პოლიკარპე კაკაბაძე - ყვარყვარე თუთაბერი

 



1.სად და როდის ხდება პიესაში აღწერილი მოქმედება?

1 მსოფლიო ომის დროს.რუსეთ-ოსმალეთის ფრონტის ხაზთან(საქართველოსთან);

2.პირველ მოქმედებაში მონაწილეობენ: ყვარყვარე თუთაბერი-მეტსახელად ნაცარქექია,კაკუტა და ქუჩარა(ყვარყვარეს სოფლელი გლეხები),მეწისქვილე,გულთამზე- მეწისქვილის ასული,სევასტი-რევოლუციონერი,რუსეთის არმიის ორი ოფიცერი

3.რა დამოკიდებულებას ავლენს ყვარყვარე მეზობლების(თანამემამულეების)-კაკუტასა და ქუჩარას მიმართ?

მკვდრებს,ბრმებს და ვირებს ეძახის მათ.აშინებს და იყენებს მათ თავის სასარგებლოდ ;

4.მისი ხასიათის რა თვისება ჩანს ამ დამოკიდებულებიდან? პარაზიტია(იხ.ქვემოთ)

5.როგორ ექცევა ყვარყვარე თავიდან სევასტის და როგორ იცვლება შემდგომში ეს ქცევა? თავიდან შეტევაზე გადადის,შემდეგ გარბის;

6.რა განაპირობებს ამ ცვლილებას? სევასტის კონტრ-შეტევა.

7.რით არის განპირობებული ყვარყვარეს დამოკიდებულება ან ქცევა სხვა პერსონაჟების მიმართ?

აქვს ჩამოყალიბებული ადამიანებთან ურთიერთობის „ყვარყვარეს“ წესი;

„ცხოვრების წესი მე ასე გამიგია,კაცს კბილი უნდა გაუსინჯო,თუ ირყევა,მოთხარე;მაგრამ,თუ მაგრადაა-გაქცევა მოასწარი“

8.ეთანხმებით თუ არა ყვარყვარეს მიერ აღმოჩენილ ცხოვრების წესს?

არა,უღირსი კაცის ცხოვრების წესია.

9.როგორ დაახასიათებდი ყვარყვარეს პიესის პირველი მოქმედების მიხედვით ? აგრესიული პარაზიტია,ამასთან ტოტალური პარაზიტი.

10.         რა არის სასაცილო ყვარყვარეს ხასიათსა და ქცევაში ? სასაცილოა:ბაქი-ბუქი,გეგმები,ლაჩრობა,შერკინებები ანუ „კბილის მოსინჯვები’’.(ნაცარქექია რასაც აკეთებს ზღაპარში)

11.         როგორ ფიქრობ,ხასიათების კომედიაა „ყვარყვარე თუთაბერი“ თუ სიტუაციების?

ხასიათების კომედიაა

 

 

როგორც პირველი მოქმედებიდან ვიცით,ყვარყვარე შეცდომით რევოლუციონერად მიიჩნიეს და დააპატიმრეს.სანამ გამომძიებელი ყვარყვარეს დაკითხავდა და განაჩენს გამოუტანდა,ადგილობრივმა მმართველობამ მიიღო ცნობა,რომ რუსეთის იმპერიაში რევოლუციამ გაიმარჯვა,იმპერატორი გადადგა და დროებითი მთავრობა დაინიშნა.ყვარყვარე დამნაშავიდან უცებ გმირად გადაიქცა. თუ ადრე იგი თავის „რევოლუციურ წარსულს „ უარყოფდა,ახლა გარემოებას სწრაფად აუღო ალღო და თავი რევოლუციონერად გაასაღა.ადგილობრივმა მმართველობამ იგი შეიარაღებული რაზმის უფროსად დანიშნა.

 

 

1.როგორ იქცევა ყვარყვარე ახალ ვითარებაში ?

პირველი გლეხი
ტყეში დარჩენილ ბრბოებს მენშევიკებისაგან იარაღი შერჩათ და ახლა გვაწიოკებენ.
მეორე გლეხი
სწორედ გითხრათ, უსაშველო გვჭირს.
მესამე გლეხი
რა ვიცი, ასე გამიგია, რაზმი წამოვიდა თქვენკენ ყაჩაღების ასალაგმავადო.

პირველი გლეხი
ყვარყვარე თუთაბერმა ჩამოიარა, მარა რად გინდა, ვინც საწყალი ნახა, ზურგზე ბოლი ადინა და ყაჩაღებს კი თავზე ხელი გადაუსვა.

მესამე და მეოთხე გლეხი
როგორ?!!
მეორე გლეხი
ყველა თავის რაზმში მიიღო.
მეოთხე გლეხი
ეს რა საქციელია?!
პირველი გლეხი
თუ ძმა ხარ, არ გამაცხადო, ასე ამბობენ, ყაჩაღების თვითონ შეეშინდაო.

 

 

2.რისთვის იყენებს ყვარყვარე  თანამდებობას?

