ინგლისის რევოლუცია. აბსოლუტიზმი საფრანგეთში- მე-17 საუკუნე -თარიღები,მოვლენები
ევროპის სხვა
ქვეყნებთან შედარებით რატომ დაწინაურდა ინგლისი ? არსებობდა რამენიმე მიზეზი : შეიცვალა მმართველი კლასის სტრუქტურა: ·
მე-16
საუკუნეში ინგლისს მართავდა ტიუდორების
დინასტია,ხოლო სამეფოში ჩამოყალიბდა აბსოლუტიზმი.(!)
·
ინგლისის ფეოდალური კლასი ძალიან დასუსტდა.ის თითქმის
გაწყდა 1455-1485 სამოქალაქო ომში(ე.წ. „ვარდების ომი“) ·
შუა საუკუნეების მსხვილი ფეოდალები,რომელთა საქმე
ომი და რბევა იყო შეცვალა -ჯენტრიმ. ·
ჯენტრი-
წვრილი და საშუალო „ახალი თავადაზნაურობა’’; ·
მათი მთავარი საქმე გახდა საკუთარი მამულიდან შემოსავლის მიღება; ·
ჯენტრი გარეგნულად
(ფორმით) იყო არისტოკრატიული,ხოლო შინაარსით და მისწრაფებებით- ბურჟუაზიული; ·
ინგლისის
ბურჟუაზია თავისებური იყო და განსხვავდებოდა კონტინენტურისგან; ·
ინგლისში მოხდა ბურჟუაზიის
და არისტოკრატიის გარკვეული შერწყმა ·
ძველი ფეოდალური ტიტულები:ჰერცოგი,გრაფი,ბარონი,რაინდი-სავსებით
შეიძლებოდა კაპიტალისტ- მეწარმეს ჰქონოდა,რაც კონტინენტურ ევროპაში(ჰოლანდიის გარდა)
მე-19 საუკუნემდე დიდ იშვიათობას წარმოადგენდა; ხ გაჩნდა ფერმერული მეურნეობები ·
ინგლისის სასოფლო რაიონებში დასასრულს უახლოვდებოდა
შუა საუკუნეებში დაწყებული“შემოღობვების’’ პროცესი,რომლის
დროსაც ადრე არსებული ღია მინდვრები(დამახასიათებელი
საერთო სარგებლობის მიწის მქონე თემური მეურნეობისთვის) ადგილს უთმობდა ინდივიდუალურ
ფერმერულ მეურნეობას; ·
ამჟამინდელი ინგლისის სასოფლო ლანდშაფტისათვის დამახასიათებელი
ქვის ყორეებით შემოღობილი მიწის ნაკვეთები ძირითადად მე-14-მე-16
საუკუნეებში შეიქმნა; ·
ეს ნაკვეთები უკვე კერძო მესაკუთრეს ეკუთვნოდა
და არა გლეხურ თემს ·
მიწათმფლობელს თვითონ ან მის მოიჯარადეს,ამ ნაკვეთზე
რაიმე კულტურა მოჰყავდა ქალაქში გასაყიდად
და ამისათვის მოჯამაგირეებს ქირაობდა ·
ან,უფრო ხშირად,აშენებდა ცხვარს,რომლის მატყლსაც საზღვარგარეთ სარფიანად ყიდიდა;მეცხვარეობას
ნაკლები მუშახელი სჭირდებოდა,ვიდრე მიწის ხვნა-თესვას; ·
სოფლის ჭარბი
მოსახლეობა ქალაქებში მიდიოდა. ლონდონში მე-16 საუკუნის
ბოლოს 300 000 მცხოვრები იყო; ·
ეს მოსახლება ჩართული იყო ვაჭრობაში,ხელოსნობაში,მრეწველობაში ან მომსახურების სხვა სახეობებში;
მაგ.მე-16 საუკუნის ლონდონში 20-მდე თეატრი მოქმედებდა; ·
ქალაქის მოსახლება სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის დიდი
მომხმარებელი გახდა;ამიტომ სოფელი ქალაქის სურსათით მომარაგებას ემსახურებოდა; ·
ეს ნიშნავდა სოფლის მეურნეობის სპეციალიზაციას და და შიდა სატრანსპორტო კავშირების გაფართოებას; ხ ინგლისში
დაგროვდა თავისუფალი კაპიტალი ·
საგარეო
ვაჭრობის მიზნით მე-16 საუკუნეში შეიქმნა „ლევანტის კომპანია’’-ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებთან სავაჭროდ; ·
„აღმოსავლეთის
კომპანია ‘’-ბალტიის ქვეყნებთან სავაჭროდ ·
1600 წ.-ს ლონდონში დაარსდა მსოფლიოში პირველი სააქციონერო
კომპანია“ისტ ინდია კომპანი’’ ინდოსტანის ნახევარკუნძულის ქვეყნებთან(ინდოეთი) სავაჭრო
ურთიერთობისათვის;თუ ყველა ადრინდელი კომპანია გილდიური წესით იყო შექმნილი,ანუ ყველა
