კახეთის მაჰმადინი ბაგრატიონები
ერეკლე
1-ნაზარ ალი- ხანი
ერეკლე I სიყმაწვილიდან რუსეთის სამეფო კარზე იზრდებოდა და ცნობილი იყო ნიკოლოზის სახელით.
1662 საქართველოში ჩამოვიდა და კახეთში გამეფებას შეეცადა, მაგრამ უშედეგოდ. ქართლის მეფე ვახტანგ V-მ(შაჰნავაზმა) კახეთის მეფედ 1664 თავისი ძე არჩილი დასვა.
ერეკლე I რუსეთში დაბრუნდა.
1674 ისევ ჩავიდა კახეთში და ირანის შაჰის, სულეიმან I-ის მოთხოვნით 1675 წელს ისპაჰანში გაემგზავრა.
კახეთის სამეფო ტახტზე გამეფების პირობად შაჰმა მას გაჰმადიანება მოსთხოვა.
ერეკლე I ერთხანს უარზე იყო, მაგრამ ცხრაწლიანი ყოყმანის შემდეგ ბოლოს მაჰმადიანობა მიიღო და ნაზარალი-ხანის სახელით შაჰმა ქართლის მეფედ დაამტკიცა.
1688 წელს შაჰმა ქართლის ტახტიდან გიორგი XI გადააყენა და მის მაგივრად ერეკლე I დაამტკიცა, რომელმაც ხანგრძლივი ყოყმანის შემდეგ მაჰმადიანობა მიიღო. შაჰმა იგი ნაზარალი-ხანის სახელით ქართლში გამოგზავნა და კახეთის ნაწილიც – ქიზიყი და თუშეთი უწყალობა.
1691 გიორგი XI ქართლში გადავიდა და დაიწყო ბრძოლა ტახტის დასაბრუნებლად. ქართლის თავადების ერთი ნაწილი ერეკლე I-ს უჭერდა მხარს, მეორე - გიორგი XI-ს. ბოლოს გიორგი XI იძულებული გახდა ირანს წასულიყო, სადაც შაჰის ნდობა მოიპოვა და 1703 შაჰმა მას ქართლის სამეფო დაუბრუნა, ხოლო ერეკლე I კახეთის მეფედ გამოაცხადა.
1703-1709 წლებში ის ითვლებოდა კახეთის მეფედ, მაგრამ რეალურად იმყოფებოდა ირანში, ხოლო კახეთში მეფის მოადგილედ მისი ვაჟი დავით II იყო გაგზავნილი.
ერეკლე I ირანში ჰუსეინ შაჰის პირად გვარდიას ხელმძღვანელობდა და იქვე გარდაიცვალა.
ერეკლე I-მა სცადა ზოგიერთი ცვლილება შეეტანა სახელმწიფოებრივ წყობილებაში. განსაკუთრებული ყურადღება მიაქცია საქალაქო ცხოვრების მოწესრიგებას.
მან მტკიცედ განსაზღვრა ქალაქის მოხელეთა უფლება-მოვალეობანი, შეიმუშავა თბილისის ხელოსანთა ამქრის წესდება და სხვა.
დავით
მე-2 -იმამ ყული -ხანი
დაიბადა და ბავშვობა გაატარა ირანში.
1703 წლიდან კახეთს განაგებდა როგორც ჯანიშინი (მოადგილე).
მისი მმართველობის დროს კახეთში ლეკიანობა მძვინვარებდა.
1706 წელს ჭარ-ბელაქანში კახელთა მარცხიანი ლაშქრობის შემდეგ ლეკებმა დაიკავეს ელისენი.
დავით II იძულებული გახდა რეზიდენცია ყარაღაჯიდან თელავსა და მანავში გადაეტანა (ზაფხულობით მაღაროს იდგა). მოხსენიებულია იმამყული-ხანის აკურის შეწირულობის განახლების 1708 წლის სიგელში.
1711 წელს ირანში გაემგზავრა და კახეთის მმართველად თავისი ძმა თეიმურაზი და დედა — დედოფალი ანა დატოვა.
