პოეზია

 


პოეზია

1. სიტყვების საშუალებით აზრის ხატოვნად გამოსახვა; სიტყვიერი შემოქმედება, უპირატესად ლექსების სახით.
2. რიტმულად მოწესრიგებული მეტყველება;   ლექსები 
3.
რომელიმე ხალხის, ეპოქის, საზოგადოებრივი ჯგუფის და . . ლექსთა ერთობლიობა.

 

პოემა

 

1. თხრობითი ხასიათის მხატვრული ნაწარმოები ლექსად.

 

Leqsi

ლექსი — რიტმულად და ინტონაციურად მოწესრიგებული მეტყველება, რომელიც ენის  ბუნების შესაბამისად განსაზღვრული ლექსთწყობის კანონებზეა დამყარებული .

ლექსი შეიძლება იყოს რითმიანი, ურითმო (თეთრი ლექსი), თავისუფალი .

როგორ წავიკითხო ლექსი სასვენ ნიშნებზე დაყრდნობით ხმამაღლა

 

პუნქტუაციის ნიშნები

ინსტრუქცია

მძიმე  ,

 

მოკლე პაუზა.აზრი არ დამთავრებულა

წეტილი    .

ხანგრძლივი პაუზა.აზრი დამთავრდა

ძახილის ნიშანი   !

ძლიერი ემოციური წარმოთქმა პაუზით.

წერტილ-მძიმე   ;

პაუზა ერთმანეთთან დაკავშირებულ,მაგრამ სხვადასხვა აზრებს შორის.

ორწერტილი      :

პაუზა ახსნა განმარტების ან ჩამოთვლის წინ.

ტირე                  -

აზრი არ დამთავრებულა .მცირე შეყოვნება

მრავალწერტილი ...

ხანგრძლივი პაუზა.

 

 

 

სალექსო ფორმები 

 

·       ლირიკა

ლირიკა არის

პოეზიის გვარი, რომელშიც უშუალოდ არის გადმოცემული ავტორის პირადი მისწრაფება,

განცდა, შთაბეჭდილება, განწყობა რასაც იგი იღებს ცხოვრების ამა თუ იმ მოვლენისაგან

 

·       სიტყვალირიკაწარმოდგება სამუსიკო იარაღის სახელისაგან, რასაც ლირა ეწოდება.

·        ლირიკა პოეზიის ერთერთ გვარს იმიტომ უწოდეს, რომ ასეთი სახის ნიმუშებს

·       ძველ საბერძნეთში ლირაზე ამღერებდნენ.

      მაგ. აკაკის ძეგლს ლირა უპყრია ხელთ.

       აკაკი  ლირიკოსი პოეტია.



ლირიკულ ნაწარმოებში პოეტი გამოხატავს თავის შინაგან სამყაროს, თავის პირად განცდებს, სურვილს, მისწრაფებას, აღტაცებას, სევდას, სიხარულს და .

ლირიკული ლექსების მიმოხილვა:

ავიღოთ სანიმუშოდ აკაკის ცნობილი ლექსიგაზაფხული”: 

 

დღეს მერცხალი შემოფრინდა

ჭიკჭიკითა გადმომძახა

გაზაფხული! გაზაფხული!” 

გულს იმედი ჩამესახა

მივდექ სარკმელს, გადვიხედე

არემარე მესხვაფერა

სასოებამ ფრთა გაშალა

გულსა მკრა და ამიძგერა

სუნი მეცა გაზაფხულის

უცნაური ვიგრძენ ძალი... 

ვსთქვი თუ: „გულსა რაღად ვიტეხ

ახლოს არის მომავალი

მოვესწრები, რაც მინდოდა 

ზამთრისაგან დაჩაგრულსა

ვნახავ ქორწილს ბუნებისას

გავიგონებ მის მაყრულსა

დავყნოს ვარდსა გადაშლილსა

ვუჭვრეტ ნაზად დახრილ იას 

და ბულბულიც გამაგონებს 

მისებურად: ტია, ტიას!” 

 

·       ლირიკული ნაწარმოებისათვის ვტორის ისეთი განწყობილების გამოხატვაა მნიშვნელოვანი,

 რომელიც არა მარტო თვით ავტორს, არამედ მასთან ერთად სხვა ადამიანებსაც ახასიათებს;

სიხარული და აღტაცება, რომელიც გამოხატა აკაკი წერეთელმაგაზაფხულში”,

ავტორთან ერთად, დამახასიათებელი იყო სხვა მოწინავე ადამიანებისათვისაც,

რომლებიც თვითმპყრობელური რუსეთის დახავსებული

საზოგადოებრივპოლიტიკური წყობილების დამხობაზე ოცნებობდნენ

 

·       ლირიკული ნაწარმოები უფრო ხშირად გამოხატავს ავტორის მღელვარე გრძნობას.

დაძაბული მღელვარება დიდხანს ვერ გრძელდება და

ლირიკული ნაწარმოების თემა, ჩვეულებრივ, ავტორის წუთიერი განცდაა.

ამიტომ, ლირიკული ნაწარმოები, ხშირად, მცირე მოცულობისაა

(შეიძლება დაიწეროს დიდი მოცულობის ლირიკული ნაწარმოებიც,

მაგალითადლირიკული პოემა. მაგრამ ეს იშვიათად ხდება),

უმთავრესად ლირიკული განცდები მცირე ზომის ლექსის საშუალებით სახიერდება

 

·       ლირიკული ნაწარმოების თემატიკა მდიდარია.

ცხოვრებაში უამრავი მიზეზი არსებობს იმისათვის, რომ ადამიანის სულიერი მღელვარება

 გამოიწვიოს. ყველაფერი ის, რაც წარმოშობს პოეტის მღელვარებას, რაც შეიძლება გახდეს

 მიზეზი მისი სევდისა თუ აღტაცების გამოწვევის, შესაძლებელია ლირიკული ნაწარმოების

თემად იქნეს გამოყენებული

 

·       ლირიკული ნაწარმოების უფრო გავრცელებული თემებია: 

·        

·       1. ბუნება. ბუნების თავისებურება, დღე და ღამე, მწუხრი თუ დილა, ზამთარი თუ ზაფხული,

კამკამა ზეცა თუ სეტყვაქუხილი ადამიანში იწვევს სხვადასხვა შთაბეჭდილებას.

ბუნების თავისებურებასთან დაკავშირებით ხშირად აღეძვრება მწერალს

მისთვის რთული ფილოსოფიური საკითხები: ფიქრები ადამიანის დასაბამის, მისი ბუნების,

მისი დანიშნულებისა და მისი მომავლის შესახებ

(. ბარათაშვილი – „ფიქრნი მტკვრის პირას”, „შემოღამება მთაწმონდაზედ” 

" მე და ღამე'' გ.ტაბიძე და სხვ. )

·       2. სიყვარული.

(„გახსოვს, ტურფავ” – . ჭავჭავაძის

მერი” – . ტაბიძის,

 შენ გეტრფი მარად” – . ვოლსკის,

 რა კარგი ხარ, რა კარგი” , „დამიბრუნდი, დამიბრუნდი” – . გრიშაშვილის და სხვ).

