რთული წინადადება. რთული თანწყობილი წინადადება

 

·        მარტივი და შერწყმული წინადადებების მსგავსად,რთული წინადადებაც არაერთგვაროვანია.

·        რთული ჰქვია ისეთ წინადადებას,რომელიც ორი(ან მეტი) მარტივი წინადადების შეერთებით არის მიღებული.

მაგ. ავიღოთ ორი მარტივი წინადადება:

 

ცაზე ბრდღვიალა მზე  ა მ ო ვ ი დ ა.

მზის სხივებმა გარემო  გ ა ა ნ ა თ ა.

 

ამ ორი წინადადებით მოწოდებული ორი ურთიერთდაკავშირებული აზრი შეიძლება ერთი წინადადებითაც გამოვხატოთ:

 

ცაზე ბრდღვიალა მზე ამოვიდა და მისმა სხივებმა გარემო გაანათა.

 

·        როგორც ხედავ,ამ შეერთების დროს შემადგენელ წინადადებებს თავიანთი ფორმა თითქმის სრულად აქვთ შენარჩუნებული;

·        ისინი ამ ერთიანობაში თანასწორნი არიან;

·        ორი მარტივი წინადადების შეერთებით მივიღეთ ერთი  რ თ უ ლ ი წინადადება.

 

ჩამოვაყალიბოთ რთული წინადადების ამოცნობის ხერხი:

რთულია წინადადება,რომელიც ორ(ან-მეტ) ზმნას შეიცავს.

შენიშვნა:

ზმნების მიხედვით შერწყმული წინადადება რთული წინადადების გამარტივებული სახეა.

 

·        ორი(ან მეტი) მარტივი წინადადების შეერთება რთულ წინადადებად მხოლოდ იმ სახის არ არის,რაც უკვე იყო წარმოდგენილი.

·        შეიძლება ამგვარ შეერთებაში მეტად ჩანდეს შემადგენელ წინადადებათა დროული ან მიზეზ-შედეგობრივი ურთიერთმიმართება და ურთიერთდამოკიდებულება;

მაგ.

რ ო დ ე ს ა ც  მზე   ა მ ო ვ ი დ ა ,მისმა  სხივებმა გარემო  გ ა ა ნ ა თ ა.

რ ა დ გ ა ნ ა ც  მზე  ა მ ო ვ ი დ ა ,მისმა სხივებმა გარემო  გ ა ა ნ ა თ ა .

 

როგორც ხედავ ,სამივე რთული წინადადება შინაარსობრივად ერთსა და იმავე მოვლენას გამოხატავს(„ მზის ამოსვლა და გარემოს განათება’’),მაგრამ სინტაქსურად მათ შორის მნიშვნელოვანი განსხვავებაა:

ა) პირველ შემთხვევაში  და კავშირი ხაზს უსვამს შემადგენელ წინადადებათა „თანასწორობას’’.

ბ) მეორე შემთხვევა გამოხატავს მათს დროულ  ურთიერთდამოკიდებულებას,რასაც წარმოაჩენს „როდესაც’’  კავშირი

გ)მესამე შემთხვევაში წინადადებით გადმოცემულ მოვლენებს შორის მიზეზ-შედეგობრივი მიმართება ჩანს( კავშირი „რადგანაც’’)

 

ამგვარად,ერთ რთულ წინადადებად მარტივ წინადადებათა შეერთების პირველი და მეორე-მესამე შემთხვევების გათვალისწინებით ვადგენთ რთული წინადადების ორ ძირითად ტიპს:

 

1.      რთული თ ა ნ წ ყ ო ბ ი ლ ი  წინადადება.

2.      რთული ქ ვ ე წ ყ ო ბ ი ლ ი    წინადადება.

 

დაიმახსოვრე:

თ ა ნ წ ყ ო ბ ი ლ ი    შემადგენელი წინადადებების „თანასწორობას’’ გულისხმობს.

