მე -2 მსოფლიო ომის წინ - მოვლენები,თარიღები

 


                                           „ჩეკა“

·        1917 წლის 7 ნოემბერს (ძველი სტილით 25 ოქტომბერს) პეტროგრადში შეიცვალა რუსეთის რსპუბლიკის მთავრობა

·        რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის მემარცხენე,ბოლშევიკური ფრთა ვლადიმერ ულიანოვის(ლენინის) ხელმძღვანელობით,ძალადობრივად დაეუფლა ხელისუფლებას.

·        ამ გადატრიალებას „დიდი ოქტომბრის რევოლუცია“ დაერქვა

·        ბოლშევიკურმა ფრთამ მალე სახელი გამოიცვალა და რუსეთის კომუნისტური პარტია(ბოლშევიკები) რკპბ- დაირქვ

·        ძალაუფლების შესანარჩუნებლად კომპარტიამ თავიდანვე დაუნდობელი ძალისმიერი მეთოდების გამოყენება დაიწყო.

·        1917  წლის ბოლოს ლენინის უშუალო მითითებით მისმა თანამებრძოლმა ფელიქს ძერჟინსკიმ შექმნა „ჩეკა’’ ანუ „საგანგებო კომისია’’

·        „კონტრრევოლუციასთან,საბოტაჟთან და სპეკულაციასთან ბრძოლის სრულიად რუსეთის საგანგებო კომისია’’-სრული სახელი

·        „ჩეკას’’ სისასტიკემ ყველა გააოგნა.

·        კომუნისტურ პარტიას მოუხდა უხეში ძალის გამოყენება,რთა „დაერწმუნებინა’’ ხალხის მასები კომუნიზმის უპირატესობაში კაპიტალიზმთან შედარებით.

·        ყველას,ვინც არ ეთანმებოდა ამ თვალსაზრისს,ჩეკა დახვრეტით პასუხობდა.

·        1918 წლის სექტემბრიდან ყველანაირი წინააღმდეგობის დასათრგუნავად ლენინმა „წითელი ტერორი’’ წამოიწყო,რომლის დროსაც ხვრეტდნენ უამრავ უდანაშაულო ადამიანსაც.

 

 

                              საბჭოთა კავშირის შექმნა

 

·        1918-1920 წლების სისხლიანი სამოქალაქო ომი რუსეთში დიდიდი მსხვერპლის ფასად მოიგო ბოლშევიკურმა წითელმა არმიამ,რომლის სათავესთან იდგა ლენინის კიდევ ერთი თანამებრძოლი ლევ ტროცკი(ბრონშტეინი)

·        სამოქალაქო ომის პერიოდში რუსეთმა ნაწილობრივ აღადგინა თავისი საზღვრები დასავლეთით ,უკრაინის და ბელარუსიის ხარჯზე,რომლებსაც ადრე მან ბრესტის ზავით დამოუკიდებლობა მიანიჭა;

·        მაგრამ ვეღარ დაიბრუნა ბალტიის ქვეყნები,ფინეთი,ბესარაბია(მოლდავეთის დიდი ნაწილი)

·        სამოქალაქო ომის დროსვე რუსეთმა დაიწყო დაბრუნება კავკასიაში,რაც დაასრულა საქართველოს დაპყრობით 1921 წელს

·        ამ პროცესში აქტიურობდა ლენინის კიდევ ერთი თანამებრძოლი- ეროვნებათა საქმეების სახალხო კომისარი იოსებ სტალინი(ჯუღაშვილი)

·        1922 წელს ამ ტერიტორიების ხელახალი დაბრუნება რუსეთის გამგებლობაში გაფორმდა  სამოკავშირეო ხელშეკრულებით ,როდესაც შეიქმნა საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირი (სსრკ) !!!!!

      (შენიშვნა :წელს სსრკს შექმნიდან ზუსტად 100 წელია)

·        ფორმალურად სსრკს მართავდნენ „სახალხო დეპუტატთა საბჭოები’’ (აქედან წარმოსდგა სახელი „საბჭოთა’’  ,“საბჭოეთი’’),რეალურად კი სახელმწიფოს ხემძღვანელობდა კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტი,რომლის სათავეშიც სულ რამდენიმე კაცისგან შედგენილი პოლიტბიურო იყო.

 

·        პოლიტბიურო აკონტროლებდა ქვეყანაში ნომინალურად არსებულ ხელისუფლების სამივე შტოს-საკანონმდებლოს,აღმასრულებელს და სასამართლოს.

·        პოლიტბიურო მართავდა ჩეკას და წითელ არმიას.

·        კომუნისტური პარტია უშუალოდ ლენინის მიერ შეიქმნა.

·        1922 წლიდან,როდესაც ლენინი ავადმყოფობის გამო ხელმძღვანელობას ჩამოშორდა (ის 1924 წლის დასაწყისში გარდაიცვალა) (საქ.-ში აჯანყების წელია) იგი შეცვალა იოსებ სტალინმა.

·        ის  რუსეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის გენერალური მდივანი იყო 1922 წლიდან 1952 წლამდე,ხოლო 1941-1953 წლებში საბჭოთა მთავრობის მეთაურიც.

·        რუსეთში ლენინიზმი გადაიზარდა სტალინიზმში.

·        ზოგიერთი „ისტორიკოსი“ ცდილობს,ლენინი დაუპირისპიროს სტალინს,როგორც სიკეთე-ბოროტებას.

·        მაგრამ ყველა ფაქტი გვიჩვენებს,რომ ლენინი არაფრით იყო სტალინზე „კეთილი’’.

·        ლენინი,ისევე,როგორც ტროცკი,სტალინზე არანაკლებ სასტიკ მეთოდებს მიმართავდა მოწინააღმდეგეების მიმართ.

·        მათ ერთი მიზანი ჰქონდათ- მსოფლიოში კომუნიზმის დამყარება და ამ მიზნის მისაღწევად გამართლებულად მიაჩნდათ  ნებისმიერი საშუალების გამოყენება.

·        ლენინის მემკვიდრეობისათვის,ანუ უზენაესი ძალაუფლებისათვის ბრძოლაში სტალინმა თავიდან მოიშორა „ლენინური გვარდიის’’ სხვა წევრები;

·        პირველი პოლიტბიუროს 7 წევრიდან ბუნებრივი სიკვდილით მხოლოდ ლენინი და სტალინი გარდაიცვალნენ:დანარჩენები ძალადობრივად დაიღუპა(დახვრიტეს,ან მოკლეს)

·        1920-იანი წლების ბოლოს სტალინი სახელმწიფოს ერთპიროვნული ლიდერი გახდა.

 

 

                სოციალისტური ეკონომიკის სტალინური მოდელი

 

  ინდუსტრიალიზაცია  და კოლექტივიზაცია

(რუსეთის იმპერიის სტლინური მოდერნიზაცია)

 

·        1930-იან წლებში სსრკ-ში ჩამოყალიბდა ტოტალიტარული სისტემა ანუ ისეთი დესპოტური,რეპრესიული რეჟიმი,როდესაც საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროზე აბსოლუტურ კონტროლს ახორციელებს მტკიცე დისციპლინით შეკრული ადამიანთა ჯგუფი(პარტია) ერთადერთი ლიდერის ხელმძღვანელობით.

·        ის ერთადერთი ლიდერი სტალინი იყო.

·        თანდათან სახელმწიფოში(სსრკ-ში) ჩამოყალიბდა მისი პიროვნების კულტი:საბჭოთა პროპაგანდა განადიდებდა მას და უნერგავდა ადამიანებს რწმენას,რომ ის არის შეუცდომელი და შეუცვლელი ხელმძღვანელი;

·        1928 წელს სსრკ-ში მოხდა წარმოების ყველა აშუალების ,აგრეთვე საბინაო ფონდის დიდი ნაწილის ნაციონალიზაცია.(სახელმწიფო საკუთრებაში გადასვლა)

·        სსრკში-დაიწყო  რესურსების ცენტრალიზებული განაწილება,რაც გამოწვეული იყო სამეურნეო და მოხმარების სფეროში მწვავე დეფიციტით .

·        სამხედრო მრეწველობის განვითარების მიზნით კურსი აღებული იქნა ქვეყნის ინდუსტრიალიზაციაზე.

·        ინდუსტრიალიზაცია არსებითად ემსახურებოდა სსრკ-ს სამხედრო ძლიერების განმტკიცებას და ეკონომიკის მეშვეობით სსრკ-ს რეგიონების მჭიდრო ურთიერთდაკავშირებას.

·        სოციალიზმის სტალინურმა მოდელმა-  მეურნეობის გაძღოლის სახელმწიფო გეგმური სისტემამ- სსრკ-ში,გარკვეული მოდიფიკაციით 1990 -იანი წლების დამდეგამდე იარსება.

დასვლელი ისტორიკოსების სპეკულაციები:

·        საბჭოთა კავშირში სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის შექმნა დაიწყო სულ ცოტა ხუთი წლით ადრე,ვიდრე გერმანიას მეთაურად ჰიტლერი მოევლინებოდა.

·        სტალინურ ინდუსტრიალიზაციას დღევანდელი  დასავლელი ისტორიკოსები ასეთ ახსნას უძებნიან.საგარეო ექსპანსიისათვის მოსამზადებლად საბჭოთა სახელმწიფოს უპირველესად  ესაჭიროებოდა მძიმე მრეწველობის განვითარებაო.მძიმე მრეწველობა სამხედრო ძლიერების საწინდარიაო.ისტორიული ფაქტები მოწმობენო,რომ სსრკ-მ თავისი ზემილიტარიზაციით და ახალი შეიარაღების წყალობით ტერიტორიული გაფართოება(ექსპანსია) გერმანიის თავდასხმამდე დაიწყოო(გულისხმობენ ფინეთის ომს,მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტს)

·        1929 წელს ნათელი გახდაო,რომ სსრკს-ინდუსტრიალიზაცია ჩიხში მოექცეოდაო,რადგან ქვეყანას არ ჰქონდა საკმარისი ფინანსური რესურსებიო.

·        ამიტომ სტალინი წავიდა სხვა,კიდევ უფრო რადიკალურ ნაბიჯზეო:მან სოფლის მეურნეობის კოლექტივიზაციის გეგმა დასახაო.

·        რეალურად ეს ნიშნავდა გლეხების ხელახალ დაყმევებასო და მათგან რესურსების ამოქაჩვასო,რაც უნდა მოხმარებოდა მძიმე მრეწველობის საწარმოების მშენებლობასო და მათ აღჭურვას უახლესი უცხოური დანადგარებითო.

·        შეძლებულ გლეხებს(რომლებსაც რუსულად „კულაკებს’’ უწოდებდნენ) რომლებიც დაქირავებულ მუშახელსაც იყენებდნენ,აგრეთვე საშუალო შეძლების გლეხებს, კოლექტივიზაციის პროცესში ,ართმევდნენ მიწას,სასოფლო-სამეურნეო ინვენტარს,პირუტყვს და ამ რესურსებს კოლმეურნეობაში აერთიანებდნენ,ხოლო „გაკულაკებულებს’’ ციმბირში,ჩრდილოეთ რუსეთში ან ყაზახეთში ასახლებდნენ.

·        კოლექტივიზაციის პირველ წლებში შემცირდა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოება,რადგან აღარ არსებობდა მატერიალური დაინტერესბა.

·        მაგ.1932-33 წლებში უკრაინაში საშინელი შიმშლი(„გოლოდომორი’’) გამეფდა. დაიღუპა 3-4 მილიონი ადამიანი.იყო კანიბალიზმის შემთხვევები.2006 წ-ს უკრაინის უზენაესმა რადამ ამ ფაქტს“უკრაინელი ხალხის გენოციდის’’ კვალიფიკაცია მისცა.

·        კოლექტივიზაციის ექცესების შედეგად მასობრივად იღუპებოდნენ რუსებიც  დონზე,ყუბანისპირეთში,ქვემო ვოლგისპირეთში,სამხრეთ ურალში.

 

·        მაგრამ  რეპრესიებისა და იძულების გზით  საბჭოთა ხელისუფლებამ  მიიღო კოლმეურნეთა მრავალმილიონიანი არმია,რომელიც შემდეგში გარანტირებულად ამარაგებდა ქალაქს და არმიას სასურსათო მინიმუმით.

·         

შენიშვნა : იძულებითი კოლექტივიზაციით სტალინმა გადაჭრა სასურსათო უსაფრთხოების პრობლემა და მოახდინა ქვეყნის ინდუსტრიალიზაცია.

 

 

 

                               მასობრივი რეპრესიები სსრკ-ში

 

·        1934 წ-ს საბჭოთა კავშირის ერთ-ერთი ლიდერის,სერგეი კიროვის ბოლომდე გაუხსნელმა მკვლელობამ სტალინს საბაბი მისცა დაეწყო მასობრივი რეპრესიები „იმპერიალიზმის აგენტებისა და კონტრრევოლუციური ელემენტების წინააღმდეგ’’-ანუ მე-5 კოლონის წინააღმდეგ.

·        1936-37 წლების  ე.წ. „საჯარო’’(სინამდვილეში-დადგმულ) პროცესებზე გაასამართლეს და დაუყონებლივ დახვრიტეს ლენინის დროინდელი პარტიული ელიტის საგრძნობი ნაწილი.

