პროზაული ტექსტების სახეები
proza
· პროზა ეწოდება თხრობით გაულექსავ ლიტერატურას
ხ
პროზის ფორმები ანუ პროზაული ტექსტები :
Eეposi
·
ლიტერატურის ჟანრი, რომელშიც ავტორი აგვიწერს მისი პიროვნების გარეშე არსებულ სამყაროს ისე, რომ არ ამჟღავნებს უშუალოდ თავის პირად დამოკიდებულებას.
·
:ეპოსში
მწერლის პოზიცია დაფარულია.
მწერალი ან არაფერს ამბობს, ან მხოლოდ იშვიათი გამონაკლისის სახით ლაპარაკობს საკუთარ განწყობილებათა შესახებ:
·
ეპოსში ჩვენი ყურადღებს ცენტრი გადატანილია მოქმედ პირთა ურთიერთობაზე, მათ ყოფა–ცხოვრებაზე, მწერლის გარეშე არსებულ სამყაროზე;
·
ხოლო მწერლის პირადი განწყობილება, მისი იდეა, ფარულად, თავისთავად, თვით ავტორის განსაკუთრებული მითითების გარეშე გამომდინარეობს მის მიერ მოთხრობილისაგან.
·
ეპოსი ბერძნულად თხრობას ნიშნავს.
·
ავტორის განწყობილება ეპოსში, ჩვეულებრივ, შენიღბული ან დაფარულია. ავტორის შეხედულება მისი დამოკიდებულება ნაწარმოებში
ასახული მოვლენისადმი, შეუძლია გამოუმუშავდეს მკითხველს თავად ეპიკური ნაწარმოების შინაარსის საფუძველზე.
ხ
Dდrama
·
ლიტერატურის ისეთი ჟანრი, რომელშიც გამოსახვის მთავარ საშუალებად ადამიანთა მოქმედების უშუალოდ ჩვენებაა გამოყენებული.
·
დრამატული ნაწარმოები(დრამა)
სცენაზე შესასრულებლად იწერება(ან ფილმის გადასაღებად- ფილმის სცენარი) და მისი დადგმის მეშვეობით მაყურებელი უშუალოდ ხედავს პიესის ან ფილმის პერსონაჟების სხვადასხვა მოქმედებას და მდგომარეობას.
·
დრამატულ ნაწარმოებში ჩვენ უშუალოდ ვეცნობით ადამიანთა ყოფაქცევას, ურთიერთობას, განწყობილებასა და ხასიათებს.
·
გმირთა უშუალო საუბარს ეპიკურ ნაწარმოებში თან ახლავს ავტორის განმარტებანი, გმირთა სამოქმედო ადგილის აღწერანი და სხვ.
დრამატულ ნაწარმოებში კი ასეთ განმარტებას ავტორი უშუალოდ არ იძლევა, გმირთა მოქმედების ადგილი კი პირდაპირ არის ნაჩვენები რაიმე სცენის სახით.
·
ავტორის თხრობა ადამიანთა მოქმედების შესახებ დრამატულ ნაწარმოებში იცვლება მაყურებლისათვის მოქმედების უშუალოდ ჩვენებით და აგრეთვე რემარკებით,( მითითებით, თუ როგორ უნდა იმოქმედონ პესონაჟებმა).
ხ
Kკomedia
კომედია ისეთი ჟანრის ნაწარმოებია, რომელიც სასაცილო ფორმებში გვიხატავს ადამიანის უარყოფით მხარეებს და რომლის გმირებიც აწარმოებენ ბრძოლას უმნიშვნელო დაბრკოლებებთან.
კომედიის მიზანი:
კომედიის მიზანია, მოქმედი პირის უარყოფითი თვისებების დაცინვის საშუალებით აამაღლოს მაყურებლის ან მკითხველის ზნეობა.
დაცინვის გამოწვევისათვის კომედიის ავტორები სასაცილო ფორმებში გვიხატავენ მათი გმირების გარეგნობას(კაროჟნა – „დარისპანის გასაჭირში”),
მეტყველებას(ოსიკო – „დარისპანის გასაჭირში”, კარაპეტ ბუღდანიჩი და მიკირტუმ გასპარიჩი–გ. ერისთავის, კომედიებში), მათ ყოფა–ქცევას.
კომედიის
გმირები:
კომედიის გმირები, ვიწრო ინტერესებით გამსჭვალულნი,
ქვენა გრძნობის ადამიანები არიან.
მათი მიზანი არ იწვევს მკითხველში ტრაგედიისათვის დამახასიათებელ თანაგრძნობას.
კომედიის მოქმედ პირებს, „ბრძოლა” უხდებათ უმნიშვნელო,წვრილმან და, ზოგჯერ, მოჩვენებით წინააღმდეგობასთან.
კომედია, უმთავრესად, მოქმედ პირთა შერიგებით ან წინააღმდეგობათა გადალახვით მთავრდება (მაგ.„გაყრა”).
არის ისეთი კომედიაც, რომელშიც მნიშვნელოვანი ადგილი აქვს დათმობილი ტრაგიკულ ელემენტს. მაგ.დავით კლდიაშვილის „ირინეს ბედნიერება”.
მასში ავტორი დასცინის ტრადიციულ შეხედულებას წოდებრივ უპირატესობაზე (ფილიპე სასიძოდ აბესალომს ირჩევს, როგორც მემამულეს), თუმცა ირინე ვერ უწევს მამას გადამწყვეტ წინააღმდეგობას, უთმობს მას და ცოლად მიყვება აბესალომს, მაგრამ წინააღმდეგობა აბესალომსა და ირინეს შორის გრძელდება. ამით „ირინეს ბედნიერება” გარდამავალ საფეხურად რჩება კომედიასა და დრამას შორის. ამ პიესის ძირითადი ნაწილი – ირინეს გათხოვების საკითხის გადაწყვეტა, მიუხედავად ტრაგიკული ელემენტებისა, კომედიას უახლოვდება, რადგან მოქმედ პირებს შორის არ აღმოჩნდა შეურიგებელი წინააღმდეგობა, მაგრამ კომედიის უკანასკნელი ნაწილი –
აბესალომის მიერ ოჯახზე თითქმის ხელის აღება და ირინეს მოსაკლავად ხანჯლის მოქნევა, ისე მწვავედ გვიხატავს მათ ურთიერთობას, რომ მისი გამოხატვა მხოლოდ დრამით შეიძლება; მსგავსი მოვლენის გამო, ზოგჯერ ერთსა და იმავე ნაწარმოებს ზოგი კომედიას უწოდებს და ზოგი დრამას (მაგ. ბომარშეს „ფიგაროს ქორწინება” დრამაცაა
და კომედიაც ).
