საზოგადოებრივი მოძრაობები დასავლეთის ქვეყნებში მე-20 საუკუნის 60-70 წლებში
რა არის „მასების საზოგადოება’’ ? · ინდუსტრიალიზაციისა და ზოგადად,მოდერნიზაციის ზეგავლენით,მე-20 საუკუნეში ინტენსიური გახდა მე-19 საუკუნის უკანასკნელ ათწლეულებში დაწყებული ე.წ. „მასების საზოგადოების’’ ჩამოყალიბების პროცესი. ·
„მასები’’ ანუ სოციალურად დათრგუნული საზოგადოების ქვედა ფენები,
ქალები,შავკანიანები და ა.შ. -მე-20 საუკუნეში აქტიურად ერთვებიან პოლიტიკურ
ცხოვრებაში,იწყებენ ბრძოლას ინდივიდუალურ თავისუფლებათა,სოციალური
დაცულობის თუ თანასწორუფლებიანობის მოსაპოვებლად; ·
„მასების საზოგადოების’’
განვითარებისათვის განმსაზღვრელია ის,რომ ამა თუ იმ უფლებებსა და სოციალურ გარანტიებს მოკლებული
საზოგადოებრივი ჯგუფების წარმომადგენლები ბრძოლას
წარმართავენ არა ინდივიდუალურად,არამედ,“მასობრივად’’,ერთიანდებიან
პოლიტიკურ
და საზოგადოებრივ კავშირებში,ისეთებში როგორებიცაა პოლიტიკური პარტიები
თუ პროფკავშირები; · საზოგადოების განვითარების ამ სტადიას ზოგჯერ“ორგანიზებულ მოდრნსაც’’ უწოდებენ; ხ · დასავლეთში მასების ბრძოლა,მართალია სხვადასხვა დროს,მაგრამ უკლებლივ ყველგან,გამარჯვებით დასრულდა. ხ · საყოველთაო თანასწორობის დამყარება და სამართლებრივი სახელმწიფოს შექმნა დასავლეთის ცივილიზაციურ სივრცეში,განხორციელებად ამოცანად წარმოჩნდა; ხ · მასების საზოგადოებრივად და პოლიტიკურად გააქტიურებას მნიშვნელოვან ეკონომიკურ ძვრებთან ერთად(მაგ. მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი) სახელმწიფოს საპასუხო გააქტიურება მოჰყვა; · შედეგად დასავლეთში ყალიბდება „ინტერვენციული და სოციალური ‘’ სახელმწიფო. · მე-20 საუკუნეში სახელმწიფო იძულებული ხდება განსაკუთრებით ინტენსიურად ჩაერიოს სოციალურ-პოლიტიკური და ეკონომიკური პროცესების მართვაში;იტვირთოს საკუთარი მოქალაქეების კეთილდღეობაზე ზრუნვისა და მათი სოციალური დაცვის ვალდებულება. ხ · „მასების საზოგადოების“ განვითარებასთან ერთად,მე-20 საუკუნეში ყალიბდება და ვითარდება ახალი ტიპის საზოგადოებისთვის დამახასიათებელი სოციალური,პოლიტიკური და კულტურული ორგანიზებისა და მონაწილეობის ფორმები,როგორიცაა: ა) მასობრივი მოხმარება ბ) მასობრივი კომუნიკაცია(მათ შორის-მას მედია), გ)მასობრივი პოლიტიკა დ)მასობრივი კულტურა ხ · თავდაპირველად მოდერნიზაცია წმინდა დასავლური მოვლენა იყო. · კომუნიკაციის საშუალებათა რევოლუციური განვითარების წყალობით(სატრანსპორტო საშუალებების: ავტომობილიდან-თვითმფრინავამდე და ინფორმაციის გავრცელების ელექტრონული საშუალებების:ტელეგრაფიდან -ინტერნეტამდე) მოდერნიზაცია სხვადასხვა დროს ,სხვადასხვა ხარისხით მსოფლიოს ყველა მხარეში გავრცელდა და დამკვიდრდა. ხ · საზოგადოების განვითარების ამ ეტაპს“ინფორმაციულ საზოგადოებასაც ‘’ უწოდებენ. |
სამეცნიერო-ტექნიკური
პროგრესი. მე-2 ინდუსტრიული რევოლუცია
მასობრივი სამომხმარებლო
საზოგადოება. ·
