რუსთაველი - სამახსოვრო ადგილები(ნაწილი მე-3 - "ავთანდილის ანდერძი'' )
ავთანდილის ანდერძი და ლოცვა
1. ანდერძი ავთანდილისა როსტევან მეფის წინაშე ოდეს გაიპარა
2. ლოცვა ავთანდილისა
·
ავთანდილს რუსთაველის „ალტერ ეგოდ“ მიიჩნევენ.
·
ანდერძში გამოთქმულ შეხედულებებს ( სიყვარულზე,ერთგულებაზე,მეგობრისთვის თავდადებაზე ) ავთანდილი პოემაში საქმით ასახამს ხორცს.
·
რუსთაველის მიხედვით სიყვარულია ის ,რასაც ეფუძნება სამყაროში ყველაფერი;ამიტომ სიყვარული უნდა წარმართავდეს ადამიანთა ურთიერთობებსაც
·
„კაცი ბრძენი ვერ გასწირავს მოყვარესა მოყვარულსა ‘’,-სიბრძნესთან შეუთავსებელია ღალატი.(ღალატი უგუნურებაა)
ყოველგვარი უზნეობა შედეგია სიყვარულის არ ქონისა,ბრძენი ისაა ვინც ცოდნასთან ერთად სიყვარულით არის აღსავსე;
·
რუსთაველი უხვად სარგებლობს პლატონისა და არისტოტელეს მოძღვრებებით,რაც პოეტის ღრმა განსწავლულობაზე და სიბრძნეზე მეტყველებს
„me vin vaqeb?
aTens brZenTa, xams, aqebdes ena bevri!“
·
ფილოსოფოსთა და ბრძენთა ცოდნა უსარგებლოა ,თუ მოყვასის სიყვარული და ერთგულება ვერ შევძელით.
ადამიანის განწავლა ის აზრი აქვს(„მით ვისწავლებით’’ ,რომ „ზესთ მწყობრთა წყობას“ შევუერთდეთ,სხვაგვარად რომ ვთვათ, სულიერად ავმაღლდეთ. ამაღლება მიიღწევა ღვთაებრივი სიყვარულით,რომლის გამოვლინების ფორმებია : მოყვასის სიყვარული , მიჯნურობა,ერთგულება(უღალატობა),სიუუხვე,სიქველე(ვაჟკაცობა) და ადამიანის შემამკობელი ბევრი სხვა თვისება
ქართველმა ხალხმა ყველაზე მეტად ავთანდილის ანდერძის ერთი აფორიზმი -
„სჯობს სიცოცხლესა ნაზრახსა,სიკვდილი სახელოვანი ! ‘’ გაითავისა და თაობიდან თაობას გადასცა.( გაიხსენე ვაჟას „ბახტრიონიდან“ კვირიას სიტყვები:“ სიცოცხლეს აუგიანსა სიკვდილი მიჯობს ხმალზედა“ ,გაიხსენე „ბაკური“,გაიხსენე ზვიადაური, გაიხსენე აფშინას მოთქმა, გაიხსენე წიწოლა- „ბახტრიონიდან“,გაიხსენე „საფარ ბეგი-აკაკის გამზრდელიდან“)
·
რუსთაველის (ავთანდილის) აზრით ადამიანს სიკვდილი მუდმივად უნდა ახსოვდეს,მაგრამ ეს არ არის გამოხატულება სიკვდილის შიშისა;
·
ადამიანმა ისე უნდა იცხოვროს ,რომ სიცოცხლეშივე არ მოკვდეს მორალურად(გაიხსენე ვაჟას „ჩემი ვედრება’’).მან უნდა იღვაწოს და იფხიზლოს,რათა თავისი ადამიანური ვალი აღუსრულებელი არ დარჩეს( გაიხსენე ვაჟას „კაი ყმის’’ ფინალი)
სამახსოვრო ადგილები:
„kaci
brZeni ver gaswiravs moyvaresa moyvarulsa;
me sityvasa erTsa gkadreb, platonisgan swavla-Tqmulsa:
«sicrue da orpiroba avnebs xorcsa, merme
sulsa».
ხ
„ara viqm,
codna ras margebs filosofosTa brZnobisa!
miT
viswavlebiT,mogveces SerTva zesT mwyobrTa wyobisa.’’
ხ
raca RmerTsa
ara swaddes, ara saqme ar iqmnebis.
ხ
`aras gargebs
simZimili, usargeblo cremlTa dena;
ar gardava garduvalad momavali saqme zena;
wesi aris mamacisa moWirveba, WirTa Tmena,
ხ
„`ar-daviwyeba
moyvrisa arodes gvizams ziansa;
vhgmob kacsa
augiansa, crusa da Ralatiansa!“
ხ
`ra
uarea mamacsa, omSigan piris-mxmeWelsa,
Sedrekil-SeSinebulsa
da sikvdilisa meWvelsa!
kaci
jabani riTa sjobs diacsa qslisa mbeWvelsa?
sjobs
saxelisa moxveWa yovelsa mosaxveWelsa!
ver
daiWiravs sikvdilsa gza viwro, verca kldovani;
misgan gaswordes yoveli, susti da
Zal-gulovani;
bolod Seyarnes
miwaman erTgan moyme da mxcovani.
sjobs
sicocxlesa nazraxsa sikvdili saxelovani!
