ლექსის მოტივი,განწყობა,სტროფი,რიტმი,რითმა,მუსიკა
motivi
ლექსის მოტივი
არის ის გარემოება
და მოვლენა ან პირობები,
რომლებმაც გავლენა მოახდინეს ავტორის განწყობაზე.
ხ
განწყობა
განწყობა არის
ის პირველი განცდა,რომელიც ეუფლება მკითხველს ნაწარმოების კითხვის დაწყებისთანავე.
მწერალი საგანგებოდ არჩევს სიტყვებსა და დეტალებს განწყობის
შესაქმნელად.
( შენიშვნა:მინიატურაის წეისასაც
მთავარი განწყობის შექმნაა
)
განწყობა თავის მხრივ წარმოშობს მოლოდინს და და ნაწარმოების მხატვრული ეფექტი სწორედ იმაზეა დამოკიდებული,რამდენად გამართლდება ან არ გამართლდება ეს მოლოდინი კითხვის დროს.
სტროფი
·
სტროფი-ლექსში ტაეპთა გარკვეული
რაოდენობის შემცველი რიტმული და აზრობრივი ერთეულია
·
ქართული
ლექსი უმეტესად ოთხტაეპიანი სტროფებისგან შედგება;
·
თუმცა
გვხვდება ორ,სამ,ხუთ და მეტტაეპიანი სტროფების შემცველი ლექსებიც;
· სტროფების გამოყოფის საფუძველია a)ერთიანი აზრი,b)რიტმი(საზომი)
და c) რითმა
· ახალი საზომი(ანუ
რიტმი) ან რითმა
ახალი სტროფის დაწყების მანიშნებელია;
·
თუმცა
მთავარი მაინც შინაარსობრივი
მხარეა.ერთი აზრობრივი მონაკვეთი ერთი სტროფია
ამიტომ
მთავრდება სტროფი,ჩვეულებისამებრ,წერტილით.
სტროფი
სტროფი არის:
ლექსის ნაწილი, რომელიც ერთმანეთთან რითმებითა და ინტონაციით დაკავშირებული ტაეპებისაგან შედგება.
თითოეულ სტროფში, ჩვეულებრივ, დამთავრებული აზრია მოცემული, ან ლექსის მთავარი თემის ერთ–ერთი ქვეთემაა დასრულებულად გამოხატული.
სტროფი შეიძლება იყოს:
ა) ორტაეპიანი:
„მასპინძელ კარგადა მასპინძლობს გულითა მხიარულითა,
მწვანე ქოშები გაცვითა მარანში სიარულითა.” – (ხალხური).
ბ) სამტაეპიანი:
„...გოგომ ფიჩხი ჩაყარა, თონე ააპრიალაო,
მორჩა საქმეს და დამღერა, ხმები ააწკრიალაო,
რომ შევხედე, შემომხედა, რეტმა დამატრიალაო”–(ხალხური).
გ) ოთხტაეპიანი:
„ჭირიმე თრიალეთისა,
ეს არის ჩემი სულია,
კალმახი იცის ოქროსი,
დაწინწკლულ– დაჩითულია...” – (ხალხური).
დ) ხუთტაეპიანი:
„ჩემო კარგო ქვეყანავ, რაზედ მოგიწყენია!..
აწმყო თუ არა გწყალობს, მომავალი ჩვენია,
თუმცა ძველნი დაგვშორდნენ, ახალნი ხომ შენია,
მათ ახალთ აღგიდგინონ შენ დიდების დღენია,
ჩემო თვალის სინათლევ, რაზედ მოგიწყენია?
წვრილ–შვილნი წამოგვესწრნენ ნაზარდნი, გულმტკიცები,
მათი ზრუნვის საგანი შენ ხარ და შენ იქნები.
არ გიმტყუნებენ შენა, თუკი მათ მიენდობი.
მათის ღვაწლით შეგექმნეს სახე ბედით მთენია,
ჩემო თვალის სინათლევ, რაზედ მოგიწყენია?...” – (ილია).
ე) ექვსტაეპიანი:
„გულიც იქ იწევს, თვალიცა,
·
იქ რომ მაღალი მთებია,
·
ვინც რომ გიჟმაჟი გაგზარდა,
·
ვის ძუძუც პირში გდებია, –
·
იმათ კალთაზემც მოვკვდები,
·
მათ ლოდი გულსამც მდებია!