კომედიაში გმირთა თვით უკიდურესი დაპირისპირებაც
კი სიცილს იწვევს. მაგ. ამოღებული ხმლით კომედიის გმირების ერთმანეთზე გაწევა მუთაქის გაყოფის დროს („გაყრა”). ამ ხერხს გ. ერისთავი შეგნებულად მიმართავს, რომ ნათლად დაგვიხატოს ქართველი მემამულეების დაწვრილმანება და მეტი საფუძველი მოგვცეს მათი დაცინვისათვის. ამიტომ ეს სცენა კომედიის მაყურებლებში, შიშისა და თანაგრძნობის ნაცვლად (რაც ტრაგედიაში იგრძნობოდა კონფლიქტის გამწვავებით), ზიზღსა და დაცინვას იწვევს.
ძველი კომედიის გმირები, უმთავრესად, სუსტი ნების მქონე ადამიანებია და მათ წინაშე მდგომი დაბრკოლებებიც უმნიშვნელოა.
იმ შემტხვებში
კი თუ კომედიის გმირს წინ ხვდება ჩვეულებრივი ადამიანისათვის მნიშვნელოვანი დაბრკოლება, მაშინ თვით კომედიის პერსონაჟი არის აღჭურვილი ისეთი ძალით, რომ იგივე დაბრკოლება მისთვის მაინც უმნიშვნელოა. მაგ. შექსპირის კომედიის გმირი პეტრუჩიო („ჭირვეული ცოლის მორჯულება”), რომელსაც ისეთი ნებისყოფა აქვს, რომ მისთვის არავითარ სიძნელეს არ წარმოადგენს თავისი სიანჩხლით ყველა სასიძოსათვის საფრთხობელად მიჩნეული კატარინას გარდაქმნა.
კომედიას არ ახასიათებს გრძელი მონოლოგები; მოქმედება სწრაფად ვითარდება. მოქმედების განვითარება თანდათან ააშკარავებს გმირის უარყოფით მხარეებს და იგი მაყურებლის თვალში უფრო და უფრო სასაცილო ხდება. (გაიხსენე ყვარყვარე)
ხ
tragedia,
ისეთი დრამატული ნაწარმოები, რომელიც გვიხატავს დიადი მიზნის მქონე ადამიანის თავგანწირულ და სახიფათო ბრძოლას უდიდეს დაბრკოლებებთან, რაც იწვევს მაყურებელში ღრმა თანაგრძნობას.
ხ
ტრაგედია ძველ საბერძნეთში წარმოიშვა I-საუკუნეში ჩ.
წ–მდე.
ტრაგედია ბერძნულად ნიშნავს თხის სიმღერას(ტრაგოს– თხა, ოდა ან ედე – ხოტბა, სიმღერა).
ეს სახელი დაერქვა დრამატულ ნაწარმოებს იმის გამო, რომ პირველ ხანებში ტრაგედია შედგებოდა დითირამბებისაგან, რომელსაც დიონისესადმი მსხვერპლად შეწირული და სამსხვერპლოზე უკვე ალმოდებული თხის გარშემო მღეროდნენ.
ხ
ტრაგიკული გმირი
ტრაგედიის გმირი ძლიერი ნების ადამიანია. მის მიერ დასახული მიზანი დიდია, ხშირად საკაცობრიო მნიშვნელობისაა. გმირის ბრძოლა დაბრკოლებებთან, უმეტეს შემთხვევაში, სამართლიანია.
ძველი ბერძნული ტრაგედიის უდიდესი შემოქმედნი იყვნენ: ესქილე, სოფოკლე და ევრიპიდე.
ხ
ესქილეს (525– 456) ტრაგედიებში ადამიანის მაღალ მისწრაფებას წინ ეღობება ბედისწერა. ესქილეს მიხედვით ადამიანის ბედი უცვლელი და უძლეველია. მისი გმირები წინდაწინვე არიან ბედისაგან განწირულნი და ამის გამო არავითარ წინააღმდეგობას არ შეუძლია ბედის მიერ გამეტებული ადამიანის დაღუპვისაგან გადარჩენა.
ესქილეს ტრაგედიის
გმირი პრომეთე ღმერთებს ებრძვის თავისუფლებისათვის, ადამიანთა კეთილდღეობისათვის. ამის გამო იგი იწვევს მაყურებელთა თანაგრძნობას. გმირი აწყდება ისეთ წინააღმდეგობებს, რომლებიც ხელს უშლის მიზნის მიღწევას. ეს იწვევს ტრაგედიის გმირის ტანჯვას და აძლიერებს მაყურებელში მისადმი თანაგრძნობას. ბოლოს წინააღმდეგობა თანდათან იზრდება. იგი დაღუპვით ემუქრება გმირის არსებობას. ეს იწვევს მაყურებელში შიშს.
დაბრკოლება ტრაგედიაში ისეთი ძალის ხდება, რომ იგი პიესის დასასრულს ხშირად იწვევს გმირის დაღუპვას.
ხ
სოფოკლეს ტრაგედიებში შემცირებულია „ბედის” მნიშვნელობა. „ბედი” ღუპავს ადამიანს, მაგრამ თვითონ იგი (ბედი) ბრმა, უსამართლო და ზიზღის აღმძვრელია.
ხ
ევრიპიდე (480–406) დიდ ყურადღებას აქცევს ტრაგედიის გმირის ღრმა შინაგანი განცდების გადმოცემას. მისი ტრაგედიის გმირები რელიგიის ნაცვლად საგვარეულო მორალის წინააღმდეგ იბრძვიან. იგი „ორესტში” ველურობად გვიხატავს თემის დახავსებულ მორალს.
ძველმა ბერძნულმა ტრაგედიამ რელიგიურის ნაცვლად თანდათან გამოხატა ჰუმანური შინაარსი.
ხ
ძველი თეატრის სცენა არ იყო ისე მოწყობილი, რომ შესაძლებელი ყოფილიყო მოქმედების გადატანის დროს სხვადასხვა ადგილისა და ვითარების ჩვენება.
დეკორაციის სიმარტივემ გამოიწვია ადგილის ერთიანობა. მთელი მოქმედება ერთ ადგილზე იწყებოდა და იქვე მთავრდებოდა.
მოვლენებს, რომელნიც სცენის გარეშე ხდებოდა და რომელთა გაცნობაც აუცილებელი იყო მაყურებლისათვის, არ უჩვენებდნენ, – მათ მოამბეები მოუთხრობდნენ მაყურებელს.
ხ
ტრაგედიის განვითარებაში უდიდესი წვლილი
შეიტანა შექსპირმა.
