რთული ქვეწყობილი წინადადება.მთავარი წევრებისადმი დამოკიდებული წინადადებები

 

·   რ თ უ ლ ი   ქ ვ ე წ ყ ო ბ ი ლ ი ა  ისეთი წინადადება,რომლის შემადგენელი წინადადებები ერთმანეთის მიმართ თანაბარი მნიშვნელობისა და უფლებისა არ არიან;

·  მათ შორის ერთი მ თ ა ვ ა რ ი ა, ხოლო მეორე- დ ა მ ო კ ი დ ე ბ უ ლ ი.

·  ამგვარად,ქვეწყობილ წინადადების შემადგენელი წინადადებები მეტად არის ერთმანეთზე დამოკიდებული,ვიდრე ეს თანწყობილ წინადადებაშია;

·  მათ შორის კი მთავარი წინადადება უფრო მეტი დამოუკიდებლობით გამოირჩევა,ვიდრე დამოკიდებული;

·  ეს უკანასკნელი მთავარი წინადადებით გამოხატული აზრის შევსებას,სრულყოფას ემსახურება

როგორ ამოვიცნოთ ,რომელია  მათგან მთავარი და რომელი- დამოკიდებული ?

 

·  ამისათვის შემადგენელ წინადადებათა თანმიმდევრობას ვერ გამოვიყენებთ,რადგანაც დამოკიდებული წინადადების ადგილი მთავართან მიმართებით ნებისმიერია,თავშიც შეიძლება იდგეს და ბოლოშიც,ანდა მთავარში იყოს ჩართული.

·  ამავე დროს,რთული წინადადების შინაარსი ყოველთვის არ მიგვითითებს,რომელი შემადგენელი წინადადებაა მეტად დამოკიდებული;

·  ამიტომაც ყველაზე საიმედო საშუალებად რჩება კავშირისა და მისამართ სიტყვაზე დაყრდნობა. კერძოდ:

 

კავშირი დამოკიდებული წინადადების წევრია ,ხოლო მისამართი სიტყვა - მთავარი  წინადადებისა.

 

მისამართი სიტყვა და კავშირი ერთმანეთს უშუალოდ მიემართებიან:

 

ის -- ვინც

ის-- რომელიც

იქ -- სადაც

მაშინ -- როდესაც

ისე -- როგორც

ეგრე-- რომ

 

სწორედ  ი ს ე თ ი შედეგი მივიღეთ, რ ო გ ო რ ი ც  გვსურდა.

 

დაიმახსოვრე:

 

თუ კავშირი ან მისამართი სიტყვა წინადადებაში არ არის,ის შეიძლება(უნდა) აღადგინო.

 

 

დამოკიდებული წინადადების სახეობის  ამოცნობის  საშუალებები:

 

1.                   მ ი ს ა მ ა რ თ ი  ს ი ტ ყ ვ ა :

წინადადების რომელ წევრადაც გვევლინება მთავარ წინადადებაში არსებული(ან-აღდგენილი) მისამართი სიტყვა,იმ სახის იქნება დამოკიდებული წინადადება.

 

მაგ.

ეგრე არაა,თაყაო,შენ რომ მამული გაჰყაო !

 

მისამართი სიტყვა „ეგრე’’ ვითარების გარემოებაა,შესაბამისად დამოკიდებული წინადადება

ვითარების გარემოებითი იქნება.

 

2.                    წ ე ვ რ - კ ა ვ შ ი რ ი:

ასეთია საკავშირებელი სიტყვა,რომელიც იმავე დროს დამოკიდებული წინადადების წევრიც არის(კითხვა დაესმის).

შესაბამისად წინადადების რომელ წევრადაც გვევლინება ის,იმ სახის იქნება დამოკიდებული წინადადება.

მგ.

ს ა დ ა ც  არის ბედი შენი,იქ მიგიყვანს ფეხი  შენი

 

შენიშვნა:

თუ წევრ-კავშირი არ ემთხვევა მისამართი სიტყვის ჩვენებას,მაშინ უპირატესობა ენიჭება ამ უკანასკნელს.