·
თმებს უკუ იყრის ნაკადი,
·
ცისაკ დაიწყებს ცქერასა,
·
შეჰყურებს გაოცებული
·
შავის ღრუბლების მღერასა.
·
რა ყურმა უნდა გაუძლოს
·
იმ მთების გულის ძგერასა?!” – (ვაჟა–ფშაველა).
ქართულ და სხვა ენებზე გვხვდება აგრეთვე შვიდ, რვა, ცხრა, ათ და მეტტაეპიანი სტროფები (ზოგჯერ ოცტაეპიანიც კი)
ხ
ასტროფია
·
ხშირად
ლექსში საზომი,რითმა და შინაარსი მისი სტროფებად დაყოფის საშუალებას არ იძლევა; ამგვარ მოვლენას ასტროფია ეწოდება;
·
ასტროფიული
ლექსი-სტროფებად დაუნაწევრებელი ლექსია;
·
ასტროფიული
ლექსი ხშირია ხალხურ პოეზიაში;
როგორ წავიკითხოთ ასტროფიული ლექსი
?
·
დაყავი
ტექსტი აზრობრივ მონაკვეთებად(„სტროფებად“) და გამოყავი თითოეული მონაკვეთის მთავარი აზრი;
·
გამოყავი დეტალები :ფაქტები,მოვლენები,ციტატები და სხვა ,რომლებიც მთავარი აზრის დასასაბუთებლად ან გასავითარებლად,გასაშლელად არის
მოხმობილი.
· ზემოთქმულზე დაყრდნობით,შეეცადე განსზღვრო მთლიანი ნაწარმოების ძირითადი
სათქმელი;
ასტროფიული ლექსის მაგალითი
ვაჟა-ფშაველა „კაი ყმა“ 1909 წ.
რიტმი
„რიტმოს” ბერძნულად ნიშნავს თანაზომიერებას, სინატიფეს.
თანაზომიერება ანუ რიტმულობა მრავალ მოვლენას ახასიათებს.
რიტმულად გამოთქმული აზრი უფრო მკვეთრად იჭრება ადამიანის გონებაში.
ამით აიხსნება ის ფაქტი, რომ ხალხურ ანდაზებსა და გამოთქმებსაც კი რიტმი ახასიათებთ.
რიტმი ლექსის დამახასიათებელი თვისებაა.
ლექსში რიტმს ქმნის ტაეპების
ან სიტყვების მოწესრიგებულ გამეორება.
·
„ტოკავდა, ტოკავდა,
პატარა ნარგიზი,
პატარა ნარგიზი,
კოხტა და ფაქიზი.” ( ი. გრიშაშვილი)
თუ დავითვლით მარცვალთა რაოდენობას ყოველ აქ მოყვანილ სტრიქონში,
ასეთ სურათს მივიღებთ:
„ტოკავდა, ტოკავდა,(6)
პატარა ნარგიზი,(6)
პატარა ნარგიზი,(6)
კოხტა და ფაქიზი.(6)
·
აქ მოყვანილი ლექსის ნაწყვეტი ოთხი სამეტყველო ერთეულისაგან –ოთხი სტრიქონისაგან შედგება.
ოთხივე სტრიქონი თანაზომიერი – ერთეულების,
ანუ თანაბარმარცვლიანი სიტყვებისა (3)და
სიტყვათა ჯგუფების (3+3) გამეორებას წარმოადგენს.
დაიმახსოვრე:
ლექსებში უმთავრესად თანაბარი რაოდენობის მარცვალთა სტრიქონები მეორდება.
ხ
ქვემოთ მოყვანილ სტრიქონებში ორ–ორჯერ მეორდება სამმარცვლიანი სიტყვები:
„ტოკავდა, ტოკავდა(3+3)
პატარა ნარგიზი(3+3)
როგორც ვხედავთ, თვით სალექსო სტრიქონშიც თანაზომიერი ერთეულები
თანაბარმარცვლიანი სიტყვები) მეორდება.