მე-19 საუკუნის უკანასკნელ ათწლეულებში ინდუსტრიალიზაციის
პროცესი ევროპასა და შეერთებულ შტატებში მე-2 ფაზაში შევიდა,რაც დაკავშირებული იყო
ენერგიის ახალი წყაროების აღმოჩენასა(უპირველეს ყოვლისა ელექტროენერგიის) და,ზოგადად,საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა
მიღწევების შედეგად შექმნილი ტექნიკის დანერგვასთან ინდუსტრიულ
წარმოებაში. ·
დასრულდა
ორთქლის მანქანის ეპოქა მრეწველობაში; ·
მე-20 საუკუნის დასაწყისში ახალი რევოლუციური ტექნოლოგიის -კონვეირის ამოქმედებამ შესაძლებელი გახადა მეტი პროდუქციის წარმოება(ნახე ჩარლი ჩაპლინის ფილმი“Modern
Times’’) და მისი გაიაფება,შესაბამისად,ნაწარმი ხელმისაწვდომი გახდა ფართო
მასებისათვის. ხ ·
გარდატეხას სამეწარმოო
პროცესში სოციალური ძვრები,კერძოდ,მასობრივი
სამომხმარებლო საზოგადოების
ჩამოყალიბება მოჰყვა; ·
ამ თვალსაზრისით პირველობა ინდუსტრიულ ქვეყნებს შორის
აშშ-ს ეკუთვნის; ·
პირველად სწორედ ამერიკელთა ყოფაში ჩნდება სამეცნიერო-ტექნიკური
პროგრესის მიღწევათა წარმოებაში დანერგვის „სიკეთეები’’,როგორიცაა ელექტროხელსაწყოები-მტვერსასრუტი,უთო, მაცივარი და სხვ. ხ ·
მე-20 საუკუნის 20-იან წლებში-ათწლეულში,რომელსაც
აშშ-ის ისტორიაში „აყვავების ხანა’’ ეწოდება,შეერთებული შტატები მასობრივი „სამომხმარებლო
ციებ-ცხელებით’’ იყო შეპყრობილი. ხ ·
კონვეირული სისტემის
წარმატების მაგალითად ყველაზე ხშირად ჰენრი ფორდის“თ-ფორდის’’ მაგალითი მოჰყავთ. ·
1909-1927 წლების განმავლობაში ფორდის ქარხანამ
15 მილიონი ასეთი მანქანა გამოუშვა(ამ მოდელს ამერიკელებმა მოფერებით“თუნუქის ლიზი’’
შეარქვეს),“თ-ფორდი’’ კაცობრიობის ისტორიაში პირველ მასობრივ ავტომობილად იქცა. ·
1929 წელს ყოველი მე-5 ამერიკელი ავტომობილის
მფლობელი გახდა; ხ ·
სამომხმარებლო
ციებ-ცხელებას „ახურებდა“ კიდევ ერთი ტექნიკური და მასმედიის სიახლე-რადიოს
საშუალებით გავრცელებული საქონლის რეკლამა. ხ ·
მაგრამ სამეცნიერო-ტექნიკური მიღწევების მრეწველობაში
დანერგვას მე-19 -ის ბოლოსა და მე-20 საუკუნის დასაწყისში თავისი „ბნელი მხარეც
‘’ ჰქონდა,კერძოდ,ამ მიღწევების გამოყენება სამხედრო მრეწველობაში; ·
მაგ. ამ პერიოდში სწრაფად განვითარებადი ქიმიური მრეწველობის
„წარმატების’’ შედეგი იყო „მასობრივი განადგურების’’ იარაღის-მომწამვლელი გაზის შექმნაც,რომელიც პირველად გამოიყენეს გერმანელებმა 1 მსოფლიო
ომში. |
მასების საზოგადოება და მასობრივი
კულტურა ·
1900 წელს ერთ-ერთმა ევროპულმა ილუსტრირებულმა გაზეთმა
მიმართა მკითხველებს გასული საუკუნის შეფასების თხოვნით,რომელსაც ათასობით ადამიანი
გამოეხმაურა. ·
უმეტესობამ მე-19 საუკუნეს „აღმოჩენების საუკუნე’’ უწოდა,ხოლო
კაცობრიობის წინაშე ყველაზე დიდ დამსახურებად ანტისეპტიკურ
საშუალებათა აღმოჩენა დაასახელა. ·
საზოგადოების ფართო მასები
სამეცნიერო-ტექნიკური წინსვლისადმი,უპირველეს ყოვლისა,სამომხმარებლო
ინტერესს ავლენენ. ·
სამეცნიერო-ტექნიკურმა პროგრესმა
