საქართველო-რუსეთის ურთიერთობები მე-16-დან - მე-19 საუკუნემდე

 



პირველი კონტაქტები რუსეთთან

·        პირველი კონტაქტები საქართველოსა და რუსეთს შორის ჯერ კიდევ ადრეულ შუა საუკუნეებში მყარდება,მაგრამ მხოლოდ ფრაგმენტული სახით.(იხ. თამარ მეფე ,გიორგი რუსი)

·        ქართულ სამეფოებსა და რუსეთს შორის ურთიერთობები პოლიტიკურ მნიშვნელობას მე-16 საუკუნის მე-2 ნახევრიდან იძენს(იხ. კახეთის მეფე ლევანი)

 

·        მე-16 საუკუნის მე-2 ნახევარში  რუსეთის სახელმწიფომ (ივანე მრისხანემ) შეიერთა მდ. ვოლგის აუზის თათრული(მონღოლური) სახანოები(ყაზანის,ასტრახანის,ციმბირის სახანოები რომლებიც ოქროს ურდოს დაშლის შემდეგ წარმოიქმნა)

·        ივანე მრისხანე შეეცადა ჩრდილოეთ კავკასიის აღმოსავლეთ ნაწილშიც გამაგრებულიყო;

·        1567 წელს ივანე მე-4-მ(მრისხანემ) მდ. სუნჯის და თერგის შესართავთან ახლოს პირველი რუსული ციხე-სიმაგრე ააგებინა.

 

·        რუსეთის გაძლიერება და სამხრეთისკენ ექსპანსია ეწინააღმდეგებოდა ამ პერიოდში კავკასიაში გაბატონებული ოსმალეთის ინტერესებს.

·        თურქეთისგან შევიწროვებული სეფიანთა ირანი ბუნებრივად ხდებოდა რუსეთის მოკავშირე,თუმცა ირანისთვის მიუღებელი იყო აღმოსავლეთ საქართველოში რუსეთის შემოსვლა.

·     1564 წელს ივანე მრისხანემ კახეთის მეფე ლევანის თხოვნით კახეთში  კაზაკთა რაზმი გამოაგზავნა;

·     რუსული ჯარის დახმარებით კახეთის მეფე იმედოვნებდა ოსმალეთის მოკავშირე

   დაღესტნელ მთიელთა თავდასხმების  არიდებას;

·     რუსული რაზმის შემოსვლამ კახეთში ოსმალეთისა და სპარსეთის უკმაყოფილება გამოიწვია;

·     ამ პერიოდში ივანე მრისხანე ლივონიის მძიმე ომს აწარმოებდა(პოლონეთის და ლიტვის წინააღმდეგ) და არ შეეძლო ოსმალეთთან მე-2 ფრონტზე დაპირისპირება;

 

·        კახეთში რუსული რაზმის გაგზავნით ასევე უკმაყოფილო იყო ირანის შაჰი თამაზი

      (ნამდვილი სახელია თამაზასპ);

·        ომის მუქარით ოსმალეთმა აიძულა რუსეთი გაეყვანა გარნიზონი თერგის ციხე-სიმაგრიდან ;

·         თავის მხრივ,შაჰ თამაზმა(ირანი) კახეთის მეფე ლევანს რუსების სამეფოდან გაძევება უბრძანა;

·        შექმნილ ვითარებაში ლევანი იძულებული გახდა დაეთხოვა რუსული ჯარი ;

·        მალე რუსებმა თერგზე აგებული ციხეც დაანგრიეს;

·        ურთიერთობა რუსეთსა და კახეთის სამეფოს შორის დროებით შეწყდა ;

 

 

·     ოსმალეთთან დაპირისპირების პირობებში ,რუსეთმა ისევ განაახლა კავკასიაში მოკავშირეების ძიება

 

·     1585 წელს რუსეთის ახალმა  მეფემ (ივანე მრისხანე 1584 წ მოკვდა) თავისი ელჩი გააგზავნა  კახეთში.რუსეთი კახეთს სთავაზობდა ალიანსს და პროტექტორობას (მფარველობას)

 

