მე-19 საუკუნე - მოვლენები,თარიღები

 




 ბურბონების რესტავრაცია საფრანგეთში

 

 

·        ვენის კონგრესზე მიღწეული შეთანხმების შესაბამისად,საფრანგეთში აღდგა „ლეგიტიმური’’ სამეფო საგვარეულოს-ბურბონების მმართველობა,მაგრამ ამჯრად არა აბსოლუტური არამედ კონსტიტუციური მონარქიის სახით

·        მეფე ლუი მე-18-(1814-24) გამოსცა ბრიტანული ნიმუშის მიხედვით შედგენილი  კონსტიტუცია ე.წ.“ქარტია’’(დაიმახსოვრე) ძალაში იყო 1948 წლამდე.

·        „ქარტია’’ ითვალისწინებდა ძალაუფლების დანაწილებას  და წარმომადგენლობითი ორგანოს“ორპალატიან“ სისტემას

·        პარლამენტის ზედა პალატა შედგებოდა მეფის მიერ დანიშნული არისტოკრატებისგან,ქვედა პალატა(წარმომადგენლობითი პალატა) კი არჩევითი იყო.

·        საარჩევნო უფლება მაღალი ცენზით (დადგენილი პირობა.მაგ.ქონებრივი ცენზი ან ასაკობრივი ცენზი)იზღუდებოდა.

·        ამ ცენზის შესაბამისად,28 მილიონიანი ქვეყნის მოქალაქეთაგან ხმის უფლება მხოლოდ ასი ათასს მდიდარ მოქალაქეს ენიჭებოდა;

·        საფრანგეთის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი მოკლებული იყო საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობის შესაძლებლობას.

·        აღმასრულებელი ხელისუფლება(მინისტრები) მხოლოდ მეფის წინაშე იყვნენ ანგარიშვალდებულნი. მხოლოდ მინისტრებს ჰქონდათ კანონპროექტების შემუშავების და პარლამენტში დასამტკიცებლად წარდგენის უფლება.

·        „ქარტიაში“ შენარჩუნდა ნაპოლეონის“სამოქალაქო კოდექსით’’ გათვალისწინებული საზოგადოებრივი ცვლილებები:

ა.კერძო საკუთრების ხელშეუხებლობა

ბკანონის წინაშე თანასწორობა

გ. პიროვნების თავისუფლება

დ.რწმენის თავისუფლება

 

·        რესტავრაციის საწყის ეტაპზე ნაპოლეონის მომხრეები იდევნებოდნენ.დააპატიმრეს 70 000 კაცი. ზოგიერთი გენერალი დახვრიტეს(მათ შორის მიურატი)

·        1820 წ-ს კიდევ უფრო გამკაცრდა საარჩევნო ცენზი მსხვილი მიწათმფლობელი არისტოკრატიის სასარგებლოდ.

·        მაგრამ პარლამენტში უმრავლესობა ლიბერალებს ჰქონდათ.

·        1824-30 წლებში ტახტი ლუი მე-18-ს ძმამ შარლ მე-10-მ დაიკავა.მისი გამეფებით რესტავრაციის პროცესი უკიდურესად კონსერვატორული მიმარტულებით წარიმართა. შარლ მე-10 (1814-დან ) ხელმძღანელობდა ნაციონალურ გვარდიას.ლუი მე-18-ის მეფობის პერიოდში ის ე.წ. „ულტრათა’’ (უკიდურესი კონსერვატორები) პარტიის ლიდერი იყო.“ულტრა“-ს   „ქარტია’’ ზედმეტად ლიბერალურად ეჩვენებოდა.შარლ მე-10 ტახტზე ავიდა იმ განზრახვით,რომ განეხორციელებინა ძველი რეჟიმის:ჭეშმარიტი“ რესტავრაცია.შარლ მე-10-მ საგანგებო კანონით 1825 წ ე.წ „მილიარდი ემიგრანტის „ კანონი) ერთი მილიარდი ფრანკი გაიღო ემიგრაციიდან დაბრუნებული არისტოკრატიისთვის რევოლუციის დროს ჩამორთმეული ქონების საკომპენსაციოდ;აღადგინა ეკლესიის გავლენა საერო დაწესებულებებზე,სკოლაზე,უნივერსიტეტებზე.მისი მეფობის პერიოდში პარიზის უნივერსიტეტი არქიეპისკოპოსს დაექვემდებარა,სკოლები კი ადგილობრივ ეპისკოპოსებს.საეკლესიო სიმბოლიკის ხელყოფისათვის სიკვდილით დასჯა დაწესდა.

                                   1830 წლის ივლისის რევოლუცია და „ივლისის მონარქია“

 

·        შარლ მე-10-ის ულტრაკოსერვატორულმა საშინაო პოლიტიკამ ლიბერალური ჯგუფების პროტესტი გამოიწვია

·        1830 წ მარტში წარმომადგენელთა პალატამ მთავრობის გადადგომა მოითხოვა

·        მეფემ საპასუხოდ დაითხოვა პარლამენტის ეს ქვედა პალატა და ახალი არჩევნები გამოაცხადა;

·        პალატაში აბსოლუტური უმრავლესობა ისევ ლიბერალებმა მოიპოვეს

·        მეფემ 4 ბრძანება გამოსცა.ა. გაუქმდა პრესის თავისუფლება .  ბ.ქვედა პალატა კვლავ გააუქმა  გ.განისაზღვრა ახალი არჩევნების თარიღი და დ.შეიცვალა საარჩევნო კანონი ისე რომ ამომრჩეველთა რაოდენობა ¾-ით შემცირდა;

·        ამ ბრძანებებს მოჰყვა საპროტესტო გამოსვლები და ქუჩებში ბარიკადების აღმართვა.28 ივლისს ქუჩის ბრძოლები დაიწყო.ბარიკადებზე აღმართეს აკრძალული სამფეროვანი დროშები.ჩასახშობად გამოყვანილი ჯარის ნაწილი რევოლუციონერთა მხარეზე გადავიდა.

·        3 დღის შემდეგ მეფე იძულებული გახდა ოთხივე ბრძანება უკან წაეღო.ამ დღეებს 26დან-31 მაისი ჩათვლით ფრანგები „სახელოვან სამ დღეს უწოდებენ’’ (იხ.წყარო 1 მე-12 კლ გვ.29)

·        .წრმომადგენელთა პალატამ მეფის ტახტი ორლენის ჰერცოგ ლუი ფილიპს შესთავაზა.შრლ მე-10 შოტლანდიაში გაიქცა

·        გამარჯვებულმა ლიბერალებმა ახალი მეფის ტახტზე ასვლის შემდეგ შეცვალეს კონსტიტუცია.შეცვალეს მეფის ტიტული.შეცვალეს დროშა(დააბრუნეს სამფეროვანი დროშა).ახალი კონსტიტუციით მთავრობა მეფის ნაცვლად პარლამენტის წინაშე ხდებოდა ანგარიშვალდებული.ტახტზე ასვლამდე ლუი -ფილიპმა ფიცი დადო ამ კონსტიტუციაზე.ლუი-ფილიპის მეფობას(1830-1848) ბურჟუაზიული მონარქია ეწოდება,ხოლ თავად მას „მეფე-ბურჟუა’’.

·        1831 წ. შეიცვალა საარჩევნო კანონი და ამომრჩეველტა რიცხვი 200000 კაცამდე გაიზარდა.ძირითადად მესაკუთრეთა ხარჯზე

·        სულ მალე მსხვილმა ბურჟუებმა გამოდევნეს არისტოკრატები საზოგადოების მმართველი ელიტის პოზიციებიდან.

·        არ შეცვლილა გლეხების,წვრილი ბურჟუების და მუშების პოლიტიკური და სოციალური მდგომარეობა

·        1831 წ. ქალაქ ლიონში საპროტესო გამოსვლები მოაწყვეს აბრეშუმის ქარხნის მუშებმა.მათ დღე-ღამეში 18 საათი უწევდათ მუშაობა.გამოსვლები მოჰყვა ხელფასების შემცირებას;ლიონის მუშათა გამოსცლა არმიის გამოყენებიტ ჩაახშეს.

·        1834 წ ლიონში კვლავ დაიწყო მუშათა გამოსვლები.ამჯერად მათ პარიზში და სხვა ქალაქებშიც დაუჭირეს

·  სულ უფრო დიდი მასა გამოდიოდა სარჩევნო სისტემის რადიკალური ცვლილების მოთხოვნით.

პროტესტანტებისთვის სამაგალითო ფიგურად ნაპოლეონ 1 იქცა

·  საფრანგეტის მოსახლეობაში“ბონაპარტისტული“ განწყობების გაძლიერების საპასუხოდ და ხალხის გულის მოსაგებად,ლუი-ფილიპმა წმინდა ელენეს კუნძულიდან ნაპოლეონის ნეშტის გადმოსვენება ბრძანა. 1840 წ.-ს იმერატორის კუბო პარიზში ინვალიდების სასახლეში დაასვენეს

·  „ბონაპარტისტული“ განწყობების ზრდით ისარგებლა ნაპოლეონ 1-ის ძმისშვილმა ლუი-ნაპოლეონ ბონაპარტმა.ორჯერ სცადა სახელმწიფო გადატრიალების გზით ძალაუფლების მოპოვება.1836 და 1840 წ-ში.ორივე მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა.

·  ლუი-ნაპოლეონს სამუდამო პატიმრობა მიესაჯა.

·  განაჩენი ვერ აღსრულდა.ლუი-ნაპოლეონი ინგლისში გაიქცა.

 

 

 

დადებითი ფაქტორები,რომლებიც საქართველოს რუსეთის იმპერიაში შესვლამ მოუტანა:

 

ა.ქართული მიწების მნიშვნელოვანი ნაწილის შემოერთება(რუსეთის მიერ ოსმალეთთან და ირანთან წარმოებული ომების შედეგად)

ბ.კავშირების აღდგენა და გამყარება ყოფილ ქართულ სამეფო-სამთავროებს შორის(ანუ საქართველოს გაერთიანება)

გ.საბოლოოდ მოისპო  სამხრეთიდან მუსულმანური საფრთხე.

დ.ქართულ საზოგადოებას მიეცა რუსულის ევროპულ კულტურას ნაზიარებ წრეებთან მჭიდრო-კავშირის დამყარების საშუალება

ე.დაინერგა განათლების სისტემა

ვ.შეიქმნა პირობები კულტურის განვითარებისთვის

ზ.რუსეთის გავლით საქართველოს მიეცა ევროპასთან მჭიდრო კავშირის დამყარების,ევროპული კულტურისა თუ პოლიტიკური ნააზრევის გაცნობის და ათვისების საშუალება.

 

შენიშვნა: აი,რატომ ამბობდნენ მაშინ საქართველოში „ოქროს ჯაჭვი სჯობს თავისუფლებასო’’ და ემსახურებოდნენ რუსულ იმპერიას

 

                  1832 წლის შეთქმულება

 

·        1825 წ-ს რუსეთში წარუმატებლად დასრულდა ე.წ.“დეკაბრისტების’’ ამბოხი,რომლის მიზანს მონარქიის გაუქმება და რესპუბლიკის დაფუძნება წარმოადგენდა.(ა.განგებიძე;მ. ბარათაშვილი-ქართველი დეკაბრისტები)

·        დეკაბრისტთა ნაწილი სამხრეთ კავკასიაში(„თბილ ციმბირში’’) გადმოასახლეს.

·        თბილისში მათ ურთიერთობა ჰქონდათ ქართულ განათლებულ საზოგადოებასთან(ალ.ჭავჭავაძე;გ.ერისთავი;ს.დოდაშვილი და სხვ.)

·        დეკაბრისტთაა აჯანყების გარდა ქართველ პატრიოტებზე დიდი გავლენა მოახდინა საფრანგეთის 1830 წლის საფრანგეთის რევოლუციამ(„სახელოვანი სამი დღე’’  და მეფე ბურჟუა)

·        მათზე ასევე დიდი გავლენა მოახდინა 1830-31 წლების პოლონეთის აჯანყებამ;

·        ამ დროისათვის ქართულად ითარგმნებოდა მოწინავე ევროპული და რუსი მოაზროვნეების თხზულებები.

·        ევროპული განმანათლებლობის იდეოლოგია საფუძვლად დაედო ქართულ ეროვნულ და სოციალურ მოძრაობას;

·        ქართულ ინტელექტუალურ წრეებში გამოიკვეთა აზრი რუსული მმართველობის წინააღმდეგ აჯანყების მოწყობის აუცილებლობის შესახებ.

·        მე-19 საუკუნის 20-იანი წლების მიწურულს ქართულ თავადაზნაურობაში სამი დაჯგუფება გამოიყო;

·        ერთნი ნაადრევად მიიჩნევდნენ რუსეთისგან გამოყოფას და დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს შექმნას,რადგან ფიქრობდნენ,რომ კვლავ არსებობდა საფრთხე თურქეტისა და ირანის მხრიდან.ამ ჯგუფში შედიოდნენ: ი.აფხაზი,ალ.ჭავჭავაძე და სხვები.

·        მე-2 ჯგუფის(ს.დოდაშვილი გრ. ორბელიანი და სხვები) შეხედულებით უკვე არსებობდა ყველა პირობა საქართველოს დამოუკიდებლობის აღსადგენად და საჭირო იყო ბრძოლის დაწყება განთავისუფლებისათვის.

·        მე-3 ჯგუფის აზრით კი,საჭირო იყო 1783 წლის ტრაქტატის პირობების აღდგენა;

·        ამ ჯგუფებში გამორჩეული ფიგურა იყო სოლომონ დოდაშვილი.მას განათლება სანკტ-პეტერბურგის უნივერსიტეტში ჰქონდა მიღებული.უნივერსიტეტში ყოფნის დროსმან გამოსცა“ფილოსოფიის კუსის“ პირველი ნაწილი.“ლოგიკა’’,რომელსაც ფართო გამოძახილი ჰქონდა რუსულ განათლებულ წრეებში;

·        სამშობლოში დაბრუნების შემდეგ სოლომონ დოდაშვილი ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას;

·        იყო გაზეთ „თბილისის უწყებანის’’ ქართულენოვანი ნაწილის რედაქტორი;

·        დაარსა „სალიტერატურონი ნაწილნი თბილისის უწყებატანი’’,რომელშიც იბეჭდებოდა სატაიები ქართული ენისა და ლიტერატურის,ისტორიის შესახებ;

·        უმკაცრესი ცენზურის მიუხედავად მაინც ხერხდებოდა პატრიოტული იდეების პროპაგანდა;

·        სოლომონ დოდაშვილი,თანამოაზრეებთან ერთად საჭიროდ მიიჩნევდა არა მონარქიის აღდგენას საქართველოში არამედ რესპუბლიკის შექმნას;

 

·        ქართველი უფლისწულები,ოქროპირი და დიმიტრი,რომლებიც იმ ხანებში სანკტ-პეტერბურგში ცხოვრობდნენ,ფიქრობდნენ საქართველოში კონსტიტუციური მონარქიის აღდგენას;

·        1829-30 წლებში შეთქმულების ცენტრმა სანკტ-პეტერბურგიდან თბილისში გადმოინაცვლა,შეთქმულებმა კი მომზადება დაიწყეს.ისინი იმედოვნებდნენ,რომ რუსეთის წინააღმდეგ მთელი სამხრეთ კავკასია აღდგებოდა;

·        1831 წლის სექტემბერში პოლონეთის აჯანყების ჩახშობის შემდეგ შეთქმულთა ნაწილი დაარწმუნა აჯანყების მოწყობია ამაოებაში;

·        მეორე ნაწილმა კი გადაწყვიტა გაეგრძელებინა ბრძოლა;

·        საბოლოოდ შეთქმულება გასცეს და 38 შეთქმული დააპატიმრეს;მრავალი მათგანი რუსეთის შორეულ პროვინციებში გადაასახლეს.

