რელიგიური ომები ევროპაში მე-16 საუკუნე-მოვლენები,თარიღები

 



                                         პროტესტანტული მოძრაობის დასაწყისი ევროპაში

 

·        ევროპაში პროტესტანტული მოძრაობის დაწყების მიზეზი გახდა ინდულიგენციებით ვაჭრობა

·        გარკვეული თანხის სანაცვლოდ ნებისმიერს შეეძლო მიეღო ეკლესიისგან ინდულიგენცია ანუ ცოდვების მიტევების სიგელი;

·        1515 წელს პაპმა ლეო მე-10-მ რომში პეტრეს ტაძრის მშენებლობისათვის დამატებითი სახსრების მოძიების მიზნით,გამოსცა ბულა(დადგენილება) ინდულიგენციებით ვაჭრობის შესახებ;

·        ჩრდილოეთ გერმანიაში ინდულიგენციების გაყიდვა დომინიკელ ბერს,იოჰანეს ტეტცელს დაევალა

·        მან ვიტებერგის მახლობლად მოაწყო ინდულიგენციებით ვაჭრობის ადგილი;

 

                                                                  ლუთერი (1483-1546)

 

·        კათოლიკურ ეკლესიაში გავრცელებული მანკიერებები ბევრი ქრისტიანის აღშფოთებას იწვევდა;

·        მათ შორის იყო ვიტენბერგელი ბერი და თეოლოგიის პროფესორი,მარტინ ლუთერი.

·        ის გახდა კათოლიკური ეკლესიის და პაპობის წინააღმდეგ მიმართული მოძრაობის მამამთავარი;

·        ეს მოძრაობა ისტორიაში ცნობილია პროტესტანტული რეფორმაციის სახელით;

·        1517 წ.-ს ლუთერმა,ეკლესიაში დამკვიდრებული უმსგავსოებაზე საჯარო ყურადღების მისაპყრობად,ვიტენბერგის ეკლესიის კარზე მიაჭედა თავისი „95 თეზისი ‘’.

·        ამ თეზისებით ლუთერი ამტკიცებდა რომ ნებისმიერი ქრისტიანი არა პაპის ინდულიგენციით,არამედ მტკიცე რწმენითა და ჭეშმარიტი მონანიებით მოიპოვებს ხსნას;

·        ლუთერმა კათოლიკური ეკლესია მნიშვნელოვან თეოლოგიურ საკითხებზე დისკუსიაში გამოიწვია,მაგრამ უშედეგოდ;

·        1518 წელს რომში დაიწყო სასამართლო პროცესი ლუთერის წინააღმდეგ

·        1520 წელს პაპმა ლეო მე-10-მ ლუთერი ერეტიკოსად გამოაცხადა(ერესი-რელიგიური მოძღვრება,რომელიც ეწინააღმდეგება გაბატონებული რელიგიის საეკლესიო დოგმატებს; ერესის მეორე სახელია მწვალებლობა)

·        ლუთერმა უგულებელყო პაპის განაჩენი და აცხადებდა,რომ თვითონ კი არ განუდგა ეკლესიას,არამედ ეკლესია განუდგა მას;

·        ლუთერი განაგრძობდა პაპის ბიწიერების გაკიცხვას და საკუთარი მრწამსის ჩამოყალიბებას;

·        მან უარყო პაპის,როგორც ამქვეყნად „ქრისტეს ნაცვლის „ ასევე როგორც „მორწმუნესა და ღმერთს შორის  შუამავლის“ როლი;

·        მოუწოდებდა ქრისტიანებს თავად ეპოვათ გზა ღმერთისაკენ მხოლოდ წმინდა წერილზე დაყრდნობით

·        ნაშრომში „ქრისტიანობის თავისუფლების შესახებ“ ის ათავისუფლებდა თავის მიმდევრებს საეკლესიო ვალდებულებებისგან,როგორებიცაა მარხვა,მომლოცველობა,აღსარება,წმინდანთა თაყვანისცემა.

·        მას უაზრობად მიაჩნდა ბერობის აღთქმა და სასულიერო ორდენებში გაერთიანება.( გაიხსენე: ილიას „განდეგილი’’)

·        შვიდი საიდულოდან ის მხოლოდ ორს აღიარებდა-ნათლობასა და ზიარებას;

                                       რეფორმაცია გერმანიაში-ლუთერანობა

 

·        ლეო მე-10-მ ლუთერის წინააღმდეგ დახმარებისათვის გერმანელი ერის რომის საღვთო იმპერიის იმპერატორს კარლ მე-5-ს (1500-1558) მიმართა

·        კარლ მე-5-მ 1521 წელს ვორმსში მოიწვია გერმანელი მთავრების კრება;

·        კრებაზე ლუთერს უნდა უარეყო თავისი მოძღვრება;ლუთერმა მტკიცე უარი განაცხადა;(!)

·        იმპერატორმა გამოსცა ედიქტი,რომელიც ლუთერს კანონგარეშედ აცხადებდა;ლუთერს კოცონზე დაწვა ემუქრებოდა;

·        გერმანელმა თავადმა(კურფიუსტმა) ფრიდრიხ ბრძენმა  იგი გართბურგის ციხეში შეიფარა;

·        ლუთერმა სწორედ აქ თარგმნა ბიბლია გერმანულად ლათინურიდან;(!)