 

გამდიდრებისათვის;

 

მებარგე
ეს რევკომში შევიტანოთ?
ყვარყვარე
ეს ხომ ჩემი ამორჩეულია, სადაა სხვა საქონელი?!
მებარგე
იქაა მთელი ურემი.
ყვარყვარე
ჰოდა, ის შეიტანეთ რევკომში, ეს მე მაჩუქეს, მუშათა კლასს რომ ვემსახურები, იმისათვის... (ანჩხლად) და ჩემი საქონელი მიგაქვთ რევკომში, თქვე თვალდაფსებულებო?
მებარგეები
აბა, სად წავიღოთ?!
ყვარყვარე
თავ-აბრაგებს მიაბარეთ. მხოლოდ წვრილმა აბრაგებმა არ დაინახონ. (მებარგე აპირებს წასვლას.) დაიცადე, წადი ის ქურქი მოიტანე, თავადიშვილმა რომ მაჩუქა.
მებარგე
იმ ქურქს თავ-აბრაგები ერთმანეთში იყოფენ.
ყვარყვარე
რაო, ჩემს ქონებას იყოფენ ის პირძაღლები?! წადით, უთხარით, თავი თხლეზე არ დამაჭერინონ, თორემ ერთმანეთს ვერ გაასწრებენ, ჩქარა ორივე აქ მომგვარეთ.
მებარგეები
კი მარა, ეს სად წავიღოთ?!
ყვარყვარე
კარგი, მე თვითონ გაჩვენებთ მაგის ადგილს.
(
ყველანი მიდიან. შემოდის გულთამზე და რევკომის თავმჯდომარე.)

 

3.როგორ განავრცო ყვარყვარემ მის მიერ აღმოჩენილი „ცხოვვრების წესი’’ ანუ რა ახალი „სიბრძნე’’ შეიტვისა მან?(დააკვირდით,რას ამბობს ყვარყვარე  ხალხის შესახებ).

 

ყვარყვარე
ხალხი თავის მტერია, თუ არ მოწყემსე, უჭკუო საქონელივით ხრამში გადავარდება... თუ შნო გაქვს, ჯოხს თვითონ მოგცემს, ოღონდ ძალიან ჭკვიანად უნდა დაარტყა.(ე.წ.“მე-3 პრეზიდენტი“)

 

4.ყვარყვარე,რომელსაც აქამდე მართვის არანაირი გამოცდილება არ ჰქონდა,უცებ ხელისუფლების სათავეში მოექცა და საკუთარი ქცევით  ხალხის უკმაყოფილებაც დაიმსახურა.როგორ ცდილობს ყვარყვარე  ძალაუფლების შენარჩუნებას ?

უკმაყოფილო ადამიანებს იჭერს და ციხეში გზავნის.

 

5.როგორ მთავრდება პიესა ?

სევასტი

ამხანაგებო, ყვარყვარე თუთაბერი ნაცარქექიაა.ის მეფის დროს ჩემ მაგიერ დაიჭირეს და ამ შემთხვევის წყალობით თავი გაუსაღებია ძველ რევოლუციონერად... ჩვენი გამოძიებით კი ყვარყვარე თუთაბერი ნამდვილი ჭკუანაკლებია, საბჭოთა ხელისუფლების პირობებში ეს ადამიანი არავითარ საშიშროებას არ წარმოადგენს და ამიტომ ვათავისუფლებთ.

ხმები
შემცდარია რევკომი, რევკომი შემცდარია!
სევასტი
მხოლოდ იმ ხელისუფლებაში, რომელიც იქ, ჩვენამდე, ნაჩქარევად შედგა იმ არეულობაში, შეეძლო ყვარყვარე თუთაბერს გმირის ადგილი დაეჭირა და ხალხისათვის ვნება მიეყენებინა, ჩვენ კი ახლა მას ნიღაბი მოვხსენით და, დეე, თავისი ნამდვილი სახით, ნაცარქექიას სახელით, იაროს ქვეყანაზე.(თანამედოვე სევასტი- კობახიძეა)
პირველი
ტუსაღი
მაშ, თუ ჭკუანაკლების ხელში ვიყავით, კიდევ კარგად გადავრჩენილვართ.
მეორე ტუსაღი
კარგია მაინც, რომ გავიგეთ!
მესამე ტუსაღი
რადგან აწი ზიანს ვეღარავის მიაყენებს, იაროს და იჩერჩეტოს, რა გვენაღვლება.
ყვარყვარე
ოო, რა სიცოცხლეს ვკარგავდი?!
სევასტი (ყვარყვარეს უახლოვდება)
ნაცარქექია, ეს თავი კი შეგრჩა, მაგრამ გულთამზესთან ხომ შეგარცხვინეს?!
გულთამზე
აწი მაინც ვერ შემხედავ, ძვალმოტეხილო, ხომ სულელად გამოგაცხადეს?!
ყვარყვარე

ყველა უბედურებას შენით გადავეკიდე, გულთამზე! მარა, თუ ცოცხალი გადავრჩი, მაინც არა უშავს, (თავისთვის) გული არ გაიტეხო ყვარყვარე, დაიღუპა ის, ვინც სირცხვილით სოროში ჩაძვრა, მე კიდევ ავცოცდები (ხალხი სტვენით, ყვირილით და დაცინვით აცილებს მიმავალ ყვარყვარეს).

 

 

6.რაზე მიგვანიშნებს ეს დასასრული ?

 

ყვარყვარე კიდევ მრავალჯერ აცოცდება თანამდებობაზე ,რადგან როგორც კონსანტინე გამსახურდიამ თქვა: ჩვენში ყოველ ნაბიჭვარს აზნაურობა სწყურია, ყოველ ნაცარქექიას - სარდლობა.

 

7.პიესის კითხვის დროს თქვენ აკვირდებოდით,როგორ იცვლებოდა ყვარყვარეს ქცევა სიტუაციების მიხედვით.როგორ ფიქრობთ,შეიცვალა თუ არა მისი ხასიათი?(ანუ როგორ მოიქცევა იგი,ტქვენი აზრით,მსგავს სიტუაციებში?)

 

ყვარყვარეს ,მედროვე პარაზიტის ხასიათი არ იცვლება.

