საქართველო რუსეთის ურთიერთობები მე-16-მე-19 საუკუნეები -მოვლენები,თარიღები
კიევის რუსეთი ·
დღევანდელი რუსეთის და უკრაინის ტერიტორიებზე სკვითები
მომთაბარეობდნენ ხ ·
შემდეგ სკვითების მიწებს იპყრობდნენ მომთაბარეები,რომლებიც
რომის იმპერიისკენ მიემართებოდნენ: გოთები,ჰუნები ავარები და ა.შ. ·
შემდეგ ამ
მიწებზე სლავები დასახლდნენ,კერძოდ,აღმოსავლეთის სლავები (650 წელი ახალი წელთაღრიცხვის) ·
ხოლო სკანდინავიელი ვიკინგები იყენებდნენ გრძელ სანაოსნო მდინარეებს( დნეპრი,დონი ,ვოლგა) აღმოსავლეთის
სლავებზე თავდასხმისათვის ხ ·
საერთოდ სლავები იყოფოდნენ ბევრ სხვადასხვა
ტომად: ·
დასავლეთის
სლავები: პომერანელები,პოლონელები(„პოლიანე“ -მინდვრის ხალხს
ნიშნავს?),ვისლელრები(მდ. ვისლა) ბელეტები,ჩეხები; ·
სამხრეთის
სლავები:დრაგობიტები,ხორვატები,სერბები ·
აღმოსავლეთის
სლავები:იელმენის სლავები,კრივიჩები,ბიატიჩები,ვალიჩი,ტიბერიელები და სხვა გაიგე მეტი სლავებზე ხ ·
აღმოსავლეთ სლავების
პირველი სახელმწიფო მე-9 საუკუნეში შეიქმნა(!)
და ის კიევის რუსთის სახელითაა ცნობილი; ·
რუსული მატიანის მიხედვით,სლავურ ტომებს ქვეყნის სამართავად
ვიკინგები(რუსულად „ვარიაგები“)
მოუწვევიათ სამი ძმის-რიურიკის,სინეუსის და ტრუვერის ბელადობით;(862 წელი ჩვენი წელთაღრიცხვის) ·
სწორედ რიურიკი (862-879) ჩაუდგა სათავეში საფუძველი ჩაუყრა რიურიკოვიჩების
დინასტიას და აღმოსავლეთ სლავთა ტომების გაერთიანებას; ·
რიურიკმა ტომთა გაერთიანების დედაქალაქდ ნოვგოროდი აქცია
(დაიმახსოვრე სლავების პირველი ქალაქი ეს იყო) ·
დაიმახსოვრე : რიურიკების დინასტია რუსეთს მართავდა 862-წლიდან
1507 წლამდე(შვიდი საუკუნე) ·
ხალხი, რომელსაც რიურიკი მართავდა,საკუთარ
თავს რუსებს უწოდებდა; ხ ·
რიურიკის მემკვიდრე გახდა ოლეგი 879-912. ·
ოლეგმა დაიპყრო კიევი და თავის დედაქალაქი ნოვგროდიდან
იქ გადაიტანა 882 წელს ·
ამის შემდეგ ქვეყანს „კიევის რუსეთი“ ეწოდა ; ხ ·
100 წლის შემდეგ ეძიებდა რა მჭიდრო კავშირს ბიზანტიასთან
თავადი ვლადიმირ დიდი
(980-1015 )ღებულობს ბიზანტიელთა რელიგიას ( მართლმადიდებელობას) და ნათლავს რუსეთს 988 წელს; ხ · კიევის
რუსეთი თავისი ძლიერების მწვერვალს აღწევს
იაროსლავ ბრძენის(1019-1054)
დროს. ·
მისი მმართველობის
პერიოდში კიევის რუსეთის სამფლობელოები გადაჭიმული იყო ბალტიის ზღვიდან შავი ზღვის
ჩრდილოეთ სანაპიროებამდე,მდ. ვოლგის ნაპირებიდან კარპატებამდე.( დაიმახსოვრე: იაროსლავ ბრძენმა გააფართოა რუსეთი) ·
მისი მმართველობა იყო კიევის რუსეთის „ოქროს ხანა’’ ·
იაროსლავის დროის კიევის რუსეთი
ერთ-ერთი ძლიერი სახელმწიფო იყო იმ დროინდელ მსოფლიოში; |
რუსეთის სამთავროების
დაპყრობა მონღოლების მიერ 1237 წ ·
დაშლილი რუსული სახელმწიფოები მონღოლებმა ადვილად
დაიპყრეს; ·
იხ.ჯებეს და სუბუდაის და რუსული სამთავროების ბრძოლა მდ. კალკაზე 1223 წ (ეს იყო დაზვერვა ომით,რუსებმა საშინელი მარცხი განიცადეს) ხ · მონღოლთა დაპყრობების პირველი ტალღა რუსეთში 1237-1241 წლებში განხორციელდა(ბათო ) !!! ·
რუსული სამთავროების ქალაქები, რომლებმაც წინააღმდეგობა
გაუწიეს მონღოლებმა დაწვეს და მოსახლება გაჟლიტეს ·
მონღოლებს რუსეთი 200 წელი ჰქონდათ დაპყრობილი; ·
რუსული
ტერიტორიების დიდი ნაწილი ერთ-ერთი უძლიერესი მონღოლური სახელმწიფოს- ოქროს ურდოს შემადგენლობაში
შევიდა; ხ ·
კიევის რუსეთის ჩრდილოეთი ნაწილი (ნოვგოროდი და სხვა) ამ ხანებში შედარებითი დამოუკიდებლობით სარგებლობდა.(ნოვგოროდმა
ცნო მონღოლები და ხარკი იკისრა) ·
აქ არსებულ რუსულ სამთავროებს დაპირისპირება უხდებოდათ
ევროპის ჩრდილოეთის ხალხებთან. ·
ნოვგოროდის
მთავარმა ალექსანდრე ნეველმა(მოგვიანებით
მან შეძლო თავისი ძალაუფლების ქვეშ რამდენიმე სამთავროს გაერთიანება) მიაღწია მონღოლებთან
შეთანხმებას და მათი მხარდაჭერით მოახერხა 1240 წელს მდ. ნევასთან შვედების,ხოლო 1242 წელს გაყინულ ჩუდის ტბაზე ბრძოლაში(ამ
ბრძოლას „ყინულზე ხოცვა-ჟლეტა“ ეწოდა) ტევტონთა ორდენის დამარცხება.(იხ. ჯვაროსანთა ორდენები
„ტევტონები“) ·
ალექსანდრე ნეველი
რუსულმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა. ხ ოქროს ურდოს დედაქალაქი
იყო სარაი ვოლგაზე; რუსული სამთავროები ოქროს
ურდოს ვასალები გახდნენ;იხდიდნენ ხარკს,წინააღმდეგ შემთხვევაში ელოდათ გამანადგურებელი
თავდასხმები; მონღოლებს რუსები „თთრებს’’
უწოდებდნენ; 1313 წელს მონღოლ-თათრებმა
ისლამი მიიღეს ხ ·
მონღოლთა ბატონობის პერიოდში , ვლადიმირ-სუზდალის
სამთავროში მოსკოვის
სამთავრო აღმოცენდა1283 წელი (ალექსანდრე
ნეველის შვილმა დანიელმა დაარსა),რომელიც თანდათან ძლიერდებოდა; ·
„მოსკოვის სამთავრო“ მნიშვნელოვან სავაჭრო გზაზე მდებარეობდა,რაც მთავრებს ეკონომიკური გაძლიერების
საშუალებას აძლევდა. ·
მის გაძლიერებას მოსკოვის სამთავროს მთავართა მიერ
ოქროს ურდოსთან წარმოებული გამჭრიახი პოლიტიკაც განაპირობებდა; |
მოსკოვის სამთავროს
დაწინაურება ·
მე-13 საუკუნის დამლევიდან ჩრდილო-აღმოსავლეთ რუსეთის
სამთავროებს შორის წარმოებდა ბრძოლა დიდი მთავრის იარლიყის(სიგელის) მოსაპოვებლად,რომელიც მათ დანიშვნას ადასტურებდა; ·
ამ იარლიყს გასცემდა ოქროს ურდოს ყაენი და მის მფლობელს რუსული
მიწებიდან მონღოლებზე მისაცემი ხარკის აკრეფა ევალებოდა.!!!! ·
მე-14 საუკუნის დამდეგიდან იარლიყისთვის ბრძოლაში
მნიშვნელოვნად გაძლიერებული მოსკოვის მთავრებიც ჩაებნენ; ·
მოსკოვის მთავართა გაძლიერებას იმანაც შეუწყო ხელი,რომ მათ შეძლეს მართლმადიდებლური ეკლესიის მიმხრობა,რომელიც
დიდ სიმდიდრეს ფლობდა და იმავდრულად ხალხზეც მნიშვნელოვანი ზეგავლენა ჰქონდა; ·
მე-14 საუკუნის 30-იან წლებში მიტროპოლიტის კათედრა მოსკოვში გადაიტანეს; ·
მონღოლთა დაპყრობებმა დააჩქარა და გააძლიერა რუსულ
სამთავროებში ცენტრალიზაციისაკენ ლტოლვა; ·
მოსკოვის დიდი მთავრებისათვის მონღოლთა მხარდაჭერამ
შეაჩვია ისინი თავი ქვეყნის უმაღლეს მბრძანებლებად
აღექვათ.(!)(ანუ გაუჩნდათ პირველობის ამბიცია) ·
მონღოლები მათთვის შეუზღუდავი ძალაუფლების
მისაბაძ ნიმუშს წარმოადგენდნენ; ·
განსაკუთრებით მწვავე ხასიათს ატარებდა ბრძოლა მოსკოვისა და ტვერის სამთავროებს შორის,რომელიც
მოსკოვის სამთავროს გამარჯვებით დამთავრდა. ·
მონღოლთა მხრიდან საერთო საშიშროებამ განაპირობა ძლიერი კავშირი რუსეთის დიდ მთავარსა და ხალხს
შორის,რაც იმ დროს მეტად მნიშვნელოვანი იყო; ხ ·
დაუნდობელმა დინასტიურმა ომებმა შეარყია ურდოს ძლიერება; ·
1362 წელს
გაძლიერებულმა ლიტვის
დიდმა სამთავრომ დაამარცხა მონღოლები ცისფერ
წყლებზე და ბრძოლით
დაიკავა ქალაქი კიევი (!) ხ ·
მოსკოვის სამთავრო თანდათან
ეურჩებოდა ოქროს ურდოს ხარკის გადახდაში,რასაც მოჰყვა მონღოლთა დიდი ლაშქრობა მამაის ხელმძღვანელობით და
კულიკოვის ველზე ბრძოლა
1380 წელს,რომელიც მართალია დიმიტრი დონელის(1359-1389) სარდლობით რუსების გამარჯვებით დამთავრდა, მაგრამ ოქროს ურდოს უღლისაგან
ქვეყნის გათავისუფლებისაკენ ჯერ კიდევ შორი
გზა იყო გასავლელი. ·
ოქროს
ურდოს ახალმა ყაენმა თოხთამიშმა კულიკოვის ბრძოლიდან ორი
წლის შემდეგ,1382 წელს გაილაშქრა რუსეთზე,გადაწვა მოსკოვი
და რუსეთი აიძულა
განეახლებინა ურდოსთვის ხარკის გადახდა. ხ · 1453 წ ოქროს ურდო სახანოებად დაიშალა(!) მის ტერიტორიაზე წარმოიქმნა: ყაზანის,ასტრახანის,ყირიმის,ციმბირის,სახანოები(!) და ნოღაის ორდა(!) დაიმახსოვრე: ამავე დროს დაეცა კონსტანტინეპოლი(!) ოსმალეთი და რუსეთი ერთად იწყებენ გაძლიერებას ხ ·
მალე
მოსკოვის სამთავროს მე-3 რომად
მოხსენიება დაიწყეს;(!) გაიხსენე ეს რას ნიშნავდა; ხ ·
მე-14-მე-15
სს-ში რუსეთში ცენტრალიზებული ეროვნული
სახელმწიფოს წარმოქმნის პროცესი მიმდინარეობდა; ·
მოსკოვის დიდი მთავრის , ივანე მე-3 -ის (1462- 1505)
ზეობისას ქვეყანა მონღოლთა ბატონობისგან
გათავისუფლდა; ·
1480
წელს მდ. უგრასთან პირისპირ მდგარი რუსული და მონღოლური ჯარები უბრძოლველად დაშორდნენ
ერთმანეთს (ამ დაპირისპირებამ
„უგრაზე დგომის ‘’ სახელი მიიღო). ამის შემდეგ მონღოლები
რუსეთში აღარ შეჭრილან.(!) |
შენიშვნა: · მონღოლთა
ქვეყნიდან განდევნის მიუხედავად,მათმა ბატონობამ ძალიან ღრმა კვალი დატოვა რუსეთის
ისტორიაში და მენტალობაში; ·
მონღოლთა ბატონობის პერიოდში რუსეთში შეიქმნასაფოსტო
გზების ქსელი; ·
შემოიღეს მოსახლეობის აღწერა; ·
შემოიღეს საგადასახადო სისტემა; ·
რუსი მთავრების რაზმების სამხედრო ორგანიზაცია