·    1586 წელს  რუსეთის მეფეს კახეთის მეფის (ალექსანდრე მე-2) ელჩობა ეახლა;კახეთის მეფე სთხოვდა რუსეთის ხელმწიფეს მტრებისგან დაცვას,თერგზე ციხის აგებას და იქ ძლიერი გარნიზონის ჩაყენებას.ციხეს ხელი უნდა შეეშალა ჩრდილოკავკასიელებისთვის და უსაფრთხო გაეხადა სავაჭრო გზა კახეთიდან რუსეთისკენ ;

·  კახეთი ქართულ სამეფოთაგან ყველაზე ახლოს იყო ტერიტორიულად ასტრახანისკენ მიმავალ გზებთან და შაქი-შირვანის მაგისტრალით აქტიურად იყო ჩაბმული საერთაშორისო ვაჭრობაში(აბრეშუმი(!) გაჰქონდათ კახეთიდან);(წაიკითხე ლევან გოთუას „გმირთა ვარამი’’)

·  ამ მიზეზით გახდა კახეთი რუსეთთან კავშირის ინიციატორი(მეფე ლევანი)

·  იმ დროს რუსეთის და კახეთის ინტერესები ემთხვეოდა;

·  რუსეთი ცდილობდა გავლენის სფეროს  და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაფართოებას;

·  კახეთს კი რუსეთის დახმარება უპირველესად უსაფრთხოების გარანტირებისთვის და გარეშე მტრებისგან დასაცავად სჭირდებოდა;

·  1587 წელს რუსეთის ელჩებთან კახეთის მეფე ალექსანდრემ ხელი მოაწერა „ფიცის წიგნს’’,რომლითაც რუსეთი კახეთის სამეფოს მფარველობას კისრულობდა;

·  ამ წლიდან მოყოლებული 1605 წლამდე კახეთსა და რუსეთს შორის სისტემატიურად მიმდინარეობდა ელჩების გაცვლა (18 წელი);

·  „ფიცის წიგნი“ ზღუდავდა კახეთის მეფის დამოუკიდებლობას საგარეო პოლიტიკის სფეროში.

·  დაიმახსოვრე : ალექსანდრეს მიერ დადებული ხელსეკრულება, „ფიცის წიგნი’’,ქართულ სამეფოსა და რუსეთს შორის გაფორმებული პირველი ოფიციალური დოკუმენტი იყო.

·  რუსეთის მფარველობაში შესვლის მიუხედავად,კახეთის სამეფო ინარჩუნებდა დამოუკიდებლობას საშინაო და,ნაწილობრივ,საგარეო პოლიტიკის წარმართვაში.

·  დადებული ხელშეკრულება 1589 წელს დაადასტურა რუსეთის ხელმწიფემ „წყალობის სიგელით“;

·  მე-16 საუკუნის 90-იანი წლებიდან რუსეთის მეფე თევდორე საკუთარ თავს „ივერიის ქვეყნისა და ქართველი მეფეების ხელმწიფედაც’’ მოიხსენიებდა; ამ ტიტულატურაში იკვეთება რუსეთის მიერ საკუთარი დომინანტური როლის აღქმა და მიზანი,იგივე განეხორციელებინა სხვა ქართულ სამეფო-სამთავროებში,რასაც მიაღწია კახეთში;

·  თუმცა,იმ პერიოდში რუსეთს არ შესწევდა რეალური ძალა შემდგომი ექსპანსიისათვის სამხრეთის მიმართულებით.

·  თავის მხრი,კახეთის რუსეთთან კავშირს მტრულად შეხვდნენ ოსმალეთი და მისი ვასალი სახანოები.

·  რუსეთ-კახეთის კაავშირს კი ბოლო შაჰ აბასმა მოუღო1605 წელს ;(მამის ალექსანდრე მე-2-ის და ძმის,პრორუსი უფლისწულის გიორგის, მკვლელობა კონსტანტინეს მიერ)

·  მე-17 საუკუნის დასაწყისში კვლავ გაჩაღდა ირან-ოსმალეთის ომი,ხოლო გლეხთა აჯანყებების ცეცხლში გახვეულ რუსეთს(დაიწყო „სმუტა“) უკვე აღარ ეცალა კავკასიისათვის;

·  რუსეთის დიპლომატიამ კახეთში  მარცხი განიცადა;

ქართული დიპლომატიური მისიები რუსეთში

 

·        მე-17  საუკუნეში რუსეთთან კავშირების განახლებისთვის ატიურად იღწვოდა თეიმურაზ 1 ;

·        მისი პირველი ელჩი 1619  წელს ჩავიდა მოსკოვში.

