ზერთული წინადადება.რთული წინადადების გადაკეთება მარტივ წინადადებად


 ·                  აქამდე განვიხილავდით რთული წინადადების ისეთ მაგალითებს,რომლებიც ორი მარივი წინადადების შეერთებით იყო მიღებული.

·                  ენაში კი არსებობს უფრო რთული კონსტრუქციებიც,რომლებშიც ერთდროულდ არის თანწყობაც და ქვეწყობაც,ანდა ქვეყობილი წინადადება ორსა და მეტ დამოკიდებულს შეიცავს.

·                  სწორედ ასეთ შემთხვევაში ვამბობთ,რომ წინადადება ზ ე რ თ უ ლ ი ა.

·                  ასეთი რთული კონსტრუქციები ორი სახისაა:

1.                უკვე გავეცანით რთული წინადადების ორ ძირითად ტიპს-რთულ თანწყობილსა და რთულ ქვეწყობილს(თავიანთი ქვესახეობებით).

მაგრამ ტექსტების შესწავლის დროს არაერთხელ შეგხვდებათ ისეთი წინადადება,რომელიც ერთდროულად შეიცავს ორივენაირ რთულ წინადადებას.

 

მაგ.

სტუმრები მოვიდნენ და ყველა ისე მოკალათდა,რომ უფროსის ხმა კარგად გაეგონათ.

 

როგორც ხედავთ,“რომ’’ კავშირამდე წინადადება თ ა ნ წ ყ ო ბ ი ლ ი ა   ,ხოლო  „და ‘’ კავშირის შემდგომ  ქ ვ ე წ ყ ო ბ ი ლ ი;

 

ანუ ეს წინადადება ორგვარი რთული წინადადების შერწყმით არის მიღებული:

 

ა) სტუმრები მოვიდნენ და ყველა (ისე) მოკალათდა.

ბ) ყველა ისე მოკალათდა,რომ უფროსის ხმა კარგად გაეგონათ.

 

2.                შესაძლებელია ისიც,რომ ერთ წინადადებად ორი ( ან მეტი) ქ ვ ე წ ყ ო ბ ი ლ ი წინადადება იყოს შეერთებული.

 

ამ შემთხვევაშო ორგვარი შესაძლებლობა გვაქვს:

 

ა) ერთ მთავარ წინადადებას ერთდროულად უკავშირდება ორი   დამოკიდებული:

 

როცა მოხვალ , აქ დაგხვდება ის,ვისაც ნატრობდი.

 

სქემა:   დამოკიდებული-მთავარი- დამოკიდებული.

 

ამ მაგალითში შემდეგი ქვეწყობილი წინადადებებია შეერთებული:

(ა)  როცა მოხვალ,აქ დაგხვდება ის.

(ბ) აქ დაგხვდება ის,ვისაც ნატრობდი.

 

ბ) დამოკიდებულ წინადადებას,თავის მხრივ,საკუთარი დამოკიდებული წინადადება ერთის( დამოკიდებულის დამოკიდებული):

 

მან ივანე მესხთან ერთად მთელი გეგმა შეადგინა იმისა,თუ რა გზით მიეშველებოდნენ იმ ხალხს,რომელსაც ეწეოდა სოფელი ქალაქისკენ.

 

სქემა მთავარი- დამოკიდებული- დამოკიდებული

 

ანუ ამ ზერთულ წინადადებაში შეერთებულია ორი რთული ქვეწყობილი წინადადება:

 

(ა) მან.. გეგმა შეადგინა იმისა,თუ რა გზით მიეშველებოდნენ იმ ხალხს.

(ბ) რა გზით მიეშველებოდნენ იმ ხალხს,რომელსაც ეწეოდა სოფელი ქალაქისკენ.

 

 

 

ხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხ

 

რთული წინადადების გადაკეთება მარტივ წინადადებად !!!

 

 

·                  სხვადასხვაგვარ ტექსტებში მარტივი და რთული წინადადებების მუდმივ მონაცვლეობას ვხვდებით.

·                  ვხედავთ,რომ ამგვარი ცვლილებები ტექსტის სტილთან არის დაკავშირებული.(მარტივი წინადადებებით თხრობა უფრო სხარტია,რთულით-უფრო დინჯი და მძიმე).

·                  ცნობილია,მაგალითად,რომ აკაკი წერეთელი მარტივ კონსტრუქციებს(წინადადებებს) ირჩევდა, ხოლო ალექსანდრე ყაზბეგი -რთულს.

·                  თანამედროვე მწერლებიდან რევაზ ინანიშვილი მარტივ წინადადებებს ამჯობინებს,ოთარ ჭილაძე - რთულს.

 

დაიმახსოვრე:

ერთი და იგივე აზრი შეიძლება ერთნაირი წარმატებით გამოიხატოს სხვადასხვა კონსტრუქციით. !!!!

 

·                  ამდენად,რთული წინადადების გადაკეთება მარტივად( ან-პირიქით),ანდა ამ ორგვარი კონსტრუქციიდან ერთ-ერთის არჩევა,ჩვეულებისამებრ,შესაფერისი სტილის შერჩევას ემსახურება.

შეადარე:

 

ა) მზის ამოსვლისთანავე მერცხლებმა ჟივილ-ხივილი ატეხეს.

ბ) მზე ამოვიდა თუ არა, მერცხლებმა ჟივილ-ხივილი ატეხეს.

 

შენიშვნა:

რთული წინადადების მარტივად გადაკეთება შეიძლება იმისთვის გამოვიყენოთ,რომ დავრწმუნდეთ,სწორად დავადგინეთ თუ არა დამოკიდებული წინადადების სახეობა.

 

როგორ გადავაკეთოთ რთული წინადადება მარტივად ?

 

 

ყურადღება:

 

·                  მარტივ წინადადებად შეიძლება გადავაკეთოთ ისეთი ქვეწყობილი წინადადება,რომლის დამოკიდებული წინადადება მთავრის რომელიმე წევრს მიემართება.

·                  ამგვარი ცვლილებისათვის აუცილებელია დამოკიდებული წინადადების

 ზ მ ნ ა  გადაკეთდეს შესაბამის ს ა ხ ე ლ ზ მ ნ ა დ( საწყისად ან მიმღეობად) და იმ წევრად შევიდეს მთავარ წინადადებაში,რა სახისაც არის დამოკიდებული წინადადება(თუ განსაზღვრებითია დამოკიდებული წინადადება,განსაზღვრებად,თუ დროის გარემოებითია-დროის გარემოებად,თუ დამატებითია-დამატებად და ა.შ.)

 

მაგ. ავიღოთ რთული ქვეწყობილი წინადადება :

 

ეს ამბავი  მანამ მოხდა,სანამ საფრთხეს დაინახავდნენ.

 

                  დამოკიდებული წინადადების ზმნის გადაკეთება:

                   დაინახავდნენ  -  დანახვამდე

 

                 მივიღებთ:

         ეს ამბავი საფრთხის დ ა ნ ა ხ ვ ა მ დ ე  მოხდა.

 

შენიშვნა: გაიმეორე საწყისი და მიმღეობა

Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პოეტის და პოეზიის დანიშნულება ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის შემოქმედებაში

"კაცია ადამიანი ?!"-ილიას რეალისტური ნაწარმოები