 

8.არის თუ არა ყვაყვარე თუთაბერი ტიპი ანუ ტიპური პესონაჟი (ხასიათი)?

ყვარყვარე თუთაბერი არის ტიპური პერსონაჟი.

 

9.გამოტანე დასკვნა პერსონაჟის ხასიათის შესახებ შემდეგი დეტალიდან(ამ შემთხვევაში ეტალია პესონაჟის სიტყვები):

პერსონაჟის სიტყვები

დასკვნა

„ცხოვრების წესი მე ასე გამიგია,კაცს კბილი უნდა გაუსინჯო,თუ ირყევა,მოთხარე;მაგრამ,თუ მაგრადაა-გაქცევა მოასწარი“

ყვარყვარე ის პარაზიტია,ის ტილია,რომელსაც ფეხზე თუ დაისვამ თავზე აგაცოცდება

10.რას გამოხატავს ტიპური პერსონაჟი ყვარყვარე თუთაბერი,ანუ რას დასცინის პოლიკარპე კაკაბაძე თავის კომედდიაში?

ყვარყვარე -პარაზიტი ადამიანის ტიპია .

ამ ტიპის ადამიანი   ცხოვრობს და მოქმედებს სხვის ხარჯზე.

ყურადღება : პარაზიტის  პოზიცია არცერთი ჩვენთაგანისთვის უცხო არ არის.

ხშირად ადამიანები პარაზიტის პოზიციას ავლენენ დროის რაღაც მომენტში და რაღაც სიტუაციაში;

                

 ტოტალური პარაზიტები იშვიათად გვხვდება; ყვარყვარე ტოტალური პარაზიტია.

  განვიხილოთ ყვარყვარიზმის ზოგიერთი გამოვლინება:

პარაზიტი(ანუ ყვარყვარე)  -რბილი ხასიათი თუ შეგატყო,მაშინვე შეეცდება გამოგიყენოს :

 ყვარყვარე

ჰოდა, აბა, სიამტკბილად მოვუქციოთ ერთმანეთს ღრანჭი, მეტი რაა ქართველი კაცის სიცოცხლე.

მეწისქვილე

ამას არ ამბობ უჭკუოდ (ხელს უფათურებს კერას). ოჰ, ცეცხლიც გვეფშუტება.

ყვარყვარე

მაშ, ერთი შენს გახარებას, წადი და შეშა მოიტანე.

მეწისქვილე

ხომ იცი, წელი რომ მტკივა, შენ მოიტანე.

ყვარყვარე

ნელა ილაპარაკე. მე ყინვაში გავალ?! აქედან ახლა თოფითაც ვერ ამაგდებ. ხომ ხედავ, არ მცალია.

მეწისქვილე

რას აკეთებ? შეშის დაჩეხა გიჭირს და ვითომ მთების გათხრაზე ფიქრობ?

ყვარყვარე

სად შეშის დაჩეხა, შე უტვინო, და სად მთების გათხრა, რას მელაპარაკები?! მე ხიდის იჯარასაც იმიტომ გავუშვი ხელი, რომ პატარა საქმე ჭირივით მეზარება! (აღშფოთებული) და ახლა შენ ისე ამიგდე, რომ შეშის მჩეხველად მხდი?!

მეწისქვილე

ეს რა გადავიკიდე, სამი ნაცოლევი კაცი ვარ და ამისთანა გაჭირვება არ დამდგომია. ქუჩიდან კაცი შემოვიხიზნე, ვიფიქრე, კედელყურეს გამიცოცხლებს-მეთქი, ეს კი სულ მომხდურივით არის (აღშფოთებული). მორჩა და გათავდა, შენი შემხიზვნელი აღარა ვარ!

 

პარაზიტის ტაქტიკაა-   იმათი დაშინება,“დაჩმორება“  ,ვისთანაც გაუვა,ვინც უსუსურია,ვინც სუსტია,ვინც პასუხს ვერ მოსთხოვს.

ყვარყვარე

ჭკუაზე მოდი, ეს კერა არ გამიცივო, თორემ... (მუშტს მოუღერებს)

მეწისქვილე

რას მემუქრები?

ყვარყვარე

სულს ამოგაცლი, თუთაბერი ვარ, სულძაღლო!

მეწისქვილე

ბიჭო, ხელი დასწიე!

ყვარყვარე

ყვარყვარე ვარ, ყვარყვარე! ძველებური ვაჟკაცის სახელი მქვია. ისე გავადენ ბდღვირს აქაურობას! (ნაცარს ურტყამს ჯოხს)

მეწისქვილე (აღშფოთებული)

ეს რა ბუღი დამიყენე! (მიდის კარისაკენ) ჩემს წისქვილში მე არ მეცხოვრება. (გააღებს კარს და კარიდან აწვდის ხმას) მართალი მითხრა გულთამზემ, ვინმე მაწანწალა არ შეიხიზნო წისქვილშიო. ნამდვილად გულთმისანია ის ჩემი გოგო. დღეს უნდა მოვიდეს და ვეტყვი, რაც შენგან შავ დღეში ვარ.

ყვარყვარე

რაო, დღეს მოვა შენი ქალიშვილი? (მღელვარედ) მერე მაგ კარში, კაცო, რად ცივდები? შემოდი, არ გრცხვენია, ავად რომ გახდე?!

მოლალაპარაკება და შეთანხმება პარაზიტისთვის (ყვარყარესთვის) აბსტრაქტული საგანია:“ჩემი სიტყვაა, მე მივეცი,მევე უკან წავიღებ“.

