ინდუსტრიული რევოლუცია -მე-18 საუკუნე , ინგლისი
„ინდუსტრიული
რევოლუცია“ ·
ტერმინით „ინდუსტრიული რევოლუცია“ აღინიშნება უმნიშვნელოვანესი გარდატეხა
კაცობრიობის ისტორიაში,რომელმაც დასაბამი მისცა საზოგადოებრივი
ცხოვრების ახალ წესს და ახალ ეპოქას; ხ ·
თავისი ისტორიული მნიშვნელობით
მას 10 ათასი წლის წინ კაცობრიობის მომთაბარეობიდან ბინადარ ცხოვრებისა და სამიწათმოქმედო
მეურნეობის წესზე გადასვლა თუ შეედრება,რომელიც“ნეოლითური რევოლუციის“ სახელითაა
ცნობილი. ·
თუკი ტერმინი „ინდუსტრიული
რევოლუცია“ ახალი დროის ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობის
პროცესს აღნიშნავს, ·
მხოლოდ “ინდუსტრიალიზაცია“
უფრო ეკონომიკურ და ტექნიკურ „მოდრნიზაციას ‘’ გულისხმობს. ხ ·
დაიმახსოვრე:“ინდუსტრიული რევოლუციის“ სამშობლოდ ინგლისი,ხოლო ამ რევოლუციის დაწყების თარიღად მე-18 საუკუნის 60-იანი წლებია მიჩნეული; ხ ·
„ინდუსტრიული რევოლუციის „ წინამორბედი ინგლისში იყო
„აგრარული რევოლუცია’’ ,რომელმაც შეცვალა არა მხოლოდ წარმოები წესი,არამედ საზოგადოების
სტრუქტურაც; ·
წარმოიშვა ახალი სოციალური ჯგუფები მეწარმეთა და დაქირავებული მუშახელის
ფართო მასის სახით. ·
ჯერ კიდევ მე-16-მე-17 საუკუნეებში განსაკუთრებით ინტენსიურად
განვითარებულმა ე.წ. „შემოღობვათა“ პროცესმა (მემამულეთა მიერ გლეხობის სათემო მიწების
მისაკუთრებამ),რომელიც მე-18 საუკუნეში პარლამენტის კანონებით იყო განმტკიცებული,გლეხობის
პაუპერიზაცია(ლათ. გაღარიბება) გამოიწვია. ·
უმიწაყლოდ და საარსებო წყაროს გარეშე დარჩენილი გლეხობის
ეს მასა იძულებული გახდა მრეწველობაში ეძებნა დასაქმება. |
რატომ დაიწყო ინდუსტრიული რევოლუცია
ინგლისიდან? ·
ფეოდალური სოციალურ-ეკონო სისტემის ტრანსფორმაციის
პროცესში ინგლისის დაწინაურებას ხელს უწყობდა ისიც,რომ კონტინენტური ევროპისგან განსხვავებით,ინგლისელ თავადაზნაურობას ვაჭრობა და დასამეწარმეო საქმიანობა არ ეკრძალებოდა.(მაგ.
აბსოლუტისტურ საფრანგეთში,ამგვარი საქმიანობისთვის თავადაზნაურობას ღირსების აყრა და ტიტულის ჩამორთმევა ემუქრებოდა). (გაიხსენე
ლუარსაბ თათქარიძე და ურმები) ხ ·
ინგლისელი ლენდლორდები(მემამულეები),უპირველეს
ყოვლისა,ჯენტრი(საშუალო და წვრილიმიწათმფლობელები-„ახალი თავადაზნაურობა“)
,ვისთვისაც მოგებისკენ სწრაფვა არ იყო სათაკილო,შეუდგნენ
სოფლის მეურნეობის მოდრნიზაციას( მოდერნიზაცია არის-ტექნიკური სიახლეების დანერგვა,დაქირავებული შრომის გამოყენება
და სხვ)მეტი პროდუქტის მიღების მიზნით და,ამდენად მემამულეებიდან მეწარმეებად
გარდაიქმნენ; ხ ·
სამრეწველო
ბურჟუაზიის რიგების შევსებას სათავადაზნაურო წოდების წარმომადგენლებით
განაპირობებდა აგრეთვე ტრადიციული პრიმოგენიტურის პრინციპი(ლათ.