შექსპირის გმირები
მისი გმირები აღარ თვლიან თავს ბედის კანონის შემსრულებელ ბრმა იარაღად.
ისინი თვითონვე აძლევენ მიმართულებას თავიანთ ცხოვრებას, თვითონვე ქმნიან საკუთარ „ბედს” თავიანთი ნება–სურვილისა და არსებული ვითარების შესაბამისად.
ერთი მოქმედების, ერთი კონფლიქტის ნაცვლად მის ტრაგედიებში მოცემულია მთელი რიგი წინააღმდეგობა მრავალრიცხოვან პერსონაჟებს შორის.
შექსპირმა მთელი სიღრმითა და სისრულით დაგვიხატა ადამიანთა კონფლიქტები და ხასიათები, დაგვიხატა ისინი მათ წარმოშობასა და განვითარებაში და არ შეზღუდულა გმირის მზამზარეული ხასიათისა და კონფლიქტის მხოლოდ დაძაბული მომენტიდან ჩვენებით(როგორც ხდებოდა
ბერძნულ ტრაგედიებში) – ამ მიზნის განსახორციელებლად მან გადალახა ადგილისა და დროის ერთიანობის მიღებული
ტრადიცია.
მის ტრაგედიებში მოცემულია პესონაჟთა, მოქმედ პირთა ცხოვრების ხანგრძლივი პერიოდი. მოქმედება სხვადასხვა ადგილზე წარმოებს: „ჰამლეტში” მოქმედების ადგილი ოცჯერ იცვლება, „მაკბეტში”
28 სცენაა.
შექსპირის ტრაგედიების შინაარსი მრავალფეროვანია. მათში მრავალი მოქმედი პირია. შექსპირის ტრაგედიაში, ტრაგიკულ სცენებთან ერთად, უხვად გვხვდება გროტესკული და კომიკური ეპიზოდებიც.
ყველა იმ სიახლემ, რაც შექსპირმა შეიტანა ტრგედიებში, ხელი შეუწყო შექსპირის მოწინავე იდეების მთელი სიღრმითა და სისრულით გამოხატვას; მისი პიესები შემდეგ ეპოქებში სანიმუშოდ მიიჩნიეს სასცენო ხელოვნებისათვის.
მინიატურა
· მინიატურა მცირე მოცულობის პროზაული ნაწარმოებია
·
მას მწვავე,ხშირად უცნაური სიუჟეტი
· და მტკიცე კომპოზიციური სიმტკიცე ახასიათებს
· მინიატურაში ყველა სიტყვა ყველა დეტალი საგანგებოდ არის შერჩეული და ზუსტად გამიზნული ავტორის მიერ.
· აქ ვერ შეხვდებით ვრცელ თხრობას,აღწერას,მსჯელობას
· დიალოგები-რამდენიმე რეპლიკით შემოიფარგლება
(რეპლიკა - მოქმედ პირთა მოკლე სიტყვებს, რომლებისგანაც დიალოგი შედგება, რეპლიკები ეწოდება.)
· მინიატურაში თითოეული აბზაცი ცალკე ეპიზოდია და ზოგჯერ ერთი წინადადებით ან სულაც ერთი სიტყვით შეიძლება იყოს გადმოცემული.
Nნovela
მცირე
ზომის
თხრობითი ნაწარმოები, რომელშიც აღწერილია რაიმე განსაკუთრებით საინტერესო შემთხვევა.
ნოველის მოცულობის
სიმცირე უმთავრესად
იმით აიხსნება,
რომ მასში
მოცემულია არა
მთლიანი ცხოვრება
ადამიანისა, არამედ
მხოლოდ ერთი
რომელიმე საინტერესო ეპიზოდი გმირის ცხოვრებიდან.
ბოკაჩოს ნოველაში
„აკვანში” მხოლოდ
ერთი ღამით
სტუმრობაა აღწერილი
გამიჯნურებული მოქალაქისა
და მისი
მეგობრისა სატრფოსთან.
ნოველაში ავტორი არ გვაცნობს მოქმედი პირების
არც წინაამბავს და არც
მათი ურთიერთობის განვითარებას ამ სტუმრობის დამთავრების შემდეგ.
ნოველაში მოქმედება
სწრაფად ვითარდება.
ავტორი უფრო ხშირად ამბავს კვანძის გასკვნიდან იწყებს, ყურადღებას არ
აქცევს მოქმედების
განვითარების დეტალურად
გადმოცემას ან,
ყოველ შემთხვევაში,
გვისურათებს მხოლოდ მთავარ მოტივებს და დაჩქარებით
გვაძლევს კვანძის მოულოდნელად გახსნას.
(წაიკითხე რეზო მიშველაძის ნოველები)
ნოველაში მეტად მცირეა მოქმედ პირთა რაოდენობაც. ავტორის
ყურადღების ცენტრშია მხოლოდ ერთი გმირი და
და მასთან
დაკავშირებული ერთი კონფლიქტი.
ნოველისათვის
უცხოა პარალელური ფაბულა და ჩართული ეპიზოდები.
ნოველაში დასმული
პრობლემა, რომელიც
შეიძლება მეტად
მნიშვნელოვანიც იყოს,
არ მოითხოვს
მოქმედების დეტალურად
განვითარებას, პერსონაჟების
სიმრავლეს. ზემოაღნიშნულ
თვისებათა გამო,
ნოველის მოცულობა მნიშვნელოვნად მცირეა.
სიუჟეტის განვითარებით
და მოცულობით
ნოველა ხშირად უახლოვდება ზღაპარს, ლეგენდას და იგავ–არაკს.
იგავ–არაკი
იმით გამოირჩევა
ნოველისაგან, რომ
პირველი ალეგორიულია
და, უმეტეს
შემთხვევაში, ამა
თუ იმ მორალზე მითითებით
მთავრდება.
ზღაპრისაგან
ნოველა იმით
განსხვავდება, რომ
პირველი უფრო ალეგორიული და
ფანტასტიკურია, ნოველის ტიპობრივი ფორმები
კი რეალისტურია.
სიტყვა ნოველა
იტალიურად ნიშნავს
ახალს; თხრობის
ეს სახეც
ყველაზე ადრე
იტალიაში განვითარდა.
მხატვრული ნოველის
უდიდესი ოსტატი
იტალიაში ჯიოვანი ბოკაჩიო იყო(XIVს),
საფრანგეთში – მოპასანი,
რუსეთში
– ტურგენევი და,
განსაკუთრებით, ა. ჩეხოვი.