ხ
cTebis da cTebis, sikvdilsa vin ar moelis wamisad;
mova Semyreli yovelTa erTgan dRisa da Ramisad
ხ
`Tu sawuTroman damamxos, yovelTa damamxobelman,
Raribi movkvde Raribad, ver damitiros mSobelman,
veRar Semsudron dazrdilTa da verca misandobelman, -
mun Semiwyalos Tqvenmanve gulman
mowyale-mlmobelman
შეადარე:
„ნუ დავიმარხო ჩემსა მამულში, ჩემთა წინაპართ საფლავებს შორის,
ნუ დამიტიროს სატრფომ გულისა, ნუღა დამეცეს ცრემლი მწუხარის;
შავი ყორანი გამითხრის საფლავს მდელოთა შორის ტიალის მინდვრის,
და ქარისშხალი ძვალთა შთენილთა ზარით, ღრიალით, მიწას მამაყრის!“
ნიკოლოზ ბარათაშვილი „მერანი ‘’
ხ
`maqvs saqoneli
uricxvi, vervisgan anawonebi,
miec
glaxakTa saWurWle, aTavisufle monebi,
Sen
daamdidre yoveli, oboli, aras mqonebi:
miRvwian,
momigoneben, damlocven, movegonebi
ხ
ავთანდილის ლოცვა
ilocavs,
ityvis: `maRalo RmerTo, xmelTa da caTao,
zogjer
momcemo patiJTa, zogjer keTilTa mzaTao,
ucnauro da
uTqmelo, ufalo uflebaTao,
momec
daTmoba survilTa, mflobelo gulis-TqmaTao!
`RmerTo, RmerTo, geajebi, romeli hflob qvenaT
zesa,
Sen
dahbade mijnuroba, Sen aweseb missa wessa,
me
sofelman momaSorva ukeTessa Cemsa mzesa,
nu
aRmohfxvri siyvarulsa, misgan CemTvis danaTessa!
RmerTo, RmerTo mowyaleo, arvin mivis Sengan kide,
Sengan viTxov Sewevnasa, razomsaca gzasa vvlide:
mterTa Zleva, zRvaTa Relva, RamiT mavne
ganmaride!
TuRa davrCe, gmsaxurebde, Senda msxverplsa
Sevswirvide
შეადარე :
გურამიშვილის,ბარათაშვილის ,ილიას,ვაჟას - „ლოცვები“ და „ვედრებები’’.
არაბეთის ძლევამოსილი მეფე როსტევანი ნადირობის დროს
გადაეყარა უცხო მოყმეს,რომელიც წყლის პირას იჯდა და ტიროდა.მეფემ მისი ვინაობის გაგება
მოისურვა,მაგრამ უცნობმა მეფის წარგზავნილები ახლოსაც არ გაიკარა,ხოლო როცა შეპყრობა
დაუპირეს,დახოცა ისინი და გაუჩინარდა.როსტევანი საგონებელში ჩავარდა.მეფის ერთადერთმა
ასულმა,თინათინმა,უცხო მოყმის მოძებნა არაბეთის ჯარების სარდალს,ერთგულებითა და სიმამაცით
გამორჩეულ ავთანდილს დაავალა.ქალმა იცოდა,რომ ჭაბუკი მას ფარულად ეტრფოდა და ეს ძნელი
დავალება გამოსაცდელად მისცა.ავთანდილმა პირნათლად შეასრულა სატრფოსათვის მიცემული
პირობა.სამი წლის ძებნის შემდეგიპოვა უცხო მოყმე(ტარიელი),გაიგო მისი ამბავი და დაუმეგობრდა
კიდეც მას.არაბეთში დაბრუნებულმა ავთანდილმაროსტევან მეფესა დათინათინს უცხო მოყმის
ამბავი უამბო და უთხრა,რომ უკან აპირებდა დაბრუნებას,ვინაიდან ახლად შეძენილ მეგობარს
დაკარგული სატრფოს მოძებნაში უნდა დახმარებოდა.როსტევანმა ავთანდილს წასვლის ნება არ
მისცა ავთანდილი იძულებული გახდა გაპარულიყო და წასვლის წინ როსტევანს“ანდერძი“ დაუტოვა.
ანდერძი ავთანდილისა როსტევან მეფის წინაშე, ოდეს გაიპარა
796
„დაჯდა წერად ანდერძისად, საბრალოსა საუბრისად:
„ჰე, მეფეო, გავიპარვი ძებნად ჩემგან საძებრისად;
ვერ დავდგები შეუყრელად ჩემდა ცეცხლთა მომდებრისად; (თეზისი)
შემინდევ და წამატანე მოწყალება ღმრთეებრისად.
797
„ვიცი, ბოლოდ არ დამიგმობ ამა ჩემსა გაზრახულსა.
კაცი ბრძენი ვერ გასწირავს მოყვარესა მოყვარულსა;(არგუმენტი)
მე სიტყვასა ერთსა გკადრებ, პლატონისგან სწავლად თქმულსა:
„სიცრუე და ორპირობა ავნებს ხორცსა, მერმე სულსა.“ (არგუმენტი)
798
„რათგან თავია სიცრუე ყოვლისა უბადობისა,(პირობა)
მე რად გავწირო მოყვარე, ძმა უმტკიცესი ძმობისა?! (დასკვნა)
არა ვიქმ, ცოდნა რას მარგებს ფილოსოფოსთა ბრძნობისა?!(პირობა და
დასკვნა)
მით ვისწავლებით, მოგვეცეს შერთვა ზესთ მწყობრთა წყობისა.( დასკვნა)
799
„წაგიკითხავს, სიყვარულსა მოციქულნი რაგვარ წერენ?
ვით იტყვიან, ვით აქებენ? ცან, ცნობანი მიაფერენ!
„სიყვარული აღგვამაღლებს“, ვით ეჟვანნი, ამას ჟღერენ.(არგუმენტი)
შენ არ ჯერ ხარ, უსწავლელნი კაცნი ვითმცა შევაჯერენ?!
„ვინ დამბადა, შეძლებაცა მანვე მომცა ძლევად მტერთად,
ვინ არს ძალი უხილავი, შემწედ ყოვლთა მიწიერთად,
ვინ საზღვარსა დაუსაზღვრებს, ზის უკვდავი ღმერთი ღმერთად;
იგი გახდის წამის-ყოფით ერთსა ასად, ასსა ერთად.