მონღოლური ჯარისას ეყრდნობოდა;(!) ·
ძლიერი
მონღოლური გავლენა რუსეთზე მე-18 საუკუნემდე გაგრძელდა,სანამ
რუსეთის მეფეებმა,პირველ რიგში,პეტრე 1-მა,არ წამოწყეს ქვეყნის ევროპეიზაციის პროცესი,თუმცა ამ პროცესის შედეგად არ მომხდარა მთლიანად რუსული
საზოგადოების გარდაქმნა; ხ ·
მოსკოვის სამთავროს შეუერთდა : ნიჟნი
ნოვგოროდი,ტვერი,ნოვგოროდი,რასაც დიდი ეკონომიკური მნიშვნელობაც ჰქონდა.(!) ·
ნოვგოროდი გერმანულ ქალაქთა კავშირის-ჰანზას სავაჭრო
სისტემაში იყო ჩართული,რაც ამ ქალაქის დიდ შემოსავალს უზრუნველყოფდა; ·
გაძლიერებული მოსკოვის დიდი სამთავრო რუსეთის მომავალი სახელმწიფოს ბირთვად იქცა;(!) ·
ბიზანტიის იმპერიის დამხობის შემდეგ მართლმადიდებლური სამყაროს წინამძღოლობაზე რუსეთმა
გამოთქვა პრეტენზია; ·
დაიმახსოვრე
: მე-15 საუკუნის ბოლოსათვის
მოსკოვის სამთავრო ევროპის აღმოსავლეთში ერთ-ერთ უდიდეს
სახელმწიფოდ ჩამოყალიბდა;(!) |
ივანე მრისხანე
·
რუსეთის
ცენტრალიზაციის პროცესი დაასრულა ივანე მე-4 მრისხანემ (1547-1584); (შენიშვნა:ირან-თურქეთის ამასიის ზავის პერიოდია) ·
მან პირველმა მიიღო „სრულიად რუსეთის მეფის“(ცარის- მომდინარეობს „ცეზარიდან“ ანუ „კეისარიდან“) ტიტული; ·
ერთი მხრივ,ის იყო ჭკვიანი და გამჭრიახი პოლიტიკოსი,ხოლო მეორე
მხრივ,სისხლიანი და შეშლილი ტირანი.(!) ·
მისი მმართველობის
დასაწყისი მშვიდობიანი რეფორმების პერიოდია; ·
მან შეადგინა სამართლის კოდექსი(„სუდებნიკ“-ი) ·
შექქმნა ელიტარული საჯარისო
კორპუსი („სტრელცი“) ·
ფეოდალურ წარმომადგენლობაზე დამყარებული პირველი რუსული პარლამენტი(„ზემსკი სობორ“); ·
მნიშვნელოვანი რეფორმები განახორციელა რელიგიის სფეროში,რომლიტაც
მთელ ქვეყანაში შემოიღეს ერთიანი საეკლესიო წესები და რიტუალები. ·
მისი მეფობის პერიოდში გამოიცა
პირველი რუსული წიგნი; ·
1552 და 1556 წლებში ივანე მე-4-მ მოახდინა ყაზანისა
და ასტრახანის სახანოების ანექსირება და ვოლგისპირეთი რუსეთს შეუერთა(შენიშვნა:
ასე დაიწყო რუსეთმა გაფართოება ივანე მრისხანეს დროიდან) ·
ბალტიის
ზღვაზე გასასვლელის მოსაპოვებლად ივანე მრისხანემ (მე-4-მ) წამოიწყო
ხანგრძლივი,24 წლიანი ომი
შვედეთის პოლონეთისა და ლიტვის
კოალიციის წინააღმდეგ,რომელიც ლივონიის ომის სახელწოდებითაა
ცნობილი და რომელიც რუსეთისათვის უშედეგოდ დამთავრდა;(!) ·
რუსეთს ამ ომმა არანაირი ტერიტორიული შენაძენი არ
მოუტანა და დიდი ზარალი მიაყენა ეკონომიკური და სამხედრო თვალსაზრისით; ·
განსაკუთრებულ
ყურადღებას იმსახურებს ივანე მე-4-ის მიერ „ოპრიჩნინის’’ შექმნა; ·
„ოპრიჩნინა „
იყო რუსეთის ტერიტორიის ნაწილი,რომელიც უშალოდ იმართებოდა მეფისა და მისი მოხელეების,ოპრიჩნიკების
, მიერ;’’ ·
ოპრიჩნიკებმა არაერთი სისხლიანი დანაშაული ჩაიდინეს; ·
მრავალი რუსი ფეოდალი( რუსეთში მათ „ბოიარები’’ ერქვათ) და გლეხი მათი
რეპრესიების მსხვერპლი გახდა; ·
ოპრიჩნინა იყო იმ რუს დიდგვაროვანთა(ბოიართა)
წინააღმდეგ მიმართული სისტემა,რომლებიც უპირისპირდებოდნენ მეფის აბსოლუტიზმს;(!) ·
ივანე მრისხანეს გარდაცვალებიდან სულ მალე დასრულდა რიურიკოვიჩების დინასტიის მეფობის
ხანა; შენიშვნა:
სტალინმა
სერგეი ეზენშტეინს გადააღებინა ფილმი „ივანე მრისხანე „ მე-2 მსოფლიო ომის დროს ნახე; რუსებმა
ახლაც გადაიღეს ფილმი „ივანე მრისხანეზე“ უპასუხე
კითხვას რატომ ? ხ ·
რუსეთში დაიწყო არეულობები,ისტორიაში ეს პერიოდი შესულია
როგორც „სმუტა“ ანუ „შფოთის
დრო’’; ·
„სმუტა“
რუსეთში გაგრძელდა 1613 წლამდე. ·
ამ
წელს ტახტი დაიკავა ახალმა სამეფო დინასტიამ,რომანოვების დინასტიამ; შენიშვნა: „სმუტა“ ძალიან საინტერესო
პერიოდია რუსეთის ისტორიაში გაიგე მეტი; ამ დროს იწყებს შაჰ აბაზ
1 კახეთის დასჯას რუსეთთან კურკურის გამო; |
კახეთის მეფე ალექსანდრე მე-2 ·
ალექსანდრე მე-2(ლევანის ძე) კახეთში 1974 წელს ირანის
ვასალი ქართლელების( დაუდ ხანის(სიმონ პირველის გამაჰმადიანებული ძმა),ელიზბარ ქსნის
ერისთავის და ბარძიმ ამილახვრის) დახმარებით გამეფდა.ამათი მხარდაჭერით დაამარცხა
ალექსანდრემ თავისი ნახევარძმის შვილები(გიორგის შვილები) ტახტისთვის ბრძოლაში. ·
1578-ში მოკვდა ირანის შაჰი თამაზი.(ოთხჯერ ილაშქრა
ქართლსა და სამცხეში,მაგრამ არა კახეთში) ·
ოსმალეთმა ისარგებლა ირანის შაჰის სიკვდილით დაარღვია
ამასიის ზავი და დაიწყო ლაშქრობები ამიერკავკასიაში მუსტაფა-ლალა ფაშას სარდლობით.(კასპიის
ზღვამდე ჰქონდათ გასვლა დაგეგმილი ოსმალოებს) ·
მუსტაფა-ლალა ფაშამ ჩილდირის ტბასთან ირანელებთან
გადამწყვეტ ბრძოლაში გამარჯვების შემდეგ უომრად დაიკავა ახალციხის,გორის,თბილისის
ციხეები და ირანული გარნიზონები ოსმალურით შეცვალა.ამის მერე ფაშა შირვანისკენ დაიძრა. ·
სართიჭალასთან კახეთის მეფე ალექსანდრე მე-2 შეეგება (30 საპალნე აბრეშუმით
და 20-ტყვე ქალ-ვაჟით მორჩილება აღუთქვა და სხვა მისართმეველსაც შეჰპირდა.) ·
ფაშამ ალექსანდრე მე-2-ს დაავალა შაქში ლაშქრობა(იქ
მმართველად ალექსანდრეს მაჰმადიანი ძმა იესე(ისა
ხანი) იჯდა და ირანელების მხარდაჭერით კახეთში გამეფებას ლამობდა).ალექსანდრემ ისა
ხანი შაქიდან გააძევა და მმართველად საკუთარი შვილი ერეკლე დანიშნა,ანუ შაქი ფაქტიურად
მიიერთა.ამასობაში აღმოსავლეთ კავკასია ოსმალებმა დაიმორჩილეს(შირვანი,განჯა,ყარაბაღი) ·
დამარცხებულმა ირანმა ქართლში პოლიტიკა შეცვალა. ახალმა
შაჰმა (ხუდაბენდე-აბას პირველის მამა) ქართლში თამაზის დროს დატყვევებული სიმონ პირველი
დააბრუნა საქართველოში .ამან შედეგი გამოიღო.სიმონის ბრძოლების შედეგად ოსმალებმა
დაკარგეს კონტროლი ჯერ ქართლზე და მერე კახეთზე. ·
ალექსანდრე მე-2
შეურიგდა სიმონ პირველს და კვლავ ირანის მხარეს გადავიდა.ამ დროს წიყვანეს
მისი ვაჟი კონსტანტინე ირანში მძევლად.ხუდაბენდემ ალექსანდრეს გადაახდევინა ოსმალებთან
მიდგომისას გადაუხდელი ხარკი და მოსთხოვა
კოალიციაში მონაწილეობა თბილისიდან ოსმალების გასაძევებლად. ·
ალექსანდრე მე-2-ის დასასჯელად ოსმალეთის დაკვეთით
საშამხლომ დაიწყო თავდასხმები ირანის ვასალ კახეთზე. ·
კახეთის კიდევ ერთი უბედურება, ოსმალეთის მოკავშირე
ჩრდილოკავკასიელთა თავდასხმები, მე-16 საუკუნის 80-იან წლებში ალექსანდრეს დროს ასე დაიწყო . ·
1587-ში ირანის შაჰი გახდა აბას პირველი(შაჰ-აბასი).1590-ში
მან ტერიტორიების დათმობის ხარჯზე ზავი დადო ოსმალეთთან.ცდილობდა შეექმნა კოალიცია
ოსმალეთის წინააღმდეგ ევროპის და რუსეთის მონაწილეობით.ამ კოალიციის შექმნა ქართლის
მეფე სიმონ პირველის და კახეთის მეფე ალექსანდრე მეორის მეშვეობით სცადა.კოალიცია
არ შედგა. ·
1600-ში სიმონი თურქებს ტყვედ ჩაუვარდა.(3 დღე ზეიმობდა
ოსმალეთის იმპერია). ·
კახეთში კი ალექსანდრე მე-2 1601 წ. შვილმა დავითმა
მეფობიდან გადააყენა(ირანული ორიენტაციის ამჯერად რუსულზე გაცვლის გამო) ·
1602-ში პროირანული ორიენტაციის დავითი(ქეთევან წამებულის
მეუღლე,თეიმურაზ პირველის მამა) საეჭვო ვითარებაში გარდაიცვალა.(სავარაუდოდ მოკლეს) ·
კახეთის ტახტზე ისევ ალექსანდრე მე-2 ავიდა.ალექსანდრე
მე-2 და რუსეთის მეფე ბორის გოდუნოვი საშამხლოზე ერთობლივ შეტევას გეგმავდნენ. ·
შაჰ აბასმა 1590-1603 წლებში უზარმაზარი რეფორმები
გაატარა ირანში.მათ შორის იყო სამხედრო რეფორმა.შექმნა ევროპული ზარბაზნებით და თოფებით
შეიარაღებული მუდმივი ჯარი.10000-იანი ცხენოსანი ჯარი.საიდუმლო სამსახურები.1603-ში
შაჰ აბასმა დაარღვია ზავი და ომი გამოუცხადა ოსმალეთს. ·
ერევნის ციხის აღებისას შაჰ აბასმა აიძულა ალექსანდრე
მე-2 და ქართლის მეფე გიორგი მე-10(სიმონის შვილი) მონაწილეობა მიეღოთ ოსმალეთთან
ომში.ამ დროს ჩამოართვა ალექსანდრეს კაკ-ენისელი,ხოლო გიორგის ლორე და დებედა და
იქ სასულთნოები შექმნა.ერთს 700 თუმანი დაუნიშნა(ალექსანდრეს) მეორეს 200(გიორგის),როგორც
თავის მოხელეებს(ვასალებს).ერევნიდან ალექსანდრე კახეთში აღარ გამოუშვა,დაიტოვა და
ირანში წაიყვანა(არ ენდობოდა იცოდა რომ ალექსანდრეს გეზი რუსეთისკენ ჰქონდა ამჯერად
აღებული ). ·
შაჰ აბასი ფხიზლად ადევნებდა თვალყურს კახეთში რუსეთის
ელჩობას 1604-ში.მან კარგად იცოდა რომ აღმოსავლეთ საქარღთველოში ოსმალეთის გარდა
მეტოქეობას უწევდა რუსეთი.ირანის ელჩი დაჟინებით ცდილობს თეიმურაზი და ელენე (დავითის
და ქეთევან დედოფლის შვილები) მძევლებად წაეყვანა ირანში.(ამ დროს კახელი ფეოდალების
უმრავლესობა ირანთან დაახლოების მომხრე იყო და არა რუსეთთან) ·
1605-ში რუსეთის ელჩმა ალექსანდრე მე-2-ის შვილი გიორგი(რომელსაც