ჩვენში ნოველებს
წერდა უმთავერესად შიო არაგვისპირელი. ქართველი მწერლებიდან ნოველას ხშირად
მიმართავენ:
ლ. ქიაჩელი(„მამა და შვილი”),
კ. ლორთქიფანიძე („როგორ მოკვდა მოხუცი მებადური”),
ა. ბელიაშვილი („ქორწილი სოფლად”, „მატარებელში”) და სხვ.
რევაზ მიშველაძე
ხ
moTxroba
მოთხრობა არის:
ეპოსის ისეთი სახე, რომელშიც ვრცლად არის მოთხრობილი ერთი ამბავი.
მაგ.დავით კლდიაშვილის „სამანიშვილის დედინაცვალში”.
ვრცლად არის ასახული ბეკინა სამანიშვილის მეორედ დაქორწინების ამბავი და მისი შვილის პლატონის უნაყოფო ცდა ოჯახის გამყოფი ძმის დაბადებისაგან გადარჩენისა.
მოთხრობაში მოქმედება დინჯად ვითარდება.
ავტორი თავიდან მოკლედ გვაცნობს ბეკინას ცხოვრებას, მის მიერ მეორე ცოლის შერთვის გადაწყვეტამდე, ე.ი. ნოველისაგან განსხვავებით,მოთხრობას აქვს წინაამბავი.
აქვს აგრეთვე ბოლოამბავი, რომელშიც ჩვენ ვეცნობით მოთხრობის მთავარი მოქმედი პირების ურთიერთობას მოთხრობის ძირითადი ამბის დამთავრების, ე.ი. ბეკინას მეორე ვაჟის დაბადების შემდეგ.
მოთხრობაში „სამანიშვილის დედინაცვალი” მოქმედ პირთა რიცხვიც, ნოველასთან შედარებით, მეტია: გარდა მთავარი მოქმედი პირის – პლატონ სამანიშვილისა, მასში გამოყვანილია აგრეთვე პლატონთან, როგორც მთავარ მოქმედ პერსონაჟთან და ამბის განვითარებასთან დაკავშირებული მოქმედი პირები:
ბეკინა სამანიშვილი,
ბრეგვაძის ქვრივი,
კირილე – პლატონის სიძე,
არისტო,
სოფლის „ადვოკატი” გედევანიძე
და სხვანი.
მოქმედი პირების ხასიათი და მათი სამოქმედო გარემო საკმაოდ ვრცლად არის მოცემული.
მოთხრობა „სამანიშვილის დედინაცვალი” გვიხატავს მისი მთავარი პერსონაჟების ცხოვრების არა ერთ მომენტს, არამედ მათ ცხოვრებას საკმაოდ დიდ მანძილზე.
როგორც წესი მოთხრობაში რომელიმე ავტორი გვაცნობს მთავარი მოქმედი პირის ცხოვრებას ძირითადი(იმ ერთი მთავარი) ამბის დაწყებიდან (ე.წ. კვანძის გასკვნიდან) მისი სიცოცხლის დამთავრებამდე.
მწერალს შეუძლია ბოლო ამბის სახით გაგვაცნოს, აგრეთვე, მთავარი მოქმედი პირის ოჯახის ბედი კვანძის გახსნის შემდეგ.
მოთხრობას, გარდა წინა ამბისა, შეიძლება ჰქონდეს აგრეთვე
პროლოგი და ეპილოგი.
მოთხრობაში ხშირად გვხვდება პეიზაჟები და ჩართული ეპიზოდები.
„სამანიშვილის დედინაცვალში” დეტალურად არის მოცემული მოქმედების განვითარების ყველა მნიშვნელოვანი საფეხური :
ექსპოზიცია,
წინა ამბავი,
კვანძი,
კულმინაცია,
კვანძის გახსნა,
ჩართული ეპიზოდები,
ბოლოამბავი და სხვ.
ამ თვისებით კონკრეტულად ეს მოთხრობა რომანს უახლოვდება.
ქართულ ლიტერატურაში მოთხრობის
საუკეთესო ნიმუშებია:
„გლახის ნაამბობი”, „
„ჩვენი ქვეყნის რაინდი”,
„მოსე მწერალი”,
„გოგია უიშვილი”,
„ხევისბერი გოჩა”,
„მოძღვარი”
„ტარიელ გოლუა”
და სხვ.(წასაკითხი გაქვს თითოეული მათგანი)
რomani
რომანი არის
ეპოსის ისეთი სახე, რომელშიც მოცემულია მწერლის მიერ
ა)გამოგონილ,
ბ) აღწერილ
გ)გათვალისწინებულ
ადამიანთა ჯგუფის ცხოვრების და სოციალური გარემოს
ვრცელი სურათი.
x
ეს იმას ნიშნავს, რომ რომანი გამოხატავს
არა ერთ ეპიზოდს მოქმედი პირის ცხოვრებიდან, როგორც ეს მოთხრობას და, განსაკუთრებით, ნოველას ახასიათებს,
არამედ მასში მოცემულია გმირის ცხოვრების ხანგრძლივი პერიოდი.
ყურადღება:
რომანი გვიხატავს არა რომელიმე პიროვნების ცხოვრებას,
არამედ გვიხატავს მთელ საზოგადოებას,
რომელშიც მხატვრული ნაწარმოების გმირი მოქმედებს.
ხ
ამის გამო მოქმედ პირთა რაოდენობა რომანში გაცილებით უფრო მეტია, ვიდრე მოთხრობაში და ნოველაში.
რომანში მოქმედი პირები გამოხატული არიან იმ საზოგადოებრივ გარემოსთან ერთად, რომელშიც ისინი მოქმედებენ.
ზემოაღნიშნულის გამო, რომანში დიდი ყურადღება ექცევა იმ წრის ზნე–ჩვეულებისა და ყოფა–ცხოვრების გამოხატვას, რომელშიც გმირი მოქმედებს.
ხ
რომანი, მოთხრობა და ნოველა ერთმანეთთან შეფარდებით განიხილება.
მათ ბევრი მონათესავე თვისებები აერთიანებთ.
განსხვავება მათ შორის უმთავრესად მოცულობაში გამოიხატება.
ყველაზე მცირე მათ შორის ნოველაა.
თუ ნოველას გავავრცობთ, მოთხრობას მივიღებთ.
გავრცობილი მოთხრობა უკვე რომანია.
ხ
ამ მსგავსების ნიადაგზე ხშირია ისეთი შემთხვევა, როდესაც ერთსა და იმავე ნაწარმოებს რომანსაც უწოდებენ და მოთხრობასაც, ან კიდევ, მოთხრობასაც უწოდებენ და ნოველასაც.
