დიდი მოურავი-გიორგი სააკაძე
თეძამის ხეობის პატრონი გიორგი სააკაძე ლუარსაბ II-ის დროს თბილისის ცხინვალისა და დვალეთის მოურავი იყო.
შიდაფეოდალური ბრძოლების აღკვეთა და ქართლის დიდი თავადების ალაგმვა, ე.წ.
"ბატონყმური რიგის"
დაცვა, ქართლის მეფის ხელისუფლების გაძლიერება, საქართველოს გაერთიანებაზე ზრუნვა დიდი მოურავის მოღვაწეობის მთავარ მიზნებს წარმოადგენდა.
მას მხარს უჭერდა აზნაურობა და ქართლის ზოგიერთი დიდი თავადი(ქსნის ერისთავი,მუხრანბატონი არაგვის ერისთავი),
რომელთაც სააკაძის
"მოკიდებული კაცნი"
(სააკაძის დასი ანუ "პარტია") ეწოდებოდა.
მასვე ემხრობოდნენ ქალაქელი ვაჭარ-ხელოსნები და ნაწილობრივ გლეხობაც.
სააკაძემ ქართლის მეფეს დაუმორჩილა გამდგარი მთიელები ,
მათ შორის ოსები და დვალები. დიდი ფეოდალი, არაგვის ერისთავი ნუგზარიც კი ქართლის მეფის ერთგული გახდა ,
რადგან გიორგის სიმამრი იყო.
გიორგი სააკაძემ ცხინვალსა და თბილისში ციხეები შეაკეთა და დვალეთის მთებში ახალი სიმაგრეები ააგო.
სააკაძის დასი საკმაოდ ძლიერი პოლიტიკური დაჯგუფება იყო 1608-1612 წლებში. ამ პერიოდში ლუარსაბ მე-2 მთლიანად ენდობოდა მოურავს.
1609-ის ივნისში სააკაძემ ჯერ დაიცვა მეფე და მერე ტაშისკართან მთლიანად გაანადგურა ოსმალეთიდან ქართლში სათარეშოდ შემოსული დიდი ჯარი რომელიც უკან ოსმალეთში ბრუნდებოდა.
ოდნავ მოგვიანებით ლუარსაბ
II-მ ცოლად შეირთო სააკაძის და (1611).
სააკაძესა და მის მომხრეებს ძლიერი მოწინააღმდეგე ჰყავდათ დიდ თავადთა მრავალრიცხოვანი ჯგუფის სახით, რომელსაც ფარსადან ციციშვილი და შადიმან ბარათაშვილი ხელმძღვანელობდნენ.
სააკაძის მოწინააღმდეგებმა შეძლეს მეფის(ლუარსაბის) მიმხრობა და სააკაძის საწინააღმდეგო შეთქმულების მოწყობა. ლუარსაბ მეფე შეუშინდა დიდ თავადებს და სააკაძე დასაღუპად გაიმეტა, ასევე თანხმობა მისცა დედოფლის გაშვებაზე.(გაყრაზე)
მეფემ და თავადებმა შეადგინეს სამოქმედო გეგმა და გადაწყვიტეს სააკაძე წავკისს მოეწვიათ სანადიროდ, ღამე თავს დასხმოდნენ და მოეკლათ.
წავკისში სააკაძე მხოლოდ ერთი მხლებლის ამარა მივიდა.
„დაასკუნეს რა საქმე ესე, არა დაფარა ღმერთმან საქმე ესე, არამედ იხსნა მეფე ლუარსაბ უბრალო კაცის სიკვდილისაგან და სისხლთაგან. და მივიდა მოურავთანა ფარეშთუხუცესი ხერხეულიძე ბააკა და გაამჟღავნა მეფე“ – ბერი ეგნატაშვილი
წავკისიდან სააკაძე ნოსტეში გაიქცა თავისი ცოლ-შვილის გადასარჩენად.
ბააკა ხერხეულიძეს კი შეთქმულებმა „დააჭრეს ცხვირ-პირი.“(ბერი ეგნატაშვილი)
სააკაძემ გადაწყვიტა ცოლ-შვილი სიმამრთან ნუგზარ არაგვის ერისთავთან შეეფარებინა.