ლექსში თანაზომიერი ერთეულების(სიტყვების
და სტრიქონების) გამეორება არ არის შემთხვევითი,
იგი გარკვეული წესით, გარკვეული რიგის მიხედვით მეორდება –
ზოგჯერ ერთმანეთს მიჰყვება,
ე.ი. განუწყვეტლივ მეორდება თანაბარმარცვლიანი ტაეპები,
ზოგჯერ კი პირველი ტაეპის თანაზომიერი ტაეპი მეორდება მესამე სტრიქონში,
მეორე ტაეპისა – მეოთხეში და ა. შ. მაგ:
„როცა დროშა ჩავიბარე,(8)
მე შევფიცე კაცურად,(7)
შენთვის ქარს არ შევუდრკები,(8)
შენთვის ცეცხლში გავცურავ.(7) – (ხ. ბერულავა)
·
დაიმახსოვრე :ლექსისათვის თანაზომიერი სამეტყველო ერთეულების მოწესრიგებული გამეორება ანუ რიტმი აუცილებელი თვისებაა.
ხ
ყოველთვის დააკვირდი ამა თუ იმ
ლექსის რიტმს
ა)თანაბარმარცვლიანი
სალექსო საზომით(სტრიქონებით,სიტყვებით)
არის გაწყობილი ლექსის სტროფები თუ არათანაბარმარცვლიანით?
ბ) რომელი
სტროფებია გაწყობილი თანაბარმარცვლიანი საზომით?(მიუთითე ამ საზომის სქემა)
გ)რომელ
სტროფებშია გამოყენებული არათანაბარმარცვლიანი საზომი?(მიუთითე ამ საზომის სქემა)
დ)არათანაბარმარცვლიანი
საზომის ამოცნობა ხდება მასში მარცვლების დათვლით და ტაეპების სიგრძის შედარებით
ხ
საზომი
· ლექსის რიტმს სალექსო საზომი განაპირობებს
· სალექსო საზომს(საზომის სქემას) ტაეპში ა)მარცვალთა
რაოდენობისა და ბ)პაუზების ადგილმდებარეობის მიხედვით განსაზღვრავენ.
· პაუზების ადგილმდებარეობა განაპირობებს სწორედ 16-მარცვლიანი
შაირის ორი ქვესახეობის(მაღალი და დაბალი შაირის) გამოყოფას.
· ანალოგიურად,თუ 10-მარცვლიანი ტაეპი პაუზით შუაზე იკვეთება(„მორბის
არაგვი/არაგვიანი’’),მაშინ ეს სალექსო საზომი ასე ჩაიწერება
:5/5
· იმავე 10-მარცვლიანი
ტაეპის სამ ნაწილად დაყოფის შემთხვევაში კი სულ სხვა საზომს და რიტმს მივიღებთ:“ატმის რტოო,/დაღალულო/რტოო’’(4/4/2)
· და კიდევ: თუ სტროფში ყველა ტაეპი ერთი საზომით არის გაწყობილი,ასეთ
საზომს თანაბარმარცვლიანს(იზოსილაბურს) უწოდებენ,
· მაგრამ თუკი ტაეპების თანაბარმარცვლიანობა ირღვევა,ანუ ერთი სტროფის ფარგლებში სხვადასხვა
საზომით გაწყობილი ტაეპები გვხვდება,მაშინ სალექსო
საზომი არათანაბარმარცვლიანი ანუ ჰეტეროსილაბურია.
· ყურადღება:
არათანაბარმარცვლიანი (ჰეტეროსილაბური)
საზომის ყველაზე გავრცელებული ფორმაა,როცა ოთხტაეპიან სტროფში 1 და მე-3 ტაეპები ერთნაირი ზომისაა ,მე-2 და მე-4
ტაეპები კი განსხვავებული.
სალექსო საზომის ამოცნობა
· სალექსო საზომის ამოსაცნობად ტაეპის წარმოთქმის დროს
დააკვირდი რამდენი პაუზაა მასში და რამდენ მარცვალს შეიცავს პაუზიდან პაუზამდე ტაეპის
თითოეული მონაკვეთი.
გამოიყენე ასეთი სტრატეგია:
1. წაიკითხე ტაეპი დამარცვლით და მარცვალთა რაოდენობა თითებზე
გადაითვალე.
2. პაუზასთან შეჩერდი.ჩაინიშნე მარცვალთა რაოდენობა.
3. განაგრძე კითხვა შემდეგ პაუზამდე.ჩაინიშნე მარცვალთა
რაოდენობა
4. და ამგვარად-ტაეპის დასასრულამდე.
5. ყურადღება:
ვინაიდან საზომი შეიძლება ჰეტეროსილაბური,ანუ
არათანაბარმარცვლიანი იყოს,ერთი ტაეპით ნუ შემოიფარგლებით,სულცოტა თითოეული სტროფის ორ ტაეპს მაინც გაადევნე თვალი.