ეს მაშინ ხდება, როდესაც ამა თუ იმ ნაწარმოებს გარდამავალი ადგილი უკავია მოთხრობასა და რომანს შორის, ან ნოველასა და მოთხრობას შორის.
ზევით დასახელებულ მსგავსებათა გამო რომანის, მოთხრობისა და ნოველის ზუსტი საზღვრების დაწესება მეტისმეტად ძნელდება.!!
უფრო მეტად განსხვავდება ერთმანეთისაგან რომანი და ნოველა.
ეს განსხვავება გარეგნულად მათ მოცულობაში მდგომარეობს.
თვით მოცულობის განსხვავება კი გამოწვეულია შინაარსის განსხვავებით.
რომანი უფრო დიდი მოცულობისაა იმიტომ, რომ უფრო მეტი სიღრმით ასახავს ცხოვრების სინამდვილეს.
რომანის მთავარი თემის გაშუქება თემატიკის სიმდიდრეს მოითხოვს.
რომანი ვრცლად ასახავს მოქმედ პირთა თავგადასავალს და საზოგადოებრივ ცხოვრებას.
ხ
ქართულ ლიტერატურაში რომანის ნიმუშად შეგვიძლია მივიჩნიოთ
გ. წერეთლის „პირველი ნაბიჯი”.
მასში მოცემულია ორი მთავარი გმირის ისტორია.
ერთი მათგანი, ბახვა ფულავა ,გლეხური წრიდან წარმოშობილი აღმავალი ბურჟუაზიის წარმომადგენელია.
მეორე – იერემია წარბა გადაგვარებული მემამულეთა კლასის წარმომადგენელია.
გ. წერეთელი თავის რომანში გვაძლევს ზემოაღნიშნული ორივე გმირის მთელი ცხოვრების ისტორიას.
ამ გმირებთან ერთად ავტორი ვრცლად გვიხატავს იმ საზოგადოებრივ წრეს და პიროვნებებს,
რომლებშიაც მისი გმირები მოქმედებენ.
ამ რომანში არამარტო მთავარი გმირები, მეორეხარისხოვანი პერსონაჟებიც კი ტიპური ადამიანები არიან.
ტიპურია ვალიდა, პოლკოვნიკი ლებოვი, ესმა და სხვანი.
რომანში ავტორმა დააყენა საკითხი იმის შესახებ, თუ რა გზით უნდა წასულიყო საქართველოს ეკონომიური, საზოგადოებრივი და პოლიტიკური განვითარება. !!!!!
ხ
მსოფლიო ლიტერატურის ისტორიაში ცნობილია რომანის(ჟანრის) სხვადასხვა ფორმა(ქვე-ჟანრები):
·
სოციალური რომანი
·
ფსიქოლოგიური რომანი
·
ისტორიული რომანი
·
ავანტურული რომანი
·
საყოფაცხოვრებო რომანი
·
რაინდული
რომანი
·
სატირული რომანი
·
ფანტასტიკური რომანი
ყურადღება:
ეს კლასიფიკაცია პირობითია !!!.
იშვიათია ისეთი ნაწარმოები, რომლის განსაზღვრა შესაძლებელი იყოს მხოლოდ და მხოლოდ ზემოჩამოთვლილი კლასიფიკაციის ერთ–ერთი სახეობით ან ფორმით:
მაგ. რაინდული რომანი იმავე დროს ავანტურული რომანიცაა და საყოფაცხოვრებოც. ზოგჯერ ასეთი რომანი ფანტასტიკურ რომანადაც ითვლება.
სოციალური რომანი იმავე დროს საყოფაცხოვრებო რომანიცაა და შეიძლება ისტორიულიც იყოს.
მაგ.
ვ.
ჰიუგოს რომანი „განწირულნი” ისტორიული რომანიცაა და სოციალურიც, რადგან ამ რომანში ავტორი, გვიხატავს რა ფრანგების ცნობილ ბრძოლას ვატერლოოსთან და 1830 წლის რევოლუციას, გვაძლევს ნათელ სურათს ხალხთა სიღატაკის, პროსტიტუციისა და მუშათა კლასის აუტანელი ცხოვრებისას.
ნინოშვილის
„ჯანყი გურიაში” ისტორიული რომანია, მაგრამ იმავე დროს სოციალურიცაა, რადგან მასში ჩვენი ქვეყნის წარსული გამოყენებულია საზოგადოებრივი ურთიერთობის გამოსახატავად.
ვ.
ბარნოვის ისტორიული რომანები („ტრფობა წამებულისა”, „ხაზართა სასძლო”, „მიმქრალი შარავანდედი”) გვიხატავენ ჩვენი ქვეყნის ყოფა–ცხოვრებას წარსულში და, ამდენად, საყოფაცხოვრებოცაა.
ესსე,
მცირე მოცულობის
პროზაული კომპოზიცია
გულისხმობს ავტორის შთაბეჭდილებებსა და აზრებს კონკრეტულ
საკითხზე ან თემაზე.
XVIII
საუკუნიდან ესე ჟურნალისტიკის ერთ-ერთი წამყვანი ჟანრია. იგი დიდი პოპულარობით სარგებლობდა ფრანგ ეგზისტენციალისტებში.
რუსულ ლიტერატურაში ესეს მიმართავდნენ ბ. პასტერნაკი, მ. ცვეტაევა, კ. პაუსტოვსკი და სხვ.
საქართველოში ესეს ფორმის ნაწარმოებები აქვთ ი. ჭავჭავაძეს, ა. წერეთელს, ვაჟა-ფშაველას, გ. ლეონიძეს, კ. გამსახურდიას და სხვ.
ლიტერატურული კრიტიკისა და პუბლიცისტიკის ჟანრი; არსებობს სხვადასხვა ხასიათის ესე: ბელეტრისტული, ფილოსოფიური, ისტორიული, ბიოგრაფიული, ფსიქოლოგიური, სამეცნიერო და სხვ.
