ზმნის უღლება (მე-3 კონსპექტი)

 


ზმნის უღლება

·        შენ უკვე იცნობ სახელის ფორმაცვალებას  ანუ ბრუნებას(ბრუნვის 7 ფორმას)

·        ზმნა გამოყენებისას ასევე იცვლის ფორმას  და მის ფორმაცვალებას -უღლება ჰქვია.

·        გავიხსენოთ „თესვა“ ზმნის უღლება:

1.      თესავს

2.      თესავდა

3.      თესავდეს

4.      დათესავს

5.      დათესავდა

6.      დათესავდეს

7.      დათესა

8.      დაეთესოს

9.      დაუთესავს

10.   დაეთესა

11.   დაეთესოს

·          თითოეულ ამ ერთეულს მწკრივი ჰქვია.

·          ოღონდ მწკრივი მხოლოდ ეს თითო (მე-3 პირის) ფორმა არ არის.ყოველ მწკრივს მინიმუმ ექვსი პირის ფორმა აქვს(სამი -მხოლობითში და სამი- მრავლობითში)

(მე) ვთესავ   (ჩვენ) ვთესავთ

(შენ) თესავ   (თქვენ)თესავთ

(ის) თესავს   (ისინი) თესავენ

 

დაიმახსოვრე :

უღლების დროს,გამარტივების მიზნით,თითოეული მწკრივის თითოს ვიყენებთ ხოლმე.ფორმას(ჩვეულებისამებრ,მხოლოობითის მე-3 პირს)

 

ხხ

მწკრივების წარმოებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჩვენთვის უკვე ნაცნობი-ზმნისწინი;

ამიტომ ზმნის უღლების სურათი ასეც  შეიძლება წარმოვადგინოთ :

 

თესავს                დათესავს

თესავდა             დათესავდა

თესავდეს           დათესავდეს

თესა                     ათესა

თესოს                   დათესოს

უთესავს               დაუთესავს

ეთესა                     დაეთესა

ეთესოს                  დაეთესოს

 

როგორც ხედავ,ფორმათა მარჯვენა რიგი მხოლოდ ზმნისწინით განსხვავდება მარცხენა რიგისგან;

 

ხხხხ

ზმნის მწკრივები. მწკრივთა კითხვები . მწკრივის ფორმის აგებულება

თესავს                დათესავს

თესავდა             დათესავდა

თესავდეს           დათესავდეს

თესა                     დათესა

თესოს                   დათესოს

უთესავს               დაუთესავს

ეთესა                     დაეთესა

ეთესოს                  დაეთესოს

 

ერთი და იმავე ზმნის ფორმათა ეს ორი რიგი-მწკრივის ფორმებია

 

·        მაგრამ ისინი ჯე კიდევ არ ჩაითვლებიან დამოუკიდებელ მწკრივებად;

·        მწკრივებად მათ აქცევთ ამოსაცნობი კითხვები

·        ე.წ. ამოსაცნობი კითხვები ზოგ ფორმას დამოუკიდებლობას შეუნარჩუნებს და ზოგსაც ერთ მწკრივად გააერთიანებს

 

დაიმახსოვრე: თითოეულ დამოუკიდებელ მწკრივს თავისი კითხვა შეესაბამება

 

წარმოვადგინოთ მწკრივთა კითხვები ფორმათა ორი რიგის მიხედვით:

 

ხატავს                    1.რას შვრება ?                    4. რას იზამს?   დახატავს

ხატავდა                  2.რას შვრებოდა ?             5.რას იზამდა ? დახატავდა

ხატავდეს               3.რას შვრებოდეს ?            6. რას იზამდეს? დახატავდეს.

