რიცხვითი სახელი
· რიცხვითი სახელი-გამოხატავს :
ა) ან საგნის
რაოდენობას
ბ)ან რიგს
გ) ან ნაწილს
· რიცხვითი სახელი სამგვარია :
ა)რაოდენობითი(ხუთ-ი,თერთმეტ-ი)
ბ) რიგობით (მე-ხუთ-ე; მე-თერთმეტ-ე)
გ) წილობითი (მე-ხუთ-ე-დ-ი;მე-თერთმეტ-ე-დ-ი)
· დააკვირდი რიგობითის
წარმოება რაოდენობითს ემყარება (მე-ე თავსართ-ბოლოსართი)
· წილობითი რიგობითს ემყარება(-დ ბოლოსართი)
ხ
·
რაოდენობითი სახელი საგნის რაოდენობაზე მიგვითითებს; გვიჩვენებს რამდენია საგანი.პასუხობს
კითხვაზე რამდენი ?
მაგ. ორი,ოცდაჩვიდმედტი(ე.წ. გარკვეული რაოდენობითი სახელები)
ან ბევრი,ცოტა(ე.წ.
პირობითი რაოდენობითი სახელები)
·
არსებობს მარტივი რაოდენობითი სახელები: ერთი ,სამი ცხრა,ათი
·
რთული რაოდენობითი სახელები:თერთმეტი,ჩვიდმეტი, ორმოცდასამი,
ხ
·
რიგობითი რიცხვითი სახელი მიგვითითებს მერამდენეა საგანი; პასუხობს კითხვაზე მერამდენე ?
მაგ.
პირველი;მესამე,ასოცდამეხუთე,ათასმეერთე;
·
წილობითი რიცხვითი სახელები მიგვითითებს ნაწილზე მთელთან შედარებით :
მეათედი; მესამედი;
ხ
რიგობითი და წილობითი რიცხვითი სახელების წარმოება :
·
რიგობითი რიცხვითი სახელები იწარმოება
მე- თავსართით და -ე ბოლოსართით
მე-შვიდ-ე,
მე-რვ-ე,
ოც-და-მე-თორმეტ-ე
·
წილობითი რიცხვითი სახელები იწარმოება
მე-თავსართით და -ე-დ ბოლოსართით
მე-სამ-ე-დ-ი ;
მე-ხუთ-ე-დ-ი ;
დაიმახსოვრე :
ენაში მათემატიკისგან განსხვავებით
მე-ორ-ე-დ-ი-ს ნაცვლად იხმარება ნახევარი
რიცხვითი სახელების მართლწერა
ა) ერთად იწერება ყველა რაოდენობითი რიცხვითი
სახელი ერთიდან 100-ის ჩათვლით
ბ)ერთად იწერება ასეულთა სახელები :
ორასი,სამასი,ოთხასი...ათასი,მილიონი,მილიარდი,ტრილიონი,კვადრილიონი,კვინტილიონი
გ)ცალკ-ცალკე იწერება ყველა დანარჩენი რაოდენობითი რიცხვითი სახელი: ას ხუთი,ორი ათასი
ყურადღება:
წესით,ნებისმიერი რიგობითი სახელი შერწყმულად
უნდა დაიწეროს: ასმეხუთე,მეორიათასე..
მაგრამ მრავალფუძიანი რიგობითების ციფრებით
დაწერას ამჯობინებენ(2325-ე)
რიგობითი რიცხვითი სახელის მაწარმოებელი მე-
თავსართი რთულფუძიან რიცხვით სახელებს
თავში კი არ დაერთვის,არამედ ბოლო კომპონენტის წინ:
ოცდა-მე-ხუთ-ე
ას-მე-შვიდ-ე
ამიტომაც რიგობითი რიცხვითი სახელების
ციფრებით გადმოცემის დროს ორგვარი დაწერილობაა :
1. მე- თავსართიშერწყმულ რიცხვით სახელების
წინ(ყურადღება: და-კავშირით შეერთებულთა გარდა)ასევე ასეულთა და ათასეულთა სახელების წინ:
მე-17
მე-20
მე-300
მე-5000
2. -ე ბოლოსართი და კავშირით შეერთებულ რიგობით
რიცხვით სახელებთან:
32-ე
161-ე
127-ე
1765-ე
დაიმახსოვრე: !!!!!