ხ
Pპublicistika
· „პუბლიცისტიკა’’ მომდინარეობს ლათინური სიტყვიდან „პუბლიკუს’’,რაც საზოგადოებრივს,საზოგადოებისთვის გამიზნულს ნიშნავს
· პუბლიცისტური ტექსტი,რომელიც ძირითადად ა)პუბლიცისტური წერილის ბ)დოკუმენტური მოთხრობის ან სულაც გ)პოეტური ნაწარმოების სახით არის წარმოდგენილი,რამდენიმე ნიშნით ხასათდება:
1. იგი აქტუალურ საზოგადოებრივ პრობლემას ეხმიანება
2. მისი მიზანია,არსებულ ვითარებაზე ზემოქმედების მოხდენა
3. ავტორის პოზიცია შეუფარავად არის გამოხატული
4. ტექსტი მკითხველს თანამოსაუბრედ,დიალოგის მონაწილედ აქცევს
პუბლიცისტური სტილი – ჟურნალისტიკის და ორატორული ხელოვნების სტილი;
მიზანი: ინფორმაციის მიწოდება და მკითხველზე (მსმენელზე) ზემოქმედების მოხდენა;
ძირითადი ნიშნები:
·
სიმწვავე, აქტუალურობა (აქტუალურ პრობლემაზე წერა)
·
სიცხადე, ემოციურობა;
·
ავტორისეული დამოკიდებულებისა და პოზიციის ღია გამოვლენა;
·
ადვილად გასაგები ენა;
დამახასიათებელი თავისებურებები:
·
მკითხველისათვის უშუალო მიმართვა, კთხვითი და ძახილის წინადადებების ხშირი გამოყენება;
·
მწიგნობრული და სასაუბრო მეტყველების ერთგვარი სინთეზი;
·
დარწმუნებისა და ზემოქმედების სხვადასხვა ხერხების გამოყენება (მსჯელობა, არგუმენტირება, მაგალითების მოყვანა);
·
სხვათა ნათქვამის გამოყენება(ციტირება);
წაიკითხე
ქართველ მწერლთა პუბლიცისტური წერილები : ილია ჭავჭავაძე
წაიკითხე ერნესტ
ჰემინგუეი
ხ
ზეპირი გამოსვლის
მომზადების წესები:
·
წინასწარ
უნდა გაიაზრო
·
ვის უნდა ესაუბრო
·
რა
მიზნით
·
რის
შესახებ (რა თემაზე)
·
რა
არის მთავარი რისი თქმაც გსურს
·
რა
ფაქტებს და მაგალითებს მოიხმობ
·
როგორ
დაიწყებ
·
როგორ
დაასრულებ
·
წინასწარ
შეიძლება დაწერო:
·
სიტყვის
გეგმა
·
სიტყვის დასაწისი
·
სიტყვის დასასრული
·
ძირითადი
სათქმელი
·
საკვანძო
სიტყვები
·
ფრთიანი
გამონათქვამები
·
ციტატები
·
ან
მთელი ტექსტი
·
შეიძლება
წარმოთქვა ან წაიკითხო წინასწარ
·
მთელი სიტყვა იმისგანსასასზღვრავად,თუ რამდენი
დრო დაგჭირდება მის წარმოსათქმელად
·
გაიარო
რეპეტიცია სარკის წინ და დააკვირდე საკუღ ჟესტებს და მიმიკას;
.
დავალება:
1.
მოამზადე
2-3 წუთიანი ზეპირი გამოსვლა:
თემა „რას ნიშნავს ჩემთვის უნივერსიტეტში სწავლა“
ა)შესავალი
ბ)
მოსაზრება
გ)მოსაზრება
დ)
დასასრული
გახსოვდეს:
მოსაზრების
მხოლოდ გამოთქმა საკმარისი არ არის,ის უნდა დაასაბუთო ისე,რომ აუდიტორია მოსაზრების
სისწორეში დაარწმუნო
მოსაზრების
დასაბუთება ხდება მაგალითების მოყვანით;
‘
ილია
ჭავჭავაძის“სიტყვა წინამძღვრიანთკარის სამეურნეო სკოლის გახსნაზე“-ანალიზი
მიზანი |
ხერხები |
მაგალითები |
1.კონტაქტის დამყარება მსმენელთან |
პირდაპირი მიმართვა მსმენელისადმი |
მინდა...გითხრათ;გამიგონია;მკითხავთ
თქვენ;თქვენსავე სიტყვით;ღმერთმა შეგასწროთ;თქვენებურად,ჩვენებურად გეუბნებით |
2.ნათქვამის გაგების გაიოლება მსმენელებისათვის |
მთლიანი სიტყვის
ცალკეული ნაწილებზე მსმენელის ყურადღების გამახვილება; სიტყვის დასაწყისისა
და დასასრულის ხაზგასმა;
გამეორება;
შედარების მოყვანა; მაგალითების მოყვანა |
სიტყვის დასაწყისისა
და დასასრულის ხაზგასმა;
(ერთი ორიოდე
სიტყვა მეც მინდა გითხრათ...)
(მეც გავათავე,რაც
სათქმელი მქონდა...;)
არ ვიცით,სად
რა სიმდიდრე ძევს,სად რა განძია,არ ვიცით-საიდამ რა ამოვიღოთ;
როგორც საყდარი,როგორც
ეკლესია,როგორც თვითონ ღმერთი..
ცოდნა ანთებულ
სანთელს ჰგავს... |
3.მსმენელის დაინტერესება,ყურადღების მიქცევა მნიშვნელოვანზე |
რაიმე მნიშვნელოვანის ხაზგასმა
კითხვებით,შეძახილებით |
მაშ,რაღად ვართ
ღარიბნიო ? ახლა სად არის
ეგ კარი ? |
4.მთავარის ხაზგასმა,გამოყოფა |
მიზეზ-შედეგობრივი კონსტრუქციების გამოყენება:(იმიტომ...რომ ,ამის გამო,მაშასადამე..) |
იმიტომ,რომ... ამიტომ ვამბოობ... აკი ვავმბობ... მაშ,გაუმარჯოს.... |
5.თემით პირადი დაინტერესების გამოხატვა |
პირველპირში საუბარი,საკუთარი აზრის გამომხატველი სიტყვების გამოყენებაა |
მეც მინდა გითხრათ... გამიგონია... მეც გავათავე
და გეუბნებით... ჩემი აზრით... |
6.მსმენელთათვის მისაღები და გასაგები მტკიცებულებების მოხმობა |
ხალხური ანდაზების ან ცნობილი გამონათქვამების
გამოყენება; რომელიმე ავტორიტეტის აზრის დამოწმება ფაქტების
მოყვანა
|
კაცი უნდა ხერხი
იყოს,გაჰქონდეს და გამოჰქონდეს;
ხერხი სჯობია
ღონესა;
ის ურჩევნია
მამულსა,რომ შვილი სჯობდეს მამასა; |
|
|
|
დავალება:
რა
ხერხებს იყენებს ორატორი მსმენელძე შთაბეჭდილების მოსახდენად
(მოუსმინე
იუთუბზე ცნობილ ორატორებს და გაანალიზე)
დავალება:
შეაფასე
ორატორის ზეპირი პრეზენტაცია
პრეზენტაციის
შეფასების კრიტერიუმები:
შეფასების კრიტერიუმი |
ქულები
0-1-2 |
1.თემა ამომწურავად არის წარმოდგენილი |
|
2.მეტყველება
გამართულია და მსჯელობა თანმიმდევრული |
|
3.ნათქვამის
გაგების გასაიოლელად იყენებს თვალსაჩინოებას (შესაბამის
მაგალითებს) |
|
4.აქვს მხედველობითი კონტაქტი აუდიტორიასთან და რეაგირებს მის შენიშვნებზე(ხმას აუწევს,თუ აუდიტორია მოითხოვს,ან
გაიმეორებს სათქმელს) |
|
2.