 

ხატა                                              7.რა  ქნა?              დახატა

ხატოს                                           8.რა ქნას ?       დახატოს

უხატავს                                       9. რა უქნია      დაუხატავს

ეხატა                                            10. რა ექნა ?      დაეხატა

ეხატოს                                            11. რა ექნას ?   დაეხატოს

 

·        ფორმათა 8 წყვილიდან 11 დამოუკიდებელი წყვილი მივიღეთ

·        ნაწილი წყვილი ფორმები გაერთიანდა იქ,სადაც მათ საერთო(გამაერთიანებელი) კითხვა გამოუჩნდა

 

 რაც შეეხება კონკრეტული მწკრივის აგებულებას

 

თუკი ერთიდაიმავე ზმნის ორ ან მეტ ფორმას ისე მივუწერთ ქვეშ ერთმანეთს ,რომ საერთო ნაწილი ერთმანეთს დაემთხვეს, ხოლო ყოველი განსხვავების საზღვარზე ვერტიკალურ ხაზს დავუშვებთ,ადვილად დავინახავთ ფორმის უცვლელსა და ცვალებად ნაწილებს

 

მაგ. ავიღოთ ზმნის ფორმები ზმნისწინისა და პირის ნიშნების გარეშე(ამისათვის მე-2 პირში უნდა ჩასვა)

(შენ) !!!!

ხატ  ავ

ხატ   ავ  დ ი

ხატ   ავ   დ ე

ხატ  

ხატ   

 

ხატ   საერთო ნაწილია და  ე.წ. ზმნის ძირია

 

 

ზმნის კილო

 

·        თითოეულ მწკრივს დამუკიდებელი ფორმა( ე.წ. ფუძე) აქვს ხატავ ხატე ხატო

·        ასევე დამოუკიდებელია ის შინაარსი რასაც თითოეული მათგანი გამოხატავს

·        მწკრივები უპირველესად კილოს მიხედვით განსხვავდება ერთმანეთისგან

·        კილოს მიხედვით მკრივები ორ ჯგუფად იყოფა

·        თხრობითი კილოს მწკრივები ჰქვია ისეთ მწკრივებს,რომლებიც დამოუკიდებლად გამოხატავენ  რეალურ მოქმედებას შესრულებულს რეალურ დროში (ხატავს,დახატა,

·        კავშირებითი კილოს მწკრივებით არა რეალური არამედ სასურველი მოქმედება გადმოიცემა;(ასე იმიტომ დაერქვა რომ ეს კილო მხოლოდ სხვა სიტყვებთან კავშირით გამოხატავს,რაღაც შინაარსს(მაგ ნეტა დაეხატოს,უნდა დახატოს; ..)

 

·        როგორ ამოვიცნოთ ზმნის კონკრეტული ფორმა რომელ კილოს ეკუთვნის ?

·        არსებობს მარტივი ხერხი  : თუ ზმნის ფორმას შეიძლება დაერთოს ნაწილაკი „უნდა“,მაშინ კილო კავშირებითია

·        თუ ზმნის ფორმა ნაწილაკს „უნდა“ ვერ იგუებს,მაშინ კილო თხრობითია

მაგ. კავშირებითის ფორმებია

(უნდა) ხატავდეს,

(უნდა)დახატავდეს;

(უნდა)დახატოს;

(უნდა)დაეხატოს;

თითოეული ამ მწკრივის სახელად“კავშირებითი“ გამოიყენება

ამაშ შეიძლება დაემატოს კიდევ ერთი მწკრივი,რომელიც“პირობითი „ შინაარსისაა და უფრო კავშირებითებს ენათესავება : დახატავდა

 

შენიშვნა:

მე-3;მე-6; მე-8 და მე-11 მწკრივები კავშირებითი მათ ენათესავება მე-5 მწკრივი დანარჩენი მწკრივები თხრობითი კილოს მწკრივებია

 

·        დანარჩენი მწკრივები თხრობით კილოს განეკუთვნება  ესენია:

ხატავს,

ხატავდა

(და)ხატავს;

(და)ხატა;

(და) უხატავს,

(და)ეხატა;

 

ხხხხხხხხხხხხ

ზმნის დრო

 