·        რეპრესირებული „ყოფილი პარტიული ამხანაგების“ ადგილს სწრაფად იკავებდა ახალი თაობა,რომელიც აღზრდილი იყო სტალინის გაღმერთების ატმოსფეროში;

·        1920-დან-1952-მდე სსრკში- გამოტანილი იქნა 52 მლნ განაჩენი პოლიტიკური მოტივით.

·        მათ შორის სულ ცოტა 1 მლნ-ი დახვრეტას ითვალისწინებდა,რისი აღსრულებაც დაუყოვნებლივ ხდებოდა.

·        6 მლნი(ძირითადად „კულაკები’’) განაჩენის გამოტანის გარეშე გადაასახლეს ციმბირში.

·        1930-დან 1953-მდე სსრკში ძირითადად ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ უკაცრიელ რეგიონებში შეიქმნა შრომითი ბანაკების(„გულაგების“) 430 სამმართველო,რომელთაგან თითოეული რამდენიმე ბანაკს მოიცავდა.

·        მილიონობით დაპატიმრებული ამ ბანაკებში და მათ ირგვლივ ტაიგაში ამზადებდა ხე-ტყეს,აშენებდა ქარხნებს,მოიპოვებდა ქვანახშირს,ოქროს,ალმასს,ურანს,ტყვიას,ვერცხლისწყალს, რა სსრკს და არმიის გაძლიერებას ესაჭიროებოდა.

·        ეს პატიმრები ანაზღაურების გარეშე შრომობდნენ.

·        ეს იყო ინდუსტრიალიზაციის „გასაოცარი წარმატების’’ ერთ-ერთი მიზეზი.

·        მაგ. საბჭოთა პროპაგანდის მიერ ყბადაღებული „პირველი ხუთწლედის მიღწევა’’ თეთრი ზღვიდან ონეგის ტბამდე მიყვანილი „სტალინის სახელობის თეთრი ზღვა-ბალტის არხი’’(ე.წ.“ბელომორკანალი“)150 000 პატიმრის ხელითაა გათხრილი,რომელთა დიდი ნაწილის ძვლები არხის ნაპირებზე დარჩა

.

·        განსაკუთრებული ინტენსივობით მიმდინარეობდა მასობრივი რეპრსიები 1937-38 წლებში,როდესაც სსრკ-ში დააპატიმრეს სულ ცოტა 1,5 მლნ- ადამიანი,რომელთაგან 700 000- დახვრეტა მიესაჟა.

·        საბჭოთა  კავშირში მეფობდა კრემლიდან მართული საყოველთაო ტერორი(„ტერორი“ ლათ. „შიშს’’ „ძრწოლას’’ ნიშნავს)

·        კომუნისტური რეჟიმის განსამტკიცებლად და სრული დისციპლინისათვის მომავალ ომში,რასაც მსოფლიოში კომუნიზმის დამყარება უნდა მოჰყოლოდა,ტოტალიტარულ რეჟიმს სჭირდებოდა უსიტყვო მორჩილება.

·        საზოგადოების სრულად დასამორჩილებლად სტალინს საჭიროდ მიაჩნდა ქვეყანაში შიშის სინდრომის დანერგვა.

·        შიშის სინდრომი რომ ყველა ტერიტორიას და ეთნიკურ ჯგუფს თანაბრად გადასდებოდა,მოსკოვიდან რაოდენობრივი კვოტების განსაზღვრა ხდებოდა პროპორციის დაცვით:წინასწარ იგეგმებოდა გამოსავლენი ,“ანტისაბჭოთა ელემენტების’’ რაოდენობა თითოეულ მოკავშირე,ავტონომიურ რსპუბლიკაში,ოლქსა თუ ადმინისტრაციულ რაიონში.

·        რეპრესიები მძიმედ იწვნია საქართველომაც,სადაც ინტელიგენციის თვალსაჩინო წარმომადგენლებთან ერთად დახვრიტეს ან გადაასახლეს უამრავი უბრალო ადამიანი.

·        კომუნიზმის მიზნებისკენ სწრაფვამ ულმობელი დიქტატურა შვა და ადამიანებს შორის სრული უნდობლობა გამოიწვია.

·        მე-2 მსოფლიო ომში სსრკ 1941 წ ლის 22 ივნისს ჩაება,როცა მას გერმანია თავს დაესხა.

·        იქამდე კი თითქმის 2 წლის განმავლობაში,საბჭოტა კავშირი,ფაქტიურად ნაცისტური გერმანიის მოკავშირის რანგში,ადევნებდა თვალს,როგორ იპყრობდა ევროპას ჰიტლერი(?)

·        სტალინის პიროვნული თვისებები,მისი ულმობელი სიმტკიცე,მართლაც ხელსაყრელი გამოდგა ომში საბჭოთა კავშირის გამარჯვებისათვის.

·        ომის დროს და მისი დამთავრების შემდეგ სსრკ-მ კიდევ უფრო გაამკაცრა რეჟიმი.ნებისმიერი სხვაგვარი აზროვნება ისჯებოდა.

·        ომის შემდეგ სტალინის კულტი კიდევ უფრო განმტკიცდა.

·        რეპრესიები 50-იანი წლების დასაწყისშიც იყო.

·        სტალინი 1953 წლის 5  მარტსგარდაიცვალა

·        საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმი არსებობას აგრძელებდა ოღონდ მასობრივი რეპრესიების გარეშე.

·        1956 წელს კომუნისტური პარტიის მე-20 ყრილობაზე დაიგმო სტალინის კულტი.(ხრუშჩოვი)

·        შენიშვნა: ამას მოჰყვა უნგრეთის აჯანყების ჩახშობა  და  1956 წლის 9 მარტის მოვლენები თბილისში.

·        შემდეგ სსრკ-ში დაიწყო საზოგადოებრივი ცხოვრების ოდნავი ლიბერალიზაციის პროცესი,თუმცა პარტიის გენერალური კურსი-მთელ მსოფლიოში კომუნიზმის დამყარება- უცვლელი დარჩა.

 

 

                                              

                         „დიდი დეპრესია ‘’-აშშ-ში

 

·        1929 წლის 25 ოქტომბერს უოლ სტრიტის ბირჟაზე,ნიუ იორკში კატასტროფულად დაეცა აქციათა კურსი.

·        ბირჟამ მუშაობა შეწყვიტა.ათასამდე ბანკი გაკოტრდა.

·        საბირჟო კატასტროფას აშშ-ში ეკონომიკური კრიზისი მოჰყვა,რომელიც აშშ-ს ისტორიაში „დიდი დეპრესიის’’ სახელითაა ცნობილი.

·        მალე აშშ-ის ეკონომიკის „დიდი დეპრესია’’ მსოფლიო ეკონომიკურ კრიზისში გადაიზარდა.

·        ათეულობით მილიონი ადამიანი უმუშევარი და შესაბამისად,საარსებო სახსრების გარეშე დარჩა.(!)

 

·        უმძიმესმა ეკონომიკურმა ვითარებამ ევროპის მთელ რიგ ქვეყნებში ხელი შეუწყო უკიდურესად მემარჯვენე ძალების მოსვლას ხელისუფლების სათავეში.(!)

 

·        შეერთებულ შტატებში ფრანკლინ დელანო რუზველტმა (1933-1945) შეძლო  ქვეყნის „დიდი დეპრესიიდან’’ გამოყვანა ისე,რომ მისი თქმით,“შიმშილისთვის დემოკრატია არ გადაუყოლებია’’.

 

             

                            რუზველტის დროინდელი აშშ:

 

                 „ინტერვენციული სახელმწიფო’’  და „სოციალური სახელმწიფო’’

 

·        1929 წლის 25 ოქტომბრის (ე.წ. „შავი ხუთშაბათი’’  აშშ-სთვის  და დროში განსხვავების გამო,“შავი პარასკევი’’ ევროპისთვის) საბირჟო კატასტროფის შემდეგ დაწყებული მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი სერიოზული გამოწვევა იყო აშშ-სთვის.

 

·        აუცილებელი გახდა ლიბერალური საბაზრო ეკონომიკისათვის ტადიციული,ეკონომიკაში ჩაურევლობის პრინციპის გადახედვა.

 

 

·        ფიზიოკრატების ეს „ჩაურევლობის“  სახელმწიფო პოლიტიკა ზუსტადაა გადმოცემული მე-19 საუკუნის 20-იან წლების ,აშშ-ს ეკონომიკური აყვავების ხანის, პოლიტიკოსთა ცნობილ აფორიზმებში.

 

·        „ქარხნის მშენებელი ადამიანი ტაძრის მშენებელია,მასში მომუშავე ადამიანი ღვთისმსახური.’’(პრეზიდენტი კულიჯი)

 

·        „ნაკლები მთავრობა ბიზნესში და მეტი ბიზნესი მთავრობაში’’(პრეზიდენტი ჰარდინგი)

 

შენიშვნა:

რუზველტს ამ ბოლო აფორიზმის გადახედვა მოუწია,ანუ საჭირო გახდა სახელმწიფოს ჩარევა ეკონომიკაში.

·        ინტერვენციული და სოციალური სახელმწიფოს ჩამოყალიბება აშშ-ში უკავშირდება ფრანკლინ დელანო რუზველტის სახელსა და მის „ახალ ეკონომიკურ პოლიტიკას“.

 

შენიშვნა: რუზველტს „პერსტროიკა“ გამოუვიდა გორბაჩოვისგან განსხვავებით

·        რუზველტის ეკონომიკური პოლიტიკის ინგლისური სახელწოდება“New Deal’’ პოკერის თამაშისას ბანქოს ხელმეორედ დარიგებას ნიშნავს.

 

·        რუზველტის „ახალი კურსი’’ ინგლისელი ეკონომისტის ჯ.მ. კეინსის მოძღვრებას ეფუძნებოდა,რომლის თანახმადაც ბაზრის მიერ თვითრეგულირების უნარის დაკარგვის შემთხვევაში აუცილებელია სახელმწიფოს ჩარევა(ინტერვენცია) და პროცესების რეგულირება.

 

რას ნიშნავდა ინტერვენცია ?

 

·        სახელმწიფო სუბსიდიები- ფერმერებს

·        საზოგადოებრივი სამუშაოების ორგანიზება -უმუშევართა დიდი მასის დასასაქმებლად;

·        ხელფასის მინიმუმის- რეგულირება;

·        საბანკო სისტემის გაჯანსაღება- სახელმწიფო ჩარევის გზით

·        ეს რუზველტის „ახალი კურსის’’ ფარგლებში გატარებულ ღონისძიებათა არასრული ჩამონათვალია.

·        სოციალური და შრომითი კანონმდებლობის თვალსაზრისით ,აშშ თწლეულობით ჩამორჩებოდა ევროპას.

·        რუზველტმა ძირეულად შეცვალა ტრადიციული წარმოდგენა სხელმწიფოს ფუნქციებზე,გამოაცხადა რა,რომ სახელმწიფომ უნდა იტვირთოს „მუდმივი ზრუნვა საზოგადოების საყოველთაო კეთილდღეობაზე’’.

·        მან გადადგა ქმედითი ნაბიჯები სოციალური სახელმწიფოს შენების გზაზე.

·        რუზველტის „ახალ კურსს’’ ბევრი აფასებს,როგორც „მესამე ამერიკულ რევოლუციას’’.

·        რუზველტის  დამსახურებით მე-20 საუკუნის 30-იან წლებში ამერიკელებმა პირველად მიიღეს სოციალური დაცვის  გარანტიები.

·        „სოციალური დაცვის აქტმა’’(1935 წ.) უზუნველყო უმუშევრები,ინვალიდები და მოხუცები სათანადო ფულადი დახმარებით.

·        შრომითი ურთიერთობები მეწარმესა და მუშებს შორის დაარეგულირა კანონმა „კოლექტიური სახელფასო ხელშეკრულებების შესახებ’’.

 

                 ნაცისტების გერმანიის სათავეში მოსვლა

 

·  ნაცისტებმა(ნაციონა-სოციალისტებმა) ხელისუფლების სათავეში მოსვლისთანავე(1933 წლის იანვარი)1789 წელი ამოშალეს ისტორიიდან’’

   (ციტატა აღებულია პროპაგანდის მინისტრის იოზეფ გებელსის   განცხადებიდან).

·        ეს საფრანგეთის რევოლუციის დროიდან მოყოლებული,ახალი  დროის დემოკრატიული მონაპოვრის  აღმოფხვრას ნიშნავდა.

·        ადამიანის უფლებების და თავისუფლებების,კანონის წინაშე საყოველთაო თანასწორობის ნაცვლად,ნაცისტებმა კვარცხლბეკზე ნაციის,რასის,საკუთარი პარტიის ინტერესები დააყენეს,შექმნეს ფიურერის (ნაციის ბელადის)-ადოლფ ჰიტლერის კერპი.

 

·        ნაციონალ-სოციალისტები ხელისუფლებაში ლეგალურად,დემოკრატიული არჩევნების გზით მოვიდნენ ,მაგრამ  საკუთარი ძალაუფლების აღსრულება სწორედ დემოკრატიული ინსტიტუტების დემონტაჟით დაიწყეს.

