უნივერსალური კავშირი "რომ''


 

·        „რომ’’ კავშირს უნივერსალურ კავშირს უწოდებენ.

·        დააკვირდი:

თითქმის ყველა სახის რთულ წინადადებას საკუთარი კავშირები(და მისამართი  სიტყვები ) აღმოაჩნდა.

კიდევ ერთხელ გადავავლოთ თვალი ამ მიმართებებს:

მისამართი სიტყვა

კავშირი

ის

ვინც

ისეთი

როგორიც

იქ

სადაც

მაშინ

როცა

ისე

როგორც

იმიტომ

რადგანაც

იმისთვის

რათა

 

თუ

 

თუკი

 

ამიტომ

 

რის გამოც

 

ისიც უნდა გახსოვდეს,რომ გარკვეული სახის კავშირებს  წ ე ვ რ - კ ა ვ შ ი რ ე ბ ი  ჰქვია,

რადგან ისინი, კ ა ვ შ ი რ ი ს ფუნქციასთან ერთად,წინადადების წ ე ვ რ ი ს  როლსაც ასრულებენ (კითხვა დაესმით)

მაგ.

იმდენი წელი იცოცხლე,რამდენიც არ მოგწყინდება.

რამდენიც დამოკიდებული წინადადების კავშირია,მაგრამ იმავე დროს წევრია,რადგან დაესმის კითხვა „რამდენი?’’[არ მოგწყინდება]?

 

·        ამათგან განსხვავებით,კავშირი „რომ’’ წევრის ფუნქციიტ არასოდეს გამოდის( არც კითხვა დაესმის);

·        რაც მთავარია, მას შესწევს უნარი ,თითქმის ყველა სხვა წევრ-კავშირს ენაცვლებოდეს.

·        ამიტომა ვუწოდეთ მას „უნივერსალური’’ კავშირი

დააკვირდი:

 ეკალში ვარდი შევნიშნე,ობლად რომ ამოსულიყო.

კითხვა: რომელი ვარდი შევნიშნე?

ამდენად ,რომ კავშირი ჩანაცვლებია განსაზღვრების გამომხატველ წევრ-კავშირს-რომელიც.

 

მე ჩონგური მისთვის მინდა,რომ  სიმართლეს მსახურებდეს.

კითხვა : რისთვის მინდა ჩონგური?(მისამართი სიტყვა -მისთვის,დაესმის კითხვა)

რომ კავშირი აქ ენაცვლება მიზნის გარემოების გამომხატველ წევრ-კავშირს  რათა..

 

მე რომ მივედი,ყველაფერი დამთავრებული  იყო.

 

კითხვა:როდის იყო ყველაფერი დამთავრებული?

აქ რომ გვევლინება როდესაც დროის გარემოების  ფუნქციით

 

ხხხხ

დაიმახსოვრე:

„რომ“ კავშირის ამგვარი ჩანაცვლება წევრ-კავშირებით იმასაც ემსახურება,რომ სწორად გამოვიყენოთ დამოკიდებულ წინადადებათა ამოცნობის მითითებული ხერხები;

სათანადო წევრ-კავშირი ცხადს ხდის „რომ“ კავშირის რეალურ ფუნქციას.

Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პოეტის და პოეზიის დანიშნულება ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის შემოქმედებაში

როგორ მოვიქცეთ კუჭის ტკივილის დროს

"კაცია ადამიანი ?!"-ილიას რეალისტური ნაწარმოები