განსაზღვრებითი და გარემოებითი დამოკიდებული წინადადებები

 

განსაზღვრებითი დამოკიდებული წინადადებები

 

·        განსაზღვრებითი დამოკიდებული წინადადება ისევე მიემართება მთავარი წინადადების სუბიექტ-ობიექტებს(აგრეთვე-დამატებას),როგორც ჩვეულებრივი განსაზღვრება(მსაზღვრელი)

·        განსაზღვრებით დამოკიდებულ წინადადებას დაესმის კითხვები:

 

რომელი ?

როგორი?

რამდენი?

როდინდელი?

სადაური?

 

·        შესაბამისად,დამოკიდებული წინადადებების წევრ- კავშირებია:

რომელიც,როგორიც,რამდენიც,როდინდელიც,სადაურიც..

 

მაგ.

დგებოდა ღამე,რომელსაც ყველა შიშით მოელოდა.

 

კითხვა: რომელი ღამე დგებოდა ?

პასუხი: [ის]ღამე რომელსაც ყველა მოელოდა.

 

 

·        ე.წ. „მისამართ წევრად’’ ,ჩვეულებისამებრ,შესაბამისი ჩვენებითი ნაცვალსახელი გამოიყენება(ან-აღდგება);

 

შესაბამისი მიმართების მოდელი ასეთია:

 

ის(მაგ.სახლი) --  რომელიც

ისეთი(მეგოარი) --  როგორიც

იმდენი( რიცხვი) --  რამდენიც

 

და   მისთ.

 

მაგ.

 

ის დღეც გათენდა,რომელსაც ველოდით

 

კითხვა: რომელი დღე გათენდა?

პასუხი: ის დღეც  რომელსაც ველოდით

 

 

ისეთ ზეიმს გავმართავთ,როგორიც არავის უნახავს.

კითხვა: როგორ ზეიმს გავმართავთ ?

პასუხი: ისეთ ზეიმს როგორიც არავის უნახავს.

 

 

 

ყურადღება:

 

1.      განსაზღვრებიტი დამოკიდებული წინადადების წევრ-კავშირად არცთუ იშვიათად გამოიყენება ზმნიზედები,რაც არის შეცდომა.

 

                      მივედით იმ სახლში ,სადაც მეზობლები შეკრებილიყვნენ.

                        უნდა იყოს:

                    მივედით იმ სახლში ,რომელშიც მეზობლები შეკრებილიყვნენ.

2.      ასევე დაუშვებელია მიმართება „ისეთი- როგორც’’,რადგანაც პირველი განსაზღვრებას გამოხატავს ,მეორე-გარემოებას:

 

ისეთი ცხოვრება არ დახვდა,როგორც ეგონა.

უნდა იყოს:

ისეთი ცხოვრება არ დახვდა,როგორიც ეგონა.

 

 

 

შენიშვნა:

რადგანაც მსაზღვრელ წევრად ნათესაობით ბრუნვაში მდგომი სახელიც გვხვდება(„სუბსტანტიური განსაზღვრება’’),განსაზღვრებით დამოკიდებული წინადადება შეიძლება ისეთი სახითაც შეგვხვდეს,რომელიც კითხვად „ვისი?’’  „რისა?’’ კითხვით-კუთვნილებით ნაცვალსახელებს იგუებს.

 

მაგ.

 

ყველა შენატრის იმის სახელს,ვინც სამშობლოს უერთგულა.

 

კითხვა:  ვის სახელს შენატრის ყველა?

 

პასუხი :იმის სახელს ვინც სამშობლოს უერთგულა.

 

 

ხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხ

გარემოებითი   დამოკიდებული წინადადებები

 

 

·        გარემოებითი დამოკიდებული წინადადება მთავარი წინადადების შემასმენელთან მიმართებით  ხუთგვარი ფუნქციით შეგვხვდება: დროის გარემოებითი დამოკიდებული,ადგილის გარემოებითი დამოკიდებული,ვითარების გარემოებითი დამოკიდებული,მიზეზის გარემოებითი დამოკიდებული და მიზნის გარემოებითი დამოკიდებული.

