კულტურა კონფლიქტების პრევენციას ახდენს

 



  იმისათვის რომ არ გაირთულო უამისოდაც რთული ცხოვრება მხოლოდ სხვისი  ეურაცხმყოფელი   სიტყვების ამოღება საკუთარი ლექსიკონიდან  არ კმარა, მაგრამ ეს  მაინც აუცილებელი  და პირველი     პირობაა, რათა მოახდინო ჩვენი მომავალი კონფლიქტების მინიმიზაცია.

კომუნიკაცისას შეურაცხმყოფელი სიტყვების ხმარება რომ არ დაუშვა   მათ უნდა იცნობდე.

ყველაზე გავრცელებული კომუნიკაციური კონფლიქტოგენებია:

·         შეპასუხება-(მაგ. არა. შენ არა ხარ მართალი....ებს ლაპარაკობ ...)

·         კატეგორიული ტონი-(მაგ. არაფერი ამის მსგავსი...არავითარ შემთხვევაში..)

·         მკვეთრი და აგრესიული ტონი(მაგ. გიხსნი...,იქნებ დაფიქრდე...)

·         უარყოფითი შეფასება (რა სისულელეა... რა სიბრიყვეა...)

·         თანამოსაუბრისთვის უსიამოვნო თემაზე გადასვლა (შენ და, ამაზე რას იტყვი..)

თანამოსაუბრისთვის ყველაზე საწყენი შეურაცხყოფაა

·        თანამოსაუბრის პიროვნული კრიტიკა სხვების თანდასწრებით ,საჯაროდ

        (მაგ. ინტერნეტ სივრცეში ბულინგი,სატელევიზიო სივრცეში...)-

·         საყვედურები(მაგ. შენი გულისათვის... შენს გამო...)

·         პრეტენზიები (მაგ. რატომ არ გააკეთე...)

·         დადანაშაულება (მაგ.შენი ბრალია...)

·         ზეწოლა და იძულება(ესე თქვი....ესე გააკეთე... ესე მოიქეცი...)

·         აკრძალვა(შეწყვიტე...ახლავე შეწყვიტე...)

ჩამოთვლილი „ყველაზე საწყენი კონფლიქტოგენების ხმარება დასაშვებია თუ მიზნად არ გაქვს დასხული  გაუფრთხილდე ურთიერთობას თანამოსაუბრესთან, ან თუ გადწაყვეტილი გვაქვს  დაარტყათ მას მტკივნეულ ადგილებში,ხოლო თუ იმასთან გაქვს საქმე ვინც ჩვენთვის ძვირფასია, ეს კონფლიქტოგენები არასოდეს არ უნდა გამოიყენო.

გავითვალისწინოთ,ყველაზე აშკარა კონფლიქტოგენებია:

·         უხეშობა

      (მაგ. ტვინი გაანძრიე...,ყელში ამოხვედი...,შემეშვი რა..)

·        ბრალდების კიდევ უფრო გაძლიერება

            (მაგ. როგორც ყოველთვის ისევ შენ....,ისევ შენი ბრალია...)

·         უმისამართო ნეგატივი

        (ო ,ღმერთო, რა დავაშავე...,ეს იდიოტები...,ეს ნაძირლები...,ეს სირები... და.შ.)

 

უნდა ვერიდოთ ფარულ კონფლიქტოგენებსაც:

ვინც ამ ტიპის კონფლიქტოგენებს უშვებს საუბრისას როგორც წესი  ის მათ ვერ ამჩნევს ხოლო ის ვინც ამ კონფლიქტოგენებს ღებულობს კარგად ამჩნევს.

ეს კონფლიქტოგენებია  ფრაზები, რომლებიც ითქმება უპირატესობის პოზიციიდან:

·         იცით რა გითხრათ...

·         გესმის... ?!

·         გამიგე ...?!

·         როგორ აგიხსნა..

·         მე არ მესმის შენ რატომ..

·         ეს ხომ აშკარაა..

უპირატესობის პოზიციის ნაირსახეობაა - ვინმესთვის მორალის კითხვა და ჭკუის სწავლება ,ანუ იმაზე საუბარი რაც თანამოსაუბრემ ისედაც კარგად იცის.

მაგ.“ნივთები თავის ადგილზე უნდა დააწყო“ და მსგავსი  ტიპის შეგონებები.

უპირატესობის პოზიციიდან საუბრის ნაირსახეობა  აგრეთვე თანამოსაუბრესთან მოწყენილი და გულგრილი საუბარი იმაზე რაც თანამოსაუბრისთვის მნიშვნელოვანია.

·         კარგი რა..

·         აუ ,როგორ დავიღალე ამის მოსმენით..