·        მან რუსეთის  მეფე მიხეილს გადასცა თეიმურაზისა და დასავლეთ საქართველოს მეფე-მთავრების წერილები დახმარების თხოვნით ;

·        1639 წელს თეიმურაზ 1-მა(პაპის  ალექსანდრე მე-2-ის მსგავსად) ხელი მოაწერა „ფიცის წიგნს“ ;

·        თეიმურაზის ინიციატივით ,რუსეთს დაუკავშირდა იმერეთის მეფე ლექსანდრეც;

·        ეს ქართველი მეფეები რუსეთის დახმარებით საშინაო პრობლემების მოგვარებას ცდილობდნენ;

·        თეიმურაზი რუს ხელმწიფეს ჯარის გამოგზავნას სთხოვდა,მაგრამ ასევე სთხოვდა დიპლომატიური ზეგავლენა მოეხდინა ირანზე,რათა იგი კახეთის ტახტზე აღედგინათ.(?)

·        თავის მხრივ,იმერეთის მეფე ალექსანდრე სამეგრელოს მთავრის,დადიანის ასალაგმავად დონელ კაზაკთა რაზმის გამოგზავნას ითხოვდა.(?)

·        თეიმურაზმა შემდგომში კიდევ გააგზავნა ელჩობა რუსეთში.მალე შვილიშვილი ერეკლე(მომავალი ერეკლე 1 ,იგივე ნაზარ ალი  ხანი) პეტერბურგს გაამგზავრა და თვითონაც ჩავიდა რუსეთის სატახტო ქალაქში.(იხ. ნაზარ ალი  ხანი)

·        თეიმურაზ 1 -ის და ალექსანდრეს თხოვნები შეუსრულებელი დარჩა;

·        რუსეთს ისევ არ ჰქონდა საკმარისი ძალა,რომ აქტიურად ჩართულიყო კავკასიაში მიმდინარე პროცესებსა და საქართველოს საშინაო საქმეებში;

    

·  რუსეთთან კავშირისათვის აქტიურად იღწვოდა არჩილ მეფეც(შაჰნავაზის -ვახტანგ მე-5-ის ძე),რომელიც საბოლოოდ 1699 წელს რუსეთში გადასახლდა;

·  მას მოსკოვის მახლობლად ვსესვიატსკოეში მამული უბოძეს და ის იქვე,პოლიტიკურ ცხოვრებას სრულიად ჩამოშორებული გარდაიცვალა;

 

მე-18 საუკუნის დასწყისიდან კონტაქტები რუსეთთან გაცილებით უფრო ინტენსიურ ხასიათს იღებს ;

·  საქართველოს მეფეები ოსმალეთისაგან და ირანისგან თავდახსნის გზად ევროპასთან და რუსეთთან დაკავშირებას მიიჩნევდნენ;

       

·  რუსეთთან კავშირების დამყარებისა და გაღმავების თვალსაზრისით,

         განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ვახტანგ მე-6-ის მოღვაწეობა.

·  მას არ დაუფარავს თავისი პრორუსული განწყობა და ქრისტიანობისადმი ფარული

       ერთგულება რუსეთის ელჩებისთვის ჯერ კიდევ ირანში;

·  როდესაც სპარსეთს თავს დაესხნენ ავღანალები 1722 წელს და

        ოსმალები 1723 წელს,ვახტანგი  რუსეთის გვერდში დადგა.

·       რუსეთმა ირანის წინააღმდეგ წამოიწყო კამპანია კასპიის ზღვის რეგიონში;

·                 პეტრე 1-მა  დაავალა გრაფ ვოლინსკის შეექმნა ალიანსი კავკასიის ხალხებთან,

     რომელთა სათავეში ვახტანგ მე-6 უნდა ყოფილიყო.მართლაც,ამგვარი კავშირი შეიქმნა    1722 წელს,მიუხედავად იმისა,რომ მას ეწინააღმდეგებოდნენ  ვახტანგის ვაჟი ბაქარი, სულხან საბა ორბელიანი და სხვები,რომლებიც ეჭვის თვალით უყურებდნენ პეტრე 1-ის „კეთილ ზრახვებს’’(მათი ეჭვი გამართლდა)

 

     

 

   

 

ქართული სამეფოების რუსეთთან ურთიერთობები მე-18 საუკუნის 60-70-იან წლეში

 