 

·        არ ფლობდნენ რა საჭირო უმრავლესობას რაიხსტაგში,ნაციონალ-სოციალისტებმა,მემარჯვენე და ცენტრისტული პარტიების დახმარებით,პარლამენტში გაიტანეს კანონი „უფლებამოსილებით აღჭურვის შესახებ’’,რომელიც ნაციონალ-სოციალისტურ პარტიას განუსაზღვრელ უფლებამოსილებას ანიჭებდა.

 

 

·        ამ კანონით ნაცისტებმა,უპირველეს ყოვლისა,ბათილად ცნეს კომუნისტების საპარლამენტო მანდატები.

 

·        კომპარტიის კანონგარეშედ გამოცხადებას მოჰყვა სოციალ-დემოკრატიული პარტიის აკრძალვაც.

 

 

·        ნაციონალ-სოციალისტური პარტია ერთადერთ კანონიერ პარტიად გამოცხადდა

 

·        1933 წლის ოქტომბერში რაიხსტაგი(პარლამენტი) საერთოდ დაშალეს.

 

 

·        ერთი თვის შემდეგ არჩეული ახალი  პარლამენტი მხოლოდ ნაცისტურმა პარტიამ შეადგინა.

 

·        ქვყანაში დამყარდა ერთპარტიული დიქტატურა.

 

 

·        ეს „მონაპოვარი’’ ნაცისტებმა განამტკიცეს კანონით „პარტიისა და სახელმწიფოს ერთობის უზრუნველყოფის შესახებ’’ (1933 სლის დეკემბერი)

·        „ნაციონალ-სოციალისტური პარტია სახელმწიფოებრივი იდეის მატარებელი და მისგან განუყოფელია’’ ეწერა კანონის პირველ პარაგრაფში.

ეს არსებითად  რუსული კომუნისტური პარტიის დევიზს -„ხალხი და პარტია ერთიანია“ -ს ჰგავდა

 

·        პოლიტიკურ პრაქტიკაში ეს ერთობა გამოიხატა საზოგადოების ტოტალური(საყოველთაო) „გაერთგაროვნების’’ პროცსში დევიზით:  „პიროვნება არაფერია,ნაცია ყველაფერია’’.

 

·        გაერთგვაროვნებას ექვემდებარებოდა ყველა სოციალური ჯგუფი და სტრუქტურა

 

 

·        ჭაბუკების უნიფიკაცია(გაერთგვაროვნება) ხდებოდა“ჰიტლერიუგენდში’’

 

·        ქალებისა-„გერმანელ გოგონათა კავშირსი’’

 

 

·        მუშებისა და მეწარმეებისა-ერთიან „შრომით ფრონტში’’

 

·        გერმანიის გაერთგვაროვნება ვერ იქნებოდა ტოტალური,თუ ცხადია, არ მოიცავდა კულტურასაც.

 

 

·        უნდა აღმოფხვრილიყო ტოტალიტარული რეჟიმისთვის ყველაზე სახიფათო რამ- თავისუფალი აზრი.უნდა მომხდარიყო-„აზრების გაერთგვაროვნებაც’’

 

·        ნაცისტმა სტუდენტებმა წამოიწყეს“განმანათლებლური ლაშქრობა არაგერმანული სულის წინააღმდეგ’’

 

 

·        მათ 1933 წლის 10 მაისს „აუტოდაფე’’ მოუწყვეს(კოცონზე დაწვეს) „არაგერმანულ სულით’’ გაჟღენთილ წიგნებს;

 

·        ებრაული და არაებრაული წარმოშობის დიდი მწერლების წიგნები ცეცხლს მისცეს(მათ შორის ჰაინეს,ჰაინრიხ და თომას მანის წიგნები)

 

 

          ანტისემიტიზმი ნაცისტურ გერმანიაში

 

·        ჰოლოკოსტი უმძიმესია ნაცისტების მიერ კაცობრიობის წინაშე ჩადენილ დანაშაულთა შორის.

 

·        ნაცისტებმა ევროპაში მცხოვრები 9 600 000 ებრაელიდან 6 მლნ. გაანადგურეს.

 

 

·        ჰიტლერმა და მისმა მოძრაობამ ვერსალის ზავის კაბალური პირობებისა და მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის გამო გერმანიაში შექმნილ უმძიმეს სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაში(უმუშევართა კატასტროფული რიცხვი,ჰიპერიფლაცია და სხვ) თავიდანვე ებრაელობა დაადანაშაულა.

 

·        ხელისუფლებაში მოსვლამდე  ვერსალის ზავით გერმანიისთვის დაკისრებულ ვალდებულებათა შესრულებაზე უარის თქმის გარდა ,ჰიტლერის პარტია გერმანელ ხალხს ებრაელთა“პროცენტიანი ვალებისგან’’ განთავისუფლებას სთავაზობდა.

 

 

·        მძიმე სამეურნეო კრიზისის პირობებში ჰიტლერის ეს დაპირებები ბევრისთვის სასურველი აღმოჩნდა.

 

·        სულ მალე ნაცისტების მარგინალური(საზოგადოებიდან გარიყული) პარტია მასობრივ პარტიად გადაიქცა.

 

 

·        ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ნაცისტები შეუდგნენ ანტისემიტური პროგრამის განხორციელებას.ეს „კანონმდებლობის საფუძველზე’’ ხდებოდა.

 

·        მიიღეს სპეციალური კანონები .ე.წ. „ნიურნბერგის კანონები“:

 

„გერმანული სისხლისა და ღირსების დაცვის შესახებ“

 

·        ამ კანონებმა გამოდევნეს(გარიყეს) ებრაელები საზოგადოებრივი ცხოვრებიდან

 

·        ებრაელებს ეკრძალებოდათ სხვადასხვა სახის პროფესიული საქმიანობა(მაგ. ვაჭრობა ,ხელოსნობა და ა.შ.)

·        მათთვის შეიზღუდა გადაადგილების საშუალება

·        6 წელზე უფროსი ასაკის ებრაელებს მკერდზე სპეციალური ნიშანი-ექვსქიმიანი დავითის ვარსკვლავი უნდა ეტარებინათ.(ებრაელის ადვილად ამოსაცნობად)

·        ებრელებს დაეკისრათ კოლექტიური ჯარიმა 1 მილიარდი რამარკის ოდენობით,ვითომდა გერმანელი ერისთვის მიყენებული ზარალის ასანაზღაურებლად

·        ებრაელები ჯერ გეტოებში,შემდეგ კი საკონცენტრაციო ბანაკებში შეყარეს.

 

გეტო  არემარე, რაიონი, სადაც ხალხი სპეციფიკური რასის ან ეთნიკური წარმომავლობის მიხედვით ან ვიწრო კულტურული ან რელიგიური ნიშნით ცხოვრობს როგორც ჯგუფი, ნებით თუ ძალდატანებით, გარე სამყაროსგან სხვადასხვა ხარისხის იზოლაციით. სიტყვა ისტორიულად მიუთითებს სპეციფიკურად ვენეციურ გეტოზევენეციაშიიტალია, სადაც ებრაელებს ევალებოდათ ცხოვრება. მოგვიანებით ეს სახელი დაერქვა უბნებს სხვა ქალაქებშიც, სადაც ებრაელები ცხოვრობდნენ. შესაბამისი გერმანული ტერმინია Judengasse; მაროკოულ არაბულ ენაზე გეტოებს მელაჰს უწოდებდნენ.

ტერმინი ამჟამად ზოგადად ნებისმიერ უკიდურესად ღარიბ ქალაქურ უბანზე მიუთითებს. ბოლო დროს მან მკვეთრად ნეგატიური მნიშვნელობა მიიღო, და მისი ხმარება რასობრივი, ეთნიკური და კულტურული არატოლერანტობის ნიშნად მიიჩნევა. შესაბამისად, მის ალტერნატივად იყენებენ უფრო ნეიტრალურ გამოთქმებს, როგორიცაა მაგ. „ეკონომიკურად განუვითარებელი რაიონები

 

საკონცენტრაციო ბანაკი (ინგლ. concentration - თავმოყრა) — ტერმინი, რომელიც სპეციალურად აღჭურვილი თავისუფლების მასობრივი, იძულებითი აღკვეთის ცენტრს აღნიშნავს სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეთა შემდეგი კატეგორიებისათვის:

·    ომის დროს სამხედროთა და ინტერვირებულთა შესაკავებლად.

·    პოლიტპატიმრებისთვის ზოგიერთი რეჟიმის დროს.

·    ეროვნული ან სხვა კუთხით თავისუფლება-აღკვეთილ პირთა.

·    ტყვეთათვის, რომელთა დაკავება სამოქალაქო ომის ან ოკუპაციის პერიოდში მოხდა.

·    ნაცისტური გერმანიის ბანაკებში ლიკვიდაცია მისჯილთათვის.

ტერმინისაკონცენტრაციო ბანაკიბურების ომის დროს გაჩნდა, როდესაც ინგლისელმა ჯარისკაცებმა ბური გლეხები ბანაკებში მოაქციეს (კონცენტრაცია მოახდინეს), რათა მათ ბური პარტიზანებისთვის რაიმე სახის დახმარება არ აღმოეჩინათ.

 

         ნაცისტური ანტისემიტური და პოლიტიკური ტერორი

 

·        1938 წელს პარიზში მომდარი მკვლელობის(ებრაელმა ახალგაზრდამ მოკლა გერმანიის საელჩოს წარმომადგენელი) საბაბით,ნაცისტებმა 1938 წლის 9-10 ნოემბერს სასტიკი დარბევა მოაწყვეს,რომელიც „ბროლის ღამის“ სახელითაა ცნობილი.

·        ნაცისტური რეჟიმი დევნიდა არა მხოლოდ ებრაელებს,არამედ განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების მქონე ადამიანებსაც.

·        ნაცისტებმა შექმნეს მძლავრი რეპრესიული აპარატი „სახელმწიფო უსაფრთხოების მთავარი სამსახურის’’ სახით,რომელიც აერთიანებდა ყველა საიდუმლო და სადამსჯელო უწყებას:

საიდუმლო სახელმწიფო  პოლიცია ს-„გესტაპო“

საგანგებო ელიტური  ორგანიზაციას- „ეს-ეს’

 

·        „სახელმწიფო უსაფრთხოების მთავარი სამსახურის’’ მმართველობა-ჰაინრიხ ჰიმლერის ხელში იყო.

·        1935 წლამდე პოლიტიკოსებთან ერთად,ათასობით მეცნიერი,მწერალი,ხელოვანი იძულებული გახდა გაქცეულიყო ქვეყნიდან.

·        იძულებით ემიგრანტთა შორის იყვნენ: ალბერტ აინშტაინი,მწერლები ჰაინრიხ და თომას მანები,ბერტოლდ ბრეხტი,მასახიობი მარლენ დიტრიხი და ბევრი სხვა გამოჩენილი ადამიანი

·        რასობრივი კუთვნილებისა  თუ განსხვავებული პოლიტიკური პოზიციის გამო გერმანია 80 ათასზე მეტმა ადამიანმა დატოვა.

 

შენიშვნა:

 ამჟამად რუსეთი დატოვა 200 000-მა კაცმა უკრაინაში ომის დაწყების მერე

 

                     ნაცისტების ეკონომიკური პოლიტიკა

 

·        ფაშისტური რეჟიმის ეკონომიკური პოლიტიკა მოკლედ შეიძლება დავახასიათოთ, როგორც „სახელმწიფოს ინტერვენციული’’ პოლიტიკა.

·        ეკონომიკის მართვის ნაცისტური მექანიზმი იმავე პრინციპებს ეფუძნებოდა,რასაც რუზველტის „ახალი კურსი’’.

·        ეკონომიკური კრიზისის პირობებში სამეურნეო და სოციალური(უპირველესად უმუშევრობის ) პრობლემების დაძლევა სახელმწიფო ჩარევის მეშვეობით.

·        მაგრამ გერმანიაში განსხვავებული იყო ჩარევის ინტენსივობა და  სახელმწიფოს ხელში ეკონომიკის მრთვის ბერკეტების კონცენტრაციის ხარისხი;

·        ომის სამზადისში მყოფ გერმანიაში საჭირო გახდა სამეურნეო პროცესებზე უფრო მკაცრი სახელმწიფო კონტროლის დაწესება.

·        ნაცისტებმა გაითვალისწინეს პირველი მსოფლიო ომის მწარე გამოცდილება.

 

·        მაშინ კაიზერის რაიხმა ომი,უპირველეს ყოვლისა იმიტომ წააგო,რომ ვერ მოახერხა ეკონომიკური იზოლაციის და გაჭიანურებული ომის პირობებში საწარმოო რესურსების მობილიზება ფრონტის სათანადოდ მოსამარაგებლად.

 

·        ამდენად,ჰიტლერის ეკონომიკური პოლიტიკის უმთავრეს ამოცანად სამხედრო მრეწველობის,კომუნიკაციების(რკინიგზა,ავტობანები) განვითარება და ქვეყნის ეკონომიკის ავტარქიულობის(თვითკმარობის)  მიღწევა იყო.(შენიშვნა : პუტინის რუსეთი აკეთებს ახლა ამას)

 

 

·        ამ მიზნის მისაღწევად ნაცისტურმა რეჟიმმა მოახდინა ეკონომიკის მართვის მკაცრი ცენტრალიზება და ბიუროკრატიზაცია.