·         მისმინე ახლა დაკავებული ვარ მოდი რა სხვა დროს...(და ეს „სხვა დრო“ მეორდება რამდენჯერმე)

 

მოულოდნელი კონფლიქტოგენებია: 

·         თანამოსაუბრის დაცინვა  ე.წ. თანამოსაუბრეზე „ღადაობა“

ახსოვდეს იუმორი და დაცინვა  ახალისებს გარშემო ყველას ,გარდა იმისა ვისკენააა ეს დაცინვა მიმართული.

 

·         თავისმართლება

თავისმართლება კი იმითაა გამაღიზიანებელი, რომ ის არავის არ ჭირდება, გარდა იმისა, ვინც თავს იმართლებს.ადამიანი რომელიც თავს იმართლებს აღიზიანებს გრშემომყოფებს.ამიტომ,არასოდეს იმართლოთ თავი არავისთან.

 

სამსახურში უფროსთან საუბრისას კონფლიქტოგენები იქნება :

·         მიმაჩნია ...,მე ვთვლი რომ..

                 უფროსისთვის უფრო მისაღებია თუ იტყვით:   მე ვფიქრობ.. ან  ჩემი აზრით...

 

საქმიანი მოლაპარაკებებისას კი  კონფლიქტოგენებია:

·         მე გაკვირვებული ვარ...

·         მე მეწყინა...

·         მე გამოვედი მდგომარეობიდან იმიტომ რომ..

 

საკუთარ გრძნობებზე საუბარი უადგილო და გამაღიზიანებელია  საქმიანი ურთიერთობებისას.

საკუთარ ემოციებზე შეგიძლია ესაუბროთ პარტნიორს  მხოლოდ პირადი ურთიერთობისას. 

 

როგორი რეაგირება მოვახდინოთ ჩვენი მისამართით გამოშვებულ შეურაცხყოფაზე ?

რაიმე ერთი პასუხი ამაზე არ არსებობს.

აქ მთავარი რჩევაა , როგორმე შეინარჩუნოთ  შინაგანი  სიმშვიდე.ამას თუ მოახერხებ იპოვით პასუხის ადეკვატურ ფორმა.

 

შინაგანი სიმშვიდის შესანარჩუნებლად საჭიროა აითვისო  ე.წ. „შინაგანი თარგმნის ტექნიკა’’ და ნებისმიერი კომუნიკაციისას ,თუ სიტყვიერი დაპირისპირებისას თავს უფრო თავდაჯერებულად იგრძნობ.

იდეა ელემენტარულად მარტივია.

წესიერად აღზრდილი ადამიანი თავის უკმაყოფილებას გამოხატავს კულტურულად !!!!!

(კომუნიკაციის პროცესში ჩვენი უკმაყოფილების გამოხატვა კულტურულად შეიძლება : ავტორის სრული იგნორირებით, ან ავტორისათვის მინიშნებით ,რომ კონფლიქტოგენებს გზავნის ,ან ავტორის ყურადღების მიმართვით მისი გამოხატვის ფორმაზე  ,ან ვთხოვოთ ავტორს თავისი უკმაყოფილება გამოხატოს კულტურული ფორმით.)

მაგ. მაღაზიის დამლაგებელს კულტურული  ენა არ უსწავლია ამიტომ გამოხატავს თავის გრძნობებს იმ ენაზე რაც მიღებულია მაღაზიაში.

„სად მოდიხარ,დაბრმავდი თუ რა,ვერ ხედავ რომ აქ იატაკი მოწმენდილია,აი რამდენი ჭუჭყიანი კვალი დატოვე“

სანამ რაიმეს უპასუხებთ  ჩართთ შინაგანი მთარგმნელი და გააკეთთ ამ დაღლილი ქალის მაგივრად ის, რაც მისთვის რთულია ჩვენთვის კი ადვილი, „გადათარგმნ მისი ემოციური სიტყვები სალიტერატურო ენაზე.

 „ძვირფასო სერ,თქვენ გაქვთ შესაძლებლობა გაიაროთ აი აქ,და მე აღარ მომიწევს თქვენი გავლისშემდეგ  იატაკის თავიდან მოწმენდა,ამ შემოდგომაზე ბევრი ნალექია ,გმადლობთ ყურადღებისთვის’’

ეს ნამდვილად უკეთესია. ასეთ „თარგმნის“ შემდეგ  შეიძლება გაგეღიმო კიდეც და ბოდიშიც მოიხადოთ:

„დიახ,მაპატიეთ .შემოდგომა ,მართლაც, ძალიან წვიმიანია ‘’

ამ მეთოდის პლიუსი მის სიმარტივეშია.

ეს მეთოდი უცხოებთან წარმატებით შეგიძლია გამოიყენო.