ალექსანდრე მემკვიდრესდ ამზადებდა) რუსეთის ერთგულებაზე დააფიცა. ·
1605-შივე აბასმა ალექსანდრე გამოუშვა კახეთიდან მაგრამ
მასთან ერთად გამოუშვა ალექსანდრეს ვაჟი, კონსტანტინე- ჯარით.(კონსტანტინე 7 წლიდან
ირანში იზრდებოდა,იყო მძევალი,გამაჰმადიანებული-გასპარსელებული) ·
გეგმა ა-თი კონსტანტინეს ალექსანდრესთან ერთად შირვანი
უნდა დაეპყრო და შირვანის მმართველი უნდა გამხდარიყო.1605-ის მარტის დასაწყისში ჩამოვიდნენ
კახეთში. ·
ალექსანდრე შირვანზე ლაშქრობას აყოვნებდა.(რუსეთი
ლაშქრობდა მაშინ დაღესტანში და ალექსანდრეს არ სურდა ირანის მხარე აშკარად დაეჭირა) ·
მაშინ ამოქმედდა გეგმა ბ.1605 წლის 12 მარტს ძეგამში კონსტანტინემ
და მისმა მხლებლებმა დახოცეს ალექსანდრე ,მისი შვილი გიორგი,რუსთველი ეპისკოპოსი
და 6 თავადი.მამის და ძმის თავები შაჰ აბასს გაუგზავნა გვამები კი ალავერდში დამარხა. ·
კახეთში პრორუსული პარტია, ძეგამში ერთი
ტერორისტული აქტით განადგურდა.კახეთს რუსეთის იმედი კარგახნით მოეშალა.რუსეთის ელჩებმა
დატოვეს კახეთი. ·
კახეთის თავადებმა რომელთაც სათავეში ედგათ ქეთევან
დედოფალი აჯანყება წამოიწყეს,აჯანყებულებმა ბელაქნის წყალზე დაამარცხეს კონსტანტინეს
ჯარი.კონსტანტინე მოკლეს. ·
1606-ში შაჰ აბასმა კახეთში ირანში მძევლად მყოფი
თინეიჯერი თეიმურაზი დაამტკიცა მეფედ,ხოლო
ქართლში მე-2 თინეიჯერი ლუარსაბი(ლუარსაბ მე-2).ორივეს დები ცოლებად ჰყავდა.ორივე ვალდებული იყო ირანის მხარეზე ეომათ როცა შაჰი
უბრძანებდათ. ·
ამავე წელს შაჰმა განჯა და ყარაბაღი წაართვა ოსმალებს.ქართლის ციხეებში
ოსმალური გარნიზონები ირანულით შეცვალა ·
1613-ში ირანი და ოსმალეთი დაზავდნენ აღდგა 1555 წლის
ამასიის ზავის პირობები. |
რეჩ პოსპოლიტა- მე-17
საუკუნის რუსეთის მტერი ·
რეჩ პოსპოლიტა ეწოდებოდა პოლონეთის სამეფოსა და ლიტვის დიდი საჰერცოგოს გაერთიანებულ სახელმწიფოს,რომელიც
1569 წელს შეიქმნა
პოლონეთსა და ლიტვას შორის დადებული ლიუბლინის
უნიის(გაერთიანების) ხელშეკრულებით. ·
„რეჩ პოსპოლიტა“ პოლონურად
ნიშნავს საერთო საქმეს. ·
პოლონეთისა და ლიტვის გარკვეული სახით გაერთიანებას
ჯერ კიდევ მე-14 საუკუნეში ჩაეყარა საფუძველი; ·
„რეჩ პოსპოლიტას“ შექმნისას კი ამ ერთობამ ახალი,მსოფლიო ისტორიაში ანალოგის არმქონე სახე
მიიღო; ·
რეჩ პოსპოლიტას სახელმწიფოს სათავეში იდგა მონარქი,რომელსაც ირჩევდნენ(ის ატარებდა ორმაგ ტიტულს-იყო როგორც პოლონეთის მეფე,ისე ლიტვის
დიდი ჰერცოგი). ·
სახელმწიფოს მართავდა საერთო სეიმი(წოდებრივ-წარმომადგენლობითი
კრება). ·
სახელმწიფოს
ორივე ნაწილი ატარებდა ერთიან საგარეო პოლიტიკას,არსებობდა
ერთიანი სამონეტო
სისტემა,მაგრამ ამასთან ერთად,პოლონეთსაც და ლიტვასაც შენარჩუნებული ჰქონდათ ადგილობრივი თვითმმართველობა,ჯარი,სასამართლო. ·
მათ შორის არსებობდა
საზღვრებიც და იკრიფებოდა საბაჟო გადასახადი. ხ ·
მოსახლეობის უმრავლესობას რეჩ პოსპოლიტაში პოლონელები
შეადგენდნენ. · მათ
მოსდევდნენ უკრაინელები,ლიტველები,ბელარუსები. ·
სატახტო ქალაქს წარმოადგენდა პოლონური ქალაქი კრაკოვი, ·
თუმცა მე-17 საუკუნის მიწურულს არაოფიციალურ დედაქალაქად
ვარშავა იქცა. · რეჩ
პოსპოლიტას არსებობის პირველი საუკუნე ამ სახელმწიფოს „ოქროს
ხანად“ ითვლება; ·
რეჩ
პოსპოლიტას საომარი კონფლიქტები ჰქონდა თითქმის ყველა მეზობელთან ; ·
რეჩ
პოსპოლიტამ მე-17 საუკუნის დასაწყისში უკიდურესად შეავიწროვა რუსეთიც; ხ ·
მე-18 საუკუნის დასაწყისიდან კი იწყება რეჩ
პოსპოლიტას დაკნინების ხანა. ·
მე-18 საუკუნის მეორე ნახევარში ევროპულმა სახელმწიფოებმა
და რუსეთმა სამჯერ დაიყვეს
რეჩ პოსპოლიტა-1772,1793
და 1795 წლებში (ამ
დაყოფებს ხშირად პოლონეთის დაყოფებს უწოდებენ, ამიტომ ვერ იტანენ ისტორიულად
პოლონელები და ლიტველები რუსებს) ·
საბოლოო
ჯამში,რუსეთმა,პრუსიამ და ავსტრიამ გაინაწილეს
ერთმანეთში რეჩ პოსპოლიტას მიწები. ·
1795 წელს გადადგა მეფე სტანისლავ ავგუსტი და
ამით დასრულდა რეჩ პოსპოლიტას არსებობა.(კრწანისის
ბრძოლის თარიღია დაიმახსოვრე) ყურადღება: რეჩ
პოსპოლიტას პოლიტიკრი მოწყობის თავისებურებანი: ·
ეს იყო ფედერაცია რეგიონების ფართო ავტონოომიით; ·
ოლიგარქია-მოსახლეობის მხოლოდ 15-20%, შლიახტა(ანუ თავადაზნაურობა) სარგებლობდა უფლებებით და თავისუფლებებით; ·
დემოკრატია-შლიახტის
ყველა წარმომადგენელს ერთნაირი უფლებები და თავისუფლებები ჰქონდა. ·
სეიმს ჰქონდა
ვეტოს უფლება მნიშვნელოვან საკითხებზე: ახალი კანონის მიღება,ომის გამოცხადება,გადასახადის დაწესება ან გაზრდა და ა.შ. ·
არჩევითი
მონარქია- სახელმწიფოს სათავეში იდგა შლიახტის მიერ არჩეული მეფე. ·
იყო კონსტიტუციური მონარქია-მეფის ხელისუფლება შეზღუდული
იყო კანონმდებლობით. შლიახტას
შეეძლო არ დამორჩილებოდა მეფეს და გადაეყენებინა
კიდეც; |
პეტრე 1 ·
რუსეთის ისტორიაში უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა
პეტრე 1-მა(
1682-1725) (შენიშვნა: 43 წელი იმეფა
) ·
მისი
ფართომასშტაბიანი რეფორმების შედეგად,რუსეთი,სამხედრო
თვალსაზრისით ევროპის ერთ-ერთ უძლიერეს სახელმწიფოდ იქცა.(!) ხ ·
პეტრე 1 ერთპიროვნული მმართველი
1689 წლიდან გახდა და ენერგიულად შეუდგა რეფორმების გატარებას რუსეთის ევროპულ ქვეყნად გარდაქმის
მიზნით;(!) ხ ·
პეტრე 1-ის საგარეო
პოლიტიკა ითვალისწინებდა რუსეთის ტერიტორიულ ექსპანსიას
ჩრდილოეთით და სამხრეთით; ხ ·
ჩრდილოეთში,ბალტიის ზღვაზე გასასვლელის მოსაპოველად და ევროპისაკენ
„ფანჯრის გასაჭრელად“ პეტრემ ხანგრძლივი ომი(1700-1721) წამოიწყო შვედებთან,რომლებსაც „ჩრდილოეთის ომი’’ ეწოდება. შენიშვნა:
ამჟამად აქამდე ნეიტრალური შვედეთი და ფინეთი
ნატოში შეჰყავთ,რითაც ცდილობენ გზა გადაუჭრან
რუსეთს ჩრდილოეთიდან ევროპისკენ(გერმანიისკენ)
;ამაში ყველაზე უფრო დაინტერესებულია
ბრიტანეთი; |
რუსეთ-შვედეთის ანუ „ჩრდილოეთის
ომი’’ ომი 1700-1721 ·
რუსეთ-შვედეთის ომი დაიწყო ნარვას ციხე-სიმაგრესთან ბრძოლაში მარცხით,მაგრამ პეტრემ სწრაფად მოახერხა
ჯარების რეორგანიზაცია და მომდევნო წლებში რამდენიმე მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა. ·
1703 წელს
რუსები დაეუფლენ ციხე-სიმაგრე ნიენშანცს
მდინარე ნევას შესართავთან. ·
სწორედ
აქ, 1703 წლიდან, ბალტიის ზღვის სანაპიროზე პეტრე 1 შეუდგა რუსეთის ახალი სატახტო ქალაქის-სანკტ-პეტერბურგის მშენებლობას.(!) ·
რუსებმა თანდათანობით გაიმყარეს პოზიციები აღმოსავლეთ
ბალტიისპირეთში; ·
შვედეთის
მეფე კარლ მე-12-მ საპასუხო შეტევა
წამოიწყო,რომელიც მისთვის უშედეგო გამოდგა. ·
1709 წელს
რუსულმა ჯარებმა უმნიშვნელოვანესი გამარჯვება
მოიპოვეს შვედეთის არმიაზე პოლტავის ბრძოლაში.(!) ·
დამარცხებულმა კარლ მე-12 -მ ოსმალეთის იმპერიას შეაფარა თავი; ხ ·
მიუხედავად მარცხისა,შვედები უპირატესობას ფლობდნენ
ზღვაზე. ·
პეტრე 1-მა ამ მხრივაც გამოიჩინა თავი და 1714 წელს ახლადშექმნილმა რუსულმა
ფლოტმა მოახერხა
შვედების დამარცხება განგუტის ბრძოლაში. ხ ·
1721
წელს შვედეთსა და რუსეთს შორის დაიდო საზავო ხელშეკრულება.(!) ·
რუსეთმა
შემოიერთა მნიშვნელოვანი ტერიტორიები,მოიპოვა გასასვლელი ბალტიის ზღვაზე და ამგვარად
გაჭრა „ფანჯარა ევროპაში’’; ·
გამარჯვების აღსანიშნავად,1721 წლის 22 ოქტომბერს(ახალი
სტილით 2 ნოემბერს) პეტრე 1-მა სენატორთა „თხოვნის“ საფუძველზე მიიღო „სამშობლოს მამის, სრულიად რუსეთის იმპერატორის,პეტრე
დიდის ‘’ ტიტული. ·
|
პეტრე 1-ის მცდელობა შავ ზღვაზე
გასასვლელის მოპოვების ·
სამხრეთში,შავ ზღვაზე გასასვლელის
მოსაპოვებლად, პეტრეს ოსმალეთის იმპერიასთან
მოუხდა დაპირისპირება; ·
1796
წელს რუსებმა უმნიშვნელოვანესი ციხე-სიმაგრე აზოვი დაიკავეს; ·
თუმცა,პეტრეს არ ეყო სამხედრო ძალა ორ ფრონტზე საბრძოლველად
და ოსმალების დასამარცხებლად; ·
1713 წლის ადრიანოპოლის ხელშეკრულებით,რუსეთმა
დათმო აზოვის ციხე-სიმაგრე და გასასვლელი შავ ზღვაზე; ·
ამით პეტრე 1-ს საშუალება მიეცა მთელი ძალები შვედეთის წინააღმდეგ მიემართა; ·
ამ წარუმატებლობის
მიუხედავად,მომზადდა ნიადაგი შავი ზღვისკენ რუსეთის
მომავალი ექსპანსიისთვის;(!) |
კასპიის ზღვისპირა ტერიტორიების დაპყრობის
მცდელობა ·
პეტრე 1-ის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სამხედრო კამპანია
იყო კასპიის (სპარსეთის) ლაშქრობა; ·
1722
წელს ასტრახნიდან(პორტი
კასპიის ზღვის ჩრდილოეთ სანაპროზე) რუსულმა