801
„რაცა ღმერთსა არა სწადდეს, არა საქმე არ იქმნების,(თეზისი)
მზისა შუქთა ვერ-მჭვრეტელი ია ხმების, ვარდი ჭნების;(არგუმენტი)
თვალთა ტურფა საჭვრეტელი უცხოდ რადმე ეშვენების;
მე ვით გავძლო უმისობა, ან სიცოცხლე ვით მეთნების!(დასკვნა)
802
„რაზომცა სწყრები, შემინდევ შეცვლა თქვენისა მცნებისა.
ძალი არ მქონდა ტყვე-ქმნილსა მე მაგისისა თნებისა;
აწ წასლვა იყო წამალი ჩემთა სახმილთა გზნებისა;(არგუმენტი)
სადა გინდ ვიყო, რა მგამა, ყოფამცა მქონდა ნებისა!(დასკვნა)
803
„არას გარგებს სიმძიმილი, უსარგებლო ცრემლთა დენა,
არ გარდავა გარდუვალად მომავალი საქმე ზენა;
წესი არის მამაცისა მოჭირვება, ჭირთა თმენა; (არგუმენტი)
არვის ძალ-უც ხორციელსა განგებისა გარდავლენა.(დასკვნა)
804
„რაცა ღმერთსა გაუგია თავსა ჩემსა გარდასავლად,
გარდამხდეს და შემოვიქცე, აღარ დამრჩეს გული ავლად;
თქვენვე გნახნე მხიარულნი, დიდებით და დავლა-მრავლად!
მას რა ვარგო, დიდებად და კმარის ესე ჩემად დავლად.(არგუმენტი)
805
„მეფეო, ესე თათბირი, მომკალ, ვინ დამიწუნოსა!
მეფეო, ნუ, თუ წასლვამან თქვენ ჩემმან დაგაჭმუნოსა!
ვერ ვეცრუები, ვერ ვუზამ საქმესა საძაბუნოსა,
პირის-პირ მარცხვენს, ორნივე მივალთ მას საუკუნოსა.(არგუმენტი)
806
„არ-დავიწყება მოყვრისა აროდეს გვიზამს ზიანსა;(არგუმენტი)
ვგმობ კაცსა აუგიანსა, ცრუსა და ღალატიანსა!(არგუმენტი)
ვერ ვეცრუები, ვერ ვუზამ მას ხელმწიფესა მზიანსა. (არგუმენტი)
რა უარეა მამაცსა სულ-დიდსა, წასლვა-გვიანსა!(არგუმენტი)
807
„რა უარეა მამაცსა ომშიგან პირის მხმეჭელსა,
შემდრკალსა, შეშინებულსა და სიკვდილისა მეჭველსა!(არგუმენტი)
კაცი ჯაბანი რითა სჯობს დიაცსა ქსლისა მბეჭველსა? არგუმენტი
სჯობს სახელისა მოხვეჭა ყოველსა მოსახვეჭელსა! (დასკვნა)
808
„ვერ დაიჭირავს სიკვდილსა გზა ვიწრო, ვერცა კლდოვანი;
მისგან ყოველი გასწორდეს, სუსტი და ძალ-გულოვანი;
ბოლოდ შეყარნეს მიწამან ერთგან მოყმე და მხცოვანი.(არგუმენტი)
სჯობს სიცოცხლესა ნაზრახსა სიკვდილი სახელოვანი! (დასკვნა)
809
„მერმე ვიშიშვი, მეფეო, თქვენდა კადრებად ამისად:
სცთების და სცთების, სიკვდილსა ვინ არ მოელის წამისად;
მოვა შემყრელი ყოველთა ერთგან დღისა და ღამისად;
თუ ვერა გნახე ცოცხალმან, ყოფამცა მქონდა ჟამისად!
810
„თუ საწუთრომან დამამხოს, ყოველთა დამამხობელმან, (რეალურად ანდერძი
აქედან იწყება)
ღარიბი მოვკვდე ღარიბად, ვერ დამიტიროს მშობელმან,
ვეღარ შემსუდრონ დაზრდილთა და ვერცა მისანდობელმან, —
მუნ შემიწყალოს თქვენმანვე გულმან მოწყალე, მლმობელმან.
811
„მაქვს საქონელი ურიცხვი, ვერვისგან ანაწონები,
მიეც გლახაკთა საჭურჭლე, ათავისუფლე მონები,
შენ დაამდიდრე ყოველი ობოლი, არას მქონები:
მიღვწიან, მომიგონებენ, დამლოცვენ, მოვეგონები.
812
„ღმერთსა მვედრებდეს მრავალი გლახაკი გულ-მხურვალები,
დამხსნას ხორცსა და სოფელსა, სხვად ნურას შევიცვალები,
კვლა ცეცხლი ჯოჯოხეთისა ნუმცა მწვავს, იგი ალები,
მომცეს მკვიდრივე მამული მუნ, ჩემი სასურვალები!
813
„დამხსნას ბნელსა და ნათელი შემმოსოს ზესთა ზენისა,
მუნ დამიუნჯოს, წამალი სადა ძეს წყლულთა ლხენისა,
ჩემი არ ჰქონდეს შეძლება სოფლისა მღილთა კბენისა,
ფრთენი მომესხნენ და ძალი მომეცეს აღმაფრენისა.
814
„რაცა თქვენთვის არ ვარგიყოს საჭურჭლესა დასადებლად,
მიეც ზოგი ხანაგათა, ზოგი ხიდთა ასაგებლად;
ნურა ნუ გშურს საქონელი ჩემი ჩემთვის წასაგებლად!
შენგან კიდე არვინ მივის ცეცხლთა ჩემთა დამავსებლად.
815
„ამას იქით ჩემგან ჩემი ამბავიცა არ გეცნევის,
ამად გვედრებ სულსა ჩემსა, წიგნი გკადრებს, არ გეთნევის,
არას არგებს, ეშმაკისა საქმეთაგან დაეძლევის,
შემინდევ და შემივედრე, მკვდარსა რაღა გარდმეხდევის!