რევოლუციურად შეცვალა არა მხოლოდ ადამიანების ყოფა,არამედ საზოგადოების კულტურა; ·
მე-20 საუკუნის პირველ ათწლეულებში დასავლეთის ქვეყნებში
ყალიბდება ახალი „მასობრივი
კულტურა’’. ·
მასობრივი კულტურაც აშშ-ში იშვა. ·
მასობრივი კულტურის მთავარ მახასიათებლად,როგორც წესი,კინოს გამოარჩევენ
ხოლმე; ·
მე-20 ს-ის პირველ ათწლეულებში კინოფილმი მკვიდრდება,როგორც
მანამდე არნახულად პოპულარული მასმედიის,გართობისა და დასვენების
საშუალება. ·
კინო მასობრივ
სანახაობად იქცა. ·
კინოთეატრის გარემო ბურჟუაზიულ დრამატულ თუ საოპერო
თატრებთან შედარებით გაცილებით უფრო „დემოკრატიული“,საზოგადოების დაბალი ფენებისთვის ხელმისაწვდომი იყო. ·
ამასთანავე,კინო
მსხვილ ინდუსტრიად ჩამოყალიბდა,რომლის ყველაზე მეტყველი მაგალითიც ჰოლივუდია- ე.წ. „ოცნებათა ფაბრიკა’’. კინო,როგორც ძლიერი ზემოქმედების ძალის მასობრივი
მედიუმი,მე-20 საუკუნის 20-30-იან წლებში გამოიყენებოდა ტოტალიტარული რეჟიმების მიერ
პოლიტიკური პროპაგანდის ინსტრუმენტად. |
კომფორტი მაგრამ რა
ფასად ? ·
მე-20 საუკუნის მე-2 ნახევრიდან მოყოლებული დაჩქარდა სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესი
და პარალელურად შეიქმნა მასობრივი ინფორმაციის ახალი საშუალებებიც(ტელევიზია,ინტერნეტი) ხ ·
გაირკვა,რომ ომსაც შესძლებია პროგრესის მოტანა. ·
სამხედრო ტექნიკის(რადარი,რაკეტები,ატომური იარაღი
და სხვ.) სრულყოფამ მე-2 მსოფლიო ომის დროს,მშვიდობიან ხანაში თანამედროვე სამეცნიერო-ტექნიკური
დარგების-ელექტრონიკის,ატომური ენერგეტიკის,კოსმონავტიკისა
და სხვ. განვითარების საფუძველი მოამზადა. ხ ·
მაგრამ,სამეცნიერო-ტექნიკურმა პროგრესმა,უკეთესი მომავლის
იმედთან ერთად ,ცივილიზაციის მოსპობის შიშიც აღძრა. ·
ბირთვული იარაღის არსებობა და ინდუსტრიალიზაციით გამოწვეული ეკოლოგიური პრობლემები შიშს იწვევს; ხ ·
სამეცნიერო ტექნიკურ რევოლუციისა და დემოკრატიული
მთავრობების თვისებრივად ახალი სოციალური პოლიტიკის წყალობით,მე-20 საუკუნის მიწურულისათვის
ცხოვრების დონე მსოფლიოს განვითარებულ ინდუსტრიულ ქვეყნებში
იმდენად გაუმჯობესდა,რომ ძნელია შეადარო საუკუნის დასაწყისისას. ·
მაგრამ სწორედ დასავლეთის განვითარებულ ქვეყნებში
გამოჩნდნენ თანამედროვე ინდუსტრიული საზოგადოების კრიტიკოსები. ·
მათი აზრით,მართალია,ინდუსტრიალიზაციამ მისცა ადამიანის კომფორტი,მაგრამ
რა ფასად ? ·
ინდუსტრალიზაციამ,წარმოების მექანიზაციამ და სტანდარტიზაციამ
საზოგადოების დეჰუმანიზაცია
გამოიწვია,დაითრგუნა ინდივიდუალობა,წარმოების სტანდარტიზაციას
მოჰყვა ყოფის გაერთგვაროვნება. ·
თანამედროვე „მომხმარებელთა საზოგადოების“ საშუალო
სტატისტიკური მოქალაქე მოიხმარს სტანდარტულ ტანისამოსს,სტანდარტულ საკვებ პროდუქტებს,ასევე „მასობრივ
კულტურას’’-ინდუსტრიული საზოგადოების კიდევ ერთ სტანდარტულ ნაყოფს. ·
საშუალო მოქალაქის „კულტურული კონტაქტის’’ ძირითადი
საშუალება ტელევიზიაა; ·