სამხედრო ფლოტმა ლაშქობა წამოიწყო სეფიანთა
დასუსტებული სახელმწიფოს ტერიტორიების დასაუფლებლად; ·
მალე რუსებმა მთლიანად დაიპყრეს
კასპიის ზღვის დასავლეთი სანაპირო და
სამხრეთ სანაპიროს ნაწილი(ქალაქები დერბენტი,
ბაქო,რეშთი,ასატარბადი). ·
ირანმა
1723 წლის ხელშეკრულებით რუსეთის
კუთვნილებად აღიარა ეს ტერიტორიები; ხ ·
1724 წელს კი რუსეთმა ოსმალეთის იმპერიასთან
დადო ხელშეკრულება,რომლის თანახმადაც ორი ქვეყანა გავლენის ზონებად იყოფდა სეფიანთა
დაშლილ სახელმწიფოს დაქვემდებარებულ ტერიტორიებს(მათ შორის აღმოსავლეთ საქართველოს,აღმოსავლეთ
საქართველო(ქართლ-კახეთი) ოსმალეთის გავლენის ზონად ჩაითვალა ).(!!!!) ·
იხ. პარაგრაფი „ოსმალობა’’ ფაილი „ირანი“ ·
პეტრეს
გარდაცვალების შემდეგ რუსეთმა დროებით უარი თქვა სამხრეთით ექსპანსიაზე,შესაბამისად
,კავკასიაში ოსმალეთმა და გაძლიერებულმა ირანმა აღიდგინეს
პოზიციები;(!) |
პეტრე 1-ის რეფორმები ·
პეტრე 1-ის რეფორმები პირობითად ორ ეტაპად იყოფა: 1695-1715
და 1715 -1725 წლები ; ·
პირველ
ეტაპზე რეფორმები ნაჩქარევად ტარდებოდა და ხშირად
გაუაზრებელ ძალადობრივ ხასიათს ატარებდა; ·
სიჩქარე პირველ
რიგში უკავშირდებოდა ჩრდილოეთის ომს,ვინაიდან რეფორმები ძირიტადად სწორედ ომის საწარმოებელი
სახსრების შესაგროვებლად ტარდებოდა; ·
გაცილებით უფრო
მიზანმიმართული გახდა რეფორმები მეორე ეტაპზე ; ·
არმიისა და ფლოტის რეფორმის გარდა,პეტრე 1-მა განახორციელა სახელმწიფო
მმართველობის და ფინანსური რეფორმა; ·
გატარდა ღონისძიებები მრეწველობისა და ვაჭრობის განვითარებისათვის; ხ ·
პეტრე 1-მა მმართველობის ახალი სისტემა ჩამოაყალიბა.ის
ეყრდნობოდა ერთგულ ფეოდალებს და სამღვდელოებას; ·
მოსკოვის საპატრიარქო მან „წმინდა სინოდით“ შეცვალა.სინოდს სათავეში მეფის მიერ დანიშნული პირი
ედგა.(შეადარე დავით აღმაშენებლის რეფორმებს) ·
ამდენად ,პეტრემ
მთლიანად დაიმორჩილა ეკლესია; ხ ·
ის დიდ ყურადღებას
აქცევდა მრეწველობის განვითარებას.(სტალინიც) ·
პეტრე არ ინდობდა მოწინააღმდეგეებს და საიდუმლო პოლიციის
დახმარებით სასტიკად უსწორდებოდა მათ. ხ ·
რსეთის იმპერატორი დიდ ყურადღებას
აქცევდა თავადაზნაურობაში ევროპული კულტურის დანერგვას; ·
სამსახურებრივი წინსვლა უკვე
დამოკიდებული იყო განათლებაზე. ხ ·
1700 წელს მოსკოვში გაიხსნა მათემატიკური და სანავიგაციო
ხელოვნების სკოლა; ·
მალე მათ დაემატა საარტილერიო,სამედიცინო და საინჟინრო
სკოლები; ·
პეტერბურგში დაარსდა საზღვაო აკადემია; ·
1705 წელს კი გაიხსნა პირველი რუსული გიმნაზია; ·
დაარსდა ასევე
პირველი რუსული გაზეთი და დაიწყო ევროპული ენებიდან წიგნების თარგმნა; ხ ·
პეტრე 1-ის რუსეთი სამხედრო და პოლიტიკური თვალსაზრისით
ძლიერი სახელმწიფო იყო,მაგრამ
სახელმწიფო სტრუქტურების ჩამოუყალიბებლობის და განუვითარებლობის გამო ის დიდად ჩამორჩებოდა ევროპულ
ქვეყნებს; · ევროპეიზაცია მხოლოდ მეტად მცირერიცხოვან მმართველ კლასს შეეხო; · მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა
- გლეხობა კვლავაც შუა საუკუნეებში იყო ჩარჩენილი . · ფეოდალური
ექსპლუატაციის სიმძიმისა და გადასახადების ზრდის გამო ხშირი იყო გლეხთა აჯანყებები; |
საქართველოს ურთიერთობები რუსეთთან პირველი კონტაქტები რუსეთთან მე-16 საუკუნე ·
პირველი კონტაქტები საქართველოსა და რუსეთს შორის
ჯერ კიდევ ადრეულ შუა საუკუნეებში მყარდება,მაგრამ მხოლოდ ფრაგმენტული სახით.(იხ.
თამარ მეფე ,გიორგი რუსი) ·
ქართულ სამეფოებსა და რუსეთს შორის ურთიერთობები პოლიტიკურ
მნიშვნელობას მე-16 საუკუნის მე-2 ნახევრიდან იძენს(იხ. კახეთის მეფე ლევანი) ·
მე-16 საუკუნის მე-2 ნახევარში რუსეთის სახელმწიფომ (ივანე მრისხანემ) შეიერთა
მდ. ვოლგის აუზის თათრული(მონღოლური) სახანოები(ყაზანის,ასტრახანის,ციმბირის სახანოები
რომლებიც ოქროს ურდოს დაშლის შემდეგ წარმოიქმნა) ·
ივანე მრისხანე შეეცადა ჩრდილოეთ კავკასიის აღმოსავლეთ
ნაწილშიც გამაგრებულიყო; ·
1567
წელს ივანე მე-4-მ(მრისხანემ) მდ. სუნჯის და
თერგის შესართავთან ახლოს პირველი რუსული ციხე-სიმაგრე ააგებინა. ·
რუსეთის გაძლიერება და სამხრეთისკენ ექსპანსია ეწინააღმდეგებოდა
ამ პერიოდში კავკასიაში გაბატონებული ოსმალეთის ინტერესებს. ·
თურქეთისგან შევიწროვებული სეფიანთა ირანი ბუნებრივად
ხდებოდა რუსეთის მოკავშირე,თუმცა ირანისთვის მიუღებელი იყო
აღმოსავლეთ საქართველოში რუსეთის შემოსვლა. ხ ·
1564 წელს ივანე მრისხანემ კახეთის მეფე ლევანის თხოვნით
კახეთში კაზაკთა რაზმი გამოაგზავნა; რუსული ჯარის
დახმარებით კახეთის მეფე იმედოვნებდა ოსმალეთის მოკავშირე დაღესტნელ მთიელთა თავდასხმების
არიდებას; ·
რუსული რაზმის შემოსვლამ კახეთში ოსმალეთისა და სპარსეთის
უკმაყოფილება გამოიწვია; ·
ამ პერიოდში ივანე მრისხანე ლივონიის მძიმე ომს აწარმოებდა(პოლონეთის და ლიტვის წინააღმდეგ)
და არ შეეძლო ოსმალეთთან მე-2
ფრონტზე დაპირისპირება; ·
კახეთში
რუსული რაზმის გაგზავნით ასევე უკმაყოფილო იყო ირანის შაჰი თამაზი(ნამდვილი სახელია
თამაზასპ); ·
ომის მუქარით ოსმალეთმა
აიძულა რუსეთი გაეყვანა გარნიზონი თერგის
ციხე-სიმაგრიდან ; ·
თავის მხრივ,შაჰ თამაზმა(ირანი) კახეთის მეფე
ლევანს რუსების სამეფოდან გაძევება უბრძანა; ·
შექმნილ ვითარებაში ლევანი იძულებული გახდა დაეთხოვა რუსული ჯარი ·
მალე რუსებმა თერგზე აგებული ციხეც დაანგრიეს; ·
ურთიერთობა რუსეთსა და კახეთის სამეფოს შორის დროებით
შეწყდა ; ·
ოსმალეთთან დაპირისპირების პირობებში ,რუსეთმა ისევ
განაახლა კავკასიაში მოკავშირეების ძიება 1585 წელს რუსეთის ახალმა მეფემ (ივანე მრისხანე 1584 წ მოკვდა)
თავისი ელჩი გააგზავნა კახეთში.რუსეთი კახეთს სთავაზობდა ალიანსს და პროტექტორობას
(მფარველობას) ·
1586 წელს რუსეთის მეფეს კახეთის მეფის (ალექსანდრე მე-2) ელჩობა ეახლა;კახეთის მეფე სთხოვდა რუსეთის
ხელმწიფეს მტრებისგან დაცვას,თერგზე ციხის აგებას და იქ ძლიერი გარნიზონის ჩაყენებას.ციხეს
ხელი უნდა შეეშალა ჩრდილოკავკასიელებისთვის და უსაფრთხო გაეხადა სავაჭრო გზა კახეთიდან
რუსეთისკენ ; ·
კახეთი ქართულ სამეფოთაგან ყველაზე ახლოს
იყო ტერიტორიულად ასტრახანისკენ მიმავალ გზებთან და შაქი-შირვანის
მაგისტრალით აქტიურად იყო ჩაბმული საერთაშორისო ვაჭრობაში(აბრეშუმი(!) გაჰქონდათ
კახეთიდან);(წაიკითხე ლევან გოთუას „გმირთა ვარამი’’) ·
ამ მიზეზით გახდა კახეთი რუსეთთან კავშირის
ინიციატორი
ქართულ სამეფო-სამთავროებს შორის (კახეთის მეფე ლევანი) ·
იმ დროს რუსეთის და კახეთის ინტერესები ემთხვეოდა; ·
რუსეთი ცდილობდა გავლენის სფეროს და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაფართოებას; ·
კახეთს კი რუსეთის დახმარება უპირველესად უსაფრთხოების გარანტირებისთვის
და გარეშე მტრებისგან დასაცავად სჭირდებოდა; ·
1587 წელს რუსეთის ელჩებთან კახეთის მეფე ალექსანდრე მე-2-მ
ხელი მოაწერა „ფიცის წიგნს’’,რომლითაც რუსეთი
კახეთის სამეფოს მფარველობას კისრულობდა; ·
ამ წლიდან მოყოლებული 1605 წლამდე კახეთსა და რუსეთს შორის სისტემატიურად
მიმდინარეობდა ელჩების გაცვლა (18 წელი); ·
„ფიცის წიგნი“ ზღუდავდა კახეთის მეფის დამოუკიდებლობას საგარეო პოლიტიკის სფეროში. ·
დაიმახსოვრე : ალექსანდრეს მიერ დადებული ხელსეკრულება,
„ფიცის წიგნი’’,ქართულ სამეფოსა და რუსეთს შორის
გაფორმებული პირველი ოფიციალური დოკუმენტი იყო. ·
რუსეთის
მფარველობაში შესვლის მიუხედავად,კახეთის სამეფო
ინარჩუნებდა დამოუკიდებლობას საშინაო და,ნაწილობრივ,საგარეო პოლიტიკის წარმართვაში. ·
დადებული
ხელშეკრულება 1589 წელს დაადასტურა რუსეთის ხელმწიფემ
„წყალობის სიგელით“; ·
მე-16 საუკუნის 90-იანი წლებიდან რუსეთის მეფე თევდორე
საკუთარ თავს „ივერიის ქვეყნისა და ქართველი მეფეების ხელმწიფედაც’’
მოიხსენიებდა; ამ ტიტულატურაში იკვეთება
რუსეთის მიერ საკუთარი დომინანტური როლის აღქმა და მიზანი,იგივე განეხორციელებინა
სხვა ქართულ სამეფო-სამთავროებში,რასაც მიაღწია კახეთში; ·
თუმცა,იმ
პერიოდში რუსეთს არ შესწევდა რეალური ძალა შემდგომი ექსპანსიისათვის სამხრეთის მიმართულებით. ·
თავის მხრი,კახეთის რუსეთთან კავშირს მტრულად შეხვდნენ
ოსმალეთი და მისი ვასალი სახანოები. ·
რუსეთ-კახეთის კავშირს(კურკურს) კი ბოლო
შაჰ აბასმა მოუღო1605 წელს ;(მამის ალექსანდრე მე-2-ის და ძმის,პრორუსი უფლისწულის
გიორგის, მკვლელობა კონსტანტინეს მიერ) ·
მე-17 საუკუნის დასაწყისში კვლავ გაჩაღდა ირან-ოსმალეთის