·        ზმნა მოქმედებას გამოხატავს რომელიც დროსა და სივრცეში  ხდება

·        ზმნის შინაარსი რომელიმე დროის გამომხატველია

·        ყურადღება : დროის გამოხატვა თხრობითი კილოს ანუ რეალური მოქმედების გამომხატველ მწკრივებს შეუძლიათ(კავშირებითი კილოს მწკრივები დროს დამოუკიდებლად არ გამოხატავენ)

·        დრო სამია:აწმყო; ნამყო(წარსული) და მყოფადი(მომავალი)

·        აწმყოსა და მყოფადს თითო-თითო მწკრივი გამოხატავს;ამიტომ ამ მწკრივებს ამავე სახელით მოვიხსენიებთ

·        ნამყოს კი რამოდენიმე(4)ფორმა ემსახურება: ხატავდა,დახატა,დაუხატავს,დაეხატა;

 

ზმნის ასპექტი

·        ასპეტი ერთი და მავე დროში წარმოდგენილ ფორმათა ნაირგვარობაა;

·        მაგ. ნამყო დროის ფორმები ხატავდა-ხატა მოქმედების შეწყვეტა-შეუწყვეტლობით უპირისპრდება ერთმანეთს

·        ხოლო ხატა-დახატა სრულობა-უსრულობით

·        ასპექტს ძირითადად სწორედ „სრულობა-უსრულობას“ უწოდებენ

·        განსხვავებას ასპექტში იწვევს    ზმნისწინი !!!!!

·        ზმნისწინიანი ზმნის ფორმები (დახატა,დაუხატავს,დაეხატა) სრული ასპექტის ფორმებია !!!!!!

·        უზმნისწინო(ხატა,უხატავს,ეხატა) უსრული ასპეტის ფორმებია;

 

ხხხ

 

ზმნის უღლების საერთო სურათი(სახელწოდებითურთ)

 

მწკრივის სახელწოდება

შესაბამისი კითხვა

შესაბამისი ფორმა

1

აწმყო

რას შვრება ?

კერავს

2

უწყვეტელი

რას შვრებოდა ?

კერავდა

3

აწმყოს კავშირებითი

რას შვრებოდეს ?

კერავდეს

4

მყოფადი

რას იზამს ?

შეკერავს

5

ხოლმეობითი(პირობითი)

რას იზამდა?

შეკერავდა

6

მყოფადის კავშირებითი

რას იზამდეს ?

შეკერავდეს

7

წყვეტილი

რა ქნა ?

(შე)კერა

8

ïï კავშირებითი

რა ქნას ?

(შე)კეროს

9

ïთურმეობითი

რა უქნია ?

შეუკერავს

10

ïï თურმეობითი

რა ექნა ?

შეეკერა

11

ïïï კავშირებითი

რა ექნას?

შეეკეროს

 

 

უღლების  ტიპები (ნაირსახეობანი)

·        უღლების ზემოთ მოყვანილი მაგალითები გარდამავალი ზმნების მიხედვით არის შექმნილი

·        გარდამავალი ზმნების უღლებას უღლების პირველი ტიპი ვუწოდოთ;

·        გარადაუვალი ზმნების უღლებისას არაერთი ნაკლოვანება იჩენს თავს

მაგ. ზოგ ზმნას ზმნისწინი საერთოდ არ დაერთვის( ზის; ფიქრობს) და ამიტომ მათ ნაჩვენები ზმნისწინიანი ფორმები არ ექნებათ

·        გარადაუვალი ზმნები ორ ტიპად იყოფა უღლების თავისებურებების მიხედვით;

·        ეს ტიპებია: ორპირიანი გარადაუვალი ზმნები და ერთპირიანი გარადაუვალი ზმნები

შენიშვნა: გავიმეოროთ ზმნის გარდამავლობა;

ორპირიანი გარდუვალი ზმნების უღლება

·        ძირითადად მისდევენ გარდამავალი ზმნების უღლებას

·        ხშირად აკლიათ უსრული ასპექტის(ანუ უზმნისწინო ) ფორმები

 

მწკრივის სახელწოდება

შესაბამისი კითხვა

შესაბამისი ფორმა

1

აწმყო

რას შვრება ?

