მოთხრობის ან რომანის კომპოზიციური ელემენტები

 

ფაბულა

 

ფაბულა მწერლის მიერ შერჩეული ან შექმნილი ისეთი მასალაა, რომელიც ა)დამახასიათებელია მოვლენათა ჯგუფისათვის და ბ)რომელიც თავიდანვე ტიპური მნიშვნელობისაა.

ფაბულა და სიუჟეტი ერთმანეთთან შეფარდებული ცნებებია.

ფაბულა სიტყვასიტყვით ნიშნავს არაკსამბავს.

ფაბულას განიხილავენ, როგორც მხატვრული ნაწარმოების ჩონჩხს. მასში გულისხმობენ იმას, რაც არის მოთხრობილი.

მაგ. გაზეთ ივერიაში განთავსებული ქრონიკა იმის შესახებ, რომ მატარებელმა იმსხვერპლა ადამიანი, არის . ნინოშვილის მოთხრობის განკარგულების ფაბულა.

ფაბულა ლიტერატურული ნაწარმოების მასალაა, სიუჟეტი კი ამ მასალის შესაფერისად დალაგებადაკავშირების ხერხია,

ფაბულაში მთავარი ყურადღება ექცევა არაკს, ამბავს, .. იმას, თუ რა არის მოთხრობილი .

სიუჟეტში კი როგორ არის მოთხრობილი.

მხატვრული ნაწარმოების სიუჟეტი გამოხატავს ადამიანთა ურთიერთობას, რომელსაც ავტორი გვიჩვენებს განსაზღვრულ მოვლენათა ჯაჭვის საშუალებით.

 მწერლის მიერ გათვალისწინებული ლიტერატურული ნაწარმოები მხოლოდ ფაბულაში მოცემული მასალის შესაფერისად დალაგებადაკავშირებისა და მოვლენის დეტალურად გადმოცემის შემდეგ იქცევა მხატვრულ ნაწარმოებად.

 

როგორ არჩევს მწერალი ფაბულას ?

ფაბულის არჩევა

·        მოვიფიქროთ ამბავი,რომელიც საფუძვლად დაედება თქვენი მოთხრობის სიუჟეტს.

·        აამოქმედე მეხსიერება და ფანტაზია

·        ან სიუჟეტის წყაროდ რომელიმე ავტობიოგრაფიული ტექსტი გამოიყენო.მაგ.დაწერო მოთხობა ქუთაისის გიმნაზიიდან მოწაფეთა გარიცხვის შესახებ(ივანე ზურაბიშვილის მოგონებები).

·        საინტერსო მასალას გვთავაზობენ ბიოგრაფიული ტექსტებიც.(ექვთიმე თაყაიშვილის და განძის თავგადასავალი რამდენიმე ისეთ ეპიზოდს შეიცავს,რომლებიც თავისუფლად შეიძლება იქცეს მოთხრობის სიუჟეტად(ა. დავა დადიანების მემკვიდრესთან ბ.გერმანელი ფაშისტების მცდელობები გ.ფრანგი მეგობრების თავდადებული საქციელი)

ფაბულის  შერჩევის შემდეგ მოკლედ გადმოცემა

·        მოკლედ აღწერე ამბავი,რომელიც შენს მოთხრობაში ხდება.

 

დაახლოებით ასე:

9 აპრილის თემაზე ყველაზე მონუმენტური და მასშტაბური ქართული ნაწარმოები ალბათ ოთარ ჭილაძის რომანიაველუმია“, აველუმი ჩვეულებრივი ქართველი, თუ საბჭოთა მოქალაქეა, სხვებისნაირი ცხოვრების გამოცდილებით, კომპრომისებითა და სურვილებით, ის ცდილობს თავისუფლების მოპოვებას, თუმცა, ვერ ახერხებს. თავისუფლების სულს თავის შვილს ჩაუნერგავს, თავად ვერ იბრძვის, მხოლოდ შვილს გადაულოცავს ფრენის სურვილს და ამის გამო კარგავს კიდეც.”

ან 

ნუგზარ შატაიძე (1944-2009 ) „მოგზაურობა აფრიკაში’’

 

ნუგზარ შატაიძის მოთხრობის მთავარი გმირია პატარა ბიჭი,რომელსაც,ისევე როგორც მის ათასობით თანატოლს,ბავშვობა წაართვეს.ქუჩასი უპატრონოდ დარჩენილ ბიჭს ეყოფა ძალა,თავს დიდი გამოცდა მოუწყოს და მამის საძებნელად აფხაზეთში წავიდეს.უშედეგო ძებნის შემდეგ ბევრის მნახველი ბიჭი ისევ თბილისის ქუჩებს დაუბრუნდება და დავიწყებულ მავნე ჩვევას გაიხსენებს.იქნებ განსაცდელის წინაშე მდგარი ბიჭის თავგადასავალმა მაინც გამოაფხიზლოს ჩვენი საზოგადოება.

 

 

სიუჟეტი  არის   ფაბულის მხატვრული განზოგადება.


1.    სიუჟეტი მხატვრული ნაწარმოების შექმნის ერთერთი ხერხია, რომელიც სხვა კომპოზიციურ ელემენტებთან ერთად იქცევა მხატვრული ნაწარმოების აგების საშუალებად.

 

2.    სიუჟეტი ყოველთვის გვიხატავს რაიმე ამბავს, რომელიც იწყება, ვითარდება და მთავრდება.

 

3.    მისი მხატვრული მნიშვნელობა მეტად დიდია.

 

4.    მხოლოდ სიუჟეტის გამოყენებით და კონფლიქტების ჩვენებით იქმნება მოქმედების რთული განვითარების ამსახველი ნაწარმოები, რომლითაც მწერალი საუკეთესოდ ახერხებს განვითარებაში მყოფი სინამდვილის ასახვას და ამავე დროს მაღალ მხატვრულ შთაბეჭდილებას იწვევს.


 

5.    ხელოვნების თეორიაში ფაბულასა და სიუჟეტს ხშირად განმარტავენ როგორც ერთი და იმავე მნიშვნელობის ცნებებს.

 

6.     სიუჟეტიფრანგულად სიტყვასიტყვით ნიშნავს თემას, ქვემდებარეს, .. საგანს, რის შესახებაც ლაპარაკობენ.

 

7.    მხატვრული ნაწარმოების სიუჟეტიმხატვრული ნაწარმოების საგანს, .. იმას, რაც მასშია გამოხატული.

 

8.     მაგ. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამა და ამ სურათის სიუჟეტი არის მზის ამოსვლა, .. სურათში დახატულია მზის ამოსვლა.

 

9.    ასევე შეგვიძლია ვთქვათ რომელიმე სურათის შესახებ, რომ მისი სიუჟეტიაგაზაფხული, ზღვის ღელვა, განთიადიფრონტიდან გმირის დაბრუნება და სხვ.