 

·        „შრომის ფრონტს’’ ნაცისტური პარტიული აპარატის მაღალჩინოსანი ჩაუდგა სათავეში;

 

 

·        საწარმოებში შემოიღეს „ფიურერერობი სპრინციპი’’

 

·        მეწარმე „საწარმოს ფიურერად“ იქცა. 

 

          იტალიაში ფაშისტური რეჟიმის დამყარების წინაპირობები

 

·        იტალია იყო პირველი ქვეყანა,სადაც მმართველობის ლიბერალური სისტემა დიქტატურით შეიცვალა;

 

·        ეს ცვლილება მრავალმა მიზეზმა განაპირობა:

ა.იტალიური პარლამენტარიზმი(გერმანულის მსგავსად) სუსტი იყო

ბ. იტალია ეკონომიკურად და სოციალურად ჩამორჩებოდა ევროპის დიდ სახელმწიფოებს;

გ.ინდუსტრიალიზაციის პროცესის მიუხედავად იტალია აგრარულ ქვეყნად რჩებოდა;

დ.დიდი იყო ქონებრივი სხვაობა ელიტასა და მოსახლეობის ძირითად მასას შორის

ე.უკიდურესი ნაციონალისტური განყობილებების გაჩენა განაპირობა აგრეთვე იტალიის საგარეო-პოლიტიკურმა წარუმატებლობამ პარიზის სამშვიდობო კონფერენციაზე

 

შენიშვნა: ომში გამარჯვებულთა ბანაკში აღმოჩენილმა იტალიამ,პარიზის კონფერენციაზე შეუსაბამო ტერიტორიული ხასიათის პრეტენზიები გამოთქვა.განსაკუთრებით მწვავედ იდგა ქალაქ ფიუმეს საკითხი;იტალია ამ ქალაქის მისთვის გადაცემას მოითხოვდა;გამარჯვებულ სახელმწიფოებს კი გადაწყვეტილი ჰქონდათ ადრიატიკის ზღვაზე ამ მნიშვნელოვანი საპორტო ქალაქის სერბებისთვის გადაცემა.მათი გეგმით,მომავალ იუგოსლავიის სახელმწიფოს გასასვლელი უნდა ჰქონოდა ზღვაზე;

 

1919 წლის აპრილში აშშ-ს პრეზიდენტმა უილსონმა ,ღია წერილით მიმართა იტალიელ ხალხს და მოკავშირეების გადაწყვეტილების მხარდაჭერა სთხოვა.

უილსონის ამ ნაბიჯის საპასუხოდ,პროტესტის ნიშნად,იტალიურმა დელეგაციამ „კარი გაიჯახუნა’’ და დატოვა კონფერენცია.

იტალიური ნაციონალისტური პრესა აჭრელდა ხმამაღალი შეფასებებით.იტალია ცხადდებოდა „დამარცხებულად გამარჯვებულთა შორის’’,ომში იტალიის გამარჯვებას კი დაარქვეს „ფრთამოკვეთილი გამარჯვება’’.

 

·        ამ ნაციონალისტურ ტალღაზე და ომის შემდგომ მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ ფონზე,იტალიაში იწყება ფაშისტური მოძრაობა.

 

·        1919 წლის 23 მარტს მილნში ყოფილმა სოციალისტმა და ჟურნალისტმა ბენიტო მუსოლინიმ(1883-1945) დააფუძნა ორგანიზაცია „ფაში დი კომბატიმენტო’’ ანუ „ბრძოლის კავშირი’’

 

 

·        კავშირში ძირითადად პირველი მსოფლიო ომის ფრონტიდან დაბრუნებული მეომრები გაერთიანდნენ,რომლებიც განსაკუთრებით უკმაყოფილონი იყვნენ პარიზში მიღებული გადაწყვეტილებებით;

 

·        იტალიურად fasci(ფაში)- კავშირს,გაერთიანებას ნიშნავს

 

 

·        ფაშიზმი კი-უკიდურესად ნაციონალისტური,ავტორიტარული საზოგადოებრივ-პოლიტიკური მიმდინარეობაა და რეჟიმი

 

·        ორგანიზაცია „ფაში დი კომბატიმენტო’’-ს დაარსებისთანავე ფაშისტები ძალადობრივ ქმედებებზე გადავიდნენ;

 

 

·        მუსოლინიმ შექმნა სპეციალური გასამხედროებული რაზმები ე.წ. „სკუადრე’’,რომლებიც მოგვიანებით „ეროვნული უსაფრთხოების მოხალისეთა მილიციად’’ გარდაიქმნა;

 

·        ამ „მოხალისეებს“ „შავპერანგიანებსაც“ უწოდებენ(ჯუზეპე გარიბალდის“წითელპერანგიანების’’ მაგალითის მიხედვით,ისინი ატარებდნენ შავ პერანგებს და სვიტერებს)

 

 

·        „შავპერანგიანებმა’’ დიდი როლი შეასრულეს მუსოლინის ბრძოლაში ძალაუფლებისთვის.

 

·        ამ გასამხედროებული ჯგუფების წევრები გახდნენ ფაშისტური იდეების მომხრე ნაციონალისტი ინტელექტუალები,არმიის ყოფილი ოფიცრები და ახალი თაობის მიწათმფლობელები;

 

 

·        მოხალისეთა აგრესია იზრდებოდა „ბრძოლის კავშირის“ ძალის გაზრდასთან ერთად;

 

·        ისინი არ ერიდებოდნენ ძალადობასა და რეპრესიებს მუსოლინის პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ;

 

  იტალიელი ფაშისტების მოსვლა ხელისუფლებაში

 

·        1922 წლის 24 ოქტომბერს ნეაპოლში გაიმართა ფაშისტების ყრილობა;

·        მუსოლინიმ განაცხადა: „ჩვენი პროგრამა მარტივია: ჩვენ გვსურს იტალიის მართვა.დროის მოთხოვნა ასეთია: ან ჩვენ მოგვცემენ ძალაუფლებას,ან ჩვენ ავიღებთ მას,დავიძრებით რა რომისკენ’

·        მუსოლინის ეს მუქარა ფაშისტებმა განახორციელეს 30 ოქტომბერს-მოაწყვეს ცნობილი“მარში რომისკენ’’

·        ამ მარშში 30-50000  ფაშისტი მონაწილეობდა

·        იტალიის უნებისყოფო მეფემ ვიტორიო ემანუელე მე-3-მ,სამოქალაქო ომის თავიდან ასაცილებლად გადაწყვიტა ფაშისტებისათვის ხელისუფლების გადაცემა;

·        მან მუსოლინის დააკისრა მთავრობის ხელმძღვანელობა;

·        საკუთარი მმართველობის გასამყარებლად და მოწინააღმდეგეთათვის მოქმედების საშუალებების შესაზღუდად,ფაშისტებმა შეცვალეს საარჩევნო კანონმდებლობა;

·        ამ ცვლილებებისა და არჩევნების გაყალბების გზით,მათ 1924 წ-ს კიდევ უფრო განიმტკიცეს ხელისუფლება;(!)

·        1925 წლის დასაწყისიდან მუსოლინიმ ხელისუფლების დემოკრატიულობის უკანასკნელი ნიშნებიც მოსპო  და იტალიაში ტოტალიტარული დიქტატურა დაამყარა.!!!!

·        ფაშისტური პარტია ერთადერთი ლეგალური პარტია გახდა იტალიაში;

·        მუსოლინიმ აკრძალა ყველა სხვა პარტიის მოქმედება და უკიდურესად შეზღუდა ადამიანის უფლებები;

·        1925 წლიდან მუსოლინი დუჩედ(წინამძღოლს ნიშნავს) იწოდებოდა.

·        1934 წლიდან კი საბოლოოდ ყალიბდება დუჩეს პიროვნული კულტი.

·        დუჩე ცხადდება „მესიად“ „ერის მხსნელად“,“ყოვლისმცოდნედ’’;“წინასწარმეტყველად’’

·        1936 წოდება კიდევ უფრო შეივსო:“მისი აღმატებულება ბენიტო მუსოლინი,მთავრობის მეთაური,ფაშიზმის დუჩე და იმპერიის დამაარსებელი’’

·        მუსოლინიმ შემოიღო იმპერიის პირველი მარშლის ტიტული,რომელსაც იტალიის მეფესთან ერთად ატარებდა;(შეადარე : მაშრალი ბეტანკური „სამოსელი პირველი’’)

·        ყოველგვარ ძალაუფლებას მოკლებული იტალიის მეფე სიმბოლურ ფიგურას წარმოადგენდა;

 

 

                იტალიის  ცხოვრებაში“ფაშისტური სტილის დანერგვა’’

 

·        ფაშისტური პარტიის 1936 წლის საგანგებო დადგენილებამ იტალიელი ერის მიერ „ფაშისტური სტილის ‘’   დაცვა მოითხოვა,რაც იმას ნიშნავდა,რომ მთელ ერს ფაშისტების მიერ დადგენილი ცხოვრების წესით უნდა ეცხოვრა.

·        მაგ. შემოიღეს ე.წ.“ფაშისტური შაბათები’’

·        ყველა იტალიელს შაბათი დღე სამხედრო,პოლიტიკური და სპორტული წვრთნისთვის უნდა დაეთმო.(მასობრივი ღონისძიებები)

·        ფაშისტური სტილის დამკვიდრების მიზნით,გაზეთებში გამუდმებით იბეჭდებოდა ფოტოები,რომლებზეც აღბეჭდილი იყო,თუ როგორ ეჯიბრებიან ერთმანეტს დუჩე და მისი გარემოცვის წევრები ცურვაში,სირბილში და სხვა.

·        ცხოვრების ფაშისტური სტილის დამკვიდრების მთავარი მიზანი,“მუსოლინის ხანის ახალი ადამიანის ჩამოყალიბება“ იყო.(შეადარე: გერმანიაში „გაერთგვაროვნებას“)

·        „ახალი (ფაშისტი) ადამიანის ‘’ აღსაზრდელად,საბჭოთა და ნაცისტური რეჟიმების მსგავსად,მუსოლინის რეჟიმმაც შექმნა ახალგაზრდული ორგანიზაციები სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფებისათვის;

·        ექვსი წლის ასაკიდან პატარა იტალიელები ფიცს დებდნენ,რომ“არ დაზოგავდნენ სისხლს’’ ნაციის საკეთილდღეოდ და წევრიანდებოდნენ ორგანიზაციებში-ჯერ „მგლის ლეკვებში’’ ,შემდეგ „ბალილაში ‘’(8-დან 11 წლამდე) ,მოგვიანებიტ „ბალილა მუშკეტერებში“(მათ ურიგდებოდათ ხის კარაბინები) და ა.შ.

·        „ფაშისტური სტილი’’ ებრძოდა“ბურჟუაზიულ გადმონაშთებს’’ გამოიცა შესაბამისი დეკრეტების მთელი სერია,რომლითაც იკრძალებოდა,მაგ. ხელის ჩამორთმევა და მისალმების ეს ფორმა ფაშისტური სალმით შეიცვალა.(ხელის აწევით მისალმება)

·        იდევნებოდა მიმართვის“თქვენობითი“ ფორმა და ა.შ.(თანასწორობის ხაზგასასმელად)

 

ფაშისტების ურთიერთობა  კათოლიკურ ეკლესიასთან.ლატერანის შეთანხმება

 

·        მასობრივი მხარდაჭერის მოპოვების მიზნით მუსოლინის მთავრობამ 1929 წ-ს ე.წ. ლატერანის ხელშეკრულება გააფორმა რომის წმინდა საყდართან,რომლის საფუძველზე შეიქმნა ვატიკანის ქალაქ-სახელმწიფო;

·        იტალიის ფაშისტურმა მთავრობამ ფორმალურად აღიარა ვატიკანის დამოუკიდებლობა,პაპმა კი სანაცვლოდ ცნო იტალიის სახელმწიფო სავოიის დინასტიით სათავეში.

·        ლატერანის ხელშეკრულების ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი იყო ე.წ. „კონკორდატი’’(„შეთანხმება’’)

·        ამ დოკუმენტით მოგვარდა იტალიის სახელმწიფოსა და რომის საყდარს შორის 1870 წლიდან არსებული კონფლიქტი.

·        რომის პაპმა უარი თქვა 1870-71 წლებში იტალიის სამეფოს მიერ დაკავებულ პაპის სამფლობელოებზე;

 

 

       იტალიელი  ფაშისტების ეკონომიკური პოლიტიკა

 

·        ფაშისტური ეკონომიკური პოლიტიკა გერმანული ნაციონალ-სოციალისტური ნიმუშის მიხედვით წარიმართა

·        გერმანული „შრომითი ფრონტის’’ მსგავსად,აქაც სხვადასხვა დარგის მეწარმეები და მუშები კორპორაციებში გაერთიანდნენ

·        კორპორაციებს კ  სახელმწიფო აკონტროლებდა ან უშუალოდ მართავდა

·        „კორპორაცია’’ ახალი ფაშისტური სახელმწიფოს საფუძვლად გამოცხადდა.