 მეწისქვილე

რა ვიცი, პატარა ხიდის გაკეთება აიღე იჯარით და ისეთი ბუქი დააყენე, თითქოს მთა და ბარი გქონდა გასასწორებელი და ის ხიდი მაინც ვერ გააკეთე.

ყვარყვარე

კი გავაკეთებდი, მარა დამეზარა, ის ოხერი, ტვინი წაიღო იმისმა ანგარიშებმა, თავი მომაძულა!

პარაზიტისთვის(ყვარყვარესთვის)  ასევე დამახასიათებელია მომხდარზე საკუთარი პასუხისმგებლობის სხვებზე,ცხოვრებაზე,გარემოებებზე გადაბრალება;

 

პარაზიტს(ყვარყვარეს)გეგმები და პროექტები არ ელევა.ყვარყვარეს გეგმები არასოდეს ხორციელდება ბოლომდე.განუხორციელებელი რჩება.

ყვარყვარეს ყოველთვის აქვს გამდიდრების გეგმა

ეწისქვილე (ხელის მოსათბობად დაიხრება კერასთან და აკვირდება ნაცარს) ეს რა მოგიქარგავს ნაცარში?!

ყვარყვარე

გეგმაა, ხომ გესმის, ბებერო. დახედე აქ, რა ამბავია... ეს არის რკინიგზა, აი, აქ იწყება, ასე მიდის... ... ასე უხვევს და მიადგება ამ მაღალ მთას, ახლა აქედან გზა სად წავა, შე ძველო, აბა, თუ მიხვდები?!

მეწისქვილე (აკვირდება)

რა ვიცი!

ყვარყვარე

აქ გვირაბია საჭირო.

მეწისქვილე

გვირაბი რა საჭიროა?

ყვარყვარე

მაშ, ხომ არ გადაახტება მატარებელი ამოდენა მთას?!

მეწისქვილე

მერე, შე კაცო, მთას რად უხვედრებ წინ, ველზე გაუშვი, შენი ნება არაა?!

ყვარყვარე

მოდი და ასეთ კაცს ელაპარაკე! გესმის, რა არის გეგმა? არ გესმის.

ყვარყვარეს ყოველთვის აქვს სასახლის აგების გეგმა


ყვარყვარე (ქექავს ნაცარს, თავს არ იღებს)

დამაცადე.

მეწისქვილე (დუმილის შემდეგ)

სწორედ საქები მუშებია, ოღონდ ბევრს თუ არ ანაფოტებენ იმ ნაჯახით.

ყვარყვარე (თავს არ იღებს)

ნუ მიშლი!

მეწისქვილე

რას უნდა გიშლიდე... (აკვირდება ნაცარში) ეს რა მოგიქარგავს?

ყვარყვარე (დუმილის შემდეგ)

სასახლე, გალავანი, ბაღები... ვერ ხედავ?! აი, აქ, შეხედე, აქ სულ კიბეებია.

მეწისქვილე

სად?

ყვარყვარე

ეს არის მარმარილოს კიბე. აქედან შემობრძანდება შენი ქალიშვილი. აქ, ამ განიერ დარბაზში, გვრიტივით მოგოგმანდება და აქ ნესვივით გაგორდება.

მეწისქვილე

სად, ამ ნაცარში?

ყვარყვარე

ნაცარი კი არა, ეს ჩემი სასახლეა.

მეწისქვილე

ეს?

ყვარყვარე

რომ ვერ გავაგებინე ამ კაცს, რა არის გეგმა?! იცი, რა არის გეგმა?

შეზღუდული რესურსებისათვის კონკურენტულ ბრძოლაში  პარაზიტი(ყვარყვარე) ყველასათვის საერთო წესების შემოვლის გზებს   და საკითხის თავის სასარგებლოდ გადაწყვეტის შესაძლებლობას ეძებს,თუნდაც არაპატიოსანი გზით;

 

ყოველი ყვარყვარე ცდილობს სხვისი ქონების მითვისებას :

ყვარყვარე

რა იშოვეთ?

ქუჩარა (კაკუტას)

ნუ ეტყვი, დამალე (კაკუტა მალავს შეხვეულს, ყვარყვარეს). არაფერია, აგერ, სადღაც, ერთ მკვდარს წავაწყდით.

ყვარყვარე

მკვდარს წააწყდით? მკვდრები კიდევ მკვდარს წააწყდით?!

ქუჩარა

საქმეც ეს არის და ამიტომ გავძარცვეთ, თორემ ცოცხალი რას გაგატანს (კაკუტას) არ ანახო, მოიტა, მე დავიჭერ (გამოართმევს შეხვეულს).

მეწისქვილე

ეჰ, მკვდარი გაძარცვეთ? ღმერთო, შენ შემეწიე! როგორ გაფუჭდა ხალხი, მარტო ამის გაგონება წარწყმედს ქრისტიან კაცს.

კაკუტა

ჩვენი რჯულის არ იყო და...

ქუჩარა (კაკუტას)

, არ წამოგცდეს (კაკუტა დადუმდება) თათარი გავძარცვეთ.

ყვარყვარე

მკვდარი თათარი სად ნახეთ, თქვე ბრმებო?!

ქუჩარა

იმ სანგრებიდან რომ გამოვიქეცით, აურზაურში მხარი გვეცვალა და სხვა ხევში შევსულვართ. მერე, ვხედავთ, აგერ, ჩვენ წინ, თათარი გაშოტილა, ერთ გულზე კიდევ შევშინდით, მაგრამ ვხედავთ, მკვდარია და ძვირფასად აცვია... მერე კაკუტამ ვერ მოითმინა და...

კაკუტა

ქუჩარამაც ვერ მოთმინა.