 

10.                   შეგვიძლია აგრეთვე ვთქვათ რომელიმე ქანდაკების შესახებ, რომ მისი სიუჟეტია ჯანსაღი სულის ჯანსაღ სხეულში არსებობა, ბადროს ტყორცნა და ..


 

11.                   მოტანილი მაგალითები მხატვრობას და ქანდაკებას ახასიათებს. ისინი მოვლენას გაქვავებულ მდგომარეობაში გვიხატავენ; ხელოვნების ასეთ დარგებში სიუჟეტი იგივე თემაა.

 

12.                    რაც შეეხება მხატვრულ ლიტერატურას, მისი სიუჟეტი მთავარ ყურადღებას აქცევს არა იმას, თუ რის შესახებ არის ლაპარაკი, არამედ უფრო მეტად იმას, თუ რა ხდება, რას აკეთებენ მხატვრული ნაწარმოების გმირები და როგორ გადმოგვცემს მომხდარს ავტორი.

 

13.                   ეს მოვლენა გამოწვეულია იმით, რომ თვით ლიტერატურა განსხვავდება ფერწერისა და მხატვრობისაგან.


 

14.                   ლიტერატურული ნაწარმოების გმირები მოქმედებენ, ვითარდებიან, მათი მოქმედება სხვადასხვა ადგილზე და სხვადასხვა დროში ხდება.

 

15.                   ლიტერატურა არ არის შეზღუდული დროით და სივრცით. ლიტერატურული ნაწარმოების სიუჟეტის შინაარსიც თავისებურია.

 

16.                   ამიტომ ლიტერატურული ნაწარმოების განხილვის დროს აუცილებელია ფაბულისა და სიუჟეტის განსხვავებული მნიშვნელობის გათვალისწინება.

სიუჟეტის განვითარება

ლიტერატურული ნაწარმოების კითხვის დროს ჩვენ ვეცნობით:

1.
მოქმედ პირთა ვინაობას, მათ მიზანდასახულობას, მათ ინტერესებსა და მისწრაფებას.
2.
დაბრკოლებებს, რომლებიც ხელს უშლიან მათი მიზნის მიღწევაში. მოწინააღმდეგე ძალებს, რომლებთანაც მოქმედ გმირებს უხდებათ ბრძოლის წარმოება,

 

3.დროს, ადგილსა და პირობებს, რომლებშიც ნაწარმოებში გამოყვანილი გმირები მოქმედებენ.
4. მოქმედ პირთა ურთიერთობას.


5. წინააღმდეგობისა და ბრძოლის განვითარებას.
6. ბრძოლის შედეგს.

ზემოთ ჩამოთვლილი პუნქტების შესაბამისად მხატვრული ნაწარმოების სიუჟეტის განვითარებას უმთავრესად აქვს შემდეგი საფეხურები:
ექსპოზიცია, კვანძი, კულმინაცია, კვანძის გახსნა, წინათქმა, ბოლოთქმა, პროლოგი და ეპილოგი. სიუჟეტის განვითარების დროს გვხვდება აგრეთვე ლირიკული გადახვევები, ჩართული ეპიზოდები, პეიზაჟები და სხვ.

 

ხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხ


პროლოგი   (წინათქმა)

 

ზოგჯერ მხატვრული ნაწარმოების შინაარსის ან მისი მთავარი აზრის (იდეის) უფრო ნათლად გამოსახვის მიზნითავტორები ერთგვარ წინათქმას მიმართავენ. ამ წინათქმაში ისინი მკითხველის ყურადღებას ამახვილებენ იმ მოვლენაზე, რაც მწერალს განსაკუთრებით აინტერესებს, ან, კიდევ, გვაცნობენ ისეთ მოვლენას, რისი ცოდნაც ჩვენთვის აუცილებელია მოთხრობილის შინაარსის გასარკვევა.

შენიშვნა: ნაწარმოების იდეა ეძებე პროლოგში ( მაგ. დიდოსტატის მარჯვენის პროლოგში)

 

ექსპოზიცია

ლიტერატურული ნაწარმოების ნაწილი, რომელშიც აღწერილია ძირითადი მოქმედების წინარე ვითარება, აღწერილია ის პირობები, რომელშიც იწყება მოთხრობის ძირითადი ამბავი 

(ლათ. Exponere  ეს სიტყვა ნიშნავს ახსნაგანმარტებას, ჩვენებას).

ავტორი ექსპოზიციაში გვამცნობს, როდის წარმოებს მოქმედება, სად, რა მდგომარეობაში, ვის შესახებ არის ლაპარაკი და სხვ.

ექსპოზიციის ნიმუშია . ნინოშვილის ჩვენი ქვეყნის რაინდის პირველი თავის დასაწყისი:

რკინის გზის სადგურ N-ზე საღამოს ჟამს აუარებელი ხალხი უცდიდა მატარებელს.
თუმცა მარტი ილეოდა, მაგრამ საღამოს მაინც კიდევ სიცივემ მოატანა, რადგანაც ხანგრძლივი წვიმის შემდეგ მხოლოდ წინაღამით დამდგარიყო დარი.
მატარებლის მომლოდინე ხალხმა, იგრძნო სიცივე თუ არა, დაანებაპლატფორმაზესეირნობას თავი და იკრიბებოდა სადგურის დარბაზში.
მცირეოდენი ხნის განმავლობაში ისე გაიჭედა ხალხით სადგურის დიდი დარბაზი, რომ ერთი კუთხიდან მეორემდე ძლივს მიატანდით.
ქალების ჭვრეტას დაჩვეული ყმაწვილი კაცები არ ერიდებიდნენ ამ დაბრკოლებას და დაყიალობდნენ ყველა კუთხეში. მეტადრე ვიღაც ორი შეზარხოშებული ყმაწვილი მოუსვენრად დაეხეტებოდა აქეთიქით და მოურიდებლად სჭვრეტდა მანდილოსნებს, რომლებიც კი თვალში მოეწონებოდათ.
ერთი ამ ყმაწვილთაგანი შესანიშნავი რამ იყო თავისი ვაჟკაცური თვალტანადობით. მაღალი ტანი, სქელი, განიერი ბეჭები და მხვილმსხვილი მკლავები, ცოტად ფერნაკლული, სავსე, ლამაზი პირისახე, მელანივით შავი პატარა წვერი, სწორედ გითხრათ, ძველებურ რაინდს წარმოადგენდა.
ეს ყმაწვილი, რა თქმა უნდა, ქალებსაც არ დარჩათ შეუნიშნავი, ბევრგან იკითხეს ჩუმჩუმად, ვინ არისო. ერთს ლაზათიანი გულმკერდის ყმაწვილ ქალს თვალებზე წყალი მოსდენოდა ახოვანი ჭაბუკის ჭვრეტით. ერთმა კნეინამ ჰკითხა ნაცნობ მედუქნეს:
ვინ არის ეს ყმაწვილი კაცი?
ეს, კნეინა, ზემოური გახლავთ, ტარიელ მკლავაძე, ცოტა ქეიფის მოყვარე კაცია და ხშირად ჩამოდის აქ, სტანციაზე, დროის გასატარებლად,–უპასუხა მედუქნემ.
მადლობა ღმერთს, რომ ჩვენს მამულს კიდევ ებადებიან ამისთანა მოყვანილი ვაჟკაცები!– თქვა კნეინამ და გაატანა თვალი ყმაწვილ კაცს, რომელიც ამ დროს ვიღაც ქალს ჩასჩერებოდა თვალებში.
ძლიერ დიდი ვაჟკაცი გახლავთ. ოღონდ ეს არის, როგორც მოგახსენეთ, ქეიფის მოყვარეა და, სოფლის ამბავი ხომ მოგეხსენებათ, სოფელს ეჯავრება.
მერე რა ვუყოთ, რომ ქეიფის მოყვარეა? შნოც აქვს ქეიფის. ასეთი სრული ქმნილება!
კნეინამ დაუწყო მზერა ყმაწვილკაცს, მაგრამ ისე გონივრულად, რომ ვერც კი შეამჩნევდით, თუ უმზერსო.
ხალხს თანდათან ემატებოდა. ახალმოსულები კითხულობდნენ: „პოეზდმა ხომ არ გაგვასწრო”– და, როცა გაიგებდნენ ჯერ კიდევ ადრეა მატარებლის ჩამოსვლამდეო, გულდამშვიდებულნი, ვინ ნაცნობს ნახავდა და დაუწყებდა ბაასს, ვინ ხალხს სჭვრეტდა და ვინ კიდევ სხვა რასმეს აყოლებდა გულს მატარებლის მოსვლამდე.
მოვიდა ორი ცხენოსანიერთი ქალი და ერთი კაცი.
ამათაც იკითხეს მატარებლის მოსვლა. შემდეგ გაისტუმრეს ცხენები, შეიტანეს სადგურში თავიანთი მსუბუქი ჩემოდანი და პატარა აბგა, დადვეს კედელთან და მატარებლის მოლოდინში მიეყუდნენ კედელს, რადგანაც თავისუფალი სკამი აღარ მოიპოვებოდა”.

ექსპოზიციიდან  ვიგებთ, რომ მარტის თვეა, საღამო ჟამია (ვეცნობით დროს, როდესაც ხდება ტარიელისა და დესპინეს შეხვედრა), ხალხი ჯერ რკინიგზის სადგურის ბაქანზე და შემდეგ მოსაცდელ დარბაზში ელოდება მატარებელს (ვეცნობით ადგილს, სადაც იწყება მოქმედება), სადგურის დარბაზშია შეზარხოშებული ტარიელ მკლავაძე და მისი მეგობრები, იქვე არიან ახლადმოსული სპირიდონ მცირიშვილი და მისი მეუღლე (ვეცნობით მთავარ მოქმედ პირებს ).

თუმცა ექსპოზიცია უმთავრესად თხზულების დასწყისშია, მაგრამ შეიძლება მას ავტორმა უფრო დაგვიანებითაც მიმართოს.

გოგია უიშვილში ავტორი მოგვიანებით გვაცნობს მოქმედი პირების ვინაობა და მათ მდგომარეობას.

კაკო ყაჩაღში ილია ჭავჭავაძე ექსპოზიციამდე მთელ რიგ მოვლენებს გვიხატავს: იგი აგვიწერს საღამოს სურათს, ზაქროს შეხვედრას მეურმესთან, ზაქროს შეხვედრას კაკოსთან, ზაქროს ბავშვობას და ამ მოვლენების შემდეგ აამბობინებს ზაქროს იმ ვითარების (მამის ავად გახდომა) შესახებ, რომელშიც დაიწყო ძირითადი ამბავი, .. წინააღმდეგობა ზაქროს მამასა და ბატონს შორის.
ავტორი ზაქროს თხრობის სახით გვიხატავს მისი ოჯახის მდგომარეობას, რამაც აიძულა ზაქროს მამა ბატონთან წასულიყო სათხოვნელად.
სწორედ ეს ადგილი, სადაც ზაქრო განმარტავს, თუ როდის და რა პირობებმა აიძულა მამამისი ბატონთან წასულიყო, არისკაკო ყაჩაღისექსპოზიცია.კაკო ყაჩაღშიეს ადგილი გვიან არის მოცემული. ასეთ ექსპოზიციას შენელებული ექსპოზიცია ეწოდება.

მოთხრობაში შეიძლება რამდენიმე ამბავი, რამდენიმე მოქმედება იყოს და ამის შესაბამისად ყველა ამბავს ჰქონდეს თავისი ექსპოზიცია.

 

წინაამბავი

ნაწარმოების ის მონაკვეთი, რომელშიც ავტორი გადმოგვცემს პერსონაჟის  წარსულს

პერსონაჟის ხასიათის უკეთ გასაცნობად, მისი ყოფაქცევის ასახსნელად და, საერთოდ, იმ მიზნით, რომ უფრო ნათელი წარმოდგენა გვქონდეს მხატვრული ნაწარმოების გმირების შესახებ, ვტორი ხშირად მოკლედ გვაცნობს მოქმედი პირის ცხოვრებას წარსულში, .. იმ ამბამდე, რაზედაც არის უმთავრესად ლაპარაკი მხატვრულ ნაწარმოებში; (მაგ.ალუდა ქეთელაური კაცია დავლათიანი.."