·        სოლომონ დოდაშვილი ვიატკაში გადაასახლეს და ცხოვრების ბოლომდე აუკრძალეს სამშობლოში დაბრუნება;

·        1832 წლის შეთქმულებას არც ერთიანი პროგრამა,არც ჩამოყალიბებული სამოქმედო გეგმა და არც ფართო სოციალური დასაყრდენი არ ჰქონდათ.ამდენად,მათი გამარჯვება თავიდანვე სათუო იყო;

·        შეფასება: 1832 წლის შეთქმულებამ,წარუმატებლობის მიუხედავად, დიდწილად მისცა მიმართულება შემდგომ-ეროვნულ განმათავისუფლებელ მოძრაობას საქართველოში.

 

 

 რუსეთის პოლიტიკა საქართველოში მე-19 საუკუნის შუა ხანებში

 

·        ცარისსტული რეჟიმის გეგმით საქართველო უნდა გამხდარიყო საყრდენი პუნქტი რუსეთის ექსპანსიისთვის ახლო აღმოსავლეთში.

·        მიზნის განხორციელებას რუსეთის მთავრობა იმედოვნებდა რეგიონის რუსიფიკაციით.

·        ამ პოლიტიკის ერთ-ერთი შემადგენელი იყო   არაადგილობრივი მოსახლეობის ჩასახლება ქვეყანაში;

·        1817-19 წლებში ძირითადად საქართველოს ტერიტორიაზე დაასახლეს 500 გერმანული ოჯახი;(იხ. გერმანელები საქართველოში)

 

·        მე-19 საუკუნის პირველი მესამედის ომების შედეგად საქართველოს სამხრეთ-აღმოსავლეთი სასაზღვრო ზოლი დაიცალა მოსახლეობისგან;

 

·        1828-29 წლების რუსეთ-ოსმალეთის  ომს საქართველოს სამცხის მუსლიმური მოსახლეობის ნაწილის ოსმალეთში გადასახლება,ხოლო იქიდან სომხებისა და ბერძბნების ჩამოსახლება მოჰყვა;

 

 

·        1837 წლიდან  საქართველოში მკვეთრად იზრდება რუს ემიგრანტთა რიცხვი.პენსიაზე გასული სამხედროების გარდა,აქ სახლდებოდნენ რუსული ეკლესიის მიერ დევნილი სექტების წარმომადგენლები-დუხობორები,მალაკნები

·        20-30-იან წლებში მეფის მთავრობამ სამხრეთ კავკასიის მიმართ საკუთარი ეკონომიკური პოლიტიკა ჩამოაყალიბა.

·        საქართველო და სამხრეთ კავკასია უნდა გამხდარიყო რუსული სამრეწველო საქონლის გასაღების ბაზარი.

·        ამიტომ არ ხდებოდა ინდუსტრილიზაციის ხელშეწყობა.ნებადართული იყო მხოლოდ სოფლის მეურნეობის იმ დარგების განვითარება,რომლებიც ნედლეულით ამარაგებდა რუსეთის მრეწველობას;

·        1840 წელს მოხდა ტერიტორიის ახალი ადმინისტრაციული დაყოფა;(შეადარე არაბების დაყოფა)

·        რეგიონი ორ ნაწილად გაიყო.საქართველო-იმერეთის გუბერნიაში შედიოდა სომხეთი და აზერბაიჯანის ნაწილი;

·        კასპიის პროვინცია აზერბაიჯანის დანარჩენ ტერიტორიას მოიცავდა;

·        რეფორმის შემდეგ ჩამოყალიბდა რუსული პროვინციების მსგავსი ადმინისტრაციული მოწყობა;

·        შენიშვნა: 40-ანი წლების ადმინისტრაციული რეფორმის მიზანი იყო მმართველობიდან ადგილობრივი ელემენტის გამოდევნა და მისი ჩანაცვლება რუსული ელემენტით(რუსი მოხელეებით)

·        1845 წ-ს კავკასიაში შემოიღეს რუსეთის მეფის ნაცვლის თანამდებობა;

·        მეფის ნაცვალი უშუალოდ მეფეს ემორჩილებოდა და საქართველოსა და კავკასიის მმართველობაში შეუზღუდავი უფლებებით სარგებლობდა;

·        რუსეთის მეფისნაცვალი მიხეილ ვორონცოვი 1844-1854 წ.საქართველოში მოქნილ პოლიტიკას ატარებდა.

·        მისი მმართველობის დროს აღდგა ქართული თეატრი,გაიხსნა საჯარო ბიბლიოთეკა,დაარსდა გაზეთი, და ა.შ.

·        ქართველი თავადაზნაურების შვილები,რუსულის ათვისების მიზნით,იგზავნებოდნენ სასწავლებლად მოსკოვსა და პეტერბურგში

·        30 000 პირს დაუმტკიცდა თავადაზნაურული წოდება და მიიღო შესაბამისი პრივილეგიები,რაც დიდად უწყობდა ხელს მათი ლოიალობის გამტკიცებას რუსული სახელმწიფოსადმი;

(შეადარე: დღევანდელი პოლიტიკა ჩრდილოეთ კავკასიაში რუსეთის)

 

ეროვნულ -გამატავისუფლებელი მოძრაობების ხასიათი მე-19 საუკუნის მსოფლიოში

 

·        მე-19 საუკუნის დასაწყისიდან  ევროპაში ფართოდ გაიალა ბრძოლა ეროვნული დამოუკიდებლობისთვის;

 

·        ამ მოძრაობებზე დიდი გავლენა მოახდინა საფრანგეთის დიდი რევოლუციის თავისუფლების და პატრიოტიზმის სულისკვეთებამ.

 

·        ეს სულისკვეთება თანდათან ვრცელდებოდა ევროპაში ნაპოლეონის დაპყრობითი ომების დროს;

 

 

·        ფრანგული მაგალითი მისაბაძი აღმოჩნდა სხვა ერებისთვისაც;

მათში იღვიძებს ნაციონალიზმი,ეროვნული თვითშეგნება,ანუ ერთიანი ეროვნული დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნის სურვილი;

 

·        ნაციონალიზმის-დედააარსი იყო და არის ის,რომ ერი ანუ ნაცია საზოგადოების ერთიანობის უმაღლესი ფორმაა და მას პირველადი მნიშვნელობა აქვს სახელმწიფოს არსებობისთვის;

·        ნაციისადმი ერთგულება საზოგადოების ნებისმიერი ჯგუფისა თუ ინდივიდის ინტერესებზე მაღლა უნდა იდგეს.

·        ევროპაში ეროვნული დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა,უპირველეს ყოვლისა,დაიწყო ოსმალეთის იმპერიის ევროპულ სამფლობელოებში-ბალკანეთის ნახევარკუნძულზე;

 

·        ოსმალეთის იმპერიის ქრისტიან ქვეშევრდომებს,მუსლიმებისგან განსხვავებით,ჰქონდათ მოგზაურობის,ენების შესწავლის,დასავლეთში განათლების მიღების და,ამგვარად,ახალი იდეების გაცნობისა და გათავისების საშუალება;

 

 

           ბალკანეთის ხალხები აუჯანყდნენ ოსმალეთის იმპერიას

 

·        ოსმალეთის ბატონობის წინააღმდეგ პირველები სერბები აჯანყდნენ;

·        სერბეთის რევოლუციამ (1804-15 წლები ) საფუძველი ჩაუყარა ბლკანეთის ხალხების გამოღვიძებას;

 

·        1829 წ. სერბეთი სუვერენულ სამეფოდ იქცა;

·        უფრო დიდი გამოძახილი მოჰყვა ევროპაში ბერძნების ბრძოლის დაწყებას თურქების ბატონობის წინააღმდეგ;

·        მე-18 საუკუნიდან მოყოლებული ევროპელი ლიბერალები ააღტაცებას ვერ მალავდნენ ძველბერძნული კულტურით,უპირველესად პოლიტიკური კულტურით;

·        აქედან გამომდინარე გაცხოველდა დასავლეთ ევროპელთა და ბერძენთა კონტაქტები;

·        ევროპული სახელმწიფოები თავიდან დიდ ყურადღებას არ იჩენდნენ ბერძნული ამბოხებისადმი,მაგრამ მალე ინგლისში და საფრანგეთში შეიქმნა ბერძნების მხარდამჭერი ორგანიზაციები,რომლებმაც აიძულეს საკუთარი მთავრობები უფრო მეტი ყურადღება მიექციათ საბერძნეთის პრობლემებისთვის;

·        ევროპელი მოხალისეები რომანტიკული განწყობით უერთდებოდნენ აჯანყებულ ბერძენთა რიგებს.მატ შორის იყო ცნობილი ინგლისელი პოეტი ჯორჯ გორდონ ბაირონი.(!)

 

შენიშვნა: დღეს დაქირავებულები ჰქვიათ ამ „რომანტიკოსებს“

 

·        1829 წელს ბერძნების ბრძოლა საბოლოოდ წარმატებით დასრულდა .საბერძნეთი დამოუკიდებელ სამეფოდ იქცა.

·        მთელი მე-19 საუკუნის მანძილზე და მე-20 საუკუნის დასაწყისში,ბალკანეთის ქრისტიანი ხალხები ერთიმეორეს მყოლებით თავისუფლდებოდნენ ოსმალური ბატონობისგან;

 

        

 

        იტალიას და გერმანიას გაერთიანება სურდათ

 

 

·        ევროპაში ეროვნულ-განმატავისუფლებელი ბრძოლები  მიმდინარეობდა არა მხოლოდ ეროვნული სახელმწიფოების შექმნის მოთხოვნით,არამედ სხვადასხვა სახელმწიფოში მცხოვრები ერთი ხალხის გაერთიანების ლოზუნგითაც;

 

·        ერთიან სახელმწიფოში ერის გაერთიანებას მოითხოვდნენ  გერმანელი პატრიოტები

·        გაერტიანებას მოიტხოვდნენ  იტალიელი პატრიოტებიც.

 

·        ვენის კონგრესის გადაწყვეტილებები,გერმანელი და იტალიელი ნაციონალისტებისთვის არახელსაყრელი გამოდგა;

 

 

·        იტალია და გერმანია  გვიან გაერთიანდა(მე-19 საუკუნის მე-2 ნახევარში)

 

 

           სამხრეთ ამერიკის  რევოლუციები

 

·        დამოუკდებლობისთვის ბრძოლა მარტო ევროპაში არ მიმდინარეობდა;

·        ეს ბრძოლა ფართოდ გაიშალა სამხრეთ ამერიკაშიც.

·        სამხრეთ ამერიკა მე-19 საუკუნის დასაწყისამდე ესპანეთის და პორტუგალიის კოლონიურ სამფლობელოებს წარმოადგენდნენ;

·        ლათინური ამერიკის რევოლუციები ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში მომხდარი რევოლუციური ძვრების გამოძახილი იყო;

·        სამხრეთ ამერიკაში ვრცელდებოდა განმანატლებლობის იდეები;

·        მათთვის მაგალიტი იყო საფრანგეთის და აშშ-ს რევოლუციები;

·        სამხრეთ ამერიკის ქვეყნების უმრავლესობამ დამოუკიდებლობა მე-19 საუკუნის პირველ მეოთხედში მოიპოვა;

·        სამხრეთ ამერიკის ხალხების დამოუკიდებლობისათვის ბრძოლებში უდიდესი როლი ითამაშა სიმონ ბოლივარმა(1783-1830)

·        ბოლივარი წარმოშობით ვენესუელადან იყო

·        ის უნიჭიერეს მხედარტმთავრად არის აღიარებული და მისი სტრატეგიული გადაწყვეტილებები დღემდე სპესიალისტების აღტაცებას იწვევს;

·        როგორც პოლიტიკოსი ის ოცნებობდა ერთიან სამხრეთ ამერიკაზე,რაც განუხორციელებელ ოცნებად დარჩა;

·        მცირე დროის მანძილზე ის იყო „დიდი კოლუმბიის“ პრეზიდენტი( დიდი კოლუმბია აეთიანებდა: დღევანდელ კოლუბიას,ვენესუელას,ეკვადორსა და პანამას,მაგრამ მალე დაიშალა)

·        ახლად შექმნილ სახელმწიფოებში ხელისუფლების სათავეში ძირითადად სამხედროები იყვნენ,რადგან არ იყო ჩამოყალიბებული დემოკრატიული სტრუქტურები;

·        ცალკეულ სამხრეთამერიკულ სახელმწიფოებს ქიშპი დიდ ხანს გრძელდებოდა,რადგან მათ შორის არსებული საზღვრები საკმაოდ ბუნდოვანი იყო;

·        შეფასება: დამოუკიდებლობის მოპოვებამ უდიდესი როლი შეასრულა სამხრეთ ამერიკის ქვეყნებისთვის;მოიხსნა შეზღუდვები და დაბრკოლებები,რაც ხელს უშლიდა სამხრეტ ამერიკის პოლიტიკურ და ეკონომიკურ განვითარებას-ამისთვისაა საჭირო ქვეყნის დამოუკიდებლობა დაიმახსოვრე(!)

 

 

                       იტალიის გაერთიანება

 

·        შუა საკუნეებსა და ადრეულ ახალ დროში იტალია დაქუცმაცებული იყო მრავალ სამეფო-სამთავროდ და ქალაქ-რესპუბლიკად;

·        მისი ტერიტორიის ერთი ნაწილი  უშუალოდ რომის პაპს ემორჩილებოდა;(ე.წ. პაპის ოლქი)

·        იტალიაში ბატონობდნენ უცხო სახელმწიფოები;

·        ესენი იყვნენ: „საღვთო რომის იმპერია’’ გერმანელი იმპერატორების მეთაურობით,ესპანეთი,საფრანგეთი და ავსტრია.

·        მატი ბატონობის პირობებშიც არსებობდა ბევრი მომცრო იტალიური სახელმწიფო,,რომელთა მმართველებს საკუთარი ძალაუფლები შესანარჩუნებლად დაქუცმაცებული იტალია ერჩივნათ

·        აღორძინების ხანის პოლიტიკურმა აზრმა(მაკიაველი,გვიჩარდინი),მე-17 ს-ს ბოლოს გაჩენილმა ლიბერალურმა იდებმა-ინგლისიდან და 1789 წლიდან,საფრანგეთის რევოლუციის იდებმა გავლენა მოახდინეს იტალიელების სახელმწიფოებრივ- პოლოლიტიკურ წარმოდგენებზე.

·        ნაპოლეონ 1-ის ეპოქაში მთელი იტალია საფრანგეთის იმპერატორს ემორჩილებოდა.სწორედ ამ დროს იტალიელებში გაღრმავდა იდეა,რომ მათ შეუძლიათ ერთიანი სახელმწიფოს შექმნა(ნაპოლეონს გაუერთიანებია)

·        მაგრამ 1815 წლი შემდეგ „ვენის კონგრესმა’’ იტალიაში აღადგინა ძველი წესები და სამთავროები(ტოსკანა,მოდენა,პარმა და ა.შ.),სადაც ძირითადად ავსტრიელ ჰაბსბურგთა ნათესავები მთავრობდნენ;(!)

