სიძულვილის ენა

 



ადამიანი სოციალური არსებაა,ცხოვრობს სხვა ადამიანების გარემოცვაში და აქვს მათთან მუდმივი ურთიერთობა.

 

ნებისმიერი პიროვნება საზოგადოების ნაწილია და საზოგადოებაში ადგილის დამკვიდრება მის ბუნებრივ მოთხოვნილებას წარმოადგენს.

 

ამიტომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის ,თუ რამდენად ახერხებს ადამიანი საკუთარი აზრის გამოთქმას,ინფორმაციის მიღებას და გაცემას,საზოგადოებაში საკუთარი ადგილის დამკვიდრებას.

 

სიტყვის,აზრის და გამოხატვის თავისუფლება წარმოაგენს ადამიანის ბუნების განუყოფელ ნაწილს.

აზრის თავისუფლება გულისხმობს ადამიანის მიერ საკუთარი აზრის საჯაროდ დაფიქსირების თავისუფლებას.

ნებისმიერ პიროვნებას აქვს უფლება გამოთქვას საკუთარი შეხედულება და არ დაისაჯოს ამისთვის.

 

 

 სიტყვის თავისუფლება მოიცავს მასობრივი ინფორმაციის საშუალებების თავისუფლებას.დემოკრატიული საზოგადოებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს თავისუფალი მედიის(!)  არსებობას.

 

თავისუფალი მედია(!) არის ერთგვარი გარანტი იმისა,რომ საზოგადოებას ყოველთვის ექნება ინფორმაცია ქვეყნის ხელისუფლების საქმიანობის შესახებ.თავისუფალი მედიის არსებობის პირობებში ხელისუფლება მეტ პასუხისმგებლობას გრძნობს საზოგადოების წინაშე.

 

ყურადღება:

ყურადღება:

სიტყვისა და აზრის თავისუფლება ეხება არა მხოლოდ საზოგადოების უდიდესი ნაწილისთვის ან სახელმწიფოსთვის მისაღებ იდეებსა და ინფორმაციას,არამედ ისეთსაც,რომელიც შესაძლოა,მიუღებელი აღმოჩნდეს ხელისუფლების,ცალკეული პოლიტიკური თუ არაპოლიტიკური ჯგუფებისათვის.

 

 

რატომ არის სიტყვისა და აზრის თავისუფლების უზრუნველყოფა მნიშვნელოვანი ნებისმიერი სახელმწიფოსთვის ?

 

უპირველეს ყოვლისა,იმიტომ,რომ არ მოხდეს ქვეყანაში ერთი,რომელიმე ჯგუფის მიერ ძალაუფლების ხელში ჩაგდება.

 

ძალაუფლება,რომელიც არ ექვემდებარება კონტროლს,წარმოადგენს ტირანიისკენ გადადგმულ პირველ ნაბიჯს.(მაგ.იულიუს კეისარი)

 

ტირანიის(დიქტატურის) დროს განსხვავებული აზრი სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულად განიხილება,განსხვავებულად მოაზროვნეების წინააღმდეგ  ტირანულ სახელმწიფოში ტარდება რეპრესიები,ანუ სახელმწიფო ტერორი.(ავტორიტარიზმი,ტოტალიტარიზმი)

 

(მაგ. სულას დიქტატურა რომში,იაკობინელთა დიქტატურა საფრანგეთში,ფაშისტური დიქტატურა იტალიასა და გერმანიაში,სტალინის დიქტატურა რუსეთში და სხვა.)

 

ასეთ სახელმწიფოში ცენზურა აკონტროლებს ყველა გაზეთსა თუ ჟურნალს ,უფრო მეტიც,არცერთი ლიტერატურული ნაწარმოები არ იბეჭდება სპეციალური კომისიის მიერ განხილვისა და ჩასწორების გარეშე.

 

სახელმწიფოში,რომელიც ძალადობს ადამიანის აზროვნებასა და გონებაზე ყალიბდება განსაკუთრებული ტიპის ადამიანი

 

ადამიანის ეს ტიპი არაჩვეულებრივადაა აღწერილი ბრიტანელი მწერლის ჯორჯ ორუელის ნაწარმოებში „1984’’.

 ჭაბუა ამირეჯიბის „დათა თუთაშხიაში’’ (არქიფო სეთური და მისი ხალხი) და სხვა.