816
„გვედრებ, მეფეო, შერმადინს, მონასა ჩემსა რჩეულსა;
ნაკად აქვს ჭირი სამისოდ ამ წელიწადსა წლეულსა.
ნუგეშინის-ეც წყალობით ჩემგან წყალობა-ჩვეულსა,
ნუ დაადინებ თვალთაგან ცრემლსა, სისხლითა ფრქვეულსა.
817
„გასრულდა ჩემი ანდერძი, ჩემგან ნაწერი ხელითა.
აჰა, გამზრდელო, მოგშორდი, წავე გულითა ხელითა!
ნუ სჭმუნავთ ჩემთვის მეფენი, ნუ ხართ მოსილნი ბნელითა,
სუფევითმცა ხართ თავითა, მტერთაგან საკრძალველითა!“
818
მისცა ანდერძი შერმადინს, რა გაათავა წერითა,
უთხრა: „ჰკადრეო მეფესა საქმითა მეცნიერითა,
შენ დაგამეტებს ვერავინ მსახურებითა ვერითა“.
მოეხვია და ატირდა ცრემლითა სისხლთა ფერითა.
მაღალი და დაბალი შაირი
·
„ვეფხისტყაოსანი“
16 მარცვლიანი ლექსით (შაირით) არის დაწერილი
·
ამ
პოემაში შაირის ორ სახეობას გამოჰყოფენ: მაღალ შაირს და დაბალ შაირს
·
მაღალ
შაირში ტაეპი პაუზების მეშვეობით 4 მარცვლიან მონაკვეტებად ყოფა 4/4/4/4
·
დაბალ
შაირში კი 5 და 3 მარცვლიან მონაკვეთებად ანუ
მუხლებად : ა. 5/3/5/3 ბ. 3/5/3/5
·
შაირის
სახეობის ამოსაცნობად ხმამაღლა,დამარცვლით უნდა წაიკითხო ტაეპი(მარცვლების ტვლის დროს
ზოგჯერ მაგიდაზე თითების რიტმულ კაკუნსაც იშველიებენ)
სიტყვის
მნიშვნელობის გამოცნობა კონტექსტზე დაყრდნობით
·
კონტექსტი
ის“გარემოცვაა“ ანუ ის სიტყვები , ფრაზები და წინადადებებია,რომლებშიც უცნობი სიტყვაა
მოქცეული,ამიტომმისი მნიშვნელობის ამოსაცნობად სწორედ ამ“გარემოცვას“ უნდა დააკვირდე.უნდა
მოძებნო ის სიტყვები,რომლებიც უცნობი სიტყვის მნიშვნელობაზე მიგვანიშნებენ(რომლებიც
სინტაქურ წყვილებს ქმნიან ამ უცხო სიტყვასთან?)
·
შემდეგ
ჩასვა შენს მიერ ამოცნობილი მნიშვნელობა ტექსტში,ხელახლა გადაიკითხო წინადადება და
დააკვირდე,გახდა თუ არა ის უწინდელზე უფრო გასაგები.
უპასუხე კითხვებს:
1.
რატომ
ითხოვს ავთანდილი მეფისაგან შენდობას?
2.
როგორ
მიგვანიშნებს ავთანდილი ტარიელზე მის დაუხასიათებლად?(მოძებნე ტექსტში სათანადო ადგილები)
3.
ავთანდილის,აზრითპირველ
ყოვლისა,რაში ვლინდება ადამიანის სიბრძნე ?
4.
რომელი
ფილოსოფოსის თვალსაზრისია გადმოცემული „ანდერძში“ რისთვის მოიხმო ის ავთანდილმა?
5.
რატომ
ამახვილებს ავთანდილი ყურადღებას სიკვდილის გარდაუვალობაზე?
6.
როგორ
უნდა მოიქცეს,მისი აზრით,სიკვდილის პირისპირ დარჩენილი ადამიანი ?
7.
„ანდერძის“
რომელ სტროფშია გაშლილი „ვეფხისტყაოსნის“ ცნობილი აფორიზმი „რასაცა გასცემ შენია,რასც
არა-დაკარგულია’’?
8.
ავთანდილის
ანდერძის რომელი შეგონება მოგეწონა ყველაზე მეტად ?(პასუხი დაასაბუთე)
9.
წაიკითხე
„ანდერძის“ პირველი სამი სტროფი.შაირის რომელი სახეობაა გამოყენებული თითოეულ მათგანში.
10.
იგრძნობა
თუ არა განსხვავება ხმამაღლა კითხვისას მაღალი და დაბალი შაირით დაწრილ სტროფებს შორის
?(არის თუ არა განსხვავება კითხვის ტემპში)
11.
როგორ
გესმის ხაზგასმული სიტყვების მნიშვნელობა? რა დაგეხმარა ?(რომელიმე კონკრეტული სიყყვა
თუ ფრაზის მთლიანი აზრი?)
„შენ
არ ჯერ-ხარ,უსწავლელნი კაცნი ვითმცა შევაჯერენ“
„შენგან
კიდე არვინ მივის ცეცხლთა ცხელთა დამავსებლად“
ლიტერატურული
პარალელი
კაცმან
უნდა თავის საქმე ყველა ღვთითა მოიგვაროს
ამ
სოფელსა ხელი ჰყაროს,იქაც ბარგი დაიბარგოს,
მოყვარეთ და ამხანაგთა თავის რიგით რამე არგოს,
სახელის ხე საჩრდილობლად
წყლისა პირსა სამე დარგოს.
ვახტანგ მე-6
რა
აზრობრივი პარალელები შეიძლება დაიძებნოს ამ ლექსსა და „ავთანდილის ანდერძის“ ტექსტს
შორის?
