წინადადების მთავარი და არამთავარი წევრები.განსაზღვრება.გარემოება.დამატება.

 



·          წინადადების შემადგენელი სიტყვები მთავარ და არამთავარ წევრებად იყოფა

შენიშვნა:

წინადადებაში გვხვდება მნიშვნელობის არმქონე სიტყვებიც,რომლებიც ფუნქციით არცერ ამ ჯგუფს არ განეკუთვნება,ანუ წინადადების წევრები არ არიან:

ნაწილაკები: არ;ვერ,განა...

კავშირები: და,მაგრამ,ხოლო,რომ...

 

ყურადღება:

წინადადების მთავარი წევრებია ზმნა და მასთან უშუალოდ დაკავშირებული სუბიექტი და ობიექტები

 

მაგ.

ესროლა მშვილდოსანმა სამიზნეს ისარი.

 

მთავარი წევრებია

ესროლა

მშვილდოსანმა

სამიზნეს

ისარი

ზმნა

სუბიექტი

ირიბ.ობიექტი

პირდ.ობიექტი

 

ნებისმიერი სიტყვა რომელიც შეიძლება ამ წინადადებას დაემატოს იქნება არამთავარი წევრი;

 

მაგ.

ესროლა მეორე მშვილდოსანმა სამიზნეს ისარი.

„მეორე“ არამთავარი წევრია

ამგვარად:

არამთავარია ის წევრი, რომელიც ზმნას პირად არ შეეწყობა.

დაიმახსოვრე:

წინადადების მთავარი წევრების რაოდენობმკაცრად არის განსაზღვრული.ეს რაოდენობა ზმნის პირიანობას უკავშირდება

არის თუ არა არამთავარი წევრების რაოდენობა მკაცრად/ზუსტად განსაზღვრული?

არა.

ა.შეიძლება არცერთი არამთავარი წევრი არ იყოს.

ბ.შეიძლება იმაზე ბევრი არამთავარი წევრი იყოს ვიდრე მთავარი წევრებია.

 

დააკვირდი:

არამთავარი წევრები მთავარ წევრებს მიემართება.

თითოეულ მთავარ წევრს შესაძლებელია ერთი ან მეტი არამთავარი წევრი ერთვოდეს;

 

მთ.წევრი

ესროლა

მშვილდოსანმა

სამიზნეს

ისარი

არამთ.წევრი

შემდეგ

მეორე

გადახრილ

ბოლო

სათადარიგო არამთ.წევრი

დაუყოვნებლივ

მზადმყოფმა

შორეულ

შემორჩენილი

 

ყურადღება:

 

·          იმ არამთავარ წევრს,რომელიც ზმნას მიემართება,გარემოება ჰქვია;

·          იმ არამთავარ წევრს,რომელიც სუბიექტს ან ობიექტს  მიემართება,განსაზღვრება ჰქვია;

 

დაიმახსოვრე:

·          ზმნასთან უშუალოდ არის დაკავშირებული კიდევ ერთი წევრი,რომელიც თავისი შინაარსით სუბიექტ-ობიექტებს უდგას გვერდით,მაგრამ,მათგან განსხვავებით,ის ზმნას პირად არ შეეწყობა;

·          ხშირად მას თანდებულიანი ნათესაობითი ბრუნვის(ან სხვა ბრუნვის) ფორმა აქვს

·          ობიექტისგან გასარჩევად მას  დამატება ეწოდება(უბრალოდ დამატება „პირდაპირის“ და „ირიბის“ გარეშე).

ესროლა

მშვილდოსანმა

სამიზნეს

ისარი

უსროლია

მშვილდოსანს

სამიზნისთვის

ისარი

 

 

სამიზნეს-ირიბი ობიექტია

სამიზნისთვის-დამატება.



განსაზღვრება


·        განსაზღვრებები ისეთი სიტყვებია ,რომლებიც მიემართება ზმნის სუბიექტ-ობიექტებს;

·        განსაზღვრება არის წინადადების არამთავარი წევრი,რომელიც უკავშირდება ზმნასთან შეწყობილ რომელიმე მთავარ წევრს და რაიმე ნიშნის(თვისების) მიხედვით განსზღვრავს იმ მთავარ წევრს.

