მხატვრული ხერხები

 

ტროპი

·       ტროპი  არის მწერლის მიერ გადატანითი მნიშვნელობით ნახმარი სიტყვები და გამოთქმები

 

·       ზოგიერთი სიტყვა, ფრაზა გამოთქმა პირდაპირი მნიშვნელობით გაიგება,

ზოგჯერ კი ზემოაღნიშნულს (სიტყვას, ფრაზას, გამოთქმას) გადატანითი მნიშვნელობა აქვს.

 ტროპიბერძნული სიტყვაა და პირდაპირი გაგებით შემოვლას, .. გადაკრულად რამეს თქმას ნიშნავ.

 

ყოველდღიურ მეტყველებაშიც ხშირად ვხვდებით გადატანითი მნიშვნელობით ნახმარ სიტყვებს და

ზოგჯერ გამოთქმებს:

 

მაგ.ღვინით გალეშილ კაცზე ამბობენ – „უწვიმიაო”,

პუდრით შეთითხნილ ქალზე ამბობენ – „უთოვიაო” 

 

·       რუსუდანიანშიარის ერთი ადგილი, რომელიც გვიხატავს ხელმწიფის დატირებას

 

იყო დიდი ზრუნვა და ტირილი. გრგვინავდნენ ვითა ცა და დუღდნენ ვითა ქვაბი”. 

 

ქვაბის დუღილი არ შეიძლება პირდაპირი მნიშვნელობით გავიგოთ, რადგან

პირდაპირი მნიშვნელობით გაგების დროს ჩვენ უნდა წარმოვიდგინოთ ქვაბი და მასში მოთავსებული სხეულის, წყლის, საჭმლის და სხვა სხეულის დუღილის დამახასიათებელი ფიზიკური მოვლენა.

 

ეპითეტი

ეპითეტი არის:

მსაზღვრელი სიტყვა, რომელიც დაერთვის საგანს ან მოვლენას და ხაზს უსვამს

 მის დამახასიათებელ თვისებას

იმისათვის, რომ ყველა ზედსართავი ან ყოველგვარი განსაზღვრება არ მივიჩნიოთ ეპითეტად,

ერთმანეთისაგან უნდა გავარჩიოთ მხატვრული და ლოგიკური განსაზღვრება

წინადადებაშისკოლა დავამთავრე”, არ არის განსაზღვრული კერძოდ რომელი სკოლა

დავამთავრე, ხოლო წინადადებაშისაშუალო სკოლა დავამთავრე”, უკვე განსაზღვრულია,

დაკონკრეტებულია სკოლის ტიპი.

ამ მაგალითში სიტყვა საშუალოლოგიკური (აზრობრივი) განსაზღვრებაა.

გამოთქმებშინაზი ია”, „მოციმციმე ვარსკვლავი” , „შავი ყორანი”, „ანკარა წყარო” –

ხაზგასმული სიტყვები მსაზღვრელები არიან, მაგრამ პირველი განსაზღვრება

 („საშუალო”) ლოგიკური(აზრობრივი) განსაზღვრებაა.

მეორე ჯგუფის განსაზღვრება კი არ არის ლოგიკური.

მათი  გამოყენება არ არის აუცილებელი აზრის გასაგებად, რადგანაც ია რომ ნაზია,

ვარსკვლავი რომ მოციმციმეა, წყარო რომ ანკარაა (წმინდაა), ყორანი რომ შავია,

 ჩვენთვის ეს ისედაც გასაგებია.

უკანასკნელი ჯგუფის მსაზღვრელი სიტყვები უფრო მხატვრულად გვისახავენ საგნებს და

აძლიერებენ შთაბეჭდილებას.

ასეთ განსაზღვრებას მხატვრული განსაზღვრება ანუ ეპითეტი ეწოდება. 

ეპითეტი არის მხატვრული განსაზღვრება არსებითი სახელის


მეტაფორული ეპითეტები!!

ხშირად გვხვდება ისეთი მხატვრული განსაზღვრებაც, რომელიც ერთსა და იმავე დროს

ეპითეტიც არის და მეტაფორაც.

მხატვრულ ეპითეტმეტაფორას მეტაფორული ეპითეტი ეწოდება.

მეტაფორული ეპითეტის ნიმუშებია

მოალერსე ნიავი (ნიავს არ ახასიათებს სულიერი საგნის თვისებები),

მხიარული გაზაფხული, ანთებული გული”, „ჭაღარა თბილისი”,

თეთრწვერა ზამთარიდა .

·      

მუდმივი ეპითეტები

·       ზოგჯერ ერთსა და იმავე სიტყვასთან მუდმივად ხმარობენ ერთსა და იმავე ეპითეტს.

როგორიცაა, მაგალითად, „კუდამელია”, „ტრიალი მინდორიასეთ ეპითეტებს

 მუდმივ ეპითეტებს უწოდებენ

·      
ეპითეტების წარმოება

·       ეპითეტებად ძირითადად ზედსართავ სახელებს მოიხმარენ, მაგრამ ასევე გვხვდება

მიმღეობისაგან (ანუ ზმნებისგან)(„მოალერსე ნიავი” , „მოდუდუნე მტკვარი”) ან

არსებითი სახელისაგან („მხეცი ბატონი”, ცეცხლის ხმები”) წარმოშობილი ეპითეტებიც.

 

 

მეტაფორა

მეტაფორა არის:

ბერძნ. Metaphora 

·       სიტყვა ან გამოთქმა, რომელსაც გადატანითი მნიშვნელობა აქვს და ემყარება რაიმე ნიშნით მსგავსებას, რაიმე ნიშნით შედარებას, რაიმე ნიშნით ანალოგიას. 

 

·       ჩვენ ვამბობთ – „ბუნებამ გაიღვიძა”, რადგან მსგავსებას ვპოულობთ ბუნებასა და ადამიანს შორის და ცოცხალი ადამიანის თვისება – „გაღვიძება ბუნებაზე გადაგვაქვს

 

მეტაფორის ნიმუშებია

 

·       ცა განრისხდა”,

·        მთაწმინდაჩაფიქრებულა”,

·       ვარსკვლავებიფერხულს უვლიან,

·       ღამემიცისჩემი საიდუმლო,

·       გულიგაქვავდადა ..