ამ პერიოდში განსაკუთრებით გახშირდა კახეთზე ლეკთა თავდასხმები, ფეოდალთა თვითნებობა, გლეხთა ანტიფეოდალური გამოსვლები. ირანიდან დაბრუნების შემდეგ (1715) დავით II ცდილობდა ქვეყანაში წესრიგის აღდგენას.
დაუნათესავდა ქართლის მმართველს იესეს და მისი დახმარებით გაილაშქრა ლეკების წინააღმდეგ, მაგრამ მათთან ბრძოლაში კვლავ დამარცხდა.
კახელი ფეოდალები იძულებული გახდნენ ლეკებისათვის ზოგი რამ დაეთმოთ და მათთვის ქართლისა და აზერბაიჯანში სათარეშო გზაც მიეცათ. ამ დროს დაიწყო კახეთის რაიონებში ლეკების ჩამოსახლება.
კახელი გლეხები (განსაკუთრებით გაღმამხარში) მძიმე ფეოდალური ჩაგვრის გამო მასობრივად გადადიოდნენ ლეკების მხარეზე — „ლეკდებოდნენ“. ამ მდგომარეობიდან თავის დასაღწევად დავით II-მ დახმარება სთხოვა ქართლის მეფე ვახტანგ VI-ს, მაგრამ მათი ერთობლივი მოქმედება, მიუხედავად ირანის შაჰის მხარდაჭერისა, მაინც ვერ მოხერხდა.
1722 წელს იმამ-ყული ხანი გარდაიცვალა. დაკრძალულია ირანის ქალაქ ყუმში. იმამ-ყული ხანი კარგად იცნობდა ქართულ მწიგნობრობას. იცოდა სპარსული ენა და ლიტერატურა, მუსლიმური ფილოსოფია და კოსმოგრაფია.
ამის აშენებულის სასახლე თელავში -„ბატონის ციხე“
ხ
კონსტანტინე
მე-2- მაჰმად ყული-ხანი
კონსტანტინე II, მაჰმადიანური სახელი მაჰმად ყული-ხანი (მოკლეს 28 დეკემბერს, 1732) — კახეთის მეფე 1722-1732, ერეკლე I-ის ძე, თეიმურაზ II-ის ძმა.
დაიბადა და აღიზარდა ისპაჰანში. მეფობა მიიღო ძმის, დავით II-ის (იმამყული-ხანის), გარდაცვალების შემდეგ ირანის შაჰისაგან, რომელმაც კახეთს გარდა საგანგებოდ მისცა ერევანი, შამშადილი და ყაზახი (შემდეგში ერევნის ნაცვლად ებოძა განჯისა და ყარაბაღის გამგებლობა).
1722-იდან კონსტანტინე II-ისა და ქართლის მეფე ვახტანგ VI-ს შორის მტრული ურთიერთობა იყო: ორივე არბევდა და ძარცვავდა ერთმანეთის სამფლობელოებს.
1723 შაჰის მიერ ვახტანგ VI-ის გადაყენების შემდეგ ქართლი კონსტანტინე II-ს ებოძა. თავდაპირველად ქართლისათვის ბრძოლაში კონსტანტინე II დამარცხდა, მაგრამ ლეკების დახმარებით 1723 წლის 4 მაისს თბილისი აიღო. ვახტანგ VI, მისი ძე ბაქარი და მათი მომხრეები შიდა ქართლში გამაგრდნენ.
ამ დროს ირან-ოსმალეთს შორის ომი (1723-27) იყო და ოსმალთა ლაშქარი არზრუმის ფაშას იბრაჰიმის სარდლობით თბილისისაკენ მოიწევდა. ვახტანგ VI მას დამორჩილების ნიშნად ბაქარი და იესე მიაგება.
შემდეგ კონსტანტინე II თვითონ მიეგება ოსმალთა სარდალს სოღანლუღში — ქართლის მეფობის შენარჩუნება სთხოვა, თბილისის ციხის გასაღები ჩააბარა, ერთგულებას შეჰპირდა და თანაც ერევნისა და განჯის დამორჩილება აღუთქვა.