(დაიმოწმე
„ანდერძიდან“ შესაბამისი ადგილები)
ხ
·
მსჯელობა რომ ბუნებრივი და საინტერესო გამოვიდეს,პირველ
რიგში,მსჯელობის საგანი ანუ სადისკუსიო თემა უნდა იყოს სწორად
ჩამოყალიბებული;
·
კერძოდ,თემაში უნდა აისახოს : აქტუალური პრობლემა,სადავო საკითხი
აქტუალური არსებული მომენტისთვის ძალიან მნიშვნელოვანი;საჭირბოროტო
დაიმახსოვრე:
აქტუალური პრობლემა:-არის
ის საჭირბოროტ პრობლემა რის შესახებაც გამოთქვამ
შენს თვალსაზრისს
თემის ჩამოყალიბების
მაგალითი:
„არის თუ არა სახელი ყველაზე მნიშვნელოვანი
მონაპოვარი ადამიანის ცხოვრებაში ?“
შენიშვნა:
ამ თემის შერჩევისას დავეყრდენით აფორიზმს
“სჯობს სახელისა მოხვეჭა ყოველსა მოსახვეჭელსა“
და სადავოდ
ვაქციეთ იგი
დავალება:
ანალოგიურად ჩამოაყალიბე სადისკუსიო თემები „ავთანდილის ანდერძის“ კიდევ რამდენიმე
აფორიზმის მიხედვით
1.
„სიცრუე და ორპირობა ავნებს ხორცსა, მერმე სულსა.“
2.
მით ვისწავლებით, მოგვეცეს შერთვა ზესთ მწყობრთა წყობისა
3.
„რაცა ღმერთსა არა სწადდეს, არა საქმე არ იქმნების,
6.
სჯობს სახელისა მოხვეჭა ყოველსა მოსახვეჭელსა
7.
სჯობს სიცოცხლესა ნაზრახსა სიკვდილი სახელოვანი!
ყურადღება ეს ხერხი გამოგადგება შიდა აბზაცების წერისას
შიდა აბზაცების პირველი წინადადებების დასაწერად .
თემებად ქცეული ძემოთ მოყვანილი აფორიზმები :
სიცრუე ადამიანისთვის ზიანის მომტანია თუ სარგებლის
?
არის სწავლის
მიზანი „ღვთიურ წესრიგთან“ შერთვა ?
გამოვა თუ არა საქმე რომელიც „ღმერთს“ არ სურს ?
შეუძლია ადამიანს „ღვთის ნების“ შეცვლა ?
არის თუ არა მეგობრის „არ დავიწყება“ ზიანის მომტანი?
„არის თუ არა სახელი ყველაზე მნიშვნელოვანი მონაპოვარი
ადამიანის ცხოვრებაში ?
არის თუ არა სახელოვანი სიკვდილი ნაზრახ სიცოცხლეზე
უკეთესი ?
ხ
ზოგადად რაიმე დისკუსიაში რომ
ჩაება,უნდა იცოდე,როგორ ააგო არგუმენტირებული მსჯელობა;
არგუმენტირებული მსჯელობის სქემა ასეთია:
თეზისი-არგუმენტი-დასკვნა (ეს სქემა უნდა აითვისო)
დაიმახსოვრე:
არგუმენტები არის ან ფაქტები ან ე.წ. ავტორიტეტები,რომლებსაც
ჩვენი თვალსაზრისის დასასაბუთებლად ვიშველიებთ;
არგუმენტების სახეები/ტიპები
|
|
ფაქტები |
ავტორიტეტები |
მეცნიერული
|
ცნობილი ადამიანების
აზრები |
სტატისტიკური |
ცნობილი ადამიანების
გამონათქვამები/ციტატები |
ცხოვრებისეული |
ანდაზები |
ლიტერატურული |
აფორიზმები |
დოკუმენტური |
კანონები |
ისტორიული |
წესები |
|
წეს-ჩვეულებები |
|
რელიგიური დოგმები
/სჯულის კანონი |
|
გაბატონებული
საზოგადოებრივი აზრი |
შენიშვნა:
თავიანთი თვალსაზრისის დასაბუთებისას ძველ დროშიც ხშირად იშველიებდნენ ხოლმე ავტორიტეტებს;
გაიხსენე „ავთანდილის ანდერძიდან „ შესაბამისი მაგალითები.
კაცი ბრძენი ვერ გასწირავს მოყვარესა მოყვარულსა
მე სიტყვასა ერთსა გკადრებ, პლატონისგან სწავლად თქმულსა:
„სიცრუე და ორპირობა ავნებს ხორცსა, მერმე სულსა.“(არგუმენტი)
„წაგიკითხავს, სიყვარულსა მოციქულნი რაგვარ წერენ?
„სიყვარული აღგვამაღლებს“, ვით ეჟვანნი, ამას ჟღერენ.(არგუმენტი)
ხ
როგორი არგუმენტები
არსებობს შინაარსის მიხედვით?
შინაარსობრივი თვალსაზრისით მოხმობილი არგუმენტები შეიძლება ეყრდნობოდეს:
1.
ადამიანის რაიმე თვისებას-მაგ. „ასეთი თვისების ადამიანი
ასე ვერ მოიქცეოდა“
ან
2.
მოტივაციას - როცა
“გვიხსნიან საქციელის ფაქტის გამომწვევ მიზეზს“
მაგ.“ავთანდილის ანდერძის „ ერთ-ერთი ფრაგმენტი სქემატურად ასე შეიძლება წარმოვადგინოთ;
თეზისი |
არგუმენტი |
არგუმენტის
შინაარსი |
ვერ დავდგები შეუყრელად ჩემდა ცეცხლთა მომდებრისად |
კაცი ბრძენი ვერ გასწირავს მოყვარესა მოყვარულსა |
არგუმენტი
ეყრდნობა გონიერი ადამიანის თვისებას (იმას
რომ გონიერი ადამიანი ასე არ იქცევა) |
დავალება:
შეადგინე მსგავსი სქემა რომელიმე ტექსტისთვის( მაგ.“ავთანდილის
ანდერძისათვის“ );
მე-3 სვეტში მიუთითე :
ან არგუმენტის შინაარსი( ა.ეყრდნობა ადამიანის თვისებას თუ ბ.ეყრდნობა მოტივაციას)
ან
მიუთითე არგუმენტის ტიპი (ფაქტი(როგორი?)..;ავტორიტეტი(რა
სახის?).)