როდესაც ვამბობთგული გაქვავდა, ამით გამოვხატავთ იმ აზრს, რომგული ქვასავით გახდა”.

ეს კი უკვე შედარებაა.

ამრიგად, მეტაფორას საფუძვლად უდევს მხატვრული შედარება.


ყოველგვარი მეტაფორა შეიძლება მხატვრულ შედარებად გადაიქცეს და

მხატვრული შედარება მეტაფორად. (!)

მაგალითად, შედარება: „ივანეს რკინასავით ნებისყოფა აქვს, (შედარება)

ჩვენ შეგვიძლია მეტაფორად გადავაკეთოთ – „ივანეს რკინის ნებისყოფა აქვს”.(მეტაფორა) 

 

·       მეტაფორა, თუმცა შედარებას ეყრდნობა, მაგრამ იგი მაინც არ არის ჩვეულებრივი შედარება.

·       შედარების დროს ჩვენ ვამბობთ: „აღტაცებამ მდინარესავით ჩაიქროლა”. ეს შედარებაა,

·        რადგან დასახელებულია ისიც, თუ რას ვადარებთ და ისიც, თუ რასთან ვადარებთ,

 .. შედარების ორივე წევრი გვაქვს.
იგივე შედარება ჩვენ შეგვიძლია გადავაკეთოთ მეტაფორად.

ამისათვის საჭიროა მოვსპოთ შედარების ორი წევრის დამაკავშირებელი სიტყვები

ან ნაწილაკები („ვით”, „როგორც) და

ორი ცნებააღტაცება და მდინარე ერთ საგანში გავაერთიანოთ.

ამის შედეგად ჩვენ მივიღებთ აღტაცების მდინარემ ჩაიქროლა”.(მეტაფორა) 

 

·       შედარების დროს ჩვენ ორი საგანი გვქონდა: აღტაცება და მდინარე.

·        ორივე მათგანი დამოუკიდებელ მოვლენად გვქონდა გათვალისწინებული,

 ისინი ორ საგანს შეადგენდნენ.

·       მეტაფორაში კი ჩვენ ვამბობთ: „აღტაცების მდინარედა ამ გამოთქმაში ჩვენ წარმოვიდგენთ

არა ორ ცალცალკე არსებულ მოვლენას (აღტაცებასა და მდინარეს),

არამედერთ საგანს, ერთ მოვლენას.

 აღტაცებაში ერთდება მდინარე და თვით მდინარეში კი აღტაცება.

.. თავად აღტაცება წარმოგვიდგება მდინარის სახით

·       შედარების დროს სიტყვები პირდაპირი მნიშვნელობით იხმარება და ყურადღებას ორი, სავსებით გარკვეული ცნების შეფარდება იპყრობს.

მეტაფორაში კი სიტყვები არაპირდაპირი მნიშვნელობით იხმარება და მეორე საგნის

 თვისება უშუალოდ ერთდება მეტაფორულად განმარტებულ საგანში

 

·       ამის გამო ლიტერატურის ზოგიერთი თეორეტიკოსი მეტაფორას განმარტავს

როგორც შემოკლებულ შედარებას.

მეტაფორისათვის მთავარი მნიშვნელობა აქვ ერთი საგნის თვისების მეორეზე გადატანას

 განურჩევლად იმისა, თუ რა საგნიდან რა საგანზე გადაგვაქვს აღნიშნული თვისება

ჩვენ შეგვიძლია მეტაფორის მეშვეობით

 

       ) სულიერი საგნის თვისება გადავიტანოთ უსულოზ

(„ბუნებამ გაიღვიძა, „თავს იწონებს ნაზი ია”). 

 

) უსულო საგნის თვისება გადავიტანოთ სულიერზე(„როსტომი ღელავდა”). 

 

) სულიერი საგნის თვისება გადავიტანოთ ისევ სულიერზ(„ატირდა ხარი ნიკორა”). 

 

) უსულო საგნის თვისება გადავიტანოთ ისევ უსულო საგანზე

(„სამშობლოვ, ჩემო ლამაზო, ზურმუხტო, ანუ ალმასო!). 

 

·       როგორც ვხედავთ, მეტაფორის საზღვრები ბევრად ვრცელია.

ამიტომ მეტაფორა  ტროპის ყველაზე გავრცელებული სახეობაა.

მას უხვად იყენებენ როგორც ფოლკლორში, ისე სიტყვაკაზმულ მწერლობაში: 

იამა გშობა შობითა

ვარდმა გაგზარდა ქებითა

ნარგიზმა ძუძუ გაწოვა

მას ჰგავხარ სურნელებითა” (ხალხური

 

·       გვადი სირცხვილში ჩავარდა”(. ქიაჩელი

 

·       მთები თავჩაჩქნიანები

ფიქრს მისცემიან მწარესა” (ვაჟაფშაველა)

 

 

შედარება

 

·       შედარება-ტროპის ისეთი სახეობა, რომელშიც უფრო ნათლად გამოსახვის მიზნით

 ერთი საგანი ან მოვლენა შეფარდებულია სხვა, უფრო ნაცნობ მოვლენასთან

 

·       იგი ტროპის უძველესი სახეობაა, რადგან ერთი საგნის თვისების მეორე საგანზე გადატანა

მეტაფორის შემდეგ ყველაზე უფრო მკვეთრად შედარებაში ხორციელდება

 

მალია, როგორც ხირიმის ტყვია 

და ტყვიასავით დაუნდობელი”(. ჭავჭავაძე). 

 

·       ამ შედარებაში მინიმუმ ორი წევრია (დასაშვებია მეტი), ერთი მთავარია,

მეორეს კი დამხმარე მნიშვნელობა აქვს.