·        ჩრდილოეთი ნაწილი-ლომბარდია და ვენეციის რესპუბლიკის ყოფილი ტერიტორია უშუალოდ ავსტრიის იმპერიის შემადგენლობაში შევიდა;ავსტრიელთა რეპრესიული რეჟიმი დიდ პროტესტს იწვევდა იტალელებში;

·        აღდგა“ორივე სიცილიის’’(კუნძ.სიცილია და სამხრეთ იტალია) სამეფო დედაქალაქით ნეაპოლში,სადაც დაბრუნდა ფრანგი ბურბონების დინასტია;

 

·     შუა იტალიაში დიდი ტერიტორია რომის პაპს ექვემდებარებოდა;

 

 

·        იმავე პერიოდში სარდინიის სამეფომ,კუნძულ სარდინიის გარდა,შეიერთა ჩრდილო -დასავლეთ იტალია ანუ პიემონტი ცენტრით ტურინში და გენუის ყოფილი რესპუბლიკის ტერიტორია;სამეფოს შემადგენლობაში ასევე შედიოდა სავოია და ნიცა;ამ სმეფოს ზოგჯერ პიემონტ-სარდინიას უწოდებენ;

1848 წ-ს სარდინიის სამეფო კონსტიტუციურ მონარქიად გამოცხადდა და ,როგორც პოლიტიკურად ყველაზე დაწინაურებულო სახელმწიფო იტალიის გაერთიანების ცენტრად იქცა;(!)

 

·        იტალიელი პატრიოტები,რომელთა შორის ყველაზე გამორჩეულები იყვნენ  ჯუზეპე მაძინი (1805-72) და ჯუზეპე გარიბალდი(1807-1882),ცდილობდნენ ქვეყნის გაერთიანებას;

·        იტალიის გაერთიანების პროცესს იცნობენ სახელწოდებით „რისორჯიმენტო’’(გამოცოცხლება/აღორძინება);(!)

·        მაძინი ერთიანი იტალიის რესპუბლიკის მომხრე იყო;1849 წელს მან შეძლო ხანმოკლე ვადით შეექმნა“რომის რესპუბლიკა’’.

·        თავიდან რესპუბლიკურ იდეას ემხრობოდა გარიბალდიც,მაგრამ მოგვიანებით,არსებული რეალობიდან გამომდინარე,იგი მიემხრო იტალიის გაეთიანებას სარდინიის სამეფოს მიერ;

·        გარიბალდის დიდმა პოპულარობამ უზრუნველყო იტალიელების მხარდაჭერა სარდინიის მეფისათვის,რომელიც საბოლოოდ ერთიანი იტალიის მეფე გახდა;

·        საგარე პოლიტიკის სფეროში ძალიან აქტირობდა სარდინიის სამეფოს პრემიერ მინისტრი 1852 წლიდან გრაფი კამილო ბენსო დი კავური.

·        კავრიმ გადაწყვიტა სარდინიის სამეფოს ინტერესებისთვის გამოეყენებინა საფრანგეთის იმპერატორის,ნაპოლეო მე-3-ის ამბიციები,რომელიც ევროპაში ჰეგემონობის მოპოვებას ცდილობდა;

·        ნაპოლეონი დაპირდა სარდინიას დახმარებას ავსტრიის იმპერიის წინაამდეგ,მაგრამ სანაცვლოდ მოითხოვა სარდინიის ალპებში მდებარე სავოიის პროვინცია(სარდინიის მეფეები სავოიის დინასტიას ეკუთვნოდნენ) და ხმელთაშუაზღვის სანაპიროზე მდებარე იტალიური ქალაქი ნიცა(იქ დაიბადა ჯუზეპე გარიბალდი).

·        კავურიმ შეძლო ავსტრიის პროვოცირება,რათა სწორედ მას გამოეცხადებინა ომი სარდინიისთვის და „აგრესორად“ გამოსულიყო;

·        საფრანგეთი დაუყოვნებლივ ჩაერთო კონფლიქტში და ორი მძიმე დამარცხება მიაყენა ავსტრიის არმიას(მაჯენტას და სოლფერინოს ბრძოლები 1859 წ.)

·        მაგრამ ამის შემდეგ ნაპოლეონ მე-3-მ სარდინიის მეფის ვიტორიო-ემანუელე მე-2-ის დაუკითხავად დადო ზავი ავსტიასთან და თავისი იტალიელი მოკავშირე მიატოვა.

·        ზავის თანახმად ავსტრიამ ფრანგებს დაუთმო ლომბარდია,რომლის დედაქალაქია მილანი,ხოლო ვენეცია თავის შემადგენლობაში შეინარჩუნა;

·        ნაპოლეონ მე-3-მ ლომბარდია სარდინიის მეფეს „გაუცვალა“ სავოიასა და ნიცაში,რამაც იტალიელი პატრიოტების დიდი უკმაყოფილება  გამოწვია; კავური ამ გაცვლას არ ეთანხმებოდა და გადადგა;

·        იტალიელებს თავად მოუხდათ ბრძოლა გაერთიანებისათვის;(!)

 

·        1859-60 წლებში ჩრდილოეთ იტალიის ყველა სახელმწიფო(ვენეციის გარდა) შეუერთდა სარდინიის სამეფოს;

 

·      ჯუზეპე გარიბალდიმ აიღო  სიცილია და სამხრეთ იტალია;

·      1860 წ-ს შეხვდა სარდინიის მეფეს ვიტორიო ემანულე მე-2-ს,მიმართა მას,როგორც „იტალიის მეფეს’’ და მასთან ერთად შევიდა ქალაქ ნეაპოლში;

·      საფრანგეთის იმპერატორი ძალძე შეაშფოთა სარდინიის სამეფოს სწრაფმა გაფართოებამ.მას არ უნდოდა მეზობლად დიდი სახელმწიფო ჰყოლოდა.

·      ფრანგული არმიის ნაწილები იცავდნენ რომისპაპის სამფლობელოს,რომელიც ნახევარკუნძულის ცენტრში მდებარეობდა;ფრანგულმა გარნიზომა არ დაანება  გარიბალდის რომის აღება;

·      ერთიანი იტალიის სამეფოს შექმნა ოფიციალურად გამოცხადდა 1861 წელს ქალაქ ტურინში.(!!!)

·      იტალიის დედაქალაქად რომი გამოცხადდა,თუმცა კიდევ 10 წელი ეს ქალაქი და მიმდებარე ლაციოს პროვინცია რომის პაპის სახელმწიფოს ნაწილი იყო და მას ნაპოლეონ მე-3 მფარველობდა.

·      მხოლოდ საფრანგეთ-პრუსიის ომის შემდეგ,რომელშიც საფრანგეთი მძიმედ დამარცხდა,1870 წელს,გახდა რომის შეერთება იტალიასთან;

·      1871 წელს დედაქალაქი ტურინიდან რომში გადაიტანეს;

·      ვენეცია იტალიას შეუერთდა 1866 წელს.იმ წელს იტალია პრუსიასთან ერთად ეომებოდა ავსტრიას.მიუხედავად იმისა ,რომ იტალიელები დამარცხდნენ იტალიას მაინც ხვდა წილად ვენეცია,რადგან პრუსიამ გაიმარჯვა;

·      ამრიგად, პირველად რომის იმპერიის დაშლის შემდეგ მთელი იტალია გაერთიანდა ერთ სახელმწიფოში! (შენიშვნა:ეს მოხდა გერმანელების წყალობით, კერძოდ ბისმარკის წყალობით)

·      პოლიტიკურმა გაერთიანებამ ხელი შეუწყო იტალიელი ერის კონსოლიდაციას,თუმცა იქ დღემდე გამოიყენება  განსხვავებული დიალექტები და გარკვეული სეპარატიზმი ბოლომდე დაძლეული არაა;

·      გაერთიანებული იტალია ევროპის ერთ-ერთ წამყვან სახელმწიფოდ იქცა

·      მისი ჩრდილოეთი ნაწილი ინდუსტრიულად უფრო სწრაფად განვითარდა და ქვეყნის ეკონომიკის ლოკომოტივად იქცა,მაშინ როცა აგრარული სამხრეთი ჩამორჩენილი დარჩა

ხ;

·      მოგვიანებით, 1929 წელს(მუსოლინის დროს)  იტალიის ამეფოსა და რომის პაპს შორის დაიდო ლატერანის შეთანხმება(კონკორდატი) და ოფიციალურად შეიქმნა ვატიკანის სახელმწიფო,რომელიც ქალაქ  რომის ცენტრში მდებარეობს და სულ 44 ჰა ტერიტორია უჭირავს.ვატიკანის სახელმწიფოს მეთაურია რომის პაპი.

 

 

                                                     თერგდალეულები

 

·        კოლონიური რეჟიმისგან განთავისუფლებაზე ფიქრი 1832 წლის შეთქმულების შემდეგაც არ შემწყდარა

·        ახალი ევროპული იდეები და ახალი სახელმწიფოების წარმოქმნა ეროვნულ-განმათავისეფლებელი ბრძოლის შედეგად კარგად იყო ცნობილი ქართული საზოგადოებისთვის; ეს პროცესები აისახებოდა ქართულ პრესაში;

·        განსაკუთებული როლი ქართული პრესის და პუბლიცისტიკის განვითარებაში შეასრულა ჟურნალმა „ცისკარმა’’(პირველი ნომერი გამოვიდა 1852 წ.),რომელსაც ჯერ გიორგი ერისთავი,ხოლო შემდეგ ივანე კერესელიძე ხელმძღვანელობდნენ;

·        სწორედ „ცისკარმა’’ დაიწყო ქართული სალიტერატურო ენის რეფორმა,რაშიც შემდეგ გადამწყვეტი როლი „თერგდალეულებმა’’ შეასრულეს;

·        საუკუნის შუახანებში ქართულ მწერლობაში მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა სოციალურმა პრობლემატიკამ(რაფიელ ერისთავი,დანიელ ჭონქაძე)

·        ეროვნული თვითშეგნების გამოღვიძების პროცესში კი უმთავრესი როლი „თერგდალეულებმა’’(რადგან მათ უმრავლესობას განათლება რუსეთში ჰქონდა მიღებული) შეასრულეს ილია ჭავჭავაძის მეთაურობით;

·        ილია ჭავჭავაძე მე-19 საუკუნის ქართული ეროვნული მოძრაობის ჭეშმარიტ ლიდერად იქცა.

·        არ დარჩენილა საზოგადოებრივი ცხოვრების არც ერთი სფერო,რომელიც ილიას ყურადღების მიღმა დარჩენოდეს;

·        თერგდალეულები პოლიტიკურ და სამწერლობო ასპარეზზე მე-19 საუკუნის 60-იანი წლებიდან გამოდიან;

·        თავდაპირველად ისინი დაუპირისპირდნენ უფროს თაობას,რომლის წარმომადგენლებსაც უმოქმედობასა და ცარიზმის პოლიტიკისადმი შემრიგებლურ დამოკიდებულებაში დასდეს ბრალი;

(ეს დაპირისპირება ცნობილია „მამათა და შვილთა ბრძოლის’’ სახელით)

 

შენიშვნა: შემრიგებლობასა და უმოქმედობაში ამჟამად „ოცნებას“ ადანაშაულებენ;

·        თერგდალეულთა პროგრამა ითვალისწინებდა ქართველი ხალხის როგორც ეროვნულ,ისე სოციალურ განთავისუფლებას;

·        ისინი კარგად იცნობდნენ რუსეთისა და ევროპის პოლიტიკური და და საზოგადო მოღვაწეების ნააზრევს;

·        იყვნენ მსოფლიოში მიმდინარე პროცესების კურსში.

·        ილია ჭავჭავაძე აღფრთოვანებით მიესალმა იტალიის სახელმწიფოს შექმნას (!)

 

მესმის, მესმის სანატრელი

ხალხთ ბორკილის ხმა მტვრევისა!

სიმართლის ხმა ქვეყნადა ჰქუხს

დასათრგუნვლად მონობისა.

 

აღმიტაცებს ხოლმე ის ხმა

და აღმიგზნებს იმედს გულში...

ღმერთო, ღმერთო! ეს ხმა ტკბილი

გამაგონე ჩემს მამულში!

 

 

·        თერგდალეულთა პროგრამით,ამოცანას წარმოადგენდა თავდაპირველად რუსეთის იმპერიის შემადგელობაში ავტონომიის მოპოვება,ხოლო შემდეგ დამოუკიდებელი ეროვნული სახელმწიფოს შექმნა;

·        თერგდალეულთა ჟურნალებში (1863 წელს დაარსდა „საქართველოს მოამბე’’,ხოლო 1887 წელს „ივერია’’) განიხილებოდა საქართველოს ისტორიასთან და კულტურასთან,პოლიტიკურ ,სოციალურ და ეკონომიკურ პრობლემატიკასტან დაკავშირებული საკითხები;

·        თერგდალეულთა მოღვაწეობის პერიოდი დაემთხვა რუსიფიკაციის პოლიტიკის გაძლიერებას;

·        რუსულმა ხელისუფლებამ ტერმინ“საქართველოს“ აკრძალვაც კი მოინდომა და პრესაში შეიძლებოდა მხოლოდ თბილისისა და ქუთაისის გუბერნიების მოხსენიება

·        ი ჭავჭავაძემ და მისმა მომხრეებმა ამ რთულ პერიოდშიც მოახეხეს ეროვნული საქმის გაგრძელება; მათი თაოსნობით თბილისის და ქუთაისის გუბერნიებში სათავადაზნაურო ბანკები დაარსდა;

·        ბანკის მიერ გაღებული თანხების დიდი ნაწილი ქართული სკოლებისა და თეატრის დაფინანსებას მოხმარდა

·        1879 წელს შეიქმნაქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება’’(საზოგადოების პირველი თავმჯდომარე ცნობილი საზოგადო მოღვაწე,შემდგომ ცარიზმის რუსიფიკატორული პოლიტიკის მსხვერპლი დიმიტრი ყიფიანი იყო. შემდეგ კი საზოგადოებას ი. ჭავჭავაძე ხელმძღვანელობდა)

·        ამ საზოგადოების მეცადინეობით გაიხსნა სკოლები,გამოიცა სახელმძღვანელოები,შეგროვდა ძველი ხელნაწერები და ფოლკლორული მასალა,დაიწყო ისტორიულ ძეგლებზე ზრუნვა)

·        70-იან წლებში თერგდალეულები ორ ჯგუფად გაიყვნენ;

·        ილია ჭვჭავაძისა და მისი მომხრეების ჯგუფს(ა.წერეთელი,ი.გოგებაშვილი,ვაჟა-ფშაველა,ა. ყაზბეგი და სხვები)  „პირველი დასი’’ ეწოდა;

·        ნ.ნიკოლაძის,გ.წერეთლის,ს.მესხის და სხვათა  ჯგუფს,რომლებიც მთავარ ყურადღებას სოციალური და ეკონომიკური ხასიათის პრობლემებზე ამახილებდნენ-„მეორე დასი’’(შენიშვნა: შემდეგში ნიკო ნიკოლაძე ფოთის ქალაქის თავად დაინიშნა და უდიდესი სამუშაო გასწია საპორტო ქალაქის აღმშენებლობისათვის).

 

შენიშვნა: ილიას და ნიკო ნიკოლაძეს ჰქონიათ დუელი და კინაღამ დაუხოცავთ ერთმანეთი(!)-გაიგე მეტი.

 

ერთიანი გერმანული სახელმწიფოს შექმნის იდეები

 

·        მე-19 საუკუნემდე გერმანია დაქუცმაცებული იყო 300-ზე მეტ სამეფოდ და სამთავროდ,რომელთაც ფორმალურად აერთიანებდა „გერმანელი ერის საღვთო რომის იმპერია’’

 

·        რეალურად „იმპერია“ რამდენიმე საუკუნის განმავლობაში არავითარ პოლიტიკურ ძალას არ წარმოადგენდა;ყველა გერმანული სახელმწიფო დამოუკიდებლად მოქმედებდა;

 

 

·        ადგილობრივი დიალექტები ძალიან განსხვავებული იყო,,აგრამ ყველა სამთავროში იყენებდნენ საერთო სალიტერატურო ენას,რომელიც ეყრდნობოდა მარტინ ლუთერის მიერ მე-16 საუკუნის დასაწყისში გერმანულად თარგმნილ ბიბლიას.