გემთფლობელი კომპანიაში მონაწილეობდა საკუთარი რისკით,“ისტ-ინდია-კომპანი’’ წმინდა კაპიტალისტური წამოწყება იყო: მისი მოწილეები მოგებას იყოფდნენ თავიანთი შენატანის პროპორციულად; ·
ამ კომპანიის მიერ ინდოეთში მოხვეჭილმა
ზღაპრულმა მოგებამ ყოველგვარ
მოლოდინს გადააჭარბა; ·
მოგება
ინგლისში გროვდებოდა და ახალი წარმოების შექმნას
უწყობდა ხელს;
ხ ინგლისის
ტერიტორიაზე არ ყოფილა ომები ·
უნდა ავღნიშნოთ ინგლისის ეკონომიკური წინსვლის გეოგრაფიული
ფაქტორები:იმის გამო რომ ინგლისი კუნძულზე მდებარეობს,მას
საგარეო აგრესიისაგან დაცვის უკეთესი საშუალება ჰქონდა; ·
მე-16 საუკუნეში როდესაც ევროპის ქვეყნები აოხრებდნენ
ერთმანეთის ტერიტორიებს,ინგლისი ასეთ პრობლემებს
ასცდა; ·
ესპანეთის
მეფის მიერ ინგლისის წინააღმდეგ გაგზავნილ ფლოტს(„უძლეველ არმადას“)1588 წ,ინგლისი გადაურჩა თავისი მეზღვაურების
სიმამაცის და კუნძულოვანი მდებარეობის გამო; ·
დაიმახსოვრე: სტაბილური,უსაფრთხო გარემო მეწარმეობისათვის დიდი სტიმულია; ხ ინგლისმა
შეიფარა მდიდარი ლტოლვილები ·
ინგლისში თავს აფარებდნენ ლტოლვილები ნიდერლანდებიდან და საფრანგეთიდან: ესენი იყვნენ პროტესტანტები,რომლებსაც
სამშობლოში სდევნიდნენ;ინგლისი კი მათ თავშესაფარს აძლევდა და ახალისებდა მათი ბიზნესების
გადმოტანასაც;კონტინენტიდან გამოქცეულებს
შორის მრავლად იყვნენ კარგი ხელოსნები და საკმაოდ მდიდარი ფინანსისტები; ხ ·
საერთო
ჯამში ეს ყველაფერი ქმნიდა საფუძვლებს ინგლისის კაპიტალისტური გზით განვითარებისათვის;(!) ·
ინგლისში
ჩამოყალიბდა მდიდარი ბურჟუაზია(მათ შორის ბევრი არისტოკრატული
ტიტულის მქონე),რომელიც ადრე თუ გვიან მოითხოვდა
მონაწილეობას ქვეყნის პოლიტიკურ მართვაში; |
ინგლისის რევოლუციის წინაპირობები ·
1603 წელს ტიუდორთა დინასტიის უკანასკნელი მონარქი
ელიზაბეთ1 გარდაიცვალა და მემკვიდრედ დატოვა თავისი
ნათესავი,შოტლანდიის
მეფე ჯეიმს მე-6 სტიუარტი,რომელიც ინგლისის ტახტზე ჯეიმს 1-ის სახელით ავიდა(1603-1625) ·
ჯეიმს 1-ის და მისი ვაჟის ჩარლზ 1-ის(1625-1649) დროს ინგლისში არსებობდა წინააღმდეგობა
მეფეების სურვილს-ემართათ,ტიუდორებივით, როგორც აბსოლუტურ მონარქებს,და ბურჟუაზიის სურვილს შორის-მონაწილეობა მიეღო ქვეყნის მართვაში;(!) ·
სამეფო ხაზინას ესაჭიროებოდა ფული,რომელიც გადასახდების
სახით უნდა შეეგროვებინათ როგორც რიგით ქვეშევრდომებს ისე მდიდარ ბურჟუაზიას შორის ·
ბურჟუაზიას კი „აინტერესებდა“ რაში იხარჯებოდა მათი ფული. |
ინგლისის მეფისა და პარლამენტის დაპირისპირება ·
ინგლისში პარლამენტი მე-13 საუკუნიდან იკრიბებოდა;(!) ·
მისი ფუნქცია იყო გადასახადების დაწესებაზე მეფისათვის თანხმობის მიცემა ·
შესუსტებული პარლამენტი ტიუდორების
აბსოლუტური მონარქიის დროსაც არსებობდა; ·
სტიუარტების
დროს კი მან თავისი ფუნქციის აღგენაზე და მის გაფართოებაზე განაცხადა პრეტენზია;(!) ხ ·
გაღიზიანებულმა ჩარლზ 1-მა 1629 წ-ს დაითხოვა პარლამენტი და 11 წლის მანძილზე მისი თანხმობის გარეშე აწესებდა და კრეფდა გადასახადებს; ხ ·
სტიუარტთა დინასტიის მონარქები,როგორც ინგლისის (ანგლიკანური)
ეკლესიის მეთაურები,რელიგიურ საკითხებშიც ერეოდნენ; ·
უკმაყოფილება,რომელიც ქვეყანაში სუფევდა,ხშირად ღებულობდა