·
რაოდენობითია ერთი , ხოლო მისი რიგობითია - პირველი
·
რთულ
რიცხვით სახელებში იხმარება -მეერთე: 21-ე;
81-ე;161-ე ;ოცდამეერთე;ოთხმოცდამეერთე;
·
ყოველთვის დაწერე
ნახევარი და არა „მეორედი“
·
ხოლო სიტყვა ნახევარი
სხვა სიტყვებთან დეფისით იწერება: ხუთ-ნახევარი; რვა-ნახევარი;დღე-ნახევარი;მუჭა-ნახევარი
·
მეორადი არც თქვა და არც დაწრეო შეცდომაა ;სწორი
ფორმაა მეორეული
·
დაიმახოვრე რომაულ ციფრებს
თავსართი-ბოლოსართი მე- და
-ე არ სჭირდება:(V ;XV ;XXVII)
·
დაიმახსოვრე: ხოლო თუ ციფრით დაწერილ რიცხვით
სახელს ბრუნვის ნიშანი ან თანდებული მოსდევს,უშუალოდ
ციფრთან ის დეფისით დაიწერება
( დავით V-მ ; მე-6-ზე; მე-12-ში; და.შ.)
·
ბრუნვის ნიშანი და
თანდებული ციფრით დაწერილ რიგობით რიცხვით სახელთან -ე ბოლოსართთან შერწყმულად
დაიწერება : 25-ეში 88-ესთან;90-ესთვის)
ხხხხხხხხ
რიცხვითი სახელების ბრუნება:
რიცხვითი სახელი დამოუკიდებლად აღებული არსებითი სახელის მსგავსად იბრუნვის ოღონდ წოდებით ბრუნვაში რიცხვითი სახელი თითქმის საერთოდ არ გვხვდება;("ოთხო წელიწადო" ილ.ჭავჭავაძე გამონაკლისები არსებობს მწერლობაში)
·
რიცხვით სახელებს-ებ-იანი მრავლობითი არ ეწარმოება
·
ნართანიანი მრავლობითის წარმოება რიცხვითი სახელების შესაძლებელია (სამნი ძმანი );ცხრათა მხედართა;
·
რიცხვითი სახელი ბრუნებისას არ იკუმშება;
ხხხხ
რიცხვითი სახელების მართლწერა:
რაოდენობრივი რიცხვითი სახელების მართლწერა:
ათი (მარტივი)
ჩვიდმეტი(რთული შედგენილი ერთად იწერება)
ას ერთი(რთული შედგენილი ცალკ-ცალკე იწერება)
დაიმახსოვრე
·
100-მდე რაოდენობრივი რიცხვითი სახელები ერთად იწერება
·
ასი;ათასი,მილიონი-იწერება ეთად
·
100-ს ზემოთ რაოდენობრივი რიცხვითი სახელები ცალკ-ცალკე უნდა დავწეროთ
ას ერთი,ათას ოცი,მილიონ ორასი ათასი- იწერება ცალკ-ცალკე
ხ
რიგობითი რიცხვითი სახელების მართლწერა:
·
იხმარება ან მხოლოდ მე- თავსართი ან მხოლოდ ე ბოლოსართი; ორივეს ხმარება შეცდომაა;
·
მე- თავსართი უნდა ვიხმაროთ როცა რიგობითი სახელი იწყება მე-თი : მაგ. მე-5 ; მე- 20 ;მე-17
·
როცა მე რიგობითი რიცხვის შუაშია მოქცეული უნდა ვიხმაროთ -ე ბოლოსართი მაგ. 25-ე ; 28-ე ; 402-ე 161-ე
ხ
მართლწერა როცა რიცხვითი სახელი წარმოდგენილია მსაზღვრელად:
დაიმახსოვე:
რიცხვითი სახელით განსაზღვრული არსებითი სახელი აუცილებლად უნდა იდგეს
მხოლობით რიცხვში
ორი ბიჭი და არა ორი ბიჭები
ხუთი ყვავილი და არა ხუთი ყვავილები
Комментарии
Отправить комментарий