 

·        გერმანულ სახელმწიფოებში ასევე მგავსი იყო სასამართლო სისტემები

 

 

·        არსებობდა ერთნაირი ტრადიციები და იყო მჭიდრო კულტურული კავშირები.

 

·        სამთავროების მოსახლეობას საერთო ეთნიკური სახელი ჰქონდა- „დოიჩ’’(ანუ გერმანელი)

 

 

·        1806 წელს უმოქმედო საღვთო რომის იმპერია’’ გაუქმდა.

·        იმპერატორის ტიტული შეინარჩუნა ავსტრიის მონარქმა,რომელიც ჰაბსბურგთა დინასტიას ეკუთვნოდა და ვენაში ჰქონდა ტახტი.

 

·        1815 წელს ვენის კონგრესზე  შექმნილ გერმანულ კონფედერაციას არ ჰქონდა შინაგანი ერთობა,რადგან მისი უძლიერესი წევრები-ავსტრია და პრუსია ერთმანეთთან მეტოქეობდნენ და ხშირად ურთიერთსაპირისპირო პოლიტიკას ატარებდნენ.

 

 

·        პატარა გერმანული სახელმწიფოები ხან ავსტრიას ემხრობოდნენ,ხან პრუსიას.

 

·        1818 წლიდან არსებული „პრუსიული საბაჟო კავშირი’’ აერთიანებდა ბევრ სახელმწიფოს,რომელთაც ხელს აძლევდა ერთიან ეკონომიკურ სივრცეში არსებობა.

 

 

·        პრუსია ეკონომიკურადაც უკეთ ვითარდებოდა,ვიდრე ავსტრია.

 

·        1848-1849 წლების რევოლუციის დროს გერმანულ სახელმწიფოებში სახალხო გამოსვლები აბსოლურტიზმის წინააღმდეგ და სამოქალაქო უფლებების მხარდასაჭერად გადაეჯაჭვა ეროვნულ იდეას-მოთხოვნას შექმნილიყო ერთიანი გერმანია.

 

 

·        გერმანიის გაერთიანების შესახებ იმსჯელა 1848 წელს ფრანკფურტში გამართულმა ეროვნულმა კრებამ.განიხილებოდა საკითხი თუ რა ტერიტორია უნდა მოეცვა მომავალ გერმანიას-შეექმნათ „დიდი გერმანია“(ავსტრიასთან ერთად) თუ „მცირე გერმანია“ (ავსტრიის გარეშე)

 

·        იმის გათვალისწინებით,რომ ავსტრია წარმოადგენდა იმპერიას,სადაც გერმანული წარმოშობის მოსახლეობა ერთ მეოთხედზე ცოტა მეტი იყო,გამოითქვა აზრი,რომ „დიდ გერმანიაში’’ შესულიყო მხოლოდ „გერმანული ავსტრია’’

 

 

·        ავსტრიის იმპერატორი ამის წინააღმდეგ წავიდა.მისი დავალებით იმავე დღეებში ვენაში გამოიცა კანონი ავსტრიის განუყოფლობის შესახე.

 

·        საბოლოოდ გაიმარჯვა იდეამ“მცირე გერმანიის’’ შექმნის შესახებ

 

 

გერმანიის გაერთიანების ბისმარკისეული პოლიტიკა.

პრისია-დანიის და პრუსია-ავსტრიის ომები.

 

·        გერმანიის გამაერთიანებლად სამართლიანად ითვლება პრუსიის პრემიერ-მინისტრი ოტო ფონ ბისმარკი(1815-1898),რომელმაც მოქნილი პოლიტიკით და დპლომატიური ხერხებით,აგრეთვე,საჭიროებისას,სამხედრო ძალის გამოყენებით,შეძლო პრუსიის სამეფოს ირგვლივ გერმანიის გაერთიანება.(შეადარე: ფილიპე -2 მაკედონელი )

 

·        ბისმარკი განათლებული ადამიანი იყო ფლობდა ფრანგულ,ინგლისურ და რუსულ ენებს.

·        ის დიპლომატიური ხელოვნების დიდოსტატი და შორსმჭვრეტელი პოლიტიკოსი იყო.

·        პრუსიის პრემიერ-მინისტრად დანისვნისთანავე (1862 წ.) მან საბოლოო მიზნად გერმანიის ერთიანობა დაისახა და ნაბიჯ ნაბიჯ შეუდგა ამ მიზნის აღსრულებას(!)

 

·        ბისმარკი კარგად სარგებლობდა იმ წინააღმდეგობებით,რომლებიც არსებობდა ევროპის დიდ სახელმწიფოებს შორის.

·        1864 წელს პრუსიამ დამარცხა დანიის სამეფო და აიძულა მისი მეფე უარი ეთქვა შლეზვიგ-ჰოლშტაინის ჰერცოგის ტიტულზე.

·        საჰერცოგოები ავსტრიის და პრუსიის საერთო მფლობელობაში გადავიდა.

·        დანიას არცერთი დიდი ევროპული სახელმწიფო არ დაეხმარა.

·        დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებას გაძლიერებული პრუსიის სამეფო საფრანგეთის იმპერიის ამბიციების საპირწონედ მიაჩნდა;

·        საფრანგეთიამ დროს  ჩაეფლო მექსიკაში წამოწყებულ საგარეო პოლიტიკურ ავანტურაში;

·        რუსეთის მეფე მადლიერი იყო ბისმარკისა,რადგან  პრუსია არ ჩაერთო რუსეთის წინააღმდეგ აჯანყებული პოლონეთის მხარეს და რუსეთს აჯანყების ჩახშობის საშუალება მიეცა.

·        ამიტომ დანიის მეფე იულებული გახდა შერიგებოდა ტერიტორიულ დანაკარგს.

 

შენიშვნა: ბისმარკმა დანიას დრო სწორად შეურჩია;

·        ამის შემდეგ ბისმარკის მიზნად იქცა ავსტრიის იმპერიის განდევნა „გერმანული კონფედერაციიდან’’.

·        ამისათვის მას ესაჭიროებოდა ავსტრიის სამხედრო დამარცხება,ისე რომ ომში არ ჩამულიყვნენ რუსეთი და საფრანგეთი.;

·        რუსეთის იმპერატორთან  მან მალე გამონახა საერთო ენა;

·        ნაპოლეონ მე-3 კი დაარწმუნა,რომ ავსტრიასთან ომი ხანგრძლივი და მძიმე იქნებოდა(რაც ნაპოლეონ მე--მ თავისთვის ხელსაყრელად მიიჩნია,რადგა ის იმავე პერიოდში თავად გეგმავდა ბელგიის ანექსიას)

·        სინამდვილეში პრუსიას სჭირდებოდა ავსტრიის სწრაფი დამარცხება,რომ ევროპელ მეტოქეებს ვერ მოესწროთ დახმარების გაწევა მისთვის.

(გაიხსენე უკრაინა-რუსეთი ახლა  პუტინს უკრაინის სწრაფი დამარცების იმედი ჰქონდა,მაგრამ გაუჭიანურდა ომი)

 

·        ამიტომ ბისმარკმა სამხედრო ხელშეკრულება დადო იტალიის სამეფოსთან(იხ.იტალიის გართიანება),რომელიც უკმაყოფილო იყო იმით,რომ იტალიური ქალაქი ვენეცია თავის მიმდებარე პროვინციითურთ 1859 წლის ომის შემდეგ ავტრიას დარჩა.

·        ბისმარკის აზრით, იტალიის ფრონტი დააბანდებდა ავსტრიულ ძალებს სამხრეთში.ეს იმედი მას,საბოლოოდ,არ გაუმართლდა,რადგან იტალიელები სწრაფად დამარცხდნენ ავსტრიასთან ომში.

·        სამაგიეროდ,გაუმართლა პრუსიის არმიამ,რომელმაც გენერალ ჰელმუტ ფონ მოლტკე მეთაურობით ომის დაწყებიდან სამ კვირაში 1866 წელს სადოვასთან,ჩეხეთში(გერმანულად მას კიონიგგრაცის ბრძოლას უწოდებენ) სასტიკად დაამარცხა ავსტრიელები.

·        გზა ვენაზე გახსნილი იყო.მაგრამ ბისმარკმა არ მისცა უფლება გამარჯვების ეიფორიაში მყოფ გენერლებს და მათ აყოლილ პრუსიის მეფეს გაეგრძელებინათ ომი.

·        მისი დაჟინებით პრუსიამ  ზავის შედარებით რბილი პირობები შესთავაზა ავსტრიას,რომელთა შორის ძირითადი იყო ამ უკანასკნელის მიერ „გერმანული კონფედერაციის“ დატოვება: ამით პრუსიას გზა ეხსნებოდა გერმანულ სახელმწიფოთა შორის ჰეგემონობისკენ;

·        ავსტრიასთან ომის გახანგრძლივებას ბისმარკი ძალიან გაურბოდა,რადგან ომში შეიძლებოდა საფრანგეთის იმპრრია ჩაბმულიყო.ომი  ავსტრიასთან სწრაფად დამთავრდა.

·        ნაპოლეონ მე-3--მ ვერ მოასწრო ესარგებლა აღმოსავლეთ ფრონტზე პრუსიის დაკავებულობით და მის წინააღმდეგ მოქმედების საბაბი არ მიეცა.მან ვერც ბელგიის ანექსიის საკიტხი მოაგვარა.

·        ავსტრია კი ,მძიმე დამარცხების შემდეგ,პრუსიისთვის ნაკლებად საშიში გახდა.

·        1867 წელს ავსტრიას ავსტრია-უნგრეთი დაერქვა და უნგრელებიც.მოსახლეობის 17% ავსტრიის გერმანელებთან ერთად მოსახლეობის 16% იმპერიის მმართველ ერად იქცნენ.

 

                 ბისმარკის საერთაშორისო პოლიტიკა 60-იანი წლების ბოლოს

 

·         ბისმარკის ინიციატივით შეიქმნა „ჩრდილო-გერმანული  კავშირი“(მასში არ შედიოდა ავსტრია და დომინირებდა პრუსია)

·         მაგრამ სამხრეთ გერმანიის ძირითადად კათოლიკური სახელმწიფოები-ბავარია,ვიურტემბერგი,ბადენი და ჰესენი „ჩრდილო-გერმანულ კავშირში’’ არ შესულან.

·         მათი არისტოკრატია და ბურჟუაზიის საკმაო ნაწილიც გერმანიის გაერთიანებას არ ემხრობოდა.

·         გერმანიის გაერთიანების კატეგორიული მოწინააღმდეგე იყო საფრანგეთიც.

·         ამიტომ ბისმარკს ესაჭიროებოდა საფრანგეთის ნეიტრალიზაცია;

·         პრუსიისთვის სასარგებლო გამოდგა ის ,რომ ნაპოლეონ მე-3 და მისი მინისტრები სწორად ვერ აფასებდნენ შექმნილ საერთაშორისო ვითარებას.

·         საფრანგეთს საგარეო მოკავშირე არ ჰყავდა;(როგორც დღეს რუსეთს)

·         კრახიტ დათავრდა საფრანგეთის ინტერვენცია მექსიკაში იქ მონარქიის შექმნის და ტახტზე მარიონეტი მაქსიმილიანის დასმის მიზნით;

·         1867 წ.,როგორც კი ფრანგული ნაწილები მექსიკიდან გავიდნენ,რევოლუციონერებმა შეიპყრეს ტახტზე დასმული მარიონეტი მაქსიმილიანი და დახვრიტეს;

·         ამან უარყოფითად იმოქმედა ნაპოლეონ მე-3 -ის რეპუტაციაზე შინ და გარეთ.

·         დიდ ბრიტანეში დიდ უკმაყოფილებას იწვევდა ფრანგების საქმიანობა სუეცის არხის მშემებლობაში,რომელიც საზეიმოდ გაიხსნა 1869 წელს(ეგვიპტეშია)

·         ლონდონში შიშობდნენ,რომ ამის შემდეგ საფრანგეთის იმპერია დაგეგმავდა ბრიტანული ინტერესების ხელყოფას ინდოეთში;

·         ბრიტანთის შეშფოთებას იწვევდ ნაპოლეონ მე-3-ის განზრახვა-მოეხდინა ბელგიისა და ლუქსემბურგის ანექსია.

·         ვენაშიც(ავსტრია-უნგრეთის დედაქალაქი) ახსოვდათ მძიმე დამარცხება სადოვასთან და არ გააფორმეს სამხედრო ხელშეკრულება საფრანგეთთან;

·         რუსეთის იმპერატორი ალექსანდრე მე-2 ბისმარკმა დაარწმუნა,რომ მხარს დაუჭერს „პარიზის კონგრესის მოთხოვნის“ გადასინჯვას,რომელიც რუსეთს შავ ზღვაში სამხედრო-საზღვაო ფლოტის ყოლას უკრძალავდა(ეს პირობა ბისმარკმა მართლაც შეასრულა)

·         გარდა ამისა,პეტერბურგში ახსოვდათ ფრანგების მონაწილეობა „ყირიმის ომში“ და დიდი სიმპათიები ფრანგების მიმართ არ ჰქონდათ.

·         რუსეთში არც ავსტრიის „ღალატი „ დაივიწყეს იმავე ომის დროს და სულაც არ უნდოდათ მისი გაძლიერება,რადგან ბალკანეთში სწორედ ვენა იყო პეტერბურგის მთავარი მეტოქე.

·         ასეთი საერთაშორისო ვითარება ხეკსაყრელი იყო პრუსიისთვის და არა საფრანგეთისთვის.

·         საფრანგეთში არსებობდა უსაფუძვლო მითი მისი არმიის უძლეველობის შესახებ;(როგორც დღესაა რუსეთში)

·         სინამდვილეში საფრანგეთი ომისათვის მზად არ იყო.

·         ურაპატრიოტულ ეიფორიას აბუქებდნენ მინისტრები,პარლამენტის წევრები და პარიზის გაზეთები.(იგივე ხდებოდა ომის წინ რუსულ მედიაში)

·         შედარებით უმნიშვნელო დიპლომატიური პრობლემა,რომელიც,როგორც ბევრად გვიან გაირკვა,შეგნებულად შექმნა ბისმარკმა,საფრანგეთის იმპერატორმა საბაბად გამოიყენა,რომ 1870 წ 15 ივლისს პრუსიისთვის ომი გამოეცხადებინა.

·         ამან საფრანგეთი აგრესორად აქცია და სამხრეთ გერმანიის სახელმწიფოებიც კი შეუერთდნენ პრუსიას და „ჩრდილო გერმანულ  კავშირს“ საფრანგეთთან ომში.

(აგრესორად ამაჟამად რუსეთია მიჩნეული და ყველა მის წინააღმდეგ არის დარაზმული დასავლეთში)

 

 

                               ნაპოლეონ მე-3

 

·        საფრანგეთის მე-2 რესპუბლიკის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ ლუი-ნაპოლეონმა  დაივიწყა დაპირებები და სულ მალე ერთპიროვნულ,ავტორიტარულ მმართველად ჩამოყალიბდა

·        მე-2 რესპუბლიკის ე.წ.“საკანონმდებლო ორგანომ’’ თითქმის მთლიანად დაკარგა სახელისუფლებო ფუნქცია

·        1852 წელს,ისევ სახალხო რეფერენდუმის შედეგად,ლუი-ნაპოლეონნი (ხმების 97%-ით) საფრანგეთის იმპერატორი გახდა.ამიერიდან ის ნაპოლეონ მე-3-დ „ღვთის კურთხევითა და ერის ნებით ფრანგების იმპერატორად’’-იწოდებოდა.