·        ამ დროისათვის ლუთერს უკვე ბევრი მომხრე ჰყავდა,როგორც ხალხში ,ისე გერმანელ თავადთა შორის

·        1531 წელს ლუთერანი გერმანელი  თავადები გაერთიანდნენ  კარლ მე-5-ის წინააღმდეგ(ე.წ. შმალკალდენის კავშირი )

·        იმპერატორმა მოახერხა მათი დამარცხება (1546-1547)

·        1548 წ-ის აუგსბურგის თავადთა კრებაზე კათოლიკური რწმენის მთელ იმპერიაში აღდგენა გამოცხადდა

·        ლუთერმა და გერმანელმა თავადებმა,ეშინოდათ რა დამოუკიდებლობის დაკარგვის, მოძებნეს მოკავშირე კარლ მე-5-ის წინააღმდეგ -ეს იყო საფრანგეთის მეფე;

·        „თავადთა (კურფიუსტთა) შეთქმულება“(1552)  და შემდეგ ომი საფრანგეთთან ნამდვილი ხსნა აღმოჩნდა ლუთერანული  რეფორმაციისთვის;

·        1555 წ-ს აუგსბურგში დაიდო რელიგიური ზავი

·        ყოველ თავადს თავის სამფლობელოში მისი ქვეშევრდომებისათვის აღმსარებლობის არჩევის უფლება ენიჭებოდა (Cuius regio,eius religio-„ვისიცაა ქვეყანა,სჯულიც მისია“)

·        ლუთერის მოძღვრება სწრაფად ვრცელდებოდა ევროპაში-ამას ხელს უწობდა გუტენბერგის გამოგონებაც(საბეჭდი დაზგის/სტამბის გამოგონება)

 

 

რეფორმაცია შვეიცარიაში-კალვინიზმი

 

·        შვეიცარიაში კათოლიკური ეკლესიის რეფორმირება ჟენევში მოღვაწე ფრანგმა,ჟან კალვინმა(1509-1564) უფრო რადიკალური,მკაცრი ფორმით განახორციელა,ვიდრე ეს მოხდა გერმანიაში.

·        1541 წელს ჟენევის ქალაქის საბჭოსთან ერთად კალვინმა შეიმუშავა ეკლესიის მოწყობის წესი;

·        კალვინისტურ ეკლესიაში არც საკურთხეველი იყო,არც წმინდანთა გამოსახულებები,არც სანთლები,არც ორღანი

·        კალვინის მოძღვრებით აიკრძალა ცეკვა,თეატრალურ წარმოდგენებზე დასწრება,აზარტული თამაშები,დუქნებში დროსტარება,ძვირფასი ტანსაცმლის ტარება

·        კალვინს მიმდევრები მთელ ევროპაში გამოუჩნდნენ

·        საფრანგეთში მათ ჰუგენოტებს

·        ინგლისში პურიტანებს

·        შოტლანდიაში- პრესბიტერიანებს უწოდებდნენ;

                                                 რეფორმაცია ინგლისში

·        ინგლისის მეფე, ჰენრი მე-8(1509-1547) თავდაპირველად პროტესტანტების მოწინააღმდეგე იყო

·        ჯერ კიდევ 1521 წელს მეფეს პაპმა ლეო მე-10-მ ანტილუთერანული პამფლეტისათვის „რწმენის დამცველის“ წოდება მიანიჭა

·        მაგრამ მას შემდეგ რაც პაპმა ჰენრი მე-8-ს ცოლთან განქორწიბაზე უარი უთხრა(1525 წ) ,ის განუდგა რომს და თავი ინგლისის ეკლესიის მეთაურად გამაცხადა;ასე შეიქმნა ე.წ. „ანგლიკანური ეკლესია ‘’.(!)

 

(შენიშვნა: ახალი ცოლი პროტესტანტი იყო ანა ბოლინი.არის კაგი სერიალი „ტიუდორები’’-სანახავია)

 

·        ამ ეკლესიამ რეფორმირება ჰენრის  მემკვიდრის ედუარდ მე-6-ის(1546-1558) დროს განიცადა

·        ლოცვა ლათინურის ნაცვლად ინგლისურ ენაზე აღევლინებოდა,ღვთსმსახურების წესი კი თითქმის უცვლელად რჩებოდა(!)

·        ედუარდ მე-6-ს გარდაცვალების შემდეგ დედოფალი მერი(კათოლიკედ წოდებული 1553-1558) ისევ კათოლიციზმს დაუბრუნდა;

·        დედოფალმა ელიზაბეთ  პირველმა(1558-1603) კი 1559 წელს აღადგინა ინგლისის ეკლესიის დამოუკიდებლობა;(!)

·        მას შემდეგ ანგლიკანური ეკლესიის მეთაური მეფეა;ის ნიშნავს არქიეპისკოპოსებს და ეპისკოპოსებს,რომლებიც იმავდროულად ლორდთა პალატის წევრებიც არიან(!)

·        საეკლესიო კანონებს პარლამენტი იღებს

·        კულტმსახურება ნაწილობრივ კათოლიკურია

მრწამსი კი-ძირითადად კალვინისტური(უფრო ზუსტად პურიტანული)

            

             კათოლიკური ეკლესიის თვითრეფორმირება-კონტრრეფორმაცია

 

·        რეფორმაციული მოძრაობის წარმატებამ,ევროპაში უკიდურესად შელახული ავტორიტეტისა და დაკარგული გავლენის აღდგენის სურვილმა კათოლიკურ ეკლესიას თვითრეფორმირებისკენ უბიძგა;

·        კონტრეფორმაციის პროცესი დაიწყო პაპმა პავლე მე-3-მ(1534-1549)

·        1545 წ. მან მოიწვია საეკლესიო კრება ტრიენტში

·        კრება 20 წლის განმავლობაში იკრიბებოდა(1534-1549) და ძირითადად დოგმატიკის საკითხებზე და ეკლესიაში მანკიერებათა აღმოფხვრის გზებზე ბჭობდა.

·        ამ ხანგრძლივი საეკლესიო დისპუტების პროცესში კრებამ დაადგინა,რომ:

 მხოლოდ კათოლიკურ ეკლესიას აქვს ბიბლიის ინტერპრეტაციისა და მრწამსის განსაზღვრის უფლება;

·        თუკი ლუთერისათვის ერთადერთი ავტორიტერი წმინდა წერილი იყო,კრებამ ბიბლიასთან ერთად საეკლესიო ტრადიციაც აღიარა ავტორიტეტად;

·        კრებამ არ უარყო,რომ რწმენა აუცილებელია სულის ხსნისათვის,მაგრამ დაადგინა,რომ ცოდვების გამოსყიდვა კეთილი საქმეებითაც შეიძლება;

·        ურყევი დარჩა აზრი 7 საიდუმლოს შესახებ

·        კრებამ აკრძალა ინდულიგენციებით ვაჭრობა;

·        1542 წ-ს პაპმა პავლე მე-3-მ დაარსა რომის ინკვიზიცია,საეკლესიო  დაწესებულება,რომელიც ერეტიკოსებს დევნიდა. ინკვიზიციის განაჩენი საჯაროდ აღესრულებოდა(აუტოდაფე).(ცოცხლად წვავდნენ კოცონზე „ერეტიკოსებს’’)

 

                                              „იეზუიტთა  ორდენი“

 

·        კონტრეფორმაციის რადიკალური გამოვლინება იყო ბასკი დიდგვაროვნის,იგნასიო ლოიოლას(1491-1556) მიერ 1534 წელს შექმნილი „იესოს საზოგადოება ‘’,შემდგომ\ში ცნობილი იეზუიტთა ორდენის სახელწოდებით;

·        ყოფილმა ოფიცერმა,ლოიოლამ ორდენი სამხედრო ყაიდაზე მოაწყო.