თეზისი
ეს
ასეა |
არგუმენტირებული
მსჯელობისას შეიძლება გამოვიყენოთ სხვადასხვა მეთოდები :
იმიტომ რომ გონივრულია...(რაციონალური
მეთოდი) რადგან
ასეთია ვითარება..(შექსპრის მეთოდი)
შეკითხვით
მიმართვა და პასუხის გაცემა.ავტორიტეტით.(ავთანდილის
მეთოდი)
რიტორიკული
შეკითხვა ?(ზვიად სპასალარის მეთოდი)
იმიტომ
რომ ასეთია ცნობილი ფაქტი და ეს ამბავი გავს
ამ ცნობილ ფაქტს(ანალოგიის ან პარალელის მეთოდი)
იმიტომ
რომ არ შემეძლო აღიარებულ
ღირებულებაზე აპელირება(ახსნა-განმარტების მეთოდი)
|
არგუმენტის
შინაარსი ან ტიპი |
ვერ
დავდგები შეუყრელად ჩემდა ცეცხლთა მომდებრისად |
კაცი
ბრძენი ვერ გასწირავს მოყვარესა მოყვარულსა |
ეყრდნობა გონიერი ადამიანის თვისებას |
|
მე რად გავწირო მოყვარე, ძმა უმტკიცესი ძმობისა?! |
განმარტავს
გადაწყვეტილების მოტივს(მიზეზს)
არ
მსურს კაცის მოტყუება და გაწირვა |
|
არა ვიქმ,ცოდნა
რას მარგებს
ფილოსოფოსთა
ბრძნობისა?! |
გონიერის
თვისებაა ცოდნის გამოყენება |
|
„სიყვარული აღგვამაღლებს“, ვით ეჟვანნი, ამას ჟღერენ |
იშველიებს
ავტორიტეტს (ახდენს
მოციქულთა ციტირებას) |
რაცა ღმერთსა არა სწადდეს, არა საქმე არ იქმნების, |
მზისა შუქთა ვერ-მჭვრეტელი ია ხმების, ვარდი ჭნების; |
მსჯელობისას
ეყრდნობა ცნობილ ფაქტს და ახდენს საკუთარი
თავის შედარებას უმზეოდ დარჩენილ მცენარეებთან |
|
ძალი არ მქონდა ტყვე-ქმნილსა მე მაგისისა თნებისა; აწ წასლვა იყო წამალი ჩემთა სახმილთა გზნებისა |
განმარტავს
წასვლის მოტივს(მიზეზს) ფიზიკურად ცუდად
ვარ წაუსვლელობის გამოო. |
|
ახსენებს
მეფეს ვაჟკაცი ადამიანის თვისებას და მოუწოდებს სტოკურად გაუძლოს მწუხარებას |
|
|
თქვენვე გნახნე მხიარულნი, დიდებით და დავლა-მრავლად! მას რა ვარგო, დიდებად და კმარის ესე ჩემად დავლად.(არგუმენტი)
|
უხსნის
მოტივაციას რომ მისი“(ტარიელის) დახმარება მისთვის დიდი პატივია და საუკეთესო ჯილდოა |
|
ვერ ვეცრუები, ვერ ვუზამ საქმესა საძაბუნოსა, პირის-პირ მარცხვენს, ორნივე მივალთ მას საუკუნოსა |
მოტივი
(სიცრუის გამო იმ ქვეყნად ტარიელთან შევრცხვებიო) |
|
ვგმობ კაცსა აუგიანსა, ცრუსა და ღალატიანსა! ვერ ვეცრუები, ვერ ვუზამ მას ხელმწიფესა მზიანსა. |
თვისებები(ჩამოთვლილია
ადამიანის ის თვისებები,რომლებიც ავთანდილისთვის მიუღებელია.არ წასვლა ნიშნავს რომ
ავთანდილი შერცხვენილ,ცრუ და ღალატიან კაცად
ჩაითვლება) |
|
რა უარეა მამაცსა ომშიგან პირის მხმეჭელსა, შემდრკალსა, შეშინებულსა და სიკვდილისა მეჭველსა! კაცი ჯაბანი რითა სჯობს დიაცსა ქსლისა მბეჭველსა? |
არგუმენტის
ტიპი საზოგადოებაში გაბატონებული აზრი. ავთანდილი ახსენებს მეფეს შეხედულებას შემდრკალ
შეშინებულ კაცზე.ავთანდილი არ აპირებს ჯაბანი კაცივით ცხოვრებას.. |
|
არგუმენტის
ტიპი საყოველთაოდ აღიარებული აზრი ნაზრახ სიცოცხლეზე. ავთანდილი
არ აპირებს ნაზრახი სიცოცხლით ცხოვრებას. |
აზრის/თეზისის
დასაბუთების ხერხები
·
არსებობს თეზისის პირდაპირი და ირიბი დასაბუთება
·
პირდაპირი დასაბუთების
დროს-წამოყენებული არგუმენტიდან
პირდაპირ გამომდინარეობს დასკვნა,რომლითაც მტკიცდება თეზისი/აზრი
·
ირიბია დასაბუთება
-როცა რაიმე ჩვენს თეზისს, სხვისი ანტითეზისის(ანუ
ჩვენი საწინააღმდეგო დებულების) ,არალოგიკურობის(მცდარობის) დამტკიცებით ვასაბუთებთ.(შენიშვნა
: ესეს მე-4 აბზაცში ასე უნდა მოხდეს)
ხ
გავიხსენოთ:
“თუ a მაშინ
b” ანუ aÞb (გვინდა ამის
დასაბუთება)
საწინააღმდეგოს
დაშვება ნიშნავს ამ
დებულების ასე ჩამოყალიბებას:
“თუ a მაშინ
b’ “
ჩვენ დავუშვით რომ (a-დან b
კი არ გამომდინარეობს არამედ b’ ანუ aÞb’
ანუ a-დან გამომდინარეობს b -ს უარყოფა b’
ანუ ჩვენ დავუშვით დასასაბუთებელი დებულების
საწინააღმდეგო;
თუ ეს დაშვება მიგვიყვანს წინააღმდეგობამდე
ანუ თუ ეს დაშვება მიგვიყვანს დებულების ა)მოცემული პირობის უარყოფამდე
ან ბ)სხვა რაიმე ჭეშმარიტი დებულების
უარყოფამდე მაშინ დაშვება ყოფილა მცდარი
და
თუ დაშვება იყო მცდარი,მაშინ თავიდან მოცემული დებულება aÞb აღმოჩნდება ჭეშმარიტი;
მაინც რას ვუშვებთ ?