ომი,ხოლო გლეხთა აჯანყებების ცეცხლში გახვეულ რუსეთს(დაიწყო „სმუტა“) უკვე აღარ ეცალა
კავკასიისათვის; ·
რუსეთის დიპლომატიამ კახეთში მარცხი განიცადა; |
ქართული დიპლომატიური მისიები რუსეთში
მე-17 საუკუნე ·
მე-17
საუკუნეში რუსეთთან კავშირების განახლებისთვის
ატიურად იღწვოდა თეიმურაზ 1 ; ·
მისი პირველი ელჩი 1619 წელს ჩავიდა მოსკოვში. ·
მან რუსეთის
მეფე მიხეილს გადასცა თეიმურაზისა და დასავლეთ საქართველოს მეფე-მთავრების
წერილები დახმარების თხოვნით ; ·
1639
წელს თეიმურაზ 1-მა(პაპის ალექსანდრე მე-2-ის მსგავსად) ხელი მოაწერა „ფიცის
წიგნს“ ; ·
თეიმურაზის ინიციატივით ,რუსეთს დაუკავშირდა იმერეთის
მეფე ლექსანდრეც; ·
ეს
ქართველი მეფეები რუსეთის დახმარებით თავისი საშინაო პრობლემების მოგვარებას ცდილობდნენ; ·
თეიმურაზი რუს ხელმწიფეს ჯარის გამოგზავნას სთხოვდა,მაგრამ
ასევე სთხოვდა დიპლომატიური ზეგავლენა მოეხდინა ირანზე,რათა იგი კახეთის ტახტზე აღედგინათ.(?) ·
თავის მხრივ,იმერეთის მეფე ალექსანდრე სამეგრელოს
მთავრის,დადიანის ასალაგმავად დონელ კაზაკთა რაზმის გამოგზავნას ითხოვდა.(?) ·
თეიმურაზმა შემდგომში კიდევ გააგზავნა ელჩობა რუსეთში.მალე
შვილიშვილი ერეკლე(მომავალი ერეკლე 1 ,იგივე
ნაზარ ალი ხანი) პეტერბურგს გაამგზავრა
და თვითონაც ჩავიდა რუსეთის სატახტო ქალაქში.(იხ. ფაილი ნაზარ ალი ხანი) ·
თეიმურაზ 1 -ის და ალექსანდრეს თხოვნები შეუსრულებელი
დარჩა; ·
რუსეთს ისევ არ ჰქონდა საკმარისი ძალა,რომ აქტიურად
ჩართულიყო კავკასიაში მიმდინარე პროცესებსა და საქართველოს საშინაო საქმეებში; ხ ·
რუსეთთან კავშირისათვის აქტიურად იღწვოდა არჩილ მეფეც(შაჰნავაზის -ვახტანგ მე-5-ის ძე),რომელიც საბოლოოდ
1699 წელს რუსეთში
გადასახლდა; ·
მას მოსკოვის მახლობლად ვსესვიატსკოეში მამული უბოძეს
და ის იქვე,პოლიტიკურ ცხოვრებას სრულიად ჩამოშორებული გარდაიცვალა; |
ქართული დიპლომატიური მისიები რუსეთში მე-18
საუკუნე მე-18 საუკუნის დასწყისიდან
კონტაქტები რუსეთთან გაცილებით უფრო ინტენსიურ ხასიათს იღებს ; ·
საქართველოს მეფეები ოსმალეთისაგან და ირანისგან თავდახსნის
გზად ევროპასთან და რუსეთთან დაკავშირებას მიიჩნევდნენ; ·
რუსეთთან კავშირების დამყარებისა და გაღმავების თვალსაზრისით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ვახტანგ მე-6-ის მოღვაწეობა. ·
მას არ დაუფარავს თავისი პრორუსული განწყობა
და ქრისტიანობისადმი ფარული ერთგულება
რუსეთის ელჩებისთვის ჯერ კიდევ ირანში; ·
როდესაც სპარსეთს თავს დაესხნენ ავღანალები 1722 წელს
და ოსმალები 1723 წელს,ვახტანგი რუსეთის გვერდში დადგა. ·
რუსეთმა დასუსტებული
ირანის წინააღმდეგ წამოიწყო კამპანია კასპიის ზღვის რეგიონში; ·
პეტრე 1-მა
დაავალა გრაფ ვოლინსკის შეექმნა ალიანსი კავკასიის ხალხებთან,რომელთა სათავეში ვახტანგ
მე-6 უნდა ყოფილიყო. მართლაც,ამგვარი კავშირი შეიქმნა 1722 წელს,მიუხედავად იმისა,რომ მას ეწინააღმდეგებოდნენ ვახტანგის
ვაჟი ბაქარი, სულხან საბა ორბელიანი და სხვები,რომლებიც ეჭვის თვალით უყურებდნენ
პეტრე 1-ის „კეთილ ზრახვებს’’(მათი ეჭვი გამართლდა) |
ქართული სამეფოების
რუსეთთან ურთიერთობები მე-18 საუკუნის 60-70-იან წლეში ·
1761
წელს ამჯერად
ქართლის მეფე თეიმურაზ მე-2 გაემართა სანკტ-პეტერბურგში; ·
თეიმურაზი სთხოვდა რუს ხელმწიფეს ჯარს ან თანხას ჯარის
დასაქირავებლად,პირველ რიგში,ჩრდილოკავკასიელთა მარბიელი თავდასმების აღსაკვეთად
და ჰპირდებოდა მას,რომ გაილაშქრებდა ირანში და აიძულებდა
ადგილობრივ მმართველებს რუსეთისათვის მისაღები შაჰის არჩევას; ·
ამ გეგმის განხორციელების შემთხვევაში ქართლისა და
კახეთის მეფეები(თეიმურაზ მე-2 და ერეკლე მე-2) იმედოვნებდნენ ირანელთა ბატონობისგან
საბოლოოდ განთავისუფლებას; ·
სანკტ-პეტერბურგში თეიმურაზის გეგმა ზედმეტად რთულად
მოეჩვენათ; ·
თეიმურაზის სიკვდილის შემდეგ კი მისი გეგმა დავიწყებას
მიეცა; ხ ·
უფრო ადრე,მე-18 საუკუნის
20-იან წლებში იმერეთის მეფემ ალექსანდრე მე-5-მ
მიმართა რუსეთის დახმარებისათვის. ·
ალექსანდრე
ფიქრობდა,რომ ვინაიდან აზოვის ციხე-სიმაგრის დაკავების
შემდეგ(პეტრე 1-მა დაიკავა დროებით) უკვე საქართველოს
მოუახლოვდა,თურქეთთან ომის შემთხვევაში,რუსეთს აზოვიდან გემებით უნდა გადმოეყვანა
ჯარი ანაკლიასა და ფოთში და განედევნა თურქული გარნიზონები ციხეებიდან; ·
ამდენად, ალექსანდრეს
გეგმით რუსეთს თურქეთისთვის სამხრეთ კავკასიიდან უნდა შეეტია; ·
იმერეთის მეფის შეთავაზება რუსეთმა უპასუხოდ დატოვა
და არც რაიმე სახის დახმარებაზე გაუცია დადებითი პასუხი; ხ ·
იმერეთის მეფე სოლომონ 1-იც
იმედოვნებდა რუსების დახმარებას ოსმალების წინააღმდეგ ბრძოლაში; ·
1768 წელს
მან მაქსიმე ქუთათელი,ანუ ქუთაისის ეპისკოპოსი,გააგზავნა რუსეთში,რათა რუსეთის ხელმწიფისატვის
ეცნობებინა,რომ იმერეთი მხარში ამოუდგებოდა რუსეთს თურქეთის
წინააღმდეგ ომში; ხ ·
1768 წელს დაიწყო თურქეთ-რუსეთის ომი; ·
რუსეთი
დიდ იმედს ამყარებდა ბალკანეთისა და სამხრეთ კავკასიის ქრისტიანი ხალხების მხარდაჭერაზე; ·
თურქეთი თავის მხრივ,კავკასიის და ყირიმის მუსლიმი
ხალხების დახმარებას ელოდა. ·
სოლომონი და ერეკლე უკვე დიდი ხანია ემზადებოდნენ
თურქეთის წინააღმდეგ ომში მონაწილეობისათვის. ·
ამასთან ისინი მართებულად ფიქრობდნენ,რომ რუსეთის
სამხედრო და ფინანსური დახმარების გარეშე შეუძლებელი იყო საბრძოლო მოქმედებების დაწყება. ·
სოლომონი
იმედოვნებდა თურქების საბოლოოდ განდევნას დასავლეთ საქართველოდან(ციხე-სიმაგრეებიდან)
და თავადებისა და მთავრების(გურია,სამეგრელო,აფხაზეთი) დამორჩილებას; ·
ერეკლეს კი რუსეთის დახმარება დიდად გაუადვილებდა
მიზნის მიღწევას-მესხეთის შემოერთებას,ჭარისა
და ბელაქნის დამორჩილებას და დაღესტნელთა თავდასხმების აღკვეთას; ·
ხოლო
რუსული გეგმა მდგომარეობდა იმაში,რომ ქართველთა
გაერთიანებულ ძალებს დაეკავებინათ კავკასიაში თურქთა მნიშვნელოვანი ძალები და ამდენად
,გაეადვილებინათ რუსების სამხედრო ოპერაციები ბალკანეთზე;(!) ხ ·
1769 წელს რუსული ჯარი,
გენერალ ტოტლებენის მეთაურობით,საქართველოში შემოვიდა. ·
მაგრამ მალე გამოჩნდა,რომ ტოტლებენი არანაირ ანგარიშს არ უწევდა ქართველთა
ინტერესებს და მოითხოვდა ერეკლესა
და სოლომონისგან სრულ მორჩილებას,რასაც,ბუნებრივია,ქართველი მეფეები არ დაუშვებდნენ; ხ ·
ტოტლებენმა სამოკავშირეო პირობა დაარღვია ასპინძის ბრძოლის დროს,როდესაც მან უარი განაცხადა ამ უმნიშვნელოვანეს ბრძოლაში მონაწილეობაზე; ·
ბრძოლის შემდეგ ურთიერთობა ტოტლებენსა და ერეკლე მე-2-ს
შორის კიდევ უფრო დაიძაბა; ·
ტოტლებენი
ერეკლეს ტახტიდან გადაყენების გეგმასაც კი აწყობდა
; ·
რუსეთიდან დამატებითი ძალების მიღების შემდეგ ტოტლებენი
რუსული არმიით იმერეთში გადავიდა; აქ სოლომონი წარმატებით ებრძოდა თურქებს. ·
ტოტლებენმა ალყა შემოარტყა ფოთის ციხეს ,მაგრამ უშედეგოდ; ·
სანკტ-პეტერბურგში საბოლოოდ დარწმუნდნენ ტოტლებენის
უმოქმედებაში და ის შეცვალეს გენერალ სუხოტინით,მაგრამ
მალე რუსულმა ჯარმა საერთოდ დატოვა საქართველო; ხ ·
ყურადღება: 1774 წლის ქუჩუკ-კაინარჯის
ზავით რუსეთი მხოლოდ იმ პირობით აღიარებდა ოსმალეთის უფლებებს დასავლეთ საქართველოზე,თუ
თურქეთი უარს იტყოდა ხარკის მოთხოვნაზე და აკრძალავდა ტყვეთა
სყიდვის პრაქტიკას; ეს იმერეთის მეფის დიდი მიღწევა იყო; იმერეთის სამეფომ დე-ფაქტო დამოუკიდებლობა მოიპოვა თურქეთისგან ქუჩუკ-კაინარჯის ზავით; ·
სოლომონ 1-ს მიეცა ცენტრალიზაციის პოლიტიკის გატარებისა
და ქვეყნის ეკონომიკური აღორძინების საშულება; ·
მომდევნო ათწლეულში დასავლეთ საქართველოს მოსახლეობის
რაოდენობა გაიზარდა.(იხ. ქართული ფილმი
„მამლუქი“). |
გეორგიევსკის ტრაქტატი ·
ქუჩუკ-კაინარჯის
ზავის დადების შემდეგ რუსეთის აღმოსავლური პოლიტიკა მიმიართული იყო ყირიმის საბოლოოდ შემოერთებისა და სამხრეთ კავკასიის
საკითხის გადაჭრისაკენ;(!) ·
საქართველოზე კონტროლის დამყარება მთელ სამხრეთ კავკასიაზე
კონტროლს მოასწავებდა. ·
ამიტომ იყო საქართველო დაპირისპირებულ მხარეთა(თურქეთი,ირანი,რუსეთი)
ქიშპის მუდმივი ობიექტი; ·
მაგრამ საუკუნის
მიწურულისათვის რუსეთი აშკარად უფრო ძლიერი იყო ორ მოწინააღმდეგეზე-ირანსა და ოსმალეთზე; ·
თავის მხრივ,ინგლისი და საფრანგეთი
შეშფოთებულნი იყვნენ რუსეთის გაძლიერებითა და წინსვლით სამხრეთისაკენ.ამიტომაც
ისინი ლეგიტიმურად ცნობდნენ ოსმალეთისა და ირანის პრეტენზიებს სამხრეთ კავკასიაზე;(!)