მასობრივი ინფორმაციის ეს საშუალება კი მას „მასობრივ კულტურას’’ ახვევს თავს. ·
ამდენად,ინდუსტრიული საზოგადოების წევრთა კეთილდღეობა და თავისუფლება
მოჩვენებითია.(!) ·
მათ უმრავლესობას გამომუშავებული ხელფასი მხოლოდ და
მხოლოდ საკუთარი სამუშაო ძალის რაბილიტაციაზე(აღდგენა-განახლებაზე) ეხარჯება ·
ინდუსტრიული საზოგადოების ზოგიერთი სოციალურ-პოლიტიკური
ხასიათის ნაკლით
უკმაყოფილება დასავლეთის ბევრ
ქვეყანაში,60-იანი წლების ბოლოს,ახლგაზრდობის,ინტელექტუალების,მუშების
პროტესტით გამოიხატა. ხ ·
70-იანი წლების წარმოების რეცესიამ(შეკვეცამ) და ახალგაზრდათა
შორის უმუშევრობის ზრდამ გაამძაფრა უკმაყოფილება; ·
ზოგან ეს განწყობილება ძალადობაში
,ტერორიზმში გადაიზარდა. ·
თქვენ დაინახეთ,როგორ ცდილობდნენ სხვადასხვა თაობის
წარმომადგენლები კაცობრიობის დიდი ხნის ოცნებასთან რეალობის დაახლოებას,“მარადიული მშვიდობის’’,“საყოველთაო
კეთილდღეობის’’და „საყოველთაო თანასწორობის’’ დამყარებას. ·
მაგრამ,მათი ზრუნვის მიუხედავად,ბევრი მიზანი მიუღწეველი რჩება. ხ ·
დღესაც არსებობს მშვიდობის დარღვევის საფრთხე მსოფლიოში,ადამიანი ყველგან და ყოველთვის არ არის დაცული უფლებებისა და თავისუფლების
ხელყოფისაგან,სამეცნიერო-ტექნიკური და სოციალური პროგრესის მიუხედავად,კეთილდღეობა არ გამხდარა საყოველთაო,არ დაძლეულა სიღარიბე; ხ ·
21-ე საუკუნის დასაწყისში „უკეთესი ცხოვრების’’ უზრუნველყოფასთან
ერთად,თანამედროვე ადამიანებს მსოფლიოს გადარჩენაზე
,ომებისგან,ბირთვული თუ ეკოლოგიური კატასტროფებისგან ხსნაზე ზრუნვაც უხდებათ(იხ.
„გლობალური პრობლემები’’ მე-11 კლასის გეოგრაფიის წიგნი) |
„საყოველთაო კეთილდღეობის საზოგადოება“ „საყოველთაო
კეთილდღეობის საზოგადოება“-ამ ტერმინით აღინიშნება საზოგადოება,რომელშიც დაძლეულია
შიმშილი და სიღატაკე,როგორც მასობრივი მოვლენა და სადაც სულადობრივი შემოსავალი აშკარად
აჭარბებს საარსებო მინიმუმს. საზოგადოების კეთილდღეობის ხარისხი განისაზღვრება
მის წევრთა მსყიდველობითი უნარით და სამომხმარებლო შესაძლებლობებით,რასაც
უზრუნველყოფს სრული დასაქმება
და სოციალური დაცვა. |
შავკანიანი ამერიკელების ბრძოლა სამოქალაქო
უფლებებისათვის ·
აშშ-ს ისტორიაში მე-20 საუკუნის 60-იანი წლები სამოქალაქო
უფლებებისათვის საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის აქტიური ბრძოლით გამოირჩევა ·
განსაკუთრებიტ გამძაფრდა შავკანიანი ამერიკელების
ბრძოლა თანასწორუფლებიანობისთვის. ·
იგულისხმება ბრძოლა ხმის შეუზღუდავი უფლების მოსაპოვებლად,მიუკერძოებელი
სასამართლო განხილვის,დასაქმების თანაბარი შესაძლებლობის,შრომის და ცხოვრების თანასწორი
პირობების მისაღწევად. ·
მე-2 მსოფლიო ომის შემდეგ,უკეთესი სამუშაოს შოვნის,მეტის
უფლების მიღწევის იმედით,ბევრი შავკანიანი აშშ-ს სამხრეთიდან ჩრდილოეთში გადასახლდა; ·
1940 წლისთვის ქვეყნის სამხრეთში ცხოვრობდა
შავკანიანი მოსახლეობის ¾ ·
1970 წელს მხოლოდ ½ ·
