ნაცვალსახელი

 



·                  ნაცვალსახელის დანიშნულებაა ჩაანაცვლოს რომელიმე სახელი( არსებითი სახელი,ზედსართავი სახელი,რიცხვითი სახელი)

·                  სახელების ჩანაცვლება ნაცვალსახელით ხდება მეტყველების ან წერის პროცესში;

მაგ.

სტმარი მოვიდა.

ის უფროსს დაელაპარაკა;

 

(მეორე წინადადებაში არ ვამბობთ ისევ "სტუმარი " რადგან ეს სტილისტურად გაუმართლებელია.

 ვამბობთ "ის" ;აქ არსებითი სახელი ჩაანაცვლა ნაცვალსახელმა)

წითელი ვაშლი დავინახე.

ასეთი ვაშლი ჯერ არ მინახავს

(არ ვიმეორებთ "წითელს" -ზედსართავ სახელს ვანაცვლებთ ნაცვალსახელით "ასეთი")

ათასი მომარი გამოვიდა საბრძოლველად.

ამდენი მეომარი ჯერ არ გამოსულა.

(აქ ნაცვალსახელმაამდენი“  ჩაანაცვლა რიცხვითი სახელი „ათასი“)

 

 

ხხხხხხხხხ

 

·                  ქართულ ენაში არის 10 ნაცლსახელთა ჯგუფი !!!!

 

1.                პირის ნაცვალსახელი : ანაცვლებს არსებით სახელს

პირველი პირის ნაცვალსახელები: მე (მხ.რიცხვი) ჩვენ (მრ.რიცხვი)
მე-2 პირის ნაცვალსახელები: შენ(მხ.რიცხვი) თქვენ( მრ.რიცხ)
მე-3 პირის ნაცვალსახები :ის  ან იგი(მხ.რიცხ) ისინი (მრ.რიცხვი)

პირის ნაცვალსახელი :თავი
მომარმა თავი გაწირა;(თავი აქ აღნიშნავს მეომრის მე-)
თავის თავი ; ჩემი თავი ,საკუთარი თავი


2.
ჩვენებითი ნაცვალსახელი: მისი დანიშნულებაა საგანზე მითითება  უკავია განსაზღვრების ანუ ზედსართავის ადგილი; ანაცვლებს ზედსართავ სახელს:
ეს;ეგ;ის;იგი (მხ.რიცხვი)
ესენი,ისინი,ეგენი(მრ.რიცხვი)
ასეთი,ეგეთი,ისეთი; ასეთები,ეგეთები,ისეთები
ამნაირი,ამნაირები
იმნაირი,იმნაირები

მაგნირი,მაგნაირები
ამდენი,
იმდენი
მაგდენი

3.
კუთვნილებითი ნაცვალსახელები : გვიჩვენებს საგნის კუთვნილებას ,ანუ ვის ეკუთვნის საგანი

ჩემი (მხ)
შენი
მისი
თავისი (მხ)
ჩვენი(მრ)
თქვენი
მათი
თავიანთი(მრ)

4.
კითხვითი ნაცვალსახელები :
ვინ?
რა ?
რომელი ?
როდინდელი ?
სადაური ?

რამდენი?

როგორი?

5.
კითხვით-კუთვნილებითი ნაცალსახელები :
ვისი ?
რისა ?

რისი ?

6.
მიმართებითი ნაცვალსახელები :
ეს ნაცვალსახელები კითხვით ნაცვალსახელებზე ნაწილაკის დართვით არის წარმოებული და მიმართული პირის ნაცვალსახელებისკენ

ვინც
რაც  
რომელიც
სადაურიც
როდინდელიც

როგორიც

რამდენიც

7.
განსაზღვრებითი ნაცვალსახელები : განსაზვრავენ კონკრეტულ საგნებს:
თვით
თვითონ
თითოული
ყველა
ყოველი

ყველაფერი
სხვა

8.
განუსაზღვრელი ნაცვალსახელები იწარმოება ნაწილაკებით არ განსაზღვრავენ კონკრეტულ საგანს
ვინმე
რამე
ვიღაც()
რაღაც()
ზოგი
ერთი (მაგ. იყო ერთი მეფე..)
ზოგჯერ
ზოგიერთი;
კაცი(ზოგადი განუზღვრელი მნიშვნელობით მაგ.როგორ -ვიღაცა )(მაგ.-ვინ იყო?--კაცი!)