·        1852 წლის 2 დეკემბერს საფრანგეთში გაუქმდა მე-2 რესპუბლიკა და გამოცხადდა მე-2 იმპერიის შექმნა.

·        დაიწყო რეჟიმის მოწინააღმდეგეების სასტიკი დევნა.

·        ბევრი მათგანი მაგ. მწერალი ვიქტორ ჰიუგო იძულებული გახდა ქვეყნიდან გადახვეწილიყო.

·        ნაპოლეონ მე-3 -ის მმართველობის პირველ პერიოდში მე-2 იმპერიამ მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია საერთაშორისო ასპარეზზე.

·        ყირიმის ომში მოკავშირეებთან ერთად გამარჯვებამ საფრანგეთი კონტინენტურ ევროპაში ჰეგემონად აქცია.(!)

·        ავსტრიასთან ომის შემდეგ საფრანგეთმა ნიცა და სავოია შეიერთა.

·        წარმატებული იყო სამხედრო ექსპედიციები ჩინეთისა და იაპონიის წინააღმდეგ ასევე სირიაში.

·        1860 წ რეჟიმმა შედარებით ლიბერალური სახე მიიღო(ე.წ.“ლიბერალური იმპერია’’)

·        დაჩქარდა ქვეყნის სამრეწველო განვითარებაც.

·        თუმცა შემდეგ ,საგარეო პოლიტიკაში იმპერატორმა სავალალო შეცდომები დაუშვა ,რასაც მოჰყვა მე-2 იმპერიის დაცემა.

(პუტინი ალბათა ამის ბედს გაიზიარებს)

·        ნაპოლეონ მე-3,რომელიც ცდილობდა ტოლი არ დაედო დიდი წინაპრისთვის ,სრულიად გაუმართლებელი სამხედრო კამპანია წამოიწყო მექსიკაში(მსგავსად ნაპოლეონის ეგვიპტის კამპანიისა)

 

(შენიშვნა: პუტინი ცდილობს ტოლი არ დაუდოს სტალინს)

 

·        ნაპოლეონ მე-3-ის ეს ავანტიურა სრული კრახით დასრულდა.

 

·        ნაპოლეონმა არაფერი იღობაპრუსიის მომძლავრების წინააღმდეგ,ბოლოს კი იძულებული გახდა პრუსიისთვის  1870 წ-ს ომი გამოეცხადებინა.

 

                      საფრანგეთ-პრუსიის  სწრაფი ომი 1870-1871(4 თვე)

 

·        ომი საფრანგეთის ტერიტორიაზე წარიმართა და ნაპოლეონ მე-3 ისთვის უკიდურესად წარუმატებელი აღმოჩნდა(!)

·        1870 წ 1-2 სექტემბერს ფრანგულმა არმიამ მძიმე მარცხი განიცადა სედანთან

·        2 სექტემბერს იმპერატორი ნაპოლეონ მე-3 ტყვედ ჩაბარდა პრუსიელებს.

·        4 სექტემბერს საფრანგეთი რესპუბლიკად გამოცხადდა,რომელმაც გააგრძელა პრუსიასთან ომი(მე-3 რესპუბლიკა ომის პირობებში გამოცხადდა)

·        19 სექტემბერს პრუსიის არმიამ პარიზის ალყა დაიწყო;

·        1871 წ 21 იანვარს მხარეებმა ცეცხლი შეწყვიტეს

·        26 თებერვალს ვერსალში ხელი მოეწერა წინასწარ დაზავებას,ხოლო საბოლოო სზავო ხელშეკრულება დაიდო ფრანკფურტში 10 მაისი 1871 წ.

·        გერმანიის ხელში გადავიდა ელზასი და ლოტარინგიის ნაწილი ,სადაც გერმანელი მოსახლეობა სახლობდა.

·        საფრანგეთს უნდა გადაეხადა კონტრიბუცია 5 მილიარდი ფრანკი

·        მაგრამ მანამდე 1871 18 იანვარს ვერსალში გამოცხადდა გერმანიის იმპერიის შექმნა;(!!!!)

·        პრუსიის მეფე ვილჰელმ 1 გერმანიის იმპერატორი“კაიზერი“(ანუ ცეზარი?) გახდა.

·        ყველა გერმანულენოვანი ქვეყანა (ავსტრიის,ლუქსემბურგის,ლიხტენშტაინის და შვეიცარიის გერმანული კანტონების (?) გარდა  ერთ სახელმწიფოში ერთიანდებოდა.)

·        ბისმარკის მიზანი მიღწეული იქნა.

·        გერმანია ევროპის ერთ-ერთ უდიდეს და ძალიან მალე ეკონომიკურად ყველაზე განვითარებულ ქვეყნად იქცა.

·        გეოპოლიტიკური ბალანსი ევროპაში შეიცვალა;

·        ყურადღება: იქამდე,სანამ გერმანიის იმპერიის მთავრობას სათავეში ედგა ოტო ფონ ბისმარკი(1890 წ.),გერმანია ცდილობდა მშვიდობიანი ურთიერთობა ჰქონოდა ყველა მეზობელთან და არც ზღვისგაღმა კოლონიების დაპყრობას ლამობდა.

·        ვითარება შეიცვალა მე-19 საუკუნის ბოლო ათწლეულიდან:გერმანიის პოლიტიკა უფრო აგრესიული გახდა.

·        ამან წამყვანი სახელმწიფოების დაპირისპირებული სამხედრო კავშირების შექნას შეუწყო ხელი,რამაც კაცობრიობა პირველ მსოფლიო ომამდე მიიყვანა

 

                      

საფრანგეთის მე-3 რესპუბლიკა

 

როდესაც პრუსიასთან ომში საფრანგეთის არმიის დამარცხებისა და ნაპოლეონ მე-3 -ს დანებების ამბავმა პარიზს მიაღწია,რესპუბლიკელთა ნაწილმა 1870 წლის 4 სექტემბერს ახალი რესპუბლიკის დაფუძნება გამოაცხადა. ამგვარად დაიწყო მე-3 რესპუბლიკის ხანა.

 

·                  რესპუბლიკის გამოცხადებას წინ არ უძღოდა არც საერთო-სახალხო გამოკითხვა და არც საკანონმდებლო კრების შესაბამისი გადაწყვეტილება.

·                  ახალმა მთავრობამ რამოდენიმე თავისი წევრი გაგზავნა ქალაქ ტურში იქიდან გერმანელთა წინააღმდეგ ბრძოლის ორგანიზებისათვის.

·                  „ზომიერი“ და „რადიკალური’’ რესპუბლიკელები ვერ თანხმდებოდნენ.

·                  „რადიკალების’’ ლიდერმა მგზნებარე ორატორმა(ახლა ამბობენ ქარიზმატულმა) ლეონ გამბეტამ დიდი მუშაობა გასწია ტურში ქვეყნის დასაცავად მოსახლეობის დასარაზმავად;

·                  ეროვნული გვარდიის წევრები და გამოუცდელი ჭაბუკები ეწერებოდნენ ახალ ფრანგულ ჯარში.

·                  ფრანგების დასახმარებლად ჩამოვიდა იტალიის ეროვნული გმირი ჯუზეპე გარიბალდი.

·                  ამ ენთუზიაზმის ფონზე ფრანგებმა მოახერხეს ქალაქ ორლეანის დაბრუნება,მაგრამ გერმანიის რეგულარული ჯარის წინააღმდეგ ომში მათ გამარჯვების არანაირი შანსი არ ჰქონდათ.

·                  გერმანელები ისევ გადავიდნენ შეტევაზე და მალე პარიზიც აიღეს.

·                  საფრანგეთის დროებითმა მთავრობამ 1871 წელს კაპიტულაცია გამოაცხადა,მაგრამ დანებებამდე აჯანყდნენ პარიზელები;(!)

·                  პარიზელები ფიქრობდნენ,რომ ეროვნული კრება,რომელიც ძირითადად როიალისტებისგან შედგებოდა,ისევ აღადგენდა მონარქიას.ისინი ამის წინააღმდეგნი იყვნენ;

·                  აჯანყებულმა პარიზელებმა შექმნეს ქალაქის მთავრობა-პარიზის კომუნა და მოემზადნენ ხელისუფლების ერთგული ჯარებისგან თავდასაცავად.(ანუ ორხელისუფლებიანობა პარიზში)

·                  დაიწყო უშეღავათო ბრძოლები.

·                  როგორც კომუნარები(მათ მოკლეს პარიზის არქიეპისკოპოსი),ისე ჯარი უკიდურესი სისასტიკით გამოირჩეოდნენ;

·                  2 თვის არეულობის და ბრძოლების შემდეგ პარიზის კომუნამ არსებობა შეწყვიტა.ბრძოლებს მსხვერპლის გარდა,პარიზის ნაწილის ნანგრევებად ქცევაც მოჰყვა.დამარცხებისთვის განწირულმა კომუნარებმა დაწვეს ტიულრისა და ქალაქის მმართველობის სასახლეები;

·                  დაიმახსოვრე:

საფრანგეთის ახალი რესპუბლიკა იშვა გერმანული ოკუპაციის და ქაოსის პირობებში,თუმცა თანდათანობით მოხერხდა ვითარების სტაბილიზაცია;

 

·                  ზავის პირობების მიხედვით საფრანგეთს გერმანიისთვის 5 მილიარდი ფრანკი უნდა გადაეხადა 3 წლის მანძილზე.

 

·                  ზავის პირობების სიმძიმის მიუხედავად,საფრანგეთმა თანდათანობით მოახერხა ომით გამოწვეული ჭრილობების მოშუშება.

 

 

·                  მალე დაიწყო არმიის რეორგანიზებაც.შემღებული იქნა 5 წლიანი სავალდებულო სამხედრო სამსახური.

 

·                  ხელისუფლების უზენაესი ორგანო გახდა ეროვნული კრება.

·                  კრებამ მთავრობის მეთაურად აირჩია ლუი ადოლფ ტიერი,მალე მთავრობის მეთაურის ტიტული პრეზიდენტის ტიტულით შეიცვალა.

·                  1873 წ ტიერი გადადგა და ეროვნულმა კრებამ  საფრანგეთის მე-3 რესპუბლიკის ახალ პრეზიდენტად აირჩია მარშალი მაკმაჰონი.ის მონარქისტი და კონსერვატორი იყო.უპირისპირდებოდა რესპუბლიკელებს.

·                  მისი პრეზიდენტობის დროს 1875 წ . მიიღეს მე-3 რესპუბლიკის კონსტიტუცია.კონსტიტუცია კონსერვატული ხასიათის იყო“რესპუბლიკა“ ერთხელ იყო ნახსენები.

·                  კონსტიტუციით საკანონმდებლო ხელისუფლება ეკუთვნოდა პარლამენტს(ეროვნულ კრებას),რომელიც იყო ორ პალატიანი: დეპუტატთა პალატა და სენატი.

·                  დეპუტატთა პალატა ირჩეოდა პირდაპირი გზით საყოველთაო,თანასწორი და ფარული არჩევნების საფუძველზე.

·                  ხმის უფლება არ ეძლეოდათ ქალებს,სამხედრო მოსამსახურეებს,კოლონიების მოსახლეობას და 21 წლამდე მამაკაცებს;

·                  სენატის არჩევნები კი არაპირდაპირ და მრავალსაფეხურიან ხასიათს ატარებდა 300 სენატორიდან 75 სამუდამო სენატორად(სიცოცხლის ბოლომდე) აირჩეოდა.

 

                              სამოქალაქო ომი  აშშ-ში (1861-1865)

 

·        1861-1865 წლებში აშშ-ში მიმდინარეობდა სამოქალაქო ომი

·        ომს შეეწირა სულ ცოტა 620 ათასი ჯარისკაცი(!)(მათი  2/3  ეპიდემიებს გადაჰყვა)  და დაუდგენელი რაოდენობის სამოქალაქო პირი.

·        ასეთი  დანაკარგი აშშ-ს არ ჰქონია თავის ყველა სხვა სამხედრო კონფლიქტში ჯამურად,მომდევნო ორი მსოფლიო ომის ჩათვლით.

·        ომმა მძიმე დაღი დააჩნია მოსახლეობის ფსიქიკას,რაც საუკუნის შემდეგაც კი იგრძნობოდა,განსაკუთრებით სამხრეთ შტატებში(ესენი დამარცხდნენ)

 

აგრარული, მონათმფლობელური „სამხრეთი’’ და ინდუსტრიული „ჩრდილოეთი’’

 

·        სამოქალაქო ომი ამერიკაში,უპირველეს ყოვლისა, ეკონომიკური ხასიათის მიზეზებმა გამოიწვია.

·        სამხრეტ შტატებში არსებობდა ბამბის პლანტაციები. ბამბა განკუთვნილი იყო საექპორტოდ.

·        ინდუსტრიულმა რევოლუციამ დიდ ბრიტანეთში,მანქანური წარმოების დანერგვამ ქ. მანჩესტერისა და მისი მიდამოების საფეიქრო მრეწველობაში დიდად გაზარდა მოთხოვნა ამერიკულ ბამბაზე.

·        ამამ უბიძგა სამხრეთის შტატების პლანტატორებს გაეზარდათ ბამბის წარმოება,რაც მეტ მუშახელს მოითხოვდა.

·        მუშახელი აფრიკიდან ჩამოჰყავდათ მონებად.

·        მონათმფლობელობა იმ დროს ნორმალურ მოვლენად ითვლებოდა.

·        ამერიკის „დამაარსებელ მამებს’’ :ვაშინგტონს,ჯეფერსონს,მედისონს,თვითონ ჰყავდათ მრავალრიცხოვანი მონა.

·        იმავდროულად, ჩრდილოეთით განლაგებულ შტატებში,სადაც არ იყო პლანტაციური მეურნეობისთვის ხელსაყრელი პირობები,სამაგიეროდ იქ სწრაფად ვითარდებოდა მრეწველობა.

·        ევროპიდან შემოსული მიგრანტების 80% ჩრდილოეთ შტატებში სახლდებოდნენ(!)

·        იქ მონური შრომა არ სჭირდებოდათ

·        1804 წლამდე ჩრდილო-აღმოსავლეთ შტატებში მონობა აიკრძალა

·        1807 წელს კონგრესმა აკრძალა საერთაშორისო მონათვაჭრობა.

·        აშშ-ს ურბანიზებულ რაიონებში მონობა გაქრა,მაგრამ „ღრმა სამხრეთის’’ შტატებში ის ფართოვდებოდა კიდეც.

·        1860 წლისათვის ,სამხრეთში ,თეთრკანიანთა ოჯახების 43 პროცენტს მონები ჰყავდათ;

·        იმ დროს სამხრეთის შტატების 9 მილიონი მცხოვრებიდან 3,5 მილიონი შავკანიანი(ზანგი) მონა იყო.

 

                                  ვითარება სამოქალაქო ომის წინ

 

·        1850-იან წლებში პოლიტიკური დებატები ამერიკაში მიწათმფლობელობის საკითხის ირგვლივ იმართებოდა.

·        ის დაკავშირებული იყო აშშ-ს ექსპანსიასთან დასავლეთისკენ,სადაც ფედერალურ მთავრობას სურდა თავისუფალი ფერმერული მეურნეობების დაარსება-ჰოუმსტედების,ანუ მიწის დიდი ნაკვეთების,უფასოდ ან შეღავათიან ფასად  დარიგების გზით.

·        სამხრეთის შტატები ამას მხარს არ უჭერდნენ მხოლოდ 1862 წელს მოხერხდა „ჰომსტედების აქტის’’ მიღება,რომელსაც იქამდე სამხრეთელი სენატორები ბლოკავდნენ.