ნოსტედან გამოქცეულები მცხეთის ახლოს ტყეში დადგნენ, რადგან გაზაფხული წყალდიდობის გამო მდინარე მტკვარი კალაპოტში ვერ ეტეოდა და მისი გადალახვა რთული იყო. მცხეთის ხიდის დასაზვერავად გაგზავნილმა მსახურმა კარგი ამბავი ვერ მოიტანა. ხიდს იცავდა სამოცი კაცი და ფხიზლად იყვნენ, გაიძახოდნენ დიდ მოურავსა და მის მხლებლებს შევიპყრობთო. გიორგი განრისხდა და გადაწყვიტა იერიშით აეღო ხიდი, მცველები დაეხოცა და ისე გადასულიყო მეორე მხარეს, მაგრამ გიორგი მსახურებმა არ გაუშვეს –
ხმაურზე სხვებიც არ შემოუერთდნენ ხიდის მცველებს და არ დავიღუპოთო. სხვა გზა არ დარჩა, მოურავმა „გადასწერა ყველას პირჯვარი და პირველმა გადაუშვა ცხენი მდინარე მტკვარში მეორე ნაპირზე გასაცურავად. მას მიჰყვა მისი ცოლი და ყველა მხლებელი. ხიდის მცველებმა ვერ შეამჩნიეს მოურავი და მისი ოჯახი, რომელნიც მცხეთის ტაძრისაკენ გაეშურნენ .სამადლობლად ოჯახმა ტაძარს
60 მარჩილად ღირებული ოქროს თასი შესწირა.“
– პლატონ იოსელიანი.
სოფელ მისაქციელთან გიორგი სააკაძეს სიმამრი შეეგება.
დევნილებმა მოისვენეს ანანურში. სააკაძეს და ნუგზარ ერისთავს რჩებოდათ ორი გზა: ან ბრძოლა უნდა გაემართათ ლუარსაბთან, ან საქართველოდან გადახვეწილიყო სააკაძე.ნუგზარი იმ დროისათვის ძლიერი ერისთავი იყო. ქართლის სამეფოს მთავარი ლაშქარი მისი სამფლობელოებიდან გამოდიოდა. სააკაძესაც ქართლში ბევრი მომხრეები ჰყავდა. მას შეეძლო ეს ხალხი შეეკრიბა და ლუარსაბზე გაელაშქრა, სამაგიერო მიეზღო, რადგან შეურაცხჰყვეს და სასიკვდილოდ გასწირეს, მაგრამ სააკაძემ მაინც გაცლა არჩია.
დიდი მოურავი მივიდა ირანი საზღვრებამდე. მან აღჯაყალას ციხეში ცოლ-შვილი დატოვა, თვითონ კი ნუგზარ ერისთავთან ერთად შაჰს(შაჰ აბას
1) ეახლა.
დიდმა თავადებმა და ლუარსაბმა სააკაძე მოღალატედ გამოაცხადეს.
·
სააკაძე ირანში აქტიურად მოღვაწეობდა სამხედრო ასპარეზზე
და არაერთი გამარჯვება მოუტანია ირანის არმიისთვის.
·
გიორგი სააკაძემ დიდი სამხედრო ნიჭი და სიმამაცე გამოავლინა
შაჰ აბასის ინდოეთში ლაშქრობის დროს ყანდაჰარის აღებისას(ავღანეთშია)
·
შემდეგ მონაწილეობა მიიღო ოსმალეთის წინააღმდეგ წარმოებულ
ომებში და თავი ისახელა ბაღდადის აღებისას;
1619 შაჰ-აბას I-მა სააკაძე დანიშნა ქართლის ხანის სიმონ II-ის ვექილად (რეგენტად). საქართველოში ჩამოსვლისთანავე იგი შეუდგა მომავალი აჯანყებისათვის მზადებას. შეურიგდა თავის ყოფილ მტრებს -
ფარსადან ციციშვილს, ქაიხოსრო ჯავახიშვილს; "ერთგულების ფიცის წიგნები"
მიიღო მროველი ეპისკოპოსის დომენტისა და ბარძიმ ამილახვრისაგან; დაუკავშირდა იმერთა მეფეს გიორგი III-ს და გამარჯვების შემთხვევაში ქართლის ტახტი აღუთქვა; დაუმოყვრდა ოსმალთა დიდმოხელეს, სამცხის ათაბაგთა ჩამომავალს ფარად-ფაშას, რომელსაც შეეძლო საჭირო შემთხვევაში სააკაძე ოსმალეთის მთავრობასთან დაეკავშირებინა .
