შესიტყვება.შესიტყვებათა სახეები:შეთანხმება,მართვა,მირთვა

 


·        წევრთა კავშირი წინადადებაში შერჩევითია,ანუ წინადადების ნებისმიერი წევრი(მთავარიც,და არამთავარიც) თითქოს „ირჩევს“ თავის მეწყვილეს;რაიმე წევრს ყველა წევრთან არა აქვს კავშირი;

·        მაგ. გოგონა სურათს ხატავს.

ამ 3 სიტყვიან  წინადადებაში ორი სინტაქსური წყვილი იქმნება:

გოგონა ხატავს

სურათს ხატავს

 

·        სინტაქსურ წყვილში წევრები არ არიან თანასწორნი;მათგან ერთი წევრი („ამრჩევი“) მთავარია,ხოლო მეორე („არჩეული“)-დაქვემდებარებული.

მაგ. მწვანე მოლი 

ამ სინტაქსურ წყვილში  მოლი მთავარი წევრია,ხოლო მწვანე დაქვემდებარებული.

 

დაიმახსოვრე:

შესიტყვება ეწოდება წინადადების წევრთა თითოეულ ასეთ სინტაქსურ წყვილს;

 

შენიშვნა:

·        შესიტყვება ორი წევრისაგან შედგება,ანუ  სიტყვათა წყვილია;

·        ოღონდ ზმნის შემთხვევაში მასთან(ზმნასთან) შესიტყვებას ქმნის ყველა შეწყობილი პირი; 

მაგ. სურათს ხატავს.  ე.წ. ზმნური შესიტყვებაა.  


 

წინადადების წევრთა  დაწყვილების წესები

 

1.      მარტივ წინადადებაში რომელიც მხოლოდ მთავარ წევრებს შეიცავს/ზმნას უშუალოდ უწყვილდება მათან შეწყობილი თითოეული პირი(სუბიექტ-ობიექტები)/მაგრამ მათ ერთმანეთთან კავშირი არ ქვთ(ამ სუბიექტ-ობიექტებს)/ზმნას ასევე უშუალოდ ეწყვილება დამატება/

 

მაგ.

ესროლა მშვილდოსანმა სამიზნეს ისარი.

წყვილები:

ესროლა მშვილდოსანმა

ესროლა სამიზნეს

ესროლა ისარი

 

 

2.      თუკი წინადადებაში მთავარი წევრების გარდა არის არამთავარი წევრებიც,მაშინ არამთავარი წევრები მხოლოდ იმ მთავარ წევრებთან ქმნიან შესიტყვებას,რომელთაც ისინი მიემართებიან;

მაგ. შემდეგ ესროლა მეორე მშვილდოსანმა გადახრილ სამიზნეს ბოლო ისარი.

სინტაქსური წყვილები:

            

                                                                           ესროლა მშვილდოსანმა

              მეორე მშვილდოსანმა                      ესროლა  სამიზნეს

             გადახრილ სამიზნეს                         ესროლა    ისარი

              ბოლო ისარი                                       შემდეგ ესროლა                               

 

დაწყვილებისას კარგად ჩანს რომელია წყვილში მთავარი და რომელი დაქვემდებარებული;

 

რამდენი სინტაქსური წყვილი შედგება წინადადებიდან ?

 

დაიმახსოვრე:

·        მოსალოდნელ წყვილთა რაოდენობას ანგარიშობენ ასე:

ა.ითვლიან რამდენი სრულმნიშვნელოვანი სიტყვაა წინადადებაში

ბ.გამოაკლებენ 1-ს

გ.მიღებული სხვაობა გვიჩვენებს სინტაქსური წყვილების რაოდენობას;

 

 

ერთნაირი არამთავარი წევრების  მთავარ წევრთან დაწყვილება

 

თუ წინადადებაში ერთნაირი არამთავარი წევრები შეგვხვდა,მთავარ წევრს ისინი შეიძლება ერთდროულად დავუწყვილოთ;

 

მაგ.

დასრულდა მშოთვარე და ხალისიანი არდადეგები.