დამაჯერებლად პასუხობს დასმულ შეკითხვებს |
|
ხ
„მოგზაურის ჩანაწერები’’ როგორც ლიტერატურული ჟანრი
·
ეს ჟანრი მე-18- მე-19 საუკუნეების მიჯნაზე ყალიბდება;
განსაკუთრებით პოპულარული იყო მე-19 საუკუნის პირველ ნახევარში;
·
ამ ჟანრის ნაწარმოების გმირი რეალურ გეოგრაფიულ გარემოში
მოგზაურობს და სუბიექტურად მოიაზრებს ნანახსა და განცდილს;
·
უცხო ქვეყაანაში-მოგზაურობისას ავტორი მკითხველს აცნობს
ნაკლებად ცნობილ ან უცნობ ადგილებს და ადგილობრივ ტრადიციებს ან მოვლენებს;
·
შემეცნებითი მიზნის გარდა ასეთ ნაწარმოებებს შეიძლება
ესთეტიკური,პუბლიცისტური ან ფილოსოფიური დატვირთვა
ჰქონდეს;
·
საკუთარ ქვეყანაში(ანუ ყველასაათვის ნაცნობ და ჩვეულ
სამყაროში)-მოგზაურობა კი პუბლიცისტურ თემებზე დაფიქრების და წერის საშუალებას იძლევა;
პუბლიცისტური თემები-ქვეყნისთვის და ამ ქვეყნის საზოგადოებისთვის
მნიშვნელოვანი თემებია;
igav-araki
· იგავი არის ალეგორიული ფორმით გადმოცემული ამბავი ადამიანის ცხოვრებაზე
· ალეგორია ბერძნული სიტყვაა და მინიშნებით,გადაკვრით თქმას ნიშნავს.
· როცა ვამბობთ,რომ ესა თუ ის ამბავი ალეგორიული შინაარსისაა,ვგულისხმობთ,რომ მასში გადმოცენული კონკრეტული შემთხვევა რაღაც უფრო მნიშვნელოვანზე მიგვანიშნებს.
· იგავი დამოძღვრის მიზნით იწერება და ამიტომ ყოველთვის შეიცავს შეგონებას,გასათვალისწინებელ ჭეშმარიტებას.
· შეგონებას გამოთქვამს ან ავტორი,ან პერსონაჟი
· ზოგჯერ შეგონება გამოუთქმელადაც მისახვედრია,ვინაიდან ბუნებრივად გამომდინარეობს თხრობიდან.
იგავის სათქმელის ამოცნობა
·
იგავის ტექსტი ძირითადად ორ ნაწილად იყოფა: ერთი ნაწილი
ამბავს გადმოგვცემს,მეორე კი ამ ამბიდან გამომდინარე დასკვნას,ზნეობრივ დარიგებას ანუ
მორალს შეიცავს.
·
ასეთ შემთხვევაში იგავის სათქმელი პირდაპირ არის გაცხადებული
და ამოცნობა არ სჭირდება
·
მაგრამ თუ ასე არ არის მაშინ იგავის სათქმელი მასში
არსებულ მინიშნებებზე დაყრდნობით უნდა ამოვიცნოთ.
იგავის სათქმელის ამოსაცნობად შემდეგ კითხვებს უნდა
უპასუხო:
1.
რა გვიამბო იგავის მთქმელმა?
2.
რისთვის დაგვიხატა მან ეს პერსონაჟები?
3.
ერთნაირად აფასებენ პერსონაჟები მოვლენებს თუ სხვადასხვანაირად?
4.
რა დასკვნის გამოტანა შეიძლება ამ ფაქტიდან ?
5.
რისი თქმა სურდა ავტორს ჩვენთვის ამ იგავით?
წაიკითხე:
ეზოპეს იგავები , სულხან საბას იგავები,
კრილოვის იგავები,აკაკუი წერეთლის იგავები (კრილოვის თარგმანები ლექსად)
Lლegenda
1.
ხალხური ზეპირი გადმოცემა
უპირატესად რელიგიური
ხასიათისა; თქმულება.
2.. არაჩვეულებრივი ამბავი,
შელამაზებული მოთხრობა
ვისიმე ცხოვრების
ან რაიმე
ამბის შესახებ.
(მაგ. ლეგენდა თბილისზე)
3. ახსნა-განმარტებითი ტექსტი,
რომელიც დართული
აქვს გეგმას,
რუკას, დიაგრამას
და მისთ.(ისტორიის გამოცდაზე იქნება)
4.. მოგონილი,
შეთხზული ბიოგრაფია
აგენტის,ჯაშუშის.
წაიკითხე ქართული ლეგენდები,რათა შეძლო გამოიყენო ალუზიები :
მაგ. ბაზალეთის
ტბის ლეგენდა და სხვ
ლეგენდარული - არაჩვეულებრივი, ზღაპრული
საგა
1. ძველი სკანდინავიური და ირლანდიური ხალხური საგმირო თქმულება.
2 თქმულება, ლეგენდა.
წაიკითხე სკანდინავიური და ირლანდიური საგები
Tqmuleba
თაობიდან თაობაში
ზეპირად გადმოცემული
ამბავი, მოთხრობა;
ხალხური სიტყვიერების
ერთ-ერთი
უძველესი ჟანრი.
თქმულება —
ხალხური სიტყვიერების ერთ-ერთი უძველესი ჟანრი, უპირატესად რეალისტური მოთხრობა გარდასულ ამბავზე, ზოგჯერ შეთხზული ამბავიც უძევს საფუძვლად, გვხვდება როგორც პროზაულ, ისე ლექსითი და შერეული სახით. პროზაული თქმულება გადმოცემასა და ლეგენდას უკავშირდება. ქართულ ფოლკლორში თქმულებათა დიდი ნაწილი ისტორიული ხასიათისაა.
- წაიკითხე ქართული თქმულებები:
სუნა
მუსლიმანური "წმინდა თქმულება"; შედგება რამდენიმე ათასი მოთხრობისაგან, რომლებიც მიეწერება მაჰმადს.
ყურანი
სუნებისგან შედგება .