მაგრამ მეთოდს მინუსიც აქვს;

ამ მეთოდს შინაურებში და ახლობლებში ნუ გამოიყენებთ, რადგან არსებობს იმის საშიშროება, რომ ისინი მიაჩვიო აზრს:  „ამასთან უპატივცემულო ლაპარაკი შეიძლება

ჩვენი სირბილე და თავაზიანობა მეორე მხარემ შეიძლება სისუსტედ ჩაგითვალოს.

სისუსტე კი მათთვის  ნიშნავს, რომ უფლება აქვ შენი მისამართით აგზავნო კონფლიქტოგენები, როცა კი მოუნდება და რამდენიც მოუნდება.

 

თუ ჩვენსკენ გამოგზავნილი სიტყვები ან ქცევები ჩვენს  მიმართ ადეკვატურია და ჩვენი  ემოციები კი ზრდასრულებული ხალხის აზრით უადგილოა  და არაადეკვატური,  მაშინ აქ საქმე ჩვენი მისამართით გამოშვებულ კონფლიქტოგენებთან კი არ გვაქვს  არამედ ჩვენს  ბუტიაობასთან.

 

რა არის ბუტიაობა ?

გაბუტვას ადამიანებს შორის ადამიანები არ იწონებენ მაგრამ გაგებით ეკიდებიან.

ბუტიაობა საყოფაცხოვრებო ნაგავივითაა გვსურს რაც შეიძლება ნაკლები იყოს,მაგრამ მთლად უამისობაც არ გამოდის.

სხვადასხვა ასაკებისთვის და სხვადასხვა ცხოვრებისეული სიტუაციებისთვის  ჩამოყალიბდა გარკვეული  გაბუტვის ნორმები: გაბუტვა ამ ნორმების საზღვრებში ცუდია მაგრამ მაინც დასაშვებია.

თუ რომელიმე ადამიანი გაცდება ამ ნორმების ფარგლებს მას უძახიან საწყენ სახელს-„ბუტია“.

 ბუტია ადამიანი-ესაა ადამიანი მიდრეკილი წყენისკენ.ადამიანი რომელმაც თავის თავში აღზარდა  გაბუტვის ჩვევა.

ბუტიაობა-ესაა მზაობა ყველაფერში დაინახო საწყენი და გაიბუტო.(ასეთ ადამიანს  ყოველ წამს შეუძლია გაუშვას,განავითაროს და განიცადოს წყენის გრძნობა)

 ადამიანი-ბავშვისთვის (ბავშვობაში ჩარჩენილი ადამიანისთვის)  გაბუტვა  ემსახურება ყურადღების მიქცევას  ,ფსიქოლოგიურ თავდაცვას და რაიმე  სარგებლის მიღებას.

ბუტიაობის უკან შეიძლება იდგეს  არახელსაყრელი ჰორმონალური ფონი(მაგ. ახალგაზრდებში)

მაგრამ მთავარი მიზეზი მაინც ცუდი აღზრდაა.

კარგად აღზრდილი ადამიანი -არ არის ბუტია.

 ბუტიები თვლიან რომ საქმე გარშემომყოფებშია,რომ ისინი  არაკეთილგანწყობილი ხალხია მათთვის.

გარშემომყოფები კი ბუტიებს  მიამიტ მანიპულატორებად ან ცუდად აღზრდილ ადამიანებად თვლიან.

 არსებობს ბავშვის ასაკობრივი ბუტიაობა და არსებობს ბუტიაობა როგორც ხასიათის თვისება ზრდასრული ადამიანისა.

არსებობს პათოლოგიური ბუტიაობა.ნორმალური ბუტიაობა და არსებობენ ადამიანები რომლებიც საერთოდ არ იბუტებიან.

 როგორ გადავეჩვიოთ ვინმეზე გაბუტვას ?

 

·      პირველ რიგში უნდა გააცნობიერო რომ ჩვენი წყენის მიზეზი  ჩვენი  არა რეალისტური მოლოდინები

·         მერე კი უნდა დაუსვა თავს შეკითხვა

       „კი მაგრამ რატომ ვარ ნაწყენი ?რა სარგებელს ვნახულობ აქედან ?

         ჩემი მიზნის მიღსაღწევად  გამომადგება  ეს წყენა ?“

 

თუ ადამიანმა არ იცის  ურთიერთობის რთულ  სიტუაცუებში როგორ მიაღწიოს თავისას ის გაიბუტება ისევ და ისევ.

რაშია ბუტიასათვის გამოსავალი?

ბუტია უნდა დააკვირდეს წარმატებული ადამიანების ქცევას ,ისწავლოს ცხოვრება,აითვისოს  ე.წ. ეფექტური ქცევის წესები ადამიანებს შორის რთული ურთიერთობების დროს.

 

 

 

Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პოეტის და პოეზიის დანიშნულება ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის შემოქმედებაში

"კაცია ადამიანი ?!"-ილიას რეალისტური ნაწარმოები