·        შენიშვნა: განსაზღვრება შეიძლება ახლდეს გარემოებასაც,თუკი ის არსებითი სახელით არის გამოხატული.

სპორტულ არენაზე მეორე მშვილდოსანმა გადახრილ სამიზნეს ბოლო ისარი ესროლა.

მეორე-სუბიექტის განსზღვრებაა(მშვილდოსანი)

გადახრილ-ირიბი ობიექტის გსნსზღვრებაა(სამიზნეს)

ბოლო-პირდაპირი ობიექტის განსაზღვრებაა(ისარი)

სპორტულ-გარემოების განსაზღვრებაა(არენაზე)

არენაზე-გარემოებაა(ესროლა)

 

ყურადღება:

·        მეტყველების ნაწილთაგან განსაზღვრების როლს ძირითადად ზედსართავი სახელი ასრულებს.

ბოლო ისარი

ნათელი ღამე

უმაღლსი განათლება

 

·        განსაზღვრების როლს ასრულებს მიმღეობა

ახდენილი ოცნება

გაცდენილი გაკვეთილი

წათლილი ფანქარი

ჩაკლული სული

დამალულ  სოკო

გადებული ხიდი

 

·        განსაზღვრების როლს ასრულებენ რიცხვითი სახელი

მეორე მონადირე

ათასი წელი

მეოთხედი საუკუნე

 

·        განსაზღვრების როლს ასრულებენ  ნაცვალსახელი

ჩემი მეგობარი

რამდენიმე საკითხი

რომელი მოსწავლე?

 

·        განსაზღვრების როლს ასრულებს  არსებითი სახელი

ექიმი პავლე

კათხა ლუდი

ურემი შეშა

 

 

დაიმახსოვრე:

 

განსაზღვრება შესაბამის სახელთან მიმართებით არის მსზღვრელი

ხოლო ის სახელი,რომელსაც მიემართება საზღვრული

 

დაიმახსოვრე:

·        მსაზღვრელი(განსაზღვრება)  სახელობითი ბრუნვაში დგას ,როცა საზღვრული ბრუნვებს იცვლის.

·        არცთუ იშვიათია ისეთი განსაზღვრებები,რომლებიც ნათესაობით ბრუნვაში დგას და ძირითადად   საზღვრულის მასალას ან კუთვნილება-დანიშნულებას გამოხატავს.

ქვის ქანდაკება(მასალა)

ძმის სახლი(კუთვნილება)

ხის საამქრო (დანიშნულება)

 

შენიშვნა:  მსაზღვრელის ასეთ როლში  არსებითი სახელი გვევლინება.ასეთ განსაზღვრებას სუბტანტიურ მსაზღვრელს უწოდებენ(სუბსტანტივი ლათ.-არსებითი სახელი)

 

როგორ ამოვიცნოთ განსაზღვრებები ?

 

წინადადებაში განსაზღვრებებს ამოვიცნობთ კითხვებით:

როგორი?

რომელი?

რანაირი?

რამდენი?

სადაური?

როდინდელი?

ვისი?  (სუბსტანტიური განსაზღვრებებისთვის)

რისა?  (სუბსტანტიური განსაზღვრებებისთვის)

 

 

განსაზღვრების ადგილი

 

·        განსაზღვრებას(მსაზღვრელს) უპირატესად საზღვრულის წინა ადგილი  უჭირავს წინადადებაში მაგ. თეთრი ირემი

·        ასევე შესაძლებელია,რომ მსაზღვრელი საზღვრულს მოსდევდეს: მაგ. მთანი მაღალნი,ნეტავი ძმათა მრავლთა, გზა მიუვალი;

·        შესაძლებელია,რომ წინმავალი თუ მომდევნო განსაზღვრება გათიშული იყოს საკუთარი საზღვრულისგან:

მწვანე დაცვივდა ფოთოლი(წინმავალი გათიშული საზღვრულისგან)

გზა შეიმოკლეს სავალი(მომდევნო  გათიშული საზღვრულისგან)

 

 

განსაზღვრების განსაზღვრება

 

·        წინადადებაში განსაზღვრებად გამოყენებულ სახელს ,თავის,მხრივ,თურმე შეიძლება ახლდეს განსაზღვრება,ანუ გვქონდეს განსაზღვრების განსაზღვრება.

