხრეა:არჩენთ
მწყემსობა,უქნიათ მენახირობა
მეათე:მიჯნურთ
სურვილი,ტრფიალთა შენამზირობა
შენიშვნა:
„სარჩოს ძირობა“ შემოასავლის წყაროს ნიშნავს.
ზოგს „მიჯნურობა“აქვს
მართლა შემოსავლის წყაროდ ქცეული. ამ წყაროს არჩევას არ გირჩევ.
· ყმაწვილი უნდა სწავლობდეს საცნობლად თავისადაო
ვინ არის,სიდამ მოსულა,სად არის,წავა სადაო
ვით
რემა ხნარცვს არ ჩავარდეს,ულაგმო და უსადაო.
შენიშვნა: პირველ რიგში ადამიანი უნდა სწავლობდეს საკუთარ თავს და მერე უკვე სხვას დანარჩენს(გარემოს,მეცნიერებებს,სპეციალობებს) რომ სადმე ულაგამო, უპატრონო ცხენების რემასავით არ გადაიჩეხოს
ხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხ
·
კარგს საქმეზედა მიბაძვა არა რა დასაძრახია
სწავლაზე
ურჩი და მორცხვი თვალით არ დასანახია
შენიშვნა:
სწავლის ერთერთი მეთოდია ,ხერხია მიბაძვა.ოღონდ კარგ საქმეში მიბაძვა.ასე სწავლობენ მაგალითად შეგირდები
ოსტატებისგან და სპორტსმენები მწვრთნელებისგან . არცერთი ოსტატი და მწვრთნელი არ გაიჩერებს ისეთ შეგირდს რომელიც სწავლის პროცესში თაღლითობს:ურჩობს,ზარმაცობს,მონდომებული
არ არის,ან არ აქტიურობს და „მორცხვობს“.მოსწავლე უნდა იყოს შრომისმოყვარე(სწავლისმოყვარე)
·
ნუ გენაღვლების სწავლაზე,ყრმის წკეპლის ცემით კივილი
მალე გამთელდეს
უწამლოდ მისი წყლულების ტკივილი
რა მოიზარდოს,მოყვინჩლდეს,მამლურებ
შერქმნას ყივილი
შენიშვნა:მე-18
საუკუნეში სწავლის პროცესში „წკეპლის“ ანუ იძულების გამოყენება მიღებული იყო.იძულება გამართლებულად მიაჩნდათ.ფიზიკური
ტკივილი გაივლისო და ცოდნა კი დარჩებაო.
·
რადგან აბრამ ძე საკლავად გამოიმეტა მსხვერპლადა,
შენ გემეტების
რად არა ძე წვრთაზე გასაწკეპლადა ?
შენიშვნა:
წკეპლით სწავლის იძულების გამართლებულობის
არგუმენტად მოტანილია ბიბლიური ამბავი აბრაამზე რომელმაც შვილი სასიკვდილოდ
გაიმეტა.
·
სჯობს ყოლა უწვრთის ძაღლისა,უწვრთელი შვილის ყოლასა
შენიშვნა:
ამას მოსდევს რიგი არგუმენტები გაუწვრთნელი
ძაღლის სასარგებლოდ.
·
ძაღლი უწვრთელი პატრონსა ასეთს რას დაუშავებსა,
რომ შვილი ბრიყვი,უცები,დედმამას განათავებსა ?
უცოდინრობით ასეთსა
საქმეებსა იქმს ავებსა,
გვარსა და ნათესავებსა
სირცხვილით სჭრიდეს თავებსა.
შენიშვნა:
გაუზრდელი
და უცოდინარი შვილი არამარტო მშობლების არამედ
ნათესავების დიდი სირცხვილია
·
ბრიყვი კაცი წამოწვების,ღამით კარსაც არ მისჯარავს
შენიშვნა:
უვვიცი,გაუნათლებელი კაცი არხეინად არის რადგან საფრთხეს ვერ გრძნობს
მაგ.დღეს არხეინები ვერ გრძნობენ კორონა ვირუსის საფრთხეს ან უკრაინის ომის სხვა ქვეყნებში გავრცელების საფრთხეს .თუ
კაცი ბრიყვი არ არის ყოველთვის უნდა გათვალოს მოსალოდნელი საფრთხეები. გაიხსენე სიბრძნე სიცრუისა ჯუმბერის შეგონება მტრებზე,ანუ
საფრთხეებზე.
·
ყრმა სწავლაში
მომშვიდდების,რკინა ცეცხლში გარბილდების
უსწავლელი ვაჟიკაცი
სიბერის დროს გაწბილდების;
რიკ-ფაინის დრო
გარდუა,ვეღარ გაჰკრავს,ჩაჰბილდების,
სწავლის
ძირი მწარე არის კენწეროში გატბილდების
შენიშვნა : ახალგაზრდა
ადამიანის ხასიათი სწავლის პერიოდში ყალიბდება.(მომშვიდდების)
უსწავლელი კაცი
ასაკში რომ შევა და ახალგაზრდობას დაკარგავს მერე დაიჩაგრება „გაწბილდება“
სწავლა ახალგაზრდობისას ძნელია,მაგრამ ასაკში რომ იქნები ის სიმწარე აღარ
გაგახსენდება .