 

გოგია უიშვილშიავტორი ჯერ გვაცნობს გოგიასთვის გადასახადის შეწერის ამბავს (მოქმედების კვანძს), შემდეგ კი დროებით წყვეტს მოქმედების პირდაპირ განვითარებას და გვაცნობს გოგიას ცხოვრებას წარსულში: მის წარმოშობას, დაოჯახებას, სახლის აშენებისა და ოჯახის გაძლიერების ამაო ცდას, მის უკმაყოფილებას მეფის მოხელეებით, თანდათან განერვიულებას და პროტესტის ზოგჯერ სახიფათო ფორმებში გამოთქმის შემთხვევებს

 

ის ადგილი მოთხრობაში, რომელშიც .ნინოშვილი აგვიწერს გოგიას ცხოვრებას გადასახადის შეწერამდე, ამ მოთხრობის წინაამბავია. მისი საშუალებით ჩვენ უფრო დაწვრილებით ვეცნობით, თუ ვის შესახებ არის მოთხრობაში ლაპარაკი. წინაამბავში მოთხრობილი ფაქტები გვიადვილებს გოგიას თვითმკვლელობის ახსნას. წინაამბავიდან ჩვენ ვიგებთ, რომ გოგია უიშვილი იმედიანად უყურებდა თავის მომავალს, მაგრამ შემდეგში გლეხის აუტანელმა მდგომარეობამ, დიდმა გადასახადებმა, წვრილშვილიანობამ, გადასახადში მარინეს მზითვის და სახლის ფიცრების გაყიდვამ თანდათან დაუკარგეს გოგიას ოჯახური ცხოვრების მოწყობის იმედი, თანდათან უფრო და უფრო შეაზიზღეს მას ცხოვრება. ყოველივე იმან, რასაც ჩვენ დასახელებული მოთხრობის წინაამბავში გავეცანით, მოამზადა ნიადაგი გოგიას ამბის თავისებურად განვითარებისათვის. გოგია უიშვილის ბუნებაში რომ მტკიცედ არ ყოფილიყო ჩამოყალიბებული სიძულვილი და ზიზღი მეფის მოხელეებისადმი, შეიძლება გოგიას არ გაეწია წინააღმდეგობა კაზაკებისათვის. გოგიას მიერ თავის მოკვლის გადაწყვეტილების მიღებაშიც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა არა მარტო მისმა საჯაროდ გაწკეპვლამ, არამედ აგრეთვე იმ აუტანელი ცხოვრების პირობების გათვალისწინებამ გოგიას მიერ, რაც ავტორმა მოთხრობის წინაამბავში გაგვაცნო.

 

 

კვანძი 

სიუჟეტში მოცემული მდგომარეობა, როცა ჩნდება და ერთმანეთში ინასკვება ინტერესები და ჩნდება წინააღმდეგობა, ანუ წარმოიშობა კონფლიქტი, რაც, თავის მხრივ, დასაბამს აძლევს მოქმედების შემდგომ განვითარებას.

სიუჟეტში მოცემული მდგომარეობა, როცა ჩნდება და ერთმანეთში ინასკვება მიზანი და წინააღმდეგობა, წარმოიშობა კონფლიქტი, რაც, თავის მხრივ, დასაბამს აძლევს მოქმედების შემდგომ განვითარებას

 

სამანიშვილის დედინაცვალშიბეკინას ოჯახი და მისი ერთერთი წევრი პლატონ სამანიშვილი მოთხრობის დასაწყისში (პირველი თავის ექსპოზიციურ ნაწილში) კმაყოფილია, მაგრამ ირღვევა პლატონის მშვიდობა. ჩნდება საფრთხე და და მიზნად იქცევა ამ საფრთხის თავიდან აცილება. ისკვნება კვანძი: 

მის მომზადებას ავტორი იწყებს შემდეგი სიტყვებით: მაგრამ ბედნიერება, რაგვარიც არ უნდა იყოს, ვის შერჩენია ბოლომდის...” . ბეკინას უჩნდებასაშინელი სურვილი ცოლის შერთვისა”. ბეკინას ჯერ აზრი მოუვიდა, „და ეს აზრი, შემდეგ სურვილად გადაქცეული, ბოლოს აუცილებელ წადილად გადაექცა”. მღუპავ, მამა? მღუპავ? დანას მიყრი ყელში?... შვილი რომ გეყოლოს, შვილი... მაშინ? ...დევიღუპე, წმინდად დევიღუპე

 

იმისათვის, რომ მამის სურვილიც დააკმაყოფილოს და ოჯახის გამყოფიც არ გაჩნდეს, პლატონი მიზნად ისახავს სადედინაცვლოდ მონახოს ორნაქმარევი, უშვილო დედაბერი, რომელსაც ბავშვი არ გაუჩნდება. ასეთი დედაბრის მონახვაც რთულია და, კიდეც რომ მოინახოს, მაინც არ არის გამორიცხული მისგან შვილის გაჩენა. მიზნებისა და წინააღმდეგობის ამგვარი ჩვენებით ისკვნება დასახელებული მოთხრობის კვანძ.

 ოჯახის მომავალი გამყოფის დაბადების თავიდან აცილება პლატონის მიზანია და ეს მიზანი აძლევს ბიძგს ამბის განვითარებას მოთხრობაში. 

 

გოგია უიშვილისკვანძია გლეხების მიმართ მოხელეთა კატეგორიული განკარგულებასამი დღის ვადაში ეგზეკუციის ხარჯისათვის თუმნის გადახდის შესახებ. 

გოგიას თუმნის გადახდა არ შეუძლია, ხელისუფლების წარმომადგენლები კი დარბევით ემუქრებიან. ეს მდგომარეობა დასაბამს აძლევს გოგიასა და ხელისუფლების წარმომადგენელთა შორის არსებულ წინააღმდეგობათა განვითარებას

 

კაკო ყაჩაღშიკვანძი ის ადგილია, სადაც ბატონი გლეხს უარს ეუბნება შვილის დაბრუნებაზე. 

 

. ერისთავის კომედიაშიგაყრამთელი რიგი წინააღმდეგობაა მოქმედ პირთა შორის. პავლესა და მის ცოლს უნდათ, რომ გაყრის დროს მეტი წილი ირგონ, ანდუყაფარიც ცდილობს, რომ თავისი წილი პავლეს არ გაატანოს (წინააღმდეგობა ანდუყაფარსა და პავლეს შორის), ივანეს მიზანია ცოლი სიყვარულის საფუძველზე შეირთოს, მიკირტუმ გასპარიჩი კი ცდილობს ანგარების საფუძველზე შეართვევინოს მისი ქალიშვილი (წინააღმდეგობა ივანესა და მიკირტუმას შორის). კომედიის კვანძიგაყრაშითავიდანვე იწყება(ანდუყაფარის მონოლოგით) და გრძელდება მანამდე, სანამ არ გავეცნობით წინააღმდეგობებს მოქმედ პირთა მიზნებს შორის. 