·        ორდენის წევრებს,როგორც იესოს ჯარისკაცებს,საღვთო საქმის ერთგულება და ორდენის მეთაურის უსიტყვო მორჩილება ევალებოდათ; მას შემდეგ რაც პაპმა ორდენი აღიარა(1540 წ),მის წევრებს დამატებით პაპის სრული ერთგულების აღთქმის მიცემა დაეკისრათ;

·        ორდენში გაწევრიანების აუცილებელი პირობა იყო საფუძვლიანი თეოლოგიური განათლება (7 წელი მაინც);ეს იყო იეზუიტთა  ორდენის მიერ სასულიერო და კულტურული გავლენის მოპოვების მიზეზი;

·        ორდენს მისიები ჰქონდა მთელ მსოფლიოში-აფრიკაში,ინდოეთში,ჩინეთში,იაპონიასა და ამერიკაში;

·        ლოიოლამ გახსნა რამდენიმე ათეული სკოლა,რომლებმაც სახელი გაითქვეს სწავლების მაღალი ხარისხით;

·        იეზუიტები მართავდნენ უნივერსიტეტებსაც;

·        ევროპის არისტოკრატული ელიტა სიამოვნებით ანდობდა იეზუიტებს შვილების აღზრდას;

·        მკაცრი მორალური და რელიგიური აღზრდა იეზუიტთა სკოლების მთავარი მიზანი იყო;

·        იეზუიტების პედაგოგიური მეთოდები ასეთი იყო : იკრძალებოდა მოსწავლეთა ფიზიკური დასჯა,სწავლის სტიმულის მისაცემად ტარდებოდა სხვადასხვა კონკურსი;

დასკვნა:

·        კონტრეფორმაციის პროცესში კათოლიკურმა ეკლესიამ,ვერ მიაღწია ტრიენტის კრების თავდაპირველ მიზანს-დაებრუნებინა ყველა ქრისტიანი კათოლიკური ეკლესიის წიაღში,მაგრამ შეძლო კეთილი სახელისა და გავლენის აღდგენა;(!)

 

 

რელიგიური ომები გერმანიაში

 

·  პაპობის წინააღმდეგ ლუთერის დაწყებულმა რეფორმაციამ ევროპა ორ ბანაკად,კათოლიკეებად და პროტესტანტებად გაყო;

 

·  ამას მოყვა უსასრულო არეულობები გერმანიაში და 1546 წლის რელიგიური ომი;(!)

·  ამ წელს კარლ მე-5-მ (საღვთო რომის იმპერიის იმპერატორმა) სცადა პროტესტანტული ერესის ამოძირკვა;

·  სარწმუნოება ძლიერი,მაგრამ არა ერთადერთი მიზეზი  იყო ამ ომისა;

·  გერმანელი მთავრები-კათოლიკეებიცა და პროტესტანტებიც ცდილობდნენ შეეზღუდათ ჰაბსბურგთა ხელისუფლება;

„აუგსბურგის აღსარება ‘’

 

·  გერმანიაში მთავრები ორ ბანაკად დაიყვნენ;

·  კარლ მე-5-მ მოუწოდა  კათოლიკე მთავრებს ამოეძირკვათ ლუთერის სწავლება

·  1526 წელს ლუთერის მომხრე თავადების შპეერიის რაიხსტაგმა(შეკრებამ) შეაჩერა ლუთერის საწინააღმდეგო ვორმსის ედიქტის მოქმედება;

·  1529 წელს მეორე რაიხსტაგმა გააუქმა ეს დადგენილება,მაგრამ 5 საიმპერიო მთავარი და თოთხმეტი ქალაქი არ დათანხმა ლუთერანობის გავრცელების შეზღუდვას;(!)

·  ამ პროტესტმა წარმოშვა ტერმინიპროტესტანტი“,რეფორმაციის მომხრეთა აღსანიშნავად;(!)

·  1530 წ-ის 25 ივნისს პროტესტანტებმა კარლ-მე-5-ს წარუდგინეს- ე.წ. „აუგსბურგის აღსარება“(!)

·  „აუგსბურგის აღსარება ‘’-არის პროტესტანტების ყველაზე ადრეული ოფიციალური რწმენის სიმბოლო,როლიც დღემდე ლუთერანებისთვის ღვთისმეტყველების ნორმად ითვლება; იგი ლუთერის მხარდაჭერით შეიმუშავა ფილიპ მელანხტონმა ,როგორც ლუთერანული ეკლესიის რწმენის აღმსარებლობა;(!)

·  კათოლიკეებმა და იმპერატორმა უარყვეს „აუგსბურგის აღსარება ‘’;

·  პროტესტანტი  მთავრები გაერთიანდნენ და მოწინააღმდეგეს ბრძოლა გამოუცხადეს;

·  1532 წელს დაპირისპრებული მხარეები დროებით  შერიგდნენ ნიურბერგში,რათა ერთად წინ აღდგომოდნენ თურქულ ჯარს,რომელიც იმ დროს  ვენას უტევდა;

·  ოსმალეთის სულთანი სულეიმან 1(1520-1566) ვენას მიადგა,მაგრამ აგვისტოს წვიმების დაწყებასთან ერთად ოსმალთა არმია იძულებული შეიქმნა უკან დაეხია და ვენა თურქებისგან აოხრებას გადაურჩა;

·  მომდევნო წელს იფეთქა სამხედრო დაპირისპირებამ ვიურტემბერგის საჰერცოგოს დაუფლებისათვის;

·  იმპერატორის ძმის მხარეს გამოვიდნენ ავსტრიული ჯარები,ხოლო ლუთერანელი მთავრების მხარეს შვეიცარიელი დაქირავებულები;

·  შემდეგი სამხედრო დაპირისპირება დაკავშირებული იყო ქალაქ მიუნსტერის კომუნასთან;

 

                                                  მიუნსტერის კომუნა

 

·                 მიუნსტერის კომუნა იყო თეოკრატიული რეჟიმი,რომელიც ადგილობრივმა პროტესტანტებმა(ანაბაპტისტებმა) დაარსეს (!)