·        1761 წელს  ამჯერად ქართლის მეფე თეიმურაზ მე-2 გაემართა სანკტ-პეტერბურგში;

·        თეიმურაზი სთხოვდა რუს ხელმწიფეს  ჯარს ან თანხას ჯარის დასაქირავებლად,პირველ რიგში,ჩრდილოკავკასიელთა მარბიელი თავდასმების აღსაკვეთად და ჰპირდებოდა მას,რომ გაილაშქრებდა ირანში და აიძულებდა ადგილობრივ მმართველებს რუსეთისათვის მისაღები შაჰის არჩევას;

·        ამ გეგმის განხორციელების შემთხვევაში ქართლისა და კახეთის მეფეები(თეიმურაზ მე-2 და ერეკლე მე-2) იმედოვნებდნენ ირანელთა ბატონობისგან საბოლოოდ განთავისუფლებას;

·        სანკტ-პეტერბურგში თეიმურაზის გეგმა ზედმეტად რთულად მოეჩვენათ;

·        თეიმურაზის სიკვდილის შემდეგ კი მისი გეგმა დავიწყებას მიეცა;

 

 

·        უფრო ადრე,მე-18 საუკუნის 20-იან წლებში იმერეთის მეფემ ალექსანდრე მე-5-მ მიმართა რუსეთის დახმარებისათვის.

·        ალექსანდრე  ფიქრობდა,რომ ვინაიდან აზოვის ციხე-სიმაგრის დაკავების შემდეგ(პეტრე 1-მა დაიკავა დროებით) უკვე საქართველოს მოუახლოვდა,თურქეთთან ომის შემთხვევაში,რუსეთს გემებით უნდა გადმოეყვანა ჯარი ანაკლიასა და ფოთში და განედევნა თურქული გარნიზონები ციხეებიდან;

·        ამდენად, ალექსანდრეს გეგმით რუსეთს თურქეთისთვის სამხრეთ კავკასიიდან უნდა შეეტია;

·        იმერეთის მეფის შეთავაზება რუსეთმა უპასუხოდ დატოვა და არც რაიმე სახის დახმარებაზე გაუცია დადებითი პასუხი;

 

·        იმერეთის მეფე სოლომონ 1-იც იმედოვნებდა რუსების დახმარებას ოსმალების წინააღმდეგ ბრძოლაში;

·        1768 წელს მან მაქსიმე ქუთათელი,ანუ ქუთაისის ეპისკოპოსი,გააგზავნა რუსეთში,რათა რუსეთის ხელმწიფისატვის ეცნობებინა,რომ იმერეთი მხარში ამოუდგებოდა რუსეთს თურქეთის წინააღმდეგ ომში;

·        1768 წელს დაიწყო თურქეთ-რუსეთის ომი;

·        რუსეთი დიდ იმედს ამყარებდა ბალკანეთისა და სამხრეთ კავკასიის ქრისტიანი ხალხების მხარდაჭერაზე;

·        თურქეთი თავის მხრივ,კავკასიის და ყირიმის მუსლიმი ხალხების დახმარებას ელოდა.

·        სოლომონი და ერეკლე უკვე დიდი ხანია ემზადებოდნენ თურქეთის წინააღმდეგ ომში მონაწილეობისათვის.

·        ამასთან ისინი მართებულად ფიქრობდნენ,რომ რუსეთის სამხედრო და ფინანსური დახმარების გარეშე შეუძლებელი იყო საბრძოლო მოქმედებების დაწყება.

·        სოლომონი იმედოვნებდა თურქების საბოლოოდ განდევნას დასავლეთ საქართველოდან(ციხე-სიმაგრეებიდან) და თავადებისა და მთავრების(გურია,სამეგრელო,აფხაზეთი) დამორჩილებას;

·        ერეკლეს კი რუსეთის დახმარება დიდად გაუადვილებდა მიზნის მიღწევას-მესხეთის შემოერთებას,ჭარისა და ბელაქნის დამორჩილებას და დაღესტნელთა თავდასხმების აღკვეთას;

·        ხოლო რუსული გეგმა მდგომარეობდა იმაში,რომ  ქართველთა გაერთიანებულ ძალებს დაეკავებინათ კავკასიაში თურქთა მნიშვნელოვანი ძალები და ამდენად ,გაეადვილებინათ რუსების სამხედრო ოპერაციები ბალკანეთზე;

·        1769 წელს რუსული ჯარი, გენერალ ტოტლებენის მეთაურობით,საქართველოში შემოვიდა.