9.
უარყოფითი ნაცვალსახელები :
არავინ

ვერავინ
არაფერი
ნურავინ

ნურაფერი
არარა
ვერარა
ნურარა

10.
ურთიერთობითი ნაცვალსახელები:
ერთმანეთი
ერთურთი
ურთიერთი
ერთიმეორე(ერთად იწერება)

ხხხხხ
ამათგან ზოგიერთი ნაცვალსახელი უფრო აქტიურად იხმარება

 

ხხხხხხხხხხხხხხხხხხ

 

ნაცვალსახელთა ბრუნება

 

·                  სხვადასხვა ჯგუფის ნაცვალსახელები სხვადასხვანაირად იბრუნვის

·                  სხვადასხვა ჯგუფის ნაცვალსახელების რიცხვის წარმოებაც თავისებურია

·                  ყურადღება:ყოველი ჯგუფის ბრუნებაში ,რაღაც მომენტები დამახსოვრებას და მრთლწერაში გათვალისწინებას მოითხოვს !!!

 

პირის ნაცვალსახელთა ბრუნება

 

სახელობითი

მე

შენ

ჩვენ

თვენ

ის/იგი

ისი-ნ-ი

მოთხრობითი

მე

შენ

ჩვენ

თქვენ

მა-ნ

მა-თ

მიცემითი

მე

შენ

ჩვენ

თქვენ

მა-ს

მა-თ

ნათესაობითი

ჩემ[მიერ]

შენ [შესახებ]

ჩვენ[-კენ]

თქვენ [-თვის]

მ-ის

მ-ათ

მოქმედებითი

-

-

-

-

-(ი)მ-ით

მა-თი

ვითარებითი

-

-

-

-

-(ი)მ-ად

-

წოდებით

-

შენ ; შე

-

თქვენ,თქვე

-

-

 

შენიშვნა:

ჩემ და ჩვენ  ნაცვალსახელები (-კენ ან სხვა რომელიმე ნათესაობითის თანდებულთან ერთად უნდა იყოს აცილებლად,მხოლოდ მაშინ იქნება პირის ნაცვალსახელი)

 

შენიშვნა:

როგორ ამოვიცნოთ მე რომელ ბრუნვაშია ?

 უნდა ჩავსვათ მის ნაცვლად არსებითი სახელი და კონტექსტიდან ამოვიცნოთ;

 მე მიყვარს მაგთი;

ხალხს უყვარს მაგთი.(მიც.ბრ)

მე დავუყვირე;

ხალხმა დაუყვირა(მოთხ. ბრ)

შენიშვნა:

შენ/თქვენ(-კენ ან სხვა რომელიმე ნათესაობითი ბრუნვის თანდებულთან ერთად უნდა იყოს აუცილებლად რომ პირის ნაცვალსახელად მივიჩნიოთ.  ეს შეიძლება იყოს  ცალკე მდგომი  თანდებული მაგ.  შესახებ

 

შენიშვნა :

როგორ ამოვიცნოთ შენ რომელ ბრუნვაშია ?

უნდა ჩავსვათ მის ნაცვლად არსებითი სახელი და კონტექსტიდან ამოვიცნოთ

ხხხ

კითხვით ნაცვალსახელთა ბრუნება

სახელობითი

ვი-ნ

რა

მოთხრობითი

ვი-ნ

რა-მ

მიცემითი

ვი-ს

რა-ს

ნათესაობითი

ვი-ს(ი)

რ-ის

მოქმედებითი

-

რ-ით

ვითარებითი

-

რ-ად

წოდებით

-

-

 

 

ხხ

ყურადღება:

ჩვენებითი ნაცვალსახელები იგივე  პირის ნაცვალსახელებია ,ოღონდ მე-3 პირისა.