ქუჩარა

ცოცხალი კაცის მოკვლისთვის ჯვარს აძლევენ და ჩვენ...

მეწისქვილე

წაწყდებით, თქვე საწყლებო.

ყვარყვარე

მანახეთ ერთი, რა აგიღლეტიათ.

ქუჩარა (გაშლის თურქულ ძვირფას სამოსელს)

, რა თვალსანახავია!

კაკუტა

, რა ჩასირმულია!

ქუჩარა

ხომ ფასად გაიყიდება?

ყვარყვარე (სინჯავს ხელში)

ვისაც ვაჭრობის შნო აქვს, კი გაყიდის. ამას მე გავყიდი (მხარზე გადაიდებს). თქვენ ხომ მაინც ტყუილად დაკარგავთ.

ქუჩარა (ხელს სტაცებს სამოსელს)

ხელი გაუშვი!

ყვარყვარე (არ უშვებს ხელს)

დამანებეთ, თორემ, თუ სისხლი ამივარდა თავში, ხომ იცით, რას გიზამთ!

ქუჩარა და კაკუტა (ხელს გაუშვებენ)

შენით მოგვეცი, ჩქარა მოგვეცი!

ქუჩარა

სულ ერთია, არ მოგეშვებით.

ყვარყვარე (მუქარით)

ჩვენს სოფელში, ერთხელ ხელით რომ ხე მოვთხარე, არ გახსოვთ?!

ქუჩარა

არ ვიცი.

ყვარყვარე

გზაში რომ დიდი ლოდი მოვხეთქე და მთიდან გრიალ-გრიალით დავაგორე, ის ხომ თქვენი თვალით ნახეთ!

კაკუტა

როდის ვნახეთ?

ქუჩარა (ყვარყვარეს)

ამ ნასისხლარს თუ მოგვცემ, ყველას ისე ვეტყვით, რომ მართალია-თქვა.

კაკუტა

სულ ბატონ ყვარყვარეს დაგიძახებთ. სხვამ რომ გაგინოს, ჩვენ არ გავერევით.

მეწისქვილე

დაუბრუნე, კაცო, მათი ნაცოდვილევი, მთელ ქვეყანაში გაგლანძღავენ, რად გინდა?

ყვარყვარე (დაშოშმინდება)

მე, რასაკვირველია, ფულს სახელი მირჩევნია.

კაკუტა (ქუჩარას)

დაშოშმინდა.

ყვარყვარე

გული არ მომაყვანიოთ, იცოდეთ, არ გამაბრაზოთ... თორემ, ფეხებში რომ მოგკიდებთ ხელს, თავებით მიგაწყვეტთ ამ წისქვილის ქვაზე.

ქუჩარა

ცხრა მთას იქით მეზობელს შეგეყარეთ და აქ გაწყენინებთ?

ყვარყვარე

მე იმნაირი ხასიათის ვარ, ხანდახან კაცი თუ არ მოვკალი, ავად გავხდები.

ქუჩარა

კი... ასეა...

კაკუტა

ახლა მოგვეცი ბარემ.

ყვარყვარე

მაშ, თუ გინდათ ეს მიიღოთ, შეშა დამიჩეხეთ.

კაკუტა

დავჩეხოთ.

ყვარყვარე

აი, იქ, შემოსავალში რომ ბოძია, დაჭერით და მოტანეთ. ამ საწყალი მოხუცის ხათრით გეუბნებით.

ქუჩარა

იმოდენა ძელი? (კაკუტას) დავაპოთ.

კაკუტა

სულ მარილივით დავფშვნით... (აპირებენ წასვლას)

ყვარყვარე

დაიცათ, ჯერ ეს ჯირკი მოაგორეთ ამ კერიასთან.

კაკუტა (უცბად აიღებს და დააგდებს დიდ ჯირკს კერიასთან)

კიდევ ათი რო იყოს, რა არის...

ქუჩარა

ახლა - იქ (აპირებენ წასვლას).

ყვარყვარე

ეს რა გიქნიათ! (ჯირკზე უთითებს კაკუტას) შე ვირო, , დასაღუპავად დაგასაქმეთ?

კაკუტა (დაბნეულედ უყურებს ჯირკს)

ის ვქენი, რომ მითხარი.

ყვარყვარე (ანჩხლად)

რა გიქნია, მკვდარო, ? შეიძლება ჯირკის ასე შემოდება კერიაზე?

კაკუტა

შევაბრუნო? (ასწორებს ჯირკს) ასე?

ყვარყვარე

ახლა - გარეთ (კაკუტა და ქუჩარა ხელებს წაიკაპიწებენ და მიდიან) მაგათ ჰგონიათ, ერთი ბოძის დაჩეხვისთვის დავუბრუნებ ამ ტანისამოსს.

მეწისქვილე

როგორ, კიდევ პირს უტეხ?

ყვარყვარე

სულ ვამუშავებ და მომეშვებიან, აბა, რას იზამენ.

მეწისქვილე (წყენით)

იმე!..

 ყვარყვარეს  ბრძოლა  „ქალისთვის“

ყვარყვარე (თავი წამოყო)

რა ხვევნა-ალერსია, ეე, რას შვრებით! (სევასტი და გულთამზე მოიხედავენ)

სევასტი (გულთამზეს)

აქ ოსმალო საიდან გაჩნდა?!

გულთამზე (გაკვირვებული)

არ ვიცი.

ყვარყვარე

აქეთკენ თათრები არ გადმოჭრილან?

სევასტი

არა.

ყვარყვარე (გამოდის)

მაშ, რა იყო, ასე გულის გასახეთქად რომ შემოვარდით (გულთამზეს დააკვირდება). ოჰო, ოფოფივით ქალია.