 

. ნინოშვილის მოთხრობისჩვენი ქვეყნის რაინდისკვანძი ის ადგილია, სადაც ტარიელის ამხანაგები დესპინესთან საუბრობენ მისი გაცნობისა და რაიმე ხერხით ხელში ჩაგდების მიზნით და დესპინესაგან მკვახე პასუხს ღებულობენ

 

მკლავაძემ და მისმა ამხანაგებმა, დაინახეს თუ არა ლამაზი ყმაწვილი ქალი, დაიწყეს მის ახლოს სიარული და ისეთნაირად უჭვრეტდნენ, თითქოს ეს ქალი კი არა, გასაყიდი საქონელია და ხელიდან არ უნდა გაუშვანო

რადგან დარბაზში ხალხის სიმრავლის გამო, თბილოდა, ქალმა გაიხადა ტალმა და ახლა ჩითის კაბაში ნაკვთადმოყვანილი ტანი ლამაზად ეხატებოდა

ტარიელმა ვეღარ მოაშორა თვალი ამ ქალის სავსე გულმკერდს

ქალი და მისი ამხანაგი კაცი რაღაც საუბარში იყვნენ გართული და ამიტომ ვერ ამჩნევდნენ ტარიელის და მისი ამხანაგის უსირცხვილო ჭვრეტას

ერთი ამის გულმკერდში ჩაკონება მთელ სოფლად ღირს! შენ რას იტყვი, ტარიელ? – ჰკითხა ამხანაგმა

ტარიელს სახეზე მოუთმენლობა გამოეხატა

ერთი გავიცნოთ მაინც, ვინ არის, – უთხრა პასუხად ამხანაგს და ბოლოს ღიმილით დაატანა: ეს ვინღა არის, რომ ახლავს მცველი? უშოვნია რაღა კავალერი! მთელ ჯარს მოშლის, სწორეთ... ძლიერ ამიღელვა სისხლი ამ ქალმა ვიღაც არი

მოდი, ერთი გავეცნობი, – უთხრა ტარიელს ამხანაგმა

შენ ხომ ამისთანაობა ძალიან გეხერხება, – სიცილით უპასუხა ტარიელმა

ასეა, ერთისთვის ხერხი მიუცია ღმერთს, მეორისთვის ღონიერი მკლავი, შენთვისმკლავი, ჩემთვისხერხი

კარგი, ახლა ტრაბახობას თავი დაანებე, თუ შეგიძლია, წადი და გაეცანისიცილით უთხრა ტარიელმა

 

ამ სიტყვებით ამხანაგი მოშორდა ტარიელს, მივიდა ლამაზ ქალთან, მიესალმა და მოურიდებლად ჰკითხა

საიდან მობრძანდებით

სოფლიდან, – უპასუხა ქალმა

რომელი სოფლიდან? ვინ ბრძანდებით

რაში გესაჭიროება ამაების გაგება? თუ საქმე გაქვთ ჩვენთან, გვიბრძანეთ

არა, ისე

ისე? ისე საჭირო არ არის! – ცოტა არ იყოს გესლიანად უპასუხა ქალმა

რატომ? ერთმანეთის გაცნობა რას დაგვიშავებს

თუ ამაზე მეტი საქმე არა გაქვთ, გთხოვთ, მიბრძანდეთ! – უპასუხა ქალმა, რომელსაც ისეთი მრისხანება გამოეხატა ამ დროს სახეზე, რომ მოსაუბრე ყმაწვილი კაცი იძულებული შეიქმნა, მოშორებოდა

რა ქენი! ვერ იხერხა მგონია, შენმა ხერხმა? – ჰკითხა ტარიელმა სიცილით ამხანაგს

მიუკარებელი ვინმე ყოფილა! ისე მოხარა წარბები, რომ ჩხუბს მიპირებსმეთქი, ვიფიქრე. ორი სიტყვის თქმაც არ დამაცალა, ისე შემომიტია, მიბრძანდითო და მომიშორა,– უპასუხა გულნატკენად ამხანაგმა

 

ამ ეპიზოდში ერთმანეთთან იკვეთება ტარიელის მიზანი და დესპინეს წინააღმდეგობა.რომ არ ყოფილიყო ერთერთი მათგანი, რომ, ვთქვათ, დესპინე წინააღმდეგობის ნაცვლად სიამოვნებით გასცნობოდა ტარიელს და მის ამხანაგს, მას რომ ტარიელისათვის დაენიშნა პაემანი, მაშინ შეიძლება ყველაფერი მშვიდობიანად დამთავრებულიყო, აღარ განვითარდებოდა ამბავი, აღარ იქნებოდა შეჯახება, ბრძოლა, აღარ იქნებოდა სიუჟეტი.

 

 

კონფლიქტი

 

შეჯახება

მოვლენა, რომელიც დამახასიათებელია ადამიანური ურთიერთობების ყველა დონისათვის, პიროვნებებს შორის ურთიერთობებიდან დაწყებული საერთაშორისო ურთიერთობებით დამთავრებული. კონფლიქტი არის: ადამიანთა სხვადასხვა ჯგუფების მიზნების შეუთავსებლობა ან შეუთანხმებლობა. ტერმინი მომდინარეობს ლათინური სიტყვიდან „conflictus” რაც ნიშნავსშეჯახებასდა აღნიშნავს როგორც პროცესს, ასევე მდგომარეობას“. კონფლიქტი გულისხმობს ორი ან მეტი ადამიანის ბრძოლას რაიმე ფასეულობების ან ძალაუფლებისათვის, ან დეფიციტური რესურსების გამო შეჯიბრს

 

კონფლიქტი

 

·        კონფლიქტი არის :

ა. სერიოზული უთანხმოება

ბ.განხეთქილება

გ.შეჯახება

დ.დაპრისპირება მხარეებს შორის

 

კონფლიქტი საფუძვლად უდევს სიუჟეტის განვითარებას მხატვრულ ნაწარმებში

 

·        კონფლიქტი შეიძლება იყოს შინაგანი და გარეგანი

·        შინაგანი კონფლიქტი-როდესაც ერთ ადამიანში ორი ან რამდენიმე განცდა, ან შეხედულება ებრძვის ერთმანეთს.

·        გარეგანი კონფლიქტი კი ის არის,როდესაც ორი პიროვნება ან პიროვნება და პიროვნებათა ჯგუფი(საზოგადოება) უპირისპირდება ერთიმეორეს.

·        კონფლიქტი შეიძლება იყოს:

ა. დროებითი

ბ.ხანმოკლე

(ასეთი კონფლიქტი გადაჭრილად ითვლება,როცა ერთ-ერთი მხარე იმარჯვებს,ხოლო მეორე მარცხდება.)

გ. ხანგრძლივი

დ.მარადიული,დაუსრულებელი

(ასეთი კონფლიქტის დროს ერთ-ერთი მხარე იმარჯვებს ან მარცხდება,მაგრამ კონფლიქტი გადაუჭრელი რჩება.)

 

 

კონფლიქტის კულმინაცია

ლიტერატურული ნაწარმოების ის ნაწილი, სადაც მდგომარეობა ყველაზე უფრო დაძაბული ხდება და წინააღმდეგობა უმაღლეს წერტილს აღწევს (კულმინაცია ლათინურად ნიშნავს მწვერვალს, გუმბათს).