მიუნსტერში(ვესტფალიაში)1534-1535 წლებში,ნიდერლანდელი მეფუნთუშის იან მატისის მეთაურობით;

 

მისი დაღუპვის შემდეგ 1534 წლის 5 აპრილი) კომუნის მეთაურობა ხელში აიღო ნიდერლანდელმა მკერავმა იოან ლეიდენსელმა;

ანაბაპტიზმი-(ბერძ. „ხელახლა ‘’ და „ვნათლავ’’)-მე-16 საუკუნის გერმანიასა და სხვა ქვეყნებში რელიგიურ-სექტანტური მიმდინარეობა; უარყოფდა საეკლესიო იერარქიას;მოითხოვდა ადამიანის მონათვლას მოწიფულ ასაკში;გამოხატავდა ქალაქების ღარიბებისა და ხელოსნების ინტერესებს;

ალყაშემორტყმულ მიუნსტერში კომუნამ საეკლესიო და სამონასტრო ქონების კონფისკაცია განახორციელა,გააუქმა ვალები და ფულის მიმოქცევა;მიუნსტერში ჰქონდათ მცდელობა თანაბრად გადაენაწილებინათ მოქალაქეთა ქონება;შემოიღეს პოლიგამია(მრავალცოლიანობა);მოიგერიეს განდევნილი ეპისკოპოსის მოკავშირეების თავდასხმა;

 

იოჰან ლეიდენსელმა თავი ახალ „მეფე დავითად“ გამოაცხადა(დავითი-წინასწარმეტყველი და ებრაელთა მეფე)

 

მიუნსტერი ისრაელის ახალ სამეფოდ გამოცხადდა;

 

პარალელურად სიკვდილით სჯიდნენ ანაბაპტისტების მოწინააღმდეგეებს;

 

ამ მოვლებმა იმდენად დააფრთხო რაინისპირა კათოლიკე  ფეოდალები,რომ მათ შეკრიბეს ლაშქარი და ქალაქი იერიშით აიღეს;

 

კომუნამ 14 თვე იარსება; „მეფე დავითი „ და მისი „კარისკაცები“ სიკვდილით დასაჯეს;

 

               კათოლოკე და პროტესტანტ თავადთა შემდგომი დაპირისპრებები გერმანიაში

                 ( მე-16 საუკუნის 40-იანი წლები)

 

·        შემდგომა წლებმა  დაპირისპირებულ თავადთა შერიგების უშედეგო მცდელობაში ჩაიარა

·        ყველასათვის მისაღები რელიგიური ფორმულის ძიებაში,ლუთერი მოითხოვდა „აუგსბურგის აღსარების“ შესრულებას;

·        იმპერატორმა კვლავ მოიწვია მთავართა ყრილობა 1541 წ რეგენსბურგში;

·        სადაც მოლაპარაკებები წარიმართა იტალიელ კარდინალ გასპარო კონტარინისა და ლუთერის თანამოაზრე ფილიპ მელანხტონს შორის;

·        კარდინალი კონტარინი მიისწრაფოდა პროტესტანტების კათოლიკური ეკლესიასთან შერიგებისკენ,მიდიოდა მნიშვნელოვან დათმობებზე,მაგრამ კარდინალსა და მელანხტონს შორის მიღწეული კომპრომისი არ ცნო რომის პაპმა;

·        იმავდდროულად გერმანიაში კვლავ ვრცელდებოდა ლუთერის სწავლება;

·        ლუთერის მომხრეები გაჩნდნენ ბრადენბურგში,საქსონისა დასხვა ოლქებში

·        1546 წ. მარტინ ლუთერი გარდაიცვალა;

·        პროტესტანტების ხელმძღვანელობის შესუსტებით ისარგებლა კარლ მე-5-მ;მან მხარდაჭერისათვის იტალიას და ესპანეთს მიმართა;

·        თავისი შეიარაღებული რაზმები ტიროლიდან,მეამბოხე მთავრების წინააღმდეგ,გერმანიის სამხრეთისკენ დაძრა;

·        რომის პაპი პროტესტანტებთან ბრძოლისას იმპერატოს ემხრობოდა;აწვდიდა ფინანსებს და სამხედრო ძალას;

·        1547 წ. საიმპერატორო ჯარმა,რომელსაც სათავეში ფერნანდო ალბა(1507-1582)  ედგა დაამარცხა საქსონელები;

·        პროტესტანტები იზოლირებულები აღმოჩნდნენ ყოველგვარი დახმარებისგან;

·        კარლ მე-5 -მ ბრძოლის წინ განაცხადა რომ ომობს არა რწმენისთვის არამედ მეამბოხე ვასალების დასამორჩილებლად;

·        პროტესტანტული ქალაქეი იძულებულები ხდებოდნენ პატიება ეთხოვათ და  დამორჩილებოდნენ კარლ მეხუთის გართიანებულ გერმანულ,იტალიურ და ესპანურ რაზმებს;

·        საქსონიის კურფიურსტს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს;

·        1547 წ. სექტემბერში აუგსბურგში რაიხსტაგი გაიხსნა;კარლმა მასზე გაიტანა თავისი ცნობილი ინტერიმი;

·        აუგსბურგის ინტერიმი-ეს იყო კარლმე-5-ის ბრძანება ,რომელიც გამოიცა 1548 წლის 15 მაისს რაიხსტაგზე აუგბურგში;1546-1547 წ -ის შმალკალდენის ომში(პროტესტანტების წინააღმდეგ) იმპერატორის გამარჯვების შემდეგ; ინტერიმი პროტესტანტებისგან მოითხოვდა ტრადიციული კათოლიკური წეს-ჩვეულებების შესრულებას,მაგრამ იმავდროულად პროტესტანტ მღვდლებს ქორწინების უფლებას აძლევდა,ასევე ნებადართული იყო ზიარება;ინტერიმმა  უზრუნველყო დროებითი სტატუს-კვო იმპერიაში. ამ დროებითმა დაგენილებამ მოქმედება შეწყვიტა 1555 წლის რელიგიური ზავის დადების შემდეგ;

