ქცევა,კონტაქტი,საყისი,მიმღეობა,გარდამავლობა,გვარი,არაწესიერი ზმნები (ზმნა მე-4 კონსპექტი)

 



ქცევა ანუ კუთვნილების გამოხატვა ზმნაში

·        ზმნაში შეიძლება გამოიხატოს, თუ ვისთვის სრულდება მოქმედება ანუ ქცევა

მაგ;

ა) თუ ზმნა ორპირიანია,ზმნაში შეიძლება გამოიხატოს სუბიექტისთვის ობიექტის კუთვნილება:

     კაცი სახლს -შენებს

ამას სასუბიექტო ქცევა ჰქვია;

ბ) თუ ზმნა სამპირიანია,ზმნაში გამოიხატება ის რომ ერთი ობიექტი მეორისათვის არის განკუთვნილი:

კაცი ძმას სახლს -შენებს.

ამას საობიექტო ქცევა ჰქვია;

 

ამგვარად  გარდამავალ ზმნას ქცევის სამი ფორმა აქვს:

ნეიტრალური: -შენებს  წერს

სასუბიექტო :  -შენებს   -წერს

საობიექტო : -შენებს     -წერს

 

ის,რაც ამ ფორმებს ერთმანეთისგან განასხვავებს-ქცევის ნიშანია;

დაიმახსოვრე:

ქცევების გარჩევა შეგვიძლია ზმნის მესამე პირში;

 

ზმნის მესამე პირში;

 სასუბიექტო ქცევას  - ნიშანი აქვს;

 საობიექტო ქცევას    - ნიშანი

 

 

შენიშვნა:

·        შესაძლებელია ქცევა გარადუვალ ზმნებსაც ჰქონდეს;

·        ოღონდ გარდაუვალ ზმნებს მხოლოდ საობიექტო  ქცევა შეიძლება ჰქონდეთ :

ხმება(ის)--ხმება(ის,მას)

 

კონტაქტი ანუ მოქმედება სხვისი დახმარებით(ან იძულებით)

 

·        ზმნის სუბიექტი,ჩვეულებისამებრ, დამოუკიდებლად მოქმედებს:

მხატვარი სურათს ხატავს.

 

·        მაგრამ შესაძლებელია ,ზმნის სუბიექტი ერთი იყოს და მოქმედების შემსრულებელი-სხვა:

მამა მხატვარს სურათს ახატინებს.

 

დააკვირდი: ზმნით გამოხატული მოქმედების ჩამდენი(მოქმედი) იგივეა(მხატვარი),მაგრამ ზმნის სუბიექტი უკვე სხვაა(მამა);

 

 

დაიმახსოვრე:

ზმნის ისეთ ფორმებს,რომლებშიც სუბიექტი ინიციატორია მოქმედებისა,ხოლო რეალური მოქმედი კი სხვა; ზმნის კონტაქტის ფორმები ეწოდება;

 

·        თუ კონტაქტის ფორმას იმავე ზმნის წყვეტილის ფორმას შევადარებთ ადვილად დავრწმუნდებით,რომ კონტაქტის ფორმას ორგვარი დაბოლოება აწარმოებს:-ინ  და -ევინ

დაწერ-ა  დააწერ-ინ-ა

გახსნ-ა    გაახსნ-ევინ-ა

 

დაიმახსოვრე :

კონტაქტური ფორმების მართლწერა

 

1.      კონტაქტის დაბოლოება ზმნაში სრულად უნდა იყოს წარმოდგენილი:

დააწერინა  (და არა დააწერია)

2.      -ავ დაბოლებიანი ზმნების კონტაქტის ფორმებში ვ შენარჩუნებულია

და-ა-ხატ--ინ-ა  და არა  დაახატინ

 

 

 

საწყისი

 

 

·        საწყისი ზმნისგან ნაწარმოები არსებითი სახელია;

·        ზმნას ის შინაარსით უკავშირდება(მოქმედებასა ან მდგომარეობას ფამოხატავს)

·        ხოლო ფორმაწარმოება არსებითი სახელისა აქვს ანუ(იბრუნება)

როგორ იწარმოება საწყისი ?

ა)ყველაზე უფრო გავრცელებულია საწყისის წარმოება ზმნის აწმყოს ფუძისაგან

გარდამავალი ზმნების საწყისი ამგვარად იწარმოება:

თუ აწმყოს ფუძეს ავიღებტ და -ა დაბოლოებას დავურთავთ ,საწყის ფორმას მივიღებთ:

წერ-ს     წერ-ა                       

კვეთ-ს   კვეთ-ა

ხატავ-ს   ხატვ-ა

დადგამ-ს   დადგმ-ა

აკეთებ-ს     კეთებ-ა

აშრობ-ს       შრობ-ა

დააკვირდი:

საწყისის წარმოებისას ფუძის ბოლო ხმოვანი შეიძლება ამოვარდეს;

 

ბ)ზმნათა მცირე ჯგუფს სხვაგვასაწყისები მოეპოვება :

 

-ილ  დაბოლოებით:  ტირ-ილ-ი ; ჩხავ-ილ-ი ;

სი-ილ თავსართ  -ბოლოსართით:   სი-რბ-ილ-ი ; სი-ცილ-ი;

სი-ულ თავსართ-ბოლოსართით:  სი-არ-ულ-ი;  სი-ხარ-ულ-ი

-ოლ-ა  ბოლოსართებით:  ქრ-ოლ-ა ; სრ-ოლ-ა

-ომ-ა ბოლოსართებით:    ძვრ-ომ-ა;  კრთ-ომ-ა;

 

დაიმახსოვრე:

