კახეთის მეფე თეიმურაზ 1
14 წლის თეიმურაზი 1604-ში ბორის გოდუნოვის სასიძო იყო ,მაგრამ რუსეთის ნაცვლად ირანში გაგზავნეს მძევლად დასთან ერთად. შაჰ აბასმა თეიმურაზი „ვითარცა ძე ეგრეთ შეიტკბო“მისი და (ელენე) კი ცოლად შეირთო.
• 1605-ში კახეთში კახელებმა მოკლეს მამისმკვლელი კონსტანტინე.
• 1606-ში შაჰმა 16 წლის თეიმურაზი კახეთის მეფედ დაამტკიცა.მეფედკურთხევის ცერემონია ირანში ჩატარდა.თეიმურაზზე დიდ იმედებს ამყარებდა შაჰი(ორიენტაციის მხრივ).კახეთში დაბრუნებული თეიმურაზი , აქაური
წესით ,მეფედ ბოდბეში აკურთხეს.
კახეთს ფაქტიურად ქეთევანი განაგებდა.
• მას შემდეგ, რაც ქართლის ციხეებში(ლორე,აღჯაყალა,დმანისი,თბილისი,გორი,სურამი) სპარსული გარნიზონები ჩააყენა შაჰ აბასმა ქართლის მეფედ 14 წლის ლუარსაბი დანიშნა.
• ცოტა ხანში შაჰ აბასმა თეიმურაზი კახელების ჯარით ორჯერ გამოიძახა.(შემახასთან).ორჯერვე არ წავიდა(არადა ევალებოდა,როგორც
ვასალს .მე-2-დ ქეთევანი წავიდა 1000 კაცით.შაჰს ეს ძალიან ეწყინა.ეს 1000 კაცი არც აომა)
• ახლად გამეფებულმა თეიმურაზმა პირველად ცოლად მამია გურიელის ასული, ანა, შეირთო.ქორწილი თორღას ციხეში 40 დღე ჰქონია.მომდევნო 7 წელი ქეიფში,ნადირობსა და ლხინში გაუტარებია.პირველად ეყოლა ვაჟი ლევანი 1609-ში .შემდეგ ალექსანდრე 1610-ში.ანა დედოფალი 1612-ში გარდაიცვალა(შენიშვნა: ვერ მოესწრო შვილების უბედურებას).თეიმურაზი 40 დღე ბნელში მჯდარა.
• 1612-ში შავით მოსილი წარუდგა შაჰს.შაჰი თურმე ყოველდღე ანადირებდა და ანადიმებდა.შაჰის რჩევით შეურთავს მეორე ცოლი, ქართლის
მეფე ლუარსაბ მე-2-ის და ხორეშანი(ხორეშანი თეიმურაზის პაპაის ალექსანდრე მე-2-ის დის შვილიშვილი იყო)ქორწილი გრემში ჰქონია(მეორე ცოლი პირველზე უკეთესიაო მერე ლექსებში წერდა(????)
• 1613-ში ოსმალეთთან დაზავების შემდეგ ირანი (შაჰ აბასი) იწყებს ქართლისა და კახეთის სამეფოების გაუქმებას,ტერიტორიების ეთნიკურ წმენდას,თურქმანი მეჯოგე ტომების ჩამოსახლებას და ამ ტერიტორიებზე სახანოების შექმნას.
• ამ დროს ქართლისა და კახეთის სამეფოების ელიტა ირანს მოსყიდული ჰყავდა.უმრავლესობა ირანის სამსახურში იდგა.მრავალი დაქირავებული ქართველი და კახელი აზნაური ირანის ომებში იბრძოდა.(მათ შორის ქართლიდან დიდი თავადების გაძევებული სააკაძე)
• 1613-ში ზამთარში შაჰმა თეიმურაზი და ლუარსაბი მზანდერანში „სანადიროდ
დაიბარა“ .არ ენდნენ და არ წავიდნენ.
• 1613-ში შაჰი განჯაში დიდი ლაშქრით მივიდა და იქიდან თეიმურაზს შვილები მძევლად მოსთხოვა.კახეთის ელიტამ დაიყოლია თეიმურაზი(სასტიკ უარზე იყო) მძევლები გაეგზავნა(ჯერ მცირეწლოვანი ალექსანდრე,რომელსაც ქეთევან დედოფალი საკუთარი ნებით გაჰყვა,შემდეგ კი უფროსი შვილი ლევანი).შაჰმა თეიმურაზიც დაიბარა.თეიმურაზი ისევ არ წავიდა.
