იმპერიებს შორის შვიდწლიანი ომი ევროპაში -მე-18 საუკუნე

 




                           შვიდწლიანი ომი ევროპულ იმპერიებს შორის (1756-1763 )

 

·        შვიდწლიანი ომი ახალი დროის ყველაზე მასშტაბური ომი იყო,მასში ჩართული იყო იმდროის დიდი სახელმწიფოების უმრავლესობა;

·        ჩერჩილმა ამ ომს პირველი მსოფლიო ომიც კი უწოდა;

·        შვიდწლიანი ომი ევროპაში ჰეგემონობისთვის მიმდინარეობდა ორ კოალიციას შორის;

·        იმავდროულად ეს იყო დაპირისპრება  კოლონიური სამფლობელობელოებისთვის ჩრდილოეთ ამერიკასა და ინდოეთში;(!)

·        ერთის მხრივ კოალიციაში შედიოდნენ ინგლისი და პრუსია,მეორეს მხრივ საფრანგეთი,ავსტრია და რუსეთი

 

       ომში დაპირისპირებული მხარეები

 

·        1756 წლის იანვარში შეიქმნა ინგლის-პრუსიის კავშირი

 

·        ამან უბიძგა ავსტრიას დაახლოებოდა თავის ძველ მტერს-საფრანგეთს;საფრანგეთსა და ავსტრიას შორის ვერსალში ხელი მოეწერა თავდაცვით კავშირს,რომელსაც 1756 წლის ბოლოს შეუერთდა რუსეთი;

 

მეომარ მხარეთა მიზნები:

 

ავსტრიელები ვარაუდობდნენ დაებრუნებინათ სილეზია

 

პრუსიელები საქსონიის დაპყრობას ცდილობდნენ

 

ავსტრია-საფრანგეთის კავშირს შვედეთი შეუერთდა,რომელსაც პრუსიისგან შტეტინის და სხვა ტერიტორიების დაბრუნება სურდა

 

ავსტრია-საფრანგეთის კოალიციას შეუერთდა რუსეთიც,რომელიც აღმოსავლეთ პრუსიის დაპყრობა იმედოვნებდა,რათა ის პოლონეთისთვის გადაეცა კურლანდიის და ზემგალიის სანაცვლოდ

 

პრუსიას მხარი დაუჭირა ჰანოვერმა და რამდენიმე ჩრდილო-გერმანულმა სამეფომ;

 

 

            პრუსიის მეფე ფრიდრიხ მე-2   

           

(ამას ებრძოდა გურამიშვილი, რუსულ ჯარში იყო, ტყვედ ჩავარდა)

                                 

 

·        პრუსიის მეფე ფრიდრიხ მე-2-ს(1712-1786) ავსტრიასთან ომი გარდაუვლად მიაჩნდა და იმედებს ინგლისის მოკავშირეობაზე ამყარებდა;

·        ის ვარაუდობდა,რომ ინგლისის გავლენით რუსეთი თავს შეიკავებდა ომში მონაწილეობისაგან,რითაც პრუსია თავიდან აიცილებდა ორ ფრონტზე ბრძოლას;

·        რუსეთში პრუსიის გაძლიერებას საფრთხედ აღიქვამდნენ

·        ფრიდრიხმა გადაჭარბებულად შეაფასა ინგლისის გავლენა რუსეთზე;

·        იმავდრულად არ გაითვალისწინა საფრანგეთის შეშფოთება,რაც ინგლისთან მისმა კავშირმა გამოიწვია

·        ყოველივე ამის შედეგად ფრიდრიხს სამი უძლიერესი სახელმწიფოს კოალიციასთან მოუწია ბრძოლა,რომელსაც მან „სამი დედაკაცის კავშირი’’ უწოდა.