დამხმარე მნიშვნელობა აქვს შედარების მეორე წევრს – „ხირიმის ტყვიას

და პერსონაჟის ბუნების შედარებით ხირიმის ტყვიასთან ხორციელდება

ტყვიის თვისებების გადატანა კაკოს ბუნებაზე

 

·       შედარება ორგვარი ხასიათისაა: პირდაპირი და მხატვრული

·       ზოგჯერ შედარების გამომხატველი ფრაზის შინაარსი

ჩვენ გვესმის პირდაპირი მნიშვნელობითშავი ზღვის საშუალო ტემპერატურა ბათუმში

ისეთივეა, როგორიც ხმელთაშუა ზღვისა სიცილიის ნაპირებთან;

 

ჭოროხის ხეობა დარიალივით ვიწროა; „ელმავლის სიჩქარე აღმართში ისეთივეა,

როგორც დაღმართშიდა სხვ

 

დაიმახსოვრე: პირდაპირი შედარება არ ახასიათებს მხატვრულ ენას. 

 

 

·        მხატვრული შედარების დროს ორი სხვადასხვა მოვლენა შეფარდებულია ერთიმეორესთან

არა სრული მსგავსების, არამედ ერთერთი რომელიმე ნიშნის მსგავსების ნიდაგზე

მოვლენის მხატვრულად გამოსახვის მიზნით. მაგ

 

პავლია მამასახლისი 

მაღალია ხესავითა

ბოქაულს რომ დაინახავს 

მაშინ წავა თხლესავითა” 

 

·       პავლია მამასახლისის სიმაღლის ზუსტად გათვალისწინება ხის სიმაღლესთან შედარების

 საშუალებით შეუძლებელია, რადგან თვით ხეები სხვადასხვა სიმაღლისა არიან და

არ ვიცით ზუსტადროგორი სიმაღლის ხეზეა ლაპარაკი.

სამაგიეროდ, ხის საერთო წარმოდგენა ჩვენში ზემოაღნიშნული სიტყვის წაკითხვისთანავე

 აღძრავს სიმაღლის შთაბეჭდილებას.

ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ: პავლია მაღალია.

შეგვიძლია ასეც გამოვთქვათ: პავლია ხესავით მაღალია. 

               

               ცხადია, უკანასკნელი ფრაზა, რომელშიც პავლიას სიმაღლე ხის სიმაღლესთან არის

შედარებული, თუმცა არა სიზუსტით, არა პირდაპირი გაგებით, გამოხატავს პავლიას თვისებას,

 მაგრამ იგი უფრო ნათლად, უფრო თვალსაჩინოდ ახასიათებს მოვლენას და

იწვევს გაცილებით მდიდარ შთაბეჭდილებას, ვიდრე შედარების გამოუყენებლობის დროს

 

·       აი, რა ძლიერ შთაბეჭდილებას იწვევს, რა თანაგრძნობისა და პატივისცემის

 გრძნობას აღძრავს მკითხველში ტარიელ გოლუას მიმართ ავტორი მხატვრული შედარების

გამოყენების გზით

 

ტარიელ გოლუა ისე იდგა მათ შორის, როგორც დროის ქარიშხლით

 ტოტებშემომსხვრეული, აქაიქ კანდაკორძებული,

მაგრამ ფესვებმაგარი და ტანძლიერი ძველი მუხა დგას ხოლმე

ახალ ავარდნილ მწვანე ნორჩ ტყეში” 

 

შედარების წარმოება:

·       შედარებისათვის აუცილებელია ორი მოვლენა:

რა უნდა შევადაროთ და რას უნდა შევადაროთ

 

·       უმეტეს შემთხვევაში, წინადადებაში, ეს მოვლენები ერთმანეთს უკავშირდებიან

 გრამატიკული კავშირებით: როგორც”, „ვითარცა”, „ თითქოს”, „მსგავსად”,

ან ნაწილაკებით: ვით”, „ებრ და სხვ.

ზემოაღნიშნული სიტყვები და ნაწილაკები, ცნებათა დაკავშირებასთან ერთად ხაზს უსვამენ

შესადარებელ საგნებს შორის საზღვრის არსებობას, ან სხვაგვარად რომ ვთქვათ,

თვით წარმოადგენენ ასეთ საზღვარს

 

აი, მხატვრული შედარების ნიმუშები

 

1.„მაღლით ბრძოლის ველს, როგორც ხელის გულს, ისე დაჰყურებს მთავარსარდალი” (აკაკი). 

 

2. ღუღუნი იგი ჩამრჩენია გულს

მწუხარე არის ვით გლოვის ზარი, 

მაგრამ თუ ნაღველს მოჰბერს დაჩაგრულს

უკუჰყრის კიდეც, ვით ღრუბელს ქარი (. ჭავჭავაძე). 

 

·       3. „დგას საქართველო ოქროს თასივით

შენი ლექსების ნექტარით სავსე” (ალ. აბაშელი). 

 

·       4. „ხალხში რაღაც ჩოჩქოლი ატყდა და მოისმა კიჟინი: დაუკარით, დაუკარითო!

უცბად შეჩერდა აბდუშაჰილი და აქეთიქით დაიწყო ყურება.

წრეში ვეფხვივით შემოვარდა ერთი ვიღაც ტანწვრილი, მაღალი, მხარბეჭიანი და თმაგაჩეჩილი

ახალგაზრდა. შეხედა მოპირდაპირეს და შეჩერდა. თათარმა ტორტმანი დაიწყო და ხელების

 შლა. უცებ გაექანა შურდულივით ახალგაზრდა, შეუვარდა ფეხებში, გამოჰკრა ორივე ხელი,

 ჯირკვივით გადააგორა ფალავანი და გამოიჭრა წრიდან”(აკაკი

 

·       ზოგჯერ შედარებაში გამოყენებული არ არის კავშირი და ნაწილაკი.

ასეთ შედარებას უკავშირო  შედარებას უწოდებენ 

 

·       . „ჩემი სამშობლო ჩემი გულია (აქ კავშირი არ არის, მაგრამ იგულისხმებასამშობლო ჩემთვის ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ჩემი გული). 

 

·       სანთური ხარ, ქამანჩა ხარ, ტაში ხარ (საიათნოვა. სანთური და ქამანჩა სამუსიკო იარაღებია). 