·        გაუსწორდა რა თავის მოწინააღმდეგეებს კარლ-მე-5 შეეცადა ნაწილობრივ რეფორმირებულ ეკლესიას ჩასდგომოდა სათავეში,მაგრამ ეს გადაწყვეტილება არ  ცნო არც პაპმა და არც ფეოდალთა უმრავლესობამ;

 

·        კარლ მე-5- მ გამოსცა ანტილუთერანული ბრძანება რომელსაც ლუთერანებმა „სისხლიანი“ უწოდეს.გერმანიას თავს დაატყდა ინკვიზიცია;

·        გერმანიის ჩრდილოეთი კვლავ განუდგა კარლ მე-5-ს

·        1552 წ-ს საქსონელთა ლაშქარს კინაღამ ხელში ჩაუვარდა ავადმყოფი იმპერატორი;

·        იმპერატორის განზრახვა- მემკვიდრეობით გადაეცა იმპერია თავისი ვაჟისთვის,უხეში მოპყრობა გერმანელებთან,ქვყანაში ესპანელი ჯარისკაცების ყოფნა-გერმანიაში ძლიერ გაღიზიანებას იწვევდა;

·        კარლ მე-5 იძულებული გახდა დაზავებოდა პროტესტანტ მთავრებს,რომლებსაც საფრანგეთის მეფე ანრი მე-2 უმაგრებდათ ზურგს

·        1555 წ-ს აუგსბურგში კარლ-მე-5-მ დადო რელიგიური ზავი;

·        იმპერატორმა ვერ შეძლო ძლიერი საიმპერატორო ხელისუფლების შექმნა და იგი ტახტიდან გადადგა;

 

                 გერმანიაში რელიგიური ზავის შედეგები

·        აუგსბურგის ზავით გერმანიაში ყოველ მთავარს ეძლეოდა უფლება თავად აერჩია რელიგია ;

·        ყურადღება: მაგრამ ეს უფლება ეხებოდა კათოლიკობასა და ლუთერანობას და არა უფრო რადიკალურ პროტესტანტულ მიმდინარეობას კალვინიზმს;

·        გემანიის სამხრეთი და ნაწილობრივ დასავლეთი,სადაც ბევრი საეკლესიო სამფლობელო იყო კათოლიკური დარჩა,

·        ჩრდილოეთი საქსონია,ჰოლშტეინი,ბრანდერბურგი,ბრაუნშვაიგი,ასევე პფალცი და ვიურტემბერგი-პროტესტანტული გახდა;

·        ეს რელიგიური საზღვრები შემდეგშიც უცვლელი დარჩა;(!)

·        1555წ -ზავი დროებითი იყო.დაქუცმაცებულ ქვეყანაში მთავრები მზად იყვნენ კვლავ დაპირისპირებოდნენ ერთმანეთს და მოეხმოთ ძლიერი მოკავშირეებისათვის;

 

                                        რელიგიური ომები საფრანგეთში

 

·        საფრანგეთის სამხრეთი,რომელიც ხანგრძლივი დროის განმავლობაში დამოუკიდებლად  ვითარდებოდა,კათოლიკური ცენტრალური სამეფო ხელისუფლების მოწინააღმდეგეთა ცენტრად ჩამოყალიბდა.

·        სამხრეთ საფრანგეთის მოსახლეობა და არისტოკრატიის ნაწილი კალვინის მიმდევარი(პროტესტანტი) გახდა;

·        მათ იერიში მიიტანეს საეკლესიო სამფლობელოებზე;

·        საფრანგეთში პროტესტანტებს ჰუგენოტები უწოდეს;მათი მრავალრიცხოვანი თემი დიდგვაროვანთა და ვაჭართა შორის მნიშვნელოვანი გავლენით სარგებლობდა

·        დევნის მიუხედავად მათი რიცხვი სულ უფრო იზრდებოდა;

·        ქვეყნის ჩრდილოეთი და სამეფო კარი კათოლიკური დარჩა

·        რელიგიური საკითხი საფრანგეთში განსაკუთრებით მე-16 საუკუნის 50-იან წლებში გამწვავდა(!)

·        საფრანგეთის მეფე ანრი მე-2 ვალუას(1547-1559) მმართველობის ბოლო წლებში საფრანგეთში მკვეთრად გაიზარდა სამეფო გადასახადები;

·        იგი მკაცრად სდევნიდა ჰუგენოტებს;1559 წელს გამოსცა ედიქტი,რომელიც ერეტიკოსების სიკვდილით დასჯას ითვალისწინებდა;

·        ანრი მე-2-ის გარდაცვალების შემდეგ,მისი ყმაწვილი და ავადმყოფი ვაჟის ფრანსუა მე-2-ის(1559-1560) დროს ქვეყანაში დაიწყო გამოსვლები გადასახადების შემცირების მოთხოვნით;

·        ამ გამოსვლებს ჰუგენოტები ხელმძღვანელობდნენ;(!)