·        ზმნებს რომლებსაც აწმყოში დაბოლოება არ აქვთ,საწყისიც დაბოლოების გარეშე ეწარმოებათ:

ტეხ-ს       ტეხ-ა (და არა ტეხვა)

·        ზოგ საწყისში ზმნის დაბოლოების -ვ ელემენტი ფუძეში გადაჯდება:

ხნავ-ს      ხვნ-ა ( და არა ხნ-ვ-ა)  

ძრავ-ს      ძვრ-ა  (და არა  ძრ-ვ-ა)

 

 

ხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხ

 

მიმღეობა

 

·        მიმღეობა ჰქვია ზმნისგან წარმოქმნილი სახელების ერთ ჯგუფს

·        მიმღეობა,ჩვეულებისამებრ, ზედსართავ სახელად გვევლინება;

·        მიმღეობა იმ პირის(სუბიექტურისა თუ ობიექტურის) მსაზღვრელად გვევლინება,რომლის მოქმედებასაც წარმოგვიდგენს;

·        დააკვირდი :

ქალი კერავს კაბას

 

მიმღეობები:

(შე)მ-კერავ-ი

(შე)სა-კერავ-ი

(შე)ნა-კერ-ი

(შე)უ-კერავ-ი

 

-კერავ-ი   სასუბიექტო მიმღეობაა („ვინც კერავს“)

 

სასუბიექტო მიმღეობას თავსართთან ერთად შეიძლება ბოლოსართიც ჰქონდეს:

მაგ

მ-ელ  (მ-შენებ-ელ-ი)

მ-არ/ალ (-ტირ-ალ-ი)

            საობიექტო მიმღეობა,როგორც ვხედავთ,რამდენიმეა;

             ისინი უპირველესად დროის მიხედვით განსხვავდება:

             სა-  თავსართიანი მიმღეობა  მომავალი დროისაა (მას შეიძლება -ელ ბოლოსართიც ახლდეს)

             სა-კეთებ-ელ-ი ( ანუ „რაც უნდა გაკეთდეს“)

            ნა-თავსართიანი დან  -ილ/-ულ  ბოლოსართიანი მიმღეობები წარსული დროისაა

          შე-კრ-ულ-ი („რაც შეკრეს“)

          შე-ნა-ტან-ი(  „რაც შეიტანეს“)

          შე-რცხვენ-ილ-ი(„ვინც შეარცხვინეს“)

 

-თავსართიანი ურყოფითი მიმღებაც წარსული დროსაა

თავსართიანი და ელ ბოლოსართიანი მიმღეობაც (უ-ელ) წარსული დროისაა

უარყოფითი მიმღეობა წარსულში განუხორციელებელ მოქმედებებს გამოხატავენ

გა--კეთებ-ელ -ი(„რაც არ გაკეთდა“)

 

ზმნის გარდამავლობა და გვარი

·        გვარი უშუალოდ არის დაკავშირებული  გარდამავლობასთან;

კერძოდ ყველა გარდამავალი ზმნა მოქმედებითი გვარისაა.

 

·        ზმნის გვარი ორგვარია : მოქმედებითი და ვნებითი;

 

·        მოქმედებითი გვარი:  აღნიშნავს იმას რომ,ზმნის სუბიექტი მოქმედია ობიექტის მიმართ

·        ვნებით გვარში კი, პირიქით,სუბიექტი თვითონ განიცდის ზემოქმედებას;

·        მოქმედებითი გვარის გადაქცევას ვნებითად ჰქვია კონვერსია;

·        თუ გაქვთ მოქმედებითი გვარის ზმნა(წერს ის ლექსს)

·        შეგიძლია შეაბრუნო ზმნა ისე,რომ ამ ზმნის ობიექტი თვითონ გახდეს სუბიექტი,ხოლო ნამდვილი სუბიექტი დაიკარგოს(იწერება ლექსი)

ყურადღება :

ვნებითი გვარი  4 ფორმას იწარმოებს:

ზოგ მათგანს

ი-    და ე-  თავსართები დაერთვის ( -მალება ; ე-მალება)

ზოგს 

 -დ  ბოლოსართი (წითლ--ება)

ზოგი უნიშნოა

(შრება)

 

ვნებითი გვარის ფორმებს საერთო ის აქვთ,რომ ყველა მათგანი აწმყოში-ება  

(პირველ და მე-2 პირში -ები) დაბოლოებით მთავრდება;

 

 

არაწესიერი ზმნები

 

·        ქართულ ენაში ისეთი გარდაუვალი ზმნებიც არსებობს,რომლებიც კონვერსიით არ არის მიღებული 

·         ვერც ვნებითებს ვუწოდებთ

·        მათ არაწესიერი ზმნები ვუწოდოთ

·        ამ ჯგუფის გარდაუვალი ზმნების „უწესობა“ უღლებაშიც(მწკრივების წარმოებაში) გამოიხატება;

კერძოდ:

ა)აწმყოში მათ ვნებითის მსგავსი-ება(ები) დაბოლოება არ აქვს

ბ)ეს ზმნები,აწმყოს გარდა,დანარჩენ მწკრივებს „წესიერი“ ზმნებისგან სესხულობენ

ერთნი ი- თავსართიანი ვნებითებით შევსებენ,მეორენი სათავისო ქცევის მოქმედებებით.

დააკვირდი:

დგას   ის       თამაშობს ის

იდგება  ის     ითამაშებს ის

იდგა      ის     ითამაშა     მან

მდგარა  ის     უთამაშია   მას

 

 

 


Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პოეტის და პოეზიის დანიშნულება ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის შემოქმედებაში

"კაცია ადამიანი ?!"-ილიას რეალისტური ნაწარმოები