·        1927 წელს მიღებული სპეციალური კანონი“შრომის ქარტია’’ ავალდებულებდა „კლასებს’’ ეთანამშრომლათ „საერთო ნაციონალური ინტერესებიდან გამომდინარე’’

·        მეწარმეების,მუშებისა და სახელმწიფოს ამგვარ ერთიანობას „კორპორატივიზმს’’,ან „კორპორაციულ სახელმწიფოს ‘’ უწოდებენ

·        ეკონომიკური კრიზისის წლებში იტალიაში,შშ-ისა და გერმანიის მსგავსად,მილიონობით უმუშევარი ადამიანი  სახელმწიფომ სხვადასხვა საზოგადოებრივი სამუშაოთი დაასაქმა.(ამიტომ ხალხი ითმენდა რეჟიმს  და კმაყოფილიც იყო)

მაგ. ხალხს ასაქმებდნენ ავტომაგისტრალების მშენებლობაზე;

 

               ფაშისტური იტალიის აგრესიული საგარეო პოლიტიკა

 

·        იტალიის საგარეო პოლიტიკის მიზნად ძველი რომის იმპერიული დიდების აღდგენა ცხადდებოდა;

·        ფაშისტების შეხედულებით,იტალიელ ერს სჭირდებოდა „სასიცოცხლო სივრცე“.,ხმელთაშუა ზღვა კი იტალიის „კუთვნილ ზღვად’’ უნდა გადაქცეულიყო,როგორც რომის იმპერიის ძლიერების ხანაში;

·        1935 წელს მუსოლინის ჯარები შეიჭრნენ ეთიოპიაში.

·        მიუხედავად იმისა,რომ იტალიური არმია მაინცდამაინც დიდი ბრძოლისუნარიანობით არ გამოირჩეოდა,იტალიამ მაინც შეძლო ამ აფრიკული ქვეყნის დაპყრობა;

·        ამ „წარმატების’’ აღსანიშნავად 1936 წლის 9 მაისს მუსოლინიმ საზეიმო სიტყვით მიმართა ხალხს და ამცნო „თხუთმეტი საუკუნის შემდეგ რომის მარადიულ ბორცვებზე იმპერიის აღორძინება’’

·        იტალიის მეფეს შეემატა ტიტული „ეთიოპიის იმპერატორი’’

·        ძველი რომის იმპერიისგან განსხვავებით მუსოლინის იმპერია მხოლოდ ეთიოპიას მოიცავდა.

·        ამ აგრესიას იტალიის საერთაშორისო იზოლაცია და ქვეყნის ერთა ლიგიდან გარიცხვა მოჰყვა.

·        ამის შემდეგ იტალიამ კავშირი შეკრა ნაცისტურ გერმანიასთან და იაპონიის იმპერიასთან

·        იტალია მხარს უჭერდა ესპანელ ნაციონალისტებს რესპუბლიკელებთან ბრძოლაში ესპანეთის სამოქალაქო ომის დროს.

·        1939 წელს იტალიამ მოახდინა ალბანეთის ოკუპაცია(რომელიც იტალიის პროტექტორატს წარმოადგენდა)

·        1940 წელს იტალია მე-2 მსოფლიო ომში ჩაებაღერძის ქვეყნების“ მხარეზე.

·        საფრანგეთსა და პოლონეთში ჰიტლერის სწრაფი გამარჯვებებით მონუსხულმა მუსოლინიმ გადაწყვიტა საბერძნეთის დაპყრობა და 1940 წ. ოქტომბერში შეიჭრა ამ ქვეყანაში.ეს სამხედრო ავანტიურა იტალიელებისთვის უშედეგოდ დასრულდა.

·        მალე,მოკავშირეთა კონტრშეტევის შედეგად,იტალიამ დაკარგა აფრიკული სამფლობელოებიც.

·        1943 წ. იტალიაში მოკავშირეების ჯარები შევიდნენ.ფაშისტური რეჟიმი დაემხო.

·        მუსოლინიმ იტალიის ჩრდილოეთ ნაწილში,რომელიც მოკავშირეებს არ ჰქონდათ დაკავებული, დროებით შექმნა“იტალიის სოციალური რესპუბლიკა’’

·        1945 წლის აპრილში მოკავშირეებმა ქვეყნის ეს ნაწილიც დაიკავეს.

·        მუსოლინი შეეცადა შვეიცარიაში გაქცევას,მაგრამ იტალიელმა პარტიზანებმა შეიპყრეს და დახვრიტეს;

·        ომის დრო დაახლოებით ნახევარი მილიონი იტალიელი დაიღუპა,ქვეყნის ეკონომიკას კი უზარმაზარი ზარალი მიადგა.

·        1946 წლის რეფერენდუმით იტალიაში მონარქია გაუქმდა და დამყარდა რესპუბლიკური წყობა

 

 

გენერალი   ფრანკო ესპანეთის დიქტატორი(1939-1975)

 

 

           კრიზისი  ესპანეთში

 

 

·        ესპანეთში სამხედრო დიქტატურა პირველად გენერალმა პრიმო დე რივერამ დაამყარა 1923 წელს

·        ამ დროს ესპანეთის მეფეს უკვე არანაირი ძალაუფლება აღარ ჰქონდა

·        პირველმა დიქტატორმა ეკონომიკური კრიზისის პირობებში ,დაკარგა მოსახლეობის და, რაც მთავარია,არმიის მხარდაჭერა.ის გადადგა და 1930 წელს ქვეყანა დატოვა.

·        1931 წელს ტახტზე უარი თქვა ესპანეთის მეფემ ალფონსო მე-13 ბურბონმა.

·        ახალი არჩევნები ცვლილების მომხრეების გამარჯვებით დასრულდა.ესპანეთში დამყარდა რესპუბლიკური მმართველობა

·        ახალმა მთავრობამ რადიკალური რეფორმების გატარება დაიწყო მიწათმფლობელების,ეკლესიის ,არმიის მიმართ.(!)

·        მოსახლეობის ნაწილი რეფორმებს ემხრობოდა(განსაკუთრებით სეპარატისტულად განწყობილი რეგიონები,უპირველესად ბასკები,რომლებმაც შექმნილ ვითარებაში საკმაოდ დიდი თავისუფლება მიიღეს)

·        მოსახლეობის მეორე ნაწილი კი უკიდურესად უარყოფითად განეწყო.(!)

·        რადიკალურმა პოლიტიკამ ნაყოფი ვერ გამოიღო და 1933 წლის არჩევნებში კონსერვატორებმა გაიმარჯვეს.თუმცა,მათაც ვერ მოახერხეს ქვეყანაში მდგომარეობის გამოსწორება .(!)

·        1936 წელს ხელისუფლების სათავეში ისევ რადიკალები მოვიდნენ-არჩევნებში გაიმარჯვა „სახალხო ფრონტის’’ კოალიციამ კომუნისტების მონაწილეობით.(!)

 

            სამოქალაქო ომი ესპანეთში.  1936-1939

 

·        იმავე წლის ივლისში კონსერვატორმა ნაციონალისტმა გენერლებმა კარგად ორგანიზებული ამბოხი წამოიწყეს,რომელსაც სათავეში სექტემბერში ფრანცისკო ფრანკო ჩაუდგა.

·        ესპანეთში დაიწყო სამოქალაქო ომი.

·        ერთ მხარეს იდგნენ ნაციონალისტები გენერალ ფრანკოს მეთაურობით,ხოლო მეორე მხარეს -რესპუბლიკელები(მათ შორის კომუნისტები)

·        ნაციონალისტებმა დახმარებისათვის ფაშისტურ გერმანიას და იტალიას მიმართეს

·        სახალხო ფრონტის მხარეს იდგნენ-საბჭოთა კავშირი,მექსიკა და საერთაშორისო ბრიგადები,მათ შორის ამერიკული აბრაჰამ ლინკოლნის ბრიგადა.

·        დასავლუერი სახელმწიფოები ოფიციალურად მხარს არ უჭერდნენ რესპუბლიკელებს.და იცავდნენ „ჩაურევლობის პოლიტიკას’’.

·        3 წლის მანძილზე ნაციონალისტებმა შეძლეს ყველ პროვინციაში საკუთარი მმართველობის დამყარება;

·        ესპანეთის სამოქლაქო ომმა 500 ათასი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა ამდენივე ლტოლვილად იქცა(ძირითადად სამხრეთ ამერიკას მიაშურეს,ნაწილი სსრკ-მ შეიფარა)

·        ზოგჯერ ეპანეთის სამოქალაქო ომს მე-2 მსოფლიო ომის პირველ კონფლიქტად მოიხსენიებენ

 

 

1939 წელს ესპანეთში დამყარდა გენერალ ფრანკოს დიქტატურა.

 

 

·        აიკრძალა ყველა პარტიის მოღვაწეობა,გარდა ფრანკოს მხარდამჭერი“ფალანგისა’’.

·        პარტიის იდეოლოგია ემყარებოდა ანტიკომუნიზმს,კათოლიციზმს და ნაციონალიზმს.

·        მოგვიანებით 1949 წელს ფალანგისტთა პარტიის საფუძველზე ჩამოყალიბდა“ნაციონალური მოძრაობა’’.(?)

·        1936 წლიდან ფრანკო გენერალისიმუსის წოდებას ატარებდა.მას ასევე მოიხსენიებდნენ კაუდილიოს-წინამძღოლის სახელითაც.ის გახდა სახელმწიფოს მეთაური შეუზრუდავი და აბსოლუტური ძალაუფლებით.

·        ფრანკოს რეჟიმმა დაიწყო რესპუბლიკელების მასობრივი დევნა.

·        მსხვერპლთა აბსოლუტური უმრავლესობას შეადგენდნენ სრულიად უდანაშაულო ადამიანები,რომლებიც რესპუბლიკური მმართველობის მხარდამჭერები იყვნენ.

·        ბევრმა მათგანმა თავს ქვეყნიდან გაქცევით უშველა.

·        არაერთი გაქცეული  ესპანელი შეუერთდა მე-2 მსოფლიო ომის დროს ფრანგულ წინააღმდეგობის მოძრაობას;

·        ეპანეთმა დაკარგა ათასობით ექიმი,იურისტი,მასწავლებელი,ბიზნესმენი,პროფესორი,ხელოვანი დაა.შ. ვინც ქვეყანაში დარჩა უმუშევარი დატოვეს. მათ ადგილებს გამოუცდელი და უცოდინარი ფრანკიზმის მომხრე ადამიანები იკავებდნენ.(ანალოგიაა  ვარდების რევოლუციის შემდეგ საქართველოში მომხდარ წმენდაზე)

·        მე-2 მსოფლიო ომში ფრანკისტული ესპანეთი ოფიციალურად ნეიტრალიტეტს იცავდა,თუმცა აშკარა იყო ფრანკოს სიმპათია ღერძის ქვეყნების მიმართ.

·        ფრანკომ მოხალისეთა რაზმიც კი გაგზავნა საბჭოთა ფრონტზე გერმანელთა მხარდასაჭერად.(როგორც უკრაინაში არიან ახლა წასული „მოხალისეები’’ საქართველოდან )

 

            ფრანკოს რეჟიმი მე-2 მსოფლიო ომის შემდეგ

 

·        1947 წელს ესპანეთი ისევ  სამეფოდ გამოცხადდა,მაგრამ ფრანკო არ ჩქარობდა მეფობის პრეტენდენტის დასახელებას და მისი რეგენტობის პირობებში სამეფო ტახტი ცარიელი რჩებოდა.

·        ღერძის ქვეყბისადმი ფრანკოს სიმპათია გახდა  ომის შემდეგ ესპანეთის გაეროში არ მიღების მიზეზი.

·        როგორც სსრკ ისე დასავლეთის ქვეყნები ფრანკოს ესპანეთს ფაშისტური რეჟიმის გადმონაშთად მიიჩნევდნენ.

·        ამ პირობებში მოხდა ესპანეთის იზოლაცია საერთაშორისო არენაზე.

·        ომისშემდგომი პირველი წლები ესპანეთის ეკონომიკისთვის უმძიმესი იყო

·        1950-იანი წლების დასაწყისში ვითარება თანდათან შეიცვალა

·        ცივი ომის პირობებში აშშ ცდილობდა ახალი მოკავშირეები გამოეძებნა ევროპაში.

·        ფრანკოს მყარი ანტიკომუნიზმი და ქვეყნის  გამორჩეული სტრატეგიული მდებარეობა  ესპანეთს აშშ-სთვის სასურველ პარტნიორად აქცევდა.(!)

·        1953 წელს დასრულდა ესპანეთის საერთაშორისო იზოლაცია-ესპანეთმა და აშშ-მ ხელი მოაწერეს მადრიდის პაქტს. ესპანეთი იღებდა ფინანსურ დახმარებას საკუთარ ტერიტორიაზე ამერიკული სამხედრო ბაზების განთავსების სანაცვლოდ.(!)

·        მალე დაიწყო ესპანეთის ეკონომიკის აღორძინება.

·        1959-1973 წლები იწოდება ესპანურ ეკონომიკურ სასწაულად

·        ეკონომიკური რეფორმები განახორციელეს ფრანკოს მიერ დაწინაურებულმა“ტექნოკრატებმა’

·        საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეკომენდაციების მიხედვით,მათ წამოიწყეს ფართო პროგრამა ქვეყნის ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის.

·        ტექნოკრატები საღად მოაზროვნე ახალი ტიპის ეკონომისტები იყვნენ,რომლებიც ჩაენაცვლენ ძველი ყაიდის კონსერვატორ „ფალანგისტებს’’.