მაგრამ ჩრდილოეთშიც მა მიიღეს „ცუდი სამუშაო’’,რომლითაც
ძნელი იყო თავის,მით უმეტეს,ოჯახის რჩენა და უბადრუკ „ჯურღმულებში’’ ცხოვრება(ზანგთა
გეტოები) ·
სამხრეთში
სეგრეგაციას(ზანგებისა ,ინდელების ლათინოსების
გამოყოფა თეთრკანიანებისაგან, მათთვის საცხოვრებელი რაიონების, სატრანსპორტო ვაგონების, სკოლების, თეატრების, საავადმყოფოებისა და სხვ. განცალკევებით მიჩენა; წარმოადგენს რასობრივი დისკრიმინაციის ერთ-ერთ სახეს.) კანონი ამკვიდრებდა ,ჩრდილეთში კი -ყოფა-ცხოვრება. ·
ანუ,სამხრეთში სეგრეგაცია
არსებობდა იურიდიულად და ფაქტობრივად,ჩრდილოეთში- მხოლოდ ფაქტობრივად. ·
შავკანიანი ამერიკელები
თანასწორუფლებიანობისათვის იბრძოდნენ,როგორც მშვიდობიანი,ასევე ძალისმიერი ხერხებით ·
უმრავლესობამ ამ ბრძოლის
მშვიდობიანი გზა აირჩია.მათი ლიდერი იყო ბაპტისტი
მოძღვარი მარტინ ლუთერ კინგი. ·
1963 წ-ს აპრილში
მარტინ ლუთერ კინგმა და მისმა ორგანიზაციამ „სამხრეთის ქრისტიანული ხელმძღვანელობის კონფერენცია’’ დაიწყო მოქმედება ქ. ბირმინჰემში(ალაბამას
შტატი) ·
დმონსტრანტებს ადგილობრივი
პოლიცია ელექტროხიშტებით,ძაღლებითა და სახანძრო მანქანების შლანგებით შეიარაღებული
დაუპირისპირდა. ·
სამოქალაქო უფლებებისთვის
ბრძოლამ მიიპყრო პრესის,ტელევიზიისა და შესაბამისად საზოგადოების ყურადღება. ·
თეთრებსა და შავებს შორის უთანასწორობა აშშ-ს
ეროვნულ პრობლემად იქცა; ·
თავდაპირველად პრეზიდენტი კენედი არ ჩქარობდა ამ საკითხის
გადაწყვეტას ·
მას სამხრეთელი კონგრესმენების ხმების დაკარგვის
ეშინოდა ·
მოვლენათა განვითარებამ
აიძულა კენედი დაეწყო მოქმედება ·
მაგ.,როდესაც შავკანიანი
ჯეიმს მერედითი არ მიიღეს მისისიპის შტატის უნივერსიტეტში მხოლოდ და მხოლოდ კანის
ფერის გამო,კენედიმ იქ კანონიერების და წესრიგის აღსადგენად ფედერალური ჯარი გაგზავნა. ·
1963 წლის იანვარშიკი,როგორც
იქნა,გადასცა კონგრესს“სამოქალაქო
უფლებათა ბილის’’ კანონპროექტი. ·
კენედის ბილის მხარდასაჭერად,1963 წლის 28 აგვისტოს,სამოქალაქო
უფლებებისთვის მებრძოლებმა მოაწყვეს აშშ-ს ისტორიაში ყველაზე დიდი დემონსტრაცია-
„თავისუფლების მარში’’ ვაშინგტონზე. ·
დედაქალაქშილინკოლნის
მემორიალთან შეიკრიბა სამოქალაქო უფლებების 200 000 შავკანიანი და თეთრკანიანი დამცველი. ·
აქ წარმოთქვა მარტინ ლუთერ კინგმა თავისი ისტორიული სიტყვა „მე ვოცნებობ’’(I
have a dream) ·
კინგი ოცნებობდა ყველა
ღვთისმშობლის,შავისა თუ თეთრის,კათოლიკეს თუ პროტესტანტის ერთობაზე. ·
მაგრამ ვერც ხალხის
ნების ამ გრანდიოზულმა დემონსტრაციამ იმოქმედა კონგრესზე და ვერც ბირმინჰემის ტრაგედიამ:სექტემბერში აფეთქებამ ქალაქის ეკლესიაში 4 შავკანიანი გოგონა
იმსხვერპლა. ·
კენედის ბილის კანონად
ქცევა მხოლოდ მისი მკვლელობის შემდეგ(მოკლეს 1963 წ. 22 ნოემბერი, დალასში(ტეხასის შტატი))
გახდა შესაძლებელი; ·
5 დღის შემდეგ დალასის
ტრაგედიიდან,ახალმა პრეზიდენტმა, ლინდონ
ჯონსონმა შემდეგი სიტყვებით