 

 

 

კვანძის გახსნა

ის ადგილი მხატვრულ ნაწარმოებში, რომელიც გვიხატავს კონფლიქტის დასრულებას და მის შემდგომ შექმნილ ვითარებას და მდგარ შედეგს

 

მიზეზშედეგობრივი კავშირის დადგენა

 

·        მიზეზისა და შედეგის ამოცნობა განვითარებულ მოვლენათა ჯაჭვში  კონფლიქტის მიზეზების(არსის) უკეთ გაგებაში გვეხმარება.

·        შედეგი არის ის,რაც მოხდა.

·        მიზეზი არის ის,რამაც მომხდარი განაპირობა.

ყურადღება:

იმისათვის ,რომ გაერკვე ნაწარმოებში არსებული კონფლიქტების არსში, საჭიროა მოვლენათა შორის მიზეზშედეგობრივი კავშირების დადგენა.

მოთხრობაში ან რომანში მიზეზშედეგობრივი  კავშირები ს დასადგენად, გაიხსენე ნაწარმოების სიუჟეტიდან ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენები და დაადგინე  მათი გამომწვევი მიზეზები.

რეკომენდირებულია ასეთი სქემის გამოყენება:

 

რა მოხდა ?

რატომ მოხდა?

1

 

 

2

 

 

3

 

 

4

 

 

5

 

 

 

·        მოტივი

მოტივი არის:

 

მოვლენის, მოქმედების, საქციელის გამომწვევი მიზეზი

(ლათ. movere„მოტივილათინურად ნიშნავს მოძრაობას).

 

·        მხატვრული ნაწარმოების რომელიღაც  ეპიზოდი გვეხმარება ხვა ეპიზოდებში ასახული მოვლენების ახსნასა და მთავარი იდეის გამოვლენაში.

მისი (ასეთი ეპიზოდის) საშუალებით მხატვრულ ნაწარმოებში ასახული მოვლენები გვეხატება ერთმანეთთან კავშირურთიერთობაში
ამ ჯაჭვში ერთი მოვლენა წარმოიშობა როგორც შედეგი სხვა მოვლენისა და ეს შედეგი თვითონ იქცევა სხვა, მისი მომდევნო მოვლენის მიზეზად

 

·        ლიტერატურულ ნაწარმოებში მოტივი, ჩვეულებრივ, ერთი ან რამდენიმე წინადადებისგან შედგება.

მასში გამოხატულია ისეთი ხასიათის მოვლენები ან პირობები, რომლებიც გავლენას ახდენს

 

) მხატვრული ნაწარმოების შინაარსის განვითარებაზე,

) მოქმედ პირთა ურთიერთობაზე და, საერთოდ,

 )მათ განწყობილებაზე, მოქმედების გეგმაზე და სხვ

·       

·        მოტივები ნაწარმოებში გამოხატულ მოვლენებს ერთიმეორესთან მიზეზობრივად აკავშირებენ

·       

·        კაკო ყაჩაღშიზაქროს მამის ციებით დაავადება იწვევს მამის წასვლას ბატონთან, ბატონის უსამართლო და უხეში უარი იწვევს ყმის მიერ ბატონის უსამართლობის მხილებას,

·         მხილებაბატონისაგან ჩიბუხის ტარით ცემას, ეს უკანასკნელიგლეხისაგან ხელის შებრუნებას, ხელის შებრუნებაყმის გაროზგვას და მოკვლას, ყმის მოკვლა კი შვილის მიერ შურისძიებას,

·        ბატონის მოკვლას და ყაჩაღად გავარდნას. აქ ჩამოთვლილი ადგილებიკაკო ყაჩაღისმოტივებია

·         

·        გოგია უიშვილში სოფლად ფირალების გამოჩენ მოტივი აღმოჩნდება იმისათვის, რომ სოფლებში ეგზეკუცია ჩააყენონ. ეგზეკუციის ჩაყენება იწვევს ზედმეტი გადასახადის გაწერას,

·         რომელიც ახალ წლამდე უნდა გადაიხადონ. გოგიას სიღარიბე მოტივია იმისა, რომ ის დანიშნულ ვადამდე გადასახადს ვერ იხდის.

·        გადაუხდელობა იწვევს გოგიას დარბევას, დარბევაგოგიას ფიზიკურ წინააღმდეგობას, წინააღმდეგობა მისი დაპატიმრების გამოდატუქსვას,

·         უსამართლოდ დატუქსვაგოგიას საჯარო პროტესტს ხელისუფლების წინააღმდეგ, ეს პროტესტიგოგიას საჯაროდ გაწკეპვლას, გაწკეპვლაშეურაცხყოფას, შეურაცხყოფის გრძნობაგოგიას თვითმკვლელობას

·         

·        ვეფხისტყაოსანშიროსტევანის სიბერე და მემკვიდრე ვაჟის უყოლობა იწვევს თინათინის გამეფებას,

·        გამეფებანადიმობას,

·         ნადიმობის დროს მეფის მოწყენასანაძლეოს დადებას როსტევანსა და ავთანდილს შორის. ეს უკანასკნელი იწვევს ნადირობას,

·        ნადირობა უცხო მოყმის ნახვას და მისი ახლოს გაცნობით დაინტერესებას,

·        უკანასკნელიავთანდილისაგან ტარიელის ძებნას და მასთან შეხვედრას. შეხვედრა და ტარიელის ამბის მოსმენატარიელისადმი ავთანდილის ღრმა თანაგრძნობას და

·         ნესტანის მონახვის გადაწყვეტილებას, უკანასკნელი მიზანდასახულობა კიავთანდილის, ფრიდონის და სხვა გმირების მიერ ზემოაღნიშნული მიზნის განხორციელებას.

 

 

ეპილოგი

ნაწარმოების ის ნაწილი, რომელშიც ავტორი მოგვითხრობს მოქმედი პირების თავგადასავალს კვანძის გახსნიდან დიდი ხნის გასვლის შემდეგ, ან გვიხატავს საინტერესო ეპიზოდს, რომელიც ასევე მნიშვნელოვანი დროითაა დაშორებული კვანძის გახსნის მომენტიდან.

 

გარდა პერსონაჟთა ცხოვრებისა, ეპილოგში ავტორები უშუალოდ გამოხატავენ თავიანთ შეხედულებებს თავიანთი პერსონაჟებისა და სხვა მოვლენების შესახებ.

 

ეპიგრაფი

 

ნაწარმოების, ან მისი ცალკეული თავის წინ წამძღვარებულ ციტატა, ფრაზა რომელიც ერთგვარად ახასიათებს ნაწარმოების ძირითად იდეას .

ეპიგრაფად გვევლინება მოთხრობის, პოემის, ან საერთოდ მხატვრული ნაწარმოების სათაურის ქვეშ, ან რომელიმე თავის დასაწყისში წამძღვარებული მინაწერი. ჭავჭავაძისგლახის ნაამბობს სათაურის ქვეშ ამბის დაწყებამდე წამძღვარებული აქვს ასეთი ეპიგრაფი, ანუ მინაწერი:

რა ქნას კარგმა მონარდემა, დროზე შაში თუ არ მოვა”.