ხ
· დაიმახსოვრე:
ბესიკმა დაამკვიდრა ქართულ პოეზიაში
თოთხმეტმარცვლიანი სალექსო საზომი ე.წ. „ბესიკური’’- 5/4/5
და მუხამბაზი (ხუთ
ტაეპიანი სტროფების შემცველი ლექსი,თავისებური გარითმვის სისტემით)
მუხამბაზის გარითმვის სქემა პირობითად
შეიძლება ასე გამოვსახოთ:
aaaaa ;
bbbba ;
cccca;
dddda
და ა.შ.
იხ. ბესიკი „ტანო ტატანო“
ხ
riTma
· რითმა ერთი და იმავე ან მსგავსი ჟღერადობის სიტყვათა
განმეორებაა უმთავრესად ტაეპთა ბოლოს.(იხ. შიდა რითმა)
· გარითმვის სქემა კი რითმათა განლაგებას ეწოდება.
· გარითმვის სქემის ამოსაცნობად ყურადღებით უნდა მოუსმინო
ტაეპების დაბოლოებებს და მონიშნო ერთნაირი ჟღერადობის სიტყვათა გამეორებები ანუ რითმები
· ამ დროს გაითვალისწინე:
1.
რითმის
აღსანიშნავად ლათინურ ასოებს იყენებენ.ამიტომ ერთმანეთთან გარითმულ ტაეპებს ერთი და
იგივე ლათინური ასო მიუწერე და მიიღებ გარითმვის სქემას
ალაზნის ველზე ისე ღამდება a
და მთვარე ისე მშვიდად ამოდის b
ყველა ტკივილი დაგიამდება a
თუ რამ გტკენია ამ საღამომდის b
გარითმვის სქემა abab მითითებს რომ
პირველი ტაეპი მესამეს ერითმება,მეორე მეოთხეს.ამგვარ გარითმვას ჯვარედინი გარითმვა ეწოდება
2.
გაურითმავი
ტაეპები სქემაში x ასო-ნიშნით
გამოიხატება
არაგვს ზემოთ,აერაგვს ქვემოთ x
წელამდეა სათიბები a
კენკეშა და უკადრისა, x
ნაზსათუთად ნატიფები…a
გარითმვის სქემა xaxa მითითებს რომ
მე-2 ტაეპი
მე-4-ს ერითმება,პირველიდა მე-3 კი გაურითმავია .ამგვარ გარითმვას ინტერვალიანი გარითმვა ეწოდება
სალექსო საზომისა და გარითმვის სქემის ამოცნობა
1.
სალექსო
საზომის ამოსაცნობად ხმამაღლა უნდა წაიკითხო სალექსო ტაეპი და დააკვირდე,სად,,რამდენი
მარცვლის შემდეგ ჩნდება პაუზა ტაეპის შიგნით
2.
შემდეგ
კი სქემის სახით წარმოადგინო შენი დაკვირვების შედეგი
მაგ.“ვაჟაო,დილის
მზის სხივო,’’ რიტმული სქემაა 3/5 (იხ.
სალექსო საზომის ამოცნობა)
რვამარცვლიანი ტაეპი პაუზით 3 და 5 მარცვლიან მონაკვეთებად
იყოფა.
3.
გარითმვის სქემის ამოსაცნობად კი უნდა დააკვირდე რითმათა განლაგებას
ტაეპის ბოლოს (იხ. ზემოთ)
ვაჟაო,დილის მზის სხივო,
ხან მთებზე ნისლთა დინებავ,-
შუაფხოდან რო მიდიხარ
გული რად გაგეტირება ?
xaxa გარითმვის სქემაა ინტერვალური
არაზუსტი რითმა,ასონანსური.
X
· რითმები შეიძლება დავახასიათოთ არა მხოლოდ ადგილმდებარეობის,არამედ
ბგერითი შემადგენლობის მიხედვითაც
· ბგერითი შემადგენლობის მხრივ რითმა ორგვარია: ზუსტი
და არაზუსტი
· ზუსტია რითმა,როცა სარითმო სიტყვებში ურთიერთშეთანხმებული
ბგერები ზუსტად ემთხვევა ერთმანეთს
მაგ. ტყავისა-თავისა-მკლავისა-სანახავისა
(ბოლო 5 ბგერა ზუსტად ემთხვევა ერთმანეთს)
·
არაზუსტი
რითმა ისეთ რითმას ეწოდება,რომელშიც ურთიერთშეთანხმებული ბგერები ერთმანეთს ზუსტად
არ ემთხვევა,ან ხმოვნებია განსხვავებული ან თანხმოვნები.