მიმართა კონგრესს:“ვერც სამგლოვიარო სიტყვით,ვერც ხოტბით ვერ მივაგებთ საკადრის პატივს
გარდაცვლილ პრეზიდენტსისე,როგორც სამოქალაქო უფლებების ბილის მიღებით’’ ·
კონგრესს მაინც საკმაო
დრო დასჭირდა სამხრეთელი კონგრესმენების წინააღმდეგობის დასაძლევად და საბოლოო გადაწყვეტილების
მისაღებად. ·
1964 წ ივნისში სამოქალაქო უფლებათა ბილი მიიღო სენატმა,2
ივლისს კი-წარმომადგენელთა პალატამ. იმავე დღეს ახალ კანონს ხელი მოაწერა პრეზიდენტმა
ჯონსონმა(იხ. სამართალი თავი
ადამიანის უფლებები) ·
1964 წლის კანონი კრძალავდა რასობრივ დისკრიმინაციას საზოგადოებრივ ადგილებში(!),ასევე სამუშაოზე მიღებისას.(!) ·
აშშ-ში 1965 წელს
მიიღეს კანონი საარჩევნო უფლების შესახებ; ·
კანონმა აღჭურვა ფედერალური
მთავრობა უფლებით ჩაეტარებინა ამომრჩეველტა რეგისტრაცია იქ ,სადაც ადგილობრივი მთავრობა
უარს აცხადებდა ამომრჩეველთა რეგისტრაციაზე; ·
ერთი წლის შემდეგ
სამხრეთ შტატებში რეგისტრაცია გაიარა 400 000 -მა შავკანიანმა ამომრჩეველმა;1968
წელს კი-1 მილიონმა ·
აშშ-ში 1968 წლის კანონით
აიკრძალა დისკრიმინაცია ბინის დაქირავებისას.(!) |
შავკანიანი
ექსტრემისტები ·
ახალი კანონები სპობდა რასობრივ
უთანსწორობას სამხრეთში,მაგრამ ბევრს არაფერს აძლევდა ჩრდილოეთში მცხოვრებ შავკანიანებს,ანუ
რაოდენობრივად ქვეყნის შავკანიანი მოსახლეობის ნახევარს. ·
ბევრმამათგანმა დაკარგა კინგის მშვიდობიანი გზით მიზნის
მიღწევის იმედი და გაჰყვა იმათ,ვინც ძალით აპირებდა ფქტობრივი
თანასწორუფლებიანობის მოპოვებას; ·
კინგის ქრისტიანული გზა უარყო
რადიკალური ორგანიზაციის „შავი მუსლიმები’’ ლიდერმა,ყოფილმა
პატიმარმა მალკოლმ იქსმა(Malcolm X,მოკლეს
1965 წ) ·
მან და მისმა ორგანიზაციამ ბრძოლა გამოუცხადეს „ეშმაკებს“,ანუ
თეთრებს. ·
მათი აზრით შავები კი არ უნდა გაერთიანელიყვნენ თეთრებთან
ქრისტიანული ძმობის და სიყვარულის საფუძველზე,როგორც ამას კინგი ქადაგებდა,არამედ
პირიქით,გასცლოდნენ ეშმაკს და შეექმნათ საკუთარი ერი. ·
კიდევ უფრო რადიკალური იყო შავკანიანი სტუდენტების
ლიდერის,სტოკლი კარლ მაიკლის ლოზუნგი „ძალაუფლება შავებს’’(Black
Power) ·
ამ მიზნის მისაღწევად ყველა ხერხი მათთვის მისაღები იყო,გარდა
ბრძოლის მშვიდობიანი მეთოდებისა,რაც მათი
აზრით “ბიძია თომიზმი’’,ანუ მონური აზროვნების ნაყოფი იყო; ·
რადიკალთა
მოქმედებას თან სდევდა ამბოხებები ქალაქების შავკანიანთა გეტოებში. ·
პირველმა ასეთმა ამბოხებამ იფეთქა ლოს-ანჯელესში,1965
წელს. ·
მომდევნო 3 წლის განმავლობაში ამბოხებათა რაოდენობამ
110-ს გადააჭარბა. ·
შავკანიანები წვავდნენ სახლებს,იყო მსხვერპლიც. ·
მარტო დეტროიტში 1967 წელს ერთ-ერთი არეულობის შედეგად
43 ადამიანი დაიღუპა ,5000 კი უსახლკაროდ დარჩა. |
ახალგაზრდობის მოძრაობა. ახალი თაობა.ჰიპები და
„ახალი მემარცხენეები’’. ·
აშშ-ში-60-იანი წლების ახალგაზრდები სრულიად ახალი
ეპოქის შვილები იყვნენ,დაბადებულები მეორე მსოფლიო ომის დროს ან ომის შემდგომი „ბეიბი
