პროზაული ტექსტების სტილი
mxatvruli ena
მხატვრული ენა — ენის სტილისტიკური სახესხვაობა (შედარებით მეცნიერების ენასთან, პუბლიცისტიკის ენასთან, საქმიანი ქაღალდების ენასთან, სალაპარაკო ენასთან და სხვ.) ან მხატვრული ლიტერატურის ფორმა.
მხატვრული ენა, ანუ სიტყვის ხელოვნება გაიგებოდა როგორც განსაკუთრებული ენა, რომელსაც თავისი ლექსიკა, სინტაქსი, ფრაზეოლოგია და მისთ. გააჩნია.
მხატვრული სტილი არის
ლიტერატურული ნაწარმოების შინაარსისა და მის გამომხატველ მრავალსახოვან ფორმათა მთლიანობა.
„სტილოს” ბერძნულად ეწოდება ჯოხს, რომლითაც წერდნენ გასანთლულ ფიცარზე. ჯოხს ერთი ბოლო წვეტიანი ჰქონდა და იგი ფანქრის მაგივრობას ასრულებდა. მეორე ბოლო კი – ბლაგვი. როდესაც დაწერილის შესწორება უნდოდათ, ბლაგვი ბოლოთი შლიდნენ ფიცარზე დაწერილს და შემდეგ ხელახლა წერდნენ.
რომაელები ხშირად ამბობდნენ „ჯოხი (სტილი) ხშირ–ხშირად შეატრიალეო”, – და ეს ნიშნავდა მოწოდებას, რომ ნაწერი დროზე შეესწორებინათ.
სიტყვა „სტილი” იხმარებოდა გადატანითი მნიშვნელობით.
ვიწრო გაგებით სტილში გულისხმობდნენ მწერლის ენას, სიტყვების შერჩევა–დალაგებას და სხვ.
მხატვრულ ნაწარმოებში არ არის საკმარისი მხოლოდ სიტყვების ან წინადადებათა შერჩევა – დალაგება. ლიტერატურულ ნაწარმოებს ახასიათებს თემა, სიუჟეტი, ადამიანთა ხასიათი, ბუნების აღწერა და სხვ. მათი შერჩევა–შეერთება, დაკავშირება აუცილებლად საჭიროა მთლიანი მხატვრული ნაწარმოების მისაღებად. ლიტერატურა ნაწარმოების შინაარსს მრავალსახოვანი ფორმებით გამოხატავს. ამის გამო მხატვრული ლიტერატურის შესწავლა მარტო ენის თავისებურების გამოკვლევის საშუალებით შეუძლებელია. ზემოაღნიშნულის გამო ხელოვნებისა და ლიტერატურისმცოდნეობაში სიტყვა „სტილი” ფართო მნიშვნელობით იხმარება.
ლიტერატურულ სტილში ჩვენ ვგულისხმობთ ამა თუ იმ აზრის, ანუ იდეის შესაფერი ფორმით გამოხატვის არა მხოლოდ რომელიმე მხარეს, როგორიცაა, მაგალითად, ენა, თემა, ტიპები და სხვა, არამედ სტილი ეწოდება გაფორმების ყველა საშუალებას. ლიტერატურული სტილი წარმოადგენს შინაგან მთლიანობას. სტილურ ელემენტებს აერთიანებს მხატვრული ნაწარმოების იდეა. თითოეული მოტივი, ეპიზოდი, მოქმედების განვითარება, ბუნების სურათი, მოქმედ პირთა ხასიათები, ლიტერატურული ნაწარმოების ენა, – მწერლის მიზანდასახულობისაგან გამომდინარეობს, და ყოველი სიტყვა, უმნიშვნელო ეპითეტიც კი, მხატვრულ ნაწარმოებში მოცემულია გარკვეული მიზნით.