პირმშო -მემკვიდრეობის უფლება შთამომავალთაგან მხოლოდ უფროსს ენიჭებოდა),რომელიც
შესაძლებელს ხდიდა წოდებრივ მობილურობას(წოდებიდან წოდებაში გადასვლას).მემკვიდრეობის გარეშე დარჩენილი პირები საზოგადოებრივი
იერარქიის მაღალი საფეხურიდან უფრო დაბალზე ჩამოქვეითდებოდნენ. ხ ·
ინგლისში „ინდუსტრიული რევოლუციის“ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი
განმაპირობებელი ფაქტორი ქვეყნის მსოფლიო წამყვან საზღვაო,სავაჭრო და კოლონიების
მპყრობელ იმპერიად ჩამოყალიბება იყო; ·
ეს პროცესი(საზღვაო იმპერიად გადაქცევის) 1651 წელს „სანავიგაციო აქტის“ მიღებით და ესპანეთისთვის „შაქრის კუნძულის“ იამაიკის წართმევით(1655 წ-ს) დაიწყო ·
„სანავიგაციო აქტი“ მიიღეს შორეულ სავაჭრო საზღვაო
ნაოსნობაში იმდროინდელი ლიდერის-ჰოლანდიის ჩამოსაშორებლად(ამ აქტით ინგლისში უცხოური საქონლის შემოტანა მხოლოდ ინგლისური ხომალდებით
იყო ნებადართული.ჰოლანდია საკუთარი საქონლით არ ვაჭრობდა.ფრახტი(გემების გაქირავება)
და გადაზიდვები,მისი სავაჭრო ძლიერების ძირითადი წყარო იყო; ·
მე-17-მე-18 საუკუნეების განმავლობაში ინგლისმა თანდათანობით ყველა თავის კონკურენტს
სძლია. ა.1652-54 წლების ომში დაამარცხა ჰოლანდია და აიძულა ეღიარებინა 1651 წლის“სანავიგაციო აქტის“
პირობები. ბ.მე-17 საუკუნის მე-2 ნახევარში ინგლისმა კიდევ ორი
სავაჭრო ომი მოუგო ჰოლანდიას (1665-1667 და 1672-74),რითაც საბოლოოდ დააკნინა თავისი მეტოქე; გ.მე-18 საუკუნის ე.წ.“დიდ ოებში“ ინგლისმა დაძლია საფრანგეთის ჰეგემონური მისწრაფებები
და განამტკიცა პირველობა მსოფლიოში,როგორც ძლიერმა
საზღვაო,სავაჭრო და კოლონიურმა იმპერიამ. (1713 წლის უტრეხტის ზავით,რომლითაც დასრულდა ომი ესპანური მემკვიდრეობისათვის(1701-1713)
ინგლისმა მიიღო გიბრალტარი,მონოპოლია მონებით ვაჭრობაზე ესპანურ კოლონიებთან(ე.წ.
ასიენტო) და საფრანგეთის კუთვნილი ვრცელი ტერიტორიები ჩრდილოეთ ამერიკაში(!) დ. „შვიდწლიანი ომის“(1756-1763) შედეგად,მან საბოლოოდ
გამოდევნა საფრანგეთი ინდოეთიდან.(!) სწორედ ინგლისის ამ უკანასკნელ წარმატებას უკავშირდება“ინდუსტრიული რევოლუციის“ დასაწყისის
სიმბოლურ თარიღად
1760 წლის არჩევა.(!) ·
ინგლისის,როგორც უძლიერესი საზღვაო და კოლონიური სახელმწიფოს
ახალმა,მტკიცე სტატუსმა განაპირობა წარმოების ინდუსტრიალიზაციისთვის აუცილებელი ფაქტორის-კაპიტალის
ე.წ. „თავდაპირველი დაგროვება’’. ·
ეს ტერმინი შოტლანდიელ ეკონომისტ ადამ სმიტს ეკუთვნის და გულისხმობს
ინდუსტრიალიზაციის წინამორბედ პროცესს,კერძოდ,თავისუფალი
სახსრების დაგროვებას შემდგომში წარმოებაში
მათ დასაბანდებლად. ·
ასეთი „ზედმეტი“ სახსრების
მოდინების წყაროდ ქვეყნის მეურნეობაში(სოფლის მეურნეობა,ქვანახშირის მოპოვება) არსებულ
ჭარბ პროდუქტთან ერთად,საგარეო ვაჭრობა,კოლონიები
და იქ მონური შრომის გამოყენება იქცა; ·
ინგლისის ინდუსტრიალიზაციისთვის დამატებითი იმპულსის
მიმცემი იყო ასევე ჰოლანდიის შტატჰალტერის (მმართველის) უილიამ მე-3 ორანელის გამეფება,რასაც
მოჰყვა იმხანად ეკონომიკურად დაწინაურებული ჰოლანდიიდან
ახალი,განვითარებული ტექნოლოგიების დანერგვა ინგლისში,უპირველეს ყოვლისა,გემთმშენებლობისა და არხების მშენებლობის
სფეროში. ·
ჰოლანდიასთან მჭიდრო კავშირის წყალობით ინგლისში გადაინაცვლა
საბანკო სისტემის ცენტრმა;თავის დროზე ვენეციის რიალტო-ბანკის