(ეს დაიმახსოვრე) ·
საქართველო
ისევ და ისევ ამ გლობალური პოლიტიკური თამაშის მსხვერპლი იყო
(მე-18 საუკუნის მე-2 ნახევარში); ·
ყურადღება: 80-იანი
წლების დასაწყისში ერეკლე მე-2-მ რამდენიმე დიპლომატიური მისია გააგზავნა ევროპაში
დახმარების თხოვნით,მაგრამ კვლავ უშედეგოდ;(!) ·
თავის მხრივ,რუსი დიპლომატები აქტიურ მოღვაწეობას ეწეოდნენ საქართველოში
და ცდილობდნენ ერეკლეს დათანხმებას პრორუსული ორიენტაციის არჩევაზე;(!) ·
რუსული ციხე-სიმაგრეების რაოდენობა კავკასიის დიდი
ქედის ჩრდილოეთ მისადგომებთან თანდათან იზრდებოდა. ·
რუსეთის სამხრეთ
კავკასიაში შემოსაჭრელად კი რუსებს ქართლ-კახეთის
სამეფოს გარანტირებული მხარდაჭერა სჭირდებოდათ; ·
ერეკლემ საბოლოოდ გადაწყვიტა რუსეთისკენ შემობრუნება(
იხ. ნ. ბარათაშვილი „ბედი ქართლისა“) ·
რუსეთზე ორიენტაციის აღების ძირითადი მიზეზი იყო ის,რომ
ერეკლე ამ გზით იმედოვნებდა მშვიდობისა და უსაფრთხოების მიღწევას,ევროპისკენ ფანჯრის გაჭრას, სახელმწიფოს ევროპულად გარდაქმნას;(!) ხ ·
1783
წელს გეორგიევსკში ხელი მოეწერა“გეორგიევსკის ტრაქტატის’’ სახელით ცნობილ ხელშეკრულებას,რომელმაც,საბოლოო
ჯამში,სასურველი შედეგი არ მოუტანა ქართლ-კახეთის სამეფოს და ქვეყანა
რუსეთის იმპერიის საგარეო პოლიტიკური მიზნების მსხვერპლად იქცა;(იხ. ქართული
ფილმი“წიგმი ფიცისა’’) ხ ·
ამ ტრაქტატის მიხედვით,ქართულ-კახეთი უარს ამბობდა ირანის თუ სხვა რომელიმე ქვეყნისადმი დაქვემდებარებაზე
და ამიერიდან აღიარებდა მხოლოდ რუსეთის პროტექტორატს. (შენიშვნა: დაუკვირდი როგორ ითხოვენ დღეს იგივეს საქართველოსგან ნატო და აშშ ) ·
ქართლ-კახეთის სამეფო საგარეო პოლიტიკას წარმართავდა
რუსეთის მხარესთან შეთანხმებით და მისი დასტურით. ( ვისი დასტურია დღეს საჭირო საგარეო პოლიტიკის საწარმოებლად
?) ·
საომარი მოქმედების დაწყების შემთხვევაში,ქართლ-კახეთის სამეფოს სამხედრო ძალები რუსეთის
სამსახურში უნდა ჩამდგარიყვნენ; (ვინ ქირაობდა ქართულ ჯარს ავღანეთისთვის 20 წელი
?) ·
თავის,მხრივ,რუსეთის იმპერატორი ვალდებულებას იღებდა
დაეცვა ქართლ-კახეთის სამეფო ყოველგვარი გარე აგრესიისგან (ვინ არ იღებს დღეს ამ ვალდებულებას ,ხომ არ იცი
?) ·
რუსული მხარე ერეკლეს ქართლ-კახეთის სამეფოს საშინაო საქმეებში ჩაურევლობის სრულ გარანტიას აძლევდა. (ვინ ერევა დღეს
ქვეყნის საშინაო საქმეებში ?) ·
ტრაქტატის დამატებით პუნქტში აღნიშნული იყო,რომ ერეკლეს
მშვიდობიანი და კეთილმეზობლური ურთიერთობა უნდა ჰქონოდა იმერეთის მეფესთან. ·
ქართლ-კახეთის და იმერეთის სამეფოებს შორის უთანხმების
შემთხვევაში,მათ შორის მსაჯული რუსეთის იმპერატორი უნდა
ყოფილიყო,რომლის აზრსაც გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნებოდა; ·
აღმოსავლეთ საქართველოს დაცვისათვის ,რუსეთი ვალდებულებას
იღებდა მუდმივად ჰყოლოდა ინფანტერიის(ქვეითი ჯარის ) ორი ბატალიონი და საომარი მოქმედებების
დაწყების შემთხვევაში,გამოეგზავნა დამატებითი შეიარაღებული ძალები ქართული ჯარის
დასახმარებლად. (შენიშვნა: რუსეთმა ერეკლეს მხოლოდ მცირე შეიარაღებული
რაზმი გამოუგზავნა და ისიც მალე უკან გაიწვია) (შენიშვნა : ძალიან მალე რუსეთმა ( 1795 წ) არაფრად ჩააგდო გეორგიევსკის ტრაქტატით აღებული
გარეშე მტრისგან დაცვის ვალებულებაც); ·
ტრაქტატის დადებამ დიდი შეშფოთება გამოიწვია ოსმალეთსა და ირანში;(!) ·
შენიშვნა: ოსმალეთთან ომის საშიშროების გამო,რუსეთმა
თავი შეიკავა ანალოგიური ხელშეკრულების დადებისგან იმერეთის მეფესთან; |
დარღვეული გიორგიევსკის ტრაქტატი - ერეკლე მე-2 რუსებმა „გადააგდეს“ · მე-18
საუკუნის ბოლოს ,რუსეთის დანაპირები დახმარების შეუსრულებლობის პირობებში(შეადარე 2008 წლის მოვლენებს საქ -ში),ქართლ-კახეთის სამეფო
მტრების გარემოცვაში აღმოჩნდა(თურქეთი,აღდგენილი ირანი,ჩრდილოკავკასიელები,მეზობელი
სახანოები); · მე-18
საუკუნის ბოლოს დიდი დაპირისპირება არსებობდა საკუთრივ სამეფოშიც(ქართლის თავადები)
და სამეფო კარზეც(მემკვიდრის საკითხი); · ყაჯართა
დინასრტიის დამაარსებელს,აღა მაჰმად ხანს
(ზეობის წლები-1779-1797) მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი დაებრუნებინა
ერთ დროს ირანის გავლენის ქვეშ მყოფი ქვეყნები.(ანუ
ის იყო იმ დროინდელი ირანელი პუტინი) · ამ
დროს უკვე „გეორგიევსკის ტრაქტატით“რუსეთის მფარველობაში შესული ქართლ-კახეთის სამეფო
კი მისი განსაკუთრებული ინტერესის საგანს წამოადგენდა; · აღსანიშნავია,რომ
თავდაპირველად აღა მაჰმად ხანი ყოველ ღონეს ხმარობდა რუსეთთან კარგი ურთიერთობების
დამყარებისათვის,რომ მასთან დაპირისპირების გარეშე აღედგინა ირანის გავლენა აღმოსავლეთ
საქართველოზე; · 1792
და 1795 წლებში აღა მაჰმად ხანმა ელჩები გააგზავნა რუსეთში,რათა საბოლოოდ გამოერკვია
რუსეთის პოზიცია ქართლ-კახეთის სამეფოსთან მიმართებაში, ,თუმცა პასუხი არ მიუღია. · ამის
შემდეგ აღა მაჰმად ხანი დიდი ლაშქრით შემოვიდა სამხრეთ კავკასიაში და ერეკლეს ულტიმატუმი
წაუყენა; · ხანი(მიაქციე ყურადღება და არა შაჰი) ქართლ-კახეთის ასაკოვანი მეფისაგან რუსეთის მფარველობიდან გამოსვლას,მის
ვასალობას და ხარკის გადახდას მოითხოვდა; · ერეკლემ
,რომელსაც რუსების სამხედრო დახმარების ფუჭი იმედი ჰქონდა
,ულტიმატუმზე პასუხი არ გასცა,რასაც აღა
მაჰმად ხანის შემოჭრა ,კრწანისის ბრძოლა
და თბილისის დანგრევა მოჰყვა 1795 წელს; ხ · 1799
წელს,ირანის მოსალოდნელი ახალი თავდასხმის პირობებში,გამუვალ
მდგომარეობაში ჩავარდნილი სამეფო კარიის თხოვნით,რუსეთის იმპერატორმა პავლე 1-მა
განაახლა ტრაქტატი,თუმცა ისევ არ შეუსრულებია მთავარი
ვალდებულება-არ გამოუგზავნია ჯარი ქართლ-კახეთის მეფის დასახმარებლად; · 1800
წლის მიწურულს ,ქართლ-კახეთის უკანაკნელი მეფის გიორგი მე-12-ის სიცოცხლის უკანასკნელ
დღებში საბოლოოდ დაირღვა გირგიევსკის ტრაქტატი და
მალე ქართლ-კახეთის სამეფო რუსეთის შემადგენელ ნაწილად იქცა(ანშლუსი) |
·
მე-18 საუკუნის მიწურულისათვის არც ირანს და არც თურქეთს
არ შეეძლოთ კონკურენციის გაწევა რუსეთისათვის
საქართველოში. ·
თავის მხრივ ინგლისსა და საფრანგეთს შორის არსებული
წინააღმდეგობები უბიძგებდა თითოეულ მათგანს ეზრუნა რუსეთის საკუთარ მხარეზე გადასაბირებლად. ·
მიუხედავად იმისა,რომ არცერთი ევროპული იმპერია არ
მიესალმებოდა რუსეთის წინსვლას სამხრეთისაკენ,მათ არ შეეძლოთ ღიად დაპირისპირებოდნენ
რუსეთის ჰეგემონისტურ მისწრაფებებს.სამხრეთ კავკასიაში ირანის,თურქეთის და რუსეთის
ინტერესების გადაკვეთის ცენტრი საქართველო იყო. ·
იმ დროს შექმნილ ვითარებაში რუსეთის პოზიციები საკმაოდ
მყარი იუო. ·
მისი საზღვარი უკვე სამხრეთ კავკასიასთან გადიოდა. ·
ქართლ-კახეთის სამეფოს პოლიტიკური კავშირი ჰქონდა
დამყარებული რუსეთთან და ფორმალურად მისი პროტექტორატის ქვეშ იყო. ·
ავითარებაში ინგლისი და საფრანგეთი ფარულად უშლიდნენ
რუსეთის წინსვლასს ხელს და მხარს უჭერდნენ ირანსა და თურქეთს.(?) |
ქართლ-კახეთის შეერთება რუსეთთან ·
1800 წელს,ფიორგი მე-12-ის მძიმე ავადმყოფობის პერიოდში,უკვე
ნათელი გახდა,რომ რუსეთი ანგარიშს აღარ გაუწევდა გიორგიევსკის ტრაქტატს,რომელიც ითვალისწინებდა
აღმოსავლეთ საქართველოს დამოუკიდებლობის შენარჩუნებას. ·
ქართლ-კახეთის მიზანი ამ პერიოდში მხოლოდ ავტონომიურობის
შენარჩუნება შეიძლებოდა ყოფილიყო. ·
ერეკლე მე-2-ის სიკვდილის შემდეგ ვითარება სამეფო
კარზე დაიძაბა. ·
ტახტზე ასული გიორგი მე-12 ისევ რუსეთთან კავსირს
ანიჭებდა უპირატესობას,სამეფო საგვარეულოს ზოგიერთი წარმომადგენელი არ იზიარებდა
ამ პოლიტიკურ კურსს. ·
გიორგი მე-12 1800 წლის მიწურულს გარადაიცვალა,მისი მმართველობის
უკანასკნელ პერიოდში,რეალური ძალაუფლება რუსეთის მთავრობის წარმომადგენლის(ემისრის),კოვალენსკის
და საქართველოში რუსული ჯარების მხედართმთავრის,ლაზარევის ხელში იყო. ·
რუსეთის იმპერატორ პავლე 1-ის მთავრობა,რომელიც კარგად
იყო ინფორმირებული ქართლ-კახეთში შექმნილი სიტუაციის შესახებ,მხოლოდ შესაფერის მომენტს
ელოდა სამეფოს გასაუქმებლად და მის რუსეთთან მისაერთებლად. ·
გიორგი მე-12-ის გარდაცვალებამ ეს შესაძლებლობა შექმნა . ·
რუსეთსა და ქართლ-კახეთის სამეფოს შორის მიღწეული შეთანხმების მიხედვით,ტახტზე უნდა
ასულიყო გიორგი მე-12-ის ვაჟი დავითი,მაგრამ რუსეთს გადაწყვეტილი ჰქონდა აღმოსავლეთ
საქართველო რუსეთის იმპერიის პერიფერიულ პროვინციად ექცია(და ამით საბოლოოდ გადაეყვიტა პრობლემა,რათა აღმოსავლეთ საქართველო
თურქეთის ან ირანის მხარეს არ გადასულიყო). ·
პირველი მანიფესტი რუსეთის იმპერატორ პავლე 1-ის ხელმოწერით
ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმების შესახებ ჯერ კიდევ გიორგი მე-12-ის სიცოცხლის უკანასკნელ
დღეებში,1800 წლის 18 დეკემბერს გამოქვეყნდა; ·
1800
წლის 18 იანვარს საკტ-პეტერბურგსა და მოსკოვში გამოქვეყნდა პავლე 1-ის მანიფესტი,რომლითაც