შეაკეთა ციხეები, ხიდები და გზები, აშენებდა სოფლებსა და სხვა.
მოგვიანებით კახეთში მოსალოდნელი აჯანყების თავიდან ასაცილებლად შაჰ-აბას
I-მა 1625 ადრიან გაზაფხულზე დიდი არმია გამოგზავნა საქართველოში ყარჩიხა-ხანის სარდლობით. მისი სარდლობით. მისი მიზანი იყო კახელების მთლიანად გაწყვეტა და ქართველთა ირანში გადასახლება.
სააკაძის მიერ წინასწარ გაწეულმა დიდმა სამზადისმა განაპირობა აჯანყების წარმატება.
1625 წლის 25 მარტს აჯანყებულებმა სააკაძის მეთაურობით თითქმის მთლიანად გაწყვიტეს მტრის მთავარი ძალები სოფ. მარტყოფთან. აჯანყების გამარჯვების შემდეგ ქართლ-კახეთის მეფედ მიიწვიეს თეიმურაზ I.
მარაბდის ბრძოლაში (1625) ქართველთა დამარცხების შემდეგ სააკაძე მთელი ზაფხულის განმავლობაში განაგრძობდა პარტიზანულ ბრძოლებს. ერთ-ერთ ბრძოლაში ქსნის ხეობაში სააკაძემ და მისმა მომხრეებმა ირანელთა
12 ათასიანი ლაშქარი გაანადგურეს.
ქართლ-კახეთის 1625 აჯანყების დროს და შემდეგ სპარსელებმა საქართველოში სულ დაახლოებით
60 ათასამდე მოლაშქრე დაკარგეს, რაც მთელი სპარსეთის სამხედრო ძალების ნახევარს შეადგენდა. შაჰ-აბას I
ფაქტობრივად დამარცხდა და იძულებული გახდა ხელი აეღო თავისი მიზნების განხორციელებაზე. ქართველებმა კი დიდი მსხვერპლის ფასად გაიმარჯვეს და შეინარჩუნეს ფიზიკური არსებობა.
თუმცა მალე განხეთქილება მოხდა სააკაძესა და თეიმურაზ
I-ს შორის, რასაც მოჰყვა ბაზალეთის ბრძოლა (1626).(აღსანიშნავია რომ თეიმურაზის ცოლი ხორეშანი ლუარსაბ მე-2-ის და იყო.ხორეშანი სააკაძეს აბრალებდა თავისი ძმის ლუარსაბის სიკვდილს.1622-ში შაჰ აბასმა სიკვდილით დასაჯა თეიმურაზის ცოლისძმა ლუარსაბი(მშვილდის საბელით დაახრჩეს) თეიმურაზზე გამარჯვების შემთხვევაში სააკაძე აპირებდა ქართლ-კახეთის ტახტზე იმერეთის მეფის მემკვიდრის, ალექსანდრეს, დასმას, რასაც უნდა მოჰყოლოდა სამი სამეფოს (ქართლი, კახეთი, იმერეთი) ერთ სახელმწიფოდ გაერთიანება. ამ ბრძოლაში სააკაძე დამარცხდა და იძულებული გახდა ოსმალეთში გადახვეწილიყო,
) ერთ სახელმწიფოდ გაერთიანება. ამ ბრძოლაში სააკაძე დამარცხდა და იძულებული გახდა ოსმალეთში გადახვეწილიყო, სადაც კონიის ვილაიეთის მმართველად დანიშნეს. სააკაძე ოსმალეთის მხარეზე იბრძოდა სპარსეთის წინააღმდეგ.
სააკაძის მიზანი იყო ოსმალთა დახმარებით სპარსეთის დამარცხება და საქართველოს განთავისუფლება. 1629 წელს ოსმალთაგან იმედგაცრუებულმა გადაწყვიტა საქართველოში დაბრუნებულიყო, მაგრამ დიდი ვეზირის ხუსრევ-ფაშას ბრძანებით, სააკაძე, მისი ვაჟი ავთანდილი და
40-მდე მხლებელი ალეპოში შეიპყრეს და თავები მოჰკვეთეს.
Комментарии
Отправить комментарий