·        ანრი მე-2-ის უმწეო მემკვიდრეები ძლივს უმკლავდებოდნენ: დაპირისპირებას კათოლიკეებსა და ჰუგენოტებს შორის და სხვა წინააღმდეგობებს ქვეყანაში: ადგილობრივ დიდებულთა დაუმორჩილებლობას მეფისადმი,მოქალაქეთა უკმაყოფილებას  მოხელეთა მიმართ დიდი გადასახადების გამო,გლეხთა გამოსვლებს გადასახადების და საეკლესიო მიწათმფლობელობის წინააღმდეგ;(დესტაბილიზაციაა ქვეყანაში)

·        იმავდროულად  გამძაფრდა ბრძოლა ხელისუფლებისათვის და ქვეყანაში გავლენისათვის, კაპეტინგთა ძველი დინასტიის ორ გვერდით განშტოებას-გიზებსა(კათოლიკეები) და ბურბონებს(ჰუგენოტები) შორის;

·        საქმე ის იყო,რომ ანრი მე-2-ის  ვაჟებს მემკვიდრე არ ჰყავდათ,ვალუების დინასტია არსებობას წყვეტდა;

·         

გიზები და ბურბონები ტახტისთვის ებრძოდნენ ერთმანეთს

·        1560 წ-ს გამოაშკარავეს შეთქმულება გიზების წინააღმდეგ,რომელსაც მეთაურობდა ბურბონთა მომხრე პრინცი კონდე(1530-1569) და დაიწყო პროტესტანტების დასჯა,რასაც სასახლეში წარმოდგენასავით მართავდნენ;

·        ამან გამოწვია შეტაკება ერთი მხრივ ბურბონებსა და მერე მხრივ, ვალუებსა და გიზებს შორის

·        გენერალურმა შტატებმა,რომელიც მოიწვიეს მეფის უეცარი გარდაცვალების შემდეგ ვერ შეძლო მხარეების შერიგება;

·        ფრანსუა მე-2-ის მცირეწლოვანი ძმის შარლ მე-9-ის(1560-1574)მეფობის  დროს ხელისუფლება თავის ხელში აიღო დედამისმა ეკატერინე მედიჩიმ;

·        იგი ჯერ კიდევ მეუღლის ანრი მე-2-ის დროს აქტიურად ერეოდა სახელმწიფო საქმეებში;

·        დედოფლისთვის დამახასიათებელი იყო ცბიერება,ანგარება,ლტოლვა ერთპიროვნული მმართველობისკენ;

·        მის დროს დაიწყო აშკარა დაპირისპირება კათოლიკეებსა და პროტესტანტებს შორის;

·        1562 წელს ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა პირმა სამეფო კარზე, ფრანსუა გიზმა(1519-1563) ღვთსმსახურების დროს ათეულობით ჰუგენოტი დახოცა;

·        საპასუხოდ  პროტესტანტებმა შეიარაღებულ გამოსვლებს მიმართეს;

·        დაქირავებული მკვლელი გაუსწორდა გიზს;

·        დაიწყო რელიგიური ომები ჰუგენოტ და კათოლიკე თავადაზნაურობის ორ ბანაკს შორის(ოცდაათი წლის მანძილძე ათი ომი)(!)

·        ამ ომებში ჩათრეულები აღმოჩნდნენ ინგლისელები(ჰუგენოტების მხარეს) და ესპანელები(კათოლიკეების მხარეს)

·        რელიგიური და სამოქალაქო დაპირისპირების კულმინაცია გახდა“ბართლომეს ღამე’’

 

                     ბართლომეს ღამე

 

·        1572 წლის აგვისტოში პარიზში მრავალი დიგვაროვანი ჰუგენოტი ჩავიდა;ისინი ანრი ნავარელს(ბურბონს) (1553-1610)ახლდნენ მის ქორწილში მეფის დასთან,მარგარიტა ვალუასთან.

·        ეს ქორწილი დაპირისპირებული მხარეების შერიგების მცდელობა იყო

·        პროტესტანტები ცდილობდნენ დაეყოლიებინათ მეფე შარლ მე-9 დაზავებაზე;

·        გარდა ამისა სურდათ დაეთანხმებინათ მეფე დახმარებოდა ნიდერლანდებს ესპამეთის წინააღმდეგ ბრძოლაში,რადგან დარწმუნებულნი იყვნენ,რომ ეს საფრანგეთისთვის მომგებიანი იქნებოდა;

·        ამ დროს კი პარიზში პროტესტანტების წინააღმდეგ შეთქმულება მზადდებოდა ანრი გიზის (1550-1588) ფრანსუა გიზის ვაჟის მეთაურობით. მამის მკვლელობის შემდეგ იგი პროტესტანტების დაუძინებელი მტერი იყო;(!)

·        ანრი გიზმა დაარწმუნა დედა-დედოფალი ჰუგენოტებთან ანგარიშსწორებისათვის მომენტით ესარგებლა;

·        წმინდა ბართლომეს დღესასწაულის(24 აგვისტო) წინა ღამეს კათოლიკეებმა მონიშნეს პროტესტანტთა სხლები და დათქმულ ნიშანზე მათი სასტიკი ხოცვა-ჟლეტა დაიწყეს(!)

·        მკვლელებს შორის უმეტესობა უცხოელი დაქირავებულები იყვნენ;

·        ხოცვა-ჟლეტა 3 დღე გაგრძელდა;

·        მკვლელობების ტალღა სხვა ქალაქებსაც მოედო;

·        ბართლომეს ღამის ხოცვა -ჟლეტა ძირეულ გარდატეხად იქცა საფრანგეთის რელიგიურ ომებში;

·        ჰუგენოტებს გამანადგურებელი დარტყმა მიაყენეს,რომლის შედეგადაც მათ თავიანთი გამოჩენილი წინამძღოლები დაკარგეს;(!)

 

                                                        ნანტის ედიქტი

 

·        ორივე მხრიდან უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა რელიგიურმა ომმა

·        ამ ომის მსხვერპლი გახდა ანრი გიზი და უკანასკნელი მეფე ვალუათა დინასტიიდან ეკატერინე მედიჩის მესამე,უკანასკნელი ვაჟი უშვილო ანრი მე-3;

·        1589 წელს საფრანგეთის ტახტზე ანრი ნავარელი(ბურბონი) ავიდა; მას ანრი მე-4 ეწოდა;(!)

·        საფრანგეთში ბურბონთ მმართველობის ხანა დაიწყო;(!)

·        ანრი მე-4 წინდახედული გამჭრიახი,ფრთხილი და ენერგიული პოლიტიკოსი იყო;

·        მოწინააღმდეგეთა შესარიგებლად მას კათოლიკობის მიღება მოუწია;მხოლოდ ამის შემდეგ გაიღო მისთვის პარიზი;

 „პარიზი მესად ღირს’’ უთქვამს დედაქალაქისკენ მიმავალ ანრი ნავარელს(ბურბონს);

 

(შენიშვნა:  ეს ფრაზა გამოხატავს აზრს,რომ მიზნის მისაღწევად პოლიტიკოსს უწევს ბევრ კომპრომისზე წასვლა -შეგიძლია ფამოიყენო ესეს წერისას)

·        ანრი მე-4 ბურბონმა შეძლო დაესრულებინა რელიგიური დაპირისპირება საფრანგეთში;

·        1598 წ-ს ანრი მე-4-მ ნანტში გამოსცა ედიქტი-კანონი რჯულშემწყნარებლობის შესახებ(!)