 

·       ოთარაანთ ქვრივი მსჯელობს კესოსთან სამოჯამაგიროდ მიმავალი გიორგის შესახებ

 

სურვილია, იღბალია ... ჯერ დაუდუღარი მაჭარია და ბუყბუყებს”(ილია). 

 

·       უკავშირო შედარების ნიმუშებია აგრეთვე ქვემოთ მოტანილი მაგალითები,

                 რომლებიც შედგენილია სახელის ვითარებით ბრუნვაში  დასმით  და ხარისხების

               გამოყენების საშუალებით

 

·       ცოლი სტიროდა ჯოყოლას

ცრემლს ასხურებდა ხშირადა

არჩვი ყელგადაგდებული

თმახშირი, მთვარე  პირადა 

ეკვრებოდა გულმკერდზე 

ქმარს მარგალიტის ღილად” (ვაჟაფშაველა). 

·        

·       მგზავრის წერილებშიილია ჭავჭავაძე ერთმანეთს ადარებს თერგსა და მყინვარს,

დღესა და ღამეს. იგი ამ შედარების დროს შესადარებელი საგნების,

 .. დღისა და ღამის, თერგისა და მყინვარის ვრცელ სურათს გვიხატავს.

 ასეთ შედარებას გავრცობილი შედარება ეწოდება

 

·       შედარების ერთერთი სახეობააა აგრეთვე უარყოფითი შედარება

 

·       იმას (ბატონს) კაცებრი გული არ ჰქონდა

რომ მამაჩემი შებრალებოდა” (ილია ჭავჭავაძე

 

უარყოფითი შედარება ლიტერატურაში იშვიათად გვხვდება

 

 

 

gapirovneba,

გაპიროვნება  არის:

·       ტროპი, რომლითაც უსულო საგანი, ცხოველი ან რაიმე განყენებული მოვლენა გვეხატება როგორც  ცოცხალი, გრძნობიერი, გონიერი არსება მასზე ადამიანის რამდენიმე ან მთელი რიგი თვისებების  გადატანი საშუალებით. 

 

როდესაც ჩვენ ვამბობთ:

 მუხა იგრძნობს ალიონს,

სიზმარმა ფრთები შეისხა”,

არაგვი მორბის”,

 დღემ დაიხურა პირბადე” – ეს მეტაფორის ნიმუშებია,

 

 რადგან მოვლენის ერთი თვისება გადატანილია მეორე მოვლენაზე, მაგრამ ამავე დროს გაპიროვნებაა, რადგან დასახელებულ ნიმუშებში ადამიანის თვისებები უსულო საგნებზე, ან განყენებულ მოვლენებზეა გადატანილი


არის ისეთი შემთხვევაც, როდესაც უსულო საგანზე, ან განყენებულ ცნებაზე

 გადატანილი ადამიანის, ან სულიერი საგნის რამდენიმე თვისება: 

 

ბუნება თვლემდ... ტყე გაყუჩებულიყო, ხეებმა თელას თვალიერება დაუწყეს.

 უსურვაზი ინაზებოდა, ხეები წყრებოდნენ.

 ხეების ტოტებმა თახთახი დაიწყეს სიბრაზისგან.

მთვარემ ბადესავით გადააფარა ტყეს თავისი სხივები” (ვაჟაფშაველა

 

ან კიდევ

 

ყვავილნი ყელგადაგდებით

დახატულები კალმითა

მინდიას გაუმარჯოსო

ერთხმადა სტეხენ ყიჟინსა, 

ხეები ფოთლებს არხევენ

ბუნება იწყებს ბიბინსა

და მერე სათითაოდა 

ყველა მოჰყვება ტიტინსა

მე ვარო ამის წამალი”, 

სხვა გაიძახის – „იმისა” (ვაჟაფშაველა

 

ამ მაგალითებში მრავლადაა მეტაფორული გამონათქვამები.

მასში თითოეული ფრაზა მეტაფორას წარმოადგენს, მაგრამ მთლიანობაში ეს ეპიზოდი

არის გაპიროვნება, რადგან უსულო საგნებზე გადატანილია ადამიანის დამახასიათებელი

 მთელი რიგი თვისება, რის შედეგად ბუნება ჩვენ გვეხატება როგორც ცოცხალი არსებ

 

·       ზოგჯერ გაპიროვნებულია აბსრაქტული/განყენებული  მოვლენა:

სიცოცხლე, სიყვარული, სევდა, იმედი, სიხარული, თავისუფლება, ოცნება და სხვ.

განყენებულ მოვლენათა გაპიროვნების ნიმუშებია

 

·       1. სასოებამ ფრთა გაშალა

გულსა მკრა და ამაძგერა” (აკაკი წერეთელი

 

·       2. „სიყვარულო, ძალსა შენსა ვინ არს, რომე არ ჰმონებდეს

ვინ არს, რომე გულსა ტახტად, ოხვრას ხარკად არა გცემდეს

ხელმწიფე ხარ თვითმპყრობელი, ტახტი მზა გაქვს, ჰგიებ საცა

გულები გყავს ქვეშევდომად, ამას მეც ვგრძნობ და თვით სხვაცა” (ალ. ჭავჭავაძე

 

·       საზიზღარი, აუტანელი სევდა, რომელსაც თმის ბალანიც კი იგრძნობს!

 როგორც ღალატი საყვარელი ადამიანისა ისე იკბინება შიგ გულში, როგორც განწირულობა,

 ისე ადუნებს ყველაფერს, ღონეს მართმევს... მოდი, მოდი, ჩემო ძველო ოცნებავ,

 მოდი, მომიალერსე! შემიჯინე ზურგზე და შენი მსუბუქი ფრთებით მატარე ჩემს საყვარელ ქვეყანაში” (. ლომთათიძე). 