სატრფიალო ლირიკაში გამოხატულია სიყვარულის ობიექტით აღტაცება, განშორება,

სევდა, სატრფოს სიახლოვის და თანაგრძნობის სურვილი, ეჭვი და სხვა

 

·       3. საზოგადოებრივპოლიტიკური ცხოვრება და სხვა.

რევოლუცია და ბრძოლა („ხანჯალს” – . წერეთლის,

დროშები ჩქარა” – . ტაბიძის და სხვ);

"ვინ იდგამს ეკლის გვირგვინს? '' -გივი გეგეჭკორი

4.პატრიოტიზმი და ეროვნულგანმათავისუფლებელი მოძრაობა

(„ელეგია”; „მესმის, მესმის” – . ჭავჭავაძის,

თავო ჩემო”, „სულიკო”, „აღმართაღმართ”, „მუხამბაზი” – . წერეთლის,

 დაბრუნება” – . ტაბიძის,

 სამშობლოს ნანგრევებში” – . გრიშაშვილის)

 

 

ხხხხხხხხხხხ

 

·       ლირიკული გმირი

ლირიკული გმირი არის მოქმედი პირი ლექსში (ეს შეიძლება იყოს თავად ავტორი ან ავტორის ალტერ -ეგო)

 

 

 

პოემებში გვხვდება  ე.წ.  ლირიკული გადახვევა

 

 

რა არის ლირიკული გადახვევა?

 

ლირიკული გადახვევა

ავტორის მიერ ამბის თხრობის დროებითი შეწყვეტა და პირადი აზრის ან შთაბეჭდილების უშუალო გამოხატვა, რაც გვიადვილებს მხატვრული ნაწარმოების თემისა და იდეის გარკვევას.

მხატვრულ ნაწარმოებში ავტორი ზოგჯერ წყვეტს გმირის ამბის თხრობას, თავს ანებებს გარეგან მოვლენათა აღწერას და უშუალოდ გვიხატავს თავის პირად შთაბეჭდილებას, რომელიც მან ამა თუ იმ მოვლენისაგან მიიღო.

. ბარათაშვილი პოემაში ბედი ქართლისა გვიჩვენებს იმ მიზეზებს, რომელთაც გამოიწვიეს საქართველოს რუსეთთან შეერთება, აგვიწერს მოქმედ პირთა სულისკვეთებას, შემდეგ უეცრად თავს ანებებს მოქმედების აღწერას, წყვეტს მოქმედ პირთა შორის საუბარს და უშუალოდ გამოთქვამს თავის პირად აღტაცებას სოფიოს პიროვნებით. იმავე დროს ნიკოლოზ ბარათაშვილი პირველი   გამოთქვამდა მწუხარებას იმის გამო, რომ მისი ეპოქის ქართველი ქალები გადაგვარდნენ, რომ მათთვის უცხოა სოფიოს მაღალი პატრიოტული გრძნობა:

ჰოი, დედანო, მარად ნეტარნო,
კურთხევა თქვენდა, ტკბილ სახსოვარნო!
რა იქნებოდა, რომ ჩვენთა დედათ
სულიცა თქვენი გამოჰყოლოდათ?
ვინღა ჰყავს გულის შემატკივარი
მამულს ასული, ახლა თქვენგვარი”?

ამის შემდეგ ავტორი თავს ანებებს პირად მსჯელობას სოფიოს საქციელისა და ავტორის ეპოქის ქართველი ქალების შესახებ და კვლავ თავისი გმირების მდგომარეობისა და მოქმედების აღწერას აგრძელებს:

რა მოახლოვდა ქალაქსა მეფე,
დიდხანს უჭვრეტდა ცრემლთა აღმჩქეფე!..”

აღნიშნული ეპიზოდი ლირიკული გადახვევის საუკეთესო ნიმუშია.

თუმცა ლირიკული გადახვევა მეორეხარისხოვანი კომპოზიციური საშუალებაა, მაგრამ მისი გამოყენება მწერალს უადვილებს ამა თუ იმ მოვლენისა და თვით მოვლენისადმი მისი დამოკიდებულების უშუალოდ და მეტი სისრულით გამოხატვას.

 ხ

შაირი

შაირი არის

თექვსმეტმარცვლიანი ლექსი, რომლის სახესხვაობასაც წარმოადგენს

რვამარცვლიანი და ოთხმარცვლიანი ტაეპები,

რომლებიც შაირის ზომით დაწერილი სრული სალექსო სტრიქონის ორად და ოთხად დაყოფის შედეგად მიიღება

 

თექვსმეტმარცვლიანი შაირებია

 

ვერ დაიჭირავს სიკვდილსა გზა ვიწრო, ვერცა კლდოვანი

       მისგან გასწორდეს ყოველი სუსტი და ძალგულოვანი

ბოლოს შეყარნეს მიწამან ერთგან მოყმე და მხცოვანი

სჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა სიკვდილი სახელოვანი!” – (შოთა). 

 

ორ ზღვას შუა ძველისძველად საომარი იყო ლელო

  ის გადარჩა და სახელად ეწოდება საქართველო.”–(. ტაბიძე). 

 

რვამარცვლიანი შაირია: 

 

ცაფირუზ, ხმელეთზურმუხტო

ჩემო სამშობლო მხარეო

შენი ვარ, სენთვის მოვკვდები

შენზედვე მგლოვიარეო.” – (აკაკი). 

 

თოთთხმეტმარცვლიანი შაირია

 

თავდახსნის და ძლევის ხმები ეფინება ზურმუხტ მდელოს

გაუმარჯოს ბორკილაყრილ თავისუფალ საქართველოს!”– (. ქუჩიშვილი). 

 

·       შაირი ქართული ლექსის ყველაზე ძველი და ყველაზე გავრცელებული ფორმაა. სახელწოდება არაბულიდან წარმოდგება(შერ) და ქართულად ლექსს ნიშნავს

(„მას, არა ვიცი, შევჰკადრო შესხმა ხოტბისა, შერისა” – შოთა)

·        შაირი სხვადასხვა მნიშვნელობით იხმარებოდა.ზოგჯერ მისი მნიშვნელობა ფართო იყო.

 რუსთაველი ყველა ღირსეულ მელექსეს მოშაირეს უწოდებს

 („მოშაირე არა ჰქვიან, თუ სადმე თქვას ერთი ორი”).

·       ქართულ პოეზიაში შაირი ყველაზე უფრო გავრცელებული ზომაა.

შაირით არის დაწერილივეფხისტყაოსანი”.

რუსთაველის მიერ ამ ზომის გამოყენებამ განსაკუთრებით შეუწყო ხელი ქართულ

მწერლობაში შაირის გავრცელებას.

8 მარცვლიანი შაირით მეტყველება ახასიათებს აგრეთვე ქართულ ხალხურ პოეზიას:

 

„შაირ სიტყვითა მესტვირემ

 ღმერთი მაღალი ახსენა

ღმერთმა მოგცეს გამარჯვება

ოძელაშვილო არსენა’’

 

წაიკითხე  არსენას ლექსი და მერე მიხეილ ჯავახიშვილის რომანი  „არსენა მარაბდელი“

elegia

ელეგია  არის:

 

სევდის გამომხატველი ლირიკული ლექსი

 

ტერმინიელეგოსბერძნულად ნიშნავს მწუხარე, ანუ სამგლოვიარო სიმღერას.