 

შენიშვნა: გაიხსენე როცა დაწერ ესეს ტოლერანტობაზე

 

·        „ნანტის ედიქტით“ საფრანგეთში სახელმწიფო რელიგიად კათოლიციზმი დარჩა,მაგრამ ჰუგენოტებმა მიიღეს აღმსარებლობის თავისუფლება და თანაბარი უფლებები კათოლიკეებთან(!)

 

·        დაიმახსოვრე: ეს იყო ევროპაში პირველი კანონი რწმენის თავისუფლების  შესახებ(!)

 

·        ჰუგენოტებმა სამხრეთ საფრანგეთში ცხოვრების უფლება მიიღეს,თუმცა მათი გავლენა საფრანგეთში რელიგიური ომების შემდეგ მკვეთრად შემცირდა

·        გერმანიის და საფრანგეთის მოვლენების გარდა  მე-16 საუკუნის ევროპის რელიგიურ ომებს ნიდერლანდების რევოლუციასაც მიაკუთვნებენ;

 

                                          ნიდერლანდები  მე-16   საუკუნეში

 

·        მე-16 საუკუნეში მთელი ნიდერლანები(დღევანდელი ჰოლანდია,ბელგია,ლუქსემბურგი და საფრანგეთის მცირე ნაწილი), სულ 17 პროვინცია,სადაც ძირითადად ერთ ენაზე-ჰოლანდიურად,ლაპარაკობდნენ,ესპანეთის ჰაბსბურგთა დინასტიის მეფეებს ემორჩილებოდა;

·        ნიდერლანდები(„დაბალი მიწები ‘’) ამ პროვინციებს ეწოდა იმიტომ,რომ მათი ზღვისპირა ნაწილები ზღვის დონეზე დაბლა იყო(და არის) განლაგებული;

·        საუკუნეების  მანძილძე ადგილობრივი კოლექტიურად აშენებდა ჯებირებს ჩრდილოეთის ზღვის სანაპიროს გასწვრივ და თანდათან ითვისებდა ზღვის ფსკერს(ასე ათვისებულ მიწას პოლდერი ეწოდება)

·        გვიან შუა საუკუნეებში ფლანდრიის(დღევანდელი ბელგიის ნაწილი) სავაჭრო ქალაქებმა: გენტმა,ბრიუგემ,იპრმა,ეს პროვინცია აქცია ევროპის ერთ-ერთ უმდიდრეს და ურბანიზებულ ნაწილად;

·        ინგლისიდან შემოტანილი ცხვრის მატყლიდან ფლანდრიელი ფეიქრები აწარმოებდნენ მაუდს სხვა ქვეყნებში გასატანად;

·        იქაური ვაჭრები საშუამავლო ვაჭრობაშიც იყვნენ ჩართული;

·        მე-16 საუკუნის შუა ხანებში ანტვერპენი მსოფლიოს უდიდესი ნავსადგური იყო,სადაც დღეში 250-ზე მეტი გემი იცლებოდა და იტვირთებოდა;

·        ანტვერპენი 1560-იან წლებში შვიდჯერ მეტ შემოსავალს აძლევდა ესპანეთის მეფეს,ვიდრე ამერიკის კოლონიები

 

·        კათოლიკური ეკლესიის რეფორმაციის ტალღამ ნიდერლანდებსაც მიაღწია;

·        პროტესტანტიზმის კალვინისტური მიმართულება განსაკუთრებით გავრცელდა ნიდერლანდების მდიდარ ვაჭრებსა და ქალაქების მოსახლეობაში;

·        მათთვის „პაპიზმი’’(კათოლიციზმი) ასოცირებული იყო სამღვდელოების სიხარბესთან,ინდულიგენციების(ცოდვათა შენდობის) გაყიდვებთან,რომის პაპისთვის შემოსავლის 1/10-ის გადახდასთან.

·        პროტესტანტული ეთიკა კი მკაცრი იყო,ის მომხვეჭელობის წინააღმდეგ გამოდიოდა,მაგრამ,ამავე დროს, მოითხოვდა ადამიანებისგა მუხლჩაუხრელ შრომა დროის ფუჭად დაკარგვის გარეშე;

·        შრომაში იგულისხმებოდა ფიზიკური,გონებრივი შრომა,ვაჭრობაცა და წარმოების ორგანიზაციაც;

·        ასეთ შრომას კი შესაბამისი ანაზღაურება და,ზოგჯერ დიდი მოგებაც მოჰქონდა;

·        თავგადაკლული კათოლიკე ფილიპე მე-2 მკაცრად ებრძოდა კალვინიზმს  ფლანდრიაში.ჰოლანდიაში,მაგრამ ამით უფრო მეტად აიმხედრა იქაური მოსახლეობა;(!)

 

(შეადარე :პუტინი და უკრაინის მოსახლეობა)

 

                           ჰოლანდიის რევოლუცია

 

·            1568 წ-ს აჯანყდა ჩრდილოეთ ნიდერლანდების შვიდი პროვინცია

·            1581 წელს მათ გადაყენებულად გამოაცხადეს ეპანეთის მეფე ფილიპე მე-2 და შექმნეს ნიდერლანდების შეერთებული პროვინციების რესპუბლიკა ,შემოკლებით -ჰოლანდია(თუმცა ჰოლანდია შვიდიდან მხოლოდ ერთი,ყველაზე ხალხმრავალი და განვითარებული პროვინცია იყო)

·            დანარჩენი აჯანყებული  პროვინციები იყვნენ: ზეელანდი,უტრეხტი,გელდერსი,ოვერისელი,ფრისლანდი,გრონინგენი

·            ყველა ამ პროვინიას მართავდა ადგილობრივი პარლამენტი- ე.წ. „პროვინციული შტატები“ და შტატჰალტერი(მმართველი)

·            იდეაში თითოეული შტაჰალტერი უნდა აერჩიათ და ის რესპუბლიკის გენერალურ შტატებს(ფედერალურ პარლამენტს) უნდა დამორჩილებოდა

·            მაგრამ მოხდა ისე რომ ორან-ნასაუს დინასტიის პრინცები ,დაწყებული ვილემ 1 ორანელიდან(1533-1584) გადაიქცნენ ჰოლანდიისა და ზეელანდის მემკვიდრეობით შტატჰალტერებად(მმართველებად)

·            ვილემ 1 აჯანყების მეთაური გახდა

·            აჯანყება და ომი შესვენებებით 80 წელი გაგრძელდა(!)

