პირობითი და დათმობითი დამოკიდებული წინადადებები

 


·        რთულლ ქვეწყობილ წინადადებაზე მსჯელობის დაწყებისას ითქვა,რომ ,საზოგადოდ,დამოკიდებულ წინადადებათა ორი ტიპი გამოიყოფა:

 ა) დამოკიდებული წინადადება მიემართება  მთავარი წინადადების რომელიმე წევრს;

ბ)დამოკიდებული წინადადება მიემართება მთელ მთავარ წინადადებას;

 

·        ბ) ტიპის დამოკიდებულ წინადადებას მთავრის მიმართ დამოკიდებული წინადადება ეწოდება.

·        მთავრის მიმართ დამოკიდებული წინადადებები ორი ტიპისაა: პირობითი დამოკიდებული წინადადება და დათმობითი დამოკიდებული წინადადება.

 

პირობითი დამოკიდებული წინადადება

 

·        პირობითი დამოკიდებული წინადადება გვიჩვენებს იმ პირობას,რაც აუცილებელია იმისთვის,რათა შესრულდეს (ან არ შესრულდეს) მთავარი წინადადებით გადმოცემული აზრი.

მაგ.

თუ თავი შენი შენ გახლავს,ღარიბად არ იხსენები.

 

კითხვა:რა შემთვევაში არ იხსენები ღარიბად?(კითხვა დაესმის მთლიანად მთავარს)

პასუხი:თუ თავი შენ გახლავს.

 

·        თუ კავშირი ყველაზე მეტად არის გავრცელებული პირობით დამოკიდებულ წინადადებაში;

·        გარდა ამის,გამოიყენება კავშირები: თუკი, თუ რომ, რომ...

თუკი სიმართლე იქნება,ვენახს ღობე რად უნდაო.

კითხვა: რა შემთხვევაში არ უნდა ღობე ვენახს?

პასუხი : თუკი სიმართლე იქნება.

 

 

გამიქვავდეს მაშინ ენა,თუ რომ ვისმე მივეფერო.

 

კითხვა: რა შემთხვევაში გამიქვავდეს ენა?

პასუხი: თუ რომ ვისმე მივეფერო.

 

რომ კავშირი,ჩვეულებისამებრ მაშინ ენაცვლება თუ-ს,როცა  დამოკიდებულ წინადადებაში გამოყენებულია (ან იგულისხმება) უარყოფითი ნაწილაკი.

მაგ.

იქ რომ არ შევსწრებოდი,ჩვენ არაფერი გვერგებოდა.

კითხვა: რა შემთხვევაში არ გვერგებოდა არაფერი?

პასუხი : იქ რომ არ შევსწრებოდი.

 

შენიშვნა:

·        უთუოდ შემჩნევ,რომ პირობითი დამოკიდებული წინადადება გარკვეულ შემთხვევებში ძალზე ემსგავსება დროის გარემოებით დამოკიდებულ წინადადებას.

·        ისინი შეიძლება გავარჩიოთ კითხვების გამოყენებით ;

·        დროს გამოხატავს „როდის ?’’ კითხვა

·        ხოლო პირობას   კითხვა- „რა პირობით?’’ ან „რა შემთხვევაში?

                    დააკვირდი:

               გამიქვავდეს მაშინ ენა,თუ რომ ვისმე მივეფერო .

               მთავარს დაესმის კითხვა „რა შემთხვევაში?’’  და არა  „როდის?’’

 

           ხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხ

               დათმობითი დამოკიდებული წინადადება

·        დათმობითი დამოკიდებული წინადადება გადმოსცემს ისეთ ამბავს(შემთხვევას),რომლის მოხდენაც მთავარი წინადადების მიხედვით ნაკლებად არის მოსალოდნელი(მოსალოდნელის საპირისპიროა, „დათმობით’’ მოსახდენია)

·        დათმობით დამოკიდებულ წინადადებას ძირითადად ორი განსხვავებული კავშირი აყალიბებს: თუმცა და თნდა(თუგინდ)

·        თუმცა   წარსულის მოქმედებას გვამცნობს:

ბიჭმა თუმცა ძალიან მოინდომა ხელის გამართვა,მაგრამ თოკი არ უშვებდა.

 

·        თუნდა მომავალში მოსახდენ ამბავს გულისხმობს:

 

თუგინდ უკუღმა დაჯექი,ოღონდ სწორად თქვიო.

 

შენიშვნა:

თუმცა კავშირის გამოყენების დროს მთავარ წინადადებაში ,ჩვეულებისამებრ,  დასტურდება(გვხვდება) კავშირი „მაგრამ’’.

თუმცა მზე ამოვიდა,მაგრამ გარეთ არავინ გამოდიოდა.

 

ამ შემთხვევაში,როგორც ითქვა წინადადება დათმობითია;

მაგრამ როგორც კი დამოკიდებულ წინადადებას „თუმცა ‘’ ჩამოშორდება,ეს წინადადება  თანწყობილად გადაიქცევა:

მზე ამოვიდა,მაგრამ გარეთ არავინ გამოდიოდა.

Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პოეტის და პოეზიის დანიშნულება ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის შემოქმედებაში

"კაცია ადამიანი ?!"-ილიას რეალისტური ნაწარმოები