აქედანაა სუნიტები მუსლიმთა რელიგიური მიმდინარეობა.
miTi
ძველი ხალხური თქმულება ღმერთებსა და გმირებზე,ან სამყაროს შექმნასა და სიცოცხლის წარმოშობაზე.
წაიკითხე ბერძნული მითები
,რათა შეძლო გამოიყენო ალუზიები
Aაndaza
სხარტი ხალხური გამონათქვამი, რომლითაც ბრძნული აზრია გამოხატული.
aforizmi
სხარტი გამოთქმა,
რომელიც შეიცავს
მნიშვნელოვან აზრს,
სიბრძნეს (ყავს ავტორი)
იუთუბზე არის ბევრი ცნობილი ადამიანის გამონათქვამი
ცitata
ციტატა [გერმ.
Zitat < ლათ.] - რაიმე ტექსტიდან
უცვლელად, სიტყვა-სიტყვით მოყვანილი
ადგილი.
ციტირება შიძლება : საყვარელი
რომანებიდან,მოთხრობებიდან,ლექსებიდან და ა.შ.
ნებისმიერი სახის ტექსტიდან ინტევიუდანაც
კი.
იდიომა
ამა თუ
იმ ენის
თავისებური, დაუშლელი
გამოთქმა, რომლის
მნიშვნელობა არ
უდრის შემადგენელი
სიტყვების მნიშვნელობათა ჯამს.
იდიომებს ზოგჯერ ფიგურალურ გამოთქმებს,ხატოვან სიტყვა-თქმებს უწოდებენ
იდიომები გადატანითი მნიშვნელობით
იხმარება
xatovani Tqma (იდიომები)
ფიგურალური ანუ ხატოვანი თქმა არის სიტყვა ან წინადადება, რომელიც ატარებს იდეას. ფიგურული თქმებია მაგალითად:
·
ავგური ღიმილი,
·
სიზიფეს შრომა
და ასე შემდეგ.
ფიგურალური თქმები ბლომად მოიპოვება ძველ იგავ-არაკებში, ზღაპრებში, ანდაზებსა და ლექსებში. მათი ნაწილი წარმოიშვა შორეულ ეპოქაში, ნაწილი — ახლო საუკუნეებში. ფიგურალური თქმების მარაგას ამდიდრებდა სხვადასხვა დროის და ქვეყნების კულტურა.
ამ თქმებს ჰყავთ გარკვეული ავტორები. მათი წყაროა ლიტერატურული ნაწარმოებების, ისტორიულ პირთა (მწერალთა, მეცნიერთა, საზოგადო მოღვაწეთა თუ სხვათა) გამოთქმანი, წერილობითი ძეგლები. ზოგი თქმის წამოშობა დაკავშირებულია სხვადასხვა ხალხურ ჩვევებთან და რწმენებთან.
უძველესი ნაწარმოები, სადაც პირველად ვხვდებით ფიგურალურ თქმებს არის საბერძნეთის ეპოსის შედევრები: „ილიადა“, „ოდისეა“.
ფიგურალურ თქმებს ახასიათეთ უდიდესი ლაკონიურობა, აზრის გამომხატველობითობა.
ქართულ ენაში მრავალი ფიგურალური თქმა შემოსულია რუსული და ევროპული მწერლობიდან.
მემუარები
·
მოგონებანი ლიტერატურული ნაწარმოები, რომლითაც გადმოცემულია ავტორის მოგონებანი პირადსა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მომხდარი სხვადასხვა ამბის, მოვლენის შესახებ.
·
ლიტერატურული ჟანრი, რომელშიც ავტორი იხსენებს და გადმოსცემს რეალურად მომხდარ მოვლენებს, მსჯელობს ობიექტურად, იძლევა ზუსტ თარიღებს, მოვლენებსა და მასში მონაწილე ადამიანების მკაფიო დახასიათებებს.
·
ხშირად იბეჭდება მემუარები, რომლებიც მხოლოდ ფაქტობრივადაა საინტერესო(მაგ.
ჯაბა იოსელიანის მემუარები ), მაგრამ მისგან არსებითად განსხვავდება მემუარები, როგორც ლიტერატურული ჟანრის ნიმუში, რომელიც გაბედულად შეიძლება მივაკუთვნოთ მხატვრული ან დოკუმენტური პროზის სფეროებს.
·
მემუარების ლიტერატურული მნიშვნელობა პირველად გამოიკვეთა XVIII ს-ში განმანათლებლების ეპოქაში, საკუთრივ, ადამიანისა და მისი ცხოვრების გარემოებებისადმი ინტერესის გაძლიერების გავლენით, მაგრამ განსაკუთრებული აღმავლობა XX ს. უკავშირდება.
Bბiografia
· ბიოგრაფიულ ნაწარმოებში ავტორი სხვა ადამიანის ცხოვრებას აშუქებს;
ხ
· ბიოგრაფიული ტექსტის შემქმნელი სხვადასხვა გარეშე წყაროს ეყრდნობა,მათ შორის:
1. თავად პიროვნების ავტობიოგრაფიულ ჩანაწერებს,
2. მის ნაშრომებს ან ნაწარმოებებს,
3. სხვების მოგონებებსა და მისი ახლობლების მონათხრობს,
4. ფოტოარქივს,
5. პრესაში გამოქვეყნებულ მასალებსა
· და ოფიციალურ დოკუმენტებს;
ხ
·
ბიოგრაფიული ტექსტი მე-3 პირში იწერება;
ბიოგრაფიული
ტექსტის მაგალითია
რეზო
თაბუკაშვილის „საქართველოს მეჭურჭლეთუხუცესი“
ბიოგრაფიებს წერდა შტეფან ცვეიგი
ხ
ავტობიოგრაფია
· ავტობიოგრაფიულია ტექსტი,რომელშიც ავტორი საკუთარი ცხოვრებისეული გამოცდილების შესახებ მოგვითხრობს;
· შეადარე ბიოგრაფიულ ნაწარმოებში კი ავტორი სხვა ადამიანის ცხოვრებას აშუქებს;
x
· ავტობიოგრაფიული ტექსტის წყარო მეხსიერება ან თავად ავტორისეული დღიურებია ;
· ავტობიოგრაფიული ტექსტი პირველ პირში იწერება;
x
· ავტობიოგრაფიულ ტექსტებში დიდი ადგილი ეთმობა ავტორის
1.
განცდების და ემოციების გადმოცემას.
2. ნაფიქრ-ნააზრევის გადმოცემას
ავტობიოგრაფიული ტექსტის ნიმუშია ივანე ზურაბიშვილის „გაბრიელ ეპისკოპოსი“ მე-9
კლ
Комментарии
Отправить комментарий