·
ვუშვებთ
იმას რომ
დებულების პირობიდან დასკვნის უარყოფა გამომდინარეობს;
·
ანუ განზრახ
ვახდენთ თავიდან
მოცემული დებულების დასკვნითი ნაწილის უარყოფას
·
თუ
მერე ასეთი დაშვებით მივალთ პირობის,ან რაიმე
ჭეშმარიტი ფაქტის უარყოფამდე,მაშინ დავასკვნით,რომ საწინააღმდეგოს დაშვება მცდარია,
·
ანუ შესაბამისად
თავიდან მოცემული დებულება ჭეშმარიტია;
·
ასეთ
დროს ამბობენ საწინააღმდეგოს დაშვებამ აბსურდამდე მიგვიყვანაო;
ხ
საწინააღმდეგოს მეთოდს საფუძვლად უდევს მე-3-ის გამორიცხვის
მეთოდი
(რაღაც შეიძლება იყოს ან ჭეშმარიტი ან მცდარი მე-3 ვარიანტი
არ არსებობს)
ხ
მაგალითი
თეზისი |
არგუმენტი აი,
რატომ ?! |
არგუმენტის
ტიპი |
არგუმენტიდან
გამომდინარე დასკვნა |
თეზისის
დასაბუთების ხერხი |
ვერ
ვეცრუები,ვერ ვუზამ მას ხელმწიფესა მზიანსა |
კაცი
ჯაბანი რითა სჯობს დიაცსა ქსელის მბეჭველსა? |
იმ დროისათვის გავრცელებული საზოგადოებრივი აზრი |
„სჯობს
სახელისა მოხვეჭა ყოვლისა მოსახვეჭელსა“ |
დაშვებულია
ირიბი ჯაბანი
კაცის უპირატესობა დიაცთან რაც წინააღმდეგობაშია
იმ დროს გავრცელებულ საზოგადოებრივ აზრთან.ამიტომ დაშვება მცდარია |
ყურადღება:
„ავთანდილის ანდერძში“ მჯელობიდან ( რაც არის: თეზისი+
არგუმენტი) გამოტანილი დასკვნა ხშირად აფორიზმის სახით არის წარმოდგენილი;(მიბაძე
ესეს წერის დროს და არგუმენტს მოაყოლე ან აფორიზმი ან ანდაზა ან ვიმეს ციტატა)
ხ
აზრის/თეზისის დასაბუთების ხერხი
·
არსებობს
პირდაპირი და ირიბი დასაბუთება
·
პირდაპირი დასაბუთების დროს-წამოყენებული არგუმენტიდან გამომდინარეობს დასკვნა,რომლითაც მტკიცდება თეზისი/აზრი
·
ირიბია დასაბუთება -როცა რაიმე
თეზისს ანტითეზისის(ანუ საწინააღმდეგო დებულების) არალოგიკურობის(მცდარობის) დამტკიცებით ვასაბუთებთ(ამას ვაკეთებ მე-4 აბზაცში)
ხ
არგუმენტირებული
მსჯელობის მეთოდები
ავთანდილის (რუსთაველის ) მეთოდი
თეზისი
ანუ
ის რაც უნდა დაასბუთოს ავთნდილმა |
არგუმენტი
, ანუ რატომ ? |
არგუმენტის
ტიპი |
არგუმენტიდან
გამომდინარე დასკვნა |
თეზისის
დასაბუთების ხერხი |
ვერ დავდგები შეუყრელად ჩემდა ცეცხლთა მომდებრისად
|
კაცი ბრძენი ვერ გასწირავს მოყვარესა მოყვარულსა |
გონიერი
დამიანის თვისებაა მოყვრის თანადგომა |
მე
გონიერ ადამიანად მიმაჩნია ჩემი თავი |
ირიბი |
|
მე სიტყვასა ერთსა გკადრებ, პლატონისგან სწავლად თქმულსა: „სიცრუე და ორპირობა ავნებს ხორცსა, მერმე სულსა.“ |
ავტორიტეტის მოშველიება - პლატონი |
არ
მინდა ვავნო ჩემს სულს და ხორცს |
პირდაპირი |
|
|
პლატონის
ავტორიტეტულ აზრზე აპელირება |
მე რად გავწირო მოყვარე, ძმა უმტკიცესი ძმობისა?! |
პირდაპირი
დასაბუთება |
|
არა ვიქმ, ცოდნა რას მარგებს ფილოსოფოსთა ბრძნობისა?! |
მოტივი: გამოუყენებელი
ცოდნა უსარგებლოა |
მით ვისწავლებით, მოგვეცეს შერთვა ზესთ მწყობრთა წყობისა |
პირაპირი
დასაბუთება |
„სიყვარული აღგვამაღლებს“, ვით ეჟვანნი, ამას ჟღერენ.(არგუმენტი)
|
ავტორიტეტის
მოშველიება - მოციქულები |
|
პირდაპირი |
|
„რაცა ღმერთსა არა სწადდეს, არა საქმე არ იქმნების, |
მზისა შუქთა ვერ-მჭვრეტელი ია ხმების, ვარდი ჭნების; |
მოჰყავს
ფაქტი და აკეთებს შედარებას თავისი სიტუაციასთან |
მე ვით გავძლო უმისობა, ან სიცოცხლე ვით მეთნების!