·        ესპანეთში თანდათან ჩამოყალიბდა და მოწინავე პოზიციები დაიკავა საშუალო კლასმა.

·        მიუხედავად იმისა,რომ ფრანკოს მიერ შექმნილი რეჟიმი ფაშიზმის გარკვეულ ნიშნებს ატარებდა,ის მაინც არ ითვლება ფაშისტურად,რადგან მისგან განსხვავებული სახასიათო ნიშნები ჰქონდა.

·        ფაშიზმი მიზნად ისახავდა საზოგადოების რევოლუციურ გარდაქმნას(!)

·        ფრანკოს რეჟიმი კი,ავტორიტარული ხასიათის მიუხედავად,კონსერვატულ ხასიათს ატარებდა და ტრადიციების დაცვიკენ იყო მიმართული.

·        იტალიის ფაშისტური და გერმანიის ნაცისტური პარტიებისგან განსხვავებითღ,ფრანკოს პარტია არ იყო ერთიანი იდეოლოგიით შეკრული მონოლითური ძალა.

·        ესპანეთის მოსახლეობა ერთმანეთის მონათესავე,მაგრამ სხვადასხვა ხალხებისგან შედგება.

·        ამ ხალხებიდან ზოგს მკვეთრად გამოხატული ეროვნული იდენტობა აქვს ჩამოყალიბებული(ეს პირველ რიგში ეხება ბასკებს)

·        ფრანკოს ნაციონალიზმი ქადაგებდა ერთიან ეროვნულ თვითშეგნებას ესპანეთის კულტურული მრავალფეროვნების მოსპობის ხარჯზე;

·        ტრადიციები ,რომლებიც არ მიიჩნეოდა“ესპანურად’’ იკრძალებოდა

·        თუმცა,ფრანკოს შეხედულებები ესპანური ტრადიციების შესახებ საკმაოდ პრიმიტიული და ბუნდოვანი იყო. მაგ. ცეკვა „ფლამენკო’’,რომელიც ერთ-ერთი პროვინციის-ანდალუსიის კულტურის ნაწილი იყო,მიიჩნეოდა უფრო ფართო ეროვნული იდენტობის ნაწილად.

·        სხვა მსგავსი  ტრადიციები კი ,პირიქით,იდევნებოდა.

·        ნებისმიერი კულტურულ-შემოქმედებითი საქმიანობა მკაცრ ცენზურას ექვემდებარებოდა და ხშირი იყო აკრძალვები.

·        60-იანი წლების მიწურულს პოლიტიკა კულტურის სფეროში თანდათან ლიბერალური გახდა.

·        ფრანკო ეროვნული იდენტობის შესადუღაბებლად ენობრივ პოლიტიკასაც იყენებდა

·        მან გააუქმა რესპუბლიკის არსებობის დროს მიღებული ბასკური,გალიციური და კატალანური ენების ოფიციალური სტატუსი

·        ესპანური სახელმწიფოსა და სწავლების ერთადერთ ენად იქცა,მაშინ როცა ქვეყნის მილიონობით მოქალაქისთვის მშობლიური ენა სხვა იყო.

·        ამგვარი პოლიტიკა მძაფრ წინააღმდეგობას იწვევდა

·        ბასკეთში ჩამოყალიბდა რადიკალური ნაციონალისტური მოძრაობა“ეტა’’,რომელმაც შეიარაღებული ბრძოლა გააჩაღა ფრანკოს რეჟიმის წინააღმდეგ.

·        „ეტას’’ ფრანკოს სიკვდილის შემდეგაც არ შეუწყვეტია ბრძოლა,მიუხედავად იმისა,რომ ბასკეთმა ავტონომია მოიპოვა.

·        1975 წელს ფრანკოს სიკვდილის შემდეგ,ეპანეთში აღდგა მონარქია და ტახტზე ავიდა ხუან კარლოს 1 ბურბონი(ის ტახტის მემკვიდრედ ფრანკომ 1969 წელს დაასახელა)

·        ამის შემდეგ ესპანეთში დაიწყო დემოკრატიული გარდაქმნები.

 

      იაპონია 1 მსოფლიო ომამდე,ომის დროს და ომის შემდეგ

 

·        1869 წლის ე.წ. „მეიძის რესტავრაციის“ შემდეგ,მანამდე იზოლირებული იაპონია გაიღო გარე სამყაროსთვის.

·        იაპონიამ სწრაფი ტემპით დაიწყო განვითარება და მალე მეზობლებს დაუპირისპირდა

·        1904-05 წლებში იაპონიამ მეტად დამამცირებელი მარცხი აგემა რუსეთს

·        იაპონია გაბატონდა კორეაში

·        მანჯურიაში კი ეონომიკურად დომინირებდა(მანჯურია არის :ჩინეთის ჩრდილო-აღმოსავლეთი ნაწილი)

·        1915 წელს იაპონიამ დასუსტებულ ჩინეთს „23 მოთხოვნა ‘’ წაუყენა,რომლის შესრულების შემთხვევაში ჩინეთის ეკონომიკა მთლიანად დაექვემდებარებოდა იაპონიას

·        ჩინეთში ანტიიაპონური განწყობის გაღვივებამ და დასავლეთის ზეწოლამ აიძულა იაპონია უარი ეთქვა განზრახვაზე.

·        იაპონია  1 მსოფლიო ომის დროს ანტანტის მხარეზე დადგა.

·        ომის დასრულებისათვის იაპონია უკვე მძლავრი ინდუსტრიული სახელმწიფო იყო.

·        ვერსალის ზავით იაპონიამ მიიღო ყოფილი გერმანული კონცესიები ჩინეთში

·        მასვე სამართავად გადაეცა გერმანიის ყოფილი კოლონიები წყნარ ოკეანეში.

·        იაპონიაში თანდათანობით იზრდებოდა არმიის როლი ქვეყნის საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში.

·        სამხედროები ქვეყნის სამხედრო ყაიდაზე გარდაქმნას და სამხედრო ექსპანიაზე ოცნებობდნენ.

 

 

 

                      იაპონია მე-2 მსოფლიო ომის წინ

 

·        იაპონიისთვის მძიმე გამოდგა მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი.

·        ქვეყანას არ ჰქონდა საარსებოდ აუცილებელი სხვადასხვა სახის ნედლეული,რადგან ნედლეულის იმპორტი კრიზის დროს უკიდურესად შემცირდა.

·        იგრძნობოდა სურსათის ნაკლებობა,მოსახლეობა კი ყოველწლიურად ერთი მილიონით მატულობდა.

·        გაიზარდა უმუშევრობის დონე.

·        ამ პირობებში სამხედროები ცდილობნენ მთლიანად დაექვემდებარებინათ მთავრობა.

·        სამხედროებმა,ჩინეთზე მომავალში სრული კონტროლის დამყარების მიზნით სამხედრო ინტერვენცია განახორციელეს მანჯურიაში.

·        ინტერვენციის საბაბი გახდა 1931 წელს მუკდენის ინციდენტი.

·        მანჯურიაში,ქალაქ მუკდენთან ააფეთქეს რკინიგზის ხაზი,რომელიც იაპონურ კომპანიას ეკუთვნოდა.

·        არსებობდა დიდი ეჭვი რომ აფეთქება თვითონ იაპონელებმა მოაწყვეს სამხედრო ინტერვენციის გასამართლებლად;

·        იაპონურმა არმიამ დაიკავა მანჯურია.

·        იაპონელები დაუნდობლად ექცეოდნენ ადგილობრივ მოსახლეობას და მათ ამგვარ მოქმედებას უზარმაზარი მსხვერპლი მოჰყვა.

·        მანჯურიაში იაპონელებმა შექმნეს მარიონეტული სახელმწიფო მანჯოუ-კუო და ის 1945 წლამდე ოკუპირებული ჰქონდათ.

 

·        1936 წელს იაპონია შეუერთდა ნაცისტური გერმანიისა და ფაშისტური იტალიის „ანტიკომინტერნულ პაქტს’’,რომელმაც გამოკვეთილი ანტიკომუნისტური  ხასიათი ჰქონდა და ამასთანავე ითვალისწინებდა ურთიერთდახმარებას აშშ-ის მონაწილეობით ომის დაწყების შემთხვევაში

·        1937 წლის ივლისში ჩინეთის საზღვარზე მომხდარი ინციდენტის გამო(რომელიც,ისევ იაპონელების მოწყობილი იყო),იაპონიის არმია შიჭრა ჩინეთში და ქვეყნის იმდროინდელ დედაქალაქ  ნანკინში სასტიკი ხოცვა -ჟლეტა მოაწყო.(იხ ფილმი „ომის ყვავილები’’)

·        მანჯურიის ჩრდილოეთით იაპონიის ექსპანსიის შემაკავებელი გახდა საბჭოთა კავშირი.

·        საბჭოთა არმიამ ორჯერ, 1938 წლის ივლისში და 1939 წლის მაისში ,მოახერხა იაპონური არმიის დამარცხება და იაპონიის ექსპანსია ციმბირისკენ თავიდან აიცილა.

·        1940 წელს გერმანიას ,იაპონიას და იტალიას შორის ოფიციალურად გაფორმდა ალიანსი.

·        1941 წელს კი,გერმანიის კვალდაკვალ,იაპონიამაც გააფორმა თავდაუსხმელობის პაქტი საბჭოთა კავშირთან

 

·        ევროპაში მიმდინარე მე-2 მსოფლიო ომი იაპონიას სამხრეთიდან მიუახლოვდა;

·        საფრანგეთის დაცემამ და ბრიტანეთის მძიმე მდგომარეობამ იაპონიას გზა გაუხსნა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში.

·        იაპონია თავს დაესხა საფრანგეთის და ბრიტანეთის კოლონიებს ამ რეგიონში

·        იაპონიამ გამოაცხადა“დიდი აღმოსავლეთ აზიის ერთიანი კეთილდღეობის სფეროს’’ შექმნა.

·        ეს უნდა ყოფილიყო ახალი წესრიგი აზიაში იაპონიის წინამძღოლობით.

·        მე-2 მსოფლიო ომის წინ იაპონია მილიტარისტული სახელმწიფო იყო.(!)(და არა ფაშისტური დაიმახსოვრე)

·        ეს ნიშნავდა მილიტარისტული ინტერესების პრიორიტეტს ნაციონალურ პოლიტიკაში,სამხედროთა ზეგავლენის გაზრდას ეკონომიკასა და საზოგადოებაში.

 

   საერთაშორისო ვითარება მე-2 მსოფლიო ომის წინ

 

ჰიტლერის საგარეო პოლიტიკა

 

·        ჰიტლერის ხელისუფლების პირველი საგარეოპოლიტიკური ნაბიჯი ერთა ლიგიდან გამოსვლა იყო 1933 წ.ოქტომბერი.

·        ამით ნაცისტურმა მთავრობამ აჩვენა მთელ მსოფლიოს,რომ გერმანიაში დასრულდა „შემსრულებლური’’ (მორჩილი) პოლიტიკა.

·        ჰიტლერის ყოველი შემგომი საგარეო პოლიტიკური სვლა ვერსალის ზავით  გემანიისთვის დაწესებული შეზღუდვების საბოლოო უარყოფას ემსახურებოდა;

·        1935 წლის იანვარში ჩატარდა საყოველთაო სახალხო გამოკითხვა(რეფერენდუმი)  ზაარის ოლქში,რომელიც 1935 წლამდე ვერსალის ზავით საფრანგეთს ჰქონდა გადაცემული სამართავად.მოსახლეობის უმრავლესობამ გერმანიაში დაბრუნების ნება გამოხატა;

 

(შენიშვნა:ასეთი რეფერენუმები ტარდება ამჟამად უკრაინი და საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებში)

 

·        1935 წლის მარტში ჰიტლერმა ქვეყანაში აღადგინა ვერსალის ზავით გაუქმებული საყოველთაო სავალდებულო სამხედრო სამსახური

 

·        1936 წლის მარტში მან ჯარი შეიყვანა რაინის დემილიტარიზებულ ოლქში(ვერსალის ხელშეკრულებით,ამ ოლქში გერმანიას ეკრძალებოდა ნებისმიერი ფორმით სამხედრო ძალის განთავსება)

 

 

·        1936 წლის ნოემბერში გერმანიამ დადო ხელშეკრულება იაპონიასთან საერთაშორისო კომუნისტური ორგანიზაცია-„კომინტერნის’’(კომუნისტური ინტერნაციონალი) წინააღმდეგ.ეს ორგანიზაცია საბჭოთა კავშირის ძლიერი საგარეოპოლიტიკური იარაღი იყო.ანტიკომინტერნული პაქტი აშკარად საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ იყო მიმართული.ერთი წლის შემდეგ ამ ხელშეკრულებას შეუერთდა ფაშისტური იტალია.

 

·        1937 წლისთვის გამიკვეთა სახელმწიფოთა ალიანსი,რომელიც არ ჰგავდა მშვიდობიანი თანამშრომლობის მოსურნე ძალას.ალიანსში შემავალ სახელმწიფოებს „ღერძის ქვეყნებსაც’’ უწოდებენ.

 

·        ღერძი ნიშნავდა ბერლინი-რომი-ტოკიო-ს

ამ ძალის ნამდვილი განზრახვები მალე  გამოვლინდა.