სტილი შინაარსის ფორმაა. ამავე დროს მწერლის სტილი მისი შემოქმედების მხატვრულ თავისებურებას გამოხატავს. ეს თავისებურება თითქმის მის ნაწარმოებში მჟღავნდება. სტილი არ არის ერთ წერტილზე გაყინული. იგი იბადება იდეასთან ერთად, ვითარდება, ძველდება. მას ახასიათებს წინააღმდეგობანი;
ლიტერატურული სტილის თავისებურებას განსაზღვრავს ეპოქა, ლიტერატურული გავლენა, მწერლის პიროვნება და სხვ.
სტილი
· სტილი მხატვრულ-გამომსახველობითი ხერხების ერთობლიობაა
· არსებობს ერთი რომელიმე მწერლის ინდივიდუალური სტილი (ავტორის სტილი)
· არსებობს მხატვრული მიმდინარეობისთვის(რომანტიზმი,რეალიზმი,სიმბოლიზმი და ა.შ.) დამახასიათებელი სტილი
· არსებობს ეპოქის( ისტორიული ეპოქის) დამახასიათებელი სტილი
· სტილიზაცია კი ამა თუ იმ სტილის მიბაძვას ჰქვია
ხ
· მაგ. პოეზიაში ხალხური სტილის მიბაძვისთვის საჭიროა:
ა)ხალხური პოეზიისთვის დამახასიათებელი სახეების
გამოყენება (იხ. მხატვრული სახე)
ბ)რვამარცვლიანი საზომის(ე.წ. „ხალხური
შაირის’’) გამოყენება
გ) ხალხური ლექსისთვის დამახასიათებელი გარითმვის
სქემის ,ე.წ. ინტერვალიანი რითმის გამოყენება
დ) ასტროფიის, ანუ სტროფებად დაუნაწევრებელი ლექსის დაწერა და სხვა.
ხალხური ლექსის სტილიზაციას მიმართავდა ვაჟა -ფშაველა,ანა კალანდაძე და ა.შ.
·
ე ქართული ენის გამოყენების თავისებურ მანერას,რომელსაც მიმართავს ავტორი საკუთარი ჩანაფიქრის გადმოსაცემად , ავტორის სტილი ეწოდება
· ავტორის სტილი შეიძლება იყოს:
ა.მარტივი
ბ.რთული (ოთარ ჭილაძე)
გ.სადა (რევაზ ინანიშვილი)
დ.ამაღლებული(მაგ.“აბოს წამების“
მე-4 თავი)
ე.სასაუბრო ენასთან მიახლოებული
ვ.ოფიციალური(ხელმძღვანელი „კაცი რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა’’)
ზ.ლაკონური (ცურტაველი)
თ.უხვსიტყაობა(საბანისძე)
ზ.და სხვა
· ავტორის სტილი თავს იჩენს როგორც სიტყვათა არჩევანში,ისე წინადადებებისა და ფრაზების აგებულებაში;
· ამიტომ ავტორის სტილის განსაზღვრისას(იხ.ზემოთ ჩამონათვალი) უნდა დააკვირდე საავტორო ტექტში გამოყენებულ :
ა.ლექსიკურ ერთეულებს(სიტყვებს) და სახეებს(იხ. მხატვრული სახე)
ბ.წინადადებების და ფრაზების აგებულებას;
გ.განმეორებებსა და პარალელურ სტრუქტურებს
ხ
სტილიზაცია
· სტილიზაცია ამა თუ იმ სტილის შეგნებული მიბაძვაა და ძირითადად ისტორიულ თემატიკაზე შექმნილ ნაწარმოებებში გამოიყენება;
· ასეთი ტიპის ნაწარმოებებში სტილიზაცია აღწერილი ეპოქის კოლორიტის გადმოცემას ემსახურება მაგ.(კონსტანტინე გამსახურდიას“დიდოსტატის მარჯვენა“)
· ყურადღება: ზოგიერთ შემთხვევაში სტილიზაცია კომიკური ეფექტის შექმნას ისახავს მიზნად.ეს უკვე პაროდიაა.(მაგ.კომედი შოუს სკეტჩები;კინოკომედიები ისტორიულ თემაზე ან დოჩანაშვილის ხელმძღვანელის ოფიციალური სტილით მეტყველება ან ბეტანკურის არისტოკრატ ქალთან(მეძავთან) მაღალფარდოვანი სტილით საუბარი )
· პაროდია-სხვა თხზულების ან თხზულებათა ტიპის იუმორისტული იმიტაციაა.