 

·       ნოდარ დუმბაძე ნოველაშიძაღლიბაბუის და შვილიშვილის (სპირიდონის და გოგიტას) ძაღლთან დამოკიდებულებით ამ პერსონაჟების უმაღლეს გულკეთილობას ასახიერებს. ძაღლიც გრძნობს მათ მზრუნველობას, მინდობილია მათზე და არა მარტო გრძნობს, ადამიანივით ფიქრობს, აზროვნებს და ამ ხერხით პირუტყვის გაპიროვნების ხარისხი უმაღლეს წერტილს აღწევს.

 

 

ჰიპერბოლა

 

·       ჰიპერბოლა არის 

საგნის ან მოვლენის გაზვიადებულად გამომხატველი ტროპი

                  თვით სიტყვაცჰიპერბოლაბერძნულად გაზვიადებას ნიშნავს

 

ნიმუშები

 

1.”სანადიროდ წამოვიდნენ ამირან და ძმანი მისნი, მთას ირემი წამოუხტათ,

ცასა სწვდება რქანი მისნი” (ხალხური). 

 

2.”ხოვლეში სამი რწყილია, გასუქებულან ხრილითა, ისეთი გასუქებულან,

    ღობეს ამტვრევენ კბილითა„.(ხალხური). 

 

3. ”აქეთ გორასა წიხლსა ვკრავ, და იქით გორას ძვრას ვუზამ, ას ლიტრა რკინას დავღეჭავ, კევივითა და ყლაპს ვუზამ”(ხალხური). 

·       ჰიპერბოლურია ასეთი მეტაფორები:”გომბორი მხრებით ცას ებჯინება”, ”მისი თვალები ცეცხლს აფრქვევდა”. 

·       ჰიპერბოლური შეიძლება იყოს ეპითეტი, გაპიროვნება და სხვ.( !)

 

 

ლიტოტესი

·       ლიტოტესი - საგნის ან მოვლენის დამცირებულად გამოხატვა.

 

·       მგზავრის წერილებშირუსი ოფიცერი ასე ახასიათებს თბილისს: „აბა, რა ქალაქია თქვენი ქალაქი, ერთი თავიდან რომ გადააფურთხო, ქალაქის ბოლოს დაეცემა

 

·       ზოგჯერ ლიტოტესიც და ჰიპერბოლაც ერთად გვხვდება – „შვილო, ნეფის ტოლა კაცია (ჰიპერბოლა), ჩვენისთანა მწერს (ლიტოტესი), ნეკი რომ გაანძრიოს, იმით გასრესს (ჰიპერბოლა) – (. ნინოშვილი).

 

ალიტერაცია

ალიტერაცია (ლათ. alliteratio) — ერთი და იმავე თანხმოვანი ბგერების გამეორება სალექსო სტრიქონში.

იგი გამოსახვის პოეტური ხერხია, ემოციური ზეგავლენის საშუალებაა, ბგერების მუსიკალური ორგანიზაციის ფორმაა. ალიტერაცია ქმნის ლექსის კეთილხმოვნებას, სიტყვის შინაარსის აკუსტიკური თვალსაჩინოებას და ამით მკითხველზე ახდენს ესთეტიკურ გავლენას. თითქმის ყველა პოეტი მეტ-ნაკლებად იყენებს ალიტერაციას. ალიტერაციის ოსტატური გამოყენებით ძალიან ხშირად წარმტაცი მუსიკალობაა მიღწეული.

აი მაგალითებიც:

1. გველნი გაშლით მოეკეცნეს, ბაღი შეღმა შერაშენდა.

. რუ )

2. ქალწულ ყვავილს ქალწულ ბაღში ქალწულივე ქალი რგავდა.

(. გრი )

ბგერების გამეორება მაშინაა პოეტური, ესთეტიკური, როცა მას ახლავს ამსახველობითი ემოციური ძალა. ბგერების უაზრო ფორმალისტური თამაში მოკლებულია მხატვრულ-ესთეტიკურ ღირებულებას.

ალიტერაციულ ლექსში ხშირად რიტმის საყრდენია ტაეპთა საწყისი სიტყვები, რომლებიც ალიტერაციულადაა გამართული. ალიტერაციული ლექსთწყობა მიღებულია საერთოდ. იგი უყვარს ქართულ ხალხურ პოეზიასაც.


მოდი ვნახოთ ვენახი, რამ შეჭამა ვენახი, მიველ ვნახე ვენახი, თხამ შეჭამა ვენახი,
მოდი ვნახოთ თხა, რამ შეჭამა თხა,
მიველ ვნახე თხა, მგელმა ჭამა თხა.

ალიტერაციული ლექსის ბრწყინვალე ნიმუშია ალ. აბაშელის ლექსიგანთიადის მოლოდინში“, რომელიც ოთხტაეპოვანი ექვსი სტროფისაგან შედგება:


1.
ნისლის ნაკვეთი ნარნარ ნიავს
ჩამქრალ ჩრდილად ჩაჰკვდომოდა,
ბუჩქნარ-ბაღში ბროლ-ბილილას
მწვანე მოლი მოჰფენოდა.

2. უჩვევ უკუნს ულმობელად

წარბ-წამწამი წაექუშა
ვარსკვლავთ ვერცხლი, ვაგლახ ვალად
ჩრდილთა ჩანჩქერს ჩაეფუშა.

3. ფრთოსან ფიქრთა ფეიქარი

ქნარზე ქროლვით ქეჯანს ქსოვდა,
(
ზურმუხტ ზრახვით ზვირთთა ზარი
შავი შიშის შრიალს შობდა..
(
ალ. აბაშელი)

აბაშელის პოეზია ალიტერაციის შესანიშნავი ნიმუშების შემცველია. ასევე საინტერესოა გალაკტიონის სტროფი:

ქარი და წვიმის წვეთები ხშირი
წყდებოდნენ, როგორც მწყდებოდა გული.
. ტაბიძე)

პოეზიაში ხშირია შემთხვევა, როცა სიტყვის დიდი ოსტატები ვირტუოზულად წარმოგვიდგენენ თანხმოვანი და ხმოვანი ბგერების. ერთობლივ შეწყობას, გამეორებას, რაც ქმნის მაღალ პოეტურობას, მაღალ მუსიკალურ ჟღერადობას ლექსით მეტყველებაში. ასე მაგალითად:

1. კარვის კალთა ჩახლართული, ჩავჭერ ჩავაკარაბაკე

(. რუ )

არის შემთხვევა, როცა ლექსის ალიტერაციულობა ერთი თანხმოვანი ბგერის გამეორებაზეა აგებული, მაგრამ გასდევს მთელ ტაეპს, მაგალითად:


ლეილას თვალები ელავენ ბნელიდან.
დედოფალს ახლავან მხევალნი მცველებად;
ყვავილიც მწველია ლეილას ხელიდან.
დალალნი დაშლილან მღელვარე გველებად.
ასული მწველია ძველი სურნელებით,
დედოფლის ალერსი გრძელია, ძნელია;
ლეილა ლოცულობს დაღალულ ხელებით,
ქალები გალობით ალიონს ელიან.