 

·        1937 წლის აპრილში გერმანულმა ავიაციამ გაანადგურა ქალაქი გერნიკა(ესპანეთი).ამ დროს ესპანეთში სამოქალაქო ომი მიმდინარეობდა რესპუბლიკის მომხრე მემარცხენე და დიქტატურის მომხრე მემარჯვენე ძალებს შორის;გერმანია მხარს უჭერდა და სამხედრო დახმარებას უწევდა მემარჯვენეებს.

·        გერნიკის დაბომბვით გერმანიას სურდა ეჩვენებინა მსოფლიოსთვის საკუთარი სამხედრო ძალა და მიაღწია კიდეც მიზანს.ახალი საბრძოლო ტექნიკის-ავიაციის-გამანადგურებელმა ძალამ შეძრა მსოფლიო.

·        პაბლო პიკასომ სწორედ ეს შემაძრწუნებელი სურათი ასახა თავის ცნობილ ტილოზე „გერნიკა’’.პიკასოს „გერნიკა’’ ომის ,ხოლო მისივე „მტრედი’’ მშვიდობის სიმბოლოდ იქცა.

 

 

დასავლეთის დიდიდი სახელმწიფოების „დაყვავების“ პოლიტიკა გერმანიის მიმართ.

 

 

·        რით უპასუხეს დასავლეთის დიდმა სახელმწიფოებმა ნაცისტური გერმანიის ამ აშკარად აგრესიულ პოლიტიკას?

·        აშშ ამ დროისათვის კვლავ მისდევდა იზოლაციონიზმის ტრადიციულ პოლიტიკას,არ ერეოდა ევროპის კონტინენტზე მიმდინარე მოვლენებში და მთლიანად დაკავებული იყო საშინაო პრობლემებით,კერძოდ,1929 წლის დიდი ეკომომიკური დეპრესიის მძიმე შედეგების შემსუბუქებით;

·        დიდმა ბრიტანეთმა გერმანიასთან ურთიერთობისთვის აირჩია ქვეყნის პრემიერ-მინისტრის,ნევილ ჩემბერლენის მიერ შემოთავაზებული გზა,რომელიც „დაყვავების პოლიტიკის“ სახელწოდებითაა ცნობილი;

·        ამ პოლიტიკას შემდეგი იდეა დაედო საფუძვლად:დასავლეთს გერმანული აგრესია თავიდან უნდა აეცილებინა „დაყვავების’’,ანუ დათმობების გზით.

·        „დაყვავების პოლიტიკას’’ წინ უძღოდა 1935 წლის ინგლის-გერმანიის შეთანხმება ფლოტის შესახებ,რომელმაც განსაზღვრა ამ ორი ქვეყნის საზღვაო ფლოტის ხომალდებისა და წყალქვეშა ნავების რაოდენობა;

·        ამ შეთანხმებით ინგლისმა,ფაქტობრივად,ნება დართო გერმანიას  შეექმნა სამხედრო ფლოტი,რაც ვერსალის ხელშეკრულების გადასინჯვას ნიშნავდა.(ვერსალის ხელშეკრულებით გერმანიას ეკრძალებოდა სამხედრო გემთმშენებლობა და ფლოტის შექმნა)

·        მსოფლიოს დიდი სახელმწიფოების დამოკიდებულება გერმანიისადმი კარგად გამოჩნდა აგრეთვწე 1936 წლის ბერლინის ოლიმპიურ თამაშებთან მიმართებით.მაშინ მსოფლიოს არც ერთ სახელმწიფოს აზრადაც არ მოსვლია გაეპროტესტებინა  აგრესიულ სახელმწიფოში ოლიმპიადის გამართვა.

·        შენიშვნა: „ცივი ომის’’ დროს,დასავლეთის სახელმწიფოებმა ბოიკოტი გამოუცხადეს 1980 წლის მოსკოვის ოლიმპიადას იმის გამო,რომ ერთი წლით ადრე საბჭოთა კავშირმა ჯარი შეიყვანა ავღანეთში.

·        ამგვარი დამოკიდებულებით გათამამებულმა ჰიტლერმა 1938 წელს გერმანიას მიუერთა მისი მშობლიური ავსტრია(მოახდინა ე.წ. „ანშლუსი’’),ისე რომ დიდი წინააღმდეგობა არ შეხვედრია;

·        ამის შემდეგ ჰიტლერმა ჩეხოსლოვაკიის გერმანელებით დასახლებული სუდეტის ოლქის მიერთების სურვილიც გამოთქვა.ამ შემთხვევაშიც საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა ისევ „დაუყვავეს’’ გერმანიას.

·        1938 წელს მიუნხენში,ინგლისმა დ საფრანგეთმა გააფორმეს შეთანხმება გერმანიასთან და მის მოკავშირე იტალიასთან გერმანიისთვის სუდეტის ოლქის გადაცემის შესახებ.(„მიუნხენის შეთანხმება“)

·        მიუნხენში ჰიტლერმა საჯაროდ განაცხადა,რომ მისი პრეტენზიები ჩეხოსლოვაკიის მიმართ ამოიწურა.მაგრამ სულ მალე,ნაცისტურმა გერმანიამ სამხედრო მუქარით აიძულა ჩეხოსლოვაკიის პრეზიდენტი მთელი მსოფლოისთვის განეცხადებინა:“ჩემი ქვეყნისა და ერის ბედს გერმანული რაიხის ფიურერს ვანდობ’’

 

საერთაშორისო ვითარების გამძაფრება მე-2 მსოფლიო ომის წინ.

 

·        1939 წლის მარტში ჩეხოსლოვაკიას გამოეყო სლოვაკია და გადავიდა გერმანიის მფარველობის ქვეშ

·        დანარჩენი ტერირიტორია(ჩეხეთი) დაიყო „რაიხის პროტექტორატებად’’,

რომლებიც ბერლინიდან დანიშნული მოხელეების მიერ იმართებოდა.

·        ამრიგად,ავსტრიის შემდეგ კიდევ ერთი სახელმწიფო(ჩეხოსლოვაკია) გაქრა ევროპის  პოლიტიკური რუკიდან;

·        ჩეხოსლოვაკიის მოვლენებმა დაარწმუნა ინგლისი საკუთარ პოლიტიკურ შეცდომაში და უარი ათქმევინა „დაყვავების პოლიტიკაზე’’

·        ძნელი მისახვედრი არ იყო,გერმანიის მომდევნო მსხვერპლი პოლონეთი გახდებოდა.

·        ჰიტლერის პროპაგანდა დანციგის(თანამედროვე გდანსკი,პოლონეთის შემადგენლობაშია ) დაბრუნებაზე ალაპარაკდა;

·        შენიშვნა:დანციგი,გერმანული საპორტო ქალაქი ბალტიის ზღვაზე,ვერსალის ზავით თავისუფალ ქალაქად გამოცხადდა და ერთა ლიგის გამგებლობის ქვეშ გადავიდა.

·        დანციგის პორტით სარგებლობის უფლება კი პოლონეთს გადაეცა;

·        ამავე ზავით შეიქმნა ე.წ. „დანციგის კორიდორი’’,საერთაშორისო კონტროლს დაქვემდებარებული ტერიტორიული ზოლი,რომელიც სოლივით იყო შეჭრილი პრუსიის ტერიტორიაზე,რის გამოც აღმოსავლეთ პრუსია გერმანიას მოწყვეტილი იყო;

·        1939 წელს საგანგებო განცხადებით ინგლისმა და საფრანგეთმა პოლონეთს მასზე თავდასხმის შემთხვევაში დაცვა აღუთქვეს;

·        საპასუხოდ,ჰიტლერმა 1939 წლის აპრილში გააუქმა ინგლის-გერმანიის შეთანხმება ფლოტის შესახებ და 1934 წლის შეთანხმება პოლონეთთან თავდაუსხმელობის შესახებ და შეკრა სამხედრო კავშირი იტალიასთან(„ფოლადის პაქტი’’).

·        გერმანია აღარც კი ცდილობდა საკუთარი განზრახვების შენიღბვას;

·        ომი ევროპაში გარდაუვალი იყო;

·        ინგლისმა და საფრანგეთმა დაიწყეს მოლაპარაკებები საბჭოთა კავშირთან გერმანიის მხრიდან შესაძლო აგრესიის ერთობლივი ძალებით თავიდან აცილების შესახებ;მოლაპარაკებები გაჭიანურდა;

(შენიშვნა: ინგლის-საფრანგეთის გამო)

·        ამ დროს,1939 წლის აგვისტოში,“მსოფლიო საზოგადოებისთვის“(შენიშვნა ანუ ინგლის-საფრანგეთისთვის) სრულიად მოულოდნელად გერმანიამ და სბჭოთა კავშირმა დადეს თავდაუსხმელობის ხელშეკრულება

·        ხელშეკრულებას შემდეგ ეწოდა „მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტი’’ (ხელმომწერი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების გვარების მიხედვით)

·        ხელშეკრულება შეიცავდა საიდუმლო ოქმს,რომლითაც განისაზღვრა აღმოსავლეთ ევროპაში გერმანიისა და საბჭოთა კავშირის ინტერესთა სფეროები.

·        საბჭოთა ინტერესთა სფეროდ გერმანიამ ცნო: ფინეთი,ლატვია,ესტონეთი, და ბესარაბია(რუმინეთის ნაწილი,თანამედროვე მოლდოვა).

·        საბჭოთა კავშირი ლიტვას ცნობდა გერმანიის ინტერესთა სფეროდ;

·        ოქმის მიხედვით გერმანიამ და საბჭოთა კავშირმა პოლონეთიც გაინაწილეს;

·        ინტერესთა სფეროებს შორის საზღვარი გაიდო მდინარეების:ნარვას,ვისლას და სანას გასწვრივ;

·        შენიშვნა:საბჭოთა კავშირის ნგრევის დროს („ცივი ომის „ ბოლოს) ეს საიდუმლო ოქმი გახდა ბალტიისპირეთის  ქვეყნების მიერ სსრკ-გან დამოუკიდებლობის მოპოვების სამართლებრივი საფუძველი;

·        დღეს სამივე ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა-ლიტვა,ლატვია და ესტონეთი-ევროკავშირის და ნატოს წევრია.

 

                     მე-2 მსოფლიო ომის დასაწყისი

 

·        1930-იანი წლების მეორე ნახევარში ნათელი გახდა,რომ დიდი ომი ევროპაში გარდაუვალი იყო.

·        ჰიტლერი დაუფარავად ამზადებდა ვერმახტს(გერმანიის შეიარაღებულ ძალებს) დაპყრობითი ომებისათვის.

·        1936 წლის ნოემბერში ჰიტლერმა შეკრა კავშირი მუსოლინისთან,ფაშისტური იტალიის ხელმძღვანელთან,რასაც ეწოდა „ბერლინ-რომის ღერძი’’.

·        1940 წლის სექტემბერში დადებული გერმანიის,იტალიისა და იაპონიის სამმხრივი ხელშეკრულების მონაწილეებს და მათ მოკავშირეებს „ღერძის ქვეყნებად’’ მოიხსენიებდნენ.

·        დიპლომატია უძლური იყო შეეჩერებინა ფაშისტური აგრესია,პირველ მსოფლიო ომში გამარჯვებულმა სახელმწიფოებმა - საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა - საკმაოდ გვიან დაიწყეს მზადება ომისათვის.

·        ეს მათ ძვირად დაუჯდათ.

 

                    გერმანიის თავდასხმა პოლონეთზე.

 

·        მას შემდეგ,რაც1939 წლის 23 აგვისტოს ჰიტლერმა დადო თავდაუსხმელობის პაქტი საბჭოთა კავშირთან.

·        ცენტრალური ევროპის განაწილების შესახებ საიდუმლო ოქმის წყალობით,სსრკ გერმანიის არამეომარ მოკავშირედ იქცა.(სსრკ ნეიტრალეტს იცავდა,როცა გერმანია ვინმეს ეომებოდა)

·        ამიტომაც,როდესაც გერმანია თავს დაესხა პოლონეთს 1939 წლის 1 სექტემბერს(ეს დღე მიჩნეულია მე-2 მსოფლიო ომის დასაწყისად)(!) და გერმანიას ომი გამოუცხადეს პოლონეთის მოკავშირებმა - საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა ,საბჭოთა კავშირმა დასავლეთის ეს ორი ქვეყანა დაადანაშაულა ომის ესკალაციაში.

 

(შენიშვნა: მე-2 მსოფლიო ომი პოლონეთის გამო დაიწყო,არის საშიშროება,რომ მე-3 ომიც პოლონეთის ან უკრაინის გამო დაიწყოს)

 

·        გერმანიის თავდასხმიდან 17 დღის შემდეგ იმავე პოლონეთს აღმოსავლეთიდან საბჭოთა კავშირი დაესხა თავს და გერმანიასთან ერთად გაიყო მისი ტერიტორია:საბჭოთა კავშირს პოლონეთის მიწის 52 პროცენტი ერგო.

(შენიშვნა: სსრკ-მ მოლოტოვ-რიბენტროპის საიდუმლო ოქმის თანახმად იმოქმედა)

 

 

                                სსრკ - ფინეთის ომი.