ორუელს ეკუთვნის კიდევ ერთი ღირსშესანიშნავი ნაწარმოები „ცხოველთა ფერმა’’ სადაც აღწერილია ის რეალობა,რომელი ტოტალიტარული რეჟიმის(დიქტატურის) დამყარების შედეგად  დგება.

 

 

რაც შეეხება  „გამოხატვის თავისუფლებას“ ,საჭიროა გავიაზროთ,რომ უპრველეს ყოვლისა იგი მოიცავს ადამიანის მიერ საკუთარი ნიჭის,უნარის,შესაძლებლობების რეალიზაციის უფლებას.

 

ნებისმიერ ადამიანს უფლება აქვს გამოხატოს საკუთარი პიროვნება ისე,როგორც მას ესმის.

გამოხატვის უფლება სიტყვის და აზრის თავისუფლებასაც გულისხმობს,თუმცა მხოლოდ ამით არ შემოიფარგლება.

 

გამოხატვის თავისუფლება არის უნივერსალური ღირებულება.ის საფუძვლად უდევს ადამიანის უფლებებს მაგ. საქმიანობის თავისუფლება,განათლების უფლება და სხვა.

 

ყველა ადამიანი ინდივიდუალურია .მსოფლიოში ორ ერთნაირ პიროვნებას ვერ შეხვდებით

 

გამოხატვის უფლება ,უპირველეს ყოვლისა,ამ ინდივიდუალურობის და თითოეული ადამიანის განსაკუთრებულობის აღიარებასა და თითოეული ადამიანის ღირსების პატივისცემას გულისხმობს.

 

 

 

რა არის სიძულვილის ენა ?

სიძულვილის ენაც არის  გამოხატვის  ფორმა ,ოღონდ ისეთი მახინჯი ფორმა, რომელიც ავრცელებს, აქეზებს, ხელს უწყობს ან ამართლებს : დისკრიმინაცი, ქსენოფობიას,ანტისემიტიზმს ,ნაციონალიზმს, ეთნოცენტრიზმს,რასობრივ შუღლს ,უმცირესობათა ან მიგრანტთა მიმართ  მტრობას და ლახავს  სხვათა ღირსებას.

 

რა მიზნით იყენებენ სიძულვილის ენას ?

მასების სიძულვილის მისამართად  პოლიტიკური  მოწინააღმდეგისკენ.

 

ვინ იყენებს სიძულვილის ენას ?

პოლოლიტიკოსები, მათი პროპაგანდისტები და აგიტატორები,დემაგოგები.

 

სად იყენებენ სიძულვილის ენას ?

მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში,პარტიულ ყრილობებზე, ქუჩის  აქციებზე ,სოციალურ ქსელებში.

 

რას აბობს ევროპა  სიძულვილის ენის გამოყენებაზე ?

დღესდღეობით სიძულვილის ენის მარეგულირებელი ნორმები არსებობს, დანიაში, რომლის სისხლის სამართლის კოდექსით დასაჯადია რასისტული სიძულვილის გამოხატვა (!)და გავრცელება.

 

საფრანგეთის კანონმდებლობით დასჯადია რასისტული დისკრიმინაციისაკენ, სიძულვილისაკენ ან ძალადობისაკენ წაქეზება.

 

მსგავსი მიდგომაა ასევე ნიდერლანდებში, დიდ ბრიტანეთში და ევროპის სხვა სახელმწიფოებშიც.

 

რას აბობს აშშ  სიძულვილის ენის გამოყენებაზე ?

დასავლურ დემოკრატიულ სახელმწიფოებს შორის ამერიკის შეერთებული შტატები თითქმის ერთადერთია, სადაც სიძულვილის ენა არ არის დასჯადი და იგი ფაქტიურად გამოხატვის თავისუფლების ნაწილად არის მიჩნეული.(!)

 

რას აბობს   სიძულვილის ენის გამოყენებაზე საქართველო  ?

საქართველოში სიძულვილის ენა არ არის კრიმინალიზებული(!) და მისი რეგულირება დღეს დღეობით ძირითადად მედია მაუწყებლობასთან მიმართებაში ხდება.

 

საქართველოში იკრძალება ისეთი პროგრამების გადაცემა, რომლებიც რაიმე ფორმით რასობრივი, ეთნიკური, რელიგიური ან სხვაგვარი შუღლის გაღვივების, რომელიმე ჯგუფის დისკრიმინაციის ან ძალადობისკენ წაქეზების აშკარა და პირდაპირ საფრთხეს ქმნის.