ბუმის’’ (Baby Boom) პერიოდში.ისინი კომფორტულ გარემოში იზრდებოდნენ,მათი
მშობლებისგან განსხვავებით,რომლებმაც გამოსცადეს დიდი დეპრესიის დროინდელი გაჭირვება. ·
სამეცნიერო-ტექნიკურმა პროგრესმა და ეკონომიკურმა
წინსვლამ ბევრ ახალგაზრდას უკეთესი ,უფრო ჰარმონიული სამყაროს შექმნის იმედი მისცა. ·
მაგრამ ყოფითმა კეთილდღეწბამ ვერ მოსპო ძალადობა,სისასტიკე,უთანასწორობა,სიღარიბე ·
ახაგაზრდების
იმედგაცრუება გადაიზარდა პროტესტში საზოგადოების,მისი
მორალის,ცხოვრების წესის,უფროსი თაობის მიმართ. ·
ახალი თაობა უსამართლობის,ძალადობისა და სხვა მანკიერებათა
არსებობაში ძველ თაობას,მათი მშობლების მიერ აშენებულ საზოგადოებას ადანაშაულებდა. ·
როგორც თვითონ ახალგაზრდობა,მისი პროტესტის ფორმებიც
არაერთგვაროვანი იყო; ·
·
მაშინ,როდესაც ახალგაზრდების ერთი ნაწილი არ არღვევდა
საზოგადოების მიერ დაწესებულ ნორმებს,ბეჯიტად სწავლობდა და ემზადებოდა დამოუკიდებელი
ცხოვრებისა და კარიერისთვის,მერე ნაწილი ამოვარდა ჩვეული კალაპოტიდან და დაუპირისპირდა
საყოველთაოდ მიღებულ ცხოვრების წესს. ·
ამიტომ მათ „დროფაუტებს’’ უწოდებდნენ.(ინგ. ამოვარდნილს ნიშნავს) ·
„დროფაუტებმა’’ შექმნეს საკუთარი კულტურა, ე.წ. „კონტრკულტურა’’,
ანუ არსებული კულტურის საწინააღმდეგო კულტურა:სოლიდური კოსტიუმების ნაცვლად,მათ ჩაიცვეს
ფართე ჯინსები,ფოჩებიანი,თავისუფალი ტანსაცმელი,მოიზარდეს თმა და წვერი,არ იბანდნენ
ტანს. ·
საკუთარ თავს ისინი „ჰიპებს’’,ან კიდევ „ყვავილების ბავშვებს’’
უწოდებდნენ,საკუთარი ცხოვრების წესს კი ამერიკელი ინდიელების
ბუნებრივ ყოფას ადარებდნენ; ·
ამ ახალგაზრდებისთვის სრული ტავისუფლება წარმოუდგენელი
იყო სექსუალური თავისუფლების,ნარკოტიკების,მძიმე როკის,“ბიტლზისა’’
და „როლინგ სტუნზის’’ მუსიკის გარეშე; ·
კონტრკულტურის შტამბეჭდავ გამოხატულებად იქცა
1669 წელს ვუდსტოკში გამართული როკ-მუსიკის ფესტივალი,რომელსაც 400 000 ადამიანი
ესწრებოდა. ·
ჰიპების პროტესტი დევიზით „სიყვარული და არა ომი’’
გამოკვეთილად მშვიდობიანი იყო,უვნებელი საზოგადოებრივი წყობისთვის და საზიანო მხოლოდ ჰიპების ჯანმრთელობისათვის(!) |
„ახალი მემარცხენეები“ ·
მაგრამ ამერიკელ ახალგაზრდათა ნაწილმა პროტესტის რადიკალურ
ფორმასაც მიმართა. ·
ორგანიზაციაში“სტუდენტები დემოკრატიული
საზოგადოებისათვის’’ გაერთიანებული ახალგაზრდები,ე.წ. „ახალი მემარცხენეები’’,მოუწოდებდნენ
რადიკალური ქმედებისაკენ შეერთებული შტატების საზოგადოებრივი
წყობის შესაცვლელად,მოითხოვდნენ „საკუთრებაზე დამყარებული ძალაუფლების’’
„სიყვარულზე,ინტელექტსა და ემოქმედებაზე დაფუძნებული ძალაუფლებით’’ შეცვლას. მათ სძულდათ „ისთებლიშმენთი’’. ამ კატეგორიას მთავრობასთან
ერთად ისინი საკუთარ მასწავლებლებსაც მიაკუთვნებდნენ (ისთებლიშმენტი-
ამერიკული საზოგადოების პოლიტიკური და ბიზნეს ელიტა,მმართველი ზედაფენა.) ·
„ახალი მემარცხენეებისთვის’’ მიბაძვის ღირსი გმირები
იყვნენ მალკოლმ