თუ რომელია კონკრეტული ნაცვალსახელი(პირისა თუ ჩვენებითი) ,ამისათვის  აუცილებელია დავადგინოთ,ზმნას მიემართება ნაცვალსახელი  თუ სახელს;

მაგ. ის მოვიდა (ის პირის ნაცვალსახელია ,რადგან ზმნას მიემართება)

ის კაცი მოვიდა(ის ჩვენებითი ნაცვალსახელია,რადგა არსებითისახელს „კაცი“ მიემართება)

ყურადღება:

ჩვენებითი ნაცვალსახელის ბრუნების მთავარი თავისებურებაა ფუძის მონაცვლეობა

საკუთარი ფუძით ჩვენებითი ნაცვალსახელი მხოლოდ სახელობით ბრუნვაში გვხვდება

 

 

სახელობითი

ეს

ეგ

ის/იგი

ეგე-ნი/ესენ-ი

ისი-ნი

მოთხრობითი

ამა-ნ

მაგა-ნ

იმა-ნ

ამა-თ

იმა-თ

მიცემითი

ამა-ს

მაგა-ს

იმა-ს

ამა-თ

იმა-თ

ნათესაობითი

ამ-ის

მაგ-ის

იმ-ის

ამა-თ

იმა-თ

მოქმედებითი

ამ-ით

მაგ-ით

-იმ-ით

-

 

ვითარებითი

ამ-ად

მაგ-ად

-იმ-ად

-

 

წოდებით

-

-

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ყურადღება:

დამოუკიდებლად გამოყენებული ჩვენებითი ნაცვალსახელი  პირის ნაცვალსახელად ითვლება;

ჩვენებითი ნაცვალსახელი არსებით სახელთან ერთად  ბრუნებისას მხოლოდ ფუძის სახით იქნება წარმოდგენილი:

სახელობითი

ეს კაცი

მოთხრობითი

ამ კაცმა

მიცემითი

ამ კაცს

ნათესაობითი

ამ კაცის

მოქმედებითი

ამ კაცით

ვითარებითი

ამ  კაცად

წოდებით

-

 

-მე ;-ღა,-ც;-ვე ნაწილაკიან ნაცვალსახელთა ბრუნება

ასეთი ნაწილაკებიანია  განუსაზღვრელი ნაცვალსახელები;

ეს ნაწილაკები დროთა განმავლობაში შეეხორცა ფუძეს,ამიტომ გვექნება ასეთნაირი ბრუნება :

სახელობითი

ვინმე

ვიღა

ვიღაცა

იგივე

მოთხრობითი

ვინმე-მ

ვიღა-მ

ვიღაცა-მ

იმავე-მ

მიცემითი

ვიმე-ს

ვიღა-ს

ვიღაცა-ს

იმავე-ს

ნათესაობითი

ვინმე-ს(ი)

ვიღა-სი

ვიღაცა-სი

იმავე-სი

მოქმედებითი

ვინმე-თ(ი)

ვიღა-თი

ვიღაცა-თი

იმავე-თი

ვითარებითი

ვინმე-დ

ვიღა-დ

ვიღაცა-დ

იმავე-დ

წოდებით

-

-

-

-

 

ასევე იბრუნება:

ერთი და იგივე

ერთმა და იმავემ

ერთსა და იმავეს

ერთის და იმავესი

ერთით და იმავეთი

ეთად და იმავედ

 

ნაცვალსახელთა რიცხვის წარმოება და მართლწერა !!!!!!!!!