სევასტი

უკაცრავად, ბატონო.

ყვარყვარე

უკაცრავადო!

სევასტი

თუ შეგაწუხეთ, ბოდიშს ვიხდით,

ყვარყვარე

მესმის, (თავისთვის) ცხოვრების წესი მე ასე გამიგია, კაცს კბილი უნდა გაუსინჯო, თუ ირყევა, მოთხარე: მაგრამ, თუ მაგრადაა - გაქცევა მოასწარი, რომ არ გაგქელოს...

(
სევასტი) ბოდიშს იხდი?

სევასტი

მე მგონია, გითხარი.

ყვარყვარე

მერე, საალერსოდ რომ შემოხიზნულხარ, რა წესია? თქვენც კუთხე მოგინახავთ, რაღა! წყალი კი არ მაქვს ამ ძარღვებში, მეც ვაჟკაცის სისხლი მაქვს. სულ არ მერიდებით მამაკაცს?!

სევასტი

დამშვიდდით. (ამოიღებს უბიდან პაპიროსს) თქვენ, პაპიროსს ხომ არ ინებებთ, მიირთვით.

ყვარყვარე

კი. (გამოართმევს, თავისთვის) ეტყობა, ძალიან მშიშარაა.

სევასტი

აქ, თურმე, შესანიშნავი სანადირო ადგილებია.

ყვარყვარე

ოო, მონადირის ნანადირევი მე ძალიან მიყვარს. (გადახედავს გულთამზეს) ეს ოფოფი ვინ არის?

სევასტი

ეს გახლავთ ამ მეწისქვილის ქალი.

ყვარყვარე

გულთამზე?

გულთამზე

დიახ. (გაკვირვებით) თქვენ ვინ ბრძანდებით?

ყვარყვარე (უცბად)

შენ ამის ცოლი ხომ არა ხარ?

გულთამზე

არა.

ყვარყვარე (მღელვარედ)

მაშ, რა იყო, რომ გულში ჩაგიხუტა?

სევასტი

ეს რა თქვენი საქმეა?

ყვარყვარე

უჰ, რა ქალს აფუჭებს!

გულთამზე

ძალიან როშავ, ვიღაცა ხარ!

ყვარყვარე (გულთამზეს)

შენ გაჩერდი შენთვის! (სევასტის) შენ ახლა ჩემთან გაქვს საქმე და, თუ ვაჟკაცი ხარ, გამაგრდი!

სევასტი (მოემზადება თავის დასაცავად)

არ გაბედო, თორემ ცუდ პასუხს გაგცემ!

ყვარყვარე (ძრწოლით)

ეს კაცი ახლა შემომაკვდება, არ გავუშვებ...

გულთამზე (შეშინებული გააღებს კარს)

წავიდეთ.

სევასტი

ჰო, კარგი, გავშორდეთ ამ თავხედს.

ყვარყვარე (გულთამზეს)

შენ აქ დარჩი (მოიგდებს მკლავით გულთამზეს) იმას კი ნამდვილად დავგლეჯ... დავ... დავ... მაგრამ თუ ბედი აქვს და გამასწრო, რა...

გულთამზე

რა აშვებული ნადირია!

 

სახიფათო სიტუაციაში პარაზიტი(ყვარყვარე) არაფერს აკეთებს,იმედი აქვს რომ საფრთხე მას არ შეეხება;

 

(თოფის ხმა)

ყვარყვარე (შემკრთალი)

რა ამბავია?

მეწისქვილე

რისხვა არ იყოს, პირჯვარი მაინც დაიწერე, შე წაწყმედილო! (კაკუტა და ქუჩარა კარებში შემოყოფენ თავს)

კაკუტა და ქუჩარა (ერთად)

გესმით?

მეწისქვილე (უცბად წამოდგება)

რა ამბავია, ბიჭებო?

ქუჩარა

ვითომ თათრის ჯარი შემოიჭრა, ისეთი ბრძოლაა.

კაკუტა

აგერ ქალი და კაცი მორბის.

მეწისქვილე

სწორედ უბედურებაა.

კაკუტა

ხედავთ, ქალი და კაცი აქეთ რომ მოძუნძულებენ?!

ქუჩარა (კაკუტას)

ჩვენც მოვუსვათ, რაღას ვუცდით?

მეწისქვილე (კართან)

თავს უშველეთ! (მეწისქვილე, კაკუტა და ქუჩარა გარბიან)

ყვარყვარე

(აპირებს გაქცევას. ჩაიკეცება და წამოდგება, მიირბენს კარებთან) გარეთ ტყვია რომ მომხვდეს?! (შიშით დააყურებს) ფეხის ხმა მესმის (უცბად დააკვირდება მხარზე გადაკიდებულ თურქულ სამოსელს და ხელს ჩაავლებს) ჰა, ეს ხომ მიშველის ახლა! (იცვამს ტანისამოსს და თან უკან იხევს) ახლა თათარი თათარს ხომ არ მოკლავს... მათი ენა რომ არ ვიცი?! აა, მუნჯი ვარ, ვითომ მუნჯი ვარ... მუნჯური ხომ ყველა ენაზე ერთნაირია! (მოისმის ფეხის ხმა) მოდიან, მოდიან... და, ახლა რომ არ მომკლან, სწორედ ძაღლის იღბალია საჭირო!.. (ყვარყვარე იმალება. წისქვილში შემოდიან გულთამზე და სევასტი)

როცა მეხი გავარდება(ცუდი რაღაც მოხდება),პარაზიტი(ყვარყვარეს ტიპი) მუდარას და ხვეწნას იწყებს,რათა იმათი ყურადღება მიიქციოს ვისაც მისი გადარჩენა შეუძლია;

ხოლო როცა საფრთხე აშკარაა-ის ლაჩარია,გარბის,ყველას ტოვებს,არავიზე ფიქრობს;

ხოლო თუ დაიჭირეს -ის მოღალატეა,ყველას ჩაუშვებს,ოღონდ თავი გადაირჩინოს;

 

სევასტი

(
სასოწარკვეთილებით გაიწევს ყვარყვარეზე. ყვარყვარე მოულოდნელად გარბის და ეფარება ტომრებს).