 

შეიძლება სამის ნაცვლად  2 სინტაქსური წყვილი გამოვყოთ:

 

ა. დასრულდა არდადეგები

ბ.მშოთვარე და ხალისიანი არდადეგები


·        წევრთა კავშირი წინადადებაში შერჩევითია,ანუ წინადადების ნებისმიერი წევრი(მთავარიც,და არამთავარიც) თითქოს „ირჩევს“ თავის მეწყვილეს;რაიმე წევრს ყველა წევრთან არა აქვს კავშირი;

·        მაგ. გოგონა სურათს ხატავს.

ამ 3 სიტყვიან  წინადადებაში ორი სინტაქსური წყვილი იქმნება:

გოგონა ხატავს

სურათს ხატავს

 

·        სინტაქსურ წყვილში წევრები არ არიან თანასწორნი;მათგან ერთი წევრი („ამრჩევი“) მთავარია,ხოლო მეორე („არჩეული“)-დაქვემდებარებული.

მაგ. მწვანე მოლი 

ამ სინტაქსურ წყვილში  მოლი მთავარი წევრია,ხოლო მწვანე დაქვემდებარებული.

 

დაიმახსოვრე:

შესიტყვება ეწოდება წინადადების წევრთა თითოეულ ასეთ სინტაქსურ წყვილს;

 

შენიშვნა:

·        შესიტყვება ორი წევრისაგან შედგება,ანუ  სიტყვათა წყვილია;

·        ოღონდ ზმნის შემთხვევაში მასთან(ზმნასთან) შესიტყვებას ქმნის ყველა შეწყობილი პირი; მაგ. გოგონა სურათს ხატავს. -ერთი ე.წ. ზმნური შესიტყვებაა.  ამ ზმნური შესიტყვების წევრები,როგორც ზემოთ ვნახეთ,დამოუკიდებლად ქმნიან წყვილებს

 

წინადადების წევრთა  დაწყვილების წესები

 

1.      მარტივ წინადადებაში რომელიც მხოლოდ მთავარ წევრებს შეიცავს/ზმნას უშუალოდ უწყვილდება მათან შეწყობილი თითოეული პირი(სუბიექტ-ობიექტები)/მაგრამ მათ ერთმანეთთან კავშირი არ ქვთ(ამ სუბიექტ-ობიექტებს)/ზმნას ასევე უშუალოდ ეწყვილება დამატება/

 

მაგ.

ესროლა მშვილდოსანმა სამიზნეს ისარი.

წყვილები:

ესროლა მშვილდოსანმა

ესროლა სამიზნეს

ესროლა ისარი

 

 

2.      თუკი წინადადებაში მთავარი წევრების გარდა არის არამთავარი წევრებიც,მაშინ არამთავარი წევრები მხოლოდ იმ მთავარ წევრებთან ქმნიან შესიტყვებას,რომელთაც ისინი მიემართებიან;

მაგ. შემდეგ ესროლა მეორე მშვილდოსანმა გადახრილ სამიზნეს ბოლო ისარი.

სინტაქსური წყვილები:

            

                                                                           ესროლა მშვილდოსანმა

              მეორე მშვილდოსანმა                      ესროლა  სამიზნეს

             გადახრილ სამიზნეს                         ესროლა    ისარი

              ბოლო ისარი                                       შემდეგ ესროლა                               

 

დაწყვილებისას კარგად ჩანს რომელია წყვილში მთავარი და რომელი დაქვემდებარებული;

 

რამდენი სინტაქსური წყვილი შედგება წინადადებიდან ?

 

დაიმახსოვრე:

·        მოსალოდნელ წყვილთა რაოდენობას ანგარიშობენ ასე:

ა.ითვლიან რამდენი სრულმნიშვნელოვანი სიტყვაა წინადადებაში

ბ.გამოაკლებენ 1-ს

გ.მიღებული სხვაობა გვიჩვენებს სინტაქსური წყვილების რაოდენობას;

 

 

ერთნაირი არამთავარი წევრების  მთავარ წევრთან დაწყვილება

 

თუ წინადადებაში ერთნაირი არამთავარი წევრები შეგვხვდა,მთავარ წევრს ისინი შეიძლება ერთდროულად დავუწყვილოთ;

 

მაგ.