ეს სიტყვა ბერძნებმა მცირე აზიაში მცხოვრები ხალხებისაგან შეითვისეს.

ეს უკანასკნელნი ელეგიას ფლეიტაზე დასამღერებლად სამგლოვიარო ლექსს უწოდებდნენ.

(ელეგია პირდაპირი მნიშვნელობით სალამური იყო). 

 

საბერძნეთის ძველი პატრიოტი მწერალი სიმონიდე ქიოსელი თავის ელეგიებში დასტიროდა

მარათონის ბრძოლაში დაღუპულ გმირებს.

იგი გამოსთქვამდა სევდას ამქვეყნიური ცხოვრების ამაოების გამო.

ელეგიას, სანამ ის წმინდა ლირიკულ სახედ იქცეოდა, ჯერ

ეპიკური, შემდეგ ლირიკულეპიკური ხასიათი ჰქონდა:
იგი სრულდებოდა მოთქმასიმღერით გუნდის მიერ და მოთქმის დროს

ერთერთი მთხრობელი ჩამოთვლიდა საინტერესო ეპიზოდებს გარდაცვალებულის ცხოვრებიდან

(შეიძლება აქედან წარმოდგება ქართულ ენაში მოთქმა”). 

 

ელეგია  წარსულში უფრო ფართოდ იყო გავრცელებული.

მის გავრცელებას ხელს უწყობდა მრავალი მიზეზი, როგორც, მაგალითად,

ეროვნული და კლასობრივი ჩაგვრა,

მომავლისადმი უიმედობა,

პირად ცხოვრებაში მომხდარი უსიამოვნება,

რომელიმე ძვირფასი მახლობლის დაღუპვა,

სატრფოს ღალატი და სხვ

 

·       მეცხრამეტე საუკუნის ქართულ პოეზიაში ელეგიის ნიმუშებია :

·       . ბარათაშვილის – „სულო ბოროტო”, „ვპოვე ტაძარი”,

·       გრ. ორბელიანის – „ჩემს დას ეფემიას”,

·        . ჭავჭავაძისელეგია”, „გახსოვს ტურფავ”, „მას აქეთ რაკი...”,

·       . წერეთლის – „თავო ჩემო”, „აღმართაღმართ”, „ ვედრებადა სხვ

 

·       იმისდა მიხედვით თუ რა მოვლენას ასახავს ან რა შინაარსს გამოხატავს,

                – გვხვდება ელეგიის შემდეგი ფორმები

 

·       პატრიოტული(. ჭავჭავაძისელეგია”),

·       სატრფიალო(„გახსოვს, ტურფავ”),

·       ფილოსოფიური(„ფიქრნი მტკვრის პირას”),

·       პესიმისტური (. ბარათაშვილისსულო ბოროტო”,. წერეთლისვედრება”, „ახალი წელი”),

·       საგმირო და სხვ

 

·       საბჭოთა პერიოდის ქართულ ლტერატურაში უმთავრესად საგმირო ელეგიის ნიმუშები

 

გვხვდება. ასეთია, მაგალითად, . ჩიქოვანის ლექსი,

მიძღვნილი 1942 წელს კავკასიის დაცვისათვის ბრძოლაში დაღუპულ ვლ. კანკავასადმი

 

ყამირი, სისხლით ნაკვები, ნაღმების ქროლვამ მონისლა

მტრის საზიზღარი ტანკები მოვარდნენ, ჯახი მოისმა

არ შედრკი, შეხვდი გარეწართ, სიკვდილთან ჯიქურ მიხვედი

ორი ურჩხული დალეწე, მოძმეს აუნთე იმედი

რა გული გქონდა, რა ცეცხლი, ფიქრი მტკიცე და ნათელი 

ყაბარდოს ველზე დაეცი, თავდადებული ქართველი

მოძმეთა მიწას აკოცე, თითქო უთხარი მადლობა

მტარვალი ბევრი დახოცე, ისევ გინდოდა ადგომა

ყაბარდოს ველზე იწექი, კაცი ცეცხლი და მამაცი

რას გიამბობდა მდინარე მშობლიურ მთიდან მქუხარი

მკვდარი იყავ თუ მძინარე, ბედნიერი თუ მწუხარი

თითქო სიმშვიდით გეძინა, მტერს ჩაუქციე ნაღველი 

და როგორც დროშა გეფინა მკერდზე ვაჟკაცის სახელი.„ 

 

·       ხშირად ელეგიის ერთი და იგივე ნიმუში, მაგალითად, აკაკისაღმართაღმართ” ,

ერთსა და იმავე დროს პატრიოტული ელეგიაცაა,

საზოგადოებრივპოლიტიკურიც

და პესიმისტურიც

 

 

muxambazi

პირველი სტროფის ხუთივე ტაეპი ატარებს ერთ რითმას და იგივე რითმა შემდეგ დანარჩენი სტროფების ბოლო ტაეპებში მეორდება.

პირველი სტროფის მომდევნო სტროფების ყოველ პირველ ოთხ ტაეპს საკუთარი საერთო მომდევნო რითმები აქვთ

 

მაგ

 

1. „ბულბულის შურსა შევდგომილვარ მუდამ მძახველი

მწყურნების თვალით შემოგყურებ შენი მსახველი

ვარდის ეკალი გულს დამესვა პირგამმახველი

შენგან დაკოდილს შემიბრალებს ჩემი მნახველი, 

დამაშვრალმან სულ მოვირბინე შენგნით, ახ ველი

 

2. ვარდი ხარ ჯერეთ არაშლილი, ედემს ნარგები

შენის ბულბულის შემაშალი, შემაშმაგები

შენგან ითხოვენ შვენებასა სხვანი კარგები

ჩემგან რად უნდა გაგიკვირდესდავიდაგები

ყოვლი მიჯნური შენ დაგიწვავს, მიწის მლახველი. 