გულთამზე (იცინის)

როგორ უცბად მოიკუნტა.

ყვარყვარე (კანკალებს)

თუ ასეთი რამე მოვახერხე, რომ არ დამახრჩო, სწორედ მოსალოცი ვიქნები. (სევასტის) შე კაცო, ხელმწიფეები შერიგებულა და ჩვენ რა...

სევასტი

სულ მთლად უსუსურია.

ყვარყვარე (სევასტის)

ღონე კი მაქვს, შენისთანა პატიოსან კაცს თითი როგორ დავაკარო?! კაცს ხელს როგორ შემოვარტყამ, სინდისი გობქვეშ კი არ შემინახავს?!

სევასტი

უტიფარია, ვიღაცაა.

გულთამზე

ოო, ეს კაცი, ალბათ, ის არის, მამამ რომ მითხრა, (იცინის) ნაცარქექიაა!..






ყვარყვარე

მგონია, ვიღაცას ემალებიან, ერთი გავიხედო? (კარს გააღებს)

სევასტი (უკან გამოსწევს ხელით ყვარყვარეს)

აქეთ!

ყვარყვარე (თავისთვის)

აა, მთავრობას ემალება! ნეტა რის მოქმედია? რა გამეხარდება, თუ გაკოჭეს! (სევასტის ხმამაღლა) ნუ გეშინია, მე ქურდს და ყაჩაღს არ გავწირავ.

სევასტი

მაგაზე ვერ გეტყვი მადლობას. მე არც ერთი არა ვარ.

ყვარყვარე (თავისთვის)

მაშ ვინაა? სოციალისტი ხომ არ არის? (სევასტის) მე სოციალისტები უფრო მიყვარს, ისინი რომ ქადაგობენ, სწორედ ჩემი საქმეა. რომელ სახლშიც გინდა შედი და მოირთხე მაგრად ფეხი, სმა-ჭამა სულ მუქთი იქნება. მე რომ მკითხონ, სოციალისტების სურათებს ეკლესიაში დავკიდებდი, სულ წმინდანებივით წვალობენ ხალხისათვის, მეც ხალხისათვის ვწვალობ ამ ქვეყანაზე და, ჩემი არ იყოს, შენც სოციალისტი ხარ.

გულთამზე (რომელიც მღელვარედ იცქირებოდა ჭიტანოში) უი, აქეთ მოდიან, რა ვქნათ, კარს მოადგნენ.

სევასტი

მაშ, როგორც ვხედავ, ვერ გავძვრები. (ურტყამენ გარედან კარს)

ყვარყვარე (ნეტარებით)

გაება.

გულთამზე

ვინა ხართ?

ხმა გარედან

კარი გააღეთ!

გულთამზე

რა გნებავთ?

ხმა გარედან

კანონის სახელით მოვითხოვთ, გააღეთ კარი!..

გულთამზე კედელს მიეყუდება, გარედან ურტყამენ კარს. კარი ჩამოვარდება შემოდის ორი ოფიცერი. ჯარისკაცები დგანან კართან.

პირველი ოფიცერი (აღშფოთებით უთითებს ყვარყვარეზე)

ხედავ?

პირველი ოფიცერი (რევოლვერს უმიზნებს ყვარყვარეს)

თქვენ დატუსაღებული ხართ.

ყვარყვარე

მეე?

გულთამზე

ვერ გავიგე, ვის ეძებთ?

პირველი ოფიცერი

განა ეს ოსმალოა?

გულთამზე

არა, ეს ერთი საწყალი ნაცარქექიაა, მხოლოდ გადაცმულია, ბატონებო.

პირველი ოფიცერი (1- ოფიცერს)

ოო, ეს ქალიცა ადასტურებს, რომ გადაცმულია (ოფიცრები იცინიან).

პირველი ოფიცერი

ეს არის ფარულად მომუშავე რევოლუციონერი. ოთხი თვეა, რაც შტაბის საიდუმლო განყოფილება ეძებს, მაგრამ ისე სცოდნია გადაცმა, რომ ეშმაკს თვალს აუხვევს.

სევასტი (გულთამზეს ჩუმად)

თუ ყვარყვარემ არ გამცა, გადავრჩები. (ოფიცრებს) რას ლაპარაკობთ? ღმერთმა დასწყევლოს, თუ ეს ავი კაცია, სინდისის მაინც არ რცხვენია?!

პირველი ოფიცერი

უჰ, რამდენი ხანია, ამას ვეძებთ!

პირველი ოფიცერი

ბოლოს მივაგენით, მაგრამ დილას აქეთ კი ვდევთ.

პირველი ოფიცერი

ოო, რაც ჩვენ გავსავათდით!

ყვარყვარე (გაბრუებული)

ეს რა შავი დღის გადარეულები მომადგნენ! (სასოწარკვეთილებით მოიხედავს, უეცრად შეაჩერებს თვალს სევასტის) ააა, მივხვდი...

პირველი ოფიცერი (ცეცხლისკენ)

ქარყინვამ ლამის სახე სულ დამითუთქა.