ქ ვ ე წ ყ ო ბ ი ლ ი    შემადგენელი წინადადებების დაქვემდებარებას ,ანუ „უთანასწორობას’’ გულისხმობს.


x

რთული თანწყობილი წინადადება.


·        რთული თ ა ნ წ ყ ო ბ ი ლ ი  არის წინადადება,რომელშიც ორი (ან მეტი) მარტივი წინადადება არსებითად მექანიკურად არის შეერთებული;

·        შემადგენელი წინადადებების გაცალკევება უპირატესად დიდი ძალისხმევის გარეშე არის შესაძლებელი

·        აღნიშნული მთლიანად შეეხება ისეთ თანწყობილ წინადადებებს,რომლებიც უკავშიროდ ან „და’’ კავშირით არის შეეერთებული.

მაგ.

დღემ დაიხურა პირბადე,მთებმა დახუჭეს თვალები.

მერე მანანა წავიდა და მარტო შენ დარჩი.

 

მაგრამ მხოლოდ ეს (უკავშირო ,“და’’ კავშირი) არ არის თანწყობილი წინადადების შემადგენელ წინადადებათა შეერთების საშუალება;

თანწყობილ წინადადების შემადგენელ წინადადებებს შორის ერთგვარი დაპირისპირება იქმნება,როდესაც საკავშირებელ საშუალებებად გამოყენებულია გარკვეული კავშირები და ნაწილაკები:

მაგრამ:  უკვე კარგად განათდა,მაგრამ ყინვა არ იკლებდა.

ხოლო : მასინძელი ქვასთან შეჩერდა,ხოლო სტუმარი დაღმა დაეშვა.

კი:          მასპინძელი ქვასთან შეჩერდა,სტუმარი კი  დაღმა დაეშვა

არც-არც(ვერც -ვერც): ვერც სოფელი შიყვარა,ვერც ქალაქმა მიიღო.

ან-ან : ან ქარი ამოვარდება ,ან თოვლი წამოვა.

ხან-ხან: ხან წამოწვიმს,ხან გადაიღებს.

გინდ-გინდ(თუნდ თუნდ): გინდ ჩვენ გავაგრძელოთ ეს საქმე,გინდ სხვებმა მოჰკიდონ ხელი.

ესე იგი(ე.ი.) : ქუჩებში ხალხი ამოძრავდა,ე.ი. შიში დაიძლია.

ანუ:  ადრესატმა პასუხი არ დამიბრუნა,ანუ მან სხვა  გზა მოძებნა.

 

·        თანწყობილი წინადადების პუნქტუაცია მარტივია :

 

შემადგენელ წინადადებებს შორის მძიმე დაისმის,გარდა იმ შემთხვევებისა ,როდესაც წინადადებაში „და’’ კავშირია გამოყენებული

 

 

·        შენიშვნა:

მძიმე დაისმის მაშინაც,როდესაც ან კავშირი მხოლოდ წინადადების მეორე ნაწილს ახლავს

 

მაგ.

ღამით ტურა დაიჩხავლებს,ან აფთარი აგოდდება.

 

მძიმე არ დაისმის ,როდესაც „ან’’ ორ სიტყვას აერთებს(და არა წორ წინადადებას)

 

მაგ.

დიდი ან პატარა;

კეთილი ან ბოროტი.

 

 

როგორ გავარჩიოთ ერთმანეთისგან თანწყობილი და შერწყმული წინადადებები ?

 

·        შერწყმული წინადადების ორ ზმნას საერთო სუბიექტი აქვს:

                        ნიკამ გაიღიმა და თავისი სათქმელი თქვა.

                     გაიღიმა-მან

                     თქვა- მან

·        თანწყობილი წინადადების თითოეულ ზმნას საკუთარი სუბიექტი აქვს:

მაგ.

ნიკა ფეხზე წამოდგა,მაგრამ მას არაფერი უთქვამს.

 

წამოდგა -ის

უთქვამს- მას

 

 


Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პოეტის და პოეზიის დანიშნულება ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის შემოქმედებაში

"კაცია ადამიანი ?!"-ილიას რეალისტური ნაწარმოები