რელიგიურ სახეს; ·
ინგლისში ფართოდ გავრცელდნენ დამოუკიდებელი პროტესტანტული სექტები,რომელთა მიმდევრებს ერთად“პურიტანებს’’ უწოდებდნენ(სიტყვა
„პურიფიკაცია’’ კათოლიკური ეკლესიის გადმონაშთებისგან
ეკლესიის გაწმენდას ნიშნავდა) ·
პურიტანები
ძალიან ხშირად წარმოადგენდნენ შეძლებულ კლასებს;მათ შორის უმეტესობამ იცოდა წერა-კითხვა
და დამოუკიდებლად შეეძლო ბიბლიის წაკითხვა და მისი ინტერპრეტაცია;(!) ·
ეპისკოპოსების ავტორიტეტს პურიტანები არ
ცნობდნენ და მათ „პაპისტებად“ მიიჩნევდნენ. ·
„პაპისტობა“
ინგლისელ პროტესტანტებს შორის ყველაზე დიდ
ბრალდებად ითვლებოდა; ·
პურიტანები ანგლიკანურ ეკლესიაში
არ დადიოდნენ ·
ამიტომ სამეფოში შემოიღეს ჯარიმა ეკლესიაში მიუსვლელობისათვის; ·
ყურადღება:ვინაიდან ოფიციალური ხელისუფლება პურიტანებს
სდევნიდა 60 ათასამდე მათგანი 1620-იანი წლებიდან
გადასახლდა ჩრდილოეთ ამერიკაში და იქ ნიუ ინგლენდის(ახალი ინგლისის) კოლონიები დაარსა;(!) შენიშვნა:
მომავალი ამერიკის შეერთებული შტატები ·
1637 წ-ს კენტერბერის არქიეპისკოპოს უილიამ ლოდის
ინიციატივით შოტლანდიაში(სტიუარტები შოტლანდიის მეფეებადაც რჩებოდნენ,თუმცა ფორმალურად
სამეფოები გაერთიანებული არ იყო) გაიგზავნა
ანგლიკანური ლოცვების წიგნის დიდი ტირაჟი და იქ დაიწყო ეპისკოპოსების დანიშვნა ·
შოტლანდიაში კი იმ დროს ფეხი მყარად ჰქონდა მოკიდებული
პრესბიტერიანობას,რომელიც ასევე არ ცნობს ეპისკოპოსების ძალაუფლებას; ·
შოტლანდიაში ანგლიკანიზმის
გავრცელებაის მცდელობა ჩარლზ 1-ს ძვირი დაუჯდა-შოტლანდია
აჯანყდა; ხ ·
მის წინააღმდეგ არმიის დასაქირავებლად მეფეს სჭირდებოდა დიდი თანხის შეგროვება
და ამის გამო იძულებული გახდა მოეწვია
პარლამენტი; ხ ·
1640 წლის
3 ნოემბერს მოწვეული მეორე პარლამენტის(იმ წლის პირველი პარლამენტი
მეფემ 3 კვირაში დაითხოვა) არჩევითი თემთა პალატა
ძირითადად დაკომპლექტებული აღმოჩნდა „ახალი თავადაზნაურებით
„ და პურიტანებით; ·
პარლამენტმა გადასახადების ასაკრეფად სანქციის მიცემამდე მეფეს საკუთარი შეცდომების გამოსწორება მოსთხოვა,შოტლანდიის
მიმართ ჩადენილის ჩათვლით; შეცდომების გამოსწორება ნიშნავდა შემდეგს : ·
პარლამენტის კანონპროექტებით(მეფეს მასზე ხელი უნდა
მოეწერა,რომ ის კანონად ქცეულიყო) ქვეყანაში
უქმდებოდა ცენზურა; საპყრობილიდან გამოუშვეს
ყველა პურიტანი-რეპრესიების მსხვერპლი,აიკრძალა უკანონო გადასახადები და დადგინდა,რომ
პარლამენტის სანქციის გარეშე არავითარი გადასახადის აკრეფა მეფეს არ შეეძლო;პარლამენტის
დათხოვნა აღარ არის მეფის პრეროგატივა და პარლამენტი მაშინ დაიშლება,როდესაც თვითონ
დაადგენს ამას.მეფე ამაზეც თანახმა იყო; ხ ·
1640 წ-ს შეკრებილ პარლამენტს“ხანგრძლივი’’ დაერქვა,რადგან
ის 1653 წ-მდე იჯდა უესტმინსტერში
სადაც მისი სხდომები ტარდებოდა; ·
1641 წლის მანძილზე პარლამენტის მოთხოვნებზე დათანხმებამ მეფეს არ მოუტანა სასურველი კომპრომისი;პირიქით პარლამენტი მოითხოვდა მეფის ძალაუფლების შემდგომ შეზღუდვას;(!) ხ ·
1642 წ-ს მეფემ უხეშად დაარღვია თემთა პალატის პრივილეგია,როდესაც
400 ჯარისკაცის თანხლებით პირადად შევიდა სხდომათა დარბაზში
ხუთი ოპოზიციონერი დეპუტატის დასაპატიმრებლად;(!) ·