 

3.                    კ ი თ ხ ვ ი ს  დ ა ს მ ა

 

გამოცდილი ხერხია  კითხვის დასმა ,ოღონდ მას დიდი სიზუსტე სჭირდება:

მთავარი წინადადების მიხედვით ისე უნდა დაისვას კითხვა,რომ მისამართ სიტყვაზე იყოს ძირითადი აქცენტი და ამ დასმულ კითხვაზე დამოკიდებული წინადადება იძლეოდეს პასუხს

 

-სად(იქ) მიგიყვანს შენი ფეხი ?

-  სადაც არის ბედი შენი

 

 

ქვეწყობილი წინადადებების შემდგომი დაჯგუფებისათვის გავითვალისწინოთ,რომ რთული ქვეწყობილი წინადადებების ორი ძირითადი ტიპი არსებობს:

 

ა) დამოკიდებული წინადადება მიემართება(ხსნის) მთავარი წინადადების ერთ რომელიმე წევრს .

მაგ.

ეგრე არაა,თაყაო ,შენ რომ მამული გაჰყაო !

 

„შენ რომ მამული გაჰყაო’’ მიემართება (ხსნის)   „ეგრე’’-ს

 

ბ)  დამოკიდებული წინადადება მიემართება(ხსნის) მთელ მთავარ წინადადებას.

 

 მაგ.

   თავი მომჭერით,თუ ეს საქმე გამოვიდა.

  

„თუ ეს საქმე გამოვიდა’’ მიემართება(ხსნის)  მთელ მთავარ წინადადებას „თავი მომჭერით’’.

 

 

 

მთავარი წევრების მიმართ დამოკიდებული წინადადებები

 

 

·        ვინაიდან დამოუკიდებელი წინადადება შეიძლება მიემართებოდეს მთავარი წინადადების ერთ-ერთ წევრს: სუბიექტს,პირდაპირ ობიექტს ან ირიბ ობიექტს(ასევე დამატებას) ,ამის მიხედვით არსებობს სუბიექტური,პირდაპირობიექტური,ირიბობიექტური,დამატებითი  დამიკიდებული წინადადებები.

 

1.      სუბიექტური დამოკიდებული წინადადება

ამ შემთხვევაში დამოკიდებული წინადადება მიემართება და ავსებს მთავარი წინადადების სუბიექტის მოქმედების შინაარსს.

მაგ.

ვინც ცხენიდან არ ჩამოვარდნილა,ის ცხენოსნობას ვერ ისწავლის.

კითხვა: ვინ ვერ ისწავლის ცხენოსნობას?

პაუხი : ის ვინც ცხენიდან არ ჩამოვარდნილა

 

2.       პ ი რ დ ა პ ი რ ო ბ ი ე ქ ტ უ რ ი   დამოკიდებული წინადადება:

ასეთი დამოკიდებული წინადადება მიემართება და აზუსტებს მთავარი წინადადების პირდაპირ ობიექტთან დაკავშირებულ მოქმედებას.

მაგ.

რასაც დათესავ,იმას მოიმკი.

 

კითხვა: რას მოიმკი ?

პასუხი: იმას რასაც დათესავ

 

 

3.      ირიბობიექტური დამოკიდებული წინადადება:

ვისაც მოზვერი ეზრდება,ხარს ნუ დაუჭერო.

კითხვა: ვის ნუ დაუჭერ ხარს?

პასუხი:[იმას] ვისაც მოზვერი ეზრდება

 

4.      დამატებითი დამოკიდებული წინადადება:

მაგ.

ვისაც საქმე ეზარება,მისთვის ყოველი დღე უქმეა.

 

კითხვა: ვისთვის არის ყოველი  დღე უქმე ?

პასუხი: მისთვის ვისაც საქმე ეზარება.

 

შენიშვვნა :

 მთავარ წევრების მიმართ დამოკიდებულ წინადადებებში გამოყენებული  წევრ-კავშირებია „ვინც’’ , „რაც’’  მიმართებითი ნაცვალსახელები და მათი ბრუნვის ფორმები

(მათ შორის,თანდებულიანი ფორმები-დამატებითი დამოკიდებული წინადადების შემთხვევაში.

Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პოეტის და პოეზიის დანიშნულება ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის შემოქმედებაში

"კაცია ადამიანი ?!"-ილიას რეალისტური ნაწარმოები