·
თუ
რითმაში ხმოვნები მეორდება,თანხმოვნები კი განსხვავებულია,ასეთ რითმას ასონანსური რითმა ეწოდება
მაგ. მაღალი-მაგვარი
· თუ თანხმოვნები ზუსტად მეორდება და ხმოვნები განსხვავდება,მაშინ კონსონანსური რითმა გვაქვს:
მაგ. ვეება-დღეებო
x
· მოსაზღვრე რითმა სტროფში ერთმანეთის მომდევნო(მოსაზღვრე)
ტაეპების გარითმვას გულისხმობს
მაგ .„ვეფხისტყაოსანში“ სწორედ ასეთი
რითმა გვაქვს
· „ინტერვალიანი“
ისეთ რითმას ეწოდება,როცა
სტროფში პირველი და მე-3 ტაეპი გაურითმავია,ხოლო მე-2 და მე-4
გართმული
ასთი რითმა ძირითადად ხალხურ
პოეზიას ახასიათებს (ვაჟა -ფშაველასაც)
· მოსაზღვრე რითმის სქემატური გამოსახულებაა :a;a;a;a;
· ინტერვალუური რითმის სქემა კი ასე ჩაიწერება:x;a;x;a;
· სადაც x მიუთითებს
რომ ეს ტაეპი გაურითმავია;
„ჩემი ვედრება“ ვაჟა -ფშაველა (ინტერვალური რითმით დაწერილი)
ღმერთო, მიიღე ვედრება,
ეს ჩემი სათხოვარია:
არ დამეკარგოს გულიდან
მე შენი სახსოვარია!
გულს ნუ გამიტეხ ტანჯვაში,
მამყოფე შეუდრკელადა;
ვფხიზლობდე, მუდამ მზად ვიყო
დაჩაგრულების მცველადა.
ბალახი ვიყო სათიბი,
არა მწადიან ცელობა;
ცხვრადვე მამყოფე ისევა,
ოღონდ ამშორდეს მგელობა;
არ წამიხდინო, მეუფევ,
ეს ჩემი წმინდა ხელობა!
მაშრომე საკეთილოდა,
თუნდ არ მოვიმკო ნაყოფი,
შვილთ საგმოდ არ გამიხადო
ჩემი მუდმივი სამყოფი.
გულს ნუ გამიქრობ ლამპარსა,
მნათობს ტრფობისა შეშითა,
ნუ მავლევ ქვეყანაზედა
გაცივებულის ლეშითა, -
თვალებში მადლ-დაკარგულსა,
შუბლზე გაკრულის მეშითა.
ნუ დაუკარგავ ჩემს სატრფოს
მადლს, გულზე ცეცხლის მდებელსა,
ნუ დაუძვირებ ოცნებას,
შენს ხმას, სხივ-გამომღებელსა:
სიცოცხლედ უღირს ბეჩავსა,
ეძახის თავის მხლებელსა.
გულს დარდი გამიდიადე
იმ სანეტარო საგანზე,
დაწერე ფიქრი, ღრმა, მწვავე
ჩემის გონების საბანზე!..
გონებას ფიქრი სტანჯავდეს,
გულს ცეცხლი სწვავდეს ძლიერი,
მშიოდ-მწყუროდეს კეთილი,
ვერ გავძღე, მოვკვდე მშიერი…
ნუ დამასვენებ ნურა დროს,
მამყოფე შეძრწუნებული,
მხოლოდ მაშინ ვარ ბედნიერ,
როცა ვარ შეწუხებული;
როცა გულს ცეცხლი მედება,
გონება მსჯელობს საღადა, -
მაშინ ვარ თავისუფალი,
თავს მაშინა ვგრძნობ ლაღადა.
მფარავდეს შენი მარჯვენა,
კალთა სამოსლის შენისა,
სანამ არ მოვა დრო-ჟამი
სულ ბოლოს ამოქშენისა.
სული - შენ, ლეში - მიწასა,
აღარა ვგლოვობ ამასა;
თევზი - წყალს, ცასა - ვარსკვლავი,
შვილი - დედას და მამასა.
