შერწყმული წინადადება.სასვენი ნიშნები შერწყმულ წინადადებაში

 


·        შერწყმა არის ისეთი სინტაქსური მოვლენა,რომლის დროსაც ორი(ან მეტი) ერთნაირი მარტივი წინადადება ერთ წინადადებად არის შეერთებული(შერწყმული).

·        ენა შერწყმას მიმართავს გამოხატვის ეკონომიისა და ფრაზის გამართულობის მიზნით.

·        შერწყმულია წინადადება,რომელიც ორ ან მეტ ერთგვარ(ერთსა და იმავე) წევრს შეიცავს.

·        ე რ თ გ ვ ა რ ი ა  წინადადების წევრები იმ შემთხვევაში,თუ ისინი ამავე წინადადების ერთსა და იმავე წევრს მიემართებიან.

 

ერთგვარია :

ა.  სუბიექტები -შესაბამისი ზმნის მიმართ

ბ. ზმნები -შესაბამისი სუბიექტის მიმართ

გ.პირდაპირი ობიექტები -ზმნის მიმართ

დ. ირიბი ობიექტები -ზმნის მიმართ

ე. დამატებები  -ზმნის მიმართ

ვ.ადგილის გარემოებები-ზმნის მიმართ

ზ.დროის გარემოებები -ზმნის მიმართ და ა.შ.(სხვა გარემოებები ზმნის მიმართ)

 

მაგ.

თოვლმა,ყინვამ და ქარმა დააზარალა მეურნეობა.

 

ამ წინადებაში 3 სუბიექტია,მაგრამ ისინი ისე მიემართებიან ზმნას ,როგორც ერთი წევრი.

 

·        აქედან გამომდინარე,შერწყმული წინადადება შეიძლება მივიჩნიოთ მარტივი წინადადების ქვესახეობად.

·        მაგრამ თუ გავითვალისწინებთ შერწყმული წინადადების წარმომავლობას- ორი ან მეტი მარტივი წინადადების შერწყმას,მაშინ ის შეიძლება რთულ წინადადებად მივიჩნიოთ.

·        აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ,რომ ზმნების მიხედვით შერწყმული წინადადება განსაკუთრებით წარმოაჩენს რთულ წინადადებასთან კავშირს,რა კი ვიცით,რომ ერთზე მეტი ზმნა უკვე რთულ წინადადებაზე მიგვანიშნებს.

მაგ. ავი ძაღლი არც თვითონ წამს,არც სხვას აჭმევსო.

 

 

რამდენგვარი შეიძლება იყოს შერწყმული წინადადება ?

იმდენგვარი,რამდენგვარიც არსებობს წინადადების წევრი;

 

 

ა. ზმნების მიხედვით შერწყმული:

    ბიჭმა მტევანი მოწყვიტა და შეჭამა.

ბ.  სუბიექტების მიხედვით შერწყმული:

     პაპა და ბებია შვილიშვილს ელიან.

გ. პირდაპირი ობიექტების მიხედვით შერწყმული:

     გვალვამ  გადაწვა ყანა და ბოსტანი.

დ. ირიბი ობიექტების მიხედვით შერწყმული:

      დამიძახეთ ნაცნობსა და უცნობს.

ე.დამატებათა მიხედვით შერწყმული :

   უნდოდა დახმარება გაეწია გაჭირვებულისა და დავრდომილისათვის.

ვ.განსაზღვრებების მიხედვით შერწყმული :

    ცივი და ქარიანი დილა გათენდა.

ზ. გარემოებათა მიხედვით შერწმული :

 

1.      ადგილის გარემოებათა მიხედვით შერწყმული:

სიდუხჭირე სუფევდა ქალაქსა თუ სოფელში.

2.      დროის გარემოებათა მიხედვით შერწყმული:

და სხვ.

 

ყურადღება:

შეიძლება არსებობდეს შერეული სახის შერწყმული წინადადებაც,რომელშიც ერთდროულად გვაქვს ერთგვაროვან წევრთა ორი ან მეტი ჯგუფი;

მაგ.

ადის და ჩადის მთათ მკერდი წითლად,ყვითლად და მწვანედა.

 

 

 

დაიმახსოვრე:

 

1.      თუკი ობიექტები,განსაზღვრებები და გარემოებები ერთი რიგისა არ არის,მათ ერთგვარ წევრებს ვერ ვუწოდებთ,ანუ ასეთი წინადადება შერწყმული არ იქნება.