 

3.მე გული სრულად შემოგწირეშენ ხმა არ გამეც

შენ ჩემი ჭირი გიხარიანმე ვტირი დღე, ღამეც

მითხარ, სიცოცხლის სანაცვლო რა მამეც

უბრალო სული მომაკვდინე, ლახვარი დამეც

ლამის, რომ მოვკვდე, ვერ შევიქმნა შენი მზრახველი

 

4. თუ სამართალი არი სადმეგეზიანების

ყელი გამომჭერ, პირი დამრჩა შენის დანების

შენგან მოკლული ბევრი ვინმე გაიმჟღავნების

შენი ბრალები ჩინუმაჩინს გაიგზავნების

კაი და მორჩი, ჩემზედ ნუ ხარ თვალის მფახველი

 

5. მღიმარის პირით წამეპარე, დამიდგი მახე

ასე მეგონა შეგრჩებოდა ეგ შენი სახე

ანებულს ცეცხლსა შესაწველად ხელი შეგახე

დამწვარ მაინც შემიბრალე, ბესიკი ნახე

ვა, შენი ბრალი, ჩემო თავო, ღრუბელს შახველი.” (ბესიკი). 

soneti

·       სონეტი- მყარი სალექსო ფორმაა

·       მისი სამშობლო იტალიაა

·       სონეტის ისტორია მე-13 საუკუნიდან იღებს სათავეს და იტალიელი პოეტის პეტრარკას სახელს უკავშირდება

·       სონეტი ეწოდება 14 ტაეპიან ლექსს

·       სონეტი ორ 4 ტაეპიანი და ორი სამ ტაეპიანი სტროფისაგან შედგება

·       სონეტის ოთხტაეპიან სტროფს-კატრენი ეწოდება

·        სამ ტაეპიანს-ტერცეტი

·       სონეტის ოთხტაეპიანი სტროფები რკალური რითმით არის წარმოდგენილი :(abba)

ან ჯვარედინი რითმით(abab)

·       სამტაეპიანი სტროფები კი სხვადასხვაშემთხვევაში სხვადასხვანაირად ირითმება;

სონეტის საზომი

 

·       4+4+3+3 სტროფული კომპოზიცია იტალიური კლასიკური სონეტისათვის არის დამახასიათებელი

ინგლისურ სონეტში კი 14 ტაეპი 4+4+4+2  სისტემით არის წამოდგენილი;

·       სონეტი აუცილებლად ერთ თემაზე უნდა იყოს აგებული;

·       სონეტში სიუჟეტი ასე უნდა ვითარდებოდეს: თეზა+ანტითეზა+მათი სინთეზი

იხ. შექსპირი 66-ე სონეტი

·       საქართველოში სონეტი სიმბოლისტებმა -„ცისფერყანწელებმა“ დაამკვიდრეს

·       ხოლო სონეტის სტრიქონში 14 მარცვლიანი(5/4/5) ე.წ. ბესიკური საზომი გრიგოლ რობაქიძემ;

·       მას შემდეგ ქართველი პოეტები სონეტებს ძირითადად ამ საზომით წერენ;

·       „სონეტი-თეორემაა. შეიძლება მისი გამომგონებელი მათემატიკოსი იყოს და არა პოეტი.სონეტს უხვად უანდერძეს თავისი სახელები შექსპირმა,მიქელანჯელომ,გოტიემ,პეტრარკამ.. ბოდლერის ლექსი „მშვენიერება“ სონეტის სახით მოევლინა კაცობრიობას.სტეფან მალარმეს დაუვიწყარი „გედიც“ სონეტია“(ვ. გაფრინდაშვილი)

·       „სონეტი უკვდავია,როგორც ფორმა..არცერთი ფორმა არ მოითხოვს იმისთანა ჰარმონიას შინაარსთან,როგორც სონეტი.აქ ფორმა ქმნის შინაარსს. უნაკლო სონეტი სასწაულის შთაბეჭდილებას ახდენს.. ხშირად სონეტი არის პორტრეტი რომელიმე პიროვნებისა,ხშირად პოეტები მიმართავენ ერთმანეთს სონეტებით“ (ვ.გაფრინდაშვილი)

·       ყირამალა სონეტი- არის სონეტი რომელშიც სამტაეპიანი სტროფები წინ უსწრებენ ოთხტაეპიანებს(3+3+4+4),ანუ სონეტის კლასიკური წყობა შებრუნებულია (ტიპიურია ქართული პოეზიისთვის)

 

·         კოჭლი სონეტი-სონეტი რომელსაც ბოლო სტრიქონი წინა სტრიქონებზე მოკლე აქვს(მაგ. ი.გრიშაშვილის შაჰ-აბაზისადმი მძღვნილი სონეტი)

·         სონეტების გვირგვინი-15 სონეტისაგან შემდგარი ციკლია.ამათგან ერთი არის“სონეტი მაგისტრალი“,რომლის პირველი სტრიქონის მიხედვით იქმნება მე-2 სონეტი,მეორე სტრიქონის მიხედვით მე-3 და ა.შ.(ქართულ პოეზიაში სონეტების გვირგვინი შექმნილი აქვთ ანზორ სალუქვაძეს და ოთარ ჭელიძეს)

·         გრიგოლ რობაქიძის სონეტებია: „ფრანგ პოეტს“  და „აქლემი“

·         პაოლო იაშვილმა :“ელამი სონეტი“ ;“სონეტი ამორძალი ‘’;“სონეტი უნაგირით“

·         კოლაუ ნადირაძემ:““სონეტი ქამრით“

 

 

 

trioleti,

·         ტრიოლეტი რვატაეპიანი ლექსია

·         სამი ტაეპი პირველი,მე-4  და მე-7 უცვლელად მეორდება

·         მე-2 და ბოლო ტაეპიც უცვლელად მეორდება.

·         სწორედ ერთი და იმავე ტაეპის სამჯერ გამეორების გამო ეწოდება ამ სალექსო ფორმას-ტრიოლეტი („ტრიო’’ -იტალიურად სამი)

·         ტრიოლეტი შუასაუკუნეებში გავრცელებული იყო საფრანგეთში

·         საქართველოში მე-20 საუკუნის 10-იან წლებში დაამკვიდრეს ვალერიან გაფრინდაშვილმა,პაოლო იაშვილმა,იოსებ გრიშაშვილმა და ალექსანდრე აბაშელმა

 

ტრიოლეტის გარითმვის სქემაა:  abaaabab

 

ვარ მოწყენილი, ვით ზამთარში ნაზი ბეღურა a

ვით შემოდგომის ღამეებში თეთრი ვერსალი.b

შენს სილამაზეს ჩემი ტრფობა ესაფეხურა,a

ვარ მოწყენილი, ვით ზამთარში თეთრი ბეღურა..a.

მე განშორების ცივი თოვლი დიდხანს მეხურა.a

ვტიროდი ხარბად, მარტოობით ნაალერსარი. b

ვარ მოწყენილი, ვით ზამთარში ნაზი ბეღურა a

ვით შემოდგომის ღამეებში თეთრი ვერსალი. b

 

   

თეთრი ლექსი

ანუ

ურითმო ლექსი.

მაგ:

რას მიყურებ აგრე გაკვირვებითა,
ნუთუ სახე არ გინახავს მუშისა,
მკერდი ღია, ოფლით გასვრილ, მტვრიანი,
ფერით რკინა, კისერჩაჟანგებული.
კაცი გულით, დაჩაგრული ბედითა...
სიყრმიდანვე სიღარიბით დევნილი,
ვის სიცოცხლე ტანჯვად გადაქცევია,
შოვნისათვის მხოლოდ ლუკმაპურისა...” – (გრ. ორბელიანი).

ძველად, ტაეპის დამთავრებისას, თეთრ ადგილს ტოვებდნენ რითმის ჩასაწერად და, თუ იქ შესაფერ რითმებს ვერ ჩაწერდნენ, გასარითმავი ადგილების თეთრად დატოვების გამო, მთელ ლექსს თეთრი ლექსი ეწოდებოდა.