პირველი ოფიცერი

არაყმაც ვერ გვიპატივა, იმ პირსაცეცხლემ! (ოფიცრები ცეცხლს ეთბობიან)

ყვარყვარე

ძლივს არ მივხვდი! ბატონო ოფიცრებო, თქვენ რომ ეძებთ, ის კაცი...

ოფიცრები (რევოლვერებით ემუქრებიან)

ხმა გაკმინდე!

გულთამზე (ტუჩზე ხელს მიაფარებს)

არ წამოგცდეს.

ყვარყვარე (იშორებს გულთამზეს)

თუ მომკლავენ?

გულთამზე (ალერსით ეჩურჩულება)

ხვალვე გაიგებენ, ვინცა ხარ და გაგიშვებენ (ეალერსება). გემუდარები, არ დაგვღუპო!

ყვარყვარე (აღელვებული, გულთამზეს ალერსით)

რას მთხოვ, შე გვრიტო, ცეცხლმოკიდებულო! (ხვევს ხელებს)

გულთამზე

გაჰყევი, ხმა არ ამოიღო!

ყვარყვარე

სად წავიდე? (კოცნის)

გულთამზე (ზიზღით)

ნუ იმტლუშნები. (ოფიცრებმა განკარგულება გასცეს კართან და პირი მოიბრუნეს)

ოფიცრები (ყვარყვარეს)

აიბარგე.

ყვარყვარე

მე კი არა, ის კაცი, ეგერ...

გულთამზე (მუდარით)

წადი! (ეალერსება) წადი...

ყვარყვარე (ოფიცრებს)

არა, ვისაც თქვენ ეძებთ...

გულთამზე (ტუჩებზე ხელს მიაფარებს, ყვარყვარე კოცნის)

პირველი ოფიცერი

აკოცე?

პირველი ოფიცერი

ეს რა გულჩვილობაა! (გულთამზეს) თქვენ თანაუგრძნობთ?

გულთამზე (ტუჩზე ხელს აფარებს ყვარყვარეს და თან უპასუხებს ოფიცრებს)

არა, მე ვემუდარები, ყუმბარა არ გაისროლოს... დაგნებდეთ. ხომ ხედავთ, როგორ ვკანკალებ. მე მშიშარა ქალი ვარ...

ოფიცრები (უკან დაიხევენ)

რაო, ყუმბარაო! ისეთი ალყაა, ჩიტი ვერ გაფრინდება (მიდიან კარისაკენ და იძახიან). მარჯვედ, ბიჭებო, ყუმბარები ჰქონია, მოემზადეთ, ეცადეთ კი, მაინც ცოცხლად წამოიყვანოთ! (მიდიან)

ყვარყვარე

გამიგონეთ, ბატონო ოფიცრებო. (სევასტის) ჩქარა, გაჰყევი, შე პირუტყვო, შენი გულისთვის არ დაგვწყვიტონ! (გულთამზეს) მოდი, ერთი აქ ჩამოჯექი. (ცდილობს მუხლზე დაისვას გულთამზე)

სევასტი

კმარა! ამ დამცირებას სიკვდილი მირჩევნია! (გადაწყვეტილად) წადი, ვერაგო, და გამაცხადე.

გულთამზე (სევასტის)

გიჟო, შენ ხომ იცი, სახრჩობელა არ აგშორდება (მიუჯდება ყვარყვარეს და ელაპააკება თანაგრძნობით). იცი შენ, რა მოგელის ეს რომ გასცე?

ყვარყვარე

კი, ხახვს დამაჭრიან.

გულთამზე

რევოლუციონერები მოგკლავენ, ეს არ იცი?

ყვარყვარე (აწრიალდება)

ეჰე, ვაი, უბედურებას!

გულთამზე

ჯაშუშს დაგარქმევენ და იმ დღესვე ტყვიით გაგაციებენ.

ყვარყვარე

მართლა მომკლავენ ის წყეულები. (წამოდგება) ამას რა ჭირს გადავეკიდე.

გულთამზე

ახლა გაჰყევი, ხმა არ დასძრა, იქ კი თქვი შენი ვინაობა და გაგიშვებენ. რა გიჭირს, უდანაშაულო კაცი ხარ.

ყვარყვარე

ჰოდა, იცოდე, კარგი ბუმბული დამახვედრე. მე მაგის ტყავის გადასარჩენად რა თავს ვიტკენ!.. ფეხს ტყუილად არ დავისველებ, გაიხედე ერთი, რა თოვლყაპია.

გულთამზე

ყელამდე პატივში იქნები, როცა მოხვალ.

ყვარყვარე

კიდევაც შევიშნობ, თქვენი ამბავი ხომ გავიგე! (მოკუმშავს მუშტს) აწი ასე მეყოლებით გამოჭერილი და ერთმანეთს არ მიგაკარებთ.

(
ჯარისკაცები მოღერებული ხიშტებით შემოდიან. აკეთებენ წრეს ყვარყვარეს გარშემო)

ოფიცრები

ცოცხლად წამოიყვანეთ, თუ დაგნებდათ.

ყვარყვარე

ჰო, არ მომკლათ, მართალი კაცი ვარ, არ დამღუპოთ.

ოფიცრები

მარჯვედ, ბიჭებო, მარჯვედ... (მიჰყავთ ყვარყვარე ჯარისკაცებს, ოფიცრებიც მიჰყვებიან)



 

 

 

 


Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პოეტის და პოეზიის დანიშნულება ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის შემოქმედებაში

"კაცია ადამიანი ?!"-ილიას რეალისტური ნაწარმოები