(
. იაშვილი)

ალიტერაცია შეიძლება პროზაულიც. თანხმოვანი ბგერების კანონზომიერი გამეორება, რომლებიც მუსიკალურ ჟღერადობას გადმოსცემენ, პროზაშიც ალიტერაციულ ხასიათს ღებულობენ: ალიტერაცია რიტმული პროზის ძირითად კომპონენტად გვევლინება

ალიტერაციულობის თვალსაზრისით საყურადღებოა: . ბარნოვის, . დადიანის, . გამსახურდიასა და სხვათა თხზულებანი. ამ შემთხვევაში, მივუთითებთდიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენაზე“:


1.
ქორისფერი ქორედები ცის სილურჯეს მიბჯენოდნენ თხემებით, არწივები ფრთხებოდნენ ჯვარისმტვირთველის ჯორის თქარუნზე.
2.
ლაზისტანის ზღვა ღელავდა შორენას ზღვისფერ თვალებში.
3.
ცხრატბის ერისთავის მეუღლეს ცხრა ღამეც არ გაუთევია ქმართან.
4.
ყველაფერს შენ შეგწირავ, შენ განაცვალებ შორენა.
5.
ბნელში დაბუდებული ბუს მართვე ბნელს უჩიოდა ხილნარში.

ალიტერაცია, როგორც პოეტური გამოსახვის ხერხი, ლექსითი მეტყველების ორგანული თვისებაა, მაგრამ, როგორც ვნახეთ, არც პროზაული მეტყველებისთვისაა უჩვეულო.

 

 

განმეორება

სიტყვათა ჯგუფების განმეორება- შთაბეჭდილების გაძლიების მიზნით:

„ქარი ჰქრის,ქარი ჰქრის,ქარი ჰქრის

ფოთლები მიჰქრიან ქარდა-ქარ“ ,-გალაკტიონი

 

 

ალუზია

"გადაკრული სიტყვა"
რიტორიკული ხერხი - გადაკვრით ხსენება რაიმე ცნობილი ისტორიული ამბის ან ლიტერატურული ნაწარმოების ან პერსონაჟის

 

ალეგორია

 

ალეგორია არის

ქარაგმული სახე, რომელსაც არა აქვს პირდაპირი მნიშვნელობა და სხვა საგნის ან მოვლენის გამოხატვას ემსახურება.

 

ალოს ეგოროვობერძნულად ნიშნავსსხვას ვამბობ, სხვას ვგულისხმობ”.

 

ალეგორია მეტაფორას უახლოვდება, მაგრამ მაინც განსხვავდება ამ უკანასკნელისაგან.

მეტაფორაში ჩვენ არაპირდაპირი, ანუ გადატანითი მნიშვნელობით ვხმარობთ ცალკეულ სიტყვას, გამოთქმას, ან ფრაზას.

 

 ალეგორიაში სიტყვები და ფრაზები შეიძლება პირდაპირი მნიშვნელობითაც კი ვიხმაროთ, მაგრამ მთელი შინაარსი კი არაპირდაპირი მნიშვნელობით გაიგება.

 

·       კრილოვის იგავშიმგელი და კრავიცალკეული სიტყვები და გამოთქმები შეიძლება პირდაპირი მნიშვნელობით გავიგოთ–” ბეკეკას დასცხა და წყალი მოსწყურდა”, „მდინარის პირას მიადგადა . . შეგვიძლია მდინარეში მართლაც ვიგულისხმოთ მდინარე, წყურვილში მართლაც წყურვილი, მაგრამ მთელი შინაარსი ამ ალეგორიული ნაწარმოებისა კი ცხოველების ნაცვლად ადამიანებზე უნდა გადავიტანოთ.

·       ამ ნაწარმოებში წარმოდგენილი ცხოველთა ურთიერთდამოკიდებულების ჩვენებით ავტორმა ის აზრი გამოთქვა, რომ ძლიერი უსამართლოდ ჩაგრავს უძლურს. მართალია, ასე ხდება როგორც ადამიანთა შორის, ისე ცხოველთა სამეფოშიც, მაგრამ ავტორს ამ შემთხვევაში აინტერესებს არა ცხოველთა ურთიერთობა, არამედ ადამიანთა უსამართლობის გაკიცხვა. ამიტომ, რასაც ის ამბობს ცხოველებზე, .. ნაწარმოების მთელი შინაარსის აზრი(ძლიერი უძლურს უსამართლოდ ჩაგრავს) ადამიანებზე უნდა გადავიტანოთ.

·       აკაკის აქვს ერთი ალეგორიული ნაწარმოებიპირუტყვების არჩევანი”. მასში პოეტს დასახელებული ჰყავს ვირი, აქლემი, ვეფხი, მგლები და სხვ. ეს ნაწარმოები გადაკრულად, ქარაგმულად გვიხატავს ქუთაისის გუბერნიის თავადაზნაურთა წინამძღოლის არჩევას ძველ დროში და ცხოველების სახით გამოყვანილი ჰყავს ნამდვილი ადამიანები.

 

·       ალეგორიულია, მაგალითად, ანდაზა:ყვავს არ ჰქონდა, ბუს გაჰქონდაო”. ეს ანდაზა იხმარება არა იმ მიზნით, რომ ყვავი და ბუ დაახასიათოს, არამედ იგი ახასიათებს ადამიანებს და ალეგორიულად გამოხატავს შემდეგ აზრს: როცა ერთ ადამიანს არა აქვსრა , მისგან მეორე ადამიანიც ვერაფერს წაიღებს.