 

 

·       თეთრ ლექსში არ გვხვდება ტაეპის დამამთავრებელი რაიმე სიგნალი/ნიშანი-ანუ რითმა

·       საერთოდ რითმის საშუალებით იგრძნობა რიტმული ერთეულის (მაგ. ლექსის სტრიქონის) საზღვარი.

 

·       თეთრ ლექსში ტექსტის ტაეპებად დაყოფა რიტმს ეფუძნება და არა რითმას.

·       თეთრ ლექსში შესაძლებელია გარკვეული სიგრძის რიტმული მონაკვეთების გამოყოფა;ეს მონაკვეთები ტაეპებს არ ემთხვევა

·       თეთრ ლექსში ტაეპების აბზაცებად დაყოფის(და არა სტროფებად) საფუძველი არის აზრის ცვლილება;!!!!

 

ეპიგრაფი

 

ა.. თხზულების ან მისი ცალკეული თავის ,თეთრი ლექსის  წინ წამძღვარებული ციტატა, ფრაზა, რომელიც ერთგვარად ახასიათებს ნაწარმოების ძირითად იდეას;
. ძველ საბერძნეთში: საფლავის ქვის, ძეგლის წარწერა.

 

 

ეპიტაფია

·       ეპიტაფია(ბერძ. ეპიტაფიოს-საფლავზედა) არის წარწერა საფლავის ქვაზე.

·       ეპიტაფიას უმეტესად ერთსტროფიანი ლექსის ფორმა აქვს

·        მასში ავტორი საკუთარი ან სხვისი სახელით მიმართავს გარდაცვალებულს;

·       ან გარდაცვლილის სახელით მიმართავს ამქვეყნად დარჩენილებს;

·       არსებოს ე.წ. რეალური(საფლავის ქვაზე დაწერილი) ეპიტაფიები

·       ისე ფიქტიური(პოეტურ კრებულებში შეტანილი) ეპიტაფიები;

·       ეს ჟანრი დიდი პოპულარობით სარგებლობდა შუა საუკუნეების მწერლობაში.

·       ამ პერიოდს განეკუთვნება  არსენ იყალთოელის „დავით აღმაშენებლის“ ეპიტაფია;

 

ფიქტიური ეპიტაფიის ნიმუშია

არსენ იყალთოელი „დავით აღმაშენებლის ეპიტაფია“

 

ვის ნაჭარმაგევს მეფენი შვიდნივე პურად დამესხნეს,

თურქნი, სპარსნი და არაბნი საზღვარსა გარე გამესხნეს,

თევზნი ამერთა წყალთაგან იმერთა წყალთა შთამესხნეს,

აწე ამათსა მოქმედსა ხელნი გულზედა დამესხნეს.

·           ეპიტაფია

საფლავის ქვაზე მინაწერი ლექსი ან მხატვრული აფორიზმი, რომელიც დაკავშირებულია მიცვალებულის ცხოვრებასთან ან მის სახელთან.

ეპიტაფიოსბერძნულად ნიშნავს კუბოზე ან საფლავის ქვაზე მინაწერს. ზოგიერთ ეპიტაფიაში მიცვალებულის პირადი ცხოვრების მაგალითის

 მიხედვით გამოთქმულია აზრი ადამიანთა ცხოვრების შესახებ. ასეთია, მაგალითად, თამარ მეფის სახელთან დაკავშირებით გამოთქმული ეპიტაფია:

უბისს ავაგე საყდარი, უწყლოსა წყალი გავიღე,
ისპაანს დავსდე ბეგარა, სტამბოლს ხარაჯა ავიღე,
თეთრ ზღვაში რკინა ჩავაგდე,– ხმელეთი ჩემკენ მოვიღე.
მისრეთს ხმალი ვკარ, დერუბანდს, მუნ საბალახე ავიღე,
ამდენი საქმის მოქმედმა ცხრა ადლი ტილო წავიღე”.

ფილოსოფიური შინაარსისაა წარწერა, რომელიც ძველად ერთერთ საფლავის ქვაზე ამოუკითხავთ:
რაც ხარ შენ, ის ვიყავი მე, – რაც ვარ მე, ის იქნები შენ”.

ფრანგმა ბელეტრისტმა ანრი ბეილმა(სტენდალი) თვითონვე დაამზადა თავის საფლავის ქვაზე წასაწერი ეპიტაფია:
აქ განისვენებს მოქალაქე არიგო ბეილი: ცხოვრობდა, წერდა, უყვარდა

ზოგჯერ ეპიტაფია მიცვალებულის ქებადიდებას გამოხატავს. ასეთ შემთხვევაში იგი, პარალელურად, ხოტბის ნიმუშად გვევლინება.
ზოგიერთი ეპიტაფია კი დაცინვას გამოხატავს. ასეთია . ჭავჭავაძისხმა სამარიდამ.

დაცინვის გამომხატველი ეპიტაფია სატირული ლირიკის სახეობაა.
ეპიტაფია, თუმცა წარსულში მხოლოდ საფლავის ქვაზე წარწერილს გულისხმობდა, ამჟამად ფართო მნიშვნელობით იხმარება.

ამ სახელს ისეთ ლექსებსაც უწოდებენ , რომლებიც საფლავის ქვაზე არ ყოფილა წარწერილი, მაგრამ გარეგნული ფორმით ჰგავს ეპიტაფიას და გამოდგება

 საფლავის ქვაზე წასაწერად. ჭავჭავაძის ხმა სამარიდამ საფლავის ქვაზედ წარწერილი არ ყოფილა, მაგრამ მაინც ეპიტაფიის ნიმუშს წარმოადგენს.

 ხ

თავისუფალი ლექსი

ლექსი, რომელშიც ტაეპებისათვის სავალდებულო რიტმი დარღვეულია.

ზოგჯერ ტონურ ლექსში დარღვეულია უკანასკნელისათვის სავალდებულო მახვილთა თანაბრობა, სილაბურში – მარცვალთა თანაბრობა და სხვ. მაგ:

„სიმღერის მინდა მე წამოწყება, (10)
რომ გაიშალოს გამოცოცხლება! (10)
გამოცოცხლება, გამოცოცხლება, (10)
და არა ძილი (5)
დღეს ერთმა შეხვედრამ ილანდა (9)
დილით” (2)–(გ. ტაბიძე).

მოყვანილ ნიმუშში გვხვდება უთანაბრო ზომის ტაეპები. ზოგ მათგანში 10 მარცვალია, ზოგში – 9, ზოგში – 5 და ზოგი ორი მარცვლისაგან შედგება.


პოემა

ლექსად დაწერილი დიდი მოცულობის ნაწარმოები.

იგი უმთავრესად ეპიკური, ანუ თხრობითი გვარის სახეობაა, მაგრამ პოემას არ ახასიათებს მარტო ერთი გვარის სახეობა. პოემის ავტორი ლიტერატურის ყოველ გვარს იყენებს იმისდა მიხედვით, თუ რომელი გვარი უფრო ხელსაყრელია ასახული მდგომარეობის გამოსახატავად. ეპიკურის პარალელურად არსებობს აგრეთვე პოემა ლირიკული, ლირიკულეპიკური და დრამატული.