· კომიკურ ეფექტს პაროდიაში ნაწარმოების სტილის და შინაარსის შეუთავსებლობა ქმნის.
· მაგ.თუ თქვენ არქაული ენის ელემენტებს თანამედროვე ამბების გადმოსაცემად გამოიყენებთ
· ან ყოველდღიურ,წვრილმან ამბებზე ამაღლებული,მაღალფარდოვანი სტილით ისაუბრებთ,ეს პაროდია იქნება;
დავალება
დაწერე
თხზულება სტილიზაციის ხერხის გამოყენებით
1.
განსაზღვრე შენი მიზანი: ისტორიული კოლორიტის
შექმნა თუ კომიკური ეფექტის შექმნა
2.
განსაზღვრე თხზულების ჟანრი:
ა.ისტორიული მოთხრობა
ბ.იუმორისტული მოთხრობა
გ.სატირა
დ.ტრაგედია
ე.კომედია
ვ.და სხვა
3.
მოიფიქრე თხზულების თემა და ფაბულა
4.
თხზულებაში გამოიყენე სტილიზაციის ხერხი მიზნისა
და ჟანრის გათვალისწინებით.
5.
გახსოვდეს: თუ კომიკური ეფექტის შექმნას არ
ისახავ მიზნად ,არ უნდა იყოს შეუსაბამობა შენი თხზულების შინაარსსა და ფორმას შორის;
ხ
სტილიზაცია ისტორიული შინაარსის
როცა მწერალი ასეთი სტილიზაციის
ხერხს მიმართავს ორ რამეს უნდა დააკვირდე:
1.
არის თუ არა განსხვავება მწერლისეულ თხრობასა და პერსონაჟების
მეტყველებას შორის.
2.
რომელ არქაულ ფორმებს და სიტყვებს იყენებს მწერალი ისტორიული
ეპოქის კოლორიტის შესაქმნელად;
·
ლაკონური სტილის
გამოყენებისას
ა)ხშირია წინადადების წევრების-მათ შორის,მთავარი
წევრების კლება
ბ) ხშირია უკავშიროდ შეერთებული წინადადებები
გ) ხშირია ჩართული ფრაზები და სხვ
მაგ. მოსე ზამთარაძის ნაამბობი(„დათა თუთაშხია’’)
პუბლიცისტური სტილი
პუბლიცისტური სტილი – ჟურნალისტიკის და ორატორული ხელოვნების სტილია;
ამ სტლში წერის მიზანი: ინფორმაციის მიწოდება და მკითხველზე (მსმენელზე) ზემოქმედების მოხდენაა;
ამ სტილის ძირითადი ამოსაცნობი ნიშნებია:
·
სიმწვავე, აქტუალურობა (მწვავე ,სადავო პრობლემის წამოწევა)
· სიცხადე,
ე ემოციურობა,
·
ავტორისეული დამოკიდებულებისა და პოზიციის ღია გამოვლენა;
·
ადვილად გასაგები ენა;
ამ სტილის დამახასიათებელი თავისებურებებია:
·
მკითხველისათვის უშუალო მიმართვა, კთხვითი და ძახილის წინადადებების ხშირი გამოყენება;
·
მწიგნობრული და სასაუბრო მეტყველების ერთგვარი სინთეზი;
· დარწმუნებისა და ზემოქმედების სხვადასხვა ხერხების გამოყენება
(მსჯელობა, არგუმენტირება, მაგალითების მოყვანა);
·
სხვათა ნათქვამის გამოყენება(ციტირება);
წაიკითხე
ქართველ მწერლთა პუბლიცისტური წერილები
ამ სტილში უნდა დაწერო გამოცდაზე ესე.
ხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხ
·
აზრის(დებულების) დასასბუთებლად
ავტორები არგუმენტებს და მაგალითებს
მოიხმობენ
·
ხოლო აზრის გასაშლელად ავტორები
დეტალებს მოიხმობენ
დავალება:
დააკვირდი რას და როგორ მოიხმობენ ავტორები შემდეგი აზრების/დებულებების გასაშლელად ან დასასაბუთებლად.
1. „ძნელი წარმოსადგენია უფრო მთლიანი და,ამასთან,ისეთი თავისებური ბუნების ადამიანი,როგორიც გაბრიელ ეპისკოპოსი იყო’’.
2. „მას წმინდანობის მოწამებრივი გზიდან გადახვევა არ შეუძლია’’
3. „ქართველი ხალხის შენამოქმედი უცხო მიწაზეც არაერთხელ ქცეულა ღირსასხსოვარ მოვლენად’’.
მოამზადე
ძეგლის ან მემორიალური დაფის გახსნაზე წარმოსათქმელი
სიტყვა
1.
სიტყვა უნდა შედგებოდეს შესავლის,ძირითადი
ნაწილის და დასკვნისგან
2.
შესავალში-უნდა
შეახსენო საზოგადოებას ვითარება,ანუ რის გამო შეიკრიბა დღეს იგი.
3.
ძირითად ნაწილში-უნდა
ისაუბრო ამ პიროვნების დამსახურებაზე ერის წინაშე.
4.
დასკვნაში-ძირითად ნაწილში
უნდა დაასკვნა,რატომ მიგაჩნია საჭიროდ ამ პიროვნების ძეგლის ან მემორიალური დაფის გახსნა.
ხ
თავხედი-სიტყვა ძველი
წარმოშობისაა და ვინმე აბეზარი ადამიანის,ტუტუცის მოქმედებას ხატოვნად ისე წარმოგვიდგენს,თითქოს
ის ვიღაც ვინმეს თავზე ხდება(ანუ ადის).ამგვარ ადამიანზე ასეც ამბობდნენ,-თავზე გავიდა,თავზე არის
გასულიო.
შეჩვენებული-სალანძღავი სიტყვაა
და უსინდისოს,უკეთურს,წყეულ ადამიანს აღნიშნავს.ეს სიტყვა წარმოშობით ხალხის ერთ ჩვეულებას
უკავშირდება:დამნაშავეს ამხელდნენ,მის საქციელს გამოაჩენდნენ,გამოაჭენებდნენ;ვისაც
შეაჩვენებდნენ,ის ამიერიდან ისე ივლიდა,როგორც გაკიცხული და შეჩვენებული.
შურისძიება-შური ძველად
სიძულვილსა და მტრობას აღნიშნავდა;როდესაც სამაგიეროს გადახდას ცდილობდნენ,ამბობდნენ შურს იძიებს(ანუ
ეძებსო),ხოლო როდესაც მტრის ჯავრს ამოიყრიდნენ,შური იძიაო,-იტყოდნენ.ასე წარმოიშვა
სიტყვა შურისძიება.
თქვა
და უთხრა
ეს ორი ზმნა ხშირად გვხვდება დიალოგებში
ენაში მოიძებნება ამ ზმნათა არაერთი შემცვლელი(სინონიმური) სიტყვა,რომელთა გამოყენება ამრავალფეროვნებს
ენას ,ხოლო გამოუყენებლობა აღარიბებს;
დავალება:
ამოკრიბე ტექსტებიდან შესაბამისი სიტყვები და დააჯგუფე
ისინი „თქვა „ და „უთხრა’’ ჯგუფებად.
