მარტივი წინადადება.მარტივი წინადადების ტიპები.

 

·        სიტყვათა შეკავშირება ქმნის წინადადებას.

·        წინადადება დამოუკიდებელ აზრს(შინაარსს) გამოხატავს.

·        ზოგჯერ ზმნა მოცემული  დამოუკიდებლად უკვე წინადადებაა.

(რადგან ცალკე ზმნასაც შეუძლია  დამოუკიდებელი აზრის გამოხატვა)

·        ამ როლში ხშირად გვევლინება  ე.წ. პირნაკლი ერთპირიანი ზმნები გვხვდება,რომელთა ის ერთადერთი პირიც გაუჩინარებულია.

 

მაგ.

წვიმს.

ირიჟრაჟა.

თოვს.

 

ასეთ წინადადებებს ერთწევრიანი წინადადებები ჰქვიათ.

ასეთი ზმნა-წინადადებების  შემდეგ იწერება წერტილი.

·        როგორც იცი ზმნას პირები შეეწყობა

·        ყურადღება: ეს პირები -ზმნის მეთაურობით-წინადადების ე.წ. აუცილებელი წევრებია.

·        ერთპირიანი ზმნის გამოყენებისას წინადადებაში მინიმუმ ორი აუცილებელი წევრი იქნება თავად ეს ზმნა და მათან შეწყობილი პირი;

 

მაგ.

 

ბიჭი ოცნებობს.

 

·                 ორპირიანი ზმნა მინიმუმ 3 წევრიან წინადადებას წარმოგვიდგენს;ზმნა+ მასთან შეწყობილი ორი პირი

 

გოგონა გაკვეთილს სწავლობს.

 

·                 სამპირიანი ზმნა მინიმუმ 4 წევრიან წინადადებას წარმოგვიდგენს;ზმნა+ მასთან შეწყობილი სამი პირი

 

გოგონამ ბიჭს წიგნი ათხოვა.

 

 

დაიმახსოვრე:

 

ზმნა წინადადების  ყველაზე მთავარი წევრია,რომელთანაც წინადების სხვა წევრები არიან დაკავშირებული უშალოდ ან გაშუალბულად;

ზმნასთან უშუალოდ დაკავშირებული ის წევრები იქნებიან,რომლებიც ზმნის პირებს წარმოადგენენ

გაშუალებულად  დაკავშირებული ის წევრები იქნებიან,რომლებიც თავის მხრივ,უშუალო წევრებს უკავშირდებიან.

 

უფროსმა გოგონამ პატარა ბიჭს სათავგადასავლო წიგნი  ათხოვა.

 

დაიმახსოვრე:

1.      ცალკეული სიტყვებიდან წინადადება რომ მივიღოთ სიტყვები საჭირო ფორმებით უნდა დაუკავშიროთ ერთმანეთს.

2.      სიტყვათა კავშირი წინადადებად,რომ ჩაითვალოს ის უნდა გამოხატავდეს დასრულებულ აზრს.

3.      წინადადებაში აუცილებელ წევრთა რაოდენობას განაპირობებს  ზმნის პირიანობა.

 

 

·      ზმნა და მასთან შეწყობილი პირები ქმნიან დასრულებულ წინადადებას;

·      ყოველი კონკრეტული ზმნის შესაბამისი წინადადება შეიცავს იმდენ აუცილებელ წევრს,რამდენიც არის ზმნასთან შეწყობილი პირი პლიუს 1 წევრი(თავად ზმნა)

ამრიგად:

ა.პირნაკლი ზმნა ქმნის ერწევრიან წინადადებას;  ცივა.წვიმს.ბნელა.

ბ.ერთპირიანი ზმნა ქმნის ორწევრიან წინადადებას; ჩიტი გალობს. ხბო დარბის.

გ. ორპირიანი ზმნა -სამწევრიან წინადადებას; ბიჭი ალაგებს ოთახს. კურდღელი ძოვს ბალახს.

დ.სამპირიანი ზმნა-ოთხწევრიან წინადადებას; ნიკო წიგნს უბრუნებს ბიბლიოთეკას.

 

 

ყურადღება:

ყოველი წინადადება,რომელშიც გვაქვს ზმნა და მისი პირიანობით განპირობებული წევრები,არის მარტივი წინადადება.

 

დააკვირდი:

მარტივი წინადადების აუცილებელი წევრებია ზმნა და მასთან შეწყობილი პირები.

ე.ი.  წინადადების აუცილებელი წევრებია:

ა.ზმნა

ბ.სუბიეტი

გ.პირდაპირი ობიექტი

დ.ირიბი ობიექტი

 

ყურადღება:

სინტაქსის სახელმძღვანელოებში წინადადების აღნიშნულ წევრებს ასეთი სახელწოდებებით შეხვდები:

ზმნა=შემასმენელი

სუბიექტი=ქვემდებარე

პირდაპირი ობიექტი= პირდაპირი დამატება

ირიბი ობიექტი=ირიბი დამატება

 

დაიმახსოვრე:

არსებობს 

ა. მარტივი წინადადებები რომელშიც არის: შემასმენელი,ქვემდებარე,პირდაპირი ობიექტი და ირიბი ობიექტი

ბ. მარტივი წინადადება რომელსაც აკლია  პირით გამოხატული რომელიმე აუცილებელი წევრი

გ.მარტივი წინადადება რომელსაც ემატება არაუცილებელი წევრი

 

ამ შემთხვევებს მოგვიანებით ცალკე განვიხილავთ;

 

დაიმახსოვრე :

მარტივ წინადადებაში უმთავრესი წევრი-ზმნა -შეიძლება მხოლოდ ერთი იყოს;

თუ წინადადებაში ორი ან მეტი ზმნაა ,ის უკვე მარტივი წინადადება აღარაა

 

შენიშვნა:

1.    შეიძლება წინადადებაში ზმნა არ ჩანდეს,მაგრამ იგულისხმებოდეს;ასეთი შემთხვევები გვხვდება სათაურებში არსებულ წინადადებებში.მაგ.