დაიმახსოვრე: ანდაზები  ალეგორიულია

 

·       ალეგორიული შინაარსის მოთხრობებსა და ლექსებში უმთავრესად ცხოველებია გამოყვანილი, ზოგჯერ კი მცენარეები, ადამიანები და სხვ.

·       ალეგორიული შინაარსისაა იგავარაკები, ანდაზები, ზოგჯერ მთელი მოთხრობები, რომანები და სხვ. მაგალითად, ცნობილ გულივერის მოგზაურობაში ლილიპუტების სახით გამოყვანილია ჩვეულებრივი ადამიანები.

·       ზოგჯერ ალეგორიულად გაიგება ცალკეული სიტყვებიც: მაგ. „საქართველოსნაცვლად აკაკი ხმარობს შემდეგ ალეგორიულ სიტყვებსამირანს” , „ნესტანს” , „სატრფოს” , ვაჟა– ”არწივს” (არწივი ვნახე დაჭრილი”). საქართველოს მტრებს ვაჟა ალეგორიულად უწოდებსყვავყორნებს”.

·       ალეგორიულად აზრის გამოხატვას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა და აქვს დღესაც. ალეგორიას ხშირად მიმართავდა აკაკი წერეთელი. თავის ლექსებში ის ლაპარაკობს ამირანის შესახებ, უმღერის სატრფოს, სულიკოს , ნესტანდარეჯანს და ყველა ამ ხაზგასმულ სიტყვაში არ იგულისხმება არც ზღაპრული ამირანი, არც პოეტის ვინმე მიჯნური ქალი, არც რუსთველის ნესტანი, არამედ იგულისხმება საქართველო. აი, როგორ მოგვითხრობს აკაკი ალეგორიულად საქართველოს თავგადასავალს, ვითომდა ამირანის თავგადასავლის სახით:

·       კავკასიის ქედზე იყო ამირანი მიჯაჭვული, ყვავყორნები ეხვეოდა, დაფლეთილი ჰქონდა გული. ქვეყნად ცეცხლის მოტანისთვის გულს ცეცხლი არ ნელდებოდა და რაღაცა მანქანებით გული ისევ მთელდებოდა. ჰქონდა ჭირში მოთმინება, არც კვნესოდა, არც ოხვრიდა, მონურად ქედს არ უხრიდა უსამართლო ძლიერებას. ბოლოს მაინც გამარჯვება დარჩა!... ყველა გააოცა!... და ის ღვაწლი, მაგალითად, მიწის შვილთა მან გადმოსცა...”

·       რასაც პოეტი მოგვითხრობს ამირანის შესახებ, ის ყველაფერი საქართველოს გადახდენია. ზოგჯერ პოეტი კიდეც განმარტავს თავის ალეგორიას. ამ ლექსის ბოლოს აკაკი ამბობს:

·       კავკასიის მაღალ ქედზე . მიჯაჭვული ამირანი, არის მთელი საქართველო და მტრები კიყვავყორანი. . მოვა დრო და თავს აიშვებს, იმ ჯაჭვს გასწყვეტს გმირთაგმირი!.... სიხარულად შეეცვლება ამდენი ხნის გასაჭირი!”.

·       ალეგორიის გახსნა აკაკიმ მოახერხა იმით, რომ ამ ლექსით აამღერა მეათე საუკუნეში საბერძნეთიდან საქართველოში დაბრუნებული ჯარი. ცენზურამ ვერ გაითვალისწინა, რომ აკაკი ამ ლექსში წარსულთან ერთად მისი დროის საქართველოს აწმყოსაც და მომავალსაც გამოხატავდა.

·       ალეგორიული ხასიათისაა

. ბარათაშვილისსუმბული და მწირი”, ვაჟასკლდე და მდინარე”, „არწივიდა სხვ.

 

 

ალეგორიული სახე

ისეთი სახე, რომელსაც არ აქვს დამოუკიდებელი მნიშვნელობა და რომლის საშუალებითაც სხვა მოვლენა უნდა განვიცადოთ, ან წარმოვიდგინოთ.

სიმბოლური მნიშვნელობისაა ვაჟაფშაველას პერსონაჟი – ლუხუმი.
მასში შეიძლება ვიგულისხმოთ, საერთოდ, მაღალი იდეალისათვის თავდადებული და დროებით დაუძლურებული ყველა გმირი.
ასეთ შემთხვევაში ლუხუმი სიმბოლური სახეა, მაგრამ ლუხუმის მნიშვნელობა შეიძლება უფრო დავაზუსტოთ: შეიძლება მასში ვიგულისხმოთ საქართველო.
ასეთ შემთხვევაში ლუხუმი, სიმბოლურის ნაცვლად, ალეგორიული სახე იქნება.

ერთი და იგივე სახე შეიძლება იყოს ერთსა და იმავე დროს ეპიკური, გმირული, ალეგორიული და სხვ. ასეთი სახეა, მაგალითად, ვაჟას სახალხო გმირილუხუმი.

 

  

სიმბოლო

სიმბოლო არის  -ფართო მნიშვნელობის ალეგორია.

ჩვეულებრივ სიმბოლოს ნიშანს უწოდებენ.

ამ ტერმინს ორგვარი პირველადი მნიშვნელობა აქვს: სიმბოლო არის ნიშანი და ამავე დროს სიმბოლური სიტყვასიტყვით ნიშნავს შეერთებულს („სიმბოლო” – ბერძნ. ვაერთებ).

სიმბოლურ სახეში ან საგანში, როგორც სხვა საგნის ნიშანში, მართლაც შეერთებულია თვით საგნის პირველად მნიშვნელობასთან სხვა მნიშვნელობა.