ელოდება              უჩნდება

2

უწყვეტელი

რას შვრებოდა ?

ელოდებოდა       უჩნდებოდა

3

აწმყოს კავშირებითი

რას შვრებოდეს ?

ელოდებოდეს     უჩნდებოდეს

4

მყოფადი

რას იზამს ?

დაელოდება         გაუჩნდება

5

ხოლმეობითი(პირობითი)

რას იზამდა?

დაელოდებოდა   გაუჩნდებოდა

6

მყოფადის კავშირებითი

რას იზამდეს ?

დაელოდებოდეს  გაუჩნდებოდეს

7

წყვეტილი

რა ქნა ?

(და)ელოდა              გაუჩნდა

8

ïï კავშირებითი

რა ქნას ?

  (და)ელოდოს        გაუჩნდეს

9

ïთურმეობითი

რა უქნია ?

  (და)ლოდებია        გასჩენია

10

ïï თურმეობითი

რა ექნა ?

   (და)ლოდებოდა    გასჩენოდა

11

ïïï კავშირებითი

რა ექნას?

   (და) ლოდებოდეს   გასჩენოდეს

 

შენიშვნა: გავიმეოროთ ზმნისწინები

 

ერთპირიანი გარდაუვალი ზმნების უღლება

 

·        ერთპირიანი გარადაუვალი ზმნების ნაწილს ე.წ. მეშველი(დამხმარე) ზმნით (ვარ; ვიყავი..) აქვს გართულებული ï დაïï თურმებითისა და ïïï კავშირებითის ï-ïï პირთა  ფორმები

·        მე-2 ნაწილს კიეს მწკრივები გარდამავალი ზმნების მსგავსად ეწარმოება,თუმცა ზმნისწინიანი ფორმები აკლია

 

მწკრივის სახელწოდება

შესაბამისი კითხვა

შესაბამისი ფორმა

1

აწმყო

რას შვრება ?

იმალება            თამაშობს

2

უწყვეტელი

რას შვრებოდა ?

იმალებოდა      თამაშობდა

3

აწმყოს კავშირებითი

რას შვრებოდეს ?

იმალებოდეს     თამაშობდეს

4

მყოფადი

რას იზამს ?

დაიმალება        ითამაშებს

5

ხოლმეობითი(პირობითი)

რას იზამდა?

დაიმალბოდა    ითამაშებდა

6

მყოფადის კავშირებითი

რას იზამდეს ?

დაიმალებოდეს  ითამაშებდეს

7

წყვეტილი

რა ქნა ?

დაიმალა               ითამაშა

8

ïï კავშირებითი

რა ქნას ?

დაიმალოს            ითამაშოს

9

ïთურმეობითი

რა უქნია ?

დამალულა          უთამაშია

10

ïï თურმეობითი

რა ექნა ?

დამალულიყო      ეთამაშა

11

ïïï კავშირებითი

რა ექნას?

 დამალულიყოს   ეთამაშოს

 

 

ფუძემონაცვლე ზმნები

 

·        უღლების დროს ზმნის ფუძის მონაცვლეობის ორგვარი შემთხვევა არსებობს:

1.      ზოგი ზმნის ფუძე სრულიად იცვლება მწკრივების მიხედვით,რასაც ხშირად ზოგი მწკრივის კლებაც ახლავს თანმაგ,ასეთია „ყოფნა“  ზმნა:

 

1

აწმყო

რას შვრება ?

არის

2

უწყვეტელი

რას შვრებოდა ?

 

3

აწმყოს კავშირებითი

რას შვრებოდეს ?