თვით სიტყვაპოემაბერძნულად ნიშნავს შეთხზულს, ქმნილებას. ძველი პოემები წარმოიშვა სხვადასხვა დამოუკიდებელი ლექსისაგან. თითოეულ მათგანში აღწერილი იყო სხვადასხვა საინტერესო ეპიზოდი სახალხო გმირისა თუ რომელიმე შესანიშნავი პიროვნების ცხოვრებიდან. შემდეგში ასეთი ლექსები შეუერთეს ერთი უფრო საინტერესო მოვლენის გამომხატველ ლექსს. ყველა ლექსში მოთხრობილი ამბები მიაწერეს ერთს, უფრო მნიშვნელოვან პიროვნებას და, ამგვარად, წარმოიშვა ძველი საგმირო პოემა.

ბერძნებმა თავიანთი ძველი საგმირო ლექსები, რომლებიც მათ ჰქონდათ შეთხზული ცალკეული გმირების: აქილევსის, ოდისევსის, ჰექტორის, აიქსის, დიომიდეს და სხვათა შესახებ, გააერთიანეს ერთი უმნიშვნელოვანესი ისტორიული მოვლენისტროადის ომის გარშემო. ამ გზით წარმოიშვა საბერძნეთში ილიადა” და ოდისეა, რომელსაც ჰომეროსს მიაწერენ. ასეთივე წესით წარმოიშვა ძველი პოემები ინდოეთში, ტაჯიკეთში(შაჰნამე), საფრანგეთში, ესპანეთში და სხვა ქვეყნებში. შემდეგ ხანებში პოემამ მნიშვნელოვანი ცვლილება განიცადა, შეიქმნა პოემის ორი სახეობაძველი და ახალი.

ძველი პოემა

ახალი პოემისაგან განსხვავდება თხრობის საგნის, გამოსახვის სივრცის, მითიური ელემენტის და თხრობითი კილოს მიხედვით.

1. 
თხრობის საგანი.

ძველი პოემა არ ეხება ისეთ ამბებს, რომლებსაც არა აქვთ დიადი ეროვნული ან სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა. ჰომეროსიილიადაშიმოგვითხრობს ტროას ომის შესახებ. ამ უკანასკნელს უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა ბერძენი ხალხის ცხოვრებისათვის. ასევე დიდი ეროვნული და სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა ჰქონდა ირანელებისათვის თურანელთა და ირანელთა ომს. იგი საფუძვლად დაედო პოეტ ფირდოუსის პოემასშაჰნამე”. ჰომეროსისოდისეაცგვიხატავს ისეთ მოვლენას, რომელსაც დიდი საზოგადოებრივი მნიშვნელობა აქვს: ეს არის ოჯახის სიმტკიცის იდეა. ოდისევსი ტროას ომის დამთავრების შემდეგ ყოველგვარ დაბრკოლებებს გადალახავს, რომ საკუთარ ოჯახს დაუბრუნდეს.

2. 
გამოსახვის სივრცე.

ძველი საგმირო პოემა ხალხთა ყოფაცხოვრების ვრცელ სურათს გვიხატავს. „ილიადასდაოდისეასმიხედვით ჩვენ ვეცნობით ძველი ბერძნების ზნეჩვეულებას, მათ სარწმუნოებას, საზოგადოებრივ და ოჯახურ ცხოვრებას, სამხედრო ხელოვნებას, სახელმწიფოპოლიტიკურ წყობასა და სხვ. ასეთ უმნიშვნელოვანეს მოვლენებთან ერთად ავტორი გვიხატავს ცალკეულ წვრილმან მოვლენებსაც. ავტორი აგვიწერს საჭმლის მზადებას, გმირების ჩაცმულობას და სხვა დეტალებს, რაც აუცილებელია მთავარი იდეის გახსნისათვის. ზემოაღნიშნულის გამო ძველ პოემას გამოსახვის სივრცის სიდიდე ახასიათებს. მასში მრავალი მოქმედი პირია და ყოველი მათგანი განსაზღვრული ხასიათის ტიპია: ზოგისიდინჯის, ზოგისიფიცხის, ზოგისიმამაცის, ზოგიფიზიკური ძლიერების, ზოგი მეგობრობის ზოგი მტკიცე მეოჯახის და სხვ.

3. 
მითიური ელემენტი.

ჰომეროსის პოემებს მითიური ელემენტი ახასიათებს. „ილიადაშიადამიანებთან ერთად ბრძოლაში მონაწილეობენ ღმერთებიც. ზოგი მათგანი ბერძნების მხარეზეა და ზოგი კი მათ მოწინააღმდეგეებს ეხმარება. მთავარი მოქმედი პირებიც თავიანთი წარმოშობით ღმერთებთან არიან დაკავშირებული. ზოგი მათგანი ამა თუ იმ ღვთაების შვილია, ზოგი შვილიშვილი და სხვ. მაგ. აქილევსი ქალღმერთ თეტიდას შვილია, ოდისევსი ელოსის შვილიშვილია, აიაქისიიუპიტერის შვილიშვილია და .. ძველი პოემის გმირებს უდიდეს და ფანტასტიკურ წინააღმდეგობათა გადალახვა უხდებათ. ოდისევსის შინ დაბრუნებას ხელს უშლის ხან ჯადოქარი ცირცეა, ხან ნიმფა კალიფსო, ხან ბობოქარი ზღვა. ამ დაბრკოლებათა გადალახვა პოემის პერსონაჟების მიერ ნების განსაკუთრებულ სიმტკიცეს, ფიზიკურ ძლიერებას და ჩვეულებრივი ადამიანისაგან განსხვავებულ სიმამაცეს მოითხოვს.

4. 
თხრობის კილო .

ავტორი თანაბარი სიმშვიდით გვიხატავს როგორც ტროას მეფის პრიამის წინაშე მდებარე შვილისჰექტორის დაფლეთილ სხეულს, აგრეთვე აქილევსის ფარს, ან აქილევსის მიერ საჭმლის დამზადებას. ამასთან ერთად ავტორი არსად არ გამოხატავს უშუალოდ თავის პირად განცდებს.



ძველი, ანუ ანტიკური პოემის კლასიკური ნიმუში არის ჰომეროსისილიადადაოდისეა”. ისინი ძველი საბერძნეთის ცხოვრების მხატვრული გამოსახვის საუკეთესო ნიმუშებია. ჰომეროსის პოემები შექმნილია III- VII საუკუნეებში ჩვენს წელთაღრიცხვამდე. ზემოაღნიშნულ პოემებს საფუძვლად უდევს ბერძენთა გადმოცემა ტროას ომის შესახებ.

გადმოცემა მოგვითხრობს, რომ ტროაელთა მეფის შვილმა პარისმა მოსტაცა ბერძენთა ერთერთი ტომისსპარტელების მეფესმენელაეს მისი სილამაზით განთქმული მეუღლე, მშვენიერი ელენე. უკანასკნელის დასახსნელად ბერძნებმა დაიწყეს ლაშქრობა ტროაელთა წინააღმდეგ მენელაეს ძმისმიკენთა მეფისაგამემნონის მეთაურობით.