სიმბოლური სახის ნიმუში გალაკტიონ ტაბიძის ლექსიდანმერი:
შენ ჯვარს იწერდი იმ ღამეს, მერი,
მერი, იმ ღამეს, მაგ თვალთა კრთომა,
სანდომიან ცის ელვა და ფერი,
მწუხარე იყო, ვით შემოდგომა

აქ, ერთი შეხედვითპოეტი ცის ფერზე ლაპარაკობს, მაგრამ სინამდვილეში ცა რაღაც მოვლენის სიმბოლოა, იგი სხვა მოვლენასთან არის შეერთებული. შესაძლებელია გავიგოთ რისი სიმბოლოაცა”. ამავე ლექსის პირველი ვარიანტი იწყებოდა ასე:

შენ ჯვარს იწერდი იმ ღამეს, მერი,
მერი, იმ ღამეს მაგ თვალთა კრთომა,
მაგ უცხო სახის ელვა და ფერი,
მწუხარე იყო, ვით შემოდგომა

ამ სტროფში მერის სახეზეა ლაპარაკი. მეორე ვარიანტში კი პოეტმა მერის კონკრეტული სახის ნაცვლადცადაგვისახელა. ამ შემთხვევაშიცა გალაკტიონისათვის არის მერის სახის სიმბოლო.

 მაგრამ სიმბოლური სახის დაზუსტება მკითხველისათვის ძნელია. სიმბოლური მნიშვნელობით არის გამოყენებული სანთლები . ტაბიძის ლექსის ქვემოთ მოყვანილ ნაწყვეტში:

შორს, თვალუწვდენელ ლაჟვარდს იქით სანთელი ჩანდა,
დასასვენებლად მიიწევდა იქ მეზღვაური.
ერთხელ ზღვა გაწყრა, აირია, გაჟინიანდა,
ტალღებმა შექმნეს ვაივიში, აურზაური
და გემს უმიზნოდ, საუკუნოდ დააგვიანდა

ამ ლექსში იგრძნობა, რომ სანთელები არის სიმბოლო რაღაც შორეული მიზნის, საითკენაც ისწრაფვოდა პოეტი.

თავისი ბუნებით სიმბოლო ალეგორიას უახლოვდება, მაგრამ მათ შორის არის განსხვავება. ალეგორიული ისეთი სახეა, რომელსაც არა აქვს დამოუკიდებელი მნიშვნელობა და რომელიც სხვა სახის წარმოდგენის საშუალებად არის გამოყენებული

აკაკის განთიადში გვხვდება ალეგორიული გამოთქმები: „რაინდი”, „თავდადებული”, „მგოსანი”. ამ სიტყვებში არ იგულისხმება ყველა რაინდი, ყველა თავდადებული ან ყველა მგოსანი, არამედ იგულისხმება კონკრეტული პიროვნება – დიმიტრი ყიფიანი.

ალეგორიული სახეების შეთავაზების დროს ზოგჯერ პირდაპირ არის მითითებული იმაზე, თუ კერძოდ ვის ან რას გულისხმობს ავტორი, რა მოვლენაზეა ლაპარაკი (მაგალითად, იგავარაკებში).

სიმბოლური სახის შინაარსის გადატანა ერთ გარკვეულ მოვლენაზე ძნელია. სიმბოლურ სახეს დამოუკიდებელი მნიშვნელობა აქვს და მისი კავშირი სხვა მოვლენებთან მხოლოდ იგრძნობა; სიმბოლური სახე არ იზღუდება ერთი მოვლენით. მისმა შინაარსმა მთელი რიგი მოვლენები უნდა განგვაცდევინოს.

რიტორული შეკითხვა

რიტორული შეკითხვა - შეკითხვა, რომელიც პასუხს არ მოითხოვს, რადგან მისი კითხვითი ფორმა პასუხს თვითონვე გულისხმობს.

 

ნიმუშები:

. „მაგრამ, შენ, მეფევ, ვინ მოგცა ნება

სხვას განუბოძო შენთ ყმათ ცხოვრება?!” – (. ბარათაშვილი)

 

. „სუმბულო, სად არს ფეროვნება შენი საამო,

რომლისა მჭვრეტელს არ გააჩნდა დილა, საღამო?” (. ბარათაშვილი)

 

. „ვინა სთქვა, თითქოს პატარა იყოს,

ჩემი სამშობლო, დიდების ღირსი,

ქართლში ვინ ჰპოვა პატარა ციხე,

ვინ მოიგონა სიმცირე მისი?” (. ჩიქოვანი)

 

. „რად გინდოდა სახელმწიფო ტახტი, თუ დასამიწებელს, საფლავს იშენებდი?... ვის დროშას ვემსახურო? ვინ შევიყვარო, ვისთვის მოვკვდე?” (. ლეონიძის სიტყვიდან)

 

რიტორული მიმართვა

 

. რიტორული მიმართვა - მიმართვა იმ საგნისადმი, ან პირისადმი, რომელსაც გამოხმაურება არ შეუძლია ან რომლის გამოხმაურებაც არ არის სავალდებულო. ასეთია მიმართვა ბუნებისადმი, განყენებული საგნისადმი, მკითხველისადმი, რომელსაც ჩვენ არ ვიცნობთ და სხვ.

ნიმუშები:

. ზეციურნო ძალნო ... საღრმთო სტუმარიმეფე ერეკლე გესტუმრათ” (. ლეონიძე)

. „თავისუფლებავ, შენ ხარ კაცთა ნავთსაყუდარი!” (. ჭავჭავაძე)

. „მეგობრებო, წინ, წინ გასწით, ნუ შედრკება თქვენი გული”. (. ევდოშვილი)

 

რიტორული შეძახება

 

რიტორული შეძახება - ძახილის წინადადების საშუალებით აზრისა და გრძნობის გამოხატვა.

 

ნიმუშები:

. „აგერ უფალი და მისი მონა!” (ილია)

 

. „ძნელი არის მარტოობა სულისა!” (. ბარათაშვილი )

 

. „რაც მოსავალია, მოგვივიდეს!” (აკაკი)

Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პოეტის და პოეზიის დანიშნულება ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის შემოქმედებაში

"კაცია ადამიანი ?!"-ილიას რეალისტური ნაწარმოები