·        მაგრამ მალე გამოჩნდა,რომ ტოტლებენი არანაირ ანგარიშს არ უწევდა ქართველთა ინტერესებს და მოითხოვდა ერეკლესა და სოლომონისგან სრულ მორჩილებას,რასაც,ბუნებრივია,ქართველი მეფეები არ დაუშვებდნენ;

·        ტოტლებენმა სამოკავშირეო პირობა დაარღვია ასპინძის ბრძოლის დროს,როდესაც მან უარი განაცხადა ამ უმნიშვნელოვანეს ბრძოლაში მონაწილეობაზე;

·        ბრძოლის შემდეგ ურთიერთობა ტოტლებენსა და ერეკლე მე-2-ს შორის კიდევ უფრო დაიძაბა;

·        ტოტლებენი ერეკლეს ტახტიდან გადაყენების გეგმასაც კი აწყობდა ;

·        რუსეთიდან დამატებითი ძალების მიღების შემდეგ ტოტლებენი რუსული არმიით იმერეთში გადავიდა; აქ სოლომონი წარმატებით ებრძოდა თურქებს.

·        ტოტლებენმა ალყა შემოარტყა ფოთის ციხეს ,მაგრამ უშედეგოდ;

·        სანკტ-პეტერბურგში საბოლოოდ დარწმუნდნენ ტოტლებენის უმოქმედებაში და ის შეცვალეს გენერალ სუხოტინით,მაგრამ მალე რუსულმა ჯარმა საერთოდ დატოვა საქართველო;

·        ყურადღება: 1774 წლის ქუჩუკ-კაინარჯის ზავით რუსეთი მხოლოდ იმ პირობით აღიარებდა ოსმალეთის უფლებებს დასავლეთ საქართველოზე,თუ თურქეთი უარს იტყოდა ხარკის მოთხოვნაზე და აკრძალავდა ტყვეთა სყიდვის  პრაქტიკას;  ეს იმერეთის მეფის დიდი მიღწევა იყო; იმერეთის სამეფომ დე-ფაქტო დამოუკიდებლობა მოიპოვა თურქეთისგან ქუჩუკ-კაინარჯის  ზავით;

·        სოლომონ 1-ს მიეცა ცენტრალიზაციის პოლიტიკის გატარებისა და ქვეყნის ეკონომიკური აღორძინების საშულება;

·        მომდევნო ათწლეულში დასავლეთ საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა გაიზარდა.(იხ. ქართული  ფილმი „მამლუქი“).

 

გეორგიევსკის ტრაქტატი

 

·        ქუჩუკ-კაინარჯის ზავის დადების შემდეგ რუსეთის აღმოსავლური პოლიტიკა მიმიართული იყო ყირიმის საბოლოოდ შემოერთებისა და სამხრეთ კავკასიის საკითხის გადაჭრისაკენ;

·        საქართველოზე კონტროლის დამყარება მთელ სამხრეთ კავკასიაზე კონტროლს მოასწავებდა.

·        ამიტომ იყო საქართველო დაპირისპირებულ მხარეთა(თურქეთი,ირანი,რუსეთი) ქიშპის მუდმივი ობიექტი;

·        მაგრამ  საუკუნის მიწურულისათვის რუსეთი აშკარად უფრო ძლიერი იყო ორ მოწინააღმდეგეზე-ირანსა და ოსმალეთზე;

·        თავის მხრივ,ინგლისი და საფრანგეთი შეშფოთებულნი იყვნენ რუსეთის გაძლიერებითა და წინსვლით სამხრეთისაკენ.ამიტომაც ისინი ლეგიტიმურად აღიარებდნენ ოსმალეთისა და ირანის პრეტენზიებს სამხრეთ კავკასიაზე;

·        საქართველო ისევ და ისევ ამ გლობალური პოლიტიკური თამაშის მსხვერპლი იყო (მე-18 საუკუნის მე-2 ნახევარში);

·        ყურადღება: 80-იანი წლების დასაწყისში ერეკლე მე-2-მ რამდენიმე დიპლომატიური მისია გააგზავნა ევროპაში დახმარების თხოვნით,მაგრამ კვლავ უშედეგოდ;

·        თავის მხრივ,რუსი დიპლომატები აქტიურ მოღვაწეობას ეწეოდნენ საქართველოში და ცდილობდნენ ერეკლეს დათანხმებას პრორუსული ორიენტაციის არჩევაზე;

·        რუსული ციხე-სიმაგრეების რაოდენობა კავკასიის დიდი ქედის ჩრდილოეთ მისადგომებთან თანდათან იზრდებოდა.