ათი წელი იბრძოდნენ ბერძნები ქალაქ ტროას წინააღმდეგ, მაგრამ ვერ ახერხებდნენ მის აღებას. ბოლოს გააკეთეს ხის დიდი ცხენი. მასში მოთავსდნენ ბერძენი მხედრები, აიღეს ქალაქი და დაიხსნეს მშვენიერი ელენე

ილიადაშიასახულია ბერძენთა ბრძოლის მხოლოდ ერთი ეპიზოდი: ბერძენთა მხედართმთავარს აგამემნონს ჰყავს ტროას მიდამოებში ბრძოლის დროს მოტაცებული მშვენიერი ტყვე ქალი ქრიზეიდა, რომელიც ცოლად უნდა წაიყვანოს (ქრიზეიდა ღმერთისაპოლონის ქურუმის ქრიზეს შვილია). 

ქრიზე მიდის ბერძენთა ბანაკში და თხოვს აგამემნონს შვილის გამოსყიდვას დიდი საფასურით. აგამემნონი უარით ისტუმრებს მას

ბერძნების ბანაკში ჭირი ჩნდება და მოლაშქრეები იხოცებიან. ამის მიზეზად აპოლონის განრისხებას თვლიან და, ქრიზეს შეურაცხყოფის გამო, აგამემნონი იძულებული ხდება დაუბრუნოს მშობლებს ქრიზეიდა და სამაგიეროდ მიჰყავს აქილევსის ხვედრი ტყვე ქალი ბრიზეიდა

ამან უსაზღვროდ განარისხა მირმინდონელთა მეფე და განთქმული გმირი აქილევსი. იგი თავისი ლაშქრით განზე გადგა და უარი განაცხადა ბრძოლაში მონაწილეობაზე.

აგამემნონი აგრძელებს ბრძოლას ტროაელთა წინააღმდეგ. ბრძოლის დაწყებისას პარისი წინადადებას აძლევს ბერძნებს, რომ გავიდეს რომელიმე ბერძენთაგანი მასთან ხელჩართულ ბრძოლაში იმ პირობით, რომ რომელი მხარეც აჯობებდა, მას დარჩეს მშვენიერი ელენე. პარისთან შესაბმელად გადის მენელაე. მათი ბრძოლა მენელაეს აშკარა უპირატესობით ვითარდება, მაგრამ ტროელების ბანაკიდან ერთერთი სარდალი ტანდარე ისარს ტყორცნის მენელაეს და დაჭრის მას. ამ მზაკვრობამ განარისხა ბერძენთა ჯარი და იწყება მოპირდაპირე ლაშქრების საერთო ბრძოლა, რომელიც მწვავე ხასიათს იღებს. ბერძნები მძიმე მდგომარეობაში ჩავარდნენ. ბერძნები მარცხდებიან. მათი მთავარსარდალი აგამემნონი თანახმაა დაუთმოს შეურაცხყოფილ და განდგომილ აქილევსს, მაგრამ უკანასკნელის მრისხანება კვლავ დაუმცხრალია და მოციქულებს უარით ისტუმრებს. ბერძნების მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა. აქილევსის მეგობარმა პატროკლემ პირადად ნახა მეომართა მძიმე მდგომარეობის სურათი. უამბო ყოველივე ამის შესახებ აქილევსს და თხოვა მას, გაეტანებინა მირმინდონელები ბერძენთა დასახმარებლად. აქილევსი დათანხმდა და ბერძნების მოტყუების მიზნით, თავისი იარაღით აღჭურვა პატროკლე. თან რჩევა მისცა მას, რომ შორს არ გაჰყოლოდა გაქცეულ მტერს, უკანასკნელს შეეძლო პატროკლეს შეტყუება და მისი დაღუპვა. პატროკლე მაინც დაედევნა დამარცხებულ მტერს და და ტროას კედლებთან შეებრძოლა მოპირდაპირესგანთქმულ გმირსჰექტორს. უკანასკნელმა მოჰკლა პეტროკლე. მეგობრის დაღუპვამ და მისი გვამისათვის სამარცხვინო ბრძოლამ აღაშფოთა აქილევსი. მან გლოვის ნიშნად თმების გლეჯა დაიწყო; იგი სწრაფად გაემართა იმ ადგილისაკენ, სადც ბერძნები პატროკლეს გვამისათვის იბრძოდნენ. ტროაელებს აქილევსის დანახვისთანავე შიშით თავზარი დაეცათ და გაიქცნენ. აქილევსის რისხვამ გაიარა. მან დაიწყო ტროელების წინააღმდეგ ბრძოლისათვის მზადება, შეურიგდა აგამემნონს და უკანასკნელმაც დაუბრუნა ბრიზეიდა. ტროადელებთან ბრძოლის დროს აქილევსმა პირადად მოჰკლა მისი მეგობრის პატროკლეს მკვლელი ჰექტორი, მიაბა მისი გვამი ეტლს და თავის ბანაკში წაათრია. აქილევსი დიდი პატივით აბარებს მიწას პატროკლეს გვამს , ხოლო ჰექტორის გვამს კი ათრევს პატროკლეს საფლავის გარშემო. პოემის დასასრულს აქილევსი უბრუნებს ტროაელთა მეფეს ჰექტორის გვამს. ტროაელები მას დიდი პატივით ასაფლავებენ.

ილიადადაოდისეა”, როგორც ძველი საბერძნეთის ცხოვრების მხატვრული გამოსახვის გარდუვალი ნიმუშები, შთაგონების წყაროდ გადაიქცა შემდეგი დროის მწერლებისათვის.

პირველი დიდი საგმირო პოემა, რომელიც ჰომეროსის მიბაძვით დაიწერა, რომაელი პოეტის ვირგილიუსის პოემაენეიდაიყო. მასში მოთხრობილია ტროას მეფის ენეის მოგზაურობა ბერძნების მიერ ტროადის ციხესიმაგრის აღების შემდეგ, მისი მისვლა იტალიის სანაპიროზე და რომის სახელმწიფოს დაარსება. ამ პოემამ დიდი გავლენა მოახდინა შემდგომი დროის მხატვრულ ლიტერატურაზე.

 ხ

ახალი პოემა

პოემა, რომელშიც ყურადღება, ეროვნული საზოგადოების ნაცვლად, პიროვნებაზეა გადატანილი და გამოხატავს რომელიმე საინტერესო ეპიზოდს არა მთელი ერის, არამედ რომელიმე პიროვნების ცხოვრებიდან.