თემთა პალატაში მეფის შესვლა ტრადიციით დაუშვებლად
ითვლებოდა; ·
ოპოზიციონერების
დაპატიმრება ვერ მოხერხდა ·
ვითარება ლონდონში ისე დაიძაბა რომ 10 იანვარს მეფემ დატოვა ლონდინი,წავიდა ჩრდილოეთ ინგლისში,სადაც
მას წაჰყვა პარლამენტის ლორდთა პალატის თითქმის ორი
მესამედი და თემთა პალატის წევრთა მცირე ნაწილი ·
დანარჩენი პარლამენტი,რომელშიც ქვედა(თემთა) პალატა გახდა დომინანტი,ლონდონში დარჩა; |
სამოქალაქო ომი. კრომველის დიქტატურა ·
1642 წელს დაიწყო სამოქალაქო ომი მეფესა
და პარლამენტს შორის; ·
ომი ცვალებადი წარმატებით მიმდინარეობდა იქამდე,სანამ
თემთა პალატის წევრი აღმოსავლეთ ინგლისიდან,საშუალო
შეძლების აზნაური ოლივერ კრომველი შექმნიდა ისეთ
რაზმს(‘’რკინისგვერდიანები’’),რომელიც
დაეფუძნებოდა პურიტანულ იდეოლოგიას და დაემორჩილებოდა მკაცრ სამხედრო დისციპლინას; ხ ·
მოგვიანებით პარლამენტის არმია(„ახალი მოდელის არმია’’),რომელსაც
საბოლოოდ კრომველი ჩაუდგა სათავეში,იმავე პრინციპით შეიქმნა; ხ ·
1644 და 1645 წლებში პარლამენტის არმიამ
დაამარცხა როიალისტების (მეფის მომხრეების) სამხედრო ძალები ·
1646 წ-ს
ჩარლზ 1-მა იმ დროს პარლამენტის მომხრე შოტლანდიურ არმიას შეაფარა თავი,რომელმაც ის გარკვეულ საფასურად ინგლისის პარლამენტს გადასცა; ·
ჩარლზი საპატიო ტყვეობაში იყო იქამდე,სანამ პარლამენტის
ფრაქციები დაობდნენ ინგლისის მომავლის შესახებ ხ; ·
1948 წ-ს ჩარლზი გაიქცა და ხელახლა წამოიწყო
სამოქალაქო ომი,რომელშიც სწრაფად დამარცხდა; ·
1649 წ-ს საგანგებოდ შექმნილმა მართლმსაჯულების უზენაესმა
სასამართლომ ჩარლზს წარუდგინა იმპიჩმენტი-დაადანაშაულა სახელმწიფო ღალატში-და სიკვდილი
მიუსაჯა; ·
1649 წლის
30 იანვარს მეფეს თავი მოჰკვეთეს;(!!) ·
1649
წლის 19 მაისს ინგლისი რესპუბლიკად გამოცხადდა;(!!!!) ხ ·
მას თითქოს მართავდა „ხანგრძლივი პრლამენტის კუდი’’-ასზე ნაკლები დარჩენილი წევრი,მაგრამ
რეალური ძალაუფლება საკმაოდ მალე გადავიდა კრომველის
ხელში; ·
1653 წ-ს
მან გარეკა პარლამენტის კუდი,რომელიც ფუჭ კამათს და კინკლაობას
უნდებოდა; და რეალურად გახდა ქვეყნის მმართველი-„ინგლისის,შოტლანდიის და ირლანდიის ლორდ-პროტექტორის’’
ტიტულით; ·
1657 წ-ს მან უარი განაცხადა შეთავაზებულ მეფის გვირგვინზე,თუმცა
ის რეალურად ფლობდა მეფეზე მეტ ძალაუფლებას; ·
კრომველი ინგლისს აძლიერებდა;(!) შენიშვნა კრომველი ინგლისის სტალინია ·
1649 წ-ს მან დაამარცხა ირლანდიელი კათოლიკეები
და სასტიკად გაუსწორდა დამარცხებულებს; ·
1651-წ-ს დაამარცხა შოტლანილები და ინგლისს შეუერთა ეს სახელმწიფო ·
ინგლისის რესპუბლიკამ გაიმარჯვა
საზღვაო ომებში ჰოლანდიასთან და ესპანეთთან,რამაც აამაღლა ინგლისის პრესტიჟი
საერთაშორისო ასპარეზზე; ·
კრომველმა გაითვალისწინა ის წვლილი,რომელიც ებრაულმა
თემმა შეიტანა ინგლისის მეტოქე ჰოლანდიის ეკონომიკურ წარმატებაში; ·
იმ იმედით რომ ებრაელები ხელს შეუწყობდნენ ქვეყნის
ეკონომიკურ აღმავლობას სამოქალაქო ომის დროინდელი ჩავარდნის შემდეგ,1657 წ-ს კრომველმა
ნება დართო ებრაელებს დაბრუნებულიყვნენ ინგლისში,საიდანაც ისინი 1290
წ-ს მეფე ედუარდ 1-ის დროს განდევნეს; ·
1658-წ-ს
კრომველი გარდაიცვალა;(!) ·
ორ