|
პირდაპრი
დასაბუთება |
მოტივი:
წასვლაა მისი წამალი |
პირდაპირი |
|||
|
არ გარდავა გარდუვალად მომავალი საქმე ზენა; |
იმოწმებს
იმ დროს გავრცელებულ საზოგადოებრივ აზრს ვაჟკაცის მიერ „ჭირთა თმენის“ ვალდებულებაზე |
|
პირდაპირი |
„რაცა ღმერთსა გაუგია თავსა ჩემსა გარდასავლად, გარდამხდეს და შემოვიქცე, |
მოტივი: თუ
ტარიელს (ინდოთ მეფეს) არგებს ეს დიდებას
და სახელს მოუხვეჭს |
მას რა ვარგო, დიდებად და კმარის ესე ჩემად დავლად |
პირდაპირი |
|
ვერ ვეცრუები, ვერ ვუზამ საქმესა საძაბუნოსა, |
პირის-პირ მარცხვენს, ორნივე მივალთ მას საუკუნოსა |
მოტივი. იმქვეყნად
არ უნდა რომ შერცხვეს |
|
ირიბი |
|
ვგმობ კაცსა აუგიანსა, ცრუსა და ღალატიანსა! ვერ ვეცრუები, ვერ ვუზამ მას ხელმწიფესა მზიანსა. |
სხვათა
აზრი : არ
სურს იყოს შერცხვენილი,ცრუ და მოღალატე |
(პირიქით კი ძალზე
დაგვაზიანებს) |
ირიბი |
|
იმოწმებს
იმ დროს გავრცელებულ აზრს ვაჟკაცური სიკვდილის უპირატესობაზე . |
სჯობს სიცოცხლესა ნაზრახსა სიკვდილი სახელოვანი! |
პირდაპირი |
ზვიად სპასალარის მეთოდი
სპასალარი ყოველგვარ ენამზეობას მოკლებული იყო, უბრალო საუბარიც ძლიერ უჭირდა ბუნებით მდუმარეს. ლაპარაკის დროს სახე ეღრიჯებოდა, ცხვირის ნესტოები ებერებოდა, მუშტებს იშველიებდა უნებლიეთ, თითქოს ექადნებაო ვისმეს, წარამარა სიტყვას ეძებდა.
მღელვარების დროს წინადადებას უმატებდა «არა»-ს.
«თუ ბასილი კეისარი მართლაც უზენაესი მამაა სრულიადის საქრისტეანოსი, როგორც წეღან ბრძანე, უნეტარესო, რად
აწამებინა მან
სავსებით უბრალოდ ბერი ზაქარია?.. იგი
ხომ ჩვენს მიერ წარგზავნილი მსტოვარი არა
ყოფილა?! არა?
არც თუ წითელი წაღები გაუგზავნია მისი მეშვეობით კომნინისათვის მეფე გიორგის. იერუსალიმს მიდიოდა თურმე ბერი ზაქარია სულის საცხონებლად, არა?».
რაც არ უნდა იყოს, ერისთავის ქალია, უნეტარესო, ეგ დიაცი, არა?
ვიღაც სარკინოზს თუ ირანელს არ მითხოვდება, არა? გარდა ამისა ვარდისახარი გრძნეულებით ყოფილა განთქმული, მდაბიორის, მეჯადაგის ქალი, ოვსთა მეფეს ჰყოლია ხარჭად, მერმე ის იყო ღალატით მოჰკლა ოვსთა მეფე ჭიაბერმა, ციხენი წარუღო, ეს დიაცი ტყვედ წამოიყვანა და თავის სასძლოს შორენას უბოძა იგი».
.«მაინც დიდი დღე წინ არ უძევს, უნეტარესო, ფარსმან სპარსს. მეფესა და მე, მიწას მეუფებისა შენისას, გადაწყვეტილი გვაქვს სიცოცხლე მოვუსწრაფოთ მაგ მუცლით მეზღაპრეს, მაგრამ ვშიშობთ, მცირეოდენი გაგულისება და შესაძლოა, სარკინოზებთან გაგვექცეს.
არა?
საიდუმლონი ჩვენი სარკინოზებს მისყიდოს.
არა?
და სარკინოზები კარზე გვადგანან, უნეტარესო, არა?»
შექსპირის მეთოდი
თეზისი-არგუმენტების
სია-დასკვნა
ყველაფრით დაღლილს სანატრელად სიკვდილი დამრჩა,(თეზისი)
რადგან მათხოვრად გადაიქცა ახლა ღირსება,(არგუმენტების სია)
რადგან არარამ შეიფერა ძვირფასი ფარჩა,
რადგან სიცრუე ერთგულების გახდა თვისება,
რადგან უღირსებს უსამართლოდ დაადგეს დაფნა,
რადგან მრუშობით შელახულა უმანკოება,
რადგან დიდებას სამარცხვინოდ უთხრიან საფლავს,
რადგან ძლიერი დაიმონა კოჭლმა დროებამ.
რადგან უწმინდეს ხელოვნებას ასობენ ლახვარს,
რადგან უვიცი და რეგვენი ბრძენობს ადვილად,
რადგან სიმართლე სისულელედ ითვლება ახლა,
რადგან სიკეთე ბოროტების ტყვედ ჩავარდნილა.
ასე დაღლილი ამ ქვეყნიდან გაქცევას ვარჩევ,(დასკვნა)
მაგრამ არ მინდა, ჩემი სატრფო ობლად რომ დარჩეს.
ხ
დავალება:
დაწერე
4-5 აბზაციანი ესე ,რომელშიც გადმოსცემ და
დაასაბუთებ საკუთარ პოზიციას ამ საკითხზე.
მიგაჩნია თუ არა მეგობრისთვის
თავდადება „სიბრძნის“ გამოხატულებად?
Комментарии
Отправить комментарий