მაგ.

დღეს სოფელში მივდივარ.

 

ეს წინადადება შერწყმული არ არის,რადგან პირველი გარემოება დროსაა,მეორე კი -ადგილისა.(ერთი რიგის არ არის)

 

2.      სხვადასხვა კატეგორიის გარემოებები ერთმანეთისგან მძიმით არ გამოიყოფა.

 

            შერწყმული წინადადების მართლწერა

 

·        შერწყმული წინადადების შემადგენელი ერთგვარი წევრები ან მძიმეებით არის ერთმანეთისგან გამოყოფილი,ან „და ‘’  კავშირით არის შეერთებული;

·        თუ ერთგვარი წევრი ორზე მეტია,ჩვეულებისამებრ,ორივე ეს საშუალება არის გამოყენებული:

მაგ.

გიომ,ნიკომ,გიგლამ და კოკომ სათევზაოდ წასვლა გადაწყვიტეს.

 

·        რადგანაც ერთგვარი წევრები სიტყვების ჩამონათვალს გულისხმობს,ბუნებრივია,თავს იჩენს ორწერტილის გამოყენების აუცილებლიბაც;

·        ორწერტილის გამოყენება კი დამოკიდებულია იმაზე,არის თუ არა წინადადებაში განმაზოგადებელი სიტყვა

·        რა არის განმაზოგადებელი სიტყვა ?

 

გ ა ნ მ ა ზ ო გ ა დ ე ბ ე ლ ი ა სიტყვა,რომელიც ერთგვარ წევრებს უძღვის(ან მოსდევს) და მათ აზრობრივად აერთიანებს(ყველას ერთად გულისხმობს).

 

მაგ.    „ყვავილები“  განმაზოგადებელი სიტყვაა მათი ცალკეული სახელებისა(ია,ენძელა,ზამბახი,ყოჩივარდა...),რადგან თითოეულ მათგანს გულისხმობს.

 

·        შერწყმულ წინადადებაში ასევე გამოიყენება სასვენი(გამყოფი) ნიშანი - ტირე.

 

ჩამოვაყალიბოთ შრყმულ წინადადებაში სასვენი ნიშნების გამოყენების წესები :

 

1.      შერწყმულ წინადადებაში,რომელშიც განმაზოგადებელი სიტყვა არ არის

ორწერტილი არ გამოიყენება.(გამოიყენება მძიმე)

მაგ.

ამოვიდა ია,ენძელა,ზამბახი,ყოჩივარდა.

2.      თუ განმაზოგადებელი სიტყვა წინ უსწრებს ერთგვარ წევრებს,მაშინ განმაზოგადებელი სიტყვის შემდეგ იწერება ორწერტილი.

მაგ.

ამოვიდა ყველა ყვავილი:ია,ენძელა,ზამბახი...

 

3.      თუ განმაზოგადებელი სიტყვა მოსდევს ერთგვარ წევრებს,მაშინ განმაზოგადებელი სიტყვის წინ იწერება-ტირე

მაგ.

ია,ენძელა,ზამბახი,ყოჩივარდა-ყველა ყვავილი ამოვიდა.

 

4.      თუ განმაზოგადებელი სიტყვა წინ უსწრებს ერთგვარ წევრებს,მაგრამ წინადადება ამ წევრების ჩამონათვალით არ მთავრდება,მაშინ ერთგვარი წევრების ჩამონათვალის წინაც და შემდეგაც იწერება ტირეები.

 

მაგ.

 

ყველა ყვავილი -- ია,ენძელა,ზამბახი...--ამოვიდა და მინდორი ააფერადა.

 

 

დაიმახსოვრე:

 

შეცდომაა:

 

ყველა ყვავილი : ია,ენძელა,ზამბახი...ამოვიდა.

 

 

5.       შერწყმული წინადადების თავისებურ სახედ შეიძლება მივიჩნიოთ წინადადების ერთ-ერთ ნაწილში გამეორებული წევრის გამოტოვების შემთხვევები.

 

ყურადღება:  გამეორებული გამოტოვებული  წევრის ადგილას დაისმის ტირე.

 

მაგ.

ია გუშინ ამოვიდა,ენძელა-დღეს .

 

გამოტოვებულია „ამოვიდა’’ და მის ნაცვლად წერია ტირე.


Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პოეტის და პოეზიის დანიშნულება ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის შემოქმედებაში

"კაცია ადამიანი ?!"-ილიას რეალისტური ნაწარმოები