შეაფასე მოძიებული მაგალითები კრიტიკულად(რა არის შენთვის
სანიმუშო და რა შეიძლებოდა უკეთ ყოფილიყო გამოხატული)
შენიშვნა: იკითხე სინონიმების ლექსიკონი და გაიმდიდრე ლექსიკა
რთული სიტყვები
სხვადასხვა ფუძის შეერთებით მიღებული სიტყვები
თავჩაქინდრული
ოთხკედელშუა
გაორკეცებული
ერთნაირი ფუძის შეერთებით მიღებული სიტყვები
ქვეშქვეშა
ცივცივი
როგორ ფიქრობ რა ფუნქციის შესასრულებლად არის ასეთი
სიტყვები შექმნილი?
უცხო სუფიქსებით
წარმოქმნილი ქართული სიტყვები
·
ქართულ ენაში ზოგიერთი უცხენოვანი თავსართ-ბოლოსართი
დამკვიდრდა
სა- -ე დანიშნულებაზე მიგვანიშნებს
სა-ჩაი-ე
-ხანა(სპარსული იგივე ფუნქციას ასრულებს) ჩაიხანა ;ყავახანა;თოფხანა;ლუდხანა;
ანტი(„მოწინააღმდეგე’’
ბერძ-ლათ) ანტირსული,ანტისამთავრობო;
პრო(„მომხრე“)- პრორუსული,პროდასავლური;
-ისტი(„მომხრე“) -რაიმე მოძღვრების,შეხედულების მიმდევარს
ნიშნავს სოციალისტი,კომუნისტი,ფაშისტი,კაპიტალისტი დაა.შ.
-იზმი (რაიმე
მოძღვრება ან იდეოლოგია)- იუდაიზმი,დარვინიზმი,იდიოტიზმი;
მაგ.
ჰუმანიზმი-ჰუმანისტი
სოციალიზმი-სოციალისტი
ფაშიზმი-ფაშისტი
შოვინიზმი-შოვინისტი
ნაციონალიზმი-ნაციონალისტი
ყურადღება:
-ია დაბლოებიანი ქვეყნები და მხარეები
-ურ ან -ულ სუფიქსს დაირთავენ ა ხმოვანმოკვეცილ
ფუძეზე და რაიმეს წარმომავლობას გვიჩვენებენ.
იუგოსლავია-იუგოსლავიური(ადა არა იგოსლავური)
დანია-დანიური
ჰოლანდია-ჰოლანდიური
შვეიცარია-შვეიცარიული(და არა შვეიცარული)
ავსტრალია-ავსტრალიური
არსებობს გამონაკლისები,როცა -ია დაბოლოება მთლიანად იკარგება.
იაპონია-იაპონური
სერბია-სერბული
გურია-გურული
ხ
მსაზღვრელ საღვრულის ბრუნება
ტექსტების რედაქტირება მე-9კლ. გვ
114
ჩართული სიტყვები და გამოთქმები
ტექსტებში გვხვდება ე.წ.
ჩართულები
თხრობისას ხშირად საჭირო
ხდება ინფორმაციის თუ აზრის დაზუსტება,დამატებითი ინფორმაციის მოწოდება.
ჩართული სიტყვა ან გამოთქმა
წინადადების ისეთი ნაწილია,რომელიც მთელი წინადადებიდან მძიმეებით(ან ტირეებით) არის გამოყოფილი და რომლის ამოღებითაც წინადადების
საერთო აზრი არ იცვლება
მაგ.
მთელი კოლეგია,ილიას მეთაურობით,ვისხედით
ღამის ორ საათამდის..
დავალება:
გამოყავი ჩართული სიტყვები
და გამოთქმები და დასვი სასვენი ნიშნები.
გვ.114 მე-9 კლ.
თანდებულები -მდე და- მდის
დაიმახსოვრე:
მე-19 საუკუნის ტექსტებში -მდის თანდებულს ენიჭებოდა უპირატესობა;
დღეს კი -მდე თანდებულია ძირითადი
დავალება:
გაასწორე ტექსტი თანამედროვე
მართლწერის მიხედვით
Комментарии
Отправить комментарий