ნიმუშის მიხედვით შექმნილი ამსტერდამის ბანკის ანალოგიით ,ინგლისში კერძო სააქციო
საზოგადოების სახით დაფუძნდა“ინგლისის ბანკი“ (1694 წ.)შემდგომში მისი მყარი,8 %-იანი კრედიტი სანდო დასაყდენი გახდა სამეურნეო საქმიანობისთვის; ·
ინგლისის ეკონომიკურ დაწინაურებას ნიადაგი მოუმზადა
ქვეყანაში ზუსტი
საბუნებისმეტყველო მეცნიერებების განვითარებამ.თუკი ინგლისში იტალიურიდან
ბუნებისმეტყველთა ნაშრომების თარგმნა გალილეის სასამართლო პროცესის(1633 წ.) შემდეგ ჯერ კიდევ
პატიმრობით ისჯებოდა,რევოლუცის(1640-60 წწ.)შედეგად მეცნიერება
საბოლოოდ განთავისუფლდა ყოველგვარი შეზღუდვისაგან და ეს პროცესი „მეცნიერებათა სამეფო
აკადემიის“დაარსებით (1661წ.) დაგვირგვინდა. ·
ინგლისში სამეცნიერო-ტექნიკური
პროგრესი და ეკონომიკური
წინსვლა მჭიდროდ გადაეჯაჭვა ერთმანეთს; ·
სოფლად ჯენტრისა და ბურჟუაზიული წამოშობის მიწათმფლობელებს,ქალაქში
კი სამრეწველო ბურჟუაზიას,შესაბამისად,სოფლის მეურნეობისა და მრეწველობის „მეცნიერულად“ წარმართვის შესაძლებლობა მიეცათ. |
ინდუსტრიალიზაციის
დასაწყისი ·
ინგლისში ინდუსტრიალიზაცია ბამბის საფეიქრო მრეწველობაში დაიწყო;ინდოეთიდან შემოსულ
მოდურ ბამბის ქსოვილებზე მოთხოვნილების ზრდასთან ერთად,გაჩნდა მათი წარმოების გაფართოების საჭიროება; ·
მონური შრომის გამოყენების შედეგად მიღებული იაფი
ნედლეული ამერიკის ბამბის პლანტაციებიდან მოედინებოდა ·
ამ მოზღვავებული ნედლეულის გადამუშავება,თავის მხრივ,საწარმოო პროცესის
მექანიზაციას მოითხოვდა; ·
1765 წელს ინგლისელმა
ჯეიმზ ჰარგრივსმა ძაფის სართავი მექანიზმი გამოიგონა ე.წ.“სართავი ჯენი“(ქალიშვილის
საპატივსაცემოდ) ·
ამას მოჰყვა მექანიკური საქსოვი
დაზგის გამოგონება(ედმუნდ ქართრაითის საქსოვი დაზგა) ·
სართავი და საქსოვი მექანიზმები მოქმედებაში მოჰყავდა
გლაზგოელი მექანიკოსის ჯეიმზ უათის ორთქლის მანქანას; ·
მე-18 საუკუნის 80--იანი წლების დასაწყისისთვის ინგლისში ჩნდება ორთქლის მანქანაზე მომუშავე საფეიქრო ფაბრიკები; ·
მანუფაქტურული(ხელი) წარმოება მექანიზებული საფაბრიკო
წარმოებით იცვლება; ·
საფეიქრო
ინდუსტრიის ცენტრი ლანკაშირი გახდა(მანჩესტერის
გარშემო),ლივეპული კი მთავარი პორტი,რომელიც მის
ტვირთებს ემსახურებოდა; ·
მანქანათმშენებლობამ გაზარდა მოთხოვნილება იმ დროს მთავარ ენერგომატარებელზე-ქვანახშირზე და ბიძგი მისცა სამთამადნო
მრეწველობის განვითარებას; ·
ინდუსტრიული პროდუქციის(საფეიქრო,სამთამადნო) ზრდასთან
ერთად,აქტუალური გახდა მისი ტრანსპორტირების საკითხი;შემთხვევითი
არაა,რომ პირველი ორთქლმავალი ლოკომოტივი ინგლისში შეიქმნა
და მსოფლიოში პირველმა რკინიგზამ
მანჩესტერი და ლივერპული დააკავშირა (1825 წ) ·
მანქანათმშენებლობის და რკინიგზის მშენებლობის პარალელურად ვითარდებოდა მეტალურგიული მრეწველობა; |
„დაფიქრდით,დრო ფულია! ვისაც დღეში
შრომით ორი ტალერის შოვნა შეუძლია და ნახევარ დღეს უქმად ატარებს..(ფულს) კარგავს..მუშაობისა
და მომჭირნეობის გარეშე ვერაფერს მიაღწევ..ვინც ყველაფერს მოიხვეჭს,რისი მოხვეჭაც
პატიოსნად შეუძლია
და ყველაფერს შეინარჩუნებს,რაც
მოუხვეჭია,აუცილებლად მდიდარი გახდება... რადგან შემოქმედმა..ასე დაადგინა’’ ბენჯამინ ფრანკლინი(ამერიკელი პოლიტიკოსი
და გამომგონებელი,პურიტანი 1706-1790) |
|
|
|
|
Комментарии
Отправить комментарий