ასაკოვანი მოიმკი ტბილ ნაყოფს-გაფრთხილებს დავით
გურამიშვილი. მოკლედ გაითვალისწინე :თუ ახაგაზრდობისას არ ისწავლი სიბერეში „გაწბილდები“.(დაგერხევა)
·
ვით ძნიად წნორი ბერფუყი დაიგრიხების წნელადა
ეგრეთვე კაცი
მხცოვანი განისწავლების ძნელადა,
ვით ახალ მორჩი
ვაზისა ხელს მიყვეს საფურჩნელადა,
ეგრეთ ახალი მოზარდი
ყრმა ოსტატს-გასაწვრთნელადა
შენიშვნა
: თუ ასაკში ყოფნისას აღმოაჩენ რომ ცოდნა გაკლია და სწავლას შეეცდები ,ძალიან გაგიჭირდება.ასაკოვან
კაცს უჭირს სწავლა არც დრო აქვს და არც შესაძლებლობა.
ამიტომ სანამ
ახალგაზრდა ხარ ისწავლე.მერე მაგის დრო და შესაძლებლობა აღარ გექნება.
·
ერთ სიტყვას გეტყვი,მისმინე,ყმაწვილო,შენს მოთმენასა
თვალს ნუ ახეხებ
ბნელთათვის,ნუ ჰკარგავ ნათლით ჩენასა
ნუ ეშურვები ფეხითა
უკეთურთაყე რბენასა,
ხმა
მიუმდაბლე ორღანოს,აშიყ-მაშიყად სტვენასა
შენიშვნა : მთავარი
რასაც გურამიშვილი(თვითონ ღრმა სიბერემდე იცხოვრა) ურჩევს ახალგაზრდას ესაა მოთმინება( გაიხსენე
რუსთაველის აფორიზმები მოთმინებაზე)
უზნეო და უკეთური
ხალხის და საქმეებისაგან მოახდინე საკუთარი თავის დისტანცირება. ნათელ მიზნებს ნუ დაკარგავ და ბნელს ნუ ეზიარები.
ნუ გაიჩენ ახალგაზრდობის
პერიოდში უკეთურ ავტორიტეტებს.ნუ იქნები არაჯანსაღად
ამბიციური.ნუ გადაყვები არშიყობას.სწავლას მიხედე.
·
იქმოდე გულის თქმისასა გემოვნებისა თმენასა
თავს თაფლი,ბოლოს
ძირმწარე ნუ გეტკბილების ენასა;
გულით უფრთხოდე,ყურითა,სასაფრთხო
სიტყვის სმენასა
მით შაეყრები
საყვარელს,შენს ლამაზ სულის ლხენასა
შენიშვნა:
როგორმე შენი ნებისყოფით შეძელი არ აჰყვე გულისთქმებს და არ ეძებო თავიდანვე სიტკბო
და კაიფი ცხოვრებაში,რადგან ეს ყოველთვის ძალიან მწარედ მთავრდება.
ისწავლე სხვის
შეცდომებზე და არა საკუთარზე.მოერიდე საფრთხის შემცველი, ან მაცდუნებელი ან ავი სისტყვების
მოსმენას სადაც არ უნდა იყო და ვისგანაც არ
უნდა მოდიოოდეს ეს სიტყვები .განერიდე. ამით მოიპოვებ სულიერ სიმშვიდეს და ბედნიერ
ცხოვრებას.
·
უნდა ქალმან და ყმაწვილმან დაჰხუროს ბაგე კბილოსა
ფეხი არ ახსნას
საბლითა და ენა შებორკილოსა;
არ მისცეს ნება
შეძვრისა წარბს,წამწამს,თვალის კილოსა,
არცავინ თვით
სხვა გაკილოს,არც სხვისგან გაიკილოსა
შენიშვნა: ახალგაზრდამ
და მდედრობით სქესმა ენას კბილი უნდა დააჭიროს,საკუთარ
თავს გარკვეული შეზღუდვები უნდა დაუწესონ.მათ საკუთარ თავს არ უნდა მისცენ უფლება ემოციებს
აყვნენ ,იმიტომ რომ ახალგაზრდა ადამიანიც და
მდედრობითი სქესიც უფრო ემოციებით მოქმედებს ვიდრე რაცონალური გონებით.ახალგაზრდებმა და ქალბატონებმა
თავს უფლება არ უნდა მისცენ ვინმე გაკილონ(აუგად ახსენონ) .და პირიქით ახალგაზრდამ
და ქალბატონმა თავისი თავშეუკავებელი ქცევით(ფეხი არ ახსნას საბლითა) არავისგან არ
უნდა დაიმსახურონ გაკილვა.ახალგაზრდა და ქალბატონი
ორივე უნდა უფრთხილდებოდეს თავის სახელს და ავტორიტეტს. ამისათვის საჭიროა პირველ რიგში
მათ ისწავლონ ენაზე კბილის დაჭერა,ანუ ემოციებზე არ აყოლა
ამას თუ ისწავლი არ გექნება პრობლემები სხვა ადამიანებთან ურთიერთობაში.თუ ვერ ისწავლი
გექნება პრობლემები.(ენაზე დროზე ბილის დაჭერა კომუნიკაციური ერთ-ერთი უნარია)
Комментарии
Отправить комментарий