ეპიგრაფად უფრო ხშირად გამოყენებულია ხალხური ანდაზები, ნაწყვეტები ლექსიდან, მხატვრული პროზიდან, აფორიზმები და სხვ.

შენიშვნა: ესეში ეპიგრაფი ასრულებს     „სატყუარას როლს’’


. ჭავჭავაძის პოემას აჩრდილი” სათაურის ქვეშ ტექსტის დაწყებამდე წამძღვარებული აქვს ტაეპები ვეფხისტყაოსნიდან:

რა ვარდმან მისი ყვავილი, გაახმოს, დაამჭკნაროსა,
იგი წავა და სხვა მოვა ტურფასა საბაღნაროსა”.

ეს ეპიგრაფი დიდ დახმარებას გვიწევს აჩრდილის ძირითადი თემისა და იდეის გამოვლენის საქმეში.
მისი თემატიკა რთულია, მდიდარია, მრავალსახოვანია, მაგრამ პოემაში სამი საკითხი იქცევს განსაკუთრებულ ყურადღებას: საქართველოს წარსული, აწმყო და მომავალი. დასახელებულთაგან კი ერთი გამორჩეულად ყურადსაღებია. იგი ავლენს მთავარ თემას და მასში ჩაქსოვილ პოემის მთავარ იდეას. ეს არის არა საქართველოს აწმყო, არა მისი წარსული, არამედ როგორც წარსულიდან, ისე აწმყოდან გამომდინარე საქართველოს მომავალი.

საკვირველი არ არის, რომ მის (საქართველოს) წარსული, მისი აწმყო და მერმისი კვლევის და გამოძიების საგანი შეიქმნეს”, – წერდა ილია ჭავჭავაძე, მაგრამ მეცნიერული შესწავლისა და მხატვრული ასახვის მთავარი ობიექტი რომ საქართველოს მომავალია, ეს ფაქტი ილია ჭავჭავაძეს ბევრ თავის ლექსში აქვს გამოვლენილი:

მოვიკლათ წარსულ დროებზე დარდი,
ჩვენ უნდა ვსდიოთ ახლა სხვა ვარსკვლავს,
ჩვენ უნდა ჩვენი ვშვათ მყოობადი,
ჩვენ უნდა მივცეთ მომავალი ხალხს”.

მეორე ლექსში ჩემო კარგო ქვეყანავ პოეტი თავის ქვეყანას და მკითხველს ამხნევებს:

აწმყო თუ არა გვწყალობს,
მომავალი ჩვენია”.

იგივე იდეა გამოვლენილია ილიასაჩრდილში და ძირითად თემად საქართველოს მომავალია. სწორედ ამ მომავალზეა გადატანილი ყურადღება პოემის ეპიგრაფად გამოყენებულ ტექსტში. ეს კი გვიადვილებს პოემის თემისა და იდეის დაზუსტებას. „გლახის ნაამბობიკი გვეხმარება გამოვავლინოთ მოთხრობის იდეა.

 

ჩართული ეპიზოდი

მხატვრული ნაწარმოების ის ნაწილი, რომელსაც არ აქვს უშუალო კავშირი მოვლენათა სიუჟეტურ განვითარებასთან.

ჩართული ეპიზოდი ზოგჯერ მთელი მხატვრული ნაწარმოების მთავარ იდეას ხსნის.

შენიშვნა: ეძებე ნაწარმოების იდეა ჩართულ ეპიზოდებში

 

ლირიკული გადახვევა

ავტორის მიერ ამბის თხრობის დროებითი შეწყვეტა და პირადი აზრის ან შთაბეჭდილების უშუალო გამოხატვა, რაც გვიადვილებს მხატვრული ნაწარმოების თემისა და იდეის გარკვევას.

 

შენიშვნა: ნაწარმოების იდეა ეძებე ლირიკულ გადახვევებში

 

 

დიალოგი

1. საუბარი ორ ან რამდენიმე პირს შორის.
2.
ლიტერატურული ნაწარმოები ან მისი ნაწილი, რომელიც დაწერილია საუბრის ფორმით.

 

მონოლოგი

ვრცელი სიტყვა, რომლითაც დრამატული ნაწარმოების (აგრეთვე სხვა ლიტერატურული ნაწარმოების) პერსონაჟი მიმართავს თავის თავს, სხვა მოქმედ პირებს ან მაყურებელს.

 

პეიზაჟი

 

1. რაიმე ადგილის საერთო ხედი; ბუნების სურათი;

 

პეიზაჟს მწერლები არ ხატავენ როგორც უბრალო ფონს, მოქმედების სარბიელს. პეიზაჟი დაკავშირებულია ადამიანის განწყობილებასთან და მოქმედებასთან.

კუთხური მეტყველება პროზაულ ტექსტებში

მწერლები უხვად იყენებენ ხალხური(კუთხური) მეტყველებისათვის დამახასიათებელ ფორმებსა და გამოთქმებს

მაგ. ი ჭავჭავაძის „სარჩობელაზედ“  დავასახელოთ ზოგიერთი მათგანი სწორი ფორმის მითითებით.

სარჩობელაზედ-სახრჩობელაზე

ჰგვანდა-ჰგავდა

მოეგონა- მოეგონებინა

ამოდენმა-ამდენმა

იქმონენ-შვრებიან

ფორთხალი-ფართხალი

ბევრჯელ-ბევრჯერ

ვისამე-ვინმეს

შკოლა-სკოლა

დაცინებით-დაცინვით

ჩამოარჩეს-ჩამოახრჩვეს

(ხმა არ) გავე-გავეცი

ჩემ ძმასავით-ჩემს ძმასავით

„იმერიზმები“ - დავით კლდიაშვილის მოთხრობებში

ფშაური        -ვაჟა ფშაველას  ლექსებსა და პოემებში ,მოთხრობებში

ჟარგონი პროზაულ ტექსტებში

იმ მეტყველებას,რომელსაც საზოგადოების რომელიმე ჯგუფი შიდა ურთიერთობისთვის იყენებს,ჟარგონს უწოდებენ.

ჟარგონში გამოყენებული სიტყვები და გამოთქმები ხშირად გაუგებარია დანარჩენი საზოგადოებისათვის.

არსებობს:

ა. ქალაქური ჟარგონი

ბ.ქურდული ჟარგონი

გ.სტუდენტური ჟარგონი და სხვ

ჟარგონი სწრაფად იცვლება,ახალ ტაობას ახალი სიტყვები და გამონათქვამები შემოაქვს და ხშირად ჟარგონზე მოლაპარაკე ძველ და ახალ თაობას შორის გაგებინებაც კი ჭირს.