 

(მარია-ტერეზას(ავსტრიის იმპერატრიცას);ელიზავეტას(რუსეთის იმპერატრიცას და მადამ პომპადურის(ლუდოვიკო მე-15-ის საყვარლის)

 

ნახე ფილმი“დავით გურამიშვილი“

·        შვიდეწლიან ომში  სრულად გამოვლინდა ფრიდრიხ მე-2-ს სამხედრო ნიჭი;

·        მეომარ სახელმწიფოთა ძალები არათანაბარი იყო;

·        ომის დროს ინგლისი,რომელსაც არ ჰყავდა ძლიერი ქვეითი ჯარი,სუბსიდიების გარდა ვერაფრით ეხმარებოდა პრუსიას;

(შენიშვნა: ასე აომებს ბრიტანეთი დღეს უკრაინას პრუსიასავით )

·        კოალიციაში შემავალი არცერთი ქვეყანა  არ იყო დაინტერესებული პრუსიის სრული განადგურებით,იმედოვნებდნენ,რომ ომის შემდეგ მას თავისი ინტერესებისთვის გამოიყენებდნენ;

·        1757 წ ზაფხულში ბრძოლაში ჩაება რუსეთი,სამხედრო მოქმედებები მისთვის წარმატებულად ვითარდებოდა;მაგრამ აგვისტოში რუსებმა გადაწყვიტეს აღმოსავლეთ პრუსიიდან  უკან დაეხიათ.

·        რუსების მთავარსარდალს ეშინოდა რომ იმ დროისათვის ავადმყოფი ელიზავეტა 1(1714-1762) შეიძლებოდა ტახტზე პეტრე მე-3 შეეცვალა,რომელიც ცნობილი იყო პრუსიისადმი განსაკუთრებული სიყვარულით,მაგრამ დედოფალი გამოჯანმრთელდა და რუსთა მთავარსარდალი გადააყენეს;

·        1759 წლის 12 აგვისტოს მოხდა შვიდწლიანი ომის ცნობილი ბრძოლა კუნერსდორფთან,სადაც პრუსიის ჯარმა რუსეთ-ავსტრიის ჯარებთან სრული მარცხი განიცადა,მოკავშირეებს ბერლინისკენ გზა ხსნილი ჰქონდათ;

·        პრუსია კატასტროფის ზღვარზე აღმოჩნდა,ის მოწინააღმდეგეებთან შედარებით პატარა სახელმწიფო იყო და უთანასწორო ბრძოლაში მისი ძალები მალე ამოიწურა;

·        მოკავშირეებს ისღა დარჩენოდათ აეღოთ ბერლინი და მიეყვანათ პრუსია კაპიტულაციამდე;

·        პრუსია მხოლოდ მოკავშირეებს შორის უთანხმოებამ გადაარჩინა;

·        ფრიდრიხმა,შეკრიბა ჯარი და მოემზადა ბერლინის დაცვისათვის;

·        ფრიდრიხის მდგომარეობა კრიტიკული იყო; რუსებმა აღმოსავლეთ პრუსია დაიკავეს ავსტრიელებმა სილეზია;

·        არავის ევროპაში არ სჯეროდა,რომ პრუსიას რამე იხსნიდა;

·        პრუსია კატასტროფისაგან 1762 წელს რუსეთის იმპერატრიცას ელიზავეტა 1-ის გარდაცვალებამ იხსნა;(!)

·        პრუსიის დაუძინებელმა მტერმა ელიზავეტამ,ერთხელ განაცხადა კიდეც,რომ ბრძოლას საბოლოო გამარჯვებამდე გააგრძელებდა,თუნდაც ამისათვის თავისი „კაბების გაყიდვაც“ დასჭირვებოდა;

·        1762 წლის 5 იანვარს რუსეთში პეტრე მე-3 გამეფდა;

·        ფრიდრიხ მე-2 მისი კერპი იყო. ამიტომ პეტრე მე-3 დაუზავდა პრუსიას და მისი ტერიტორიიდან ჯარები გაიყვანა;ამის შემდეგ რუსეთმა ნებაყოფლობით უარი თქვა ყველა მონაპოვარზე ომში

(აღმოსავლეთ პრუსიაზე კენიგსბერგის ჩათვლით.არადა მოსახლეობას უკვე რუსეთის მეფის ერთგულების ფიცი ჰქონდა უკვე დადებული).

 

·        პეტრე მე-3 ფრიდრიხ მე-2-ს რუსთა კორპუსი შესთავაზა ამ ომში ყოფილი მოკავშირის  ავსტრიელების წინააღმდეგ.(!)