გამოსახვის სივრცით ძველი პოემა რომანს უახლოვდება, ახალი კიმოთხრობას ან ნოველას;

ვაჟას ბახტრიონში მოთხრობილია კვირიასა და ლელას ცხოვრება მხოლოდ მათ მიერ ბახტრიონის აღების მომენტში.
ვაჟას პოემა ალუდა ქეთელაური მთავარი გმირის ალუდას ცხოვრების მხოლოდ ერთ საინტერესო ეპიზოდს გვიხატავს.
იგი მოგვითხრობს ალუდას ცხოვრების შესახებ მხოლოდ ამ გმირის მიერ თემის ტრადიციის დარღვევის შემდეგ თემიდან მის გაძევებამდის. ალუდამ მის მიერ მოკლულ მტერსქისტს მუცალას მკლავი არ მოსჭრა და შემდეგ კი, ქრისტიანული დღესასწაულის დროს საკლავიც კი დაჰკლა მისი სულის შესავედრებლად. ამან გამოიწვია ალუდას ოჯახის დარბევა და მისი თემიდან გაძევება ოჯახთან ერთად.

გამოსახვის სივრცით ნოველასთან სიახლოვის გამო, ახალ პოემას ზოგჯერ ნოველისტურ პოემას უწოდებენ. ახალ პოემაში ავტორი ყურადღებას აქცევს გმირის შინაგანი განცდის გამოხატვას.

ვაჟაფშაველაალუდა ქეთელაურში” თავისივე გმირების სიტყვებით ასე გადმოგვცემს სამშობლოდან გაძევებულ ალუდას და მასთან ერთად გაძევებულ მის ოჯახის წევრთა შინაგან ტრაგედიას:

თავის მიწაწყლის გაწირვა
ძნელი ყოფილა მეტადა;
მომაკვდავს დავფერებივარ,
გონი გამხდია რეტადა.
მუხლებ არ მამდევს, გულშია
ბნელი ჩამიდგა სვეტადა...
მშვიდობით, საჯიხვეებო,
გამხარებელნო თვალისა,
მშვიდობით ჩემო სახლკარო,
გულში ამშლელო ბრალისა”.

ახალ პოემაში თხრობის ტონი, წინააღმდეგ ძველი პოემებისა, დაძაბულია. ავტორი ზოგჯერ ვერ ახერხებს ობიექტურობის დაცვას. ხშირად წყვეტს გმირის შესახებ ამბის თხრობას და საკუთარ განცდებს გვიხატავს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ახალ პოემებში საკმაოდ გვხვდება ლირიკული ელემენტები.
ლირიკული გადახვევები ახასიათებს ბარათაშვილს („ბედი ქართლისა”), . წერეთელს, ილიას და განსაკუთრებით ვაჟას პოემებს. ვაჟაბახტრიონისდასწყისშივე მოცემულ ბუნების სურათს ასეთი ლირიზმით აგრძელებს:

მოგესალმებით, ქედებო,
მომაქვს სალამი გვიანი!
ჩემსამც სამარეს ამკობენ
თქვენი დეკა და ღვიანი!
თქვენგანა გულობს ეს გული,
შიგ გრძნობა უდუღს ღვთიანი.
თქვენი მიწოვავ მე ძუძუ
დალიანბარაქიანი”.

ამავე პოემაში იგი აგვიწერს რა ბახტრიონზე ქართველ მთიელთა ძლევამოსილ გალაშქრებას, ამბის თხრობას წყვეტს და უშუალოდ გამოხატავს თავის პირად აღტაცებას:

ხახმატელთ ცხენთა ფეხის ხმამ
შააზრიალა მთანია;
მგლური დააწყვეს ნაბიჯი,
მოკლეთ გადნოვლეს გზანია.
თითოს ხევს არაგვისასა
თან მოსდევს ლაშქრის ღვარია,
ფშავლის შვილებიც მოიდენ,
სულთქმა თან მოჰყვა ჩქარია:
რა საამური დრო არის,
რა საამური წამია!

იმავე პოემაში ბუნების სურათის აღწერის დროს ვაჟა ამბობს:

ნისლი ფიქრია მთებისა,
იმათ კაცობის გვირგვინი,
მიყვარს შეუდრეკს მათს მკერდზე
ხშირის ბალახის ბიბინი”.

თუმცა ახალ პოემაში მწერლის ყურადღება პიროვნებაზეა გადატანილი, მაგრამ მასში გამოსახვის საგნად ხშირად რჩება ისევ მნიშვნელოვანი მთელი ერის ცხოვრებიდან (მაგალითადბედი ქართლისა). ამ შემთხვევაში ახალი პოემის ავტორები თავიანთი ნაწარმოების შინაარსს იღებენ არა ხალხური გადმოცემებიდან, როგორც იქცეოდნენ ძველი პოემის ავტორები, არამედ ისტორიული წარსულიდან.

ახალი პოემის შემოქმედად ევროპისა და მსოფლიო ლიტერატურაში ბაირონი ითვლება. ბაირონი ამავე დროს რომანტიზმის საუკეთესო წარმომადგენელია; ბაირონის პოემებს რომანტიკულს უწოდებენ. ბაირონის პოემები გამოხატავენ პიროვნების უკმაყოფილებას ქალაქური ცხოვრებით, მისი ფუფუნებით, თვალთმაქცობით, მონობით და სხვ. ბაირონის პოემები გამოხატავენ თავისუფლებისმოყვარე ადამიანის მისწრაფებას ბუნებისაკენ, მის ზიზღს ძალადობისადმი, ანგარებისადმი.
პოემა ჩაილდჰაროლდი მთლიანად ლირიკული წარმოშობისაა. ბაირონმა იმოგზაურა ესპანეთში, ალბანეთში, საბერძნეთსა და თურქეთში. მოგზაურობის დროს იგი ლექსად წერდა ყოველდღიურ შთაბეჭდილებებს და ამ ლირიკულ განცდათა გამომხატველ დღიურს შემდეგში მანჩაილდჰაროლდიუწოდა.

XVIII
საუკუნის ქართულ ლიტერატურაში ჩვენ უკვე გვაქვს წმინდა ლირიკული ხასიათის შესანიშნავი პოემა ნარგიზოვანი. მისი ავტორის ვინაობა ჯერ კიდევ არ არის საბოლოოდ გამორკვეული.

რუსეთში რეალისტურ პოემებს წერდა პოეტი . ნეკრასოვი(ვინ ცხოვრობს კარგად რუსეთში”).

XIX
საუკუნის ქართულ ლიტერატურაში რეალისტური პოემის ნიმუშია კაკო ყაჩაღი. ეს პოემა იმავე დროს სოციალური და საყოფაცხოვრებო შინაარსისაა.

XIX
საუკუნის ქართულ ლიტერატურაში უფრო მეტად განვითარდა ისტორიული პოემის ჟანრი.
ამ ჟანრის ნაწარმოებთა შორის აღსანიშნავია . ბარათაშვილისბედი ქართლისა”, . ჭავჭავაძისმეფე დიმიტრი თავდადებული”, აკაკის თორნიკე ერისთავი”, „ნათელა”, „ორი ქართველი” და სხვ.

სატირული ხასიათისაა აკაკის ისტორიული პოემა ასი წლის ამბავი”. ალეგორიულდიდაქტიკური ხასიათისაა მისი პოემა ალექსი”.


Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პოეტის და პოეზიის დანიშნულება ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის შემოქმედებაში

"კაცია ადამიანი ?!"-ილიას რეალისტური ნაწარმოები