წელიწადში ნათელი გახდა რომ მისი შემცვლელი არავინ იყო; ხ ·
1660 წ-ს
ინგლისის ტახტზე მოიწვიეს ჩარლზ მე-2 სტიუარტი-ჩარლზ-1-ის
ვაჟი(თავმოჭრილის ვაჟი) ·
1640-წ-ს
დაწყებულ „ინგლისის დიდ რევოლუციას“ ინგლისელი ისტორიკოსები „დიდ ამბოხებას“ უწოდებენ,მაგრამ ეს მართლაც რევოლუცია იყო;(!!!!) ·
ა) ინგლისელი
ხალხი აღარ იყო თანახმა,რომ ის ემართათ მოძველებული ფეოდალური წესებით ·
ბ)პარლამენტმა
შეიმუშავა ქვეყნის განვითარების პროგრესული პროგრამა ·
გ)
ძველი ხელისუფლება დაამხეს სამხედრო ძალით ეს ყველაფერი რევოლუციის ნიშნებია;(!) |
1688 წლის ინგლისის “სახელოვანი
რევოლუცია’’ ·
1688-წ-მდე ინგლისში „რესტავრაციის ხანა“
იდგა ·
ის საბოლოოდ
დამთავრდა ე.წ. „სახელოვანი რევოლუციით’’ როდესაც ფარული კათოლიკე მეფე ჯეიმზ
მე-2 იძულებული გახადეს ქვეყანა დაეტოვებინა;(!) ტახტზე ავიდა ჯეიმზის პროტესტანტი ქალიშვილი მერი მე-2 თავის
მეუღლე,ჰოლანდიის შტატჰალტერ ულიამ ორანელთან ერთად,რომელიც
ერთდროულად იყო მისი მამიდაშვილი და ინგლისის ტახტის მე-4 რიგის მემკვიდრე; ხ ·
1689 წ.
პარლამენტმა მიიღო ‘’უფლებათა ბილი’’,რომელმაც შეზღუდა მეფის
უფლებები და გააფართოა პარლამენტის უფლებები; ხ ყურაღება: ·
რამდენიმე სხვა საბაზისო დოკუმენტთან ერთად „უფლებათა ბილი“ ინგლისის დაუწერელი
კონსტიტუციის შემადგენელი ნაწილია ; ·
მან გავლენა მოახდინა ერთი
საუკუის შემდგომ აშშ
კონსტიტუციაში შეტანილ „უფლებათა ბილზე“(!) ·
ინგლისის რევოლუციის დასარულად მიიჩნევენ 1660 წ-ს,როდესაც სტიუარტების დინასტიის რესტავრაცია მოხდა ·
სინამდვილეში ინგლისის ბურჟუაზიული რევოლუცია დასრულდა
1689 წელს,როდესაც ქვეყანაში საბოლოოდ ჩამოყალიბდა კონსტიტუციური მონარქია,ხოლო
მმართველი კლასი გახდა ბურჟუაზია,თანაც არისტოკრატული ტიტულების მქონე;(!) |
აბსოლუტიზმი
საფრანგეთში ·
მონარქის შეუზღუდავი მმართველობის სისტემას აბსოლუტიზმი ეწოდება ·
აბსოლუტური მონარქიის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია ფრანგი მონარქის
ლუი მე-14-ის ერთპიროვნული
მმართველობა(1661-1715) ·
ლუი მე-14-ის ცნობილი დევიზი“სახელმწიფო ეს მე ვარ’’ საფუძვლად დაედო მის 54
წლიან მმართველობას. ·
სახელმწიფო და საზოგადოებრივი სისტემის ცენტრად მონარქის
ძალაუფლების ქცევის გამოხატულება იყო ლუი მე-14-ის „მეფე-მზედ“
გამოცხადება; ·
მონარქის აბსოლუტყრ ძალაუფლებას განასახიერებდა პარიზიდან
18-კმში აგებული გრანდიოზული სამეფო რეზიდენცია-ვერსალი და იქ გადასული სამეფო კარი ·
აბსოლუტური მონარქიის მოდელი მისაბაძ ნიმუშად იქცა იმ დროინდელი ევროპის სახელმწიფოებისთვის; |
ცენტრალიზებული და
აბსოლუტური მმართველობა ·
ლუი
მე-14-მ აბსოლუტურად დაიმორჩილა თავადაზნაურობა და სასულიერო
წოდება,მაგრამ შეუნარჩუნა პრივილეგიები(უპირველეს
ყოვლისა გადასახადებისგან თავისუფლება) ·
მეფე აიძულებდა
თავააზნაურობის დიდ ნაწილს(ძველი არისტოკრატიული საგვარეულოებიდან ე.წ.“დაშნის
აზნაურებს’’),მუდმივად ეცხოვრათ ვერსალში; ·
იძულების
ამ ხერხით,ლუი მე-14 უშუალოდ და უკეთ აკონტროლებდა თავადაზნაურობას;
·
უხვად გაცემული „პენსიებით’’ მეფემ მოისყიდა ეს
წოდება და უზრუნველყო გვირვინისადმი მისი სრული ერთგულება(იხ.სიუხვე-მაკიაველი) ·