• 1614 წელს შაჰ აბასმა დაიწო პირველი 50 დღიანი ლაშქრობა კახეთში.თეიმურაზი ქართლში გაიქცა ცოლის ძმასთან.მერე ორივე იმერეთში.
• ირანის ჯარებმა კახეთი დაიკავეს,პირველრიგში სატახტო ქალაქი გრემი.შემდეგ ალავერდი.ალავერდის გალავანი ციხე-სიმაგრედ გადააკეთეს.გრემში და ალავერდში გარნიზონები ჩააყენეს.დაძლიეს დიდი წინააღმდეგობა და აიღეს თორღას ციხე ,სადაც თეიმურაზის ხაზინა ინახებოდა.ერწო-თიანეთიდან 30000 ტყვე და 40000 მსხვილფეხა საქონელი გამოიყვანეს.შემდეგ კახეთის ძარცვა დაიწყეს.ირანში გადაასახლეს შირვანელი და ყარაბაღელი გლეხები,რომლებიც ადრე კახეთის მეფეებს ჰყავდათ ჩამოსახლებული.კახეთის მმართველად თეიმურაზის ნაცვლად ისა ხანი დანიშნა(კახეთის მეფის ალექსანდრე II-ის ძის, გიორგის(კონსტანტინეს მოკლული გიორგის) გამაჰმადიანებული ძე, აღიზარდა ირანში, შაჰის კარზე)მის დამხმარედ დაინიშნენ დავით ასლანიშვილი(ჯანდიერი) და ნოდარ ჯორჯაძე.
• კახეთიდან შაჰი ქართლში გადავიდა, გაამაგრა ცოცხალი ძალით გორის და სურამის ციხეები და ქართლის მეფე ლუარსაბი მოიკითხა.ლუარსაბი შადიმან ბარათაშვილის ჩაგონებით შაჰს ეახლა.ლუარსაბს არ გაუმართლა.შაჰმა ამ დროს გაარკვია რომ ლუარსაბი და თეიმურაზი ირანის წინააღმდეგ დახმარებას ოსმალეთს სთხოვდნენ.შაჰმა ლუარსაბი ტყვედ აიყვანა და ირანში დაბრუნდა.იქ ლუარსაბს გამაჰმადიანება მოსთხოვა.ლუარსაბმა უარი განაცხადა,ამიტომ ის გულაბის ციხეში გამოკეტეს.
• 1615-ში განახლდა ირან-ოსმალეთის ომი.ოსმალეთის წაქეზებით კახეთი და შირვანი აუჯანყდა ირანს.
კახეთში აჯანყება 15-სექტემბერს ალავერდობაზე დაიწყო დავით ჯანდიერის ხელმძღვანელობით(თეიმურაზის მოთხოვნით).თეიმურაზი კახეთში დაბრუნდა და კახეთის ციხეების ირანული გარნიზონებისგან გაწმენდას შეუდგა.ოსმალეთმა ირანთან ომი გადადო.მის მიერ შეგულიანებული კახელები და შირვანელები შაჰ აბასის წინააღმდეგ მარტონი აღმოჩნდნენ.
• შაჰმა რჩეული ჯარი (15000) ალიყული ხანის მეთაურობით კახეთში სადამსჯელო ექსპედიციაში გამოგზავნა.ალიყული ხანი ჯარით წიწამურთან(მცხეთასთან) დადგა რათა გზა გადაეჭრა თეიმურაზისთვის ის ისევ იმერეთში აპირებდა გადასვლას.თეიმურაზი 5-6 ათასი კაცით მოულოდნელად დაესხა თავს ირანელთა ბანაკს.ბრძოლა შუა დღეზე დაიწყო და დაღამებამდე გაგრძელდა.თეიმურაზმა გაიმარჯვა.
• ალიყული ხანის ჯარის განადგურებამ შაჰ აბასი საშინლად განარისხა(ამ შაჰმა საშინელი შურისძიება იცოდა).1616-ში საგანგებო მომზადების შემდეგ შაჰ-აბასი უზარმაზარი ჯარით კახეთში მე-2-დ შევიდა(ამჯერად ქართლიდანაც).ჯარი რამდენიმე ნაწილად გაჰყო და კახეთის სხვადასხვა მხარეს გაუსია.