·        რუსეთის სამხრეთ კავკასიაში შემოსაჭრელად კი რუსებს  ქართლ-კახეთის სამეფოს  გარანტირებული მხარდაჭერა სჭირდებოდათ;

·        ერეკლემ საბოლოოდ გადაწყვიტა რუსეთისკენ შემობრუნება( იხ. ნ. ბარათაშვილი „ბედი ქართლისა“)

·        რუსეთზე ორიენტაციის აღების ძირითადი მიზეზი იყო ის,რომ ერეკლე ამ გზით იმედოვნებდა მშვიდობისა და უსაფრთხოების მიღწევას,ევროპისკენ ფანჯრის გაჭრას, სახელმწიფოს ევროპულად გარდაქმნას;

·        1783 წელს გეორგიევსკში ხელი მოეწერა“გეორგიევსკის ტრაქტატის’’ სახელით ცნობილ ხელშეკრულებას,რომელმაც,საბოლოო ჯამში,სასურველი შედეგი არ მოუტანა ქართლ-კახეთის სამეფოს  და ქვეყანა რუსეთის იმპერიის საგარეო პოლიტიკური მიზნების მსხვერპლად იქცა;(იხ. ქართული ფილმი“წიგმი ფიცისა’’)

·        ტრაქტატის მიხედვით,ქართულ-კახეთი უარს ამბობდა ირანის თუ სხვა რომელიმე ქვეყნისადმი დაქვემდებარებაზე და ამიერიდან აღიარებდა მხოლოდ რუსეთის პროტექტორატს.(შენიშვნა: დაუკვირდი ,ვინ ითხოვს იგივეს დღეს საქართველოსგან)

·        ქართლ-კახეთის სამეფო საგარეო პოლიტიკას წარმართავდა რუსეთის მხარესთან შეთანხმებით და მისი დასტურით.( ვისი დასტურია დღეს საჭირო?)

·        საომარი მოქმედების დაწყების შემთხვევაში,ქართლ-კახეთის სამეფოს სამხედრო ძალები რუსეთის სამსახურში უნდა ჩამდგარიყვნენ;(ვინ ქირაობდა ქართულ ჯარს ავღანეთისთვის 20 წელი ?)

·        თავის,მხრივ,რუსეთის იმპერატორი ვალდებულებას იღებდა დაეცვა ქართლ-კახეთის სამეფო ყოველგვარი გარე აგრესიისგან(ვინ არ იღებს დღეს ამ ვალდებულებას ,ხომ არ იცი ?)

·        რუსული მხარე ერეკლეს ქართლ-კახეთის სამეფოს საშინაო საქმეებში ჩაურევლობის სრულ გარანტიას აძლევდა.(ვინ ერევა დღეს  ქვეყნის საშინაო საქმეებში ?)

·        ტრაქტატის დამატებით პუნქტში აღნიშნული იყო,რომ ერეკლეს მშვიდობიანი და კეთილმეზობლური ურთიერთობა უნდა ჰქონოდა იმერეთის მეფესთან.

·        ქართლ-კახეთის და იმერეთის სამეფოებს შორის უთანხმების შემთხვევაში,მათ შორის მსაჯული რუსეთის იმპერატორი უნდა ყოფილიყო,რომლის აზრსაც გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნებოდა;

·        აღმოსავლეთ საქართველოს დაცვისათვის ,რუსეთი ვალდებულებას იღებდა მუდმივად ჰყოლოდა ინფანტერიის(ქვეითი ჯარის ) ორი ბატალიონი და საომარი მოქმედებების დაწყების შემთხვევაში,გამოეგზავნა დამატებითი შეიარაღებული ძალები ქართული ჯარის დასახმარებლად.(შენიშვნა: რუსეთმა ერეკლეს მხოლოდ მცირე შეიარაღებული რაზმი გამოუგზავნა და ისიც მალე უკან გაიწვია)