·        პეტრე მე-3-ის პოლიტიკამ რუსული საზოგადოება აღაშფოთა,რუსეთის ეროვნული ინტერესების უგულლებელყოფისათვის პეტრე მე-3   6 თვეში ტახტიდან ჩამოაგდეს;

·        ხელისუფლებას ჩამოცილებული პეტრე მოკლე ხანში „გაურკვეველ „ ვითარებაში გარდაიცვალა;

 

·        მისმა მეუღლემ ეკატერინე მე-2-მ გააუქმა საზავო ხელშეკრულება პრუსიასთან და რუსთა კორპუსი სამშობლოში გაიწვია,თუმცა პრუსიას ომი აღარ გამოუცხადა;

·        პრუსიის უზომო დასუსტება არ იყო რუსეთის ინტერესებში,რადგან ამას შეეძლო გამოეწვია ავსტრიის ჰეგემონობა ცენტრალურ ევროპაში;

 

·        რუსეთის მხარდაჭერას მოკლებული ავსტრიაც იძულებული გახდა ზავი დაედო პრუსიასთან(1763 წლის 15 თებერვალს)

·        ზავით პრუსიამ ავსტრიისგან სილეზია დაიბრუნა;

·        ფრიდრიხი კი იძულებული გახდა უარი ეთქვა საქსონიაზე;

·        შვიდწლიანი ომი ინგლის-პრუსიის კოალიციის გამარჯვებით დასრულდა

·        ომის შემდეგ  პრუსია საბოლოოდ შევიდა წამყვან ევროპულ სახელმწიფოთა რიგში;(!)

·        ამას მოყვა ის რომ დაიწყო პროცესი,რომელიც მე-19 საუკუნეში გერმანული მიწების პრუსიის გარშემო გართიანებით დასრულდა(ბისმარკი)

·        ყურადღება : ფრიდრიხ მე-2 -მ ჩაუყარა საფუძველი,“სახელმწიფო ინტერესებიდან’’ გამომდინარე,რუსეთთან ურთიერთობის პოლიტიკას

·        შვიდწლიანი ომის დამთავრებისთანავე 1764 წელს პრუსიის მეფემ აღნიშნა“:

 ჩვენთვის ხელსაყრელია ამ ბარბაროსებთან მეგობრობა ‘’. (!)

 

შენიშვნა: დღევანდელმა ხელისუფლებამ გადაუხვია ფრიდრიხმე-2-ის და ბისმარკის  პოლიტიკას და დაადგა ადოლფ ჰიტლერის გზას  საინტერესოა სადამდე მიიყვანს ეს გერმანიას!

 

ინგლის -საფრანგეთის დაპირისპირება შვიდწლიანი ომის დროს

 

·        ინგლისსა და საფრანგეთს შორის საომარი მოქმედებები ძირითადად კოლონიებში-ამერიკასა და ინდოეთში გაიშალა

·        ამერიკაში ინგლისმა დიდ წარმატებებს მიაღწია;

·        საფრანგეთზე გამარჯვება აქ განაპირობა ჩრდილოეთ ამერიკის ინგლისის კოლონიების მხარდაჭერამ;

·        საფრანგეთის კოლონიური სამფლობელო კვებეკი(კანადა)  ინგლისელ კოლონისტთა შეიარაღებულმა ძალებმა და ინგლისის ჯარმა დაიკავა;

·        ძალძე მნიშვნელოვანი იყო ის წარმატრბებიც,რომლებიც ინგლისმა ინდოეთში მოიპოვა

·        მათ ხელთ იგდეს ბომბეი,მადრასი და კალკუტა;(!)

·        1763 წლის პარიზის ზავით საფრანგეთმა დათმო კანადა და მისისიპის აღმოსავლეთი სანაპიროები(!)

·        ინდოეთში საფრანგეთმა მთელი სამფლობელოები დაკარგა;(!)

 

·        ინგლისის და საფრანგეთის ბრძოლა კოლონიებისათვის საფრანგეთის სრული მარცხით დამთავრდა; (!)

 

 

 

 

Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პოეტის და პოეზიის დანიშნულება ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის შემოქმედებაში

"კაცია ადამიანი ?!"-ილიას რეალისტური ნაწარმოები