  ბაღში იდგა თეთრი მარმარილოს ქანდაკება.

 

„მარმარილოს“  ქანდაკების მსაზღვრელია,ხოლო

„თეთრი“ მარმარილოს მსაზღვრელი

ტექსტებში შეიძლება შეგხვდეს ორმაგი და სამმაგი განსაზღვრებების არაერთი მაგალითი.

 


გარემოება


·       გარემოება არის წინადადების არამთავარი  წევრი,რომელიც უშუალოდ ზმნას უკავშირდება და მის მიერ გამოხატულ მოქმედებას რაიმე კუთხით ახასიათებს

·       გარემოება ხშირად იგივე ზმნიზედაა  და ის ზმნას ფორმაუცვლელად უკავშირდება;

·       გარემოება რაიმე მოქმედებას სულ სხვადასხვაგვარად წარმოადგენს.

·       გარემოება შეიძლება მიუთითებდეს მოქმედების დროს

·       გარემოება შეიძლება მიუთითებდეს მოქმედების ადგილს

·       შეიძლება უჩვენებდეს როგორ ვითარებაში ხდება მოქმედება;

·       შეიძლება ასახვდეს მოქმედების მიზეზს

·       შეიძლება ასახვდეს მოქმედების მიზანს

ამის მიხედვით გვაქვს:

 

1.     დროის გარემოება (დაესმის კითხვა -როდის?)  დღეს მერცხალი შემოფრინდა.

2.     ადგილის გარემოება(სად?,საიდან?,სადამდე?) ქალაქიდან დაიძრა მანქანების ნაკადი.

3.     ვითარების გრემოება(როგორ?) ბავშვები ხმამაღლა იცინოდნენ.

4.     მიზეზის გარემოება(რატომ?რის გამო?) გლეხი ჯავრისაგან ატირდა.

5.     მიზნის გარემოება(რისთვის?რამიზნით?) მეგობრები საბანაოდ წავიდნენ.

 

ყურადღება:

 

ერთი წინადადების ფარგლებში ზმნას შეიძლება ერთდროულად ახლდეს რამდენიმე გარემოება;

თუ გარემოებები ერთნაირი შინაარსისაა მათ შორის მძიმე დაიწერება; !!!

მაგ. ეზოში,წყაროსთან ყმაწვილები მოგროვდნენ.

ხოლო თუ გარემოებები სხვადასხვა ჯგუფისაა,მათ შორის სასვენი ნიშანი არ იწერება:

მაგ: დღეს აქ სწრაფად შეიკრიბა უბნის ახალგაზრდობა.

 

ხხხ

 

როგორც ხედავ გარემოების სახეობა კითხვით უნდა ამოიცნო;

ამათგან მეტ დაკვირვებას მოითხოვს მიზეზის და მიზნის გარემოებები,რადგან ზოგჯერ მათ ერთმანეთში ურევენ

მაგ . შეცდომაა    რისთვის იხდი ბოდიშს?

რატომ არის შეცდომა?

იმიტომ,რომ ბოდიშის მოსახდელი ამბავი უკვე მოხდა(ანუ წარსულია) და ის ბოდიშის მიზეზია .(რატომ?)

მიზანი კი მომავალში მოსახდენ ამბავს გულისხმობს(რისთვის?)

მაგ. რისთვის ამზადებ ზურგჩანთას ?

ამ შემთხვევაში შეუფერებელია“რატომ?“

 

ჩამოაყალიბე მიზეზის და მიზნის გარემოებების ამოსაცნობი წესი.

ამოსაცნობი კითხვები დაესმის ზმნას.

1.     დროის გარემოება   როდის?

2.     ადგილის გარემოება სად? საიდან? სადამდე?

3.     ვითარების გარემოება როგორ ?

4.     მიზეზის გარემოება    რატომ?

5.     მიზნის გარემოება რისთვის?რა მიზნით?


Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პოეტის და პოეზიის დანიშნულება ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის შემოქმედებაში

"კაცია ადამიანი ?!"-ილიას რეალისტური ნაწარმოები