 

 

                           მონობის საკითხი  და საბაჟო ტარიფები

        (ეს იყო აშშ-ს ჩრდილოეთის და სამხრეთის დაპირისპირების

          ეკონომიკური მიზეზები)

 

·        აბოლიციონისტები(მონობის გაუქმების მომხრეები) თავიანთ პოზიციას ამართლებდნენ როგორც მორალური პოზიციიდან,დემოკრატიის მიზნებით და საერთაშორისო მაგალითით(ევროპაში მონობა უქმდებოდა ,მაგ. 1834 წელს დიდმა ბრიტანეთმა ის აკრძალა საკუთარ კოლონიებშიც კი),ისე თავისუფალი შრომის უპირატესობით.

 

·        მონათმფლობელობის მომხრეები კი კულტურული ტრადიციების პრიორიტეტებზე ლაპარაკობდნენ

 

 

·        მათთვის შავი რასა,უბრალოდ,უმდაბლესი იყო,რომელიც თავისუფლებას არ იმსახურებდა.

·        მონობის გაუქმების შემტხვევაში პლანტატორები ეკონომიკურადაც ბევრს კარგავდნენ.

·        მათი უკმაყოფილების მიზეზი აგრეთვე იყო ჩრდილოეთის ინდუსტრიული შტატების მიერ წამოწყებული საბაჟო ტარიფების ზრდა იმპორტულ სამრეწველო საქონელზე,რასაც უნდა დაეცვა ადგილობრივი,ამერიკული მრეწველობა.

·        სამხრეთის სასოფლო -სამეურნეო შტატებს კი ერჩივნათ იაფი იმპორტი,რადგან მას ადვილად ფარავდა მათი შემოსავალი ბამბის ექსპორტისგან.

·        მაგრამ მხოლოდ საბაჟო ტარიფების ზრდა ვერ გახდებოდა სამოქალაქო ომის მიზეზი.

 

      პოლიტიკური დაპირისპირება ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის

           (კავშირი კონფედერაციის წინააღმდეგ)

 

·  პოლიტიკურმა დაპირისპირებამ წარმოქმნა ახალი პარტიები

·  მათ შორის დღევანდელი  რესპუბლიკური პარტი  (შეიქმნა 1854 წელს),რომელიც გამოხატავდა ჩრდილოეთის შტატების თეთრკანიანი პროტესტანტების,ბიზნესმენების,მდიდარი ფერმერების,აგრეთვე ინტელექტუალების,ქარხნის მუშების და თავისუფალი შავკანიანების ინტერესებს.

·  რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი გამოჩენილი წევრი იყო აბრაჰამ ლინკოლნი

·  ის მონობის ზომიერი მოწინააღმდეგე იყო,მაგრამ სამხრეთის შტატების პლანტატორებს ის ყველაზე მეტად სძულდათ.

·  1860 წელს ლინკოლნის არჩევამ აშშ-ის მე-16 პრეზიდენტად სამხრეთის შტატებში საპროტესტო მოძრაობა გამოიწვია.

·  იქ მიხვდნენ,რომ ვეღარასოდეს გააკონტროლებდნენ ფედერალურ მთავრობას,რომელიც აღარ დაიცავდა მათ ინტერესებს.

·  ამიტომ, 1861 წლის 4 მარტს  სამხრეთის შვიდმა შტატმა(სამხრეთ კაროლინა,მისისიპი,ფლორიდა,ალაბამა,ჯორჯია,ლუიზიანა და ტეხასი) შექმნა ამერიკის კონფედერაციული შტატები და გამოაცხადა აშშ-სგან გამოყოფა.(!!!)

·  კონფედერაციის პრეზიდენტად აირჩიეს ჯეფერსონ დევისი.

·  ორი თვის შემდეგ კონფედერაციას შეუერთდნენ შტატები ვირჯინია,არკანსა(არკანზასი),ჩრდილო კაროლინა და ტენესი.

·  კონფედერაციის დედაქალაქად ვირჯინიის შტატში მდებარე ქალაქი რიჩმონდი გამოცხადდა.

·  ჩრდილოთით და დასავლეთით მდებარე 23 შტატი ამერიკის შეერთებული შტატების ერთგული დარჩა. მათ კავშირს(Union) უწოდებდნენ.

·  სამოქალაქო ომის დროს კავშირს კიდევ 4 შტატი მიუდგა.

·  კავშირის ტერიტორიაზე 21 მლნ ადამიანი ცხოვრობდა.იქ იყო თავმოყრილი მრეწველობის უდიდესი ნაწილი,რომელიც სამხედრო საჭურველს,მათ შორის იმ დროისათვის ყველაზე თანამედროვე გემებს ამზადებდა.

·  იქ განვითარებული იყო სარკინიგზო ტრანსპორტი,რაც აადვილებდა ეკონომიკურ კავშირს და სამხედრო მობილიზაციას.(!)

 

                სამხედრო დაპირისპირება „ჩრდილოეთისა „ და „სამხრეთს“ შორის.

 

·      კონფედერატების პირველივე სამხედრო ოპერაციას- შეერთებული შტატების ფორტ სამტერის სამხედრო ბაზაზე თავდასხმას 1861 წლის 12 აპრილს (აშშ-ს სამოქალაქო ომის დასაწყისი)-ლინკოლნმა უპასუხა მოხალისეთა არმიის შექმნის მოწოდებით.(!)

·      დაიწყო სამოქალაქო ომი,რომლის დროსაც სხვადასხვა მასშტაბის  ათი ათასამდე ბრძოლა- შეტაკება მოხდა,ძირითადად სამხრეთის შტატების ტერიტორიაზე.

·      მოხალისეების რაოდენობა საკმარისი არ იყო და ორივე მხარეს მალე დასჭირდა სავალდებულო გაწვევის დაწყება,რაც ბევრ წინააღმდეგობას აწყდებოდა განსაკუთრებით ჩრდილოეთში.

·      ჩრდილოელ მოხალისეთა ძირითადი მოტივაცია იყო პირადი ღირსება,მონობის წინააღმდეგ ბრძოლა და პატრიოტიზმი-სახელმწიფოს ერთიანობის შენარჩუნება.(!)

·      მაგრამ ჩრდილოეელ ახალწვეულთა ნაწილს არ უნდოდა სისხლის დაღვრა შავკანიანების გასათავისუფლებლად.ხშირი იყო დეზერტირობის ფაქტები.

·      სამხრეთელების მოტივაცია იყო -მონობის შენარჩუნება,თუნდაც თანამედროვე პოზიციიდან ეს ამორალური გვეჩვენებოდეს.

·      ძლიერი მოტივაცია გარკვეულად განმარტავს კონფედერატების,ანუ კონფედერაციის მომხრეების,საკმაოდ ხშირ,თუმცა არაგადამწყვეტ,წარმატებას რიცხობრივად უპირატეს და ბევრად უკეთ შეიარაღებულ ჩდილოელებთან ბრძოლაში.

·      ომის დროს ასობით ათასი შავკანიანი მონა გაიქცა ჩრდილოეთის შტატებში.

·      კავშირის(ჩრდილოეთის) არმიაში შავკანიანებსაც იღებდნენ.

·      140 ათასმა შავკანიანმა მამაცურად იბრძოლა კავშირის არმიის მხარეზე.

·      კონფედერატებს,ბუნებრივია,შავკანიანებისთვის იარაღის მიცემა არ უნდოდათ,რადგან ეს უაზრობად აქცევდა მათ ბრძოლას მონობის შესანარჩუნებლად:თუ შავკანიანი მეეორეხარისხოვანი ადამიანი იყო და ის მონად უნდა დარჩენილიყო,როგორ უნდა ებრძოლა მას ამ მიზნისათვის ?

 

შენიშვნა: იგივე კითხვა შეიძლება დაისვას საქართველოშიც ამჟამად

როგორ უნდა იბრძოლოს ადამიანმა „სამშობლოსათვის“ ,როცა ამ სამშობლოს 1 კვადრატულ სანტიმეტრსაც არ ფლობს ?

 

·      სახელმწიფო მდივნის,უილიამ სიუარდის რჩევით,მონობის ოფიციალური გაუქმება ლინკოლნმა მნიშვნელოვან გამარჯვებამდე გადადო და მხოლოდ 1963 წლის 1 იანვარს გამოაცხადა ეს.

შენიშვნა: ზანგებს ომის სურვილი,რომ არ დაეკარგათ

·      სამოქალაქო ომი ამერიკაში 4 წელი გაგრძელდა.

·      ის ინდუსტრიული ეპოქის პირველი ომი იყო.(დაიმახსოვრე)

აშშ-ს სამოქალაქო ომში ფართოდ გამოიყენებოდა რკინიგზა,ტელეგრაფი,ორთქლის გემები,მასობრივად წარმოებული იარაღი.

·      იქამდე ბრძოლის ტაქტიკად გამოყენებული მოწინააღმდეგე არმიების პირისპირ შეხლა უაზრობად აქცია ნახევრადავტომატურმა იარაღმა,საჭირო გახდა სანგრების გათხრა.

·      ჩრდილოეთის ძალებმა მოახდინეს სამხრეთის შტატების ძალიან ეფექტიანი ბლოკირება ზღვიდან,შეუწყვიტეს მათ საგარეო ვაჭრობის შესაძლებლობა და მალე ეკონომიკურად გამოფიტეს ისინი.

·      გენერალი უილიამ შერმანი ეწეოდა „ტოტალურ ომს’’,ანუ კონფედერაციის შტატების მეურნეობისა და ინფრასტრუქტურის განადგურებას.(რასაც რუსეთი აკეთებს  დღეს უკრაინაში)

·      სამხრეთის შტატების მეურნეობა საერთოდ მოიშალა იქ შიმშილმა დაისადგურა.

·      1863 წლის 1-3 ივნისის გეთისბერგის ბრძოლა  სამოქალაქო ომის დროს ყველაზე სისხლიანი გამოდგა-ორივე მხარემ ჯამში 50 000- ზე მეტი მოკლული ჯარისკაცი დაკარგა.

·      იქამდე უძლეველი კონფედერატების გენერალი რობერტ  ლი დაამარცხა ჩრდილოელთა გენერალმა ჯორჯ გორდონ მიიდმა.

·      გეთისბერგის ბრძოლა შემობრუნების მომენტად იქცა.ამის შემდეგ კონფედერაციის დამარცხება მხოლოდ დროის ამბავი იყო.

·      1864 წელს ულისეს გრანტი დაინიშნა  კავშირის არმიის მხედართმთავრად.

·      1864 წლის 2 სწქტემბერს შერმანმა აიღო მნიშვნელოვანი ქალაქი ატლანტა და ბლოკადაში მოაქციაკონფედერატების დედაქალაქი რიჩმონდი.

·      1865 წლის 1 აპრილს რიჩმონდი დაეცა.ის აიღეს კავშირის არმიის იმ ნაწილებმა,რომლებიც შავკანიანებისგან შედგებოდნენ.

·      1865 წლის 9 აპრილს გენერალი ლი დანებდა გენერალ გრანტს.(!)

კეთილი ნების ჟესტის სახით გრანტმა დაუტოვა დანებებულ გენერალს ხმალი და ცხენი,იმის მოლოდინით,რო „კონფედერაციული’’ შტატები მშვიდობიანად დაუბრუნდებოდნენ  კავშირს.

·      სამოქალაქო ომი დამთავრდა.

 

 

სამოქალაქო ომის შედეგები

 

 

·        სულ 5  დღის შემდეგ,1965 წლის 14 აპრილს,კონფედერატების მომხრე ტერორისტმა მოკლა პრეზიდენტი ლინკოლნი.

 

 

·        მის ნაცვლად მეორე დღესვე პრეზიდენტი გახდა ენდრიუ ჯონსონი.

·        ომის დროს დაიწო ამერიკის კონსტიტუციის მე-13 დამატების მიღების პროცედურა:ის ითვალისწინებდა მთელ ქვეყანაში მონობის გაუქმებას.(!)

·        სენატმა ის მიიღო 1864 წლის 8 აპრილს, წარმომადგენელთა პალატამ-1965 წლის 31 იანვარს.

·        შტატების მიერ მისი დამტკიცების შემდეგ მე-13 დამატება ძალაში შევიდა 1865 წლის 6 დეკემბერს.

·        4 მილიონამდე მონა თავისუფალი გახდა.

·        შავკანიანი მოსახლეობის საგრძნობმა ნაწილმა გადაინაცვლა ჩრდილოეტის შტატების დიდ ქალაქებში,სადაც ისინი ყველაზე ღარიბ ფენად იქცნენ.

·        რასობრივი სეგრეგაცია(ანუ რასობრივი ნიშნით ადამიანების გამიჯვნა) ამერიკაში თითქმის საუკუნეს გაგრძელდა.(იხ. მარტინ ლუთერ კინგი)

·        სამხრეთის შტატები დაბრუნდნენ კავშირში,მაგრამ იქ ეკონომიკური კრიზისი გახანგრძლივდა.

·        სამხრეთ შტატების თეთრკანიანთა (მათი მეტსახელი გახდა „დიქსი’’) სახალხო გრძნობა კიდევ დიდხანს იყო უარყოფითად განწყობილი ჩრდილოელთა მიმართ.ისინი თავს შეურაცყოფილად თვლიდნენ ჩრდილოელების მხრიდან (შენიშვნა : დღესაც ასეა)

 

         ბატონყმობის გაუქმება რუსეთის იმპერიაში

 

·        რუსეთის იმპერატორი ალექსანდრე მე-2 ტახტზე ავიდა 1855 წლის მაისში,ყირიმის ომის მიწურულს,როდესაც რუსეთის მარცხი ეჭვს აღარ იწვევდა;

·        ახალმა იმპერატორმა გადაწყვიტა მიეღო ომში გამარჯვებული საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის ,1856 წ-ს პარიზის კონგრესზე წამოყენებული მოთხოვნები და შემდეგ შეუდგა ქვეყნის ფართომსშტაბიან რეფორმირებას;

·        ახალგაზრდა იმპერატორი მიიჩნევდა,რომ ქვეყანაში სიმშვიდის დასამყარებლად(ხშირი იყო გლეხთა აჯამყებები) საჭირო იყო ბატონყმობის გაუქმება;

·        მეფის განზრახვამ დიდიდივნებათაღელვა გამოიწვია და ამ საკითხზე დისკუსიები 6 წელი გაგრძელდა;

 

·        1861 წ-ს 19 თებერვალს ალექსანდრე მე-მ ბატონყმობა გააუქმა.(!)

·        უპირველეს ყოვლისა განისაზღვრა გლეხთა იურიდიული სტატუსი.ისინი ქცნენ“სოფლის თავისუფალ მკვიდრებად’’.აღარ შეიძლებოდა მათი ყიდვა-გაყიდვა,გაცვლა.(წაიკითხე ილ. ჭავჭავაძე „კაკო ყაჩაღი’’)

 

·        მათ მიენიჭათ თავისუფლება პირად ცხოვრებაშიც(მიეცათ პროფესიის დაუფლების,საკუთრების ფლობის,სურვილის მიხედვით ქორწინების უფლება),მაგრამ ბრძანების გამოსვლიდან 2 წლის მანძილზე გლეხები კვლავაც მემამულეთა საკუთრებაში უნდა დარჩენილიყვნენ და შეესრულებინათ მათი ნება-სურვილი;

 

 

·        ყველაზე მნიშვნელოვანი იყო მიწის საკუთრების საკითხი.