ჟარგონის სპეციფიკას სხვადასხვა ენობრივი მოვლენა განაპირობებს;

ჟარგონში გვხვდება:

ა.ცალკეულ სიტყვათა მოკლე ფორმები

ბ.თავისებური სიტყვები და გამონათქვამები

გ.ჟარგონში ხშირია ბარბარიზმები და კალკები

 

იხილე ჟარგონის ლწქსიკონი:

https://sites.google.com/site/mygeolingua/zhargonis-leksikoni

 

ბარბარიზმები პროზაულ ტექსტებში

ლათ. BARBAROS

ამა თუ იმ ენის ბუნებისათვის შეუფერებელი ან უცხოური ენიდან საჭიროების გარეშე შემოსულ სიტყვა, გამოთქმა.

მაგალითად: „შპილკა” (სარჭი), „შკაფი” (კარადა), „ვინტოვკა” (შაშხანა), „პოლი” (იატაკი), „პროსტინა” (ზეწარი) და სხვა. ზემოთმოყვანილი ნიმუშების მსგავსი ბარბარიზმების ხმარება დაუშვებელია, თუ ისინი ავტორს შეგნებულად არ აქვს გარკვეული მიზნით გამოყენებული.

ფართო მნიშვნელობით ბარბარიზმად ითვლება უცხო ენიდან შემოსული ყოველი სიტყვა და გამოთქმა. ზოგი მათგანი მხოლოდ წარმოშობით არის ბარბარიზმი, სავსებით ეგუება ამა თუ იმ ენას და დასაშვებია ლიტერატურული ენისათვის.

ენის გამდიდრებისთვის აუცილებელ ბარბარიზმებს ხალხი ითვისებს და მას თავისებურ (ეროვნულფორმას აძლევს.
ასეთი გათავისებურება ამდიდრებს და აძლიერებს ენას. უცხო ენიდან შემოსული და ეროვნულ ბუნებასთან შეხამებული აუცილებელი სიტყვებით გამდიდრდა ქართული ენა და შეინარჩუნა თავისი გრამატიკული წყობა და ძირითადი ლექსიკური ფონდი.

ბარბარიზმებს ზოგჯერ დაცინვის მიზნითაც იყენებენ. მაგალითად, არსენა ასე მიმართავს ყაზახებს, რომლებიც მისი დაჭერის მიზნით გამგზავრებულან:

ზრასტი, ზნაკომ, გაგიმარჯოს,
კუდა იდიოშ, საითკენა”– (ხალხური).

 . ჭავჭავაძე ასე ახასიათებინებს პაპას მის ფუქსავატ წინაპრებს:

„...
რა ვაკეთეთ? რას ვშვრებოდით?...
НА ПЛЕЧО-
ბა გვასწავლეო.
მთავრობას ვეხვეწებოდით

ბარბარიზმის უკიდურესი ფორმაა:

უგლავოში საპოჟნიკი პოლსაპოშკებს აპაჩინკებს”.

ამ წინადადების ლექსიკურ შემადგენლობაში არ არის გამოყენებული არცერთი ქართული სიტყვის არც ძირი და არც ფუძე.
ქართულია მხოლოდ ფრაზის შემადგენელი სიტყვების სინტაქსური წყობა, ქართულია აგრეთვე თავსართები, ბოლოსართები, თანდებულის, ბრუნვისა და პირის ნიშნები:

უგლავო
საპოჟნიკ
პოლსაპოშკებ
აპაჩინკებ.
ასეთი ბარბარიზმი უფრო ცარიზმის ბატონობის დროინდელ ქართულს ახასიათებდა და ჩვენს ეპოქაში უკვე გამქრალია, ან ჩქარი ტემპით ქრება.

ბარბარიზმებს მწერლები მიმართავენ აგრეთვე ტიპიზაციის მიზნით.

ბარბარიზმები ტიპიზაციის მიზნით გამოყენებული აქვს . შენგელაიას ქვემომოყვანილ ნაწყვეტში:

მას შემდეგ, რაც მეფის რუსეთის ეგერებმა დარიალი გადმოლახეს, ძველ თბილისს ეშხი ნელნელა გაუხუნდა. ყოველივე ძველთან ერთად ამქრის დიდებასაც პატივი თანდათან ეყრებოდა. დროებამ ნირი იცვალა და ქარმაც სხვაგვარმა იწყო ქროლა. ყაბახი მოიშალა, სალაღობოც დადუმდა. ქალაქი სულ რუსეთუმეებითა და თერგდალეულებით აივსო... მოდნაც სხვა გაჩნდა და ძველებურ ტანსაცმელს იშვიათად თუ ვინმე ჩაიცვამდა. სახლებსაც ახალ ყაიდაზე აშენებდნენ, ნივთიც გრანიცისა შემოდიოდა და ბევრი ხელობა სულ გადავარდა. ოქრომჭედლებს, თერძებს, მექოშეებსა და ძველ ჭონებს მუშტარი ეგრერიგად აღარ ეტანებოდა და მათი ხელობის მაზანდაც ეცემოდა.
ათას რვაას სამოცდახუთ წელს შემოღებულმა ახალმა გადასახადებმა მთლად ააფორიაქეს ისინი. სხვა გზა რომ აღარ იყო, არზა დასწერეს და ქალაქის მოურავს შერმაზანა ვართანოვს , დიდის ფეშქაშებით მიართვეს, მაგრამ არა გამოვიდა რა,– „რუსული ატკაზით გაისტუმრეს უკან”.

ამ ნაწყვეტის თავისებურება ისაა, რომ მასში ავტორი ბარბარიზმებით თითქოს თვითონ ლაპარაკობ და მის მიერმოქცეულიბარბარიზმები უშუალოდ ახასიათებენ არა თვით ავტორს, არამედ განსაზღვრული ეპოქისა და კლასების მეტყველებას.

 

კალკი პროზაულ ტექსტებში

Fr. calque

1. საგანგებოდ დამუშავებული გამჭვირვალე ქაღალდი ან ქსოვილი, რომლის საშუალებითაც იღებენ ნახაზების პირს; ლივი.
2.
ასეთ მასალაზე გადაღებული პირი ნახაზისა.
3.
ლინგვ. სიტყვა ან გამოთქმა, რომელიც აგებულია სხვა ენის სიტყვის ან გამოთქმის მიხედვით. მაგ., "რაშია საქმე?" კალკია რუსული გამოთქმისა "в чëм дело?"

 

 

 


Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პოეტის და პოეზიის დანიშნულება ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის შემოქმედებაში

"კაცია ადამიანი ?!"-ილიას რეალისტური ნაწარმოები