წინადადების განკერძოებული წევრები. დანართი,განკერძოებული განსაზღვრება და გარემოება

 

·        ნებისმიერ წინადადებაში,მთავარი თუ არამთავარი წევრების გარდა,შეიძლება შეგვხვდეს ისეთი სიტყვებიც,რომლებიც შინაარსით ჰგვანან წინადადების ჩვეულებრივ წევრებს,მაგრამ განკერძოებით დგანან მათგან,არ ქმნიან მათთან სინტაქსურ წყვილებს და არც მათი ამოღება ცვლის წინადადების საერთო აგებულებას.

·        ამდენად,ამგვარი წევრები შინაარსით( ამოსაცნობი კითხვებით) წინადადების წევრებს ჰგვანან,მაგრამ დანარჩენ წევრებთან სინტაქსურ კავშირებს არ ქმნიან;

·        ამიტომაც ვუწოდებთ მათ გ ა ნ კ ე რ ძ ო ე ბ უ ლ ე ბ ს.

 

დაიმახსოვრე:

განკერძოებული წევრი,ჩვეულებისამებრ, ემსახურება წინადადების რომელიმე სრულფასოვანი წევრის დამატებით განსაზღვრასა თუ დაზუსტებას და უპირატესად მოსდევს მას.

 

განკერძოებული წევრი შეიძლება იყოს სამი სახისა:

·        დანართი

·        განკერძოებული განსაზღვრება

·        განკერძოებული გარემოება

 

დ ა ნ ა რ თ ი

დანართი ჰქვია ისეთ განკერძოებულ წევრს,რომელიც მიემართება და აზუსტებს წინადადების რომელიმე მ თ ა ვა რ წევრს -სუბიექტს,პირდაპირსა თუ ირიბ ობიექტებს (აგრეთვე- დამატებას); ის იგივე წევრია რასაც აზუსტებს,ოღონდ-განკერძოებით მდგომი.

მაგ.

ერთხელ ლომს,ნადირთა მეფესა,ხარი მოეკლა ირემი.

 

 

გ ა ნ კ ე რ ძ ო ე ბ უ ლ ი    გ ა ნ ს ა ზ ღ ვ რ ე ბ ა

  განკერძოებული განსაზღვრება

ა) დაერთვის წინადადებაში უკვე გამოყენებულ განსაზღვრებას და აზუსტებს მის მნიშვნელობას

მაგ.

ფრინველს ფერადი,წითელ-ყვითელი,ბუმბული ემოსა.

 

  ბ) ცალკე მდგომ განსაზღვრებად გვევლინება შესაბამის სახელთან

მაგ.წყალნი,მთით დაქანებულნი,უფსკრულსა იკარგებიან.

 

გ ა ნ კ ე რ ძ ო ე ბ უ ლ ი   გ ა რ ე მ ო ე ბ ა

 

·        განკერძოებული გარემოება აზუსტებს უკვე გა მოყენებულ რომელიმე გარემოებას(ადგილისას,დროისას,ვითარებისას..)

 

მაგ. ადგილის გარემოებას:

 

თბილისში,მთაწმინდაზე,ქართველთა წმინდა სავანეა.

 

მაგ. დროის გარემოების დაზუსტება

 

მეორე დღეს,შუადღის ხანს,ჩვენ უკვე ციხელის სახლის კარებთან მოვიყარეთ თავი.

 

 

 

·        როგორც განხილული მაგალითებიდან ჩანს,წინადადების განკერძოებული წევრი შეიძლება იყოს როგორც ერთი სიტყვა,ისე მთელი შესიტყვება;

·        განკერძოებული წევრი ზეპირმეტყველებაში პაუზით გამოიყოფა დანარჩენი წევრებისგან.

·        წერის დროს  განკერძოებულ წევრს მძიმეებით გამოვყოფთ (იხ. ზემოთ მითითებული მაგალითები)

·        წერის დროს განკერძოებული წევრის  ტირეებით გამოყოფაც შესაძლებელია(იშვიათად მიმართავენ)

 

მაგ.

ამას წინათ-- სულ ორი კვირა არ იქნება--კინაღამ სოფლის სასამართლომ გომურში არ დაამწყვდია!

 

კედლებზე--მცენარეული: რტო კოწახურის--გამხმარი,ზაფრანა--მზეგარეული-- თვალის სალბუნად სახმარი.


Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პოეტის და პოეზიის დანიშნულება ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის შემოქმედებაში

"კაცია ადამიანი ?!"-ილიას რეალისტური ნაწარმოები