 

თებერვალი-ზამთრის ბოლო თვე(იგულისხმება  “არის“)

„ორნი ნავში“( იგულისხმება „არიან“)

 

2.    ზმნა,როგორც წინადადების წევრი,შეიძლება იყოს როგორც მარტივი(აფარია),ასევე შედგენილი(დაფარებული აქვს)

 

შედგენილ ზმნას წინადადებაში წრმოქმნის -მიმღეობის (ან რაიმე სახელის) და მეშველი ზმნის(არის,იყო,იქნება,აქვს,ჰყავს,ექნება..) შეერთება

 

მაგ.

მდინარეზე გადებული იყო ხიდი.

მანქანას ხეები ჰქონდა მიბმული.

იოსები სოფლის ექიმი ყოფილა.

 

გადებული იყო,ჰქონდა მიბმული,ექიმი ყოფილა - ერთ წევრად ითვლებიან,  ესენი შედგენილი ზმნებია; 

სრული მარტივი წინადადება

 

·        სრულია წინადადება,რომელიც ყველა მთავარ წევრს შეიცავს;

·        სრულია ზმნის პირიანობის მიხედვით შედგენილი წინადადებები:

ა.წვიმს.

ბ.ბიჭი ოცნებობს.

გ.მოსწავლე ლექსს იზეპირებს.

დ.გოგონამ ბიჭს წიგნი ათხოვა.

 

·        სრულ მარტივ წინადადებას არცერთი მთავარი წევრი არ აკლია.

 

უსრული მარტივი წინადადება

·        უსრულია წინადადება,რომელსაც ერთი ან რამდენიმე მთავარი წევრი აკლია.

 

ა. უმცროსმა გზა დაუთმო 

წინადადებას ზმნის პირიანობის მიხედვით ერთი წევრი აკლია (დაუთმო მან ,მას,ის).ერთი წევრი (ირიბი ობიექტი „მას’’) აკლია;ანუ ეს წინადადება  უსრულია.

 

·        უსრული წინადადებები ხშირად გვხვდება მხატვრულ ტექსტებში,

განსაკუთრებით-დიალოგების გადმოცემისას.(„განსაკუთრებით“ ჩართულია.)

 

-მეზვრემ მწვანილი მოიტანა?

-მოიტანა-პასუხობს მოურავი.

 

პირველი წინადადება (ლუარსაბის) სრულია

მეორე წინადადება(მოურავის)  უსრულია(აკლია სუბიექტიც და ობიექტიც)

 

დააკვირდი:

 

ეს წინადადებაც რომ სრული ყოფილიყო,დიალოგი არაბუნებრივი გამოვიდოდა.

 

-მეზვრემ მწვანილი მოიტანა?

-მეზვრემ მწვანილი მოიტანა.

 

დაიმახსოვრე:

უსრული წინადადების გამოყენებას  სტილისტიკური დანიშნულება აქვს.

 

 

გაუვრცობელი მატრივი წინადადება

 

მარტივ წინადადებას,რომელშიც მხოლოდ მთავარი წევრები გვაქვს არის გაუვრცობელი წინადადება.

 

გიორგიმ მეგობარს ბურთი ათხოვა.

 

გაუვრცობელი წინადადება ემთხვევა სრულყოფილ სასრულ(სრულ)  წინადადებას.

 

გავრცობილი მარტივი წინადადება

 

როგორც კი სასრულ მარტივ  წინადადებაში გაჩნდება თუნდაც ერთი არამთავარი წევრი,წინადადება გავრცობილი ხდება.

 

დაიმახსოვრე:არამთავარი წევრის არსებობა განაპირობებს წინადადების გავრცობას.

 

გუშინ გიორგიმ მეგობარს ბურთი ათხოვა.

 

შენიშვნა:ერთსა და იმავე წინადადებას შეიძლება მრავალგვარი გავრცობილი სახე ჰქონდეს,რადგანაც წინადადებაში არამთავარი წევრების რაოდენობა განუსაზღვრელია

 

 

შევაჯამოთ:

 

ჩვენ გავეცანით მარტივი წინადადების ოთხივე ტიპს.

 

 

წინადადების რომელ წევრებზეა დამოკიდებული მისი სისრულე და უსრულობა ?

წინადადების რომელ წევრებზეა დამოკიდებული მისი გაუვრცობლობა და გავრცობილობა?

 

 

 

უპასუხე :მართებულია თუ არა შემდეგი დებულებები?

 

·        გაუვრცობელი წინადადება შეიძლება იყოს სრულიც და უსრულიც.

·        სრული წინადადება შეიძლება იყოს გავრცობილიც და გაუვრცობელიც.

·        უსრული წინადადება არ შეიძლება იყოს გავრცობილი.

 

 

 

 


Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პოეტის და პოეზიის დანიშნულება ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის შემოქმედებაში

"კაცია ადამიანი ?!"-ილიას რეალისტური ნაწარმოები