ცხადდებოდა ქართლ-კახეთის ანექსია რუსეთის მიერ; ·
თებერვალში იგივე მანიფესტი თბილისშიც გამოქვეყნდა. ·
1801 წლის 12 მარტს შეთქმულების შედეგად პავლე 1 მოკლეს
და ტახტზე ავიდა მისი ვაჟი ალექსანდრე 1 . რუსეთის იმპერიის ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ განიხილა ქართლ-კახეთის ანექსიის
საკითხი. ·
აღმოსავლეთ საქართველოს სამეფოს სტრატეგიული მნიშვნელობიდან
გამომდინარე,როგორც რუსეთის საყრდენი პუნქტისა ახლო აღმოსავლეთისკენ
ექსპანსიისათვის,გადაწყდა ქართლ-კახეთის ავტონომიური მმართველობის გაუქმება და ანექსირებულ
ტერიტორიებზე რუსული მმართველობის დამყარება(!) ·
1801
წლის 2 სექტემბერს ალექსანდრე 1-ის მანიფესტი გამოქვეყნდა,რომელიც იმეორებდა პავლე
1-ის მანიფესტის შინაარსს. ·
1802 წლის აპრილში მანიფესტი გავრცელდა ქართლ-კახეთში. ხ ·
რუსეთის იმპერატორის მანიფესტი საიდუმლოდ შემუშავდა.არ იქნა გათვალისწინებული ბაგრატიონთა
ინტერესები. ·
აღმოსავლეთ საქართველოს შეზღუდულ ავტონომიაზეც
უარი ეთქვა და რუსეთის იმპერიის პროვინციად გადაიქცა. ·
პროვინციის სათავეში „მთავარსარდალი’’ იგივე საქართველოს
მმართველი ანუ „მთავარმართებელი“ დაინიშნა; ·
აღმოსავლეთ საქარტველო დაიყო მაზრებად,რომელთაც
სათავეში რუსი ოფიცრები,“კაპიტან-ისპრავნიკები’’ ედგნენ. ·
1803-09
წლებში ბაგრატიონთა ოჯახის წევრები თითქმის მთლიანად გადაასახლეს რუსეთში(მათი უმრავლესობა
პეტერბურგში დამკვიდრდა). ·
რუსეთის
მთავრობამ მათ პენსიები დაუნიშნა. ·
ამ პირობებში ქართლ-კახეთის ტახტზე პრეტენზია განაცხადა
ერეკლე მე-2-ის ვაჟმა ალექსანდრე ბატონიშვილმა. ·
რუსული მმართველობის დამყარებას მოჰყვა ქართლ-კახეთის
სახელმწიფო სტრუქტურის შეცვლა; ·
რუსიფიკაციის შედეგად ქართული ენა განიდევნა საჯარო
ადმინისტრაციიდან ·
სამართლწარმოება მოსახლეობისათვის გაუგებარ რუსულ
ენაზე მიმდინარეობდა; ·
ნებისმიერი დოკუმენტი რუსულ ენაზე უნდა შედგენილიყო; ·
რუსული მმარტველობა თანდათანობით ეროვნული ჩაგვრის
იარაღად იქცა,რაც შეეხო უკლებლივ ყველა სოციალურ ფენას. ·
რუსეთიდან გამოგზავნილი ჩინოვნიკების განუკითხავი
მოქმედება მოსახლეობის უკმაყოფილებას იწვევდა.(წაიკითხე ალექსანდრე ყაზბეგის რომანი
„ელგუჯა’’ მიხეილ ჯავახიშვილის „არსენა მარაბდელი’’) ·
ფეოდალთა დიდი ნაწილიც ასევე უკმაყოფილო იყო რუსული
მმართველობით. ·
ქართული თავად-აზნაურობა ორ დაპირისპირებულ ჯგუფად
გაიყო; ·
პრორუსული
ორიენტაციის წარმომადგენლები მიიჩნევდნენ,რომ საქართველოს
არ შეეძლო დამოუკიდებლად არსებობა და ემხრობოდნენ რუსეთთან კავშირს,თუმცა მოითხოვდნენ,რომ
საქართველოსტვის მიენიჭებინატ ფართო ავტონომია იმპერიის შიგნით. ·
ამ ჯგუფის შეხედულებით,ავტონომიურ ადმინისტრაციას
შეეძლო გაეძლიერებინა რუსეთის დახმარებით გაერთიანებული საქართველო და მხოლოდ ამის
შემდეგ შიძლებოდა დამოუკიდებლობის აღდგენაზე ფიქრი(გრ.ორბელიანი) ·
მეორე, ნაციონალისტური
ჯგუფი სხვა მიზნებს ისახავდა.ისინი იბრძოდნენ ქვეყნის გასათავისუფლებლად
და ტახტზე ბაგრატიონთა დინასტიის აღსადგენად.ამისათვის ისინი თურქეთისა და სპარსეთის
დახმარებაზე ამყარებდნენ იმედს. ხ ·
ქართველი ერისათვის უმძიმესი დარტყმა გამოდგა ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის(დამოუკიდებლობის) გაუქმება რუსეთის საიმპერატორო კარის მიერ 1811 წელს ·
1917 წლამდე
ქართული ეკლესია საეგზარქოსოს სახით რუსეთის ეკლესიას ექვემდებარებოდა. ხ ·
მძიმე სოციალური პირობების და ეროვნული ჩაგვრის გამო
1804 წელს აჯანყდნენ არაგვის
ხეობების მთიელები ·
1812 წელს
დიდი აჯანყება მოხდა კახეთში ·
ეს აჯანყებები სასტიკად ჩაახშეს ხ ·
ამ პერიოდში
უმნიშვნელოვანესი ფიგურა იყო ალექსანდრე ბატონიშვილი. ·
ის პოლიტიკაში 20 წლის ასაკში 1790 წლიდან აქტიურად
ჩაერთო,გამოავლინა სამხედრო ნიჭიც. ·
რუსული მმართველობის დამყარებიიდან სულ მალე ალექსანდრე
ირანში გადაიხვეწა. ·
მაგრამ რუსეთ-ირანის ომის დაწყების შემდეგ დაბრუნდა
საქართველოში და სათავეში ჩაუდგა ეროვნულ მოძრაობას. ·
ალექსანდრე ბატონიშვილი იმედს ამყარებდა ირანის დახმარებაზე; ·
ის თავიდამ 1783 წლის ტრაქტატის მომხრე იყო,მაგრამრუსეთის
მხრიდან ტრაქტატის სრული იგნორირების პირობებში,მისი მიზანი დამოუკიდებლობის აღდგენა გახდა. ·
ამასთან ერთად,ქართველ პატრიოტთა ნაწილი
დაუშვებლად მიიჩნევდა ირანის პოზიციების აღდგენას ქვეყანაში და რუსულ ჯარსაც ეხმარებოდა
რუსეთ-ირანის ომის დროს.(4500 ქართველი მოხალისე მონაწილეობდა ჭარ-ბელაქნის დაპყრობაში). ·
საქართველოში ამგვარი დაძაბულობის პირობებში რუსეთის
მთავრობა იძულებული გახდა უფრო მოქნილი პოლიტიკა გაეტარებინა.საქართველოში მთავარმმართებლად
დაინიშნა პავლე
ციციანოვი(ციციშვილი),რომელიც გამოსული იყო ვახტანგ მე-6-ის დროს რუსეთში
გადასახლებული ქართული ფეოდალური ოჯახიდან.ამ დანიშვნით რუსეტის მთავრობა ადგილობრივ
ფეოდალებში უკმაყოფილების ჩახშობას ცდილობდა.(ციციანოვს უნდა ეთამაშა და ითამაშა
კიდეც „ჩვენიანის“ როლი) ·
ქარტულმა თავადურმა წარმომავლობამ ხელი შეუქყო ციციანოვს
დაახლოებოდა ზოგიერთ ადგილობრივ ფეოდალს. ·
ის შეეცადა რუსული მმართველობის სისტემის
ადაპტირებას ქართველი ხალხის წეს-ჩვეულებებთან. ·
ციციანოვმა აღკვეთა რუსი ჩინოვნიკების(მოხელეების)
თვითნებობა.თუმცა,ციციანოვი განუხრელად იცავდა რუსეთის ინტერესებს საქართველოში. ·
ციციანოვის მუხანათური მკვლელობის შემდეგ(ბაქოში)
მის შემცვლელად გენერალი პეტრე ბაგრატიონის კანდიდატურა განიხილებოდა ·
მაგრამ საბოლოოდ რუსეთის მმართველებმა მიუღებლად მიიჩნიეს
საქართველოში რუსული ადმინისტრაციის სათავეში ბაგრატიონის
დაყენება. ხ პეტრე
ბაგრატიონი (1765-1812) ·
იყო ვახტანგ მე-6-ის შურიანი
ძმის იესეს(!) შვილთაშვილი ·
ის დაიბადა ჩრდილოეთ კავკასიაში,ყიზლარში. ·
მან სამხედრო კარიერა აირჩია და მალე დაწინაურდა რუსეთის
არმიაში. ·
ბაგრატიონმა არაერთ ბრძოლაში მიიღო მონაწილეობა იყო რუსი გენერლის,სუვოროვის იტალიური და შვეიცარიული
კამპანიის მონაწილე და თავიც ისახელა ქალაქ ბრეშიას აღებისას. ·
1805 წელს ნაპოლეონის არმიასთან აუსტერლიცთან დამარცხების
მიუხედავად,ბაგრატიონის საჯარისო ნაწილებმა მაღალი საბრძოლო თვისებები გამოავლინეს. ·
შენდეგ ის მონაწილეობდა ნაპოლეონის
წინააღმდეგ აილაუსა და ფრიდლანდის
ბრძოლებში. ·
უმნიშვნელოვანესი გამარჯვებები მოაპოვებინა რუსეთის
არმიას თურქეთის წინააღმდეგ ომში. ·
მის
სამხედრო ღირსებებს მაღალ შეფასებას აძლევდა ნაპოლეონი და რუსული არმიის საუკეთესო
გენერლად მიიჩნევდა.(!) ·
ბაგრატიონის დანაყოფებმა უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულეს
ნაპოლეონისა და რუსულ არმიებს შორის გამართულ ბოროდინოს ბრძოლაში (1812 წლის აგვისტო) ·
აღსანიშნავია ,რომ რუსულ არმიაში ბაგრატიონის გარდა
იბრძოდა 12 ქართველი გენერალი და არაერთი ოფიცერი და რიგითი ჯარისკაცი. ბოროდინოს ბრძოლაში მძიმედ დაჭრილი ბაგრატიონი რამდენიმე
დღეში გარდაიცვალა.(ლერმონტოვს აქვს მასზე
დაწერილი ლეექსი „ბოროდინო“) |
იმერეთის სამეფოს გაუქმება ·
ქართლ-კახეთის სამეფოს რუსეთთან შეერთები შედეგად
კავკასიაში პოლიტიკური სიტუცია რადიკალურად შეიცვალა. ·
მალე გამოჩნდა,რომ საქართველოსდანარჩენ სამეფო-სამთავროებს ადრე თუ გვიან რუსეთის შემადგენლობაში
შესვლა მოუწევდათ. ·
იგივე ითქმის მთლიანად სამხრეთ კავკასიაზეც,რომლის
დიდი ნაწილიც,მე-19 საუკუნეში რუსეთ-ოსმალეთისა და რუსეთ-ირანის ომების შედეგად,რუსული
იმპერიის შემადგენლობაში აღმოჩნდა. ·
მე-19 საუკუნის დასაწყისში ასევე მიმდინარეობდა ქიშპი
დასავლეთ საქართველოში პირველობისათვის იმერეთის სამეფოსა და გურიის,სამეგრელოს და
აფხაზეთის სამთავროებს შორის. ·
იმერეთის მეფე სოლომონ მე-2-მ ამ პერიოდში დაამყარა
დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთთან,მაგრამ ის თავს აცხადებდა მთელი დასავლეთ საქართველოს
მეფედ,რუსეთს კი სულაც არ სურდა დასავლეთ საქართველოს სოლომონის
ხელქვეით გაერთიანება; ·
ეს გამოვლინდა,როდესაც რუსეთმა სამეგროლოს მთავრის
პროტექტორობა იკისრა.მაშინ როცა სამეგრელოს სოლომონი თავის ვასალად მიიჩნევდა. ·
სოლომონ მე-2 ეწინააღმდეგებოდა გიორგი მე-12-ის პოლიტიკას
და ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმებას,რადგან ხედავდა იმერეთის სამეფოს გაუქმების საფრთხესაც. ·
სოლომონის მიზანი თუნდაც ნაწილობრივი დამოუკიდებლობის შენარჩუნება იყო ·
სოლომონი თანხმდებოდა
რუსეთის დამორჩილებას მხოლოდ საგარეო პოლიტიკის სფეროში,მაგრამ ციციანოვი მისგან სრულ მორჩილებას მოითხოვდა. ·
1804 წელს ციციანოვი რუსული ჯარით შევიდა იმერეთში
და საკუთარი პირობები უკარნახა სოლომონს,რომლის თანახმადაც იმერეთი რუსული პროტექტორატის
ქვეშ შედიოდა და იმერეთის მეფე რუსეთის ვასალი ხდებოდა. ·
სოლომონი თანდათანობით თურქეთისკენ იხრებოდა
და დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდებდა იმერეთის მოსახლეობას. ·
1810
წელს იმერეთის სამეფო რუსეთმა გააუქმა.(!) ·
ოსმალეთში გადახვეწილი სოლომონ მე-2 კი გარდაიცვალა. ·
უკანასკნელი ბაგრატიონი მეფის ნეშტი 1990 წელს გადმოასვენეს თურქეთიდან და დაკრძალეს გელათში. ხ ·
დასავლეთ საქართველოს სხვა ნაწილებში რუსეთის პროტექტორატი დამყარდა ადგილობრივი თვითმმართველობის
შენარჩუნებით. ·
შენარჩუნებით სამთავროების დროებით შენარჩუნება გარკვეული
პოლიტიკური მიზნებით ხორციელდებოდა. ·
ერთის მხრივ,პოლიტიკური ერთეულების გაუქმება აუცილებლად
გამოიწვევდა დესტაბილიზაციას რეგიონში,მეორე მხრივ კი რუსული
ადმინისტრაციების ჩამოყალიბება დიდ ხარჯებს მოითხოვდა. ·
თურქეთთან
ომის პერიოდში 1804 წლის ოქტომბერში რუსულმა ჯარებმა
დაიკავეს ყულევი და აქ ააგეს პატარა ციხე-სიმაგრე რედუტ-კალეს სახელით. ·
ამ ფაქტს უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა,ვინაიდან შავი
ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე საყრდენი პუნქტის შექმნით რუსები ემზადებოდნენ მომავალში შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროდან თურქების
განდევნისათვის. |
1832 წლის შეთქმულება ·
1825 წ-ს რუსეთში წარუმატებლად დასრულდა
ე.წ.“დეკაბრისტების’’ ამბოხი,რომლის მიზანს მონარქიის გაუქმება
და რესპუბლიკის დაფუძნება წარმოადგენდა.(ა.განგებიძე;მ. ბარათაშვილი-ქართველი დეკაბრისტები) ·
დეკაბრისტთა ნაწილი სამხრეთ კავკასიაში(„თბილ ციმბირში’’)
გადმოასახლეს. ·
თბილისში მათ ურთიერთობა ჰქონდათ ქართულ განათლებულ
საზოგადოებასთან(ალ.ჭავჭავაძე;გ.ერისთავი;ს.დოდაშვილი და სხვ.) ·
დეკაბრისტთაა აჯანყების გარდა ქართველ პატრიოტებზე
დიდი გავლენა მოახდინა საფრანგეთის 1830 წლის საფრანგეთის
რევოლუციამ(გაიხსენე „სახელოვანი სამი დღე’’ და მეფე ბურჟუა) ·
მათზე ასევე დიდი გავლენა მოახდინა 1830-31 წლების პოლონეთის აჯანყებამ; ·
ამ დროისათვის ქართულად ითარგმნებოდა მოწინავე ევროპული
და რუსი მოაზროვნეების თხზულებები. ·
ევროპული განმანათლებლობის იდეოლოგია საფუძვლად
დაედო ქართულ ეროვნულ და სოციალურ მოძრაობას; ·
ქართულ ინტელექტუალურ წრეებში გამოიკვეთა აზრი რუსული
მმართველობის წინააღმდეგ აჯანყების მოწყობის აუცილებლობის შესახებ. |
·
მე-19 საუკუნის 20-იანი წლების მიწურულს ქართულ თავადაზნაურობაში
სამი დაჯგუფება გამოიყო; ·
ერთნი ნაადრევად
მიიჩნევდნენ რუსეთისგან გამოყოფას და დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს
შექმნას,რადგან ფიქრობდნენ,რომ კვლავ არსებობდა საფრთხე თურქეტისა და ირანის მხრიდან.ამ
ჯგუფში შედიოდნენ: ი.აფხაზი,ალ.ჭავჭავაძე და სხვები. ·
მე-2 ჯგუფის(ს.დოდაშვილი
გრ. ორბწლიანი და სხვები) შეხედულებით
უკვე არსებობდა ყველა პირობა საქართველოს დამოუკიდებლობის აღსადგენად და საჭირო
იყო ბრძოლის დაწყება განთავისუფლებისათვის. ·
მე-3 ჯგუფის
აზრით კი,საჭირო იყო 1783 წლის ტრაქტატის პირობების აღდგენა; ხ ·
ამ ჯგუფებში გამორჩეული ფიგურა იყო სოლომონ დოდაშვილი.მას
განათლება სანკტ-პეტერბურგის უნივერსიტეტში ჰქონდა მიღებული.უნივერსიტეტში ყოფნის
დროსმან გამოსცა“ფილოსოფიის კუსის“ პირველი ნაწილი.“ლოგიკა’’,რომელსაც ფართო გამოძახილი
ჰქონდა რუსულ განათლებულ წრეებში; ·
სამშობლოში დაბრუნების შემდეგ სოლომონ დოდაშვილი ეწეოდა
პედაგოგიურ საქმიანობას; ·
იყო გაზეთ „თბილისის უწყებანის’’ ქართულენოვანი ნაწილის
რედაქტორი; ·
დაარსა „სალიტერატურონი ნაწილნი თბილისის უწყებატანი’’,რომელშიც
იბეჭდებოდა სატაიები ქართული ენისა და ლიტერატურის,ისტორიის შესახებ; ·
უმკაცრესი ცენზურის მიუხედავად მაინც ხერხდებოდა პატრიოტული
იდეების პროპაგანდა; ·
სოლომონ დოდაშვილი,თანამოაზრეებთან ერთად საჭიროდ
მიიჩნევდა არა მონარქიის აღდგენას საქართველოში არამედ რესპუბლიკის შექმნას; ხ ·
ქართველი უფლისწულები,ოქროპირი და დიმიტრი,რომლებიც
იმ ხანებში სანკტ-პეტერბურგში ცხოვრობდნენ,ფიქრობდნენ საქართველოში
კონსტიტუციური მონარქიის აღდგენას; ხ ·
1829-30
წლებში შეთქმულების ცენტრმა სანკტ-პეტერბურგიდან თბილისში გადმოინაცვლა,შეთქმულებმა
კი მომზადება დაიწყეს.ისინი იმედოვნებდნენ,რომ რუსეთის წინააღმდეგ მთელი სამხრეთ კავკასია აღდგებოდა;(!) ხ ·
1831 წლის სექტემბერში პოლონეთის აჯანყების
ჩახშობის შემდეგ შეთქმულთა
ნაწილი დაარწმუნა აჯანყების მოწყობია ამაოებაში; ·
მეორე ნაწილმა
კი გადაწყვიტა გაეგრძელებინა ბრძოლა; ხ ·
საბოლოოდ შეთქმულება გასცეს და 38 შეთქმული დააპატიმრეს;მრავალი
მათგანი რუსეთის შორეულ პროვინციებში გადაასახლეს. ·
სოლომონ დოდაშვილი ვიატკაში გადაასახლეს და ცხოვრების
ბოლომდე აუკრძალეს სამშობლოში დაბრუნება; ხ ·
შეთქმულებას არც ერთიანი პროგრამა,არც ჩამოყალიბებული
სამოქმედო გეგმა და არც ფართო სოციალური დასაყრდენი არ ჰქონდათ.ამდენად,მათი გამარჯვება
თავიდანვე სათუო იყო;(!) ·
შეფასება: 1832 წლის შეთქმულებამ,წარუმატებლობის მიუხედავად,
დიდწილად მისცა მიმართულება შემდგომ-ეროვნულ განმათავისუფლებელ მოძრაობას საქართველოში. |
რუსეთის პოლიტიკა საქართველოში მე-19
საუკუნის შუა ხანებში ·
ცარისტული რეჟიმის გეგმით საქართველო უნდა გამხდარიყო
საყრდენი პუნქტი რუსეთის ექსპანსიისთვის ახლო აღმოსავლეთში. ·
მიზნის განხორციელებას რუსეთის მთავრობა იმედოვნებდა
რეგიონის რუსიფიკაციით. ·
ამ პოლიტიკის ერთ-ერთი შემადგენელი იყო არადგილობრივი მოსახლეობის ჩასახლება ქვეყანაში; ·
მე-19 საუკუნის პირველი მესამედის ომების შედეგად
საქართველოს სამხრეთ-აღმოსავლეთი სასაზღვრო ზოლი დაიცალა მოსახლეობისგან ·
1817-19 წლებში ძირითადად საქართველოს ტერიტორიაზე
დაასახლეს 500 გერმანული ოჯახი;(იხ.
ფაილი გერმანელები საქართველოში) ·
1828-29 წლების ომს საქართველოს სამცხის მუსლიმური
მოსახლეობის ნაწილის ოსმალეთში გადასახლება,ხოლო იქიდან სომხებისა და ბერძბნების ჩამოსახლება მოჰყვა; ·
1837 წლიდან მკვეთრად იზრდება რუს კოლონისტთა რიცხვი.პენსიაზე გასული სამხედროების გარდა,აქ სახლდებოდნენ
რუსული ეკლესიის მიერ დევნილი სექტების წარმომადგენლები-დუხობორები,მალაკნები ხ ·
20-30-იან წლებში მეფის მთავრობამ სამხრეთ კავკასიის
მიმართ საკუთარი ეკონომიკური პოლიტიკა ჩამოაყალიბა. ·
საქართველო და სამხრეთ კავკასია უნდა გამხდარიყო რუსული სამრეწველო საქონლის გასაღების
ბაზარი. ·
ამიტომ მიზანმიმართულად არ
ხდებოდა ინდუსტრილიზაციის ხელშეწყობა.ნებადართული იყო მხოლოდ სოფლის მეურნეობის იმ დარგების განვითარება,რომლებიც
ნედლეულით ამარაგებდა რუსეთის მრეწველობას; ·
1840 წელს მოხდა ტერიტორიის ახალი ადმინისტრაციული
დაყოფა;(შეადარე არაბების დაყოფა) ·
რეგიონი ორ ნაწილად გაიყო.საქართველო-იმერეთის გუბერნიაში შედიოდა
სომხეთი და აზერბაიჯანის ნაწილი; ·
კასპიის პროვინცია აზერბაიჯანის დანარჩენ ტერიტორიას
მოიცავდა; ·
რეფორმის შემდეგ ჩამოყალიბდა რუსული პროვინციების
მსგავსი ადმინისტრაციული მოწყობა; ·
შენიშვნა: 40-ანი წლების ადმინისტრაციული
რეფორმის მიზანი იყო მმართველობიდან ადგილობრივი ელემენტის გამოდევნა და მისი ჩანაცვლება
რუსული ელემენტით(რუსი მოხელეებით) ხ ·
1845 წ-ს კავკასიაში შემოიღეს რუსეთის მეფის ნაცვლის თანამდებობა; ·
მეფის ნაცვალი უშუალოდ მეფეს ემორჩილებოდა და საქართველოსა
და კავკასიის მმართველობაში შეუზღუდავი უფლებებით სარგებლობდა; ·
რუსეთის მეფისნაცვალი მიხეილ ვორონცოვი 1844-1854 წ.საქართველოში მოქნილ პოლიტიკას
ატარებდა.(!)(„რბილი ძალის პოლიტიკა“ ჰქვია დღეს) ·
მისი მმართველობის დროს აღდგა ქართული თეატრი,გაიხსნა
საჯარო ბიბლიოთეკა,დაარსდა გაზეთი, და ა.შ. ·
ქართველი თავადაზნაურების შვილები,რუსულის ათვისების
მიზნით,იგზავნებოდნენ სასწავლებლად მოსკოვსა და პეტერბურგში ·
30 000 პირს დაუმტკიცდა თავადაზნაურული წოდება
და მიიღო შესაბამისი პრივილეგიები,რაც დიდად უწყობდა ხელს მათი ლოიალობის გამტკიცებას
რუსული სახელმწიფოსადმი;(გაიხსენე დღევანდელი პოლიტიკა ჩრდილოეთ კავკასიაში რუსეთის) |
დადებითი
შედეგები,რომლებიც საქართველოს რუსეთის იმპერიაში შესვლამ მოუტანა: ა.ქართული მიწების მნიშვნელოვანი ნაწილის შემოერთება(რუსეთის
მიერ ოსმალეთთან და ირანთან წარმოებული ომების შედეგად) ბ.კავშირების აღდგენა და გამყარება ყოფილ ქართულ სამეფო-სამთავროებს
შორის(ანუ საქართველოს გაერთიანება) გ.საბოლოოდ მოისპო სამხრეთიდან მუსულმანური საფრთხე. დ.ქართულ საზოგადოებას მიეცა რუსულის ევროპულ კულტურას
ნაზიარებ წრეებთან მჭიდრო-კავშირის დამყარების საშუალება ე.დაინერგა განათლების სისტემა ვ.შეიქმნა პირობები კულტურის განვითარებისთვის ზ.რუსეთის გავლით საქართველოს მიეცა ევროპასთან მჭიდრო
კავშირის დამყარების,ევროპული კულტურისა თუ პოლიტიკური ნააზრევის გაცნობის და ათვისების
საშუალება. თ. გაუქმდა ბატონ-ყმობა. |
Комментарии
Отправить комментарий