 

4

მყოფადი

რას იზამს ?

იქნება

5

ხოლმეობითი(პირობითი)

რას იზამდა?

იქნებოდა

6

მყოფადის კავშირებითი

რას იზამდეს ?

იქნებოდეს

7

წყვეტილი

რა ქნა ?

იყო

8

ïï კავშირებითი

რა ქნას ?

იყოს

9

ïთურმეობითი

რა უქნია ?

ყოფილა

10

ïï თურმეობითი

რა ექნა ?

ყოფილიყო

11

ïïï კავშირებითი

რა ექნას?

ყოფილიყოს

 

2.      ზოგ ზმნაში ფუძის ცვლილება ხდება სუბიექტ-ობიექტების მრავლობითში გადაყვანის დროს

ყურადღება:

დაჯდა(ის)-დასხდნენ(ისინი)

დასვა(ის)   -დასხა (ისინი)

მივარდა(ის)-  მისცვივდნენ(ისინი)

 

ყურადღება:

მწკრივის ფორმათა მართლწერა

 

მწკრივის ფორმათა გამოყენებისას რამდენიმე სახის შეცდომა იჩენს თავს:

1.      არ არის ხოლმე გათვალისწინებული ფუძის ის მონაცვლეობა,როელიც სუბიექტ-ობიექტების რიცხვის ცვლას უკავშირდება:

 

ზის(ის)- სხედან(ისინი) და არა ზიან(ისინი)

დასვა(ის) -დასხა(ისინი) და არა დასვა(ისინი)

2.      აწმყოში -ავ  და -ამ  დაბოლებიანი ზმნები  ასეთივე დაბოლოებით უნდა იყოს წარმოდგენილი ïთურმეობითში(რა უქნიაა ?):

ხატავს-დაუხატავს(და არა „დაუხატია“)

დგამს-დაუდგამ  (და არა  დაუდგია“)

 

3.      ზმნების -ავ დაბოლოება შესაბამის საწყისებში ჩანს --ს სახით :

საწყისი               რას შვრება?      რა უქნია ?

ხატ                    ხატავს               დაუხატავს ( და არა დაუხატია)

ბარ                    ბარავს               დაუბარავს (და არა  დაუბარია)

 

საწყისითვე შეგვიძლია შევამოწმოთ  -ამ -იანი ზმნების სისწორე

საწყისი               რას შვრება?      რა უქნია

დარტყ      არტყამ               დაურტყამ    (და არა დაურტყია)

ჩაც              იცვამ                      ჩაუცვამ    (და არა  ჩაუცვია)

დასხმა            ასხამ                     დაუსხამ     ( და არა დაუსხია)

 

საწყისი               რას ვშვრები?                  რა  შვრება?                     რა უქნია ?

                        ვსვამ (და არა ვსვავ)      სვამს(და არა სვავს)   უსვამს (და არა უსვია)

                        ვაბამ   (და არა ვაბავ)     აბამს(და არა აბავს)   შეუბამს (და არა შეუბია)

 

 

4.      გარდაუვალი ორპირიანი ზმნები ïï თურმეობითსა(რა ექნა ?) და ïïï კავშირებითში(რა ექნას ?) - ოდ ბოლოსართს გაიჩენს:

 

შეხვედროდა( და არა შეხვედრიყო ან შეხვედრილიყო)

გასჩენოდ

დასეოდ

 

 

5.      გარდამავალი ზმნის ïï თურმეობითსა(რა ექნა ?) და ïïï კავშირებითში(რა ექნას ?) ჩნდება -ინ ბოლოსართი,რომლის თანხმოვნის დაცვა აუცილებელია:

 

აეშენებინა (და არა-აეშენებია)

დაევიწყებინა(და არა-დაევიწყებია)

Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პოეტის და პოეზიის დანიშნულება ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის შემოქმედებაში

"კაცია ადამიანი ?!"-ილიას რეალისტური ნაწარმოები