·        გლეხი მყისიერად არ ხდებოდა იმ მიწის მფლობელი,რომელსაც ამუშავებდა;

 

·        თითოეული გლეხი იღებდა 3,5 დესეტინა (4ჰა) მიწას,მაგრამ არა უფასოდ,მას 49 წლის განმავლობაში უნდა ეხადა მიწის საფასური სახელმწიფოსთვის;

·        სახელმწიფომ კი თავის მხრივ წინასწარ გამოისყიდა ეს მიწა მემამულეებისგან;

·        ამასთან,მიწა გადაეცემოდა არა პირდაპირ გლეხს,არამედ საგლეხო თემს(„მირ“-ს),რომელიც შემდეგ ანაწილებდა მას გლეხებს შორის;

·        რეფორმების მრავალი თანამედროვე და ისტორიკოსთა ნაწილი მიიჩნევდა,რომ გლეხთა განთავისუფლება რეალურად არ მომხდარა-შეიქმნა მხოლოდ განთავისუფლების მექნიზმი,თანაც უსამართლო;

 

 

რეფორმები მმართველობის სფეროში

 

·     1864 წელს პროვინციებსა და გუბერნიებში შეიქმნა საკრებულოები („ზემსტვო“). საკრებულოების წევრები არაპირდაპირი გზით აირჩეოდნენ და ისინი პასუხისმგებელნი იყვნენ:

ა.ადგილობრივ ბიუჯეტზე

ბ.საჯარო განათლებაზე

გ.გზებისა და ხიდების კეთილმოწყობაზე

 

·        1870 წელს იგივე პრინციპების საფუძველზე ჩამოყალიბდა საქალაქო „დუმები“;

·        ეს ახალი უწყებები დემოკრატიულობის თვალსაზრისით არასრულყოფილი იყო,მაგრამ რუსეთისთვის მაინც წინგადადგმული ნაბიჯს წარმოადგენდა;

 

რეფორმები სასამართლო სფეროში

 

·        1864 წელს გატარდა სასამართლო რეფორმა-ბევრად უფრო დაგვიანებით,ვიდრე ევროპულ ქვეყნებში.

·        ამიერიდან სასამართლო განცალკევებული იყო მმართველობისგან;

·        სასამართლოებში უკვე ადვოკატები იცავდნენ ბრალდებულებს;

 

                  რეფორმები განათლების სფეროში

 

·        განათლების სფეროში გატარებული რეფორმების შედეგად,დაწყებითი განათლება გამოვიდა ეკლესიის დაქვემდებარებიდან და მსზე პასუხისმგებლობა საკრებულოებს დაეკისრა;

·        შეიქმნა ათი ათასი ახალი სკოლა,გიმნაზიები,ყველსათვის ღია იყო -წარმომავლობისა თუ რელიგიის მიუხედავად.

·        ოთხწლიანი დაწყებითი განათლების კოლეჯები ემსახურებოდა ყველზე ღარიბი ფენებიდან გამოსულ ბავშვებს.

·        1863 წ. უნივერსიტეტებს მიენიჭათ ფართო ავტონომია.ამიერიდან პროფესორებს,დეკანებს,რექტორებს ირჩევდნენ მათი კოლეგები და აღარ ნიშნავდა განათლების სამინისტრო;უნივერსიტეტში ნებისმიერი სოციალური ფენის წარმომადგენელს შეეძლო  სწავლა,თუმცა არ დაიშვებოდნენ ქალები;

                           ალექსანდე მე-2-ის    რეფორმები სამხედრო სფეროში

 

·      რუსეტისათვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა სამხედრო რეფორმების ჩატარებას

·      1870-71 წწ-ში საფრანგეთ-პრუსიის ომში პრუსიის გამარჯვების შემდეგ,სამხედრო რეფორმების მოდელად პრუსიის არმიის ორგანიზაცია შეიქმნა;

·      ამიერიდან ახალწვეულები არმიაში შეირჩეოდნენ ლატარიის პრინციპით,სამხედრო სამსახურის ვადა კი 25-წლიდან 6 წლამდე შემცირდა;

·      უმაღლესი განათლების მქონე ახალგაზრდები თავისუფლდებოდნენ ჯარში სამსახურისგან

·      მომავალ ოფიცრებს ამზადებდნენ სპეციალურად გახსნილ სამხედრო სასწავლებლებში;(!)

 

                               ალექსანდრე მე-2-ის შეფასება:

 

·        ამ რეფორმების მიუხედავად ,ალექსანდრე მე-2 უძლური აღმოჩნდა მთლიანად გარდაექმნა ქვეყანა.

·        ის რუსული იმპერიული სტრუქტურის ერთგული რჩებოდა;მისი მეფობის ხანაში არცერთი ნაბიჯი არ გადადგმულა კონსტიტუციონალიზმის და პარლამენტარიზმის მიმართულებით;

·        ამ დროს კი ევროპული მონარქიები სულ უფრო მეტად იზიარებდნენ დიდი ბრიტანეთის მმართველობის საპარლამენტო სისტემის გამოცდილებს;

·        „რუსული რევოლუცია ზემოდან’’ არათანმიმდევრული იყო და ის ვერ მივიდოდა ლოგიკურ დასასრულამდე-კონსტიტუციის მიღებამდე;

·        ალექსანდრე მე-2-ს მტკიცედ სწამდა,რომ მეფის თვითმპყრობელობა ყველაზე უფრო შეეფერებოდა რუსეთის მმართველობას;

·        არათანმიმდევრული პოლიტიკის გამო,ხელისუფლება სულ უფრო არაპოულარული ხდებოდა.

·        ალექსანდრე მე-2 ტერორისტთა სამიზნედ იქცა(მასზე 6 თავდასხმა განხორციელდა)

·        ხრლისუფლება აძლიერებდა პოლიციურ აპარატს და ახშობდა თავისუფალი აზრის ნებისმიერ გამოვლინებას;

 

ახალი საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოძრაობები.

„ნაროდნიკები’’

 

·         ალექსანდრე მე-2-ის მეფობის ხანაში საფუძველი ჩაეყარა ახალ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ მოძრაობებს. მათ პრაქტიკულად იატაკქვეშეთში უხდებოდათ მოღვაწეობა.

·         ბევრი მათგანი რადიკალიზმით გამოირჩეოდა და მიზნად ისახავდა ხელისუფლების შეცვლას რევოლუციის გზით.

·         მათ შორის გამოირჩეოდნენ“ნაროდნიკები’’

·         თავდაპირველად მათი მოძრაობა გლეხთა მდგომარეობის გაუმჯობესებას და განათლების დონის აწევას ისახავდა მიზნად(მოსახლეობის უდიდეს ნაწილს გლეხები შეადგენდნენ რუსეთში)

·         ნაროდნიკების ერთმა ნაწილმა 1876 წ-ს ჩამოაყალიბა ორგანიზაცია“ნაროდნაია ვოლია’’(რუს. „ხალხის ნება“);ორგანიზაციის მიზანი გახდა რეჟიმის წარმომადგენელთა ლიკვიდაცია;(!)

·         მათ მიერ მოწყობილი თავდასხმის შედეგად დაიღუპა ალექსანდრე მე-2 პეტერბურგში 1881 წ-ს(1) (ბომბი აუფეთქეს მეფის კარეტას)

 

                                ბატონყმობის გაუქმება საქართველოში

                              (ამ თემას განიხილავს ლუარსაბ თათქარიძე)

 

·        1864 წელს ნბატონყმობა საქართველოშიც გაუქმდა

·        რეფორმა ითვალისწინებდა გლეხისთვის მიწის მცირე ნაკვეთის „ნადელის“ გადაცემას,მაგრამ ამ ნაკვეთის მესაკუთრედ დროებით კვლავ მემამულე რჩებოდა,სანამ მას გლეხი არ გამოისყიდიდა

·        გლეხი ითვლებოდა ე.წ. დროებითვალდებულად;

·        მიწის გამოსყიდვამდე გლეხს ყოფილი ბატონისათვის ადრე არსებული ბეგარა და გადასახადები უნდა ეხადა;

·        საქართველოში ბატონყმობის გაუქმება მებატონეთათვის უფრო ხელსაყრელ პირობებში გატარდა ვიდრე რუსეთში.(!)

 

·        საქართველოში თავადაზნაურობა ე.წ.“მცირემიწიანთა „ კატეგორიაში მოხვდა და მათ უფლება ჰქონდათ საერთოდ არ მიეცა გლეხისთვის „ნადელი’’ და ისე გაეთავიფლებინა;(!!!!)

 

·        ამგვარად საქართველოში გლეხების ნაწილი უმიწოდ დარჩა(!)

 

 

·        მე-19 საუკუნის 60-იან წლებში,რუსული რევოლუციურ-ნაროდნიკული მოძრაობის მსგავსად საქართველოშიც იქმნება რევოლუციურ-ხალხოსნური მოძრაობა;

 

·        ხალხოსნების არალეგალურ ჯგუფებს მთავრობა არ ინდობდა.აპატიმრებდა და ასახლებდა ქართველი ხალხოსნების ლიდერები იყვნენ ეგნატე იოსელიანი და მიხეილ ყიფიანი

 

 

·        მე-19 საუკუნის 90-იანი წლებიდან ნაროდნიკული მოძრაობა ლიბერალურ მიმდინარეობად გარდაიქმნა,თუმცა ცალკეული იატაკქვეშა რევოლუციური უჯრედები ისე აგრძელებდნენ არსებობას;

 

                              „ახალი იდეები“  საქართველოში

 

·        მე-19 საუკუნის საქართველოში კარგად იცნობდნენ იმდროინდელ მსოფლიოში არსებულ სხვადასხვა იდეოლოგიურ მიმდინარეობებს.

 

·        ითარგმნა არაერთი მნიშვნელოვანი თხზულება და ქართველ მკითხველს შესაძლებლობა ჰქონდა თვალი ედევნებინა მსოფლიოში მიმდინარე პროცესებისათვის.

·        ახალი იდეების უპირველესი მქადაგებლები „თერგდალეულები“ იყვნენ.ილია ჭავჭავაძე და მისთანამოააზრეები“პირველი დასიდან’’ სწორედ ეროვნულ საკითხს აქცევდნენ უპირველესად ყურადღებას

·        მათი მოწინააღმდეგეები იყვნენ „მეორე დასელები’’.ისინი სოციალურ საკითხებს წევდნენ ყველაზე წინ.(ნიკო ნიკოლაძე და სხვები)

 

·        მე-19 საუკუნის 80-იანი წლებიდან საქართველოში იწყება მუშათა საპროტესტო მოძრაობა. ამ მოძრაობის გაჩენას იწვევდა მუშათა მძიმე ეკონომიკური და სოციალური პრობები პოლიტიკური უუფლებობა. მუშათა მოძრაობა საქართველოში რუსეთის იმპერიაში მიმდინარე პროცესების ანალოგიურად მიმდინარეობდა.მუშათა გაფიცვებმა ორგანიზებული სახე საქართველოში მე-19 საუკუნის 80-იანი წლებიდან მიიღო.

 

ინდუსტრიალიზაცია.

 

·        „ინდუსტრიულმა რევოლუციამ“(დაიწყო 1760 წელს) ინგლისი სხვებისთვის მისაბაძ

“სამქროდ’’ აქცია.

·        მე-19 საუკუნის მე-2 ნახევრიდან ინდუსტრიალიზაციის პროცესი კონტინენტურ ევროპაშიც იწყება.პროცესი სხვადასხვა ქვეყნებში განსხვავებული ინტენსივობით ვითარდებოდა.

·        განასკუთრებით გერმანია დაწინაურდა,სადაც ინდუსტრიალიზაციას გზა პრუსიამ გაუკვალა.

·        ერთიანი გერმანული სახელმწიფოს შექმნის დროისათვის(1871) გერმანია უკვე განვითარებული ინდუსტრიული ქვეყანა იყო;

 

                                     სოციალური საკითხი

 

·        ინდუსტრიალიზაციის თანმხლები პროცესი იყო ურბანიზაცია ანუ ქალაქების ზრდა;

·        საოფლის მოსახლეობის ძირითადი ნაწილის-გლეხობის პაუპერიზაციის შედეგად,გაღატაკებული მასა საარსებო საშუალების ძიებაში ინდუსტრიულ ცენტრებს,ქალაქებს მიაწყდა.

·        მე-18 საუკუნის მე-2 ნახევრში ინგლისში გლეხობა,როგორც სოციალური ფენა,საერთოდ ქრება; უფრო სწორად,“მეოთხე წოდებად’’-ინდუსტრიულ მუშათა კლასად გარდაიქმნება

·        ქალაქის გარეუბნებში ჩნდება მუშათა დასახლებები უბადრუკი,პირქუში საცხოვრებელი შენობებით. (ე.წ. „შენთი თაუნები“ (ინგლისში); „ბიდონვილები“ -საფრანგეთში)

·        ინდუსტრიალიზაცის საწყის ეტაპზე მძიმე იყო მუშების როგორც საცხოვრებელი,ისე შრომის პირობები;

·        სამუშაო დრო არ იყო რეგლამენტირებული;სამუშაო დროის ხანგრძლივობა 14 საათს აღწევდა; არ არსებობდა სოციალური დაცვის რაიმე მექანიზმი(პენსიები ხანდაზმულთათვის,შვებულების ანაზღაურება,კომპენსაციები ავადმყოფობის,საწარმოო ტრამვების თუ სიკვდილიანობის შემთხვევაში.)

·        მუშებისათვის ერთადერთი გამოსავალი ურთიერთდახმარება იყო. ისინი ერთანდებოდნენ პროფესიულ კავშირებში,ქმნიდნენ ურთიერთდახმარების სალაროებს.

·        წარმოების მექანიზაციის ადრეულ ეტაპზე,როდესაც მანქანებმა მუშახელი საწარმოდან გამოდევნა,უსახსროდ დარჩენილი მუშების პროტესტის გამოხატვის ძირითადი ფორმა მანქანების მსხვრევა იყო.

·        შემდგომში მუშათა კლასის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის ბრძოლის წარმმართველ ძალად პროფკავშირები ,ამ ბრძოლის მთავარ იარაღად კი გაფიცვა იქცა.

·        1886 წელს ჩიკაგოში მუშებმა საყოველთაო გაფიცვით 8-საათიანი სამუშაო დღის დაწესებას მიაღწიეს.(!)

·        ამის შემდეგ ინდუსტრიალიზაციის პროცესში მყოფ სხვადასხვა ქვეყანაში გაფიცულთა მთავარი მოთხოვნა სამუშაო დროის შემცირება გახდა;

·        თავდაპირველად ხელისუფლება მუშათა საპროტესტო გამოსვლებს რეპრესიებით,შემდეგ კი სოციალური დაძაბულობის განსამუხტავად,სოციალური კანონმდებლობით პასუხობდა;

·        ამ მხრივაც პირველობა ინგლისს ეკუთვნის.

·        ინგლისში  მე-19 საუკუნის 30-ან-40-იან წლებში მიიღეს პირველი შრომითი აქტები(ე.წ.“საფაბრიკო აქტები“)

აიკრძალა ფაბრიკებში 9 წლამდე ბავშვების შრომა;

ქალებისა და 13 წლამდე ბავშვების შრომის გამოყენება მაღაროებში;

დაწესდა 9-საათიანი,მოგვიანებით 6-საათიანი სამუშაო დღე 9-დან 13 წლამდე ასაკის ბავშვებისა და 12 საათიანი-ქალებისათვის;

გატარდა შრომის უსაფრთხოების დაცვის პირველი ღონისძიებები;

 

 

                      სოციალური საკითხების გადაწყვეტის გზები.

 

·  პაუპერიზაციით და ინდუსტრიალიზაციით გამოწვეული სოციალური საკითხის მოგვარების გზები მხოლოდ დროთა განმავლობაში გამოიკვეთა

·  უპოვართა დახმარების საქველმოქმედო ღონისძიებები აღარ იყო საკმარისი.

·  საჭირო იყო მეწარმეებს,მუშებსა და სახელმწიფოს შორის ინდუსტრიალიზაციის პროცესში ჩამოყალიბებული ურთიერთობების საფუძვლიანი რეგულირება.