 

1.               იგივე  ნაცვალსახელის ბრუნება(ფუძეს იცვლის არ იკვეცება)

სახ.      იგივე
მოთხ. იმავე-
მიც.     იმავე-
ნათ.    იმავე-სი
მოქ.     იმავე-თი
ვით .   იმავე-
წოდ     არ აქვს

ერთი და   იგივე     
ფუძეს იცვლის:
სახერთ- და იგივე 

მოთხ. ერთ-მა და იმავე- 

მიც. ერთ-() და იმავე- 

ნათ. ერთ-ის(და იმავე-სი 

მოქ. ერთ- ით() და იმავე-თი 

ვით . ერთ(ად) და იმავე- 

წოდ არ აქვს 


კუთვნილებით ნაცვალსახელის  არსებით სახელთან ერთად ბრუნება:

ყურადღება: მიცემითში და ვითარებითში  კუთვნილებით ნაცვალსახელის ფუძეს ემატება-

მაგ. ჩემი ძმა

სახ.     ჩემი ძმა  

მოთხ. ჩემ-მა  ძმა- 

მიც.    ჩემ- ძმა-

ნათ.    ჩემ-()   ძმ-ის

მოქ.     ჩემ-() ძმ-ით 

ვით .   ჩემ-         ძმ-ად

წოდ   ჩემ-  ძმა-



დაიმახსოვრე:

კუთვნილებითი ნაცვალსახელებთან  ბრუნვის ნიშანი თანდებულებთან არ გამოიყენება !!



სწორია ჩემკენ და არა ჩემკენ
სწორია თქვენკენ და არა თქვენკენ
სწორია შენგან და არა შენგან


კუთვნილებითი ნაცვალსახელების სწორად  ხმარება :

დაიმახსოვრე:
მისი (ობიექტის -ანუ  სხვისი)
თავისი(მე-3 პირის სუბიექტისა-ანუ  საკუთარი)

სწორი ფორმაა: დედამ თავისი შვილი  სკოლიდან გამოიყვანა

არასწორი ფორმაა დედამ მისი შვილი სკოლიდან გამოიყვანა;



თავისი- ნაცვალსახელი გამოიყენება მხოლოდ მე-3 პირის კუთვნილებისათვის
არ შეიძლება თავისი- გამოყენება პირველ და მე-2 პირებთან

ამიტომ არასწორია ყველამ თავის საქმეს მიხედოს
სწორია ყველამ(პირველი პირია) ჩვენს საქმეს მივხედოთ.

თავისი განეკუთვნება მხოლობითში  მყოფ სუბიექტს
დედამ თავისი შვილი გამოიყვანა

დედებმა თავიანთი შვილები გამოიყვანეს (მრავლობითი)

როცა სუბიექტი მრავლობითში გამოიყენება არა თავისი არამედ თავიანთი( ამ ნაცვალსახელის ფორმა მრავლობითში იცვლება)


ყოველი და ყველა 

·                  ბევრი  ვერ არჩევს განსხვავებას არადა გასხვავება დიდია

·                  ყოველი ნიშნავს თითოეულს მრავალში ანუ ერთს სიმრავლიდან

·                  ყველა=მთელ  სიმრავლეს


თითოეული,თვითეული ,თითეული-რომელია სწორი ფორმა ?

თითეული არასწორია
თითოეული სწორი ფორმაა თვითეულიც დასაშვებია


ჩვენგანი,თქვენგანი,მათგანი (მიღებულია-გან თანდებულის დართვით) ესენი სწორი ფორმებია 

დაიმახსოვრე:
ჩვენთაგანი,თქვენთაგანი,მათთაგანი: ესენი ყველა არასწორი ფორმებია

 

ყურადღება:

ვინ ნაცვალსახელს მრავლობითის ფორმა არ აქვს:

არასწორია „ვინები“    ვინები მოვიდნენ ?

სწორია ვინ მოვიდნენ ?

რა ნაცვალსახელს ებიანი მრავლობითის ფორმა არ აქვს

არასწორია რაები :  რაები მესმის?

სწორია      რა მესმის ?

დასაშვებია რა-ნ-ი         რანი ვიყავით  უწინ ?

 

 

 

 



Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პოეტის და პოეზიის დანიშნულება ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის შემოქმედებაში

"კაცია ადამიანი ?!"-ილიას რეალისტური ნაწარმოები