ამ პოლიტიკით თავადაზნაურობამ დაკარგა სოციალური ფუნქცია და საზოგადოებრივად უმაქნის,პარაზიტულ
ფენად იქცა;(იხ. პარაზიტი) ·
ასე რომ ლუი მე-14 თავად გამოაცალა მონარქიას სოციალური
დასაყრდენი და მოამზადა ნიადაგი შემდეგში ,საფრანგეთის რევოლუციის პროცესში, თავადაზნაურობის(როგორც
სოციალური ფენის) და მონარქიის( როგორც მმართველობის სისტემის) აღსასრულისთვის;(!) ·
ლუი მე-14 ასევე ბოლო მოუღო პარიზის პარლამენტის(უზენაესი
სასამართლოს) და მისი წევრებისე.წ. „მანტიის აზნაურების’’(სამოხელეო
თავადაზნაურობა,ამ წოდების ქვედა ფენა) პოლიტიკურ გავლენასაც. ც
კარდინალი რიშელიე ·
ლუი
მე-14-მდე მეფის ძალაუფლების აღდგენა სცადა ლუი მე-13-ის(1610-1643) პირველმა მინისტრმა ,კარდინალმა
რიშელიემ(1624-42); ·
რიშელიეს მცდელობა მიმართული იოყო ურჩი არისტოკრატიის
წინააღმდეგ და ცენტრალური ხელისუფლების გაძლიერებას ისახავდა მიზნად; ·
მონარქის ხელისუფლება ამ დროს შერყეული იყო რელიგიური
ომებით ფრანგ კათოლიკეებსა და პროტესტანტებს შორის(1562-1598) ·
საფრანგეთის ყველა პროვინციაზე მეფის ძალაუფლების
გასავრცელებლად,რიშელიემ საგანგებო სამსახური შექმნა. ·
რიშელიეს დროს შიზღუდა პროვინციული წოდებრივ-წარმომადგენლობითი
ხელისუფლების უფლებები(ადგილობრივი თავადაზნაურობის,სასულიერო პირების და ვაჭრების საკრებულოების უფლებები) ·
გენერალური შტატები
კი აღარ მოუწვევიათ 1614- წლიდან 1789 წლამდე ხ კარდინალი მაზარინი ·
1648 წელს კარდინალ მაზარინის
მმართველობის დროს(1643-1661) პარიზის პარლამენტის
ოთხივე სასამართო პალატა აუჯანყდა მცირეწლოვან მეფეს.მაშინ
ლუი მე-14-ს
პარიზის 3 წლით დატოვება მოუხდა(ეს იყო ე.წ. ფრონდა) ხ ·
ფრონდა.-შურდული
;შურდულის გამოყენება პარიზში იკრძალებოდა და პატიმრობით ისჯებოდა.გადატანითი მნიშვნელობით
„ფრონდა“ ნიშნავს წესრიგის დარღვევას) ხ ·
1678
წ-ს უკვე აბსოლუტურმა მონარქმა ლუი მე-14-მ ჩამოართვა
პარიზის პარლამენტს სამეფო კანონების შეჩერების უფლება,ანუ მთავარი უფლება,რომლის
წყალობითაც ეს ინსტიტუტი პოლიტიკურ ძალას წარმოადგენდა. ხ ·
კარდინალ მაზარინის გარდაცვალების შემდეგ რომელიც
18 წელი შეუზღუდავად მართავდა საფრანგეთს, ახალგაზრდა 22 წლის მეფემ განაცხადა:“თვითონ ვიქნები ჩემი მინისტრი“. ·
მას შემდეგ ლუი მე-14 გადაწყვეტილებებს ერთპიროვნულად იღებდა; ·
საკვანძო სახელმწიფო უწყებების-საგარე საქმეთა,სამხედრო,ფლოტის,იუსტიციისა
და და ფინანსთა მინისტრების უფლებამოსილებანი
მკაცრად შეიზღუდა მათ დარჩათ მხოლოდ
სათათბირო და აღმასრულებელი
ფუნქციები; შენიშვნა: ლუი მე-14 საფრანგეთის
სტალინია; ხ ·
30 ინტენდანტი-
ისინი მეფის რწმუნებულები იყვნენ რეგიონებში და აღასრულებდნენ მეფის გადაწყვეტილებებს პროვინციებში; ·
ინტენდანტები ზედამხედველობას უწევდნენ პროვინციებში
გადასახადების აკრეფას,მმართველობას,სასამართლოს,პოლიციურ და სამხედრო ძალებს,გზების
მშენებლობასა და სურსათით მომარაგებას,რელიგიურ საკითხებს ·
მეფე იყო უზენაესი მსაჯული,უფრო სწორად თავად მართლმსაჯულება; ·
ადამიანები საპყრობილეებში,მათ შორის ბასტილიის ციხეში,ხვდებოდნენ
ყოველგვარი გასამართლების გარეშე;,მათი დაპატიმრების შესახებ მეფის პირადი განკარგულების,ე.წ.