(შენიშვნა : ძალიან მალე რუსეთმა ( 1795 წ) არაფრად ჩააგდო გეორგიევსკის ტრაქტატით აღებული გარეშე მტრისგან დაცვის ვალებულებაც);

·        ტრაქტატის დადებამ დიდი შეშფოთება გამოიწვია ოსმალეთსა და ირანში;

·        შენიშვნა: ოსმალეთთან ომის საშიშროების გამო,რუსეთმა თავი შეიკავა ანალოგიური ხელშეკრულების დადებისგან იმერეთის მეფესთან;

      

·  მე-18 საუკუნის ბოლოს ,რუსეთის დანაპირები დახმარების შეუსრულებლობის პირობებში(შეადარე  2008 წლის მოვლენებს საქ -ში),ქართლ-კახეთის სამეფო მტრების გარემოცვაში აღმოჩნდა(თურქეთი,აღდგენილი ირანი,ჩრდილოკავკასიელები,მეზობელი სახანოები);

· მე-18 საუკუნის ბოლოს დიდი დაპირისპირება არსებობდა საკუთრივ სამეფოშიც(ქართლის თავადები) და სამეფო კარზეც(მემკვიდრის საკითხი);

· ყაჯართა დინასრტიის დამაარსებელს,აღა მაჰმად  ხანს (ზეობის წლები-1779-1797) მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი დაებრუნებინა ერთ დროს ირანის გავლენის ქვეშ მყოფი ქვეყნები.(ანუ იყო იმ დროინდელი პუტინი)

· ამ დროს უკვე „გეორგიევსკის ტრაქტატით“რუსეთის მფარველობაში შესული ქართლ-კახეთის სამეფო კი მისი განსაკუთრებული ინტერესის საგანს წამოადგენდა;

· აღსანიშნავია,რომ თავდაპირველად აღა მაჰმად ხანი ყოველ ღონეს ხმარობდა რუსეთთან კარგი ურთიერთობების დამყარებისათვის,რომ მასთან დაპირისპირების გარეშე აღედგინა ირანის გავლენა აღმოსავლეთ საქართველოზე;

· 1792 და 1795 წლებში აღა მაჰმად ხანმა ელჩები გააგზავნა რუსეთში,რათა საბოლოოდ გამოერკვია რუსეთის პოზიცია ქართლ-კახეთის სამეფოსთან მიმართებაში, ,თუმცა პასუხი არ მიუღია.

· ამის შემდეგ აღა მაჰმად ხანი დიდი ლაშქრით შემოვიდა სამხრეთ კავკასიაში და ერეკლეს ულტიმატუმი წაუყენა;

·  ხანი(მიაქციე ყურადღება და არა შაჰი)  ქართლ-კახეთის ასაკოვანი  მეფისაგან რუსეთის მფარველობიდან გამოსვლას,მის ვასალობას და ხარკის გადახდას მოითხოვდა;

· ერეკლემ ,რომელსაც რუსების სამხედრო დახმარების ფუჭი იმედი ჰქონდა ,ულტიმატუმზე პასუხი არ გასცა,რასაც აღა მაჰმად ხანის  შემოჭრა ,კრწანისის ბრძოლა და თბილისის დანგრევა მოჰყვა;

· 1799 წელს,ირანის მოსალოდნელი ახალი თავდასხმის პირობებში,გამუვალ მდგომარეობაში ჩავარდნილი სამეფო კარიის თხოვნით,რუსეთის იმპერატორმა პავლე 1-მა განაახლა ტრაქტატი,თუმცა ისევ არ შეუსრულებია მთავარი ვალდებულება-არ გამოუგზავნია ჯარი ქართლ-კახეთის მეფის დასახმარებლად;

· 1800 წლის მიწურულს ,ქართლ-კახეთის უკანაკნელი მეფის გიორგი მე-12-ის სიცოცხლის უკანასკნელ დღებში საბოლოოდ დაირღვა გიორგიევსკის ტრაქტატი და მალე ქართლ-კახეთის სამეფო  რუსეთის იმპერიის შემადგენელ ნაწილად იქცა(ანშლუსი)

 

Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პოეტის და პოეზიის დანიშნულება ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის შემოქმედებაში

როგორ მოვიქცეთ კუჭის ტკივილის დროს

"კაცია ადამიანი ?!"-ილიას რეალისტური ნაწარმოები