დასრულდა მშოთვარე და ხალისიანი არდადეგები.

 

შეიძლებასამის ნაცვლად  2 სინტაქსური წყვილი გამოვყოთ:

 

ა. დასრულდა არდადეგები

ბ.მშოთვარე და ხალისიანი არდადეგები

შესიტყვებათა სახეები:შეთანხმება,მართვა,მირთვა

 

·        შესიტყვება,ანუ წინადადების წევრთა შორის კავშირი,ერთგვაროვანი არ არის;

·        ზოგჯერ ის გრამატიკულად მეტად არის გამოხატული;

·        ზოგ შემთხვევაში კი ეს კავშირი უფრო აზრობრივი ჩანს

·        ამის მიხედვით ვადგენთ სინტაქსური კავშირის(შესიყტვების) სამ სახეს: შეთანხმებას,მართვას და მირთვას.

         

           შეთანხმება

·        შეთანხმება შესიტყვების წევრებს შორის გვაქვს იმ შემთხვევაში,როდესაც მათგან მთავარი წევრი(ჩამუქებულია მაგალითებში) „აიძულებს’’ დაქვემდებარებულ წევრს ,მიიღოს იგივე ფორმა (სრულად ან ნაწილობრივ),რაც თვითონ აქვს .

მაგ.

მაღალ-ი  სახლ-ი

მაღალ-მა  სახლ-მა

მაღალ -(ს)      სახლ-ს

 

მართვა

 

·        მართვა არის წინადადების წევრთა ისეთი კავშირი,როდესაც მთავარი წევრი „აიძულებს’’ დაქვემდებარებულს ,მიიღოს გარკვეული ფორმა, ოღონდ არა ის,რომელიც თვითონ აქვს.

მაგ. ზმნა(მთავარი) შეწყობილ სახელს უცვლის  ბრუნვას,რაც თვითონ არა აქვს

 

ბიჭ-ი იცინის

ბიჭ-მა გაიცინა

 

 

მირთვა

 

·        მირთვა არის სინტაქსური კავშირის ის შემთხვევა,როდესაც ძირითადი წევრი ფორმას ვერ უცვლის დაქვემდებარებულ წევრს,ეს უკანასკნელი მხოლოდ აზრობრივად უკავშირდება ძირითად წევრს

მაგ.

ხვალ მოვალ

ცოტა დათბა

 

 

დავიმახსოვროთ:

1.           ზმნა  მართავს სუბიექტებს და ობიექტებს(აგრეთვე დამატებას) ბრუნვაში

2.           სუბიექტ-ობიექტები  მართავენ   ზმნას  პირში.

3.           სუბიექტ-ობიექტები  ითანხმებენ ზმნას  რიცხვში.

4.           ზმნა მირთვის წესით(აზრობრივად) იკავშირებს გარემოებას

5.        განსაზღვრება შეთანხმების წესით უკავშირდება საზღვრულს     (სუბიექტს,ობიექტს,დამატებას)

          საზღვრული წევრი ითანხმებს განსაზღვრებას(მსაზღვრელს) ბრუნვასა და   რიცხვში

6.           თავისებურია ე.წ. სუბსტანტიური მსაზღვრელი (ძმის სახლი)

             ამ შემთხვევაში,საზღვრული მ ა რ თ ა ვ ს  მსაზღვრელს ნათესაობით ბრუნვაში.

              ;მაგრამ დამატებით ითანხმებს კიდეც მას,რაც კარგად ჩანს მსაზღვრელ-საზღვრულის შებრუნებულ წყობაში  სახლ-მა ძმ-ისა-მ


Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პოეტის და პოეზიის დანიშნულება ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის შემოქმედებაში

"კაცია ადამიანი ?!"-ილიას რეალისტური ნაწარმოები