დალუქული წერილების საფუძველზე; ხ ·
თავისი
ერთმმართველობის გასამტკიცებლად ლუი მე-14 ქვეყანაში რელიგიური ერთიანობის აღდგენა
გადაწყვიტა(პრინციპით-„ერთი მეფე,ერთი
კანონი,ერთი სარწმუნოება’’) ამ მიზნით დაიწყო ჰუგენოტების
დევნა-შევიწროება; ·
1685 წელს გაუქმდა
1598 წლის ნანტის
ედიქტი,რომლითაც თავის დროზე ჰუგენოტებს აღმსარებლობის თავისუფლება მიენიჭათ; ხ ·
აბსოლუტური რეჟიმის მთავარი საგარეო პოლიტიკური მიზნები იყო ევროპაში ჰეგემონობა და საფრანგეთის ტერიტორიული გაფართოება“ბუნებრივ საზღვრებამდე“-რეინამდე; ·
ამ მიზნების მისაღწევად ლუი მე-14-მ არაერთი ომი აწარმოა ევროპელ მეზობლებთან ·
სამხედრო წარმატების საწინდარი ეფექტური არმია და სავსე სახელმწიფო
ხაზინა იყო;ამიტომ აუცილებელი გახდა
სამხედრო და ეკონომიკური რეფორმების გატარება;ამ რეფორმების შედეგად ჯარიცა და მეურნეობაც უშუალოდ
სახელმწიფოს,ანუ მეფეს დაექვემდებარა; |
ლუი მე-14-ის სამხედრო რეფორმა ·
ლუი მე-14-ის თანამედროვე ევროპაში მიღებული იყო ჯარის დაქირავება; ·
მეფეები თუ მთავრები ქირაობდნენ მხედართმთავარს,რომელიც
მაღალი ანაზღაურების სანაცვლოდ ჯარის გამოყვანის ვალდებულებას იღებდა; ·
სამხედრო
მოქმედებების დასრულების შემდეგ არმია იშლებოდა ·
მართალია ლუი მე-14-ის არმიაც დაქირავებული იყო,მაგრამ
განხორციელებული რეფორმის შედეგად,უკვე უშუალოდ
მეფე ქირაობდა ჯარისკაცებს; ·
ძალაში რჩებოდა ოფიცრის თანამდებობის ყიდვის წესი,მაგრამ
მაღალი რანგის ოფიცრებს
თავად მეფე ასახელებდა ,მათ შორის,უმაღლეს სამხედრო პირებს(გენერალი,მარშალი)
მხოლოდ და მხოლოდ თავადაზნაურობის წოდებიდან; ·
ლუი მე-14-ის სამხედრო რეფორმით პირველად დაწესდა
აგრეთვე ჯარის ერთიანი(სტანდარტული) აღჭურვა
როგორც იარაღით,ისე სამხედრო ფორმით; ·
მაგრამ მთავარი სიახლე ის იყო,რომ შეიქმნა რეგულარული ჯარი,რომელიც მშვიდობიანობის დროს უწინდებურად
აღარ იშლებოდა,არამე შემდეგაც მუდმივ წვრთნას გადიოდა;(!) |
აბსოლუტიზმის
ეკონომიკური პოლიტიკა.მერკანტილიზმი ·
აბსოლუტიზმის ეკონომიკური პოლიტიკა,რომელიც მეკანტილიზმის სახელითაა ცნობილი,მთლიანად უკავშირდება ლუი მე-14 ფინანსთა
მინისტრს ჟან ბატისტ
კოლბერს (1619-1683) ·
კოლბერის მთავარი ამოცანა არსებული საგადასახადო წესების შეუცვლელად სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის გაზრდა იყო; ·
ყველაზე მდიდარი ორი წოდება თავადაზნაურობა და კლერუსი გადასახადებისგან თავისუფლების პრივილეგიით სარგებლობდა; ·
რჩებოდა სახელმწიფო
ხაზინის შევსების ერთადერთი წყარო-მესამე წოდების(აქ
შედიოდა ყველა ვინც პირველ ორში არ შედიოდა) შეძლებული,სამეწარმეო და კომერციული
საქმიანობით დაკავებული ზედაფენის შემოსავლების დაბეგვრის
გაზრდა; ·
მაგრამ საშემოსავლო გადასახადების გასაზრდელად აუცილებელი იყო
თავად მეწარმეთა შემოსავლების გაზრდა.(!) ·
ამ ამოცანის გადაჭრის ერთადერთ გზას კოლბერი სამეწარმეო
საქმიანობაში სახელმწიფოს ჩარევაში ხედავდა;(!) ·
ადგილობრივი
წარმოების გაფართოების მიზნით დაიწყო ე.წ, „სამეფო მანუფაქტურების’’