 

საქართველოში იკრძალება ისეთი პროგრამების გადაცემა, რომლებიც მიმართულია პირის ან ჯგუფის ფიზიკური შესაძლებლობის, ეთნიკური კუთვნილების, რელიგიის, მსოფლმხედველობის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის ან სხვა თვისებისა თუ სტატუსის გამო შეურაცხყოფისაკენ, დისკრიმინაციისაკენ ან ამ თვისებისა თუ სტატუსის განსაკუთრებული ხაზგასმისაკენ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს აუცილებელია პროგრამის შინაარსიდან გამომდინარე და მიზნად ისახავს არსებული შუღლის ილუსტრირებას.

 

საქართველოში «მაუწყებელმა თავიდან უნდა აიცილოს რელიგიური, ეთნიკური, ან სხვა ნიშნის მიხედვით რომელიმე ჯგუფის შეურაცხყოფა, მათ შორის გარკვეული ლექსიკის ან გამოსახულების გამოყენება.“

 

საქართველოში „თუ წყარო პირდაპირ ეთერში ან ახალ ამბებში უსაფუძვლოდ ასახელებს ეთნიკურ წარმომავლობას, რელიგიურ მრწამს, სექსუალურ ორიენტაციას, ოჯახურ ან ქონებრივ მდგომარეობას, სოციალურ კუთვნილებას, ან ნებისმიერ სხვა ნიშანს, როგორც პრობლემის გამომწვევ მიზეზს ან იყენებს შეურაცხმყოფელ ტერმინოლოგიას რომელიმე ჯგუფის მიმართ, წამყვანი არ უნდა აყვეს ასეთ დიალოგს და შეეცადოს შეურაცხმყოფელი განცხადების ავტორს დაუსვას შეკითხვა გამოთქმული მოსაზრების დასაბუთების მიზნით.“

 

რა დავუპირისპიროთ სიძულვილის ენას ?

როგორ მოვიქცეთ როცა სიძულვილის ენით  გაჟღენთილი პოლიტიკოსები და ესა თუ ის რედაქციები,“ჟურნალისტები’’,ვებ-გვერდების „ადმინები’’  ავრცელებენ, აქეზებენ, ხელს უწყობენ ან ამართლებენ :ქსენოფობიას,ნაციონალიზმს, ეთნოცენტრიზმს, დისკრიმინაცი ,უმცირესობათა ან მიგრანტთა მიმართ  მტრობას.

როგორ მოვიქცეთ როცა ისინი  მიზანში იღებენ თავიანთ  პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებს და ცდილობენ მასის სიძულვილი მათკენ წარმართონ ?

 

 

1.                მოვითმინოთ,სტოიკურად ავიტანოთ,დავაიგნოროთ,  ასეთი „პოლიტიკოსები“ და პროპაგანდისტული მედია.

„არ სასმენლისა მოსმენა არს უმჟავესი წმახისა სმენას ნუ წაიბილწავ, უმსგავსო ხალხის უმსგავსო საუბრის მოსმენით.მოერიდე ასეთი საუბრების მოსმენას ¾ გვასწავლის რუსთაველი.

 

2.                დავგმოთ , ვამხილოთ,გავკიცხოთ,სასაცილოდ ავიგდოთ,არ წავახალისოთ  ის  თანამდებობის პირები,პოლიტიკოსები ,პროპაგანდისტები და აგიტატორები ,რედაქციები,არხები,ვებ-გვერდები,ფეისბუქ გვერდები  ,რომლებიც სიძულვილის ენას იყენებენ.

3.                ავიმაღლოთ ცნობიერება  (მაგ. წავიკითხოთ ილია ჭავჭავაძის „ნუთუ?’’) და ერთმანეთიგან გავარჩიოთ კრიტიკული აზრი და  სიძულვილის ენა.

4.                სახელმწიფოსგან მოვითხოვოთ  რეგულაცია „სიძულვილის ენის’’ ოღონდ არა აზრის , სიტყვის და  გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის ხარჯზე.

 

 

Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პოეტის და პოეზიის დანიშნულება ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის შემოქმედებაში

"კაცია ადამიანი ?!"-ილიას რეალისტური ნაწარმოები