·
გარითმვის
რომელი ხერხია გამოყენებული ვაჟას ლექსში „ჩემი ვედრება ‘’ ?
პასუხი : ინტევალური
„ლოცვა „ ი. ჭავჭავაძე მოსაზღვრე რითმით დაწერილი
მამაო, ჩვენო, რომელიცა ხარ ცათა შინა!
მუხლმოდრეკილი, ლმობიერი ვდგევარ შენ წინა:
არცა სიმდიდრის, არც დიდების თხოვნა არ მინდა,
არ მინდა, ამით შეურაცხ-ვჰყო მე ლოცვა წმინდა...
არამედ მწყურს მე განმინათლდეს ცით ჩემი სული,
შენგან ნამცნების სიყვარულით აღმენთოს გული,
რომ მტერთათვისაც, რომელთ თუნდა გულს ლახვარი მკრან,
გთხოვდე: ”შეუნდე, - არ იციან, ღმერთო, რას იქმან!”
ილია
ხ
· ხუთტაეპიანი სტროფებისგან შედგენილ ლექსს მუხამბაზი
ეწოდება
· ეს სალექსო ფორმა არაბულ-სპარსული პოეზიიდან არის შემოსული(
ბესიკი ამკვიდრებდა)
· ხუთტეპიანი სტროფების გარდა მუხამბაზს ახასიათებს სხვა
თავისებურებაც
· პირველი სტროფის
ბოლო ტაეპის რითმა მომდევნო სტროფების ბოლო ტაეპებშიც გადადის
· მუხამბაზის გარითმვის სქემა პირობითად შეიძლება ასე
გამოვსახოთ:
aaaaa ;
bbbba ;
cccca;
dddda
და ა.შ.
იხ. ბესიკი „ტანო ტატანო“
ხ
ტრიოლეტის გარითმვის სქემა abaaabab
ვარ მოწყენილი,
ვით
ზამთარში ნაზი ბეღურა a
ვით შემოდგომის
ღამეებში თეთრი ვერსალი.b
შენს სილამაზეს ჩემი ტრფობა ესაფეხურა,a
ვარ მოწყენილი, ვით ზამთარში თეთრი ბეღურა..a.
მე განშორების ცივი თოვლი დიდხანს მეხურა.a
ვტიროდი ხარბად, მარტოობით ნაალერსარი. b
ვარ მოწყენილი, ვით ზამთარში ნაზი ბეღურა a
ვით შემოდგომის ღამეებში თეთრი ვერსალი. b
ხ
ჯვარედნი რითმები
რითმები,
რომლითაც ლექსის სტროფის პირველი ტაეპი შეთანხმებულია მესამე ტაეპთან და მეორე – მეოთხესთან.
„საზანდარმა ღამე ააცახცახა,
ავთანდილის მწვადი ცეცხლზე შხიოდა,
ცა-ატმებით მსხმოიარე, ჩახჩახა,
და გაზაფხულს რძის სუნი ასდიოდა...“ - გ.ლეონიძე
რკალური რითმა
რითმები, რომელშიც სტროფის პირველი ტაეპი მეოთხეს ეთანხმება(ერითმება), ხოლო მეორე მესამეს.
„როგორც ხმალი, ძმებო, ტამერლანისა,
სიყვარული ისე დამჯახებია!
მე მივტირი ღამეს ზამბახებიანს
და სიყვარულს ათაბაგის ქალისას“- გ. ლეონიძე
ხ
· ცეზურა- ლათინური სიტყვაა და გაყოფას,გაჭრას ნიშნავს
· ლექსში კი ცეზურა სტრიქონშიდა პაუზას ეწოდება
· ძველ ქართულ ლექსში გრძელ ტაეპებს შიდა პაუზებთან ერთად
შიდა რითმებიც ჰქონდა
· მაგ. ბესიკის ლექსში,რომლის ტაეპიც ორ შიდა პაუზას შეიცავს,ამ
პაუზებთან სარითმო სიტყვები გვხვდება: „ტანო ტატანო,/გულწამტანო,/უცხოდ მარებო’’
ასეთ რითმებს შიდა რითმები ეწოდება,ცეზურას
კი,რომელსაც შიდა რითმები ახლავს,რითმიან ცეზურას უწოდებენ
ყურადღება :შიდა რითმიანი ლექქსის
რიტმული თავისებურების გათვალისწინება აუცილებელია
შიდა რითმიანი ლექსის ტაეპში სარითმო სიტყვის შემდეგ,რომელიც
ყოველთვის ცეზურის ხაზთანაა,პაუზა ძლიერია,რაც პაუზას განსაკუთრებით თვალსაჩინოს ხდის
ხ
ლექსის
მუსიკა
ლექსის მუსიკალურობას ქმნის :ალიტერაცია,ასონანსი,გამეორება
·
ალიტერაცია;
ალიტერაცია არის:
ერთი და იგივე ან დამსგავსებული თანხმოვანი ბგერების განმეორება.