იქსი და „კომანდანტე ჩე’’ სტუდენტების ეს ჯგუფი თავს დემოკრატიისთვის მებრძოლად
აცხადებდა,საქმით კი ანარქისტული იყო,ვიდრე დემოკრატიული ხ (ერნესტო ჩე
გევარა- „კომანდანტე ჩე’’(1928-1967) თავგადასავლების მაძიებელი არგენტინელი ექიმი,აშშ-ს
იმპერიალიზმის წინააღმდეგ ბრძოლის იდეით შეპყრობილი კომუნისტი რევოლუციონერი.ესწრაფვოდა
ლათინური ამერიკის,ასევე აზიის და აფრიკის გათავისუფლებას.ფიდელ კასტროს თანამებრძოლო.ბატისტას
რეჟიმის დამხობის შემდეგ კუბის ეროვნული ბანკის დირექტორი.კასტროს მთავრობის ეკონომიკის
მინისტრი(1961-1965),სურდა გამხდარიყო სრულიად ლათინური ამერიკის რევოლუციის ლიდერი,პირადად
ეხელმძღვანელა ბრძოლისათვის.ამ სურვილმა ბოლივიაში ჩაიყვანა,სადაც აშშ-ის „ცენტრალური
სადაზვერვო სამმართველოს’’ აგენტების დახმარებით შეიპყრეს და მოკლეს.) |
„სიტყვის თავისუფლების მოძრაობა ‘’ 1964 წელს ბერკლის
უნივერსიტეტში (კალიფორნია) დაიწყო ე.წ. „სიტყვის თავისუფლების’’
მოძრაობა.ბერკლის სტუდენტებს სხვა სასწავლებლების სტუდენტებმაც მიბაძეს.კოლუმბიის
უნივერსიტეტში(ნიუ-იორკი) სტუდენტებმა დაიკავეს
ადმინისტრაციის შენობა,დაწვეს ერთ-ერთი პროფესორის ნაშრომი და მოითხოვეს საუნივერსიტეტო
საქმეების გადაწყვეტისას ხმის უფლება. |
ქალების მოძრაობა ·
კანის ფერი არ იყო ერთადერთი ნიშანი,რომლის მიხედვითაც
ამერიკის მოქალაქეები განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან უფლებრივად. ·
კიდევ ერთი ასეთი განმასხვავებელი ნიშანი იყო-სქესი; ·
ამიტომ,“სუსტი სქესის’’ წარმომადგელებმაც,რომლებიც
თავს მერეხარისხოვან მოქალაქეებად გრძნობდნენ ,დაიწყეს
ბრძოლა თანასწორუფლებიანობისთვის.(ცუცქია -„თეთრი საყელო“) ·
ამერიკელმა ქალებმა ხმის უფლება მხოლოდ
1920 წელს,კონსტიტუციის მე-19 შსწორებით მიიღეს; ·
საზოგადოებრივი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი სფერო-პოლიტიკა
მამაკაცების სამფლობელო იყო. იქ ქალები არ
დაიშვებოდნენ ·
უთანასწორო იყო აგრეთვე ქალტადა მამაკაცთა შრომის
პირობები; ერთნაირი კვალიფიკაციის შემთხვევაშიც კი,1963 ელის მონაცემებით ქალის ხელფასი მამაკაცის ხელფასის დაახლოებიტ
60%-ს შეადგენდა. ·
ქალების მოძრაობას ბიძგი მისცა მწერალი ქალის- ბეტი ფრიდანის 1963 წელს გამოსულმა წიგნმა
„ქალის საიდუმლო’’. ·
წიგნის წაკიტხვის შემდეგ მილიონობით ქალმა აღმოაჩინა,რომ
მათი ფუნქცია საზოგადოებაში ბავშვის გაჩენით,აღზრდიტ,მამაკაცების,ქმრების მოვლითა
და მომსახურებით შემოიფარგლებოდა. ·
პირველ წარმატებას ამერიკელმა ქალებმა
1964 წელს მიაღწიეს,როცა კონგრესმა სამოქალაქო უფლებების ბილის განხილვისას,შეიტანა
დამატება კანონში,რომელიც კრძალავდა დისკრიმინაციას არა მხოლოდ რასობრივი,არამედ
სქესობრივი ნიშნითაც. ·
1966
წელს შეიქმნა „ქალთა ეროვნული ასოციაცია’’,რომელმაც მთავარ მიზნად „უმნიშვნელოვანეს საზოგადოებრივ
საქმეებში ქალების სრულფასოვანი მონაწილეობის უზრუნველყოფა ‘’ გამოაცხადა. |
Комментарии
Отправить комментарий