შექმნა,რომლებიც თავიდან ნაკლებად ეფექტიანი
იყო და სახელმწიფოს დამატებით სუბსიდირებას საჭიროებდა; ·
პროდუქტიულობის ამაღლების მიზნით,კოლბერმა თავისი
ეკონომიკური პოლიტიკა „აქტიური სავაჭრო ბალანსის’’ მერკანტილისტურ თეორიაზე ააგო; ·
„აქტიური
სავაჭრო ბალანსის’’ პრინციპები მარტივია:ექსპორტის გაზრდა და იმპორტის შემცირება ·
სწორედ ამ გზით ფიქრობდა
კოლბერი ქვეყანაში ფულადი სახსრების მოდინების წახალისებას და შესაბამისად სახელმწიფო
ხაზინის შევსებას; ·
გარდა ამისა,კოლბერის ჩანაფიქრით უნდა განმტკიცებულიყო საშინაო ბაზარი,იმისათვის,რომ საფრანგეთის მდიდარ ელიტას ფული საკუთარი ქვეყნის ადგილობრივ ბაზარზე დაეხარჯა
და არა მის გარეთ; ·
ამიტომ“სამეფო მანუფაქტურები’’
პირველ რიგში, ფუფუნების საგნების საწარმოებლად იქმნებოდა;
მათ კონკურენცია უნდა გაეწიათ ცალკეულ დარგებში ბაზარზე უკვე ლიდერად ქცეული უცხოელი
მწარმოებლებისათვის; ·
ამდენად,კოლბერის ხელშეწყობით,საფრანგეთში მანუფაქტურები ძირითადად მოწინავე უცხოური ნიმუშების მიხედვით
იქმნებოდა(მაგ. მაქმანების და სარკეების მწარმოებელი მანუფაქტურები- ვენეციურების
მსგავსად;წინდები-ინგლისურის მსგავსად;მაუდისა-ჰოლანდიურის მსგავსად და ა.შ.) ·
კოლბერის
მერკანტილისტური პოლიტიკა დამატებით მხარდაჭერილი იყო სხვადასხვა ღონისძიებებით:სავაჭრო
ფლოტის შექმნით,სავაჭრო კომპანიების დაარსებით,საზღვაო მიმოსვლის გასაადვილებლად
არხების მშენებლობით(ლანგედოკის არხი- უმოკლესი გზა ატლანტის ოკეანიდან ხმელთაშუა
ზღვაში);კოლონიების ხელში ჩაგდებით(მაგ. ტერიტორიები ინდოეთში,კანადაში
ლუიზიანა ამერიკაში),შემდეგში მათი ფრანგული მრეწველობის
ნედლეულის წყაროდ და გასაღების
ბაზრად ქცევის მიზნით; |
სამეფო კარი ვერსალში ·
ვერსალის სასახლე მეფე-მზის ბრწყინვალებისა და აბსოლუტური
ძალაუფლების სიმბოლო იყო ·
ევროპის სხვა ქვეყნების მმართველები მთელი ძალით ცდილობდნენ
ვერსალის კარის ცხოვრების იმიტირებას;(მიბაძვას) ·
ვერსალში მიღებული წესები სრულად ასახავდა აბსოლუტიზმის
არსს; ·
მხოლოდ მეფე იღებდა გადაწყვეტილებას; კარი უსიტყვოდ
ემორჩილებოდა მას; ·
პოლიტიკურ ფუნქციას მოკლებული თავადაზნაურობის ერთადერთი
საზრუნავი ეტიკეტი,ჩაცმულობა,კარზე გავლენის და მეფის
კეტილგანწყობის მოპოვება იყო; ·
სამეფო
კარი მთლიანად მეფის პიროვნების განდიდებას ემსახურებოდა ·
ვერსალში ყოფითი რიტუალები(მეფის გაღვიძება,დილის
ტუალეტი,საუზმე,ძილად მისვლა დაა.შ) საეკლესიო ცერემონიებს იყო მიმსგავსებული ·
ხოლო
მეფის გაღმერთება(აპოთეოზი) კარის მხატვრობის უმთავრესი მოტივი იყო; ·
უამრავ გასართობთა შორის სამეფო კარი განსაკუთრებით
თეატრალურ წარმოდგენებს სწყალობდა; ·
სამეფო თეატრისთვის
წერდნენ კომედიებსა თუ ტრაგედიებს ფრანგ მწერალ-დრამატურგთა შესანიშნავი თაობის წარმომადგენლები
-მოლიერი(1622-1673) ; კორნელი(1606-1684) რასინი(1639-1699)
აბსულუტიზმმა ხელოვნებაც დაიმორჩილა; არსებობს კარგი სერიალი „ვერსალი“ – გირჩევ ნახო ლუი მე-14-ის მეფობაზეა ! |
Комментарии
Отправить комментарий