 

 

1.      დროის გარემოებითი დამოკიდებული

მისამართი სიტყვის და წევრ- კავშირის შესაბამისობა:  მაშინ  -- როცა

 

როცა სიტყვა ხშირდებაო,მაშინ საქმე მცირდებაო.

 

კითხვა:  როდის მცირდება საქმე ?(ამოსაცნობი კითხვა გარემოების სახეობის)

პასუხი:   [მაშინ] როცა სიტყვა ხშირდება.

 

 

2.      ადგილის გარემოებითი დამოკიდებული წინადადება  .  იქ-სადაც

სადაც არის ბედი შენი,იქ მიგიყვანს ფეხი შენი.

კითხვა: სად მიგიყვანს ფეხი შენი?

პასუხი  : [იქ] სადაც არის ბედი შენი.

 

3.      ვითარების გარემოებითი დამოკიდებული წინადადება. ისე-როგორც

 

როგორც დამიკრავ ფანდურსა,მეც ისე დაგიროკდები.

 

კითხვა: როგორ და დაგიროკდები ?

პასუხი:[ისე] როგორც დამიკრავ ფანდურსა.

 

4.      მიზეზის გარემოებითი დამოკიდებული წინადადება. იმიტომ- რადგანაც;

ჭალა იმიტომ ჩანდა იდუმლად,რადგანაც მთვარე ანათებდა.

 

კითხვა: რატომ ჩანდა ჭალა იდუმლად?

პასუხი: [იმიტომ ჩანდა] რადგან მთვარე ანათებდა.

 

უფრო ხშირია იმიტომ-- რომ

 

ცოლმა არ უპასუხა იმიტომ,რომ გართული იყო ნოტების გარჩევით.

 

 

5.      მიზნის გარემოებითი  დამოკიდებული წინადადება. (იმისთვის-რათა)

                       ყოველ ღონეს მიმართეს იმისთვის,რათა თავი დაეხსნათ.

                         კითხვა: რისთვის მიმართეს ყოველ ღონეს ?

                        პასუხი:    [იმისთვის]რათა თავი დაეხსნათ

                       

                       ამ შემთხვევაშიც თითქმის მთლიანად გაბატონდა          

                        რომ   კავშირიანი სტრუქტურები

                               ახლოს მივედი,რომ კარგად დამენახა.

                               ნაცვლად

                             ახლოს მივედი იმისათვის,რათა კარგად დამენახა.

 

 

შეცდომები ,რომლებიც არ უნდა დაუშვა:

 

·        მიზეზის და მიზნის გარემოებების აღრევის შემთხვევები საკმაოდ ხშირია.

·        ხშირია შეცდომები მიზეზისა და მიზნის გარემოებითი დამოკიდებული  წინადადებების გამოყენებისას.

·        ხშირად შეცდომას უშვებენ და ერთმანეთს ენაცვლება  იმიტომ(მიზეზი)---იმისთვის(მიზანი) მისამართი სიტყვები:

შეცდომაა:

შეგირდი იმისთვის დასაჯეს,რისთვისაც სხვას ადანაშაულებდა.(მიზანი)

 

უნდა იყოს:

შეგირდი იმიტომ დასაჯეს,რატომაც სსხვას ადანაშაულებდა(მიზეზი)

 

შეცდომაა:

 

ჭკვიანი ღვინოს იმიტომ სვამს ,რომ მოილხინოს (მიზეზი)

 

უნდა იყოს:

 

ჭკვიანი ღვინოს იმისთვის სვამს,რომ მოილხინოს(მიზანი)

 

·        ხშირად შეცდომას უშვებენ და ერთმანეთს ენაცვლება   რადგან(მიზეზი)-- რათა(მიზანი)  კავშირები.

შეცდომაა:

მოსწავლემ ხეს მიაშურა,რადგან ზედ აცოცებულიყო.

 სწორია:

 მოსწავლემ ხეს მიაშურა,რათა ზედ აცოცებულიყო.


Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პოეტის და პოეზიის დანიშნულება ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის შემოქმედებაში

"კაცია ადამიანი ?!"-ილიას რეალისტური ნაწარმოები