 

·        საბჭოთა კავშირი თავს დაესხა ფინეთს და 1 დეკემბერს შექმნა მის ტერიტორიაზე მარიონეტული მთავრობა,რომელსაც უნდა უზრნველეყო „ფინეთის დემოკრატიული რესპუბლიკის’’ „ნებაყოფლობითი შესვლა’’ საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში.

 

·        ფინელებმა იბრძოლეს და ისეთი ზარალი მიაყენეს წითელ არმიას,რომ საბჭოთა კავშირი იძულებული გახდა  დაკმაყოფილებულიყო მხოლოდ ფინეთის ტერიტორიის მცირე ნაწილის მიტაცებით.

 

(შენიშვნა: სავარაუდოდ ასე მიიტაცებს ახლა რუსეთი უკრაინის ტერიტორიის რაღაც ნაწილებს)

·        ის,რომ ფინეთთან ომი ნამდვილი აგრესია იყო მტკიცდება იმით,რომ 1939 წლის 14 დეკემბერს ერთა ლიგამ თავისი რიგებიდან გარიცხა საბჭოთა კავშირი,როგორც აგრესორი.

·        სხვათა შორის,ფინელებისთვის სამხედრო შეიარაღებით დახმარების გაწევას აპირებდა იტალია,მაგრამ ჰიტლერმა არ გაატარა გერმანიის ტერიტორიაზე იტალიური იარაღი,რომელიც მისი იმდროინდელი მოკავშირის,საბჭოთა კავშირის,წინააღმდეგ უნდა გამოყენებულიყო.(!)

·        1940 წლის ივნისში საბჭოთა კავშირმა უბრძოლველად მოახდინა ბალტიის რესპუბლიკების - ლიტვის,ლატვიის და ესტონეთის  ანექსირება,ხოლო რუმინეთს ჩამოაჭრა ბესარაბია(დღევანდელი მოლდოვის ნაწილი) და ჩრდილოეთი ბუკოვინა.

·        ეს ყველაფერი შეთანხმებული იყო გერმანიასთან.

 

                                               „უცნაური ომი’’ ევროპაში

 

·             დასავლეთის ფრონტზე გერმანიის მოწინააღმდეგენი აქტიურ მოქმედებას ვერ ბედავდნენ;

·             ნახევარ წელზე მეტ ხანს მიმდინარეობდა ე.წ.  „უცნაური ომი’’,როდესაც მოწინააღმდეგეები ისხდნენ სანგრებში,იშვიათად ბომბავდნენ ერთიმეორეს და არ გადადიოდნენ შეტევაზე;

·             ვერმახტმა კი დაამთავრა საფუძვლიანი მომზადება და 9 აპრილს რამდენიმე საათში დაიკავა დანია.(დანებდა)

·             იმავე დღეს გერმანულმა არმიამ გადასხა საჰაერო და საზღვაო დესანტი ნორვეგიაში და მისი დედაქალაქი ოსლო დაიკავა.(დანებდა)

·             ამით ჰიტლერი ახდენდა დიდი ბრიტანეთის მოსალოდნელი შეტევისგან შვედეთის იზოლირებას,რომელიც ნეიტრალური რჩებოდა,მაგრამ გერმანიას აწვდიდა მაღალხარისხოვან რკინის მადანს,რაც მის სამხედრო მრეწველობას ძალიან ესაჭიროებოდა.(!)

·             დიდ ბრიტანეთში,რომლის უზარმაზარმა საზღვაო ფლოტმაც ვერ შეაჩერა გერმანული დესანტი ნორვეგიაში,პოლიტიკური კრიზისი დაიწყო.

·             მმართველმა კონსერვატორულმა პარტიამ ლიდერი შეცვალა და პრემიერ-მინისტრად1940 წ 10 მაისს დაინიშნა ნაციზმთან აქტიური ბრძოლის მომხრე,ენერგიული კაცი - უინსტონ ჩერჩილი.

·             იმავე 10 მაისს გერმანიამ დაარღვია ბელგიის,ნიდერლანდისა და ლუქსემბურგის ნეიტრალიტეტი და სწრაფ შეტევაზე გადავიდა;

·             5 დღეში დანებდა ჰოლანდია

·             18 დღეში - ბელგია

·             21 მაისს ვერმახტი ლა-მანშის სრუტეზე გავიდა და ქ. დიუნკერკთან მოიმწყვდია ბრიტანული საექსპედიციო კორპუსი.

·             23-დან 25 მაისამდე გერმანულ  სამხედრო ნაწილებს ჰიტლერმა შეჩერება უბრძანა,რამაც ბრიტანელებს საშუალება მისცა არმიის ევაკუაცია მოეხდინათ თავიანთ კუნძულზე,საბრძოლო ტექნიკა კი მიეტოვებინათ;

·             როდესაც გერმანული სატანკო დივიზიები სამხრეთისკენ შემობრუნდნენ,საფრანგეთის მთავრობამ შეუძლებლად მიიჩნია პარიზის დაცვა და ის უბრძოლველად დათმო.

·             14 ივნისს გერმანელები პარიზში შევიდნენ.

·             22 ივნისს კი საფრანგეთის რესპუბლიკის ახლადდანიშნული პრემიერ-მინისტრი მარშალი ანრი პეტენი დაუზავდა ნაცისტებს და მათთან თანამშრომლობა დაიწყო.(კოლაბორაციონიზმი- მტერთან თანამშრომლობა)

·             საფრანგეთმა ხელი მოაწერა ხელშეკრულებას კაპიტულაციის შესახებ.

·             1 მსოფლიო ომში განცდით მარცხით გამოწვეული შურისძიების გრძნობის სრულად დასაკმაყოფილებლად,ჰიტლერის მოთხოვნით,სამხედრო მუზეუმიდან გამოიტანეს მარშალ ფოში ვაგონი და აიძულეს ფრანგები,სწორედ იქ მოეწერათ ხელი კაპიტულაციისთვის.

·             საფრანგეთის ჩრდილოეთი და სამხრეთ-დასავლეთი ნაწილები გერმანიის მიერ იყო ოკუპირებული;

·             საფრანგეთის სამხრეთი იქცა ავტონომიურ ე.წ.“საფრანგეთის სახელმწიფოდ’’. მისი დედაქალაქი გახდა საკურორტო ქალაქი - ვიში.(ამის გამო იქ არსებულ მარიონეტულ ფრანგულ მთავრობას „ვიშის რეჟიმი’’ ეწოდა).

·             დიდ ბრიტანეთში გახიზნულმა გენერალმა შარლ დე გოლმა შექმნა „თავისუფალი საფრანგეთი’’  მოძრაობა,რომელსაც არმიის ნაწილი შეუერთდა:ისინი ნაციზმის წინააღმდეგ მოკავშირეების მხარდამხარ იბრძოდნენ.

·             ჰიტლერს ერთი ხანობა ეგონა,რომ საფრანგეთის ომიდან გამოთიშვის შემდეგ დიდი ბრიტანეთი სამშვიდობო მოლაპარაკებას დაიწყებდა,მაგრამ დიდი ბრიტანეთის მთავრობა კომპრომისზე არ წავიდა.

·             მაშინ ბრიტანეთის მთავრობის ნების გასატეხად და ბრიტანეთში შეჭრის მოსამზადებლად ჰიტლერმა ლიუფტცვაფეს (სამხედრო-საჰაერო ძალებს) დაავალა დიდი ბრიტანეთის ქალაქების უმოწყალო დაბომბვა.

·             მთავრობა ,ჩერჩილის მეთაურობით ,არ დანებდა.

 

                  საბჭოთა კავშირისა და აშშ-ის ჩაბმა ომში.

 

·        არსებობს მოსაზრება,რომ სტალინი 1939 წელს გაურიგდა ჰიტლერს ფარული იმედით,რომ გერმანია დასავლეთის ფრონტზე ხანგრძლივ და გამომფიტავ ომში ჩაებმებოდა.

·        ასეთ შემთხვევაში საბჭოთა კავშირს ექნებოდა დრო ,უკეთ მომზადებულიყო ომისთვის და გარკვეულ ეტაპზე აღმოსავლეთიდან შეეტია გერმანიისთვის.

·        1940 წლის გერმანიის საოცარმა სამხედრო წარმატებებმა დასავლეთით ეს გეგმა ჩაშალა და საბჭოთა კავშირს გერმანიასთან ომის საფრთხე შეექმნა.

·        1941 წლის 22 ივნისს ჰიტლერული გერმანია დაესხა თავს საბჭოთა კავშირს.

·        ომის პირველ თვეებში ვერმახტმა დაიკავა უკრაინა,ბელარუსი,ბალტიისპირეთი და მიადგა მოსკოვსა და ლენინგრადს.

 

 

 

ანტიჰიტლერული კოალიციის შექმნა

 

·        საბჭოთა კავშირის ომში ჩაბმისთანავე დიდმა ბრიტანეთმა მოკავშირეობა შესთავაზა მას.

·        1941 წლის ბოლოს მათ შეუერტდა ამერიკის შეერთებული შტატები,რომელსაც თავს დაესხა იაპონია.

·        ამერიკამ „ლენდ-ლიზის“ პროგრამით უზარმაზარი მატერიალური დახმარება აღმოუჩინა ორივე ბრიტანეთსა და სსრკ-ს.

 

                       „ლენდ-ლიზი’’-სსრკ-თვის

 

ამერიკამ „ლენდ-ლიზის“ წესით მიაწოდა საბჭოთა კავშირს:

 

1.      ფოლადი  ტანკებისათვის

2.      ალუმინი თვითმფრინავებისათვის

3.      სპილენძი ელექტროძრავებისათვის

4.      კალა

5.      ნიკელი

6.      კაუჩუკი

7.      ტყვია-წამალი

8.      ყუმბარები

9.      სამხედრო ხომალდები

10.   ორთქლმავლები და ვაგონები

11.   სარკინიგზო რელსები

12.   რადიომოწყობილობა

13.   რადარები

14.   სატელეფონო კაბელი

15.   ჩარხები

16.   საავიაციო და საავტომობილო საწვავი

17.   დიდი ზომის საბურავები

18.   საზენიტო არტილერია

19.   თვითმფრინავები 22000-ზე მეტი

20.   ტანკები 13000-მდე

21.    ჯიპები- 31000

22.   სამხედრო მოტციკლი 32000

23.   სატვირთო მანქანები 400 000

მათ შორის „სტუდებეკერის’’ მარკის მძლავრი მანქანები,რომლებსაც არტილერიის გადასაზიდად იყენებდნენ.მხოლოდ „სტუდებეკერებზე ‘’ მონტაჟდებოდა ზალპური ცეცხლის სისტემა „ბე -ემ-13’’ -იგივე „კატიუშა’’

 

ჯამში დახმარებამ(კრედიტმა) შეადგინა 48 მილიარდ დოლარზე მეტი .

 

 

·        ომში მონაწილე ქვეყნებს შორის ადამიანთა ყველაზე დიდი დანაკარგი საბჭოთა კავშირს ჰქონდა 26 მილიონი ადამიანი

·        გერმანიას ადამიანთა დანაკარგი საბჭოთაზე ორნახევარჯერ ნაკლები ჰქონდა.

 

          ქართველები მე-2 მსოფლიო ომში

 

·        ომის დროს საქართველოდან გაიწვიეს ნახევარ მილიონზე მეტი კაცი

·        მათგან 200 ათასამდე დაიღუპა ან უგზო-უკვლოდ დაიკარგა.

·        100 ათასამდე ხეიბარი დაბრუნდა

·        ომის დროს საქართველოს სოციალისტური რესპუბლიკის ეკონომიკა სამხედრო რელსებზე გადავიდა.

·        თბილისში გაიხსნა ქ. ტაგანროგიდან ევაკუირებული საავიაციო ქარხანა,რომელიც ავიაგამანადგურებლებს უშვებდა

·        საქართველოს თავი შეაფარა აუარებელმა ლტოლვილმა და დაჭრილმა სსრკ-ს დასავლეთ რეგიონებიდან.

·        ომის პერიოდში შეიქმნა რამდენიმე ქართული დივიზია.

·        224-ე ქართული დივიზია მონაწილეობდა  ბრძოლებში ყირიმში და თითქმის მთლიანად დაიღუპა(ქერჩის  კატაკომბებში -გაიგე მეტი)

·        242-ე 392-ე და 414-ე ქართული დივიზიები კავკასიის დასაცავად იბრძოდნენ(გაიგე მეტი კავკასიის დაცვაზე)

·        ქართველები ასევე იგზავნებოდნენ სხვა საჯარისო ნაწილებში,აქტიურად მონაწილეობდნენ  პარტიზანულ ომში.

·        ომთან დაკავშირებით გაიყო პოზიციები ქართულ ემიგრაციაში

·        ეროვნულ-დემოკრატებმა გერმანიას დაუჭირეს მხარი.(!)

·        გერმანიის მხარეზე იბრძოდა ქართველებისგან შედგენილი რამდენიმე სამხედრო შენაერთიც(!)

·        სოციალ-დემოკრატებმა ნეიტრალური პოზიცია დაიკავეს,ხოლო საფრანგეთის ოკუპაციის დროს მათ უარი თქვეს გერმანელებთან თანამშრომლობაზე.

 

Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პოეტის და პოეზიის დანიშნულება ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის შემოქმედებაში

"კაცია ადამიანი ?!"-ილიას რეალისტური ნაწარმოები