1723 წლის 12 ივნისს ოსმალები თბილისში შევიდნენ. ვახტანგ VI-მ შეძლო ფაშის მოქრთამვა, რის შედეგადაც ქართლის გამგებლობა ოსმალებმა ბაქარს მისცეს, ხოლო კონსტანტინე II დააპატიმრეს. მალე ბაქარის ფარული ხელშეწყობით კონსტანტინე II კახეთში გაიქცა, შემდეგ ბაქარიც განუდგა ოკუპანტებს და ოსმალებმა თბილისის გამგებლობა იესეს გადასცეს. კონსტანტინე II-მ და ბაქარმა მცხეთაში კავშირი შეკრეს ოსმალო ოკუპანტებთან ერთობლივი ბრძოლის შესახებ. კონსტანტინე II-ს იმედი ჰქონდა რუსეთის დახმარებისა. ამ მიზნით პეტრე I-ს სთხოვდა ქართლ-კახეთის მიღებას რუსეთის მფარველობაში, მაგრამ რუსეთი ოსმალეთთან ზავის დარღვევას ერიდებოდა.
ვახტანგ VI-ისა და ბაქარის რუსეთში წასვლის (1724 წლის 15 ივლისი) შემდეგ ქართლ-კახეთის მოსახლეობის ბრძოლას ოსმალთა წინააღმდეგ სათავეში ჩაუდგა კონსტანტინე II. იგი არაგვის ხეობაში გამაგრდა, კავშირი დაამყარა ოკუპანტების წინააღმდეგ მებრძოლ ერევნის, განჯის, შამშადილის მოსახლეობასთან, მაგრამ საქართველოსა და სამხრეთ აზერბაიჯანის ძალების ერთდროული გამოსვლა ვერ მოხერხდა: მტერმა ჯერ ამ გამათავისუფლებელი მოძრაობის სამხრეთ აზერბაიჯანის დაჯგუფება გაანადგურა, შემდეგ კი, 1724 წლის სექტემბერში, კონსტანტინე II და მისი მომხრეები — ატენის ხეობაში, გუფთასთან, და საარწივედ წოდებულ ქედთან მომხდარ ბრძოლაში.
კონსტანტინე II ჯერ შანშე ქსნის ერისთავს შეეხიზნა, შემდეგ კი მთელი წელი ფშავში გაატარა, რადგან თითქმის მთელ კახეთში ლეკები დათარეშობდნენ.
1725 კახეთის მოსახლეობამ ლეკები განდევნა და მიიწვია ფშავში გახიზნული კონსტანტინე II, რომელიც თელავს ჩავიდა, ის შეეცადა ლეკების გამოყენებას ოსმალების წინააღმდეგ, მოურიგდა კიდეც მათ იმ პირობით, რომ კახეთით გზას მისცემდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის საძარცვავად.
ხანგრძლივი ბრძოლის შემდეგ კონსტანტინე II იძულებული გახდა დაზავებოდა ოსმალებს: კახეთმა ოსმალეთისათვის ხარკის მიცემა იკისრა, მაგრამ არც ერთი მხარე არ ენდობოდა ერთმანეთს. მას შემდეგ, რაც ოსმალთა წინააღმდეგ ბრძოლებში (1730-32) წარმატებას მიაღწია ნადირმა (შემდეგში ნადირ-შაჰი), ამიერკავკასიაში განმათავისუფლებელი მოძრაობის ახალმა ტალღამ იფეთქა.
კონსტანტინე II ოსმალეთისათვის მთლად მიუღებელი აღმოჩნდა. კახეთში ლაშქრით მოსულმა ახალციხის ფაშამ უსუფმა (თბილისის ფაშის ისაყის შვილმა) კონსტანტინე II ზავზე მოსალაპარაკებლად ბეჟანბაღს (კახეთში) მიიწვია, სადაც ის ვერაგულად მოკლა ისაყ-ფაშას მსახურმა მაჰმადბეგმა (ვახუშტის მიხედვით ეს მოხდა 1729).
Комментарии
Отправить комментарий