·  პრობლემების გადაწყვეტის სხვადასხვა ინიციატივა მომდინარეობდა ეკლესიის,მეწარმეთა,მეცნიერთა,ხელოსანთა,მუშათა მხრიდან,რომლებიც მიზნის მისაღწევად საზოგადოებრივ და პოლიტიკურ მოძრაობებს აყალიბებდნენ;

·  მუშების პროფესიულ გაერთიანებებთან ერთად,იქმნებოდა მუშათა პირველი პოლიტიკური პარტიები.

·  მე-19 საუკუნის მე-2 ნახევრიდან  მუშათა მოძრაობაზე ევროპაში გავლენა მოახდინა კარლ მარქსისა(1818-83) და ფრიდრიხ ენგელსის (1820-95) მიერ შექმნილმა ახალმა პოლიტიკურმა იდეოლოგიამ.(!)

·  გერმანიასა და საფრანგეთში მუშათა პოლიტიკური გაერთიანებები სოციალისტურ პარტიებად გარდაიქმნა .

·      შეიქმნა სოციალისტური მიმარულების პარტიების საეთაშორისო გაერთიანება ე.წ.  1 ინტერნაციონალი(1864-76 წ.)

·      მარქსიზმმა ინგლისში და საფრანგეთში ფეხი ვერ მოიკიდა.

·      მარქსისტული იდეოლოგიის გავლენა გერმანიაშიც საკმაოდ ზედაპირული იყო.

 

       კარლ მარქსის და ფრიდრიხ ენგელსის „კომუნისტური პარტიის მანიფესტი“

                    (თეზისები)

 

მარქსიზმის ძირითადი პრინციპები:

 

ა.საზოგადოების ისტორია კლასობრივი ბრძოლის ისტორიაა.

ბ.მე-19 საუკუნის საზოგადოება დაყოფილია ორ მტრულ ბანაკად :ბურჟუაზიად და პროლეტარიატად;

 

რა არის ბურჟუაზია ?

·        ბურჟუაზია არის კლასი,რომელმაც მოახდინა წარმოების საშულებების ცენტრალიზაცია და საკუთრების ერთეულების ხელში კონცენტრაცია;

·        ბურჯუაზიის კლასის არსებობისა და ბატონობის პირობაა სიმდიდრის დაგროვება კერძო პრების ხელში,კაპიტალის შექმნა და ზრდა;

·        კაპიტალის არსებობის პირობაა დაქირვებული შრომა;

 

რა არის პროლეტარიატი?

·        პროლეტარიატი არის მუშათა კლასი.მუშები,რომლებიც იძულებულნი არიან გაყიდონ საკუთარი სამუშაო ძალა;

·        სამუშაო ძალა საქონელია;

·        წვრილი,მეწარმეები,წვრილი ვაჭრები,ხელოსნები და გლეხები  პროლეტარიატად იქცნენ ;

 

როგორია მუშათა უფლებრივი მდგომარეობა ?

·        მუშა მანქანის უბრალო დანამატად იქცა..

·        ..მუშები ბურჟუაზიის კლასის ყმები არიან...

 

როგორია ბურჟუაზიული საზოგადოება ?

·        კლასობრივი წინაათღმდეგობებით აღსავსე

 

                 რა როლს თამაშობს ამკლასობრივ დაპირისპირებაში  საკუთრება ?

·        მთავარი საკითხი საკუთრების საკითხია

 

რა გზით უნდა მიაღწიონ კომუნიტებმა მიზანს ?

 

ა.მოახდინონ მუშათა რევოლუცია

ბ.აქციონ პროლეტარიატი გაბატონებულ კლასად

გ.ბურჟუაზიას ჩამოერთვან მთელი კაპიტალი

დ.საწარმოო საშუალებები სახელმწიფოს ხელში მოაქციონ

 

საზოგადოების განვითარების რა სტადიების მონაცვლეობაზეა საუბარი „მანიფესტში „ ?

·        ბურჟუაზიული საზოგადოება

·        სოციალისტური საზოგადოება

·        კომუნისტური საზოგადოება

 

რა არის ბოლო სტადია „მანიფესტის“ მიხედვით ?

 

·        საზოგადოება,რომელშიც უზრუნველყოფილია ინდივიდის თავისუფალი განვითარება( უკლასო კომუნისტური საზოგადოება).

 

არის თუ არა სტადიების  მონაცვლეობა წინასწარგანსაზღვრული ?

 

·        კომუნისტები ყველგან და ყოველთვის მხარს უჭერენ არსებული(ბურჟუაზიული) საზოგადოებრივი და პოლიტიკური მდგომარეობის წინააღმდეგ მიმართულ რევოლუციურ მოძრაობას;

·        კომუნისტები ღიად აცხადებენ,რომ მათი მიზანი მიღწეული იქნება მხოლოდ არსებული საზოგადოებრივი წყობის ძალით დამხობის გზით;

·        კომუნისტები მუშათა პარტიების წამყვანი ძალაა

·        კომუნისტების მიზანია პროლეტარიატის კლასად ქცევა,ბურჯუაზიის ბატონობის დამხობა,პროლეტარიატის მიერ პოლიტიკური ძალაუფლების ხელში აღება

·        პროლეტარიატს არაფერი აქვს დასაკარგი,საკუთარი ბორკილების გარდა..

·        პროლეტარიატს არა  აქვს სამშობლო..

·        მარქსიზმის მთავარი მოწოდებაა: „პროლეტარებო,ყველა ქვეყნისა,შეერთდით !’’

 

                           „მესამე დასი’’ - საქართველოში

 

·        მასობრივი მოძრაობის დაწყებამ  საქართველოში ხელსაყრელი ნიადაგი მოამზადა მარქსისტული იდეების გავრცელებისათვის;

·        საქართველოში მარქსიზმის გავრცელება დაკავშირებულია მწერალ ეგნატე ნინოშვილსა და მის თანაამოაზრეების მოღვაწეობასთან.მათ მიერ დაფუძნებულმა ჯგუფმა“მესამე დასის ‘’ სახელწოდება მიიღო.

 

შენიშვნა: წაიკითხე მოთხრობები“ „ჩვენი ქვეყნის რაინდი“  და „გოგია უიშვილი’’

 

·        პირველი ხანებიდანვე „მესამე დასში’’ ორი ჯგუფი გამოიყო.

·        რევოლუციური ჯგუფის წარმომადგენლები(მიხა ცხაკაიაია,ლადო კეცხოველი,იოსებ ჯუღაშვილი(სტალინი) და სხვ.) იატაკქვეშა მოღვაწეობას და ხელისუფლებასთან ტოტალურ ბრძოლას ანიჭებდნენ უპირატესობას.

·        მეორე ჯგუფი ნოე ჟორდანიას ხელმძღვანელობით მისაღებად მიიჩნევდა საპარლამენტო ბრძოლის მეთოდებს.

·        ეს დაპირისპირება მე-20 საუკუნის დასაწყისში გამოიხატა რუსეთის სოციალურ დემოკრატიული პარტიის(რსდმპ-ს)  ბოლშევიკებად და მენშევიკებად დაშლით.

·        მე-20 საუკუნის დასაწყისშიდან საქართველოში მძაფრი პოლიტიკური პოლემიკა დაიწყო( „დასებს’’ -პარტიებს შორის ) ქვეყნის მომავლის შესახებ.

·        ძველი თაობა მხარს ავტონომიის მოთხოვნას უჭერდა.ილია ჭავჭავაძის ინიციატივით იყო ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის შექმნის მცდელობა.ამ პარტიის მიზანი საქართველოს ავტონომიის მიღწევა უნდა ყოფილიყო.

 

                                           სოციალ-ფედერალისტები

 

·        1904 წ-ს ჟენევის კონფერენციაზე დაფუძნდა“ქართველ სოციალ-ფედერალისტთა სარევოლუციო პარტია’’

·        ეს პარტია თავიდან სხვადასხვა მცირე პოლიტიკური ჯგუფების ერთ ბლოკში გაერთიანებას წარმოადგენდა

·        ამ ჯგუფის მიზანი იყო საქართველოში ეროვნულ-ტერიტორიული ავტონოომიის შექმნა.

·        ამ ბლოკში შედიოდა და მის მემარჯვენე ფრთას წარმოადგენდა ეროვნულ-დემოკრატიული კომიტეტი,რომელიც შემდეგ ცალკე პარტიად გადაიქცა;

·        ეროვნულ-დემოკრატები კიდევ უფრო შორს მიდიოდნენ და ავტონომიის მოპოვებასთან ერთად,მომავალში ქართული სახელმწიფოებრიობის აღდგენას გეგმავდნენ;

·        სოციალისტ-ფედერალისტთა ლიდერი იყო არჩილ ჯორჯაძე.(!)

 

·        მისი და მისი თანამოაზრეების პროგრამა ასეთი იყო:

ა. ავტონომიური საქართველოს ეკონომიკური საფუძველი მიწის სათემო საკუთრება და მრეწველობის სინდიკატურ-ამხანაგური ფორმა უნდა ყოფილიყო

ბ. ავტონომიის პოლიტიკური საფუძველი -ეროვნული თვითმმართველობის ორგანოები,ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუი (სასამართლოებში) და საქართველოს საერო კრება(პარლამენტი)

 

პარლამენტს უნდა გამოეცა კანონები,დაემტკიცებინა ბიუჯეტი,შემოეღო ქართული ენა ყველა საგანმანათლებლო დაწესებულებაში,გაეტარებინა ეროვნული ეკონომიკის პროტექციონისტური(მფარველობითი) პოლიტიკა,უზრნველეყო „ეროვნების თავისუფლება დახალხის ეკონომიკური აღორძინება-მრეწველობის,სოფლის მეურნეობის,ვაჭრობის,მეცნიერების,განათლების,კულტურის განვითარების გზით

 

გ.ავტონომიურ საქართველოს უნდა ჰყოლოდა წარმომადგენლები რუსეთის ცენტრალურ პარლამენტში,რომელსაც დაეკისრებოდა ფედერაციაში გაერთიანებული ყველა ავტონომიური ერთეულის,მათ შორის საქართველოს დაცვა და საერთო-საგარეო პოლიტიკის წარმართვა.

 

ზოგი ფედერალისტი მოიტხოვდა ავტონომიური საქართველოს შესვლას კავკასიის ფედერაციაში,რომელიც,თავის მხრივ,რუსეთის ფედერაციულ სახელმწიფოში გაერთიანდებოდა.

 

                                      სოციალ-დემოკრატები

 

·        განსხვავებული პოზიცია ეკავათ სოციალ-დემოკრატებს.

·        საუკუნეთა მიჯნაზე, ქართველ სოციალ-დემოკრატთა მთავარ სამიზნედ ილია ჭავჭავაძე იქცა.(!)

·        ნოე ჟორდანიამ,ფილიპე მახარაძემ და სხვებმა მძაფრი შეტევა განახორციელეს ილიას“ივერიის’’ წინააღმდეგ

·        ილიას გაზეთს ფეოდალური წარსულის მეხოტბედ და“რეაქციის’’ მხარდამჭერად მოიხსენიებდნენ.

·        უნდა აღინიშნოს,რომ თავად ნოე ჟორდანია 90-იან წლებში გარკვეულ  ინტერესს იჩენდა ეროვნული საკითხის მიმართ,მაგრამ ხანგრძლივი ვადით დაივიწყა ეს თემა, მას შემდეგ, რაც ვერ დააინტერესა სოციალ-დემოკრატები ავტონომიის საკითხით;

 

·        1908 წელს ჟორდანია დაუბრუნდა  ეროვნულ საკითხს და წინ წამოსწია ეროვნული კულტურის დაცვის საკითხი,თუმცა 1912 წლამდე მხარს უჭერდა პარტიის პოზიციას მთელი კავკასიის ერთიანი რეგიონული თვითმმართველობის შესახებ.

 

·        შემდეგ,ავსტრიელი მაქსისტების გავლენით(ოტო ბაუერი),მან თავის პოზიციას დაამატა კულტურულ-ნაციონალური ავტონომიის კონცეფცია.

 

·        ჟორდანიას მთავარი ოპონენტი იყო სტალინი.

 

·        მათ შორის უმთავრესი განსხვავება იყო არა იმდენად უთანხმოება სახელმწიფოს ორგანიზაციის პრინციპებზე(ჟორდანია მხარს უჭერდა დეცენტრალიზებულ რუსეთის სახელმწიფოს),არამედ ჟორდანიას მიერ განსაკუთრებული ყურადღების გამახვილება ეროვნული კულტურის დაცვაზე.

 

·        სტალინი ანგარიშს არ უწევდა ერთა კულტურულ მრავალგვარობას და მხარს უჭერდა მცირე ეთნიკური ჯგუფების გათქვეფას „უფრო მაღალ (ე.ი. რუსულ) კულტურაში(?)

 

·        1 მსოფლიო ომის წინ მენშევიკები ისევ დომინირებდნენ საქართველოში,ბოლშევიკები კი,რომლებმაც 1912 წელს პრაღის კონფერენციაზე ცალკე პარტია ჩამოაყალიბეს არ სარგებლობდნენ საქართველოს მოსახლეობაში პოპულარობით;

 

·        1911 წელს საქართველოში პრაქტიკულად შეწყდა პროფკავშირული მოძრაობა

 

·        სოციალ-დემოკრატების საქმიანობა დავიდა ნახევრადლეგალური გაზეთების გამოცემსა და საარჩევნო აგიტაციაზე;

 

·        თუმცა პირველი მსოფლიო ომის წინ მაინც ხშირი იყო მუშათა გაფიცვები;

 

·        მენშევიკები ომის წინააღმდეგები იყვნენ,თუმცა მათ ფართოდ არ გაუშლიათ ანტისაომარი პროპაგანდა და ნეიტრალიტეტის საფასურად ხელისუფლებამ მათ კავკასიაში თავისუფალი მოქმედების საშუალება მისცა;

 

·        უცხოეთში მცხოვრებმა ქართველი პოლიტიკოსების ნაწილმა გერმანული ორიენტაცია აირჩია.

 

·        მიხაკო წერეთელი საიდუმლოდ ჩამოვიდა თბილისში ნოე ჟორდანიასთან შესახვედრად,რომ ის გადაებირებინა,მაგრამ ჟორდანიას ღრმა რწმენით რუსული ორიენტაციის უარყოფა პოლიტიკურ თვითმკვლელობას უდრიდა;

 

·        მხოლოდ 1917 წლის დასაწყისში,რუსეთის საომარი წარუმატებლობისა და შინააშლილობის პერიოდში სოციალ-დემოკრტთა საიდუმლო შეხვედრაზე,რომელიც ჟორდანიას მშობლიურ ლანჩხუთში გაიმართა,მან აღიარა,რომ რუსეთის კავკასიიდან განდევნის შემთხვევაში საქართველოს დამოუკიდებლობა უნდა გამოეცხადებინა.

 

·        პირველი მსოფლიო ომის დროს პოპულარული გახდა ერთა თვითგამორკვევის უფლების საკითხი.

 

·        ქართველმა სოციალ-დემოკრტებმა(მენშევიკებმა) ამ პერიოდში შეიცვალეს პოზიცია და მხარი დაუჭირეს ავტონომიის მოთხოვნას(!)

 

·        თუმცა იმ დათქმით,რომ უნდა შექმნილიყო არა საქართველოს,არამედ ამიერკავკასიის ქვეყნების ავტონომია რუსეთის იმპერიის შემადგელობაში.

 

 

·        სხვა ქართული პარტიების პოზიციები განსხვავებული იყო.ახალი საერთაშორისო ვითარებიდან გამომდინარე,საქართველო სრულ დამოუკიდებლობას  მოითხოვდა.

 


Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პოეტის და პოეზიის დანიშნულება ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის შემოქმედებაში

"კაცია ადამიანი ?!"-ილიას რეალისტური ნაწარმოები