თეიმურაზმა გაასწრო და ისევ იმერეთში გადავიდა.უპატრონოდ დარჩენილი კახეთი დიდ გაჭირვებაში ჩავარდა.კახელები რომ არ გახიზნულიყვნენ კახეთიდან გასასვლელი ყველა გზა ირანელებმა გადაკეტეს.ვინც მოასწრო და მთებში გაიხიზნა იმათი დატყვევება და გაჟლეტა შაჰმა დაღესტნელებს მოსთხოვა.მეფისგან მიტოვებულმა კახელებმა სახელდახელო სიმაგრეები(ბარიკადები) ააგეს,ცოლ-შვილი და საქონელი შიგ შეიყვანეს. 3 თვე არ შეწყვეტილა სამკვდრო-საასიცოცხლო ბრძოლები კახეთში.კახელები სისხლის უკანასკნელ წვეთამდე იბრძოდნენ.ირანელთა ჯარი ზედიზედ იღებდა ამ სიმაგრრებს ,ვინც ცოცხალი გადარჩებოდა ტყვედ მიჰყავდათ.შაჰ-აბასის ჯარები ჩეხდნენ ხეხილის ბაღებს და ვენახებს,ანგრევდნენ და წვავდენ სახლებს,ეკლესიებს.კახეთი რომელსაც ომი საუკუნენახევარი არ ენახა , ნანგრევებად იქცა.ამ შემოსევის დროს კახეთში მოკლულთა რიცხვი 70000-ს ხოლო ტყვედ წაყვვედწაყვანილთა რიცხვი 130000-ს აჭარბებდა
• 1616-ის ბოლოს კახეთში კვლავ დიდი ბრძოლები გაიმართა (მე-3 შემოსევა შაჰის სიძის ისა ხან ყორჩიბაშის სარდლობით)ამჯერად ირანელებმა ტყვედ წაასხეს დაახლოებით 20000-მდე მცხოვრები.
• უპატრონოდ დარჩენილ კახეთს ახლა დაღესტნელ ფეოდალთა რაზმები შეესია.კახეთი თითქმის დაიცალა მოსახლეობისგან
• 1617-ის გაზაფხულზე შაჰ-აბასი მე-4-დ შეესია კახეთს,ისევ ჟლიტეს კახელები,ისევ ტყვედ წაასხეს.
• შაჰ აბასის ოთხი შემოსევის დროს 1614-1617 წლებში კახეთს გამოუსწორებელი ზარალი მიადგა.იმ დროს დანგრეული მრავალი ქალაქი და სოფელი აღარასოდეს აღმდგარა.მოსახლეობის უდიდესი ნაწილი კახეთმა დაკარგა.100000-ზე მეტი მტერს შეაკვდა 200000-ზე მეტი ტყვედ იქნა ირანში წაყვანილი(ისინი ირანის შიდა პროვინციებში დაასახლეს(ფერეიდანში,ისპაჰანში,ხორასანში,მაზანდერანში))
• თეიმურაზი იმხანად ოსმალეთში იყო და ხალილ ფაშას ირანის აზერბაიჯანში ლაშქრობაში იღებდა მონაწილეობას თავისი აზნაურებით.წარმატების შემთხვევაში თურქები კახეთში მეფედ აღდგენას ჰპირდებოდნენ.ხალილ ფაშამ ვერ გაიმარჯვა.
• ამის მერე თეიმურაზმა დახმარება რუსეთს სთხოვა.რუსეთმა დიპლომატიური გზით სცადა შაჰ-აბასზე გავლენის მოხდენა.(ლუარსაბის და თეიმურაზის თავიანთ სამეფოებში დაბრუნება)
• შაჰ-აბასი თეიმურაზის ოსმალებთან და რუსებთან კავშირებმა გააცოფა.ჯავრი თეიმურაზის ნაცვლად მისი ოჯახის წევრებზე იყარა.თეიმურაზის ვაჟები-ალექსანდრე და ლევანი დაასაჭურისებინა(უმცროსი გარდაიცვალა,უფროსი ჭკუიდან შეიშალა).
1622-ში სიკვდილით დასაჯა თეიმურაზის ცოლისძმა ლუარსაბი(მშვილდის საბელით დაახრჩეს) უფრო გვიან კი დიდი წამების შემდეგ,სიკვდილით დასაჯეს თეიმურაზის დედა, ქეთევან დედოფალიც.
·
თეიმურაზ 1-მა ხანგრძლივი სიცოცხლე სეფიანებთან ბრძოლაში
გაატარა და საბოლოოდ მაინც, 1663 წელს, ირანში, ასტრაბადში,ტყვეობაში გარდაიცვალა;
·
Комментарии
Отправить комментарий