·            მხოლოდ 1648 წ ცნო ესპანეთის მეფემ ჰოლანდიის დამოუკიდებლობა;

·            1578 წ-ს ესპანელების მიერ ანტვერპენია აღებამ და იქ მოწყობილმა რბევამ და ხოცვა-ჟლეტამ(მოკლეს 8000-მდე მოქალაქე) გამოიწვია ანტვერპენის დაკნინება;(!)

·            მოსახლეობა 100 ათასიდან 42 ათასამდე შემცირდა;

·            ბევრი იქაური მცხოვრები გადასახლდა ამსტერდამში(ჰოლანდია),რითაც ხელი შეუწყო ამსტერდამის აყვავებას და ნიდერლანდების ეკონომიკურ ცენტრად გადაქცევას;მალე ამსტერდამი ევროპული და მსოფლიო მნიშვნელობის საზღვაო ნავსადგურად იქცა;(!)

 

შენიშვნა: გაიხსენე „ღმერთმა ერთი ვით აცხოვნოს,თუ მეორე არ წაწყმიდოს“

 

·            ოთხმოცწლიანი ომის დროს სამხრეთ ნიდერლანდების( დღევანდელი ბელგიის) ქალაქქებმა ბრიუგემ,ანტვერპენმა,გენტმა ,ბრიუსელმა დაკარგეს ძველი მნიშვნელობა;(!)

·            სამაგიეროდ ამ ომის დროს  აღზევდნენ ჩრდილოეთ ნიდერლანდების ქალაქები: ამსტერდამი,ჰააგა,როტერდამი(!)

·            ომის დროს მათი მოსახლეობა პროტესტანტიზმზე გადავიდა

·            ომის დროს ესპანელებს ძალიან უჭირდათ ჰოლანდიელების კარგად გამაგრებული ქალაქების აღება; ესპანეთის სამეფო ამ დროს ჩაბმული იყო სხვა ომებშიც და მისი ძალები დაიქსაქსა;

·            სწორედ ამ პერიოდში,მე-16 საუკუნის ბოლო ათწლეულებში და მე-17 საუუნეში იდგა ჰოლანდიის „ოქროს ხანა ‘(!)’

·            ამ დროს შექმნა ჰოლანდიამ საკუთარი საზღვაო იმპერია,ხშირ შემთხვევაში ესპანეთის და 1640 წლამდე ესპანეთთან შეერთებული პორტუგალიის კოლონიების ხარჯზე და მსოფლიოს უმდიდრესი ქვეყანა გახდა;

·            ოთხმოცწლიანი ომის დროს „ზღვის გიოზები“(ფრანგ. Gueux-მათხოვარი) ეფექტიანად ებრძოდნენ ესპანურ ფლოტს არა მარტო თავის სანაპიროებთან,არამედ ოკენეშიც;

·            1639 წელს ჰოლანდიამ საბოლოოდ მოუღო ბოლო ესპანეთის საზღვაო ჰეგემონიას;

 

                                      ჰოლანდიის რევოლუციის შედეგები

·        ვაჭრობაზე დაფუძნებულ საზოგადოებაში თავისუფლება და რელიგიური შემწყნარებლობა ძალიან ფასობდა; (დაიმახსოვრე : ტოლერანტობა ხელს უწყობს ვაჭრობას,ბიზნესს,ეკონომიკურ აყვავებას)

·        ამიტომ იკრიბებოდნენ ჰოლანდიაში რელიგიური დევნილები ევროპის ბევრი ქვეყნიდან,მათ შორის ებრაელები;

·        ემიგრანტები ხელს უწყობდნენ ჰოლანდიის რესპუბლიკის ეკონომიკურ წარმატებას და მის დიდ კულტურულ აღმავლობას;

·        ჰოლანდიაში მოხდა სწორედ პირველი ბურჟუაზიული რევოლუცია.

·        ჰოლანდიაში ვაჭრებმა,ფინანსისტებმა,მრეწველებმა,ზღვაოსნებმა ხელში აიღეს ძალაუფლება ;ამავე დროს რესპუბლიკის მართვაში არისტოკრატიაც მონაწილებდა;

·        ჰოლანდიურმა რევოლუციამ შექმნა პრეცედენტი,რომ „ხალხმა შეიძლება გადააყენოს მეფე,თუ დაინახავს,რომ ის არ ასრულებს იმ ვალდებულებას,რომელიც მას ღმერთმა დააკისრა’’.ასეთი მიდგომა სამეფო ხელისუფლებისადმი უპირისპირდებოდა შუა საუკუნეებიდან არსებულ „მეფეთა ღვთიური უფლების“ დოქტრინას

·        1648 წელს ევროპული მონარქიების მიერ რესპუბლიკური მმართველობის ქვეყნის-ჰოლანდიის რესპუბლიკის-აღიარებამ მთელ ევროპაში დათესა აზრი,რომ მეფეები ყოველთვის არ არიან კანონიერი უფლების მატარებელნი;(!)

·        ამ აზრს მოგვიანებით, მე-18 საუკუნის ბოლო ათწლეულებში გამოიყენებენ სხვა ქვეყნებშიც,მაშ შორის,ჩრდილოეთ ამერიკაში,საფრანგეთში,სადაც ასევე ჩამოყალიბდება-რესპუბლიკები;

·        ჰოლანდია იყო პირველი  რესპუბლიკა ევროპაში- დაიმახსოვრე(!)

 


Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პოეტის და პოეზიის დანიშნულება ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის შემოქმედებაში

"კაცია ადამიანი ?!"-ილიას რეალისტური ნაწარმოები