მაგ:
ა) „შუბლთა შუქი შემოადგა, შაბაშ შვენის შენობაი...”–(ბესიკი).
ბ) „სამშობლოს დროშის შრიალს შევხარი”-(გ. ლეონიძე).
გ) „მთვარეში შავი შრიალებს ჩალა,
შავი ლეჩაქი დაეცა შარებს”.–(გ. ტაბიძე)
·
გამეორება
პოეტური სინტაქსის სახე, რომელშიც ერთი და იგივე სიტყვა ან გამოთქმა მეორდება შთაბეჭდილების გაძლიერების მიზნით.
ამ ხერხით
მკითხველის ყურადღება
განსაკუთრებით მახვილდება
იმ ცნებაზე,
რასაც გამეორებული
სიტყვა ან
წინადადება გამოხატავს.
გამეორების ნიმუშები:
„არ გავცვლი სალსა
კლდეებსა,
უკვდავებისა ხეზედა,
არ გავცვლი მე
ჩემს სამშობლოს
სხვა ქვეყნის
სამოთხეზედა” (რ. ერისთავი)
„გათენდა, შეერთდით, შეერთდით, შეერთდით, დროშები, დროშები, დროშები ჩქარა” (გ. ტაბიძე)
„როდემდის დამრჩეს
ეგ ტკივილი
გულში, როდემდის? ოხ, როდემდის, როდემდის?” (ი. ჭავჭავაძე)
ქვევით მოყვანილ
მაგალითში გამეორება ორ დანიშნულებას ემსახურება:
იგი აზრსაც
აძლიერებს და
ლექსის ცალკეულ
ეპიზოდებსაც აკავშირებს:
„კიდევაც ვნახავ გაზაფხულს
ყელმოღერებულ იასა,
სიკვდილის სიცოცხლედ
მქცეველს,
იმის სიტურფეს
ღვთიანსა,
ამწვანებულსა მთა–ბარსა,
დამწყაზრულს, ყვავილიანსა,
კიდევაც ვნახავ, ცა
სჭექდეს,
თოვლის წილ
წვიმა ცვიოდეს,
ანოყივრებდეს მიწასა,
მდინარეები ხვიოდეს,
აღარვინ იტანჯებოდეს
და აღარცვისა
შიოდეს:
სიმართლის გამარჯვებასა
მთაზე არწივი
ყიოდეს,
მეც მას
ბანს ვეუბნეოდე,
გული აღარა
მტკიოდეს!
კიდევაც ვნახავ, – უხვადა
ვარდნი, იანი,
ყვაოდნენ,
ნაცარ–მტვრად
იყვნენ ქცეულნი,
ვინაც გუშინა
ზღვაობდნენ:
შხამის და
გესლის მთესველნი
მოისპნენ, არარაობდნენ,
ჩვენი სიკვდილის
მსურველნი
ყორნები ვეღარ
ჩხაოდნენ!” (ვაჟა–ფშაველა)
· ასონანსი
.
ასონანსი
1. ერთი და იგივე ხმოვანი ბგერების განმეორება.
მაგ:
„დავეცი, დავბნდი, წამიხდა,
ძალი მხართა და მკლავისა”. – (რუსთაველი).
ასონანსი აძლიერებს შინაარსის გამომსახველობას. ზემოთმოყვანილ ციტატში „ა”–ს გამეორება თითქოს გვაგრძნობინებს მოქმედი პირის გულისცემის აჩქარებას.
ტარიელის ბაგიდან ნესტანის მშვენიერების მიმანიშნებელი სიტყვები „ა” ბგერის გამეორების საშუალებით გლოვის მწუხარე მელოდიად ისმის..
ასონანსი გამოიყენება აგრეთვე ვიწრო მნიშვნელობით და იგი არაზუსტი რითმის ერთ–ერთი სახეობაა.იხ. ზემოთ
Комментарии
Отправить комментарий